შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთადერთი იმედი


4-10-2018, 16:10
ავტორი დამწყები
ნანახია 1 862

ყველამ კარგად იცის როგორი ციებ ცხელებაა ხოლმე , საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში , საარჩევნო დაპირებები , ქველმოქმედება და ასე შემდეგ.
ლევანიც ერთი , სხვებისგან არაფრით გამორჩეული დეპუტატობის კანდიდატია , რომელიც მსგავ წინასაარჩევნო პოლიტიკას ეწევა და ალბათ მერე ისიც სხვებივით ჩაიკარგება პარლამენტში მისთვის განკუთვნილ სკამში და საკუთარ ჯიბეზე ფიქრს დაიწყებს. ერთი ერთი ასეთი ღონისძიება , ბავშვთა სახლის მონახულება , ბავშვებთან ინტერვიუ და სარეკლამო რგოლის გადაღება აღმოჩნდა. ბავშვთა სახლში შესული ლევანის ყურადღება მაშინვე ერთმა პატარა ბიჭუნამ მიიპყრო , თავზე კულულებით , ცისფერი თვალებით , ნაზი ფითქინა კანით , ბავშვთან მივიდა და თამაშის დაწყება სცადა თუმცაა...
- თქვენთან თამაში არ მსურს , მკაცრად განუცხადა ბავშვმა , ლევანი ცოტა არ იყოს დაიბნა
- მე კი გულით მინდოდა გვეთამაშა , რადგან თამაში არ გსურს იქნებ გვესაუბრა ? გაუღიმა ბაშვს
- ჩვენ ? კოპები შეყარა მიშკამ , რაზე უნდა ვისაუბროთ ?
- შენ რაზეც გენდომება იმაზე, რას აკეთებ მთელი დღე , რაზე ოცნებობ , რა გაქვს და რა გაკლია
- თქვენ რა გინდათ ტყუილად დამაკარგინოთ დრო , კვლავ კონკრეტულად მოუჭრა 5 წლის მიშკამ ლევანს , ლევანს გაეღიმა
- რატომ ფიქრობ რომ დროს გაკაარგვინებ ? გაუღიმა ლევანმა
- თაკო ამბობს რომ ვისაც სიკეთის კეთება უნდა , ათასი კაცის დასანახად რამის კეთება და ლაპარაკი საჭირო არაა , თაკოს თქმით შენნაირმა ძიებმა ისედაც იციან რა გვჭირდება , და თუ არ იციან ამის გარკვევა არ გაუჭირდებათ _ ბავშვი კოპებს არ ხსნიდა , ლევანს ჩაეღიმა
- გასაგებია , თაკო ვინ არის ? ღიმილით კითხა პატარას
- თაკო ? გაეღიმა მიშკას , თაკო კეთილი ფერიაა , ჩვენთან ხშირად დადის სტუმრად , ყველა ბავშვი მისნაირ დედაზე ოცნებობს , სევდიანად ჩაილაპარაკა მიშკამ
- გასაგებია , შეიძლება შენი კეთილი ფერია მართალიცაა , თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ არის როგორც გვგონია , შენ ხომ კაცი ხარ , გაიზრდები და მიხვდები
- სიკეთის გაკეთება თუ გსურს ეს კამერები რა საჭიროა , არ ეშვებოდა მიშკა
- მოდი ახლა საქმეს მივხედოთ , მე ისევ მოვალ შენთან და ამაზე მერე ვილაპარაკოთ
- თაკოსთან ერთად ? მიამიტად იკითხა ბავშმა
- ხო , შენს კეთილ ფერიასაც სიამოვნებით გავიცნობდი , გაიღიმა ლევანმა.
სარეკლამო რგოლი იდეალური გამოუვიდათ , ლევანი სამსახურში მისვლისთანავე სათამაშოების მაღაზიას დაუკავშირდა და ბავშვთა სახლში გასაგზავნი სათამაშოების შეკვეთა მისცა , შემდეგ მიშკა გაახსენდა და გაეღიმა , სამსახურის შემდეგ კვლავ მიშკასთან გავლა გადაწყვიტა , გზად მაღაზიაში გაიარა და ტკბილეული იყიდა .

- იცი გუშინ ჩვენთან ისეთი ძიები იყვნენ , სულ ტელევიზორში რომ აჩვენებენ ხოლმე , საჩუქრები მოგვიტანეს
- მართლა ? ძალიან კარგია , მოგეწონა საჩუქრები ? უღიმოდა თამო მიშკას
- კი მომეწონა , მერე ერთმა ძიამ კიდევ გამოგვიგზავნა სათამაშოები , დღეს მოიტანეს შუადღით , არც ისე ცუდი კაცი ჩანდა
- ხო ყველა ცუდი როდია , კეთილებიც ძალიან ბევრნი არიან , გაუცინა თაკომ , ახლა მომიყევი სწავლის საქმე როგორ მიდის ? მახსოვს რომ ანბანის სწავლა უკვე დაიწყე ,- მიშკას თაკოს კითხვა როდი ესიამოვნა ,
- იცი ? აქ იმდენი სათამაშოა , ყველათი თუ არ ვითამაშე სულ თვალები მათკენ გამირბის , ეშმაკურად ჩაილაპარაკა და თაკოს შემოეხვია , იცოდა რომ საყვარელი იყო და თამოს ასეთ დროს ორმაგდ უყვარდა ხოლმე , პატარა ეშმაკუნაც ამით სარგებლობდა , თაკომ ბიჭი მიიხუტა , და თან ირგვლივ სამი გოგონა შემოიკრიბა , რომლებიც თაკოს შეშჩიოდნენ , თმებს გვწიწკნისო .
მისაღებში შესულმა ლევანმა მიშკას აღმზრდელი დაინახა და მისკენ გაეშურა
- გამარჯობა
- ბატონო ლევან გამარჯობა , რით შეგვიძლია დაგეხმაროთ ? დღევანდელი საჩუქრებისთვის დიდ მადლობას გიხდით
- იცით პატარა მიშკას სანახავად მოვედი , შემიძლია ვნახო ? მასწავლებელს ჩაეცინა
- ეგ პატარა ეშმაკუნა ძალიან საყვარელია , ყველას აყვარებს თავს , ახლა სათამაშო მოედანზეა, წამოდით განახებთ
მასწავლებელი და ლევანი მოედანს მიუახლოვდნენ
- სულ დამავიწყდა ის ქალბატონი თაკოა , აქ ხშირად დადის ხოლმე , მიშკა მასაც განსაკუთრებულად უყვარს,თაკოს გაგონებაზე ლევანს ჩაეცინა
- დიდი მადლობა , მიშკასთან მივალ
თაკო მიშკას არიგებდა რომ გოგოები უნდა დაიცვას და არ გააბრაზოს ,
- იცი თაკო საიდუმლოს გეტყვი ,
- აბა გისმენ პატარა ეშმაკუნა
- ლიზასთან თამაში მინდა ხოლმე ის კი თოჯინებითაა სულ გართული სხვა გზა არ მაქვს , თმებს ვწიწკნი რომ ყურადღება მომაქციოს
- ანუ პატარა ეშმაკუნა ეგოისტიც ყოფილა , უეცრად ჩაერთვო ლაპარაკში უცნობის ხმა , ღიმილით თმები აუჩეჩა მიშკას და ხელში აიყვანა , თამომ გაიცებულმა შეხედა უცნობს , მიშკა კი მაშინვე მოეხვია ლევანს
- დღეს ბევრი სათამაშო მოგვიტანეს , შენ გვაჩუქე არაა ?
- ხო , ცოტა სიკეთე ჩუმადაც ხომ უნდა ვაკეთოთ , ჩაიცინა ლევანმა ,
- მიშკა მე წავალ , და გოგონები არ გააბრაზო კარგი ? საუბარი არ დაგვიმთავრებია და გავაგრძელებთ უღიმოდა თაკო
- ასე მალე ? ცოტა ხანი დარჩი გთხოვ , ძია , ეს ის თაკოა რომ გეუბნებოდი,
- სასიამოვნოა კეთილო ფერია , ხელი გაუწოდა ლევანმა , თაკოს გაეცინა , ეს შენ შემარქვი არაა ? გაუცინა მიშკას, მერე ლევანს მიუბრუნდა , ხელი ჩამოართვა და დაემშვიდობა, ბავშვს ლოყევი დაუკოცნა , ჩანთა აიღო და თავდაჯერებული გაუყბა დერეფანს , იქვე შეჩერდა და მასწავლებელს რაღაც უთხრა , ლევანს რამდენჯერმე გექცა თვალი გოგოს სილუეტისკენ , რომელმაც სულ არ გამოიჩინა ყურადღება მამაკაცის მიმართ , მითუმეტეს დეპუტატობის კანდიდატის მიმართ , თანაც თითქოს მართლა არ იცნობდა , ბევრი ეცადა რომ გოგოს ქცევაში რამე არაბუნებრივი შეემჩნია , თუმცა ბოლოს მაინც მიხვდა რომ თაკოს მისთვის იოდისოდენა ყურადღებაც არ მიუქცევია და ცოტა არ იყოს გული დაწყდა, თუმცა მალევე გადააწყვიტა.
- მოგეწონა ჩემი ფერია ?
- კი ლამაზი ფერია გყავს გაუღიმა ლევანმა , რაო გოგონებს რატომ ვაწვალებო ?
- მომწონს , ყურში ჩაშჩურჩულა მიშკამ ლევანს
- ო საქმე ცოტა რთულად ყოფილა , მაგრამ არაუშავს რამეს მოციფკქრებთ , სერიოზულად ჩაილაპარაკა ლევანმა , მერე კი მიშკა ჰაერში ააფრიალა და დიდ ხანს ეთამაშა.



№1  offline წევრი დარინა

დასაწყისი ძალინ მომეწონააა, თაკოს და ლევანის მომავლი წყვილს პერსპრქტივაც ძალიან მომეწონააა, უკვე ვიგრძენი მათ შორის წიმიაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent