შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლამდე (პირველი ამბავი)


5-10-2018, 19:27
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 1 170

პირველი ამბავი

ავლაბრის, ძველი, ნესტიანი, ოღროჩოღრო გზებიდან, სადაც ქვაფენილები ნახევრად ამოვარდნილი და დაბრეცილია, ისმოდა ტომ იორკის მელანქოლიური ხმა. მელოდია ისმოდა გარეთაც, გასარჩევად, იქვე ტროტუარზე ფეხებშემოლაგებულ მოხეტიალეს არ გასჭირვებია სიტყვების გარჩევა. ,, sorry darling, its too cold, its too cold” - ჩაიღიღინა და თვეების მოშვებულ წვერზე ხელი მოისვა. ,, but still remember me, remember me ”, გაეცინა, გაიხსენა ბოლოს ვისთვის იყო სადარდებელი და დადუმდა. მუსიკაც გაჩერდა, თუმცა შემდეგ საგინებელმა სიტყვებმა ყურთასმენა წაიღო.

- შენი დედა *ევეცი !- გოგონა ისწორებდა ტყავის მოსაცმელს - შე *ირო ! !- გოგონა ისწორებდა თმას - ასე არ დამთავრდება ეს ამბავი შე კლოუნო, დედას მოგიტ*ნავ ! - გოგონა დაფიქრდა და მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა.

ირლანდიული პაბი, დღეს მას არ სწყალობს. კარები ცხვირწინ მოუჯახუნეს.
არ შეიმჩნია. მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შესაკრავი გაისწორა და ამაყად გაემართა დაღმართისკენ.
,, იმედია არ დაგორდება“ - გაეფიქრა მოხეტიალეს და ფეხები უფრო ახლოს შემოიკეცა ,, ლუდს შევთავაზებდი, მაგრამ დამცინებს“.
ეს ფიქრები საჭირო აღარ იყო.
მის გვერდით ჩამოჯდა და ქერა თმა უკან გადაიყარა. სავსე მკერდი მოუჩანდა შავი მოტმასნილი ზედატანიდან, მოკლე ქვედაბოლოს მოსაცმელი უფარავდა, ტუჩები ჰქონდა თხელი, გამხმარი, შინდისფრად შეფერილი. თვალები უმეტყველო. ასე თუ ისე შეეხედებოდა.

სევდანარევი თვალები მიაპყრო მოხეტიალეს, რომელსაც წვერზე ლუდის წვეთები ჰქონდა შერჩენილი.

- აქ რას აკეთებ? - ჰკითხა გოგონამ და სევდაში ზიზღი გაერია - ზიხარ აქ და... რავიცი, რამდენი წლის შეიძლება იყო. ოცდაათი? ორმოცი? ზიხარ და სვამ. ჩემნაირ ნაშებს აკვირდები. მაგარია რა... აქ რას აკეთებ? - კითხვა გაუმეორა- ჰო, რა ჩემი საქმეა...
- თქვენ... ქალბატონო... - ხმა დაუდუმდა, ძლივსღა მოიკრიბა ძალღონე - იგინებოდით იქ.
- ჰო ვიგინებოდი, საგინებელი იყო და ვიგინებოდი. კაცებს მხოლოდ სექსი უნდათ, პატივისცემა კი აღარ იციან. დაფასოებული ხორცი ვართ ქალები, ახალი, ჯერ კიდევ უსისხლო, მჭლე და ა.შ... ასეთები რა...
- ქალბ... - ისევ აებურდა ენა - ქალბატონო, გაწყენინეს?

გოგონამ გულიანად გადაიკისკისა და მოხეტიალეს მხარზე ხელი მოუთათუნა.
- შემომხედე რა, მიყურებ? ... ლამაზი ვარ, მაღალი ვარ, კარგი ძუძუები მაქვს. ყველაფერი მაქვს რაც, მინდა მქონდეს. ვერთობი როცა მინდა, ფული მაქვს, თავსაც ვუვლი, ეპლიაციას ვიკეთებ ყოველთვე. კარგი ცხოვრება მაქვს. მართლა ბომჟო, ძაან ვერთობი. ბიჭებს ვხვდები და რაღაც, მაგრამ ამას ძალიან გაუვიდა თავს. იცი რა შემომთავაზა? იცი რა?!
- ბომჟი არა - ძლივს ამოთქვა კაცმა - მოხეტიალე ვარ.
- რავი ვინც ხარ... ხოდა გიყვები, გამოვდივარ გარეთ რა, ვსვამ, მოსაწევსაც ვეწევი... ვიცი არაა მთლად კარგი... ახლა ძაან მოდაშია შემოსული. ჩემხელა ქალები ახლა ბავშვებს ზრდიან მე კიდევ სად გავერთო აღარ ვიცი. შვილები ბომჟო, შვილები, ვის რად უნდა, რაში კარგავენ დროს
- მოხეტ...
- ჰო ვიცი ვიცი, ვინც ხარ. ასე არის რა, ჩემთან ერთად უნდა წასულიყო, ხიდზეა კარგი ივენთი მაგრამ გადამაგდო, უნდა დავიშალოთ მასე სჯობსო. რამხელა სიგოიმეა ნახე მე რომ მაგას მეტყვი. ვის რათ …
- და სახლ... –
- თქვი მიდი, თქვი - ისევ მოუთათუნა ხელი მკლავზე
- სახლში როგორი ხართ ქალბატონო, სახლში რომ მიდიხართ.
- სახლში რომ მივდივარ? - შეტორტმანდა - რავიცი,როდის მივდივარ რო...
- ყველა მიდის სახლში ქალბატონო.
- და შენ გაქვს სახლი? - ჰკითხა ღიმილით თან ჩაფიქრდა, კითხვაზე უნდოდა ეპასუხა.
- სახლი ყველას აქვს. მეც მაქვს. - ძლივს დაიმორჩილა ყბა - როგორი ხართ სახლში ქალბატონო.
- რას გადამეკიდე - უცებ აიფოფრა, - შენ მემგონი ჩემი სახლის მისამართი გაინტერესებს, მანიაკი ხარ.
- არა ქალბატონო.
- გინდა რომ უკან გამომყვე ჩუმად და გამაუპატიურო ხო? -
- არა, არა ქალბატონო - მოხეტიალემ ძლივსღა დაიმორჩილა სული რომ მოეთქვა- მე მქონდა ოჯახი. სახლიც მქონდა. ახლა მე ვარ სახლი.

- ღრმად ისუნთქე და არ გათიშო - არეულ სახლში სადაც ტანსაცმელები და რამდენიმე დამამშვიდებლის კაფსულა ეგდო, საავადმყოფოს სუნი იდგა - არ გათიშო ნანკა მიყურე - ლეპტოპის მონიტორიდან ქერა ლანდი ჩანდა.
- ვიყავი იქ, პაბში - თქვა სლუკუნით - ხალხი იყო, ბევრი ხალხი იყო. მივედი ბარამდე როგორც მითხარი, ლუდი ვიყიდე. ჩამოსასხმელი. ხალხი იყო სულ
- ამოისუნთქე - გოგონა მონიტორიდან შეწუხებული მიშტერებოდა
- მერე ვიღაც მოვიდა, ვიღაც კაცი. ხელი დამადო მკლავზე. შემეშინდა. ვეჩხუბე... და გამოვედი. მაგრამ ლუდი შევუკვეთე, ვიყავი იქ.
- მერე? –
- ავნერვიულდი მარ, ცუდი სიტყვები ვთქვი. გამოვედი. როგორც მითხარი არ დამილევია. თან ეს ტანსაცმელი... მერე ვიღაც მაწანწალა დავინახე და როგორც თქვი ვინმეს უნდა ელაპარაკოვო,მასე ველაპარაკე. ათასი სისულელე ვუთხარი მარ, მთავარი ხო ის იყო მელაპარაკა.
- აწყენინე? –
- მემგონი. შემეშინდა მარ, ხალხი იყო ბევრი, ქუჩაშიც მიყურებდნენ, ყველა მაკვირდებოდა. ეს მაწანწალა კიდევ მხოლოდ ხელებს უყურებდა, ჩემ ხელებს.
- კარგია. მისმინე, უკვე რაღაც პროგრესი გვაქვს. მთავარია რომ შეძელი გასვლა სახლიდან.
- ლუდიც ვიყიდე, მართლა - გაეცინა.- არ დავბნეულვარ.
- ცუდია რომ უფრო დიდი ხანი არ გაჩერდი.
- ვიგუდები მარ, ასე მგონია რამეს მიშავებენ. არ შემიძლია მარ, ყოველდღე ვერ გავალ.
- ხვალ კინოში უნდა წახვიდე -

ჩაბნელებული ოთახიდან სილუეტი მოჩანდა ქერა ქალის. პატარა, ძლივს შეკოწიწებულ სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი სვამდა ფორთოხლის წვენს და არჩევდა კინოს ხვალის სეანსისთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent