შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანდრო (თავი 4)


31-08-2018, 00:13
ავტორი ttatusi
ნანახია 1 545

დილით საშინელ მდგომარეობაში გავიღვიძეთ.ქეთის მშობლები ნიკუშასთან ერთად წასულები იყვნენ ქალაქ გარეთ.ძლივს მოვახერხეთ ფეხზე ადგომა,ვიბანავეთ და უნივერსიტეტისთვის გავემზადეთ.კარები გადავკეტეთ,კიბეებზე დავეშვით,როცა მეორე სართულზე ის უცნობი ბიჭი შეგვხვდა.
-გამარჯობაა. ბოლო სიტყვები გაწელა ქეთიმ და ისე მიესალმა უცნობს.მანაც არ დააყოვნა პასუხი.მალევე ჩამოვედით დაბლა,ქეთი მანქანას ატრიალებდა,თან ვეწუწუნებოდი.
-რას ეტაკე იმ ბიჭს ამ დილით?
-აუ გოგო რამოხდა თან იცის უკვე რო მეზობლები ვართ.არა ისე ხო სიმპათიურია?
-არა ეგრე კი ძაან პრანჭია ტიპი ჩანს ხო?
-ვაიმეე....დაიყვირა ქეთიმ.-აუ მოდი წავიყვანოთ რა. მანიშნა იქვე მდგომ უცნობზე.პასუხის გაცემა არც მაცადა ისე გაუჩერა მანქანა.
-ჰეი,თუ გინდა წაგიყვან,ჯიქიასკენ მივდივარ.
-მე იციი... ჰო კარგი რატომაც არა.სწრაფად გამოაღო უკანა კარი და ძლივს ჩაეტია მანქანაში.ფაქტიურად მთელი გზა ხმა არ ამომიღია.ქეთიმ კი ლამის შეჭამა ეს ბიჭი.უამრავ კითხვას უსვავდა.საერთოც იპოვეს.უცნობს ნიკა ერქვა და ქეთის ძმასაც ნიკა.ჩვენზე ერთი წლით იყო დიდი 19 წლის.ისიც უნივერსიტეტში სწავლობდა.ნუ მოკლედ კარგად გაიცნეს ერთმანეთი.
უნივერსიტეტის პირველი სემესტრი სწრაფად გავიდა.გამოცდებმაც კარგად ჩაიარა.
სანდროს ძალიან იშვიათად ვხედავდი.რამდენჯერმე უნივერსიტეტთან მოვკარი თვალი, რამდენჯერმე კი ჩემს მშობლებთან იყო მოსული..მამამისი აგზავნიდა ხოლმე რაღაც საკითხებისთვის.მე და ქეთიმ დავასკვენით,სოციალურს ქსელში მაინც უნდა დავემატებინე ბოლოს და ბოლოს.მაგრამ არანაირ კონტაქტს ამყარებდა ჩემთან,როცა მოდიოდა კარებს ვუღებდი,დებილივით ვუღიმოდი და მერე მამაჩემისა და მისი უაზრო საუბრის მოსმენის ნაცვლად ოთახში ვიყავი.
ზამთარი იყო,თუმცა საერთოდ არ თოვდა თბილისში.ახალი წლის წინა დღეები იყო,როცა დილით დედამ შემოაღო ჩემი ოთახის კარი.
-ელე, დეე გღვიძაავს? ლოგინთან მოვიდა და საბანი გამისწორა.მეც ჯერ ერთი თვალი გავახილე და მერე მეორეც ვჭყიტე.
-ჰმმ ჰო დე რა იყოო.
-ირაკლი ხო იცი ვახოს თანამშრომელი.ირაკლიი მეტრეველი.
-კიი დე რა ხდება.
-მოკლედ, მაგათი უფროსი შვილი დათო თავის ოჯახთან ერთად ისვენებს ბაკურიანში.ნინომ ჩვენც ვაპირებთ წასვლას ახალწელს რომ იქ შევხვდეთო და კარგი იქნება თუ თქვენც წამოხვალთო.აბა გისმენ რას იტყვი? როგორც შენ იტყვი ისე მოვიქცევით.
-ეეე ძაან კაია. აუუ როდის მივდივართ? ბედნიერმა საბნიდან ამოვყავი ხელები და ლოგინზე წამოვჯექი.
-ხვალ შუადღით.30 წავალთ და პირველში ჩამოვალთ.
-აუუ ძაან მაგარია, ბოლო ბოლო თოვლს ვნახავთ.წამოვხტი საწოლიდან და კარადასთან მივედი.
-კაი მიდი შენ დაიწყე ნელ-ნელა მომზადება და გინდა რამე რომ იყიდო?
-არაა, შარშან რომ ვიყიდე დიდი დუტი ბაკურიანისთვის წელსაც იმას წამოვიღებ რა უჭირს?
-არაფერი დე როგორც შენ გინდა.ლოყაზე მაკოცა და გავიდა.
მეორე დღეს უკვე დილით მზად ვიყავი თითქმის ყველაფერი ჩავალაგე, ერთ ჩემოდანში ძლივს ჩავატიე,რაღაცები კი დედაჩემს ჩავადებინე.მალევე დავძარით მანქანა.როგორც აღმოჩნდა ჯერ სანდროსთან უნდა გაგვევლო. ჩვენგან არც ისე შორს ცხოვრობს. დაახლოებით ოც წუთში მის ბინასთან ვიყავით.მალევე გამოჩდა მეტრეველის ოჯახი,ირაკლის მანქანაში ჩასხდნენ და გავუყევით გზას ბაკურიანისკენ.ვიხსენებდი უნივერსიტეტის პირველ დღეს. სანდრომ იმ დღეს სხვა მანქანით მიმიყვანა ქეთის ბინასთან,ალბათ, ის მისი მანქანა იყო.კვლავ მასზე ვფიქრობდი და თან ქეთის ვწერდი მთელი გზა.ჩასვლისას, ორ სართულიან სახლთან გავჩერდით,მთლიანად თეთრ თოვლს დაეფარა.ირაკლიმ რამდენჯერმე დაასიგნალა და სახლიდან მაღალი შავგრემანი ბიჭი გამოვიდა.
-ეს დათოა?ვკითხე დედაჩემს.
-კი დე. მანაც მიპასუხა.მანქანები ეზოშივე დავტოვეთ.საცოდავად მოვათრევდი ჩემს ბარგს,როდესაც სანდრომ შემომთავაზა დახმარება.მეც დავთანხმდი რატომაც არა. სახლში სითბო იყო.. ჩემი გაყინული ცხვირი ძლივს მოლბა.გავიცანი დათო, მისი მეუღლე ლიკა და მათი პატარა გოგონა,თაკო.ეს სახლი მეტრეველების ყოფილა.ყველა მალევე გაშინაურდა.
-ელენე წამო შენს ოთახში ავიტანოთ ეგ ჩემოდანი. თან სანდროს გახედა ჩემოდნის წამოსაღებად.მეორე სართულზე პატარა ოთახში შევედით.სანდრო შიგნით აღარ შემოსულა და წავიდა.
-ელე იცი ამ ოთახში თაკოს ეძინა.მაგრამ ახლა შენია.თაკოს მე და დათო დავიწვენთ.
-აუ არა არ შეწუხდეთ,შემიძია თაკო მეც დავიწვინო დიდი საწოლია და დავეტევიტ.მაცდურად გავუღიმე.
-არვიცი თუ გაჩერდება.თუ მიგეჩვია შეიძლება ვეღარც წახვიდე. სიცილი ატეხა.ლიკუნა მაღალი და გამხდარია. მოკლე თმები აქვს.მისი ცისფერი თვალები კი შორიდანნვე მარტივი შესამჩნევია.თაკოც ალბათ მას ჰგავს თვალებით.მალევე გავიდა ოთახიდან, მე ნივთები ამოვალაგე..გამოვიცვალე და ისევ დაბლა ჩავედი.ქვემოთ ერთი დიდი მისაღები იყო. ბარის ტიპის სამზარეულოთი.სააბაზანო ორივე სართულზე იყო.მეორეზე საძინებლები.ქვემოთ ჩასულს დათო და სანდრო დამხვდა.რაღაცას განიხილავდნენ,სავარაუდოდ ისევ ბიზნესთან დაკავშრებით თათბირობდნენ.თაკო კი იქვე ნაძვის ხესთან თამაშობდა.ხელში ავიყვანე და სავარძელში ჩავჯექი.
-როგორ მოხდა რო თაკო არ ტირის უცხოს შეხებისას?გაიკვირვა სანდრომ.
-თაკოო რამდენი წლის ხარ?ვკითხე ბავშვს,თუმცა სულ ტყუილად დაველოდე პასუხს.ისევ დათომ მიპასუხა.
-მალე ორი წლის გახდება.შენ სად სწავლობ ელენე?
-ჯავახიშვილში ჯურნალისტიკაზე.მორიდებულად გავიღიმე.
-კარგია, მთავარია შენი პროფესია გიყვარდეს.
-მომავალი პატარა ჟურნალისტი. გაიმეორა სანდრომ და სიცილი ატეხა.
-რა გაცინებს? გავბრაზდ. მკაცრად გავხედე.
-რა იყო?მანაც არანაკლებ მკაცრად გამომხედა და კარგადაც გამაჩუმა მისმა გამომეტყველებამ.ისევ დათომ წამოიწყო საუბარი.მალევე მშობლებიც ჩამოვიდნენ.იმ საღამოს გარეთ გავედით.დიდველზე ავედით,ბევრი ვიგუნდავეთ.ერთი-ორი კაი გუნდა მესროლა სანდრომ,ბოლოს თაკოსთან ერთად ვიყავი და ბავშვს რომ არ მოხვედროდა ვეღარ მსვრიდა.დათომ ლიკუნას თოვლი აჭამა.მაგრამ არც ლიკუნა ჩამორჩა ბრძოლაში.საღამოს ყველა დაქანცულები მივედით სახლში.მშობლებმა მალევე დაიძინეს.თაკო არ ნებდებოდა და გვერდიდან არ მშორდებოდა.სამზარეულოში სასუსნავებს ვათვალიერებდით.სანდრო, დათო და ლიკა მისაღებში ტელევიზორს უყურებდნენ. მალევე მე და თაკოც შევუერთდით.რაღაც ფილმი გადიოდა,ჩემთვის მოსაბეზრებელი იყო, ოთახს ვათვალიერებდი.პატარას ჩაეძნა ჩემს კალთაში.
-წავიყვან თაკოს დავაწვენ.ლიკუნა ადგა დივნიდან და ჩემსკენ წამოვიდა.
-კარგი წამოგყვები მეც.და ნელ-ნელა ვცადე ადგომა.ლიკამ წამოიყვანა ხელში აყვანილი.
-აუ მიდი რა ჩემთან დააწვინე.მუდარის თვალებით გავხედე.
-ჰო კარგი თურამე დაგჭირდეს ღამით არ მოგერიდოს და შემოდი ჩემს ოთახში.
პატარა დავაწვინეთ, ცოტა ხანი ჩვენც ვიწექით მასთან ერთად და ბუტბუტით ვსაუბრობდით.მომიყვა მისი და დათოს სიყვარულის ისტორია.
-3წელი ვიყავით შეყვარებულები და 22 წლის ასაკში ვიქორწინეთ.
-ეგ ყველაზე კარგი პერიოდია,იმედი მაქვს მანამდე არც მე გავთხოვდები.
-შეყვარებული გყავს?დაბნეულმა გამომხედა
-მმ არა ჯერ.
-კარგია ჯერ პატარა ხარ,თუმცა მე ვის რას ვეუბნები.ჩუმად გაიცინა.-მოდი მეც დავიძნებ და შენ თუ გინდა ქვემოთ ჩადი.დავიღალე და უთხარი დათოსაც მალე დაწვეს ისიც.
-კარგი ვეტყვი.თორმეტი საათი სრულდებოდა ქვემოთ რომ დავბრუნდი.სანდრო და დათო მოკალათებულები იყვნენ და ფლეისთეიშენზე თამაშობდნენ,მეც მათთან მოვკალათდი.ყოველი გატანილი გოლი დიდი ხმაურით და შეძახილებით სრულდებოდა.ნუ მოვიწყინე მათთან ყოფნით,მობილურს ჩავცქეროდი.
-ელენეე...წყნარი ხმით დამიძახა სანდრომ.როცა გავხედე მის თვალებს გადავაწყდი და ლამის შიგნით ჩავიძირე.დავიბენი და პასუხის ნიშნად თავი გავაქნიე,თან მისთვის თვალები არ მომიშორებია.
-შეგიძლია ლუდი გამოიღო მაცივრიდან?
-კი როგორ არა.მეც წამოვიმართე და მისი სურვილების ასრულება დავიწყე.მალევე სასუსნავებიც მთხოვა და მივუტანე.მსიამოვნებდა ასეთი ქმედება,ალბათ,ყველაფერს შევუსრულებდი თუ ისევ ისეთი თვალებით შემომხედავდა.ცოტა ხანში დივანზე მოკალათებულს ძილი შემომეპარა,ოთახში ასვლა მეზარებოდა.კარგად მოვკალათდი, თავი გვერდზე გადავხარე და ჩავიძინე.
წელის ტკივილი მაწუხებდა,თან მივხვდი რომ ფეხებიც გაყინული მქონდა.ნელ-ნელა დავიწყე გასწორება და თვალების გახელა,როცა ვიგრძენი თავი თბილ სხეულზე მქონდა მიდებული.სანდროს ხელით ვყავდი მიკრული.მთელს ტანში დამიარა ჟრუანტელმა.არმინდოდა მისი გაღვიძება,რადგან მალევე მომშროდებოდა და მარტო დამტოვებდა სავარძელში.ამიტომ მეც ხელი უფრო მეტად მოვხვიე მუცელზე და თავი მის კისერში ჩავდე.ვგრძნობდი მის სუნთქვას, გულისცემას,სასიამოვნო სითბოს,
-ნეტა არ გათენდეს.ამოვიბუტბუტე და ძილი გავაგრძელე.
ოცდათერთმეტი გათენდა,სახლში ფუსფუსი იყო,ვამზადებდით კერძებს ვაწყობდით მაგიდას,სანდროსთვის რაც არ უნდა მეთქვა ყველაფერს ყურადღებით ისმენდა ქალბატონი ნინო.ნამდვილად არ იყო ცუდი ადამიანი მაგრამ საკუთარი პრინციპები ჰქონდა რასაც არანაირად არ გადაუხვევდა.ყველაფერს ტრადიციულად ამზადებდა.ცდილობდა იდეალური ყოფილიყო,საბოლოოდ კი მხოლოდ დაღლილ დაქანცული ელენე დარჩა.ცხრა საათისთვის დავსხედით სუფრასთან,წარიმართა ტრადიციული სადღეგრძელოები.დედაჩემი მაქსიმალურად ცდილობდა მამას ცოტა დაელია და რამენაირად დაეძვრინა თავი სასმელისგან.დათო ორმაგად სვავდა,სანდრომ კი მხოლოდ რამდენიმე ჭიქა დალია.თან მეეც მაძალებდა.
-მოდი ელეე ვახტანგურად რა გთხოვ. მეც მისით თვბრუდახვეულის კიდევ ეს მინდოდა?
-თორმეტი საათი სრულდება და ახალი წელიც დადგება.ახლოს მოიწია ჩემსკენ და ისე ჩამჩურჩულა ყურში.-წამო ერთ ადგილას წაგიყვან.
-ახლა?გაოცებულმა შევხედე.
-ჰო წამო წავიდეთ.ესენი ცოტა ხანი ვერ გაიგებენ ჩვენ გასვლას.ტუჩის კუთხე ჩატეხა და ისე დაელოდა ჩემს პასუხს.
-მოსაცმელები მოვიცვათ.ეს თანხმობის ნიშანი იყო სწრაფად ავდექით,მოვწესრიგდით და წავედით.სანდრომ თავისკენ მიმიზიდა და ხელი გადამხვია.ასე მივუყვებოდით თეთრ ქუჩას.მალევე ამაღლებულ ადგილას აღმოვჩნდით.უმშვენიერესი იყო იქაურობა,დაბლა ყველაფერი თეთრი ჩანდა და სახლებიდან გამოსული შუქი უერთდებოდა ლამპიონებს.
-რამდენიმე წუთში ახალი წელი დადგება.საათზე დაიხედა ჩემ წინ დადგა.
-მიყვარს ახალი წელი.თავი უკან გადავხარე და ცაში ავიხედე.მხოლოდ სიბნელე ჩანდა ალაგ-ალაგ კი ფიფქები.
-რა უნდა ჩაიფიქრო? უფრო ახლოს მოვიდა, ჩემი სახე ხელებს შორის მოიქცია და თვალებში მომაჩერდა.
-ბედნიერება. ჰო ბედნიერება.
-კარგია...მეც ბედნიერება,ოღონდ შენთან ერთად.ტანში დამიარა ამ სიტყვების გაგონებაზე.ეს ის იყო რაც მეც მსურდა.უფრო ახლოს მოიწია,ოდნავ თავი ზემოთ ამაწევინა და ჩემი ტუჩებისკენ დაიწყო სვლა.გავიყინე,გავქვავდი,ვერაფერს ვეღარ ვაკეთებდი,არვიცოდი რა მექნა, გაუნძრევლად ვიდექი და ველოდებოდი როდის შემეხებოდა სანდროს კანი.მისი ტუჩების დაგემოვნების შემდეგ სწრაფად მოვხვიე ხელბი და მაგრად ჩავეხუტე.
-ეს ჩემი პირველი კოცნა იყო.ამოვიბუტბუტე,თან ძლივს ვსუნთქავდი.
-ჰოდა ძალიან კარგი.თავზე მაკოცა და ხელები მანაც ძლიერად მომხვია.
ეს იყო ჩემთვის წლის ყველაზე კარგი დასასრული და დასაწყისი.
სახლში მალევე მივედით,
-მართალია არავის გაუგია ჩვენი არ ყოფნა.ძილინებისა.ხელი დავუქნიე,სწრაფად ავიარე კიბეები და თაკოს მივუწექი გვერდით.
დილით ხმაურმა გამაღვიძა.ჩვენი წასვლის დრო იყო,ჩემოდანი სწრაფად ჩავალაგე და დერეფანში გავიხედე იმ იმედით რომ სადმე სანდროს გადავაწყდებოდი.
კიბეები ჩავირბინე და არც მისაღებში დამხვდა.უკვე ვფიქრობდი რომ უნდა მეკითხავინმესთვის ,თან არ მინდოდა რამე ეფიქრათ,ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდე.წამოსვლისას ყველა ვნახე, თაკომ იტირა კიდეც არ წახვიდეო ,მხოლოდ სანდრო აკლდა,ენერგია მოვიკრიბე და ვიკითხე
-სანდრო სად არის დავემშვიდობებოდი.ქალბატონ ნინოს გავხედე კითხვით.
-უჰ სანდრო დილით ადრე წავიდა ძმაკაცებთან ერთად გუდაურში.
-ჰო გუდაური კარგია. ძალით გავუღიმე ნინოს,მანქანის კარები მოვიჯახუნე და ჩემს ფიქრებში დავრჩი.


----------------
ბოდიშით ასე რომ დავაგვიანე ახალი თავის დადება,იმედი მაქვს დარჩით ერთგული მკითხველები... შემდეგში გამოვასწორებ. აბა რას ფიქრობთ? გელოდებით.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Araushavs magram agar daagvino raa

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

აუუუ ძაან მომეწონა არარ დააგვიანო რა ამდენი stuck_out_tongue_closed_eyes innocent heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი cota boroti

ox sandriko sandrikooo...gogos pirveli kocna mopara da gudaurshi gavarda biwi daumshvidobeblad nuwu nuwuu ra taoba moveda:DDD (me ra orasi wlis qalivit vidzaxi:))
kargi tavi iyo da agar daagviano raa<3<3<3

 


№4  offline წევრი ttatusi

cota boroti
ox sandriko sandrikooo...gogos pirveli kocna mopara da gudaurshi gavarda biwi daumshvidobeblad nuwu nuwuu ra taoba moveda:DDD (me ra orasi wlis qalivit vidzaxi:))
kargi tavi iyo da agar daagviano raa<3<3<3

კარგი ამბები გელოდებათ წინ.. <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

არარ აგრზელებ? ძალიან მომწონს heart_eyes wink

 


№6  offline წევრი ttatusi

სამწუხაროდ, დროებით ვეღარ შევძლებ ისტორიის გაგრძელებას.:(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent