შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (5 ნაწილი, ახალი ვერსია)


26-09-2018, 00:18
ავტორი დამწყები
ნანახია 1 636

როგორც შეგპირდით გთავაზობთ ახალ ვერსიას, ბოდიშით თუ აქამდე იმედები გაგიცრუეთ, ძალიან დატვირთული გრაფიკის გამო, გამიჭირდა მთელი ძალისხმევა ჩამედო ამ ნაწარმოებში, პირადშიც პრობლემები მქონდა ამიტომ თითქოს მუზა დავკარგე, ვეცდები გამოვასწორო, ყველა მიყვარხართ <3
--------------

მთელი ღამე იფიქრა ლაშამ მომხდარზე, მეორე დილას ელოდა თამო რომ ენახა, საბოლოოდ გადაწყვიტა რომ საღამო ყველაზე შესაფერის დრო იქანებდა სასაუბროდ და კორპუსთან დახვდა, მანქანა შეუჩერა
- საღამო მშვიდობისა თამო, ორი წუთით ჩაჯექი, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო
- ჩემებს ველაპარაკე ამ წამს , ვუთხარი რომ მოვედი და უნდა ავიდე
- ძალიან გთხოვ ისევ ნუ ბავშვობ და ნუ მატყუებ
- მართლა გეუბნები, შემიძლია მამას ზარი გიჩვენო
- ვეტყვი მამას რომ რაღაც საქმე შეგექმნა და მიმყავხარ
თამოს სხვა გზა აღარ დარჩა მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა, ლაშამ უხმოდ დაძრა მანქანა და გზას გაუყვა
- სად მივდივართ
- კუს ტბაზე
- ძალიან შორია, სადმე ახლოს გავსულიყავით
- არაუშავს, 30-40 წუთით მეტს თუ გავატარებთ ერთად, შეეჩვევი, ლაშა იღიმოდა, თამო გაიკვირვა
- რას შევეჩვევი
- ჩემთან ერთად უფრო და უფრო მეტი დროის გატარებას
- თამომ გაოცებულმა შეხედა, მშვიდობა გაქვს?
- კი აბსოლიტურად
- იქნებ დაგეწყო რაზე უნდა გვესაუბრა
- მალე მივალთ და იქ ვისაუბროთ
როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს,
- ორი კაპუჩინო და ორი კრეპი ბანანით და შოკოლადით
- აა, უკაცრავად, ერთი კრეპი და ერთი კაპუჩინო, ჩემთვის მხოლოდ ამერიკანო,, ლაშამ გაკვირვებით შეხედა თამოს,- დიეტაზე ვარ აუხსნა თამომ
- ხუმრობ ხო
- არაა , დიეტაზეე ვარ
- რად გინდა შენ დიეტა, ორგანიზმს დაიავადმყოფებ
- მოდი შენ ნუ იდარდებ ჩემს პრობლემებზე
- ჩვენს პრობლემებზე თამო, იცინის ლაშა
- ვერ ვხვდები რას მინამიოკებ
- ყველაფრის მიზეზს და ახსნას ვეძებდი და ბოლოს ვიფიქრე რომ უბრალოდ არ გინდოდა ჩემთან ყოფნა
- სწორად გიფიქრია
- ამერიკაში წასვლა პრობლემა არაა, გიგაც იქაა და მეც წამოვალ
- იქაც გიგაა? იქაც შენ ? იქაც იგივე უნდა გადავიტანო? გაცეცხლდა თამო
- მესმის რომ რაღააცეები არ იყო მარტივად...
- მარტივად? მარტივად კი არა ძალიან რთულად იყო ლაშა, რადგან არაფერს ვამბობ არ ნიშნავს რომ ყველაფერი რიგზეა, გიგა არის ნაგავი, რომლის დანახვაც არ მინდა, მითუმეტეს ამერიკაში
- მოიცა რა ხდება, ვერ ვხვდები, რამე დაგიშავა გიგამ
- კიი დამიშავა, უბრალოდ არ მინდოდა გცოდნოდა, ახლა რადგან იქაა გეუბნები, დაასამალი არაფერი არ მაქვს, რამის ძალა იხმარა, შენ კი მეუბნები, გიგაოო, სასაცილოა მეტი კი არაფერი
- შენ რა გაგიჟდი, მკლავებში წაუჭირა ლაშამ, აქამდე ეს როგორ არ მითხარი, თავიდანვე რატომ არ მითხარი, ასეთ რამეებს არ მალავენ გესმის? არაა მე ვარ იდიოტი რომ დაგიჯერე იმ დღეს, ამ ყველაფრის გამო გინდა ჩვენი ორივეს ცხოვრება დაგენგრია? უშენოდ არ მინდა გესმის? გესმისსს? ხმას აუწია ლაშამ
- მე მინდა, მხოლოდ შენი სურვილი რამეს წყვეტს ლაშა? მე რატომ არ მეკითხები რა მინდა და რა არა, დამღალე რაა, დამდევ არ მაძლევ მოსვენებას, ისეთი შერძნება მაქვს რომ არასდროს დამანებებ თავს
- და გინდა რომ დაგანებო თავი
- მინდა, თამომ ფანჯრისკენ შეაბრუნა თავი
- შემომხედე , როცა მელაპარაკები ნუ გამირბიხარ, შემომხედე, ლაშამ ხელებში მოიქცია თამოს სახე, გინდა რომ დაგანებო თავი?
- იცი, 35 ის ხარ, კაცი ხარ , ხო შენ ხარ კაცი, მე შენთან შედარებით ბავშვი ვარ, უბრალოდ არ მინდა სერიოზული ურთიერთობა, მეშინია პასუხისმგებლობის, მგონია რომ გაგიცრუებ იმედებს, სადღაც რაღაც ვერ გამოგვივა, სადღაც მაინც გავიჭედებით, მერე პასუხს მომთხოვ, ან მე ჩავთლი თავს ვალდებულად, არ მინდა ვალდებულების ან სინდისისქნენჯნის გამო გავატარო ვინმესთან დარჩენილი ცხოვრება
- იმ კაცს ვგავარ რომ როდესმე რამეს დაგაძალებს, როდესმე რამეში ხელს შეგიშლის?
- ეგ არაფერს შუაშია,
- აბა რას მეუბნები
- არ მინდა , ლაშა არ მინდა გთხოვ, ძალიან გთხოვ, თამუნას ცრემლები აუცრემლიანდა
- მორჩი, მოიწმინდე ცრემლები, ნუ ტირი, ბუთხუზა თითებით მოუმსრალა ცრემლები თვალებზე, ჩემს გამო ტირი, ვერ ავიტან ვერასდროს, სხვის გვერდითაც რომ იყო, მაინც ვერ ავიტან შენს ცრემლს ,გესმის, მეც ადამიანი ვარ, პირველად შემიყვარდი, მეც მინდა ბედნიერი ვიყო საყვარელი ქალის გვერდით, მეც დავიღალე რომ სულ გარბიხარ, სულ მეუბნები რომ არ გინდა, გეშინია, იმასაც კი ვერ ვხვდები რა გასინებს, არ მინდა ჩემი გეშინოდეს.... არც ის მინდა რამის გამო იყო ჩემთან, მხოლოდ ის მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი და გყვარებოდი, ვერაფერს დაგაძალებ... ამერიკაში აინც მოვდივარ, მხოლოდ იმიტომ რომ გიგას საკადრისი პასუხი გავცე,
- გთხოოვ არც ეგ არის საჭირო, უბრალოდ დავივიწყოთ ყველაფერი
- ეგ უკვე შენ არ გეხება, რაც შეგვეხება ჩვენ, დრო ამერიკამდე გაქვს რომ დაფიქრდე, და თუ მაინც გადაწყვეტ რომ არ გინდა, სამუდამოდ ჩამოგშორდები , უსიტყვოდ , თუკი გექნება რამე სათქმელი , დაკავშრება არ გაგიჭირდება ჩემთან
-
-----------------------------------------
აბა ველი თქვენს კომენტარებს,



№1 სტუმარი სტუმარი anuchki

Ai es ufro kargia.amis meore nawili is bolo nawili iqneba ?

 


№2  offline წევრი დამწყები

სტუმარი anuchki
Ai es ufro kargia.amis meore nawili is bolo nawili iqneba ?

არა რა თქმა უნდა ახალი დაიდება

 


№3 სტუმარი სტუმარი დადუ

კარგი იყო ძალიან გაააგრძელებ ისევ?

 


№4  offline წევრი დამწყები

სტუმარი დადუ
კარგი იყო ძალიან გაააგრძელებ ისევ?

კი აუცილებლად , დღეს საღამოს დავდებ შემდეგს

 


№5  offline წევრი ჭირვეული

გამიხარდა ამ თავის დანახვა. მართალია, ლოდინი და პატარა მოცულობის თავები მკლავს, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვკითხულობ ამ ზედმეტად რეალურ ისტორიას

 


№6  offline წევრი ნორმი

მე ისიც მომწონდა,მაგრამ ესეც კარგი,აქ უფრო მეტად იგრძნობა გრძნობები
--------------------
მორფეოსი

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიკო

მაგარია სიხარულო მეც მიყვარხარ უკეთესს ველიი

 


№8 სტუმარი სტუმარი თამუნა

თავიდან ჩემ სახელი რომ შევამჩნიე მაგიტო დავიწყე კითხვა მაგრამ ძალიან კარგი აღმოჩნდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent