"უბედური" შემთხვევა (სრულად)
-კესანე ფრთხილად!-მეგობრის შეშინებული ხმა გაიგონა, რასაც მანქანის დამუხრუჭების ხმა მოჰყვა. თვალებგაფართოვებული უყურებდა მის წინ გაჩერებულ მანქანას და გულზე მაგრად მიეკრა აკანკალებული ლეკვი. მძღოლის კარი გაიღო და ასე 22-23 წლის ბიჭი გადმოვიდა. სიმპატიურად ჩათვლიდა, რომ არა მისი საშინლად ცივი სახე და შავი, გიშერივით თვალები, რომლებიც სიბრაზეს ასხივებდნენ. -გზაზე რომ გადადიხარ წინ უნდა იყურო, ბავშვო!-კბილებში გამოსცრა ბოხი, მომნუსხველი ხმით. არ იცოდა რა ეწყინა, ის რომ პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა და არ იკითხა რამე ხომ არ სჭირდა, თუ ის რომ ბავშვი უწოდა, მიუხედავად თავისი ასაკისა? თამამად წამოდგა ფეხზე, კაბა ჩამოიფერთხა, ლეკვი უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერდზე და თამამად გაუსწორა ბიჭის თვალებს თავისი ზღვასავით უძირო ლურჯი თვალები. -სხვათაშორის ურიგო არ იქნებოდა გეკითხა რამე ხომ არ დავიშავე, მაგრამ როგორც ჩანს ამაზე დიდად არ ღელავ. რაც შეეხება ჩემს "წინ არ ყურებას", ეს ლეკვის გამო მოხდა. რომ არა ჩემი სწრაფი რეაგირება, ახლა ის შენი ბორბლების ქვეშ იქნებოდა. ასე რომ ჯერ განსაჯე თუ ვინაა დამნაშავე და მერე მიეცი მათ "შენიშვნები"-ამაყად დაასრულა მონოლოგი და თავაწეული გაემართა თავისი მეგობრისკენ, თუმცა ბიჭის მზერა კვლავ ზურგს უწვავდა *** -ერთი, ორი, სამი...-სიცილით დაჰკრა ფეხი ველოსიპედის ბორბალს და ღიღინით დაჰყვა დაღმართს. მანქანები არ მოდიოდნენ, თან ამ გზაზე ნაკლები მოძრაობა იყო, ამიტომ მოასწრებდა ორი წუთით დაეხუჭა თვალები და გაზაფხული შეეგრძნო. სახე შეუშვირა მზეს, რომელმაც სასიამოვნოდ აუჟაღჟაღა ლოყები. ბედნიერებისგან გაეღიმა, ჰაერში ყვავილების სურნელი ტრიალებდა, ყველაფერს ეტყობოდა რომ გაზაფხული დამდგარიყო! -არა, არა...-თვალების გახელისთანავე დაინახა მისკენ მიმავალი მანქანა, ეცადა დაემუხრუჭებინა, თუმცა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და მანქანის ბორბლების წინ დაეცა. მძღოლმა სწრაფად გამოაღო მანქანის კარი და მაშინვე გოგონასთან გაჩნდა. -კარგად ხარ?!-შიშნარევი ტონით ჰკითხა. -მგონი ფეხი ვიტკინე...-გატეხილი ხმით უთხრა კესანემ. -შემომხედე-ნიკაპზე მოჰკიდა ხელი და სახე ფრთხილად ააწევინა. -სერიოზულად? ისევ შენ?-გაოცებით და ბრაზით წამოიძახა ბიჭმა. მის ხმაში აღარ დარჩენილიყო წეღანდელი შიშის კვალი. -ბოდიში-გატეხილი ხმით უთხრა კესანემ და ცრემლიანი თვალები შავ ირისებს გაუსწორა. -ეე...კარგი ჯანდაბას, მოდი დამეყრდენი! ბიჭის თვალები ოდნავ დამთბარიყო. ხელი გაუწოდა კესანეს წამოსადგომად, თუმცა უშედეგო მცდელობის შემდეგ ნაზად აიტაცა მკლავებში მისი სიფრიფანა სხეული. გოგონას გულის ცემა საოცრად გაზრდილიყო, იგრძნო პულსის მატებაც, თუმცა ეს ყველაფერი შიშს დააბრალა. სწრაფად გამოაღო მანქანის უკანა კარი და სავარძელზე ფრთხილად დასვა გოგონა. -ეცადე ფეხი არ ამოძრავო, იმედია მოტეხილი არ გაქვს-ბუზღუნით ჩაილაპარაკა, თვითონაც დაიკავა მძღოლის მხარე და გზას უახლოესი საავადმყოფოსკენ გაუდგა. -კიდევ კარგი არაფერი გჭირდა სერიოზული და მხოლოდ ნაღრძობი გქონდა-მშვიდად გაუსწორა მზერა სარკეში-ახლა კი მითხარი მისამართი, რომ მიგიყვანო. კესანემ უკარნახა თავისი სახლის მისამართი, თან ცდილობდა ბიჭის მწველ მზერას, რომელიც ასე აფორიაქებდა, როგორმე გაჰქცეოდა. მალევე გაჩერდა მანქანა, მძღოლმა უკანა კარი გააღო და მშვიდად დაელოდა "მგზავრის" გადმოსვლას. -ხომ არ დაგეხმარო?-ჰკითხა ორჭოფულად. -არა ჩემით ვიზამ-მტკიცედ უპასუხა კესანემ. უკვე სახლის ეზოში შედიოდა, როდესაც რაღაც გაახსენდა -მადლობა-უთხრა მანქანაზე მიყუდებულ ბიჭს და ოდნავ გაუღიმა. -შენები სახლში არიან?-მისი მადლობისთვის ყურადღება არ მიუქცევია. -ხო, სახლში არიან...-ნაწყენმა ამოიჩურჩულა და სწრაფად შეაღო სახლის კარი. *** -კარგად მაარ-ხელის ქნევით დაემშვიდობა კლასელს და დაღლილი გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. "რა უბედურებაა 7 გაკვეთილი, თან ბოლო სპორტი. მეთერთმეტეში ვართ, მალე გამოცდები გვაქვს და იფიქროს ამ განათლების მინისტრმა ჩვენზეც, რა დროს სპორტია" ბუზღუნებდა ფიქრებში და გარშემო ვერაფერს ამჩნევდა. -როგორ გაქვს ფეხი?-მოესმა უცებ. -ვაიმე...როგორ შემაშინე!-ხელი მიედო გულზე და დაწყნარებას ცდილობდა. -ბოდიში, არ მინდოდა შენი შეშინება-გულწრფელად ჩაილაპარაკა ბიჭმა. -არაუშავს, არაფერია- ამ წამსღა გაანალიზა გვერდით ვინ ედგა და უხერხულად გაუღიმა. ერთი კვირა გასულიყო ბოლო "შეხვედრიდან" -კარგად მაქვს ფეხი, საერთოდ აღარ მტკივა-უპასუხა წეღანდელ შეკითხვას და მეტი ეფექტისთვის ფეხი ჰაერში აათამაშა. მის ქცევაზე ბიჭს შესამჩნევად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე, რაც კესანესთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მაშინვე აუჟაღჟაღდა ლოყები წითლად და თავი მეორე მხარეს მიაბრუნა. -ხო მართლა, დაჩი მქვია-თვალებში ჭინკები ჩასდგომოდა და მომლოდინე მზერით უყურებდა გოგონას. -კესანე-ღიმილით უთხრა გოგონამ და მზერა გზაზე გადაიტანა. -კესანე...-მომნუსხველი ხმით გაიმეორა ბიჭმა და ტუჩის კუთხე კვლავ ჩაუტყდა. გოგონას გულმა კინაღამ ფეთქვა შეწყვიტა. ღმერთო რა სხვანაირად ჟღერდა მისი ბაგეებიდან ნათქვამი საკუთარი სახელი! -ჩემი სკოლის მისამართი საიდან გაიგე?-დაუსვა კითხვა, რომელიც მთელი გზაა აინტერესებდა, თანაც სურდა უხერხულობა გაეფანტა. -შენს სახლთან ყველაზე ახლოს ეს სკოლა იყო, შესაბამისად...მოვსულვართ უკვე-იმედგაცრუებულმა ამოილაპარაკა ბიჭმა. უკვე კესანეს სახლთან იდგნენ. რა მალე გასულა დრო! -ხოო...-ამოიჩურჩულა გოგონამ, თუმცა ადგილიდან არ დაძრულა. -მიდი შედი, თორე შეგცივდება-მზრუნველად უთხრა და მასზე ერთი თავით დაბალ სიფრიფანა სხეულს დახედა. -მადლობა-ფრთხილად აიწია, მოულოდნელად ლოყაზე აკოცა და უკანმოუხედავად გაიქცა სახლის კარისკენ. ამ დროს კი ქუჩაში გახევებული ბიჭი იდგა, რომელსაც გული საგრძნობლად ასჩქარებოდა და ფართო ღიმილით შეჰყურებდა კარს, რომლიდანაც სიფრიფანა არსება გაუჩინარებილიყო. *** "რა ლამაზი დღეაა, რა ნათელი მზეაა, იმიტომ რომ დღეს ჩემი, დაბადების დღეაა." ხმამაღლა მღეროდა და თან ბედნიერი კისკისებდა. ყოველთვის უყვარდა თავისი დაბადების დღე, მაგრამ მისი გადახდა არა. ყოველთვის ერჩივნა უბრალოდ ოჯახთან ერთად მშვიდად და ბედნიერად აღენიშნა, მაგრამ დედამისი რა თქმა უნდა დილიდანვე სამზადისს იწყებდა და უკვე ხალხს პატიჟებდა. -დეე, ხო გთხოვე არა?-ბუზღუნით ელაპარაკებოდა. -მარტო ნათესავები, ჩემი ხათრით დე-თბილად ესაუბრებოდა მის ერთადერთ ქალიშვილს და მის მოთაფვლას ცდილობდა. -კარგი, ხო კარგი... ხო იცი მარტო შენი ხათრით დე-სიცილით დაიჭყანა და ლოყები გემრიელად დაუკოცნა დედიკოს. სუფრა ახალი გაშლილი ჰქონდათ კარზე ზარი რომ მოესმათ. -მიდი დე, მოვიდნენ სტუმრები, გამოიცვალე შენ.-მაშინვე აფუსფუსდა ქალი და სტუმრებთან შესახვედრად მოემზადა. დიდად არ გაპრანჭულა, უბრალოდ თავისი საყვარელი სარაფანი ჩაიცვა და თვითონაც მალევე ჩამოვიდა სტუმრებთან. შემდეგ იყო უამრავი მილოცვა, საჩუქრები და ბედნიერი სახეები გარშემო... სუფრასთან იჯდა და ღიმილით შეჰყურებდა მის გარშემო შეკრებილ ხალხს, როგორ უყვარდა თითოეული ადამიანი! -კესანე, ტელეფონზე მგონი მესიჯი მოგივიდა-უთხრა დედამისმა-სამზარეულოშია დედი. მალევე წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში გავიდა. მართლაც მესიჯი მოსვლოდა, ოღონდ ნომერი არ ეცნობოდა. ვინ იყო ნეტავ? "გახსენი და მიხვდები სულელო!" სიცილით შემოუძახა საკუთარ თავს. "გამო რა გარეთ, დაჩი ვარ" დაჩი! მაშინვე კანკალი აუვარდა და პულსი საგრძნობლად მოემატა. არა ვერ გაუძლებდა ამდენს, მაგრამ რომ არ ენახა ალბათ მოკვდებოდა. კართან გაჩერდა, სუნთქვის დარეგულირება სცადა და ამის შემდეგღა გამოაღო კარი. ქუჩაში იდგა და ელოდა კესანეს გამოჩენას. როგორ მონატრებია ღმერთო! რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და -დაჩი!-აკანკალებული ხმით დაუძახა, რომელშიც ცხადად იგრძნობოდა მონატრება. -კესანე!-ბიჭიც ვერ იმორჩილებდა ხმას და მონატრებით ათვალიერებდა საყვარელ სხეულს. ფრთხილად წამოვიდა კესანესკენ. მის წინ გაჩერდა და მონატრებულს ფრთხილად ეამბორა ლოყაზე, თითქოს ფაიფურის ყოფილიყოსო. -დაჩი...-ჩუმად ჩურჩულებდა გოგონა. ოდნავ უკან დაიხია ბიჭმა. -რატომ არ მითხარი დაბადების დღე რომ გაქვს?-ნაწყენი ტონით ჰკითხა ბიჭმა. -დაჩი...-ხმა აუკანკალდა, ალბათ ცოტაც და ტირილს დაიწყებდა სიცილის ხმა რომ არ გაეგონა. -ვხუმრობ, ვხუმრობ. საიდან ან როგორ უნდა გეთქვა სულელო-ღიმილით დაჰყურებდა სიფრიფანა სხეულს და გრძნობდა როგორ უვლიდა სასიამოვნო გრძნობა მისი დანახვისას სხეულში. -ხო მართლა, რამდენი წლის გახდი?-ჭინკები აუთამაშდა თვალებში. -ჩვიდმეტის-მორცხვად გასცა პასუხი და იგრძნო უფრო რომ აუწითლდა ლოყები. -რა პატარა ხარ!-მთელი გრძნობით ამოთქვა ბიჭმა და ნაზად ჩამოუსვა ხელი სახეზე. -არ ვარ პატარა-ბუზღუნით გასცა პასუხი კესანემ და არ შეიმჩნია როგორ დააყარა ტაომ. -კარგი არ ხარ-სასიამოვნოდ ჩაუტყდა ტუჩის კუთხე დაჩის. -ხო მართლა, ჩემი საჩუქარი!-ხმა უფრო ვნებიანი გაუხდა და ჭინკებმაც მაშინვე დაიწყეს თამაში მის თვალებში. კესანე უკვე ვეღარ უძლებდა ამდენს. ალბათ წაიქცეოდა, რომ არა ბიჭის ხელი, რომელიც თავისუფლად მოკალათებულიყო მის წელზე. -პირველ კოცნას ჩემზე კარგი ვინ გაჩუქებდა და...-წინადადება აღარ დაუსრულებია, მაშინვე დაეკონა საყვარელ ადამიანს ბაგეებზე. კოცნიდა მთელი გრძნობით და იცოდა რომ ამაზე სასიამოვნო რამ აქამდე ცხოვრებაში არავისთან განეცადა. კესანე კი გახევებული იდგა, ვერაფერს ვერ გრძნობდა დაჩის მწველი ტუჩების გარდა და იმდენი გრძნობა დაუგროვდა, ალბათ ცოტახანში გული წაუვიდოდა. ფრთხილად მოაშორა ბიჭმა ბაგეები და შუბლი შუბლზე მიაყრდნო სულ მთლად აკანკალებულ გოგონას. კესანეს თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა, ვერ გრძნობდა ვერაფერს, ვერაფერს უსაზღვრო ბედნიერების გარდა. ფრთხილად გაახილა თვალები და მზერა შავ ირისებს გაუსწორა, სადაც ნათლად ირეკლებოდა მისი სახე. -კესანე...-ფრთხილად დაიწყო ბიჭმა და ეცადა ხმა დაემორჩილებინა არ დაამთავრებინა სიტყვა გოგონამ, უბრალოდ მთელი გრძნობით მოეხვია ბიჭს და თავი მის მკერდში ჩამალა. იგრძნო როგორ მოუდუნდა სხეული და მანაც მჭიდროდ შემოხვია ხელები სასურველს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.