შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შემიყვარდა კრიმინალი XI თავი (ნაწილი II)


2-10-2018, 20:31
ავტორი ელ_ჯეიმსი
ნანახია 21 429

- პირველი ბიჭი გინდა თუ გოგო ?- სახე ყურებამდე გაუხია ღიმილმა დემეტრაძეს და გვერდზე სავარძელში მჯდარ ანუკის გადახედა.
- ორივე!- გაცისკროვანებული თვალები შეანათა გოგონამ.
- ტყუპები, ტო?!- თავი ფიქრიანად მოიფხანა შესამჩნევად დაბეულმა მამაკაცმა
- ხო! - ღიმილისმოუშორებლად შეაცქეროდა ანუკი.
- კაიიი.. ბაზარი არ არის.. იყოს ტყუპები - გაუცინა მამაკაცმა, თავის ხელში მოქცეული ქალის თითები ტუჩებთან მიიტანა და ფრთხილად აკოცა - გოგოს რას ვარქმევთ?- საჭისაგან თვალისმოუშორებლად ჰკითხა და კერძო სახლებს შორის ლამპიონებით განათებულ გზაზე გადაუხვია.
- მე.. - შეყოყმანდა გოგონა - მე.. მარიამი მინდა რომ დავარქვათ..
- მარიამი?...
- ხო..
- იყოს მარიამი.. - ლოყაზე ხელის ზურგით მიეფერა ქალს და თბილად გაუღიმა - ჩვენს ანგელოზს ანგელოზის სახელი ერქმევა..
შემდეგ სავარძელში შესწორდა და მანქანის სალონში მომენტალურად შემოპარული სევდა რომ გაეფანტა, უდარდელად განაგრძო საუბარი :
- ბიჭს რა დავარქვათ?
- ბიჭზე შენ მოიფიქრე.. - გაუღიმა ანუკიმ
- მმმ...კაი.. - ნიკაპზე ხელი ფიქრიანად მოისვა მამაკაცმა - იყოს... მოდი იყოს... მმ... კუკური!- დაასკვნა ბოლოს და სრულიად სერიოზული სახით გადმოხედა მისკენ მოლოდინით მომზირალ ქალს.
- ოოო.. კაი რა! - წარბები უკმაყოფილოდ შეკრა ანუკიმ და გაგულისებულმა გულზე დაიკრიფა ხელები
- რა იყო? რით არ მოგწონს არ კუკური? ძაანაც მშვენიერი სახელია... - მის გაგულისებას აგრძელებდა მამაკაცი.
- კუკური მართლაც მშვენიერი და მჟღერადი სახელია !- წარბაწეულმა გადმოხედა გოგონამ და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, რომ არ გასცინებოდა - მაგრამ შენ შეგიძლია ოდესმე სერიოზული იყო, მითხარი?
- ნწ.. შენთან რომ სერიოზული ვიყო.. - მანქანა გააჩერა და ქალისაკენ ერთბაშად გადმოიხარა - მერე ამ გაბუტულ სახეს ვეღარ ვნახავ , რომელსაც ძაან ჩვეულებრივად.. ჭკუიდან გადავყავარ!- ყბებში მოკიდა ძლიერი თითები და ტუჩებზე მაგრად აკოცა.
- მტკივა!- სახე დამანჭა ანუკიმ.
- ვგიჟდები შენზე!- ქალის წუწუნს ყურადღება არ მიაქცია მამაკაცმა და კიდევ ერთხელ ძლიერად აკოცა
- ჩემი პატარა ხარ.. ჩემი ბარტყი ხარ!- იმეორებდა სათითაოდ და შეუჩერებლად უკოცნიდა ტუჩებს.
- შენ ჩემი სიცოცხლე ხარ!- მომენტალურად გალღვა ქალის ბრაზიც. კისერზე შემოეხვია საყვარელ მამაკაცს და დაუღალავად აყვა მის ვნებიან კოცნას..
- ამის დედაც... - ქალის ტუჩებზე ამოიგმინა დემეტრაძემ , წელზე ძლიერად მოხვია ხელები და მუხლებზე გადაისვა. შემდეგ სწრაფად დასწვდა მაისურის ბოლოებზე ,რომ გაეხადა , მაგრამ ქალის ხელებმა შეაჩერეს.
- არა...არა - თავი სიცილით გააქნია ანუკიმ
- რატომ არა?- წარბები შეკრა მამაკაცმა და ქალის საკოცნელად გაიწია.
- იმიტომ რომ მთელი გზაა ამას ვაკეთებთ .. და კიდევ ასე რომ ვიაროთ , დღეს საერთოდ ვერ მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე..
- მ*იდია.. - ამიოხრა მამაკაცმა - მინდიხარ , ამის დედაც.. - ხელები მაისურის ქვეშ შეუცურა.. ცხელი და ნაზი კანის შეგრძნებაზე სისხლი ხმაურით გაიჭრა ვენებში..
- გიო.. - ამოილაპარაკა ანუკიმ, რომელიც , გრძნობდა რომ თავადაც ვეღარ უძლებდა..
- ხო, ჩემო ცხოვრებავ.. - ტუჩებით ნელა ჩაუყვა ქალის მხურვალე ყელს
- არა - მეთქი.. - გაიცინა ანუკიმ და სწრაფად გაუსხლტა ხელიდან
- ოოჰ.. ჰო.. კარგი .. -უკმაყოფილოდ ამოიგმინა მამაკაცმა , კიდევ ერთხელ აკოცა მასზე აკრულ ქალს ,ამჯერად ძალიან ნაზად და ფრთხილი მოძრაობით უკანვე გადასვა სავარძელში.
- გიო..
- ხო ,ჩემო ცხოვრებავ ?
- მიყვარხარ - მისკენ მთელი ტანით შემობრუნდა ქალი და სავარძელზე გადაწოლილმა თბილი მზერა შეანათა
- მეც ,ჩემო ბარტყო.. - მის ხელს დასწვდა მამაკაცი და სათითაოდ დაუკოცნა თითები.
- ეხლა მაინც მეტყვი სად მივდივართ?- ღამის სიბნელით მოცულ ქუჩას გახედა ანუკიმ , სადაც მხოლოდ კერძო სახლები ჩამწკრივებულიყო.
- სურპრიზია.. - გაუცინა მამაკაცმა და კიდევ ხუთი წუთიანი ნელი სიარულის შემდეგ , ერთ-ერთი ასეთი სახლის წინ შეაჩარა მანქანა.
- სად ვართ?- გოგონამ ინტერესით შეათვალიერა საშუალო ზომის , წითელი კრამიტით გადახურული კოხტა სახლი
- ჩვენ სახლთან, პატარავ . - ყურებამდე აკრული ღიმილით გამოხედა კაცმა.
- ეგ როგორ?- დაბნეულობითა და ერთდროულად , სასიამოვნო მილოდინით გაბრწყინებული თვალები შეანათა გოგონამ.
- როგორ და.. აი, ასე... - მისკენ გადაიხარა მამაკაცი, საფეთქელზე აკოცა და შემდეგ მანქანიდან სწრაფად გადავიდა - წამოდი..
მის ხელზე ჩაჭიდებული გოგონა უკან მიჰყვა მამაკაცს, რომელიც რკინის მასიურ ჭიშკართან შედგა , სიგნალიზაციის დაფაზე კოდი აკრიფა , უხმაუროდ შეხსნა პატარა კარი და მომლოდინე სახიგ მდგარი გოგონა ეზოში შეატარა. ნანახმა მომენტალურად სუნთქვა შეუკრა ქალს. იდეალურად გაკრეჭილი ბალახით , სხვადასხვა სახის მცენარეებით მორთულ და მოასფალტებულ ეზოს შუაგულში ორსართულიანი, საშუალო ზომის , ქათქათა კედლებით ნაშენი კოხტა სახლი იწონებდა თავს , რომლის წინაც კამკამა აუზი ლივლივებდა ცისფრად , მთელი ეზო კი თეთრი, მაღალი ლამპიონებით გაენათებინათ. მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. სახლამდე მისასვლელი პატარა ბილიკი მთლიანად სანთლებითა და ვარდის ფურცლებით მოერთო ვიღაცის რომანტიკულ ხელს. უჩვეულო ბედნიერებისაგან გულაჩქარაბული გოგონა დაახლოებით ნახევარი წუთი უხმოდ ათვალიერებდა მის წინ გადაშლილ სილამაზეს, შემდეგ კი ერთაბაშად შებრუნდა მამაკაცისაკენ და თბილი მზერა შეანათა.
- ეს შენ გააკეთე ?
- ხო.. - თავზე ხელი მოისვა დემეტრაძემ - რომანტიკასთან მე ხო იცი.. ძაან ვერ ვმეგობრობ.. მაგრამ..
- გაჩუმდი!.. - პირზე ხელი ააფარა გოგონამ და უსაზღვრო სიყვარულით სავსე თვალები შეანათა - ჩემი სასწაული ხარ, გესმის?
-მეე? !- ფიქრიანად გაეცინა დემეტრაძეს
- ხო.. შენ!- გაუცინა ანუკიმაც , კისერზე მოეხვია და ფეხის წვერებზე აიწია, მისთვის ტუჩებში რომ ეკოცნა.. შემდეგ ლოყაზე ლოყით აეკრო და სახლს გახედა -
ესე იგი, აქ ვიცხოვრებთ?
- ხო .. აქ ვიცხოვრებთ მე , შენ, მარიამი და... სანდრო.. - ხელები მჭიდროდ შემოხვია მამაკაცმაც და ლოყაზე ხმაურით აკოცა.
- ესე იგი , სანდრო? - თვალები მოწკურა ანუკიმ და ისე ახედა.
- ხო სანდრო... დალშე ვინც შემოგვემატებიან იმათაც ნელ-ნელა მოვუფიქრებთ სახელებს - საფეთქელზე ხმაურით აკოცა მამაკაცმა - ჯანდაბა, ანა.. ეს ყველაფერი არ არის.. - ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტისთვის ემზადებოდა.. - ამის დედაც.. ქურთუკის ჯიბიდან შავი ბარხატის კოლოფი ამოაძვრინა.. ნელა გადახსნა და ლურჯი თვალები მომენტალურად სუნთქვა შეკრულ გოგონას შეანათა - ანა ...ცოლად გამომყვები?
- ამის დედაც.. - თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა ანუკიმ და მთვარის შუქზე გაბრწყინებულ ბრილიანტს სუნთქვა შეკრული დააკვირდა.
- ეგ როგორ გავიგო? - წაბებშეკრული დაეკითხა მამაკაცი
- ანუ კი! ხო იცი რო კი?- გაუცინა ქალმა და გაბრწყინებული თვალები შეანათა
-მოდი ჩემთან.. - ქალის სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე მაგრად აკოცა - შენზე რომ ვგიჟდები მითქვამს?
- არა..
- მაშინ მისმინე... - ხელები ფართოდ გაშალა მამაკაცმა და ხმამაღლა იყვირა - ანა აბაშიძევ შენზე ვგიჟდები!
- მეც !- მისი ქმედება გაიმეორა გოგონამ და ბედნიერებისაგან გაბრწყინებული თვალები შეანათა
- მიყვარხარ.. მიყვარხარ .. მიყვარხარ !- თეძოებში მჭიდროდ ჩაჭიდა ხელები გოგონას, მუცელზე შემოისვა მარტივი მოძრაობით და სახლისაკენ აიღო გეზი.. მის მკლავებში მოქცეულმა გოგონამ მარტივი მოძრაობით გადაიძრო თავს ზემოთ მაისური და მამაკაცს ვნებით, სიყვარულითა და სითამამით სავსე მზერა შეანათა
- ეს იმისთვის რომ ბევრი არ იწვალო..
- აუ, რატომ მაგიჟებ?- ამოიღმუვლა დემეტრაძემ , ტუჩებზე გაშმაგებით დააცხრა ქალს და იმავე შემართებით ამ უკანასკნელის საპასუხო კოცნაც დაიმსახურა, ფეხის კვრით შეაღო სახლის კარი და მეორე სართულის საძინებლისაკენ აიღო გეზი...

***
ლუკამ დაახლოებით საათნახევრიანი სიარულის შემდეგ თელავის მუნიციპალიტეტისაკენ გადაუხვია და მისი ერთ-ერთი სოფლის - ნაფარეულისაკენ აიღო გეზი . უსწორმასწორო გზაზე ფრთხილად მიჰყავდა თავისი ჯიპი , გვერდზე სავარძელში ჩაძინებული გოგონა რომ არ შეეღვიძებინა. ათიოდე წუთი იარა სოფლის ვიწრო გზებს შორის და ბოლოს თეთრად შეღებილი ჭიშკრის წინ შეაყენა მანქანა. ძრავი გამორთო და საჭეზე ხელებდაწყობილი ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა მის წინ აღმართულ ორსართულიან სახლს, რომელიც იმავე სტილით იყო ნაგები, როგორც სოფლის დანარჩენი სახლები, მაგრამ კეთილმოწყობილი იერი და ეზო მაინც შესამჩნევად გამოარჩევდა მათგან . სახლის პირველი სართულიდან სინათლე გამოდიოდა და ლუკა მიხვდა რომ ბებიამისს არ ეძინა. წამიერად წარმოიდგინა, როგორ ფუსფუსებდა სამზარეულოში მუდამ მოუსვენარი და საქმეში გართული ქალი და თბილი ღიმილი მოადგა სახეზე. მანქანიდან გადმოსულმა ღრმად ჩაისუნთქა სოფლის წმინდა, მონატრებული ჰაერი...შემდეგ მგზავრის მხარეს კარი გამოაღო და ტკბილად მძინარე გოგონას ყბის ძვალზე რამდენჯერმე აკოცა გამოსაფხიზლებლად, რომელმაც ნელა გაახილა თვალები და დაბინდული თვალები მოავლო უცხო გარემოს..
- სად ვართ, ლუკა...
- კახეთში, ჩემთან...
- კახეთში? რა გვინდა კახეთში?-ამოილაპარაკა ნახევრად მძინარემ და წინ გადახრილმა მამაკაცის მკერდში ჩარგო სახე.კოკისპირულად ეძინებოდა.
- ღვინო უნდა დაგაწურინო…
- სერიოზულად...ლუკა…-ამოიბუზღუნა სანიკიძემ.
- სერიოზულად...ჩემები უნდა გაგაცნო...ძილისგუდა...წამო!- მკლავზე ხელი მოკიდა აბაშიძემ და მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა.
-ვინ უნდა გამაცნო?-ინტერესიანი მზერა შეანათა ქალმა და სახეზე ხელები მოისვა გამოსაფხიზლებლად.
- ბებიაჩემი და დეიდაჩემი….
- მეღადავები? - ერთბაშად შეფხიზლდა ქალი.
- რას მატყობ ღადაობის?- წარბებშეკრული დაეკითხა აბაშიძე.
- უნდა გაგეფრთხილებინე... -მანქანის სალონში ელვის სისწრაფით შეხტა მომენტალურად ანერვიულებული ქალი და წინა ხედვის სარკეში სწრაფად შეათვალიერა საკუთარი თავი.
-ჯანდაბა...საფრთხობელას ვგავარ... - სახე დამანჭა ნამძინარევი თვალებისა და გაწეწელი თმის დანახვაზე, ფეთიანივით ამოაძვრინა ჩანთიდან საჭირო ნივთები და სწრაფად მოყვა თავის მოწესრიგებას...კარებზე იდაყვით ჩამოყრდნობილი აბაშიძე კი ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა სიტუაციას, მერე სიგარეტს მოუკიდა დროის გასაყვანად, ბოლოს კი მოთმინებამ უმტყუვნა.
- აუ, შეეშვი მაგეებს და წამოდი რა...ვაბშე არ გჭირდება ეგ ხარახურა...ყველაზე ლამაზი ქალი ხარ ისედაც…
- თიკა ალავიძეზეც?- ზედმეტად უბრალო ტონით დაეკითხა ნია, თუმცა აბაშიძეს მაინც არ გამოპარვია მის ხმაში გაპარული გესლიანი ნოტები.
-ხოო, თიკა ალავიძეზეც...გაგისწორდა? გამოადგი ფეხი!-ჩამწვარი სიგარეტის ღერი მოისროლა აბაშიძემ და სახლისკენ პირველი დაიძრა...უკან თითქმის სირბილით ადევნებულს კისერზე მოხვია ხელი და ახლოს მიიზიდა. იმ წამსვე ხმაურით გაიღო მაღალი ჭიშკარი და ჯერ მაღალი, მოხდენილი ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა , შემდეგ კი შავით შემოსილი მოხუცი, ერთხანს დისტანციიდან რომ აკვირდებოდა გვიან სტუმრებს, ბოლოს კი იცნო მონატრებული შვილიშვილი და სიხარულმა გაუნათა სახე.
- ლუკა შენ ხარ , ბებია?
- ხო... მე ვარ .. მე - სახე თავისით გაებადრა აბაშიძეს და მისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოსული ქალი გულში ჩაიკრა.
- როგორ მომენატრე, ბებო...- მაშინვე ტირილის ნოტები გაკრთა მოხუცის ჩუმად ნათქვამში , ფეხის წვერებზე აიწია და სახე ერთიანად დაუკოცნა საყვარელ შვილიშვილს.
- მეც მომენატრე! - ღრმად შეისუნთქა მშობლიური სურნელი აბაშიძემ და ტირილისაგან მხრებ ათრთოლებულს, შუბლზე მიაკრა ტუჩები - აუ, მანანა კარგი რა! არ იტირო, ჩემს თავს გაფიცებ...
- რომ იცოდე როგორ მომენატრე ბებო... - მაინც აეტირა მოხუცს.
- მეც მომენატრე...ძალიან, ძალიან!- ქალის აცახცახებული თითები,ალერსიანად რომ დაატარებდა მის სახეზე, ხელებში მოიქცია ლუკამ და ფრთხილად დაუკოცნა. შემდეგ კი კიდევ უფრო გულამომჯდარი ისევ გულში ჩაიკრა დასამშვიდებლად, თავისუფალი ხელი კი ლიზას მოხვია მშვიდად რომ ელოდა თავის რიგს...
- ეს ანგელოზივით გოგო ვინ არის, ბებო? - გამოერკვა მანანა და განმარტოებით მდგარ სანიკიძეს გახედა,უხერხულად რომ აწურულიყო.
- ეს მოვიტაცე...-გაიცინა ლუკამ და კისერზე მოხვეული ხელით გვერდზე მიიკრა ქალი - ხო ლამაზია?
- ძალიან , ბებო მაგრამ...შენ გინდოდა შვილო? - თმაზე ფრთხილად მიეფერა ნიას მოხუცი.
- ამას ვინ ეკითხება?!
- როგორ თუ ვინ ეკითხება? ლუკა...- გულწრფელად შეიცხადა ქალმა და წარბები მკაცრად შეკრა.
- უნდა, მანანა, უნდა... - დინჯი ღიმილით დაამშვიდა აბაშიძემ - ნუ, თავიდან ცოტა კი იტირა, მაგრამ ეხლა უნდა... - გაეცინა და ერთიანად აწითლებულ სანიკიძეს თმაზე ფრთხილად შეახო ტუჩები.
- უი , შენ მოგიკვდი შვილო... - ლოყაზე ხელების კვრით, შეიცხადა მანანამ - არაფერზე ინერვიულო, ბებო...წამოდი, სახლში შევიდეთ...ჭამეთ და დაისვენეთ...
-მიდით და მოვდივართ...
- მოგკლავ!- კბილებში გამოცრა ნიამ და წელზე მოხვეული ხელით ისე უჩქმიტა ფერდში სახე დამანჭა აბაშიძემ.
-თითებს დაგამტვრევ! -ქალის ყურთან დახრილმა გამოცრა , სახლში შესულმა მანანას შეატოვა სამზარეულოში , "თავი არ შეირცხვინოო" დაუბარა, კიდევ ერთხელ მაგრად აკოცა ტუჩებში მალულად , თვითონ კი ლიზასთან ერთად ფართო აივანზე განმარტოვდა. გრილი ღამე იყო და მსუბუქად უბერავდა სამხრეთის ქარი. აივანზე გამეფებულ საამო სიჩუმეს მხოლოდ ძაღლის შორეული ყეფა არღვევდა დროდადრო. ფართო აივანზე გაბმულ ჰამაკზე ნებივრად გადაწვა აბაშიძე და დაღლილი სხეული მოადუნა. მის წინ დაწნულ სავარძელში მჯდარი ლიზა აუჩქარებლად ეწეოდა ნატიფ თითებში მოქცეულ სიგარეტს და გამჭოლი მზერით ბურღავდა დისშვილს.
- სად ნახე ეს წყნარი გოგო, შე გადარეულო?-გაეცინა ბოლოს- მომიყევი აბა...ვინ არის , რას საქმიანობს ?
- იურისტია...-შუშის მაგიდაზე დადებული კოლოფიდან სიგარეტი ამოაძვრინა ლუკამ და თვითონაც გაუკიდა.
-შანსი არაა!- სიგარეტიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა ლიზას.
- შენს ძმობას ვფიცავარ...
- ეს სიფრიფანა გოგო?
- გარეგნულად არის სუსტი...ხასიათი აქვს ლომის! - გაეცინა აბაშიძეს.
- მისთვის უკეთესი...იმიტომ რომ სხვანაირად შენთან არ გამოვა... -სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დააჭყლიტა ლიზამ -დახატული კია...
-შინაგანადაც ეგეთი კარგია...-გაეღიმა აბაშიძეს.
- გიყვარს ?
ლუკამ ჰაერი ღრმად შეისუნთქა და აივანზე ცოტა ხნით სიჩუმე გამეფდა.
- არ ვიცი...რას ეძახით ვაბშე სიყვარულს ? ერთი ის ვიცი რომ ერთადერთი ქალია ვისზეც ესე გავჭედე..ჩვეულებრივად მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ..
- ჯანდაბა...შენ კიდევ გაგიჟება გინდა?- გულიანად გაეცინა ლიზას და მისკენ გადახრილმა შუბლზე ხმაურით აკოცა.
- შეიძლება?- მორიდებით იკითხა იმ წამს გამოჩენილმა სანიკიძემ.
- რა თქმა უნდა , ჩემო ლამაზო... - ფართოდ გაუღიმა ლიზამ, ნიამ კი მის გვერდით ერთ-ერთ სავარძელში დაიკავა ადგილი.
- მშობლები თბილისში გყავს?- დაეკითხა ლიზა.
- მშობლები, არ მყავს...
- რას ამბობ, ჩემო ლამაზო..არცერთი? დედა?
- ადრე დამეღუპა..
- მამა?
-მამამ...მამამ თავი მოიკლა... - ამოილაპარაკა გოგონამ და მოარიდა სევდა ჩამდგარი თვალები. ყველაზე ძალიან ამ თემაზე არ უყვარდა საუბარი. არ უყვარდა მისკენ მომართული სიბრალულით სავსე მზერა და იმ ამბების გახსენება, რაც მეხსირების ყველაზე ღრმა ადგილზე ჰქონდა შენახული.
- დედამოტყნული, პროფილში ვართ, ლიზ? -ნიას განწყობა იგრძნო ლუკამ და სიტუაციის განმუხტვას ეცადა.
- როგორ აპირებ ამის გაძლებას? - ნიას გადახედა სიცილით ლიზამ-ამის ამბავი ხომ იცი? დღეში ერთი საათი მაინც ვირი რომ არ იყოს ისე არ შეუძლია....
- ნეტა მარტო ერთი საათი იყოს...-მხრები აიწურა ნიამ და თვითონაც გაეცინა.
- კარგი...მე მანანას შევაკითხავ...- სკამიდან წამოდგა ლიზა , დისშვილს წარბაწეული რომ ისმენდა მათ დიალოგს, მსუბუქად მიკრა ფეხი ფეხზე , ნიას ხმაურით აკოცა ლოყაზე და აივნიდან გაუჩინარდა.სახეზე ჯერ კიდევ ღიმილშეპარულმა ნიამ კი ჰამაკში გადაწოლილ აბაშიძეს გადახედა რომელიც თვალმოუშორებლად აკვირდებოდა და გაურკვეველ მზერას არ აცილებდა მომღიმარ ქალს.
- რა პონტში ხარ ესეთი საყვარელი?-დაეკითხა ბოლოს წარბაწეული და ტუჩები საყვარლად დაბრიცა-მოდი ჩემთან! ჩემი ბარტყი...
სანიკიძეს, ბევრი არ უყოყმანია.მის მუხლებზე გადაინაცვლა და მის მკლავებში გახვეულმა მხარზე ხმაურით აკოცა. გულზე თავი დაადო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა.
- სულ აქ დავრჩეთ...
-ძროხას მოწველი ხოლმე?
-კიი...
-იმდენი, შენი!- გაეცინა ლუკას და ქვემოდან მომზირალს თვალებზე აკოცა - ამის დედაც...მშია!
- მე და მანანამ ისეთი რაღაცები მოვამზადეთ...
- კაი, აბა ვნახოთ თუ ხარ ოჯახში შესაშვები...წამო! - საჯდომზე მსუბუქი წამორტყმით წამოაყენა ქალი და თვითონაც უკან მიჰყვა.
მანანას ისეთი სუფრა გაეშალა, ჩიტის რძე არ აკლიაო რომ იტყვიან ხოლმე... ლუკას ბავშვობის რამდენიმე მეგობარიც შემოუერთდა სუფრას და გვიან ღამემდე ისხდნენ , მათი უდარდელი სიცილი ავსებდა ოთახს .. აბაშიძის გვერდით იჯდა ნია და მისი მკლავის ქვეშ მოქცეული გულში მხოლოდ იმას ნატრობდა რომ ესეთი ყოფილიყო ყოველი დღე და საათი , რომელსაც ერთად გაატარებდნენ.. მაგრამ იცოდა რომ ეს ილუზია იყო.. იცოდა და გულში ღრმად ინახავდა ყოველ წუთს და წამს საყვარელი ადამიანის გარემოცვაში მშვიდად და აუღელვებლად.. ყველა ამქვეყნიური დარდისაგან თავისუფალი რომ ატარებდა... პატარა სამოთხე და სრულყოფილი ბედნიერების რამდენიმე საათი იყო კახეთის ლამაზ სოფელში გატარებული ის საღამო..


***


ლუკას იმ ღამის მშვიდად გატარება მაინც არ დასცალდა.. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ კლუბ "ატმოსფეროს " მეპატრონემ, კახა აბრამიშვილმა მეორე დღესღა გამოარკვია ვინ იყო ის მამაკაცი რომელმაც მისი კლუბის საპირფარეშოში ნოზაძეს გაუხვრიტა შუბლი , შემდეგ კი უცერემონიოდ დაემუქრა და დანაშაულის დაფარვაში შეაწყობინა ხელი.. აბაშიძე ერთ რამეში აბსოლუტურად მართალი იყო. კლუბის მეპატრონეს საერთოდ არაფერში აწყობდა მომხდარის გახმაურება და მთელი ცხოვრებას დუმილშიც გაატარებდა, რომ არა ის ფაქტი რომ ნოზაძის მკვლელი ლუკა აბაშიძე იყო , რამდენიმე მილიონიანი ბიზნესით.. ეს ყოველივე აბრამიშვილმა მომხდარიდან მეორე დღეს შეიტყო და ბუნებით ხარბსა და გაქნილ მამაკაცს მთლიანად დაუბნელა გონება იმაზე ფიქრით თუ რამხელა ფულის მიღებას შეძლებდა, თუ კი მის ხელთ არსებულ ფაქტებს შესაბამისად გამოიყენებდა. აბრამიშვილი არ შეუჩერებია არც იმ ფაქტს რომ ლუკას სახელს უკავშირდებოდა რამდენიმე მკვლელობა და მკვლელობის მცდელობაც.. იოლად გამდიდრების სურვილით ერთიანად დაბრმავებულმა არაფრად ჩააგდო იმის საშიშროებაც რომ სულ ადვილად შეიძლებოდა გამოსალმებებოდა სიცოცხლეს და სწორედ იმ ღამეს დაუკავშირდა აბაშიძეს, როცა ეს უკანასკნელი ახლობლებთან ერთად კახეთის სახლში მშვიდად ატარებდა დროს.
- გისმენ!- უცნობი ნომრის დანახვაზე გაღიზიანებულმა ჩასძახა აბაშიძემ ყურმილში და ეზოში გამოვიდა, ოთახის ხმაურს რომ გარიდებოდა.
- უნდა შევხვდეთ! - მოუჭრა აბრამიშვილმა
-ვინ ხარ ამით დავიწყოთ !- უარესად გააღიზიანა აბაშიძე უცნობის მოთხოვნითმა ტონმა.
- კახა აბრამიშვილი.. - იყო პასუხი.
ლუკამ სწრაფად მოიძია გონებაში დასახელებული გვარ- სახელის პატრონის სახე და ორი კვირის წინანდელი შემთხვევა ამოუტივტივდა თვალწინ. ბრიოლინით თმაგადაგლესილი კლუბის მეპატრონის გახსენებაზე ზიზღი მოაწვა მთელ სხეულში და უკვე გუმანით ხვდებოდა რომ აბრამიშვილს მასთან ტ*აკის თამაში ჰქონდა გადაწყვეტილი... რის საფუძველზე აპირებდა ამის გაკეთებას, ამას უკვე ვეღარ ხვდებოდა და ამიტომ იყო ჰაერის ღრმად შესუნთქვის შემდეგ შედარებით მშვიდი ტონით რომ განაგრძო საუბარი.
- რა გინდა?
- უკვე გითხარი.. შენთან შეხვედრა.
- რისთვის გინდა ჩემთან შეხვედრა ?
- ამას უკვე შეხვედრაზე გეტყვი.. დამიჯერე ჩემი საქმე შენც დაგაინტერესებს - ჩაიცინა ყურმილს იქით აბარამიშვილმა.
- მისამართს მოგწერ და იქ მოდი! - მოუჭრა აბაშიძემ. ამ თაგვის სახიანი კაცისაგან, ქცევებიც ვირთხისა რომ ჰქონდა და მხოლოდ ფულზე რომ იყო ორიენტირებული,ოდნავ საფრთხესაც არ გრძნობდა.. ამიტომაც იყო მასთან შეხვედრას რომ დათანხმდა. თელავის ღვინის ქარხანა ის ადგილი იყო, სადაც ლუკამ აბრამიშვილს დაუთქვა შეხვედრა. მიტოვებული შენობა, რომელიც ქალაქის განაპირას მდებარეობდა, დიდი ხანი იყო რაც აღარ ფუნქციონირებდა და მისგან დანგრეული კედლებისა და დაჟანგული დანადგარების გარდა ბევრი აღარაფერი დარჩენილიყო . უკვე შუაღამე იყო , ქარხნის ტერიტორიაზე რომ შეაყენა მანქანა.. დინჯად გადმოვიდა და აბრამიშვილისაკენ წავიდა რომელიც უკვე ელოდა ერთგული ახმახი მცველის თანხლებით. გარშემო სრული სიბნელე სუფევდა და მხოლოდ მანქანების ფარებიდან მოდენილი სინათლის ფონზე იყო შესაძლებელი რაიმეს გარჩევა. ჰაერში შემოდგომის უსიამოვნოდ ცივი სუსხი ტრიალებდა და შორიდან მოტანილი ღამის ფრინველების ხმა იყო ერთადერთი რაც სრულ სიჩუმეს არღვევდა. აბრამიშვილმა ყოველგვარი მიკიბვ- მოკიბვის გარეშე აუხსნა თავისი პირობა, რომლის მიხედვითაც მის ანგარიშზე მილიონი დოლარი უნდა გადარიცხულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ პოლიციაში დასმენით, მეორე ეტაპზე კი, ფულის მიუღებლობის შემთხვევაში,, ვიდეო კამერების ჩანაწერის გადაცემით იმუქრებოდა.. ლუკამ უსიტყვოდ მოისმინა მისი მუქარა, აუღელვებლად ეწეოდა სიგარეტს და პარალელურად თავიდან ფეხებამდე აკვირდებოდა მის წინ გაჯგიმულ აბრამიშვილს.
- რა მითხარი.. კახა , ხო? -დაეკითხა ბოლოს
- ხო!
- კახა...შენ შიგ ხომ არა გაქვს?- თვალებმოწკურული დაეკითხა აბაშიძე და გაეცინა.როცა კაცისგან დუმილი მიიღო პასუხად, სიგარეტის ნამწვი სიბნელეში მოისროლა და წასასვლელად შებრუნდა. აბრამიშვილმა, რომელიც ყველანაირ რეაქციას ელოდა ლუკასგან ამის გარდა, . რამდენიმე წამის შემდეგღა გამოერკვა, ფეხდაფეხ აყოლილ მცველს ანიშნა ყველაფერი კარგად არისო და თავის მანქანამდე უკვე ლუკას დაეწია.
-აბაშიძე!!! შანსს გაძლევ ეს ამბავი მშვიდობიანად დავამთავროთ.. მომეცი ფული და ჩანაწერებთან ერთად გავქრები.. ამის დედაც.. რა არის შენთვის მილიონი?.. აბაშიძე !! შენ გელაპარკები - ჯიქურ დასწვდა მხარში ლუკას და ამ უკანასკნელის რეაქციასაც არ დაუყოვნებია. ელვის უსწრაფესად ააკრო მანქანის ძარაზე და ყელში მთელი სიძლიერით წაუჭირა თითები.მისი პირვანდელი სიმშვიდე უკვალოდ გამქრალიყო და მრისხანებისგან ერთიანად ანთებოდა შავი თვალები..
- შანსს მე გაძლევ ხარბო ნაბი*ვარო!...რა გულმოწყალე ვარ ხედავ? გიშვებ.. წადი!!.. წადი და დედამოტყნული ცხოვრება შეირგე.. ოჯახი შეირგე , შვილი შეირგე.. შეირგე ის რაც დღეს გაქვს.. შეირგე და მეც შემარგე ის ორი მშვიდი დღე შენნაირ ნაბო**ებთან ომის გარეშე რომ ვატარებ.. აცანცარებული ტ**კი დააყენე , გირჩევნია ! თუ არა.. არ გეგონოს ციხემ გამაჩეროს ან სხვა რამემ.. ყველგან მოგწვდები და ცხოვრებას მოგი**ნავ ს შვილი ვიყო!.. - ზიზღით გამოცრა გაცოფებულმა, შემდეგ ერთბაშად ცივად უშვა ხელი უჰაერობისაგან ახროტინებულ მამაკაცს და თვალის დახამხამებაში მოწყვიტა მანქანა ადგილს. აბარამიშვილი მოწყვეტით დაენარცხა ასფალტზე და განუწყვეტელ ხველას მოჰყვა სუნთქვა რომ აღედგინა ფილტვებში.. დასახმარებლად მივარდნილ დაცვას უხეშად აუქნია ხელი და სიძულვილით სავსე მზერა გააყოლა, იმ გზას სადაც აბაშიძე გაუჩინარდა..
- ყ*ეს ვერ მომჭამ ნაბიჭ**არო !!- გამოცრა ერთიანად აჭარხლებულმა.. თავის მანქანას მიაშურა, ტელეფონი მოიმარჯვა და სადღაც დარეკა..


***

უკვე შუაღამე , აბაშიძემ ეზოში რომ შეაყენა მანქანა. ძრავი გამორთო და სახლისაკენ დინჯი ნაბიჯით წავიდა. მთელ სახლში სიბნელე და სრული სიჩუმე სუფევდა, რაც იმაზე მიუთითებდა რომ მის მაცხოვრებლებს უკვე მშვიდი ძილით ეძინათ. მხოლოდ მეორე სართულის ერთ-ერთი ფანჯრიდან გამოდიოდა დაბალი შუქი, იმ ოთახიდან რომელიც აბაშიძეს ეკუთვნოდა ბავშვობიდან. ფრთხილი ნაბიჯებით აიარა ხის კიბე და ოთახის კარი უხმაუროდ შეაღო.
- სად იყავი?- საწოლზე წამოჯდა ნია და ისედაც სავსე ბაგეები კიდევ უფრო დაბურცა.
-ჯანდაბა... - მის ზედმეტად სექსუალურ სახეზე წითელი აენთო აბაშიძეს და მისკენ სწრაფად გადახრილმა ვნებიანად დაუკოცნა სავსე ბაგეები.
- სად იყავი?-კოცნებს შორის დაეკითხა ნია.
- ლამზირასთან... -მაისური გადაიძრო წელში გასწორებულმა და ისევ ქალისკენ დაიხარა საკოცნელად.
-ვისთან?!
-ლამზირასთან...ძველი ნაშაა…- გაეცინა აბაშიძეს და ნიასაც გაეცინა.
-რაო, მერე ლამზირამ?
-არაფერი..ვიჭორავეთ...ძველი დრო გავიხსენეთ….
-მთვრალი ხარ მგონი…-ისევ გაეცინა ნიას , კისერზე მოხვეული ხელებით ახლოს მიიზიდა და ხმაურით აკოცა მონატრებულ ბაგეებზე.
-მთვრალი ვარ, ხოოო...ოღონდ შენი სიყვარულით მთვრალი…-ხელები თეატრალურად გაშალა აბაშიძემ და ტუჩები ზიზღით დაბრიცა-დედას შევეცი...რა სირობააა….
-რომანტიკა სულაც არ არის სირობა...-გააპროტესტა ნიამ.
-შევეცი რომანტიკას...ეხლა მინდა ისეთი რამე დაგმართო...რომანტიკასთან გავლითაც რომ არ იქნება…-ქვედა ტუჩზე ენა გადაიტარა აბაშიძემ პარალელურად კი აუჩქარებელი მზერა ააყოლა ქალის სხეულს…-აბა, აქ რა ხდება…-მისკენ გადახრილმა, ორი თითით ნელა გაუწია თხელი პენუარი და მაღალი მკერდის დანახვაზე, უკვე მის მოფერებას რომ ითხოვდნენ, მომენტალურად აუდუღდა ვენებში სისხლი...
-დედას შევეცი…-ამოიგმინა და ის იყო პენუარის ბოლოებს დასწვდა რომ გაეხედა, უკან დახეული სხეულის გამო წამში ჩამოერეცხა ღიმილი - სად მიდიხარ...მოდი აქ!- გამოცრა განრისხებულმა. წვივში წვდა აფართხალებულს და ისევ თავისკენ დაქაჩა...
- ლუკა...
- რაო, ჩემო პატარავ…-მისი ტონისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისევ პენუარს მისდგა - დედას შევეცი...დააყენე ტ*რაკი! - გამოცრა განრისხებულმა და საბოლოოდ ნერვებმოშლილმა ტანზე შემოახია თხელი მატერია.
-ლიზამ მათხოვა, შე ველურო!-ნაკუწებად ქცეულ ძვირფას ქსოვილს დანანებით დახედა ნიამ.
-ვეტყვი და არ გაგიბრაზდება…-გაეცინა აბაშიძეს და ალერსის შეწყვეტა წამითაც არ უფიქრია…
- არ გვინდა რა...მარტო არ ვართ სახლში...ჯანდაბა, მერიდება…-ბოლოჯერ გაიბრძოლა ქალმა მუდარაშერეული ხმით.
- ძალიან არ იხმაურებ…-გაეცინა მამაკაცს და მის ქვეშ მოქცეულს თავს ზემოთ ძლიერად გაუკავა ხელები...მისი სახისთვის მზერა არ მოუშორებია, ნელა ჩაუცურა თითები ფეხებს შორის , მგრძნობიარე წერტილამდე და ვენებში საბოლოოდ აუდუღდა სისხლი, აღგზნებისგან ერთიანად სველი რომ დახვდა...ნაზად მიეფერა და არ გამოპარვია, ამ ოდნავ შეხებაზეც კი როგორ გააკანკალა სანიკიძეს და მომენტალურად აუჩქარდა სუნთქვა...
-ჯანდაბა, მინდიხარ...-შეცვლილი ხმით ამოიჩურჩულა ქალმა და ბევრი ლოდინი აღარც დასჭირვებია, იმავე წამს ძლიერი ბიძგით შეუერთდა სასურველი სხეული და ამის გამო ავტომატურად აღმომხდარი კვნესაც მის ბაგეებზე დაახშო...
-გიჟი ხარ…-უფრო ძლიერ ბიძგს ამოაყოლა უფრო ხმამაღალი კვნესა და წელში გაზნექილმა თითები ზეწარში ახლართა-არანორმალური….
-ვიღაცას კიდევ ერიდებოდა…-გაეცინა ლუკას და წამოყვირებული ბგერები ამჯერად პირზე დაფარებული ხელით დაუხშო ქალს….წინააღმდეგობის ყოველგვარი სურვილი რომ დაკარგვოდა, წელში გაზნექილი ქვედა ტანით მჭიდროდ ეკვროდა აბაშიძეს, თითებს ზეწარში ხლართავდა და კეფით მატრასს შეზრდილი, სულ მალე ნეტარების ექსტაზში გასული ყოველ ბიძგს ყრუ კვნესით ეგებებოდა...ტუჩებზე დაფარებულ თითებს კბენდა, გონებაზე სრულიად დაკარგული კონტროლით მხოლოდ სხეულს უგდებდა ყურს შეუჩერებლად ერთიმეორეს მიყოლებით რომ ეხეთქებოდნენ სიამოვნების ტალღები და ის იყო უკვე ზენიტთან გადააინაცვლა, ტალღები რომ შეწყდა ბიძგებთან ერთად...თვალები სწრაფად გაახილა სუნთქვა არეულმა და ამღვრეული მზერით ახედა ზემოდან დაჩერებულს...მზერისმოუშორებლად რომ აკვირდებოდა დაბინდულ მწვანე თვალებში, სადაც ჯერ წამიერმა ბრაზმა რომ გაიელვა , მერე კი მუდარით აევსო...
-ლუკა…
-რაო პატარავ...
- გთხოვ..-თითქმის ამოიტირა ქალმა.-გთხოვ...
-რას მთხოვ?-გააგრძელა მისი წამება აბაშიძემ და წვრილ წელზე ძლიერად ჩავლებული თითებით არ მისცა საშუალება ქვედა ტანის გატოკების...
-როგორ ვერ გიტან!
-რას მთხოვ, პატარავ?
-გამათავებინე...-მუდარაში გამკრთალი ტირილის ნოტებით ამოთქვა ნიამ და ბევრი ლოდინი აღარ დასჭირვებია, იმწამსვე სანატრელი ბიძგიც მიიღო...
- მიდი, პატარავ! - ბიძგს მიყოლილი მამაკაცის მბრძანებლური ხმა,დიდი დოზით ვნებით რომ გაჟღენთილიყო, კიდევ რამდენიმე ძლიერი ბიძგი და მამაკაცის მხარზე მთელი ძალით ჩაფრენილი კბილებით ყრუ კვნესით გაინთავისუფლა სხეული...
-სიგიჟეა...სრული სიგიჟე…-ჩურჩულებდა უკვე ნეტარების პიკს მიღწეული, სუნთქვა არეული, გასკდომამდე მისული გულის ფეთქვის და ათრთოლებული სხეულის დაოკებას რომ ცდილობდა…
-ამ გამომეტყველებაზე ვგიჟდები…-აბურდული თმა გადაუწია დაცვარული შუბლიდან აბაშიძემ და ზედ მის ტუჩებზე გამოცრა- აი ეხლა ამ არეულ სახეს რომ ვუყურებ...ამაზე მაგარი ორგაზმის დედას შევეცი!
-მიყვარხარ...-ბაგეებზე მწყურვალივით წაეტანა ნია.
-მეც მიყვარხარ...-მოწყვეტით აკოცა მამაკაცმა - მაგრამ ამისთვის მაგრად დაისჯები...-ნაკბენ მხარს დაიხედა, საიდანაც ოდნავ მოჟონავდა სისხლი- სისხლისმელი წურბელა...-კბილებში გამოცრა განრისხებულმა და მარტივი მოძრაობით მუცელზე გადააბრუნა ქალი, ლამაზად მომრგვალებული უკანალი ხელებში მოიქცია და ზემოდან მოქცეული ძლიერი ბიძგით ისევ შეუერთდა სიგიჟემდე სასურველ სხეულს...რომელმაც იმავე შეუკავებელი ვნებით უპასუხა, ბალიშში სახეჩარგულმა ყრუდ ჩაახშო წამოყვირებული ბგერები, და თავდავიწყებულ ალერსში გაატარეს მთელი ღამე , მანამ სანამ ძალა მთლიანად არ გამოეცალათ ერთიანად დაქანცულებს და სინათლე არ შეეპარა ფანჯრებს...
- ყველაზე გემრიელი ხარ...ყველაზე , ყველაზე გემრიელი...-სათითაოდ დაუკოცნა ძუძუსთავები მის ქვეშ მოქცეულს აბაშიძემ , მერე კი მკერდში ჩაურგო სახე რომლის ქვეშაც,რამდენიმე წამის წინ განცდილი ორგაზმის გამო, ზედმეტად ხმაურიან და სწრაფ რიტმში ფეთქავდა ქალის გული…- და არ მყოფნი...სულის ამოხდამდე რომ ვიჟიმაოთ, მაინც არ მეყოფი...დედას შევეცი...სულ გამომა....ვე მგონია…
-შენს გარყვნილებასაც მე ნუ მომაწერ, ძალიან გთხოვ…-სიცილით გააპროტესტა ნიამ და დაბალ წვერზე ნაზად მიეფერა გაშლილი ხელისგულით…-მიყვარხარ…-ამოილაპარაკა ხმაშეცვლილმა..კისერზე მოხვეული მკლავებით უფრო მჭიდროდ მიიხუტა მამაკაცის სახე , მერე კი ტუჩები ფრთხილად შეახო თავზე...ქალის ალერსმა გააბრუა და მალევე ჩაეძინა აბაშიძეს, მაგრამ არ ეძინა ნიას...მშვიდად და ღრმად სუნთქავდა , სრული ბედნიერებისგან გაბერილი ძილშიც არ წყვეტდა საყვარელი მამაკაცის ალერსს...ფრთხილად დაატარებდა თითებს მის სახეზე, ძლიერ ზურგზე და მკერდზე მიხუტებულს მჭიდროდ ხვევდა ხელებს კისერზე...ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს თავად სამყაროს უმცირეს ნაწილაკს მისთვის განკუთვნილი ნახევარი ეპოვა და ეხლა მის სხეულზე ჩახაუტებულს, სრულყოფილი ერთიანობისთვის მიეღწია...სიყვარული ერთხელ მოდისო ამბობენ...სინამდვილეში საქმე უფრო მარტივადაა...ღმერთი თითოეული ჩვენგანისთვის ქმნის ჩვენ წილ ნახევარს , მხოლოდ ერთადერთს...რომელსაც შენ ან პოულობ ან ვერა...და არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა მას იპოვი...შეუერთდები და გამთლიანდები...მხოლოდ მაშინ გრძნობ სისავსეს...მაშინ გინდა, რომ მაგრად ჩაკიდო და უბრალოდ, არასდროს გაუშვა ხელი...


****


კახა აბრამიშვილს კი ერთხელ შემდგარი გზიდან გადახვევა აღარ უფიქრია. იოლი ფულის მიღებით დაბრმავებულმა და მილიონერობის სურვილით შეპყრობილმა მოწმე გაგზავნა განყოფილებაში, რომელმაც დეტალურად უამბო გამომძიებელს თუ როგორ შენიშნა ერთად კლუბ ატმოსფეროში აბაშიძე , თიკა ალავიძე და ლაშა ნოზაძე ამ უკანასკნელის გაუჩინარების ღამეს. ლაშა ნოზაძე უკვე დაკარგულად ითვლებოდა და მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე ძებნაც იყო გამოცხადებული. აბაშიძის სახელის ნოზაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებისთვის საკმარისი იყო ის ფაქტიც , რომ რამდენიმე კვირის უკან სწორედ ახობაძე იყო ის ვინც მისი მკვლელობა დაუკვეთა. ნოზაძე კი ერთ დროს ახობაძესთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა და პირველი ვარაუდით, სწორედ აბაშიძეს აწყობდა ნოზაძესთან საქმის გარჩევა, ახობაძის სახელთან დაკავშირებული დეტალები რომ გამოერკვია. ამის შემდეგ კი მან ნოზაძე უბრალოდ თავიდან მოიშორა. ასეთი იყო გამოძიების პირვანდელი ვერსია , რომელიც მოწმის ჩვენების მოსმენის შემდეგ გაუჩნდათ . საჭირო იყო მხოლოდ სამხილები , ამ შემთხვევაში კი კლუბის კამერით დაფიქსირებული ვიოდე ჩანაწერები , რომლებიც თავად მეპატრონის, კახა აბრამიშვილთან ერთად გაქრა უკვალოდ.
გამოძიებამ ეს გაუჩინარებაც აბაშიძის სახელს დაუკავშირა და იმ დღესვე გაიცა ორდერი თიკა ალავიძის დანაშაულის დაფარვის , ხოლო აბაშიძის უშუალო ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავების თაობაზე. იმ დროს კი , როცა აბაშიძის დაკავების სქემა მზადდებოდა, კახა აბრამიშვილი კამერის ჩანაწერებთან და პირად დაცვასთან ერთად ისეთ საიმედო ადგილას გადაიხვეწა, სადაც ეგონა რომ აბაშიძე კი არა თვით ეშმაკიც ვერ მიაგნებდა. იქიდან კი კმაყოფილი ღიმილით აკვირდებოდა დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს და წამითაც არ ტოვებდა იმის ილუზია, რომ აბაშიძე ბოლოსდაბოლოს გონს მოეგებოდა და გადაურიცხავდა მისთვის ასე სანატრელ მილიონს. ამასობაში გამოძიებას უკვე დაეკავებინა თიკა ალავიძე , რომელიც უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორში, გამომძიებლის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. ეს უკანასკნელი ჯიქურ მოითხოვდა მისგან ცნობებს აბაშიძის ადგილსამყოფელის , ასევე, ნოზაძის გაუჩინარების დეტალების შესახებ და არანაირ მეთოდს არ ერიდებოდა რომ ქალი დაეშინებინა და ამ გზით აელაპარაკებინა. ეს ცნობები საბამ მიაწოდა მეგობარს კახეთში ყოფნის მეორე დილით, როცა ყველა ერთად იყო შეკრებილი
და საუზმეს შეექცეოდნენ.
- თიკას მაგრად გამოწურავენ, ლუკა.. ხომ იცი რომ ქალის ინტერესი არავის აქვს.. ძაღლებს მარტო შენ უნდიხარ.. მთელ ჯავრს და ბოღმას ქალზე იყრიან ეგ გაბოროტებული ახვრები!. არ მოასვენებენ და იქამდე გატისკავენ.. სანამ რამეს არ ათქმევინებენ.. მაგის დედაც.- მღელვარედ საუბრობდა საბა.
- ვიცი..
- ვინ აწარმოებს გამოძიებას ეგ თუ იცი ? ნოდარ გვარამიას შვილი, ცოფიანი ნაგაზი ნიკა გვარამია..
- ოჰო..
- ხო .. და საქმის მწარმოებელი პროკურორი ვინ არის ?- ჩაეცინა საბას - მეტრეველი გიორგი.. მოკლედ, გაგვიჭირდება გამოძრომა..
- გაჭირდება ... მაგრამ ვიზამთ რამეს.. - ჰაერი ღრმად შეისუნთქა აბაშიძემ
- რას აპირებ?
- თბილისში მოვდივარ.


***


ნახევრად განათებულ დაკითხვის ოთახში ბეტონის იატაკზე მიმაგრებულ რკინის მაგიდას ორი მაღალი ადამიანი უჯდა ერთმანეთის პირისპირ. მათგან ერთი ქალი, დიდრონი, ნუშისებრი თაფლისფერი თვალებითა და კოსად შეკრული ღია ხორბლისფერი თმით , მშვიდ და თავდაჯერებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ მისი დამფრთხალი მზერა იმაზე მიანიშნებდა რომ გვარიანად იყო აღელვებული.. მის წინ მჯდარი მამაკაცი , გულზე ხელებდაკრეფილი სკამის საზურგეზე მთელი ტანით გადაწოლილიყო და ირონიული ღიმილით აკვირდებოდა შეშინებულ ქალს, მაინც ჯიუტად რომ უსწორებდა თვალს. შავგვრემანი სახითა და ჩამოსხმული ტანით კაცი სიმპათიური იყო, თუმცა იყო რაღაც მასში ძალიან ცივი და უჩვეულოდ უსიამოვნო. ის ღიმილიც სახეზე რომ დასთამაშებდა და წამითაც არ იცილებდა, ისეთ შთაბეჭდილებას დაუტოვებდა მნახველს რომ ცოფიანი ნაგაზი იღიმოდა მისი სახით.
- კიდევ რამდენ ხანს უნდა აფარო საყვარელს ხელი? - კაცის მობეზრებულმა ხმამ დაარღვია ბოლოს სიჩუმე, პასუხად კი დუმილი მიიღო - შენ ძაან გინდა ციხეში ხო? ბაზარი არ არის, მოგიწევს.. გაფრთხილებ... იქ...არც ისე სასიამოვნო დროის ტარება გელის...- კმაყოფილებით გაეღიმა კაცს , როცა შენიშნა მის მუქარაზე ქალს როგორ ჩაუდგა თაფლისფერ თვალებში შიშის ჩრდილები.
- რა გინდა?
-ჩვენება...- გამოცოცხლდა იმედმიცემული გვარამია -სულ რამდენიმე სიტყვა, პატარავ...მითხარი როგორ მოკლა შენმა საყვარელმა ნოზაძე და გპირდები შენ უვნებელი წახვალ სახლში...ამაზე პირადად ვიზრუნებ...
- ესე იგი, ჩვენება გინდა...- სკამზე შესწორდა ქალი და თვალი თვალში გაუყარა გამომძიებელს- აი!-შუა თითი აუფრიალა მისი სახისკენ გადახრილმა...რასაც გვარამიას მხრიდან გინების და მუქარის ისეთი კორიანტელი მოჰყვა, განყოფილების კედლებში მანამდე რომ არც გაჟღერებულა ალბათ.
- დედას შევ**ი... - ხმადაბლა გამოცრა მეტრეველმა, რომელიც მინის კედლის იქიდან ადევნებდა თვალს დაკითხვას. გვარამიას ცოფიან ხასიათზე მასაც კარგად მოეხსენებოდა, მაგრამ ის რაც დაკითხვაზე ხდებოდა ყოველგვარ დასაშვებ ზღვარს ცდებოდა. სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი და დაკითხვის ოთახის კარი შეაღო.
- გამოდი! - ერთი სიტყვა მიუგდო გვარამიას
-ჯერ არ დაამიმთავრებია...- მისკენ გაუხედავად გამოცრა გვარამიამ, რომელსაც ცოფიანი ხარივით ანთებოდა სახე და ზიზღიან მზერას არ აცილებდა უკვე გვარიანად დაშინებულ ალავიძეს.
- დაამთავრე!- მშვიდი , მაგრამ ისეთი ყინულოვანი ტონით გამოცრა მეტრეველმა , რომ გვარამიაც შეაფხიზლა. შესამჩნევი გაკვირვებით ამოხედა თავზე წამომდგარ პროკურორს, რომელმაც სწრაფი ნაბიჯით დატოვა დაკითხვის ოთახი და დერეფანში შეიცადა.
- რა გინდა? - უკან მიყვა ნიკაც
- შენ შიგ ხომ არა გაქვს?- შუბლშეკრული დაეკითხა მეტრეველი
- რაა ? - ტონი დაძაბა გვარამიამ
- ზედმეტი მოგდის ! - ტონს აუწია მეტრეველმაც
- რა გინდა ვერ გავიგე?!
- ზედმეტი მოგდის - მეთქი !
-შენ რა...აბაშიძის ბო*ს იცავ? - ჩაეცინა გვარამიას და ისეთი სახით შეხედა პროკურორს, აშკარა იყო საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
- ყ**ზე მ**დია როგორც გინდა ისე მიიღე..
- მე დაკითხვას ვაწარმოებ!
- ეს უკვე დაკითხვა აღარ არის !
- ძაან ტვინი რომ მოტყანი შენი პატიოსნებით იცი? ! - გამოცრა გვარამიამ
- სახლში წადი, ნიკა ... დღეისათვის შენი საქმე დამთავრებულია... - გამაფრთხილებელი ტონით მიუგო მეტრეველმა , რომელიც ცხადად გრძნობდა რომ უკვე პიკზე იყო და სიტყვებით აღარ შემოიფარგლებოდა გვარამიას კიდევ რომ რამე ეპასუხა. ამ უკანასკნელმა ერთხანს კიდევ უყურა ლარივით მოჭიმულმა, ბოლოს უსიტყვო ღიმილი გადაიკრა სახეზე მთელი ტანით შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დერეფანში გაუჩინარდა. მარტოდ დარჩენილმა მეტრეველმა ღრმად შეისუნთქა ჰაერი დაძაბული სხეული რომ მოედუნებინა. ღია კარიდან წამიერად შეავლო თვალი მაგიდასთან მჯდარ ქალს და ის იყო წასასვლელად გადადგა ნაბიჯი, რომ ნელა შედგა...
დაკითხვის ოთახში შეაბიჯა და დინჯად დაეშვა ქალის წინ, რომელმაც მის დანახვაზე ხელები გულზე დაიკრიფა და მზერა გაუსწორა. მამაკაცმა ერთხანს უხმოდ უყურა არეულ სახეზე... ტირილისაგან დაწითლებული თბილი თაფლისფერი თვალები და დასიებული წითელი ტუჩები რომ ამშვენებდა. უნდოდდა ეკითხა კარგად ხარო მაგრამ ხვდებოდა რომ ეს კითხვა სრულიად უადგილო იყო. ქალი აშკარად არ იყო კარგად და თითქმის არც აღარაფერი დარჩენილიყო მისი იმ თავდაჯერებისაგან, დაკითხვის პირველ წუთებში რომ ავლენდა.
- რატომ წირავ თავს კაცის გულისთვის რომელსაც ფეხებზე კიდიხარ? - გულწრფელი ინტერესით დაეკითხა ბოლოს - ხომ არ ელი რომ აბაშიძე იგივე ერთგულებით გიპასუხებს? კი, აშკარად ეგრე გგონია... მაგრამ, მე გეტყვი რა იქნება, თიკა.. შენი საყვარელი თავს უშველის და შენ აქ, ამ დამპალ კედლებში ჩაგტოვებს..
- ლუკა არსად გაიქცევა და არც მე არ დამტოვებს აქ.. - სრული თავდაჯერებით მიუგო ქალმა და ლოყაზე ჩამოგორებული მოღალატე ცრემლები ხელის ზურგით შეიწმინდა.
- ზედმეტად კარგი წარმოდგენისა ხარ აბაშიძეზე - მსუბუქად ჩაეცინა მეტრეველს.
- ეს თქვენ ხართ მასზე ზედმეტად ცუდი წარმოდგენის.. ბატონო პროკურორო. - მისკენ მთელი ნახევარი ტანით გადაიხარა თიკა და ხმადაბლა , მშვიდი ხმით დაამატა - და ისიც იცოდე, რომ შენ მასთან ძალიან.. ძალიან დიდ ვალში ხარ..
- რას გულისხმობ? - პაუზის შემდეგ ჩაეკითხა მეტრეველი, რომელსაც აშკარად უცვალა მზერა ქალის სიტყვებმა. ამ უკანასკნელმა დუმილით უპასუხა მხოლოდ. ისევ სკამის საზურგეზე გადაწვა და მშვიდი ღიმილი მიაგება მისკენ მომზირალ პროკურორს. რომელმაც ერთხანს უხმოდ უყურა კიდევ და რომ მიხვდა ქალი საუბარს აღარ აპირებდა, დინჯად წამოდგა ფეხზე და შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დააკვირდა ალავიძეს ზემოდან.
- მეცოდები თიკა.. მართლა მეცოდები... ახალგაზრდა ქალი ხარ და რასაც გიყურებ საკმაოდ ერთგულიც.. ამიტომ მეცოდები ..ნუ შეაკლავ თავს ა**არ გვარამიას იმ ნაბი**რის გულისთვის... ეს რაც დღეს გაჩვენა მხოლოდ მოთელვა იყო.. და დამიჯერე, რომ ყველა იმ მუქარაზეა წამსვლელი, რომელიც მისგან მოისმინე... ამიტომ, ადამიანურად გირჩევ თიკა... კარგად იფიქრე... დრო საკმარისად გაქვს... - ნელი ნაბიჯით გადაჭრა ოთახი და უხმაუროდ მოიხურა რკინის კარი.
მეორე დღეს კი ისე განვითარდა მოვლენები , როგორც არც მეტრეველს და საგამოძიებო უწყებების არც სხვა რომელიმე თანამშრომელს არ წარმოედგინა. განყოფილების ეზოში იყო გვარამია და თანამშრომლებთან ერთად მხიარული საუბრის თანხლებით ეწეოდა სიგარეტს , აბაშიძის რენჯროვერი დინჯად რომ შედგა მათ სიახლოვეს , იქიდან კი თვითონ აბაშიძე გადმოვიდა მოულოდნელი სტუმრის სახით. გვარამიას და მის თანხლებებში სრულმა დუმილმა დაისადგურა წამით , ბოლოს როგორც იქნა სახე გაასწორა ზაზამ და აბაშიძისკენ ჩვეული ამაზრზენი ღიმილის თანხლებით წავიდა ფართოდ ხელებგაშლილი.
- სახლს მოაკითხე?


***

- ქალი გაუშვი- ეს იყო ერთადერთი პირობა , რომელიც აბაშიძემ აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ მოითხოვა. ამ ჩვენების მიხედვით ,ის და თიკა მართლაც იმყოფებოდნენ მოწმის მიერ მითითებულ დროს კლუბ "ატმოსფეროში ". აბაშიძე იმასაც აღიარებდა , რომ მანვე მოკლა ლაშა ნოზაძე.
- რატომ მოკალი ?- კითხვებს სვამდა გამომძიებელი
- სახეზე არ მომეწონა - გულგრილად აიჩეჩა მხრები ლუკამ
- ღადაობის ხასიათზე ხარ აბაშიძე ? - ცივად გაეცინა გამომძიებელს
- რას მატყობ ღადაობის, მითხარი?!-
- კარგი.. გვამს რა უქენი?- ხმა გაიმკაცრა გამომძიებელმა
- იქვე დავტოვე.
- სად არის კახა აბრამიშვილი ?
- წარმოდგენა არ მაქვს..
- შენ არ გაიტაცე?
- არა..
- ვის აჯერებ?!
- მისმინე ყ**ო!! აღიარება ხო გინდოდა , არა? - იფეთქა აბაშიძემ - ხოდა აიღე ეხლა შენი აღიარება, გაირჭე ტ**კში და ქალი გაუშვი! გაფრთხილებ, რაც შეიძლება მალე გააკეთე ეს , თორემ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადავიფიქრო და უკან წავიღო ჩემი სიტყვები..
გვარამიამ, რომელიც დიდი გამჭრიახობით არ გამოირჩეოდა, ჩემთან თამაში არ გაბედოო გაავრთხილა აბაშიძე და იმ დღესვე გაანთავისუფლა თიკა ალავიძე. ლუკა კი იზოლატორში გადაიყვანეს და იმავე დღეს მოაკითხა ნიამაც. გოგონას ნაზი სახე მაკიაჟით დაეფარა, მაგრამ მაინც შესამჩნევად ეტყობოდა უძილობისა და ნერვიულობის კვალი...თვალებში კი დაბნეულობის, შიშისა და აღელვების უჩვეულო ნაზავი ჩასდგომოდა.
-ეიიი....არ იტირო....ჩემო პატარა - დაუყვავა სახემოღრუბლულმა აბაშიძემ უკვე ატირებულ ქალს, რომელსაც სახეზე აეფარებინა ხელები და ტირილისაგან მხრები უთრთოდა...წვრილ მაჯებზე მოჰკიდა თითები და სახიდან ხელები ფრთხილად ჩამოაწევინა...შემდეგ კი თბილი მზერა შეანათა დაწითლებულ თვალებში- ამის დედაც...ნია...სატირალი და სანერვიულო არაფერია , გესმის?
ნიამ უხმოდ დაუქნია თავი, ფერწასულ სახეზე ნაკადებად ჩამოსული ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა, შემდეგ კი ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი დასამშვიდებლად...მამაკაცის თითები, რომლებიც ჯერ კიდევ მის მაჯებს შემოხვეოდნენ , თავისებში მოიქცია და ნაზად მიეფერა, შემდეგ კი მზერა გაუსწორა.
- ნინა იყო ჩემთან...
- მერე?- მოსმენილი აშკარად არ ესიამოვნა აბაშიძეს, რომელსაც სახე მომენტალურად მოეღრუბლა და სკამის საზურგეზე აუჩქარებლად გადაწვა.
- ყველაფერი მომიყვა...
- რა მოგიყვა? - ჩაეკითხა მამაკაცი.
- ყველაფერი რაც იმ ღამეს მოხდა.. -თვალი მტკიცედ გაუსწორა ნიამ - შენ აღიარებაში ამაზე არაფერია ნათქვამი...
- ასე იყო საჭირო...
- რისთვის იყო საჭირო? - წარბები შეკრა დაიბნეულმა გოგონამ, ლუკამ კი უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა. ქალმა კიდევ ერთხელ ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ისე განაგრძო - მისმინე ლუკა... შენ გოგონას იცავდი, პირველმა კი ნოზაძემ ისროლა..ეს გარემოებები მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებს ბრალს...რატომ არ გინდა რომ ეს ფაქტები შენს სასარგებლოდ გამოიყენო?
- საერთოდ დაივიწყე ეგ ვარიანტი! - მოკლედ მოუჭრა ლუკამ.
- რატომ?..ნინას უნდა რომ მადლიერებით გადაგიხადოს...როცა გაიგებს მისი დისთვის რაც გააკეთე, გიორგიც დაგვეხმარება..
- აი, მანდ გაჩერდი!-სავარძლიდან წამოიწია ლუკა და მაგიდაზე ხელებდაწყობილი ყინულივით ცივი სახით ჩააშტერდა ქალს სახეში.
- ლუკა..
- ნია, მე უკვე ვთქვი არა! - ტონს აუწია მამაკაცმა, ქალისაგან პასუხად კი უტეხი მზერა და რამდენიმე წამიანი დუმილი მიიღო . - ნია?!
- რა?- სკამის საზურგეს მიეყრდნო ქალი და გულზე ხელებდაკრეფილმა კიდევ უფრო ჯიუტი მზერა მიანათა.
- დავიწყეთ დამპლური თამაშები?- ცივად გაეცინა ლუკას და იგრძნო რომ.ნერვები წამი წამზე უღალატებდა.
- ჯანდაბა! - კბილებში გამოცრა ქალმა, სახეზე ძლიერად მოისვა ხელები და შემდეგ ისევ მისკენ დაჟინებით მომზირალ მამაკაცს შეანათა მზერა - რატომ? ჯანდაბა, მე უბრალოდ არ მესმის, რატომ!
- იმიტომ რომ, შენ საერთოდ აზრზე არა ხარ რა ცოფიანი ნაბი**ვარიცაა ნიკა გვარამია! - ერთბაშად იფეთქა აბაშიძემ-ის ახვარი არაფერს დაერიდება , გესმის? ვაბშე არაფერს...შეეშვი იმ გოგოს!
- გიორგი დაიცავს თავის დას!
-დედაც მოვტყან! რამდენი ხანი უნდა მამეორებინო ერთხელ ნათქვამი? ან რომელი სიტყვა ვერ გაიგე, მითხარი?- იღრიალა წყობიდან გამოსულმა და მაგიდაზე გამეტებით დასცხო მუშტი.
- აუ...აბაშიძე...შენ ხელს დაარტყამ და მე ისე ავცეკვდები როგორც შენ გინდა , ეგრე არ გამოვა , გესმის? - მაღალ ტონებში არ ჩამორჩა ნიაც.
-ნიაა...რამე სისულელე არ გააკეთო...მარიამის თავს გეფიცები...მარიამის, გესმის? არ გაპატიებ..ჩემი კარგიც მოვტყან, თუ გაპატიო...არ გაპატიებ ჩემს სიტყვას თუ გადახვალ!
ქალმა ერთხანს უხმოდ უყურა თვალებში, ბოლოს ხმაურით შეისუნთქა ჰაერი და პარალელურად ,სახეზე ძლიერად ჩამოისვა ხელები რომ დამშვიდებულიყო...ზუსტად ისე იგრძნო თავი როგორც მათი პირველი შეხვედრის შემდეგ.. თითქოს მატარებელმა გადაურა და მერე მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებში მოჰყვა ერთბაშად..ნამდვილად აღარ ჰქონდა იმ მამაკაცთან ომის ძალა, რომელთანაც...ისედაც წინასწარ იცოდა რომ ყველა ბრძოლა წაგებული ჰქონდა...თრთოლვით შეისუნთქა ჰაერი, შემდეგ სახე ხელებში ჩარგო და ხელმეორედ აეტირა.
- დედას შევეცი...- ამოიგმინა აბაშიძემ და სახე მოღრუბლული დააკვირდა მის წინ მჯდომს...ასე გავიდა რამდენიმე წუთი სრულ სიჩუმეში, მანამ სანამ რკინის კარი ხმაურით არ გაიღო და აბაშიძის ადვოკატმა არ შემოაბიჯა ოთახში...კაცმა ერთი გაკვირვებით გადახედა იქ გამართულ სცენას, შემდეგ ლუკას წინ მძიმედ დაეშვა და ისე მიაპყრო მზერა, აშკარა იყო მას ელოდებოდა საუბარი რომ დაეწყო.მაგრამ ლუკას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია , წინ გადაიხარა და სახიდან ხელები ჩამოაწევინა ატირებულ ქალს.
- მე უბრალოდ მინდა რომ დაგეხმარო...რა არ გესმის? რატომ არ მაძლევ ამის საშუალებას?-გატეხილი ხმით დაიწყო ნიამ და ხელის ზურგით შეიმშრალა ცრემლისგან სველი სახე.
-აი მე კი საერთოდ არ მინდა რომ შენ ამ საქმეში გაერიო - მოუჭრა აბაშიძემ. ტონი შედარებით დაუწყნარდა, ხმა კი დაუთბა- მისმინე, პატარავ...
- გისმენ...- დაწითლებული თვალები გაუსწორა გოგონამ.
- მე აქ არ დავრჩები , გესმის? არც სანერვიულო გაქვს რამე...ჩემო პატარავ...ადექი ეხლა და წადი სახლში...ბარგი ჩაალაგე და ჩემს სახლში მიდი...ამიერიდან იქ იცხოვრებ
-არა -ხმადაბლა , მაგრამ მტკიცე ხმით მიუგო ქალმა და უტეხად გაუსწორა მზერა
- ნია....- კბილებში გამოცრა ყბებდაძაბულმა ლუკამ.
- მე უკვე ვთქვი არა... - მოუჭრა გაჯიუტებულმა ქალმა და სკამიდან სწრაფად წამოდგა.
- ნია!!.. - სკამიდან წამოიწია ბოლო ხმაზე აღრიალებული აბაშიძეც, მაგრამ ქალს უკვე მოესწრო ოთახიდან გასვლა და გაგულისებულმა ხმაურით გაიჯახუნა ზურგსუკან კარი...- დედაც მოვტყან!- წყობიდან საბოლოოდ გამოსულმა გვარიანად შეიკურთხა და ფეხი გამწარებით მისცხო სკამს, შემდეგ კი ზედ მოწყვეტით დაეხეთქა და თავზე ხელებშემოწყობილი და თვალებდახუჭული რამდენიმე წამის განმავლობაში ღრმა სუნთქვით ცდილობდა ნერვების დაწყნარებას...ბოლოს ბრაზისაგან ამღვრეული თვალები გაახილა და ადვოკატს მიაპყრო მზერა, რომელიც მოთმინებით ელოდა მისი ნერვული შეტევის ჩაცხრომას.
- ტრ**ში ვართ.. - უსიტყვო კითხვას მიუხვდა შიოშვილი და ყოველგვარი მიკიბვ- მოკიბვის გარეშე გამოუცხადა.
- შენგან ამ ბოლო დროს მაგ ფრაზის მეტი არაფერი მესმის , დავით - სახე კიდევ უფრო მოეღრუბლა ისედაც გაღიზიანებულს.
- რა ვქნა , მითხარი?- ხელები ფართოდ გაშალა იურისტმა - ისეთ ისტორიებში ეხვევი მე კი არა პლევაკოც რომ გააცოცხლო იტყვის :ჩემი კარგიც მოვტყანო...
- კაი არ გინდა დრამატიზება - გაეცინა ლუკას, მაგიდისაკენ წინ გადაიხარა და ხელებით ზედ დაეყრდნო.
-ჰეჰ...რა არხეინად ხარ? - თვალების მოწკურვით გახედა დავითმა
- ესე იგი , მაქვს მიზეზი - მშვიდად უპასუხა აბაშიძემ - აბა, რა ხდება მოკლედ მომიყევი..
- მოკლედ უკვე მოგიყევი...ტრა*ში ვართ!
- დავით!- სახე ისევ მოექუფრა ლუკას.
- ამის დედაც...- ამოიოხრა იურისტმა - მილიონს ითხოვს ის ნაბო**არი აბრამიშვილი.. ხუთი დღე გაქვს, თუ არა კამერის ჩანაწერებს გადასცემს გამოძიებას.. თვითონ თავი ქუდში აქვს , იტყვის იარაღის მუქარით გამაჩუმესო და ყ**საც ვერავინ ვერ მოსჭამს...რა ვუთხრა?
- უთხარი , ჩემი ყ*ლე ჩაიდოს...
- მისმინე, ლუკა... მივცეთ ის მილიონი და მოვიშოროთ ის ნაბი**არი.. ეგ თანხა კომპანიას არ დააქცევს... -
- ვერ ხვდები, დავით? - ტონი გაუცივდა აბაშიძეს და მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი ერთბაშად გადაიხარა იურისტისაკენ - დამპალ ფულში არ არის საქმე..მაგრად ყ*ეზე მ*იდია ეგ ფული..შანსი არაა მაგან ჩემგან ახ**ულად წაიღოს ის რაც მას არ ეკუთვნის...
- კარგი... - ამოიოხრა შიოშვილმა და თვალი თვალში გაუყარა აბაშიძეს - ვხვდები რომ ესე ცხვარივით არ ჩაბარდებოდი.. რას აპირებ, მითხარი?
- საქმეში მაგის დაცვაც ფიგურირებს არა? ვინც მე გვამის მოშორებაში დამეხმარა..
- ფიგურირებს - კვერი დაუკრა დავითმა - მერე?
- მერე ,იცის თხასავით გაყიდვას რომ უპირებს თავისი ბოსი?- ჩაეცინა ლუკას. - არ იცის.. ჰოდა , მოდი გავაგებინოთ და დარწმუნებული ვარ სულ სიხარულით მოგვირბენიბებს ნაბი**არ აბარამიშვილს..
- კაი.. და რო ვიპოვოთ რა? მთავარი კოვზირი მაგას უჭირავს..
- ჩვენც მივაგნებთ ეგეთ კოზირს..
- როგორ?
- სუსტი წერტილი ყველა ვარიანტში ექნება..
სუსტ წერტილში უნდა დავარტყათ - მეთქი... ყველაფერი მომიყევი მაგ ნაბიჭვარზე.. - სკამის საზურგეზე ერთიანად გადაწვა გულზე ხელებდაკრეფილი და ინტერესით შეაცქერდა იურისტს..
კახა აბრამიშვილის სუსტი წერტილი მისი ერთადერთი შვილი აღმოჩნდა. ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც დიდ კარიერას და მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და წამყვანი სტუდენტის ადგილი ეჭირა კავკასიის სამართლის სკოლაში. უნაკლო რეპუტაციით სარგებლობდა და სანაცნობო წრეებში სანიმუშო ახალგაზრდის სახელიც ჰქონდა. მაგრამ აბრამიშვილის ვაჟს ჰქონდა ერთი ძალიან მავნე ჩევევა ნარკოტიკების სახით, რაც მისი რეპუტაციის ადამიანისთვის სრულიად შეუფერებელი იყო. ვასილ აბრამიშვილი კარგად ახერხებდა თავისი დამოკიდებულების შენიღბვას, თუმცა აბაშიძის ადვოკატს მაინც არ გასჭირვებია იმ პირების მოძიება ვისთან ერთადაც შეექცეოდა ხოლმე ახალგაზრდა ბიჭი მომაკვდინებელ გასართობს, და როგორც იმავე პირები ჰყვებოდნენ, ნარკორეალიზაციასაც არ ერიდებოდა იგი. ეს ყველაფერი სრულიად საკმარისი იყო ვასილ აბრამიშვილის ციხეში გამოსაკეტად და მისი შეკოწიწებული რეპუტაციის დასანგრევად. საჭირო მხოლოდ ნივთმტკიცებები, რომლის გამოყენებასაც აბაშიძე კახა აბრამიშვილის წინააღმდეგ აპირებდა. შანტაჟი შანტაჟის პირისპირ.. ეს იყო ის მეთოდი რაც ლუკამ აირჩია,. სანამ ძალადობრივ გზაზე გადავიდოდა.. კახა აბრამიშვილი კი ამ დროს ციხისძირში გადახვეწილი საკურორტო ცხოვრებით ტკბებოდა და იმაში მტკიცედ დარწმუნებულს, რომ აბაშიძე აუცილებლად გატყდებოდა და მისგან მილიონსაც მიიღებდა, საერთოდ არცერთი დარდი არ აწუხებდა ამ ქვეყანაზე.. აუზში ნებივრობის შემდეგ, ფუმფულა ხალათი მოისხა , შამპანიურის ბოთლს ხელი მოჰკიდა და წითურ, მადისაღმძვრელი ფორმების საყვარელთან ერთად მიაშურა სახლს.. საძინებელი ოთახის განათებით თავი არ შეუწუხებია, სწრაფად გახადა ქალს და ცოტა ხანში ჩაბნელებული ოთახი კაცის ოხვრას შერეულმა ქალის კვნესამ აავსო..
- ასე მოგწონს, ფისო?- საყვარელს ძუძუსთავებზე ჩაავლო კბილები
-კი... - კატასავით ამოიკრუტუნა ქალმა
- ჩემი ფუსუნია.. - ამოიოხრა მამამაცმა და ბიძგების სიძლიერეს უმატა.. ,ქალიც საპასუხოდ უფრო ხმამაღლა აკივლდა
- აუ,, მალე მორჩებით? საქმე მაქვს .. - მამაკაცის შეწუხებული ინტონაციით ნათქვამი გაისმა ღამის სიბნელეში.. ქალმა წამოიკივლა, აბრამიშვილი კი დაფეთებული მოსცილდა საყვარელს და სწრაფად დასწვდა ღამის სანათს.. შემდეგ კი შეშინებული და გაოცებული მზერა მიაპყრო ოთახის კუთხეს, სადაც დაუპატიჟებელი სტუმარი სავარძელზე არხეინად წამოსკუპებულიყო და ფეხები წინ მდგარ ჟურნალების მაგიდაზე შემოეწყო..თვალებში ანცი ნაპერწკლები ჩასდგომოდა , ხელში ოსტატურად ათამაშებდა იარაღს და ზიზღს ნარევი ირონიული მზერით ბურღავდა აბრამიშვილს..
- ვინ ხარ? - მექანიკურად წამოსცდა ერთიანად გაფითრებულ კახას
- თქვენი მონამორჩილი.. გიორგი დემეტრაძე- თავი თეატრალურად დაუკრა ფეხზე წამომდგარმა მამაკაცმა.. შემდეგ წითურ ქალს მიუახლოვდა , რომელმაც მის დანახვაზე საბანი მჭიდროდ აიკრა შიშველ ტანზე და ის იყო საკივლელად მოაღო პირი, რომ მისკენ დახრილმა დემეტრაძემ მოკლედ გამოცრა - გაქრი!
ქალს წამით აღარ უყოყმანია ,სწრაფად წამოხტა საწოლიდან და კარისაკენ წითური თმის ფრიალით გაიქცა..
- შენ სადღა მირბიხარ ნაბი*ვარო?- ავად შეუყვირა ქალს უკან ადევნებულ აბრამიშვილს , სწრაფად დასწვდა ქეჩოში და უკანვე დააგდო საწოლზე..
- არ მომკლათ წაიღეთ რაც გინდათ ოღონდ არ მომკლათ... - დასაკლავად გამზადებული ღორივით ღრიალს მოჰყვა კახა
- არავის სჭირდება შენი ფული ყ**ეო! - შუბლშეკრული დააცქერდა გიორგი მას
- მაშინ ვინა ხართ და რა გინდათ ?
- ვინა ვარ უკვე გითხარი.. აი, რა მინდა.. ამას შენც კარგად ხვდები..- საწოლს მოშორდა დემეტრაძე და ძველ პოზიციას დაუბრუნდა.
- ვერ ვხვდები - შიშისაგან ხმა გაეპარა აბრამიშვილს
- კაიიი?...- ირონიულად გაიცინა მამაკაცმა - კაი თუ ვერ ხვდები... ჩაიცვი ეხლა შენ და მერე დალაგებულად გაგარკვევ ყველაფერში.. გაგახსენებ როგორ მოჯვი აბაშიძესთან და იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირებსაც მოგახსენებ რაც შენ სირულ საქციელს მოჰყვება.. ჩაიცვი -მეთქი ვერ გაიგე, ყ**ო? პიდარასტი ხო არ გგონივარ შენი გენიტალიების ყურება რო მსიამოვნებდეს?! - გაღიზინებულმა შეუყვირა აბრამიშვილს, რომელსაც აბაშიძის ხსენებამ გამომეტყველება მომენტალურად შეუცვალა სახეზე.. რამდენიმე წამიანი ყოყმანის შემდეგ უხალისოდ წამოდგა და ნელა მოჰყვა ჩაცმას, თან თვალს აპარებდა სავარძელში წამოსკუპებული მამაკაცისაკენ რომელიც წამით არ აცილებდა ზიზღნარევ მზერას
- როგორ მომაგენი?
- რა მნიშვნელობა აქვს, მითხარი?! - მხრების აჩეჩვით დაეკითხა დემეტრაძე და სიგარეტს მოუკიდა
- შენ გამყიდე ნაბიჭვრო ხო ?!- გაცოფებული მზერა მიაპყრო აბრამიშვილმა კარში აყუდებულ ახმახ დაცვას
- ხო.. როცა გავიგე რომ შენ მიპირებდი თხასავით გაყიდვას.. - ზიზღი არ დააკლო ხმას კაცმა, სახელად ირაკლიმ
- შე ნაბი*ვარო !!! - ცოფიანივით იღრიალა კახამ და ხარივით დაეტაკა ირაკლის, რომელიც არ ჩამორჩა ვალში და სულ მალე ერთმანეთში აზელილებმა იატაკზე ხელჩართული ბრძოლა გამართეს
- ოე.. ოე! მორჩით ეხლა...ჯერ ჩემი საქმე დავასრულოთ და მერე არკვიეთ თქვენ პირადი ანგარიშები - გაღიზიანებული წამოიჭრა ფეხზე დემეტრაძე და ქეჩოში დასწვდა ირაკლის ზემოთ მოქცეულ აბარამიშვილს.. შემდეგ ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა.. სწრაფად დაუსხლტა კახა ხელიდან, წელში გასწორდა და პირდაპირ მის მკერდს დაუმიზნა იარაღი რომელიც ჩხუბის დროს ირაკლისთვის აერთვა.

***
- მკლავდი შე ყ**ეო? - ღრიალებდა სასწაულებრივად გადარჩენილი დემეტრაძე , პარალელურად კი მარჯვენა მხარზე ზეწარს იხვევდა სისხლდენა რომ შეეჩერებინა.. რომ არა მისი ელვისებური რეაქცია აბრამიშვილის დამიზნებული ტყვია მკერდში გაუვლიდა და მიაბარებდა კიდეც უფალს სულს.. ეს უკანასკნელი კი იატაკზე ეგდო ხელ-ფეხ შეკრული და დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა.. მისი ღრიალი ძირითადად იმ მუქარას შეადგენდა, რომელიც აბაშიძისკენ იყო მიმართული..
-გამიშვი თორემ დედას მოვუ**ნავ შენ ძმაკაცს!! გაჩენის დღეს ვანანებ.. გამიშვით თქვენი დედამოვ**ან !!
- მოკეტე ს**ო !- შუბლშეკრულმა შეუღრინა დემეტრაძემ და სახვევის შეკვრა დაასრულა - ყ** არავის მოსჭამო!..
- ჩანაწერები მე მაქვს.. რამე დამემართება და...
- მოკეტე- მეთქი სირო ! თავი მისკდება უკვე შენი ღრიალისგან.. - ხელი გაბეზრებით აქნია დემეტრაძემ.. - აუ რა ყ** ხარ... კაროჩე ... ჯანსაღი ხელი სკამს დაავლო და იატაკზე გაშხლართული აბრამიშვილის წინ ჩამოჯდა - მოკლედ მითხარი შვილი გიყვარს ? კი ან არა.. მიპასუხე!
კახას შვილის ხსენებაზე მომენტალურად შეეცვალა გამომეტყველება... ბრაზთან ერთად შიში და მრისხანება ჩაუდგა თვალებში..
- ჩემ შვილს არ შეეხოთ ნაბი**ვრებო!- მრისხანებისგან ჩაეხლიჩა კაცს ხმა და ყელზე ძარღვები დაებერა
- ნუ , ღელავ.. არავინ ეხება - მხრები გულგრილად აიჩეჩა დემეტრაძემ.. - ნუ , ჯერ-ჯერობით მაინც.. დალშე რა იქნება ეგ უკვე შენ გონიერებაზეა დამოკიდებული...- ამ სიტყვებით ფეხზე წამოდგა ჩართულ კომპიუტერში ფლეშკა შეაერთა და კავშირის მიღების შემდეგ ერთ-ერთ ვიდეო ფაილზე დააწკაპუნა მაუსი.. ეკრანზე მალე ახალგაზრდა ბიჭი გამოისახა , რომელიც სხვა რამოდენიმე თანხლებთან ერთად შეექცეოდა ნარკოტიკს... აბრამიშვილი უსიტყვოდ მიჩერებოდა ეკრანს და თანდათან უფრო და უფრო ეკრგებოდა ფერი..
-ნახე.. - ირონიული ღიმილით გადახედა დემეტრაძემ - შენი სასახელო ნაბი**არი არც ისეთი სასახელო ყოფილა..
- რას ითხოვთ ჩემგან? - ჩავარდნილი ხმით ამოილაპარაკა ბოლოს ერთიანად გაფითრებულმა აბრმიშვილმა, რომლის პირვნდელი ყოყლოჩინობა და თავდაჯერება უკვალოდ გამქრალიყო..
- მშვენივრად იცი.. - ცივად მიუგო დემეტრაძემ - დაივიწყე შენი კლუბის ჩანაწერები.. დაივიწყე რაც იქ მოხდა იმ საღამოს.. წინააღმდეგ შემთხვევაში.. ჩაჯდება აბაშიძე და ჩაჯდება შენი საყვარელი შვილიკოც.. შანტაჟი შანტაჟის წილ , ყ**ეო!.. შენ ნაბი**არს ჯერ კიდევ აქვს გამოსწორების და მკურნალობის შანსი.. მაგრამ ციხეში მოხვედრის შემთხვევაში ნამდვილად აღარ ექნება.. იურისტის კარიერაზე ლაპარაკიც ზედმეტია.. ასე რომ იფიქრე.. შვილზე იფიქრე ნაბო**რო.. და ეხლა ისე გამეცი პასუხი.. სწორად გაიგე რაც გითხარი?
- გავიგე.. - ძლივსგასაგონად ამოიხრიალა ფერგადასულმა აბრამიშვილმა
- ძალიან კარგი.. გაფრთხილებ, აქედანვე დაივიწყე ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ჩანაწერები პოლიციას გადაეცემა და მსგავსი სირული ფრაზები !- სიგარეტს მშვიდად მოუკიდა დემეტრაძემ - და თუ მაინც გაგიჩნდება ტ**კის თამაშის სურვილი..იმ შემთხვევისთვის ყოველთვის გახსოვდეს რომ ერთ ცხრამილიმეტრიანს ექსკლუზიურად შენთვის ვინახავ..
- ყველაფერი მესმის... ყველაფერი გასაგებია... - დამჯერი ბავშვით იმეორებდა კახა
- ჰოდა ძაან კაი.. - ფეხზე წამოდგა დემეტრაძე და სიგარეტის ნამწვი პირდაპირ აბრამიშვილის ძვირფას ხალიჩაზე მოისროლა .
- მე.. მე.. გამიშვებთ?- ძლივგასაგონი ხმის კანკალით იკითხა აბრამიშვილი
- შებ გვეღადავები თუ მართლა ესეთი ყ** ხარ?- შუბლი შეიკრა დემეტრაძემ - გგონია ამდენი ტ**აკის თამაში ესე ადვილად შეგრჩება ,ს**ო? - ტონს აუწია გაღიზიანებულმა
- აბა რას მიპირებთ?- ტირილის ნოტები გაკრთა აბრამიშვილის ხმაში
- მაგას მოვიფიქრებთ .. ვერსიები ბევრი მაქვს.. ადე, გამოაჯვი! - ზიზღით ისროლა კაცისკენ და პირველმა დატოვა ოთახი...
გარეთ გამოსულებმა კახა მანქანის უკანა სავარძელში შეტენეს და ადგილს სწრაფად მოწყდნენ. აბრამიშვილი, რომელსაც ეგონა რომ აბაშიძეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი მთელი გზა მოთქმას არ წყვეტდა. არც შეგონებამ გაჭრა, არც ყვირილმა და არც მუქარამ... კაცი ბოლო ხმაზე ღრიალს განაგრძობდა და შებრალებას სთხოვდა დემეტრაძეს , რომელსაც მისი ყვირილისგან უკვე დაწყვეტაზე ჰქონდა ისედაც პიკზე მყოფი ნერვები.. ბოლოს ირაკლიმ იმარჯვა, უკანა სავარძელზე მყოფს იარაღის ტარი მოწყვეტით შემოკრა და აღრიალებული კაცი წამში გათიშა.. მანქანის სალონში ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, როგორიც ისადგურებს ხოლმე ქალაქში ქარიშხლის შემდეგ და დემეტრაძემაც შვებით ამოისუნთქა
- მომწონხარ, იცი?- ცალყბა ღიმილით გახედა გვერდზე მჯდომ ირაკლის.
- ვერასოდეს ვიტანდი ამ ნაბი**ვარს - ზიზღით გამოცრა ირაკლიმ
- დაბალი ხელფასი ხო ?- მზერით უთანაგრძნო დემეტრაძემ
- ხო.. თვითონ ათასებს ხვეტდა და მე კაპიკებზე მამუშავებდა...ბო**ი! - ჩაწეული ფანჯრიდან ზუზღით გადააფურთხა ირაკლიმ.
- ჰოდა , ეხლა ყველაფერს ერთად აზღვევინებ.. მისმინე...ამას იმ სი*ის კლუბში შემატანინებ? - გაეკრიჭა ირაკლის დემეტრაძე და თავით მანქანის ახდილ საბარგულზე მიუთითა, სადაც ათ კილომდე ასაფეთქებელი ნივთიერება იწონებდა თავს..
- ბაზარი არაა! - ბოროტად გაიცინა ირაკლიმ და დემეტრაძის გამოწვდილ ხელს თავისი დაკრა..
შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ატმოსფეროში სადაც ყველა კარგად იცნობდა აბრამიშვილის მარჯვენა ხელს არ გასჭირვებიათ ფარულად შეეტანათ ასაფეთქებელი ნივთიერება.. რომელიც კლუბის სარდაფში დაამონტაჟეს და შემდეგ ერთი სართულით მაღლა მდებარე საცეკვაო მოედანს მიაშურეს. თითქმის მთლიანად ჩაბნელებული შენობა სავსე იყო ხალხით, რომლებიც გამაყრუებელი ელექტრონული მუსიკას დაუღალავად აყოლებდნენ სხეულებს. თავზე ნიღაბჩამოცმულმა დემეტრაძემ უცერემონიოდ ჩააჩოჩა გაკვირვებული დიჯეი და მიკროფონი მოიმარჯვა
- შენობაში ბომბია! გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად დატოვეთ შენობა! -რიხით გამოაცხადა მიკროფონში , მაგრამ ყურიც არავის შეუბერტყავს. ძველებური თავდავიწყებით აგრძელებდნენ ცეკვას..
- შენობაში ბომბია.. გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვეთ ტერიტორია !- იმავე შემართებით გამოაცხადა მეორედ , მაგრამ ამჯერადაც იგნორი მიიღო..
- აუ რა ყ**ები ხართ თქვენი დებილი დედაც მოვ**ყან!!! - ჩაიბუზღუნა უკმაყოფილოდ, ჯანსაღი ხელით იარაღი მოიძია, ზევით აღმართა და რამდენჯერმე გაისროლა. იარაღის მჭახე ხმამ ყველა შეაცოცხლა და ადგილზე გააშეშა. ერთდროულად ასი წყვილი შიშით აღსავსე თვალი მაინც თვალი მიაჩერდა სცენაზე გამოჭიმულ დემეტრაძეს..
- ოეეე!!... წვეულება დამთავრებულია - მეთქი ვერ გაიგეთ?! დაახვიეთ სახლებში! - შუბლშეკრულმა დასჭექა მამაკაცმა და სტუმრებსაც ბევრი აღარ უფიქრია. ერთდროულად მოსწყდნენ ადგილებს და კივილით მისცვივდნენ გასასვლელს. დემეტრაძესაც ბევრი აღარ უფიქრია, სცენიდან ჩამოსულმა ნიღაბი შეიხსნა და ბრბოს შეერია.
- შენობა სუფთაა - ტელეფონში აცნობა ირაკლიმ
- მშვენიერიაა! - ხელები კმაყოფილებით გაუსვა ერთმანეთს და მანქანას მიაშურა , სადაც გაკოჭილი და პირაკრული აბარამიშვილი იცდიდა. ხელით მათგან ორასიოდე მეტრით დაშორებული კლუბისაკენ მოუთითა და ავად გამოცრა.
- ეხლა უყურე ნაბო**არო.. კარგად უყურე და დაიმახსოვრე რა მოყვება ხოლმე ზედმეტ ტ**აკის თამაშს.. ერთი.. ორი.. სამი.. ბუმ!- ხელები თეატრალურად გაშალა და იმავე წამს საშინელი აფეთქების ხმა გაისმა, რომელმაც ერთიანად გააყრუა გარემო. ელვის უსწრაფესად აიჭრა ჰაერში ცეცხლის ალები და ფეიერვერკებივით გაიფანტნენ ნაპერწკლები. იმავე ღამეს აბრამიშვილმა თავისი ფეხით მიაკითხა განყოფილებას და საკუთარ თავზე აიღო ლაშა ნოზაძის მკვლელობა და საკუთარი კლუბის აფეთქების ორგანიზებაც. უფროსმა გამომძიებელმა შუბლშეკვრით მოისმინა მისი აღიარება და როცა აბრამიშვილმა საუბარი დაასრულა, გაოცებული ფრთხილად დაეკითხა:
- ცხოვრება რომ მოგე**ნა ,იცი?
- როგორც შემპირდა... - ამოიოხრა აბრამიშვილმა და სახე ხელებში ჩარგო. მეორე დღეს სასამართლოზე ერთადერთმა მოწმემ თავისი ჩვენება, რომელიც ლუკას წინააღმდეგ მიუთითებდა, უკან წაიღო და აბაშიძემაც შეცვალა თავისი აღიარებითი ჩვენება.
- კი, მაგრამ.. თქვენ ხომ აღიარეთ...- ბრინჯივით დაიბნა ბატონი მოსამართლე, რომელსაც ეტყობოდა რომ მასაც გულით ეწადა აბაშიძის ციხეში გამოკეტვა.
- გადავიფიქრე .- მოკლე და მშვიდი იყო აბაშიძის პასუხი .
- ტყუის !! ტყუის ის ნაბო**არი! ვის ნაბოდვარს უჯერებთ ? - ცოფიანივით ღრიალს და ბრდღვინვას მოჰყვა ნიკა გვარამია, რომელიც თავის განყოფილებაში ელოდებოდა აბაშიძის საქმის განაჩენს და ეჭვიც არ ეპარებოდა რომ ეს განაჩენი გამამტყუვნებელი იქნებოდა. ყველაფრის დალეწვის შემდეგ რაც კი ხელში მოხვდა ტელეფონს ეცა და სადღაც დარეკა..
- გისმენ... - მამაკაცის ბოხმა ხმამ უპასუხა რამდენიმე ზუმერის შემდეგ.
- მაგის პატარა ბო**ით დავიწყოთ! - ავად გამოცრა გვარამიამ.

***

- რომ მიყვარხარ, აქამდე მითქვამს შენთვის? - მსუბუქად გაიცინა აბაშიძემ და ხელი თავზე გადაუსვა მეგობარს.
- შენმა ბიძაშვილმა დაგასწრო.. ასე რომ, შანსი არ გაქვს, ძმაო !- სრული სერიოზულობით გამოუცხადა დემეტრაძემ, შემდეგ მხარზე მოხვია ჯანსაღი ხელი და მანქანისაკენ პირველი შებრუნდა - წავედით...

***

ადრიანი შემოდგომის დღე იწურებოდა და ბინდი ერთბაშად შემოეპარა თბილისის ცას. ყვითელი ფოთლებით დაფარულ ეზოში გაჩერებულ მანქანაში ორნი ისხდნენ და არცერთი არ იღებდა ხმას. მეტრეველი საჭეზე ხელებდაწყობილი გასცქეროდა ლამპიონების სინათლეებით ახლად განათებულ ფართო გზას ,სადაც უწყვეტ ნაკადად მიმოდიოდნენ მანქანები. ჰაერში უკვე შესამჩნევი სუსხი ტრიალებდა და მელანქოლიურად ერწყმოდა მანქანაში დასადგურებულ გაურკვეველ სიჩუმეს.
- ესე იგი, სიმართლე გინდა.. - სიჩუმე დაარღვია მამაკაცმა..
- ხო.. - თვალი მშვიდად გაუსწორა სანიკიძემ მეტრეველს.
-კარგი... იყოს სიმართლე.. - ბოლოს ღრმად შეისუნთქა ჰაერი და დინჯად დასწვდა ტორპედოზე მიგდებულ სიგარეტს.. აუჩქარებლად მოუკიდა და ისეთი ტონით დაიწყო სადაც ბრაზი, ტკივილი და სევდა იკითხებოდა ერთდროულად. - ვერ გცნობ ,ნია... ვერ გცნობ , გესმის? ვფიქრობ და ვერ ვხვდები.. საერთოდ ვერ ვხვდები რას აკეთებ ..-მკაცრად გახედა ქალს, რომელსაც მის სიტყვებზე მომენტალურად მოეღრუბლა ისედაც სევდიანი სახე.
- რას გულისხმობ?
- შენ და აბაშიძეს!..იმ ნაბი**ვარს ვგულისხმობ.. რაღაც მანქანებით ტვინი რომ გამოგილაყა და ეხლა მასთან ყოფნით თვითმკვლელობაზე რომ მიდიხარ.. მასთან ყოფნით სასიკვდილო განაჩენზე აწერ ხელს, ნია, გესმის? - ბრაზმორეულმა გახედა ქალს
- მესმის.. - ხმადაბლა დაუდასტურა ნიამ და ერთიანად ამღვრეული თვალები აარიდა..
- შემომხედე ნია.. შემომხედე! - სახეზე ხელი მოკიდა მამაკაცმა და ერთხანს უხმოდ აკვირდებოდა თვალებში. - გეშინია.. - ამოილაპარაკა ბოლოს სიმწრით და ბრაზით გაჟღენთილი ხმით - გეშინია ამის დედაც..
- გამიშვი..- სუსტად ამოთქვა ქალმა და სახის შებრუნება სცადა , მაგრამ მამაკაცის ძლიერმა თითებმა არ გაუშვეს..
- მელაპარაკე!- უბრძანა მკაცრად.
ქალმა ერთხანს უყურა უსიტყვოდ , ბოლოს ჰაერი რმად შეისუნთქა და ისე დაიწყო.
-რა გინდა გიო? რისი მოსმენა გინდა ჩემგან?! მეშინია, კი.. მითხარი, რომელი ჭკუათმყოფელი უარყოფს ამას? ხო. მეშინია რომ შეიძლება მე ვიყო ის იარაღი რომლითაც მასთან ბრძოლას მოინდომებენ.. მეშინია რომ გარეთ გასულს ცივმა ტყვიამ გამიხვრიტოს შუბლი.. ხო, ჯანდაბა მეშინია! - თანდათან უწევდა ტონს ქალი - მაგრამ მის გარეშე ცხოვრების უფრო მეშინია, გესმის? მე უმისობა არ შემიძლია და სიკვდილი მირჩევნია მის გარეშე სიცოცხლეს! - დაასრულა მტკიცედ და თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს, რომელმაც ისე შემოხედა თითქოს საკუთარ ყურებს და თვალებს არ უჯერებსო
- რას ბოდავ , ნია? რას ბოდავ? - გაეცინა ბოლოს მწარედ
-რაც გესმის, გიო.. - ჰაერი ღრმად შეისუნთქა ქალმა და სახეზე ჩამოისვა ორივე ხელი - ჯანდაბა, მიყვარს.. არანორმალურად მიყვარს გესმის?
- რატომ? რატომ გიყვარს მკვლელი არაკაცი, ნია?ამაზე მაინც გამეცი დალაგებული პასუხი !
- მიყვარს.. აი, ასე.. უბრალოდ მიყვარს.. - ხელები ფართოდ გაშალა ქალმა - და იმ არაკაცს იმაზე მეტი ღირსება აქვს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია! - წყენანარევი ბრაზით აენთო თვალები.
- ჯანდაბა , ნია.. უბრალოდ ჯანდაბა.. გიყურებ და მარტო ერთი რამ მინდა.. ხელი მოგკიდო და შორს წაგიყვანო, გაგარიდო ამ სიგიჟეს... შენ რომ რამე დაგემართოს.. მეც მოვკვდები გესმის? - ტკივილით აევსო მამაკაცს ხმა და ისე რომ თვითონაც , ვერ გააცნობიერა მაგრად ჩაჭიდა ქალის მკლავს ხელი.
- მე შენი არა ვარ... - მშვიდად მიუგო გოგონამ და ფრთხილად ეცადა გაენთავისუფლა ხელი მისი თითებისაგან.
-ხო, არა ხარ..- უცნაურმა სევდამ და სიმწარემ დაუფარა მამაკაცს სახე.
ერთხანს უხმოდ აკვირდები ქალს, შემდეგ ნელა უშვა ხელი. სავარძელში შესწორდა და ჰორიზონტს გახედა საქარე მინიდან. ნიამაც მას მიბაძა და შემდეგ მანქანაში რამდენიმე წუთი გაურკვეველმა სიჩუმემ დაისადგურა, რომელმაც გული უარესად მოუწურა ქალს . გარეთ შემოდგომის დღეებისთვის ჩვეული სისწრაფით შეეპარა სიშავე თბილისის ცას და მანქანის სალონშიც მობნელდა უცებ. მხოლოდ ქუჩის ლამპიონებიდან მომავალი სინათლე ანათებდა სუსტად ქალის და კაცის სახეებს.
- ამის დედაც ნიაკო.. ამის დედაც..- სიმწრით გაეცინა მეტრეველს, კეფით ძლიერად მიეყრდნო სავარძლის საზურგეს და ორივე ხელი თავზე შემოიწყო - ვფიქრობ და თავს ვერ ვუჯერებ... მე და შენ.. გზის საპირისპირო მხარეებზე... - საოცარი სევდით და ტკივილით გაჟღინთა მისი ხმა.
- რას ამბობ, გიო?.. - ხმა გაუტყდა ნიას და ერთბაშად მოაწვა ყელში სულის შემხუთველი ბურთი - მე და შენ არასოდეს ვიქნებით საპირისპირო მხარეებზე... სადაც შენ ხარ მეც იქ ვიქნები.. ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე ასე იქნება..
-როგორ წარმოგიდგენია ეგ? მე , შენ და შენი მაფიოზი საყვარელი.. როგორ წარმოგიდგენია, მითხარი? ნოზაძის საქმეზე უარი ვთქვი, რადგან მე და ნაბო**არი გვარამია ვერასდროს ვიჯდებით ერთ ნავში.. მაგრამ სხვა შემთხვევა გამოჩნდება , ნია.. ეს არ იყო უკანასკნელი.. ჩემი და აბაშიძის გზები კიდევ ბევრჯერ გადაიკვეთება.. შენ კი ამ გზის შუაში გაიჭედები.. მაშინ მოგიწევს მხარე აირჩიო, რომელიც ისედაც., შენ უკვე არჩეული გაქვს... - დაასრულა შესამჩნევად სევდიანი ღიმილით და ფრთხილად შეწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი.
- რატომ მგონია რომ მემშვიდობები? - ხმა გაუტყდა ქალს და ამღვრეული თვალები მიანათა მამაკაცს სახეზე. მეტრეველს აღარაფერი უპასუხია. სავარძელში შესწორდა და უხმოდ გახედა ჰორიზონტს. ქალმაც მას მიბაძა. კარგად ხვდებოდა რომ გიორგი მართალი იყო. იმის რწმენა რომ ორივე ადამიანის დაკარგვის გარეშე შეეძლო გაეგრძელებინა, მხოლოდ გულუბრყვილო ილუზია იყო. მას უნდა მიეღო და შეგუებოდა რეალობას, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო იგი. ერთ მხარეს იყო ლუკა , რომელსაც მისი გული , სხეული და მთელი არსება ეკუთვნოდა. მეორე მხარეს გიორგი ,, მისი ძვირფასი მეგობარი და ადამიანი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, პირველ რიგში პროკურორი იყო და ნამდვილად აღარ გააგრძელებდა აბაშიძის სიგიჟეების მშვიდად მიღებას. ეხლა ის არჩევანის წინაშე იდგა, რომელიც მისმა გულმა , სხეულმა და გონებამ მის დაუკითხავად გააკეთა უკვე..
ჰაერი ღრმად შეისუნთქა და ორივე ხელი ძლიერად მოისვა სახეზე.
- უნდა წავიდე.. - ჩუმად თქვა ბოლოს და კარი შეაღო
- ნია.. -ხელზე ნაზად წვდა მეტრეველი. ქალმა ფრთხილად გააშვებინა ხელი და უსიტყვოდ გადავიდა მანქანიდან.. მარტო დარჩენილმა მეტრეველმა მზერით გააცილა კორპუსისაკენ მიმავალი ქალი, შემდეგ თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა ცივი ჰაერი, რომელიც წვიმის მოლოდინში ავისმომასწავებლად შეხუთულიყო.. ის იყო ხელი გასაღებისაკენ წაიღო ძრავი რომ ჩაერთო, მაგრამ გადაიფიქრა.. სავარძელში ღრმად ჩაეფლო და საქარე მინიდან გახედა ჩამობნელებულ ჰორიზონტს..

***

თავისი ბინის კარის წინ შედგა სანიკიძე და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.. სულის შემხუთველ გრძნობას მოეცვა მთელი მისი არსება.. უსიტყვო მონატრებას საყვარელი მამაკაცისა და მისი თავბრუ დამხვევი სურნელის, ხუთი დღე იყო რომ არ შეეგრძნო.. თბილი ტუჩების და ძლიერი ხელების, წამიერი შეხებითვე რომ შლიდა ჭკუაზე და პიკზე აყენებდა მის ყველა ნერვს.. სულს უხუთქავდა მონატრება და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ერთიანად თავის კლანჭებში აქცევდა გოგონას და ისედაც უხასიათოდ მყოფს ცოტა დააკლდა შუა სადარბაზოში რომ არ აღრიალებულიყო.. კიდევ ერთხელ ღრმად შეისუნთქა ჰაერი დასამშვიდებლად და შემდეგ სწრაფად მოიძია ჩანთაში გასაღებების აცმა. ის იყო კარის საკეტს, მოარგო მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა. უკვე კარგად ნაცნობი და ახლობელი ნომრის დანახვაზე იგრძნო როგორ გამოტოვა რამდენიმე დარტყმა მისმ გულმა. დაძაბული სხეული ერთიანად მოეშვა, იქვე დერეფანში ჩაჯდა და სწრაფად გადაუსვა სენსორს ხელი.
- ლუკა...
- ბარგი ჩაალაგე და ჩამოდი, ჩემთან მოდიხარ! - საუბრის დაწყებაც აღარ აცადა ისე მოუჭრა მამაკაცმა. მის სახლში გადასვლის პირობა, ნიას უკვე მიცემული ჰქონდა აბაშიძისთვის.. თუმცა მისი ციხეში ყოფნის დროს გაგულისებული ქალი ბოლომდე ჯიუტობდა და პირობის შესრულებას არ აპირებდა, მანამ სანამ ლუკა არ გათავისუფლდებოდა .. ეხლა კი მამაკაცის ტონმა მიახვედრა რომ ნამდვილად არ იყო კარგ ხასიათზე, ამიტომ შეწინააღმდეგება აღარც უფიქრია.
- კარგი..
- მძღოლი გარეთ გელოდება..
- თავად მომაკითხე!
- მისმინე ნია.. დედამოტყნულ საცობში ვარ გაჭედილი და კაციშვილმა არ იცის როდის მოვალ.. ჩემთან მიგიყვანს მძღოლი და იქ გნახავ!
- არაუშავს.. დაგელოდები! - მოუჭრა ქალმა.
- გოგო.. რომ გეუბნები რაღაცას ხომ შეგიძლია უბრალოდ ადგე და გააკეთო ეს დედამო***ული?! - ავის მომასწავებლად გაუცივდა ხმა მამაკაცს
-ღმერთო , რა არის ასეთი საჩქარო? ან რა მნიშვნელობა აქვს შენ მომაკითხავ თუ მძღოლს გავყვები?- მშვიდად დაეკითხა ქალი
- აუ ნია!!. ისედაც დისბალანსზეა ჩემი ნერვები.. ნუღარ მაღიზიანებ.. უბრალოდ ადექი და ჩაჯექი იმ დედამო***ულ მანქანაში!! - ერთბაშად იფეთქა მამაკაცმა
- მალე მოდი , აბაშიძე... ხომ გინდა მალე დამახრჩო? - გამოიწვია ქალმა
მამაკაცმა ერთი ღრმად შეისუნთქა ჰაერი ნერვების დასაწყნარებლად და მცირე დუმილის შემდეგ ბრაზისაგან დაბოხებული, მაგრამ შედარებით მშვიდი ტონით უპასუხა.
-რა გინდა რატომ მაგიჟებ?! არა, არ დაგახრჩობ... შენ თუ ვერ ისუნთქებ მეც ვერ ვისუნთქებ.. ამის დედაც.. - გამოცრა სიმწრით და არ გამორჩენია როგორ შეეკრა ხაზის მეორე ბოლოში მყოფს სუნთქვა...
-გელოდები!- მოუჭრა ჰაერის ღრმად შესუნთქვის შემდეგ და სიტყვის დამთავრება აღარ აცალა, ისე გაუთიშა ტელეფონი.
- ამის დედაც... ნია!! ამის დედაც!..- ტელეფონი ტორპედოზე მიანარცხა გაცოფებულმა მამაკაცმა და ბრაზით გახედა ზღვა რაოდენობის მანქანებით შექმნილ აუტანელ საცობს, საგზაო სამუშაოების გამო რომ შექმნილიყო ვაშლიჯვარი- ნუცუბიძის დამაკავშირებელ მონაკვეთზე...ამ მიზეზს პიკის საათიც ემატებოდა და მანქანების კოლონა ნამდვილი კუს სიჩქარით მიიწევდა წინ..
- დედას შევ**ი!- შეიკურთხა უმისამართოდ და უკან მიჰყვა წინ სასწაულად წაწეულ მანქანათა რიგს..
სანიკიძემ ღრმად შეისუნთქა ჰაერი და პირველი რაც სახლში შესვლისას გააკეთა, შხაპის თბილი ჭავლის ქვეშ დადგომა იყო. იქიდან გამოსულმა კი აბაზანის ხალათი მჭიდროდ მოიცვა და აივანზე გამოსულმა ხარბად შეისუნთქა სიცივით გაჟღენთილი ჰაერი.. აფორიაქებული სული ერთბაშად დამშვიდებოდა ქალს და ეხლა საყვარელი მამაკაცთან შეხვედრის მოლოდინით სასიამოვნოდ უცემდა გული. გარეთ არსებული ამინდი კი სრულ კონტრასტს ჰქმნიდა მის განწყობასთან. უკვე კარგად შეღამებულიყო და საკმაო სიძლიერის ქარი წვიმის ციცქნა წვეთებს სახეზე ახლიდა .. ჯერ სულ ოდნავ ცრიდა, თუმცა კუნაპეტივით შავი ცა კოკისპირულ წვიმას უქადდა დედამიწას. შემცივნებული ოთახში შებრუნდა და იქ ნანახმა მომენტალურად გაუყინა სისხლი ვენებში... სულისშემხუთველი შიშმა ელვის სიწრაფით მოიცვა მთელი მისი არსება და მწველი კლანჭებით ჩააფრინდა გულზე, რომელმაც მომენტალურად შეწყვიტა ფეთქვა , რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და შემდეგ ისეთი ძალით ახმაურდა, სმენა დაეხშო...მხოლოდ თავისი დამძიმებული სუნთქვაღა ესმოდა და წამიერად დაბინდული თვალებიდან ძლივსღა აღიქვამდა იმას რაც მის გარშემო ხდებოდა...იქ, მის მისაღებ ოთახში ორი მისთვის სრულიად უცნობი მამაკაცი იდგა და ავხორცი მზერით ბურღავდნენ ადგილზე მილურსმულს..
- არა...- მექანიკურად წასცდა ბაგეებიდან და ტყვიასავით დამძიმებული ფეხებით დაიხია უკან.
- რატო არა ? მარტო რენჯ როვერებზე იძლევი? - ამაზრზენად გაიცინა კაცმა და სანიკიძისკენ დაიძრა.
- მისმინე ვაკო...შეეშვი...უბრალოდ წავუყვანოთ ზაზას და წავიდეთ...-მხარში წვდა მისი მეწყვილე.
- არაა...ჯერ კარგად უნდა ვისიამოვნო...- ხელი აუკრა ვაკოდწოდებულმ და ქალისკენ გაიწია, რომელიც კარგად ხვდებოდა რაც ელოდა და წამითაც აღარ უყოყმანია...ადგილიდან მოწყდა და აივანზე გავარდნილი არც დაფიქრებულა ისე გადაევლო რკინის რიკულებს.. მტრედივით მსუბუქად დაეშვა ჰაერში და ანგელოზებმა ზეცა დატოვეს.. როცა ქალის სუსტი სხეული მანქანის ცივ მეტალს შეეხო... დაცემის ძალამ მიწისაკენ გადააგდო და სველ ასფალტს შეაზარდა.. შემდეგ იელვა და ცისფერმა შუქმა ერთიანად გაანათა მიწაზე გადაშლილი გულის მომკვლელი სანახაობა.. სველ ასფალტზე გართხმული ქალი და მისკენ დახრილი კაცი, ფილტვების დახეთქვამდე რომ ღრიალებდა. შემდეგ იქუხა, ისე ძლიერად თითქოს თავად ღვთის რისხვა იყო ეს ქუხილი... ერთიანად ჩამობნელდა და გაწვიმდა ისე, თითქოს თავად ბუნებას სურდა დაემალა კაცთა დანაშაული.. გაექრო ცოდვილ მიწაზე გართხმული უმანკო სხეული და გადაერეცხა წვიმის ღვარცოფს შერეული მეწამული სისხლი..



შოკი მაქვს ჩვეულებრივი.
საიდამ დავიწყო არც კი ვიცი.
ჯერ დემეტრაძის და ანუკის ამბავმააა გამაბედნიერა.
მიყვარს ეს არანორმალური ბიჭი.
მერე გამიხარდა ლუკას ბებკა და დეიდა რომ ვიხილეთ ისტორიაში. მიხარია რომ ნიას და ბიჭების გარდა სხვა ადამიანებსაც უყვართ და ზრუნავენ ლუკაზე.
თიკა რაღაც მაინც ვერ მოვიწონე და რა გავაკეთო. ამ თავშიც გამაღიზიანა რაღაცნაირად.
ლუკას და ნიას ბედნიერება არ შეარგეს თუმცა ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ლუკა ისე მოიქცეოდა როგორც მოიქცა.
ლუკას ნათქვამ "რაო ჩემო პატარავ"-ზე უბრალოდ მეკეტება.
ნია რომ წინააღმდეგობას უწევს ლუკას ხო ცალკე სიფსიხეა.
ბოლოს საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა რა ჯერ იმ არაკაცების ამაზრზენმა საუბარმა და მერე ქცევამ
ნია რომ უზომოდ გაბედავია და მათნაირ ნაბი*ვრებს თავს არანაირად არ დააჩაგრინებს თან არაფრის ფასად უკვე გავიგეთ.
მაგრამ გული გამისკდა ბოლო მომენტზე და რომ წარმოვიდგინე დაბლა უსულოდ მყოფი ნია და თავზე მოღრიალე ლუკაა გამაცია და გამაცხელა ერთდროულად.
ისე დაძაბულად განვითარდა მოვლენები რომ სერიოზულად დავიძაბე.
ნიას ხელი არ დაედოს ოღონდ :დ
აი ტველანაირად მიღირს 1 კვირის და თუმდაც 2 კვირით ლოდინი თუ ასეთი დიდი და სასწაული თავის წაკითხვას შევძლებ.
კიდევ ერთხელ დაამტკიცე რომ ამოუწურავი ხარ.
და
შემდეგ თავს ველი მთეეეელი გულით.
ვგიჟდები შენზე სერიოზულად.
არანორმალურად კარგი ხარ.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინე

გემუდარები ნია გადამირჩინე

 


№3 სტუმარი აბლაბუდა

ანუკისა და გიორგის მომენტმა გული გამითბო რა საყვარლები არიან, მაგრამ ეს ბოლო რა იყო გული გამისკდა ნერვიულობისგან რა იყო დასასრული მითხარი რაა :(( ვაიმეე ჩემი ნიაკო როდის დადებ მომდევნო თავს შეიწირავ ჩემს ნერვებს შენ, დაანებონ თავი ლუკას რას ითხრიან თვითონ საფლავს, იწვევენ ამ ბიჭს და მერე უკვირთ რატომ ექცევა ასე ხალხს:))

 


№4 სტუმარი სტუმარი Salome

აუფფფ რადროს მორჩა????????

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

ნია რომ მოკვდეს აღარ წავიკითხავ :((((,ბედნიერი დასასრული მინდააა და ველოდები ძალიან ძალიან

 


№6  offline წევრი დარინა

აუ დემეტრაძეზე ვგიჟდები ეს ისტორია არაფერი იქნებოდა გიოს გარეშეე ისტორიის კოლორიტია რააა, ანუკისთა როგორი საყვარელია კატასავი კრუტუნებს, მე გიორგი მეტრეველზე მაქვს თვალი დადგმულიი რატომღა ძალიან მომწონს მის პატიოსნებით რომ არ იყიდება და თავის საქმესპროფესიონალურად აკეთებს, რომ გაიგებს ლუკაზე თავის დას როგორ დაეხმარა რეაქცია მაინტერესებს, აუ ეს მომენტი არ გამომიტოვო რააა, ხოდა რაც შეეხება ნიას, ისტორიის დასაწყისის ნიაზე ვგიჟდებოდი სიფრიფანა და ძალიან სუფთა რომ იყოო, ეს ბოლო თავების ნია რატომღაც აღარ მომწონს, ვითომდა ზედმეტად გაჯიუტდა რომელსაც საერთოდ არ უხდებაა, რაც დაემართა მისი სიჯიუტის ბრალია, ერთი წამი მეტრეველს ეუბნება შეიძლება ლუკაზე შურისძიება ჩემით დაიწყონო და მეორე წამს ამხელა შეცდომას უშვებს და უაზრო სიჯიიტის გამო არ ალაგებს იმ დასაწვავ ბატგს და არ მიყვება მძოლს ასე ხომ ლუკას აარიდებდა ამხელა ტკივილს, მე ლუკაზე ვფიქრობ ნიას რამე თუ დაემართება არა ადეკვატური გახდება და უკვე აღარაფერს მოერიდება და ყველას და ყველაფერს გადაუვლის, იმედია ლუკას ასეთი ტკივილისთვის არგაწირავ საკმაოდ გადაიტანა მა პერსონაჟმა და მეტისმეტია ეს ყველაფერიი, ის ძველი ნია მინდა მეეე. საოცრება და გასაგიჟებელი გოგო რომ ხარ ეს ისედა იცი მაგრამ ამის თქმა არასდროს დამზარდება უბრალოდ ვგიჟდები შენზეე, შემდეგ თავამდე რა მოიცდის და ციტა შეგვიცოდე რააა მალე მინდააა მე ახალი თავიი.

 


№7 სტუმარი სტუმარი ლელა

ჩვეულებრივი უნამუსობააა აქ შეწყვეტა იმიტომ რომ კვირები არ დადება და ლოდინით გააგიჟო მკითხველი :-)
თუ გადარჩება სისულელე იქნება, რომ ჯერ მანქანას დაასკდა მერე ასფალტს და რომ არ გადარჩეს ხო ვაფშე რა წასაკითხიღა იქნება :-)

 


№8 სტუმარი makukuna

ოხ, ღმერთო, რატომ გვიყვარს ქალებს ასეთი უადგილო კეკლუცობა... თან, მაშინ, როცა იცი, რომ ყველა ომი წაგებული გაქვს... ოხ, ნია, კარგია პრინციპულობა, მეც მიყვარს და ვაფასებ ადამიანში ამ თვისებას, მაგრამ ცოტა ჭკუაც უნდა მიაყოლო რააა...

ნიას რომ თავზე ადგას, მგონი გიორგია, ხომ? გულმა რომ რაღაც უგრძნო, თუ რაც იყო, მაგრამ მანქანა არ დაძრა... აუ, მეტრეველი, ვჭედავ შენზე, აი ასე, უბრალოდ, ვჭედავ... როგორ არ გამოუტყდა გრძნობებში მაინც, მაინც ვერ იმეტებს დასაკარგად.. იცის, რომ ნიამ რომ სიმართლე გაიგოს მისი გრძნობების შესახებ, მერე მართლა დაკარგავს, და ამიტო ჩერდება, თან ვერ იმეტებს, მარტო ლუკასთნ ცხოვრებისთვის კი არა, უბრალოდ, ლუკას ცხოვრებისთვის ვერ იმეტებს. და ამიტო არის მაგარი კაცი...

თიკაა, საღოლ... და თან არც გამკვირვებია, რატომღაც ველოდი, რომ მისგან ამას...

ნინაც რა საყვარელია, როგორ ცდილობს რომ დაეხმაროს ლუკას..

რა გითხრა ელენე, ჩემთვის ადამიანური ღირებულებები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ისტორიის კითხვისას და გმირის შეფასებისას, პირველი ეს მხვდება თვალში და მერე დანარჩენი... ზუსტად ეს ადამიანური და ზნეობრივი ღირებულებები მომწონს შენს გმირებში და მინდა რომ ასეთები ძალიან ბევრი არსებობდნენ...

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიანა

ოღონდ არ თქვა რომ ნია კვდება. აზრი დაეკარგება ყველაფერს რაც აქამდე იყო... დ კიდევ..
მკითხველის აზრი და ემოცია გაითვალისწინე.

 


№10 სტუმარი სტუმარი დადუ

აუუუ კაი რააა და ამის მერე კიდევ ერთი კვირა უნდა გვალოდინო? გინდა გულები გაგვიხეთქო აშკარად. ნია არ დაბრიდო რაა.

 


№11 სტუმარი მეუცნაურე

ჰაერი არ მყოფნის.როგორ გელოდიი. ძალიან ემოციური იყო.

 


№12  offline წევრი Kalina

ვაიმეეე
აქ რა ხდება??!!!???!!!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№13  offline მოდერი abezara98

ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა! ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე! მომასულიერეთ ახლა ვინმემ! scream scream ვაიმე, ნიაკო, შვილო, ვაიმეეე! დედაა, მოვკვდი ნერვიულობით და გავთავდი და წარმოდგენაც არ მინდა, ჩემი ლუკა რომ გაიგებს ამას რა დაემართებაა! scream scream ვაიმეეე, ახლა მითხარით ვინმემ, რომ ნია მეორე სართულზე ცხოვრობს, ჰა, გაწიე-გამოწიე მესამეზე, რომ გადარჩენის მინიმალური შანსი მაინც ჰქონდეს sob sob ვაიმეე, ახლა რა მოითმენს შემდეგ თავამდე? scream ღმერთოოო, არადა ისე კარგად დაიწყო, იმდენი თბილი ემოცია დამიგროვდა, ჩემი დემეტრაძისა და ანას მომენტით დაწყებული, ლუკას მიერ ნიას თავისი ოჯახისთვის გაცნობთ დამთავრებულიი sob არა, რაა, ერთხელ ცხოვრებაში მაინც დაუჯერე ლუკას შვილო, ერთხელ, რა მოხდება? რატომ უნდა იყო ასე ჯიუტი, გამაგებინეთ ერთი, რატომ? persevere ვაიმე, ჩემო საწყალო ლუკა, ჩემო ბიჭო, რა გეშველება ამ ვირივით ჯიუტი გოგოს გარეშე, რა? იმ გველი გვარამიას თავი მომცა ახლა, ჩემი ხელით მოვკლავდი, დავანაწევრებდი, ავჩეხავდი, დავწვავდი და ყველანაირ იმ ხერხს გამოვიყენებდი, რასაც შუა საუკუნეებში იყენებდნენ ადამიანის საწამებლად rage მერამდენედ უნდა გამიმწარონ ჩემი ბიჭი, მერამდენედ? არ ეყო, რაც საყვარელი ადამიანები დაკარგა? ახლა ერთადერთი ქალიც? sob sob
ცოტა პოზიტიურსააც დავწერ და მერე ისევ გავაგრძელებ მოთქმაას sob სხვა ვინ უნდა იყოს აქ პოზიტივი, მოსიარულე იუმორი და ჩემი ვაი დეტექტივი თუ არა, ჩემი გიორგი დემეტრაძეე! heart_eyes ეგ მაინც მყავდეს კარგად, ბედნიერად და ჯანმრთელად თავის ანასთან ერთად blush
"-რომ მიყვარხარ აქამდე მითქვამს შენთვის? - მსუბუქად გაიცინა ბაშიძემ და ხელი თავზე გადაუსვა ეგობარს.
-შენმა ბიძაშვილმა დაგასწრო... ასე, რომ შანსი არ გაქვს, ძმაო! - სრული სერიოზულობით გამოუცხადა დემეტრაძემ." - ვაიმეე, ამათ მეგობრობაზე რომ მეკეტებაა heart_eyes
ახლა ისევ გავაგრძელებ მოთქმაას sob ვაიმე, ჩემო საწ....ბოო! როგორ დამეტანჯნენ ჩემი ბარტყებიი sob sob არ ვიცი, წარმოდგენაც არ მინდა, როგორი გაგრძელება შეიზლება მოჰყვეს ამას, მაგრამ მე რომ გავგიჟდი და ცემს წკუაზე აღარ ვარ, ეგ ვიციი sob
ასეთი საოცრება როგორ ხარ, სულ მიკვირს, იცი?! heart_eyes წინაზეც გიტხარი და ახლაც გეუბნები, რომ შენი ლოდინი არ მბეზრდება, რადგან ყოველი მომდევნო თავი წინაზე უკეთესი და იმდენად ემოციური გამოგდის, რომ სიტყვები კი არა, ემოციებიც კი აღარ მყოფნის ხოლმე heart_eyes ამ თავის მერე, ხომ საერთოდ მოუთმენლად გელოდები და იმედია, სრულ ჭკუაზე მყოფი დაგხვდები sweat_smile წარმატებები და გელი heart_eyes heart_eyes

 


№14 სტუმარი ninia

axlave daiwye shemdegi tavis wera ai ubralod amismere lodins vergapatieb ai am tavis mere chstvale maqsimum ori dghe gelodo ai aq momkali meda chemi motminebactan waighe !!!
meghadavebiii elene?! seriozulaaad?! ai ubralod meghadavebit ho?! shoki mivighetko rovtkva egkidearaferia ....
si ubralod...
arvici !

 


№15 სტუმარი Kati

Axla shewyveta iqneboda?!

 


№16  offline მოდერი Someone wandering

შოკშიი ვააააარ
არ მინდაა უ'ნია'ობაა ვაიმეეეე
მეტრეველმა უნდა გაიგოს მის დაზე
არ ვაარ კარგააად,ტო

 


№17 სტუმარი სტუმარი .....

ეს რა იყო ასე არ შეიძლება რამდენი კვირა უნდა ველოდოთ ნია გადარჩა თუ არაა კარვით რა გული გამისკდა

 


№18  offline წევრი Other side

ვაიმეეე, ბოლო რა იყო ეეეეს? გინდა რო დარდით მომკლა? ძალიან მაგარი თავი იყო, სიტყვები არ მყოფნის. ნია უძლიერესი გოგოა და იმედია ამასაც გაუძლებს
--------------------
Other side

 


№19  offline მოდერი Someone wandering

მიყვარს მე მეტრეველიც
თიკა კი თავიდანვე მევასებოდაა
მშვენიერი წყვილი დადგებოდა ამათგან,გასაოცარი,შარმიანი.
ანუკიი და გიო უსაყვარლესები არიააან.
ნია დაა ლუკაა....ჩემიი ცეცხლოვანი წყვილია.ჩვეულებრივად ვჭედავ ამათზე მე.
მაია და ლიზი უთბილესები არიან,ძალიან მომეეწოონა მათი მომენტებიც,რომელშიც უდიდესი სითბო იყო ჩაქსოვილი
გყვაროობ 'ელ ჯეიმს' heart_eyes

ნიაკოო გადაარჩინეეე,არ გამაფრენიო,ტოო

 


№20  offline აქტიური მკითხველი grafo

აი, მე ხომ არ მიყვარს ცუდი დასასრულები, მაგრამ აი ის რომ საცობში მიაკლას ვინმემ და ეს იქ ასფალტზე მიკვდეს და ასე დამთავრდეს ნეტა ეს ისტორიას. იმიტომ რომ ლუკასთვის არ მემეტება ნია და პირიქით.
საიტზე ცუდ ბიჭებზე ისტორიები ძალიან მომწონს ხოლმე, მაგრამ რასაც ლუკა აკეთებს ყველა ზღვარს სცდება. ეს არის ტიპი რომელიც არაფრის დარეგულირებას არ ცდილობს, პირიქით ეშხშია ტიპი უკვე შესული თუ ვინ იქნება შემდეგი. ფულიანი და ასეთი უჭკუო მე არ ვიცი რაა?!
ან ის დემეტრაძე, კაცი ოჯახის შექმნას აპირებს, ხვალინდელ დღეზე ხომ უნდა იფიქროს არა?!
თითქმის არაფერო განსხვავებაა აღარაა მარიამის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებთან და ლუკას კლანთან!!!
ღმერთო, თავისი უაზრო, ულოგიკო პრინციპებით ყველას მის გარშემო საფრთხეს უქმნის და მაინც თავისას უბერავს. ხმის ამოუღებლად უნდა შეხვდეს ნიას ამბავს, რადგან დაიმსახურა და თუ სასწაულით მაინც გადარჩა ეს გოგო, თუ სადმე კაცობა და ადამიანობა შერჩა იმედია დაახვევს მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ ან რადიკალურად უნდა შეცვალოს სასწრაფოდ!
ელჯეიმსო, ძალიან ცუდად ექცევი შენს ისტორიას, ძალიან. არ გინდა რაა. ხიბლში ჩავარდნამ იცის ხოლმე ასეთი არეულობა. ჩადექი ფორმაში რაა, გვერდიდას შეხედე თუნდავ ამ თავს და მიხვდები რომ ცამდე მართალი ვარ!

 


№21  offline წევრი tatiko.1995

au niako :( gadamirchine chemi niako sayvarelo es orsuli kali rato damstrese cremlebs da emociebs ver vikaveb chemi niako :( gadamirchine gtxov

 


№22 სტუმარი Tatt

ეს ისტორია აუცილებლად უნდა გამოიცეს წიგნად... ნიას სიკვდილი ერჩია, ის დაბლა უეჭველი გიორგია. აუუ ლუკააა, ლუკას რეაქცია რომ გაიგეებს! ნია არ მოკვდება, არ გეცოდება ეს ბიჭი? ჯერ და, ეხლა ნიაც რომ მოუკვდეს, არაა არ არსებობს. მეტრეველი არანორმალურად მევასება...

 


№23 სტუმარი marita

აი, ძალიან მაგარი რომ არის რა გავაკეთო?! უბრალოდ ახლა ნია რომ მოკვდეს ან კომაში ჩავარდეს კლიშესთან გვექნება შეხება. არ გახვევ ჩემს აზრს, რა თქმა უნდა, მაგრამ კომაზე უკვე იმდენჯერ დაიწერა წიგნი თუ ისტორია, რომ ზედმეტად მომაბეზრა პირადად მე თავი, სიკვდილი კიდე შეიძლება, მაგრამ ლუკა იმდენად არ იმსახურებს დის და ახლა უკვე იმ ქალის დაკარგვას, რომელიც სიგიჟემდე უყვარს, რომ არ ვიცი...
მეტრეველი და თიკა?
არანაირ შემთხვევაში!!! ასეთი კარგი კაცი ასეთ ცუდ ქალს? თან მხოლოდ ამაზეც არ არის, შემდეგ თითქოს დიდო წრე იკვრება პერსონაჟებს შორის და ისეთი შთაბეჭდილება ჩნდება, რომ ყველა მთავარი პერსონაჟი წყვილდება. აუ, მგონი ვერ მიხვდები რა ვიგულისხმე ;დდ.
მაგრამ თვითონ თავი აი ძალიან ძალიან მაგარი იყო, ვგიჟდები, ისე მომწონს ნიას ტრანსფორმაცია! მეტიც მინდა ცოტა ეშმაკი ნიაც ვიხილო, რაღაც--რაღაცეები რომ ხლართოს. აი, არ ვიცი, რატო მაგრამ დღემდე მჯერა, რომ ნიას რაღაც საიდუმლო აქვს, აი, რაღაც ხომ უნდა არსებობდეს. :დდ
ჯერ ეჭვი ნეპოტიზმზეც მქონდა, მაგრამ დემეტრაძე როგორ გამაზავდა მაგის გაგებას და ლუკასთვის თქმას ;დდ ნუ, მაინც საეჭვოა ოდნავ.
აუ, და ვიყვე და იყვე გეხვეწები შეცვალე, ვიყავი და იყოა სწორი.
წარმატებები, უმაგრესი თავი იყო. ❤❤❤❤❤

 


№24  offline წევრი Tamara Tamo

ჩემი პირადი კომპლიმენტებით სულ გავსებ ❤️❤️❤️
სიუჟეტის მეტ გაშლას ველოდები და ვგრძობ ლუკას და გვარამიას შვილის გადაკვეთა უბრალოდ არ მომხდარა. მარიამის მკვლელობასთან ექნება უშუალო კავშირი, როგორც მახსენდება გვარამიას და მისი კრიმინალი მეგობრის დიალოგიდან. ნია არც კი მენერვიულება, ეს ის მომენტია როცა მისით მანიპულაცია ნაკლებად შედგება და ლუკას ნამდვილად არაფერი დააკავებს იპოვოს თავისი სიმართლე.
ელენე, ავტოგრაფზე აღარ ვხუმრობ იცოდე :))) ❤️❤️❤️

 


№25 სტუმარი სტუმარი ანნა

ახლა ყველაზე მეტად ლუკას რეაქცია მაინტერესებს.შესანიშნავი თავი იყო.მოულოდნელი...დემეტრაძეზე და ანუკიზე გავგიჟდი ისე მომეწონა ეს წყვილი.თან ანას რომ ეძახის:))ძალიან საყვარლები არიან.მეტრეველს ვერ ვამუღამებ და რა ვქნა?!კი მესმის რომ მაგარი გმირია,მაგრამ მაინც ამ "ცუდი"ბიჭებისკენ მიმიწევს მაინც გული:)ნიაკოზე არაფერს ვამბობ.არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო.მოკლედ,მშვენიერი იყო.

 


№26  offline წევრი blondeangel631

ძალიან მაგარი იყო ნია ძლიერია და გადარჩება ცუდი დასასრული არ უნდა ქონდეს ლუკას ნიას ისტორიას ისინი არ იმსახურებენ შემდეგი მალე დადე შეეცადე ♡♡♡ ♡♡♡

 


№27 სტუმარი კატ

გუშინ გამე დამესიზმრნენ, რა დღეში იყო ლუკა და იმ უბედურებს რა სღე აყარა . :-D დღეს კიდე ერთი ათჯერ მაინც გამახსენდა და სუ მგონია ნამსვილები არიან თირქოა და დამიმძიმდა უკვე გული ბავშვს. ეს რა გვიწენი ხალხს. ეხლა როგორც გინდა ისე გაააციცხლეე მე არ ვიციი :-D :-D იცოდე ლუკას დარდი მომკლავს :/( ;-(

პროსტა გეხვეწები თუ გადაარჩენ ნიას ოღინდ ხეიბარი არ დატივი და მაგას ისევ სიკვდილი ჯობია

 


№28 სტუმარი Xatu

ნიაკოოს ეს რა დამართე? ცოდოა ძალიან გთხოვ მალე გამოაჯანმრთელე ^^ ლუკა რას ჩაიდენს ამის გამო წარმოვიდგინე და წინასწარ მეშინია :/ გელოდები სულმოუთქმელად.♥

 


№29 სტუმარი A

Es ra iyo??? shokshi var. Arcki vici ra vtqva es ratom gaakete? aseti rame ar sheileboda momxdariyo. Gtxov nu moklav ra ar shemilia martla shoki maqvs. Male dade shemmdegi icode agar daigviano..... Veli moutmenlad...

 


№30  offline წევრი skida

საწყალი ლუკა ამდენს ვეღარ გადაიტანს როგორ განწირული ღრიალებდა ნიასაც ნუ მოუკლავ გთხოვ!..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent