მეც შემიყვარდა (თავი მერვე)
დილიდან კაფეში ვიყავი, დღესაც უამრავი საქმე იყო. შუადღეს მარიამს გავყევი სალონის საქმეები მოვაგვარედ და ისევ კაფეში დავბრუნდით. -აუ ასე მგონია ამ ქორწილის საქმეებით საშინლად გადავიტვირთები-დაიწუწუნა მარიამმა. -რა გეგონათ აბა ასე მალე რომ დაგეგმეთ? -უთხრა ნიტამ. -შენ გოგო ჩემი დაქალი ხარ თუ... -შენი მომავალი მული ქალბატონო მარიამ. -უთხრა და გაუღიმა. -არა რა როგორ დაემსგავსეთ ერთმანეთს ესე ძალიან? -ჰკითხა მარიამმა. -შენ რატომ ხარ ასე ჩუმად თქვი რამე-მომიბრუნდა ნიტა. -სანდრო წავიდა. -სად? როდის? რა გაუკეთე ასეთი? სულ გადაირიე გოგო შენ გაიგე რომ უყვარხარ. -ყვიროდა მარიამი -ეგ რა შუაშია, სამსახურის გამო წავიდა სამი დღით ბათუმში. მე არაფერი მიქნია. -ააა გასაგებია ბოდიში. -მერე რას ჩამოგტირის სახე, ხომ გინდიდა მისგან შორს ყოფნა. -მითხრა ნიტამ. -ეგ ადრე იყო. -რას ნიშნავს ეს ადრე იყო? -რასაც ნიშნავს მარიამ. -და რომ ვერ ვხვდები? -ოოო დამანებეთ თავი, წავალ ნათიას მოვეხმარები. -ვუთხარი და მაგიდა დავტოვე. საღამომდე ნერვებ მოშლილი დავდოიდი. როგორც იქნა დავამთავრე მუშაობა და სახლში დავბრუნდი. -ტასო ასე ადრე დაბრუნდი? -მკითხა ლიკამ. -ხო ვეღარ გავჩერდი. ვაიმე როგორ ცივა იცი გარეთ, გასვლა არ ღირს. -მთელი დღეა მეწუწუნება შენი ძმიშვილი გავიდეთო მაგრამ ვიცი გაცივდება და დადის გაბუსხული. -მართლა? ჩემი გიჟი ბიჭი სადაა ეხლა? -ცოტნეს უშლის ნერვებს. რაც მოვიდა არ ასვენებს. -სიცილით თქვა ლიკამ-შეიკლა ხელში საწყალი ბიჭი. მეც გამეღიმა, წარმომიდგენია ცოტნეს სახე. -წავალ ვუშველი ცოტახანს. -ვთქვი და კიბეებს ავუყევი. -ანდრეააა-დავიყვირე ბოლო ხმაზე. -მამიდააა-არც მან დააყოვნა. -მოვიდა, მამიდა მოვიდააა. -ხოდა წადი მამიდაშენთან მე დამანებე ცოტახანს თავი. -ოთახის კარი გააღო ცოტნემ. -რა ხდება? -ვკითხე და სიცილს ვერ ვიკავებდი ცოტნეს მოხატული სახის დანახვაზე. -რას ხედავ სასაცილოს ნახე რას დამამსგავსა, ალიკვალი მამიდამისია. -თქვა და ოთახის კარი მიხურა. -რა სჭირს ამას? -ვთქვი და ანდრეა ხელში ავიყვანე. -მამიდას გიჟი ბიჭი რა უქენი ბიძაშენს? -დავხატე. -მითხრა და მომეხვია.-სანდლო სად ალის? -სანდროს საქმეები აქვს და რომ მოიცლის აუცილებლად მოვა. წამოდი გინდა მულტფილმს ვუყუროთ? -კი... -იყვირა ბოლო ხმაზე. დაბლა ჩავედით დივანზე მოვთავსდით და მულტფილმი ჩავრთეთ. ცოტახანში დამიანეც მოვიდა. -მამიკოო... -მისკენ გაიქცა ანდრეა. -ფრთხილად არ დაეცე, ანდრეა-კიბეებზე ჩამოვიდა ლიკა. -მამას ვაჟკაცი. როგორ ხარ მა? რა ქენი ააწიოკე სახლი? -დედამ ალ წამიკვანა სასეილნოდ, მელე ძია მოვხატე სულ ფელადია... -ემოციით ყვებოდა განვლილ დღეს. -რა ქენი? -სიცილს ძლივს იკავებდა დამიანე. -იცი რას გავდა? სულ ფლომასტერებით იყო მოსვრილი. -სიცილით ვუთხარი. -მელე ოთახიდან გამიმაგდო. -დაამთავრა მოყოლა. -ოხ ცოტნე როგორ გაბედა შენი გამოგდება. -გაეღომა ლიკასაც -მე დამცინით ხომ? -კიბეებზე ჩამოვიდა ცოტნე. -შენ არა ანდრეას ნამოქმედარს განვიხილავთ. -უპასუხა დამიანემ ისე რომ სიცილს ძლივს იკავებდა. -კარგით გეყოთ. ტასო წამოდი ვახშამი მოვამზადოთ. -მითხრა ლიკამ. გემრიელად ვივახშმეთ და ოთახში ავედი. მოვწესრიგდი და საწოლში ჩავწექი. დაძინებას ვაპირებდი სანდროს ზარმა გამომაფხიზლა. -სანდრო, რატომ არ დამირეკე დღეს? -გაგაღვიძე? -არა, არ მეძინა. უბრალოდ ვიწექი. სად იყავი მთელი დღე? -შეხვედრა მქონდა, დრო ვერ გამოვნახე რომ დამერეკა. -არაუშავს. როგორ ჩაიარა? -კარგად. შენ რას აკეთებდი მთელი დღე? -არ მკითხო, კაფეში უამრავი საქმე იყო. -დაიღალე? -ცოტა, მერე მარიამს გავყევი სალონში. საქორწილოდ. -რა თქვი? -ხო, რა იყო არ იცოდი? -არა. არაფერი უთქვამს დემეტრეს. -იმ თვის ბოლოს ქორწილი აქვთ, სადღაც ერთი თვე და ერთი კვირა გვაქვს მოსამზადებლად, საგიჟეთი იწყება. -ამ ნოემბერში რამ მოანდომათ ქორწილი? -მეც ეგ ვუთხარი მაგრამ რათ გინდა მოგისმინა ვინმემ? -ნეტავ ეხლა შენი სახე დამანახა, დარწმუნებული ვარ უზომოდ ბედნიერი ხარ. -ასეა. სანდრო როდის ჩამოხვალ? -ხვალ საღამოს ალბათ. -მართლა? -ხო. თუ გინდა დავრჩები კიდევ? -ნუ სულელობ. -რატომ? -ალექსანდრე! გავთიშავ იციდე. -კარგი მოვრჩი. ცოტახანს კიდევ ველაპარაკე, გავთიშე და დავიძინე. დილას უფრო ენერგიით ავდექი. კაფეში წავედი. იქ კი მათე და ბექა დამხვდნენ. -რამე ხდება ბიჭებო? -ვკითხე და მათთან ჩამოვჯექი. -არაფერი ტო უბრალდ შემოვიარეთ. -მითხრა ბექამ. -აუ ბექა ამ"ტო"-ებს გადეჩვიე რა. ნუ მიშლი ნერვებს. -ნუ აბრაზებ ბიჭო ჩემს დაიკოს. -მხარი ამიბა მათემ. -ჩაარტყი ძმაო-გავუღიმე და ხელი გავუწოდე.. -ერთნაირები ხართ რა-გაიღიმა ბექამ -ნათია სად არის? -ვკითხე მათეს -ისვენებს დღეს. შენ ის მითხარი რა საბჭო გქინდათ გუშინ? -შენ ვინ გითხრა? -თემო შემხვდა აქიდან მოდიოდა, ლიზა საბჭოს სხდომაზე დავტოვეო, ნათიაც იქააო. -არაფერი ისეთი, ქორწილის გეგმებს ვაწყობდით. -გაფრთხილებ ტასო არ გამიგიჟოთ, ეს ძლივს ნაპოვნი ჭკვიანი გოგო. -თითი დამიქნია მათემ. -ახლა ვინაა შენი ძმა? -მკითხა ბექამ. -შენ გაჩუმდი. ნუ ღელავ მათუკი სანდო ხელშია შენი სატრფო. -რაო რა დაგიძახა? მათუკიო? -სიცილს ვერ იკავებდა ბექა. -რა იყო გეწყინა ბექუშ? -ვკითხე და გავუღიმე. -კაი წავედი მე მივხედავ საქმეს თუ რამეა დამიძახეთ. ბიჭები დავტოვე და სამზარულოში შევდი. მალე მარიამი და ნიტაც მოვიდა. -ვაა ტასუნა შენ უკვე აქ ხარ? -მკითხა ნიტამ. -ხო და თქვენ სად იყავით ამდენ ხანს? -აი ამას კითხე, მომწერა დილას შენსკენ ვარ და გამოგივლი ერთად წავიდეთო, მაგრამ რომ მოვიდა ძლივს მოვწიწკნე დემეს, მგონი სიმწრით ნაპოვნ ძმას ვკარგავ. -თქვა და არ არსებული ცრემლი მოიწმინდა ნიტამ. -ნუ სულელობ რა. -უთხრა მარიამმა. -გოგო შენ წესივრად მელაპარაკე, შენი დაქალი ხომ არ გგონივარ, მომავალი მული ვარ და მეტი პატივისცემა ქალბატონო მარიამ. -ნუ ბჟუტურობ რა, ტასო მითხარი რა გავაკეთოთ. -ტორტი გავაკეთო კაფისთვის. სხვა შეკვეთა დღეს არ გვაქვს. -კარგი. დავიწყოთ მაშინ. -მე ბიჭებს ყავას და ნამცხვარს გავუტან და მოვალ. -ვუთხარი და ერთერთ ოფიციანტს მათთვის გამზადებული სინი გამოვართვი. -აი მიირთვით, კაფის ანგარიშზეა. -ვუთხარი და წინ დავუდე. -ვააა ძმა ხარ, ძმა კი არა და ხარ რა ტასო. -მითხრა ბექამ და ნამცხვრის ნაჭერი პირში გაიქანა. -არ გაიგუდო, ნელა ჭამე.-ვუთხარი სიცილით. -მიდი დაჯექი რაღაც შემოთავაზება გვაქვს -მითხრა მათემ. -გისმენთ აბა. -ვუთხარი და მის გვერდით დავიკავე ადგილი. -საღამოს კლუბში ვაპირებთ წასვლას და ხომ წამოხვალთ თქვენც? -დღეს საღამოს? -არა ტასო იქით წელს ამ დროს. -ირონია გაურია ბექამ. -მე მათეს ვესაუბრებოდი მგონი? მისმინე შევალ ვიკითხავ და გეტყვით პასუხს. გოგონებს მოვახსენე მათეს იდია, როგორც ყოველთვის მზად არიან გასართობად. ბიჭებიც მალე წავიდნენ და დაგვპირდნენ რომ საღამოს გამიგვივლიდნენ. დრო მალე გავიდა, სახლში წავედი და გამოვიცვალე. ღმერთო როგორ არ მიყვარს ასეთი სიტუაციები, მაგრამ რას ვზამთ. შავი მუხლს აცელილი, წელზე გამოყვანილი კაბა ჩავიცვი, ამავე ფერის მაღლები მოვირგე, უბრალო მაკიაჟით, და გაშლილი თმით ჩავედი მისაღებში. - ვა ტასუნა რა ლამაზი ხარ? -ცოტნე შენს თავს მიხედე რა. -რას იღრინები გოგო. -მითხრა იმ წამს სამზარეულოდან გამოსულმა თემომ. -ოჰ, საუკუნის მოვლენაც აქ ყოფილა. -ეს საუკუნის მოვლენა ახალი რამეა? -მკითხა დამიანემ. -ასეთი საუკუნეში ერთხელ იბადება და ისიც ჩემი სიძეა. -ტასო ერთ დღესაც ამოგაწიწკნი მაგ ენას. -მითხრა თემომ. -არ წავიდეთ? -იკითხა ლიზამ -შენც მოდიხარ გოგო? -ვკითხე გაოცებულმა. -ცოტახანს გავჩერდებით და წამოვალთ, აბა დავიღალე სახლში ჯდომით. რიგორღაც ჩავეტიეთ ექვსნი თემოს მანქანაში. -იქიდან მე ტაქსით მოვდივარ ამის მანქანაში მე მეორედ არ ჩავჯდები. -დაწყნარდი ტასუნა არც მოგიწევს, პირობას გაძლევ. -აუ ეხლა გაჩუმდებით თუ... -რა გჭირს ბიჭო შენ ეს დღეები? -სიტყვის დასრულება არ აცადა თემომ ცოტნეს. -პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა როდესაც თემოს კითხვას ვეთანხმები. -აუ ტასო რამდენს ლაპარაკობ. -მითხრა ცოტნემ-არაფერი არ მჭირს, სწრაფად მივიდეთ რა... ხმა აღარავის აღარ ამოგვიღია, მალე მანქანა კლუბის წინ გაჩერდა სადაც მათე, ნათია, ბექა, მარიამი, დემეტრე და ნიტა გველოდებოდნენ. დიდხანს აღარ გავჩერებულვართ და შიგნით შევედით. უჰაერობის გრძნობა დამეუფლა. თუმცა თავს ძალა დავატანე და არაფერი შევიმჩნიე. ყველა ერთობოდა. ცოტნეს კი მართლა ვერ ვცნობდი. რაღაც სჭირდა. უკვე საკმაოდ ნასვამი იყო მასთან საუბარს კი აზრი არ ქონდა ამიტიმ მოცდა გადავწყვიტე. მალე ტელეფონზე ესემესი მომივიდა. <<როგორ ჩაიარა დღემ? >> <<კარგად. შენ არ ჩამოსულხარ? >> <<ვერ მოვახერხე, ახლა სად ხარ? >> მეწყინა, ის დამპირდა რომ დღეს ჩამოვიდოდა მაგრამ... <<ცუდიაა... ახლა მთელი ჩვენი ე. წ სასტავი კლუბში ვართ>> <<კარგად ერთობი? ჩვენს ადგილას ხართ? >> <<არა, სულაც არ მინდა აქ ყოფნა. ხო სადაც დავდივართ ხოლმე.>> ცოტახანს აღარაფერი მოუწერია. მერე კი ისევ აზუზუნდა ჩემი ტელეფონი. <<ყველაზე მეტად ახლა რა გაგიხარდებოდა? >> <<შენც რომ აქ იყო, რატომ მეკითხები?>> <<ეგ შავი კაბა კი ლამაზია მაგრამ მოკლე ხომ არაა? >> <<ვიცი რომ ლამზია, მაგრამ... მოიცადე შენ სადედან იცი რა მაცვია? >>მივწერე და კლუბს მოვავლე თვალი. ვერსად დავინახე. <<მარჯვნივ შემოიხედე. >> -ვაა სანდრო, შენ აქ საიდან? როდის ჩამოხვედი? -ძმაკაცს მოეხვია დამიანე. -ერთი საათის წინ. -უპასუხა და მე შემიმხედა. -რა იცოდი სად ვიყავით? -ჰკითხა მათემ. -ბექას მივწერე და მან მითხრა . -თვალი ჩაუკრა ბექას. მანაც გაუღიმა და თავი დაუქნია, თვალი კი ჩემსკენ გამოაპარა. შემრცხვა, რომ არა იმ წამს ჩართული მუქი განათება ალბათ ყველა შემამჩნევდა. -მიდი ტასოს გვერდითაა ადგილი და დაჯექი. -უთხრა ცოტნემ. -აუ წავიდეთ რა თემო დავიღალე. -უთხრა ლიზამ ქმარს. ისიც სწრაფად დაეთანხმა. დამიანე და ლიკაც მათ გაჰყვნენ. -ვიცეკვოთ? -შემომთავაზა სანდრომ. დავთანხმდი და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე. -რატომ მითხარი რომ არ ჩამოსულხარ? -გეწყინა? -ცოტა. -მომენატრე. მხოლოდ გავუღიმე და თავი გულზე დავადე. მუსიკის ნაცვლად ახლა უკვე მისი გულუსცემა მესმიდა. მალე დავიშალეთ, მე და ცოტნე სანდრომ გაგვიყვანა სახლამდე. -მადლობა და ღამემშვიდობისა. -სწრაფად დავემშვიდიბე და სახლში შევედით. საშინლად ციოდა, წვიმაც დაიწყო. საწოლში მოვთავსდი და დაველოდე როდის დარეკავდა, ვიცოდი ვგრძნობდი რომ დარეკავდა და ზარმაც არ დააყოვნა. -იძინებ უკვე? -მკითხა როგორც კი ტელეფონს ვუპასუხე. -არა. -მაშინ მომიყევი რამე. -კარის ხმა გავიგე აშკარად ახლა შევიდა სახლში. -ახლა მიხვედი? -ხო, ამ წუთას შევედი სახლში. -დაისვენე, ხვალ სამსახურში ხარ წასასვლელი. -არა არ გათიშო. მესაუბრე ცოტა. -რაზე? ყველაფერი იცი მოსაყოლი არაფერი მაქვს. -მერე რა, მაშინ... არ ვიცი უბრალოდ არ გათიშო. -კარგი. მთელი ღამე ასე აპირებ? -მთელი სიცოცხლე. -ნუთუ? -ხო ასეა, პატარა ქალბატონო. იცი როგორ მომენატრე, რომ დაგინახე სამყარო გაჩერდა. ეს სამიდღე გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის, მივხვდი რომ უშენოდ არ შემიძლია, ეს აქამდეც ვიცოდი მაგრამ დღეს დავრწმუნდი. მიყვარხარ ანა. უკვე აღარ შემეძლი მეტის მოსმენა ტელეფონი გავთიშე, სწრაფად ავდექი ფეხზე და ტანსაცმელი ჩავიცვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.