ნუ ღელავ, ხვალ მზე იქნება...
მზის სხივებმა ლიცლიცი, რომ დაიწყეს ჩემს სახეზე, ვინებე და თვალები ვჭყიტე, ვჭყიტე და მივხდი, რომ იქ არ ვიყავი სადაც უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ვერც იმას მივხდი სად ვიყავი, ქეთას ოთახსაც არ გავდა, აბა სად ვარ? ერთობ საჭირო კითხვა დავუსვი ჩემს თავს, რომ უცებ ჩემს გვერდით ვიღაცის მშვიდი ფშინვა მომესმა. ფრთხილად გავაპარე თვალი და ვაი, წამოიძახა გონებამ, გიოო? ჩავფიქრდი, ისე, რომ არ გავნძერულვარ, გონებაში ყველა მომემტი კინო კადრივით უკან გადავახვიე და თავიდან დავიწყე: " გუშინ ვალენტინობა იყო, გიომ კაფეში დამპატიჟა, იქ ჩვენი მეგობრები მოვიდნენ, ვსვამდით, გიომ ლექსები მომიძღვნა, ვიცეკვეთ, გარეთ ფეიერვერკები ისროლეს, მათი ცქერით ვტკბებოდით, რომ უცებ მითხრა : "ემილიი, დღეს ან არასდროს, მომყვები ცოლად! " მეც კი-თქო თანხმობის ნიშნად დავუქნიე თავი და აი, რატომაც ვარ უცხო ოთახში, ჩემს გვერდით კი ტკბილად ძინავს გიოს. ცოტა არ იყოს გავბრაზდი, ჩემს თავზე, რაღა თქმა უნდა?! მერე გამახსენდა გიოს დედა ანუ ჩემი უკვე დედამთილი თუ როგორ ვერ მიტანდა და ტანში გამცრა. რა ცუდია, როცა იმ ოჯახში უნდა იცხოვრო, სადაც თუნდაც ერთ ადამიანს არ უყვარხარ ნუ ეგ კიდე ხო, მაგრამ პატივსაც რომ არ გცემს, ეგ ცუდია. თქვენ მეტყვით რას გიწუნებს დედამთილიო? რას და ვიზუალს... აბა ბუნება ცუდი არ მაქვს, მაგრამ ეგ ვის რად უნდა? როგორ თქვა სვანმა იმ ანეკდოტში? ბუნება სვანეთშიც გვაქვს ლამაზიო :) ხოდა რას ვამბობდი? ხო, პუტკუნა ვარ, მაგრამ სახე მაქვს ძალიან ლამაზი, ისე პარადოქსია არა? რომ ვუკვირდები პუტკუნებს ლამაზი სახეები გვაქვს ძირითადად, ხოლო ტანწერწეტებს ტან-ფეხი, მაგრამ სახე ისე რა :) ამ ტკბილ-მწარე ფიქრებში ვიყავი, რომ გიომ შეიფხიზლა: - ვაი, ჩემ პუსკი დედოფალს უკვე გაუღვიძია, როგორ გეძინა? - ხელები მომხვია და თმებში ჩარგო თავი. - კარგად და შენ? - ზურგზე დავუსვი ხელი. - ჰე, ცოლო ადე გამირეცხე წინდები - წარბები ამითამაშა. - ღადაობ? - სახე დავუმანჭე, მივუხვდი ხუმრობას. - აბა, არ უნდა გამირეცხო? - გაოცებული სახე მიიღო. - არ მჯერა - ამოვიხვნეშე. - რა? - რაც გავაკეთეთ… - რა გავაკეთეთ? - წამოჯდა და თმებში ხელი შეიცურა. - რომ დავქორწინდით, თან გავიპარეთ ასე უცებ, მოულოდნელად... - გამაგიჟებ ახლა შენ, აბა თუ ყველამ გაიგო და დაგეგმე ყველას წინაშე, ეგ რაღა "გაპარვა" გამოვა? - გამიღიმა , მერე უცებ მომიბრუნდა და მკითხა - ხომ არ ნანობ? - რას? - ვითომ ვერ მივხვდი კითხვის არსს. - რომ დავქორწინდით? - არაა, გიოო, რას ვნანობ, გაგიჟდიი? - მივეხუტე, - მჯერა, რომ არასდროს ვინანებ ამ ნაბიჯს - გავუღიმე და ვაკოცე. - ჩემი გოგო - თავზე მაკოცა და მაგრად ჩამიხუტა. ყველაზე რთული გათხოვების შემდეგ, ოღონდ ყველა შემთხვევას არ ვგულისხმობ, რადგან ჩემს შემთხვევაში არასასურველი რძალი ვარ, ოჯახის წევრების დახვედრა, შეგუება და ა.შ არის. ჩემი დედამთილი ისეთი სახით დაგვხვდა, რომ ერთი ფიქრი ვიფიქრე, როგორ ავორთქლდე აქედან-თქო! გიომ ჩვენს საძინებელში შეგვიყვანა, მორიდებით ჩამოვჯექი ტახტზე, თავს უცხოდ და ზედმეტად ვგრძნობდი... - მოვალ ახლავე - მითხრა და ოთახიდან გავიდა. მისი გასვლა და ატყდა დახშული ხმით ჩხუბი : " ეს ვინ მოათრიე? ეს შეგეფერება? ამისთვის გაგზარდე? ამ ძროხისთვის? ჩაგიგდო ხო ხელში? მითხარი? ხმა ამოიღე, ჯადო გაგიკეთა ხომ? ..." მეტის მოსმენა, მეტის გაგონება აღარ მინდოდა, ყურებზე ხელი ავიფარე და საწოლზე მოვიკუნტე, არ მახსოვს რამდენხანს ვიყავი ამ პოზაში. - ყველაფერი გაიგონე ხო, ბუსუქუნა? - თმებზე მეფერებოდა, - მე მაპატიე მის მაგივრად, გთხოვ გაუგე... - ხმა ჩაწყვეტით მელაპარაკებოდა. წამოვჯექი, თვალები ზანტად გავახილე და მეც ხმა ჩაწყვეტით ვუპასუხე: - შენი სიყვარულის ხათრით ... - თუმცა მთელი სხეული და გული ტკივილისგან და შეურაცყოფისაგან საშინლად მეწვოდა ... მაგრამ არ მინდოდა მდგომარეობა უფრო გამემწვავებინა. დღითი-დღე თითქოს ურთიერთობები წესრიგდებოდა, ლაგდებოდა. ვცდილობდი მეც მიმეღო წვლილი ოჯახურ ფაციფუცში, თუმცა ჩემი დედამთილი ყველაფერს იწუნებდა, სულ ცდილობდა ჩემს ნაკლზე მიეთითებინა, მე კი გიოს ხათრით ყველაფერს ვითმენდი, არც ჩემმა მშობლებმა და არც და-ძმამ იცოდა ჩემი ასეთი შევიწროება. მათთან ბედნიერი გოგოს როლს ვთამაშობდი... - რას შვრება, ჩემი ბუსქუნაა? - მომიწვა და თმებზე დამიწყო თამაში. ისე როცა გიო მეფერებოდა არანაირ ჟრუანტელს არ ვგრძნობდი, არადა კინოებში და რომანებში როგორ სხვანაირადაა აღწერილი ვნება, ჟრუანტელი, პეპლების ფრენა... - რავი, დავიღალე და წამოვწექი. - საჭმელი არ გინდა? ვიცი, რომ საჭმელი არ გიჭამია. ნუ აქცევ რა ყურადღებას ჩემებს, ბუსქუნაა - ცხვირზე ამკრა თითი. - ვცდილობ არ მივაქციო, თუმცა დამიჯერე ძნელია - გულნატკენმა ამოვიოხრე. - უპს, ძნელია. მერე შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ? ყურადღება არ მიაქციო. ჰე, მიდი ადე, მომიმზადე ვახშამიი - თქვა ეს და ოთხიდან გავიდა. - შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ? შენ ხომ მაგარი გოგო ხარ? - ჩემს თავს ვეუბნებოდი სარკეში - ვაა, სულაც არ ვარ მაგარი და ძლიერი, ერთი სუსტი ქალი ვარ, რომელსაც ძლიერი მამაკაცი სჭირდება გვერდით... განა ეს ძნელია? ალბათ ჩემს შემთხვევაში ძნელია... სამზარეულოში, რომ შევედი, ჩემი დედამთილი უკვე სუფრას უწყობდა გიოს. - ისევ მე ვზრუნავ შენზე დედიკო, ჩემო ბიჭო, ჩემო იმედო. - დამინახა თუ არა ეგრევე გავარდა სამზარეულოდან, ცრემლები ჩუმად გადავყლაპე. ჩუმად ვივახშმე და ისე დავწექი გიოსაც არ დაველოდე. - ბუსქუუნ - შემაღვიძა გიომ - კაი რაა? ეგ გითხარი მეე? - რა მითხარი? - თავი გავისულელე, ვითომ ვერ მივხვდი. - ნუ აქცევ ყურადღებას დედაჩემს. კაიი? - გითხარი არ ვაქცევ-თქო და მეტი რა ვქნა? - არ გადმოვბრუნებულვარ ისე ვუთხარი. - მეტი რა უნდა ქნა და ... - ვითომ ჩაფიქრდა - რა უნდა ქნა და უნდა გამათბო და ჩამეხუტოო.- ეს თქვა თუ არა უკნიდან ჩამეხუტა, ნელნელა დამიწყო კოცნა, ფერება, - მაგიჟებ ჩემო ბუსქუნა - თან ვნება მორეული მეჩურჩულებოდა, მე კი ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც ჟრუანტელს, ვერ ვნებას, უბრალოდ ვეფერებოდი მეც, მაგრამ ეს არ იყო ორი ვნებამორეული ადამიანის ურთიერთობა, ეს უფრო ვალის მოხდას გავდა ჩემგან. არ ვიცი გიო არ მიყვარდა ძალიან თუ სტრესმა განაპირობა ეს ყოველივე? ჰმ, ვთამაშობდი იდეალური ცოლის როლს უკვე ყველგან, თუმცა მე ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი სიყალბე იყო და უფრო და უფრო მძულდებოდა ჩემი თავი, გვიანობამდე ვრჩებოდი სამსახურში, ვგრძნობდი თუ როგორ ვიკარგებოდი ჩემივე გამოგონილ სამყაროში და არც შემეძლო არაფრის შეცვლა. ოჯახს ვერ დავანგრევდი, არა ამას ვერ გავბედავდი. რა მეთქვა? მგონი არ მიყვარს გიო და თან სექსიც არ მომწონს და ამიტომ-თქო? ეს ხომ სიგიჟეა ? ნუთუ მართლა არ მიყვარს? ნუთუ მეგონა რომ მიყვარდა და ეს არ იყო სიყვარული? აბა რა იყო? შეჩვევა? არა, არა და არა!!! ჩემს თავთან სერიოზულ ჭიდილში ვიყავი. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ მობილურს ხმამ შემახტუნა ჩაფიქრებული. - ხო გიო? - ქალბატონო ბუსქუნა აღარ აპირებთ სახლში მოსვლას? არ შეიძლება ამდენი მუშაობა - ხო წამოვალ მალე, დოკუმენტებს ვახარისხებ, მალე მოვრჩები. - კარგი, ბუსქუუნ. მობილური მაგიდაზე გაბრაზებით დავაგდე " არ შეიძლება ამდენი მუშაობა თურმე, მაშინ შენ იმუშავე და მარჩინე! " დავეჭყანე მობილურს " ფულს, რომ მთხოვ მაშინ რატომ არ გახსენდება ეგ? ვაახ, სად დავუშვი შეცდომა ნეტა? " თავი ხელებში ჩავრგე, არ მეგონა ასეთი კრიზისული თუ მექნებოდა ე.წ. "თაფლობის თვე". სახლის კარები ისე გავაღე ჩემი მისვლა არავის გაუგია, ფეხზე, რომ ვიხდიდი ჩემი დედამთილის ხმა მესმოდა როგორ უბურღავდა ტვინს გიოს. საერთოდ არ მჩვევია ეს მიყურადებები, მაგრამ ახლა ვერ მოვითმინე და კარს უკან დავდექი : - მისმინე შვილო, ხო ხედავ უკვე 4 თვე გავიდა არ ორსულდება, გამაგებინე რად გინდა ეს უშვილო ქალი? ამაზე უკეთესებს მოიყვან ცოლად, დედი. რად გინდა რად? გინდა უშვილოდ გადაშენდე? ცოლად გარგია თუ რა? სულ სამსახურშია, სულ მის ოთახშია წამოწოლილი თუ სახლშია, მაგი არაფერს აკეთებს და მიტომაცაა მაგხელა, ბუსქუნა კი არა დინოზავრი უნდა დაუძახო მაგას!!! რა გაგიკეთა ასეთი, რომ ასე გამოშტერდი? - ანუ 4 თვე გავიდა უკვე? ვააა, რა უცებ გადის დრო ხედავ? - დახშული ხმით თქვა - და ანუ უკვე ორსულად უნდა იყოს? - გიოს კითხვამ ლამის შოკში ჩამაგდო. - უნდა იყოს და ქვია? მე ეგრევე დავრჩი ორსულად შენზე, 4 თვე უკვე დიდი დროა. ეტყობა წონის გამო პრობლემა აქვს, მკურნალობა დაჭირდება და რავიცი იქნებ ეყოლოს შვილი. " რავიცი იქნებ ეყოლოს შვილი" - ეს სიტყვები ჩამესმოდა ისე შევლასლასდი საძინებელში, თავზე დავიფარე ბალიში და ჩუმი ღრიალი ამოუშვი. ვგრძნობდი ნელნელა როგორ ვკარგავდი მოთმინებას, როგორ მთქავდა ჩემივე ნერვები. როდის ჩამეძინა არ მახსოვს. დილით, რომ გავიღვიძე საბანი მქონდა გადაფარებული, ალბათ გიომ დამაფარა, გავიფიქრე და თან გიოც შემოვიდა ოთახში: - დილა მშვიდობის - მივესალმე. მან მხოლოდ თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა, სხვა მეტი არაფერი უთქვამს და ისე წამოვედი სამსახურში, ერთი არ შემოუხედავს. გაოგნებული მივდიოდი, ვერ ვხდებოდი გიოს რა დაემართა? მთელი დღე ველოდი მის ზარს, მაგრამ ამაოდ. ოფისში ხალხი, რომ შეცოტავდა მობილური ავიღე, ხელის კანკალით ავკრიბე ქმრის ნომერი, ისე ვნერვიულობდი, როგორც თინეიჯერი გოგო, რომელიც იმ ბიჭს ურეკავს ძალიან, რომ მოწონს და იმ ბიჭს კი არა. უკვე გათიშვას ვაპირებდი, რომ მიპასუხა: - ხო ემილი. - რას შვრები? - ხმა ძლივს ამოვიღე. - ვარ რა, რა გინდა? - ისე მკითხა თითქოს ვიღაც ვყოფილიყავი. - არაფერი, უბრალოდ მოსაკითხად დაგირეკე - მისმა ტონმა სულ გამანადგურა. - კარგად ვარ, - მიხარია - ნახვამდის - მითხრა და გამითიშა ტელეფონი, გაშტერებული დავრჩი, ვცდილობდი თვალებიდან ცრემლი არ გადმომეშვა, ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი და თვალებს ჭერს ვაშტერებდი. - ემილი, რა გჭირს? გამომაფხიზლა უფროსის ხმამ. - ბატონო კახა, - დენდარტყმულივით წამოვარდი - რა გინდოდათ? - ხომ ხარ კარგად? - გამომცდელად შემომხედა. - მე? მე კი, რატომ მეკითხებით? - კარგი, დაივიწყე, - მიხვდა, რომ საუბარს თავს ვარიდებდი - მითხარი ჩიქოვანის საქმე ვის აწერია? - ჩიქოვანის? - ექსელის სიას ჩავხედე - აღსრულებაზე გვაქვს გაშვებული, აღსრულების ეროვნულ ბიუროში. - დიდი ხანია? - კი 1 თვეზე მეტია, რა ხდება? - ბანკი თანახმაა შეღავათზე, ჯარიმებს და პროცენტებს პატიობენ და ძირი თანხა უნდა გადაიხადოს და თუ აღსრულებაზეა, მაშინ ხარჯიც დაემატება. - კარგით ბატონო კახა, მექნება მხედველობაში და მივაქცევ ყურადღებას. სახლში ძლივს მოვლასლასდი, ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი, მინდოდა შემოდგომის სიგრილე მეგრძნო და ცოტა სევდა ქარისთვის გამეტნია. კარები, რომ გავაღე, მივხდი ჩემი მული, რომ იყო ჩამოსული თბილისიდან. მისი წკრიალა ხმა მთელს სახლში ისმოდა, გამიხარდა და ოთახში დავაპირე შესვლა, რომ არა რაა, ამ ბოლო დროს ძალიან ცუდ დროს მოვდივარ : - კარგი რა დეე? რას უწუნებ ემილის? კარგი ხასიათების გოგოა, ისე თბილად მომიკითხავს, მანამდეც ვიცნობდი და სულ კარგი სახელით სარგებლობდა მის სამეგობროში. - ეგ დინოზავრიი? აფერისტია, უნდა გული მოგითაფლოს და მაგიტომ ალბათ თორემ რატომ მოგიკითხავს? რომ არ ორსულდება იცი? - რას ნიშნავს არ ორსულდება? იყო უკვე ექიმთან? - ექიმთან მისვლა რად უნდა? მე-5 თვე დაიწყო უკვე და რა მერე? ეს შენი ძმა დაბოთაობს აქეთ-იქეთ, არ აინტერესებს არაფერი, ვეუბნები უშვილოათქო, გაუშვითქო, მაგრამ ესმის? - ხა ხა ხა - გადაიხარხარა დიკომ - რა გამაცინე დედა, ე.ი რადგან ჯერ არ არის ორსულად უნდა გაუშვა? ვაახ, რა ტიპი ხარ, რაა? რატომ ერევი მათ პირადში ვერ გავიგე? იქნებ ჯერ არ აჩენენ, არ უნდათ? ნუ გამოგაქვს ასე ნაჩქარევად დასკვნები, უშვილოაო, ხა ხა ხა - იცინოდა ისევ. - ვაიი, შენ რა გეშველება ერთი? შენს ძმას სიგიჟემდე უნდა შვილი, რომ ვუთხარი მემგონი უშვილოათქო კინაღამ გაგიჟდა... ისევ მეტკინა გული, რომ არ შევსულიყავი არ გამოდიოდა, არადა ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ღრმად ამოვისუნთქე ძალები მოვიკრიბე და კარები შევაღე. - საღამო მშვიდობისა. დიკო როგორხარ? - გავემართე მისკენ მომღიმარი სახით. - ემილიიი, - წამოხტა ის - შენ როგორხარ? - გულთან ჩამეკრა. - მე, რავი კარგად - ვუღიმოდი ისევ - როგორ გამიხარდა, რომ აქ ხარ. აბა როგორ მიდის სწავლის საქმეები? - კარგად, კარგად, თუმცა ძალიან ვიღლები, ცალკე სამსახური ცალკე სწავლა, მაგრამ რა უნდა ვქნა? რამეს თუ გინდა მიაღწიო ეგრე უნდა ვქნა. ჰე, მითხარი შენ როგორხარ? ჩემი ძამიკო ხომ არ გაწვალებს? - მეც ვმუშაობ გვიანობამდე, აი ასე ამ დროს ვბრუნდები სახლში. არაა, რას მაწვალებს, ეგ და წვალება? - არადა გულში სულ სხვანაირად ვფიქრობდი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი გიოზე. მის გულგრილობას ჭკუიდან გადავყავდი, ვთქვათ იმიტომ გაცივდა, შვილი რომ არ მეყოლება? მაგრამ რა იცის ? რადგან დედამისმა თქვა, მორჩა დაამთავრა ურთიერთობა? ასე თუ სჯერა დედამისის, მაშინ გაცილდი, ეს ვინ მომითრიე, ჯადო გაგიკეთაო, რომ უძახის, მაშინ რატომ არ მცილდება? რა ხდება? ვაიმეე, როგორ მინდა დავჯდეთ და ვისაუბროთ, იმედია მალე მოვა. - დეე, სად არის გიო ამდენხაანს? - მე რავიცი? - მხრები აიჩეჩა მან და ცომის მოზელვა განაგრძო. - დაურეკე ერთი ემი და გაიგე სად არის? რა ხშირად მე ჩამოვდივარ, ხო ვერა და ვერ მოვიყვანე აქამდე. - კარგი - მობილური მოვიმარჯვე დასარეკად, როგოროც იქნა მიპასუხა ბოლო ზარზე. - რა გინდა? - საღამო მშვიდობისა - არ შევიმჩნიე მისი უხეშობა და ცრემლების უცებ მოწოლილი ბურთი წვალებით გადავყლაპე. - .... - დიკო ჩამოვიდა და მალე მოხვალ? - ჰე ჰე ძამიკო მომენატრე მალე მოდიი - იძახდა დიკო. - ვააა, რა მაგარია - ცოტა სიხალისე შევატყვე ხმაში - მოვალ მალეეე დიკოო - დაიძახა და თან გათიშა ტელეფონი. მოვიდა, მაგრამ ვიყავი მე იქ? შემამჩნია? დიკოს ეფერებოდა, იცინოდნენ, ხალისობდნენ, ჩემი დედამთილიც ხასიათზე მოვიდა. მე კი ისეთი ზედმეტი ვიყავი აი, ისეთი ზედმეტი, რომ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი ჩემი ამ მდგომარეობის გამო, გული ლამის იყო წამსვლოდა ტკივილისგან. მე ვიდექი და ვაუთოვებდი, ისე გულმოდგინედ ვაუთოვებდი ყველაფერს, თითქოს უთაობა ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო და ვერ ველეოდი მას. ვატყობდი ჩემი და გიოს მდგომარეობა უფრო და უფრო იძაბებოდა, ჩემი დედამთილი კი ამით ძალიან ხარობდა. გიო ან გამთენიისას ბრუნდებოდა ან საერთოდ არ მოდიოდა. უკვე ჩემი ნერვების დაჭიმულობა პიკს აღწევდა, ვგრძნობდი მალე ავფეთქდებოდი და ეს ყველას დააზიანებდა. ერთ საღამოს გვიანობამდე შემოვრჩი სამსახურში, მობილური რომ აწკრიალდა. - რას შვრება, ჩემი ხატულა გოგოო? - ქეთააა - ბედნიერებისგან შევყვირე. - შენი ქეთა ჩამოვიდაა და შეუძლია გულში ჩაგიკრასოო, - ღიღინებდა. - ჩემი გიჟი და გადარეულიი, სად ხარ ახლაა? როდის ჩამოდიი? როდის გნახავ? - მივაყარე კითხვები. - ამ დილით ჩამოვედი , დავისვენე და ახლა შემიძლია სადაც გინდა იქ გნახოო. - მე სამსახურში ვარ და სად შევხდეთ? - კარგი. მანქანას გამოვართმევ მამაჩემს და დამელოდე მანდ. გაღიმებული სახით ვიჯექი, ქეთას დაბრუნება მახარებდა, ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერაფერს ვერ გამოვაპარებდი და ვისაც შეეძლო ჩემი ტკივილის თუ ბედნიერების ბოლომდე გაზიარება. - ჩემი გოგოო - მაგრად ჩავეკარით ერთმანეთს, ცრემლიც კი წამსკდა, თითქოს მარტო აღარ ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ 2 ღვიძლი და და ძმა მყავს, ქეთა ჩემთვის სულ სხვა იყო და არის. - სულელოო, რა გატირეებს? - ცრემლები მომიწმინდა. - მიხარია აქ, რომ ხარ... მარტო აღარ ვიგრძნობ თავს - გავუღიმე სევდით სავსე ღიმილით. - მარტო აღარ იქნები? - დაეჭვებით შემომხედა და მანქანა დაქოქა, - რაღაც არ მომწონხარ შენ, - თავი გადააქნია და გელათის გზას დაადგა, მერე მოწამეთის მონასტრისკენ გადაუხვია და მანქანა ჩასასვლელთან გააჩერა იქედან კარგად მოსჩანდა მოწამეთის მონასტერიც და გელათის ტაძარიც. ეს ჩვენი საყვარელი ადგილი იყო, თითქოს აქ ვმშვიდდებოდით. კარგა ხანს ვიჯექით ჩუმად, ორივე ჩვენ ჩვენ სივრცეს გავყურებდით ჩვენი ფანჯრებიდან. - ჰე, რამდენხანს იქნები ჩუმად? - ჩემსკენ არც კი გამოუხედია ისე მკითხა. - არ ვიცი საიდან დავიწყო, - ისე ვუპასუხე არც მე გამიხედია მისკენ. - რა მოხდა? ქალბატონმა გულნაზიმ ბატონი გიორგი მის ჭკუაზე გადაიყვანა? - თითქოს ირონიულად იკითხა. - არც ცოტა უკლია... - და რაო რა პრეტენზიები აქვს ბიჭს? - უშვილო ვარ თურმე... - და იქნებ ბატონი გიორგია უშვილო? - ხომ იცი ჩვენს ქვეყანაში თუ წყვილს შვილი არ ჰყავს, ძირითადად გოგოს ბრალია?! - გამეცინა მწარედ. - ნუ ეგ ხო და შენ ამიტომ ფარხმალი დაყარე? დანებდი? - აზრს ვეღარ ვხედავ... - რის აზრს? - ჩვენი ერთად ყოფნის... - პირველად ვაღიარებდი ამას ხმამაღლა. - მერე? - რა მერე? - რაღას უცდი? რატომ არ ცილდები? - ასე? - უცებ გავიოცე. - ხო ასე, აბა როგორ? - მერე მიზეზი რა ვთქვა? მემგონი არ მიყვარდა გიო და ტყუილად გავყევი ცოლად-თქო? რას მომაწერენ ხომ იცი? ვნებებზე აყოლილ ქალს და ათას სიბინძურეს... - და როდის მერე ინტერესდები ხალხი რას იტყვის? - მე არ ვინტერესდები, მაგრამ ამას მამაჩემს ვერ გავუკეთებ, ვერც ჩემს ძმას... - აბა რა უნდა ქნა? უნდა დაელოდო, როდის გამოგაბუნძულებს? - და იქნებ არ გამომაბუნძულოს? იქნებ ვუყვარვარ ისევ? - მაშინ უნდა დაელაპარაკო, შენ ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდების თამაშით არაფერი გამოგივა, ხომ კარგად იცი? - ვიცი... - ამოვიხვნეშე. - მერე? - გამომხედა პირველად ჩვენი საუბრის მანძილზე. - მერე უნდა ვიმოქმედო - მეც გავხედე. - მენანები, ემი, ამ ტკივილისთვის - თვალები აუცრემლდა - შენ არ იმსახურებდი ამას... - მაგრამ მე ხომ ძლიერი გოგო ვარ? - გავუღიმე ცრემლებით სავსე თვალებით. - ჰმ, ძლიერიი? - ჩაეღიმა - მე ხომ ვიცი როგორი სუსტი ხარ და ნაზი? შენს თავს ვინ მასწავლის გოგო? - ვერც ვერავინ - ისევ გავუღიმე, სივრცეს გავხედე - იცი, ცოტა ამოვისუნთქე, თითქოს გულმა ცოტათი თავისუფლად დაიწყო ფეთქვა. - მიხარია, თუ ეგრეა ემი. - წავიდეთ? - ვკითხე. - როგორც შენ იტყვი. - წავიდეთ, გვიანია უკვე. - საათს დავხედე. მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა. - როგორც ვხვდები შენებმა არაფერი იციან ხო? - არა, ქეთა არაფერი. რა უნდა ვუთხრა? მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ. შენთანაც ძლივს ამოვღერღე - თავი ჩავღუნე - ხომ მიცნობ არა? არ მიყვარს ჩემი ტკივილების გამომზეურება... ჩემები აფანატებენ გიოს... მე დამადანაშაულებენ, მე გამწირავენ, მასზე კი ცუდს არ იტყვიან, არ იცი ჩემი იღბალი როგორია? სულ მე რომ ვიჭყლიტები? სულ მე რომ ვარ დამნაშავე? ეჰ... - ისე ამოვიოხრე მინდოდა გული თან ამომეტანა. - ხო, ვიცი, ვიცი, მაგრამ ამიტომ უნდა მოკვდე? ადექი და დაელაპარაკე გიოს! ამდენხანს სანამ ერთმანეთი გიყვარდათ ლაპარაკს ახერხებდით და ახლა რა შეიცვალა? ახლაც უნდა შეძლო, მოიკრიბე ძალები, აზრები და უთხარი ყველაფერი. - ქეთა, კიდევ კარგი შენ მყავხარ, თორემ ალბათ გავგიჟდებოდი, ხომ იცი როგორ ვერ ვიტან სიმარტოვის განცდას... - სუუ, დაწყნარდი აქ ვარ, მაგრამ არ მინდა მე ვიყო ის ვისთანაც თავს მარტოსულად არ იგრძნობ. პირველრიგში ეს შენი მეუღლე უნდა იყოს, მერე კი სხვა... - ხო, ვიცი, მაგრამ? - არავითარი მაგრამ, მიდი მიხედე საქმეს, დამირეკე თუ რამე. - კარგი ქეეთ, აბა დროებით. სახლში, რომ მივედი აღმოვაჩინე, რომ მარტო ვიყავი, მერე გამახსენდა ჩემი დედამთილი სოფელში, რომ აპირებდა წასვლას ჩემს მამამთილთან. - ერთის მხრივ კარგია, - ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი - ასე იოლად დაველაპარაკები გიოს და იქნებ გავერკვეთ რა გვინდა და გადავარჩინოთ ჩვენი ოჯახი და სიყვარული... თითქმის მთელი ღამე ველოდი, მობილურზე მხოლოდ ერთხელ მიპასუხა " მალე მოვალო" და მორჩა, მეც ველოდი და ველოდი, იქვე ჩაცმულს მდივანზე მიმძინებია, რომ ვიღაცის ყვირილმა და შენჯღრევამ გამომაფხიზლა. თვალი, რომ გავახილე გაოცებულმა და შეშინებულმა, ჩემს წინ, ჩემი დედამთილი იდგა და ხმამაღლა გაჰკიოდა: - შენ, შენ დამიღუპე ჩემი შვილი, შენს გამოა რაც მოხდა, გაეთრიე ჩემი სახლიდან, ვერ გიტანდი და ახლა უფრო მეზიზღები... - რრა, რა მოხდა გუ-გულნაზი დეიდა - თრთოლვამ ამიტანა, ხმა წამერთვა, ცრემლებმა თავისით იწყო დენა. - გიო დაიჭირეს გესმის? და - ი- ჭი -რეს !!! - გულწასული მიესვენა სკამზე. ჩემმა მამათილმა განადგურებული მზერით შემომხედა, კაცი ხმას ვეღარ იღებდა. - მერაბი ბიძია - ჩავიმუხლე სასოწარკვეთილმა - ნუთუ ეს მართალია? - კი შვილო - ძლივს გავიგონე მისი სიტყვები. - რატომ? - ამოვიხავლე. - კაცი მოუკლავს... - რაა? - ვერ გავიაზრე უცებ - კაციი? ვაი დედა, ვაი დედაა გიოო - ავქვითინდი, ჩემზე უკეთ ვინ იცოდა რა ელოდა გიოს. მივხდი როგორ მიყვარდა და არ მემეტებიდა ამ სასჯელისთვის. - შენ კიდევ აქ ხარ? - წამოიყვირა გულნაზიმ - გაეთრიე, გესმის? გაეთრიე - ყვირილზე გადავიდა და კისერში მწვდა, სულზე შემიგვისწრო მერაბიმ. - რას აკეთებ, გაგიჟდიი? ძლივს გამოწიწკნა ჩემი თავი. - ახლა ამის დროა? გიოს ჩვენი დგომა სჭირდება, თქვენ რა დღეში ხართ? - მოთმინება დაკარგული პირველად ვნახე ჩემი მამამთილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.