ის რაც არ ვიცი (თავი მეორე)
ახალი დილა ნინასთვის ახალი შემართებით იწყება. ნინა იცმევს და სკოლისკენ ასკინკილით მიუყვება ასფალტს პირველკლასელივით. როდესაც ის სკოლაში მივიდა გადაწყვიტა ეზოში დამჯდარიყო, მალევე მას გიორგი მიუჯდა –ჰეი–გაუღიმა ნინამ. –ჰმმ–თვალები დაძაბა გიორგიმ–ნეტავ რა ჩაიფიქრე? –არაფერი უნრალოდ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა და შვრიგდებოდით თანაც მომბეზრდა უკვე! –მაინც გავიგებ რა ჩაიფიქრე! ნინამ გადაიხარხარა. ზარი მალევე დაირეკა გიორგი კი მთელი გაკვეთილი რაღაცას წერდა და ბოლოს როცა დაამთავრა ნინას გაუწოდა, ნინამ არ წაიკითხა და წერილი ჩანთაში ჩაიდო. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ჩვეულად ნინა სახლის გზას გაუდგა როდესაც სახლში შევიდა პირდაპირ თავის ოთახში შევიდა და წერილის კითხვა დაიწყო: "ნინა დღეს კარგად გამოიყურები, აი ხომ გითხარი გამოვიცნობ რა ჩაიფიქრე მეთქი! ხოდა მივხვდი! შენ მე მოგწონვარ და ამიტომ გადაწყვიტე შემირიგდე და ამით თავი მომაწონო! ხომ ასეა? ხო გამოვიცანი?" –მოიცა რაა?–გაიფიქრა ნინამ–გიორგიმ იცის რომ მომწონს და ამას ასე მშვიდად შეხვდა?! იქნებ მასაც მოვწონვარ?! ნინას მთელი დღე არ ასვენებდა ამაზე ფიქრი, არც ღამე დაუძინია და აი დასკვნაც: –გიორგის მოვწონვარ! მეორე დილას ნინა ადრე ადგა ჩაიცვა და სკოლის გზას გაუყვა არა ასკინკილით არამედ სირბილით. სკოლაში რომ მივიდა ჯერ კიდევ არავინ იყო რადგან ის სკოლაში ცხრის ნახევარზე მივიდა სკოლა კი ცხრაზე იწყება. უკვე 8:55–ია, ყველა სკოლაშია, გიორგიც! ნინამ დიდ დასვენებამდე ძლივს მოითმინა და აი დიდი დასვენებაც მოვიდა! დიდი დასვენების დაწყებიდან უკვე 10 წუთი გავიდა გიორგი კი ადგილიდან არ იძვრის...და აი 15 წუთი გავიდა და გიორგი წამოდგა, ნინას გამოხედა გაუღიმა მაგრამ მისკენ არ წასულა, ის მიბრუნდა და ანასტასიას ჩაეხუტა! –მოიცა რაა?–ფიქრობდა ნინა–რა ხდება? აი რა მოჰყვება უაზრო იმედებს! ნინა ხო უბრალო ტიპიური 14 წლის გოგონაა! კარგი გიორგის დავუბრუნდეთ. ნინა მაშინვე გიორგისკენ გაექანა: –ხვდები მაინც რას აკეთებ? –კი როგორ არა! მე ანასტასიას ვეხუტები. –და წერილი?–ნინას თვალზე უკვე ცრემლი მოადგა. –რა წერილი? –კარგი მნიშვნელობა აღარააქვს–ნინა ტირილით გაიქცა სახლისაკენ. მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო ტყუილად კიარ უთქვამთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.