შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამი მიზეზი (15 თავი)


2-10-2018, 11:27
ავტორი naattii
ნანახია 2 601

-გამარჯობათ ქალბატონო ლიანა, შეიძლება ვისაუბროთ?_ანერვიულებული იტეხდა თითებს თამარი და ქალს საოცრად ყალბი მოეჩვენა უცებ გოგო.
-გისმენ_დივნისკენ მიუთითა და წინ დაუჯდა.
-მე.. არც კი ვიცი საიდან დავიწყო, უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა, ვიცდიდი იქნებ უკან დაბრუნდეს, პატიება მთხოვოს და ყველაფერს დავივიწყებთთქო, მაგრამ არა, პირიქით სულ გაქრა.
-ჩემთან რატომ მოხვედი თამარ?
-აბა ვისთან მივიდე ქალბატონო ლიანა? უკვე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, მშობლები ზარებს ვერ აუდიან, ქვეყნის დასაცინი გავხდი, ყველა იმას მაძახებს სხვაში გაგცვლიდაო, კომპნიაში ხელის თითებით შევდივარ.
-მე მაინც ვერ ვხვდები თამარ მე რას მთხოვ.
-დაელაპარაკეთ, თქვენ ხომ ასე ელოდით ჩვენს ქორწილს, ხვდებით როგორ შევეფერებით ერთმანეთს, იქნებ რამე შეასმინოთ? ხალხშიც ვეღარ გამოვდივარ უკვე.
-თამარ, რაც მოსული ხარ მხოლოდ იმაზე წუწუნებ, რომ ხალხის თვალში ხარ ცუდი, მაგრამ არც ერთხელ არ გითქვამს, რომ ჩემი შვილი გენატრება ან მის გარეშე ხარ სასოწარკვეთილი. რატის წასვლამ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი და მათ შორის შენზეც, ჩემგან არანაირ დახმარებას არ ელოდო, სწორია, ჩემს შვილს სხვა უყვარს და თანაც ნამდვილი სიყვარულით, ქორწილი არ შედგება, შეეგუე, რომ გორგოძეების რძლის სტატუსს ვერ ატარებ, ჯობია წახვიდე.
-ამას ასე არ დავტოვებ_წამში მოიწმინდა ნიანგის ცრემლები -განანებთ, გეფიცებით განანებთ ჩემს ასე გამასხარავებას_თითი დაიქნია ქალის მიმართულებით და კარისკენ წავიდა.
-ფრთხილად იყავი თამარ, შვილის გამო დედა ყველაფერზეა წამსვლელი, კარგად დაუკვირდი თავად არ გაგიხდეს ეგ სიტყვები სანანებელი, არ გირჩევ ჩემს გადაკიდებას._ამ სიტყვებზე შემოსასვლელის კარიც მიიკეტა და ლიანამაც ხელი შემოირტყა თავში.
-ასეთი ბრმა როგორ ვიყავი?


-ქვემოთ გელოდები_ხმა დაუთბა ტელეფონში თორნიკეს.
-ახლავე ჩამოვდივარ.
-აბა ჩემს თავს არავინ გართმევსო?_მამუკას ბუზღუნი მოესმა გაიანეს ფეხზე ჩაცმის დროს.
-რაზე ამბობ მა?
-საერთოდ ვეღარ გხედავ გაანე, დღე მეგობრები და რბოლის საქმეები, საღამოს თორნიკე.
-ჩემი ეგოისტი მამიკოოო_მოთაფვლა გადაწყვიტა განომ.
-აფირისტო_წამში შეწყვიტა მამუკამაც ბუზღუნი და მთელი ძალით მოეხვია შვილს -მაგრამ იცოდე ჯერ არ გათხოვებ.
-აუ მა, გეყოფა რა_აწითლებული ჩამოუხტა კალთიდან და სიცილითა და თავის ქნევით გავიდა გარეთ.

-სად მივდივართ?_მისალმება-ჩახუტების შემდეგ მანქანაში მოკალათებულები გაუყვნენ გზას.
-ნუ, რომ დავფიქრდი სად შეიძლება წავსულიყავით, რატომღაც ვიფიქრე, რომ რესტორნის დახურვითა და მისი მოწყობით დიდად ვერ მოგხიბლავდი, ამიტომ სხვა რაღაცა მოვიფიქრე, რამდენიმე წუთში ნახავ_ღიმილით გადმოხედა თორნიკემ აცერცეტებულ გოგოს.
-პირველი სიურპრიზია_ტაში შემოკრა გაიანემ -მაგრამ, არ შეიძლება ადამიანი ყველაფერში პირველი იყოს.
-გინდა სხვა იყოს?_წარბები შეკრა ბიჭმა.
-არასოდეს_ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა და გზას გახედა.
-ქალაქიდან გავდივართ?_თვალი მოავლო წყალტუბოს გადასახვევს.
-ხუთი წუთიც და მივალთ_სათაფლიის გზაზე გადაუხვია თორნიკემ. რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ ცენტრალური გზიდან გადაიყვანა მანქანა და გააჩერა.
-მოვედით.
-აბა ვნახოთ_ინტერესით სავსე ჩამოხტა განო და თვალი მოავლო გარემოს, ცენტრალური გზიდან ცოტა დაბლა ჩასასვლელივით იყო ირგვლივ გაშენებული ტყის პატარა ნაწილი, აქ, უკვე ივნისის დასასრულს, სიცხე საერთოდ არ აღწევდა და სასიამოვნოდ გრილოდა, ერთ ადგილას ხეები ლამაზ წრეს ქმნიდნენ. საბარგულიდან მაშინვე ამოიღო თორნიკემ პლედი და გააფინა, შემდეგ მოზრდილი კალათი და ბოლოს გაიანეს და გასაკვირად მარტივად დასამაგრებელი ჰამაკი. ხეებს შორის ჰამაკი გააბა, გვერდით პლედი და კალათიდან ამოლაგებული საჭმელები. ხელი მოხვია გოგოს და მასთან ერთად დაეშვა გადასაფარებელზე.
-და სად არის ამ დროს ძველი თორნიკე?_უზომოდ გახარებული და სირპრიზით ნასიამოვნები ზურგით მიეყუდა ნახევრად გაწოლილ, ხელებზე დაყრდნობილ თორნიკეს და თავი გადაადო ბეჭზე.
-ეს ყველაფერი ძველმა თორნიკემ მოიფიქრა, ძველმა, რომელიც გადამკვდარია სამსახურზე, არ უყვარს ხშირად კლუბის ხმაური და საშინლად უხარია მის გოგოს ოდნავ მაინც თუ გაახარებს, ის თორნიკე არსად წასულა, უბრალოდ გაბრაზებულ გულზე ცოტა ხნით ხელი ვკარი, შენ ძველი მე დამიბრუნე უკეთესი ვარიანტით, შენით მივხვდი, რომ თურმე იმ თორნიკეს შეძლებია ასეთი სიურპრიზების მოფიქრება, უბრალოდ ადრე ამის აუცილებლობას ვერ ხედავდა, ახლა კი მხოლოდ იმას ვფიქრობ რითი შეიძლება გაგახარო ხოლმე.
-მიყვარხარ_შემობრუნებულმა სახეზე მოეფერა შეყვარებულს და მის თვალებშიც აცეკვებული ჭინკები რომ დაინახა გაიცინა.
-მეც მიყვარხარ_ცხვირზე წაკბინა ბიჭმა.
-როდის შეგიყვარდი?_მოსასმენად მოემზადა განო.
-გახსოვს პირველად რომ გნახე? რატის რომ ვეძებდი, დახმარება როცა გთხოვე, შენ კიდევ მომიბრუნდი და თითები ამიფრიალე სამი მიზეზი მითხარიო, გეფიცები იმ წუთიდან შენი თვალები არც ერთი ღამით დამვიწყებია, დღე არ ვაძლევდი თავს უფლებას გამეხსენებინე, მარტო დარჩენილს კი სხვა გზა აღარ მქონდა, არ ვიცი, ვერ გეტყვი როგორი თვალები გქონდა, თითქოს ჩვეულებრივი, თაფლისფერი, მაგრამ იმდენად იყავი იმ წამს აღფრთოვანებული, თვალებიც კი გინათებდა, სწორედ იმ წუთიდან მაიძულე მთელი ცხოვრება მხოლოდ შენზე მეფიქრა.
ხმა ვეღარ ამოიღო განომ, მთელი ძალით დაეტაკა ბიჭს და სიცილით გადაყირავდნენ.

გვიანი ღამე იყო რატი რომ დაბრუნდა სახლში, დაც და მამაც ტელევიზორთან ელოდნენ ჩახუტებულები, ანდროს ეძინა მხოლოდ. შემოსვლის თანავე მიხვდნენ ბიჭი საზიზღარ ხასიათზე რომ იყო.
-ძილი ნების_არც გაუხედავს ისე უნდოდა ოთახისკენ წასვლა მამის ხმამ რომ შეაჩერა.
-მოდი რატი ჩვენთან.
-ახლა არა რა მამა.
-დაგველაპარაკე შვილო, იქნებ დაგეხმაროთ, სამი თავი ერთად უკეთესია.
ბურდღუნით ჩაჯდა ბიჭი დივანში მოცელილივით და დაღლილ სახეზე ხელები ჩამოისვა.
-ნინის ოჯახი ჩემთან ურთიერთობას უშლის.
-რატომ?_წარბებ შეკრული წამოჯდა სკამზე მამუკა და გაიანეც გვერდით გადასვა.
-ასეთი არასერიოზული ბიჭი არაა ჩვენი შესაფერისიო, პროფესიაც კი არ აქვსო, ბარმენობა რა სამსახურიაო.
-ესეიგი ჩემი ბიჭი არასერიოზულია არა?_ნერვიულად გაიმართა წელში კაცი -აბა ერთი მამამისის ნომერი მითხარი, მემგონი დალაპარაკების დროა.
-კაი რა მა, მერე უარესი იქნება._სახე ხელებში ჩარგო ბიჭმა. -4 დღეა არ მინახავს და გაგიჟებას ვარ, სამჯერ გამოიპარა უკვე და მაინც დააბრუნეს.
-რატი, მოდი სერიოზულად ვისაუბროთ, შვილო მაგ გოგოზე ნამდვილად სერიოზულად ფიქრობ? დარწმუნებული ხარ რომ ისაა ვისთანაც მთელი ცხოვრება გინდა გაატარო?
-კი მამა, კი, მართლა მიყვარს, რამდენიმე დღეა არ მინახავს და ყველგან მელანდება.
-მაშინ მისთვის არც ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლას უნდა მოერიდო.
-არც მოვერიდები, მაგრამ როგორ?
-თორნიკე_წამიერად წამოიძახა განომ და სახე გაუნათდა.
-აუ, თქვენ ცოტა დისტანცია დაიცავით თორე მისი სახელი გაბოდებს უკვე_ხელი აიქნია რატიმ.
-იდიოტო, შენთვის ვამბობ, აი შენზეა ნათქვამი ვირო მადლიო, მათი კომპანიის ნაწილი ხომ შენიცაა? წადი და თორნიკეს მიაკითხე._თვალები გადაატრიალა განომ.
-ნახე ერთი ამაზე ის ბიჭი როგორ მოქმედებს_გახარებული წამოხტა რატი ფეხზე, მაგრამ წამებში ისევ სახე მოეღრუბლა -რომ არ ესიამოვნოს? მე ხომ მათი ნამდვილი შვილი არ ვარ?
-რატი, ეგ თორნიკესთან არ წამოგცდეს თორე მართლა ძაან აწყენინებ, დაგავიწყდა ვისზე ვლაპარაკობთ? ის ხომ თორნიკეა.
-ოჰ როგორ წამში დაიცვა სატრფო_უკვე დამშვიდებულს სიცილი აუტყდა რატის.
-ხვალ სამსახურში მივაკითხოთ და დაველაპარაკოთ_ლოყაზე აკოცა ძმას და დასაძინებლად წაათრია. ცრემლიანი თვალები გააყოლა მამუკამ და-ძმას, მშობლების გარეშეც კი ასე მოსიყვარულეები გაიზარდნენ, ვინ იცის მერამდენედ ინატრა გვერდით მარიამი ყოლოდა.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია დილით კომპანიაში შესულმა გაიანემ და რატიმ. გოგო ვერ იცვნეს და ლამის რენტგენში გაატარეს დერეფანში გავლის დროს. რატი ძმის თანაშემწეს მოელაპარაკა და არც უცნობებიათ მათი მოსვლა ისე შეაღო გაიანემ შეყვარებულის კარები. ნახევარმა დერეფანმა გაიგო თორნიკეს ბედნიერი შეძახილი ჩემი გოგო მოსულაო და ერთმანეთს ასწრებდნენ თამარის კაბინეტამდე მისვლას.
-ჩემი პატარაა_მაშინვე ხელები მოხვია გაცინებულ გოგოს და ტუჩები დაუკოცნა.
-შეგრცხვეთ, მეც აქ ვარ_მობეზრებულმა ამოილაპარაკა რატიმ.
-თუ გავითვალისწინებთ, რომ თხოვნით შენ მოხვედი ხმას არ უნდა იღებდე_ენა გამოუყო დამ.
-თხოვნით? რამე გჭირდება რატი? თუ ფული.....
-არა არა, სულ სხვა და სიმართლე რომ გითხრა თავხედური თხოვნაცაა ჩემი მხრიდან.
-რა ხდება ადამიანო? დავიჯერო ისეთი რა უნდა მთხოვო? თავს გადავდებ და მაინც შეგისრულებ. აბა გისმენ.
-მე.... მე თოკა აქ მუშაობა მინდა, თუ მიმიღებ რა თქმა უნდა_შერცხვენილმა ლამის მიწაში ჩახარა თავი და თორნიკეს სიჩუმეზე თვალებიც დახუჭა. ანერვიულებული ელოდა პასუხს და ერთი მომენტი ისიც იფიქრა ღრიალით გამაგდებს ახლა აქედანო უცებ ძმის ხმაც რომ მოწვდა მაინც მის ყურებს.
-მაინც რა თანამდებობაზე გინდა?_სერიოზულად ჟღერდა თორნიკეს ხმა, მაგრამ განო ხედავდა ტუჩის კუთხეებში გაპარულ ღიმილს და მიხვდა რა თამაშსაც თამაშობდა ბიჭი.
-არ ვიცი,_ უფრო დაპატარავდა რატი, -თუ გინდა მუშად ან ვაფშე წერილების დამტარებლად დამნიშნე.
-აუ რა იდიოტი ხაარ_ვეღარ მოახერხა სიცილის შეკავება თორნიკემ და ბოლო ხმაზე ახარხარდა -რამდენი ხანია ამ დღეს ველოდიიი, ხვალიდან ცოტას ამოვისუნთქავ და ჩემ გოგოს უკეთ ვნახავ, მეღირსაა_ძმას ეცა და მთელი ძალით მოეხვია. -მოიცა დავრეკო და სასწრაფოდ ოთახი გამოგიყო, ავეჯს შენ აარჩევ თუ როგორ ვქნათ?
-მოიცა, რა კაბინეტი რა ავეჯი?_გაკვირვებულმა ამოხედა რატიმ.
-მოიცა, აქ შენი წილის მისაღებად არ ხარ? ტყუილა გამიხარდა?_წამში მოიღრუბლა ბიჭი.
-მე მეგონა...
-რა გეგონა რატი? რადგან აყვანილი იყავი შენი წილის გარეშე დაგტოვებდი თუ სასამართლოებში ვირბენდი და ქონებას წაგართმევდი? ნდობისთვის გმადლობ, მაგრამ ამ ფირმის ნახევარი შენია და მიხარია თუ მუშაობას დაიწყებ, ცოტას ამოვისუნთქავ.
-ნდობა არაფერ შუაშია თორნიკე, მე უფლება არ მქონდა.
-სანამ კიდევ რამეს იტყვი დაფიქრდი რატი.
-მიზეზსაც არ მეკითხები?
-თუ გინდა მომიყევი, მაგრამ მე ისიც მეყოფა მუშაობა რომ გინდა, ერთი კვირა ჩემთან ერთად იყავი რომ გასწავლო და მორჩა.
-მადლობა თორნიკე_გახარებულმა დაკრა ძმას ხელი ბეჭზე.

-ესეიგი ის გომბიო აქ მოათრია არა?_კაბინეტს წრეებს ურტყამდა თამარი. -ესეიგი ბოლომდე გადაწყვიტა ჩემი და ჩემი სახელის განადგურება არა? ანუ აქამდეც მივედით. მე თქვენ გაჩვენებთ როგორ უნდა ადამიანის დამცირება, ამ საქციელს განანებთ, მოვა დრო და მე შემოგხედავთ შორიდან როგორი დამცირებული და განადგურებულები ივლით. ცოტაც მაცადეთ_კიდევ დიდხანს ისმოდა ქალის ოთახიდან გესლიანი მუქარის ხმები.

-აბა, დავით ბატონო, გადაწყვიტეთ რას გააკეთებთ?
-თითქმის, ახლა ჯერჯერობით ერთი ბრძანება მაქვს.
-გისმენთ_ლამის ფურცელი და პასტა მოიმარჯვა დაქირავებულმა ყმაწვილმა ისე ყურადღებით დაიწყო მოსმენა.
-მათი დეტალური დოსიე მჭირდება, ამჯერად მხოლოდ გოგოსი არა, ყველასი, მამამისის ჩემსაზე უკეთ ვიცი, რატი გორგოძე, თორნიკე გორგოძე, რატის შეყვარებულიც კი გამოიკვლიე თავისი ოჯახით, არცერთი მათთან დაახლოებული პირი გამოგრჩეს, ფაქტია არ ისვენებენ და ჩემს წინააღმდეგ წამოვლენ, ამიტომ მათი თითოეული ნაბიჯი წინასწარ უნდა ვიცოდე გაჩენის დღე რომ ვაწყევლინო. არ მომეშვებიან? ხოდა რასაც დასთესენ, იმასვემოიმკიან._სასტიკად ისმოდა მამაკაცის ნათქვამი სიტყვები ყინულივით ცივი ხმით.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

აუუ თამარმა ინატროს რომ ჩემი ხელით არ ამოხდეს სული

 


№2  offline მოდერი naattii

უცნაური მე
თამარი უნდა გავპუტო თმებისგან. მაგრამ მე რაა განო მუვლის მაგას :დ
ლიანა შემიყვარდა მე.
ამ დავითს რაღაც ცუდი აქვს ჩაფიქრებული.. იმედია ბატონი დაჩიც ჩაერთვება საქმეში და დაიცავს ყველას ❤️
განო და თორნიკეს პიკნიკი ძალიან მომეწონაა ძალიან საყვარლები არიან ❤️❤️

უი დედა პირველი ვყოფილვარ :დდ

განო ვს თამარსაც ვნახავთ არ იჯავრო :D

სტუმარი მარიკო
აუუ თამარმა ინატროს რომ ჩემი ხელით არ ამოხდეს სული

ნუ მოაკლებ განოს მაგ სიამოვნებას :D

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

ნეტავ მიხვდება დაჩი რომ ეხმარება? ახლა თამარიც ჩაერთვება არა დავითის შურისძიებაში? ნუ მოკლედ ხომ მოვკვდი ამდენი ჯავრით გავისტუმრებ ბავშვებს სკოლაში და ეგრევე საიტზევარ, გადამრიეთ; დდდ

 


№4  offline მოდერი naattii

სტუმარი ნათია
ნეტავ მიხვდება დაჩი რომ ეხმარება? ახლა თამარიც ჩაერთვება არა დავითის შურისძიებაში? ნუ მოკლედ ხომ მოვკვდი ამდენი ჯავრით გავისტუმრებ ბავშვებს სკოლაში და ეგრევე საიტზევარ, გადამრიეთ; დდდ

ვნახოთ ვნახოოთ :D

 


№5  offline წევრი ნორმი

უკვე ვეღრ ვითმენ მომდვენო თავამდე..ინტერესით ვკვდები,ყოველდღ უფრო და უფრო იძაბება და ჭკუიდან ვიშლები.ნეტავ შენ თვში ჩამახედა და წინანსწარ გამაგებია რა მოხდებოდა. smile smile
--------------------
მორფეოსი

 


№6  offline მოდერი naattii

Farvana
უკვე ვეღრ ვითმენ მომდვენო თავამდე..ინტერესით ვკვდები,ყოველდღ უფრო და უფრო იძაბება და ჭკუიდან ვიშლები.ნეტავ შენ თვში ჩამახედა და წინანსწარ გამაგებია რა მოხდებოდა. smile smile

აზრი არააქვს ჩახედვას, თავიდან მხოლოდ ძირითადი მონახაზი ვიცი, დანარჩენს გზადაგზა მივყვები რასაც მუზა მომთხოვს :D

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Uhuu dzaan magariaa vgijdebi me amatze da ravqnaa <3

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

ხომ ვამბობდი არაფერს შეარჩენსთქო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent