შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (1 თავი)


17-09-2018, 20:14
ავტორი naattii
ნანახია 3 697

გამეტებით ეხეთქებოდნენ წვიმის წვეთები ფანჯრის მინებს და თორნიკეს ძილს უფრთხოდნენ, ერთი საათის წინ მორჩა თამართან საუბარს და ჯერ კიდევ ლოგინში ბრუნავდა. უკვე წამოდგომას აპირებდა ოთახის კარი დედამ რომ შეუღო:
-თოკა, დედი..
-დედა რამდენჯერ გთხოვო.
-კარგი, თორნიკე, გთხოვ დედა, რატი ისევ არ ჩანს, ამ ერთხელაც იპოვე რა, გთხოვ დე.
-დედა, მე ხომ პირობა დავდე? მაგ თავში ავარდნილ და გაუგონარ ბავშვს აღარ გავეკიდები, თუ ოჯახს გონკები ურჩევნია წავიდეს._ანერვიულებულმა ჩამოისვა სახეზე ხელები და მაშინვე წამოდგა.
-დედი..
-მივდივარ დედა, როდის იყო რამეს მთხოვდი და არ გისრულებდი? რატი ჩემი ძმაა, ვიპოვი აბა რას ვიზამ_ლოყაზე აკოცა დედას გასვლის წინ და მოსაცმელი ხელით გაიყოლა. კიდევ ერთხელ გადაიწერა ლიანამ პირჯვარი და კიდევ ერთი მადლობა გადაუხადა უფალს ასეთი სამგალითო შვილისთვის.
ახალთახალ რეინჯ როვერში ჩაჯდომამდე ლამის ყველა რატის მეგობარს ჩამოურეკა და მხოლოდ ერთს დააცდენინა სად ტარდებოდა დღეს ეს წყეული გონკები. დაკეცილი ქოლგა უკანა სავარძელზე დადო და მანქანა დაქოქა. მისი ბრალი იყო, ყოველ ასეთ წასვლაზე საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რა ეშმაკი შეუჩნდა 18 წლის გახდომისას ძმას საოცნებო მოტო რომ უყიდა, არც მანამდე იჯდა წყნარად, მაგრამ ახლა ყოველ კვირას ერთი და იგივე ხდებოდა, რატი იკარგებოდა, თორნიკე ეძებდა, შედეგად რამდენჯერმე საავადმყოფოსაც ესტუმრნენ. აზრი არაფერს ქონდა, რატი ვერავინ მოათვინიერა, გამოჯანმრელდებოდა და იგივეს უბრუნდებოდა. ამ ფიქრებით ბიჭი სასურველ ადგილს მიადგა და გაოცებისგან შუბლზე ასულ თვალებს ვერაფერი მოუხერხა, შეჯიბრი ხიდის ქვეშ მდებარე ტრასაზე იმართებოდა, აი ხიდი კი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გადაჭედილიყო. მანქანის დასაყენებელიც კი ვერ იპოვა, ათასობით ადამიანი იყოგადაკიდებული მოაჯირებზე და ბოლო ხმაზე წიოდნენ, არავის აწუხებდა კოკისპირული წვიმისგან რომ იყვნენ გალუმპულები, ადრენალინის მოლოდინი ყველაფერს ავიწყებდათ. შერცხვენილმა დააბრუნა უკან გაშლილი ქოლგა და არც თუ ისე თამამად გააბიჯა წვიმაში.

ხიდზე ძებნას აზრიც არ ქონდა, ამდენ ხალხში მხოლოდ მისი პიჯაკის დაჭმუჭვნისა და მოსპობის შანსი იყო.ფრთხილად დაეშვა მოტოების სადგომისკენ და ნაცნობ სახეს დაუწყო ძებნა. პირველი იმედგაცრუება -ვერავინაც ვერ იპოვა. სხვა გზა აღარ ქონდა, რიგრიგობით დაყვა ბაიკზე შემომჯდარ ახალგაზრდებს და რატის ადგილმდებარეობის კითხვა დაიწყო.
ყველასგან მხოლოდ ან არ ვიცი ძმაო ან შენ ვიღა ხარ ესმოდა, ერთგან ძაღლადაც შერაცხეს, ბოლოს ერთ-ერთმა იკადრა ადამიანურად გამოხედვა და პასუხის გაცემა
-ვიცი ძმაო რატი ვინც არის, მაგრამ დღეს არ მინახავს, თუ ვინმეზე აქ რამე გაინტერესებს, აი იმ გოგოს მიაკითხე_თითი მოპირდაპირედ მდგომი გოგოსკენ გაიხედა და კიდევ ერთხელ მოუხდა თორნიკეს გაოცებულიყო.
მოპირდაპირე მხარეს პატარა, გამხდარი გოგო იდგა, ბავშვი უფრო ერქმოდა, შეიძლება 18 ჯერ არც ყოფილიყო,თამამად აბღუილებდა დაქოქილ მოტოს და ირგვლივ მყოფებს უცინოდა, დაახლოებით 1.60 სიმაღლის, თაფლისფერი თვალებითა და გრძელი თმით, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ყველაზე მეტი ხალხი მას ეკრა ირგვლივ და საკმაოდ მოწიწებით შესცქეროდნენ.
-გამარჯობა, საღამო მშვიდობის_თავაზიანად დაუკრა თორნიკემ თავი შეკრებილებს და გოგოს გადახედა.
-ბარემ წარმატებული და სასიამოვნო ხვალინდელი დღეც გვისურვე_ირონიული სიცილით ამოხედა გოგომ და ბიჭის დანახვაზე ჩუმად გააგრძელა -ბიძია გვყოლია სტუმრად.
-უკაცრავად?_საერთოდ დაიბნა თორნიკე, მოკლავს რატის, ეს სად მოხვდა
-თავაზიანობის სუნი მცემს _ცხვირი სასაცილოდ აიბზუა გოგომ და მოტოდან პირდაპირ თორნიკეს წინ დაეშვა -ორი წუთი გაქვს სანამ რბოლა დაიწყება.
-შენ რა მონაწილეობ? აქ სულ გაგიჟდნენ? ნებას როგორ გრთავენ, ამხელა მოტოზე არც გამოჩნდები, 18ის მაინც თუ ხარ?
-გუშინწინ გავხდი_ მხრები აიჩეჩა გოგომ და დაინახა ყველა ნელნელა როგორ ემზადებოდა სტარტთან დასადგომად -ერთ წუთზე ნაკლები დაგრჩა.
-რატის ვეძებ, გოგორგოძეს, წესით აქ უნდა იყოს.
-რატისთან რა გინდა?_ეჭვით მოჭუტა თვალები ჭორიკანამ.
-ჩემი ძმაა და თუ დაკითხვას მორჩი, იქნებ მითხრა სადაა?
-სამი მიზეზი მითხარი, რატომ უნდა გავამხილო მეგობრის მისამართი_ბავშვივით აუთამაშა თორნიკეს თვალწინ სამი თითი და ეშმაკუნებ ათამაშებული თვალებით ახედა ქვემოდან მასზე საკმაოდ მაღალ ბიჭს.იმდენად ბავშვური იყო გოგო იმ დროს, იმდენად მხიარული და საყვარელი, წამით სუნთქვა შეეკრა თორნიკეს, იმ წუთას სულ სხვანაირად ციმციმებდა მისი თვალები და თორნიკეც გაიყინა.
-სამი მიზეზიი_თითების წინ ათამაშებით მოიყვანა გოგომ გონს და გამოსაფხიზლებლად ჩაახველა გონს რომ მოსულიყო.
-ჩემი ძმაა.
-ოჰოჰ, რატის შენნაირი ძმა? საინტერესოაა, მეორე?
-მეშინია რამე არ დაუშავდეს.
-და მესამეზე თქვენ მოიგეეთთ....
-არ მინდა დედა ნერვიულობდეს, სახლში უნდა წავიყვანო.
-რაა?_გაცისკროვნებული თვალები წამში ჩაუქრა და ზემოთ აწეული ხელებიც ჩამოწია -ღადაოობ? რა სახლში რა ნერვიულობა_დაბნეული აგრძელებდა თითქოს საკუთარ თავთან ლაპარაკს, თორნიკესაც მოშორდა და მოტო საწყის ხაზთან მიაყენა.
-პირობას არღვევ_გამწარებული გაყვა ბიჭი უკან.
-არასოდეს_წამით მკაცრად გაიელვა გოგოს თვალებმა, მაგრამ მალევე შეეცვალა -ჩემგან სამი ბაიკის დაშორებით დგას და სხვათაშორის, გადასარევად იცის აქ რომ ხარ_ხითხითით მოირგო თავზე ჩაფხუტი და ისევ გაისმა ხმამაღალი ბღუილი.



№1  offline მოდერი naattii

უცნაური მე
ჩემი გოგო დაბრუნდააა ❤️❤️მიხარია შენი ასე მალე დაბრუნება..
ვგონებ ამ ისტორიით კარგად გავერთობი :დდ
ეს გოგო უკვე ძალიან მომწონს..
ზრდილობის და ჯენტლმენობის განსახიერება თორნიკეც ძალიან მომწონს ❤️❤️
დაა დაუმორჩილებელი და ექსტრემალი რატიც ძალიან ძალიან მომწონსს ❤️❤️

ღმერთოო როგორ მიხარიხარ ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი Nano Goduadze

ჩემი ოქრო გოგოო :* ეს ორი უკვე მომწონს <3

 


№3  offline მოდერი naattii

Nano Goduadze
ჩემი ოქრო გოგოო :* ეს ორი უკვე მომწონს <3

ექსკლუზივი შენ გეკუთვნის :D

 


№4  offline წევრი Nano Goduadze

naattii
Nano Goduadze
ჩემი ოქრო გოგოო :* ეს ორი უკვე მომწონს <3

ექსკლუზივი შენ გეკუთვნის :D

შევიფერეე :დდდ ❤

 


№5  offline წევრი დარინა

აი პატიოსანი ბიჭი არ გამიფუჭოს, პირიქით აქეთ მოარჯულებინე თორნიკეს, კარგი დასაწყისი იყოოო უკვე ძალიან მომწონს.

 


№6  offline მოდერი naattii

დარინა
აი პატიოსანი ბიჭი არ გამიფუჭოს, პირიქით აქეთ მოარჯულებინე თორნიკეს, კარგი დასაწყისი იყოოო უკვე ძალიან მომწონს.

ვნახოთ ვნახოთ :D

 


№7  offline წევრი ნორმი

ნამდვილად არ ველოდი ასე სწრაფად თუ დაბრუნდე,ძალიან კარგი ისტორია,ველი შემდეგ თვს.შენ კი საუკეთსო ხარ
--------------------
მორფეოსი

 


№8  offline მოდერი naattii

Farvana
ნამდვილად არ ველოდი ასე სწრაფად თუ დაბრუნდე,ძალიან კარგი ისტორია,ველი შემდეგ თვს.შენ კი საუკეთსო ხარ

მადლობა ისევ აქ რომ ხარ <3 არც მე ველოდი, მაგრამ ამ მუზას რას გაუგებ :დ

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ისევ მოვედი.. Yორნიკეს ეს გოგო Eუყვარდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent