შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეც შემიყვარდა. (თავი მეოთხე)


6-10-2018, 22:06
ავტორი lamazi tvalebi
ნანახია 2 000

მეც ვისაუზმე და სამზარეულო დავტოვე.
მისაღებში ნიტა და ცოტნე იყვნენ. მათთან მივედი, ცოტნეს გვერდით მოვთავსდი, თავი მხარზე დავადე და მოგიზგიზე ბუხარს გავუსწორე მზერა.
-ლიკა სად მიდიხართ? -დავუძახე კიბეებზე მომავალს.
-სასეირნოდ, წამოხვალ?
-ვინ მოდის კიდევ?
-მე და დამიანე, მარიამი და დემეტრე, და მათე და ნათია.
-წყვილები მიგულაობთ რძალო. -საუბარში ჩაერთო ცოტნე.
-ეგ რა შუაშია თუ გინდათ წამოდით. -გვითხრა და იმ წამს ჩამოსულ დამიანეს ჩაეხუტა.
-არა ლიკუ თქვენ წადით, ჩვენ ანდრიას მივხედავთ. -მართლა არ მინდოდა ამ სიცივეში გარეთ გასვლა.
-კარგი მაშინ, ცოტნე შეგიძლია ნიტა მაღაზიაში ჩაიყვანო? რაღაცეებია საყიდელი, აი სიაც გამომართვი ნიტუ.
-კი რა პრობლემააა-წავალთ და მალე მოვალთ.
-ტასუნა ხომ არ შეგეშინდება ცოტახანს მარტო იქნები. ჩვენ სასეირნოდ გავდივართ, ესენი მარკეტში, სანდრო და ბექა დილიდან გასულები არიან. ხომ არ დავრჩე? -მკითხა დამიანემ.
-არა, იყოს წადით თქვენ, მე ანდრეას დავაძინებ უკვე დროა.
მალე დაცარიელდა სახლი. ანდრეასთან ავედი ოთახში. ჩემს ციცქნას უკვე ჩასძინებოდა. კომპიუტერში მულტფილმი გამოვრთე და მეც გვერდით მივუწექი. ცოტახანს ჩამეძინა, მაგრამ კარის ხმამ გამომაღვიძა. ვიფიქრე ცოტნე და ნიტა მოვიდნენ მეთქი და დაბლა ჩავედი. მისაღებში არავინ იყო. ხმა სამზარეულოდან გამოდიოდა. მეც იქით წავედი.
-ჯანდაბა... ეს რა არის... -გავიგონე ვიღაც საუბრობდა.
-ალექსანდრე.! -შეეშინდა აშკარად არა მელოდა.
-ანასტასია შენ... აქ რას აკეთებ.?
-რა იყო ჩემი შეგეშინდა?
-მეგონა ყველა წასული იყო. და...
-ხელზე რა გჭირს? -ვკითხე სისხლიანი ხელის დანახვისას.
-არაფერია უბრალოდ გავიჭერი. -უფრო მაგრად მოუჭირა ხელი ჭრილობას.
-მანახე. -უცებ დავფარე მანძილი და მისი ხელი ჩემსაში მოვიქციე. -ახლავე დაგიმუშავებ. -წყლით მოვბანე, ფრთხილად გავუწმინდე-ახლა ცოტა აგეწვება სპირტით უნდა გავწმინდო.
-არაუშავს. -მითხრა და გამიღიმა.
ხელი მიკანკალებდა, ვცდილობდი ფრთხილად გამეწმინდა. თუმცა ერთ მომენტში დავინახე როგორ დაეჭიმა ძარღვები, აშკარად ვატკინე. თვალები ცრემლით ამევსო. არ მინდოდა სტკენოდა.
-სანდრო.... მე... არ მინოდა გტკენოდა... -ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს.
-შემომხედე, არ იტირო რა, არ მტკენია საერთოდ. მომეცი თუ გინდა მე გავაგრძელებ. ოღონდ არ იტირო კარგი?!
-მართლა... არ გტკენია? -დამნაშავესავით შევხედე.
-არა, შენ მე ვერასდროს მატკენ გესმის! ახლა კი.... -მეორე ხელით ცრემლები მომწმინდა. -გააგრძელე შენი დაწყებული საქმე. -გამიღიმა, რა მემართება. არ მინდა მასთან სუსტი გამოვჩნდე მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ. ხმა არცეთს არ ამოგვიღია, შიგადაშიგ ცრემლი ჩამომივარდებოდა თვალიდან მაგრამ წამში ვიმშრალებდი.
-დავამთავრე. წავალ მე.. - მისკენ არც შემიხედავს ისე ვთქვი და გასასვლელისკენ შევბრუნდი. მაგრამ ხელი მომკიდა და ისევ თავისკენ შემატრიალა.
-ანა! -არც ამჯერად შემიხედავს მისთვის. ამიტომ ნიკაპ ქვეშ თითი ამომიდო და თავი ამაწევინა. -შემომხედე. ხედავ საღსალამათი ვარ. არაფერი არ მტკივა და ნუ ტირხარ გთხოვ.
-მე... ის...შენ... - სიტყვებს ვერ ვპოულობდი რა მეთქვა.
-კარგი, მოდი ასე მოვიქცეთ.. -მითხრა და მთელი ძალი სხეულზე ამიკრო. ნატკენი ხელი წელზე შემომხვია, მეორეთი კი თმაზე მეფერებოდა. -ახლა დაწყნარდი, და აღარ იტირო. -თავზე მაკოცა და ვიგრძენი გაიღიმა. თავს ძალა დავატანე რომ ცრემლები შემეკავებინა. სიტუაცია გავიაზრე, თითქოს მსიამოვნენდა მისი სიახლოვე, მისი გულის ცემა მესმოდა, მის სურნელს ვგრძნობდი. ოდნავ ავწიე თავი და მის ყავისფერ თვალებს წავწყდი. მასში დავიკარგე. მისმა შეხებამ მომიყვანა გონს. სახეზე მეფერებოდა. უცებ შევუშვი ხელი და სწრაფად მოვცილდი.
-მე... ოთახში ავალ... -ვთქვი და სამზარეულო დავტოვე. ზემოთ ავედი ჯერ ანდრეას დავხედე ისევ ისე მშვიდად ეძინა. მერე კი ჩემს საძინებელში შევედი. საწოლზე მოვიკეცე და ტირილი დავიწყე. ღმერთო როდის მერე გავხდი ასეთი სუსტი. ჩემს თავზე ვბრაზობდი, არასდროს არავისთვის არ მიმიცია ამდენის უფლება მასთან რა მემართება. არ მინდა დავიჯერო რომ მე ის მართლა შემიყ.... არა ეს სისულელეა. ნუთუ ეს გრძნობა მართლა არსებობს ჩემში.? მინდა რომ ასე იყოს მაგრამ. გულს რა ვუყო მას არ ჯერა სიყვარულის. მას უნდა რომ კარები ჩარაზოს და არავის მისცეს მასში შემოჭრის უფლება, რომ აღარ ეტკინოს. აღარ დაიტანჯოს და ნაფლეთებად არ იქცეს. რეალობაში მობილურის ხმა მაბრუნებს. ლიკა რეკავს.
-გისმენ ლიკუ, რამე ხდება? -ვეცადე მშვიდად მეპასუხა.
-ტასო რა ხმა გაქვს?
-არაფერი უბრალოდ ცოტა მეძინა და ალბათ მაგიტომ გეჩვენება.
-კარგი მოვალ და გავარკვიოთ-ამ გოგოს ხომ ვერ მოატყუებ. -მოვდივართ ჩვენ უკვე, დანარჩენებიც მოვიდნენ?
-მგონი კი. -ფეხზე წამოვდექი და ეზოში გავიხედე. ისევ წვიმდა-ამ წუთას მოვიდნენ ცოტნე და ნიტაც.
-კარგი მოვალთ და რამე მოვამზადით ვახშმისთვის, მანამდე კი მე და შენ სასაუბრო გვაქვს.
-ლიკ... -ტელეფონი გამითიშა. სააბაზანოში შევედი. მოვწესრიგდი. მერე ანდრეასთან გავედი მაგრამ ოთახში არ დამხვდა. ძებნა დავუწყე, დაბლა ჩავედი და დავინახე ალექსანდრეს ეთამაშებოდა. შემამჩნია თუ არა მაშინვე ჩემთან გამოიქცა. მეც ხელში ავიყვანე და იქვე დივანზე ჩამოვჯექით. მალე დანარჩენებიც მოვიდნენ. ლიკამ შემომხედა და მანიშნა გამომყევიო. ოთახში ავედით. მასთან დასამალი არაფერი არ მქონდა, ყოველთვის თავუსუფლად ვესაუბრებოდი და არც ახლა გამჭირვებია. მშვიდად მისმენდა.
-ანასტასია რაღაცას გკითხავ კარგი? -თავი დავუქნუე. -აი ეს რას გეუბნება -მითხრა და ხელი გულზე დამადო.
- არ ვიცი ლიკა ხან რას და ხან რას. დღეს მაგალითად თავიდან სიხარული და ბედნიერება ვიგრძენი, მერე კი შიშმა მომიცვა. შემეშინდა რომ ერთ დღეს ისიც დამტოვებდა. და ისევ მეტკინებოდა.
-კარგი, მხოლოდ ერთს გირჩევ, ცადე თუ არ ცადე ვერ მიხვდები, ცოტა მოეშვი და მასზე არ იფიქრო, დროებით თავისუფალი გოგო იყავი და ცხოვრება თვითონ გიჩვენებს გზას.
გავუღიმე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
-მადლობა ლიკა...
-კარგი ახლა გეყოს, მიდი მოწესრიგდი და დაბლა ჩავუდეთ, მოვამზადოთ რამე. ცოტახანში გემრიელად ვივახშმეთ, სუფრა ავალაგეთ და ისევ ბუხართან მოვთავსდით. ვსაუბრობდით ათას თემაზე. ვუყურებდი მათ და ვგრძნობდი რომ ეს იყო ჩემი ოჯახი, და ამისთვის ნათესაობა არაა მთავარი. ყველა და ყველაფერი დავივიწყე და მხოლოდ განტვირთვაზე გადავერთე. ლიკა მართალია ცოტა დასვენება არ მაწყენს. საღამომ წყნარად ჩაიარა, დილას ახალი ენერგიით გავიღვიძე. სასეირნოდ გავედით მე ბექა და ცოტნე.
-ცოტნე სად ვართ? -ვკითხე რადგან უკვე შორს ვიყავით გამოსული
-სვანეთში. -მიპასუხა გაიცინა და გზა გააგრძელა.
-წამოდი ზემოთ ავიდეთ-ხელი ჩამჭიდა ბექამ. მთისკენ მივიწევდით და შიში უფრო მიპყრობდა. სიმაღლის ბავშვობიდან მეშინოდა.ვგრძნობდი რომ ფეხებში ძალა მეცლებოდა.
-ტასო ნახე რა სილამაზეა. -მითხრა ბექამ და უფრო მაღლა გადაინაცვლა. ლამაზი ნამდვილად იყო იქაურობა. მაგრამ მე მეტი აღარ შემეძლო.
-ბექა! -ვიყვირე როცა ის ვეღარ შევამჩნიე. -ჯანდაბა... სად წავიდა. ცოტნეე! -ახლა მას დავუძახე თუმცა გამახსენდა რომ ის არ ამოგვყოლია.
-სულელი ხარ ანასტასია, გეთქვა რომ გეშინოდა, ახლა რას გააკეთებ ერთი მაინტერესებს. უკან არ მივიხედავ, და ბექას დაველოდები. ბექააა-კიდევ ერთხელ დავუძახე.
-აქ ვარ მოვდივარ. -მალე ისიც გამოჩნდა -რა ხდება? -მკითხა და შემომხედა-ტასო ფერი არ გადევს ხო კარგად ხარ?
-მაღლა ვართ, თან ძალიან, ძალიან მაღლა.
-მერე რა?.... ჯანდაბა სულ დამავიწყდა. ტასო დამშვიდდი-ხელი ჩამჭიდა და ისევ ფრთხილად ჩამიყვნა დაბლა. -აი მორჩა მშიშარა სამშვიდობოს ხარ-გამიღიმა და ჩამეხუტა.
-რა გაცინებს კინაღამ გული გამისკდა.წავიდეთ რა სახლში.
მანქანაში დავსხედით და წვიმაც დაიწყო. საშინლად წვიმდა. ბექას ცოტნემ დაურეკა.
-ტას, სპიკერზე ჩართე თორე სადღაც ავილეწებით ამ ამინდის გადამკიდე. -
ტელეფონი გამოვართვი და ზარს ვუპასუხე.
-ბექა სად ხარ შენ?
-მე კიარა შენ სად ხარ ცოტნე, რა დროს გაქრი?
-ნიტა მოვიდა და სასეირნიდ წავედით მეგონა სანამ ჩამოხვიდოდით ჩვენც მოვიდოდით, მაგრმ წასული დაგვხვდი, მიდი რა მოგვაკითხე თორე გავიყინეთ.
-სახლთან ვარ ტასოს დავტოვებ და გამოვალ. -სახლში მიმიყვანა და წავიდა.
სახლში შევედი და სითბო მესიამოვნა. ბუხართან დავჯექი, სიჩუმე იყო ალბათ ყველელა გასულა თქო ვიფიქრე.
-გამომართვი, დალიე. გაგათბობს. -ფიქრებიდნ ალექსანდრეს ხმამ გამომიყვანა.
-შენ აქ ხარ... მადლობა -ჩაი გამოვართვი, ისიც გვერდით მომჯდა -დანარჩენები სად არიან? -ვკითხე და ჩაი მოვსვი, მესიამოვნა ცხელი სითხე.
-მათე და ნათია ზემოთ არიან ანდრეასთან. ლიკა, დამიანე, მარიამი და დემეტრე ცოტახნის წინ გავიდნენ. სხვა არ ვიცი.
-გასგებია. კარგი მეც ზემოთ ავალ.
-ანასტასია, რატომ გამირბიხარ? -ღმერთო ჩემო ეს ბიჭი ჩემს აზრებს კითხულობს.
-არ გაგირბივარ, უბრალოდ დავიღალე და დასვენება მინდა.
-კარგი ასე იყოს წადი დაისვენე-ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა. საღამომდე არ ჩანდა. ყველამ დაიძინა მეც ჩემს ოთახში ვიყავი, ვერ ვიძინებდი, გარეთ ისევ წვიმდა. საათს დავხედე 12სრულდებოდა. ნეტავ სად უნდა იყოს. ჯანდაბა რატომ ფიქრონ ანასტასია ამდენს მასზე დაიძინე. გვერდი ვიცვალე და ძილისთვის მოვემზადე, თუმცა კარებზე კაკუნმა შემიშალა ხელი. ავდექი ხალათი მოვიცვი და კარი გავაღე, ალექსანდრე იყო სულმთლად სველი და ნასვამი. გამიღიმა, კედელს მიეყრდნო და მე მიყურებდა.
-ალექსანდრე აქ რას აკეთებ? -ვკითხე და ოთახის კარი გამოვხურე.
-მომენატრე და მოვედი.
-ნასვამი ხარ წადი დაიძინე.
-არა! ჯერ ვუსაუბროთ და მერე.
-ალექსანდრე, სველი ხარ გაცივდები, წამოდი გამოიცვალე -ვეცადე თემა შემეცვალა.
-აი ისევ თავს მარიდებ. ასე გეზიზღები რომ ჩემთან ლაპარაკი არ გინდა?
-ნუ სულელობ, სანდრო, შედი ოთახში და თავს მიხედე. -თავის ოთახთან გავაჩერე და ვანიშნე შესულიყო.
-ერთი პირობით, დამელოდები და ვისაუბროთ, თუ არადა ასე ვიქნები სანამ სიცხისგან არ მოვკვდები. -მისი ეს სიტყვები გულზე მომხვდა.
-კარგი, ოღონდ ჯერ შხაპი მიიღე და ტანსაცმელი გმოიცვალე მეც მალე მოვალ. სააბაზანოში როგორც კი დივიგულე ოთახში გავედი, ტანსაცმელი ჩავიცვი და მასთან დავბრუნდი. მალე გამოვიდა. სპორტული შარვალი და თეთრი მაისური ეცვა, თმა ჯერ კიდევ სველი ჰქონდა და პირსახოცით იმშრალებდა. რომ დამინახა არ გაკვირვებია მაგრამ გაიღიმა, მივხვდი ეს ტანსაცმელის გამო იყო.
-არ შეგჭამდი ხალათით რომ ყოფილიყავი. -მითხრა და ისიც საწოლზე ჩამოჯდა, კიდევ გაიღიმა და ზურგზე გადაწვა.
-ვხედავ ცხელმა წყალმა გონს მოგიყვანა. ამიტომ გავალ მე კარგი.
-არა! -ისე მითხრა არც შემოუხედავს ჩემსკენ. -უნდა ვისაუბროთ.
-ალექსანდრე გთხოვ არ გინდა.
-რა არ მინდა ტასო რა?! -ფეხზე წამოდგა და თვალებში შემომხედა. -ამიხსენი, აღარ ვიცი რა ვიფიქრო, მაგიჟებ გესმის. თავიდან მეგონა რომ თამაშობდი მაგრამ ახლა ვეღარ ვხვდები რას აკეთებ. -სახეზე ჩამოისვა ხელი. -შემომხედე. -თავი ამაწევინა. -მიყვარხარ გესმის! არ მაინტერესებს რამდენად რომანტიულია ეს ყველაფერი მაგრამ ვიცი რომ ეს გრძნობა ნამდვილია. მითხარი რამე, ჩუმად ნუ ხარ ტასო.
-მეშინია, სანდრო, მეშინია. სიყვარულის მეშინია.გამიგე, გთხოვ.
-რატომ ანასტასია რატომ?
-იმიტომ რომ ის საშინელი რამააა, ერთადერთი რისიც მეშინია სიყვარულია, არ მინდა ვინმე მიყვარდეს რადგან ვიცი რომ საკუთარ თავზე, სიცოცხლეზე და საერთოდ ყველაზე და ყველაფერზე მეტად შევიყვარებ, რომ მომიწიოს მის გამო ყველაფერზე ვიტყვი უარს და ეს არ მინდა. შეიძლება არასწორად ვფიქრობ მაგრამ სიყვარული ჩემთვის ტკივილია გესმის! ამიტომ არ შემიძლია არ მაქვს საკმარისი ძალა ამ ტკივილს გავუძლო. უკვე დავკარგე საყვარელი ადამიანები რომლებიც ჩემთვის ბევრს ნიშნავდნენ, და ამიტომ ვამბობ ამას.-ვტიროდი და იმის თავიც არ მქონდა ემოციები მეკონტროლებინა.
-ანასტასია. -ჩემსკენ წამოვიდა
-არ გთხოვ არ შემეხო, არ გინდა, მაპატიე უბრალოდ მაპატიე. არ შემიძლია ვიყო ისეთი როგორსაც იმსახურებ.
-ზუსტად ისეთი ხარ როგორიც მინდა იყო. მეც გამიგე დიდხანს ვიფიქრე, შენზე, ჩემზე, ჩვენზე. არაა ადვილი ასე უმოქმედოდ ვიყო, შემომხედე, შემომხედე და ისე მითხარი რომ გძულვარ ჩემი სიყვარულის გამო და გპირდები ამ საკითხზე ხმას აღარ ამოვიღებ.
-სანდრო გთხოვ...
-ნუ მთხოვ ანასტასია, უბრალოდ მითხარი... გისმენ
-არ შემიძლია ამას ვერ გეტყვი-ვუთხარი და ოთახი დავტოვე.
-გიყვარვარ ანასტასია და არ გინდა დაიჯერო, მაგრამ არაუშავს მე ყველფერს გავაკეთებ და არ დაგთმობ.
ოთახში შევედი, ჰაერი არ მყოფნიდა. როგორ შეიძლება ამ ადამიანმა ამხელა გვლენა იქონიოს ჩემზე, რატომ არაფერს აქცევს ყურადღებას, რატომ არაფერს ნიშნავს მისთვის ჩემი სიტყვები. რა გავაკეთო?! ძლივს დავწყნარდი, როდის ჩამეძინა არ მახსოვს. დილას შვიდ საათზე ავდექი ჩანთა ჩავალაგე და დაბლა ჩავედი, მისაღებში ლიკა დამხვდა.
-ტასო, რა მოხდა? ეს რა ჩანთააა.. სად მიდიხარ?
-აღარ შემიძლია ლიკა აქ გაჩერება. ვერ ვსუნთქავ ამ კედლებში. წასვლა მინდა.
-მოდი დაჯექი და მომიყევი რა ხდება.-დივანზე დავსხედით და ყველაფერი ვუამბე.
-და წასვლით რას უშველი, ისიც ხომ ჩამოვა თბილისში, მერე სად წახვალ?
-არ ვიცი, ცოტახანს ხომ მაინც ვიქნები მისგან შორს. შეიძლება ქალაქში არც ჩავიდე დ სადმე სხვაგან გავჩერდე.
-კარგი როგორც შენ გინდა.... მოდი ჩაგეხუტო-ძლიერად მოვხვიე ხელები. -დამირეკე და გამაგებინე სად იქნები. -ლიკას დავემშვიდობე, მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი.
ალექსანდრე :
დილას ისევ გუშინდელ ღამეზე ვფიქრობდი. მას არ უთქვამს რომ არ ვუყვარვარ, მაგრამ არც ის უთქვამს რომ ვუყვარვარ, რთული სიტუაციაა, ბექა მართალი იყო შარში ვარ. სწრაფად მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი, ვისაუზმეთ. სახლიდან გასვლას არ ვაპირებ სანამ ანას არ ვნახავ, ამიტომ ბიჭებთან ერთად დივანზე მოვთავსდი.
-წადით ვინმემ გააღვიძეთ ის ქაჯი, თორე გაიგუდება ამდენი ძილით, უკვე ათი საათი დაიწყო. -თქვა ბექამ
-ჩემი დაქალი ქაჯი არაა, შენ შენს ძმაკაცებს მიხედე, შეხედე მთელი დილაა სახე ჩამოტირის სანდროს. -გამოესარჩლა მარიამი. -ისე ნიტუ, შენ არ ასულხარ?
-ვიყავი მაგრამ კარი ჩაკეტილი აქვს.
ცოტა დავიძაბე, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.
-წავალ მე ვნახავ-ფეხზე წამოდგა დამიანე
-ტასო წავიდა! -მეხის გავარდნას გავდა ლიკას ხმა, ყველა ადგილზე გაგვაშეშა. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, იმის გააზრების შემდეგ რომ ის ჩემს გამო წავიდა.
-სად ლიკა, ან რა დროს წავიდა? -არ ჩერდებოდა დამიანე
-დილას, ადრე. მეტს ვერაფერს გეტყვით, მეც არ ვიცი სად, მაგრამ ვიცი რომ ეს სჭირდებოდა.
-რას ნიშნავს სჭირდებოდა? ტელეფონი სადაა უნდა დავურეკო-მობილურს დასწვდა დამიანე. -გადის მაგრამ არ პასუხობს.
-ლიკა, არაფერი უთქვამს სად მიდიოდა? ან ვისთან? ან რატომ? -ფეხზე წამოდგა ცოტნე.
-არა ცოტნე არაფერი უთქვამს, თუმცა დამპირდა რომ დამირეკავდა და მეტყოდა სად იქნებოდა.
ერთი საათის განმავლობაში ვცდილობდით მასთან დაკავშირებას. ბოლოს ვეღარ გავჩერდი.
-დამიანე შეიძლება ვილაპარაკოთ. მე და შენ?
-საჩქაროა? -მკითხა გაკვირვებულმა
-კი. ზუსტად სიტუაციას ეხება.
-ალექსანდრე, რის თქმას აპრებ, ტასო ხომ,.... -სიტყვა გავაწყვეტინე ლიკას.
-ვიცი რიმ ყველაფერი იცი, მგონი საჭიროა დამიანემაც იცოდეს -გავუღიმე ლიკას და ოთახი დამიანესთან ერთად დავტოვე. ყველაფერი მოვუყევი. ვიცოდი რომ მდგომარეობას სწორედ შაფასებდა.
-არ ვიცი რა გითხრა, სანდრო, შენ ჩემი ძმაკაცი ხარ. ის ჩემი დაა.... რთულია. მაგრამ მჯერა რომ ამ სიტყვებს ჰაერზე არ ამბობ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა თუ ჩემს დას გულს ატკენ...
-ვიცი, ვიცი. და დამიჯერე მას არასდროს ვატკენ. გპირდები რომ ახლაც ვიპოვი რადაც არ უნდა დამიჯდეს.
-კარგი მოვემზადოთ და თბილისში დავბრუნდეთ იქნებ იქაა. თორემ მერე მართლა აღარ ვიცი სად ვეძებო.
მალე ქალაქში ვიყავით თუმცა ტასო იქ არც იქ იყო. გოგონები თითქოს აღარც ღელვდნენ. ოთხივეს სახეზე ეტყობოდათ რომ ანასტასიას ესაუბრენ და ზუსტად იციან სად იყო. ამის თქმას კი არცეთი აპირებდა. ამიტომ მეც ჩემს მეთოდს მივმართე.
-ალო, ზურა, ალექსანდრე ვარ, როგორ ხარ?..... მეც კარგად, შენი დახმარება მჭირდება მანქანის ნომერს მოგწერ და გამიგებ სად იმყოფება?.... კარგი ძმა ხარ. -ტელეფონი გავუთიშე, ახლა მხოლოდ ლოდინი დამრჩენია. ოთხი საათი იყო ზურამ მისამართი რომ მომწერა.
-მაშ ასე ქალბატონო ანასტასია, ესეიგი რაჭაში ვართ, კარგი დამელოდე მოვდივარ.
ჯერ დამიანესთან მივედი, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, ყველასთვის რომ მეთქვა ვიცოდი რომელიმე დაურეკავდა და ეტყოდა რომ მივდიოდი.
-დამიანე, ერთი წუთით -ეზოში გავედით და სიტუაცია ავუხსენი, ვთხოვე არაფერი შეემჩნია. მანქანაში ჩავჯექი და რაჭისკენ წავედი.
ანასტასია :
გზაში ვიყავი ტელეფონზე გაუთავებლად რომ დაიწყეს რეკვა. მივხვდი რომ ყველაფერი გაიგეს. ამიტომ თბილისში წასვლას აზრი არ ქონდა. ტელეფონი ავიღე და ნიტას მივწერე თავუსუფალ მომენტში დაერეკა. ზარმაც არ დააყოვნა.
-ტასო სულ გაგიჟდი ეს გაქცევა რა საჭირო იყო?
-მარიამ? შენ რათ გინდა ნიტას მობილური?
-მეც აქ ვარ! ლიკამ ყველაფერი მოგვიყვა ის და ნათიაც აქაა. ახლა გვითხარი სად ხარ.
-როგორც კი დამიანეს ზარი შემოვიდა მივხვდი რომ ძებნა დამიწყეს, და სამტრედიაში გავჩერდი.
-არ გაბედო და თბილისში არ წახვიდე, ახლა ბარგის ჩასალაგებლად ამოგვიშვეს.. -მითხრა ნათიამ
-აბა რა ვქნა? ალექსანდრეს ნახვა არ მინდა.
-რაჭაში წადი,დეიდაჩემთან.
-არ ნიტა არაა საჭირო ვერ შევაწუხებ მათ.
-ოოო რა შეწუხებაა, პირიქით გაუხარდებათ. დავრეკავ და ყველაფერს მოვაგვარებ.
საღამოს უკვე რაჭაში ვიყავი. ბავშვობაში თითქმის ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდით. ისინი მივსებდნენ იმ სიცარიელეს რაც სულში მქონდა.
-ჩემო გოგო, რამდენი ხანია აქ არ ჩამოსულხარ, როგორ მოგვანატრე თავი.ასე უნდა დაკარგვა? -გულში მიკრავდა დეიდა.
-რავიცი აბა, ამ სამსახურის გადამკიდე ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. ნიტა იყო ჩამოსული?
-არა ჩემო გოგო, მხოლოდ აეროპორტში ვნახეთ ეგ და დემეტრე, ეგ იყო და ეგ. შენ რას შვები როგორ მიდის საქმეები?
-ცოტა გადავიღალე, დასვენება გჭირდებაო ჩემმა რძალმა და ნიტამ აქეთ მიკრა თავი. -ორივეს გაგვეცინა
-მიდი ადი ოთახში, მოეწყვე, დაისვენე და ჩამოდი ვივახშმოთ. ამასობაში ბიძაშენიც მოვა. -მეც უხმოდ დავტოვე ოთახი, საძინებელში ავედი მოვწესრიგდი და ცოტა ხანს საწოლზე წამოვწექი. ერთ საათში დაბლა ჩავედი.
-არ მოსულა ძია? -ვკითხე სამზარეულოში მოფუსფუსე დეიდას.
-დარეკა მალე მოვალო, მაგრამ არ მითქვამს აქ რომ ხარ.
-კარგია, სიურპრიზი უქნება. უფ რა გემრიელი სუნია. -ვუთხარი და ძლიერად მოვეხვიე.
-მოიცადე ტელეფონი რეკავს. -მოზუზუნე მობილურს ხელი დაავლო. -გისმენ ზაზა რახდება?.... ვინ არის?.... კი მაგრამ... კარგი ხო მოიყვანე.... გამაგიჟებს ეს კაცი. ტასო დეიდა, ბიძაშენს ვიღაც ბიჭი მოჰყავს დასარჩენი უთხოვია, პრობლემა ხომ არაა. -მკითხა მორიდებით.
-არა დეიდა, მოიყვანოს ვინც უნდა. - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-თინაა, მოვედით, სად ხარ? -სახლში ბიძიას ხმა გაისმა.
-გამოვალ ახლავე. -სამზარეულო დავტოვეთ.
-ძიააა-ვიყვირე მის დანახვაზე.
-ძიას გოგო, როდის ჩამოხვედი. რატომ არ გაგვაფრთხილე...
- მომენატრეთ და ჩამოვედი. -ვუთხარი და მოვეხვიე.
-კარგით გეყოთ ასე კარებში ხომ არ იდგებით, შემოდით, ის ბიჭი სად არის? გადაიფიქრა მოსვლა.
-არა მანქანას დააყენებს და შემოვა, მიდი შედით თქვენ ეს პარკები შეიტანეთ, მე ღვინოს ამოვუტან ჩემს გოგოს, ხო დალევ ძია?-მკითხა.
-შენთან ერთად შხამსაც დავლევ ძიაკო.მომეცი ამათ მე შევიტან. -პარკები გამოვართვი და სამზარეულოში დავაწყვე.
-დეიდა მიდი იქ ჭიქები დევს და სუფრაზე დაალაგე, საჭმელს მივხედავ არ დამეწვას და სტუმართან არ შევრცხვეთ.-მითხრა ღიმილით
-კარგი ჩამოვიღებ. -ჭიქები ავიღე და სინზე დავაწყვე. - წყალს დავლევ და გავიტან.
-მოდი შვილო, შემოდი. თინააა!.. -სახლში ბიძია შემოვიდა და მისი საუბრიდან გამომდინარე ის ბიჭიც მოიყვანა.
-მოვდივარ-სამზარეულოდან გასძახა დეიდამ. -ტასო ჭიქები წამოიღე და წამოდი.
-კარგი დეიდა. -წყალი ავავსე რომ დამელია. სწრაფად ჩავცალე და სინზე დალაგებულ ჭიქებს დავავლე ხელი. ოთახში გავედი ის ბიჭი ზურგით იდგა, დეიდა ესაუბრებოდ. მეც გზა გავაგრძელე, სინი უნდა დამედო მისი ხმა რომ გავიგე და ლამის ხელიდან გამივარდა და ყველაფერი დავლეწე
-მადლობა ქალბატონო თინა, გპირდებით ცოტახანს დავრჩები და თავს არ მოგაბეზრებთ.
-არ არსებობს-წამოვიყვირე გაურკვევლობაში მყოფმა. -შენ... აქ..
-ტასო, კარგად ხარ შვილო? -მკითხა დეიდამ.
-კი დეიდა, ალექსანდრე შენ აქ რას აკეთებ?
-უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედი. შენ აქ საიდან? -მკითხა გაკვირვებულმა, მაგრამ შევამჩნიე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე. მივხვდი რომ ეს შემთხვევითობა არაა. ნუთუ რომელიმე მოისყიდა? ნეტავ რომელმა უთხრა სად ვიყავი?
-ტასო იცნობთ შვილო ერთმანეთს? -ფიქრებიდან ბიძიას ხმამ გამომიყვანა.
-კი ძია, ჩემი ძმის ძმაკაცია უბრალიდ მეტი არაფერი. -ვუთხარი და ალექსანდრეს მკვლელი მზერა ვესროლე. ისევ გაიღიმა, ღმერთო მგონი ეს ბიჭი იდიოტია.
-კარგია რომ იცნობთ ერთმანეთს, უხერხულადაც არ იქნებით. და არ მოიწყენთ
-ამის გვერდით რა მოგაწყენს თინა დეიდა. -ირონიულად გადმომხედა ალექსანდრემ.
-მიდით, თორემ გაცივდა ყველაფერი. -დაგვიძახა ზაზამ, სუფრას მივუსხედით. ვაჟბატონი პირდაპირ ჩემს წინ დაჯდა. ისევ ისე იღიმოდა, ვგრძნობდი რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებილი. მაგრამ რა? მისი ეს იდიოტური ღიმილი ნერვებს მაგლეჯდდა. სიამოვნებით ავკუწავდი ამ დანით. ვახშამი დავასრულეთ, თინას ალაგებში მივეხმარე. მან ჭურჭელი დარეცხა.
-დეიდა, მიდი შენ დაისვენე ამას მე გავწმენდ. -ვუთხარი და ტილო გამოვართვი რომ ჭურჭელი შემემშრალებინა.
-მომეცი, მე გავაკეთებ შენ ნამგზავრი ხარ დაისვენე.
-არა წადი მე მივხედავ. მიდი, ძია უკვე დაწვა, შენც დაიძინე. ამას მოვრჩები და მეც დავიძინებ. -ლოყაზე ვაკოცე, მანაც იგივე გაიმეორა და სამზარეულო დატოვა. საქმეს ვასრულებდი როცა სამზარეულოში ფეხის ხმა გავიგე. უკან მივბრუნდი და ალექსანდრე იყო. ისევ ისეთი მომღიმარი.
-შენ ავარიაში ხომ არ მოყვი და თავი ხომ არაფერს მიარტყი? -ვკითხე სრული სერიოზულობით.
-არა. რატომ მეკითხები?
-რაც მოხვედი სულელივით ყველაფერზე იცინიხარ, რამე კარგი ამბავი იცი და მიმალავ?
-არა, არაფერი. უბრალოდ დარწმუნებული ვარ შენი სახე რომ გენახა როცა დამინახე შენც გაგეცინებოდა. წყალი აქიდან დავლო ხომ? -მითხრა და ონკანი მოუშვა.
-აშკარად გაგიჟდი. -თავი დანანებით გავაქნიე. ტილო იქვე დავდე. გასვლა დავაპირე თუმცა წინ გადამიდგა.
-მგონი ერთხელ უკვე გითხარი რომ შენ მაგიჟებ. ძილინებისა ანა.! -მითხრა და ლოყაზე ნაზად მაკოცა. ვერაფერი ვუთხარი. ისევ გაიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა, მხოლოდ ახლა მოვედი გონს.
-მეორედ აღარ შემეხო გაიგე! -მივაძახე უკვე კარში გასულს.



აი დაპირებული მეოთხე თავიც.



№1  offline წევრი Taattu

ძალიან მომწონს heart_eyes
ველოდები შემდეგ თავს
წარმატებები heart_eyes

 


№2 სტუმარი ლიზიკო

იცოდე მეორედ ასე არ დააგვიანო და გთხოვ ხვალ დილის საათებში დადევი ხაალი თავი მომწონს რომ იმედებს არ მიცრუებ და ისე წერ როგორც მე მიყვარს და იცოდე იცოდე კა არა გთხოვ ხვალ დილის საათებში დადო ახალი თავი

 


№3  offline წევრი დარინა

აი რა გავაკეთო ძალიან მომწონს ალექსანდრეეე, ამ ჯიუტ გოგოს მოარჯულებს, რა ეგონა ჩემი ბიჭი ვერ იპოვიდაა, მგონი აწი უფრო მაგარი თავები გველოდება.

 


№4 სტუმარი Midori

დადე გთოვ რააა????????????????????????????????????????????????

 


№5 სტუმარი ცისფერ თვალება გოგო

მიდი მიდი არ გაჩერდე მაგარია ხედავ რამდენი კითველი გყავს??
დარინა
აი რა გავაკეთო ძალიან მომწონს ალექსანდრეეე, ამ ჯიუტ გოგოს მოარჯულებს, რა ეგონა ჩემი ბიჭი ვერ იპოვიდაა, მგონი აწი უფრო მაგარი თავები გველოდება.

ლიზიკო
იცოდე მეორედ ასე არ დააგვიანო და გთხოვ ხვალ დილის საათებში დადევი ხაალი თავი მომწონს რომ იმედებს არ მიცრუებ და ისე წერ როგორც მე მიყვარს და იცოდე იცოდე კა არა გთხოვ ხვალ დილის საათებში დადო ახალი თავი

Taattu
ძალიან მომწონს heart_eyes
ველოდები შემდეგ თავს
წარმატებები heart_eyes

მეც შევდივარ მათში და იმედები არ გაგვიცრუო ხვალ დადე კაი კიდე ახალი თავი და მეც ლიზიკოსნაირი თხოვნა მაქვს დილის საათებში დადე რა. მიყ....კარგი ხარ და მაგიტო და ეს წყვილი ძალიან მომწონს.

 


№6  offline წევრი lamazi tvalebi

ლიზიკო
იცოდე მეორედ ასე არ დააგვიანო და გთხოვ ხვალ დილის საათებში დადევი ხაალი თავი მომწონს რომ იმედებს არ მიცრუებ და ისე წერ როგორც მე მიყვარს და იცოდე იცოდე კა არა გთხოვ ხვალ დილის საათებში დადო ახალი თავი

ვეცდები აუცილებლად. ❤❤❤

 


№7 სტუმარი salo

dzalian kargia. gtxovt male dadet shemdegi tavi velodebi ????

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიკო

Auu taso dzalian chedavs

 


№9  offline წევრი anuchki

აუუუუ მაგარია მართლა სანდროზე ვგიჟდებიიიიიიიიი მიყვარს ვაბოდებ .მაგრად წერ და წარმატებებიიიიიიიიიი

 


№10 სტუმარი სტუმარი მაიკო

მაგარია ძალიან ერთი ჩასუნთქვით წავიკითხე 4თავი და ძალიან მომეწონა წარმატება შენ და ველოდები ახალს იმედი მაქვს მალე დადებ????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent