გიჟი ხარ და მეც გამაგიჟე... (თავი 2)
სასწრაფოდ ავირბინე ჩემს ოთახში და კარები ჩავკეტე... გავიგე ქვევიდან როგორ ამორბოდა დედაჩემი... -ტასოოოო , გააღე კარი სასწრაფოდ.-მიყვიროდა დედა სიცილშეპარული ხმით... -არააააა- დავიკივლე... -სასწრაფოოოდ... -ნწ-თქოოოო -კარგი, არ მიღებ ხო?-მკითხა კარების უკნიდან უცებ გასაღების ხმა გავიგე და კარებიც გაიღო, რომ გენახათ რა სასაცილო იყო დედაჩემი ალბათ სიცილისგან მოკვდებოდით... პოლის ჯოხი ეჭირა ერთ ხელში და მეორში დანა და ეღიმებოდა... -ვაიმეეე დედააა- დავიწყე გაუჩერებელი რასაც ქვია „კაკანი“. იმდენი ვიცინე უკვე მუცელი მტკიოდა და ხელებს ვიჭერდი... დედასაც წასკდა სიცილი დააგდო ყველაფერი და ჩემთან ერთად გაწვა საწოლზე და ორ ხმაში დავიწყეთ „კაკანი“... შეშინებული მამა ამორბის და როგორც კი დაგვინახა მასაც აუტყდა სიცილი და ახლა უკვე სამ ხმაში ვიცინოდით მე პირველი ვიყავი, დედა მეორე და მამა მესამე ხმა... -გული გამიხეთქეთ არანორმალური დუეტი ხართ რა… , წავედი მე სამსახურში.- როგორც კი სიცილს მორჩა მამა, ამოთქვა. ნელნელა ორივე დავწყნარდით. -კარგი მა კარგგად- მივედი და ჩავეხუტე, მამაც წავიდა... -დედიჯან ახლა ცოტა ხნით დავიძინებ და მერე ჩემს სამეულს ანუ „ნაგიჟრებს“ ვნახავ და ეს რაღაცეებიც გაიტანე... -კარგი, მაგრამ შეგიძლია აქ დაპატიჟო მე მაინც დეიდაშენთან მივდივარ და მამაც გვიან მოვა დღეს... -აუუუ ანუ აქ ვიქნებით კარგია, ხო და დეიდაჩემი მომიკითხე... -კარგი, წავედი ახლა მე გავემზადები და წავალ. -ოკ მამ ბაი- ოთახიდან გავიდა ნანა, მე გავიხადე ჩემი ხალათი, ლოგინში ჩავწექი და დავიწყე ფიქრი... რა ბედნიერი ვარ ასეთი თბილი ოჯახი რომ მყავს... თუნდაც ეს მომენტი ჩემთვის ბედნიერება იყო... მე წვრილმანებში ვხდავ ბედნიერებას... (ნუ შემედავებით) ჩემთვის მთავარი ყოვლთვის ოჯახი იყო... არის... და იქნებაა... მთავარია ასეთი მოსიყვარულე ოჯახი მყავდეს და მარტო მათ გამო ეღირება ცხოვრება... ვთვლი, რომ ვისაც ასეთი თბილი ოჯახი არ ყავს მისთვის ეს ცხოვრება სრულყოფილი ვერ იქნება... არასდროს მიფიქრია შეყვარებულის ყოლაზე... არა სიყვარულის კი მჯერა, მაგრამ მეშინია, მეშინია იმის რომ ერთ დღეს შეიძლება მან გული მატკინოს, , წავიდეს და ძველი „მე“ განადგურდეს, მისგან არაფერი დარჩეს... ვფიქრომ, რომ თუ ამ ცხოვრებაში უბედურება მეწვევა ვეღარ ვიქნები ასეთი ლაღი და აღარ მექნება ბედნიერი ცხოვრება... ვეღარც წვრილმანებში დავინახავ დიდ ბედნიერებას... ამიტომ ვცდილობ უბედურებას თავი ავარიდო... ამ ცხოვრებაში მხოლოდ ამის მეშინია ყველაზე მეტად... არ ვიცი შეიძლება შემედავოთ, მაგრამ თავი ზედმეტად სუსტი მგონია, რადგან ვფიქრობ, რომ მცირეოდენ უბედურებასაც კი ვერ გადავიტან... ამ საკითხთან დაკავშირებით მშიშარა ვარ... შეიძლება ბოლო დონის გიჟი ვარ, მაგრამ ეს საკითხი მაშინებს... მეგობრებთან ერთად მართლა ყველანაირად გიჟი ვარ, რადგან ყველაზე მეტად მათთან ვიხსნები, შემიძლია ყველაზე დიდი, აიისეთი მხოლოდ ჩემნაირს რომ მოუვა აზრად ისეთი სიგიჯე ჩავიდინო... არ მიყვარს ყალბი ადამიანები და მეც არ ვარ ასეთი... ძალიან მარტივად შეიძლება დამანგრიოს ადამიანმა და საბოლოოდ გამანადგუროს... ეს ყველამ იცის და ცდილობნ ეს არ მოხდეს... ამის გამო ვთვლი თავს სუსტად...იცით? ყველაზე გახსნილი ადამიანები ყველაზე მგრძნობიარეები რომ არიან? თუ არ იცოდით ახლა ხომ გაიგგეთ?.. ამ ფიქრებში მალევე მორფეოსის სამყაროში გადავეშვი... როდესაც გამეღვიძა საათს დავხედე შუადღის სამი საათი იყო... ტელეფონს დავწვდი და სამივეს ერთად დავურეკე... -ჰეი ფიფლ... -რაიყო ტასო, არ მითხრა რომ ახლა გაიღვიძე...(ლუკა) -აჰამ... და მიდით სამივნი ჩემთან დააწექით, ახალი ამბავი მაქვს თან სახლში არავინაა. -რა ხდება ტასუსი მშვიდობაა??(ნატა) -კი და ტასუსი არა რა ფლიზ ოკ? -ოკ სიხ(ნატა) -შეს „სიხ“-ებში ვიცი რაც იმალება... -ხოდა ნუღა მეუბნები (ნატა) -აუუუ გადი რააა... ხოდა აბა ოთხზე ჩემთან ერჭვეთ უკლებლივ... ნია იცოდე ოთხზეეე არ ვიგვიანებთ... -ხო ხო კარგი ამ ერთხელ არ დავიგვიანებ(ნია) -აუფფ... შენ სულ მაგას იძახიი -გპირდებიიი(ნია) -ოკ მიდით გელოდებთ- და გავუთიშე. ავდექი, ოთახი მივალაგე ჩავიცვი ადიდასის ნაცრისფერი სპორტულები, ფეხზე ადიდასიც თეთრი ბოტასები ჩავიცვი, მცირეოდენი მაკიაჟი გავიკეთე, თმა ცხენის კუდად გავიკეთე, ჩემი თვალის ფერი ნაცრისფერი იყო და მაღაზიაში გადავწვყვიტე წასვლა. გარეთ გავედი და კარფურისკენ დავაწექი, უამრავი სასუსნავი, ლუდი და კიდევ რამდენი რამ ვიყიდე რა მოსთვლის, ჩემს მანქანაში ჩავაწყვე „ზადნით“ უნდა გამოვსულიყავი, რომ კინაღამ ვიღაც ტიპს შევასკდი, უცბად მანქანიდან გადმოვედი. -ნორმალური თუ ხარ, წინ არ იყურეები? ბრმა ხარ? ვერ ხედავ მანქანა გამომყავს? რომ დაკტაკებოდი მერე სად მიდიოდი?-ისე დავიწყე ჩხუბი არც შემიხედავს, უცბად ავხედე და ვუუუ... არა ტასო არ დაიბნე... სიმტკიცე შეინარჩუნე... ღმერთო რა სიმპატიურიაა... შავი სპორტულები ეცვა, საოცრად უხდებოდა და გამოხატავდა მის დაკუნთულ სხეულს, შავი თმა და უსაზღვროდ მუქი შავი თვალები ჰქონა, დიდი ზომის ტუჩები აი ისეთი მხოლოდ მმის დაგემოვნებაზე, რომ იოცნებებ ისეთი, გამოყვენილი სახის ნაკვთები, თითქოს უნაკლო იყო... -ოუუ... ოუუ ფისო დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა...- ფისო? ფუფ ვერარი ეს ხო თავის მატორზე იდიოტი... ყველა კარგი ფიქრი მის შესახებ გამიქრო... -ფისო?? იდიოტო... თავხედო იდიოტო... ნაგლო იდიოტო... –„-სიმპატიურო იდიოტო.“-ჩამძახა ალტელეგრომ, ნეტა ამ ალტერეგროს რაღა ახლა მოუნდა გამოჩენა.. -ეეე ფისოოო მშვიდად რა.- ირონიულად მელაპარაკებოდა.. -გაეთრიე თავხედო.- დავუყვირე, ის თავის მანქანასთან წავიდა და ჩაჯდა, ოჰო რა მაგარი მანქანა ყავს „-და პატრონი ხო საერთოდ“ არა რა ამ ალტელეგროს ერთ დღესაც დავასამარებ. გამწარებული მივედი სახლამდე... ჭიშკართან ბავშვები იყვნენ, საათს დავხედე უიი უკე ხუთის ნახევარი ყოფილა. გადმოვედი მანქანიდან და შეწუხებული სახე მივიღე.. -გოგო ვერ ხარ ხო შენ? რა არის ეს ოთხზე დაგვიბარე და თან არ დააგვიანოთო და შენ სახლში არ ხარ თან რაღა ახლა გაქვს ტელეფონი გამორთული..-ერთხმად დამიწყეს ჩხუბი... ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან.. -უპს დამჯდარა, აუუუ სორით რა მოგიყვებით რატომაც დამაგვიანდა... -ვერ ხარ შენ ხომ? ვერა ხო? ნახევარი საათი არ ჩანდი.-მეჩხუბებოდა, მაგრამ ღიმილი ეპარებოდა ჩემს საწყალ სახეზე... -აუუ კარგი რა ლუკ, სერიოზული მიზეზი მაქვს.-დავიწყე მისი მოლბობა... -ამას შეხედე რა ხომ გითხრა ოთხზე მოვალო და ამ წამს მოვიდა... სულელი-ნიაზე მიმითითა სიცილით, რომ გავხედე სიცილი დავიწყე იმაზე თუ როგორ მოდიოდა გაყინული ნია და თან ილანძღებოდა მაინც დავაგვიანეო... -ოხ ნია, ოხ მოდი გაგათბო.-მივედი და ნიას ჩავეხუტო.. -აუუ ტასს, წამო შევიდეთ რა გავიყინე.-მეხვეწებოდა გაყინული ნია... -კაი... თან ამბები მაქვს... შოკი-პიკი-პანიკა რასაც ჰქვია.-თქვა და ბედნიერები შევიდნენ სახლში... ისევ ისევ და ისევ ამ ოთხეულმა საუკეთესო საღამო მოაწყეს, ტასომ მოუყვა თავის სამსახურის და იმ „სიმპოს“ შესახებ, მართლა შოკში იყვენ, ბევრი ილაპარაკეს, შემდეგ ლუკას მეგობრებიც მოიყვანეს და ასე მთელი საღამო ერთობოდნენ, სახლი დაიმხეს რასაც ჰქვია თავზე... როგორც ყოველთვის, საუკეთესო საღამო მოაწყეს... უკვე 10საათი იყო რომ დაიშალნენ, ტასომ სახლი მიალაგა და ლოგინში ჩაწვა, ზურამ დაურეკა და უთხრა რომ ათის ნახევარზე კომპანიაში უნდა იყოს და ამ კომპანიის უფროსს ასისტენტობა უნდა გაუწიოს... ფიქრობდა ნეტავ ხალ რა მოხდება?? იქნებ ჩემი სიგიჟით გადავრიო ის უფროსი და გამომაგდოსო ამ ფიქრებზე გაეცინა... რაც იქნება იქნება გავაგიჟებ? გაგიჟდეს. ჰაჰ... მაღვიძარამ 8საათზე დარეკა წუწუნით წამოდგა ფეხზე. -აუუ ეს რა უნამუსობაა ყოველ დღე ასე იდიოტურად ადრე უნდა ვდგებოდე?-ასეთი და ამ გვარი წუწუნით შევიდა სააბაზანოში შხაპი მიიღო. ჩაიცვა შავი მაღალწელიანი კლასიკური შარვალი თეთრი პეარანგი, რომლის ღილების შეკვრაც მკერდთან დაამთავრა და ლამაზად გამოაჩინა თავის „სიმდიდრეები“. ყელზე უნაზესი ვერცხლის ყელსაბამი გაიკეთა, ძალიან პატარა იყო, ხელზე საათი გაიკეთა, ფეხზე შავი მაღლები მოირგო თმა დაისწორა, ჩანთა და ტელეფონი აიღო და პირველ სართულზე ჩავიდა... თვალები ახლა ცისფერი ჰქონდა.-ოჰო, რა ლამაზად გამოიყურებიიი.-მოვიდა მამა და ჩამეხუტა. -ვაიმეე ჩემი გოგოოო.-დედამაც მიმიკრო თავის სხეულზე..- მოდი ისაუზმე და წადი სამსახურში... -იმედი მაქვს მომმეწონება და უფროსს არ გადავრევ.-სიცილით წარმოვთქვი... -იმედი მაქვს.(დედა) -ისე მამა მე ლევანი ძიან ასისტენტი უნდა ვიყო? -არა ტასო, კომპანია მისმა ვაჟმა ჩაიბარა და იმის ასისტენტი უნდა იყო, მას შენ არ იცნობ. -ააა კარგი.- მალევე ვისაუზმე და ჩემი მანქანით მამას მოცემულ მისამართზე არსებულ კომპანიისაკენ გავწიე. თხუთმეტ წუთში მივადექი კომპანიას საკმაოდ დიდი იყო. მანქანა დავაპარკინგე და შიგნით შევედი იქ მდგომ გოგონასთან მივედი. -გამარჯობა ქალბატონო.-მომესალმა სასიამოვნოდ... -გამარჯობა მე გასაუბრებაზე მოვედი, უფროსის ასისტენტად... -უიი ქალბატონი ანასტასია ამილახვარი ბრძანდებით? -დიახ, ოღონ ანასტასია არა უბრალოდ ტასო კარგი? -დიახ ქალბატონო ტასო, წამობრძანდით კაბინეტამდე მიგაცილებთ.. -დიახ, მადლობა.-მადლობა გადავუხადე და მეთორმეტე სართულისკენ გავწიეთ, მალევე ავედით, ცოტათი ვნერვიულობდი... -აი აქ არის ბატონი სანდროს კაბინეტი. -დიდი მადლობა.-ანერვიულებულმა დავაკაკუნე კარებზე. -მობრძანდით.-საოცრად ნაცნობი ბარიტონი გავიგონე, მაგრამ ვერ გავიხსენე ვის ეკუთვნოდა, შიგნით შევედი და ოჰოო... არ მჯერა ეს იდიოტი ჩემი უფროსია? გაგახსენდათ? ეს ის იდიოტია კინაღამ მანქანით, რომ დავეჯახე, თვალებს არ ვუჯერებდი, სპორტულები ხომ საოცრად უხდებოდა მაგრამ ეს კლასიკური სტილი ხატავს, შავი ჯინსის შარვალი, ლურჯი პერანგი და შავი პიჯაკი ამშვენებდა მის ისედაც უსიმპატიურეს სხეულს, აშკარად გაკვირვება დაეტყო სახეზე... -შენ?-ერთხმად წარმოვთქვით... -არ მჯერა, ეეს იდიოტი ჩემი უფროსი უნდა იყოს?-სასხვათაშორისოდ ვიკითხე.. -დიახაც და იდიოტი, როდესაც მე მელაპარაკები ლექსიკონიდან ამოიღე და თქვენობით ფფორმაზე გადადი... -ვითომ რატომ, შენ თუ შენობით მომმართავ მე რა პონტში უნა მოგმართო თქვნობით?-ვაუუ.. საოცრად გავუთამამდი.. ჩემს თავს ვერ ვცნობ... -იმიტომ, რომ შენი უფროსი ვარ ანასტასია ამილახვარო.-ანასტასიაზე გავბრაზდი, ოპააა „დაერხაა“ -ანასტასიას მეორედ დამიძახებ და შენს ძვლებსაც ვეღარ ნახავენ, დაგწვავ, დაგანახშირებ, დაგფერფლავ, დაგასამარებ თუ კიდევ ანასტასიას დამიძახებ, „მე ვიყო კუ“ (საფირმო ფრაზაა ჩემი) შეგისრულებ ჩემს ნათქვამს-ღმერთო რა მჭირს ასე ჯერ არავისზე გავბრაზებულვარ. -ოუ ფისო მშვიდად... -და კიდევ ფისოს დამიძახებ და ორჯერ უარესსს დაგმართებ ვიდრე დაგპირდიი. -ფუ ნერვოზა ხარ რაა... მე მინდა და ანასტასიას დაგიძახებ შენი უფროსი ვარ ბოლოს და ბოლოს... -შეუგნებელი იდიოტი..-ჩავიჩურჩულე... -გავიგეე... -იმიტომ ვთქვი, რომ გაგეგოო... -კარგი ანასტასია, მიდი შენს კაბინეტში ყველაფერს აგიხსნიან, სადაც მე ვივლი იქ გამომყვები და რასაც დაგავალებ იმას შემისრულებ... ხო და კიდევ არ მიყვარს სამსახურში, რომ შარვლით დადიან და ასეთი დეკოლტით.-ჩემი მკერდისკენ მიმითითა და ვნებიანი თვალებით დააკვირდა... ცოტათი წამოვხურდი... -არ მანტერესებს შენ თუ ანასტასიას მეძახი, მე შემიძლია შარვლით ვიარო და ასეთი დეკოლტეთი ალექსანდრე... -ჯერ ერთი ალექსანდრე არა და მერე მეორე თქვენობით მელაპარაკე... -არ მაინტერესებს, კარგად ალექსანდრე...-ვუთხარი და ჩემი კაბინეტისკენ წავედი... თან ჩავიჩურჩულე-აქ ომი აიწევა?! ........................... აბა ისიამოვნეთ.... უფრო დიდი თავის დადება მინდოდა, მაგრამ დრო არ მქონდა სორიით... მინდა გითხრათ, რომ ეს მოთხრობა არ იქნება დრამით სავსე, უბრალოდ იქნება პოზიტიური და „ჰოთი“. უბრალოდ სიყვარულის შესახებ... მადლობა ასეთი კარგი კომენტარებისთვის, თქვენი კომენტარები მე სტიმულს მაძლევს... შემიფასეთ... გ ი ჟ ი ხ ა რ დ ა მ ე ც გ ა მ ა გ ი ჟ ე . . . სიყვარულით:“მე“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.