შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაგალითად, როგორც მე (თავი III)


14-08-2018, 11:48
ავტორი კარენინა
ნანახია 1 257

2012 წელი
ახალი წლის სამზადისს ერთად შევუდექით მე და ელენე. ჯერ ერთის სახლს ვრთავდით, შემდეგ მეორისას, ყველა ახალ წელს ერთად ვხვდებოდით ყოველთვის დ არც ეს წელი იყო გამონაკლისი.
ელენესთვის ლევანის (შეყვარებული მისი) მობილური უნდა ეჩუქებინა
- გოგო მგონი მიხვდა საბოლოოდ ლევანი, რომ აიფონი მინდა და მიყიდის უეჭველი საახალწლოდ ( ემოციებით მეუბნება ელენე)
- რაღაც ისე გამოდის თითქოს ფულის გამო ხარ მაგ ბიჭთან, თან რაღაც არ მომწონს თვითონ ფანრიანი ნოკიით დადის და თან ამბობს მამაჩემი მილიონერია, ფაბრიკა-ქარხნები აქვსო, რავიცი რავიცი ( მოჭუტული თვალებით თავი გავაქნიე)
- არა მართლა მილიონერია, მანქანასაც შემპირდა, თვითონ 4 მანქანა ჰყავთ სახლში
- და სოფელ ანანასში რატომ ცხოვრობს?
- თავიდან აქ ქალაქში ცხოვრობდა, მერე ცუდად მოქცეულა სკოლაში, მამამისმა დასაჯა და სოფელ ანანასში წაიყვანა (დარწმუნებული მეუბნება ელენე)

30 დეკემბერს ელენეს ლევანი უნდა ენახა და რა თქმა უნდა მე უნდა გავყლოდი, რაც დიდად არ მომწონდა.
- მართლა აი 15 წუთში მოვალთ
- დიდიხნით არ დამტოვო მარტო რა, ხო იცი ვერ ვიტან ასე ალუბლის ქუჩაზე მარტო ყოფნას.
გავიდა თხუთმეტი, ოცი, ორმოცი, ერთი საათი მარტო ვიჯექი ალუბლის ქუჩაზე ფანრიანი ნოკიით ხელში, „სნეიქს“ ვთამაშობდი, თან 5 წუთში ერთხელ თავს ვწევდი ელენე და ლევანი ხომ არ გამოჩნდნენთქო.
- ადექი ალექსანდრა, მივდივართ ( გაცეცხლებულმა მითხრა ელენემ არც გაჩერებულა ისე)
- მოიცაა, სად მიდიხარ? რა მოხდა? სადაა ლევანი?
- დავშორდი, ეს ყვავილებიც გამომართვი გადააგდე არ მჭირდება ძუნძგლიანი ყვავილები, და ესეც გამომართვი და მიაყოლე უკან, ვეღარ ვუძლებ ბაზრობის ლარ-ნახევრიან საათს.
ვარდები და მაჯის საათი მომაჩეჩა ხელებში თვითონ მეტროში შევიდა, გაკვირვებული ვიყურებოდი რა მექნა, ლევანიც არსად ჩანდა.
ჰოომ, ესე იგი, რა მოხდა, ელენე იმედგაცრუებული დარჩა, აიფონის მაგივრად ყვავილები და საათი რომ შერჩა ხელებში, ლევანიც გამოტყდა, რომ სოფელში დაიბადა თავიდანვე და რომ არანაირი ქარხნები, მანქანები და მილიონები არ არსებობდა. ასე დასრულდა ელენეს მორიგი „სიყვარული“.

- მოდი რა ხასიათზე ახალი წელია ბოლობოლო, მხიარულები უნდა ვიყოთ, როგორც ყოველთვის ( ვეუბნები ეელენეს მხიარული სახით და თან მხრებზე ხელს ვუსვამ, გამხნევების ნიშნად)
- როგორ ველოდებოდი აიფონს და როოგორ არ მომიტანა, ნაგავი! ( ხელები გადააჯვარედინა და დივანზე დაეხეთქა)

საბოლოოდ მაინც მოვახერხე ელენეს ხასიათზე მოყვანა, ლევანი მაინც არ უყვარდა და მართალი აღმოვჩნდი, ფულის გამო იყო მასთან.ეს ახალი წელიც არაჩვეულებრივად გავატარეთ ცეკვასა და ხტუნვაში.

2013 წლის 15 მარტი
არ ვიცი, შეიძლება მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი პერიოდი, ან შეიძლება ყველა გოგოს ცხოვრებაშია მომენტი როდესაც გგონია რომ ტყუილი კარგია. ჩემს შემთხვევაში საშინელი ტყუილი გამომივიდა, რომელიც მე შემომიბრუნდა ათასმაგად ცუდად. შეყვარებული ჯერ კიდევ არ მყავდა, ცოტა მაკომპლექსებდა ალბათ ეს ფაქტი, ამიტომ „ჭკვიანმა“ ალექსანდრამ მოიფიქრა ძალიან „მაგარი“ იდეა.

მარტამდე წინ ორი თვეა, ამ ორი თვის გამავლობაში ჩემს და ელენეს სადაქალოს კიდევ ორი გოგო შემოემატა, როლებთანაც ელენეს მანამდეც ჰქონდა ურთიერთობა, უბრალოდ მე არ ვიცნობდი.

- არა ელენე, არა, მე ამ გგოგოსთან არ ვიმეგობრებ, არ მინდა, შეხედე რაღაცნაირად საწყალის შთაბეჭდილებას ტოვებს ( ხელების ქნევით მიმართავს ელენეს ანა და ბოლოს თვალებმოჭუტული ზიზღიანი სახით მიყურებს მე)
- ჩუმად, ტეხავს, არ გაიგოს ( პირზე ხელს აფარებს ელენე და თან მე მიყურებს ღიმილით)
მე საქანელაზე ვზივარ და აბსოლიტურად ყველა სიტყვა მესმის რასაც ამბობს ანა, თვალები მიცრემლიანდება მაგრამ თავს მაღლა ვწევ და არაფერს ვიმჩნევ. ამასობაში ელენე და აანა მიახლოვდებიან და ანა აფერისტულად მიწვდის ხელს
- მე ანა ვარ, ძალიან მიხარია შენი გაცნობა, სულ მინდოდა შენთან მეგობრობა.
ეს ერთი ახალი სადაქალოს წევრი. მეორე, სოფია, ცეკვაზე შემოვიდა ჩვენთან და მანდ გამაცნო ელენემ. სოფია უფრო თბილი ჩანდა ჩემ მიმართ. ანას თავიდანვე არ მოვწონდი, ნუ არც მიცნობდა და ესე ვიღაც გეზიზღებოდეს ნუ რავიცი. არ არსებობს ადამიანი ვისთანაც შეიძლება მქონდეს კონფლიქტი, ყველას კარგად ვეწყობი, მაგრამ ელენეზე ვარ მიკერებული, გამოვიჭყიტე თუ არა ამ სამყაროში პირველი დედის და ექთნების შემდეგ ელენე დავინახე და გასაკვირი არცაა მასე რომ მიყვარს. მოკლედ, ეს ორი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად თუ როგორი ადამიანი ვარ, შესაბამისად სოფია უფრო დამიახლოვდა და ანასაც დამოკიდებულება შეეცვალა ჩემს მიმართ და ახლა უკვე სიყვარულს მიხსნიდა. თუმცა მე ანასთან ისეთი ურთიერთობა არასდროს მქონია, აი ვგიჟდები შენზე და შენს იქით სამყარო აღარ არისთქო, მაგრამ ცუდად ან ცივად არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ რასაც ვგრძნობდი იმას გამოვხატავდი. ეს ნამდვილად არ იყო რაღაც დური სიყვარული, მაგრამ მეგობრობა ნამდვილად ითქმის.
ცოტათი მინდა გაგაცნოთ ანა და სოფია, მათ ურთიერთობებში სხვანაირად ხდებოდა ყველაფერი. ანა ზედმეტად თავისუფალი იყო, ერთი ის მქონდა გაგებული ბიჭს ჰყავდა აყუდებული ბაღის კედელზეო, მაგრამ არ დავიჯერე, თუმცა ერთად ყოფნის პერიოდსი ბიჭების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიდა. არანაიირი სიყვარული, უბრალოდ კოცნა და ხელების ფათური. რაც შეეხება სოფიას, მას ერთი ბიჭი მოსწონდა სიგიჟემდე სკოლაში, მაგრამ ის ზედაც არ უყურებდა, რომ გითხრათ ეს მისთვის პრობლემა იყოთქო მოგატყუებთ, უბანში სხვა ბიჭიც მოსწონდა და იმასრომ დაინახავდა სკოლელი ქრაში სულ ავიწყდებოდა.

ჰოოოდა, რაში მდგომარეობდა ალექსანდრას იდეა. სამივე დაქალს ატყუებდა, რომ ძალიან ბევრ ბიჭს წერდა, გარყვნილი ტექსტებით საუბრობდა, ხვდებოდა უამრავ ბიჭს და იყო ერთი ტაშფანდური. რეალურად, ერთი ბიჭი მომწონდა, რომელიც მწერდა ფეისბუქში და რა თქა უნდა, არანაირი გარყვნილი ტექსტები, შიშველი სხეული და უამრავი ბიჭი არ არსებობდა. ამაზე არ ჰქონიათ რეაქცია თავიდან რომ მოვუყევი, მაგრამ...

2014 წლის 2 ივნისი
უკვე სამი თვეა ფეისბუქში ვიღაც გოგო გავიცანი. ძალიან ლამაზი იყო ფოტოებში, გრძელი ფეხებით, კარგი ნაკვთებით, ნუ მოკლედ მოდელი იყო. მწერდა მეკითხებოდა რჩევებს, მანახებდა ტანსაცმელს და ვარჩევინებდი ყოველთვის, მიყვებოდა დღის ბოლოს ამბებს და რამდენჯერმე მთხოვა გამეგზავნა ჩემი ფოტო „როცა სადმე წასასვლელად მოემზადები და მოკლე კაბას ჩაიცვამ, გადაიღე მთლიანი ფოტო და მანახე, უნდა შეგაფასო“-ო. მეც ვუგზავნიდი როცა სადმე მივდიოდი ჩემს ფოტოებს.
გათენდა დაწყევლილი 2 ივნისი
შევდივარ ფეისბუქში და მხვდება იმხელა ტექსტი მოწერილი, აი ვერ წარმოიდგენთ, ვეფხისტყაოსანს გადაუჯოკრა. ზუსტად არ მახსოვს სიტყვები და არ მინდა ტყული გამომივიდეს, მაგრამ დაახლოებით ასეთი რაღაც იყო.
„ ალექსანდრა, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. ვიცი, რომ გამიგებ და ამის გამო არ მიმატოვებ. ძალიან შემიყვარდი, მართლა აი ძალიან მიყვარხარ ( ამ სიტყვებზე გამეღიმა, რა ვიცოდი რა მძ**ერში ვყოფდი თავს). დიდიხანია შენი გაცნობა მინდა, დიდიხანია შენს ცხოვრებას ვადევნებ თვალს, ვიცი სად ცხოვრობ ( არასდროს მითქვამს ზუსტი მისამართი, უბრალოდ უბანი იცოდა), ვინ არიან შენი მშობლები, სად სწავლობ, ვინ არის შენი მეგობარი, რა გაცვია ყოველდღე და კიდევ ბევრი რამ, რაც შეიძლება შენთვითონაც არ იცი. მინდა რომ მაპატიო ამხელა ტყუილი, უბრალოდ სხვანაირი გზა ვერ ვიპოვე შენთან დასაკავშირებლად. ვიცოდი ისე არ შემომხედავდი და მოწერდი არასდროს, ვერასდროს გაგიცნობდი და ვერ გავიგებდი რომ ასეთი კარგი ხარ. დიდხანს აღარ გავაგრძელებ, მშობლები არ მყავს, მხოლოდ მე და ჩემი და ვცხოვრობთ ერთ პატარა სახლში და კიდევ ერთხელ მაპატიე, არ მიმატოვო. მე ბიჭი ვარ“
ბატონო?? ბიჭ? რა? რა ბიჭი, რომელი ბიჭი- ალექსანდრა აიჭრა, სახეზე ფერები გადამივიდა ბოლო სიტყვა, რომ წავიკითხე. - ნწუ, არა ალბათ მეღადავებათქო გავიფიქრე. გავხსენი ჩატი და მივწერე
- ახლავე რთავ ვიდეო თვალს და მენახები, საერთოდ არ მაინტერესებს. ვიცი რომ ხუმრობ დაამიტომ მინდა რომ დაგინახო და ერთად ვიცინოთ
- 5 წუთში დაგირეკავ
დაწყევლილ იყოს ეს დღე, როდესაც ჩემმა თვალებმა 28 წლის კაცი დაინახა და მაინც აპატია, აპატია ის სიგარყვნილე, სითავხედე,სისაძაგლე, სიბინძურე, რაც მის სულში ხდებოდა.

არ ვიცი როგორი გამოვიდა, ბოლო ნაწილი მაინც ემოციური იყო ჩემთვის, ველოდები შეფასებებს.
სიყვარულით კარენინა



№1  offline წევრი khatia khatia

შოკში ვარ ეს, რა თავი იყო joy joy აუუ მაგარია ძაან heart_eyes heart_eyes მარა, რატო 28, რატოო აი ყოფილიყო 20 ხოო კაი იქნებოდა უფროო bowtie bowtie

აუუუ მალე დადე რა ფლიზ scream
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკუნა

უუუ ვაშააა ტაშიიი მაგარი თავი იყოოო ბოლო მიტუმეტეს heart_eyes ხატიას აზრს ვეთანხმები უფრო ახალგაზრდა კაი იქნებოდა მემგონი ერთმანეთი შეუყვარდებათ ეგ ბიჭი კი ანას და ელენეს არ მოეწონებათ confused
ელენეზე უკვე ცუდი შთაბეჭდილება მრჩება როგორ შეიძლება ადამიანი მარტო ძვირადღირებული საჩუქრის გამო მოატყუო რომ გიყვარს rage არ ვიცი რაა imp თუმცა რადგან ალექსანდრას უყვარს ესეიგი რაღაც კარგი არსებობს მასში blush

 


№3  offline წევრი khatia khatia

როდის დადებბბ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent