შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მია ( თავი V )


7-09-2018, 01:43
ავტორი .M.A.R.I.
ნანახია 1 155

შავი სვიტერი, მაღალწელიანი წელზე მომჯდარი ჯინსის შარვარლი და შავი ‘ოლ სთარები’ ჩავიცვი, თმა გავიშალე და რათქმაუნდა არანაირი მაკიაჟი, ოთახიდან გავედი კიბეებზე ჩავირინე, კარეი გავაღე და გარეთ გამოვედი, როდესაც გამახსენდა, რომ სახლში არავინ არ იყო კარები ჩავკეტე, ესაც ულამაზესი ლონდონი, ყოველთვის ვოცნებობდი ამ ქალაქში შუა ტრასაზე სიარულს წვიმაში, ვოცნებობდი დიდი ხიდზე გადასვლას რათქმაუნდა ამასაც წვიმაში, ყოველთვის მინდოდა ლონდონის წვიმიან ქუჩებში, ნისლში სეირნობა, პატარაობიდანვე ძალიან მიყვარს წვიმა, უბრალოდ ის მახარებს, მამშვიდებს, მაწყნარებს და რაც მთავარია იმის უფელებას მაძლევს, რომ ბედნიერი ვიყო და გავიღიმო, მხოლოდ ეს არ არის წვიმიანი ამინდი სევდის დროსაც გვერდში მიდგას როდესაც ვტირი ცდილობს ჩემი ცრემლები დამალოს და აი რატომ მიყვარს წვიმა, ის მეხმარება და საჭირო დროს ჩემს გვერდითაა... ოცნებებში გართულმა ცას ავხედე და ღრუბელი დავინახე, ხალხს უკვე მოემარჯვებინა ქოლგა, ზოგიც კი უკვე გარბოდა მე კიდევ ხიდისკენ გადავუხვიე, იცით? ყოველთვის მქონდა ხიდების შიში, ოღონდ არასდროს ვიცოდი რატომ, ყოველთვის ვფიქრობდი რატომ მეშინია ხიდების?, რატომ?, თუ არ მეშინია არც სიმაღლის და არც წყლის რატომ შეიძლება მეშინოდეს ხიდების? ამ კითხვაზე პასუხს ვერასდროს ვპოულობ და აი დადგა დღე ეს შიში გადავლახო, ხელები მუჭებად შევკარი და ხიდზე დავდგი ფეხი ეს უკვე დიდი რამ იყო ჩემთვის, წვიმამ დაიწყო და უფრო გავთამამდი ხიდზე გახარებული მივაბიჯებდი, ვიღიმოდი და ხელები გაშლილი მქონდა, მანამ უცნობი არ დავინახე რომელსაც ხიდი მუაჯირებში ჰქონდა ფეხები გაყოფილი, მახსოს ზუსტად ასე ვჯდებოდი ხოლმე აივანზე ბავშვთასახლში , უცნობს გვერდზე მივუჯექი ისე, რომ მისთვის არ მიკითხავს შემდეგ გავხედე და მანაც გამომხედა მისი ცივი თვალები, მისი უცივესი გამოხედვა ეს არასდროს დამავიწყდება მისი ცისფერი თვალები ძალიან ცივი და დაწითლებული იყო , გადავწყვიტე ხმა ამომეღო და ვფიქრობდი რა მეთქვა
-ჰმმ ბოდიში, რომასე უკითხავად მოგიჯექი, თუ გაწუხებ შემიძლია მოშორებით დავჯდე -წინადადება დავამთავრე დამხოლოდ ამისშემდეგგავხედებიჭს რომელიც უკვე მიყურებდა
-ანუ რავი ტირილს თუარდამიშლი დაჩემიქვითინი არ შეგაწუხებს იჯექი -სიცილით მომიგო
-გააჩნია ტირილის მიზეზს -ვთქვი სწრაფად
-უკაცრავად -უცნაურად გამომხედა ბიჭმა
-ტირილის მიზეზს გააჩნია თქო -ვუთხარი და გავუღიმე
-შეყვარებულს დავშორდი -თქვა და თავი დახარა
-რა? -შევცბი უცბათ შემდეგ კი გავნაგრძე -იცი რა ის გოგოა რომელიც უბრალოდ შენი უზარმაზარი ცხოვრების ერთ ფურცელსაც ვერ დაიკავებს იცი? გოგოა რომლის შემცვლელსაც აუცილებლად იპოვი, იპოვი მასზე კარგს ისეთს ვინც ისეთს შეგიყვარებს როგორიც ხარ, არ მაინც იცი რა გოგოს გამო თუ ტირი ეს ისე კარგია, ცუდად არ მიიღო უბრალოდ მართლა გყვარებია, ისე რჩევების დარიგება მიყვარს და ბაემ გეტყვი, იტირე მასთან ვისაც ენდობი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იტირო მის დასანახად ვისაც შენი ტირილი სიამოვნებს და კიდევ თუ ბედნიერი ვერ იქნები, მას მაინც დაანახე, რომ მის გარეშეც ბედნიერი ხარ... იცი რა საერთოდ თუ გინდა მომიყევი დაიცალე გრძნობებისგან, მე ხომ უბრალოდ ერთი გამვლელი ვარ შეიძლება მეორედ ვეღარც კი შევხვდეთ -ჩემი ბრძნული რაღაც დავამთავრე და მას შევხედე თითქოს მისი თვალები გამთბარიყო, ბრწყინავდა სავით
-ძალიან კარგი ხარ, იცი?, ძალიან გამახარე შენი ასეთი დამოკიდებულებით, თითქოს ვიგრძენი , რომ ჩემი ცხოვრება ვიღაცას აინტერესებს, რაც შეეხება მას, ის ჩემი სკოლელია ჩემზე ერთი წლით უმცროსია, მეგონა ვუყვარდი დაშორების დღემდე რადგან მან მითხრა ‘“-მხოლოდ იმის ამო დაგიმეგობრდი, რომ სკოლაში ყველაზე პოპულარული ბიჭი ხარ, მხოლოდ იმის გამო შემოგხედე რომ პოპულარული ვყოფილიყავი, ახლა მივხვდი სინამდვილეში როგორიც ხარ, შენ არ ხარ ის მაგარი ბიჭი რომელთან ყოფნაც მინდოდა, ყველას თავს აჩვენებ, რომ ყვეაფერი შეგიძლია სინამდვილეში კი ტირი“ და იცი რა? მან ერთხელ ნახა ჩემი ტირილი და იცი მაშინ რატო ვიტირე? რადგან ჩემთვისუსაყვარლესი ადამიანი დავკარგე , ჩემი უახლოესი ძმაკაცი რომელიც ჩემს ნამდვილ ‘“მე“-ს იცნობდა, დავკარგე ადამიანი ვინც ყველაფერს და ყველას მერჩივნა -მის ცრემლებს წვიმისგან ვერ ვარჩევდი მაგრამ ხმაზე ეტყობოდა რომ ტიროდა, მისკენ წავიწიე და ხელები მოვხვიე , ვუთხარი
-ის გოგო შენი ღირსი არ ყოფილა -ამ დროს მანაც მომხვია წელზე ხელები , ცოტახანი ასე ვიყავი შემდეგ გავსწორდი და ვკითხე
-რაღაც, რომ გკითხო..
-მკითხე -წინადადება არ დამამთავრებინა ისე მიპასუხა და მეც ვკითხე
-რატო ხარ ხალხში სხვა და არა შენი ნამდვილი ‘“მე“
-შენ არ გესმის..
-ამიხსენი... ამჯერად მე არ დავაცადე გასასამართლებელი მიზეზების ძებნა
-მამაჩემი სკოლის დირექტორია, სკოლაში გადავედი თუ არა, მაშინვე ცნობილი გავხდი, ყველას მოვწონდი ყველას ნდოდა ჩემთან მეგობრობა, მხოლოდ იმიტომ, რომ დირექტორის შვილი ვიყავი, ახლა ალბათ ფიქრობ მერე რა შენი თავი ყოფილიყავიო, მაგრამ იცი რა? არ შემეძლო ამ ყალბ მეგობრებთან ჩემი ნამდვილი ‘“მე“-ს ჩვენება
-ძალიან რაღაცნაირად დრამა ხარ -ღმილით ვუთხარი
-ოჰ, თვით მე? -მანაც გაიღიმა
ცოტახანი წვიმაში სრულიად ამომპალები,ჩუმად ვისხედით ხანდახან ერთმანეთს გავხედავდით ხოლმე და ერთ-ერთ გამოხედვაზე მეც გავხედე და მან გაიღიმა რამაც ჩემი ღიმილი გამოიწვია, არანაირი ნაჩხვლეტი, უბრალოდ აი ისეთი ღიმილი ქონდა რომ გესიამოვნებოდა
ადგა ხელი გამომაწოდა და მეც ავდექი მთხოვა მეც მომეყოლა რამე ჩემს შესახებ და რადგან მან ამდენი რამ მომიყვა ვუთხარი თავშესაფრის შესახებ და ისიც კი გავბედე, რომ გამოქცევაზე მეთქვა , ვუთხარი ჩემს ძმაზე და ნათესავზე და ანაბელზეც ვუთხარი, ის ყველაზე მეტად ძმის ისტორიით გავაკვირვე მან მითრა
-ძალიან უცნაურია ასე უცბათ, რომ გიპოვა კიარადა ისიც უცნაურია აქამდე რატო არ მოგძებნა, შეიძლება საერთოდ არ იყოს შენი ძმა და ვინმე ისეთ იყოს
-ნუ სულელობ -უცბათ გავაჩერე
-უბრალოდ ოჯახი არასდროს გყოლია და ძალიან გაგეხარდა მათ შესახებ, საერთოდ ისიც არ იცი ავთოავარიაში დაიღუპნენ შენი მშობლები თუ არა, ისიც არ იცი ავარია მაინცდამაინც მაშინ რატო მოხდა როდესაც ანაბელის მანქანაში ჩაჯექი და იქნებ მტრები გყავს , შენ დაშენს ოჯახს, რომლებიც ან მართლა დაღუპულები არიან ან სადმე დამალულები და მათ შენ უსაფრთხო ადგილზე წაგიყვანეს, ჯობდა ვინმე სხვას გაეზარდე ვიდრე მომკვდარიყავი
ვუსმენდი ამ სიტყვებს და თავი დებილად წარმოვიდგინე, წარმოვიდგინე რამდენ დებილურ რამეს ვფიქრობდი და არასდროს მიფიქრია რაიმე მსგავსი, არა რა ... იცი რა მას უბრალოდ დიდი წარმოსახვის უნარი აქვს და უნდა დეტექტივი გამოვიდეს ან რამე მსგავსი
-დიდი წარმოსახვის უნარი გაქვს -მივუგე თითქოსდა ამაყად მაგრამ ეს საერთოდ არ მითქვამს ასე
-უბრალოდ დაფიქრდი, მე აქეთ უნდა შევუხვიო -მიმითითა ჩიხზე და იქ შევიდა ნელ-ნელა კი ვხედავდი როგორ იკარგებოდა მისი შავი ჩრდილი წყვდიადში
სახლისკენ წამოვედი მისი საუბრის გარდა ვერფერზე ვფიქრობდი, სახლში შევედი სრულიად დამპალი, მაგრამ წვიმისგან ნასიამოვნები
-რაა არის ეს? -იყვირა ევამ
-ვაიჰ როგორი სველი ხარრ, რა იყო რა არის ვაახ - ჯეიმაც არ დამაკლო
-არაფრის თავი არ მაქვს , დავიძინებ -ვთქვი წყნარად და ოთახში ავედი , ვიცოდი ვე დავიძინებდი ამიტომ აბაზანაში შევედი და ცხელი წყლის ქვეშდავდექი ვფიქრობდი ცივ’თვალებას სიტყვებზე სხვაზე ვერაფერზე, გამოვედი დუშიდან და ჩავიცვი მოკლე შორტი საღამური და გრძელი მაისური რომელიც თითქმის შორტს ფარავდა, აბაზანიდან გამოვედი , ლოგინს გადავხადე შიგნით თბილიად მოვკალათდი, ჯერ დავჯექი, შემდეგ დავწექი, ვერ მოვისვენე და ბოლოს ფეხები კედელს მივაყუდე, შემდეგ ამოვტრიალდი და ასე ვწრიალებდი დიდხანს სანამ არ ჩამეძინა...




_______________________________________________________
მგონი პატარა თავი არაა, ვიცი, რომ დიდი არაა მაგრამ დადება მომინდა და...
შემიფასეთ *-*



№1 სტუმარი სტუმარი eva

Neta martla AR Arian namdvili da-dzmani??.ise ucnauri Kia Ra ucbad modzebna martla.mokled dzalian chamitria istoriam.xo Da kidev dzaan magrad werr????????????????????????????

 


№2  offline წევრი .M.A.R.I.

სტუმარი eva
Neta martla AR Arian namdvili da-dzmani??.ise ucnauri Kia Ra ucbad modzebna martla.mokled dzalian chamitria istoriam.xo Da kidev dzaan magrad werr????????????????????????????

ახლა თუ გითხარი პასუხი ისტორია ვერ ჩაგითრევს :დდ და მადლობა <3

 


№3  offline წევრი MamrikishviliAani

ვაიმეე მარიიი მომეწონაა უზომოდდ ... scream

 


№4  offline წევრი .M.A.R.I.

MamrikishviliAani
ვაიმეე მარიიი მომეწონაა უზომოდდ ... scream

მადლობა ანუკი :დ <3

 


№5  offline წევრი khatia khatia

ისე მართალია ეგგგ ბიწი რა იცის როოო მართლა ზმაა ანნ ნამდვილად ნათსავია
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent