შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შემიყვარდა კრიმინალი VII თავი (ნაწილი II)


2-09-2018, 23:30
ავტორი ელ_ჯეიმსი
ნანახია 11 532

-ეს არის?- იკითხა საბამ და გვერდით მჯდომ აბაშიძეს გადახედა, რომელიც ტროტუარზე ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ, საღამოს ბინდში ჩაძირული შენობებიდან ერთ-ერთს ყურადღებით აკვირდებოდა.
- ეგ არის…
- კარგი...რას აპირებ?
- მივალ, შევხედავ რა სიტუაციაა…-ძრავი გამორთო აბაშიძემ -მერე ვნახოთ...- მანქანიდან გადმოსულმა ჩამწვარი სიგარეტის ღერი ასფალტზე მოისროლა და დინჯად შეაბიჯა შენობაში სადაც სრული სიჩუმე სუფევდა...შემდეგ კი აუჩქარებლად მოათვალიერა გარემო...ჩვეულებრივი სახელოსნო იყო , არაფრით გამორჩეული, ისეთი , როგორიც ათასობით იყო თბილისში. მაზუთითა და სხვა სამანქანო სითხეებით მოსვრილი ბინძური ბეტონის იატაკითა და კედლებით, კუთხეებში უწესრიგოდ მიყრილი ხელსაწყოების ჯარითა და საავტომობილო ნაწილებით სავსე თაროებით...ერთ-ერთ კედელთა , ასე სამოცდაათ წლამდე, ერთიანად გალეული ხანშიშესული მამაკაცი მისჯდომოდა თავის ხელსაწყოებს და საქმეში გართულს არც გაუგია სტუმრის მოსვლა...
- გამარჯობა…- აბაშიძეს ხმაზე თავი ასწია და თაფლისფერი თვალები შეანათა.
-გაგიმარჯოს…-დაუბრუნა სალამი შემდეგ შესასვლელთან შეყენებულ რენჯ როვერს გახედა.-რით დაგეხმარო?
- მანქანისთვის არ მოვსულვარ…-ფიქრს მიუხვდა აბაშიძე.
- აბა? - შესამჩნევად დაიძაბა ხელოსანი.
აბაშიძემ, მიკიბულ-მოკიბულს არჩია პირდაპირ საქმეზე გადასულიყო. ხელოსნის პირდაპირ დაბალ ტაბურეტკა სკამზე აუჩქარებლად ჩამოჯდა და სიგარეტის კოლოფიდან ორი ღერი ამოაძვრინა.
- რა გქვია ძია კაცო?- ერთი ღერი მოხუცს გაუწოდა , მეორეს კი თავად გაუკიდა.
- ვანო... - სიგარეტი ჩამოართვა მამაკაცმა.
- ვანო...ერთ ადამიანს ვეძებ...თუ დამეხმარები...ვალში არ დაგრჩები…
-პოლიციიდან ხარ?- დაძაბულმა მზერა დაავიწროვა და ლუკასაც გულიანა გადახარხარება მოუნდა.
- არა, არ ვარ…-გაეცინა.- არ ვარ პოლიციიდან...
- ვის ეძებ, აბა...- მომენტალურად მოეშვა დაძაბული კაცი და შრომისგან ერთიანად დაკოჟრილი ხელებით თავადაც მოუკიდა მანამდე ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტს...ღრმა ნაფაზი დაარტყა, შემდეგ კი აბაშიძის გაწვდილ ფოტოს დახედა და ყურადღებით დააკვირდა…
-აი, ამ ქერა ბიჭს ვეძებ...გეცნობა?- საჩვენებელი თითით მიუთითა ცისფერთვალებაზე და ფოტოს თვალიერებაში გართულს სახეზე ისე დააკვირდა , თითქოს რენტგენში ატარებსო.წამით არ აცილებდა მზერას და ცდილობდა ემოციის და მიმიკის არცერთი ცვალებადობა არ გამორჩენოდა...თუმცა ვანოს განსაკუთრებული ემოცია არ გამოუხატავს, არც გამომეტყველება შეცვლია სწრაფად შეათვალიერა ფოტო და ისევ ლუკას დაუბრუნა...
- მეცნობა, კი…- ამოილაპარაკა და ისედაც დაძაბული აბაშიძე მომენტალურად კიდევ უფრო დაიძაბა.
- ვინ არის?
-მგონი პაატა...- შუბლი მოისრისა კაცმა- ხოო, პაატა...ასე ერქვა მაგ ბიჭს...ეს სახელოსნო მამამისისგან ვიყიდე და თვითონ ეგ ბიჭიც აქ მუშაობდა...რისთვის ეძებ?
- სად შემიძლია ვნახო ეგ პაატა ან მამამისი? - მისი კითხვა დააიგნორა აბაშიძემ და კიდევ უფრო დაჟინებით ჩააკვდა თვალებში.
- ვერ გეტყვი…არ ვიცი მათი ასავალდასავალი...სახელოსნო ათი წლის წინ ვიყიდე, მას შემდეგ არც ერთი აღარ მინახავს…
- სხვას რას მეტყვი მათზე...ყველაფერი მაინტერესებს რაც გახსოვს...თუნდაც უმნიშვნელო დეტალები...ნებისმიერი!
- არ მახსოვს...
- გაიხსენე!
-არ ვიცი შვილო…- მხრები აიწურა მოხუცმა - ათი წლის წინანდელი რა უნდა მახსოვდეს? სამოცდათხუთმეტე
წელს მივუკაკუნე...ათი წლის წინანდელი ამბები , კი არა...გუშინ რა ვჭამე ის არ მახსოვს…- გაეცინა ნერვიულად და გულში ინატრა რაც შეიძლებოდა მალე გაცლოდა უცნაური სტუმარი...რომელიც მაინცდამაინც არ ჩქარობდა მისი სურვილის ასრულებას...კიდევ ერთხელ აუჩქარებლად მოათვალიერა სახელოსნო და ისევ ვანოს მიუბრუნდა.
-მოხუც კაცს აქ მარტო მუშაობა არ გიჭირს?
- დამხმარე მყავს…- უპასუხა ვანომ და იმწამსვე, დაბარებულივით სახელოსნოს შემოსავლელში მამაკაცის სხეული გამოჩნდა...ერთიანად აწოწილსა და ხმელ-ხმელს წვერი მოეშვა, ხელში მაღაზიის ლოგოთო დამშვებენებული სავსე პარკები ეჭირა და ზღრუბლიდან ისე გაშეშებული იყურებოდა , თითქოს მიპატიჟებას ელისო...
- სად იყავი ამდენ ხანს? - მშვიდად დაეკითხა ვანო.
- რიგები იყო... -ხმადაბლა ამოილაპარაკა ახალმოსულმა და სახელოსნოში შეაბიჯა...შენობაში გადანაცვლებულს მანამდე სახე კარგად რომ არ უჩანდა გარეთ ჩამოწოლილი საღამოს ბინდის გამო, ჭერზე ჩამოკიდებული ერთადერთი ნათურის შუქმა სახე მომენტალურად გაუნათა და მისი ნაკვთებიც გამოჩნდა...რომელიც სანახევრად დამწვარი ჰქონდა და ისეთი შესაზარი შესახედი იყო, თავისდაუნებურად ვენებში სისხლს გაუყინავდა ნებისმიერ მნახველს…ცელოფნის პარკები მაგიდაზე დააწყო, თავისი გარეგნობით აშკარად დაკომპლექსებულმა მასზე მიჩერებულ აბაშიძეს მზერა მოარიდა მერე კი ისევე უხმაუროდ და სწრაფად გაქრა , როგორც გამოჩნდა.
- ესაა შენი დამხმარე? - ვანოს მიუბრუნდა ლუკა.
- ჰო...
- მას შეუძლია რამე მითხრას?
-არა, მას არაფერი ეცოდინება იმაზე რაც შენ გაინტერესებს…- თავი გააქნია მოხუცმა - სულ ექვსი თვეა რაც ჩემთან მუშაობს…
- არც ეს გოგო გეცნობა? -მარიამზე მიუთითა აბაშიძემ.
- არა...- ისევ თავი გააქნია ვანომ -ესეთი ლამაზი გოგონა რომ მენახა აუცილებლად დამამახსოვრდებოდა...
აბაშიძე , კიდევ ერთხანს აკვირდებოდა...ბოლოს ჰაერი ხმაურიტ შეისუნთქა და ფეხზე წამოდგა...
- კარგი...ერთი თხოვნა მექნება...თუ რამეს გაიხსენებ…- მაგიდაზე დაგდებულ კალამს დასწვდა, ქაღალდზე თავისი ნომერი წააწერა და ხელოსანს გაუწოდა. - მაშინვე დამირეკე...
- კარგი... - თავი დაუქნია მოხუცმა და სახელოსნოდან გასული მაღალი სხეული მზერით გააცილა...
- აბა , რა ხდება?- კითხვა შეაგება საბამ , როგორც კი მანქანაში ჩაჯდა.
- დედისტყვნა…- კბილებში გამოცრა აბაშიძემ და სიგარეტს მოუკიდა...ღრმად ჩაისუნთქა კვამლი და ჩაწეულ ფანჯარაში გაუშვა…- ვიღაც მოხუცი ხელოსანი მუშაობს, ბიჭი ეცნო , ამბობს რომ სახელოსნო მამამისისგან იყიდა ათი წლის წინ...მაგრამ ლენინის ხნისაა და სხვას ვერაფერს ვერ იხსენებს…- სახე დამანჭა და კიდევ ერთხელ ღრმად მოქაჩა კვამლი.
- თავი როგორ ეჭირა?
- მშვიდად...უცნაური არაფერი გამოუხატავს…მაგრამ...- ჩამწვარი ღერი ფანჯრიდან მოისროლა და სახეზე ჩამოისვა გრილი ხელები - ხოო...ვიღაც დამხმარე ბიჭი ყავს სახე დედამოტყნულ ფრანკენშტეინს მიუგავს...
- მაგრამ?
-მაგრამ ის რომ რაღაც ისე ვერ არის, მეგობარო…იმ დედამოტყნულ სახელოსნოში რაღაც ისე ვერ არის...- ჰაერი ღრმად შეისუნთქა აბაშიძემ და ბნელში ჩაძირულ შენობას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი...რამდენიმე წამს ისე აკვირდებოდა თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო...შემდეგ უხმოდ დაძრა მანქანა და რამდენიმე ხანი ასევე უხმოდ იარეს...საბა არ ეხმიანებოდა მეგობარს რომელიც დაძაბული და ჩაფიქრებული სახით მართავდა საჭეს და აშკარა იყო რაღაც არ აძლევდა მოსვენებას...
- დაძარი, აგვიკლო ამ ჩემისამ…-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა საბამ და გაღიზიანებულმა გახედა მათი მანქანის უკან მდგარ თეთრ ტაქსს...გზაჯვარედინზე იდგნენ , შუქნიშანთან შეჩერებულები,რომლის მწვანე შუქი დაძვრის ნიშანს აძლევდა მძღოლებს, აბაშიძე კი არ ჩქარობდა ძრავის ამუშავებას და ამით გაღიზიანებული ტაქსის მძღოლიც გაბმული სიგნალით გამოხატავდა პროტესტს...რომელიც აბაშიძის გონებამდე თითქოს არც აღწევდა, სულ სხვა რამით დაკავებული სინათლის სისწრაფით ამუშავებდა წუთების წინ შემდგარ საუბარს, კინოს ფირივით უკან ატრიალებდა კადრებს, დეტალებში განიხილავდა და აი ისიც...სასურველი დეტალის დაჭერამ მანამდე უჩინარი პარაზიტივით შემძვრალი ტვინს რომ უღრღნიდა ისეთი რისხვით აავსო, გაცოფებულმა ბოლო ხმაზე იღრიალა.
- დედას შევეცი!- ხელი გამეტებით დასცხო საჭეს და ისე მკვეთრად მოატრიალა, გაწბილებული მძღოლებისგან სიგნალების ახალი ტალღა გაიყოლა უკან, გიჟური სისწრაფით მიმავალმა.
- რა მოხდა?- გამოცოცხლდა საბაც.
-.ის სახედამწვარი ტიპი...ხელოსნის დამხმარე თუ ვინ ჩემი ყ*ლეც არის...ის ა ფოტოდან!- გამოცრა კბილებში და ტროტუარზე ძრავის ღმუილითა და აწყვეტილი სიჩქარით შევარდნილს ცოტა დააკლდა სახელოსნოს კარი არ შეენგრია…საბურავების ყურისწამღები ხმაურით დამუხრუჭებული მანქანიდან გიჟივით გადმოხტა და რისხვის ახალმა ტალღამ წამოუარა , შენობის კარი დაკეტილი და ზედ გამოკრული შესაბამისი ინფორმაციის მაუწყებელი წარწერით რომ დაუხვდა...
- შენი დედაც...უხ შენი დედაც!-ჟანგიან მეტალს გამეტებით დასცხო წიხლი და სხვა დროს ალბათ ტკივილისგან აღმუვლდებოდა,მაგრამ იმ მომენტში ბრაზისა და ადრენალინისგან ერთიანად ატანილს არაფერი უგრძვნია…- დედას შევეცი...მაყირავეს ყ*ლესავით! -გაეცინა სიმწრით და ბრაზისგან ათრთოლებული თითებით მოუკიდა ბარამიძის მიწვდილ სიგარეტს.
- დამშვიდდი…სად წავლენ? ხვალ დავბრუნდებით და მიწიდანაც ამოვთხრით…- თვითონაც მოუკიდა საბამ და მანქანისკენ უსიტყვოდ წასულ მეგობარს უკან მიჰყვა, რომელმაც ჯიპში ჩამჯდარმა კიდე ერთხელ შეიკურთხა უმისამართოდ...უკუსვლით დაძრული მანქანა ბარდიურიდან ჩამოიყვანა და გიჟივით მოსწყდა ადგილს.


***

რა უნდოდა?- მანქანაში გამეფებული სიჩუმე დაარღვია საბამ და მეგობარს გადახედა, უხასიათობა პირდაპირ სახეზე რომ ეწერა და კარგად ხვდებოდა ბარამიძე რომ ამ უხასიათობის მიზეზი მარტო წეღანდელი მარცხი არ იყო.
- ვის? - საჭისთვის თვალი არ მოუცილებია ისე იკითხა თავის ფიქრებში ჩაძირულმა აბაშიძემ.
-ნიას...
-ჩემი ყ*ლე.-ზედმეტად უემოციო ტონით შემოიფარგლა მამაკაცი, პარალელურად კი სიგარეტის კოლოფს მისწვდა და ერთი ღერი ამოაძვრინა.
-რა უნდოდა მეთქი? - არ მოეშვა ბარამიძე და ისედაც  გაღიზიანების პიკზე მყოფმა ლუკამ სახე უარესად დამანჭა.
-კაი შე*ჩემა, რა დროს ნიაა?!- საქარე მინისთვის თვალი არ მოუშორებია ისე გამოცრა კბილებში და იმავე მშრალი ტონით აგრძნობინა ბარამიძეს რომ საკითხის  გაგრძელება არ აინტერესებდა. მაგრამ საბა, დანებებას აღარ აპირებდა...აბაშიძისკენ ნახევარი ტანით შებრუნებული სალონში გამეფებული სიბნელის ფონზე რამდენიმე წამით უხმოდ აკვირდებოდა მეგობრის სახეს, ისე თითქოს რენტგენში ატარებსო... პარალელურად კი ისეთი გამომეტყველება მიეღო მისი შემხედვარე კაცი იფიქრებდა რამდენიმე უცნობიანი განტოლების ამოხსნას ცდილობსო...
-მოგწონს, ხო? მოგწონს ეგ იურისტი...-მისმა ზედმეტად მშვიდმა ტონმა დაარღვია ნახევარწუთიანი სიჩუმე, პასუხად კი მხოლოდ დუმილი მიიღო. მაგრამ ბარამიძემ რომელიც ზედმეტად კარგად იცნობდა მეგობარს,  მის ამ დუმილშიც მარტივად შეძლო პასუხის ამოკითხვა.
-მოგწონს შე ყ*ეოო?!- წამოიძახა სიცილით და სახე ისე გაუნათდა, აშკარა იყო განტოლებაზე სწორი პასუხი ეპოვა.- მიდი ეხლა, ამოღერღე...
-რა გინდა?-წარბაწეულმა გადმოხედა აბაშიძემ ზედმეტად აჟიტირებულ მეგობარს.
-რა მინდა?! რა მინდა და მინდა რომ მელაპარაკო! მელაპარაკო და დაიცალო...დაიწყე ეხლა...მიდი, ჰე! ილაპარაკე, მეგობარო....- უკვე სრულიად დასერიოზულებულმა ბრძანების ტონიც კი შეურია ხმაში და დაძაბულობის  და გაღიზიანების მიუხედავად, მისმა შემხედვარემ აბაშიძემაც თავი ძლივს შეიკავა ხმამაღლა რომ არ გადაეხარხარა.
-მოგიტყან მაია ასათიანობის ამბიციები...-მაინც გაეცინა ბოლოს და ოდნავ დანებებულმა მანამდე აკრეფილი მაღალი სიჩქარე თანდათან შეანელა...საავარიო ზოლში აუჩქარებლად გადააყენა მანქანა და აღმუვლებული ძრავი ხელის ერთი მოძრაობით დაადუმა, რის შემდეგაც სალონში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა.
-მომწონს , ხო... კარგი გოგოა, ნია. - იმავე მშრალი ტონით ამოილაპარაკა და სიგარეტის ჩამწვარი ღერი ფანჯრიდან  მოისროლა.
-სულ ეს არის?- წამიერი დუმილის შემდეგ უკმაყოფილო ტონით დაეკითხა ბარამიძე, რომელიც აშკარად უფრო ვრცელ საუბარს ელოდა.  - კაი შე*ჩემა, რას იპრანჭები პირველ ღამეს ქმართან დარჩენილი პატარძალივით?-მომენტალურად აფეთქებულმა გადახედა მეგობარს, რომელიც ძველებურად ჰორიზონტს თვალს არ აშორებდა და ერთხანს ისევ დუმდა.ბოლოს კი ჰაერი ღრმად შეისუნთქა და აშკარად შეცვლილი ტონით დაიწყო.
-მომწონს , ხო...მომწონს არა, მეფიქრება...ან არ ვიცი ეს რა არის, რა ჰქვია ამ.დედამოტყნულ გრძნობას...-პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ ღრმად შეისუნთქა ჰაერი და მომენტალურად მთელი სიცხადით იგრძნო მართლაც ამ შესუნთქული ჟანგბადივით რომ ესაჭიროებოდა ზედმეტად დიდხანს დაიგნორებული და ნაგროვები ემოციისგან დაცლა..- არ ვიცი რადგან, პურველად მემართება ესეთი ყ*ლეობა....არ მინდა,  მაგრამ მაინც მეფიქრება...გესმის?!- განაგრძო სრულიად შეცვლილი ტონითა და გამომეტყველებით და აღარც უცდია ემოციის შეკავება- რასაც არ უნდა ვაკეთებდე...რაზეც არ უნდა ვფიქრობდე...კინოს კადრივით თან დამყვება მაგ გოგოს სახე და ვცდილობ მოვიშორო, გავაქრო , ამოვაგდო ჩემი გონებიდან და...არ გამომდის! ცხოვრებაში პირველად, მე საკუთარ გონებას, საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ, ვერ ვმართავ და ეს მაგიჟებს. არ ვიცი ეს რა ყ*ლეობაა საბა...დედას შევეცი!-გამოცრა ერთბაშად განრისხებულმა, სიგარეტის კოლოფს დასწვდა , არ მოუკიდებია ერთი ღერი ისე მოიქცია ტუჩებს შორის მერე კი სახეზე ძლიერად მოისვა ხელები - კიდევ რომ ვნახო..აი უბრალოდ კიდევ ერთხელ რომ ვნახო, ზუსტად ვიცი თავს ვეღარ მოვერევი და აღარსად აღარ გავუშვებ...
- მაინც რა გიშლის ხელს?
- მაინც ის რომ საბა...-სიგარეტს მოიკიდა აბაშიძემ და ღრმა ნაფაზის დარტყმის შემდეგ განაგრძო-სხვა დროსა და სხვა ვითარებაში...ეღირებოდა დაფიქრებად...-გაეცინა- ეხლა და ამ სიტუაციაში?! სასიყვარულო ურთიერთობები უკანასკნელია რაც მინდა და მჭირდება...გესმის ეხლა?
-მესმის...-მხოლოდ ამ ერთი სიტყვით შემოიფარგლა ბარამიძე და აღარც ზედმეტი კითხვები დაუსვამს, რადგან მისთვის უკვე სრულიად გასაგები და ცხადი იყო მეგობრის ფიქრები. თავადაც მოუკიდა სიგარეტს, მერე მერე კი არცერთს აღარ ამოუღია ხმა.მდუმარედ ისხდნენ და უხმოდ უყურებდნენ წინ გადაშლილ ხედს, საიდანაც ქალაქი ხელის გულივით მოჩანდა...უკვე ღამე იყო და თვალსა და ხელს შუა შემოპარული ბინდიც, დღისით ზედმეტად უსახურ დედაქალაქს , ყვითლად მოციმციმე უთვალავ პატარ-პატარა სინათლეებთან ერთად ულამაზეს პეიზაჟად ხატავდა...
- პირველად რომ ვნახე, იცი რა დამემართა? - ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია ისე დაარღვია დუმილი ლუკამ.
- რა?- მეგობარს გადახედა საბამ.
- გამოვყ*ლევდი...ძაან ჩვეულებრივად გამოვყ*ლევდი...ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რომ ესეთი ლამაზი იყო…- ისევ საქარე მინისთვის თვალმოუშორებლად უპასუხა აბაშიძემ და ზედმეტად არასასურველმა ფიქრებმაც თითქოს შესაბამის მომენტს რომ ელოდნენ ისეთი ძალით შემოუტიეს თავი ასტკივდა...პირველად იყო საკუთარ გონებას რომ ვერ აკონტროლებდა , ზედმეტად დაუკითხავად შემომძვრალ ფიქრებს თავიდან ვერ იშორებდა ამას ისე გადაყავდა ჭკუიდან ისედაც არამდგრადი ნერვული სისტემის პატრონს სურვილი უჩნდებოდა ამ ფიქრების მთავარი და ერთადერთი მოქმედი გმირი საკუთარი ხელებით მიეხრჩო...გამოჩენის დღიდან თანდათან რომ ჩაუსახლდა გონებაში, მის ყოველდღიურ ფიქრებში დაიდო ბინა და გაქრობის ნაცვლად სულ უფრო მყარად იდგამდა ფესვებს...დილით კი თავად მოუჭრა ყველა გზა მასთან მისასვლელად და ცხადად აგრძნობინა რომ მეტჯერ ვეღარასდროს ნახავდა...შვების და კმაყოფილების ნაცვლად კი ის უცნაური შეგრძნება მოგვარა სახელს რომ ვერ უძებნიდა…მის გამოჩენამდე დალაგებული ფიქრები ხელის ერთი მოსმით აურია, თავდაყირა დაუყენა და ეხლა ამ არეულ ფიქრებთან მოსაგერიებელ ბრძოლაში ჩაბმულს ცოტა აკლდა თავი არ გასკდომოდა…
- დედას შევეცი...ეს რა ყ*ლეობაა…- სახეზე ხელებაფარებულმა ამოიღმუვლა ბოლოს და ბარამიძეს ჯერ რომ მსუბუქად ჩაიფხუკუნა ბოლოს კი თავს ვეღარ მოერია და ხმამაღლა ახარხარდა....წარბაწეულმა გადახედა.
- რა გაცინებს შე ჩემა?- დაეკითხა წარბაწეული-ავღადავდით? სირო....-თვითონაც გაეცინა წამის მერე.
-დავლიოთ?-სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა დამშვიდებულმა საბამ და მეგობარს გამოხედა.
-დავლიოთ...მაგის დედაც!- ხელი მსუბუქად დაკრა საჭეს აბაშიძემ, ძრავი ჩართო , მანქანა ნელა მოატრიალა და მთავარ გზაზე გადაიყვანა.

***

დედაქალაქში დაახლოებით თორმეტი სრულდებოდა, ჭიშკარში რომ შეაყენა მანქანა და თავისი სახლის ეზოში გაჩერებული ნაცნობი ჰიუნდაის გამო გინება მოუნდა. საშინლად დაღლილი იყო, გაღიზიანებული და ნამდვილად არ იყო გვიანი სტუმრისთვის მასპინძლობის ხასიათზე...
- აქ რას აკეთებ? - სასტუმრო ოთახში შესული, სავარძელში მოწყვეტით ჩაეხეთქა და თავზე ხელებშემოწყობილმა მოპირდაპირედ მჯდარს გაუსწორა სასმლისაგან ამღვრეული მზერა.რომელიც ნელა წამოდგა სავარძლიდან და მისი სახისთვის თვალი არ მოუშორებია , ისე მიუახლოვდა მერე კი მის მუხლებზე მოთავსდა.
- მომენატრე…-მამაკაცის სახისაკენ გადახრილმა ზედ მის ტუჩებზე ვნებიანად ამოილაპარაკა , მერე კი მოკლე კოცნებით დაუყვა მის სახეს…ნიკაპის გავლით ყელში გადაინაცვლა და მფეთქავ არტერიაზე ნაზად შეახო რბილი ბაგეები...აბაშიძეს, თვალები თავისით დაეხუჭა...კეფით სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და ეცადა მთლიანად მოდუნებულიყო...გონება სრულიად გაეთიშა და კონცენტრირებულიყო, გასაგიჟებელი ქალის გასაგიჟებელ ალერსზე , თითებს მისი მაისურის ქვეშ მის მკერდზე რომ დაასრიალებდა და სურვილისაგან ერთიანად ატანილი , ღრმა სუნთქვისგან ათრთოლებული მკერდით თვალებში ჩამდგარი ვნებით იმდენად ლამაზი და იმდენად სასურველი იყო…ნებისმიერი მამაკაცი, მთლიანს თუ არა ნახევარ სიცოცხლესაც მაინც უყოყმანოდ დათმობდა ეს სილამაზე ერთხელ მაინც რომ ენახა საკუთარ მკლავებში მომწყვდეული.ბოლომდე მოდუნდა აბაშიძეც, ქალის ალერსმა თავისი გაიტანა, ალკოჰოლ შერეულმა სისხლმა ორჯერ მეტი რიტმით იწყო ვენებში რბენა, შემაწუხებელი ფიქრები სადღაც მიჩქმალა და ის იყო თვალები გაახილა და მისგან მილიმეტრებით დაშორებულ ქალის სახეს გაუსწორა მზერა...მოდუნებული, ისევ რომ აირია...მხოლოდ წამით, მაგრამ ალკოჰოლით ნახევრად დაბინდულ გონებაში ავტომატურად გაკრთა ნაზი სახე , მისკენ მომზირალი ვნებით სავსე თაფლისფერები კი მწვანე თვალებმა ჩაანაცვლეს…აირია, სრულიად აირია და ამ არეული და ვერ დამორჩილებელი გრძნობებისა თუ ფიქრების გამო, მრისხანება ისეთი ძალით მოაწვა, ეგონა შიგნით ვეღარ დაიტევდა და კანზე დაბერილი ძარღვები რეტიანივით რომ აწყდებოდა ადუღებული სისხლი ერთიანად დაუსკდებოდა.
"შენი დედაც!"-, მთელი გულით შეუკურთხა ჯერ მწვანე თვალების იმ მეპატრონეს, აი ასე დაუკითხავად და ნაგლად რომ დაბოდიალობდა მის გონებაში , მერე საკუთარ თავს... მომენტალურად გაღიზიანების პიკზე მისული ჰაერის ღრმა შესუნთქვით ეცადა დამშვიდებას და მისკენ მომზირალს ქალს თვალი თვალში ყოველგვარი ემოციის გარეშე გაუყარა.
-ადექი!
თეძოებზე ჩავლებული თითებით აიძულა ქალს ადგომა, რომელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია...თავის სავარძელს დაუბრუნდა, სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა, მერე კი ისევ აბაშიძეს გაუსწორა მზერა.
- ვინ არის?
- ვინ, ვინ არის?-თვითონაც დასწვდა სიგარეტის კოლოფს მამაკაცი და ერთი ღერი ამოაძვრინა.
- აი, ის ქალი თავში რომ გიტრიალებს…-მზერა დააწვრილა თიკამ-ვინაა?
- ლამზირა. ბებიაჩემის დაქალი…-სიგარეტის ღერი, ტუჩებს შორის მოქცია აბაშიძემ, მოუკიდა და ღრმად შეისუნთქა კვამლი.
-ყოჩაღ, ლამზირას...
-ხოო, შენ არ იცი რა ქალია…
-ცოტა ბებერი ხომ არ იქნება?
-რას ვიზამთ, სიყვარულმა ასაკი არ იცის…-ჩამწვარი ღერი , საფერფლეში ჩააჭყლიტა აბაშიძემ, მერე კი ღრმად შეისუნთქა ჰაერი.უკვე კარგად ხვდებოდა საითაც წავიდოდა დაწყებული საუბარი.-მოდი აქ დავსტოპდეთ, ხო? სახლში წადი…უბრალოდ, სახლში წადი , პატარავ…-თვალი თვალში გაუყარა ქალს, რომელსაც მისი სიტყვები თითქოს არ გაუგონია, ისე აკვირდებოდა სახეზე , თითქოს მის სულში ჩაძვრომას ცდილობდა, რათა გაეგო რა ხდებოდა იქ წაეკითხა მამაკაცის გრძნობები და თავის არეულ ფიქრებზე ეპოვა პასუხი...
-გიყვარს?- მისი თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია ისე ჰკითხა ბოლოს, პარალელურად კი მთელი მონდომებით ეცადა ბზარიანი ნოტები არ გაპარვოდა ხმაში და ამით ემოცია არ გაეცა...რაც თითქოს გამოუვიდა კიდეც, მაგრამ აბაშიძემ თავისდაუნებურად დაიჭირა ის ჯიუტი მოღალატე ნოტები და გრძნობდა , ცოტაც და ისე იფეთქებდა,აღარაფრის აწონვას და გაზომვას აღარ დაიწყებდა...ნამდვილად არ შედიოდა ქალის გულის გატეხვა მის სურვილებში და მიუხედავად იმისა რომ თიკას უპასუხო გრძნობაში დამნაშავე თავად არ იყო...ისედაც გაღიზიანების ზღვარზე მყოფს კიდევ უფრო წაუხდა ხასიათი. უემოციო მზერა არ მოუშორებია ქალისთვის და დუმილით აგრძნობინა რომ მის კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებდა.
- კარგი…-ჰაერი ღრმად შეისუნთქა ქალმა-ის მაინც მითხარი ის რომ არ ყოფილიყო, მე და შენ გვექნებოდა შანსი? უფრო მეტისთვის ვიდრე სექსია...
- ამის დედაც...- ხმადაბლა ამოიგმინა ლუკამ და სახე მძიმედ მოისრისა, იგრძნო თანდათან როგორ ღალატობდა ნერვები გაღიზიანების პიკზე მყოფი ძლივს რომ იმორჩილებდა.
- მითხარი…-არ მოუშვა ქალი.
- აბა რა ვიცი , თიკა...აბა მე რა ვიცი....დედამოტყნული, ვანგა ვარ? - სახიდან ხელები არ მოუცილებია ისე უპასუხა აბაშიძემ, პარალელურად კი მძიმედ მფეთქავი საფეთქლები მოისრისა..თავი უსკდებოდა ალკოჰოლისგან და აწეწილი ნერვებისგან. - აბა მე რა ჩემი ყ*ლე ვიცი რა იქნებოდა?! - ხელები მოიშორა და ქალს შედარებით მშვიდი მზერა გაუსწორა- ხოო, შენ სასწაულად მაგარი ქალი ხარ..მაგრამ გულწრფელად გეტყვი რომ აზრზე არ ვარ.არ ვიცი გვექნებოდა თუ არა მეტის შანსი ნია რომ არ ყოფილიყო..
- მაშინ ნიას მოშორებაზე დავიწყებ ზრუნვას... - გაეცინა თიკას შემდეგ კი სიცილის სურვილი საერთოდ გაუქრა და თავისდაუნებურად თვითონაც გააცია იმის დანახვაზე,მომენტალურად როგორ გაეყინა მზერა მამაკაცს,მერე კი აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო , მისკენ სწრაფად გადახრილმა მკლავზე ძლიერად ჩავლებული თითებით თავისკენ დაითრია და მის სახესთან დახრილმა კბილებში სუსხიანად გამოცრა:
- ახლოსაც არ გაეკარო...გესმის?ახლოსაც კი...დაგაჭედებ შუბლში ტყვიას!
- ოჰ...რა სერიოზულად ყოფილა საქმე?! ესე იგი, გიყვარს...
-არ მიყვარს...არა, არ მიყვარს...დედას შევეცი…-დაძაბულ ყბებში გამოცრა და თანდათან აუწია ტონს -არ მიყვარს და რაა, მოგეშვა?!
-ლუკა...
-გეკითხები , მოგეშვა?! -ტონს არ უწევდა განრისხებული- რა გინდა საერთოდ? რა ჩემი გინდა? ისეთ კითხვებზე მთხოვ პასუხს რომლებიც მეც კი არ მაქვს, და რომც მქონდეს, არ ვაპირებ შენთან განხილვას...დაქალივით ჭორაობას, თემაზე : ნია მიყვარს, ლიკუნას მოტყვნა მინდა თუ მართლა ოთხმოცი წლის ლამზირაზე მიდგება...დედას შევეცი!- იღრიალა და საბოლოოდ გაცოფებულმა სავარძლებს შორის, მდგარ შუშის მაგიდაზე გადმოანთხია მთელი ბრაზი…ხელის ძლიერი კვრის მერე რომ ამოტრიალდა და ისეთი ხმაურით დაიფშვნა იატაკზე, უკონტროლო სიბრაზის მიუხედავად მაინც არ გამოპარვია აბაშიძეს როგორ შეკრთა მერე კი ერთიანად დაიძაბა ქალი...ჰაერის ხარბად შესუნთქვით და კონტროლის უკანასკნელად შერჩენილი უნარის დაძაბვით აიყვანა ხელში თავი, მერე კი ისევ მისკენ მომზირალს გაუსწორა თვალი და ცივად , მაგრამ შედარებით მშვიდი ტონით უთხრა - ნასვამი ვარ…ნასვამი და საშინლად გაღიზიანებული...ხედავ, ხო? ვერ ვაკონტროლებ თავს და მართლა არ მინდა რამე ცუდი გაკადრო...სახლში წადი, ხოო? სახლში წადი!-თვალი არ მოუშორებია ქალის სახისთვის ისე გამოცრა...იმწამს მოკიდებული სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩატოვა და პირველი წამოდგა, რითაც ანიშნა რომ აუდიენცია დამთავრებული იყო.
-მოდი, წამოდი...-მხრებზე ხელი მოხვია მისი დამფრთხალ ქალს, რომელიც აღარ გაჯიუტებულა.თავადაც კარგად მიხვდა, რომ მისი კიდევ იქ ყოფნით და კითხვების დასმით რომლებზეც პასუხის გაცემასაც ნამდვილად არ აპირებდა მამაკაცი...კიდევ უფრო გააღიზიანებდა ნერვების ზღვარზე მყოფს, რითაც კარგს არაფერს მოუტანდა არც საკუთარ თავს და არც თვითონ აბაშიძეს...ეზოში ერთად გავიდნენ , წინ წასულმა აბაშიძემ თავად გამოუღო მანქანის კარი და დაელოდა ქალს, რომელიც არ ჩქარობდა სალონში ჩაჯდომას. მამაკაცის წინ შედგა , მერე კი ნელა ამოხედა ერთი თავით მაღალს და მცირე ყოყმანის შემდეგ ფრთხილი ხმით დაიწყო.
-რაღაც მინდა გითხრა და შეგიძლია ისე მომისმინო და მიპასუხო, რომ არ გაგიჟდე?
-თქვი…
-არ მინდა , შენი ბოლომდე დაკარგვა…-ხმა შესამჩნევად გაუტყდა ქალს და ჰაერი ღრმად შეისუნთქა ტონის დასამორჩილებლად - შეიძლება მეგობრებად დავრჩეთ?
- ყოფილი საყვარლები და ეხლანდელი მეგობრები...მაგრად ჟღერს! - ტუჩები ირონიულად დაბრიცა ლუკამ და ის იყო კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ქალი, საბურავების ყურისწამღები წივილი რომ მისწვდა აბაშიძის სმენას...შემდეგ კი მოვლენები სინათლის სისწრაფით განვითარდა , უკანასკნელი კი რაც ლუკამ აღიქვა მკერდში წამიერად აფეთქებული მწველი ტკივილი, თიკას განწირული კივილი და შეშლილი სახე იყო, მერე კი ისევ ტკივილი რომელმაც ინერციით უკან გადააგდო მისი სხეული და ყრუ ბრაგუნით დასცა ასფალტზე..



№1  offline წევრი kasunia

ვაიმეე ახლა გავააფრეენ ამ დროს შეიძლებოდაა დამთავრებაა ? ახლა უნდა ვიჯდე სახლში და გულამოფსკვნილი ველოდოო:(ნუუ ისედაც ასე ველოდებ ხოლმე სულ მაგრამ ახლაა საერთოდ როგორ დავიძინო არ ვიცი :(რა გამიკეთე ეს. ( ძლივს აღიარაა ჩემმა ლუკამ რომ გიჟდრბა ნიაზე ამას ველოდები ამდენი ხანიაა :დდ ნუ ის ვიციი რომ ლუკა გამოძვრებაა სხვა გზა არაა.ნუ შენ რომ საოცრება ხარ მაგაზე ორი აზრი არ არსებობს ❤️❤️ძალიან მაგარი ხარ და ძალიან შემაყვარე თავი <3

 


№2 სტუმარი ann

შანსი არაა ახლა ლუკას რამე დამართო, გავაფრენ! ძლივს ვიფიქრე სადაცაა ნიას მიუვარდება გრძნობებით გადაჭედილი თქო და ეს სად შეწყდა :(
ამ თავში თუ კი თიკას გამოსვა გულწრფელი იყო მაშინ დადებითად განვეწყობი მისადმი და მათი მეგობრობა გამახარებს.
ნია საშინლად დამაკლდა ამ თავში :(
მელე მინდა შემდეგი, ვერ ვითმენ ისეთ დროს შეწყვიტე...

 


№3 სტუმარი სტუმარი დეფნე

მიყვარს... მიყვარს...მიყვარს...

 


№4 სტუმარი სტუმარი თეკო

ფაქტობრივად,თუ წინა თავის კომენტარებში რამე უკმაყოფილება ან გაუგებრობა იყო ,ამ თავიტ ყველაფერს გაეცა პასუხი.
უბრალოდ ნია დამაკლდა და ლუკას ამბავი გამიტყდა
მაგრამ ლუკას ეს მდგომარეობა გაბრაზებულ ნიაკოს ლუკასან დააბრუნებს და მერე რამე იქნება ..

ჰო,ბევრი იყო მაგრამ მაინც არ მყოფნის :((

 


№5  offline წევრი დარინა

ლუკას აღიარებამ თითქმის ამატირა ბოლო მომენტში შევიკავე ცრემლებიიი, ნია დამაკლდააა მე მიყვარს ჩემი ნიაკოო და ლუკა ვინ არის რომ არ შეყვარებოდააა, თავით ფეხებამდეა ჩვენი ლუკა გაბმული ნიას მახეში და ღირსიც არის ცოტა აწვალოს, მაგრამ ბოლო მომენტმაა დამამუნჯაა, ახლა ეს გვინდოდააა, მაგრამ როცა წარმოვიდგენ ლუკას დაჭრის ამბავს ნია რომ გაიგებს რა ამბებს იზამს ცოტა არ იყოს მაზოხისტურად გამიხარდააა, აქ ჩემი ბოროტი მე ჩაირთოო, მომდევნოო მგონი ცხელი თავი უნდა იყოს, იმედია გვრიტები მალე გამოუტყდებიან გრძნობებშიი, უკვე ეცოდინებათ ნია რომ ლუკასთვის ძვირფასია, ჯობია მის გვერდით ყავდეა ასე უფრო დაიცავს, აუ რა მოიცდის შემდეგ თავამდეეე, ბევრი ლუკა და ნია მინდააა არ მყოფნიან ამ თავში დამაკლდა ნია და იმედია შემდეგ თავში ავინაზღაურებ, შენ რომ საოცრება გოგო ხარ ამას ყოველი თავის წაკითხვის დროს ვხვდებიი, მიხარია რომ
არსებობ და ბედნიერება გვაქვს შენი ისორიიების კიტხვის.

 


№6  offline წევრი Kalina

ვააი,
რა ჯანდაბა ხდება აქ?!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№7 სტუმარი სტუმარი Lika

ისე მივეჩვიე ამ ისტორიას რო ცოტა არიყოს პატარა მომეჩვენა ეს თავი, იმედია შემდეგი უფრო დიდი იქნება. ბევრის მთქმელი თავი იყო და ლუკას თავის გრძნობებზე ალაპარაკება მომეწონა ყოჩაღ!! ველოდები მალე

 


№8  offline აქტიური მკითხველი grafo

ე.ი. როგორ გამიმართლდა წინა თავში დაკომენტარებულები. ათიანში გავარტყი :D :D.

კი, მაგრამ ეს ლუკა წლები არ იყო საქართველოში და ახლა დაბრუნებულზე არკვევს ყველაფერს და "რიჟას ებაზრება" მანქანაში საბა(მგონი). ფაქტია ლუკასთან ერთად არკევევნ ყველაფერს და თავისით მანამდე არაფერი არ უქნიათ. ისინი რომ დახმარებოდნენ რამეში, იქნებ ასე არ დაპატრავებულიყო.
თიკაზე გამეცინა. მართლა გამეცინა. კარგად მოირგო მაგარი გოგოს როლი. ოღონდ, იმას ვერ მივხვდი რა საჭირო იყო იმის აღიარება ვხვდებოდი სხვაზე რომ ფიქრობდიო. როგორც რიგით ბ**ს ისე ხმარობდა ბატონი ლუკა და მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ლუკას ფიქრებს. ოჰ, ეს ქალური სისუსტეები.
ოოო, დიდი იმედი მაქვს სხვა რამისთვისაა ეს ლუკას დაჭრა ჩაფიქრებული და არა იმისთვის რომ ნია მივიდეს საავადმყოფოში.

 


№9 სტუმარი Nati

ვაიმე სად გაწყვიტეე იმედია თიკა მოღალატე არაა მალე დადე რააა????????

 


№10  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაიმეეეხლა გავაფრესს ასე დროს იქნებოდაა გაჩერებაა ეს რააა გააკეთეე როგორ დავიძინოო ვაიმეე ....
აუ რა გოგო ხარ მოკლედდ რაა კარგი და ნიჭიერიი ველოდები ახალთავს იმედიაა ხვალ დადებ ხი თორემ მოვკვდიი ისე მაინტერესებსს

 


№11  offline წევრი Na❣Da

თიკა რაღაცას ურევს მგონი :/ რა პრაქტიკულად გამოსტყუა ნიას სახელი
ეჭვები მღრღნის ???? ლუკას სენტიმენტალური საუბარი კიდევ ძალიან საყვარლობა იყო და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინია

Hmm.
უფრო სხვას ველოდი.. არც ეს აღიარება მომეწონა... ჩემი აზრით ლუკას არაფერი არუნდა ეთქვა არავისთან გრძნობებზე და შენ თავად ავტორო უნდა დაგენახებინა ნიასთან მიმართებაში და გამოხატვაში სადაც ამდენჯერ თიკა ჩასვი იქ ნია ჯობდა ყოფილიყო უფრო კარგიც იქნებოდა..
სერიოზულად თიკა უკვე მეზედმეტება :// აი სულ უადგილოდ იცის გამოჩენა რომ მგონია ახლა ნიას ნახავს ან ნია გამოჩნდება ჰოპ და თიკა ...
და რაც შეეხება დაჭრას ანუ იმედია ასე არაპირებ იცებ დაალბო ერთმანეთთან ნია და ლუკა ჰოპ მიაკითხოს საავადმყოფოში ინერნვიულოს შეუყვარდეთ ერთმანეთი და ვსო... ანუ არა არა ესე არმოხდეს რა..
ანუ დაგვანახე ნია და ლუკა ! მეტი ნია და ლუკა და აარა მარტო ლუკა ნიას ფიქრებში და ძმაკაცთან გულის გადაშლაში! არა ეს არ ვარგა ..
ეს უბრალოდ ჩემი აზრია ვკითხულობ ისტორიას და ძალიაან მომწონს ყოველი თავის შემდეგ რაღაც იმედი მქონდა არვიცი რისი თითქოს უფრო გავგიჟდებოდი მაგრამ დღეს და ამ თავმა ცოტააა... ჰო ხვდები გამოცრუვდა.. მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ არ წავიკიტხავ ან ისტორია არ მომწონს! ასე არარის ბოლომდე მოგყვები და მაინც მჯერა რომ საუკეთესო და გასაგიჟებელი იქნება უბრალოდ ავღნისნე რაც არ მომეწონა და რამაცვგამიცრუა იმედი თორემ შენ მკითხველზე უკეთ იცი რას დაწერ და როგორ დაწერ! წარმატებები და არ დააგვიანო გელოდები <3

უი და კინაღამ დამავიწყდა თითქოს ეს თავი დაწერილი იყო წინა თავზე კომენტარებში უკმაყოფილება რომ იყო გამოწვეული მაგისთვის რომ აგეხსნა ეს ასეა და ასეო.. მეგონა პასუხს ცემდი იმათ ვიდრე ისტორიაზე იყავი კოცნენტრირებული და არ მომეწონა არა !! ნურავის ნუ უმტკიცებ ყველას ასე ჩვენებურად გვესმის როგორც ვხედავთ და ვერ დაგვიმტკიცრბ ყველას რომ არა ასეა... არგინდა უბრალოდ გააგრძელე წერა და ბოლოს რაც იქნება თავადვე მივხვდებით ..

 


№13 სტუმარი sofo

ვაიმეე გავგიჟდიი <3 აი ძალიან მომწონს <3 აუ უფრო დიდი თავები დადე რა არმყოფნის აი ვაფშე

 


№14  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

kasunia
ვაიმეე ახლა გავააფრეენ ამ დროს შეიძლებოდაა დამთავრებაა ? ახლა უნდა ვიჯდე სახლში და გულამოფსკვნილი ველოდოო:(ნუუ ისედაც ასე ველოდებ ხოლმე სულ მაგრამ ახლაა საერთოდ როგორ დავიძინო არ ვიცი :(რა გამიკეთე ეს. ( ძლივს აღიარაა ჩემმა ლუკამ რომ გიჟდრბა ნიაზე ამას ველოდები ამდენი ხანიაა :დდ ნუ ის ვიციი რომ ლუკა გამოძვრებაა სხვა გზა არაა.ნუ შენ რომ საოცრება ხარ მაგაზე ორი აზრი არ არსებობს ❤️❤️ძალიან მაგარი ხარ და ძალიან შემაყვარე თავი <3

დიდი მადლობა ❤
უცნაური მე
ლუკა გადარჩება რათქმაუნდა..
მაგრამ მაინც მენერვიულება..
ძალია მაგარია აი ძალიან..
ისე მგონია რომ თიკა არაა ასეთი უნაკო როგორადაც თავს გვაჩვენებს..
საბას და ლუკას საუბარმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა..
უბრალოდ მწერალი ხარ შენ ჩამოყალიბებული მწერალი! ❤️

ღმეთმანი ! მადლობა ^-^
სტუმარი დეფნე
მიყვარს... მიყვარს...მიყვარს...

ვინ თუ საიდუმლო არ არის?:დდდ❤
მარიკუნაა♥️
ვააი,
რა ჯანდაბა ხდება აქ?!

რა ვიცი..
მოვიდეს ავტორი და გაგვარკვიოს რა ხდება! :))
სტუმარი Lika
ისე მივეჩვიე ამ ისტორიას რო ცოტა არიყოს პატარა მომეჩვენა ეს თავი, იმედია შემდეგი უფრო დიდი იქნება. ბევრის მთქმელი თავი იყო და ლუკას თავის გრძნობებზე ალაპარაკება მომეწონა ყოჩაღ!! ველოდები მალე

მადლობა ^-^
grafo
ე.ი. როგორ გამიმართლდა წინა თავში დაკომენტარებულები. ათიანში გავარტყი :D :D.

კი, მაგრამ ეს ლუკა წლები არ იყო საქართველოში და ახლა დაბრუნებულზე არკვევს ყველაფერს და "რიჟას ებაზრება" მანქანაში საბა(მგონი). ფაქტია ლუკასთან ერთად არკევევნ ყველაფერს და თავისით მანამდე არაფერი არ უქნიათ. ისინი რომ დახმარებოდნენ რამეში, იქნებ ასე არ დაპატრავებულიყო.
თიკაზე გამეცინა. მართლა გამეცინა. კარგად მოირგო მაგარი გოგოს როლი. ოღონდ, იმას ვერ მივხვდი რა საჭირო იყო იმის აღიარება ვხვდებოდი სხვაზე რომ ფიქრობდიო. როგორც რიგით ბ**ს ისე ხმარობდა ბატონი ლუკა და მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ლუკას ფიქრებს. ოჰ, ეს ქალური სისუსტეები.
ოოო, დიდი იმედი მაქვს სხვა რამისთვისაა ეს ლუკას დაჭრა ჩაფიქრებული და არა იმისთვის რომ ნია მივიდეს საავადმყოფოში.

გრაფო , მადლობა ^-^
ხო, თიკა ძალიან ცუდად თამაშობს მაგარი გოგოს როლს :((
Nati
ვაიმე სად გაწყვიტეე იმედია თიკა მოღალატე არაა მალე დადე რააა????????

იმედია ! :დდდ
ნარჩიტა
ვაიმეეეხლა გავაფრესს ასე დროს იქნებოდაა გაჩერებაა ეს რააა გააკეთეე როგორ დავიძინოო ვაიმეე ....
აუ რა გოგო ხარ მოკლედდ რაა კარგი და ნიჭიერიი ველოდები ახალთავს იმედიაა ხვალ დადებ ხი თორემ მოვკვდიი ისე მაინტერესებსს

უღრმესი მადლობა ❤
აბა რა არის აქ სანერვიულო და ვერ დასაძინებელი ?:დდ❤❤ ყველაფერი კარქათ იქნება, აი ფრომის იუ !:))

სტუმარი თეკო
ფაქტობრივად,თუ წინა თავის კომენტარებში რამე უკმაყოფილება ან გაუგებრობა იყო ,ამ თავიტ ყველაფერს გაეცა პასუხი.
უბრალოდ ნია დამაკლდა და ლუკას ამბავი გამიტყდა
მაგრამ ლუკას ეს მდგომარეობა გაბრაზებულ ნიაკოს ლუკასან დააბრუნებს და მერე რამე იქნება ..

ჰო,ბევრი იყო მაგრამ მაინც არ მყოფნის :((

მადლობა შეფასებისთვის ❤❤კი , ნამდვილად გაეცა:))) ❤

Na❣Da
თიკა რაღაცას ურევს მგონი :/ რა პრაქტიკულად გამოსტყუა ნიას სახელი
ეჭვები მღრღნის ???? ლუკას სენტიმენტალური საუბარი კიდევ ძალიან საყვარლობა იყო და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️❤️

მადლობა ჩემო კარგო ❤
სტუმარი ნინია
Hmm.
უფრო სხვას ველოდი.. არც ეს აღიარება მომეწონა... ჩემი აზრით ლუკას არაფერი არუნდა ეთქვა არავისთან გრძნობებზე და შენ თავად ავტორო უნდა დაგენახებინა ნიასთან მიმართებაში და გამოხატვაში სადაც ამდენჯერ თიკა ჩასვი იქ ნია ჯობდა ყოფილიყო უფრო კარგიც იქნებოდა..
სერიოზულად თიკა უკვე მეზედმეტება :// აი სულ უადგილოდ იცის გამოჩენა რომ მგონია ახლა ნიას ნახავს ან ნია გამოჩნდება ჰოპ და თიკა ...
და რაც შეეხება დაჭრას ანუ იმედია ასე არაპირებ იცებ დაალბო ერთმანეთთან ნია და ლუკა ჰოპ მიაკითხოს საავადმყოფოში ინერნვიულოს შეუყვარდეთ ერთმანეთი და ვსო... ანუ არა არა ესე არმოხდეს რა..
ანუ დაგვანახე ნია და ლუკა ! მეტი ნია და ლუკა და აარა მარტო ლუკა ნიას ფიქრებში და ძმაკაცთან გულის გადაშლაში! არა ეს არ ვარგა ..
ეს უბრალოდ ჩემი აზრია ვკითხულობ ისტორიას და ძალიაან მომწონს ყოველი თავის შემდეგ რაღაც იმედი მქონდა არვიცი რისი თითქოს უფრო გავგიჟდებოდი მაგრამ დღეს და ამ თავმა ცოტააა... ჰო ხვდები გამოცრუვდა.. მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ არ წავიკიტხავ ან ისტორია არ მომწონს! ასე არარის ბოლომდე მოგყვები და მაინც მჯერა რომ საუკეთესო და გასაგიჟებელი იქნება უბრალოდ ავღნისნე რაც არ მომეწონა და რამაცვგამიცრუა იმედი თორემ შენ მკითხველზე უკეთ იცი რას დაწერ და როგორ დაწერ! წარმატებები და არ დააგვიანო გელოდები <3

უი და კინაღამ დამავიწყდა თითქოს ეს თავი დაწერილი იყო წინა თავზე კომენტარებში უკმაყოფილება რომ იყო გამოწვეული მაგისთვის რომ აგეხსნა ეს ასეა და ასეო.. მეგონა პასუხს ცემდი იმათ ვიდრე ისტორიაზე იყავი კოცნენტრირებული და არ მომეწონა არა !! ნურავის ნუ უმტკიცებ ყველას ასე ჩვენებურად გვესმის როგორც ვხედავთ და ვერ დაგვიმტკიცრბ ყველას რომ არა ასეა... არგინდა უბრალოდ გააგრძელე წერა და ბოლოს რაც იქნება თავადვე მივხვდებით ..

ძალიან დიდი მადლობა ამხელა შეფასებისთვის <3
ნია, ნია , ნია..
ჯობნის ეს ჰიპერატიური თიკა და რაქნას?:დდ ის რომ სულ აბაშიძის გვერდზე ტრიალებს , ეს მარტო მაშინ გამოჩნდება ხოლმე ლუკასთან, როცა ეს უკანასკნელი რაღაც შარშია გახვეული :დდ გეგონება მართლა მფარველ ანგელოზად დაუნიშნეს ზემოდან რა :))

 


№15 სტუმარი სტუმარი anuchki

Vai me es Ra iyo .rogorc iqna agiara rom uyvars msoflios saocrebaa mokled raa.shokirebuli var ise momewonaa

 


№16 სტუმარი სტუმარი bubu

ar mjera tikasi...... tan axla shemeshinda nias saxeli rom gaigo... dzalian momwons istoria da moutmenlad velodebi shemdeg tavs......

 


№17  offline მოდერი naattii

მომკალით და ეს თიკა არ მომწონს რა, თან ზუსტად მაშინ გამოიყვანა სახლიდან იარაღით რომ ელოდნენ? რაღაც არ მჯერა ასეთი ქალის ასე მალე უკან დახევა რა. სხვებზე უნდოდა მამის გამო შურისძიება, ლუკას ბრალიც იყო და იქნებ ამაზეც უნდა? ცუდია ნიაჩკა რომ არ გამოჩნდა, მაგრამ ლუკას აღიარებამ გადაფარა ყველაფერი ...... მოუთმენლად ველი შემდეგს, უკვე წარმომიდგენია როგორ წაეჩხუბება საავადმყოფოში თავზე წამომდგარი ნია არ დამიჯერე და აჰა მიიღე შენიო. ❤️❤️❤️

 


№18  offline აქტიური მკითხველი grafo

ხოო, სტუმარ ნინიას ვეთანხმები.
მე მეგონა მარტო მე დამრჩა ეგეთი შთაბეჭდილება რომ რაღაცია დასამტკიცებლად უფრო იყო ეს თავი საჭირო ვიდრე ისტორიისთვის.
არადა, მგონია რომ გაუგებრად არ ვსაუბრობ ხოლმე :).
ლუკას რაც არ უნდა ეთქვა, ეგ ხომ ისედაც სჩანს მისი საუბრიდან და ერთადერთი მე რაც მომეწონა, ქმედებით რომ სხვას აწვება და აკეთებს ეს არის.
რა ვქნა მეზიზღება კაცები, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ და ლაპარაკობენ. მაშინ როდესაც მგონია რომ მეტი შეუძლია ამ ბიჭს.
მაგრამ, მკვლელი მაინც არის. თუნდაც რატისი :). პოლიციის ესკორტით გავაცილეო. კაცო ეს პოლიციასთან შეკრული კი არა ყველასთან შეკრული ხალხია ამ მარიამის მკვლელობაში გარეული და ხელს აფარებენ ყველაფერს, ხოდა რომ რეკავს ამით ხომ აგებინებს ყველას რომ ამ ტიპისგან რაღაც ინფო მიიღო და მალე მოვალ თქვენამდეცო.
სწორედ ეს არის შენი შეცდომა. ასეთი დეტალები გეპარება ძალიან, ძალიან ბევრი. აუცილებელი არ არის იყოს ისტორია ძალიან მძაფრი და ცეცხლოვანი იყოს, ლოგიკასთან გოჭი და ტურნიკივით იყოს.
მაგრამ, ეს ჩემი აზრია მხოლოდ. და ამდენს თუ ვარატრქტებ ენას, მარტო იმიტომ რომ მგონია ეს ყველაფერი შეგიძლია გაითვალისწინო და უფრო მაგრად წერო.

 


№19  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ახლა დავიწყოთ სულ სულ თავიდან.. შენი წინა ისტორიიდან რომელიც ბოლომდე წავიკიტხე ,,რაღაცის და მიუხედავად” და ეს რააღაცა იცი რაც იყო ალბათ მიხვდები ... ,,ზედმეტი +18 “ ასე ვთქვათ.. განა იტორიას რა ხიბლიაქ მაგის გარეშე მაგრამ ფარგლებში.. ახლა რაშია საქმე იქ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს გამოძიება ვეღარ მიგყავდა დაააა წინ დააყენე ვნება თითქოს ამით გადაფარავდი.. ჰოდა ახლაც ამას აკეთებ.. არ მინდა გეწყინოს რასაც გეუბნები მიყვარხარ მიყვარს ეს ისტორიაც მაგრამ ბევრი კრიტიკა მაქვს ამასთან დაკავშირებით!
არ ვამბობ ვნებას აყენებ წინ თქო ... უბრალოდ დაუფიქრებლად წერ ელენე.. ლუკა გამოგყავს ტრიპაჩი.. ლაპარაკობს .. ლაპარაკობს... ლაპარაკობს... იმუქრება... კლავს... ან პოლიციას აბარებს.. ამასთანავე ამბობს რომ პოლიციაც შეკრულია მივლელებთან! ჰოდა ანუ... ლოგიკა სადაა? ანუ სერიოზულად რომ დავუფიქრდეთ ძალიან მაგარი ისტორია გამოდის მაგრამ ლუკაზე რომ უნდა ვგიჟდებოდე პირიქითაა ხვდები? არ მხიბლავს ასეთი პერსონაჟი დაუფიქრებლად რომ მოქმედებს .. ეს თავიც დარწმუნებული ვარ ისტორია არიყო უბრალოდ პასუხები იყო.. და რატომ? შენ შეგეძლო კიარ გეპასუხა გარუმჯობესებინა ეს ისედაც ვიცოდით რატომ გვიმტკიცებ ლუკას პირით რააზრიაქვს? უბრალოდ დაგვანახე უკეთესი მხარე! დაჭკვიანებული!
ჰო ეს ერთი და ყველაზე მთავარი რაზეც ალბათ უფრო მეტს ვისაუბრებდი მაგრამ მეორეც არის! თიკა.. აი ამ პერსონაჟს უფრო გააჩნია ალბათ ჭკუა და სიეშმაკე.. მიზანდასახულია თქვა და გააკეთა ! მაგრამ რატომ ? რასაჭიროა თიკა აქ როდესაც არის ნია. ლუკა ან ლუკას ძმაკაცები? უბრალოდ დასაკმაყოფილებელი მაქანაა თიკა და მეტი არაფერი.. ან აქ ვითომ მაგარი გოგო ვარ თიკამო აი ეგეთი როლი შეასრულა და თან ნიას სახელიც გამოსტყუა ... ანუ არაა მისი აუცილებლობა წინა პლანზე რომ დააყენე ხვდები თორემ შენი ისტორიაა და შენ უკეთ იცი!
მერე ეკიდე ნია.. ძალიან მიყვარს ეგ გოგო ერთადერთი პერსონაჟია ვინც არ მალავს სახეს და ასე შემდეგ.. საერთოდ ვერ ვხედავ იმის პერსფექტივას ლუკას ნია შეუყვარდაო.. სადაა ამათი ის სცენები სადაც ეგუნდა ჩანდეს წესით? არარის საერთოდ არარის :/ მე კიდე პირიქით მინდა დამანახი ნია და ლუკა ყველანაირად რომ ვიგრძნო მე მართლ არი მათ შორის ქიმია თუ ტყუილად ფიქრობს ლუკა მასზე ამდენს.. კიდე ვერ ვხსნი რისი თქმაც მინდა... სიტყვები სიტყვები და ისევ ლაპარაკი.. რასაჭიროა ამდენი ,,ყბედობა” როცა შეგიძლია დაგვანახო საქციელებიდან გამომდინარე ლუკა და ნია და არა ძმაკაცთან გულის გადაშლაში..
საბოლოოდ იმედი ბოლომდე მაქვს რომ ძალიან მაგარი ისტორია გამოვა თუ ჩაუღრმავდები შენს პერსონაჟებს.. თუ ლოდინია დაგელოდებით რამდენი ხანიც გინდა მთავარია სწორ დასკვნამდე მივიდეთ და ისტორიამ მიიღოს ის სახე რაც გვჭირდება და რაც საჭიროა ... არარის ეს ისე დასაწერი ისტორია რომ აფრიალო ხვდები? ძალიან მაგარი რაღაცაა და ამისთვის შენ უკეთ იცი რას გააკეთებ როგორ წაიყვან და როგორ დაწერ.. მე მაიც ბოლომდე მოგყვები რადგან მაინტერესებს მოვლენების განვითარება..
ჰოდა კიდევ ერთი სათხივარი მაქვს ახლა იმედია ნია საავადმყოფოში თუ მივა ეგრევე არ გამოუტყდებიან სიყვარულში და ვსიო.. ეგრე არ ქნა რა.. ნუ მოკლედ შენ უკეთ იცი და მოგყვები ბოლომდე! წარმატებები და ნუ მიწყენ ამდენ კრიტიკას უბრალოდ ეს ჩემი აზრია და ის რაც დავინახე .. უფრო მეტიც რაზეც ვერ ვუყრი თავს კიდევ..

 


№20 სტუმარი სტუმარი მარიამი

სიტყვები არმყოფნის აღფრთოვანებულივარ.მალე დადე გთხოვ რა ახალი.

 


№21  offline აქტიური მკითხველი grafo

აუუ, ელენე-ელჯეიმსო. წერე ისე როგორც შენ გინდა. და ჩვენ კიდევ იმისთვის ვართ რომ აზრი გამოვთქვათ.
პ.ს. რასაც შენ პასუხებში წერ, იგივეა რასაც ჩვენ ვწერთ. სხვა კი არაფერი :D.
ანგელოზმა ნიამაც მაგიტომ გაუჭედა, თორემ გიჟი კი არ არის ის გოგო. არ აინტერესებს სხვისი ბედი.
სწორედ გითხრეს. ტრიპაჩია ლუკა და ძალიან, ძალიან გამიხარდება თუ გამოასწორებ.
ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ბიჭს სჭირდება: საქმე ლაპარაკის ნაცვლად. საქმე და საქმე.
სადაც არ უნდა ყოფილიყო ჩაფიქრებილი ეგ დიალოგი, ლუკას ტრიპაჩიზმი გამოვლინდა ისევ. ამასაა რომ გიხსნი და ვერ ვხსნი ეტყობა კარგად. ფული, ფული და რეალურად არაფერს წარმოადგენს. მთლიანად გამოაშკარავა თავი მეგობართან, ოღონდ ამჯერად სააკუთარი პირით ათქმევინე ის, რაც მე მანამდე ვთქვი :D :D.

 


№22 სტუმარი სტუმარი ბუშტი

იმედია დღეს დადებ შემდეგ თავს დიდი ხანია ასე არაფერი მომწონებია და ველოდები რომ უფრო უკეთესი იქნება

 


№23 სტუმარი ann

კომენტარებს ვკითხულობ და მართლა მეცინება, თან ყოველ აბზაცში ავტორს მოუწოდებენ რა როგორ დაწეროს და თან აყოლებენ აზრს არ გახვევ თავზეო :დდდ აუუუუ, ესე კარგად თუ აყალიბებთ ამდენს ბარემ დაწერეთ თქვენც და წავიკითხავთ ჩვენც :დდდდდდდ
ავტორს ვეტყვი რომ ძალიან მომწონს ეს ისტორია და ლუკაზეც ვგიჟდები! მკვლელები ისინი არ იყვნენ ოჯახი რომ წაართვეს? დიახაც, ყველა უნდა ამოხოცოს! არცერთს არ შეუხრია წარბი როცა ის გოგო მოკლეს. ის რომ ლუკა პოლიციაში რეკავს და თვითონ არ ისვრის ხელს მათ ბინძურ სისხლში და სწორედ იმათ აკვლევინებს ვისთანაც იყვნენ შეკრულები მაგის ღირსნი არიან!!!

 


№24 სტუმარი makukuna

ელენე, ჩემო კარგო, იმდენი რჩევა, თხოვნა თუ მოთხოვნა მიიღე, საკმარისია და მე აღარ დაგღლი..

უბრჺლოდ, გააგრძელე ისევ შენებურად, ნურაფერს შეცვლი..

ეს თავი აშკარად გავლენით არის დაწერილი და ამიტომაც გამოვიდა ხელოვნური. ლუკა რომ კრიმინალი არ არის იმიტო მოსდის შეცდომები. ნებისმიერ საკითხზე ბევრს ფიქრობს და მხოლოდ კუნთებზე არ იხედება და ბულით არ ზომავს.

ნიასთან ურთიერთობას რომ თავს არიდებს, აბსოლუტურად სწორია და გასაგებია. იმდენი საყვარელი ადამიანი დაკარგა, სიყვარულს რომ ერიდებოდეს, არ მიკვირს.

მეგობრები თუ მის გვერდით დგანან არც ესაა გასაკვირი. ნიასთან მათი შედარება მაგარი სისულელეა. მერე რა რომ ათი წლის შემდეგ ხდება ეს,მეგობრები მაშინ ჩაერთენ , როცა ეს ლუკას დასჭირდა. ამიტომ არის ეს თავი ხელოვნური. საერთოდ ტყუილად ალაპარაკე საბაც და ლუკაც.

თიკაც ძალიან მომწონდა და ესეც ხელოვნურად გააფუჭე. იმედია მეგობრობაში შეთანხმება ძალაში დარჩება და გაამართლებს. და მთლად არ გააბანძებ თიკას.

მოკლედ, შენებურად გააგრძელე რაა. ნუ გადაუხვევ-გადმოუხვევ.

პ.ს. კარგი ადამიანი რო ხარ, კომენტარების პასუხებში გეტყობა :))))))

 


№25 სტუმარი სტუმარი ნათია

იცი რომ ენა ჩამაგდებინეეე, ჯერ ძლივს მოვახერხე წაკითხვა და ახლა ის არ ვიცი რა ვთქვა, უზომოდ გეტყვი რომ უზომოდ კარგი ხაააარ

 


№26 სტუმარი neversaynever

me erts getyvi es istoria dzalian miyvars......shen xar avtori da rogorc ginda ise were..... ubralod me rogor mkitxvels dzalian minda luka da nia ertad..... matshi ragac gansakutrebuls vxedav...... es ori saaocrebaa.....

 


№27 სტუმარი სტუმარი ელენე

არ შემიძლია გრაფოს და ტკბილწიწაკას არ დავეთანხმო.. ზუსტად ასე ვხედავ ისტორიას როგორც ეს ორი ამბობს და რავქნა :/ არ მინდა ცუდად გაიგოთ
ხალხო არავინ ამბობს რომ ავტორს ისტორიას ვაცვლევინებთ ან მოვუწოდებთ ასე ქენი ასეო ასე არარრის უბრალოდ ვუხსნით იმას რაც დავინახეთ ჩვენ და როგორცაა სინამდვილეში და ჩემი აზრით კრიტიკა მისაღებია... მკითხველი მხოლოდ იმიტომ არ ხარ რომ იკითხო ასევე უნდა შეაფასო და სწორედ ასე ვაფასებთ და ეს არ ნისნავს რომ ცუდისკენ მოვუწოდებთ :/ არ მესმის ცუდი რაარის იმაში როდესაც შენს აზრს აფიქსირებ? რათქმაუნდა შენი ისტორიაა და როგორც გინდა ისე დაწერ უბრალოდ მართლა არ მომწონს ლუკას პერსონაჟი და შენც კარგად იცი ავტორო რატომაც და ეს ორმა მკითხველმაც აგიხსნა ... ხოდა მოკლედ არავინ მოუწოდებს ავტორს ასე დაწერე ასეო .. უბრალოდ ისევე როგორც ზოგს გვაქვს ჩვენი შეფასება და კრიტიკა რასაც ავტორს ვუზიარებთდ ა ავტორმ უკეთ იცის როგორ მიიღოს ცვენი შენიშვნა და იმასაც ავღნისნავ რომ მართლაც ძალიან კარგი გოგო ხარ რადგან გესმის და იგებ რასაც ვწერთ

 


№28  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ესეიგი შენი აზრი ვეღარ დაგიფიქსირებია რა.. :დ
დამშვიდდით ხალხო :დ
ავტორმა უკეთ იცის როგორ გაიგო ჩემი კომენტარი და არა მარტო ჩემი...
რადგანაც არემთხვევა ერთმანეთის აზრები ეს იმას არნიშნავს რომ არასწორი ვარ და ავტორს მივუთითებ ისტორია შეცვალეთქო... უბრალოდ კარგად წაიკითხეთ კომენტარი და აზრი გამოიტანეთ თქვენ.. თორე ისედაც ელენემ შესანიშნავად გაიგო <3

 


№29  offline წევრი Tamara Tamo

მე კიდევ მგონია, რომ დაუსრულებელი ისტორიის კრიტიკა არც ისე კარგი იდეაა. რეალურად, არც ერთმა არ ვიცით რას და როგორ განავითარებს ავტორი. იკითხება საინტერესოდ, და ის რომ არ გვყოფნის მოცულობა, არ ნიშნავს რომ პერსონაჟებს რაიმე აკლიათ. Too much ნია და ლუკა რომ არ არის წარმოდგენილი, ეგ არის ზუსტად ყველაზე მაგარი ინტრიგა ❤️❤️❤️

 


№30 სტუმარი სტუმარი თეკო

ყველაფერი გადავიკითხე,ცოტ-ცოტას ყველას ვეთანხმები..მაგრამ ჩემი აზრით როგორც თავიდან შენთვითონ გქონდა ჩაფიქრებული ისე წერო. ბევრად კარგი და ბუნებრივი იქნები შენც და შენი ისტორიაც????????
წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent