შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭირვეულის მორჯულება (13 თავი)


10-08-2018, 20:10
ავტორი Wiwiliza))
ნანახია 1 962

-გიორგი წამო დავიძინოთ , მაგრა ცუდად ვარ შენთავს გეფიცები ფისო, ჩვენი მომხედავი მაინც არავინაა, ჩემს იქით გზა არ გაქვს ჩემო სიფსიხის ევერესტო, ხმა დაიწვრილა დემემ და თავი მოისაწყლა.
-შენ ბიჭო მართლა იმნაირი ხო არ გგონივარ ეე? ჩემს ოთახში არც კი გაბედო შემოსვლა, კრიტიკული დღეები მაქვს საყვარელო ყურადღებას ნუ მომაქცევ,დემემ კეკლუცი გოგოს მსგავსად გადაიკისკისა
-ვაიმეეე სანდრო ეჩხუბე რა ამათ უზრდელობებს ამბობენ, დაუკმაყოფილებელი ქალებივით წიკვინებენ და თავი ამტკივდა, შეწუხებულმა ამოიკნავლა ლიზიმ და თეფშების რეცხვა განაგრძო ,სანდროს სუნთქვა რომ მოეფრქვა ყელში წამსვე გაშეშდა.
-ყური ავუწიო? თუ კუთხეში დავაყენო ჩვენო სიმშვიდის დედოფალო? შეცვლილი ხმით ჩასჩურჩულა გოგოს, ლიზიმ ძლივსღა მოიკრიბა საბოლოო ძალები და შეეპასუხა,
-თუ არ მომშორდები შენ მოგიწევს კუთხეში დგომა დილამდე, მე მაინც იმდენი საქმე მაქვს ვერ დავიძინებ და იცოდე გაკონტროლებ, ამოიტირა გოგომ.
-დასჯის სხვა მეთოდები არ მოგეპოვება ლიზზ? რატო მეგონა რომ უფრო განვითარებული გქონდა წარმოსასხვის უნარი? იმედები გამიცრუე, ყურთან აკოცა და დატოვა გაქვავებული, ჭურჭლის საწმენდი ტილო მოიმარჯვა და ენერგიულად შეუდგა სამუშაოს, ერთობლივი ძალებით იმდენად მალე მორჩნენ საქმეს, თითქოს არაფერიო.
-ლიზი სამი ჭიქა ყავა რომ დამალევინე არ ჩაგეძინოსო, ახლა მართლა როგორ დავიძინო, თუ სხვა გეგმები გქონდა და ამ გზით ამავსე ენერგიით? წარბები აათამაშა სანდრომ და ლიზისგან მწარე ბწკენაც დაიმსახურა,
-მე რა ვიცოდი ასე მალე თუ მოვრჩებოდით, აუ საოცარი იდეა მაქვს ენერგიასაც დახარჯავ და საოცარ სიამოვნებასაც მიიღებ გპირდები, გამომყევი, მაცდურად გაიღიმა და კარისკენ წაიყვანა
-ბატონო? ეს შენ ხარ? და ამას ამბობ? მეჩვენები ხო? გარეთ რატო გავდივართ? საძინებლისკენ არ უნდა აგვეღო გეზი? არა თუ გინდა გარეთაც შეიძლება მაგრამ, ვეღარ დაასრულა ისე ააფარა ლიზიმ ტუჩებზე თითები და გააჩუმა
-გაჩუმების სხვა გზებიც არსებობს ცნობისთვის ელისაბედ, გაბრაზებულმა შეხედა გოგოს აშკარად რომ მიხვდა სად მიყავდა.
ლიზიმ აიღო თავისი კუთვნილი თხილამურები, სანდროსიც დაარეგულირა და მხრებზე მოსდო ბიჭს, სანდრო გაოცებისგან პირ დაღებული იდგა, ყბა აუწია ბუზი არ შეგიფრინდესო და თოვლში გაიქცა კისკისით
-ახალ წელს სამის ნახევარზე რატომ უნდა ვისრიალო ვინმემ გამეცით პასუხი, ღმერთოო შენ მაინც გამეცი პასუხი რა შევცოდე ასეთი, ცაში იყურებოდა და სიტუაციის დრამატიზებას ცდილობდა, ვერანაირ პასუხს ყური რომ ვერ მოკრა ხელი ჩაიქნია და სვლა განაგრძო
-საძელედან მინდა დავეშვა, სულ რაღაც 3307 მეტრია ზღვის დონიდან, თუ გეშინია დარჩი სანრო რა პრობლემაა, გახედა ბიჭს და ჩაიღიმა
-მე მეუბნება,საქართველოში თითქმის პირველ მოთხილამურეს, ეს თითისტოლა ბავშვი დარჩიო და თვითონ დაეშვება? ხარხარი დაიწყო სანდრომ და ძლივს მოითქვა სული
-არ დაიხრჩო სანდრო, კიდევ კარგი ამოისუნთქე თორემ უკვე სასწრაფოს გამოძახებას ვგეგმავდი, ხო ვიცი შენი შესაძლებლობები, მაგრამ აღარ ხარ ის სანდრო ხვდები ხო? ეჰ ასაკმა იცის, მოტყდი ბიჭო? მთელი გზა ნერვებს უშლიდა ბიჭს, მაგრამ სანდრო არ ყვებოდა, ენერგიას სასრიალოდ ინახავდა და ლამპიონებით განათებულ ტრასას როგორც კი შეხედა თვალები წამსვე აუბრჭყვიალდა, ძალიან ბევრი ისრიალეს, თუმცა ლიზის აშკარად ძალა გამოეცალა და სასრიალო ტრასის შუაში სანდროს რომ ემაიმუნებოდა ყურადღება მოუდუნდა,თხილამური გაძვრა და ფეხი გადაუტრიალდა
-მტკივა სანდრო, მომტყდება ვითომ? არა მოტეხილი ხომ უფრო მეტკინებოდა? მგონი ძალიანაც არ მტკივა, მოდი ჩამაცვი და გავაგრძელოთ, სულ შენი ბრალ... სიტყვის დამთავრება ვეღარ მოასწრო ბიჭი რო გაყინულ ტუჩებზე დააცხრა და დაადუმა, წამში დაავიწყდა ფეხიც და სრიალიც, მზის სხივის გავრცელების სისწრაფით დაუარა ჟრუანტელმა მთელს სხეულში და ენერგიით აივსო, მაგრამ მაინც აფართხალდა და ქვედა ტუჩზე კბილები ჩაასო
-არ გჭირს არაფერი სერიოზული, უბრალოდ ფეხი გადაგიბრუნდა, ლოყაზე ხელი ჩამოუსვა და ხელში ისე აიტაცა თითქოს ორი წლის ბავშვი იყო, ასე სანდროს გრძელ მკლავებში ჩასვენებული დაეშვა ლიზი, დაიფიცებდა ეს იყო ყველაზე საოცარი დაშვება მსოფლიოში, ნახევარ საათში მზეც ამოდიოდა და ამ სანახაობას ვერ გამოტოვებდნენ.
სანდრო ხედის ტკბობით არიყო გაოცებული, იმდენად რამდენადაც ლიზის აღფრთოვანებული და გაცისკროვნებული თვალებით
-სანდრი, რა ლამაზია ხო? ნახე როგორ ბრჭყვიალებს თოვლი, ულამაზესია, დახტოდა და სანდროს ისე მოულოდნელად ჩაეხუტა ვერც გაიაზრა, მალე ძილი მოერია და ისევ საყვარელ მკლავებში მიესვენა, აღარც გაუგია როგორ მივიდნენ სახლში, შუა დღეს თავის საწოლში ტანსაცმლით რომ გაიღვიძა გაეღიმა და ამაღლებული განწყობით დაეშვა კიბეებზე, საახალწლო სიმღერები იყო გამეფებული და ყველა თავის სტიქიაში იყო, მარიამი ბუხართან იჯდა და ლუკას გაკეთებულ ცხელ შოკოლადს ელოდებოდა, ნათია, საბა, გიორგი და დემეტრე-ჯოკერს თამაშობდნენ, სანდროს აშკარად ჯერ კიდევ ეძინა, ლიზი ყველას ჩაეხუტა და ახალი წელი მიულოცა და ბოლოს მარიამს მიუსკუპდა
-აუ ლიზი მოდი აქ, დამეხმარე თორემ ნახე უკვე ოთხჯერ გავიხიშტე, გაბუტული იჯდა ნათია და ფეხებს აბაკუნებდა
-სულ სამი დარიგება იყო და ოთხჯერ როგორ მოახერხე გევედრები მასწავლე, სიცილი აუტყდა ლიზის და თავზე მიეფერა
-ხოო, სამჯერ კარგი რა მნიშვნელობა აქვს ახლა რა უნდა ჩამოვიდე? ორი ჯოკერი მყავს ანუ პასი უნდა ვთქვა ხო? ინტერესით შეხედა გოგოს, რომელიც ცოტაც და იფეთქებდა, მოლოდინიც გამართლდა, ვეღარ მოითმინა ნათიამ თავდაჯერებულობის პიკზე მყოფმა გიორგის რომ ჩააწერინა პასიო და აკისკისდა, ლიზის ხელი დაავლო და ბუხართან წაიყვანა, რასაც ბიჭების წუწუნი მოჰყვა
-აუ ლიზზ, მაგრა გატეხე, რა გინდოდა სამში როგორ ვითამაშოთ ახლა ჯოკერი, გაბრაზდა დემეტრე, იმ სანდროსაც რა საღათას ძილით სძინავს გააღვიძეთ ვინმემ რა იქნება, 1 იანვარია ბოლო-ბოლო
-მარიამ შენ რაღაც ცოტა ძაან კარგად ხარ ხო? რა მოხდა წუხელ ჩიტოო? ეშმაკურად შეხედა ლიზიმ
-წამლები დავლიე, არაფერიც არ მოხდა,თქვენ მერე მოგხედავთ არც ერთს რო არ გეძინათ ჩემ ოთახში, ყურებამდე გაღმებული იყო და ლუკას მხარზე ედო თავი, ბიჭი რო წამოხტა
-აუ მარიამ რას გამომაგდე ოთახიდან ესენი თუ არ იძინებდნენ? ხმა არ გამცე საერთოდ, ადგა ლუკა და ბიჭებთან გააგრძელა ჯოკერის თამაში
-მე რა ვიცოდი ესენი თუ არ მოვიდოდნენ, ჩემი ბრალი არ არის და კიდე მინდა ცხელი შოკოლადი, თვალები დაამრგვალა მარიამმა და ლუკაც წამში მოითაფლა
ნათია იჯდა გაბუტული, საბა რო წამოადგა თავზე და აკოცა, გვერდით მიუსკუპდა და ყურში ჩასჩურჩულა
-შენ არ გაბრაზდე და წამო გინდა ფურტს გეთამაშები ან კონჩინას, თუ ლოტო გირჩევნია? უცინოდა და ლოკებს უკოცნიდა
-აუ კიი ოღონდ მარტო ჩვენ იმათმა არ ითამაშონ, წამში მოვიდა ხასიათზე და საბას აედევნა, მთელი მონდომებით დაალაგა ბიჭმა ლოტოს კოჭები და ბარათები, ნათიას შემხედვარე იმ წამსვე ხვდებოდა რამხელა მნიშვნელობა ქონდა წვრილმანებს ამ გოგოსთვის, როგორი მარტივი იყო გაგებედნიერებინა და ამით თვითონ იღებდა ყველაზე დიდ სიამოვნებას.
-საბ, მე ერთით ვითამაშებ და შენ სამით კაი? და მე მოვიგეებ, იცინოდა და ბიჭს მხარზე ექაჩებოდა, სხვა რა გზა ჰქონდა საბასაც, ერთი-მეორეს მიყოლებით ამოჰქონდა ლოტოს კოჭები, ბოლოს გაისმა ნათიას სანატრელი „12“ და ერთდროუოლად დაიწყო ცეკვა, ხტუნდა და თავის ქება.
-მოვიგეე, მოგიგე პანდუცც გესმის? ვინ არის ყველაზე გონიერი, ჭკვიანი, სხარტი? მე, მე, მე, ყური ორია პასუხი სწორია, კისკისებდა და თან ბიჭს გაუაზრებლად უტყაპუნებდა პატარა ხელებს, საბამაც თავის დიდ ტორში მოიქცია და სულ დაუკოცნა წვრილი თითები.
ნათიას ყვირილზე გიორგი გამოფხიზლდა და თვალებანთებული გამოემართა წყვილისკენ
-აუ ლოტოო, მეც მინდა, ბოლოს ხუთი წლისას ვითამაშე ციფრების ცნობას რომ ვსწავლობდი და აი ზუსტად ისეთი ბედნიერი ვიყავი როგორიც ნათიაა, მხარი წაკრა გოგოს და წაგესლა , რამდენიმე წუთში სანდრომაც გაიღვიძა და ყველა ერთად თამაშობდნენ საუკუნის წინანდელ თამაშს, ნათია წამოდგა და ბატიბუტის გაკეთება დაიწყო, საბამ წამებში სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა და მთელი სახე დაუკოცნა, ბატიბუტმა ხტუნვა დაიწყო და რადგან თავზე არაფერი ეხურა მთელს ოთახში დაიყო თავისუფლად ხტუნვა, ნათიაც წამში ჩამოხტა მაგიდიდან და საბას მკერდს მუშტები დაუშინა, ბიჭმა ალის დონეს მოუმატა და ბატიბუტის თოვა დაიწყო სამზარეულოში, საბა ხარხარებდა საბოლოოდ ნათიაც აიყოლია და ორივე ერთად მხიარულ სიმღერაზე ცეკვავდნენ და ბატიბუტებს შესცქეროდნენ ოთახში თავხედურად რომ დახტოდნენ, მალევე ლუკა შემოვიდა და ნათიას ლოყებიც აუღაჟღაჟდა, თავი დახარა და გასუფთავება დაიწყო
-ამათ შეხედე რა, ერთი წუთით არ დაიტოვებით მარტო, რას დაამსგავსეთ სამზარეულო ან რა ვჭამოთ ახლა ჩვენ, ყოჩაღ რა! ისეთი ხმით ტუქსავდა გოგოს რომ ალბათ მალე იტირებდა მარიამი რომ არ შემოსულიყო და ერთ ხმაში არ ახარხარებულიყვნენ.
-მომატყუე ხო? ლუკა ამას განანებ! ნამდვილი დემონი ხარ, მარიამს შენ თავს გადავაყვარებ და დაგშორდება, მარიამ ხომ დაშორდები?
-ვერაა, ჩემს დემონს ვერაფრით დავშორდები წიწილუშკა, ძლივს თქვა და სიცილი გააგრძელა, მალე ყველა გამხიარულდა და საოცარი გარემო შეიქმა, მარტო სახლშის უყურებდნენ და ახლად გაკეთებულ ბატიბუტს მიირთმევდნენ, მარიამი რომ ლუკას მიეხუტა და მთელი ყელი დაუკოცნა, ბიჭი აშკარად მიხვდა რომ რაღაცის თხოვნა უნდოდა.
-რაო ფისუნია, რა მინდაო? მიუხვდა ეშმაკობას და ცხვირზე თითები მოუჭირა
-აუ სახლში მომწყინდა და გთხოვ რა ცხენით გავისეირნოთ, აი ძალიან ძალიან გთხოვ, უფრო მიეხუტა და ქვემოდან კნუტის თვალებით შეხედა
-ძალიან თბილად ჩაიცვამ იცოდე და ჩემთან ერთად დაჯდები, გახსოვს ბაკურიანში რომ გადმოვარდი? თავზე ხელი გადაუსვა და უფრო მიიხუტა
-ყველაზე მაგარი ხარ ახლა ჩუმად გავალ და მერე შენ გამოდი, აუ გავიპაროთ რაა, იცინოდა და ყელს ვერ შორდებოდა, აუ ეს სუნამო ძაან მომწონს მაგრამ აღარ გაისხა, მგონი ხორცის სუნი აქვს
-მარიამ რა ხორცის სუნი კარგად ხარ? გაოცებულმა შეხედა გოგოს და თვალებში ჩააჩერდა სიცხემ ხო არ აუწიაო
-ოო აქვს და რა გავაკეთო, ავალ და თბილად ჩავიცვამ, ლოყაზე მოწყვეტით აკოცა და მეორე სართულზე აირბინა
ლუკას მალევე გაყვა უკან, თეთრი ულამაზესი პონი აარჩიეს და მარიამი მარტო დაასეირნებდა მოკლე მანძილზე, მერე გრძელფეხება შავ ცხენზე ჯირითი მოუნდა და ლუკას მიუსკუპდა
-აუ მე დავჯდები წინ გთხოვ, შენ მართე, უბრალოდ წინ მინდა კაი? ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და კუთვნილი ადგილი დაიკავა, გრძელი ნაწვავი წინ გადმოიგდო და ლუკამაც არ დააყოვნა, მარიამის ყელში დაიდო ბინა და საოცარი სიჩქარით გაემართა ტყისკენ, მარიამი გაოცებული იყო ისეთი სილამაზე დახვდა ტყეში, თოვაც დაიწყო და ბედნიერებისგან თვალები მიენაბა
-საოცარი სილამაზეა, ყურებამდე იღიმოდა და კისკისებდა
-შენზე ლამაზი არ არსებობს დედამიწაზე, ლუკამაც გაიცინა, ყურთან სველი კოცნა დაუტოვა და სახლისკენ მომართა სადავეები



№1 სტუმარი სუნმი

ძალიან მომწონს ეს ისტორია უბრალოდ ვერ გავიგე რამდენი წლისები არიან

 


№2  offline წევრი Wiwiliza))

სუნმი
ძალიან მომწონს ეს ისტორია უბრალოდ ვერ გავიგე რამდენი წლისები არიან


მადლობა პირველ რიგში, ისტორიის დასაწყისში ლიზი იყო 16 წლის, დანარჩენები 17-ის (იმ მარტივი მიზეზით რომ მასზე ადრე ქონდათ დაბადების დღე) ისტორიია დაიწყო ზაფხულში, მას შემდეგ გავიდა ზამთარი, კიდევ ორი ზაფხული და ახლა უკვე მეორე კურსზე გადადიან, აქედან გამომდინარე მარიამი უკვე 19 წლისაა-ლუკა 21,ლიზი და ნათიაც-19, საბა,სანდრო და დემეტრე-22, გიორგი(ლუკას ტყუპი)-21,იმედია გასაგებია❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი უცნობი

აუ რატო არ დებ ახალ თავებს?რატო არ ამატებ?

 


№4 სტუმარი სტუმარი უცნობი

რატომ არ ამტებთ თავებს?მალე დაამატებთ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent