მეც შემიყვარდა (თავი მეორე)
დილას ადრიანად გამეღვიძა. სწრფად მოვწესრიგდი და კაფეში წავედი. ცოტა ხალხი იყო ამიტომ საქმეც ნაკლები იყო. მალე მარიამიც მოვიდა და დღის პოზიტიური განწყობაც მოიტანა. -ტას, იცი ვინ ჩამოვიდა? აი ძალიან რომ გვენატრებოა. აბა თუ მიხვდები? -მოიცა მართლა ჩამოვიდა? როდის? ახლა სად არის?შენ საიდან გაიგე? -ერთი ამოსუთქვით მივაყარე კითხვები. -დაწყნარდი გოგო, დილას ველპარაკე მისამართი მივეცი და მოვა ალბათ მალე. ოღონდ მარტო არაა, ისიც აქაა. -მართლა, ვითომ შეეგუენ ერთმანეთს? -არ ვიცი, მითხრა საქმეზე ჩამოვიდა და მეც გამოვყევიო. თან სიურპრიზი მაქვსო. იმედია კარგი ამბავი იქნება. -იმედია, მაგრამ მთავარია ნიტა დაგვიბრუნდა. ვაიმე კიდევ არ მჯერა. წამოდი კაფეში დავსხდეთ და იქ დაველოდოთ. -გავედით თუ არა სამზარეულლოდან მაშინვე შემოაღო ქალბატონმა კარები, ისევ ისეთი არ შეცვლილა პირიქით უფრო გალამაზებულა. ორი წუთით სამივე ადგილზე გავშეშდით. ერთმანეთს ვუყურებდით მაგრამ ადგილიდან არ ვიძვროდით. ყველაფერმა თვალწინ გამირბინა, როგორ გავიცანით, როგორ დავმეგობრდით, და როგორ წავიდა. ყველაზე ძალიან ეს მეტკინა. მაგრამ დრო გავიდა და ახლა ის აქაა. სიჩუმე ისევ მარიამმა დაარღვია დ ბოლო ხმაზე იწივლა. -ნიტუუუ... ჩემო გოგო...-სწრაფად დაფარა მანძილი და მთელი ძალით ჩაეხუტა. თვალზე ცრემლები მომადგა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი. წამით მინდოდა ძველი დრო დამებრუნებინა, მაგრამ ნიტა ნაბიჯს არ დგავდა ამისთვის. -კარგით რა ორივეს გინდათ ერთმანეთს ჩაეხუტოთ დაივიწყეთ სიამაყე... -ისევ მარიამი გამოვიდა სიტყვით. რთულია დაივიწყო, ეს მან დაგვტოვა, ის წავიდა ისე რომ ერთი სიტყვა არ უთქვამს. არცეთხელ მოვუკითხივართ. მხოლოდ წასვლის წინ დატოვა წერილი რომ თურმე ნახევარ ძმა ყოლია და მამამისი მოითხოვდა ერთმანეთი გაეცნოთ. ამის მერე კი სამუდამოდ წავიდა. -კარგი ტასო ამაყია და პირველი არასდროს გადადგამს ნაბიჯს მაგრამ ნიტა შენ??? -თუ ისევ მეგობრები ვართ... იქნებ... ჯანდაბა ანასტასია არაბულო დამეხმარე....-ძლივს აბამდა სიტყვებს ნიტა. -ტასო.. მეტი რაღა გითხრას?? -მითხრა მარიამმა. -სიტყვები საჭირო არაა. მხოლოდ..... -წინადადება არ დამამთავრებინა წამში ჩემთან გაჩნდა და მომეხვია. -ტასუნა, მომენატრე.... -მეც ჩემო გოგო მეც... ოღონდ იცოდე ყველაფერს დაწვრილებით მოყვები -გავუღიმე და იქვე კუთხეში მაგიდასთან დავსხედით ყავა და მარწყვის ტორტი მოვატანინე ნათიას, მარიამი კი დაკითხვაზე გადავიდა. -აბა ქალბატონო ნიტა რა ხდება მოყევი. -ისეთი არაფერი გავიცანი, დავახლოვდით,მითხრა იქ ვერ დაგიცავო, ხო ხვდებით უფროს ძმის პროგრამა გააქტიურა და აღარ გამომიშვა, მერე მამას ჯანმრთელობის პრიბლემები ჰქონდა, ახლა უკეთაა, ანას დაემატა კომპანიის საქმეები და ასე გავიდა სამი წელი, თვითონ მითხრა რომ ვბრუნდებოდით. -მოიცადე, ანუ... -ვკითხე გახარებულმა -ანუ რაღაც ფირმა გახსნა მისმა ძმაკაცმა, პარტნიორები არიან აქ კიდევ ერთ პარტნიორთან შესახვედრად ჩამოვიდნენ და როგორც ვიცი საქმე კარგად აეწყოთ. ასე რომ ნიტა თოდუა დაბრუნდააა... არსად წამსველი აღარ ვარ მე... -განაცხადა და ყავა მოსვა. -ისე სად არის არ გაგვაცნობ? -ვკითხე და გამეღიმა, მე და ვინმეს გაცნობა მინდოდეს, არ ვიცი რა ხდება. -კი როგორ არ, სახლის ამბებს აგვარებს. მითხრა რომ მოვრჩები გამოგივლიო. ისე ყოჩაღ თქვენ კარგი გარემოა, ეს კაფე არ მახსოვს... -არ გემახსოვრება ძვირფასო, იმიტომ რომ ახლახანს გავხსენით...-ვუთხარი საკუთარი თავით კმაყოფილმა.... -ეს რა შენი კაფეა, ახლა არ მითხრა რომ შიგნით საკონდიტრია??? -კი ზუსტად ისეთია როგორიც მინდოდა მაგრამ მარტო ჩემი არ არის, მარიამისიცაა ერთად ვისწავლეთ, საფრანგეთშიც ვიყავით, კურსები წარმატებით გავიარეთ და ახლა ეს სილამაზე ჩვენია. -ვაიმე რამდენი რამ შეცვლილა თქვენთან. მე კი სად ვიყავი. -ახლა ხომ ერთად ვართ არა. -ვუთხარი და გავუღიმე, ახლა მივხვდი თუ როგორ მაკლდა მასთან საუბარი. -გოგოებო, შეხედეთ რა სიმპათიური ბიჭია, ვაიმე ღმერთო, მოიცადეთ მგონი აქეთ მოდის-მარიმმა კარებში შემოსულ ბიჭზე გვანიშნა, ცოტახანს აქეთ იქით იყურებოდა მერე გაიღიმა და ჩვენსკენ წმოვიდა. -ლამაზია არა მარ, გინდა გაგაცნო??? -კითხა ნიტამ და გაუღიმა. ამასიბაში ისიც მოგვიახლოვდა თავიდან მეგონა მაგიდა შეეშალა-თქო მაგრამ აშკარად არა. ნიტა ფეხზე წამოდგა და გადაეხვია. ახლა კი დავიბენი. -გოგოებო გაიცანით ეს ჩემი ძმაა დემეტრე, დემე ესენი კი ანასტასია და მარიამი. -სასიამოვნოა, მსმენია თქვენზე -გაგვიღიმა და ნიტას გვერდით დაჯდა. -საინტერესოა ნეტავ რა. დემეტრე მიირთმევ რამეს. -ვუთხარი და მარიამს ხელი ოდნავ ვკარი რომ გონს მოსულიყო. -არა არ შეწუხდე მე თვითონ შევუკვეთავ. -არ ვწუხდები, ერთი წუთით, ნათი!!! -გავუღიმე და იქვე მდგარ ნათიას დავუძახე. -დემე, ეს მათი კაფეა, ასე რომ....-სიტუაცია აუხსნა ნიტამ . შეკვეთამაც არ დააყოვნა ცოტა ვისაუბრეთ. ბოლოს კი დემეტრემ დაამთავრა ეს შეხვედრა -ნიტ, უნდა წავიდეთ საღამოს ვახშამზე ვართ დაპატუჟებული ამიტომ გვეჩქარება. დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ. მუშაობას ვამთავრებდით, დამიანემ რომ დამირეკა და მითხრა საღამო სტუმრები გვყავს და მალე მოდით შენ და მარიამიო. ამიტომ კაფე მალევე დავტოვეთ და სახლში წავედით ლიკას ყველაფერი მზად ქონდა, მეც გამოვიცვალე თეთრი ზედა და შავი შარვალი ჩავიცვი დიდად არ გავპრანჭულვარ, თმა გავიშალე ფეხზე თეთრი კედები მოვირგე და დაბლა ჩავედი. მარიამიც მალე მოვიდა. დროის გასაყვანად სამზარეულოში შევედით და წვენი დავისხით. ლიკაც ამ დროს შემოვიდა და ანდრეა შემოიყვანა. -მომიყვანე ლიკუნა. მე დავიჭერ. -ბავშვი გამოვართვი და მთავარ თემზე გადავედი. -ვინ უნდა მოვიდეს? ან ცოტნე და დამიანე სად არიან? -არ ვიცი ზუსტად ვიღაც ახალი პარტნიორი, ცოტნე ოთახშია იცვლის დამიანე მათთან ერთად მოვა. -კარგი, ვნახით ვინები არიან, ხო მამიდა. ზუსტად ერთი საათი ვედლოდეთ.არც ცოტნე ჩამოდიოდა და არც დამიანე მოდიოდა. მალე ეზოში ორი მანქანა გაჩერდა ერთი დამიანესი იყო მეორე კი ვერ ვიცანი, ანდრეა ჩავიხუტე და კარისკენ დავიძარი, იქ ნანახმა კი გამაოცა, კარებში ნიტა და დემეტრე დამხვდენ-მოიცადე დამიანე დემეტრე თქვენი პარტნიორია? -ჯერ დამიანეს გავხედე მერე იქვე მდგარ ალექსანდრეს. -თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს? -მკითხა დამიანემ. -კი როგორ არა, საღამო მშვიდობისა ტასო. -ცოტა მეუცნაურა დემეტრეს საქციელი მაგრამ არ შევიმჩნიე სამაგიეროდ ალექსანდრეს სახემ მიიქცია ჩემი ყურადღება, ისე მიყურებდა თითქოს რამე დავაშავე. გამეღიმა მაგრამ არ ვიცი რატომ -საღამო მშვიდობისა დემე, მობრძანდით.. -და ოდნავ გავიწიე, მისაღებში შევედით და იქვე მოთავსდნენ. მარიამიც გამოვიდა იქ მყოფებს ჩვენი შეხვედრის ისტორია უამბო და მე მომიბრუნდა-ტას, მგონი დაეძინა? -მითხრა და ანდრეაზე მანიშნა. -ჩემი ცხოვრება, მარიამ გამომყვევი დავაწვენ რა... -ანდრეა ოთახში ავიყვან. დაბლა ჩამოსულს კი ნიტას გაკვირვებული სახე დამხვდა. -ნიტუ რამე მოხდა? ვკითხე და დამიანეს გვერდით მოვთავსდი. -ტასო, ის ბავშვი, შენ რა გათხოვდი? -ამის კითხა და ერთიანი სიცილი ერთი იყო. -გათხოვდა? ეს? ამას ცოლად ვინ მოიყვანს? -სიცილს არ წყვეტდა დამიანე და ჩემგან ჩქმეტაც მიიღო. -არა ჩემო გოგო დაწყნარდი, არ გავთხოვილვარ. მაგრამ მამიდა ვარ. -ანუ? -მკითხა გაოცებულმა. -ანუ ის რომ ანდრეა ჩემი ძმის შვილია. -მოიცა ცოტნე? -რაგჭირს გოგო, აი ლიკაც... ლიკუნა მოდი აქ დაჯექი... -იმ წამს ეზოდან შემოსულ რძალზე ვანიშნე. ისიც მოვიდა და დამიანესთან დაჯდა. ჩემა ძმამ კი ხელი გადახვია და შუბლზე აკოცა. -აბა ნიტუ მიხვდი? -ვკითხე და გავუღიმე. მან კი მხოლოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად. გამეცინა, მაგრამ სიცილი მაშინვე შევწყვიტე როცა კიბეზე ერთ ადგილას გაშეშებულ ცოტნეს მოვკარი თვალი. მაშინვე მისკენ დაიძარი, ხელი მოვკიდე და დაბლა ჩამოვიყვანე-აბა ნიტუ იმედია ეს გახსოვს და ქმრად არ მომივლენ. -ყველას გაეცინა, მალე ეზოში გავედით და სუფრას მივუსხედით. კარგი საღამო იყო, მეგონა ბედნიერება დაბრუნდა, მაგრამ, ვხვდებოდი რომ დროებით. ცოტახანში ანდრეამაც გაიღვიძა. გოგოები წამოვყარე და სახლში შევედით ბიჭებმა კი სმა გააგრძელეს. 11საათი იყო, ანდრეას ღამის ძილი რომ ეწვია, ოთახში ავიყვანე, დავაძინე და გამოვედი, ადგილზე გავშეშდი კედელთან მიყრდნობილი ალექსანდრე რომ დავინახე... -შეგაშინე? -ისე მკითხა თითქოს ვერ დამინახა. თავი გავაქნიე და კიბეებისკენ დავიძარი თუმცა ვინ გაცადა. მაჯაში ჩამავლო ხელი და კედელზე ამაკრა, თვალებში დაჟინებით მიყურებდა. ბოლოს ინება და ხმა ამოიღო-რატომ ხარ ასეთი? -როგორი ასეთი? -სხვანარი, განსხვავებული, თითქოს ჩვეულებრივი მაგრამ ცოტა ამოუცნობი თანაც.... -ალექსანდრე ნასვამი ხარ, არგინდა გთხოვ, ყველაფერი ისე იყოს როგორცაა, მე ჩემთვის, შენ შენთვის და... -და რომ არ გავჩერდე,იქნებ მინდა რაღაც შევცვალო? იქნებ... -გთხოვ გაჩუმდი. -ისევ ვცადე მისი გაჩერება. აღარ მინდოდა რამის მოსმენა. -მთვრალი ხარ, არ მინდა რამე თქვა რადგან ვიცი ხვალ აღარ გემახსოვრება-ვგრძნობდი თვალები დამიმძინდა, მაგრამ ვცდილობდი არ მიმეცა ემოციებისთვის გასაქანი, არ მინდოდა მას ჩემი შინაგანი პიროვნება დაენახა.-წადი ალექსანდრე, გთხოვ. -არ არსად არ წავალ-ისევ არ წყვეტდა. -ალექსანდრე, მე... ეს... -სიტყვებს ეთმანეთზე ვერ ვაბავდი. მისი სიახლოვე მაბნევდა, დიახ, ის იყო ამ დაბნეულობის მიზეზი მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. ცოტახანს თვალებში მიყურებდა, თითქოს რაღაცას ეძებსო, მე კი ისევ ამევსო თვალები ცრემლებით. პირვლად ვიყავი ადამიანის მიმარ უძლური, მიყურებდა და ვერაფერს ვაკეთებდი, თითქოს მის ყავისფერ თვალებში ჩავიძირე. უეცრად ჩემსკენ დაიხარა და ცხელი ბაგეები შუბლზე მომაკრო, ისე ახლოს იყო მისი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა, ვგრძნობდი მის სურნელს, და ვხვდებოდი რომ ეს მე არ ვიყავი, ის რაღაცას ცვლის ჩემში და სწორედ ამის მეშინია. ნელა მცილდება თვალებში მიყურებს და ამბობს: -ძლიერი ხარ პატარა ქალბატონო. -იღიმის და კიბეებს მიუყვება. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს სადაც ჯერ კიდევ მისი სურნელია, ყველაფერს ვიაზრებ და ჩემს თავზე ვბრაზდები თუ როგორ მივეცი ამდენის უფლება. ოთახში შევდივარ, აივანზე გავედი ცოტა ცივი პაერი მჭირდებოდა, მართლაც ქალაქს უკვე დასტყობოდა შემოდგომა. ცოტახანს იქ ვიყავაი, მერე დაბლა ჩავედი, ალექსანდრე წასულიყო,ლიკა, მარიამი და ნიტა სამზარეულოს ალაგებდნენ. დემეტრე და დამიანე რაღაცაზე საუბრობდნენ, ცოტნე დივანზე იჯდა და ტელეფონს ჩაჰყურებდა, რატომღაც მომინდა ვინმეს მაგრად ჩავხუტებოდი, სწორედ ამ დროს დადო ცოტნემ ტელეფონი, შემომხედა და გამიღიმა, მეც მაშინვე მასთან მივედი და ჩავეხუტე, აი თურმე რა მჭირდებოდა, ყველაფრისგან გასათავისუფლებლად. ახლა მთლიანად ცოტნეთი ავივსე. მანაც ძლიერ შემომხვია ხელები და შუბლზე მაკოცა. -ხომ ყველაფერი რიგზეა, პრინცესა? -მკითხა, მე კი მხრები ვავიჩეჩე, არ ვიცი მეთქი, მას კი აღარაფერი უკითხავს, რადგან იცის რომ ადრე თუ გვიან მაინც მოვუყვები... ეს საღამოც დამთავრდა. დილას მითხრეს რომ დამიანე, ალექსანდრე, ცოტნე და დემეტრე ერთი კვირით ამერიკაში აპირებდნენ წასვლას საქმეზე, ეს არ მომეწონა ასე ერთდროულად არასდროს წასულან, მაგრამ ახლა საქმე მოითხოვდა. მეც არ დავაყოვნე და მარიამს და ნიტას ჩემთან დარჩენა შევთავაზე ერთი კვირით, მარიამმა ცოტა იწუწუნა ჩემი ძმა ჩამოდის და სახლში საქმეებიაო მაგრამ მაინც დავითანხმე. მართლაც ორ დღეში ბექაც ჩამოვიდა თავის ძმაკაცთან ერთ, კარგად ავეწყვეთ, ხან ვსეირნობდით ხან ბარში ვიყავით, ხან სად და ხან სად . ერთ საღამოს დალევა აიტეხა ბექამ, ყველა უარზე იყო, მე კი ხათრი არ გავუტეხე და დავთანხმდი, ცოტახანში მათეც შემოგვიერთდა. კარგად გამოვთვერით, ბოლოს დავიშალეთ, ოთახში ავედი და დასაძინებლად მოვემზადე ლიკას და ანდრეას უკვე ეძინა, მარიამი ბიჭებს გაჰყვა, ნიტაც თავის ოთახში იყო. ფიქრებში წავედი და გავაცნობიერე რომ ჩემი ძმები მომენატრნენ, ამიტომ ტელეფონი მოვიმარჯვე და ცოტნეს დავურეკე, თუმცა არ მიპასუხა ახლა დამიანესთან ვცადე რამდენინე ზარის შემდეგ უპასუხა მაგრამ ხმის ამოღება არ ვაცადე -მომენატრეეე, ისე როგორ არასდროს, როდის ჩამოხვალ ერთი სული მაქვს, იცოდე აღარასოდეს წახვალ ამდენი ხნით, გესმის? ამოიღე ხმა! დამიანე! -დამიანე არ ვარ! -ტვინში სისხლი ჩამექცა, თუ დამიანე არაა აბა ვინ არის? -უკაცრავად რომელი ხარ? ცოტნე შენ ხარ? -არა, ცოტნეს სძინავს, დამიანე მარკრტში ჩავიდა-მიპასუხა მშვიდად. -კარგი დემე უთხარი დამირეკოს რომელიმემ. -გათიშვას ვაპირებდი ისევ მისი ხმა რომ გაისმა - არც დემეტრე ვარ, მასაც სძინავს... - ყველაზე არასასურველი სახელი შემომრჩა ბოლოს, როცა გავიაზრე ვინ იყო ძლივს ამოვიღე ხმა: -ალექსანდრე. -ხო ზუსტადაც, ახლა მითხარი რამ შეგაწუხა ამ დილა ადრიან. რატომ რეკავ? -ღმერთო ახლა რა ვქნა, არ ვიცოდი რა მეთქვა. საკუთარ თავს ვლანძღავდი და ხმას არ ვიღებდი თუმცა სიმთვრალემ თავისი გაიტანა და ხმა ამოვიღე, თითქოს უფრო თამამად. -ალექსანდრე, ისე ცნობისთვის აქ ღამის 12 საათია და.... -როგორც ჩვევია სიტყვა არ დამამთავრებინა. -მითუმეტეს ახლა უნდა გეძინოს, პატარა ქალბატონო -ზედმეტი ირონია იგრძნობოდა მის ხმაში. -აუ, ალექსი არ ვარ მე პატარა... -მართლა პატარა ბავშვივით მომივიდა ამის თქმა და ზუსტად ვიცი გაეღიმა. -ლამაზად თქვი.-მითხრა და გავიგონე როგორ ღრმად ამოისუნთქა. -რა? რა ვთქვი? -როგორ მინდოდა სახელზე არ გაემახვილებინა ყურადღება მაგრამ -ჩემი სახელი, ასე არავის დაუძახია. -ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. არ ვიცოდი რა მეთქვა. მერე სიმთვრალემ მძლია და ისტერიკული სიცილი ამივარდა. -რა გაცინებს ამიხსნი. -მკითხა გაკვირვებულმა. -არ ვიცი -ამაზე კი უფრო გამეცინა. -რამე დაგალევინეს მანდ თუ ჩაგიყარეს რამე? -მკითხა სიცილით. -შენ რა იცი რომ დავლიე? -რა მართლა ნასვამი ხარ? -წამში დასერიოზულდა. -ხო, დავლიე თან ბევრი, აბა ისე ფხიზელი მე შენ დაგელაპარაკებოდი? -ტასო სერიოზულად გეკითხები, ახლა სად ხარ? - მეც სერიოზულად გეუნები, რომ დავლიე... და სად უნდა ვიყო, სახლში ვარ. -გოგოებმა აღნიშნეთ ალბათ რამე ხო? -არა? გოგოებს არ დაულევიათ. -ისევ ვაგრძელებდი სიცილის. -ანასტასია!! . -ისეთი მკაცრი და ხმა ქონდა რომ არ მცოდნოდა ვის ვესაუბრებოდი ეჭვი შემეპარებოდა რომ ეს ალექსანდრე იყო. -რა იყო... მე, ბექამ და მათემ დავლიეთ ჩემთან, სულ ცოტა -წამით ხმას არ იღებდა. თითქოს ნათქვამის გაანალიზებას ცდილობდა. -კარგი, გინდა სხვა რამე თუ გავთიშო? -ღმერთო როგორი ცვალებადია ეს ბიჭი. -არა უბრალოდ.... -ტელეფონი ისე გათიშა სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი. დიდხანს აღარ მიფიქრია მის საქციელზე, მალევე კომფორტულად მოვთავსდი და დავიძინე. დღეები მალე გავიდა, ახლა უკვე აეროპორტში ვიყავით და მათ ველოდებოდით. მათემ სახლში დავრჩებიო. სირცხვილია მანდ ხომ არ გავეცნობიო. ბექაც მას აჰყვა, სიურპრიზს გავუკეთებ ბიჭებსო. ისინიც მალე გამოჩნდნენ. მთელი ძალით მოვეხვიე დამიანეს და ცოტნეს. დემეტრეს და ალექსანდრეს კი მხოლოდ გავუღიმე, მაგრამ დემემ ეს რა არის სულ არ მოგენატრეო და მანაც ძლიერად ჩამიხუტა. სახლისკენ დავიძარით, ლიკა და მარიამი მე წავიყვანე, ბიჭიები კი ალექსანდრეს მანქანით წამოვიდნენ, რომელიც აეროპორტში ჰყავდა დატოვებული. მანქანა ეზოში გავაჩერე და ახლახანს გადმოსულ ცოტნეს წინ ავესვეტე. -ცოტნე იცი ჩვენთან ვინ არის? -ახლა ჩამოვედი მე რა უნდა ვიცოდე? -გამიღომა და ხელი გადამხვია. -აუ რა ულოგიკო ხარ რა. -ყველაზე კარგი ვარიანტია სიძე დამხვდეს. -ორივეს გაგვეღომა, მაგრამ ალექსანდრეს ჩაწითლებულ თვალებს წავწყდი თუ არა მაშინვე შევწყვიტე სიცული.თვალებში ჩავხედე თითქოს ამ მდგომარეობის მზეზს ვეძებდი, თუმცა მალევე სახლის კარი გააღო დამიანემ და შიგნით ავღმოჩნდი. შინ შესულმა ხმამაღლა დავიძახე. -ბექა მოვედით.- ცოტნეს გავხედე. -ცოტნე. -სამზარეულოდან გამოვიდა ბექა და ძმაკაცს მოეხვია. -არ მჯერა ტო მართლა ჩამოხვედი და არ მეღადავებოდი? -ეგ შენ გეგონა ღადაობა თორე მე ერთი კვირაა აქ ვარ. -ბექა როგორ ხარ? -ახლა დამიანე მოეხვია. -ალექსანდრე ეს მარიამის ძმაა ბექა. -გააცნო მასაც და დივანზე დასხდნენ. -ერთი წუთი ყურადღება, აქ კიდევ ერთი პიროვნებაა. -ვუთხარი და მათეს ვანიშნე გამოსულიყო. -მოიცა მართლა სიძე დამახვედრე გოგო? -ინტერესით გადმომხედა ცოტნემ. -ხო ზუსტად 100% გაიცანით ეს მათეა. -ვააა მათე შენც აქ ხარ?! -გადაეხვია ცოტნე. -მოიცა თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს? -ეს გრძელი ისტორიაა პრინცესა. -მითხრა ცოტნემ და თავის ადგილს დაუბრუნდა. -"ეს გრძელი ისტორიაა პრინცესა"-გავაჯავრე ცოტნე და სასაცილოდ დავეჭყანე.ჩემს საქციდლზე მათესაც გაეღიმა, ხელი გადამხვია, გულზე მიმიხუტა და თავზე მაკოცა. ოთახს თვალი მოვავლე და ისევ ალექსანდრეს ჩაწითლებულ თვალებს გადავაწყდი. ვიფიქრე დაღლილია ისიც და მეც თქო და ყურადღება აღარ მივაქციე. მალე სუფრას მიუჯექით. ანდრიას დამიანეს კალთაში დაეძინა. მათემ მე ავიყვანო, ფრთხილად გამოართვა და კბეებს აუყვა, ლიკამ კი მე მთხოვა მათეს დავხმარებიდი, ანდრეა დავაწვინეთ და გამოვბრუნდით. მაგრამ გამახსენდა რომ ტელეფონი საწოლზე დამრჩა და უკან მივბრუნდი, ტელეფონი ავიღე და ოთახი დავტოვე, ისევ ის, ისევ იქ, ისევ იმავე მდგომარეობაში, ისევ მე მიყურებდა, მაგრამ ამჯერად ნასვამი სულაც არ იყო. რამაც უფრო შემაშინა, რადგან არ მინდოდა მაშინდელი სიტყვები გაეგრძელებინა. ამიტომ გვერდის ავლა გადავწყვიტე თუმცა მკლავზე მომკიდა ხელი და კედელთნ მიმიმწყვდია. -შენსა და მათეს შორის რამე ხდება? -მკითხა და თვალებში შემომხედა. -რაში გაინტერესებს? -მიპასუხე რომ გეკითხები. -ეს თხოვნას კი არა უფრო მოთხოვნას გავდა, მაგრამ არ ვაპირებდი დანებებას. -არაფერს არ გეტყვი. -ვინმე თავი რომ დაგაფიცო არ მაშინ? -მითხრა და დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე. -ვინ უნდა დამაფიცო ისეთ ვინც... -სიტყვა გამაწყვეტინა. -ჩემს თავს გაფიცებ. -არაფერი სერიოზული, უბრალოდ მხოლოდ მეგობრები ვართ მეტი მართლა არაფერი.-პატარა ბავშვივით მოვყევი თავის მართლებას, თუმცა როცა გავიაზრე რა ვთქვი სიმწრით ტუჩეზე ვიკბინე. კარგად შევამჩნიე როგორ შეეცვალა სახე ალექსანდრეს. ერთხანს ჩუმად მიყურებდა თითქოს რაღაცის გაკეთება ან თქმა სურდა და თავს იკავებდა, მერე ახლოს მოვიდა ცხელი ტუჩები შუბლზე მომაკრო და თვალებში შემომხედა. -მჯერა. -მითხრა და კიბეებს დაუყვა. დაბლა ჩავედი,ნიტას და მარიამის შუაში დავიკავე ადგილი, მეგონა წასული იყო, თუმცა ცოტახანში ის ჩემს წინ დაჯდა. სიტუაციით შეწუხებულმა კი უკმაყოფილოდ ამოვისუნთქე. თან ისევ ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ მას ამდენის უფლებას ვაძლევდი. ყოველთვის ვიცოდი ზღვარი თუმცა მასთან ეს არ გამომდიოდა.ჩემი უხასიათობა მალევე შეამჩნიეს გოგონებმა. -ტას რამე მოხდა? -მკითხა მარიამმა. მე კი თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -რა მოხდა? -ახლა ნიტა მომიბრუნდა. ყველაფერს მოგიყვებით.-ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვები. ცოტახანში ოთახში ვიყავით მათაც ვუამბე ყველაფერი რაც კი ალექსანდრესთან მაკავშირებდა. -მოსწონხარ, ან უყვარხარ უკვე! -მითხრა ნიტამ. -არა ეს შეუძლებელია. -დაფიქრდი ტას, ხომ ხედავ რაზე გიჭედავს, უბრალოდ ბიჭმა გაგიღიმა და ხელი გადაგხვია, ამან კი რახდება თქვენს შორისო! -დაამატა მარიამმა. -არ შემიძლია მარ, არა- ცრემლებმა გაკვალეს გზა და პირველად ამდენი ხნის განმავლობაში არ ვცდილობდი თავი შემეკავა, მინდოდა ბოლომდე დავცლილიყავი. -თქვენ ხომ იცით რომ არ შემიძლია, გთხოვთ აუხსენით, რომ.... არ ვიცი.... არ შემიძლია... -კარგი დაწყნარდი- მამშვიდებდა მარიამი. -ყველაფერი მოგვარდება ტას, მოდი წყალი დალიე. და ეცადე დამშვიდდე. -წყალი მომაწოდა ნიტამ მეც უსიტყვოდ გამოვართვი და ბოლომდე ჩავცალე. მარიამს დავუდე თავი კალთაში ის კი თმაზე მეფერებოდა, ნიტამ პლედი მომაფარა და თვითონაც ჩამეხუტა. -მარტო ასეთ მეგობრული სიყვარულის უფლება მაქვს, სხვა სიყვარულის არა. უბრალოდ არ შემიძლია. -ვგრძნობდი ცრემლებს თვალებზე მაგრამ ძალა მოვიკრიბე და თვალები დავხუჭე რომ არ გადმოელახათ ჯებირები. არ მახსოვს როდის ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.