შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილისთვის დაბადებული [სრულად]


9-08-2018, 19:41
ავტორი Mathew
ნანახია 2 694

მიდის, მიზდევ.
ჩერდება,ჩერდები.
გიბრუნდება,უბრუნდები.
გიღიმის,უღიმი.
ტირის,ტირი.
ტკივა,გტკივა.
უყვარხარ,გიყვარს.

ათასი გრძნობაა ამქვეყნად.ათასივესვე გამოცდი,იმ განვლილ წლებში,რაც სიკვდილამდე დაყე.მაგრამ უნდა იცოდეთ,რომ თქვენ და “ის“ ყოველთვის ერთი და იმავეს გრძნობთ.შორიდანვე,მანძილის მიუხედავად და იმის მიუხედავად,იცნობ თუ არა მას,მაინც,ერთმანეთთან დაკავშირებულები ხართ.
ხო,აი ასე.
ზუსტად ასეა ყველა.
და,აი,იმ ყვლაში ეს,პატარა,მაგრამ დიდი გოგონაც.
ზოგადად,ყველა სიკვდილისთვის ვართ დაბადებული.
მაგრამ ის,ის სხვა არაფრისთვის იყო დაბადებული.
არაფერი უნდა განეცადა.
არც ერთი გრძნობა.
თავიდანვე იცოდა ეს,ხვდებოდა.
იცოდა,რომ მას არ შეეძლო შეყვარება,ის როგორც სხვებს,არა,უარესი.მას საერთოდ არ შეეძლო შეყვარება.
მას,არ შეეძლო ისე გაღიმება როგორც სხვებს.
მას,არ შეეძლო,სულ ტყუილად ეღვარა ცრემლი.
ის,უკან არავის მიზდევდა.ეს არც უნდა ექნა.
ის,არავისთვის არსად არ ჩერდებოდა.
ის,არავის უკან არ უბრუნდებოდა.
ის,საერთოდ არაფერს აკეთებდა ისე,როგორც ირგვლიმ მყოფები.
ნია უნდა ყოფილიყო სხეული.
უსულო,უგულო და უგრძნობი.
მაგრამ,არ გამოდგა ასე.
მასში ერთად გაჩნდა გულიც,სულიც და გრძნობაც.
თუმცა,ბოლოს,მან მაინც გააკეთა ის რისთვისაც დაიბადა.
მაინც შეასრულა თავისი მისია.
მართალია არ ყოფილა ის სრულყოფილი,მაგრამ ფინალი ისე განხორციელდა როგორც საჭირო იყო.
უფრო მეტიც,მან საყვარელ ადამიანს გული ატკინა და თან,მისი ტკივილიც წაიღო.
თითქოს ძალას მატებდა სხვისი ტანჯვა.
რომ გითხრათ,ანდრეა არ იყო ნიასავით სიკვდილისთვის დაბადებული-მეთქი დამიჯერებთ.
ასეა,მართალია ვთქვი ერთი და იმავეს გრძნობს ეს ორი ადამიანი-მეთქი,მაგრამ იმას არ ნიშნავს ეს,რომ ერთი და იმავე რამისთვის დაიბადნენ.
ამის მიუხედავად,ორივეს ერთი გრძნობები უტრიალებდა.
ეს გრძნობები,მხოლოდ მაშინ გამოჩნდა,როცა ერთმანეთი გაიცნეს.
მანამდე?
მანამდე სიცარიელე იყო.
ნიამ იცოდა,თუ როდის უნდა შეეწყვიტა სუნთქვა.
ყველაფერი იცოდა და დროის გასვლასაც ელოდა.
იქამდე კი ყველას სახლის ფანჯრიდან აკვირდებოდა.
ზუსტად ამ დაკვივების დროს,უცხო,მწვანე თვალებს წააწყდა.
სახლის წინ,გრძელ მწვანე სკამზე იჯდა უცხო ბიჭი,აქამდე რომ არ ენახა უბანში.
იჯდა,ეწეოდა და ნიას შავ სფეროებს თავისი მწვანეებით აბრმავებდა.
წამით გაიფიქრა ნიამ,რა ლამაზიაო და მაშინვე ფანჯარას მოსწყდა.
არ უნდა გაეფიქრა,არ უნდა ეგრძნო.
თუმცა მაინც მოხდა და აი,ზუსტად ამ დღიდან შეიცვალა ყველაფერი.
უნდოდა,თავიდან ამოეგდო მასზე აზრები,მაგრამ არ გამოუვიდა.
ამას ისიც დაემატა,რომ რამდენიმეჯერ,სასწავლებელშიც შეხვდა.
ზღვარი მაშინ გადაილახა,როცა,მათ შორის მოკლე და უაზრო დიალოგი შედგა.
ეს დიალოგი კი ერთ-ერთი კურსელის დაუდევრობას მოყვა.
ხელი კრა და ისიც მწვანეთვალებას მკლავებში ჩაესვენა.
ბიჭმა რა თქმა უნდა მაშინვე იცნო,გაუღიმა და მიესალმა.ნია კი მხოლოდ თავისდაკვრით შემოიფარგლა.
საუბრობდა,ოღონდ ძალიან ცოტას.
არც ახლა შეუწუხებია თავი და მისალმება,უბრალო ჟესტით მოახერხა.
-შენ ის არ ხარ,ფანჯრიდან რომ იყურები?-არც ახლა შეუწუხებია თავი,მაგრამ ბიჭს მომაბეზრებელმა და საშინელმა კითხვამ შეაწუხა,თვალები აატრიალა,შემდეგ კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-არ მელაპარაკები?
-ბევრი საუბარი არ მიყვარს.-დაბალი და ნაზი ხმით დაიჩურჩულა,შემდეგ კი შებრუნდა და კიბეები ჩქარი სვლით ჩაირბინა.
მთელი დღე,ამ პატარა და სულელრ დიალოგზე ფიქრობდა.შემდეგ მწვანეთვალებაზეც დაიწყო ფიქრი,გაახსენდა მისი გარეგნობა,თვალები,ღიმილი,თლილი თითები და უნებლიე გაეღიმა.ღამით კი თავის თავს დაპირდა და მკაცრად განაცხადა,რომ აღარ იფიქრებდა მასზე.მართალია არ უფიქრია,მაგრამ სიზმრებმა არ მოასვენეს და ისევ მწვანე თვალები იხილა.
დილით,გაღვიძებულს სიზმარი გაახსენდა და ისედაც უხასიათო უფრო ცუდად გახდა.არ უნდოდა მასზე ეფიქრა,არ უნდოდა მის მიმართ რამე ეგრძნო,არ უნდოდა ისევ დასიზმრებოდა და ეფიქრა მწვანე სფეროებზე.განსხვავებული იყო ნია,სიკვდილისთვის დაბადებული.
ხომ იცით არა,სიკვდილისთვის მხოლოდ გამორჩეულები იბადებიან.
სხვები,მხოლოდ იმიტომ,რომ ბედნიერება განიცადონ.
ის,კი იმიტომ,რომ ვერ იგრძნოს სხვა,გარდა სიკვდილისა.
ხო,არაფერი უნდა ეგრძნო და ანდრეა ცუდის მომასწავლებელი იყო.
ნელა წამოდგა საწოლიდან და იმ წამიდან დაიწყო,ჩვეულებრივი,რუტინული ცხოვრება,მაგრამ ქონდა ნიას იმის იმედი,რომ ეს რუტინული ცხოვრება რაღაცნაირად შეიცველობდა.აი ისე,როგორც გუშინ.
თან ძალიან უნდოდა ეს,თან ძალიან ეშინოდა.
ეშინოდა იმის,რომ ვეღარ შეასრულებდა თავის მისიას.
ეშინოდა იმის,რომ ჩვეულებრივი გახდებოდა და ისევე შეიგრძნობდა ყველაფერს როგორც სხვა.
განა რა იყო ამაში ცუდი?!
არ იცით,არა?
თქვენი აზრით ხალხი ცხოვრებით ტკბება?
თქვენი აზრით მათ სადარდებელი არ აქვთ?
თქვენი აზრით მათი საყვარელი ღიმილი რეალურია?
თქვენი აზრით ადამიანები,ჩვენ და საერთოდ ყველა,ისეთი საყვარლები ვართ როგორც გარედან ვჩანვართ?
არა!
ყველა საყვარელი არსების უაკნ საშინელი მონსტრი იბადება,რომელსაც შეუძლია ყველა და ყველაფერი დაივიწყოს და ისე მიგაბაროს მიწას და ისე გაისვაროს ხელები სისხლში,თითქოს აქაც არაფერიო.
არ გააჩნია ადამიანებს გრძნობები.ხო არ გაგვაჩნია.
ყველაფერი ყალბია.
ყველა ღიმილი თუ ცრემლი.
ყველა გრძნიბა ყალბია.
ბედნიერება,სიხარული,აღშფოთება,ტკივილი,გაოცება და სიყვარულიც კი ყალბია.
თითქოს დგებიან და გრძნობებს,ემოციებ და განცდებს რომელიღაც მაღაზიაში ყიდულობენ.
ზოგს,ხარისხიანს აძლევენ და ირგვლივ მყოფი ვერ ამჩნევს მათ სიყალბეს.
ზოგს,კი უხარისხო ხვდება წილად და ხალხიც ადვილად ამჩნევს ტყუილს, შემდეგ თვითონ გამოცდიან,მათი ნაყიდი ემოცია ხარისხიანია თუ არა.
ზოგს კი,აი ისეთებს როგოროც ნიაა,სულ არ სჭორდება ეს ყველაფერი,რადგან ის ერთისთვის იბრძვის და ამ ბრძოლასაც მალე მოიგებს.
იცის ნიამ,რომ თუ,ჩვეულებრივი გახდება,წამში ჩაეფლობა კისრამდე ნაგავში,მაგრამ ის არ იცის,რომ ანდრეა არაა ჩვეულებრივი და არ იცის,რომ ანდრეას არ სჭირდება სიყალბე.
ის ნამდვილია,მაგრამ ეს ნიასთვის სულ ერთია.
ბოლოს ის,ალბათ მაინც თავისს გზაზე წავა.
ამიტომ ეშინია ნიას რუტინული ცხოვრების შეცვლის,მაგრამ გული მაინც მიისწრაფის ცვლილებისკენ.
განა წესები იმისთვის არ შეიქმა,რომ დავარღვიოთ.
ნიას კი პირველად გაუჩნდა ეს სურვილი და არცაა უჩვეულო,რომ,შიშმა და სურვილმა ერთიანად შეიპყრო.
ბოლოს, საკუთარ თავს ძლია,აჩეჩილ თმაში ხელი შეიცურა და სახლის კარებს მიუახლოვდა.
უხეშად დაავლო სახელურს ხელი და ჩუმი ნაბიჯებით გავიდა სადარბაზოში.
ნელი ნაბიჯებით მიაპობდა ქუჩას,ყურში მელოდიის ნაზი ჰანგები ჩაესმოდა,მაგრამ არანაირი გრძნობა.ამას,მხოლოდ დროის გაყვანის მიზნით აკეთებდა.მელოდიით შეეძლო გადაეფარა ხალხის ყაყანი და ჩუმად ედევნებია ყველასთვის თვალი.მუდამ ამით იყო დაკავებული,ეს საქმე კი დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
შეეძლო ადამიანების შეცნობა,მაგრამ იყო რაღაც რაც ყველას აერთიანებდა.ყველაში ნიაც შედიოდა.
ის ჩარჩოები,რომელიც ადამიანს გააჩნია.
ჩარჩოები,რომელიც გზღუდავს და ზოგჯერ ყელში გიჭერს.
ჩარჩოები,რომელიც არ გაძლევს იმის კეთების უფლებას რაც მთელი გულით გინდა.
ამჩნევდა ამას ნია,ყველაში ხედავდა ზღვარს.
ბოლო დროს საკუთარი თავიც გამოიჭორა იმაში,რომ ჩარჩოებში იყო ჩამწყვდეული და ეს საშინლად არ ესიამოვნა.
ფიქრებიდან საშინელმა ბიძგმა გამოიყვანა.ფრთხილად წამოწია თავი,ყურსასმენები მოიძრო და მწვანე თვალებს გაუსწორა მზერა.
აი,რუტინული დღის დარღვევა,
შიშის გადალახვა და ჩარჩოების გატეხვა.
ანდრეამ ყველაფერი ერთად მოახერხა,რადგან ზუსტად ის წარმოადგენდა მათ.
-გამარჯობა მუნჯო.-ფართო ღიმილით დააჯილდოვა გოგონა.
-მუნჯი არ ვარ.-დაბალი ხმით დაიჩურჩულა და წამით გააპარა თვალი მომღიმარი ბაგეებისკენ.
-ოჰ,შენი ხმის გაგონება ჩემთვის დიდი პატივია.
-არ მიყვარს მასხარები.
-სიმართლე გითხრა ასე მხოლოდ იმიტომ ვიქცევი,რომ ხმა ამოგაღებიო.როცა გამიცნობ დარწმუნდები,რომ სულაც არ ვარ მასხარა.
-და,რატომ გგონია,რომ შენი გაცნობა მინდა.
-შენ თვალებში ვხედავ ნია.
-არა!-უცებ დაიყვირა და მიიპყრო ირგვლივ მოსიარულე ხალხის მზერა.-ჩემ თვალებში შენ ვერაფერს დაინახავ.იქ მხოლოდ სიცარიელეა,გესმის?!იქ,შენ ვერაფერს ნახავ.
-იქ,სიცარიელე რომ ყოფილიყო ნია,მაშინ ისინი გამჭირვალეები იქნებოდნენ.
-მაშინ შენ ჩემ აზრებს დაინახავდი.
-ცდები ნია.თვალები და საერთოდ,ადამიანი მაშინაა გამჭირვალე,როცა მას უკვე ადამიანის არაფერი ცხია.მაშინ,როცა მისი სულიც და გულიც მკვდარია.შენ კი,ყველასგან განსხვავებულად გიძგერს ეგ გული,შენი სულიც ყველასგან განსხვავებულია ნია,გესმის?!
-შენ რა იცი როგორ ძგერს ჩემი გული,ან რანაირია ჩემი სული?-ისევ დაიყვირა.
-ახლა შეიძლება ბანალურად გამომივიდეს,მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულები.
-ზოგჯერ ბანალურობაც საჭიროა.-და აი,აქედან დაიწყო ყველაფერი.იმ დღეს,9 მარტი იყო.
9 მარტს დაიწყო ყველაფერი და 9 მარტსვე დასრულდა.
მართალი იყო ანდრეა,ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულები.
უთქმელად გრძნობდნენ და განიცდიდნენ ერთმანეთს.
ნიას თვალებში,მხოლოდ ერთ გრძნობას თუ დაინახავდით-სოყვარულს.
და სწორედ ამ გრძნობაში იყო სხვა დანარჩენი ჩაქსოვილი.
მაგრამ,სხვებისგან გამსხვავებით,ის არ იყო ყალბი.
არც ანდრეა იყო სიყალბით მოცული.
ეს ნიამ მაშინ დაინახა,როცა პირველად,ფანჯრიდან შეეჩეხა მის მწვანეებს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა,არ შეცვლილა ნიას ვალდებულება.
ადნრეასთან ერთად,ის იმაზეც ფიქრობდა,თუ რატომ დაიბადა.
პასუხი კი მხოლოდ ერთი იყო-სიკვდილი.
ეს კი იმიტომ,რომ ის განსაკუთრებული იყო.
განსაკუთრებული კი,მხოლოდ მწვანეთვალებას ხვდა წილად.
მათთან მუდამ დიდი სიყვარული და სულ ცოტა ბანალურობა სუფევდა,რადგან ბანალურობა,მუდამ,სულ ოდნავაა საჭირო.
***
თებერვლის 19 იყო მაშინ.მთელი ქალაქი თეთრ თოვლში იყო ჩაფლული.ცა ნაცრისფერ ღრუბელს გადაეფარა და მზის სხივებს არ აძლევდა შემოჭრის უფლებას.
სიცივე ძვლებში ატანდა.
ყინავდა.
საშინელი ზამთარი იყო მაშინ.ციდან წამოსული წვეთი მიწაზე დაცემას ვერ ასწრებდა,ისე იყინებოდა.
მაგრამ,ამ ყველაფერს მაინც ქონდა რაღაც ხიბლი.
განსაკუთრებით ღამით.
სწორედ ღამით,ნია და ანდრეა დაძინებულ,სითეთრეში დაკარგულ ქალაქს უმზერდნენ.
უყურებდნენ თოვლს,რომელზეც ლამპიონების ნარინჯისფერი შუქი ირეკლებოდა და სულ ოდნავ იცვლიდა ფერს.
ქალაქს უყურებდა ნია.
ანდრეა კი ნიას არ აშორებდა მზერას,თვალს ვერ წყვეტდა მის ათრთოლებულ ტუჩებს.
უცებ დაავლო გოგონას ხელი,თავისკენ მოაბრუნა და ნაზად დაეწაფა მის ბაგეებს.
უეცრად გაქრა მათ ტანში დაბუდებული სიცივე და სითბომ დაისადგურა.
გაოგნებული იყო ნია,მაგრამ შემდეგ ფიქრს თავი დაანება და თვალები დახუჭა.
წამით წარმოიდგინა მისი თავი ანდრიას გარეშე,და მაშინვე ჩამოუგორდა ცრემლი.
ახლა,ამ მომენტში ის ყველაზე სუსტი იყო,მაგრა ეს სულ არ ანაღვლებდა.
ამ მომენტში მას მხოლოდ ანდრეა სწყუროდა.
***
ამ ამბიდან ერთი თვეც არ იყო გასული.ქუჩაში გაზაფხულის პირველი,ცივი თვის,პირველი დღეები იყო.გარეთ საშინლად წვიმდა.
ამინდი რაღაცას ან ვიღაცას მისტიროდა.
მაგრამ,არა მხოლოდ წვიმით.
გარეთ საშინლად ელავდა,ქარი მთელი ძალით ქროდა და ქუჩაში პარკებთან ერთად,რამდენიმე ფრინავ ქუდსაც თუ შენიშნავდით.
კოკისპირულად წვიმდა.
ნია კი,ამ დროს საწოლზე იწვა,ტელეფონი ხელში მოემარჯვებინა და ფიქრობდა,უნდა მიეწერა თუ არა ანდრეასთვის.
ბოლოს,მხოლოდ ორი სიტყვა აკრიფა და გააგზავნა-მოდი,გთხოვ.
ნახევარ საათში ანდრეა უკვე მისი სახლის კარებთან იდგა და აკაკუნებდა.
ბოლოს სახელური ჩამოსწია და ნელი ნაბიჯებით შევიდა ღია კარებში.
-ნიაა.-ხმას არავინ სცემდა.იფიქრა ჩაეძინაო და ოთახისკენ აიღო გეზი.გული ცუდს უგრძნობდა,მაგრამ ამის დაჯერება არ სურდა.ნელა ჩამოსწია სახელური და კარები შეაღო,თუმცა ადგილზე გაქვავდა.
მის წინ,მისი საყვარელი ქალის უსულო სხეული ეკიდა.
თეთრ თოკზე იყო ჩამოკიდებული და სულ ოდნავ,იქეთ-აქეთ ირწეოდა.
უცებ გაუშავდა მწვანე თვალები,რამდენიმეჯერ მაგრად დაახამხამა თვალები,იქნებ მეჩვენებაო,მაგრამ გამოსახულება არ გამქრალა.
კანკალით შევიდა ოთახში და უსულო სხეულს მიუახლოვდა.
ხელი მოხვია და კალთაში ჩაისვა,თმაში ხელი შეუცურა და სახეზე ფრთხილად შემოარტყა მეორე ხელი.
-ნია.-ჩახრეწილი ხმით დაიჩურჩულა.იმის იმედი ქონდა,რომ ეს რაღაც ხუმრობა იყო და მალე გაახელდა გოგინა თვალებს.
-ნია,გაახილე თვალები.აღარაა სასაცილო.-არაფერი მომხდარა-ნია,ნუ მაშინებ.-ჯერ პულსი შეუმოწმა,შემდეგ გულზე დაადო ხელი.ისიც შეამოწმა სუნთქავდა თუ არა,მაგრამ გოგონას სიცოცხლის არაფერი ეტყობოდა.
ფეხზე წამოდგა და ოთახს თვალი მოავლო.
უცებ,იქვე,საწოლზე დადებულ თეთრ ფურცელს მოკრა თვალი,რომელზეც დიდი ასოებით იყო დაწერილი-“ანდრეას”.
***
“ღმერთო.ანდრეა,არც კი ვიცი საიდან დავიწყო ან რა გითხრა.მგონი ჯობია,რომ ყველაფერი სულ თავიდან მოგიყვე.ადამიანი როცა იბადება,მას რაღაც მიზანი გააჩნია,ამ მიზანს ასრულებს,ბოლოს კი,ჩვეულებრივ,კვდება.
მე კი,მხოლოდ იმიტომ დავიბადე,რომ მომკვდარიყავი.
ვერ აგიხსნი,ეს საიდნ ვიცოდი,უბრალოდ ასე იყო.
მე არ უნდა მეგრძნო ტკივილი.
მე არ უნდა მეგრძნო სიხარული ან ბედნიერება.
მე არცერთი გრძნობა არ უნდა განმეცადა
ამის მწამდა და მჯეროდა.
ისიც ვიცოდი,რომ ყველა ადამიანი ყალბი იყო.
ყალბი იყო მათი გრძნობებით და საერთოდ ყველაფრით.
ყველა ასეთი მეგონა,იქამდე,სანამ შენ არ გაგიცანი.

ხო,შენ განსხვავებული იყვი ანდრეა.
ისეთი,როგორიც მე.შეიძლება,შენ არ დაიბადე სიკვდილისთვის,მაგრამ,შენ ჩემთვის დაიბადე ანდრეა.ვერ წარმოიდგენ,ახლა,ამის წერა როგორ მიჭორს.
ვერ წარმოიდგენ, როგორ მიჭორის იმის გააზრება და წარმოდგენა თუ რა მოგივა,როცა შენ,ერთადერთი ადამიანი,რომელიც მიყვარდა და რომელმაც რაღაც მაინც განმაცდევინა,ჩემ უსულო სხეულს ნახავ.
არ იყავი შენ ჩემი ღირსი.
უკეთესი უნდა გყოლოდა გვერდით.
ამხელა ტკივილი არ უნდა მიგეღო.
მაგრამ,მე ვარ ეგოისტი.
გთხოვ ანდრეა,იპოვე ის ადამიანი,ვინც ტკივილს შეგიმსუბუქენს და ჩემ თავს დაგავიწყებს.
მართალია,არ მინდა,რომ დამივიწყო,მაგრამ შენთვის ასე იქნება უკეთესი.
არ მინდა,რომ მეხსიერებიდან ის ლამაზი დღეები ამოშალო,მაგრამ ეს შენი თავისთვის უნდა გააკეთო.
უნდა იპოვო უკეთესი.
უნდა გააგრძელო ცხოვრება.
უნდა გაიღიმო და ისევ ააკაშკაშო მწვანეები.
მე კი გპირდები,რომ არასდროს მოგშლრდები გვერდიდან.
მუდამ შენთან ერთად ვიქნები.
ყველაფერში დაგეხმარები.
ორივე ერთად დავძლევთ მონატრებას,ამას გპირდები.
აქ,ზემოთ მაინც ვიქნები ნორმალური ანდრეა.
ყველა არანორმალურში მინდა,რომ ნორმალური ვოყო.
შენ კი,როცა ზემოთ ამოხვალ ისევ ისე შემომხედე,გთხოვ.
როცა ამოხვალ მე დაგხვდები და ისევ ისე ჩამიკარი გულში,გთხოვ.
გილოცავ ანდრეა.
9 მარტს გილოცავ.
ჩვენი ერთად ყოფნის ერთ წელს და ჩვენი დაშორების პირველ დღეს გილოცავ.
ასეთი საჩუქარის ღირსი არ იყავი შენ,მაგრამ მე ეგოისტი ვარ,ხომ იცი.
ხოდა,ახლაც,ბოლო სურვილი ამისრულე რა.
ჩემი უსულო სხეული გულში ჩაიკარი და ზუსტად ისე აკოცე როგორც პირველად.
ისე,როგორც ეს 19 თებერვალს გააკეთე.
მე კი ვიგრძნობ.
მოვალ და ხელს მოგხვევ.
ალბათ შენც იგრძნობ ანდრეა.
ახლა კი ერთს გეტყვი,იმას რაც არასდროს მითქვამს,მაგრამ ჩემ “გამჭირვალე“ თვალებში მუდამ ჩანდა.
მიყვარხარ ანდრეა.“


დ ა ს ა ს რ უ ლ ი.

ამ ისტორიის დაწერა უეცრად გადავწყვიტე,მაგრამ მისი წერის დროს ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე.
ხო,გულჩვილი ვარ,მაგრამ მეორე მე “მაზოხისტია”,ასე რომ,დატკბით.
იმედია მოგეწონებათ.
მიყვარხართ და მენატრებით.






№1 სტუმარი სტუმარი ნანა

წავიკითხე ეს მოთხრობა. სათაური, დასაწყისი, საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ ფინალი?.. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ნებით თუ უნებლიეთ. ადამიანს საოცრება შეიძლება შეემთხვას, სულ რომ არ მოელოდება და ვერ წარმოუდგენია ის განიცადოს, მნიშვნელობა არ აქვს რა დრო გვაქვს დათმობილი... ჩემი აზრით დასასრული უპატიებელია ყველა შემთხვევაში. უფრო მეტიც, სისასტიკეა საყვარელი ადამიანის მიმართ.

 


№2  offline მოდერი Mathew

ელპინი
ყველა საყვარელი არსების უკან საშინელი მონსტრი იბადება,რომელსაც შეუძლია ყველა და ყველაფერი დაივიწყოს და ისე მიგაბაროს მიწას და ისე გაისვაროს ხელები სისხლში,თითქოს აქაც არაფერიო.
არ გააჩნია ადამიანებს გრძნობები.
ხო არ გაგვაჩნია.
ყველაფერი ყალბია.
ყველა ღიმილი, თუ ცრემლი.
ყველა გრძნობა ყალბია.
ბედნიერება,სიხარული,აღშფოთება,ტკივილი,გაოცება და სიყვარულიც კი - ყალბია.
თითქოს დგებიან და გრძნობებს,ემოციებს და განცდებს რომელიღაც მაღაზიაში ყიდულობენ.
ზოგს ხარისხიანს აძლევენ და ირგვლივ მყოფი ვერ ამჩნევს მათ სიყალბეს.
ზოგს კი, უხარისხო ხვდება წილად და ხალხიც ადვილად ამჩნევს ტყუილს,შემდეგ თვითონ გამოცდიან,მათი ნაყიდი ემოცია ხარისხიანია თუ, არა.

ამაზე შოკში ჩავვარდი, ანი. :)
ეს რა გიქნია, გოგო?!
როგორ მოახერხე ასე უცებ, ეს ყველაფერი?!
რა მისტიურმა ძალამ შეგიპყრო, ასე უცებ რომ გაიზარდე, ანი?!

შენ რომ შენს ასაკზე გაცილებით დიდი ხარ, იცი?!
პატარა, მაგრამ დიდი გაზრდილი ხარ, ანი.
შენში იმდენი რამაა.
მე ხომ ვიცი როგორი პატარა ხარ, ემოციური, სულ სხვანაირი, სულ სხვაგვარს გიცნობ, მაგრამ ამ დღეებში რა დაგმართნია?!
რამდენი ხანია არ გვილაპარაკია ჩვენ.
როგორც ჩანს, ბევრი უნდა მომიყვე.
ნაადრევად გაზრდილი ხარ, გესმის?!

ანი, სერიოზულად გაოცებული ვარ.
ასე, ერთი ციდა გოგომ, როგორ მოახერხე ამდენი?!
ვაჰ.
ცოტა შოკში ვარ. :)
და ის წერილი, ანი.
მეგონა, ხელში მეჭირა და მე ვკითხულობდი.
თვალები ამიცრემლდა და ხო ბევრჯერ მითქვამს შენთვის, როცა შენს ნაწერზე იტირებენ, ჩათვალე ბევრს მიაღწიე - მეთქი.
და ის სახელი, ანდრეა როგორ მეზიზღება.
ჩემი ზღვარს იქეთ - ის მერე...
ნუ, კარგი, ეგ არაფერი.

პატარა გოგო ხარ - ყველაზე დიდი გულით.

მალე დაბრუნდი.
ვილაპარაკოთ ჩვენ, ბევრი.

მიყვარხარ ძალიან!

გეფიცები,არ ვიცი რა მჭირს.უბარლოდ,თავისით მოდოს და თითებსაც გადააქვს ფურცელზე.
უზომოდ მიხარია ასეთი სიტყვები.
მითუმეტეს შენგან.
მოსაყოლს რაც შეეხება,ძალიან ბევრია ანა.
იმდენად მენატრები.
უშენობა ცუდია,გეფოცები.
ხო,ალბათ გავიზარდე,მაგრამ,მგონი ეს კარგია,არა?
ხო,სულ სხვა ხასიათი მაქვს,მაგრა მეც მინდოდა რაღაც ახალი.
ახლა კი მივხვდი,რა სიამოვნებაა როცა ასეთ ისტოროას წერ.
გეფიცები,ძალიან დიდი შვებაა.
ტორილს რაც შეეხება,ეს თუ მოვახერხე უზომოდ ბედნიერი ვარ.
მიუხედავად იმისა,რომ არ მიყვარს როცა ტირი.
მგონი ჩვენი შეთანხმება უნდა გავაუქმოთ ლურჯო.
სხელზე ბოდოში.
მიყვარხარ!

სტუმარი ნანა
წავიკითხე ეს მოთხრობა. სათაური, დასაწყისი, საკმაოდ საინტერესო იყო, მაგრამ ფინალი?.. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ნებით თუ უნებლიეთ. ადამიანს საოცრება შეიძლება შეემთხვას, სულ რომ არ მოელოდება და ვერ წარმოუდგენია ის განიცადოს, მნიშვნელობა არ აქვს რა დრო გვაქვს დათმობილი... ჩემი აზრით დასასრული უპატიებელია ყველა შემთხვევაში. უფრო მეტიც, სისასტიკეა საყვარელი ადამიანის მიმართ.

ვიცი და გეთანხმებით,რომ საყვარელი ადამიანის მიმართ ასეთი საქციელი უპატიებელია.
მაგრამ,რატომღაც ასე გადავწყვიტე.
მიხარია,რომ დრო დამითმეთ და თქვენი აზრი გამიზიარეთ.
ძალიან დიდი მადლობა.

 


№3 სტუმარი სტუმარი უიღბლო

სათაურით დავინტერესდი,ვკითხულობდი და უფრო და უფრო მომწონდა,უფრო კი იმის მერე რაც გავიგე რომ გოგონას ჩემი სახელი ერქვა ^^საოცრება იყო <3

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად ამატირე, ამაღელვე წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ყოველთვის გამოგდის ისეთი ისტორია რომელიც ყოველთვის გამახსენდება რაღაც პატარა დეტალით მაინც....
მომენატრა შენი ისტორიების კითხვა ჩაძირვა იმ სამყაროში რომელსაც შენ ქმნი ძალიან ნიჭიერო გოგო მიხარია, რომ გიცნობ... წარმატებებიი კიდევ ბევრი ლამაზი ისტორია მიმდა რომლის ავტორიც იქნები მხოლოდ შენ! kissing_closed_eyes

 


№5  offline მოდერი Mathew

Crazy dreamer
სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად ამატირე, ამაღელვე წარმოუდგენლად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ყოველთვის გამოგდის ისეთი ისტორია რომელიც ყოველთვის გამახსენდება რაღაც პატარა დეტალით მაინც....
მომენატრა შენი ისტორიების კითხვა ჩაძირვა იმ სამყაროში რომელსაც შენ ქმნი ძალიან ნიჭიერო გოგო მიხარია, რომ გიცნობ... წარმატებებიი კიდევ ბევრი ლამაზი ისტორია მიმდა რომლის ავტორიც იქნები მხოლოდ შენ! kissing_closed_eyes

ისე მომენატრა შენი თბილი სიტყვები ანუკი.
ძალიან გამახარე,ნუ,მუდამ ახერხებ ამას.
უზომოდ მახარებს ის ფაქტი,რომ საიტმა,შენი სახით მეგობარი და მკითხველი მაჩუქა.

ამდენი თბილი სიტყვა,კომპლიმენტი და კიდევ ათასი რამ.
მიხარია,რომ ეს ისტორიაც მოგეწონა და გპირდები,რომ მალე დავბრუნდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent