შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Love is in the air (სრულად)


26-08-2018, 20:09
ავტორი tasusuna
ნანახია 8 240

Love is in the air
___
როგორი წარმოგედგინათ პირველი შეხვედრა თქვენი ცხოვრების მამაკაცთან?
მსუბუქი ავტოავარიით?
მოულოდნელი ფეხისდაცურებით?
უეცარი დაწინაურებით?
თუ ახალი ,ახალგაზრდა,უცოლო ბოსით?
მეც,
თქვენს მსგავსად,
კინოში უამრავჯერ ნანახი და,
წაკითხული რომანტიული სიუჟეტების მთავარ პერსონაჟად წარმოვიდგენდი ხოლმე თავს და,
24 წლის მანძილზე ველოდი,
როდის დამიცურდებოდა ცვრიან ბალახზე ფეხი და,
როდის ჩავუვარდებოდი მაღალ,
შავგრემან,
ლურჯთვალება პრინცს ხელებში,
მაგრამ,
საუბედუროდ,
ფეხზეც კარგად დავდიოდი და,
ჩემი ახალი ბოსიც ცოლიანი,
ორ შვილიანი და,
50 გადაცილებული
ჭაღარა მამაკაცი აღმოჩნდა..
ცოტა უცნაური შესახედაობის და,
აზორვნების კაცი იყო,
პირველივე დღიდან შევატყვე და,
არც გამკვირვებია,
პოსტზე დანიშვნიდან,
მესამე დღესვე მივლინებაში რომ გამიშვა,
არც მეტი,არც ნაკლები
სტამბულში!
უნდა ვაღიარო,
რომ
ეს ქალაქი,ჩემიგრაფიკის გამო,
აუხდენელ ოცნებად მექცა და,
ჩემი ბოსის უცნაურობაც ამ მხრივ ძალიანაც გამომადგა.
როგორც იქნა,
ჩემს ოცნებას ფრთები ესხმებოდა!
ავიკიდე გუდა-ნაბადი,
საგზალ-სანოვაგე,
აპარატ-ტელეფონი,
პლანშეტ-კომპიუტერი,
პასპორტ-ბილეთი და,
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში,
სრული მზადყოფნით
წარვდექი კონტროლზე.
ნახევარი საათის შემდეგ კი,
უკვე,
ბორტზეც ვიყავი,
სავარძელზეც ვიჯექი და,
აქეთ-იქით ვაცეცებდი კიდეც თვალს.
თვითმფრინავში ჩემი 24 წლიანი ცზოვრების განმავლობაში,
მეორედ ვიჯექი,
რაც ჩემი პანიკური შიშით და,
პირველი ფრენისას წარუმატებელი დაშვებით იხსნებოდა.
მაშინ,სულ რაღაც 10 წლის ვიყავი,
მაგრამ,
მოსალოდნელმა კატასტროფამ და,
განვლილმა შიშმა იმდენად იმოქმედა ჩემზე,
რომ,
14 წლის მერე ძლივს გავბედე,
რომ ტრაპზე ავსულიყავი და,
23 საათიანი არაკომფორტული მგზავრობისგან თავი დამეღწია.
თუმცა,
სტამბული ჩემი პანიკური შიშისთვისაც კი ღირს..
მაგრამ,უნდა ვაღიარო,გამოსვლამდე,
ორი მწვანე ვალერიანი მაინც დავლიე..
ამის მიუხედავად,როგორც ჩანს,
საერთოდ არ მოქმედებს,
რადგან უკვე ნახევარი საათია ადგილზე გაუნძრევლად ვსხედვართ ორმოცდაათამდე მგზავრი და,
ერთ,ვიღაც გულმავიწყ,
თომა კაპანაძეს ველოდებით მთელი ეკიპაჟი..
ეს ფაქტი კი,
ძალიან,
ძალიან,
ძალიან მიშლის ნერვებს!
უკმაყოფილებისგან უკვე ადგილზე ვცმუკავდი და,
ცხენივით ვფრუტუნებდი,
რომ,
როგორც იქნა,
ბატონმა თომამ იკადრა აეროპორტში გამოცხადება და,
15 წუთის შემდეგ,
გვერდით ღიმილით მომისკუპდა.
მაგრამ,
სახე უცებ დაუსერიოზულდა
როცა თვალებში ჩამხედა,
რადგან,
ალბათ,
იქიდან ცეცხლებს ვყრიდი..
ისე შევაშინე ჩემი სახით,
რომ
ნახევარი საათი კრინტიც კიარ დაუძრავს..
ბოლოს ალბათ,
მოწყინდა მარტოსულობა და,
მომიბრუნდა.
-ჩემი ბრალი არ იყო,ავტომობილი გამიფუჭდა გზაში და,
მაგისგამო დამაგვიანდა ფრენაზე..-ისე გულუბრყვილოდ მითხრა,
გამიკვირდა,თან ვალერიანს უკვე მოქმედება დაეწყო,მოდუნებული და,დაწყნარებული ვიყავი,შედარებით.
-არ ხართ ვალდებული ამიხსნათ-პასუხი რბილი ტონით გავეცი ,მსუბუქად გავუღიმე და,მუსიკების მოსმენა განვაგრძე.
-პირველად სტუმრობთ სტამბულს?-რამოდენიმე წუთის შემდეგ ისევ მომიბრუნდა.
-დიახ და,იმედია,არა უკანასკნელად.-ვუპასუხე და,სახელურებს მაგრად მოვეჭიდე,
თვითმფრინავი რაღაც საეჭვოდ შეტორტმანდა.
ალბათ,სახეზე ფერი დავკარგე,
ჩემი თანამგზავრი გაკვირვებული მიყურებდა.
-ნუ ნერვიულობთ,ესეთი ბიძგები ჩვეულებრივი მოვლენაა ფრენისას.-თავის ჭკუით დამამშვიდა და,გამიღიმა.
უნდა ვაღიარო,
შესანიშნავი ღიმილიაქ,
სადღაც,
ტომ კრუზისა და,
ტომ ჰარდს შორისაა.
ამ უკანასკნელს,მგონი,ფიზიკურადაც ჰგავს.
-მადლობა,ძალიან დამამშვიდე!-სარკასტულად გავუღიმე და,
ღრმად სუნთქვა დავიწყე.
გული ამოვარდნას მქონდა.
-როგორც ჩანს,თვითმფრინავითაც პირველად მგზავრობთ.-ნიშნის მოგებით მომახალა წარბაწეულმა და,
სიცილით გატრიალდა.
უზრდელი!
გულში გემრიელად გამოვლანძღე ყეყეჩი ტომ ჰარდი და,
შედარებით დამშვიდებული გული
ჭიქა წყლით გავიგრილე.
მაგრამ,
ვინ დაგაცადა?!
ისევ შეგვაქანა,
რომ არა ღვედები,
ალბათ ჩემს გვერდით მჯდომზე აღმოვჩნდებოდი.
-მგონი, შევიშლები!-ენადაბმულმა ძლივს ამოვთქვი და,
ტომ ჰარდს სისხლის ჩაქცევამდე მოჭერილი ხელი შევუშვი.
-მგონი ხელი მომტეხე.-შეწუხებული სახით გამომხედა და,გაწითლებული ხელი დაიზილა.
თავხედი!-კიდევ ერთხელ შევამკე მამაკაცი და,
ზურგი,შეძლებისდაგვარად ვაქციე..
ილუმინატორიდანაც ჩემ ჯინაზე ღრუბლების მეტი არაფერი ჩანდა,თავი რომ შემექცია.
-კარგი,კარგი,ნუიბუტები ბავშვივით!-ისეუცებ გამიშინაურდა,ყბაჩამოვარდნილი გავბრუნდი და,აციმციმებულ თვალებში გაკვირვებულმა ჩავხედე.
-ისე მიყურებ,თითქოს ჩემი მოკვლა გინდა-ხმაში ყალბი შეშფოთება გაურია და,მხიარულად გაიცინა.
ამაზე ისეთი სახე მივიღე,მგონი,სიცილის ხალისი სულ დაეკარგა.
-კარგი,საერთოდ არ ვიღებ ხმას.-ტუჩებზე თეატრალურად გადაიტარა თითები და,საზურგეს მიეყრდნო.
ვატყობ,ჩემი მშვიდი მგზავრობის იდეა ბარგში დამრჩა,
წამოსვლისას,აუცილებლად გამახსენეთ,
შევამოწმო.
-რუსული ლიტერატურა გიყვარს?? -ჩემ აბეზარ თანამგზავრს ბოქლომი არასაიმედოდ ჩაეკეტა თურმე,მითხრა და,
ჩემს ლერმონტოვის წიგნს დახედა.
-როგორც ჩანს,მარტო მე არ მეშინია ფრენის.-აღმოჩენით გახარებულმა ირონიულად გავუღიმე და,თვალი ჩავუკარი.
-კარგი,გამფაქტე,ხელები ამიწევია.-ცოტა დაიმორცხვა და,სავარძელზე შესწორდა.-მოდი,ერთმანეთს დავეხმაროთ.
როცა საჰაერო ჭებს გავივლით,შენ ხელი მომტეხე,თუ გინდა,
მაგრამ,მარტოიმ შემთხვევაში,თუ ადამიანურად დამელაპარაკები და,ცოტას გადამატანინებ ყურადღებას.
ასე ორივეს გაგვიადვილდება მგზავრობა.
რასიტყვი?-ალმაცერად ამითამაშა სქელი,გრძელი წარბები და,
ჩემ პასუხს მოუთმენლად დაელოდა.
-კარგი,მაწყობს!-გამოწეულ ხელს ჩემი შევაგებე და,
კონსესუსამდეც მივედით.
-აბა,რა დაგრჩენია სტამბულში?-სავარძელზე კომფორტულად მოეწყო,ჩემკენოდნავ მოტრიალდა და,
ინტერესით ჩამაკვირდა.
-მივლინებით ვარ ერთი კვირით,
ჩემმა ახალმა უფროსმა გადაწყვიტა,რომ თურქული სამზარეულო უფრო უნდა დაგვეხვეწა და,ამისთვის უშუალო პრაქტიკა უნდა გამევლო.-ღიმილით ვუპასუხე და,
მომდევნო შეკითხვისთვის მოვემზადე.
ისეთი ინტერესით მისმენდა და,
მეკითხებოდა,
რომ სრულიად ბუნებრივად ავაწყვეთ გულწრფელი დიალოგი და,
სიმართლე გითხრათ,
აგრესიის გარეშე,
ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა.
-თუ უშუალოდ შენ დაგავალა უფროსმა სწავლა,ესეიგი,დიდი პოტენციალი გაქვს და,შენს საქმეს,კარგად აკეთებ.-დასკვნა დადო და,
მისი ტომჰარდული ღიმილი მსტყორცნა.
-მიყვარს ის საქმე,რასაც ვაკეთებ.
შესაბამისად,მთელ გულს ვდებ ამაში.
ხოლო,რასაც გულით ვაკეთებ,ის ყოველთვის ხარისხიანი,
ლამაზი და,
რაც მთავარია,
გემრიელი გამომდის.-თავმომწონედ ჩავიცინე და,
თვითშეფასებით,
ლამის,
ღრუბლებსაც გავცდი.
-აუცილებლად დავაგემოვნებ შენ მომზადებულ მიდიებს და,ვაი არ მომწონებია.-თვალი მომიჭუტა და,
მხიარულად შემომცინა.
ისისიყო,მეც უნდა მეკითხა მისთვის,
ბორტგამცილებლის ხმა რომ გაისმა.
წვრილი,დაყენებული ხმა ღვედების შეკვრას მოგვიწოდებდა.
-მოემზადე,ვეშვებით.-ამჯერად,თავად შემაგება მტევანი,
წამის ყოყმანის შემდეგ,
მორიდებულად ჩავჭიდე მას ჩემი ხელი და,
თვალები ძლიერად დავხუჭე.
-ნუ გეშინია,რატატუი,ყველაფერი კარგად იქნება!-დაბალი ხმით მითხრა,
მცდელობის მიუხედავად,მაინც გაჟონვოდა ხმაში ნერვიულობა.
რატატუი!-სხვას რომ ამ მეტსახელით მოემართა,ალბათ,არ ვაცოცხლებდი,
მაგრამ,
ტომ ჰარდის ტყუპისგან,
ნამდვილად მესიამოვნა და,
მხოლოდ ღიმილით შემოვიფარგლე,
სიტყვის დაცდენის თავი,
რომც მომენდომებინა,
არ მქონდა.
-თვალები გაახილე,მიწაზე ვართ!-მისი ხმა იმდენად შორიდან ჩამესმა,რომ წამით ვერც მივხვდი,რას მეუბნებოდა.
ალბათ,10 წუთი იყო გასული,
რაც ხელი ჩავჭიდე და,
რომ შევუშვი,
შევამჩნიე,
როგორ ღრმად ეტყობოდა ჩემი ფრჩხილების კვალი.
-მგონი,მართლა მოგტეხე ხელი.-დამნაშავის თვალებოთ გავხედე და,
გავუღიმე.
-გეთანხმები,სისხლის მიმოქცევის აღდგენას ალბათ საუკუნე დასჭირდება.-დანანებით გაიქნია თავი და ღრმად ამოიოხრა.
-თავხედო!-ამჯერად ღმამაღლა მივახალე და,
სავარძლიდან წამოვდექი.
-კარგი რა იყო რა,ასე ვხუმრობ,რავეღარ მიეჩვიე.-100 წლოს მეგობარივით მითხრა და,თვითონაც ადგა.
პასუხი აღარ გავეცი.
ხელბარგი ერთ ჩანთაში მოვაქციე,
და,
გოგჩენის აეროპორტში პირველი ნაბიჯები დავდგი.
საათნახევრიანი მგზავრობის მიუხედავად,
თავს ძალაგამოცლილად ვგრძნობდი.
ბარგის მომლოდინეთა რიგში რომ ჩავდექი,
მხოლოდ მაშინ მოვავლე თვალი ხალხს და,
იქ ტომ ჰარდის კლონი რომ არ დამხვდა,
გამიკვირდა.
როდის ჩამომცილმა,ვერც შევამჩნიე.
ეს ჩემი დაღლილობის ბრალი იყო..
ემოციისგან ყურადღება ადვილად გამეფანტა და,
როდის სად დავკარგე თანამგზავრი ვერც კი გავიხსენე.
ბარგი მალევე ავიღე.
აეროპორტიდან გავედი და,
გარეთ მდგომ ხალხს გადავხედე.
როგორც ჩემმა ახალმა უფროსმა გამაფრთხილა,
სტამბულში ვინმე ქემალი დამხვდებოდა,
ვინც ჩემს დაბინავებასა და,
რესტორანში მისვლაზე იზრუნებდა.
წარწერებში ადვილად გავარჩიე ტრაფარეტზე წითლად დაწერილი ჩემი სახელი და,
ღიმილით მივუახლოვდი ახალგაზრდა,თურქი მამაკაცებისგან რადიკარულად განსხვავებული გარეგნობის მქონე ბიჭს.
ჩემი დამტვრეული თურქულით მივესალმე,
მას უკან გავყევი და,
ავტომობილისუკანა სავარძელი დავიკავე.
ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ,
კადიკოის ზღვისპირა ნაწილსაც მივადექით და,
ხუთსართულიანი იასამნისფერი ბინის შესასვლელთან გავჩერდით.
ჩემი ერთი პატარა ჩემოდანი ქემალმა მარტივად გადმოიღო საბარგულიდან და,
ბინის შესასვლელთან მდგარ შუახნის დიასახლისს მიესალმა.
მიუხედავად იმისა,რომ კადიკოი თანამედროვე სტამბულის ნაწილიიყო და,ქუჩებშიც მრავლად შეამჩნევდით თამამად ჩაცმულ მოსახლეობას,
ამ ქალბატონს,
წესისამებრ,
თავსაბურავი მოეფარა და,
ღიმილით შემათვალიერა.
ჩემს სალამზე სალამითიპასუხა და,
ბინაში შემიძღვა.
ქემალმა ბარგი კარებთან დატოვა და,
ავტომობილთან დაბრუნდა.
ბინა ერთიშეხედვით მყუდრო,ნათელი და,
კომფორტული სჩანდა.
ჰულიამ,როგორც თავად გამეცნო,ოთახი როგორც კი დამათვალიერებინა,
მარტო დამტოვა და,
ბინის გასაღები ჩამაბარა.
ბარგის ამოლაგების და მოწესრიგებისთვის ერთი საათი მქონდა,
ამიტომ რაც შემეძლო სწრაფად გადავიბანე,
ჩავიცვი და,
ქვევით ქემალთან დავბრუნდი.
როგორც აღმოჩნდა,
რესტორანი,
სადაც ერთი კვირით უნდა მემუშავა,
ჩემი ბინიდან ძალიან ახლოს იყო.
ერთი ქუჩის გადაკვეთით,
პირდაპირ ზღვის პირას,
ფეხით ხუთი წუთით სავალზე ამაყად იწონებდა თავს თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი საკმაოდ მოზრდილი შემობა.
რომელიც,შუადღის თაკარა მზის მიუხედავად,
კლიენტებს არუჩიოდა.
ქემალმა ჩემთვის უკვე ცნობილ მენეჯერთან-ვაჰიდთან მიმიყვანა და,
ღიმილით დამტოვა მასთან.
ბატონი ვაჰიდი,სასიამოვნო შესახედაობის, ორმოცდაათს გადაცილებული,
ულვაშიანი თურქი იყო.
5 წუთიანი ლაპარაკის შემდეგ,რომ მიხვდა,რომ 5 სიტყვიდან მხოლოდ ერთი მესმოდა,
ამოიოხრა და,
პირდაპირ სამზარეულოსკენ წამიყვანა.
სადაც,როგორც იქნა შევხვდი ადამიანს,
რომელსაც ქართულად ლაპარაკი არა,მაგრამ,
მოსმენა და გაგება ნამდვილად შეეძლო.
სასიამოცნოდ გაკვირვებული დავრჩი,როცა,
მთავარი შეფმზარეულის პოზიციაზეახალგაზრდა,ოცდაათწლამდე ლამაზი აღნაგონის გოგონა-აიშე გამეცნო.
მისი მუდმივი საცხოვრებლის მიუხედავად,აიშეს კარგად ესმოდა ქართული და,
ასეთუისე,
მარტივად ვკონტაქტობდით.
პირველმა დღემ,
მოსალოდნელზეკარგად ჩაიარა,
დატვირთვის მიუხედავად,
ხალისით ვასრულებდი აიშეს დავალებებს და,
ზედმიწევნით ვსწავლობდი რეცეპტებს.
დღის ბოლოს კი, გასავათებული ჩავესვენე ქემალის ავტომობილში და,
ლოგინზე დაწოლისთანავე,
გათიშულს დამეძინა.
_____
წარმოიდგინეთ,როგორი შეგრძნებაა,
დილას,
ცხრა საათზე,
მოლას ლოცვა და,
თვითმფრინავის გადაფრენისგან გამოწვეული ზანზარი რომ გაღვიძებს..
ვერ წარმოიდგნეთ?
დაგეხმარებით..
ეგ იგივეა,
დილით,
მიწისძვრამ და,
ადამიანების ყვირილმა ერთდროულად რომ გაგაღვიძოთ.
შიშისგან ლოგინიდან წამოვხტი და,
ფანჯარას დაფეთებულმა ვეცი.
რა დავრწმუნდი,რომ ყველაფერი რიგზეიყო,
დივანზე ჩამოვჯექი და,
აჩქარებული გულისცემის დამშვიდება ვცადე.
რადგან უკვე გაღვიძებული ვიყავი და,
სამ საათამდედაც დრო მქონდა,
ყავის დალევისთანავე ჩავიცვი და,
სტამბულის მრავალფეროვან ქუჩებში გავედი.
ყველასთვისკარგად ცნობილი სიმიტი ვიყიდე და,
გზაში,თვალიერებისას,გემრიელად შევექცეოდი.
მონათხრობს სრულიად ამართლებდა სიფერადით,სიხალისით,მდიდრული აპარტამენტებითა და,
მორთულ-მოკაზმული მაღაზიებით სავსე კადიკოის ქუჩები.
აღფრთოვანებული მივუყვებოდი ქუჩებს და,
გაოგნებას ვერ ვმალავდი,
თუ რამდენ სილამაზესა და მრავალფეროვნებას იტევდა ერთი პატარა ქუჩაცკი.
ვიტრინების თვალიერებაში დროისე სწრაფად გავიდა,
ვერც კი შევამჩნიე,
ისე მოიუახლოვდა საათისისრები სამს.
უცებ ოვტრიალდი და,
ტელეფონის დახმარებით,
15 წუთში უკვე ვაჰიდს ვესალმებოდი და,
პარალელურად,
თავზე მზარეულისქუდს ვირგებდი.
აიშე გუშინდელივით,
ღიმილითა და,
გულითადი სალამის შემხვდა.
დღე რამოდენიმე თურქული მარტივიკერძის მომზადებით დაიწყო.
აიშე ოსტატურად ჭრიდა ინგრედიენტებს და,
პარალელურად მათი მომზადების წესებს,შეძლებისდაგვარად,მიხსნიდა.
დროდა დრო ვხვდებოდი,თუ რას გულისხმობდა ჩვენი ახალი უფროსი,როცაპრაქტიკისთვის აქ მგზავნიდა.
ჩემი ცოდნა და ,
რეალური თურქული სამზარეულო ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
ახლა ზუსტად ვიცოდი,
თუ რამდენიწუთი სჭირდებოდა სოკოს ჩორბას მომზადებას და,
მისი გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვიყავი.
ექვსი სრულდებოდა,
მომსახურე პერსონალმა
ახალი შეკვეთა რომ შემოიტანა.
აიშემ გაკვირვებისგან პირი დააღო,
მე კი ოფიციანტის შეკვეთიდან მხოლოდ რატატუი გავიგე.
გაოცებისგან ენა ჩამივარდა წუთით,
შემდეგ კი,
ისეთი გულიანისიცილი ამივარდა,
მთელი სამზარეულო
თვალებდაჭყეტილი მიყურებდა.
აი,თუარ დაბრუნდა ჩემი ტომ ჰარდი.
-რატატუის რეცეპტით მომზადებული მიდიები სურთ.- დამტვრეული ქართულით მითხრა და,
წინ მიდიებით სავსე სათლი დამიდო.
გარჩეული,გარეცხილი და,
მოსამზადებლად გამზადებული მიდიები დროებით გადავდე ,
მანმადე კი,
გახურებულ ტაფაზე,
ზეითუნის ზეთი მოვასხი და,
ხახვი და ნიორი კარაქთან ერთად, მოსათუშად დავდე გაზქურაზე.
5 წუთის შემდეგ,როცა ხახვი გავარდისფერსა,
პამიდორი გავხეხე,
მასას მოვასხი,
მიდიები დავუმატე და,
დაბალ ცეცხლზე 7 წუთი ვშუშე.
ერთი შეხედვით მიდიების სტანდარტული რეცეპტი სჩანდა,მაგრამ,როცა თეფშზე გადმოღებამდე მიდიებს თეთრი ღვინო მოვასხი,
სამზარეულოში უცხო,
მადისაღმძვრელი და,
გემრიელისუნი დატრიალდა.
აიშემ მოწონების ნიშნად ცერა თითი ამიწია და,
კოვზით გასინჯა.
-მაგარია!-აქცენტით შემაქო და,
მეც,
ყელმოღერებით გადავეციმიმტანს შეკვეთა,
თან პატარა წერილიც გავატანე
-"ექსკლუზიური მიდიები ტომ ჰარდს რატატუისგან"..
_____
-თუ ყველაფერს ესეთ გემრიელს ამზადებ,თანახმა ვარ,ქმრად გამოგყვე.-
მოსაღამოვებული იყო,
რესტორნიდან რომ
გამოვედი და,
გასასვლელთან,
თომა რომ დამხვდა,კაპანაძე.
შეკვეთის გაცემის მერე,
გულაჩქარებით ველოდებოდი მის პასუხს,
მაგრამ,
იმედი ნელნელა მიცრუვდებოდა,
ხასიათიცგამიფუჭდა და,
დღის ბოლომდეც უხერხემლოდ გავაგრძელე კერძებისმომზადება.
მაგრამ,
ახლა,
გარეთ ჩემი თვითმფრინავის თანამგზავრი რომ დამხვდა,
ძალიან გამიხარდა და,
უხასიათობაც და,გაბრაზებაც გადამავიწყდა.
-შენ ჩემიმომზადებული თევზი არ გაგისინჯავს,თორემ უკვე შვილების გაჩენაზეც დამთანხმდებოდი. -უგემოვნოდ ვიხუმრე და,
გავუპირისპირდი.
-მართლა უგემრიელესი იყო.-გულწრფელად გამიღიმა
და,
ლოყაზე ფრთხილად მაკოცა.-გუშინ წამით გაგეცალე და,
რომ
დავბრუნდი,სადაც მეგულებოდი,
უკვე გასული დამხვდი.
-ლაპარაკი განაგრძო და,
ნელი ნაბიჯით გავუყევით გზას.
-მაგრამ,მაინც მოგაგენი!-ტომჰარდული ღიმილით შემომცინა და,
თვალი ჩამიკრა.
ეს აბეზარა ბიჭი რომ მისი ღიმილით მაბნევს ბრინჯივით და,
გაშტერებს უკვე მიხვდით ხო?
ახლაც ენაჩავარდნილი მივუყვებოდი ქუჩას.
ისე მივედით სახლამდე,
მე ხმაც ვერ ამოვიღე.
ასე ურეპლიკოდ დავემშვიდობე და,
მიბრუნებას ვაპირებდი,რომ დამიძახა.
-თათუ,იცი?სტამბულის მარტო დათვალიერების ფობია მაქ და,
ხვალ,დილას რომ გამოგიარო,
ხომ გამომყვები?
თან მარცხენა ხელმა
დაიბრუნა უკვე მისი ფუნქციები და თუ კიდევ შეგეშინდება,
ხელთავიდან მომტეხე.-გამიღიმა და,
თანხმობას არც კი დალოდებია,ისე დამტოვა კარებთან გაშეშებული.
___
საიდან გაიგო ჩემი სახელი?
კარგი,დავუშვათ,გაიგო,
თათუ რაღა იყო?
კარგი,ჩავთვალოთ,ასე შეამოკლა,
მაგრამ,
ამხელა სტამბულში,
ამხელა კადიკოიში
ეერთ ციცქნა გოგოს როგორ მომაგნო?
ამდა სხვა ფიქრებით თავგაბეზრებულმა
მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე.
წუთითაც კი..
დილას წრიალისგან დაღლილმა,
ადგომა
რომ მოვიფიქრე,
ისე საშინლად გამოვიყურებოდი,
საკუთარმა გამოსახულებამ დამაფრთხო.
შეშფოთებისგან,
აქეთ-იქით უაზროდ დავრბოდი,
კარებზე რომ ზარი გაისმა.
-ჯანდაბა!
ჯანდაბა!
ჯანდაბა!
ხმადაბლა ამოვიგმინენდა,
კარებს საცოდავად გავხედე.
-ვიცი რომ მანდ ხარ,შენი ხტუნვის ხმა ისმის.-თომას სიცილი მომესმა გარედან და,
ფარხმალი საბოლოოდ დავყარე.
ყურებამდეგაღიმებულმა გამოვაღე რკინისნკარები და,
სახლში შემოვატარე.
-დილით ყოველთვის ასეთილამაზი ხარ? -როგორც კი დივანზე დაჯდა,
ამათვალიერა და,
თმაარეულს დამცინა.
-როცა ერთი საათით მაინც მძინავს,შედარებით ადამიანური სახე მაქ.-გამოწვევას არ ავყევი და,
შესაბამისი
პასუხი გავეცი.
-მოემზადე,ძაან მაგარ ადგილას მიმყავხარ.
თუ დროზე გავალთ,სამამდე სამსახურშიც იქნები.
რაც შემეძლო სწრაფად გავემზადე,
კომფორტულად ჩავიცვი და,
თითქმის საათის მგზავრობის შემდეგ,
ფლორიაში ვიყავით.
-მოგესალმებით სტამბულის უდიდესი და,უსასწაუსელი აკვარიუმიდან!-შესასვლელთან დადგა და,ირგვლივ მყოფებს გასძახა.
იმდენად არ მოველოდი,აქ ამოვყოფდი თავს,რომ
გაოცებულს ჯერ არ მქონია მის ბავშვურ საქციელზე რეაქცია.
ის,რაც სტამბულის აკვარიუმზე მსმენოდა,აფსოლუტურად არგადმოსცემდა მის სრულფასოვან სილამაზეს.
დამუნჯებული,
გაოცებული,
სილამაზისგან დატყვევებული გავდიოდი ყოველ საფეხურს და,
იმდენად ვიყავი მრავალფეროვნებაში ჩაძირული,რომ სურათის გადაღებაცკი არ მომაფიქრდა.
თომა ნაბიჯ-ნაბიჯ მომყვებოდა და,
შესანიშნაც ექსკურსია მძღოლობას მიწევდა.
ზვიგენები,
თევზების უამრავი სახეობა,
უზარმაზარი,მრავალწლოვანი კუები,
აფრიკის გამაოგნებელი ნაწილო და,
რაც მთავარია
ანტარქტიდა,მისი გასაოცარი პინგინებით!
ამყველაფრისგანიმხელა ემოცია და ბედნიერებისგანცდა მივიღე,
რომ პირველად მინდოდა დავცლილიყავო და,
მთელი ხმით მეყვირა.
აკვარიმში გატარებული ეს ორსაათნახევარი ახდენილ ოცნებას გავდა.
თითქოს,
ამ არცთუისეპატარა ტერიტორიასმთელი მსოფლიო ჩაეტია ერთ სივრცეში.
-თომა,ეს არაჩვეულებრივი იყო,სიტყვებიც არ მყოფნის.
ულამაზესი ადგილია!-როგორც კი გამოვედი,მივუბრუნდი და,
აბრწყინებულ თვალებში ჩავხედე.
-მიხარია,რომ მოგეწონა,
გპირდები,
ხვალაც ძალიან მაგარ ადგილას წაგიყვან.-თვალი ალმაცერად ჩამიკრა და,
ფლორია დავტოვეთ.
ზუსტად,სამი სრულდებოდა,
რესტორნის შესასვლელთან რომ მივედით.
-მგონი,ის დროა,შენი მომზადებული თევზი რომ ვჭამო .-სიცილით შემატარა და,
ვაჰიდს თავის დაკვრით მიესალმა.
მაგიდა დაიკავა,
მე კი,
აიშესთან წავედი და,
ჩემ სამუშაოს დავუბრუნდი.
დილას დაჭერილი თევზი ისმაილს მივეცი გასამზადებლად,
მანამდე კი,
ოდნავ შერბილებულ კარაქს
პარმეზანი,
ორცხობილის საფენელი,
ნიორი,
როზმარინი და,
ძალიან
ცოტა ორეგანო შევურიე.
გასუფთავებულ,
დასერილ თევზს
კარაქის დრრესინგი წავუსვი და,
შესაწვავად გრილზე დავდე.
10 წუთში შამზარეულოში ორეგანოსა და,
ნიორის მადისაღმძვრელი სუნი ტრიალებდა.
კარგად შებრაწული თევზი თეფშზე გადმოვიღე,
წვრილადდაჭრილი ლიმონი გვერდით მოვუწყვე და,
ჭიქა წითელი ღვინოს თანხლებით ოფიციანტს შეკვეთა ჩავაბარე.
15 წუთში კი,
პატარა თეთრი ფურცლით შემოდის და,
წერილს ღიმილით მაწვდის.
-"თუ ორი შვილი გვეყოლება და,ერთი ბიჭი იქნება,ნიკოლა დავარქვათ,კარგი?"
ერთი შეხედვით,სასაცილოა,
მაგრამ,
იმხელა სითბო და,
ენერგია მივიღე ამ პატარა ფურცლიდან,რომ
მთელი დღე ღიმილით,
ენთუზიაზმითა და,
მონდომებით ვეხმარებოდი აიშეს..
დღის ბოლოსკი,
ამდენი ემოციისგან სავსეს,
ღრმად ჩამეძინა..
______
-თათუ!-დილით ვიღაცის ხმა ჩამესმის ძილში და,
თვალებს ძლივს ვახელ.
ვიღაც კარებს მუჭებს უბრახუნებს და მეძახის.
ვინ,თუარა თომა?
ზლაზვნით ვდგები და,
თავს არც ვიწესრიგებ,ისე ვაღებ კარებს.
თომას ჩემ დანახაზე თვალებიუფართოვდება და,
კარებს მომენტალურად ხურავს.
-უკაცრავად,სხვაგან მოვხვდი.-სიცილნარევი ხმით მომაძახა და,
ამჯერად,
ოთახში შემოვიდა.
-ასეთი არააადეკვატური რატომ ხარ თომა,ამიხსნი?-ნამძინარები ხმით მივუბრუნდი და,
დივანზე დავენარცხე.
ბალიშზე თავი დავდე და,
ბურუსში ნელნელა გავეხვიე.
-რა სტუმართმოყვარეობაა,ღმერთმანი,
დავიხჩვი პატივისცემაში.-სარკასტულად დამყვირის თავზე და,
უკმაყოფილოდ ფრუტუნობს.
-სტუმართმოყვარეობას 12 საათის შემდეგ ვიწყებ,
მანამდე ჰომოფობი ვარ.-ძლივსვპასუხობ და,
თავზე დასხმული ცივი წყლიგან მომენტალურად ვფხიზლდები და ფეხზე ვხტები.
-სულ გაგიჟდი თომა?!-შეურაცხადი ხმით ვყვირივარ და,ტანზე მოწებებულ საღამურს ვქაჩავ.
-რა კომპლიმენტებია,დილიდან თათუ.-ტორჰარდულად მიცინის და
ჩემ გაგიჟებულ სახეს ყურადღებასაც არ აქცევს.
-დღეს ძაან მაგარი გეგმა მაქვს და,
თუ მოწესრიგდები,
ჯანდაბას,გაგიყოლებ.
-უდარდელად მეუბნება და,
სამზარეულოში გადის.-ყავას დალევ ჰო?
-დავლევ,ოღონდ დარიშხანი არ ჩაყარო და,
სხმა მიწაზე ნუ მომკლავ,თუ შეიძლება!-უკმეხად ვპასუხობ და,
ოთახში შევდივარ.
ნახევარ საათში უკვე ჩაცმულ-დახურული ვარ და,
დვანზე გაშოლტილ ტომ ჰარდს თავზე ვადგავარ.
-ადექი ახლა ჰე,
აღარ მივდივართ?-ფეხის ბაკუნს ვიწყებ და,
ცხელ ყავას ერთიანად ვსვამ.
-მოიცა ნახებარი საათიც,გათენდეს ჯერ კარგად.-პასუხი ისე გამცა,თვალებში არც შემოუხედავს და,ისე წამოწითლდა,ჭარხალი მიმიქარავს.
ჩემმა ტვინმა სულ რამოდენიმე წამი მოანდომა მიღებული ინფორმაციის გადახარშვას,მერე,
დაზაფრულმა საათს გავხედე და,
ისარი რვამდეც რომ არ იყო მისული,
მთელი ხმით ვიკივლე.
-დავყრუვდი თათული!-ყურებზე ხელი აიფარა თომამ და,მთელი ხმით ახარხარდა.
გაბრაზებისგან რომ ვერაფერი მოვიფიქრე,
ჩანთა ვესროლე,
ოთახიდან გამოვვარდი და,
საძინებელში შევიკეტე.
-ხმა არ გამცე,არასდროს!-მივაძახე გაგულისებულმა და,
გაბერილი დავეხეთქე საწოლზე.
აბეზარა!-გულში ყველა სალანძღავი სიტყვებით შევამკე და,
ნახევარი საათის შემდეგ,
რომ დამიკაკუნა კარებზე,
უკვე სიბრაზეს გადავლილი ჰქონდა.
-სულთან აჰმედმა დამირეკა,
თათული ჰანიმის გარეშე ნადიმს არ ვიწყებთო და გთხოვა,მთელი შენი სიდიადით წარსდგე სამეფო კარზე და,
მათ ღირსად ჩათვალო ჰიურემის ტოლა თავი.-ოთახში თავი შემოყო და,
აციმციმებული თვალები მომანათა.
-მხოლოდ აჰმედისა და აია სოფიას ხათრით.-წარბაწეულმა ვუპასუხე და,
ბინიდან გავედით.
_____
შოკი!
პიკი!
პანიკა!
აღუწერელია ის ემოციები,
რაც განვიცადე.
წარმოუდგენელი სილამაზე და დიდებულება..
აფსოლუტური სიმდიდრე და,
ჰარმონია..
თითოეულ მილიმეტრში რომ იგრძნობოდა საუკუნოვანი ისტორია და,
განვლილი წლები.
ის,რაც ამ ორ საუკუნოვან ნაგებობაში იმალებოდა,
იყო ამოუცნობი,
იდუმალი,
წარმოუდგენელი,
შეუცნობელი.
აფსოლუტურად განიარაღებული ვიყავი.
ემოციებმა ისე გამომაშრო,
ვგრძნობდი,
ძალა მელეოდა.
ეს ჩემთვის იმხელა ბედნიერება იყო,
რომ გული ვერ იტევდა.
ამას გვერდით მდგონი თომა ემატებოდა,
რომელსაც,ვგრძნობდი, საკუთარივითუხაროდა ჩემი სილაღე.
არცის გამომრჩენია,
როგორ აფიქსირწბა ჩემ გაოცებულ სახესა და,
ცრემლებით სავსე თვალებს.
-აღტაცება ყველაზე მეტად უხდება შენ თვალებს თათუ!-აიასოფიას გამოსასვლელში მითხრა.
ისეთი გრძნობა დამეუფლა,თითქოს,
მის ამ თბილ ხმას და,
ბედნიერ თვალებსუკვე დიდი ხანია ვიცნობ..
ისეთი ახლო მომეჩვენა მისი ხმა,
რომმთლიანად შევისრუტე მისი სიტყვები და,
გული სიხარულით ამიფრიალდა.
არაფერი მითქვამს და,
მგონი,
ჩემი სიტყვები ზემდეტი იქნებოდა იმ მაგიურ ადგილას.
მხოლოდ,მის ოდნავ გამოწვდილ ხელს ჩემი ჩავჭიდე და,
გულისწყვეტით და,სავსე გრძნობებით გავცილდით ახდენილ ოცნებას..
სამსახურამდე უთქმელად მიმაცილა,
წასვლამდე კი,
მომატრიალა და,
ნაღვლიანი თვალებით ამათვალიერა.
-თათუ,ეს ოთხი დღე,რიზეში მიწევს გადაფრენა.
ასე გაუფრთხილებლად ვერ წავიდოდი რა,
ხო ხვდები?!
საერთოდ,ძალიან მიჭირს შენი აქ მარტო დატოვება,
მერე რამის რომ შეგეშინდეს და,
ვიღაცა თურქს რო მოსტეხო ხელი,
ხომ დააქცევ საქართველო-თურქეთის კავშირებს..
-მისეული გახუმრება სცადა,მაგრამ,ძველებურად აღარ აუციმციმდა თვალები.
გული ჩამწყდა,ძალიან..
-თვითმფრინავში თუ ვერ დავემთხვით,შენ არინერვიულო თათუ,
ამხელა სტამბულშიმოგძებნე და,
თბილისში სახელით მოგაგნებ მარტო -ქვემოდან ამომხედა და,ჩემი ტომჰარდული ღიმილიც დააყოლა.
ვეღარ გავიღიმე,
დამშვიდობებას გავდა მისი სიტყვები და,
გულს მტკენდა ამაზე გაფიქრება.
-ახლა ერთი გამიღიმე და,წავედი.
იმისიმედი კი ნუგექნება ოღონდ,რო ამ სამი დღით მოვრჩით..კიარ დამვიწყებია,ნიკოლა რომ გვყავს,თან ,გპირდები,რომ ეს ოთხი დღე უჩემობას ვერ იგრძნობ -გულღიად შემომცინა,თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და,
ლოყაზე ფრთხილად მაკოცა.
გავიყინე ადგილზე..
ვგრძნობდი,მისი ტუჩების კვალი როგორ მიხურდა,
მაგრამ,
სხეულში მაინცსიცივეს და,
სიცარიელეს ვგრძნობდი.
უხმოდ შევედი სამზარეულოში,
ის დღე ყველაზე უინტერესოდ დასრულდა.
სახლში მისულს,
სიცარიელემ
იმაზე მეტად დამთრგუნა,ვიდრე აქამდე..
ოთახში დარჩენილი მისი სუნამოს სუნი კი განვლილ სამ დღეს ზედმიწევნით მახსენებდა.
ლოგინზე ემოციებდაცლილი დავწექი.
ფიქრებში როდის ჩამეძინა არ ვიცი,
მხოლოდ გამთენიისას ვიგრძენიოთახში შემოჭრილი სუსხი და,
ძილბურანში გადავიფარე სქელი გადასაფარებელი.
სულშიც და,
გარეთ,
სუსხი დამდგარიყი.
____
11 საათი იყო დაწყებული,
კარზე კაკუნმა
რომ შემაფხიზლა.
რომ გავიხედე,
კარებთან გაღიმებული ჩემი ბინის დიასახლისიიდგა და,
მელოდა,როდის გავაღებდი კარს.
გაკვირვებულმა ღიმილით მივესალმე და,
სახლში შემოვიპატიჟე.
მისი ნალაპარაკებიდან მხოლოდ სამისიტყვა გავიგე.
"ტომ ჰარდი"
"წერილი"
"რატატუი"
-ეს სიტყვებიკი,
იმდენად ბევრს ნიშნავდა ჩემთვის,
რომ
თვალებაციმციმებული ველოდი,
როდის მომცემდა მის ხელებშიმოქცეულ თეთრ კონვერტს.
სანამ ჩემი ნაჩქარევად მომზადებული ჩაი დალია,
ალბათ,
ყველა ლოცვა წავიკითხე გულში,
რომ მალე წასულიყო..
რომ ადგა და გასასვლელისკენ დაიძრა,
ალბათ,ისეთი გახარებული სახე მქონდა,
წარბები შეკრა და,
ჯმუხად დამემშვიდობა.
ისეთი სისწრაფით გავექანე სამყოფელისკენ,
გზაში კარადის წვერს სიმწრითმივარყი ფეხი,
და კვნესა-კვნესით გავხიე კონვერტი და,
სიცილ-ტირრილით ხმამაღლა წავიკითხე წერილი.
-"თათუ,ამდენი ძილი თბილისში არ გყოფნიდა?
სტამბულში ხარ,
კადიკოიში,
დიღომში ხომ არა?!
ახლა ადექი,
ცოტა გრძელმკლავიანი ჩაიცვი და,
ქუდიც დაიფარე,
გარეთ ქემალი გელოდება,
ბოსფორიუნდა გადაცუროთ.
თუ გემი გწყენს,
ქემალს უთხარი,
გეგმა ბეც მაქვს.
პ.ს ხომ გითხარი,თავს არმოგანატრებთქო,
ჰოდაიცოდე,
ეს ოთხი დღე სახლი სანატრებელი გექნება"
ბოლოშისიცილის სასაცილო სმაილებიც მიეწერა და,
ისეთი კისკისით ჩავამთავრეკითხვა,
ალბათ,
მოლასაც გადავუჯოკრე.
სასწრაფოდ ჩავიცვი თხელი,
თეთრი გრძელმკლავიანი მაისური,
შავი კეპი მოვირგე,
აპარატი და,
ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე და,
გარეთ სირბილით გავედი.
მანქანაზე მიყურებული ქემალი რომ დამხვდა,
გული უფრო სწრაფად ამიძგერდა.
თავისდაკვრით მომესალმა და,
40 წუთში უკვე გემის ბაქანზე ვიდექით.
ათასი ჯურის ათამიანების გარემოცვაში,
თავი ყველაზე ბედნიერი მე მეგონა..
მისმა წერილმა და,
ყურადღებამ,
იმდენი ენერგიით დამმუხტა,
რომ ადგილზეც ვერ ვისვენებდი.
უზარმაზარი გემის კიდიდან ყოველ მილიმეტრს ვაფიქსირებდი და,
აღფრთოვანებული შეძახილებით ირგვლივ მყოფებს ვაყრუებდი.
უკვე მესამე ჭიკა ცხელ ჩაის ვსვამდი,
ქემალმა თეთრიკონვერტი რომ გადმომცა.
გული სანამ გავხსნიდი,
მანამდე ამომივარდა.
კონცერტში წერილი არა,
მაგრამ,
სურათი ნამდვილად დამხვდა.
თომას გემზე ხელები გაეშალა და,
იმ სასახლისკენ იშვერდა ხელს,
რომელსაც ეს წუთია გვერდსვუვლიდით.
გულღიად გამეცინა და,
მთელი საათი ხედების ნაცვლად,
ჩემი ტომ ჰარდის მოცინარ სახეს ვუყურებდი.
სამსახურს,ამჯერად,
ბედნიერი დავუბრუნდიდა,
აიშეც კი გაკვირვებულიმიყურებდა,
თუ როგორი მონდომებით ვითვისებდი მის გაკვეთილს.
სამსახურიდან დაღლილს ისევ ქემალი დამხვდა,
სახლამდე მიმიყვანა და,
დაწოლისთანავე,
გაღიმებულს,
ჩამეძინა.
____
დილით შემართებით წამოვდექი.
ყავა ნაჩქარევად დავლიე და,
აივანზე გასულს ისევ ქემალი რომ დამხვდა გარეთ,
კისრისტეხით დავეშვიკიბეებზე და,
მანქანაში თავით შევხტი.
ბიჭს თვალები შუბლზეკი ჰქონდა,
მაგრამ,
მაინც ღიმილით გადმომცა კონვერტი და,
ჩემთვისუცნობი მხარისკენ დაიძრა.
კონვერტში ისევ წერილი იდო,
მისი უცნაური სმაილების თანხლებით.
"-დღეს განტვირთვის დღეა,თათუ,
შენ სხვა გოგონებს არ გავხარ,მაგრამ,
შოპინგის სიყვარულით მგონი,ყველაა დაავადებული.
ასე რომ,
ბედნიერი საათები და,
ბევრი გაიღიმე"
ისტამბულ მოლი-ნებისმიერი ადამიანის სამოთხე.
შესვლისთანავე ყბა იმხელაზე ჩამომივარდა,
გამოსვლამდე,
ვეღარც დავკეტე.
11 საათი იყო რომ მივედით და,
2 საათისთვის მხოლოდ 3 მაისური,
შარვალი და,
2 ფეხსაცმელი მქონდა ნაყიდი.
აურაცხელ მაღაზიებში მხოლოდ თვალიერებას ვუნდებოდი ,
არათუ ყიდვას.
ბოლოს იმდონემდე დამქანცა გაუთავებელმა სიარულმა,
რომ ძალაგამოცლილი მივესვენე ვიქტორია სეკრეტის მაღაზიასთან და,
ქემალს კიდევ ერთი კონვერტი გამოვართვი.
"-ასე უცებ დაიღალე?
კარგი,თუ ყველაფერი იყიდე,რაც მოგეწონა,
მაშინ ახლა ადექი და,
სტარბაქსში მიდი.
ლატე და,
შავი შოკოლადის ნამცხვარი გელოდება"
სტარბაქსის ლატე არის საოცრება!
ამაში იმწამსვე დავრწმუნდი,
როგორც კი ტერასაზე დავჯექი და,
ქაფქაფა სითხე მოვსვი.
ამ 15 წუთმა ისე დანმტვირთა,
რომ ხელახალი ენერგიით დავიმუხტე და,
აიშესთან 10 წუთიანი დაგვიანების მიუხედავად,
მაინც სიხალისით შევუდექი თურქული კერძების გაცნობა-დამზადებას.
საღამოს კი,
ბედნიერს,
ხვალინდელი დღისიმედით,
ჩამეძინა.
___
დილით თომას წერილი რომ
არ დამხვდა,
ცოტა გული კი ჩამწყდა,
მაგრამ,
არ შევიმჩნიე.
უხალისოთ ავიკიდე ჩემი ჩანთა და,
სამ საათამდე რაც კი რამ შემხვდა,
ყველგან შევედი და,
ყველაფერი დავათვალიერე.
დღეს ჩემი სტამბულში ყოფნის ბოლო დღე იყო,
აქედან კი,
ერთი შეხედვით არაფერი,
რეალურად კი,
უზარმაზარი ემოციებით სავსე ხურჯინი მიმქონდა.
სამი საათისთვის,
ჩემს რეატორანში მივედი და,
ვაჰიდს ნაღვლიანად გავუღიმე.
მიუხედავად ჩემი მოკლეხნიანი სტუმრობისა,
ის და,აიშე,
ნამდვილად ძვირფასები გახდნენ და,
გულიცკი მწყდებოდა,
წასვლა რომ მიწევდა.
დღის ბოლომდე უამრავი კერძი გავამზადეთ და,
ჩემს მენიუს,
კიდევ ორი ახალი თურქული რეცეპტი მიემატა.
10 საათი სრულდებოდა,
აიშეც ცრემლმორეული რომ გადავეხვიე,
დავემშვიდობე.
მისი სამახსოვროდ ნაჩუქარი თურქული კულინარიის წიგნი ჩანთაში ჩავიდე და,
გარეთ გამოვედი.
აციებულიყო,
მაგრამ,
სასიამოვნოს გრილოდა.
სახლისკენ წასვლას ვაპირებდი,
ნაცნობ მანქანას და,
ქემალს რომ მოვკარი თვალი.
გული ისე ამიძგერდა,
ლამის შევწუხდი.
გახარებულმა ტუჩებს ძლივს ოუყარე ადგილი.
ღიმილით მივედი მასთან და,
გაცინებულს პატარა კონვერტი გამოვართვი.
გამოღებულ კარებში შევხტი და,
მოუთმენლად ჩავიკითხე წერილი.
"-გეგონა დამავიწყდი?
კაი რა თათუ,ასე მიცნობ?!
ცოტა გაგიბრაზდი,მაგრამ,
არაუშავს..
სხვათაშორის,შენზეგავიგე,
ფეხბურთიი უყვარსო.
მაგხელა კონტაქტები არ მაქ,თორე ამდენს არ განერვიულებდი და,
თამაშს დილისკენ გადმოვწევდი,
მაგრამ,
იმედია,
ესეც მოგეწონება.
ბეშიქთაში-გალათასარაის ამხანაგური თამაშია.
რომიცოდე,ძალიან გული მწყდება რომ ვერ ვესწრები თამაშს,
ამიტიმ,ჩემზე ბევრი არიფიქრო,
თამაშს ყურადღებითუყურე და მერე ყველაფერი მომიყევი"
ბედნიერი ღიმილით ჩავამთავრე კითხვა და,
ქემალის მოწოდებული ბილეთები გულზე,
ადამიანივით მივიხუტე.
ბეშიქთაშამდე გზამ ძალიან დამღალა,თუმცა,
სტატიონზე როგორც კი დავდგი ფეხი,
დაღლილობა გადამავიწყდა და,
მთელი გულით ჩავერთე თამაშის მსვლელობაში.
შუა ღამე იყო,
ბინის კარები რომ შევაღე.
არც ბარგის ჩალაგების და,
გადავლების თავი არ მქონდა.
ყვირილისგან და,ემოციისგან,
სრულიად დაცლილი ვიყავი.
დივანზე ჩამომჯდარს,ისე ჩამეძინა,
ვერც კი მივხვდი,
გაღვიძებულსკი,
არაკომფორტული წოლისგან,
ყველა კუნთი მტკიოდა.
ფრენა 2 საათზე იყო,
მანამდე კი,
ჩემი ბარგის ჩალაგებას და,
შეძენილი ნივთების ჩალაგებას მოვუნდი.
როგორც ერთიკვირის წინ,წამოსვლისას
დღესაც
ავიკიდე გუდა-ნაბადი,
საგზალ-სანოვაგე,
აპარატ-ტელეფონი,
პლანშეტ-კომპიუტერი,
პასპორტ-ბილეთი და,
ბინა დავტოვე.
გასაღები დიასახლისს ჩავაბარე და,
ჩემი ბარგებით გარეთ გავრახუნდი.
თითქოს მიხაროდა,
მაგრამ,
დანაკლისს მაინც ვგრძნობდი.
ტაქსის გაჩერებას ვაპირებდი,
ქემალის მანქანა რომ გაჩერდა ფეხებთან და,
სანამ ბარგს მანქანაში აწყობდა,
მანამდე კონვერტიც გადმომცა.
"-თათუ,ძალიან ძალიან არ მინდა,
მაგრამ,
კიდევ მიწევს დარჩენა და,
შენთან ერთად ვერ მოვფრინავ..
შენ არ მოიწყინო,ოღონდ,კარგი?
მე კი გპირდები,
რომ ქალაქს როგორც კი დავუბრუნდები,
ყველა რესტორანს დავივლი და,
მაინც მოგაგნებ.
შენნაირად თევზს ვერავინ ამზადებს ვერსად,
თათუც მხოლოდ ერთიადა ისიც,
ჩემი!"
ისე ამემღვრა მზერა,ვერც კი მივხვდი.
წერილს რამოდენიმე წვეთი რომ დაეცა,
მხოლოდ მაშინ მივხვდი,
გაუცნობიერებლად რომ ტირილი დამიწყია..
ჩემ თავს ვერ ვცნობდი..
ეს არიყოის თათული,
24 წელი რომ ვიცნობდი..
ის თათული არასდროს მიეკედლებოდა 1 კვირაში გაცნობილ ბიჭს,
იმ თათულის არასდროს დააკლდებოდა თითქმის უცნობი თომა.
ის თათული არასდროს აღფრთოვანდებოდა მისი ხუმრობებით და,
არც არასდროს იტირებდა წერილზე,
რომელიც,
ერთი შეხედვით,
არაფრით გამოირჩეოდა.
ისე მივედი აეროპორტამდე,
ვერც ვიგრძენი.
ქემალს უხმოდ დავემშვიდობე და,
კონტროლზე წარვდექი.
ბარგი ჩავაბარე და,
15 წუთში,
ჩემი ადგილი დავიკავე ბორტზე.
ადგილები თითქმის შევსებული იყო,
ორიც 3 წუთში სრულდებოდა.
ყურსასმენები გავიკეთე,
კომფორტულად მოვეწყვედა,
წიგნი გადავშალე.
კითხვაში ისე გავიდა დრო,
ვერც მივხვდი.
საათს რომ დავხედე,
სამის ნახევარსუჩვენებდა,
ჩვენ კი,
ისევ გოგჩენის აეროპორტში ვიყავით და,
ირგვლივ რომ მოვიხედე,
უკმაყოფილო სახეებიც მოწმობდა,
რომ არ მომჩვენებია და,
სტამბულის მიწაზე ვიდექით ჯერკიდევ.
სიბრაზისგან ისე გავიბერე,
სტიუარდესა უხეშად მოვიშორე.
გონებაში ერთი კვირის წინანდელი მახსენდებოდა და,
გულს კიდევ უფრო მიმძიმებდა.
10 წუთის შემდეგ,
ისევ ის გოგონა მოდის და,წყალთან ერთად,
კონვერტს მაწვდის.
აკანკალებული ხელით დავყურებ კონვერტს და,
გახსნამდე,
ზედ მიწერილ პ.ს-ს ვკითხულობ.
"-ჯერ წყალი დალიე და,
წელირი მერე გახსენი"
მაფრთხილებდა თომა მისი სასაცილო სმაილებით.
ჭიქა ერთი მოყუდებით ჩავცალე და,
აჩქარებულ გულზე ხელი დავიდე.
წერილი წინებთან შედარებით,ვრცელი იყო და,
ბევრი სმაილებით.
"-თათუ!
წყალი ხომ დალიე?!
ახლა სანამ გული გაგისკდება,
გეტყვი,
რომ პასპორტის შემოწმებას გავდივარ და,
ჰო,
ისევ დამაგვიანდა.
ისე მომენატრე,
სულ რომ სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი გადაწყვეტილიყო ჩემი დარჩენით,
მაინც წამოვიდოდი.
ეს რა დამმართე,
ჯერ ვერც მე ,
ვერც არისტოტელემ და
ვერც პლატონმა ვერ დავადგინეთ.
დოსტოევსკი კი გადმოცემდა ჩემს განცდებს,
მაგრამ,
შენ ის არ იცი,
თომა კაპარაძე რა გაქანების მწერალი და რომანტიკოსია.
ამის გასადგენად და,აღმოსაჩენად,
სტამბული-თბილისის რეისი და,
მინიმუმ 60 წელი კი გვექნება,
მაგრამ,
მანამდე ხოუნდა მოგამზადო?!
ჰოდა,
ჩათვალე,
ეს ნიადაგის მოსინჯვაა.
თუ ამწერილმა გული აგიჩქაარა და,
ახლა გამშვებ პუნქტს ლანძღავ,ამდენი ხანი რომარ გამომიშვეს,
ესეიგი,
პირველი ნაბიჯები წარმატებით გადამიდგამს.
კი მართალია,
ჩემი მარცხენა ხელი მოსალოდნელი ტანჯვისთვის მენანება,
მაგრამ,
კარგი,
ჯანდაბას,
შენთვის სულ მოვიჭრი და,
თუ კონსტანტინე არსანიკიძე არავარ,
თომა
მაინც ვარ,
კაპანაძე.
ახლა,
ვწყვეტ წერას და,
სავარაუდოდ,
უკვე ბორტზე ამოვდივარ.
ხუთამდე დაითვალე და,
მერე გამოიხედე უკან.
შენი-ტომ ჰარდი."
_______
მაინც,
როგორი წარმოგედგინათ პირველი შეხვედრა თქვენი ცხოვრების მამაკაცთან?
თქვენი არიყოს,
მეც ბევრჯერ წარმომიდგენია,
როგორ გამიტანა შავმა ჯიპმა,
როგორ გადმოვიდა ავტომობილიდან
შავ პიჯაკსა და პერანგში გამოწყობილი ახოვანიმამაკაცი,
როგორ ამიტაცა ხელში და,
საავადმყოფოში გამაქანა.
მერე ჩვენი ბედი ათასი დამთხვევებით გადაიხლართა და,
ორი წლის შემდეგ,
დავქორწინდით და,
გრანდიოზული ქორწილი
გადავიხადეთ.
ეს და,
სხვა ათასი შემთხვევა გამივლია გონებაში,
მაგრამ,
თუ ეს ყველაფერი
ფრენასთან,
სტამბულთან და,
ჩემ პანიკურ შიშთან დამაკავშირებდა,
ვერ წარმოვიდგენდი.
ის,რომ სიყვარულმა მიწაც დატოვა და,
ჰაერშიც გადმოინაცვლა,
ცალსახაა.
თქვენი არ ვიცი და მე,
ჩემი სიყვარული ჰაერში აღმოვაჩინე და,
დიახ
"Love is in the air “
გკოცნით და,გეხვევით,
თქვენი
და,
ჩემი ტომ ჰარდის
რატატუი.


______
თარააამ,
მოგესალმებით ჩემო ყველაზე ერთგულებო,
თბილებო,
გამორჩეულებო,
მე რომ
ცოტა სიყვარულის ხასიათზე დავდექი ეს ბოლო პერიოდი,
მარტო მე ვატყობ?
იმედია,
მოგეწონებათ და,
თუარ მოგეწონებათ,
ეგეც მითხარით.
პ.ს ფოტოში მე ვარ და,არ გალანძღოთ :დ
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი SillyGirl

ძალიან გემრიელი წასაკითხი იყო.
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
მომეწონა ყველაფერი საერთოდ.
თათუმ 24 წლის ასაკში იპოვა თავისი თომა ასე რომ იმედს არ დავკარგავ ორი წელი წინ მაქვს :დ ეს ხუმრობით.
კარგად წერ
ისე რომ თითეულ სიტყვას გრძნობს ადამიანი.
წარმატებები
ამის შემდეგ შენი მუდმივი მკითხველო ვარ <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

SillyGirl
ძალიან გემრიელი წასაკითხი იყო.
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
მომეწონა ყველაფერი საერთოდ.
თათუმ 24 წლის ასაკში იპოვა თავისი თომა ასე რომ იმედს არ დავკარგავ ორი წელი წინ მაქვს :დ ეს ხუმრობით.
კარგად წერ
ისე რომ თითეულ სიტყვას გრძნობს ადამიანი.
წარმატებები
ამის შემდეგ შენი მუდმივი მკითხველო ვარ <3

როგორ მიხარია ახალი მკითხველები ❤️❤️❤️❤️
ახალი შეფასებები ❤️❤️❤️❤️
ძალიან დიდი მადლობა,იმედია,შემდეგშიც ასე გემრიელად გამოჩნდები ❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი ჟიზელი

ძააან ზიღვარულობა იყო ❤❤❤
რატატუიც და ტომ ჰარდიც :დდ
მე არანაირი არ წარმომიდგენია,ოღონდაცა ვინმე შწმიყვარდეს და შევუყვარდე :დდდ
#გაჭირვებულიმე

 


№4  offline წევრი Kalina

ანასტასიაა...
როგორ გამათბო ამ ნაწერმა, რომ იცოდე.
ძალიან, ძალიან მომეწონა!
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ჟიზელი
ძააან ზიღვარულობა იყო ❤❤❤
რატატუიც და ტომ ჰარდიც :დდ
მე არანაირი არ წარმომიდგენია,ოღონდაცა ვინმე შწმიყვარდეს და შევუყვარდე :დდდ
#გაჭირვებულიმე

კახეთში ხარ,მიიხედე,მოიხედე,იქნება და,სადმე ხის კენწეროზე იმალება საბედო ???????????????? :დდდ
მადლობა,რომ მოგეწონა ❤️❤️
ბევრი სიყვარული გექნება,აბა ისე როგორ ❤️❤️❤️❤️

მარიკუნაა♥️
ანასტასიაა...
როგორ გამათბო ამ ნაწერმა, რომ იცოდე.
ძალიან, ძალიან მომეწონა!
♥️

მარიკუნა,უსაყვარლესო ❤️❤️
ძალან მიხარია შენი გამოჩენა ❤️❤️მ
მადლობა! ❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი life is good

ოჰ ტომ ჰარდი და თან თომაა? ჯანდაბას ერთიც მომწონს და ნეორეც :)) რა კარგი ხააარ....რა კარგიიი :* :* მოკლედ ავცერცეტდი ამხელა "თანამდებობის" ქალი.მომეწონა...გამიხარდა ...მესიამოვნა...სულ გელოდები...სულ გკითხულობ...კომენტარს ვერ ვტოვებ ხანდახა არ მცალია მერე კი მავიწყდებაა...წარმატებები და კიდევ და კიდევ წარმატებებიიი...მეტი რა ვთქვაა?!:*

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი life is good
ოჰ ტომ ჰარდი და თან თომაა? ჯანდაბას ერთიც მომწონს და ნეორეც :)) რა კარგი ხააარ....რა კარგიიი :* :* მოკლედ ავცერცეტდი ამხელა "თანამდებობის" ქალი.მომეწონა...გამიხარდა ...მესიამოვნა...სულ გელოდები...სულ გკითხულობ...კომენტარს ვერ ვტოვებ ხანდახა არ მცალია მერე კი მავიწყდებაა...წარმატებები და კიდევ და კიდევ წარმატებებიიი...მეტი რა ვთქვაა?!:*

აი რა ვქნაა,ისე მიხარია,რომ შემოირბენ ხოლმე,შენი არიყოს,ავცერცეტდები ხოლმე და დავდვარ გაცისკროვნებული მთელი დღე ❤️❤️❤️
მადლობა ჩემგანაც,თომასგანაც და,
ტომ ჰარდუსგან ხო და ხო ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი მაიკო

ძალიან მომეწონა მაგრამ ერთი პატარა თავი კიდე რომ მივაწერო არ გინდა ,????????????????მათი ნიკოლას დაბადება საინტერესო იქნებოდა აბა რას იტყვით????????????????

გაგრძელება????

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მაიკო
ძალიან მომეწონა მაგრამ ერთი პატარა თავი კიდე რომ მივაწერო არ გინდა ,????????????????მათი ნიკოლას დაბადება საინტერესო იქნებოდა აბა რას იტყვით????????????????

გაგრძელება????

არ ვიცი,
მგონი,ესეც საკმარისია.
მადლბა,რომ
მოგეწონა ❤️❤️❤️

 


№10  offline წევრი Timea25

არასდროს მიყვარდა ეს სიყვარულის ისტორიები,მაგრამ ძალიან,ძალიან ვისიამოვნე.
მადლობა ტასუნა ❤
მგონი ეს ისტორია წავიკითხე პირველი-შენი. გადავხედავ სხვებსაც.????

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Timea25
არასდროს მიყვარდა ეს სიყვარულის ისტორიები,მაგრამ ძალიან,ძალიან ვისიამოვნე.
მადლობა ტასუნა ❤
მგონი ეს ისტორია წავიკითხე პირველი-შენი. გადავხედავ სხვებსაც.????

ესმა,პირით,დიდი მადლობა შენრომ მოგეწონა და წაიკითხე ❤️❤️❤️
სხვაისტორიებზეც გამიზიარე შთაბეჭდილებები,გამიხარდება ხხ❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი ბუბი

ძალიან მიყვარს სტამბული და გამიხარდ კარგად რომ გაქ ყველაფერი აღწერილი.
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი,
თბილი,
სიყვარულით სავსე ისტორია იყო და,მადლობა ტასო <3

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ბუბი
ძალიან მიყვარს სტამბული და გამიხარდ კარგად რომ გაქ ყველაფერი აღწერილი.
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი,
თბილი,
სიყვარულით სავსე ისტორია იყო და,მადლობა ტასო <3

მადლობა პირიქით,რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№14  offline მოდერი ბელუ შეროზია

უ'საყვარლესი ისტორია,
უ'ნიჭიერესი ავტორის.

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ბელუ შეროზია
უ'საყვარლესი ისტორია,
უ'ნიჭიერესი ავტორის.

უდიდესი მადლობა , ბელუ ❤️❤️❤️
მიხარია ❤️

 


№16  offline წევრი Tskrialashvili Mariami

აი ეხლა წარმოვიდგინე, ჩემი თავი მასეთ სიტუაციაში და გამაჟრჟოლა ^_^
მეც მინდა ერთი, "ტომ ჰარდი" - ზე რა გითხღრა მარა ჩაჩაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს :დდ
"მე, ჩაჩა და სტამბული" , საოცრება ^_^ ♥

ანასტასია
სულ, სულ გულს მიჩქარებს გაორმაგებულად, ყველა
შენი ისტორია :*
თითოეული სიტყვა არის რაღაც სასწაულად გადმოცემული, რომელიც გულს, სულს გითბობს ♥
მინდა სულ დაუსრულებლად ვიკითხო, ასე ლამაზად გადმოცემული არც თუ ისე დიდი სიყვარულის დასაწყისი , რომელიც გრძელდება დაუსრულებლად.
ერთხელ ვერ ვკითხულობ შენს ისტორიებს მინიმუმ ორჯერ-სამჯერ მაინც ვკითხულობ,
არ მინდა რამე დეტალი გამომრჩეს.
ასე საოცრად კარგი გამოგივიდეს, თითოეული ისტორია, განსხვავებული და არ გავდეს ერთმანეთს, სულ სხვა და სხვა ემოციები იყოს ჩადებული ამდენ ისტორიაში, ამას უკვე უდიდესი ნიჭი უნდა რაც შენ გაქვს,
მიხარია რომ შენ ხარ ზუსტად ის ვინც ასე საოცრად უხარებ მკითხველს გულს ♥♥
♥-ით მიხარია რომ ხარ, ამ საიტის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი ♥
ა ნ ა ს ტ ა ს ი ა ♥
აი ყბედათ ვიქეცი უკვე და შენი ბრალია იცოდეე :დდ

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Tskrialashvili Mariami
აი ეხლა წარმოვიდგინე, ჩემი თავი მასეთ სიტუაციაში და გამაჟრჟოლა ^_^
მეც მინდა ერთი, "ტომ ჰარდი" - ზე რა გითხღრა მარა ჩაჩაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს :დდ
"მე, ჩაჩა და სტამბული" , საოცრება ^_^ ♥

ანასტასია
სულ, სულ გულს მიჩქარებს გაორმაგებულად, ყველა
შენი ისტორია :*
თითოეული სიტყვა არის რაღაც სასწაულად გადმოცემული, რომელიც გულს, სულს გითბობს ♥
მინდა სულ დაუსრულებლად ვიკითხო, ასე ლამაზად გადმოცემული არც თუ ისე დიდი სიყვარულის დასაწყისი , რომელიც გრძელდება დაუსრულებლად.
ერთხელ ვერ ვკითხულობ შენს ისტორიებს მინიმუმ ორჯერ-სამჯერ მაინც ვკითხულობ,
არ მინდა რამე დეტალი გამომრჩეს.
ასე საოცრად კარგი გამოგივიდეს, თითოეული ისტორია, განსხვავებული და არ გავდეს ერთმანეთს, სულ სხვა და სხვა ემოციები იყოს ჩადებული ამდენ ისტორიაში, ამას უკვე უდიდესი ნიჭი უნდა რაც შენ გაქვს,
მიხარია რომ შენ ხარ ზუსტად ის ვინც ასე საოცრად უხარებ მკითხველს გულს ♥♥
♥-ით მიხარია რომ ხარ, ამ საიტის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი ♥
ა ნ ა ს ტ ა ს ი ა ♥
აი ყბედათ ვიქეცი უკვე და შენი ბრალია იცოდეე :დდ

გუშინ ღამით წავიკითხე ესოომენტარიდა,
თავი ვერ ავწიე,
რო მეპასუხა.
ისე ჩამრჩა გონებაშო ესსიტყვები,
არ მახსოვსრა,მაგრამ,
კატასტროფულად მაგარი რაღაც რომ
მესიზმრებოდა,
ფაქტია.
შენ რომ ვიცი,რომ უნდა მოხვიდე,წაიკითხო და შემიფასო,
ორმაგად ველოდებიხოომე ახალ
კომენტარს.
ახლაც ისეთი სიყვაულით დამმუხტე,
ვერც კი წარმოიდგენ.
საოცარი გოგო ხარ,
სხვანაირი,
სხვაგვაროვანი.
არ ვიცი მარიამ,
ისეთ მოტივაციას მძენ,
სულ მინდა ვწეერო.
მადლბა რა,'მართლა,მთელი გულიათ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი ნათია

იცი სანამ კომენტარს დავწერდი ნაწილობრივ სხვის კომებს გადავხედე და მგონი არავინ დაფიქრებულა რატომ წერ ბოლო პერიოდი სულ სიყვარულზე, ვფიქრობ ოცნების უფლისწულს შეხვდი. იმდენად კარგად გაქვს დაწერილი და მითუმეტეს აიასოფიასთან გადაღებული საკუთარი სურათი რომ ერთი გაფიქრება ვიფიქრე საკუთარი ბიოგრაფიის ნაწილი შემოგვთავაზათქო. და არ მინდა დავიჯერო რომ ეს მხოლოდ შეთხზული ისტორიაა დაარა ნაწილობრივ მაინც სიმართლე აღტაცებული ვარ მადლობა

 


№19  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნათია
იცი სანამ კომენტარს დავწერდი ნაწილობრივ სხვის კომებს გადავხედე და მგონი არავინ დაფიქრებულა რატომ წერ ბოლო პერიოდი სულ სიყვარულზე, ვფიქრობ ოცნების უფლისწულს შეხვდი. იმდენად კარგად გაქვს დაწერილი და მითუმეტეს აიასოფიასთან გადაღებული საკუთარი სურათი რომ ერთი გაფიქრება ვიფიქრე საკუთარი ბიოგრაფიის ნაწილი შემოგვთავაზათქო. და არ მინდა დავიჯერო რომ ეს მხოლოდ შეთხზული ისტორიაა დაარა ნაწილობრივ მაინც სიმართლე აღტაცებული ვარ მადლობა


ნათი,ჩემო კარგო,დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის <3
იცი,სწორად მიხვდი,
გადახედე "ჩემი სიყვარულის ისტორია"-ს იქ მე და ჩემი მეუღის სიყვარულის დაწვრილებითი შინაარსია.
სტამბული ჩემი ფავორიტია,აია სოფიას შთაბეჭდილებები კი დღემდე მყვება.
მადლობა კიდევ ერთხხელ <3

 


№20  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სალანდერი
აუ ძალიან გამოვნებიანი იუნორი იყო, არაფერი რომ არ მეზედმეტა რა.
მხიარულად ჩავიკითხე.
არც გაწელე, არც დაამძიმე არც არც არც.
სხვა ისტორიაზე კი გითხარი წავიკითხავ მეთქი მაგრამ ის ჟანრი ვერ წავიკითხე და ზატო რაც წავიკითხე ძან ვისიამოვნე.
კარგი იყო რა, მართლა გავერთე და მადლობა ❤

როგორ დამიგვიანია პასუხის გაცემა,
მხოლოდ ახლა გადავამოწმე და,
შენი კომენტარი რომ დამხვდა,
გეფიცები,
ისე გამიხარდა..
სალანდერ,
მადლობა ❤️❤️
ყველაზე გულწრფელი და,
ღიმილიანი მადლობა,რომ მოგეწონა ❤️❤️❤️❤️

 


№21  offline წევრი ნეფერტარი

აბსოლიტურად არაჩვეულებრივია. ყოჩაღ გოგონი, ნიჭიერო და გონიერო, საიამოვნებით წავიკითხე თავიდან ბოლომდე პატ-პატარა ლაფსუსების მიუხედავად. ამ მოთხრობას შევაფასებდი ასე : ტყვია ტყვიაში... :)

 


№22  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნეფერტარი
აბსოლიტურად არაჩვეულებრივია. ყოჩაღ გოგონი, ნიჭიერო და გონიერო, საიამოვნებით წავიკითხე თავიდან ბოლომდე პატ-პატარა ლაფსუსების მიუხედავად. ამ მოთხრობას შევაფასებდი ასე : ტყვია ტყვიაში... :)

გაოგნებული დავყურებ თქვენ ნიკს,
გადავამოწმე,ხომ არ მეშლება,იქნებ სხვა ვინმეა მისი სახელითთქო.
მადლობის მეტს ვერაფერს გეტყვით,
ჩემთვი თქვენი შეფასება
ძალიან,ძალიან ბევრს ნიშნავს

 


№23 სტუმარი ეკა 5

ამას ერქვა "ვაიმე, დედააა"" --- ყველაზე ტკბილი შეძახილით, ყველაზე თბილი ემოციით❤️ თქვენი ბევრი ისტორია მაქვს წაკითხული, მაგრამ ეს საოცრებააააააააა❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№24 სტუმარი ეკა 5

სტუმარი მაიკო
ძალიან მომეწონა მაგრამ ერთი პატარა თავი კიდე რომ მივაწერო არ გინდა ,????????????????მათი ნიკოლას დაბადება საინტერესო იქნებოდა აბა რას იტყვით????????????????

გაგრძელება????


გააგრძელე რაა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent