შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამოკიდებულებიდან, დამოკიდებულებამდე (თავი6)


29-09-2018, 21:37
ავტორი ბიბი
ნანახია 1 244

ისტერიულმა სიცილმა ხანგრძლივად გასტანა თეკლას ავხედე და ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-ხუმრობ არა ?
-არა, არ ვხუმრობ, თუ გინდა შენი შვილი იპოვო, საჯაროდ, მუხლებზედაჩოქილმა ხელი უნდა მთხოვო და მერე მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით გაატარო.
-მისმინე, დიდი ხანია ფსიქიატრიულიდან გამოგწერეს?
-გეყოფა დათა, კარგად იცი რომ სხვა გზა არ გაქ, სალომე არასდროს გეტყვის სად არის შენ კიდე მუდამ რაღაც დაგტანჯავს, შიგნიდან შეგჭამს ფაქტი რომ სადღაც შენი ორეული დაბოდიალობს და არც კი გინახავს არასდროს.
-ჩემი ორეული ორი ცალი მყავს იცი?
-მე შენს შვილს ვგულიხმობ, შენს სისხლსა და ხორცს, შენს იმედსა და მომავალს
-თეკლა, აქამდე როგორ დაეცი?!
-დაცემულს შენ უფრო გევხარ.
-და მაინც ეს დაცემული ანგელოზი შენთვის გინდა?-ხელები გავშალე.
-კი, მინდა, თავდავიწყებით შემიყვარდი და ვეარასდროს დაგივიწყე.
-მგონი უკვე ვეღარ აცნობიერებ რას ლაპარაკობ-სკამიდან ავდექი მაგიდაზე ფული დავტოვე და კაფედან გამოვედი.
კაფის გვერდით პატარა შავ ჩიხში ჩავუხვიე, მეტს ვეღარ გავუძლებდი მუცლები მომეკეცა თავისით, ნაწვიმარ ასფალტზე დავჯექი, სახე ხელებშორის მოვიქციე, არ ვიცი რამდენი ხანი გავატარე ასე, ან ვფიქრობდი თუ არა რამეზე, როგორ შეიძლებოდა ერთ ადამიანში ამდენი სიყვარული და ბოროტება ყოფილიყო, ფაქტია თეკლა ყველაფერზე იყო წამსვლელი თუნდაც ერთხელ მაინც შევხებოდი მაგრამ ჩემი ტანჯვის ყურება სიამოვნებას ანიჭებდა. ფეხზე ადგომა ძლივს მოვახერხე, პალტო სულ დასვრილი მქონდა სიგარეტი მოვზებნე და აკანკალებული ხელებით მოვუკიდე, სახლში მივდიოდი, თან ხარბად ვსუქნთქავდი ნაწვიმარი ასფალტისა და ნიკოტინის სურნელს. მარიამი სახლში დამხვდა მომახარა დღეს აქ ვრჩებიო უღიმღამოდ გადავეხვიე და ტანზე გავიხადე.
-სად იყავი?
-გავისეირნე
-მარტო?
-ჰო მარტო.
-ვერ შეეშვი ჰო?!
-ჰო მარტო სიარულს ვერასდროს შევეშვები.
-ნიაკომ დამირეკა, მომიყვა დილას ბოლო ხმაზე უყვიროდნენ სალომე და დათა ერთმანეთსო.
-ჰო ვუყვიროდით.
-არასდროს მომიყვები არა რა მოხდა?
-მოგიყვები ოდესმე, ოღონდ ახლა მოდი გვერდით მომიჯექი.-მარიამის ხელი კისერზე მოვხვიე და ისიც მომენდო, გულზე თავი დამადო. ასე ჩუმად იზიარებდა ჩემს დარდსა და ტკივილს რაზეც არაფერი იცოდა.


ჩემი და სალომეს ღამეები ბევრად გრძელი და ლამაზ იყო ვიდრე მარტო გატარებული, ვისხედით ფანჯრის წინ განსაკუთრებით მაშინ როცა ცაზე უამრავი ვარსკვლავი ჩნდებოდა და ვითვლიდით, ან უბრალოდ მათ ვუყურებდით და სალომე ჩემს თმას თითებში ათამაშებდა. იყო ღამეებიც როცა სიცხიანსა და ავადმყოფს მივლიდა, შუბლზე ცივ ტილოს მადებდა და მერე სველ თმებს მისი გრძელი თითებით მივარცხნიდა. დამადებდა ხოლმე გულზე თავს. ამბობდა არ ვიცი რით დავიმსახურე ცხოვრებაში შენი თავიო.
მისი ფეხმძიმეობის მეხუთე თვე იყო უკვე ღამეებს აღარ ათენებდა სულ ეძინა, ან თუ არ ეძინა უბრალოდ წამოწოლილი ისვენებდა, მეც მის რეჟიმზე გადავედი, ნატურალურ საჭმელს ვუკეთებდი და ჩემივე ხელით ვაჭმევდი. იმ პერიოდში ძალიან გასუქდა,, იმდენად რომ თმასაც ვეღარ ივარცხნიდა დამოუკიდებლად, სასაცილოდ მომადგებოდა ხოლმე სველი თმით სულ გაპუწული და მთხოვდა იქნებ დამივარცხნოო, მეც მუხლებზე ვიჯენდი და პატარა ბავშვივით ვუვარცხნიდი თმას.
ერთ ღამეს ძალიან შეშინებულმა გამაღვიძა, ლოგინზე იჯდა და ორივე ხელი მუცელზე ეწყო.
-რა მოხდა?-გიჟივით წამოვფრინდი ლოგინიდან.
-არვიცი, რაღაცას ვგრძნობ, არ ვიცი ეს რა არის?-ცრემლებს ვერ იკავებდა მაგრამ იცოდა როგორ არ მიყვარდა მისი ტირილი
-რა? რას გრძნობ?
-აი აქ ნახე.-ხელი მუცელზე დამადებინა. ვიგრძენი გულისცემასავით ძლიერი დარტყმა. გაღიმებულმა ავხედე-ეს ჰომ სასწაულია საყვარელო.
-რა სასწაული დათა? იქნებ საავადმყოფოში წავიდეთ.
-არა, არა, შენ უბრალოდ ბავშვი ფეხს გირტყამს.-გვერდით მივუჯექი და ორივე ხელი მუცელზე მოვხვიე.-ეს ნიშნავს რომ შენ დედა ხარ, გესმის?
-ეს უბრალოდ ფეხი იყო?
-ჰო ეს უბრალოდ ფეხი იყო.-ნამტირალევი თვალებითა და სიცილით ამომხედა და თავი მხარზე მომადო.
-ასე აღარ შემაშინო კარგი?-მუცელს მოეფერა სალომე.


-დათა, არ გინდა სოფელში წავიდეთ?-ხანგრძილივი დუმილის შემდეგ მკითხა მარიამმა სევდიანი ხმით.
-სად სოფელში?
-ჩვენს სოფელში, გახსოვს მაინც რომ არსებობს? რამდენი წელია იქ არ ყოფილხარ.
-შენ დადიხარ?
-კი, იშვიათად, მაგრამ დავდივარ. წამო რა წავიდეთ, რამდენიმე დღით გავიხსენოთ რა გვიყვარდა იქაურობაში ყველაზე მეტად.
-სურნელი რომელიც სახლს ჰქონდა. ნესტის და სითბოსი.
-ჰოდა ადექი და წავიდეთ.-ფეხზე წამოხტა მარიამი და სწრაფად დაავლო ჩანთას ხელი.-ადექი, ჰა მიდი, ჩემთან გავიაროთ ტანსაცმელს წამოვიღებ, სანისაც დავურეკავ და ჩამოვა.
-კარგი, წავიდეთ-დიდად არ მინდოდა კიდევ ერთი წარსულის ადგილას დაბრუნება თუმცა მარიამის ამხელა ენთუზიაზმს უარი ვერ ვუთხარი. ჩანთა ჩავალაგე და მანქანააში დავჯექით.-იცი რა? მგონი ჯობია საჭესთან მე დავჯდე.
-რატო ძმაო არ მენდობი.
-კი მაგრამ მგონი მაინც ჯობია მე დავჯდე.
-ნუ სულელობ რა, ღვედი შეიკარი.
მარიამთან გავიარეთ, იმის შიშით დათამ წამოსვლა არ გადაიფიქროსო კოსმიური სისწრაფით ჩაალაგა მარიამმა ტანსაცმელი და ძალიან მალე დავადექით ჩვენი მშობლიური კუთხის გზას. ჯერ კიდევ ნათელი იყო ცა, ყველაზე მეტად რაც ამ გზაში მიყვარდა ხედი იყო, რაც უფრო მაღლა მიდიოდი უკეთ ჩანდა ჩვენი ქალაქი. ცა ჭრელდებოდა ყვითელ წითელ ფერებში. მახსოვს ბებიას რომ დავყავდით სოფლის ძველი ავტობუსით ყოველჯერზე ვუყურებდით ამ ხედს თვალებ გაფართოებული და ყოველჯერზე სხვადასხვა ემოცია მოჰქონდა.
დაღამებამდე ჩავასწარით სოფელში, ჩვენი სახლი ისევ ისეთი იყო, წვიმას ცოტა გაეშავებინა თეთრი ქვის კედლები , დიდი აივანი მთლიანად ცარიელი იყო, ადრე აქ ბამბუკის მაგიდა და სკამები მხვდებოდა, აივანზე მუდმივად გაკიდებული ჰამაკი და სკამი საქანელა, რომელზე დასაჯდომასაც ერთმანეთს ვხოცავდით. მარიამმა კარი გააღო, სახლიდან ის ძველებური სურნელი გამოვარდა, ნესტის და სითბოსი, უმოქმედო ბუხარი, და გაყინული ავეჯი იდგა სახლში. ახლა მხოლოდჩვენ ორნი ვიყავით დიდ სახლში და ყველაფერი შეგვეძლო, ბავშვობაში ისე ივსებოდა სახლი ხანდახან მეზობელთან დაძინებაც კი გვჭირდებოდა.
-იმედია მეზობლები ვერ გაიგებენ რომ ჩამოვედით.
-რატომ?
-ქალაქში მომერიდნენ მაგრამ ჰომ იცი სოფელი სულ სხვაა.
-კარგი რა დათა, შენ არავინ გადანაშაულებს.
-და გგონია დედას დადანაშაულება ჩემთვის მარტივია?!
-არც დედას დებს ბრალს არავინ.
-მაგაში ცოტა ეჭვი მეპრება.
-სისულელეებზე ფიქრს შეეშვი და წადი კარ-ფანჯრები გააღე განიავდეს სახლი.
-სანის დაურეკე?
-კი ხვალ ჩამოვა. მიდი მიდი ნუ ზოზნიებ.
ყველა კარი და ფანჯარა გავაღე, სასიამოვნო სიგრილე იყო, ალბათ სიცივეც, თუმცა ემოციებით სავსე ვიყავი ამას ვერ ვგრძნობდი, სემოდგომის შუა პერიოდი იყო როცა სოფელში ყურძენს კრეფენ და ღვინოს წურავენ. ალბათ მეზობლები შრომით დაღლილნი ისვენებდნენ და ამიტომაც ვერ შეამჩნიეს ჩვენი ჩამოსვლა. ბუხრიან ოთახში ძველი ჰამაკი ვიპოვე, აივანზე დავკიდე. პლედი მოვიხურე და შიგ ჩავწექი. ვუყურებდი ცას რომელიც ასე ძალიან მიყვარდა, ვსუნთქავდი ჰაერს სადაც არ იყო გამონაბოლქვისა და ნაგვის სუნი. აქ ყველაფერი სუფთა იყო, მოგონებებიც კი, არაფერი იყო მტკივნეული ამ სახლში ყველაფერი სიმშვიდესთან იგივდებოდა. მამასაც კი არასდროს უჩხუბია აქ, მოგონებებით, ემოციებითა და მგზავრობით დაღლილი ვერც გავიგე როდის ჩამეძინა.
კივილის ხმამ გამაღვიძა.
-ჩემოო საცოდავო ბავშვებო, ვაი, ვაი, ვაი. ეს რადაგემართათ, ჩემო საწყალო შვილებო, ასეთი კარგი მამა როგორ გაიმეტა იმ ჩათლახმა.-თვალების ფშვნეტით წამოვდექი და დავინახე ეზოში ჩვენი ერთერთი მეზობელი შემოსულა და დასტიროდა „საწყალ მამაჩემს“
-რა ხდება?-დავიყვირე და კიბეზე ჩავირბინე.
-დათა შვილო, როგორ ხარ? როგორ მტკივა გული თქვენს გამო შვილო.-მუხლებზე იყო დამხობილი ნაზი.
-ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა.-თვალები დავხუჭე და გულში ვიმეორებდი, მინდოდა თავი ხელში ამეყვანა.
-მაგ ჩათლახი ქალი ააა-გოდებას მორჩა ნაზი კიბეზე დაჯდა და კაბიდან აწეპებულ ფოთლებს იშორებდა.-მაგას რა ეგონა შერჩებოდა არა ჩემი საყვარელი გიორგის სიკვდილი, ეგდოს ახლა იქ და ხეხოს ტვალეტები.
-გაჩუმდი!-აღარაფერს შეეძლო ჩემი დამშვიდება.-გაჩუმდი! აღარასდროს, აღარასდროს დედაჩემზე ცუდი სიტყვა აღარ თქვა.-თითის ქნევით სახე სახესთან ახლოს მივუტანე ნაზის.
-დათა შვილო, ასე რით შეგიპყრო იმ ეშმაკმა.-ცრემლმორეული თვალებით შემომხედა და დაკოჟრილი ხელი სახესთან ახლოს მომიტანა.
-გიორგი სიკვდილის ღირსი იყო და ის მოკვდა. მადლობა დედასრომ ამ ტანჯვისგან გვიხსნა.
-აქ რა ხდება?!-ეზოში მარიამი შემოვიდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

როგორ მტკივა გული ამ გზააბნეულ ბიჭზე ან რა მოხდა რომ ასე მიატოვა სალომე

 


№2  offline წევრი ბიბი

სტუმარი ნათია
როგორ მტკივა გული ამ გზააბნეულ ბიჭზე ან რა მოხდა რომ ასე მიატოვა სალომე

საერთოდ არ არის ეს ბიჭი გზა აბნეული.
სალომეს დატოვებაც სრულოად გამართლებულია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent