შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმ საღამოს წვიმდა (თავი 5)


31-08-2018, 03:40
ავტორი Small-Lady
ნანახია 1 517

-არ მითხრა რომ ამით მოდიხარ.-ამ სიტყვებით შემეგება კატო.
-რა თქმა უნდა.აბა რა უნდა ჩამეცვა?-მობეზრებით ვუთხარი და მისაღებისკენ გავემართე.
-ის ქვედაბოლო მე რომ გაჩუქე.-მიპასუხა და უკან გამომყვა.
-ძალიან მომეწონა,მაგრამ ახლა ეს ჯინსი მირჩევნია.
-შეგეძლო უფრო გალამაზებულიყავი.დღეს მაინც.-ნაწყენი ტონით ჩაილაპარაკა კატომ.
მისი მარწუხებიდან მალე გავთავისუფლდი.დემეტრეს მოსვლისთანავე კლუბისკენ მიმავალ გზას დავადექით.შიგნით შესულებს ნაცნობი სიტუაცია დაგვხვდა.მუსიკა,მოცეკვავე წყვილები,ახალგაზრდები სასმლით ხელში.კატო აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
-ვის ეძებ?
-რა?არა...არავის.-დაბნეულმა მიპასუხა და ისევ განაგრძო თვალიერება.
ამასობაში მაგიდას მივუახლოვდით სადაც ლუკა დაგვხვდა.მოკითხვის შემდეგ სასმელს მივეძალეთ.უცნაური გრძნობა არ მასვენებდა.დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი,მაგრამ მის პატრონს ვერ ვპოულობდი.ამისგან თავის დასაღწევად ცეკვისგან აწითლებულ კატოს შევუერთდი.სულ მალე შავგვრემანი ტიპი მომიახლოვდა და ცეკვა შემომთავაზა.მართალია თავში უარმა გაირბინა,თუმცა ეს გადაწყვეტილება სწრაფად უკუვაგდე და ცეკვაში ავყევი.ხელები წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.სასმელმა გაჭრა.შეწინააღმდეგება არც მიფიქრია,მიუხედავად იმისა რომ სულ არ მსიამოვნებდა ეს ყველაფერი.მის მოძრაობებს ვყვებოდი.მაგრამ მომენტალურად რაღაცამ მაიძულა გავჩერებულიყავი.კლუბის სიღრმეში,მოფარებულ ადგილას სახე გავარჩიე.სახე,რომელიც ძალიან გავდა მისას.ასე შორიდანაც კი შევამჩნიე გაცეცხლებულს ალმური ასდიოდა ლამაზ სახეზე.ბიჭის კისერზე შემოხვეული ხელები სწრაფად ჩამოვწიე და თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხე.და აი ისიც გაქრა.თითქოს იქ არც კი მჯდარიყოს.'უკვე მოჩვენები დამეწყო.ასეთი რა დამმართა'-გავიფიქრე.ბიჭს უსიტყვოდ გავშორდი და ადგილს დავუბრუნდი.აკანკალებულ ფეხებს ძლივს ვიმორჩილებდი.თვალი არ მომიცილებია სუვრცისთვის,სადაც ცოტა ხნის წინ მოსე დავინახე.ბიჭი,რომელიც ჩემი სულის აფორიაქების მიზეზი გახდა.ბიჭი,რომელმაც წამში დაიპყრო ჩემი გული და წამშივე დამტომა.ვუყურებდი,მაგრამ აღარაფერი დამინახავს.'ვიდრე ბოლომდე არ გაგიჟებულხარ,მოეშვი და უბრალოდ დაივიწყე'-ჩემს თავს ესოდენ რთული მისია დავუსახე კიდევ ერთხელ.
კლუბიდან დაბრუნებული დიდხანს ვცდილობდი დაძინებას,მაგრამ არ გამომდიოდა.მუდამ ერთი და იგივე მედგა თვალწინ.
-რუსა,საით გაგიწევია?-მეორე დღე თავისუფალი მქონდა და საღამო ხანს გასეირნება გადავწყვიტე.კატოსაც შევთავაზე და უარი მითხრა.ბევრი საქმე მაქვსო,მისგან ეს სიტყვები კი უცნაურად ჟღერდა.
-გავისეირნებ და მალე დავბრუნდები,დედა.-ქეთევანს ორივე ლოყაზე ვაკოცე და სახლი დავტოვე.
სკვერში,სკამზე ვიჯექი და უაზროდ გავყურებდი სივრცეს.ჩემი ფიქრები სულ სხვაგან ქროდა და რეალობის აღქმას მირთულებდა.თუმცა არ გამომპარვია,როგორ მომიჯდა ვიღაც გვერდით.
-ძალიან მოწყენილი მეჩვენები.ეს კი საერთოდ არ გიხდება.-ჩემმა გულმა ამ ხმის გაგონებაზე რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და სწრაფად განაგრძო ძგერა.სუნთქვაშეკრული შევტრიალდი ხმის პატრონისკენ,თუმცა უკვე ვიცოდი ვინც დამხვდებოდა.მწვანე თვალებში საოცარი სითბო ჩასდგომოდა და ფაღიმებული მიყურებდა.ხელები ამეწვა ისე მომინდა შევხებოდი.ბოლოს სათქმელს თავი მოვიყარე:
-აქ რა გინდა?ან მე როგორ მომაგენი?როდის ჩამოხვედი?-კითხვების კორიანტელი მივაყარე.
-უფროს ზუსტი იქნება თუ იკითხავ ვისთვის ჩამოვედი.დროს მნიშვნელობა არ აქვს.-მშვიდად მომიგო.
-რა საინტერესოა ვისთვის ჩამობრძანდით?-ხმაში ირონია გავურიე.
-პასუხი შენც კარგად იცი,წითურო.-არც ის ჩამომრჩა.
-არ მაინტერესებს.რაც ლონდონში მოხდა მეყო.-წამოვდექი და მისმა ხელებმა დამიჭირა.-გამიშვი!
-არ გაგიშვებ.ამჯერად აღარ გაგიშვებ.-ხელი გამოვტაცე და ერთიანად ავფეთქდი.
-მაშინ რატომ გამიშვი?გულკ რატომ მატკინე?იცი რა,ახლა მე გაგიშვებ.დიახ,არ ვაპირებ შენთან ერთად რამდენიმე საათის გატარებას და შემდეგ ყველაფრის დავიწყებას.-ხმას თავდათან ვუწევდი და გაცეცხლებული შევყურებდი.
-არაფერი დაგვიწყებია.ისევე როგორც მე.-ფეხზე წამოდგა.ჩვენ შორის მანძილი იმდენად მცირე იყო,მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა.-და არც ახლა იტყვი უარს მანქანასთან მომხდარის გამეორებაზე.-მისი ირონიული ღიმილი ჭკუიდან მშლიდა.
სრულ სიმართლეს ამბობდა,მაგრამ...
-თავხედი ხარ.
-ეგ უკვე მითხარი წვეულებაზე.გახსოვს?
-ბუნდოვნად.-ტყუილი არ გამომდიოდა.-უნდა წავიდე.
სწრაფი ნაბიჯებით გაბუყევი გზას.მოსეც უკან მომყვებოდა.
-ნუ მომყვები.შემეშვი.
-შენ ვერ მიმითითებ რა გავაკეთო.-ხმაში სიმკაცრე გაერია.უცბად მკლავში ხელი მტაცა და იქვე მდგარი მანქანისკენ მიბიძგა.
-რას აკეთებ?ხელი გამიშვი.-გავიბრძოლე მაგრამ მისმა ძლიერმა ხელებმა შემბოჭა.მანქანის კარი გამოაღო და რასაც ჰქვია ძალით ჩამტენა.მძღოლის ადგილი სწრაფად დაიკავა.ჩემკენ ნახევარი ტანით გადმოიხარა და ღვედი შემიკრა.მისი საიხლოვსგან ტანში ჟრუანტელმა დაიმიარა.
-უნდა მოგიტაცო.-მხრები აიჩეჩა,თითქოს ასეთი მარტივი კითხვა როგორ გაგიჩნდაო.
-ამის უფლება არ გაქვს.-კარის სახელურისკენ გავიწიე,მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა.მოსემ მანქანა დაძრა.
-ჩემს უფლებებს მე თვითონ განვსაზღვრავ.და მათში ეს უფლება პირველ ადგილზეა ამჟამად.-თვალი ჩამიკრა და კვლავ გზას მიუბრუნდა.
მთელი გზა ხმაარცერთს არ ამოგვიღია.ბოლოს წყნეთში ამოვყავი თავი.დიდ ჭიშკართან შევჩერდით.სახლი და მწვანე ეზო თვალისმომჭრელი იყო.კარს გასაღები მოარგო და მომიბრუნდა:
-მხოლოდ თქვენს შემდეგ.-თავი დამიკრა.მეც არ დავაყოვნე და სახლში შევაბიჯე.დერეფანი დიდ მისაღებში გადიოდა.აქაურობა მშვენიერი იყო.ავეჯით გაწყობილ სახლს არაფერი აკლდა.დიდი,მინებიანი კარი ეზოში გადიოდა.
-დაბრძანდი, ქალბატონო და გაქცევაზე არც იფიქრო.შენი ძებნის თავი ნამდვილად არ მაქვს და დაკარგულსაც ვერ დაგტოვებ.
მის კომენტარს წავუყრუე და რბილ დივანზე დავეშვი.
-გაზაფხულია,მაგრამ მაინც ცივა.
-ჯერ ახლა დაიწყო.ბუხარს ავანთებ.-გარეთ გასული უკან შეშებით დაბრუნდა.ბუხარის წინ ბალიშები გავშალე და კომფორტულად მოვკალათდი.დიდი ხანია ასე მშვიდად არ მიგვრძნია თავი.ასეთ სასიამოვნო გარემოში.
მოსე წინ დამიჯდა და თვალებში ჩამაშტერდა.მის მწვანე სფეროებში უსაზღვროდ ჩავიძირე.მხოლოდ ერთი გამკხვედა იყო საკმარისი და მაშინვე ჟრუანტელი მივლიდა და გულის ცემა მიხშირდებოდა.მზერა მის სისხლისფერ ტუჩებზე გადავიტანე,რაც არ გამოჰპარვია.კმაყოფილმა ჩაიცინა და თავი გააქნია.
-მაშ ასე ქალბატონო.ახლა ბევრ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ.
-შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ.დროზე დამაბრუნე სახლში.ჩემებინძებმას დამიწყებენ.მერე პოლიციას დაურეკავენ და იმედია ისინი მაინც მოგვაგნებენ.-ვცდილობდი გაბრაზებული ვყოფილიყავი.სინამდვილეში ახლა არც ერთის ნახვა არ მინდოდა.
-კატო უკვე გააფრთხილებდა,მაგრამ თუ გინდა დაურეკე.
-რა?კატოსთან რა შეხება გაქვს?საიდან?-გაკვირევებულმა წამოვიძახე.
-მაქამდეც მივალთ.ახლა იმით დავიწყოთ,რაც კლუბში მოხდა.ცოტა დამაკლდა იმ ა*ვარისთვის ის ხელები არ გადამემტვრია,რომლითაც შენ გეხებოდა.-ახლა გასაგებია რაც "მომეჩვენა" კლუბში.მის მონაყოლს ვუსმენდი და თანდათან ყველაფერს ვაანალიზებდი.



№1  offline წევრი anuchki

მომეწპნა ძალიან,კარგი იყო იმედია არ გვალოდინეეებ

 


№2  offline მოდერი abezara98

მოდი, ჯერ შენიშვნით დავიწყებ და მერე გადავალ დანარჩენზე, კარგი? პირველ რიგში, შეშები არ არის სწორი, შეშაა, რადგან ისედაც კრებითი სახელია და მეორე მრავლობითი ფორმა არ სჭირდება.ხო, კიდევ რაც ცუდად მომხვდა თვალში იყო ბუხარის. არც ესაა მართებული, ბუხარი კუმშვადია და ნათესაობით ბრუნვაში "ბუხრის" ჯდება blush
რაცც შეეხება დანარჩენს, ძალიანაც მომეწონა. მშვენივრად გაქვს აღწერილი ყველაფერი და რუსას დაბნეულობასა და გრძნობებსაც ძალიან კარგად გადმოსცემ kissing_closed_eyes გამიხარდა, იცი, ბატონმა მოსემ რომ ინება და თბილისში ჩამოვიდა smile და ისიც კარგი სანახავი იყო, როგორ ეჭვიანობდა smile
მოკლედ, მშვენიერი თავი იყო და ველოდები გაგრძელებას kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი მარიკო

Dzalain kargi iyoo

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

მომწონს შენი ისტორია. საყვარელია :).
თბილი. ნაწერიც გამართულია. სიუჟეტიც მომწონს და იმედია დასასრულიც ბედნიერი ექნება.

 


№5  offline წევრი SmileGirl

საყვარელი ისტორიაა.მომწონს შინაარსი და გამართულობა.კარგად იკითხება.გრძნობებს მშვენივრად გადმოსცემ და ასე გააგრძელე.რუსიკოსა და მოსეს წყვილი უკვე ფანტასტიურია.ვნახოთ შემდეგი ნაბიჯები მათ ურთიერთობაში...
--------------------

 


№6  offline წევრი Small-Lady

anuchki
მომეწპნა ძალიან,კარგი იყო იმედია არ გვალოდინეეებ

მადლობა შენ რომ კითხულობ.ახალი თავი ავტვირთე და იმედია მალე გამოქვეყნდება

abezara98
მოდი, ჯერ შენიშვნით დავიწყებ და მერე გადავალ დანარჩენზე, კარგი? პირველ რიგში, შეშები არ არის სწორი, შეშაა, რადგან ისედაც კრებითი სახელია და მეორე მრავლობითი ფორმა არ სჭირდება.ხო, კიდევ რაც ცუდად მომხვდა თვალში იყო ბუხარის. არც ესაა მართებული, ბუხარი კუმშვადია და ნათესაობით ბრუნვაში "ბუხრის" ჯდება blush
რაცც შეეხება დანარჩენს, ძალიანაც მომეწონა. მშვენივრად გაქვს აღწერილი ყველაფერი და რუსას დაბნეულობასა და გრძნობებსაც ძალიან კარგად გადმოსცემ kissing_closed_eyes გამიხარდა, იცი, ბატონმა მოსემ რომ ინება და თბილისში ჩამოვიდა smile და ისიც კარგი სანახავი იყო, როგორ ეჭვიანობდა smile
მოკლედ, მშვენიერი თავი იყო და ველოდები გაგრძელებას kissing_heart

მერე რომ გადავიკითხე შეცდომები მეც ვიპოვე.ბოლოს ისე ვიყავი გადახედვის თავი აღარ მქონდა და თუ დაღლილი ვწერ სულ ესე მომდის.მადლობა შენი აზრის დაფიქსირებისთვის.მიხარია თუ მოგწონს.

სტუმარი მარიკო
Dzalain kargi iyoo

❤❤

grafo
მომწონს შენი ისტორია. საყვარელია :).
თბილი. ნაწერიც გამართულია. სიუჟეტიც მომწონს და იმედია დასასრულიც ბედნიერი ექნება.

გამიხარდა შენი კომენტარი.მიხარია რომ მოგწონს.მადლობა...

SmileGirl
საყვარელი ისტორიაა.მომწონს შინაარსი და გამართულობა.კარგად იკითხება.გრძნობებს მშვენივრად გადმოსცემ და ასე გააგრძელე.რუსიკოსა და მოსეს წყვილი უკვე ფანტასტიურია.ვნახოთ შემდეგი ნაბიჯები მათ ურთიერთობაში...

ვნახოთ..ვნახოთ...მადლობა შენ რომ კითხულობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent