ხატია
თავი პირველი თვალები გავახილე და ჩემს გვერდით ცარიელ ადგილს შევხედე: "ისევ დედამისთან დარჩა" გავიფიქრე თითქოს სიამოვნებით. სამზარეულოში გავედი, ჩაიდანი დავდგი და ფეხაკრეფით წავედი ნახევრად მიკეტილი კარისაკენ.ბოლომდე შევაღე კარი და სიყვარულით შევხედე ერთმანეთზე ჩახუტებულ ჩემ ბიჭებს. ყველაზე ძალიან დილა მიყვარს. ყველას რომ ძინავს და ჩემთვის მშვიდად მივირთმევ ყავას... დღეს ორჯერ მეტად მომწონს ეს დილა. დათო სახლში არაა. არ დაიწყებს დილიდან ჩემი სახელის ბუტბუტს. დათო ჩემი ქმარია. ის ბიჭები ერთმანეთს რომ ეხუტებიან ჩემი შვილები აკაკი და ალექსანდრე არიან. მე ხატია ვარ. ხატია... ოცდახუთი წლის. ტელეფონს დავწვდი არცერთი ზარი და არცერთი სმსი. "გამაგიჟებს ეს კაცი". პირველ ზარზე არ მიპასუხა. - გისმენ ხატია,-მიპასუხა აშკარად ნაბახუსევმა -რატომ არ მოხვედი სახლში?-ვეკითხები ვითომ ნაწყენი ხმით. -მეძინება ხატია, რომ ავდგები მოვალ. -იმედია მომისწრებ- ვთქვი და პასუხს არც დაველოდე ისე გაუთიშე. ტელეფონი გადავდე და ფიქრებში წავედი. როდემდე უნდა ვიყოთ ესე.. რა ჰქვია ჩვენს ურთიერთობას? გაუთავებელი ჩხუბი უკვე ცოლქმარიც აღარ გვქვია. სწრაფად გავემზადე, ჩაი გავაკეთე და ბავშვების ოთახში შევედი. აი კიდევ ერთი საყვარელი მომენტი დილის. კოცნებით დავაღვიძე ორივე. დილით სასწაულად გემრიელი ლოყები აქვთ ახალგაღვიძებულებს. აკაკი აბუზღუნდა ბაღში წასვლა არ უნდა დღეს. ალექსანდრე ერთად გავაღვიძეთ. ბაღიდან სახლში ამოვედი, ტანსაცმელი გავიხადე თუ არა კარის ხმა გაისმა -დათო იმედია მარტო ხარ- ბევრჯერ ჩავვარდნილვარ უხერხულ სიტუაციაში ჩემი ქმრის გამო. არასოდეს მაფრთხილებს როცა ვინმესთან ერთად მოდის. -ჰო, ყავას გამიკეთებ ხატია?-შემოყო ოთახში თავი, საცვლებით რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა. -ყავის გაკეთება როგორ არ იცი ამხელა კაცმა- ვუთხარი და ჩემსკენ წამოსულს გვერდი აუარე. -მოდი რაა ჩემთან!- მომკიდა ხელი და თავისკენ მიმიზიდა -ხო იცი აი ამ დროს როგორ ვერ გიტან?- ხელი გავაშვებინე და ასე საცვლებით გავედი ყავის გასამზადებლად. -სად მიდიხარ? -გასაუბრებაზე, ხომ გითხარი გუშინ? -ხატია! ძველი სამსახურიდან ღამე მაინც ხარ სახლში თუ მანდ აგიყვანენ ოცდაოთხი საათი ვერ გნახავ გესმის? -მეტი ანაზღაურებაა. თან დავიღალე დათო. შენ სახლშიც აღარ მოდიხარ უკვე დედაშენთან გადაბარგდი. არ გინდა შენი ნივთებიც წაიღო და დავშორდეთ სამუდამოდ? -ანუ წავიდე? სულ წავიდე? - ისედაც წასული არ ხარ? უბრალოდ ასე როდემდე უნდა გავაგრძელოთ ვის ვატყუებთ დათო.. -ვერასოდეს მომიშორებ თავიდან ხატია, შენც ხომ იცი უჩემოდ როგორ გაგიჭირდება ცხოვრება. არავინ შენ არ გყავს მარტო ხარ, შენებთან წახვალ? ვის რაში სჭირდები?? დაიკარგები ჩემო ხატია.. - ოდესმე დასრულდება ჩვენი ტანჯვა და წახვალ დათო.- აღარ მივაქციე ყურადღება ოთახში გავედი და გამზადება დავიწყე. ოთახში დათო შემოვიდა. კართან დადგა და შემათვალიერა. -ხატია.. -ხატია, ხატია, ხატია -გამეცინა- შვიდი წელია დათო, შვიდი წელი რაც ერთად ვართ და მილიარდჯერ გაქვს ნათქვამი ხატია.. რატო მეძახი ასე ხშირად? - ნანი გირეკავს- უპასუხოდ დამტოვა.- ხატია მომისმინე გასაუბრებაზე მოლარის ვაკანსიაზე მიდიხარ თუ სამოდელო სააგენტოში? ეს კაბა, ეს პერანგი... ხატიაა ჩემო ხატიაა. -ხო ნანი, მზად ვარ, კი გამოდი. ტელეფონი გავთიშე და დათოს მოშორება ვცადე რომელიც ჩემს პერანგზე ბოლო ღილს ხსნიდა. გავაჩერე ჩანთას ხელი დავავლე და კარებისკენ წავედი. - სულ ცოტათი რომ გიყვარდე ხატია სულ ცოტათი...- ამოილაპარაკა და თავი გააქნია -შენ არ ამბობდი ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფაო? ვერ გვეყო ბატონო... -ეჰ, ხატია, ხატია..- გავიგონე უკვე კარებს მიღმა დათოს გატეხილი ხმა. ნანი უკვე შეხვედრის ადგილას იყო. როგორ მიყვარს ეს გოგოო, მარტო არასოდეს მტოვებს. -როგორი ლამაზი ხარ- მაკოცა ლოყაზე ხმაურით -ეხლა შენც თუ დათოსავით დაიწყებ გეფიცები მოგკლავ, წავედით! იმედია დღესვე მეტყვიან პასუხს, ძალიან დავიღალე ნანი- ჩავეხუტე და ტაქსი გავაჩერეთ -შენ ვინ გეტყვის უარს ასეთ ლამაზს რომ დაგინახავენ. მეც დავიღალე სულ ასე მოწყენილს რომ გხედავ ჩემო ლამაზო, როდემდე უნდა ტანჯოთ ერთმანეთი- უკვე ჩურჩულით მელაპარაკება.-დაშორდით ერთმანეთს! ცალკე შენ იტანჯები ცალკე დათო, ხომ ხედავ დარდით ისიც კაცს აღარ გავს -ხშირად ვფიქრობ ნანი, მაგრამ სად წავიდე? შენ ხომ იცი არავინ მყავს, მშობლებთან ვერ დავბრუნდები, ორი შვილით მარტო როგორ ვიცხოვრო დავიკარგები.-პირველად დავეთანხმე დათოს. -მარტო არ ხარ! მე და მარიამი შენთან ვართ არასოდეს დაგტობთ დაგეხმარებით ოღონდ შენ იყავი ბედნიერი. -მე არ გამიშვებს დათო, დაველოდები როდის დაიღლება, როდის მიხვდება რომ არაფერი გამოდის. მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს გთხოვ - ვთხოვე ნანის, - დღეს მე ვიხდი- მითხრა მხიარულად ნანიმ როცა ტაქსი დანიშნულების ადგილთან გაჩერდა. გადავედი, მანამ ნანი ხურდას ელოდებოდა კაბის გასწორება გადავწყვიტე, ამ დროს ზურგიდან ხმა მომესმა და გავშეშდი: -ამას ვის ვხედავ? ნუთუ მართლა შენ ხარ ხატია?-სიცილით ამბობდა ხმა ჩემს უკან. ოღონდ ის არ იყოს ღმერთო ოღონდ ის არა.. მაგრამ ამჯერადაც დამცინოდა ცხოვრება. -ლეკო, შენ? - გამეღიმა მის დანახვაზე. მომიახლოვდა, ჩამეხუტა ცოტა ხანი ჩახუტებული ვყავდი. ნანი გაკვირვებული მიყურებდა. ერთმანეთი გავაცანი. ლეკოს ბიძაშვილი ახლდა დაუძახა და გაგვაცნო -ის ხატიაა? - ღიმილით ჰკითხა ლეკოს და ჩამეხუტა.-სად მიდიხართ გოგოებო, წამოდით ყავა დავლიოთ, ხატიას და ლეკოს რამდენი ხანია ერთმანეთი არ უნახით. -არ გვცალია გასაუბეებაზე მივდივარ- მოვუბოდიშე ბიჭებს. ლეკომ ნომერი მთხოვა და დაბნეულმა უარიც ვერ ვუთხარი.ნანი თვალებით მჭამდა ერთი სული ჰქონდა გაეგო ვინ იყო ლეკო. ოფისამდე ისე მივედით ნანის სიტყვა არ ვათქმევინე. მისაღებში დალოდება ვთხოვე და უზარმაზარ შენობაში გავუჩინარდი. კადრების განყოფილებაში არავინ იყო, დაცვამ დირექტორის კაბინეტამდე მიმიყვა და მდივანს ჩამაბარა. მდივანმაც დირექტორს დაურეკა. შემეშინდა. პირდაპირ დირექტორთან შემიყვანა გასაუბრებაზე. ძალიან ლამაზი ოთახი იყო, კედლებზე სიგელები, დიპლომები, სურათები ეკიდა. სიჩუმე დირექტორმა დაარღვია. -დაბრძანდით, მე რამაზი ვარ. თქვენი მონაცემები მომაწოდეთ და შეკითხვებზე მიპასუხეთ -დიახ-ცოტა დავიბენი- მე ხატია ვარ, ოცდახუთი წლის გამოცდილება არ მაქვს ამ სფეროში, მაგრამ სამსახური ძალიან მჭირდება, ადვილად ვსწავლობ ყველაფერს, არ დაგაღალატებთ, ამჟამად მიმტანად ვმუშაობ უკვე თითქმის ერთი წელია, ადრე სკოლაში ვმუშაობდი-გამოცდებზე დამკვირვებლად- ვამბობდი ხმის კანკალით. რა ჯანდაბა გჭირს ხატია შევუტიე ჩემ თავს. -პირობები ხომ იცით? ანაზღაურებაც?-გამიღიმა ბატონმა რამაზმა-გამოცდილება აუცილებელი პუნქტი იყო განცხადებაში, მაგრამ დღეს რადგან მე ვატარებ გასაუბრებას დაუშვებ გამონაკლისს და მოგცემ შანსს. ტრენინგებს გაგატარებთ ყველაფერს შეგასწავლით, ოღონდ ერთი პირობით -რა პირობით?-როგორც იქნა ამოვიღე ხმა. -როცა ტრენინგებს მორჩები და ჩემთან შემოხვალ ხელშეკრულების გასაფორმებლად დამპირდი რომ ასეთი დაბნეული აღარ იქნები როგორც ეხლა ხარ, ჩვენ ძლიერი თანამშრომელი გვინდა! ისეთ ადგილას მიდიხარ თუ მაგარი არ იყავი არ დაგინდობენ, ირინა შემოდი, ამ გოგოს გაბარებ ხვალინდელ ტრენინგზე ჩაწერე აუხსენი ყველაფერი ყველა გააფრთხილე რომ ახალი თანამშრომელი გვყავს და ერთ კვირაში გელოდებით. -მადლიბა ბატონო რამაზ! ნახვამდის- კი არ გამოვედი გამოვფრინდი კაბინეტიდან. ნანი დავითანხმე და ჩემთან ავედით სახლში. სახლიდან გადავწყვიტე დათოსთვის მეხარებინა. -გისმენ ხატია, -ამიყვანეს დათო, ხვალიდან ტრენინგებზე ვივლი და კონტრაქტსაც მალე დამიდებენ. -მალე მოვალ ხატია. გინდა რამე წამოგიღო? - ტელეფონი გაითიშა გადარეკვას ვაპირებდი ზარის ხმა რომ გაისმა მაშინვე ვუპასუხე -რაფაელო დათო რაფაელო წამომიღე -ლეკო ვარ,-ხმა გავიგე თუ არა მაშინვე ფერი წამივიდა და დავიბენი-ისევ ისე გიყვარს რაფაელო? როგორ ჩაიარა გასაუბრებამ? როგორ ხარ? იმდენი კითხვა მაქვს, ისე მომენატრე.. -კარგად ვარ. მოგენატრე? ჩვენ ყველას მოგვენატრე. განსაკუთრებით თამარს-თამარი გამოკვეთილად და ირონიულად ვთქვი. -მართლა? მაშინ შევხვდეთ! ყველანი დავსხდეთ ძველი დრო გავიხსენოთ. -ნახვამდის ლეკო, თუ წარსულში დაბრუნება მომინდება გაგაგებინებ და შევხვდეთ!- ჩემი ერთი ცუდი ჩვევა... პასუხს არ დაველოდე ისე გავთიშე. ნანის უკვე ვეღარ დავუძვრებოდი და გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა. სიმართლე, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირად დააყენა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.