სულის ტკივილი დამიტოვე მარიამმეორე ნაწილის (დასასრული)
-როგორ ფიქრობ,რატომ არ გეკითხები არასდროს არაფერს? რატომ არ გეკითხები სად ხარ,როდის მოხვალ და ან რატომ გაგვიანდება.იცოდე მე თვალები ყველგან მაქვს და არ დაგავიწყდეს,რომ მე შენს ნებისმიერ სტატუსზე და კარიერაზე მეტი მაღალ საფეხურზე ვდეგევარ. -რას გულისხმობ, ზაზა თუ რამის თქმა გინდა პირდაპირ მითხარი.დავიღალე უკვე შენი მუქარებით,დავიღალეეე. -ამ ბოლო დროს შენი პირიდან ხშირას მესმის მსგავსი სიტყვები და უარესები ,,მეზიზღები,ვერ გიტან,წავალ და აღარ დავბრუნდები''.შენ თუ ფიქრობ რომ ექიმი ხარ,ამ სტატუსის გამო ნუ იფიქრებ ჩემზე მეტი ხარ. -ზაზა მე შენ ცხოვრებას ვერ მიკარნახებ რა და როგორ გავაკეთო,მე ჩემი სამსახური მაქვს,ჩემი კარიერა რომელსაც ჩემი წლები შევწირე. -მიხარია ექიმი რომ ხარ,მინდა გამოიყენო შენი კარიერა,გამოიყენოოოო. -როგორ? რას ჰქვია გამოვიყენო,რა ჩაიფიქრე. -თამაშის წესებს მალე გეტყვი და იცოდე,თუ ამყვები ამ თამაშში ლომის გვერდით შენც ლომის დედოფალად იგრძნობ თავს. იმ წუთში გავიფიქრე,რომ რაღაც სახიფათო თამაშში ჩათრევას მიპირებდა და არც მომისმენია ისე ვუთხარი. -მე არ ვაპირებ არანაირი თამაში ვითამაშო და ჩემი შვილი ბინძური ფულით გავზარდო. -უკვე ცუდად აჭიკჭიკდი ჩემო საყვარელო. -ზაზა გთხოვ,გემუდარები ნუ აყვები სხვისი ფეხის ხმას და ნუ დაანგრევ სხვის სასიხარულოდ ჩვენს ოჯახურ სიმყუდროვეს. -ნუ მეუბნები და ნუ მასწავლი,როგორ დავმშვიდდე და როგორ ვიცხოვრო.მე მშვიდად ვარ,სრულიად მშვიდად გესმის? მიყვირა და მთელი ძალით მოქნეული ხელი სახეში გამარტყა,ეს ისე მოულოდნელად მოხდა თავი ვერ შევიკავე და ძირს დავვარდი.იმ საღამოს პირველასდ ასწია მან ჩემზე ხელი და იმ ღამიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა.ყვირილის ხმამ ბავშვც გააღვიძა და ვშიშობდი არ შემოსულიყო ჩვენს საძინებელში,არ მინდოდა ვენახე იატაკზე დაგდებული და გახეთქილი ტუჩიდან თქრიალით მდიოდა სისხლი,მაგრამ რასაც ვშიშობდი ის მაინც მოხდა,მისმა გაკვირვებულმა ხმამ და ცრემლიანმა თვალებმა სუნთქვა შემიწყვიტა. -დედა,დედიკო რა გჭირს.მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე,როგორც შევძელი წამოვდექი და დავუყვავე. -არაფერია დე,დავეცი და მამიკომ მომეშველა.წადი შენ და დაიძინე,დილით სკოლაში უნდა წახვიდე. -დაიჯერა თქვენმა შვილმა თქვენი ნათქვამი? ექიმმა ჩაიცინა და თქვა. -რა გგონიათ,ბავშვები ვერ ხვდებიან დედები როდის ამბობენ ტყუილს და როდის მართალს? ზაზამ არა მარტო მე მომკლა იმ ღამით,ჩემი შვილი ფსიქიკაც გაანადგურა.ჩემს ცხოვრებაში იმ ღამით გაჩერდა დრო,დრო რომელიც არც წინ მიიწევდა და არც უკან ბრუნდებოდა.ღამეები კოშმარებად გადამექცა და ყოველი დღე ვფიქრობდი მხოლოდ იმას ჩუმად გავსულიყავი ქვეყნიდან,ჩემს შვილთან ერთად.სარკეში ჩახედვა აღარ მინდოდა,ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი.ჩემი შვილის თვალებში შიში და უნდობლობას ვხედავდი.რამოდენიმე დღე სახლში მარტოები ვიყავით,იარები მომიშუშდა და ზაზა ისევ დაბრუნდა,მისმა დაბრუნებამ კი ახალი იარები გამიჩინა,ისევ ახალი ქარიშხალი ამოვარდა და უკვე მივხვდი რომ აღარაფერი აღარ იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში ისე,როგორც ძველად.მშვიდი,მოსიყვარულე,იუმორით სავსე ზაზა მონსტრად გადაიქცა.ჩემი ცხოვრება გადაიქცა შავ მუქ ფერებში სადაც სინათლის ერთი წერტილსაც კი ვერ ვხედავდი,იმედის სხივი არსაიდან არ სჩანდა.გავყურებდი ამ გზას და ვხედავდი თუ ამ გზით წავიდოდი ჩემს სხეულზე შეხორცდებოდა იარები და ტკივილიც გაქრებოდა,მაგრამ გაქრებოდა ფიზიკური ტკივილი,ჩემს სულს კი დაედებოდა დიდი ცოდვა.ვერ შევძელი,ვეღარ გავუძელი ამდენ ტკივილს,ამდენ შეურაცყოფას,ყოველდღიურ ძალადობას და მეც დავთანხმდი გავმხდარიყავი მისი თამაშის მონაწილე.ჩემი შვილი იმ დროს 10 წლის იყო,მთელი ხუთი წელი არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს გარშემო,მე მხოლოდ მასზე თოთო ბავშვების გადაცემა მევალებოდა და თუ მოხერხდებოდა პაციენტის გაყვანაც ამ ინფორმაციასაც ვაძლევდი მათ.იმის იქით რა ხდებოდა მე არაფერი არ ვიცოდი,არ მახედებდა მის შავ საქმეში.17 წლის რომ გახდა ჩემი შვილი ვეღარ გაუძლო უსამართლო ცხოვრებას და ერთ საღამოს მამა-შვილის შეტაკების დროს საშინელება მოხდა,ზაზას მევლუდიმ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გულის არეში და ადგილზევე გარდაიცვალა.ჩემი შვილი ციხეში გადაიყვანეს,გაასამართლეს და განზრახ მკვლელობისთვის 15 წელი მიუსაჯეს,მაგრამ 10 წელიწადში გამოვიყვანე.მეგონა დასრულდა ჩემი კოშმარული ცხოვრება,მაგრამ შევცდი ზაზას გარდაცვალების შემდეგ უფრო გაუარესდა ჩემი ცხოვრება.ერთ საღამოს ჩემთვის ორი უცნობი მამაკაცი მესტუმრა რომლებმაც საქმის გაგრძელება მიბრძანეს,უარის შემთხვევაში ჩემს შვილს ციხეში მოაკვლევინებდნენ მე კი სახლში გამომწვავდნენ.არა მარტო მე ჩემი შვილიც ჩაითრიეს ამ ბინძურ საქმეში,საქმე გაგრძელდა და ფულიც შემოდიოდა ყველა ფიქრობდა,რომ ეს ფუფუნება და კარგი ცხოვრება მე ჩემი დაუღალავი შრომის შედეგად მივაღწიე ამ ყველაფერს.მევლუდი გაზრდილი და დავაკაცებული დაბრუნდა და მე პრველად ვიგრძენი სირცხვილის გრძნობა,მრცხვენოდა მისი,მრცხვენოდა თუ როგორ ვცხოვრობდით მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.ერთ დღეს ძალა მოვიკრიბე და ჩემს პარტნიორებს ჩემი საქმიდან გასვლის შესახებ სიტყვა ჩამოვუგდე,რომ მე საქმიდან გავდიოდი.არცერთს არ უთქვამს უარი,მხოლოდ ერთ საღამოს როცა მევლუდი სახლში არ იყო მეც მარტო ვიყავი.დაღლილი მოვედი სამსახურიდან წყალი გადავივლე და მინდოდა ცოტა დამესვენა,მაგრამ სტუმრები გაუფრთხილებლად მესტუმრნენ და დავიბენი,სახლში შემოვიპატიჯე და მე ჩემს ოთახში შევედი გამოსაცვლელად სადაც ერთ ერთი მათგანი შემომყვა და უხეშად მკრა ხელი საწოლზე დამაგდო და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად,მიიღო ის რაც უნდოდა.ტირილისაგან ძალა გამოცლილი ვეგდე მეორე რომ შემოვიდა,მიბრძანა წყალი გადამევლო და ავდექი,წყლის ქვეშ ვიდექი და ჩემს უბედობას მოვთქვამდი,იქ შემომივარდა შიშველი და ჯერ იქ მაწამა,შემდეგ საძინებელში გამიყვანა და დილამდე ჩემი სხეულით ნებივრობდა.ორივეს ვიდეო გადაეღოთ და ამ ვიდეოთი მაშანტაჟებდნენ,თუ საქმიდან გავიდოდი ამ ყველაფერს მევლუდის აჩვენებდნენ.ვერა და ვერ გამოვაღწიე ამ ბნელი სამყაროდან,იმ ღამის შემდეგ ხან ერთი იყო ჩემი ღამის პარტნიორი და ხან მეორე.ჩემი ცხოვრება ჩაიძირა და დაკარგა ადამიანური სახე,როცა მევლუდი თვალებ ჩაწითლებული დადგა ჩემს წინ და მე იმ თვალებში ჩემდამი ზიზღი დავინახე.ვერ გავბედე,ვერ ვუთხარი სიმართლე და ისევ ჩემი თავი გავამტყუნე რომ მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი ვარ და მეც მჭირდება მამაკაცის ყოფნა გვერდით.იმ დღის შემდეგ მეუხეშებოდა,ცუდ სიტყვებს მეუბნებოდა და მისი ზიზღნარევი გამოხედვით ადგილზე მკლავდა.ერთ საღამოს ნასვამი მოვიდა და მითხრა. -რამდენ ხანს გინდა გააგრძელო ასე. -როგორ ასე.გსვიკვირვე მე. -ვერ ხვდები რომ მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქვს? რამდენი ხანია რაც ეს ყველაფერი ხდება. -შენ კარგად იცი,როგორ მოვხვდი ამ ხალხში,რომ ეს ყველაფერი მამაშენის დამსახურებით მოხდა. -ვიცი,ვიცი და ყოველთვის ვცდილობდი გამეგო შენთვის, მაგრამ ვხედავ შენ ხორცთან ერთად სულიც გაგიყიდია. -მამაშენმა ცხოვრება გამიმწარა,სული და გული ამომაცალა და დავრჩი ყველაფრისგან უგრძნობი ქალი,მაგრამ მონატრების გრნობა მაინც შემომომრჩენია.მიუხედავად მისი ასეთი უხეშობისა მე ის მაინც მენატრება. -ვხედავ,ვხედავ როგორც გენატრება და ეს მონატრება იმ ადამიანებთან არ უნდა გეპოვა დედა.ვეღარ გავუძელი მის თვალებს და ვუთხარი. -არ იცი რა მოხდა და გთხოვ,ნუ მადანაშაულებ. -რა მოხდა,ძალა იხმარეს? დედა მითხარი მათმა შენზე ძალა იხმარეს? ვეღარ გაუძლო გულმა ამდენს და საშინელი ხმით ავღრიალდი,ხელი მომკიდა და ისიც ჩემთან ერთად ღრიალებდა.როცა დავმშვიდი,ის გაშეშებული იჯდა და მის თვალებში რისხვა ბობოქრობდა.შემეშინდა,იმ დღეს ჩემი შვილის შემეშინდა.ბოლოს როგორც იქნა შემომხედა,გამიღიმა მაგრამ ის ღიმილი იყო ყალბი და უემოციო.რამდენიმე თვე იყო გასული ჩვენი ამ საუბრიდან,რომ ის ორი ადამიანი ავტო საგზაო შემთხვევით დაიღუპნენ.ჩემი შვილისთვის პასუხი არავის მოუთხოვია,ის გზიდან ასცდა და აქტიურად ჩაება შაბ-ბნელ საქმეებში,მასთან ერთად კი მეც.ჩვენ უფროსი აღარ გვყავდა,ყველაფრის უფროსები ჩვენვე ვიყავით. -შემოსავალი რაც შემოგდიოდათ თქვენი იყო? -ჩვენი იყო,მე ჩემი კარიერა მქონდა და დაკავებული ვიყავი ჩემი სამსახურით.ვინმეს ეჭვი რომ არ აეღო,მევლუდის დიდი სუპერ მარკეტი გავუხსენი სადაც მთელ დღეებს იქ ატარებდა,ამიტომ არასოდეს მიუტანია არავის მასზე ეჭვი.მარიამის შემთხვევამდე საქმე არ ჩავარდნილა ისე სუფთად კეთდებოდა ყველაფერი,მარიამმა ჩაგვიგდო და ჩაგვიშალა ყველა გეგმა როცა გაიქცა და დაიმალა.ვეძებეთ,მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენით თუმცა ვიცოდი ქვეყნიდან ვერ გავიდოდა,აქაც შევცდი გასულა და უკანაც დაბრუნდა ჩემს ჩასაძირად. -მაინც ვერ გავიგეთ,მარიამისგან რას ითხოვდით. -მარიამი უნიჭიერესი სტუდენტი იყო,მისი ტვინი გვჭირდებოდა ერთ-ერთი უცხოელის შვილისთვის.როცა საკმაო დრო გავიდა,ის პოროვნება გარდაიცვალა ჩვენ კი მარიამი ვეღარ გამოვაჩინეთ და გვინდოდა ნელა ნელა წამლებით დაესრულებინა სიცოცხლე,მაგრამ მიგვიხვდა და გაქცევაც მოახერხა. -დაუჯერებელიაეს ყველაფერი. -რა არის დაუჯერებელი,ტვინის გადანერგვა? -არა,რომ თქვენი შვილის მეორე სახე მაღაზიაში ვერავინმა ვერ შენიშნა.იცით? ძალიან ძნელია იცხოვრო ერთმა ადამიანმა გაორებული ცხოვრებით,დილით იყო კეთილი და თავაზიანი უფროსი თანამშრომლების მიმართ,საღამოს კი კლავდე და ხოცავდე ხალხს,ვაჭრობდე მათი სხეულის ორგანოებით.ძალიან ძნელია თავი გააკონტროლოს ასეთმა ადამიანმა,როცა ორი სახე აქვს და ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. -მართალი ხართ,სწორედ ერთ დღესაც ვერ გაითვალისწინა რაღაც-რაღაცეები და შეცდომაც დაუშვა. -რა შეცდომა. -თავის თავი თავად გასცა. -ეს როგორ. -ყველა თანამშრომელი ვინც კი აყავდა სამუშაოდ სისხლის ანალიზს სთხოვდა,ერთ დღესაც ახალგაზრდა გოგონა აიყვანა და ის გოგონა იშვიათი სისხლის აღმოჩნდა.კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა,დაახლოვდნენ და ჩემს შვილს ცვლილებასაც ვამჩნევდი,ვხედავდი რომ მის თვალებში სიყვარული გაჩნდა.უკვე გადაწყვიტეს ერთად ეცხოვრათ და საცხოვრებლად ცალკე გადავიდნენ. -რა მოხდა,რატომ დაიმსხვრა მათი ურთიერთობა. -მისი გაუთვალისწინებელი შეცდომა ის ყო,რომ არ გავიდა საძინებლიის ოთახიდან და იქვე ისაუბრა ყველაფერი,ეს მოხდა ერთ დილით როცა მევლუდის ეგონა ნინის ეძინა.შემდეგ ჩაიძინა ისევ და როცა გაიღვიძა ნინი იქ აღარ დახვდა,მის გვერდით ბალიშზე კი წერილი დახვდა ,,ვიცი ვინ ხარ და რა საქმეებსაც აკეთებ,მაღაზია შენი ნიღაბია რადგან ყოველთვის გქონდეს საბუთი თუ სად ატარებ დღეს.მივდივარ,შენთან ვეღარ გავჩერდები''.მევლუდიმ მიხვდა მის შეცდომას და გადაწყვიტა ნინი მოეძებნა,რამოდენიმე საათი დასჭირდა მის მოსაძებნად სახლში მიაკითხა და იმ დროს მივიდა, როცა უკვე სახლიდან გადიდიოდა ჩემოდნით. -რა მოხდა,იკამათეს? -იკამათეს,კამათის დროს კიბეზე დაუცდა ფეხი და დაეცა.ცოცხალი იყო საავადმყოფოში რომ მიიყვანა,სიცოცხლის დღეები არა წუთები ჰქონდა უკვე,ჩვენც ჩვენს პარტნიორს დავურეკეთ და მისი გული მას მივყიდეთ. -ეს ვერავინ ვერ გაიგო? იქნებ გადარჩენილიყო და ეცოცხლა.გაოცებულმა შეეკითხა გელამ ექიმს. -გადარჩენის შანსი არ იყო და რომ გადარჩენილიყო ის მევლუდის დაასმენდა,ამიტომ უკეთესი იყო ასე უხმოდ მომხდარიყო ყველაფერი. -პატარა რომ გყავთ სახლში თქვენი შვილის არის თუ შეიფარეთ ვინმე. -არა,არ შეეხოთ ის ჩემი შვილია ის სუფთაა,ყველაზე სუფთა არსებაა დედამიწის ზურგზე.ამ საქმეში მას არანაირი კავშირი არ მიუძღვის. -თქვენი შვილია? გაოცდა გელა. -ჩემი შვილია,ის ჩემი ცხოვრების ერთი ღამის შეცდომაა,მაგრამ ჩემი შვილია.ცრემლი მოერია ექიმს. -როგორ,როგორი შეცდომაა. -ერთ საღამოს სამსახურიდან გვიან გამოვედი,ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი,მაგრამ არ ვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი,თვალი რომ გავახილე უცნობი მამაკაცი ჩემით ერთობოდა.თავი მტკიოდა ხმა ვერ ამოვიღე და ისევ გავითიშე.გონს რომ მოვედი ქუჩაში ვეგდე და თავზე რამოდენიმე ადამიანი მადგა.ერთ-ერთმა მათგანმა სასწრაფოს გამოუძახა,მაგრამ ვიუარე ჩემი მისამართი ვუთხარი და ვთხოვე სახლში წავეყვანე.რამოდენიმე კვირაში ვიგრძენი ცვლილებები და ტესტი გავიკეთე,ჩემს სხეილში უკვე პატარა უცოდველი არსება იწყებდა ზრდას.იმ დღეს გადავწყვიტე ჩემი ცხოვრებისთვის წერტილი დამესვა და გადაწყვეტილებას სისრულეშიც მოვიყვანდი ჩემს შვილს რომ არ მოესწრო ჩემთვის ვენებ გადაჭრილს,მან მიპოვა და გადამარჩინა.ასე მოევლინა ჩემი პატარა ემილიანა სამყაროს. -თქვენმა შვილმა გაიგო,რაც გადაგხდათ თავს? -კი,არ დამიფიცავს ყველაფერი ვუთხარი და არ მომცა საშუელება პატარა ჩამეკლა ჩემს სხეულში.ემილიანას არსებობა მევლუდის დამსახურებაა,არ დამცალდა სულ ცოტაც გვინდოდა და სამივე მივდიოდით ქვეყნიდან,მაგრამ დღეს თქვენს წინ ვზივარ და თქვენს ხელში ვარ.არასოდეს ვყოფილვარ ასეთი გულწრფელი როგორც დღეს ვარ,მე თქვენ ჩემი ცხოვრების ისტორია მოგიყევით,თქვენ კი ვალდებული ხართ განაჩენი გამომიტანოთ,მე მზად ვარ მოვიხადო ჩემი სასჯელი,თუმცა არ შემიძლია არ გითხრათ ერთი რამ,მე მართლა ვწუხვარ განვლილ წლებს.დაკითხვა დასრულდა,სასამართლო შედგა და რადგან დამნაშავემ ყველაფერი აღიარა ექიმს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა მის შვილთან ერთად,მარიამი კი მკვდრეთით აღსდგა და შეეძლო თავისუფლად ესუნთქა,ასევე გასულიყო ქუჩაში და დამტკბარიყო სიცოცხლით,თუმცა ძნელია დაკარგული წლების დაბრუნება.სასამართლოს დასასრულს ექიმმა მორიდებით უთხრა გელას. -ბატონო გამომძიებელო,თქვენთან სათხოვარი მაქვს. -გისმენთ,შევეცდები დაგეხმაროთ. -მინდა თქვენ იყოთ ჩემი შვილის მეურვე და თქვენი ყურადღების ქვეშ იზრდებოდეს.გელა დაიბნა და ქრისტის შეხედა. -ეს მოულოდნელია ჩემთვის და ასე დაუფიქრებლად ვერ გაგცემთ პასუხს ექიმო,დავფიქრდები თქვენს თხოვნაზე და რამოდენიმე დღეში ჩემს გადაწყვეტილებას შეგატყობინებთ.გელამ ბევრი იფიქრა,ალექსანდრასთან ერთადაც განიხილა ეს საკითხი და ალექსანდრამ ისეთი რამ უთხრა,გაოცებულმა შეხედა და სინანულის სავსე ხმით უთხრა. -არ ვიცი გიორგი და მარიამი როგორ მიიღებენ,უნდა დაველაპარაკო.გელა მეორე დღეს მივიდა გიორგისთსნ და გიორგიმ შეატყო რომ გელას რაღაც აწუხებდა,შეხედა და მკაცრად უთხრა. -გელა რა მოხდა კარგად ხარ? -ვერა,ვერ ვარ კარგად. -რატომ,რა გჭირს. -სალაპარაკოდ მოვედი გიორგი.ისეთი სერიოზული იყო გელა გიორგის შეეშინდა და უთხრა. -გისმენ,მითხარი რა გაწუხევს. -გიორგი ეს ისეთი თემაა,შენს გარეშე ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას და შენ უნდა დამეხმარო. -გისმენ,მითხარი რა გჭირს ადამიანო.გელამ ყველაფერი უამბო გიორგის და მარიამმაც შეესწრო მათ საუბარს,ვეღარ მოითმინა და გიორგის უთხრა. -არ გაბედო უარის თქმა,ის პატარა არ არის დამნაშავე თუ მას ასეთი დედა ჰყავს.ის გაიზრდება სუფთა სამყაროში სადაც ისწავლის სიყვარულს და მისი სული არ დაავადდება,ის ისწავლის და ქვეყანას გამოადგება.გიორგიმ დაფირდა და გელას უთხრა. -თანახმა ვარ,შენ იყავი მეგობარო პატარას მეურვე და გაიზარდოს იმ ლამაზ სამყაროში სადაც ჩვენი შვილები აღიზარდა.გელამ ექიმს თანხმობა უთხრა და ის პატარას მეურვე გახდა,მხოლოდ ერთის პირობით,გელამ თავისი პირობები წაუყენა ექიმს. -მითხარი,მთხოვე რაც გინდა. -მინდა პატარა ჩემს გვარზე გადმოვიყვანო,რომ ზიანი არ მიაყენოს მის ბავშვობას ვინმემ რა თქმა უნდა 18 წლის გახდება თუ არა ის სიმართლეს გაიგებს და მის გვარსაც დაიბრუნებს.ქრისტი დაფიქრდა და დათანხმდა გელას შეხედა და უთხრა. -თუ შესაძლებელია,არ მინდა გაიგოს ემილიანამ სიმართლე.გაიზრდება და მინდა იცოდეს თქვენ ხართ მისი მშობლები.გელამ დაეთანხმა,ქრისტიმ კი მისი ყველაფერი ქონება გელას სახელზე გადააფორმა და გელამ დაჰპირდა ის ყველაფერს ემილიანას მისცემდა.ყველაფერი დასრულდა და დადგა მხიარული დღეები.ერთ დღეს ბექამ შეხედა გიორგის და უთხრა. -გინდა ასე მშრალად გამოხვიდე? -რას გულისხმობ.ვითომ ვერ მიუხვდა გიორგი მეგობარს სათქმელს და გაკვირვებულმა უთხრა. -რას ვგულოსხმობ და რესტორანში ქეიფს ჩვენი დიდი ოჯახის სრული შემადგენლობით.თვალი ჩაუკრა გიორგის და გაეცალა. -რომ მოვინდომო თქვენგან თავს მაინც ვერ დავიხსნი,ამიტომ გააფრთხილე ყველა და თავადაც მოემზადე დღეს დიდი ქეიფი გვაქვს.ბექამ არ გააცივა ეს ცხელი ინფორმაცია და ყველას გააგებინა,გიორგიმ ალექსანდრეს დაურეკა და სოფლიდან ყველა ჩამოაყვანინა.უკვე ღრმად მოხუცებული ტასო ბებო და ალექსანდრე პაპა სიხარულისგან ტიროდნენ. -თვალებს ვხუჭავ,ლამაზი მელოდია მესმის და ამ ყველაფერს ღრმად შევიგრძნობ,რადგან მეშინია. -რისი გეშინია ბე.უთხრა მარიამმა. -მეშინია რომ მალე გამეღვიძება და შენ გაქრები. -არ გავქრები ბე,ამიერიდან აქ ვიქნები თქვენთან ერთად.ყველა მხიარულებდა,მხოლოდ ლუკა იჯდა მოწყენილი,გიორგიმ მივიდა და გვერდით დაუჯდა. -რა ხდება,არ მისულხარ და არ დალაპარაკებიხარ? -მივედი რამდენჯერმე,მაგრამ უშედეგოდ. -ტელეფინზე დაურეკე? -არ მპასუხობს,კარზე ზარს ვაძლევ და არ აღებს რა ვიფიქრო,იქნებ ჩემგან უნდოდა წასვლა და ეს შანსი გამოიყენა? -ლუკა თუ არ მიდი,თუ არ ნახე,თუ არ დაელაპარაკე გინდა სულ ასე ეჭვებით იცხოვრო?იხუმრა,უფრო სწორად დაგსაჯა და შენგან ელოდება პირველ ნაბიჯს.დაიმახსოვრე ლუკა ლამაზი ქალები დიდი ხნით არ რჩებიან მარტო,ასე რომ უნდა იმოქმედო.გიორგი წამოდგა და ლუკა მარტო დატოვა მის ფიქრებთან ერთად,მაგრამ ვინ დააცადა ფიქრი,გვერდით მარიამი მიუჯდა და ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა.მარიამმა გულდასმით მოუსმინა და ძალიან შეეცადა არ გასცინებოდა,მაგრამ სულ ცოტა ხანში მისმა გულიანმა სიცილმა ყველა გააოცა და ამ სიცილის მიზეზი მხოლოდ ოთხმა ადამიანმა იცოდა.გიორგიმ ბექას შეხედა და ორივეს ჩაეცინა,ანამ კი ბრაზიანად გახედა ორივეს.მარიამმა ტელეფონი ამოიღო და ეკატერინეს დაურეკა. -გისმენ მარიამ.მოწყენილი მოეჩვენა მარიამს ეკატერინეს ხმა და თავადაც სერიოზული სახე მიიღო. -როგორ ხარ ეკატერინე. -კარგად ვარ, მარიამ შენ როგორ ხარ. -მეც კარგად ვარ,მადლობა. -გილოცავ მარიამ დედიკოს დაბრუნებას. -მადლობა,ეკატერინე დილით გამოვალ შენთან საქმე მაქვს.ტელეფონი გათიშა,ლუკას შეხედა და უთხრა. -დარწმუნებული ვარ არც თავად არის კარგ მდგომარეობაში. -უკვე აღარ მაინტერესებს მარიამ. -დაგიჯერე კი როგორ არა.გამოაჯავრა მარიამმა და ანდრეას გვერდით დაჯდა,მხარზე ჩამოადო თავი და ანდრეამ უთხრა. -დაიღალე,გინდა წავიდეთ? -დედიკო და მამიკო წამოვა და წავიდეთ.გიორგიმ შეხედა მარიამს და მის გვერდით მყოფ მარიამს ყურში უჩურჩულა.ორივე წამოდგა ფეხზე და ბოდიშის მოთხივნით დატოვა სამეგობრო,ორივეს ხელი გადახვია და ერთად წავიდნენ. დილით მარიამი წამოდგა,ანდრეა საწოლში დატოვა და ისეთი ჩქარი ნაბიჯებით გავიდა სახლიდან,გიორგიმ მისალმება ძლივს მოასწრო იდგა და გაოცებული უცქერდა უკვე მიხურულ კარებს,ფეხის ხმა შემოესმა და მიბრუნდა,შეხედა ანდრეა დინჯად ჩამოდიოდა კიბეებზე. -იკამათეთ? შეეკითხა ანდრეას რომელმაც გაკვირვებულმა უპასუხა. -არა,რატომ მეკითხები. -ისე გავარდა სახლიდა მისალმება ძლივს მოვასწარი,სად წავიდა მარტო ამხელა მუცლით. -აააა,უკვე წავიდა? ეკატერინესთან უნდა წასულიყო,მაგრამ არ მითხრა რა მოხდა ეკატერინესა და ლუკას შორის. -არ გითხრა? გაეცინა გიორგის. -არა,არაფერი არ ვიცი და შენ იცი რაღაც რადგან გაგეცინა.გაეცინა თავადაც ანდრეას. -გიორგი რა დაემართა ლუკას წუხელ მხოლოდ ის იყო მოწყენილი.შეეკითხა რუსომ,გიორგიმ მიუბრუნდა და მოუყვა მათ თუ რა შეემთხვა ბექას და ანას.ჯერ უსმენდნენ გიორგის და შემდეგ მათი გულიანი სიცილი ისმოდა სახლიდან.მარიამი კი ამ დროს ეკატერინეს ბინის კართან იდგა და ელოდა როდის გაუღებდა კარს ჯერ კიდევ ძილში მყოფი ეკატერინე. -როგორც იქნა გააღე,სად ხარ აქამდე.უსაყვედურა მარიამმა. -დილით ჩამეძინა. -ყავა და შენ მჭირდები.ეკატერინეს ჩაეცინა,ყავა არა ტოსტები მოუმზადა მარიამს და ფორთოხლის წვენი,მიუტანა და მარიამის წინ დაჯდა,შეხედა და სევდიანი ხმით უთხრა. -ჩემი ბრალია მე გავაბრაზე,მარიამ საშინლად გავაბრაზე და წავიდა ჩემგან. -იცი რამდენჯერ მოვიდა აქ შენს კარებთან? -მერე? აქ რატომ არ შემოვიდა. -ეკატერინე რამე შეიცვალა შენს გრძნობებში ლუკას მიმართ? -არა,მარიამ არა.მიყვარს,ლუკა მიყვარს და ახლა ვნაბობ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი,მაგრამ ეთქვა თუ რას ფიქრობდა,ხომ ვიცნობდი მის მშობლებს,მეც მცოდნოდა მისი ჩანაფიქრის შესახებ. -შენც მართალი ხარ,მაგრამ იცი დეიდა რა ცუდად იყო? ლამის შეეწირა იმ ღამით შენს ხუმრობას. -მართლა? ამიტომ არ მპატიობს,ვიცი როგორი დამოკიდებულება აქვს მშობლების მიმართ და ვერ მაპატია,ვერ მაპატია.მარიამ უნდა წავიდე,აქ ვეღარ გავჩერდები. -სად მიდიხსარ,სულ გარეკე? -რა აზრი აქვს აქ გაჩერებას,ვიცი არ მაპატიებს და წავალ დედასთან იტალიაში.მარიამმა ეკატერინე დატოვა და ვახოს დაურეკა,უთხრა ეკატერინე რომ წასვლას აპირებდა და ლუკას კაბინეტში შევიდა. -როგორ ხარ ლუკაჩო. -წუხელ ხომ მნახე და კარგად ვიყავი,ახლაც კარგად ვგრძნობ თავს.შენ რამ მოგიყვანა ამ დილით აქ,სხვა საქმე არაფერი გაქვს? -ლუკა ვიცი რომ ცუდად ხარ,ამიტომ შერბილებულად გეტყვი შენი ჯიუტობით შენვე არ წააგო.ლუკამ შეხედა და მისი მტკიცე ხმით უთხრა. -ნუ ერევი,ეს ჩემი საქმეა ვახო. -მომისმინე,შეს თავს არასოდეს არ უნდა გადააბიჯო,მაგრამ ახლა მოგიწევს ეს გააკეთო. -ვახო ბევრი სამუშაო მაქვს,წადი. -დაფიქრდი,ლუკა ყველა იმსახურებს მეორე შანსს. -იმისათვის მოხვედი ჭკუა მასწავლო? -მე ჩემი გითხარი და შენი საქმისა შენ იცი,მაგრამ დაიმახსოვრე სულ დაკარგავ,ეკატერინე მიდის ქვეყნიდან.ვახომ შებრუნდა და წავიდა,მოწყვეტით დაეცა სკამზე და თავი მის ხელებში ჩარგო.ბექამ შევიდა და შეხედა ლუკას ასეთ მდგომარეობაში, გული მოეწურა. -ლუკა,ლუკა რა ხდება კარგად ხარ? -მამა გადი გთხოვ,არ ვარ ხასიათზე შენს დაკითხვას ვუპასუხო. -არაფერ გეკითხები,მხოლოდ იმას გეტყვი რომ ცუდად გამოიყურები. -მშვენიერია,ახლა წადი და მარტო დამტივე.ბექა უსიტყვოდ გავიდა,ლუკამ კარები შიგნიდან ჩაკეტა და იმ დღეს არავისთან ჰქონია კონტაქტი რამაც სერიოზულად დააფიქრა ბექაც და გიორგიც.საღამოს კი სახლში მთვრალი დაბრუნდა,უხმოდ გაყვა კედელს და თავის საძინებელში გავიდა,არ მიიკარა სიახლოვეს არც ბექა და არც ანა.დილით ამდგარი კი ანას დაკითხვას ვერ გაექცა. -ლუკა ვიცი რომ............. -დედა მე კარგად ვარ,პიჯაკი მომეცი და მივდივარ.ანამ შეხედა და ლუკამ ვერ გაუძლო დედის თვალებს,ამიტომ შერბილებულად უთხრა.-დედა ჯერ კიდევ წყნარად ვარ,გთხოვ არაფერი შემეკითხო და პიჯაკი მომიტანე. -შენ ძალიან უხეში გახდი,აღარ აქცევ მათ ყურადღებას ვისაც უყვარხარ და ვისაც შენი ტკივილი ტკივათ. -ვის ვუყვარარ,არავის არ ვუყვარვარ არა,საერთოდ არავის.იყვირა ,პიჯაკი გამოართვა ანას და სახლიდან გავიდა.გზაში ჩაიცვა,მიდიოდა და გულში ფიქრობდა. -არავინ,არავინ არ უნდა შეიყვარო და მარტო უნდა იცხოვრო,ატარო დრო.ასე არც გული გეტკინება და მხოლოდ შენი თავის სიყვარულით იცხოვრებ.ცდილობდა არ ეფიქრა,ძალიან ცდილობდა მაგრამ მისი ფიქრები იმ ლამაზ მოგონებებში დაეხეტებოდა რაც აკავშირებდა ეკატერინესთან.უეცრად სივრცეს შეხედა და გაეღიმა. -ლუკამ,ლუკაა ნახე ეკატერინე.ვახოსთან საუბარში გართულს მოესმა მარიამის ხმა. -ვინ? სად,რომელი ეკატერინე მარიამ.დაიბნა ლუკა. -ეკატერინე აღარ გახსოვს? ლუკამ გაიხედა და დაინახა შავ გამოყვანილ კაბაში მდგარი ეკატერინე მას მისი გრძელი თმები წინ გადმოეყარა რომელიც ღრმა დეკოლტეს თითქმის უფარავდა,ლუკა წამოდგა და მასთან ახლოს მივიდა. -აქ რას აკეთებ ეკატერინე? -ლუკა? გაუკვირდა ეკატერინეს ლუკას იქ ყოფნა.ლუკამ ჭიქა აართვა ხელიდან და უთხრა. -უნდა დალიო რომ ბრუ დაგეხვეს და თან სიმხურვალემ დაგიაროს ტანში,შეძლებ შემდეგ თავს მოერიო რომ რამე სისულელე არ ჩაიდინო? -ვფიქრობ გაწონასწორებული ადამიანი ვარ და არანაირ სისულელეს არ ჩავიდენ. -იცოდი დღეს აქ ვიქნებოდი და ჩემს გამო მოხვედი? -ძალიან გინდა გყავდეს ისეთი ადამიანი ვინც შენზე იფიქრებს? -რატომაც არა? ჩემს გამო მოხვედი,გინდა ჭკუა დამაკარგვინო.მჭირდება სიმართლე ვიცოდე,ეს ძალიან აუცილებელია. -რატომ? -იმიტომ რომ მეც შენს გამო მოვედი,ხომ ხედავ ვაღიარე და შენც უნდა აღიარო უარყოფითი პასუხი არ მინდა,მხოლოდ დადებითი რადგან ისედაც ვიცი სულ მალე მე და შენ,შენ და მე ერთად ვიქნებით.ნუ მიცქერ გაოცებული,ორ წუთში გარეთ გელოდები და აქედან წავალთ. -რას მიპირებ,უნდა მომიტაცო? -მითხარი,რომ გონდა რაღაც განსხვავებული მოხდეს შენს ცხოვრებაში. -სიმართლე გითხრა მომწყინდა ერთფეროვანი ცხოვრება. -ჰოდა დროა,მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ცხოვრება.მითარო რაც გინდა და ახლავეს გავაჩენ,მხოლოდ შენთვის. -მოვიფიქრებ,დარწმუნებული ხარ რომ თხოვნას შემისრულებ? -დარწმუნებული ვარ. -ღრუბლებში ამიყვანე. -სხეულით თუ სიყვარულით. -ეს თავად გადაწყვიტე.უეცრად გააჩერა მანქანა,საჭეს ორივე ხელები დასცხო და მთელი ხმით იღრიალა. -არ დამაცადე,არ დამაცადე მეჩვენებინა ჩემი შენდამი სიყვარული ეკატერინე.იმ დღეს სახლიდან დილიდან გასული კომპანიაში არ მისულა,არც მარიამთან იყო,არც ვახოსთან რამაც შეაშნა ბექა და ანა.გიორგიმ მიხვდა რომ ლუკას სერიოზული დეპრესია დაეწყო,ურეკავდა ტელეფონზე მაგრამ არ პასუხობდა.ყველა ურეკავდა,არავის პასუხობდა მხოლოდ მარიამის ზარს უპასუხა. -მარიამ მარტო მინდა ყოფნა,ეს ასე ძნელია გაიგო? -ლუკა უნდა გნახო,სად ხარ.არ შემიძლია გიყურო შორიდან უმოქმედიდ,როცა ასე იტანჯები.თუ ახლა არაფერს არ იზამ შენი ბედნიერება ხელიდან გაგიფრინდება და მთელი ცხოვრება დაგტანჯავს შენივე უმოქმედობით გამოწვეული სიმარტოვე. -მითხარი რის თქმას ცდილობ. -აეროპორტში მივდივარ,მეც ახლა დამირეკა ეკატერინემ უნდა გავაცილო იტალიაში და თუ ისევ გიყვარს,და თუ ისევ გაქვს გრძნობები მის მიმართ იმოქმედე ლუკა ნუ გაუშვებ, მას შეგან წასვლის ნებას ნუ მისცემ. -რომელ საათზეა ფრენა. -ერთ საათში რეგისტრაცია უნდა გაიაროს,იქ გელოდები.უთხრა მარიამმა და გაუთიშა.ლუკამ მანქანა აამუშავა და მთელი სისწრაფით მიდიოდა,გრძნობებმა შემოაწვა და მიხვდა,რომ ეკატერინეს გარეშე ცუდად იყო მის ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა.გულამოვარდნილი მივიდა აეროპორტში და ეკატერინეს უკან დადგა,ეკატერინემ სუნით იგრძნო ლუკას იქ ყოფნა და არც კი მოუბრუნდა ისე შეეკითხა. -რისთვის მოხვედი. -გავიგე რომ მიდიხარ,მე კი მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამ. -შემეკითხე,თორემ დრო იწურება. -რას გრძნობ ჩემს მიმართ. -მე რას ვგრძნობ? -ხო,რას გრძნობ რთული კითხვაა? -შენ? ლუკა შენ რას გრძნობ თავად.ბრაზიანად შეუბრუნდა ეკატერინე და თვალებში ჩააშტერდა. -დამშვიდდი და მე გაგცემ ჩემს დასმულ კითხვაზე პასუხს. -აქვს მნიშვნელობა? -აქვს,იმიტომ რომ მე მხოლოდ შენთან მინდა ვიყო.ამ განშორებამ დამარწმინა,რომ შენგან შორს მყოფი ცუდად ვარ,სუნთქვა მიჭირს. -არ მჯერა. -შეეცადე მეც გამიგო,შენც კარგად ხვდები რომ ცუდი ხუმრობა გამოგივიდა მაგრამ გეფიცები შენს ხუმრობაზე არ გავბრაზებულვარ.იმ დღეს როცა დედა ცუდად გახდა იცი რას ვფიქრობდი? რომ რამე მოსვლოდა შენი დაკარგვა სამუდამოდ მომიწევდა,ეს იყო ჩემი დუმილის მიზეზი. -ვიცი და ძალიან ვინერვიულე,სწორედ ამიტომ ვეღარ დაგენახე. -ძალიან გავბრაზდი,მაგრამ პირველად დაგინახე თუ არა გრძნობა იმ დღესვე გაჩნდა. -სიყვარულს თავისი რთული მხარეებიც აქვს ლუკა. -ვიცი,ვიცი რომ რთულია ეს გრძნობა და დარწმუნებული მოვედი შენამდე,რომ შენთან ერთად მინდა ვიცხოვრო.ხვალვე ვიყიდი სახლს და გვექნება ჩვენი სახლი,პასუხი ახლავე უნდა მითხრა ან დარჩები ჩემთან და ან დრო ჯერ კიდევ გაქვს გაფრინდე მე არ დაგაკავებ.ეკატერინემ არაფერი არ უთხრა,ლუკასთან ახლოს მივიდა პირის-პირ დაუდგა თვალებში ჩახედა და შემდეგ ჩაეხუტა. -ეს არის შენი პასუხი? შეეკითხა გამარჯვებულის ღიმილით. -თუ არ გაკმაყოფილებს,აფრენა დაიწყება მალე. -მაშანტაჟებ? -არა,არჩევანში ხარ. -გასაგებია.უთხრა და თავადაც მოხვია ხელები. -ქორწილია,ქორწილია. იყვირა მარიამმა და ვიდეო ყველას გადაუგზავნა.აეროპორტიდან პირდაპირ საქორწილო სახლში წავიდნენ და ხელი მოაწერეს და ერთი მოულოდნელი სიურპრიზი იქ დახვდათ.უკვე მილოცვებს იღებდნენ,რომ მათ წინ იდგა გაღიმებული ნიკოლოზი თაიგულით ხელში.ეკატერინემ გაოცებულმა შეხედა და უთხრა -ნიკოლოზ? -გილოცავ ეკატერინე.ლუკას გაეცინა და უთხრა. -შენ იყავი,გიცანი. -მე ვიყავი და ბოდიში მინდა მოგიხადო,არ უნდა დავთანხმებულიყავი. -იცი? ზოგჯერ განშორებაც კარგია,რომ დარწმუნდე შენს გადაწყვეტილებაში. -ფიქრობთ,რომ მე დაგეხმარეთ ამ გადაწყვეტილების მიღებაში? მიხარია თუ ასეა და მინდა ბედნიერები იყოთ.ეკატერინეს შეხედა ნიკოლოზმა და ღიმილით შეეკითხა. -ეკატერინე რას გრძნობ? -რას ვგრძნობ? მადლობა შენ რომ იმ საღამოს ჩემი მესაიდუმლე იყავი,მადლობა რომ მე იმ შეცდომით სიცოცხლე დავინახე.ეს ბედნიერი ღიმილი დღეს ჩემს სახეზე დიდი ტკივილის ფასად,მაინც ჩემია.დღეიდან ვიცი რომ არასოდეს მარტო არ ვიქნები და თუ საჭიროება მოითხოვს ხელში აყვანილი გამატარებს იმ საყვარელ ადგილებს სადაც ჩვენი ლამაზი მოგონებები დავტოვეთ. -შენ უბედნიერესი ადამიანი ხარ,გაიხედე რამდენი სიყვარულით სავსე წყვილი თვალი გიცქერს,შეხედე რამდენ ადამიანს უყვარხარ.მეცხრე ცაზე ხარ და შენი ბედის წერას ვერ გაექცევი ის შენს გვერდით არის.გიორგი იდგა და ბედნიერი ღიმილით შესცქეროდა ლუკას გვერდს კი მისი საყვარელი ქალი უმშვენებდა,არა ამქვეყნიური სიყვარულით შეპყრობილი იდგა და ეს ძლიერი გრძნობა ისევ ისე ძლიერ უძგერებს გულს როგორც 25 წლის წინათ.ყველაზე ბედნიერად მაშინ იგრძნო თავი,როცა დილით თვალი გაახილა და იმ შავ თვალებს შეხედა რომლებიც ასე ძალიან ენატრებოდა.ის თვალები მას ხომ მუდამ თან დასდევდა და ყოველთვის მასთან იყო. -რას გრძნობ მარიამ. -ყველაზე ბედნიერი ხარ,როცა მთელი არსებით უყვარხარ და მისი სიყვარულით ხარ სავსე.უთხრა მარიამმა და გიორგის მკერდს თავი მიადო. -,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ'' მაგრამ თავად განკურნე და ამოავსე ეს ტკივილი ისევ უხილავი გრძნობით.უჩურჩულა ყურში და იქვე კოცნაც დაუტოვა,მარიამმა თვალები მინაბა და გიორგის მკერდზე გაიყუჩა,ის ხომ ტკბებოდა არაჩვეულებრივი დღით არაჩვეულებრივ სამყაროში. შინაგანად ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ პიროვნების ფაქტორს,ყოველთვის ვთვლი,რომ პიროვნების ფაქტორი გადამწყვეტია ისტორიისათვის.შეიძლება ვამეტებ კიდეც,მაგრამ ჩემი აზრით სწორედ მთავარი პერსონაჟია ის პიროვნება,რომელიც ისტორიის ცვლილებებს ცვლის ჟანრიდან-ჟანრზე.ზოგისთვის როგორ და ზოგისთვის როგორ,მაგრამ გიორგის პერსონაჟი იყო გამოკვეთილი და ყველა თვისებებით შემკობილი პიროვნება,ისევე როგორც მარიამი.რამოდენიმე ჩემი მკითხველის თხოვნით დაგპირდით ამ ისტორიის გაგრძელებას და შევეცადე ჩემი დანაპირები შეძლებისგდაგვარად თქვენამდე მომეტანა.ვიმედოვნებ იმედები გაგიმართლდათ,მადლობა ყველას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.