შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე გაზაფხულთან ერთად წავალ (სრულად)


1-09-2018, 16:33
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 4 361

-დაიკო... დაიკო,- ესმის ტორის დაჩის ხმა და ღრმად ისუნთქავს. როდესაც ბიჭი კარში ჩნდება ტორის უკვე დაღლილი ღიმილი დასთამაშებს სახეზე,- რა კარგია ადრე რომ მოხვედი, დაიკო. არ გინდა ტარზანს ვუყუროთ ერთად?
-რა თქმა უნდა, დაჩი. მე გამოვიცვლი და ჩაის მოვამზადებ კარაქიან პურთან ერთად. შენ კი სათამაშოები დაალაგე იქამდე. შევთანხმდით?- ეკითხება გოგონა ალერსით. ბიჭი სიხარულით უქნევს თავს და მისაღებისკენ მირბის შიშველი ფეხების ტყაპუნით.
ვიქტორია უყურებს ამ დიდ ბავშვს და გული ეწურება. ადრე დაჩის სიგარეტის და გრილი სუნამოს სუნი ასდიოდა, ახლა კი საზამთროს გემოს მქონე საღეჭი რეზინის და ხანდახან რძის არომატით ხვდება ტორის.
სანამ გოგონა სახლის მოხერხებულ ტანსაცმელს იცვამს, შემოსასვლელი კარის ჭრიალის ხმა ისმის. დაჩი კიდევ ერთხელ გარბის შემოსასვლელისკენ და მისი ბედნიერი შეძახილით: "ტორტი", გოგონა ხვდება, რომ კარაქიანი პურის გაკეთება აღარ არის აუცილებელი. როდესაც სამზარეულოში შედის, წამით სუნთქვა ეკვრის, მაგრამ მალევე აჰყავს თავი ხელში.
ორი ერთნაირი. ორივე მაღალი. შავგრემანი და შავთმიანი. ორივეს ერთნაირად ჰქონდა ხალი მარცხენა თვალის ქვემოთ და ერთნაირად უყვარდა დგომა, მარჯვენა ფეხით იყვნენ მიყრდნობილი კედელს. უბრალოდ უფროსი ძმა, დაჩი იყურებოდა პატარა ბავშვის გულწრფელობით, ხოლო უმცროსი, ბაჩი - ცხოვრებისგან დაღლილი და განადგურებული მზერით. მათ შორის სხვაობა სულ რაღაც 22 წუთი იყო, ახლა კი მთელი 18 წელია.
-გამარჯობა,- ბაჩის ბოხი ხმა აფხიზლებს ტორის და გოგონა ცდილობს გაუღიმოს, მაგრამ ცუდად გამოსდის. ბაჩის უსიტყვოდ ესმის მისი და არ იმჩნევს.
-დაჩი, სათამაშოები დაალაგე?- ეკითხება ალერსიანი ხმით გოგონა.
-თითქმის,- პასუხობს ბიჭი და ადგილზე ცქმუტავს, ტორტი უნდა.
-სანამ სათამაშაოებს არ დაალაგებ, ტორტს ვერ მიიღებ,- აფრთხილებს ტორი.
-მაგრამ...-დაიწყო ბიჭმა, მაგრამ ძმამ გააჩერა.
-დაჩი, დაუჯერე დაიკოს, ჩვენ იქამდე ტორტს დავჭრით და ჩაის დავასხამთ,- უხსნის მოთმინებით ბაჩი.
-კარგი, ძამიკო,- იღიმის ბიჭი და მისაღებში გარბის.
ვიქტორია და ბაჩი ერთდროულად ბრუნდებიან ერთმანეთისკენ.
-ვერ ვეგუები, რომ ასე უნდა ვუხსნა ყველაფერი,- იძახის ბიჭი და თვალებს ხუჭავს. ტორი უყურებს მის ჩამოშვებულ მხრებს და ფიქრობს, რომ ვერც თვითონ ეგუება.
დაჩი ყოველთვის იღიმოდა და ლოყებზე ფოსოები უჩნდებოდა... თვალებთან კი ნაოჭები. დაჩი, მიუხედავად თავისი ასაკისა, გენერალური მენეჯერი იყო სრაფად განვითარებად ფირმაში, რომელიც სულ უფრო და უფრო იკრებდა პოპულარობას. მას ბევრი მეგობარი ჰყავდა და სამეგობროს გული იყო ყოველთვის. მეგობრები ახლაც დარჩნენ, მაგრამ იშვიათად მოდიან... რადგან ძალიან უჩვეულოა და უკიდეგანოდ მტკივნეული ასეთი დაჩის ყურება.
-დავალაგე და ხელებიც დავიბანე,- ხმაურით შემოდის ოთახში დაჩი და მაგიდასთან ჯდება. გარემო მომენტალურად იცვლება და ტორიც და ბაჩიც მხიარულად იწყებენ საუბარს ბიჭთან.
-თვითმფრინავი მოფრინავს... მოფრინავს და ამ!- ეთამაშება ბაჩი უფროს ძმას და პირში ტორტის ნაჭერს უდებს.
ბაჩი მუსიკოსია... კლუბებში უკრავს... როკი მისი სულის ნაწილია და მისი გარეგნული სიუხეშეც მისი საყვარელი მუსიკიდან გამომდინარეობს. მხოლოდ სიმღერაში ხედავს ბიჭი ხსნას და შვებას, ამიტომ მისი დაწერილი ტექსტები ყოველთვის ღრმა და უხეშია. ბაჩი წერს უთანასწორობაზე საზოგადოებრივ კლასებში და ქსენოფობიაზე, რასიზმზე და სექსიზმზე. ანდერგრაუნდში ის უკვე აღიარებული მუსიკოსია და ფანების დიდი არმიაც ჰყავს, რომელთაც რატომღაც ძალიან მოსწონთ ბიჭის უსიცოცხლო თვალები, რომლებიც მხოლოდ სცენაზე ინთება. ნებისმიერი მათგანი მზადაა სიგარეტის და არამარტო კვამლით გაჟღენთილ ტუალეტში დანებდეს სიმპათიურ მუსიკოსს იმედით, რომ ის მისთვის ერთადერთი გახდება. ბევრი მათგანი ძალიან ლამაზი კი არის, მაგრამ ბაჩიმ იცის, რომ დაჩის ყველა ვერ მიიღებს და ამიტომ მუდმივ პარტნიორს აღარც ეძებს. ნერვების დამშვიდება და ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება ერთჯერადი ურთიერთობებითაც შეიძლება.
ბაჩი 27 წლისაა, მაგრამ მენტალურად 47 წელზე მეტიც იქნება.
დაჩი 27 წლისაა და მისი მენტალური ასაკი 7 წელია...
...
სიგარეტის კვამლით გაჯერებულ კლუბში სუნთქვა ჭირდა. ვიქტირიას თვალები ეწვოდა და ეგონა, რომ ფილტვები დაუსკდებოდა. მეგობრებმა ძალით წაათრიეს რომელიღაც ცნობილი ჯგუფის კონცერტზე, რომლის წევრებიც დიდი ხანია უკვე ერთად აღარ გამოდიან, მაგრამ ძველ ფანებს გაუკეთეს საჩუქარი და ერთი საღამო აჩუქეს. მიღებული თანხით კი აპირებდნენ უპატრონო ბავშვთა სახლების დახმარებას. სწორედ ეს გახდა იქ მისვლის მიზეზი. ხალხი კი იმაზე მეტი დახვდა, ვიდრე წარმოედგინა და ვიდრე კლუბის ვენტილაცია უძლებდა.
გოგონა ბართან იჯდა, უსმენდა მუსიკას, რომელიც ხალხის ხმაურში დიდად ვერ აღწევდა მასთან, სვამდა მისთვის უცნობ ფერად კოქტეილს და თავის საწოლზე ოცნებობდა.
ის იყო წასვლა გადაწყვიტა, მის გვერდით და ხრინწიანი ბარიტონით შეუკვეთა "სისხლიანი მერი". ტორი ინტერესით ათვალიერებდა სიმპათიურ "მეზობელს" და საკუთარ თავს ებრძოდა, რომ არ ეკოცნა პატარა ხალზე მარცხენა თვალის ქვეშ. ბიჭი არ იყო განსაკუთრებულად მიმზიდველი, მაგრამ მისი ღიმილი... ფართე, ნათელი... აჩენდა ვარდისფერ ღრძილებს და ფოსოებს. უეცრად ბიჭი მისკენ მიბრუნდა და ჰკითხა:
-პირველად ხარ ასეთ კონცერტზე?
-ასე მეტყობა?- გაეცინა გოგონას.
-ისეთი სახე გაქვს, თითქოს გაწამებენ,- არ დაუმალა ბიჭმა და გაუღიმა. ტორი მოჯადოებული უყურებდა მის სავსე ბაგეებს.
-მე ვიქტორია მქვია,- რატომღაც წარუდგინა თავი და ხელიც გაუწოდა.
-დაჩი,- უპასუხა ბიჭმა და ხელი ჩამოართვა.
ტორის ვერასოდეს წარმოედგინა, რომ ვინმეს გაიცნობდა გაბუღულ კლუბში, მაგრამ დაჩი გამონაკლისია... მას იმდენად საოცარი ღიმილი აქვს, იმდენად ღრმა თვალები, რომ მისთვის ნებისმიერი გამონაკლისის დაშვება შეიძლება. მასთან საუბარიც საინტერესოა, რადგან უკვე გამთენიის ხანს, რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ, ტორის ჰქონდა შეგრძნება, რომ ერთმანეთს წლებია იცნობენ. ასევე, გოგონას ერთადერთი ოცნება აქვს, დაჩიმ აკოცოს. თავადაც გააკეთებდა, მაგრამ გამოუცდელობა აბრკოლებდა. დაჩის თითქოს ესმის მისი ფიქრები, წინ გადაიწია და ოდნავ შეეხო გოგონას ბაგეებს. მერე კი ხელზე ხელი მოჰკიდა და ტუალეტისკენ წაიყვანა. დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს კაბინაში, გვერდით ვიღაც უკვე მთავარზე იყო გადასული და გოგოს კვნესა უცნაურ ეფექტს ახდენდა. გარემო საერთოდ არ იყო რომანტიული, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ეს დაჩია, ვიქტორიას ბედნიერს ხდიდა.
-წავიდეთ ჩემთან?- ჰკითხა დაჩიმ ხმადაბლა და ტორიმ დაუფიქრებლად დაუქნია თავი. მერე რა, რომ ეს მისი პირველია? განა იპოვის ვინმეს, ვინც დაჩიზე მეტად მოუნდება?
ბიჭის სახლამდე ტაქსით მივიდნენ, კიდევ დიდხანს ეალერსებოდნენ ერთმანეთს სადარბაზოში, სანამ დაჩი გასაღებს ეძებდა. როგორც კი სახლში აღმოჩნდნენ, ბიჭმა ქურთუკი გაიხადა და ტორისაც დაეხმარა.
-იმედია ჩემს ძმას არ გავაღვიძებთ, არ მინდა იჯუჯღუნოს,- უთხრა ჩურჩულით ბიჭმა.
-ძმას?- გოგონამ გაიფიქრა, რომ დაჩი პატარა ძმას უვლიდა.
-დაჩი...- გაიგო ტორიმ ბოხი ხმა და როგორც კი დაინახა მისი მეპატრონე, გაშრა. მის წინ იდგა დაჩი, მხოლოდ საცვალში და თვალებს იფშვნეტდა.
-შეუძლებელია,- აღმოხდა გოგონას.
-ბოდიში ძამიკო, გაგაღვიძეთ,- უთხრა დაჩიმ და გოგონას შეხედა,- გაიცანი, ეს ჩემი ტყუპისცალია, ბაჩი. ჩემზე 22 წუთით პატარაა.
"პატარა?", ფიქრობს ტორი. ბიჭები ერთმანეთის აბსოლუტური კოპიოები არიან. თვალები, ცხვირი, ბაგეები, ვარცხნილობაც კი ერთნაირი აქვთ. მაგრამ, დაჩი ნათელია, მზის სხივივით თბილი. ბაჩის კი ძლიერი და თითქოს საშიში აუ რა აქვს, მთვარესავით ცივი და ბნელი.
-მე და ტორი...- დაიწყო დაჩიმ, მაგრამ ტყუპისცალმა გააჩერა:
-ჩემი საქმე არ არის,- მერე გოგონას მიუბრუნდა,- სასიამოვნო იყო,- და ოთახში შებრუნდა.
-ბაჩი ზედმეტად სერიოზულია,- გაეცინა ბიჭს,- მოდი ჩემთან,- გაუწოდა ხელი გოგონას და თვალი ჩაუკრა. ტორიმ იგრძნო როგორ შეეკრა სუნთქვა და გაუბედავად გადადგა ნაბიჯი ბიჭისკენ.
-დაჩი,- დაუძახა ჩურჩულით ტორიმ,- ჩემთვის ეს პირველია.
ბიჭს გაეღიმა. რატომღაც არ გაკვირვებია. ტორი სხვანაირი იყო... არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ღრმა, საინტერესო, სუფთა... ყველასგან განსხვავებული...
ოთახში შევიდნენ. ბიჭმა კარი ჩაკეტა, მიუბრუნდა პარტნიორს და ნაზად შეეხო მის ბაგეებს. ხელებით ლავიწის ძვლებს ხაზავდა. ტორიმ ღრმად ჩაისუნთქა, ხელებით კი ფრთხილად ეფერებოდა ფართე ბეჭებზე. გოგონას თვალზე თითქოს ლიბრი გადაეკრა და მხოლოდ გრძნობდა... მერე იყო სიგიჟე. კოცნა, სანამ ფილტვებში ჰაერი არ გამოელეოდათ, ალერსი, პირველი შერწყმის ტკივილი, სწრაფი ფრიქციები და ნირვანა.
დილას გაღვიძებულმა გოგონამ იგრძნო როგორ ძლიერად იხუტებდა დაჩი და ცხვირით იყო ჩაფლული მის თმაში. გაღვიძებულმა ბიჭმა საუზმე გაუმზადა, ტელეფონის ნომერი გამოართვა, ხოლო 8 კვირის თავზე ტორი საერთოდ საცხოვრებლად გადავიდა დაჩისთან. ის ღამე ნამდვილად არც ერთისთვის არ ყოფილა "უბრალოდ ს*ქსი" და ტორი ისეთი ბედნიერი იყო, როგორიც არასდროს ყოფილა.
...
-ვიქტორია, როგორ ხართ?- ისმის ყურმილში ტყუპების დედის ხმა.
-კარგად თათული, თქვენ?- ტორის დაღლილი ხმა აქვს, მაგრამ ცდილობს მხნეობა არ დაკარგოს,- მივიღეთ თქვენი საჩუქრები. დაჩის ძალიან მოეწონა მაისური, ბაჩიც ხმარობს ხელთათმანებს, იძახის რომ მოსახერხებელია,- სინამდვილეში უმცროსი ტყუპისცალი არაფერსაც არ ამბობს, მაგრამ ამით ქალს აბედნიერებს და ამიტომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს პატარა ტყუილისათვის.
ტყუპების მშობლები ცნობილი ნეიროქირურგები არიან, რომლებიც ამერიკაში მუშაობენ რაღაც წამალზე, რაც მათი აზრით დაჩის დაეხმარება. ჯერ ლაბორატორიაში უბრალო დამხმარეები იყვნენ, მერე კი სახელმწიფო გრანტი მიიღეს და კვირაობით აღარ გამოდიან იქიდან. ატარებენ ცდებს და იღებენ შედეგებს, მაგრამ ამასობაში წლები გაფრინდა, ტყუპები და მათი უმცროსი და, ლინა გაიზარდნენ ისე, რომ მშობლებმა მათზე არაფერი იციან. როდესაც დაჩიზე მეურვეობის საკითხი დადგა, ტორიმ მტკიცედ გამოაცხადა, რომ თავად მიხედავდა. ბაჩიმ და ლინამაც მხარი აუბეს.
-ვიქტორია...- ბიჭების დედას რაღაცის კითხვა უნდა, მაგრამ ვერ ახერხებს, ამიტომ გოგონა თავადვე ეუბნება:
-არანაირი ცვლილება არაა.
-ვიცოდი, მაგრამ იმედი...- ოხრავს ქალი,- ისე რაიმე თუ გჭირდებათ... ფული მაგალითად. ვიცი შენც მუშაობ, ბაჩიც...
-არ არის საჭირო,- ისმის ბაჩის ბოხი ხმა და ყურმილს ართმევს ტორის,- დედა, მე და ტორი ვმუშაობთ, ლინაც გვეხმარება. თქვენ თავს გაუფრთხილდით. მამა მოიკითხე,- ამბობს ბიჭი და ტელეფონს თიშავს.
ტორი მადლობელია. უმცროსი ტყუპისცალი ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ სადაც საჭიროა არასოდეს ჩუმდება და პირდაპირ იძახის ყველაფერს. გოგონა უყურებს ბიჭს, რომელიც ძალიან ახლოს დგას და თვალებში უყურებს, ყურებში ჯერ კიდევ ჩაესმის "მე და ტორი" და კრთება, როდესაც ოთახში დაჩი შედის:
-დაიკო, არ გინდა ტარზანის ყურება?- კითხულობს დაჩი.
-ახლავე მოვალ, კაკაოს გაგიკეთებ უბრალოდ,- იძახის ტორი და ნაბიჯს დგამს უკან. თავს დამნაშავედ გრძნობს ასე ახლოს რომ იდგა ბიჭთან,- ხომ გინდა?- ეკითხება ისე, რომ თვალებში არ უყურებს.
-კი,- უხარია დაჩის.
-შენ დალევ?- ეკითხება ბაჩის და ის თავს აქნევს. უმცროსს ტკბილი არ უყვარს.
არც უფროსს უყვარდა... დაჩი იგივეა, უბრალოდ სამყაროს აღიქვამს სხვანაირად. ამას უმეორებს გოგონა საკუთარ თავს ყოველ დღე.
და გულით ცდილობს არ დაკარგოს ამის იმედი!
...
-როგორც იქნა, გაზაფხული მოვიდა,- იდგა წვიმაში დაჩი და სახეს უშვერდა წვეთებს.
-გაცივდები,- ამაოდ ცდილობდა მის აზრზე მოყვანას ტორი,- იცოდე არ ვაპირებ შენს მოვლას,- საბოლოოდ გაბრაზდა გოგონა.
-სად გამექცევი,- უთხრა სიცილით ბიჭმა და მაინც შევიდა სადარბაზოში,- თან გაზაფხულია.
-და რა არის ამაში ასეთი განსაკუთრებული?- ჩაიბუზღუნა ტორიმ.
-ძველ ჩინეთში სჯეროდათ, რომ როგორც დაიწყებ წელს, ისეთი წელი გექნება. წელი გაზაფხულზე იწყება... ამ წლის გაზაფხულზე ყველაზე ბედნიერი ვარ. ჩემი ძმა და და ჯანმრთელად არიან და საყვარელ საქმეს აკეთებენ, მეც გამიმართლა და არაჩვეულებრივი სამსახური მაქვს... და კიდევ... ამ გაზაფხულს ჩემი ცხოვრების სოყვარულთან და მეორე ნახევართან ერთად ვხვდები,- ხელი მოხვია წელზე სუნთქვაშეკრულ გოგონას და ნაზი ამბორი აჩუქა,- შესაბამისად მთელი წელი ასეთი იქნება... და რაც მთავარია, ყველა მომდევნო გაზაფხულიც... შენს გვერდით, შენთან ერთად და შენი სიყვარულით. ჩემი სამყაროს ცენტრი ხარ, ტორი! ჩემი პერსონალური ჟანგბადი! მადლობა რომ გაჩნდი და მე ამირჩიე.
ტორი ვერ ხვდებოდა რომ ტიროდა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, როდესაც დაჩიმ თვალებზე აკოცა.
უეცრად გოგონა ხელიდან დაუსხლტა და წვიმაში გაიქცა, სახე წვეთებს შეუშვირა, მერე ბიჭს შეხედა თვალებში და მხოლოდ ტუჩის მოძრაობით უთხრა:
-მიყვარხარ! ჩემი ცხოვრების აზრი ხარ!
დაჩი გაიქცა და ჩაეხუტა.
ის ღამე ბაჩიმ თეთრად გაათენა დაჩის და ტორის საწოლთან, ხან ერთს უცვლიდა კომპრესს და ხან მეორეს, რადგან ბედნიერი წყვილი 39 სიცხით ჩაწვა ლოგინში.
...
როდესაც სძინავს, დაჩი ისეთივეა, როგორიც ადრე იყო. ტორი სუნთქვაშეკრული უყურებს ბიჭის შეკრულ კოპებს, რომელიც პლედშია გახვეული ცხვირამდე. ნელა იხრება, ხელს უსვამს რბილ თმას, რომელსაც საბავშვო შამპუნის სურნელი ასდის. ტორის სიკვდილამდე უნდა დაიხაროს და შეეხოს ბიჭის ფუმფულა ბაგეებს ისე, როგორც ამას აკეთებდა ყოველთვის და კრთება, როდესაც რეალობა ცუნამივით ატყდება თავს.
დაჩი არაფერს იტყვის, მაგრამ აკოცო მას იგივეა, რაც სკოლის მოსწავლეს აიძულო... დაჩი ვერ გაიგებს. ბიჭი ძილში ლაპარაკობს და ტორი ვეღარ უძლებს, ამიტომ ტოვებს ოთახს და გრძელი კორიდორით მოჰყვება გზას თავის ოთახამდე. ბაჩის ოთახში შუქი ანთია, ანუ ჯერ კიდევ მუშაობს ტექსტებზე. ოთახში შესული ტორი მაისურს იხდის და საწოლზე წვება.
ბოლო 3 წელი, ავარიის შემდგომ, გოგონას ს*ქსი არ ჰქონია. მხოლოდ ბანალური მ*სტურბაცია. და მაშინაც, როდესაც საკუთარ თავს ეხებოდა აკანკალებული თითებით, სირცხვილის და უიმედობის შეგრძნება აგიჟებდა. თვალწინ უდგებოდა დაჩი, მათი ცხელი ღამეები, ბიჭის ნაზი და ვნებიანი ალერსი, მისი ძლიერი ხელები, ცხელი სუნთქვა. ორგაზმი ყოველთვის ერეოდა აუტანელ უიმედობის შეგრძნებას, რადგან სულ რამდენიმე მეტრში ეძინა აბსოლუტურად სხვა დაჩის, რომელსაც აინტერესებდა მხოლოდ მულტფილმები სუპერგმირებზე და სათამაშო მანქანები ან თვითმფრინავები. ტორიში ის მხოლოდ უფროს დაიკოს ხედავდა, ძვირფასს, ყურადღებიანს და გოგონას აბედნიერებდა ბიჭის ანთებული თვალების ყურება, რომლებიც ადრე სხვანაირად უყურებდნენ... ისე, რომ მთელს ტანში ჟრუანტელი უვლიდა, სუნთქვა ეკვროდა და გული ეკუმშებოდა.
გოგონა შარვალს იხდის და ხელს საცვალს აიცურებს. ხელით ეხება ინტიმურილ ადგილს და ჩუმი კვნესა ავსებს ოთახს. ტორი იხსენებს დაჩის, მათ პირველ შეხვედრას და პირველ კოცნას.
უეცრად ისმის კარის ჭრიალი და გოგონა ხედავს ტკივილამდე ნაცნობ ფიგურას კარში. მერე კი იმედგაცრუების საცეცები უჭერენ გულზე ხელს, რადგან კარში ბაჩი დგას. ხოლო როდესაც აცნობიერებს თუ "როგორ" ფორმაშია დაჩის უმცროსი ძმის წინ, ლოყები წითლად ეფაკლება:
-მე... მე კარის დაკეტვა დამავიწყდა და შენც ისე შემოხვედი...- არ იცის რა თქვას, ამიტომ ჩუმდება და მზერას არიდებს ბიჭს. ოთახში დაძაბული სიჩუმეა, მაგრამ უეცრად ბაჩი ნაბიჯს დგამს წინ.
-შემიძლია დაგეხმარო,- უყურებს ტორის თვალის დაუხამხამებლად. გოგონა გაოცებული უყურებს ბიჭს, რომელიც საწოლის კიდეზე ჯდება,- ვიცი როგორ გიჭირს და როგორ გენატრება. ვიცი, რომ ბოლო 2 წელი არავინ გყოლია,- ბიჭის ხელი ფრთხილად ეხება გოგოს მუხლს,- მე მისი აბსოლუტური კოპიო ვარ,- ტორი ხედავს როგორ უჭირს ბიჭს სიტყვების არჩევა,- უბრალოდ შეგიძლია წარმოიდგინო, რომ მე - ის ვარ. იქნებ ასე ცოტა ხნით მაინც მოეშვა.
-მაგრამ შენ ხომ...- იწყებს გოგონა, მაგრამ ბიჭი აჩერებს.
-ამ კუთხით არ მაინტერესებ, მაგრამ არ შემიძლია იმის ყურება, თუ როგორ გტანჯავს სპ*რმატოქსიკოზი. გოგოებზეც ეს სიტყვა იხმარება?- იცინის თავისი ბოხი ხმით ბიჭი და ტორისაც ეღიმება,- ვიცი რომ გიყვარს და სხვასთან არ შეგიძლია. იცი, ძალიან მაგარია ასე რომ იკავებ თავს. თავიდანვე ვიცოდი, რომ ყველაფერი რაც თქვენს შორის ხდებოდა, ნამდვილი იყო და შენი მადლობელი ვარ რომ არ დატოვე...
-შენ სულ სხვანაირი ხარ,- აღმოხდა ტორის,- შენ და დაჩის საერთო არაფერი გაქვთ. და მე...
გოგონა ჩუმდება. უმცროსი ტყუპისცალის წინადადება გიჟური და ამორალურია. იცის რომ უარი უნდა უთხრას, მაგრამ მეორე მხრივ მას ისე მოენატრა ჩვეულებრივი, ადამიანური სითბო. თუნდაც იმის ილუზია, რომ ვიღაცას უნდა და სჭირდება.
დაჩი მასში მხოლოდ უფროს დაიკოს ხედავს. გოგონა ამაოდ ცდილობს მის თვალებში იპოვოს ის დაჩი, რომელიც სიგარეტის კვამლით გაბუღული კლუბის ტუალეტში კოცნიდა მას.
-შემიძლია ისე მოვიქცე, როგორც ის,- ბაჩი ენის წვერით ისველებს ბაგეებს და ტორი მოჯადოებულივით უყურებს,- შეგიძლია მისი სახელი დამიძახო, არ მეწყინება, მართლა,- ბიჭი ტუჩს იკვნეტს და ამატებს,- გაიგე, ამას იმისთვის კი არ გეუბნები, რომ შენი საწოლში შეთრევა მინდა...
ტორი ვეღარ უძლებს.
უიმედობა, რომელიც შიგნიდან ხრავს, საკუთარი ზნედაცემულობა და სირცხვილი - ეს ყველაფერი ერთმანეთში ირევა არაკონტროლირებად ემოციების ქარბობალად და გოგონა წინ იწევს, აკანკალებული ხელებით ებღაუჭება ბიჭის მაისურს და ფრთხილად ეხება ბიჭის ბაგეებს. უმცროსი ტყუპისცალი კრთება, მაგრამ კოცნას პასუხობს. ტორი თვალებს ხუჭავს და ბოლომდე უძღვნის თავს ამ კოცნას.
ბაჩის ეშინია რაიმე არასწორად არ გააკეთოს, ამიტომ ცდილობს იყოს ნაზი (არადა როგორ არ ჯდება ეს მის ხასიათში. წლების განმავლობაში შეძენილი ჩვევა - ტუალეტში, კულისებში ან თუნდაც კორიდორში სწრაფი, ვნებიანი, ცოტა ბინძური ს*ქსი, ეს არის მისი ყოველდღიურობა) და ფრთხილი (ყველა იმ გოგოს, ვისთანაც მას ს*ქსი ჰქონია, ზუსტად ცხოველური ვნება, სიუხეშე და დაუოკებელი სურვილი მოსწონდათ მასში). ტორი "ყველა" არ არის, ამიტომ ნაზად ეხება ბაგეებით მის კისერს, ხელით ეხება მკერდზე და ნაზად ეფერება (თურმე ასეც შეიძლება... თურმე ეს არანაკლებ სასიამოვნოა...). ტორის ეცინება, თუ რამდენად მოუხერხელი და კომიკურია ეს პრელუდია. მაგრამ როდესაც ბიჭის ხელი ეხება მის ყველაზე ინტიმურ ადგილს, ვერ იკავებს ხმამაღალ კვნესას. თვალწინ უდგას ბაჩოს სახე, რომელიც ეფერება ცალი ხელით მეტისმეტად თამამად, კოცნის ღრმად გამომშრალ ტუჩებში და თვალები ცრემლებით ევსება. ტორი ცდილობს შეიკავოს თავი და ხმამარლა არ იკვნესოს მაშინ, როდესაც ბიჭის ხელები რაღაც საოცრებებს უკეთებს და კრთება, როდესაც გრძნობს ლოყაზე ნაზ ამბორს. შეგრძნებები ძლიერი და სასიამოვნოა. იმდენად სასიამოვნო, რომ ახშობენ სირცხვილის გრძნობას და ტორი სიამოვნებით ჩუქნის თავს ამ უკვე დავიწყებულ გრძნობას. დიდხანს ვერ უძლებს და ათავებს დაჩის სახელით პირზე. როგორც კი გრძნობა უბრუნდება, უყურებს ბაჩის, რომელიც ხელს იწმენდს სალფეთქით. ბიჭს ამდგარი აქვს და გოგონა თვალით ანიშნებს:
-თუ გინდა ბოლომდე წასვლა, წინააღმდეგი არ ვარ.
-არ გინდა,- თავს აქნევს ბაჩი,- ჩემით გავუმკლავდები.
ტორი არ უსმენს და მის ერექციას ხელით ეხება შარვის და საცვლის ზემოდან. ბაჩი თავს უკან აგდებს და ღრმად სუნთქავს, ბაგეს იკვნეტს და ტორის გული ეკუმშება, რადგან უმცროსი ტყუპისცალი ახლა განსაკუთრებით ჰგავს უფროსს. დაუფიქრებლად ყოფს ხელს საცვალში და ძლიერად უჭერს ხელს დაძაბულ ორგანოს. ბიჭი ოდნავ კვნესის და ხელით იჭერს გოგონას თმას. ტორი აცნობიერებს რომ ეს არასწორი და ამორალურია, მიუხედავად იმისა, რომ დაჩისთვის ახლა უკვე სულერთია და მას იოტის ოდენადაც არ აინტერესებს რას აკეთებენ მისი დაიკო და ძამიკო ჩაკეტილ ოთახში შიშვლები. მან არ იცის თუ რას ნიშნავს სიტყვა „ღალატი“. არც ის ახსოვს თუ როგორ გადაყავდა ჭკუიდან საწოლში ტორი.
მაგრამ მას ისევე უხარია გაზაფხულის მოსვლა, როგორც ადრე და სწორედ ეს აძლევს ტორის იმედს, რომ შეიძლება ყველაფერი დაბრუნდეს.
-მეც დიდი ხანია არავინ მყოლია,- იძახის ბიჭი, როდესაც რამდენიმე წუთში ხმადაბალი ხრინწიანი კვნესით ათავებს გოგონას ხელში. ტორი თითებს იწმენდს და ჩურჩულით იძახის:
-მადლობა, მართლა მომეშვა.
ბაჩი იხრება, შუბლზე კოცნის და ეუბნება:
-ყველაფერი კარგად იქნება.
ეს სიტყვები კატალიზატორი ხდება, ტორი სახეს მალავს ბიჭის კისერში და ტირის. ისევე, როგორც ბავშვობაში, გულამოსკვნით და ზლუქუნით. ბიჭი მხარზე ხელს უსვამს, რათა დაამშვიდოს:
-რომ შემეძლოს ადგილის გაცვლა, დაუფიქრებლად გავაკეთებდი,- იძახის ბიჭი და ტორი ძლიერად კბენს ლავიწის ქვეშ.
-ნუ ლაპარაკობ ასე,- იძახის გოგონა და თვალებში უყურებს ბიჭს.
მოულოდნელად სირცხვილის გრძნობა სუნთქვას უკრავს გოგონას, როდესაც ახსნდება, რომ რამდენიმე წუთის წინ ორგაზმის დროს სხვა სახელი დაუძახა ბიჭს. და რატომღაც ბაჩის წინ უფრო ერიდება, ვიდრე დაჩის. ბაჩი სულ სხვანაირია, მას არაფერი აქვს საერთო ძმასთან ემოციურ ფონზე, მაგრამ მის მკლავებში ძალიან კარგია და ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, გოგონა პირველად გრძნობს თავს დაცულად.
...
სამზარეულოში სასიამოვნო არომატი იდგა. ტორი თავისი ბიჭისთვის მის საყვარელ ქათამს და სპაგეტის აკეთებდა. საათის ისრები ნელ-ნელა უახლოვდებოდა ექვსს, ხოლო საჭმელი ჯერ კიდევ არ იყო მზად. ეს გოგონას ანერვიულებდა, მაგრამ პანიკას არ ჰყვებოდა. ტელევიზორში პოპულარული პოპ ჯგუფის მხიარული სიმღერა იყო ჩართული და ტორი ხმას აყოლებდა, თან ბოსტნეულს ჭრიდა. ღია ფანჯრიდან თბილი სიო უბერავდა.
ეს მათი მეორე წელია ერთად. დაჩი გრანდიოზულ საჩუქარს დაჰპირდა, ამიტომ გოგონა გულის ფანცქალით ელოდა ბიჭის მოსვლას. თავადაც, მისი აზრით, იდეალური საჩუქარი გაუკეთა. იმ ჯგუფის, ვის კონცერტზეც გაიცნეს ერთმანეთი, დისკი ავტოგრაფებით. კი მოუწია ბრძოლა ვიღაც ფანთან აუქციონზე, მაგრამ მაინც გაიმარჯვა და ლამაზად შეფუთული დისკი უკვე ელოდა ახალ მეპატრონეს ბალიშის ქვეშ.
უმცროსი ტყუპისცალი დღეს არ მოვა, ეს მისი პატარა საჩუქარი იყო, ამიტომ გოგონა გულისყურით ემზადებოდა მხიარული და ვნებიანი ღამისთვის.
ტელეფონის ზარზე რატომღაც შეკრთა, ხოლო როდესაც უცხო ნომერი დაინახა, გული უსიამოვნოდ შეეკუმშა.
-გამარჯობა,- გაიგო სერიოზული ხმა,- დაჩი ამაშუკელს იცნობთ? თქვენი ნომერი ჰქონდა შენახული ჯგუფში „ოჯახი“. ვერც მის მშობლებს და და-ძმას ვერ დავუკავშირდით.
-დიახ, ჩემი... ჩემი საქმროა,- ამოილუღლუღა გოგონამ. საკუთარი ხმა თითქოს გვერდიდან ესმოდა.
-ავარიაში მოჰყვა. მდგომარეობა მძიმეა, ახლა ოპერაციას უკეთებენ. გთხოვთ მოხვიდეთ *** საავადმყოფოში.
გოგონას ყურმილი გაუვარდა ხელიდან. გაზი გამორთო და როგორც იყო, გაწელილ შარვალში, ბაჩის ზედასა და ოთახის სანდლებში გავარდა სახლიდან. ტაქსი გააჩერა და საავადმყოფოსთან მისულმა აღმოაჩინა, რომ საფულე არ წაუღია. მაგრამ მისი ცრემლების შემყურე მძღოლმა, უბრალოდ გამოჯანმრთელება უსურვა ვისთანაც მიდიოდა და არაფერი უთხრა.
კართან პოლიციელი დაინახა და როდესაც ახლოს მივიდს, მამაკაცი უსიტყვიდ მიხვდა თუ ვინ იდგა მის წინ, ამიტომ ხელი მოჰკიდა, სკამთან მიიყვანა და დასვა, მერე კი შუბლი დაუჭირა უსიტყვოდ, როდესაც გოგონას გული აერია. არც მედდა, არც ექიმი, არც სხვა იქ მყოფი არაფერს ეუბნება ტორის, რადგან გოგონას სახეზე აწერია, რომ ერთი სიტყვა და ისტერიკა დაეწყება.
საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა უთხრა, რომ ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და გოგონას უბრალოდ გული წაუვიდა. გონზე მოსულს კი პალატაში ბაჩი და ლინა დახვდნენ.
-როგორ არის?- იკითხა გოგონამ და ადგომა სცადა, მაგრამ თავბრუ დაეხვა.
-ექიმი ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ...- ლინას ჩაწითლებული თვალებიდან ცრემლი წასკდა და გოგონამ ბაჩის შეხედა. ბიჭი ფანჯარასთან იდგა და ჰორიზონტს უყურებდა.
-წინასწარ ვერ გვეუბნებიან მისი ტვინი როგორ მდგომარეობაშია,- უთხრა ბიჭმა მშრალად ისე, რომ არც შეუხედავს მასზე.
ტორიმ თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ეს ალბათ შენია,- უთხრა ლინამ და გოგონამ დახედა შეფუთულ საჩუქარს. აიღო, ტუჩი მოიკვნიტა და ფრთხილად გახსნა, ხოლო როდესაც ნახა შიგნით რა იდო, ცრემლი წასკდა.
დისკი და წერილი „აუქციონზე უნდა მეყიდა, მაგრამ ვიღაცამ დამასწრო, მაგრამ მაინც ვიპოვე. შენთან ერთად თითოეული დღე დღესასწაულია! მადლობა რომ გაჩნდი და მე ამირჩიე!“
...
-არ მეგონა ბლუზს თუ უსმენდი,- ეცინება ტორის და სვამს თეთრ ღვინოს.
-გეგონა მარტო როკს ვუსმენდი?- თვალებს ქაჩავს ბაჩი.
-და ჰევი მეტალს,- უყოფს ენას გოგონა.
-ჩემი დიდი საიდუმლო გაიგე, ცოცხალს ვერ დაგტოვებ,- არ რჩება ბიჭი და ეცინება.
-ჰაჰ, დიად ბაჩი ამაშუკელს იუმორის გრძნობა ჰქონია,- ეცინება ხმამაღლა ტორის.
სრულფასოვანი ს*ქსი მათ არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ ხშირი ურთიერთ დაკმაყოფილება მაინც დაეხმარა ორივეს დაახლოვებაში.
დაჩისთვის აბსოლუტურად სულ ერთია ის, რომ მისი ძმა თითქმის ყოველ ღამე შედის ტორის ოთხაში და რომ იქიდან არაერთგვაროვანი ხმები ისმის. დაჩის სძინავს და ფერად სიზმრებს ხედავს, თან გულში იხუტებს ლინას ნაჩუქარ ფუმფულა კურდღელს.
ბაჩის ტანზე ბევრი ტატუ აქვს და თითოეულს თავისი მნიშვნელობა აქვს. ბაჩის ბევრი სხვადასხვა ჰობი აქვს და თავადაც ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. ტორი ამას ადრე ვერ ამჩნევდა, რადგან ბაჩი მისთვის მხოლოდ დაჩის უმცროსი, მუდამ კოპებშეკრული ძმა იყო, ახლა კი გაიცნო და მისდა გასაკვირად ძალიან დაუმეგობრდა.
იმ ღამეს ძველ, შავ-თეთრ ფილმს უყურეს ერთად, მერე კი ერთად ჩაეძინათ და ტორის პირველად ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეძინა მშვიდად. ასე ერთად გატარებული საღამოები რაღაც ჩვეულებრივი გახდა მათთვის, არა სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, არამედ ისე, უბრალოდ, მათთვის... ბაჩიმ არ იცის ბევრი სასაცილო ისტორია და ვერ აცინებს გოგონას ისე, როგორც ამას დაჩი აკეთებდა, მაგრამ მას უყვარს ტარანტინოს ფილმები და ბლუზი. ტორის ჯერ კიდევ სულით და გულით უყვარს დაჩი და არც ერთი წუთით არ კარგავს იმედს, რომ სასწაული მოხდება და ბიჭი ერთ დღესაც გაიღვიძებს და თავის ძველ „მეს“ დაიბრუნებს. ბაჩი კი უბრალოდ აღარაა ის უჟმური უმცროსი ძმა, რომელიც გოგონას აშინებდა, არამედ კარგი და საიმედო მეგობარია, რომელთანაც ტორი თავს კარგად გრძნობს.
როდესაც ერთად დადიან ზოოპარკში ან ცირკში, ტორის არ ასვენებს ფიქრი, რომ ნამდვილი, მაგრამ უცნაური ოჯახივით არიან, სადაც შვილი, დედაზე და მამაზე ბიოლოგიური ასაკით უფროსია. და კიდევ, სადღაც ღრმად, ბაჩიც ისეთივე ბავშვია, როგორც დაჩი, რადგან უფროს ძმაზე არანაკლებ უხარია ბამბის ნაყინის ჭამა და სპილოს ნახვა.
ზოოპარკიდან დაბრუნებულები, ჩაის სვამენ და დაჩის დასაძინებლად აწვენენ ცხელი შხაპის შემდეგ. სანამ ბაჩი ბანაობს, ტორი სახლს ალაგებს და ბოლოს თავადაც შედის აბაზანაში. გრილი წყლის ქვეშ დიდხანს ფიქრობს დაჩიზე, ბაჩიზე, მათ ურთიერთობაზე და გადაწყვეტილებას სპონტანურად იღებს.
როდესაც ოთახის კარზე აკაკუნებს, ბაჩი უღებს და უსიტყვოდ უშვებს ოთახში. ბიჭს სიგარეტის სუნი ასდის, მაგრამ ეს მხოლოდ უფრო აღაგზნებს ტორის. ბაჩიც სხვანაირად კოცნის და ეფერება, უფრო თამამად, უფრო მესაკუთრეობრივად. არც კბენას და წითელი ლაქების დატოვებას ერიდება. დღეს ყველაფერი სხვანაირადაა. დღეს მათ უბრალოდ ერთმანეთი უნდათ. ბიჭი არ ფარავს აღგზნებას და გოგონაც ჭკუიდან გადაყავს. კოცნის, ეფერება და თან მზერას არ სწყვეტს. როდესაც გოგონა ხრინწიანი ხმით კვნესის და ათავებს, ბიჭი ყურში ჩასჩურჩულებს:
-მეც გავათავებ, დამეხმარები?
-ასე არა,- პასუხობს ტორი და ტუჩებს ისველებს.
-აბა?- ვერ ხვდება ბიჭი, ხოლო როდესაც ხელით ეხმარება ბიჭს მიმართულებაში, „მაგარი“ ბიჭი ბაჩი იბნევა.
-დარწმუნებული ხარ?- ეკითხება ჩურჩულით და თან გრძნობს ჭკუიდან გადამყვან სისველეს და სივიწროვეს თავისი ორგანოს გარშემო.
-მინდა,- ეუბნება გოგონა და ბიჭის გონება ხელს უქნევს წარმატებით.
თავიდან ბაჩი ჯერ კიდევ ცდილობს იყოს ნაზი და არ ატკინოს რაიმე ფიზიკურ სიახლოვეს გადაჩვეულ გოგონას, მაგრამ ტორის მოუთმენელი „ფაიფურის არ ვარ, არ გავტყდები“ აგიჟებს, გოგონას ფეხს მხარზე იდებს და იწყებს მოძრაობას ისე, როგორც მას სიამოვნებს და უყვარს. ძლიერად, ღრმად, სწრაფად.
ტორი კი გაკვირვებით ფიქრობს, რომ აქამდე ყოველი მათი „გართობისას“ დაჩიზე ფიქრობდა, ახლა კი უფროსი ტყუპისცალი არც გახსენებია და ფოკუსს მხოლოდ უმცროსზე აკეთებს. თვალწინ მხოლოდ მის აღგზნებულ თვალებს, დაწითლებულ ბაგეებს და შუბლზე მიკრულ სველ თმას ხედავს.
დაჩი როგორც წესი... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ადრე რა ხდებოდა, როდესაც ბაჩისთან ასეთი კარგია... ის უხეშია, ძლიერი ფრიქციები სიამოვნებს და კიდევ კბენა უყვარს.
-ტორი, მე...- ტუჩს იკვნეტს ბიჭი და გოგონა მუცლის პრესს ჭიმავს. ბაჩი ხმამაღლა სუნთქავს და თავს უკან აგდებს, ამ გოგოს ჭკუიდან გადაყავს და ეს მგონი უკვე არალეგალურიცაა.
ტორი მის ბაგეებს იჭერს და ცოტა თამამად კოცნის, ისე როგორც ადრე თავს უფლებას არ აძლევდა. ბიჭი გარდა ძლიერი ფრიქციებისა, ხელითაც თამამად ეხება გოგონას ინტიმურ ადგილას, ამას ტორი საერთოდ ჭკუიდან გადაჰყავს და ყვირილით ათავებს. ბიჭიც მალევე ეწევა და ერთმანეთის მკლავებში ცდილობენ სუნთქვის აღდგენას.
-როდესაც ათავებდი, ჩემი სახელი დაიძახე,- უცებ იძახის ბაჩი.
-ო... მე...- გოგონა დაბნეულია და არ იცის რა უთხრას.
-არ ვარ წინააღმდეგი,- ეუბნება ბიჭი,- სიმართლე გითხრა, მე...
უთქმელი სიტყვები ჰაერში ეკიდება. გოგონა საათს უყურებს. ღამის 3 საათია. სულ ცოტა დრო რჩება ძილისთვის. ადრე უნდა ადგეს და დაჩის საუზმე გაუმზადოს.
დანაშაულის გრძნობა ისევ იღვიძებს მასში, მაგრამ მალევე ქრება, რადგან ბაჩის მკლავებში მაინც თბილა და სასიამოვნოა. მისი ცხელი სუნთვა ამშვიდებს გოგონას და რატომღაც მას საერთოდ აღარ აწუხებს არც სირცხვილი და არც დანაშაულის გრძნობა.
...
წელს პირველი მარტი წვიმიანი და ნაცრისფერია. ტორი ფანჯარას აღებს და სუსხიან ჰაერს ისუნთქავს. დივანზე მჯდომი დაჩი მხრებზე ხელებს იხვევს და ხმამაღლა იძახის:
-როგორ ცივა!- გარეთ ქუხს, მაგრამ დაჩის არ ეშინია,- მაგრამ რატომღაც გაზაფხული მიყვარს.
-ძველ ჩინეთში სჯეროდათ, რომ როგორც დაიწყებ წელს, ისეთი წელი გექნება,- ეუბნება ტორი და შედარებით უყურებს ბიჭს.
-ეს ისტორია ვიცი,- იღიმის დაჩი,- ძამიკომ მომიყვა. ნეტავ... ნეტავ შეიძლება სურვილი ჩავიფიქრო და ამიხდეს?
-რას ჩაიფიქრებ, დაჩი?- ეკითხება გოგონა.
-რომ დაიკო და ძამიკო აღარასოდეს იყვნენ მოწყენილები.
გოგონა გვერდით უჯდება ბიჭს და უეცრად კიდევ ერთხელ გრუხუნებს ცა. და ტორის ახსენდება როგორ ისხდნენ ასე ადრე, თითქოს წინა ცხოვრებაში, როგორ ეხუტებოდა ზურგიდან დაჩი და უყვებოდა რაღაც სულელურ და მაინც სასაცილო ისტორიას.
-რატომ?- უეცრად ყვირის გოგონა,- რატომ ხარ ასეთი? რატომ მიხვდი მაინცდამაინც შენ იმ სატვირთოს ბორბლები?- ტორი ტირის და ვეღარ იკავებს თავს,- ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო... მე და შენ...- სიტყვები ახრჩობენ გოგონას და თავს ადებს მკერდზე ბიჭს,- რატომ არ გახსოვს არაფერი? ან მე რატომ მახსოვს? იცი როგორი მტკივნეულია? თითქოს შიშველ ხორცზე შანთს გადებენ და ასე ყოველ დღე. იცი როგორ გადავყავარ ჭკუიდან იმ აზრს, რომ მინდა ყველაფერი დაბრუნდეს?
"გინდა კი?" ჩასჩურჩულებს შინაგანი ხმა და გოგონა ხელს უშვებს ბიჭს. ფანჯარაზე წვიმის წვეთები ტანგოს ცეკვავენ და ტორი კრთება, როდესაც მის თმებს ნაზად ეხებიან:
-ტორი...
გოგონა თავს წევს და თვალებში უყურებს ბიჭს. დაჩის მზერა სხვანაირია, სერიოზული და ტკივილნარევი, ტორის კი ეჩვენება, რომ მისი ბიჭი დაბრუნდა.
- არ ვიცი რაზე ლაპარაკობ, მაგრამ ვხედავ, რომ ცუდად ხარ. ძამიკოც ცუდადაა და ვიცი, რომ ეს ჩემი ბრალია. ეს აქ მტკენს,- ხელს იდებს გულზე, მერე კი გოგონას იხუტებს:- არ მინდა რომ ცუდად იყოთ, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვიქცე, რომ კარგად იყოთ.
-შენ არაფერ შუაში ხარ,- ეუბნება ტორი და ზურგზე ხელს უსვამს.
-იცი, როდესაც შენ და ძამიკო ერთმანეთს უყურებთ, ძალიან ბედნიერები ჩანხართ. როდესაც ვეხუტებით ერთმანეთს, მაშინაც,- გოგონა გაოგნებული შორდება ბიჭს და თვალებში უყურებს,- ხშირად ჩაეხუტე ძამიკოს, კარგი? დამპირდი.
-გპირდები,- ავტომატურად პასუხობს გოგონა, მერე კი თითქოს ფხიზლდება,- ბოდიში რომ გიყვირე. ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.
-კარგია რომ ამოთქვი,- თავს აქნევს ბიჭი,- თორემ ბუშტს გავდი, რომელიც ის-ის იყო გასკდებოდა.
ექიმი იძახის, რომ უფროსი ტყუპისცალის მენტალური ასაკი 7 წელია, ახლა კი ტორის ის ყველაზე დიდი სწავლული ჰგონია.
-უნდა გამიშვა,- იძახის უცებ დაჩი,- მეც გაზაფხულთან ერთად წავალ,- ამატებს უცებ.
ტორი კრთება და უყურებს ბიჭს, რომელიც მას მზერას არ აშორებს.
წვიმა წყდება, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებას და წინათგრძნობას ტოვებს გოგონას გულში.
...
-სასწრაფო უკვე გზაშია,- იძახის ბაჩი და ძმის თავთან ჯდება საწოლზე. უფროსი თავს აქნევს.
-არ გინდა ექიმი, ძამიკო,- თავს აქნევს ბიჭი. ტორი თავზე ადგას ბაჩის და თვალს არ წყვეტს უმცროსს.
-ტორი, ჩაეხუტე ბაჩის,- ისმის დაძაბულ სიჩუმეში დაჩის ხმა და ორივე გაოგნებული უყურებს ბიჭს.
-დაჩი...- არ უჯერებს საკუთარ თვალებს ტორი. ბიჭის თვალებში აღარ არის ჩვეული ბავშვური აღტაცება.
-ალბათ აგონიაა,- მხრებს იჩეჩავს უფროსი.
-დაჩი,- ხმადაბლა სურვილებს ტორი,- დაჩი...
ბიჭი იწევა და ხელზე ეხება.
-მადლობა ტორი,- ეუბნება გულწრფელად,- მადლობა ყველაზე ლამაზი და ბედნიერი წლებისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, გიყვარდი და ზრუნავდი ჩემზე. ამას არასოდეს დავივიწყებ, იქაც კი,- ზემოთ იყურება და იღიმის.
-დაჩი...- ცრემლებს ვერ იკავებს უმცროსი ტყუპისცალიც.
-ვიცი რომ გიყვარს,- თავით აჩვენებს ტორის,- ხომ გაუფრთხილდები? არ აწყენინო და არ ატირო. ყვავილები არ აჩუქო, ალერგია აქვს მტვერზე. ღამე ფეხის მაღალი გაუკეთე, თუ დიდხანს დგას, უსივდება. როდესაც იცვლის, არ უყურო, ერიდება. აიძულე წყალი სვას, არ უყვარს და არ ესმის რომ აუცილებელია.
-მაპატიე,- ხმადაბლა ეუბნება უმცროსი და ცრემლებს იწმენდს.
-ბაჩი, ნუ სულელობ. იაფფასიან ტრავმას ჰგავს ეს ყველაფერი, არა გგონია? სევდიანი მელოდია აკლია ამ ყველაფერს,- ეცინება ბიჭს და ახველებს,- გარეთ მინდა.
ტორის უნდა უთხრას, რომ არ შეიძლება, რომ თავს უნდა გაუფრთხილდეს, მაგრამ მხარს აწვდის, რომ ბიჭი დაეყრდნოს. ბაჩი მეორე მხრიდან უდგება და ერთად გადიან სადარბაზოში. ლიფტით ჩადიან, მაგრამ კართან დაჩი აჩერებს:
-დღეს 31 მაისია და წვიმა ჩემთან მოვიდა,- ტორის უყურებს და ღიმილით ეუბნება,- ხომ გითხარი, გაზაფხულთან ერთად წავალთქო. დღეიდან ისე უნდა იცხოვროთ, როგორც გინდათ. და არ გაბედოთ თავის დადანაშაულება რამეში. ჩემს ნაცვლადაც იცხოვრეთ, კარგი?- ჯერ ძმას შეხედა, მერე ტორის,- არ დავივიწყოთ და ბედნიერები იყავით.
ეს თქვა და წვიმაში გავიდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და თავი ასწია. ტორიმ კი ხელი გაშალა და ბაჩიმ ხელი ჩასჭიდა.
ზუსტად ამ დროს შემოვიდა ეზოში სასწრაფოს მანქანა, დაჩი კი - მოცელით დაეცა.
ექიმებმა საკაცეზე დააწვინეს ბიჭი, მერე კი მიაქციეს ყურადღება ხელი-ხელ ჩაკიდებულ წყვილს, რომელიც წვიმაში იდგა და არ ინძრეოდა.
-შოკი აქვთ, დამამშვიდებელი, სასწრაფოდ,- იყვირა ერთმა,- და ფსიქოლოგი გააფრთხილეთ.
...
რამდენიმე დღე ისე გადის, რომ ტორი ვერაფერს ხვდება. ნაცნობი და უცნობი სახეები, სამძიმარი, შეცხადება, დაკრძალვა. დამამშვიდებლის ისეთი დოზაა მასში, რომ ვერც კი ტირის. ფხიზლდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბაჩი კარს ხურავს და თვალებში უყურებს:
-როგორ ხარ?- ეკითხება ბიჭი.
-თითქოს მკერდი გამიხსნეს და ჩემს გულზე დარტსს თამაშობენ, მაგრამ ალბათ გადავრჩები,- მერე ბიჭთან მიდის და ეხუტება,- მთხოვა ხშირად ჩაეხუტეო. იცი... მიყვარხარ,- იძახის გოგონა და თვალებში უყურებს ბიჭს,- ისიც მიყვარს და ყოველთვის მეყვარება... მაგრამ შენ უფრო მიყვარხარ... ალბათ იმიტომ, რომ ერთად მეტი გადავიტანეთ. თან რატომღაც ერთმანეთს ძალიან ვგავართ.
-მეც მიყვარხარ,- პასუხობს ბიჭი და ფრთხილად ეხება გოგონას ბაგეებს.
-და მერე?- ხმადაბლა კითხულობს ტორი,- რა იქნება ამის შემდეგ?
-ამის შემდეგ ჩვენ ვიცხოვრებთ! ბედნიერად და მშვიდად, ისე, როგორც დაგპირდით. იმიტომ რომ მე ეს ძალიან მინდა, შენ?
ტკივილი ჯერ კიდევ პულსირებს გულში. ბაჩის უბედური გამოხედვა აქვს, მაგრამ მის თვალებში იმედი იკითხება. ტორი თითის წვერებზე იწევა, ლოყაზე კოცნის და გულში სითბო ეღვრება.
ისინი ძველებურად ვეღარ იცინებენ, რადგან წარსული წავიდა, მათ გულებში კი იარები დატოვა, რომელიც მალე ვერ შეხორცდება, მაგრამ ისინი ცოცხლები არიან, მათ ერთმანეთი უყვართ და ეს უკვე კარგია.
-მეც ძალიან მინდა,- პასუხობს და ბიჭის ბაგეებს ეხება.



№1  offline წევრი დარინა

მიყვარს შენი განსხვავებულობა და განსხვავებული წერის სტილიი, შენს ნიკს რომ ვხედავ ვიცი რომ რაღაც ძალიან მაგარი ისტორია მელოდება წინ, დაჩის ამბავმა გული მატკინააა, ერთწამში შეიძლება ყველაფერი დაკარგო ადამიანმაა, ჩვენ კი რატომღაც ეს გვავიწყდებაა. ცოტა ვიტირე კიდევაც. მაგარი რომ ხარ ამას ჩემი თქმა ა სჭირდება ეს ჩემ გარეშეც იცი შენ.

 


№2  offline წევრი ნეფერტარი

ავტორო, სათაური გრძელია, ეს კი ნაწარმოებს არ უხდება როგორც წესი.

ჩემი აზრით, შემოკლება ჯობია. მაგალითად, "წავყვები გაზაფხულს"... ლამაზიცაა სწორიც და აზრსაც ზუსტად გადმოსცემს, რას იტყვით?

 


№3  offline წევრი HeeChul-ah

დარინა
მიყვარს შენი განსხვავებულობა და განსხვავებული წერის სტილიი, შენს ნიკს რომ ვხედავ ვიცი რომ რაღაც ძალიან მაგარი ისტორია მელოდება წინ, დაჩის ამბავმა გული მატკინააა, ერთწამში შეიძლება ყველაფერი დაკარგო ადამიანმაა, ჩვენ კი რატომღაც ეს გვავიწყდებაა. ცოტა ვიტირე კიდევაც. მაგარი რომ ხარ ამას ჩემი თქმა ა სჭირდება ეს ჩემ გარეშეც იცი შენ.


ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის •.• მადლობა, რომ ყოველთვის კითხულობ ჩემს ისტორიებს და არ იშურებ კომპლიმენტებს.

ნეფერტარი
ავტორო, სათაური გრძელია, ეს კი ნაწარმოებს არ უხდება როგორც წესი.

ჩემი აზრით, შემოკლება ჯობია. მაგალითად, "წავყვები გაზაფხულს"... ლამაზიცაა სწორიც და აზრსაც ზუსტად გადმოსცემს, რას იტყვით?


მადლობა აზრის დაფიქსირებისათვის.
--------------------
Nico nico nii

 


№4  offline წევრი თინა-თინი

ყველა შენი მოთხრობა მიყვარს, დაუმთავრებელზე კი გული მწყდება, დარწმუნებული ვარ ისიც მაგარი გამოვიდოდა. ძალიან განსხვავებული და კარგი მოთხრობები გაქვს.

 


№5  offline წევრი HeeChul-ah

თინა-თინი
ყველა შენი მოთხრობა მიყვარს, დაუმთავრებელზე კი გული მწყდება, დარწმუნებული ვარ ისიც მაგარი გამოვიდოდა. ძალიან განსხვავებული და კარგი მოთხრობები გაქვს.


დაუმთავრებელს ვწერ და ერთიანად დავდებ •.• მადლობა გულშემატკივრობისათვის.
--------------------
Nico nico nii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent