შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსიარულე აისბერგის მახეში {1 თავი}


12-08-2018, 04:24
ავტორი Someone wandering
ნანახია 4 220

ცხოვრება მოულოდნელობებით აღსავსეა,შეიძლება მან დიდი ტკივილი მოგაყენოს,რომელიც ამქვეყნიურ ყოფას დაგიმძიმებს,თუმცა ასევე მისი დამსახურებით შესაძლებელია თავი უბედნიერეს ადამიანდ იგრძნო. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული,მთავარია თავად როგორ ვუყურებთ მას,უნდა ძევძლოთ,რომ ის პოზიტიური მხარე დავინახოთ ამ ცხოვრებისა, რაც მას სასიამოვნო ელფერს შესძენს. თამარ ასათიანი არის ცნობილი კომპანიის ''ჯეპის'' პიარ მენეჯერი,ის ძალიან რეალისტია,თუმცა ამავდროულად ინარჩუნებს ყველაზე პიზიტიური ადამიანის როლსაც. რაც შეეხება კარიერას,თავის პროფესიაში უდაოდ ძლიერია.
-თამარ სამსახურში რატომ არ ხარ?
-ძმაო მოვედი,ვიცი,რომ დამაგვიანდა...-შენობაში ჩქარი ნაბიჯებით შევიდა
-უკვე მეორე შემთხვევაა თამარ,რადგან შენი ძმა ვარ და ამ კომპანიის მფლობელი ეს იმას არ ნიშნავს,რომ პრივილეგიებს მოგანიჭებ, ეს ხომ იცი არა?-სიმკაცრე გაურია ხმაში ბიჭმა
-თორნიკე იასათიანო ჩემთან მაგის მტკიცება არ უნდა გჭირდებოდეს, რა ლაპარაკია ეს?! თუა ასეა ხელფასი ჩამომაჭერი,ან როგორც საჭიროა ისე მოიქეცი,მაგრამ მეორედ აღარასდროს დამწამო ცილი მასეთ აფსურდში-კაცხარდა და ჩანთა ძლიერად დააგდო მაგიდაზე
-ახლავე შემოდი ჩემ კაბინეტში,საქმესთან დაკავშირებით სიახლეა-მშვიდი ხმით უთხრა და ტელეფონი გათიშა
-რა ხდება აბა?-თორნიკეს წინ მოთავსდა და ინტერესიანი მზერა მიაპყრო
-ხუთშაბათს საფრანგეთში ბიზნესპარტნიორებთან შესახვედრად უნდა წახვიდე,როგორც გამოცდილ პიარ-მენეჯერ ძალიან კარგად იცი როგორ გენდობი....
-ხუთშაბათი 2 დღეშია,თუმცა არაუშავს ბარგს მალე ჩავალაგებ,მარტო უნდა წავიდე?
-რა თქმა უნდა არა, იურისტი ხომ გვჭრდება,ფორმალობების მოსაგვარებლად? ანდრონიკე ინწკირველი იმგზავრებს შენთან ერთად,სასტუმროსა და სხვა ხარჯების საქმეს მე მოვაგვარებ,კომპანიის სახელით.
-თავისი საქმე კარგად იცის მაგ ანდრონიკემ,მაგრამ უჟმურესი ტიპია-თვალები აატრიალა-ვის ვესაუბრო გზაში? თუ წამლით უნდა გავიჭყიპო საწყალი კუჭი,რომ მთელი ფრენის პროცესში მეძინოს?
-თავს ნუ ისაწ....ბ ახლა,უჟმური ბიჭი კი არ არის შენსავით სულ არ იცინის-შეუბღვირა
-მე რამდენჯერაც მქონდა შეხება მაგ ბიჭთან,სახეზე ვერანაირი ემოცია ევრ დავინახე,დანა პირს არ უხსნის,გასაგიჟებელია მოკლედ,საწყალი მაგის შეყვარებული-ჩაიფხუკუნა-ჩემი ვახუნხულა ყველას ჯობია,ჩემი ბიჭი,ჩემი ბოცვერიი
-შენ და შენი შეყავრებულის ზედმეტსახელებზე ვგიჟდები რასაც ჰქვია რაა-წაკბინა და-1 წელია რაც ვახოს ვიცნობ და უკვე მეცოდება შენ ხელში-თავი გააქნია და ჩაიცინა
-შესაცოდი ჩემ ლიზიკოს სჭირს,საწყალი გოგო შენ ხელში,უნდა მოსტყდომოდა თითები შენ რომ ცოლობაზე დაგთანხმდა...აუუ თუმცა არა,მაშინ ჩემი ელენიკო არ იქნებოდა დაბადებული,ჩემი სიყვარულია ეგ ბავშვი, ერთადერთი ბავშვის კეთება გამოგდის
-შენ ძალიან ხომ არ წაიგრძელე ენა ქალაბტონო?! დროზე საქმეს მიხედე,ნერვებს ნუ მიშლი
-წავედი კუსკუუს,ელენიკოს დღეს საჩუქარს ვუყიდი გავახარებ,აბა მამამისი ისეთი დაკავებულია მალე მისი არსებობაც დაავიწყდება
-აიი რისი თქმა გინდა ახლა მაგით? შენ გგონია ლიზი და ელენე არ მენატრება? მაგრამ რა ჯანდაბა უნდა ვქნა,კომპანიას ხომ უნდა მივხედო....მაღადავებ ხო? ოხ,მეც ვერ ვისწავლე ჭკუა,მერამდენჯერ მიკეთებ უკვე ამას,ჯერ მაბრაზებ,შემდეგ კი ცხენივით ჭიხვინებ-ბოლოს ღიმილით გააქნია თავი
-ვინ ჭიხვინებს ბიჭო ცხენივით,ყვერჭიტა ეს-ბოლო სიტყვა თქვა თუ არა კარისკენ გაიქცა და გაუჩინარდა,თორნიკე კი ცეცხლებს ისროდა
-გიჟია ეს გოგო...მე მგავს რა ვქნა-მხრები აიჩეჩა და სიცილი დაიწყო-არა, ეს ყვერჭიტა საიდან მოიგონა ახლა, გადამრევ თამარ ასათიანო,ჭკუიდან შემშლი შენ მე.
**********
-ჩემი სიყვარული რას შვრება?
-ვახოო,როგორ მომენატრე,შოკოლადს ვჭამ ჩემ ოთახში-სიამოვნებისგან თვალები მილულა
-მეც მომენატრე ჩემო ლამაზო,გოგო რამდენ შოკოლადს ჭამ დიაბეტი არ აიკიდო
-იცი,რომ ვერძებს შოკოლადთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ? აი ძმობილებივით არიან რაა,ხოდა ჩემ შემთხვევაშიც ასეა,ნარკოტიკივითაა ჩემთვის-ხელებს იქნევდა და თან გემრიელად ილუკმებოდა
-ჩემი გიჟი ხარ შეენ. ელენიკო რას შვრებაა?
-ჩემიი ღიპუცა გოგო?-გულში სითბო ჩაეღვარა-სამზარეულოშია ჭამს,დღეს საჩუქარი მვუტანე ბარბის სახლი,აღტაცებულია,დედამისმა ძლივს მოაშორა
-საოცარი ბავშვია,როგორი თბილი და ტკბილია. ძალიან ვუყვარვარ მე ლიზიკოს
-ოღონდაცა რაა, მე რომ ვუყვარვარ ისე არავინ,თავადაც მეუბნება, ჩემი სიფორთხლე ხაარო-გადაიკისკისა,როდესაც პატარა ლიზის ჩლიფინი გაახსენდა-ვაიმე 3 წლისაა,როდის ისწავლის გამართულად საუბარს?
-მე მაგალითად 5 წლამდე ''რ''-ს ვერ ვამბობდი
-ვაიმე მართლა ჩემო ბარტყოო? ვახუნხულაა,აბა გააღე პირი და თქვი 'რრრ'
-რას მამასხარავებ ერთი, ცუდი გოგო ხარ შენ.
-ამ ცუდ გოგოს სიგიჟემდე უყვარხარ.. უი,ვახო ხუთშაბათს საფრანგეთში მივდივარ,მაგრამ მალე ჩამოვალ.
-საფრანგეთში? რასთან დაკავშირებით?
-ბიზნესპარტნიორებს უნდა შევხვდე და მოლაპარაკება ვაწარმოო,აუუ ანდრონიკე ინწკირველი მიწევს პარტნიორობას,ეგ ხომ იურისტია...ძალიან უჟმური და მოსაწყენი ტიპია რაა
-არაუშავს ჩემო ტკბილო,შენ ყველასთან გამონახავ საერთო ენას
-ვიმედოვნებ,წინააღმდეგ შემთხვევაში წამლების ყლაპვა მომიწევს,მაგის სიფათის დანახვა არ მომიწევს მაინც,აბა მე ლაპარაკის გარეშე რა გამაჩერებს ამდენი საათი?
-გკოცნი ჩემო გოგო,ახლა უნდა წავიდე,ძალიან მეძინება
-მეც გკოცნი,ნახვამდის.
********
დილით ადრე გაიღვიძა,მოწესრიგდა,ყავა დალია და სამსახურისკენ აიღო გეზი. შენობაში შევიდა და ლიფტში შესვლა მანამ მოასწრო,სანამ დაიხურებოდა.
-მოვუსწარი-ღრმად ამოისუნთქა-გამარჯობა ანდრონიკე-გაუღიმა.
-გაგიმარჯოს თამარ-უემოციო სახით დასცდა ბიჭის ბაგეებს სიტყვები. უჟმური გომბეშოა აბა რა არის ახლა ეს? მიმიკა მაინც შეეცვალაო,ფიქრობდა გოგო.
-როგორ ხარ? იმედია ბატონი თორნიკე გაგესაუბრა საფრანგეთში ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრაზე
-დიახ,გუშინ ვისაუბრეთ-მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა ბიჭი,თუმცა სხვა რა უნდა ეთქვა? ხომ გასცა პასუხი?! ასეთი იყო ანდრონიკე ინწკირველი,გაწონასწორებული,უემოციო და საკუთარი საქმის პროფესიონალი. არ უყვარს გრძნობების გამოხატვა,ხშირად მეგობრები '' მოსიარულე აისბერგსაც'' კი უწოდებენ,ამაზე კი ისიც იცინის,რადგან შეჩვეულია ამგვარ შესატყვისებს.
-კარგი,მომავალ შეხვედრამდე-ზრდილობის ხათრით გაიღიმა გოგომ. ლიფტიდან გავიდა თუ არა ზურგს უკან ბიჭის ხმა მოესმა
-ყოველთვის დაუკვირდი შეკრული გაქვს თუ არა პერანგის ღილი-მოტრიალდა და ირონიულად მომღიმარი ანდრონიკეს თვალებს შეეჩეხა,მისი ნათქვამი როგორც კი გადახარშა,მზერა მოღეღილ მკერდს დაასო...რას ხედავს? ზედა ღილი საერთოდ მოწყვეტილი ჰქონდა ,ბედიც ასეთი უნდა.ხელით დაიფარა მოშიშვლებული ადგილი და საპირფარეშოში წავიდა
-ესღა მაკლდა,საიდან მოძვრა ეს დედააფეთქებული ღილი ამას?-სარკეში დამწუხრებული და გაკაპასებული აკვირდებოდა საკუთარ თავს-თურმე ღიმილიც შესძლებია ბიჭს,თან რა ირონიული სახე ჰქონდა...-ფიქრისთვის დრო აღარ ჰქონდა,საქმე თავზე საყრელად დაუგროვდა,პერანგი ოდნავ შეისწორა,სხვა გზა არ ჰქონდა,სახლში ნამდვილად ვერ წავიდოდა გამოსაცვლელად,დროს დაკარგავდა,არც მისი საყავრელი რძალი იყო სახლში. საპირფარეშოდან გამოდიოდა,როდესაც მოპრიალებულ იატაკზე ფეხსაცმელი აუსრიალდა და ზღართანი მოადინა,ირგვლივ ბევრი ხალხი არ იყო,თუმცა ყველას მზერა მისკენ მოექცა,მან კი ისტერიული სიცილი ატეხა,ზურგზე გაწვა და ხელები მუცელზე დაიდო. ასეთ უხერხულ მომენტებში გამოსავალს სიცილით პოულობდა,არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი
-უკაცრავად ქალბატონო თამარ, შამპუნი და ბალზამი აქვე ხომ არ მოგართვათ?-თავზე დაადგა ჯიბეებში ხელებჩაყოფილი ''მოსიარულე აისბერგი''
-შენ რა მითვალთვალებ?-სიცილს არ წყვეტდა-აუ ზურგი მეტკინა,ამაყენე რაა-ხელი ბიჭს გაუწოდა,მანაც ძლიერად ჩაჭიდა ტორი და მთელი ძალით მისკენ მიიზიდა გოგო, მანაც წონასწორობა ვერ დაიცვა და მხრებში ჩააფრინდა-აუუ რა ნაზად ეპყრობი ქალებს,პირდაპირ გაოცებას ვერ ვმალავ-მალევე მოშორდა ბიჭის განიერ მხრებს
-ისღა მაკლია თანამშრომლებს ვუთვალთვალო....ნაზად მოპყრობას რა ეძახი? ხელების ფათურს?-თვალები დაწვრილა
-ნაზად მოპყრობა მხოლოდ ხელების ფათურთან ასოცირდება?-შეიცხადა
-რომ წამოგაყენე და იატაკზე ნებივრობის წუთები ჩაგიშხამე ბოდიშს არ მოვიხდი,არ მაქვს ცანცარის არც ნერვები დ არც დრო..ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით-ბოლო სტყვაც მიაწია
-ეს...ცანცარები შენკენ მოიკითხე-მიაძახა და კაკუნით გაიკვლია გზა კაბინეტამდე-ეს რეგვენოზავრი ბიჭი,არ მომიშხამა დილა? სულ ნუ ამოიღებს ხმას,ნევროზი მინდა კიდე? ამას დავახარჯო ჩემი ენერგია? ისე თქვენ არ მომიკვდით.
*********
ხუთშაბათ დილადრიან გაიღვიძა,სააბაზანოში შევიდა მოსაწესრიგებლად. იქვე ბოტასებს მოკრა თვალი,რომლის ძირებიც გასუფთავებაც საჭიროებდა,ახალი კბილის ჯაგრისი აიღო და საპნის საშუალებით გულმოდგინეთ გაწმინდა. მისი საყვარელი ფერი იასამნისფერია,რამდენადაც გასაკვირიც არ უნდა იყოს,ყველა კბილის ჯაგრისი იასამნისფერი აქვს,ხელ-პირი დაიბანა და კბილების გმოხეხვას შეუდგა,როგორც კი პროცედურა დაასრულა,მხოლოდ მაშინ დააკვირდა რაღაც დეტალს...ახალი კბილის ჯაგრისი ხელუხლებელი იყო,მისდა სამწუხაროდ ის გამოიყენა,რომლითად წუთების წინ საკუთარი ბოტასები გულმოდგინეთ გაწმინდა.თვალი ერთ ადგილას გაუშტერდა და შემზარავი კივილი დაიწყო....ესეც ბედნიერი დღის, სახალისო,თუმცა ზედმეტად არასასიამოვნო დასაწყისი.
აეროპორტში ნახევარი სააათით ადრე მივიდა,რადგან სახლში ვერ მოისვენა,ადრონიკეც არ ჩანდა,ამიტომ საყვარელ სიმღერას უსმენდა ყურსასმენებით. სიმღერა მისთვის სულ სხვა სამყაროს წარმოადგენდა,სადაც მხოლოდ ის და საყვარელი ჰანგები მეფობდნენ,სიამოვნების მორევში იძირებოდა და მისგან გათავისუფლება არ სურდა.
-თვითმფრინავში ჩასხდომის დროა.
-ვერც კი შევამჩნიე დროის გასვლა. გამარჯობა-ბიჭმა თავი დაუკრა მისალმების ნიშნად და თვითმფრინავში ადგილი დაიკავეს. დიდხანს იყო გაურკვევლობის წინაშე, დაელია თუ არა წამალი.ბოლო იმედსაც ჩაებღაუჭა,იქნებ შევძლო და გავესაუბროო,მართლაც არ სურდა მელი გზა ძილს მიცემოდა. სიჩუმე მან დაარღვია
-შენზე თითქმის არაფერი ვიცი...
-რა გინდა რომ იცოდე?
-რასაც საჭიროდ ჩათვლი ის მითხარი...-ჯერ კიდევ გაუბედავად შეპარა კითხვა,ბიჭმა ფანჯრისკენ გაიხედა და შემდეგ თამარს გადმოხედა
-ჩემი სახელი და გვარი იცი. 27 წლის ვარ,მყავს მძობლები და ძმა.
-იმდენი რამ მითხარი ვერც კი დავიმხსოვრე-სიმწრით ჩაიცინა,ბიჭმა კი ღიმილით თავი გააქნია
-ნორმალური ადამიანი ზრდილობის გამო მეც იგივე კითხვას დამისვამდა,მაგრამ შენ...-ჩაიცინა
-შენი ასაკი არ მაინტერესებს,ვიცი,რომ ძმა გყავს,რომელიც დაოჯახებულია. სხვა რამ უნდა მაინტერესებდეს?-მხრები აიჩეჩა
-არც მითქვამს რომ ჩემი ინტერესით უნდა იწვოდე-მკვახედ მიუგო-არადა არ მინდა ამ წამლის დალევა-ჩუმად ჩაილაპარაკა და წამალი ხელში აათამაშა. ანდრონკემ მზერა მისკენ გდაიტანა,ჩაიცინა და ყურსასმენებში სასურველი ჰანგები გააჟღერა,რამაც სასიამოვნო იმპულსები გაგზავნა მთელ ორგანიზმში
-კრეტინოზავრი,როგორ მომიშალა ნერვები...თუ არ დამელაპარაკები აი დარდი,ბევრს დაკარგავ, გაგართობდი მაინც,უჟმურო-ენა გამოუყო ბიჭს იმ იმედი,რომ ვერ დაინახავდა,უმცა მის ბედზე ანდრომაც სწორედ იმ დროს მოაბრუნა თავი და ენაგამოყოფილი გოგო შერჩა ხელთ, ბიჭმა გაოცება ვერ დამალა,თამარმა კი მიმიკა მალევე შეცვალა და ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა. ნირწამხდარი ფიქრობდა საკუთარ უიღბლობაზე. სად დააცეცებს ხოლმე ეს ბიიჭ თვალებს? სასტუმროშიც დაშინებული ვივლი,იქნებ სააბაზანოშიც ამის თვალები გამოჰყვეს? ღმერთო რაებს ვფიქრობ,მესროლე რამე ბლაგვი,რომ გავითიშო და ამ ჯმუხს მოვშორდე...თუმცა არა, ჩემი თავი მეცოდება, აი ამ გონებაათლილს ესროლე,ჩემი რა მიდის?! თავის ფიქრებზე ჩაიფხუკუნა და თავადაც გაეხვია სიმღერიც სასიამოვნო მორევში.
რამდენიმე საათში აეროპორტში დადგაა ფეხი,ხელები გაშალა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა
-თავი მთაში ხომ არ გგონა შემთხვევით?-ყურში ჩაჩურჩულა ანდრონიკემ
-არა გენაცვალე,ბორა-ბორაში ცხელ მზეს ვეფიცხები-მიუგო მკვახედ
-მაშ,თუ ეგრეა ბორა-ბორელ ბიჭებს უთხარი ნუ მოგშტერებიან-მიმართა მშვიდი ტონით
-მიყურონ მერე,ჩემზე უკეთესს ვის დაინახავენ?
-ოხ ეს ნარცისები...ზედმეტად თავდაჯერებული ხართ ქალბატონო თამარ, არც მასეთი მიმზიდველი ხართ
-ვისთვისაც საჭიროა მიმზიდველიც ვარ,სექსუალურიც და დედოფალიც-გაცხარდა
-გემოვნებააზე არ დაობენ ქალბატონო თამარ,შეხვედრამდე-გვერდი აუარა გოგოს და წინ გაიჭრა. თამარიც მალე მიჰყვა მას,თან გაცხარებული გულში ასჯერ კუწავდა ახალი შეძენილი დანით.

P.S. დავბრუნდი ახალი ისტორიით. ვიცი,რომ დიდი თავი არ არის,თუმცა პირველ თავში ასე იყოს.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

სახსლისოა და მსუბუქი ♡♡♡

 


№2 სტუმარი nini

ramdeni vicine male dade shemdegi tavi .

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

ძალიან სახალსო ისტორია ჩანს, ვფიქროვ ვისიამოვნებ relaxed

 


№4 სტუმარი Ablabuda13

რაღაც კარგი, სახალისო და საინტერესო ჩანს

 


№5  offline წევრი Nini qvlividze

ძალიან მომეწონა სახალისოა მალე დადე რაა❤️❤️ heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი დეფნე

დამაინტერესა. ყოველდღე დადე. კარგია

 


№7  offline წევრი nato nato

stuck_out_tongue_winking_eye საინტერესოა და მაგარი
მომეწონა ძან და კიდე დადე რა

 


№8  offline მოდერი Someone wandering

ძაააალიიან მიხარია,რომ მოგეწონათ. კბილის ჯაგრისზე რაც ეწერა რეალურია,მე გადამხდა თავს satisfied

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent