შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო (თავი 2)


7-09-2018, 01:36
ავტორი santa fe
ნანახია 1 310

მოგესალმებით მეგობრებო. ამ ამბის ძირითადი ნაწილი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. მხოლოდ მხატვრულად შევეცადე რაღაცეები შემეცვალა. მოყოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ამ ამბავმა ორი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და ჯერ-ჯერობით ისინი ისევ არ არიან ერთად. მინდა რომ თქვენი აზრი გამოხატოთ მოგეწონათ თუ არა. მინდა გავიგო ღირს ისტორიის თხრობის გაგრძელება თუ არა.



გადავწყვიტე, რომ რაც დამთავრდა წარსულს უნდა ჩავაბარო. თედოს და ლანას ვერ შევალევ ჩემს ცხოვრებას. უნდა შევცვლილიყავი და მებრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის.

მანქანაში ჩასხდომის შემდგომ ხმა არცერთს არ ამოგვიღია. თორნიკეს ისევ ჩემი ხელი ჰქონდა თავისაში მოქცეული და ცერა თითით მეფერებოდა. მოუსვენრად იყო,ვხვდებოდი რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა.
-მითხარი თუ რამის თქმა გინდა,მირჩევნია ვიცოდე,ვიდრე ვიდარდო რა გაქვს გულში...
-მისმინე სალომე, მე მაგ თედოს ვნახავ და არ დამიწყო ხვეწნა ძალიან გთხოვ, მაინც აზრი არ აქვს. მე კაცი ვარ და უნდა დავიცვა ის რაც ჩემია, გესმის?ვერ დავუშვებ რომ ქუჩაში შიშით დადიოდე მის გამო და იმაზე ნერვიულობდე სადმე არ დაგხვდეს.
-რაც შენია?- სახე გამებადრა მის სიტყვებზე,ანუ რა გამოდის მან მიმისაკუთრა? რა კარგად ჟღერს მისად ყოფნა...
-მოიცა ამ საუბრიდან შენ მხოლოდ ეგ გაიგე?- გულიანად გაეცინა.-არ ვიცოდი ასე თუ გესიამოვნებოდა თორემ აქამდეც გეტყოდი.
-კარგი,კარგი. უფლებას გაძლევ შენ მოაგვარო ეს საქმე,არ ვერევი.- თანხმობის ნიშნად ხელები ზევით ავწიე.-უბრალოდ ვიცი რასაც წარმოადგენს და რისი გამკეთებელიცაა, ამიტომ მინდა თავი შორს გვეჭიროს.
-და რა იმ ნაბიჭ...რის გამო ვირთხასავით უნდა ვიმალებოდე? მისნაირი არ ვარ რომ შორს გადაფსმაში შევეჯიბრო ვინმეს! აღარ მინდა ამაზე საუბარი. მითხარი, რატომ დაშორდით ერთმანეთს?
-ეჭვიანი იყო, მას ქორწინება უნდოდა, მე კი არა, გაბრაზებულმა კი ცოლი მოიყვანა.

დროის შეჩერება ასე ძალიან არასდროს მდომებია როგორც ახლა მინდოდა. ფიქრს ვერ ვიშორებდი თავიდან, როცა კოჯრიდან ბავშვები დაბრუნდებოდნენ ნამდვილად რაღაც ცუდი მოხდებოდა. მაგრამ თორნიკეს სიდინჯის იმედი მქონდა,რომ წყნარად მოაგვარებდა ამ ამბავს. თანაც არ მინდოდა მის პროფესიას საფრთხე შექმნოდა თედოს გაუწონასწორებელი ხასიათის გამო. ადრე მინახავს მისი საშინლად გამაღიზიანებელი საუბრები,თითქოს გიწვევს რომ რაღაც დაუშავო. ახლა დავინახე მისი ნამდვილი სახე რაც მის გვერდით აღარ ვარ, აქამდე ვერ ვამჩნევდი რეალურად როგორი იყო. ჩემს თავზე ძალიან ვბრაზდები,რატომ ვიბრმავებდი თავს? რა მაკავებდა ამ ადამიანთან ვერ ვიაზრებ!

ამ ორი დღის განმავლობაში თორნიკე თითქმის არ მინახავს. ერთ პიროვნებას უწევდა დახმარებას, რომლის უდანაშაულობის მტკიცედ სჯეროდა და ძალ-ღონეს არ იშურებდა ციხიდან მის დასახსნელად. ამისთვის აპელაციაც შეიტანა უმაღლეს ინსტანციაში, რომ ძირფესვიანად გადაესინჯათ ეს საქმე და საბოლოო გადაწყვეტილება ისე მიეღოთ. ამ ახალგაზრდა ბიჭის ამბავი საზარელი მოსასმენი იყო. საქმე მის პროფესიას ეხებოდა. ფეხბურთელი საბა დავითური,ერთ ძალიან უცნაურ ამბავში გაეხვა. თავიდან საბა სამოყვარულო ასოციაციიდან დიდ ფეხბურთში მოხვდა.22 წლის ასაკში კი ახალგაზრდა, წარმატებით თამაშობდა საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში. ბევრი იწერებოდა მასზე სპორტულ ჟურნალ-გაზეთებში. ინტერნეტშიც უამრავი ინტერვიუ განათავსეს. დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მაგრამ, ძალიან მალე ბედის ბორბალი უკუღმა დაუტრიალდა და მისი ვარსკვლავიც ჩაესვენა. მოკლედ, საქმე იმაში მდგომარეობდა,რომ მასზე ფულიან მაგრამ ნაკლებად ნიჭიერ მოთამაშეებს სურდათ მისი ლიგიდან გაგდება. ამისათვის არც თანხებს იშურებდნენ და არც მის ჯანმრთელობაზე ფიქრობდნენ. არანაირი გუნდური თანადგომა არ იგრძნობოდა მის მიმართ. უამრავი ტრამვა მიაღებინეს მაგრამ საბა მაინც არ ნებდებოდა მწვერვალამდე მისაღწევად. მსოფლიო ჩემპიონატზე,მისმა რამოდენიმე თანაგუნდელმა თამაში გაყიდა და ისე მოაწყვეს თითქოს გამყიდველი საბა იყო. სასამართლოში საქმე აღიძრა,დავითური კი თავის უდანაშაულობას ვერ ამტკიცებდა. მოგეხსენებათ როგორ იწელება ყველა პროცესი და რამდენი დრო სჭირდება გამოძიებას,მით უფრო მაშინ როცა ყველას ინტერესში არ შედის საქმე მალე გაიხსნას. საბას მშობლები არ ჰყავდა და მარტო იბრძოდა თავისი სიმართლისთვის სანამ ამ საქმეს თორნიკემ ხელი არ მოჰკიდა. ზრუნავდა მასზე და ცდილობდა ეპოვა გზები მის განსათავისუფლებლად. ბიჭს ორ წლიანი პატიმრობის დროს ყველა ტრამვამ გაუხსენა თავი და მისი მკურნალობა იმ დონეზე ვერ ხერხდებიდა როგორც ფეხბურთელს სჭირდებოდა. ჯანმრთელობა სერიოზულად დაუზიანდა და სავარაუდო იყო რომ ის თამაშს ვეღარც შეძლებდა. სწორედ ამის გამო თორნიკე ძალიან დამწუხრდა. პრინციპის ამბავი იყო მისთვის საბას იქიდან გამოყვანა,ოღონდ გამამართლებელი განაჩენით რა თქმა უნდა.

ორი დღის შემდეგ,თორნიკე თედოს სახლთან იდგა მანქანით. ცოტა ხანში როგორც იქნა ისურვა მან სახლიდან გამოსვლა. ყიფიანმა ავტომობილი დაძრა და ფეხებთან ხმაურიანად დაუმუხრუჭა.
-ჩაჯექი!-სუსხიანი ხმით გამოცრა სიტყვა.თედომაც ყოველგვარი თეატრალურობის გარეშე მანქანის წინა,მარჯვენა კარი გამოაღო და დაჯდა. თბილისის ზღვისკენ აიღო გეზი თორნიკემ. ერთ-ერთ შეღმართზე გააჩერა ყიფიანმა მანქანა.
-რაღაცას იმუქრებოდი და აბა მოთქვი რა გაწუხებს!-ირონიული ღიმილი აიკრო თედომ სახეზე და ზიზღით გახედა თორნიკეს.
-სალომეს თავი უნდა დაანებო და ამას კი არ გთხოვ კატეგორიულად მოვითხოვ!
-კარაქიანი პურიც ხომ არ გინდა. რა თავი უნდა დავანებო ბიჭო,ჩემია ეგ გოგო და იმის ამბიცია ნუ გექნება რომ შევეშვები.
-შე თეს...ლო! რისი იმედი გაქვს ვერ ვხვდები რო მოენძ...რიე კოჯორში და არ დააყენე ერთ ადგილზე,გგონია ასე დავდგები და ვუყურებ შენს სი..რობებს?
-სულ ყლ...ზე შენ რისი ყურება გინდა,მე ვთქვი უკვე რომ სალომესთან შენ ვერ იქნები,ის მე მეკუთვნის!
-შენნაირი კაცის დედამოვტ...ან მე! რომ ვერ გაუგია სად უნდა მოისაქმოს და ვერც იმას ხვდება თავის ჩაჯმულში რომ არ უნდა ჩაჯდეს. ქალიშვილი გოგოსავით ტიპმა ქალს სამაგიერო გადაუხადა და აქეთ გაქვს კიდევ პრეტენზია რამეზე? გიფიქრია მაინც რა ტკივილი მიაყენე სალომეს? ან უტრაკოდ რომ იქაჩები რას პირდები საერთოდ,მეორე ცოლად დაისვავ თუ იმასაც არ შეეკითხები მას რამე უნდა თუ არა შენთან.
-სშვი...ლი ვიყო თუ მაგრად არ მიყვარდეს ეგ გოგო,ვერ ავიტან სხვის გვერდით რომ ვნახო. დედამომეტყ...ნება ტო!
-სულ ყლ..ზე მახატია შენი გულახდილობა! მაგრად არ მინდა პირობა დავარღვიო და ხელით შეგეხო.-საყელოში წვდა თორნიკე.სახეზე ისეთი მრისხანება ეტყობოდა, ვოლიერიდან გამოქცეულ მხეცს ჰგავდა. ყელზე და შუბლზე ძარღვები ამობერვოდა.
-გაფრთხილებ თედო! იცოდე მეტჯერ ამას აღარ გავაკეთებ. დედასმოგიტყნ...ვ სალომეს თუ თავს არ დაანებებ! - ძლიერად უჯიკა ხელი საყელოზე, მანქანაში ჩაჯდა,ძრავა ააღმუვლა,საბურავებს ღრჭიალი დააწყებინა და თედო მიწის მტვერში გახვეული დატოვა. სალომეს ნახვა წყუროდა,ისე ძალიან უნდოდა შორიდან მაინც რომ დაენახა,სასწრაფოდ მისკენ გადაუხვია. სურდა ის მრისხანება რომელიც თედოს მიმართ ჰქონდა მასთან ერთად ყოფნაში გაეფანტა.
-მომიყევი რა მოხდა,რაზე ილაპარაკეთ?!- თორნიკე სავარძელში იჯდა, სალომე მის მუხლებზე კომფორტულად მოკალათდა, ყელში თავი ჩაუყო და კითხვა შეაპარა. ბიჭი ცოტა ჩაფიქრებულიყო და გოგონას თმაზე ნაზად ეფერებოდა.
-შენ ეს არ გეხება სალომე!
-მე მეხება თუ მეხება და ზუსტადაც უნდა ვიცოდე რა მოხდა.
-რა იყო ღელავ ყოფილზე?- თორნიკეს ირონიულმა ხმამ გაბზარა სალის მოჩვენებითი სიმშვიდე.
-რა ეჭვიანობის სცენებს მიდგავ,რომ ვღელავდე აქ არ ვიქნებოდი შენს გვერდით!
-კარგად არის,მხოლოდ ვილაპარაკეთ. შენი სიმშვიდისთვის ამის ცოდნაც საკმარისია! საქმეები მაქვს უნდა წავიდე.-შუბლზე აკოცა და კარი გაიხურა. დარჩა სალომე თავის ფიქრებთან მარტო.


ნათქვამია ადამიანს ერთხელ ეძლევა შანსი და თუ გაუშვა უკან აღარ უნდა ელოდოსო.არც მე მინდა ვარსკვლავების თვალიერებაში მთვარე დამეკარგოს თვალთახედვის არედან. ალბათ ბავშვობის წლები რომ არა თედოსთან ზრდასრულ ასაკში ურთიერთობას არც დავიწყებდი.იმდენად განსხვავებული ტიპაჟები ვართ,თუმცა იმაზეც მენერვიულება,რომ თორნიკესთან ძალიან სწრაფი ტემპით მიდის მოვლენების განვითარება. არც ეს მომწონს დიდად,თუმცა ვერც ვაკონტროლებ. სამი დღის წინ კიდევ ერთ თემაზე ვიკამათეთ.
-სალომე,რას იტყვი ჩემი მშობლები რომ გაგაცნო?- თვითონ ძალიან მხიარული იყო მაგრამ,მე თავზარი დამეცა,რა საჭიროა ურთიერთობის ორი თვის თავზე ასე ღრმად შეტოპვა? სწორედ ამას ვგულისხმობ აჩქარებაში.
-მგონი ჯერ ძალიან ადრეა თორნიკე,არ გვინდა ასე გასერიოზულება გთხოვ!
-რა არის ადრე,ის რომ მე დამოუკიდებელი კაცი ვარ და მინდა გვერდით საყვარელი ქალი მყავდეს?
-აი ხომ ხედავ, თურმე შენი საყვარელი ქალიც ვყოფილვარ და მე ეს ახლა გავიგე.ჯერ ამ დონეზეც არ გვისაუბრია ხვდები?შენ კი უკვე მშობლების გაცნობა გინდა.
- ფობია გაქვს რამე თუ რა ხდება,მაინცდამაინც გინდა სიტყვით გამოვიდე და ისე გითხრა რომ უზომოდ შემიყვარდი ამ მცირე მონაკვეთში?ამას ისე ვერ ხედავ?დიახაც მინდა მშობლები გაგაცნო რადგან შენ არ ვიცი მაგრამ მე იმაზეც ნაფიქრი მაქვს როდის გადმოხვალ ჩემთან,აღარ მინდა თინეიჯერი ოთხმოცდაათიანელი ბიჭივით მესიჯობა და პარკში სეირნობა.
-რატომღაც დეჟა-ვუ მაქვს,ახლა ისე ძალიან გავს შენი საუბარი თედოსას...
-იმ სი...რს ნუ მადარებ! ჩვენს შორის განსხვავებას თუ ვერ ხედავ მაშინ საერთოდ რა გვაქვს სალაპარაკო!
-თორნიკე ნუ ამწვავებ სიტუაციას,ხომ იცი არ მინდა ქორწინება,არ ვიცი რა მჭირს,გინდა ფობია დაარქვი და გინდა სხვა რამე,მაგრამ ერთი ვიცი რომ გათხოვება არ მინდა!
-დაქორწინებას არც გთხოვ,უბრალოდ მინდა ერთად გვითენდებოდეს და გვიღამდებოდეს. მინდა ერთი მთლიანობა ვიყოთ და შენი დანახვის დროს ვაჟიშვილივით ჰორმონები არ მასკდებოდეს. მშობლების გამო იკავებ თავს?თუ ასეა მათ მე დაველაპარაკები და გპირდები ხმაურის გარეშე მოგვარდება ეს პრობლემა.
-მათგამოც,მაგრამ მთავარი აქ მე ვარ!ვისთანაც რაღაც არ გამომივა ასე კარდაკარ უნდა ვიარო ყველასთან?არ მინდა ასეთი ცხოვრება გესმის?
-რატომ გაქვს ასეთი უაზრო ფიქრები და აზრები,არ მოგიწევს კარდაკარ სიარული ამას მე გპირდები,უბრალოდ კარგად დაფიქრდი რა უნდა სხვას შენთვის კი არა შენ რა გინდა საკუთარი თავისთვის და პასუხი რაც შეიძლება მალე გამაგებინე.-ამის თქმაზე კარი ძლიერად გაიჯახუნა და მარტო დამტოვა.ვეღარ ვხვდები უკვე სწორსა და არასწორს. ვერც იმას ვხვდები მე რა უნდა გავაკეთო ამ სიტუაციაში. სერიოზულ საგონებელში ჩავვარდი.თუ უარს ვეტყოდი თორნიკეს გამოვა რომ დავშორდებით და დამთავრდება ის რაც ახლა იქოქებოდა,მე კი ეს ძალიან არ მინდა. თაკოს და ანის ველაპარაკე,მეტნაკლებად სიტუაცია ავუხსენი და აზრი დავეკითხე. მარტო ვეღარაფერს ვეღარ ვიაზრებდი. სხვა ასეთ მომენტში გადაჭრით სწორ პასუხს ვერ გეტყვის მაგრამ, მეგობრებმა მასთან გადასვლა მირჩიეს. მეორე საღამომდე არ გამოჩენილა თორნიკე, არც ტელეფონზე შემხმიანებია.მივხვდი,დროს მაძლევდა და ცდილობდა ჩემს გადაწყვეტილებაზე ზეწოლა არ მოეხდინა. ერთი დღე საოცრად უაზრო და ცარიელი იყო მის გარეშე და მთელი ცხოვრება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. ამიტომ გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად და იმპულსურად მივიღე.
Calling:რას შვები?-ყველაზე უაზრო კითხვა დავუსვი ამ სიტუაციაში.
-პროცესიდან ახლახანს გამოვედი,შენ რას შვები?
-არის რამე სიახლე?
ჯერ-ჯერობით არა,მხოლოდ ის რომ აპელაციაზე თანხმობა მოვიდა. რამე ხომ არ გინდოდა?
-კი მინდოდა, მე...გადაწყვეტილება მივიღე...
მართლა?ასე მალე?
-ჰო ასე მალე!
-მაშინ 7-ისთვის მოგაკითხავ და სადმე გავიდეთ,კარგი?
-კარგი გელოდები!

თორნიკე ცალკე ნერვიულობდა მოსალოდნელ საუბარზე და ამოუცნობ პასუხზე,სალომე კი ცალკე. თუმცა ეს შეხვედრა გარდაუვალი იყო.

-საღამო მშვიდობისა.-ულამაზეს კაბაში გამოწყობილი სალომე თორნიკესაკენ გაემართა.რომელიც მანქანის კარს მიყრდნობოდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.



№1  offline წევრი santa fe

უცნაური მე
წინასიტყვა წავიკითხე..
ანუ გამოდის სალომე და თორნიკე ერთად არ იქნებიან.. რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის.
რაც შეეხება ისტორიას.. ცოტა პატარა თავი იყო.
მეც მგონია რომ ძალიან მალე მოხდა მათ ურთიერობაში ყველაფერი..
თუმცა ვიმედოვნებ ეს აჩქარება ურთიერთობის გაფუჭებას არ გამოიწვევს.
ნუ რავთქვა გარდა იმისა რომ მე ძალიან მომწონს და ველოდები ახალ თავს..
თუმცა.. თუმცა.. შენმა კომენტარმა დანაფიქრა.. ძალიან კარგია რომ ისტორია რეალურია, მაგრამ მე პიტადად ჰეფი ენდის მოყვარული ვარ :)
წარმატებები <3

Madloba didi azris dafiqsirebistvis. Mec happy endis moyvaruli var. Winaswar ar davaspoilereb magram winasityvaoba ufro tedos da salomes exebodaa. Realuri istoriis gagrdzelebas nel-nela gaigebt. Arc idea araa saqme rogorc varaudob <3

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Auuf motxrobashi shegidzlia yvelaferi kargad daamtavro magram es realobashi cota dznelia siyvaruli haeridan ar modis tu realobashic kargad damtavrda kargi iqneba

 


№3  offline წევრი santa fe

სტუმარი მარიკო
Auuf motxrobashi shegidzlia yvelaferi kargad daamtavro magram es realobashi cota dznelia siyvaruli haeridan ar modis tu realobashic kargad damtavrda kargi iqneba

Ra tqma unda cxovrebac zogadad ase martivi araa. Aq shegvidzlia ragacaze viocnebot da ragacaze fikric gavbedot. Madloba azris gamoxatvistvis <3

უცნაური მე
ხოდა ძალიან კარგი.. მე მოგყვები ბოლომდე რათქმაუნდა და დიდი იმედი მაქვს შუა გზაში არ მიატოვებ წერას, რადგან მე ეს ისტორია ძალიან ძალიან მომწონს. შენი წერის სტილიც მომწონს. კიდევ ერთხელ წარმატებები შენ ❤️❤️

Ugrmesi madloba chemo sayvarelo. Gaixare <3

 


№4  offline წევრი naniko mindia

Saocreba veli gagzelebasss, warmatebebi
--------------------
lomidze

 


№5  offline წევრი santa fe

naniko mindia
Saocreba veli gagzelebasss, warmatebebi

Didi madloba <3

 


№6 სტუმარი ანასტასია სკაგლია

ძაან მაგარი ისტორიაა, გთხოვ ახალი თავები მალე დაგვიდე.

 


№7 სტუმარი Araaa

Kvela axali tavis molodinshia

 


№8  offline წევრი santa fe

ანასტასია სკაგლია
ძაან მაგარი ისტორიაა, გთხოვ ახალი თავები მალე დაგვიდე.

Male iqneba gogoebo.madloba motminebisatvis <3

Araaa
Kvela axali tavis molodinshia

Ragomgac mgonia,rom didad mkitxveli ar yavs da momlodineebi,tumca iwereba da male ikneba<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent