შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ ღელავ, ხვალ მზე იქნება... (ნაწილი 7)


11-10-2018, 11:00
ავტორი სესილია
ნანახია 2 341

ახლიდან ცხოვრების დაწყება ცოტა ძნელია, მაგრამ აუცილებელი, განსაკუთრებით როდესაც თავგანწირვა თუ თავდადება არ გიფასდება და არც აინტერესებთ. ამიტომ, რატომაც არა? ხვალიდან ვიწყებ ახალ, მაგრამ საკმაოდ მყარი ნაბიჯებით წინსვლას და ბედნიერებას... ამ ფიქრებით ჩემს საყვარელ ადგილას გავაჩერე მანქანა და მოფუსფუსე თბილისს გადავხედე, თბილი სიო ნაზად მელამუნებოდა და უფიქრო ფიქრებით ვცდილობდი განმეტვირთა ჩემი გონება და დამესვენა, მხოლოდ ერთი სიმღერა მქონდა აკვიატებული, რომელიც შემთხვევით მოვისმინე რადიოში, ალბათ გახსოვთ თამუნა ამუნაშვილის „მერე რა, მერე რა“, ნუ თუ არ გახსოვთ დიდი არაფერი, მე რადიომ გამახსენა და იმდენად მივუსადაგე ჩემს ცხოვრებას, რომ მისი სიტყვები სულ მეღიღინება:
„მერე რა თუ ისევ ისე გეძებ,
მერა რა თუ ერთად აღარ ვართ,
მერე რა მე მაინც ვფიქრობ შენზე...
ამბობენ ის მხოლოდ ერთხელ მოდის
და მერე გახსენებს ჩუმად თავს,
არავინ არ იცის მოვა როდის,
გიპოვნის თვითონ და წაგიყვანს თან...“
გულში ვღიღინებდი, რომ უცებ, არ ვიცი განგიცდიათ თუ არა თქვენ, ვიგრძენი სიომ მთელი ძალით როგორ დაუბერა, წამიერად ნეტარებისგან სუნთქვა შემეკრა და გავშეშდი, გავისუსე, არ მინდოდა შეგრძნება გამქარალიყო და მინდოდა ბოლომდე შემენარჩუნებინა ბედნიერების ტალღები.

- რას დაწრიალებ, ჩემი ძმა აქეთ იქეთ? - გვერდულად გახედა ეზოში მოსიარულე მაქსიმეს ვატომ.


- უნდა წავიდე.
- სად?
- ხო არ გაგიტყდება ძმურად?
- არა, მაგრამ ის მაინც თქვი სად მიდიხარ?
- გეტყვი მერე - ეს უთხრა და მანქანისკენ წავიდა.
- ნორმალურია ახლა ეს? - უთხრა მაკოს.


- ემილისთან ხო არ წავიდა? - გამოთქვა ვარაუდი მაკომ.
- ვითომ? - ეჭვნარევი მზერით გახედა, - არც ეგაა გამორიცხული, იქნებ ეშველოთ რამე - თვალი ჩაუკრა და თმებზე წაეთამაშა.
- აუუ, მინდა მე ეგ ამბავი, რომ გამოვიდეს, - ბედნიერებისგან მხრები აწურა მაკომ - რა მაგარი იქნება ხო? ძაან სასტავი ვიქნებით მერე - თავი მხარზე ჩამოადო ვანიკოს და ცას გახედა.

მაქსიმე საყვარელ ადგილს, რომ მიუახლოვდა და ემილის მანქანა დაინახა, ბედნიერს ჩაეღიმა. გულმა სწორად უკარნახა.
- რას ღიღინებ ასე ჩუმად? - ყურთან ჩამჩურჩულეს და მაქსიმე, რომ დავინახე ისედაც სუნთქვა შეკრულს, საერთოდ დამეკარგა სუნთქვის უნარი.
- მაქსიმე? - გავიღიმე დაბნეულმა.
- არ მელოდი, ხომ? - ისე გამიღიმა, დამათრო.
- არაა, მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობაა.
- აქ რატომ ხარ? დიდი ხანია არ მინახიხარ ამ ადგილებში.
- წარსულს ვემშვიდობები, ეს კი ის ადგილია, სადაც კარგად ვფიქრობ და მერე ჩემს ფიქრებს სიოს ვატნევ მტკვართან. - გამეღიმა.
- აჰა, და მე ხელს ხომ არ გიშლი? ხომ არ წავიდე? - ისე მკითხა აშკარად არსად აპირებდა წასვლას.
- არაა, იყავი - არ მინდოდა მისი წასვლა.
- დაივიწყე მერე ის რაც გინდოდა? - ჩემთვის არც კი შემოუხედავს ისე მკითხა.
- ზოგადად რთულია დავიწყება ტკივილის, იმედგაცრუების, მაგრამ მე დავიღალე, უკვე მეორე წელია ტკივილში ვარ, მინდა რაღაც შევცვალო დადებითისკენ...
- კარგია, მივესალმები შენს გადაწყვეტილებას, ორი წელი ბევრია, მეტი ადრე უნდა დაგეწყო...
- შეიძლება, მაგრამ იყო ისეთი მომენტები, რომ საშუალება არ მეძლეოდა...
- ვიცი, მე ბევრი რამ ვიცი... - მრავლისმთქმელად ჩაილაპარაკა.
- იცი? - შინაგანად შემაკანკალა.
- კი, ემილი, ვიცი შენი ტკივილის, ცრემლების, ქუთაისიდან წამოსვლის და მრავალი სხვა რაღაცეების მიზეზი ვიცი... - შემომხედა და ვიგრძენი, როგორ შემაკანკალა ისევ.
- მაქსიმე, - ესღა ამოვიჩურჩულე, მივხდი გაჩუმებას აზრი არ ჰქონდა, მასთან უნდა გავხსნილიყავი, გული ამას მკარნახობდა, გონება კი მეჯიუტებოდა. - ხო, ალბათ დიდი დროა, მაგრამ გიოს ოჯახს და ახლობლებს დამნაშავე მე ვგონივარ, მხოლოდ ერთი, გიოს, მხრიდან უყურებენ მედალიონის მხარეს, მე კი რადგან მედალიონის მეორე მხარე ვარ, ჩემი სიმართლე არავის აინტერესებს, ჰგონიათ რადგან გიო აღარ არის, მეც აღარ უნდა ვიყო... თავიდან მეც ეგრე ვფიქრობდი, მაგრამ ორი დღის წინ, შენ რომ მნახე ისეთი განადგურებული, მაშინ მივხდი, არ ღირდა თვითგვემა იმისთვის ვინც უკვე აღარ არსებობს და ისე წავიდა ამქვეყნიდან, დალაპარაკება ზედმეტია, წერილიც კი არ მოუწერია და არ აუხსნია არაფერი, რატომ შემიძულა, რა მიზეზით გამომაგდო და ა.შ. - ვგრძნობდი მაქსიმე, როგორი დაძაბული მისმენდა - და ახლა ვის გამო ვიტანჯო? ვის ვწირავ ჩემს ახალგაზრდობას? მომავალს? იმას ვინც აღარ არის ან რომც ყოფილიყო შედეგი ნოლი იქნებოდა? მორჩა, მე გადავწყვიტე ხვალიდან ახალ და ბედნიერ ცხოვრებას ვიწყებ...
- - "იმას, ვინც დარდს არ გამოხატავს, გარეგნული სიმშვიდის შესანარჩუნებლად წარმოუდგენელი შინაგანი ბრძოლის გადატანა უხდება..." ეს შარლოტა ბრონტემ თქვა, ემილი და მინდა ვთქვა, რომ შენ ჩემს თვალში ძალიან ძლიერ ადამიანათან ასოცირდები და მიხარია, რომ იპოვე ძალა შენს თავში და წარსულთან ჭიდილში მომავალი გაიმარჯვებს.
- მადლობა, მაქსიმე. - გავუღიმე და ისე ძლიერად მომინდა მისი ჩახუტება და მისი სიძლიერის შეგრძნება, რომ ისევ შემაკანკალა.
- გცივა? - მზრუნველად მკითხა.
- არა ისე - უფრო ამიტანა კანკალმა, ვგრძნობდი ჩახუტების სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ გონება სხეულის კონტროლს ვეღარ ახორციელებდა.
- გინდა ჩაგეხუტო? - თითქოს ჩემი სურვილი ამოიკითხა, პასუხს არც კი დალოდებია გულთან ჩამიხუტა და ვიგრძენი მთელი სხეული როგორ გათბა.
- მადლობა - ამის თქმა ძლივს შევძელი, დრო თითქოს გაჩერდა, მერე უცებ წამოვიძახე - გვიანია და უნდა წავიდე - ვჩურჩულებდი.
- კი უკვე გვიანია - საათს დახედა - წავიდეთ, შენ წინ წადი და უკან მე გამოგყვები.
- არის, უფროსო. - გავუღიმე.
დაცვასავით მომყვებოდა, შიგდაშიგ სიგნალს მაძლევდა, ხან გამისწრებდა, ხან კიდე გვერდი-გვერდ მომყვებოდა და ასე მიმყვა ბინამდე.
- აბა დროებით, - ხელი დამიქნია და გზა განაგრძო.
კიბეები ღიღინ-ღიღინით ავიარე, ბედნიერებისგან გაბრუებული ისე შევწექი ლოგინში ტანსაცმლის გაძრობაც არ მიფიქრია, ვიწექი და ვიღიმოდი სულელივით.
დილით საოცარ განწყობაზე გავიღვიძე, თითქოს პეპელა ვიყავი და დავფარფატებდი, მაბედნიერებდა თუნდაც მაქსიმეს ღიმილი. სამსახურში მთელი დღე ვღიღინებდი, მაკო ეჭვის თვალით გამომხედავდა ხოლმე, მე კიდე ვღიღინებდი და თან ვმუშაობდი.
- გოგონიი, რა გაღიღინებს და რას უღიმი დღეს მთელი დღეა? - მოთმინება დაკარგული მომადგა მაკო.
- მეე? - ისე გამიკვირდა მაკოს შეკითხვა.
- ხო შენ გეკითხები, ქალბატონო, - დოინჯი გაიკეთა. - არ შეიძლება ვიცოდე მიზეზი შენი ბედნიერებისა? თუ აღარ ვარ შენი მეგობარი? - გაბუსულმა ამიფახულა თვალები.
- მაკოო, დამაბნიე ახლა შენ, - წარბები შევკარი - ჩემი მეგობარი ხარ, აბა არ ხარ? უბრალოდ დღეიდან გადავწყვიტე დავივიწყო ცუდი ამბები, ტკივილები, იმედ გაცრუება და ძველი ემილი გავაღვიძო ჩემში, ამიტომ ნელნელა გაიცნობ ძველ ემილიას, მხიარულს, ტიკტიკას და ა.შ. - ხელი ხელზე მოვუჭირე.
- მართლაა? რა მაგარია - ტაში შემოკრა მაკომ და მომეხუტა. - მაშინ დღეს სადმე წავიდეთ, არ გინდა?
- კარგი, წავიდეთ - აღარ გავუწიე წინააღმდეგობა, რადგან ძველ ემილის მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობა ძალიან უყვარდა.


მე და მაკომ ერთ ერთ ღია კაფეს შევაფარეთ თავი:
- წამო ზედა სართულზე სჯობია, ღია ვერანდაზე - კიბეებისკენ მიბიძგა მან.
- კარგი, - გავუღიმე და კიბეებს ავუყევი და ერთ ერთი მაგიდისკენ წავედი.
- ვაა რა გოგოშკებიიი - ვანიკოს ხმა მაშინვე ვიცანი.
- ჩემი ბიჭიიი - მისკენ გაიქცა მაკო და ჩაეხუტა.
- გამარჯობათ - მივუახლოვდი მათ მაგიდას და მაქსიმეს მზერამ დამადნო, ისე გამომწვევად მიყურებდა.


- როგორ ხარ, ემილიი? - მკითხა ვანიკომ.
- რავი კარგად და შენოო?
- მე ჩემი გოგოს ხელში როგორ ვიქნები? ძალიან მაწვალებს - საწყალი სახე მიიღო.
- და რატომ? - წარბები შევჭმუხნე - არ არის მაკო მასეთი გოგო, პირიქით შენ ხომ არ აწვალებ?
- მეე? - ისეთი სასაცილო სახე მიიღო, სიცილი აგვიტყდა.
- როდის დაშუშდები ვანიიკ ? - თმები აუჩეჩა მაკომ.
- მაგას მეკითხება ბებიაჩემიც, მაგრამ რავიცი მეე? - ხელები გაშალა.
- შენ ასე თბილად რატომ გაცვია მაქსიმ?
- ბაიკით ვარ და ტყავის მოსაცმელი მაგიტომ მაცვია - თვალი ჩაუკრა მაკოს, მე კი სული მელეოდა, არ ვიცი რა მომეხერხებინა ჩემი სხეულისთვის, ვგრძნობდი როგორ ტალღებად მოდიოდა ბედნიერების ჰორმონები და მაფორიაქებდა. ის კი ისე იქცეოდა თითქოს იქ არც ვყოფილიყავი და გუშინდელი საღამო არც კი ყოფილიყო თავისი გულწრფელი საუბარით, ჩახუტებით. მოკლედ, მგონი ვეჭვიანობდი მის უყურადღებობაზე.
- Wow, მოტო გყავს?
- თუ გინდა გაგასეირნებ.
- გადი ბიჭო იქეთ, შენ დაგამტვრევინებ ჩემს აშხვართულ გოგოს - გულთან მიიკრა მაკო ვანიკომ.
- ემილიი, რაზე ფიქრობ? - მაკოს ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან.
- რაზე არა - გავუღიმე.
- ეე, ეგ რა პასუხია, კონკრეტიკაა საჭირო.
- ჩემს ოცნებებზე.
- აუუ, ოცნებები არ თქვაა, იმდენი ოცნება მაქვს, მინდა ყველა ამიხდეს. - თქვა მაკომ.
- რა ოცნებები გაქვს არ მეტყვი, იქნებ მე გიხდენ ყველას? - შესცინა ვანიკომ.
- ოო, მაგას მერე გეტყვი მარტო მარტო.
- აბა შენ რა ოცნებები გაქვს? - მაკოს, რომ ვერ დასტყუა, მე მომიბრუნდა ვანიკო.
- ნუ მე ოცნებები დაყოფილი მაქვს კატეგორიებად: აუხდენელ და ახდენილ ოცნებებად, ამათ კი თავისი ქვეკატეგორიები აქვთ - გამეცინა და ჩუმად გავაპარე მზერა მაქსიმესკენ, რომელიც მობილურში რაღაცას თამაშობდა.
- ვაა, - წვერი მოიფხანა ვანიკომ - და აუხდენელს რომელს ეძახი?
- აუხდენელია ოცნება დავესწრო მაიკლ ჯეკსონის კონცერტს.
- ვაა, - უფრო გაოცდა ის - გეთანხმები, ეგ აუხდენელია. აბა ახდენლს რას ეძახი?
- ვთქვათ ვიმოგზაურო საქართველოს მასშტაბით, ეს შესაძლებელია ავიხდინო, უფრო რთული ასახდენი კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა.
- და რატომ? - ჩუმად იკითხა მაქსიმემ.
- ისა, - დავიბენი უცებ, არ მეგონა თუ გვისმენდა - იმიტომ, რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.
- მერე დააგროვებ კაპიტალს, საპენსიო ასაკში საყვარელ ადამიანთან ერთად მოივლი ყველა იმ ქვეყანას თუ კონტინენტს, რომელიც გინდა - ისე მითხრა თავი არც აუწევია.
- ხო, ალბათ - უცებ მოვიწყინე და სახლში მომინდა წასვლა, მისი ეს ინდეფერენტულობა მაგიჟებდა. წასვლა მინდოდა, მაგრამ მიზეზი ხომ უნდა მეთქვა? ყველა ჩუმად ვისხედით, მე ნაყინს ვაწვალებდი, დავადნე ფაქტიურად, ვანიკო და მაკო ერთმანეთით იყვნენ გართული, მაქსიმე ისევ მობილურში ერთობოდა თუ მესიჯობდა, იმ მომენტში ძალიან ზედმეტად ვიგრძენი თავი, ვცადე ცრემლები დამემალა და უნებურად წამოვიძახე:
- მიხარია ასე ბედნიერებს, რომ გხედავთ...
- მერე ვის წყალობით? შენი წყალობით, ემილი. - თვალი ჩამიკრა ვანიკომ.
- ამიტომ შენც იმსახურებ უუულევ ბედნიერებას და მოვა კიდეც - თბილად შემომცინა მაკომ.
- ბედნიერება? - ჩამეცინა სევდამორეულს - ჩემთან ბედნიერებას რა უნდა?
- ბედნიერება პეპელას ჰგავს. რაც უფრო მეტად ცდილობ მის დაჭერას, მით უფრო გისხლტება ხელიდან, მაგრამ თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტან, მაშინ ის ჩუმად მოვა და მხარზე დაგაჯდება - ისე თქვა მაქსიმემ, ისევ არ აუღია თავი, მობილურს ჩაშტერებოდა.
- კარგი სიტყვებია... ალბათ შენს შემთხვევაში ეგრეა, მაგრამ ჩემთან გინდ ქანდაკებად იქეცი, გინდ სირბილში მსოფლიო ჩემპიონი გახდე, მასე მარტივად ბედნიერება არ მოდის... - მხრები ავიჩეჩე.
- ალბათ უიღბლო დაიბადე - არც შემოუხედავს ისე მითხრა.
- ალბათ - ძლივს ამოვღერღე გულნატკენმა, ვგრძნობდი ჰაერზე მყოფს ჰაერი როგორ არ მყოფნიდა, მინდოდა აქაურობას გავცლოდი და ზოგადად სიყვარული დამევიწყებინა. - მაკო წავალ მე ხო? ხელს აღარ შეგიშლით.
- აუ, მოიცა - წამოდგა ის ჩემთან ერთად - ადრეა ჯერ.
- არა იყოს, ასე ჯობია. ნახვამდის - ხელი დავაქნიე და იქაურობა დავტოვე.
- ეე, - მობილურს უკრა ხელი ვანიკომ ძმაკაცს.
- რა იყო?
- წაყევი ემილის.
- სად?
- შენ ხომ ხარ კარგად? გოგოს უიღბლო უწოდე, ისედაც იცი დეპრესია აქვს და აქეთ მეკითხები რამეს?
- არაუშავს გაუვლის.
- ვერა ხარ შენ ძმობას ვფიცავ რაა, რა თამაშობა წამოიწყე ნეტა? - გაბრაზებით ჩაილაპარაკა ვანიკომ.
- არადა დღეს ისეთ კარგ ხასიათზე იყო, მთელი დღე ღიღინებდა - ჩაიდუდუნა მაკომ.

მეორე დღეს ინგამ მითხრა სადმე გავიდეთ, რა ხანია ერთმანეთი არ გვინახავსო, მეც დანიშნულ ადგილას მივედი. ისევ უწონადობის შეგრძნება დამეუფლა, კაფეში, რომ შევედი კუთხეში მაქსიმე იჯდა, რომ დამინახა ჯერ გაოცდა, მერე გაეღიმა, მერე წარბები შეკრა და მკაცრი სახით მიპასუხა ჩემს გამარჯობაზე.

მე კი ძლივს მოვთოკე ნერვები, რომ იქედან არ გამოვქცეულიყავი, მისი ეს იგნორი ჩემზე საშინლად მოქმედებდა, თან ყოველდღე მისი ნახვა, სადაც მე, იქაც ის, უფრო მაგიჟებდა. მის დანახვაზე უფრო მახსენდებოდა მის მიერ ჩემს მიმართ განხორციელებული სიურპრიზები, სიყვარულის ახსნა ქუთაისში და ა.შ. ახლა მე ვიყავი მის მიმართ სიმპატიებით აღვსილი, მზად ვიყავი მისი სიყვარულისთვის და აი, ის მაიგნორებს ვითომ აქაც არაფერი, აქედან დასკვნა : მას არ ვუყვარდი, ეს იყო უბრალოდ გატაცება ან უფრო უარესი, დაცინვა ჩემი როგორც პუტკუნა გოგოსი...

- ემილიი, როგორ ხარ, ჩემო ოქრო გოგოო? - მოცქრიალდა ინგა.
- ინგულაა - ჩავეხუტე მას - აბა როგორხარ?
- რავი, ძლივს დავაყენე მანქანა, გადავსებული იყო ყველგან სადგომები, ამდენი ბინების აშენებას ერთი ავტოსადგომი ააშენონ უკეთესი იქნება.
- ნუუ ეგ კარგი იდეაა, ხო იცი - შევცინე.
- შენ როგორ ხარ, ემი?
- რავი, ხო იცი ჩვენი რეჟიმი, გადარბენები, საგიჟეთი, მე და მაკო მაგარ დღეში ვართ.
- აუუ, მაკო კარგახანია არ მინახავს,
- ვანიკოს მერე დრო აღარ რჩება და - გაგვეცინა ორთავეს.
- გამიხარდა მაგათი ამბები, მაკომ მითხრა ემილის დამსახურებააო.
- ხო მინიშნება მივეცი ვანიკოს და რომ გადაირია მაკოთი, მის მერე კი დადის მასე.
- იქ არვყავდა ამდენი ხანი?
- მერე ხო იცი ზოგს უნდა უჯიკო, რომ მიხვდეს ბევრ რამეს, ეგ კი ტრიალებდა მაკოს ირგვლივ, მაგრამ რა ბაჯაღლო ოქრო იყო ვერ ხვდებოდა და მეც ვუჯიკე და შედეგიც სახეზეა - ყავა მოვსვი.
- აუუ, ჩემზეც უჯიკე რა ვინმეს - ხმამაღლა გაიცინა ინგამ და მაქსიმემ იაზოდ გამოიხედა ჩვენსკენ, როგორ მინდოდა მისი მიგუდვა იმ მომენტში.
- მითხარი შენ და აქ ვარ - თვალი ჩავუკარი და მაქსიმეს მზერა დავაიგნორე.
გვიანობამდე ვიყავით, ცოცხალ მუსიკას ვუსმენდით, ბოლოს ისე დავიღალე კიც წამოვედი, გამოსასვლელთან დავცილდით მე და ინგა. მანქანას, რომ მივუახლოვდი საქარე მინასთან ვარდი იდო. ფრთხილად ავიღე, დავყნოსე, ირგვლივ მიმოვიხედე, არავინ ჩანდა. ვარდი იქვე წინ სავარძელზე დავდე, ფრთხილად და ნელა მიმყავდა მანქანა, თან ვფიქრობდი ვინ იყო ავტორი ამ ყვავილისა. " მაქსიმე? არაა, ის არ იქნებოდა, მაშინ ასე ცივად არ შემხვდებოდა არც გუშინ და არც დღეს, აბა ვინ არის? ახლა ვინღა ამეკიდა ახალი? " შუბლი მოვისრისე ნერვიულად.

- რაზე ფიქრობ ძმა? - მაგიდის კუთხეზე ჩამოჯდა ვანიკო.
- რაზე არა ?! - იყო ორაზროვანი პასუხი.
- ძაან ვრცელი პასუხია, ვერაფერს იტყვი - ხელები გაშალა ვანიკომ.
- ძაან გაინტერესებს?
- რავი თუ გინდა ნუ მეტყვი - წასვლა დააპირა.
- ემილიზე...
- ემილიზე? - შემობრუნდა ვანიკო და წინ დაუჯდა მაქსიმეს - გიყვარს ხო?
- როდის არ მიყვარდა? - ჩაეღიმა - უბრალოდ გაორებული ვარ, არ ვიცი რა ვქნა, რომ ვხედავ ყველაფერი მავიწყდება, მაგრამ თვითონ მზად არის თუ არა არ ვიცი, არ მინდა გავაღიზიანო და ისევ ხელი მკრას, თორემ 90-იანებს გავიხსენებ და მოვიტაცებ.
- შენ ვერ ხარ, ხო იცი? - თითი შუბლთან დაიტრიალა ვანიკომ - იმ დღეს ვერანდაზე, რომ ვიჯექით გოგო ისე დააიგნორე, მე გამისკდა გული და თვითონ რამეს, რომ ფიქრობდეს შენზე, ჩათვლიდა, რომ შენ უკვე აღარ გიყვარს და თვითონაც აუკრძალავდა თავის თავს შენზე ფიქრებს...
- იცი როგორ მინდა მასთან მივიდე, გაბურძგნული თმები გადავუწიო და ნაზად ვეამბორო, მერე გულთან ჩავიკრა და დიდხანს მყავდეს ასე - თავი უკან გადაწია და მდივანს მიეყრდნო.
- არა რაა, რომ ვერ იყავი კი ვიცოდი, მაგრამ ნელნელა ვრწმუნდები ამ ყველაფერში... - თავი გადააქნია უიმედოდ - მერე რას უყურებ? იმოქმედე, მე შენთან ვარ ხო იცი?
- ვიცი, მაგრამ ...
- არავითარი, მაგრამ! მორჩა გააქტიურდიი. მართალია მერამდენედ აქტიურდები აღარ მახსოვს, მაგრამ ეს იყოს ბოლო და დადებითი შედეგით, თორემ მერე მე აღარ მიგულო.
- კაი ეგრე იყოს. - ჩაეღიმა მაქსიმეს.

საღამოს საქმეებიდან დაღლილი კომპიუტერში Ambebi.ge- ზე ჩემთვის საინტერესეო სტატია აღმოვაჩინე და გულმოდგინედ ვკითხულობდი, რომ მაკო შემოცქრიალდა:
- ემილიი, აუუ ძალიან დავიღალე, გარეთ ძალიან ცხელა, თან ადენი საცობები, საგიჟეთია რაა - ფურცელს დასწვდა და იბერავდა, ისედაც გაყინულ ოთახში.
- მართლა, ხო? - ვუპასუხე სხვათაშორის.
- რას კითხულობ?
- გადაწყდა საცხოვრებლად გადავდივარ ან ფიჯში, ან ქუეითში ან ტონგაში, არჩევანი ბევრია - სერიოზულად ჩავილაპარაკე.
- სად გადადიხაარ? - წამოჯდა ის გაოცებული.
- რავიცი, ავარჩევ ერთ ერთს - სტატიისთვის თვალი არ მომიცილებია.
- შენ ხომ ხარ კარგად? - დაეჭვებით შემომხედა.
- და რატომ უნდა ვიყო ცუდად?
- აბა, მანდ რა გინდა?
- წაგიკითხავ სტატაის და მიხვდები: „უამრავი პრობლემის მიუხედავად, რასაც ზედმეტი წონა იწვევს, სიმსუქნე ბევრ ქვეყანაში ჯანმრთელობის, სიმდიდრისა და ბედნიერების საწინდარად მიიჩნევა. გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც პუტკუნა ქალები დიდ პატივში არიან, ვინაიდან ისტორიული და კულტურული ტრადიციები მხოლოდ ხელს უწყობს ამას.

ტონგა
პატარა კუნძულ ტონგაზე, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარეობს, ქალის სილამაზედ ფაშფაშა ფორმები მიიჩნევა. ნოყიერმა და ვიტამინებით ღარიბმა საკვებმა, ასევე არასაკმარისმა ფიზიკურმა აქტივობამ ერის სიმსუქნისკენ მიდრეკილებას შეუწყო ხელი. კუნძულის 140 ათასი ზრდასრული მაცხოვრებლიდან 100 ათასს ჭარბი წონა აქვს. ერის გენეტიკური ფაქტორების შემსწავლელი ჩრდილოამერიკული ასოციაციის მიერ 2004 წელს ჩატარებულ კვლევებში გამოიკვეთა, რომ ტონგას მცხოვრებლები გენეტიკურად ისედაც მიდრეკილი არიან სიმსუქნისკენ.



ქუვეითი
ქუვეითში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. 15 წლის ზემოთ ქალების 52%-ს ჭარბი წონა აწუხებს. მიიჩნეოდა, რომ ქვეყანაში სიმსუქნე ჯანმრთელობისა და სიმდიდრის მაჩვენებელი იყო და ეს ტენდენცია დღემდე შეიმჩნევა - რაც უფრო ფუმფულაა ქალი, მით უფრო მდიდარია სახლი.

ფიჯი
ერთ დროს იზოლირებული კუნძულის ლიდერები, მის დანარჩენ სამყაროსთან შეერთებას ცდილობდნენ. შედეგად, ფიჯის მცხოვრებელთა რაციონში გაჩნდა მაღალკალორიული საკვები. მოსახლეობა გათვითცნობიერებული არ იყო ჯანმრთელობის რისკების შესახებ, რამაც კუნძულის მცხოვრებთა უმეტესობის ჭარბწონიანობა გამოიწვია. თუმცა, ისინი არამხოლოდ მსუქნები, არამედ ბედნიერებიც არიან. ქალის წელის დიდი მოყვანილობა ნაყოფიერებაზე და სიმდიდრეზე მიუთითებს.” ჩემზეა გამოწერილი, წავალ და არავინ დამიწყებს ცუდად ყურებას, პირიქით - თვალი ჩავუკარი.
- მდაა - ნიკაპზე მოისვა ხელი მაკომ და მზერა უფრო ეჭვიანი გაუხდა - ემიი, რომ არ ხარ ახლა შენ მასეთი პუტკუნა გადასახლებაზე, რომ ფიქრობდე?
- ვისთვის როგორ, ისე ძალიან მინდა გავხდე და ვიყო ტანწერწეტა... ნეტა სუსტი, რომ ვყოფილიყავი ბედნიერი თუ ვიქნებოდი?...
- და რა ახლა უბედური ხარ?
- ეჰ, ჩემო მაკო შენ ბევრი რამ არ იცი... მე ქმარ გაცილებული ვარ, თან ქვრივიც...- მაკოს თვალები გაუფართოვდა და პირი გააღო გაოცებისგან - და მერე რატომ? მსუქანი რძალი არ მოსწონდა ჩემს დედამთილს, ჯერ ოჯახიდან გამომისტუმრა, მერე კი ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა, მოკლეს... - ისე ცივად და უემოციოდ ვსაუბრობდი ამ თემაზე, ვხდებოდი დეპრესია ნელნელა გადიოდა ჩემგან, გიოს მიმართებაში.
- ემი, არ ვიცი რა გითხრა, - სევდა იგრძნობოდა მის ხმაში - ვწუხვარ, თუმცა ვთვლი შენ მსუქანი არ ხარ, გემრიელად სავსე გოგო ხარ და ბედნიერებაც მოვა შენთან დამიჯერე - ჩამეხუტა ის.
- მადლობა, ჩემო გოგო.
სამსახურიდან გვიან გამოვედი, ავტოსადგომზე ჩემი მანქანა ეულად იდგა, რომ მივუახლოვდი ვარდების თაიგული იდო.
- ვაა, ისევ არ აქვს ბარათი, აბა როგორ გავიგო ვინ არის ჩემი იდუმალი თაყვანისმცემელი? - აქეთ -იქეთ მიმოვიხედე ისევ. - არაა, ეჭვი არავისზე მაქვს, ვაა ნეტა რა საინტერესოა ვის მოვეწონე? - მანქანა ფრთხილად დავაძარი და დაბნეული გავუყევი გზას.

საჩუქრები ყოველდღე მხვდებოდა ხან სად, ხან სად... ინტერესი კი უფრო მიმძაფრდებოდა.
იმ საღამოს ვიწექი, თუმცა ფიქრებით სადღაც დავფრინავდი.
- ემიი, დავწვები რა შენთაან - მოჩვენებასავით დამადგა გაბურძგუნლი ქეთა
- მოდი, მოდი - თავისუფალ ადგილას დავარტყი ხელი. ვიწექით და ხმას არ ვიღებდით.
- ემიი, ამ საჩუქრებს მაქსიმე გიგზავნის? - ფრთხილად მკითხა მან.
- ნეტა კი იყოს ეგ - ჩუმად ამოვიჩურჩულე.
- აბა ვინ არის? - წამოჯდა ის.
- არ ვიცი - არ გავნძრეულვარ.
- შენ ვინ გინდა, რომ იყოს?
- რავი, მე რაც მინდა, ის როდის ამხდარა? - თვალზე ცრემლი მომადგა, რომელმაც თავისით იპოვა გზა და საფეთქლებისკენ დაუყვა დინჯად.
- მაქსიმე, არ გინახავს?
- ოჰ, თუ ვნახე მერე რაა? - გაბრაზება დამეტყო ხმაში - ვერ გავიგე ასე ცივად რატომ იქცევა? ხანდახან მგონია მანამდე რაც იყო ტყუილი იყო, აბა ასე უცებ როგორ გაცივდა მისი გრძნობები? არადა ისე მინდა მასთან, ისე მიზიდავს, თუ სადმეა ახლო მახლო ეგრევე უწონადობის შეგრძნება მეუფლება და თითქოს ბუმბული როგორც ნიავში, ისე დავფარფატებ. გიოსთან ასე არასოდეს დამმართნია, კოცნის დროსაც კი. აი, მაქსიმე კი საკმარისია 20-30 მეტრში იყოს და მის სიახლოვეს ეგრევე ვგრძნობ...
- ემილიი, ეს, ეს ხო სიყვარულია? - წამოჯდა ქეთა გახარებულო - აი, ისეთი მე და შენ , რომ წარმოგვედგინა, მეც ეგრე ვარ ვატოსთან... ემიი, თუ გინდა მივალ მაქსიმესთან, ჰა?
- და რას ეტყვი? ემილის მგონი შეუყვარდი და შენ რა აზრის ხართქო? - მეც წამოვჯექი - არა ქეთა, არა. მე მივენდობი ცხოვრების დინებას და დაე, იყოს უფლის ნება...
- კარგი, არ შეგეწინააღმდეგები, ისეთი ჯიუტი ხარ, აზრს მაინც არ შეიცვლი - გაბუსლმა გადაიფარა გადასაფარებელი და გვერდზე გადაბრუნდა.

დილით გაბრუებული წავლასლასდი სამსახურში, საქმეებს გულს ვერ ვუდებდი, თითქოს სუნთქვა მიჭირდა, ისე ძალიან მინდოდა ტირილი, აი გულამოსკვნამდე ტირილი... ბაინდერებს ვალაგებდი, თან მაქსიმეზე ვფიქრობდი, ვგრძნობდი, როგორ მიჭირდა ეს ყველაფერი და ყელში ბურთივით მეჩხირებოდა რაღაც, უცებ თავბრუდამეხვა და კი გავიშხლართე ძირს. აზრზე, რომ მოვედი აქეთ -იქეთ დავიწყე ცქერა, მარცხენა ხელს დავეყრდენი ასადგომად და ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ლამის მეორედ დავკარგე გონება. ცრემლები წამომივიდა ჩემს უღბლობაზე, ძლივ ძლივობით ავდექი და ჩავესვენე სავარძელში:
- ემიი, მეც მოვედიი - შემოცქრიალდა მაკო - ემი რა გჭირს? - შეშფოთებული მომვარდა,
- რავი, სიკვდილი მეე - ტუჩებზე ვიკბინე, რომ არ მეტირა - მგონი ხელი ვიღრძე, სკამიდან გადმოვარდი.
- მერე შენ ნორმალური ხარ? წადი ახლავე ექიმთან - თან ინტერესით მითვალიერებდა ხელს - მოტეხილობა არ გქონდეს, თუ გინდა წამოგყვები.
- ახლა სად წავალ? - შევშფოთდი მე.
- ვაიმეე, ეს ვერაა კარგად - მობილური მოიმარჯვა და მენეჯერთან დარეკა - ალო, თინაა, რას შვრებიი? ... რავი, მეც ნელნელა... ქალუკ, ემი გადმოვარდა ახლა სკამიდან, ხოდა მგონი ხელი იღრძო, ხოდა წავა ექიმთნ კაი?... ხო, კაი ... მადლობა. - თვალი ჩამიკრა მაკომ - ჰე, მიდი წადი ახლავე და მიდი გადაიღე სურათი.
- კაი - ჩანთა ავიღე და ბურდღუნბურდღუნით დავტოვე შენობა, - ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.

საავადმყოფოში სპეციფიკური სუნი იდგა, რომელსაც ვერასოდეს ვიტანდი. მისაღებში ცქრიალა გოგო შემომეგება:
- გამარჯობათ.
- გამარჯობათ.
- მგონი ხელი ვიღრძე და სურათის გადაღება მინდა.
- კარგით ჩემო კარგო, მეორე სართულზე ადით, ხელმარცხნივაა ტრავმატოლოგიური და იქ დაგეხმარებიან.
- მადლობა.
ავედი, რიგიც დავიკავე, გული გახეთქვაზე მქონდა, ყველაზე მეტად სიმარტოვე მაგიჟებდა...
- ემილია კანდელაკი - ექთანმა დაიძახა ჩემი გვარი.
- დიახ.
- შემობრძანდით, თქვენი რიგია.
რიდით შევედი.
- დაეცით?
- გადმოვარდი სკამიდან.
- ხელი გამიშალეთ, არ გაამინძრიოთ.
- კარგით.
ხუთ წუთში თავისუფალი ვიყავი, გადავრჩი მოტეხილობა არ იყო, მხოლოდ დაბეჟილობა.
საათს დავხედე, აზრი აღარ ჰქონდა სამსახურში დაბრუნებას. ამიტომ სახლისკენ ავიღე გეზი.
- ხო დედი, - ხმოვანზე ჩავრთე მობილური.
- როგორ ხარ, შვილო?
- რავი დეე, ვარ რაა, ხელი ვიტკინე.
- რაა? სად დედიი?
- სკამიდან გადმოვარდი და დაბეჟილობა მივიღე.
- ექიმთან იყავი? მოტეხილი არ იყოს - ხმა აუკანკალდა მას.
- არა, დეე. ვიყავი და მხოლოდ დაბეჟილობაა და მაზი გამომიწერა, წავისვამ და გადამივლის.
- სად ხარ ახლა?
- სახლში მივდივარ, უფრო სწორად მივბობღავ, საცობია საშინელი. წინ დიდი სატვირთო ავტომობილი მიმიძღვის, გვერდში კიდე მანქანები ლამის 10 კმ/სთ სიჩქარით მიდიან და მე ამათ შუაში კუსავით მივკუსკუსებ - დაღლილმა აქეთ - იქეთ გავიხედე იმ იმედად იქნება გავძვრე სადმეთქო.
- კარგი დედი, მერე დაგირეკავ, რულთან ხარ და აღარ მოგაცდენ.
- მიყვარხარ, დეე.
- მეც, შვილო.
- აბა, დროებით. - მობილური გავთიშე.
წინ მიმავალი სატვირთო ავტომობილი გაჩერდა, ჩემს გვერდით მყოფი მანქანებიც გაჩერდნენ. უცებ სატვირთო ავტომობილს „ბრიზენტი“ გადაძვრა და გამოუვალი მდგომარეობის ბიჭება სიმღერა დაიწყეს: „როგრო მინდა მოგეფერო“, ირგვლივ კი გოგო ბიჭები ბუშტებს უშვებდნენ, თან ყვიროდნენ „ემილი უყვარხარ, ემილი უყვარხარ“... ზოგი ვიდეოს იღებდა, ზოგი კიდევ სურათებს. ვანიკო თარხნიშვილი თან მღეროდა „ როგორ მინდა მოგეფერო, რა ლამაზი ხარ, მაგრამ მინდა დავიჯერო, რომ უკვე სხვისი ხარ, მაპატიე... ერთ დღეს მოვალ და გეტყვი, რომ თან დაგყვები და მე შენს სიყვარულს გადავყვები, უშენობას ვერ ავიტან, ვიცი გადამიტანს, მაინც არ გაბედო ცრემლები, მოვალ და მოგეფერები, მოვალ და მოგეფერები, უნდა მაპატიო, ...“ და თან ჩემსკენ იშვერდა ხელებს, თავი სიზმარში მეგონა. გაოცებისკენ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს დიდი თაიგული ვარდების მომაწოდეს, სადაც კონვერტი იდო, სანამ კონვერტი გავხსენი და აცრემლებულმა ძლივს გავარჩიე იქ ნაწერი, უცებ მიჩუმათდა ქუჩა, ჩვეულ რეჟიმში მოძრაობდა ყველა მანქანა, რომ არა თაიგული და კონვერტი, ჩავთვლიდი, რომ ეს ყველაფერი მესიზმრა.
პირველი ძლიერი შოკიდან, რომ გამოვედი გზა განვაგრძე. სახლში მისულს ტვინი მტკიოდა უკვე ფიქრისგან, მაინტერესებდა ეს ყველაფერი ვინ მომიწყო? ვინ იცოდა, რომ მომწონდა „გამოუვალი მდგომარეობა“?, ვის ვუყვარდი ასე, რომ ასეთი სიურპრიზი მომიწყო?
სახლში შესულმა პირველი, რაც გავაკეთე ტანზე გრილი სარაფანი გადავიცვი, ხელი კისერზე კი მქონდა ჩამოკიდებული, თუმცა სულ არ მახსოვდა და არ მადარდებდა არაფერი, გარდა ერთისა ვინ იყო ის ვისაც ასე ვუყვარდი?
- აუუ, ახლაა ქეთა მანდამაინც მივლინებაში, - ტუჩები დავპრუწე - ვაა, ვინ გაგიჟდა ჩემზე ასე? მაქსიმე? არაა, ეგ არ იქნება! - უარვყავი მაშინვე, - ვის დავურეკო და ვკითხო? მოდი მაკოს დავურეკავ - მობილური მოვიმარჯვე - არაა, მაკო მერე ვანიკოს ეტყვის, ის კიდე მაქსიმეს, ეგეც არ გამოვა , - უცებ მოვიწყინე, რადგან მივხდი, როგორი მარტო ვიყავი ამ დიდ ქალაქში და ქუთაისი მომენატრა ძალიან, ჩემები, ჩემი დები, ჩემი ვატატუნა. ფიქრს ვერავის ვუზიარებდი, ახლა მითუმეტეს ასეთი ამბის ვინმესთვის გაზიარება ხომ ძალიან მაგარია? ასეთი ამბები ხომ ყოველდღე არ ხდება ჩვენს ქუჩებში? მე კი ვზივარ აქ და ვმარჩიელობ... თვალზე ცრემლი მომადგა, თავი ისე მარტოსულად და ეულად ვიგრძენი... მობილურის ხმამ გამომაფხიზლა,
- ბატონო.
- რას შვრები, ემიი? - წკრიალა ხმა ისმოდა მაკოსი.
- რავი ვარ და შენ? - მოწყენილი ხმით ვუპასუხე.
- ხომ მშვიდობაა? - ხმის ტემბრი შეეცვალა.
- არაფერი, არაფერი - ტუჩებზე ვიკბინე, რომ ტირილი არ დამეწყო.
- რა ქენი ექიმთან?
- დაბეჟილობა მაქვს, მაგრამ ბიულეტინი გამომიწერა, ხვალ და ზეგ არ ვიქნები
- ემიი, რამეს ხომ არ მიმალავ?
- არა, არაფერს
- სად ხარ ახლა?
- სახლში ვარ... - ცრემლიანი თვალები მოვავლე ოთახს.
- კარგი, აბა შენ იცი, შეგეხმიანები.
სიმარტოვე ყველაზე ცუდი, რამ არის... განსაკუთრებით მაშინ კი როცა ვინმესთან საუბარი გინდა და გულის გადაშლა.
კარებზე ზარის ხმა გაისმა, გავლასლასდი, კარები გამოვაღე და იქ არავინ დამხვდა, თუმცა იგივე ყვავილების თაიგული და დისკი იდო, ავიღე ეს ყველაფერი და ირგვლივ მიმოვიხედე, გამეღიმა, გული გამითბა, მაგრამ გავბრაზდი, იმ პირზე ასე, რომ მეთამაშებოდა. ოთახში შესულმა დისკი ჩავრთე კომპიუტერში, საიდანაც ისევ გამოუვალი მდგომარეობის და ტასუნას დუეტის ჰანგები მიმოიფანტა ირგვლივ: „გახდე გარეთ თუ თოვს, გახედე გარეთ თუ წვიმს, გახედე გარეთ თუ მზეა, მზერა იპოვნის სხივს, სხვას შენი თვალები ამბობენ სხვას, ახალ გზას, სხვას შენი თვალები ამბობენ სხვას, უცნაურ გზას, სხვას შენი თვალები ამბობენ სხვას, ახალ გზას, სხვაას, ახალ გზას, უცნაურ გზას...“ ვუსმენდი მუსიკას, არვიცი უკვე მერამდენედ, გავცქეროდი მოფუსფუსე თბილისის ქუჩებს და ვეძებდი იმ სხვას ვინც ცდილობდა ჩემში ბედნიერება გაეღვიძებინა, ვინც ცდილობდა ტკივილი დამევიწყებინა, ვფქირობდი იმაზეც ის რას ფიქრობდა ახლა, ისიც თუ ასე იდგა ჩემსავით ფანჯარასთან, უსმენდა იგივე მუსიკას და მეძებდა მისი თვალები, გული, სული...
დილით ისევ გაისმა ზარი კარებზე, ისევ იგივე თაიგული და კონვერტი დამხვდა დისკით, ახლა გამოუვალი მდგომაროების „სიყვარული ძნელია“-ს ჰანგებმა აავსო ირგვლივ ყველაფერი და გული შემეხუთა, მომინდა ამ ადამიანის ხილვა ვინც ბოლო საათებია ასე მაფორიაქებდა. უკვე ვგრძნობდი ჩემი ნერვები ძალიან დაჭიმული იყო და ამდენ მოულოდნელობას ვეღარ უძლებდა, თან არავინ მყვადა ვისაც ამ ყველაფერს გავუზიარებდი. ეს კიდევ უფრო მთრგუნავდა და მიძლიერებდა სურვილს ამ კუკუდამალობანას ბოლო მალე მოღებოდა და სიმართლე შემეტყო.
სახლში ვერ გავჩერდი, გარეთ წავედი სასეირნოდ. ნელა მივუყვებოდი ვიწრო ქუჩას, რომ უცებ ირგვლივ ჟრიამული ატყდა, ჰელიუმის ბუშტები თუ ფრანები ჰაერში მიფარტატებდნენ, კუთხეში კი ხალხი იკრიბებოდა, სადაც გამოუვალი მდგომარეობა მღეროდა ჩემს ერთერთ საყვარელ სიმღერას „მერე“, გაოგნებისგან გავშეშდი.


ვუყურებდი ყველაფერს და ვფქირობდი: „ეს დამთხვევაა, თუ ისევ მე მეძღვნება?“ ფრთხილი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდი შეკრებილ ხალხს და ჩუმად ვათვალიერებდი გარემოს, ვინმე ნაცნობისთვის იქნებ მომეკრა თვალი, რომ მეპოვა ის ვინც მჭირდებოდა... უცებ თავი უცნაურად ვიგრძენი, მთელ სხეულში ბედნიერების ტალღებმა იწყეს შხუილი, თან ყურებში ჩამესმოდა სიმღერის ტექსტი „დღესვე უნდა გნახო იცოდე, უნდა განმიახლო სიცოცხლე...“ ხალხის ნაკადს მივაპობდი, თან აქეთ-იქეთ ვიყურებოდი, გული ფეთქვას უმატებდა, ვგრძნობდი ძალიან ახლოს ვიყავი სასურველ მიზანთან და დავინახე, ის იყო, მიღიმოდა იმ ღიმილით და იმ სიყვარულით გაჟღენთილი თვალებით, მე, რომ თავბრუ დამახვია და სიყვარულით ჩემდაუნებურად ამავსო:

- შენ? - ვიდექით ერთმანეთის წინაშე და ორთავე ვთრთოდით.
- ხო, მე - ისევ მიღიმოდა, თვალები ცრემლებით მევსებოდა, თავს ძლივს ვიკავებდი, - ვნანობ, რომ ჩემგან ერთხელ გაგიშვი, ამას აღარ დავუშვებ ემი, მიყვარხარ, უსაზღვროდ მიყვარხარ, მტკივა უშენობა, ვნანობ, რომ ნება მოგეცი ჩემგან წასულიყავი და ეს დღეები უერთმანეთოდ, რომ გავატარეთ, მაგრამ იცოდე ახლა ვერსად გამექცევი, რადგან ამის ნებას აღარ მოგცემ...
- მაქსიმე, - ძლივს ამოვთქვი, ცრემლიანი თვალებით ვუცქერდი მას და ვგრძნობდი, ის, ის იყო, ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი მომავალი, ვის გამოც ყველაფერს დავთმობდი, ვგრძნობდი როგორ იწვოდა ჩემი სხეული მისი სიყვარულით და ჩემდაუნებურად წამომცდა - მეც, მეც მიყვარხარ...
მაქსიმეს თვალები ჯერ მოულოდნელობისგან გაუფართოვდა, მერე ეჭვნარევი გაუხდა, ვერ გაეგო რაც ვთქვი მოესმა თუ სინამდვილე იყო, მე კი ველოდი, არ ვიცი რას, უბრალოდ ვიდექი მის წინ გაუნძრევლად და ველოდი... მერე ის დაიხარა და ნაზად მაკოცა, და ატყდა ფეიერვერკების სროლა, ტაში, მოლოცვები…


- წამო, - ჩუმად ჩამჩურჩულა, იქვე მდგომ მანქანაში ჩამაჯინა და გეზი მცხეთისკენ აიღო, ჯვარზე ავედით, ორივე ეიფორიაში ვიყავით, უხმოდ მივუყვებოდით მონასტრისკენ მიმავალ გზას. ჩემში სიტყვების კორიანტელი წამოვიდა, რომელსაც უკვე ვეღარ ვაკავებდი, მინდოდა მაქსიმესთვის გამეზიარებინა:
- ხანდახან ისე გაირბენს დრო, რომ ბევრი მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი გამოგვრჩება, გამოგვეპარება და მერე ვდარდობთ, ვფიქრობთ, ეს რატომ მოგვივიდათქო ? - დავიწყე ჩუმად - და ვცდილობთ გამოსწორებას, თუ გამოსწორდა რა თქმა უნდა... არადა ყველა მომენტს ხომ ვერ ჩაიწერ ფერად სტიკერზე და მიაკრავ ან მაცივარს ან კომპიუტერს? არ უნდა გვრჩებოდეს მომენტები, რადგან ეს მომენტები აწყობენ ჩვენს ყოველდღიურობას და ქმნიან ჰარმონიულობას. ჰარმონია კი აუცილებელია, როდესაც ბედნიერებას ეძებ და გინდა ბედნიერი იყო, როცა იპოვი მას, შენარჩუნებაც უნდა... ამიტომ ალბათ, ეს ბედნიერება რომელმაც შენი სახით ცხოვრებამ მაჩუქა ბოლომდე უნდა დავიცვა და სათუთად შევინახო, ბევრი ლამაზი მომენტი უნდა შევაგროვოთ და ცხოვრება ძალიან ჰარმონიული და ტკბილი გავხადოთ ერთმანეთისთვის. - შევხედე მისი სიყვარულით გაჟღენთილ თვალებს და ისე ძალიან მომინდა მისი ჩახუტება, ისე ძალიან, რომ მთელი გულმკერდი ამეწვა გრძნობისგან და სურვილისგან, მაგრამ ვერ გავბედე, შემრცხვა - მიხარია, რომ შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, მიხარია, რომ უამრავი ბედნიერი მომენტი მაჩუქე და ჩემი შავთეთრი ცხოვრება ჰარმონიით და ბედნიერი ჰორმონებით აავსე და გააბრწყინე, მადლობა ამ გრძნობისთვის, ჭეშმარიტი სიყვარულისთვის, რომელიც ჩემში ასე ლამაზად გაფურჩქნე და დამეხმარე მივმხდარიყავი, რომ მიყვარხარ, მაქსიმე ... - ავხედე ქვემოდან ლოყებ აწითლებულმა.


- მეც იმავეს გეტყოდი, რადგან შენ ხარ ჩემი ერთადერთი და ჭეშმარიტი სიყვარული, შენ ჩემი ბედნიერება ხარ, მარგალიტი...
- იცი, მე მომწონს სიცოცხლე. ხშირად სასოწარკვეთილი ვყოფილვარ, სევდით შეპყრობილი, მაგრამ ამის მიუხედავად, სავსებით დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება უბრალოდ დიდი საჩუქარია და დღეს შენი სახით უდიდესი საჩუქარი მივიღე...
- იცი? ადამიანის სიცოცხლე ფორტეპიანოს წააგავს, თეთრი კლავიშები ბედნიერ წუთებს გამოხატავენ, შავი კი სევდიან წამებს, ცხოვრებისეულ გზაზე კი უნდა მუდამ გვახსოვდეს, რომ სწორედ თეთრი და შავი კლავიშების კომბინაციით იქმნება მუსიკა, და გპირდები, ჩვენს ცხოვრებაში უმეტესად „თეთრი კლავიშები“ შექმნიან ლამაზ კომბინაციას და ყველა ის ტკივილი, რომელიც შეგხვედრია წარსულში, იქ დარჩება სამუდამოდ ძალიან შორეთში... მიყვარხარ ცამდე, მიყვარხააარ - ხელები გაშალა და ხმამაღლა დაიწყო ყვირილი.
- გიჟი ხარ ... - ბედნიერებისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მის საქციელს რომ ვუყურებდი, მერე უცებ გავშეშდი, უცნაური ცივი გრძნობა დამეუფლა ...
- ემი, რა დაგემართა? - მკითხა მან.
- მაქსიმე, - ავხედე ცრემლიანი თავლებით, - ეს ყველაფერი სიზამარია ხომ? მძინავს ხომ? თვალს, რომ გავახელ გაქრები ხომ?
- რა სიზმარი, ემი?
- მაშინ მიჩქმიტე!
- სულ გაგიჟდი შენ, - გაიცინა - ისე ჩქმეტას, მე კოცნა მირჩევნია - მოწკურა თვალები.
- ჯერ მიჩქმიტე - გავჯიუტდი მე.
- რომ გიკბინო?
- სად?
- აი, ტუჩზე - ვნება მორეული მიყურებდა.
- ტუჩზე? - გამიფართოვდა თავლები - მანდ კბენა ვის გაუგია?
- მე, მე გამიგია - მიღიმოდა.
- არ მეტკინება? - ეჭვიანი მზერით შევხედე.
- ჩქმეტა უფრო გეტკინება, დამიჯერე.
- ხო, კარგი, კარგი, - შეშინებული სახით დავთანხმდი და თვალები დავხუჭე ტკივილის მოლოდინში.
- სულელი ხარ, - ყურთან ჩამჩურჩულა მან და ძალიან ნაზად მიკბინა, ვნებისგან ამოვიკვნესე, თითქოს თანხმობა მიიღო და ისეთი ვნებით მაკოცა, ჯერ დავიბენი, მერე მეც ავყევი და ვიგრძენი მთელი სხეული როგორ აალდა, გახურდა და მივხდი ეს იყო ჩემი პირველი კოცნა, ნამდვილი სიყვარულით სავსე...
- იცი, - როდესაც მოვწყდით ერთმანეთის ტუჩებს - როგორ მწყუროდა შენი ტუჩები? სადაც არ წავიდოდი სულ თვალწინ მიდექი შენი ბუთხუზა ტუჩებით და ისე მინდოდა იმ დროს შენთან მოსვლა და გულში ჩახუტება, განსაკუთრებით კი როცა ტიკტიკებდი შენებურად, ტანში სულ მაძაგძაგებდა.
- და როდის იყო ეგ? მე არასდროს მიგვრძნია, სულ გაჯგიმული და იაზო იყავი და? - თვალები მოვწკურე საეჭვოდ...
- აბა ამ სიურპრიზებს, რომ გიწყობდი? - გამიღიმა.
- ამ ყველაფერს სხვები არ გიგეგმავდნენ? - გულუბრყვილოდ ვთქვი.
- წავედი მე - უცებ წამოდგა.
- სად მიდიხარ? - მეც წამოვდექი.
- აბა, შეურცყოფა მომაყენე და ....
- რა შეურაცყოფა?
- სიურპრიზებს, რომ სხვები გეგმავდნენ თურმე...
- აბა ეს ყველაფერი...
- კი, კი ეს ყველაფერი ჩემი იდეა იყო და ჯერ სად ხარ, მაგრამ რავიცი აბა...
- აუუ, მაპატიე რაა, ცუდად გამომივიდა, აი, ჩემ ძმას სულ მე ვაწვდი, ხოლმე იდეებს და შენც ასე მეგონე... - თვალები ამიცრელმიანდა.
- სანაცვლოდ რას მთავაზობ, რომ გაპატიო?
- რაა? რა უნდა შემოგთავაზო? - დავიბენი მე - პირდაპირ მითხარი და გავაკეთებ.
- მაშინ უნდა მაკოცო, - წარბები აათამაშა.
ნელნელა წავედი მისკენ, ნაბიჯებს სპეციალურად ზანტად ვდგამდი, რადგან მივხდი ის მეთამაშებოდა, ამიტომ მეც ავყევი ამ თამაშში. მის წინ დავდექი, ფეხის წვერებზე ავიწიე და ნაზად შევეხე მის ტუჩებს და ისევ წამოვიდა ტალღებად ბედნიერების ჰორმონები და მაგრად ჩავეხუტე, მინდოდა, მას ეგრძნო ეს ყოველივე.
სახლში როგორ დავბრუნდი აღარ მახსოვს, გაბრუებული ვიყავი ბედნიერებისგან... მისაღებში მდივანზე მივწექი და ჭერს გავუშტერე თვალები... „სიზმარში ვარ თუ ცხადში? ან როდის მოვასწარი მაქსიმეს შეყვარება? ნუთუ ერთი ნახვით შეყვარება მართლა არსებობს? კი, კი მე ის დიდი ხანია მიყვარს, ჩემი სხეული მის დანახვაზე თუ სიახლოვეზე უცნაურ მუხტებს გამოსცემდა მუდამ... მაგარია ძალიან, ვუჰაა, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს...“ ბალიში ჩავიხუტე გულთან და სივრცეს გავუღიმე. „მოიცა, მოიცა „ - წამოვჯექი უცებ „მისი მშობლები როგორ მიმიღებენ? „ - შიშისგან ვიგრძენი როგორ გამიფართოვდა თვალის გუგები, ავცახცახდი, ნამდვილად არ მინდოდა მაქსიმეს დაკარგვა. ვიცოდი, ვიცოდი ის იყო ჩემი მეორე ნახევარი, მე ვიყავი მისი ნეკნისგან გამოძერწილი ... „განათხოვი, მსუქანი, ვაიმეე?! ასეთი ძლიერი ოჯახის შვილს ვინ მოაყვანინებს ჩემნაირს? „ - თვალებზე ცრემლები მომადგა და ღრმად ამოვისუნთქე... უკვე ჩემს ფიქრებში დავამთავრე ერთი დღის სიყვარულის ისტორია და ეიფორია. ყველაფერი გავაქარწ.... და უკვე დავიწყე შეგუება იმაზე, რომ ჩემი სიყვარული მალე დამთავრდებოდა, ოცნების კოშკები არ უნდა ამეგო, იმედებით არ უნდა აღვსილიყავი და ამის გამო დეპრესია არ უნდა დამწყებოდა. მობილური გამოვრთე, მუქი ფარდები კარგად ჩამოვაფარე ფანჯრებს და დავიძინე, ხვალ მაინც არსად მიმეჩქარებოდა, ბიულეტენზე ვიყავი.
უცნაური სიზმარი ვნახე, სადღაც ტრიალ მინდორზე ვიდექი, რომელიც ულამაზესი ყვავილებით იყო მოქარგული, ამ ყვავილებში დავხტოდი, მივრბოდი, ხან ვწვებოდი და მათი სურნელით ვტკბებოდი, უცებ ეს ფერადი სიზმარი გამუქდა და ყურთან რაღაც გამბმულად მიკაკუნებდა და შეშინებული წამოვხტი, ვერ გავიაზრე სად ვიყავი, ან ეს კაკუნი რატომ გრძელდებოდა.
- ემილიიი, ემილიიი - მესმოდა ხმაც და კაკუნი არ ჩერდებოდა, ხმას მივყევი, ფარდები გადავწიე და
- ვაიმეე, - შევკივლე შეშინებულმა და პირზე ხელები ავიფარე.
- გააღე ფანჯარა !
- მაქსიმე, აქ რა გინდა? - გაოცებული ვუყურებდი ამწენკარნის კალათაში მდგარ მაქსიმეს.
- შენი აზრით? - სიმკაცრე იგრძნობოდა ხმაში.
ეს სიმკაცრე არ მომეწონა, ისედაც არ ვიყავი ჩემს „მატორზე“, ფანჯარა მივხურე, ფარდები ჩამოვაფარე და ისევ შევწექი ლოგინში.
რამოდენიმე წუთი ყველაფერი მიწყნარდა, ამან უფრო გამაბრაზა, რომ მაქსიმე ასე მარტივად ადგა და წავიდა, ცრემლები თავისით მოდიოდა და მოდიოდა. ისევ ჩაესმა ხმაური ჩემს ყურებს, ახლა ხმა შემოსასვლელიდან ისმოდა. ფეხაკრებით მივიპარე კარებთან:
- ემილი, - აბრახუნებდა მაქსიმე, - გააღე კარები თორემ არ ვიცი რას მოვიმოქმედებ, შევყრი ყველას, გააღე კარები.
ვიდექი და ვფიქრობდი, ვფიქრობდი და გავუღე :
- შემოდი...
გვერდი, რომ ჩამიარა ვგრძნობდი როგორ თრთოდა ბრაზიდან.
- მითხარი შენი საქციელი რას მივაწერო, ემილი?
- რა საქციელი? - მიამიტურად ვუპასუხე.
- ვახ ჩემი!!! - კედელს მუშტი დაარტყა, შევხტი მოულოდნელობისგან - გუშინ რაც ჩვენ ორს შორის იყო , სიყვარულის ახსნა, ერთად ბედნიერად და უცებ თიშავ ტელეფონს, არ გამოდიხარ კავშირზე... მითხარი მეთამაშები?
- მე ... მე... - ენა დამებლუკა.
- ხო შენ ემილი, იცი როგორ მიყვარხარ, იცი ეს ყველაფერი რაც კეთდებოდა შენ გეძღვნებოდა, გუშინ უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, სახიდან ღიმილი არ მცილდებოდა და ბრახ!
- ის, უბრალოდ... - ვცდილობდი სიტყვები მომეძებნა, დალაგებული აზრები ამერია, ვუყურებდი მაქსიმეს და ვგრძნობდი, როგორ თავდავიწყებით მიყვარდა, არა მასაც ვუყვარდი, და ამაზე მეტი რა უნდა მდომოდა? გული მეუბნებოდა, მიდი, მიდი ჩაეხუტე და დაამშვიდე, გონება კი სხვას მკრანახობდა, იბობოქროს, ეწყინოს, სჯობია ახლა ეტკინოს, ვიდრე მერე უფრო მეტად.
- არ ამიხსნი რ ამოხდა, ემილი?
- იცი, - ნერწყვი გადავყლაპე, თითქოს ამით ძალა მოვიკრიბე - ჩვენ უნდა დავცილდეთ - ჩავიჩურჩულე და თვალები ძირს დავხარე


- ბატონო? - ხმა გაებზარა მაქსიმეს,- რა თქვი? ხმამაღლა გამიმეორე, თვალებში ჩამხედე და ისე… - მომიახლოვდა, ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი ამაწევინა, მისი სუნთქვა სახეზე, რომ მელამუნებოდა, ისეთმა ჟრუანტელმა დამიარა, ლამის ჩავიკეცე, ავთრთოლდი.
- რაც გაიგონე, - ძლივს ამოვილაპარაკე გონება მიბნედილმა, გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებდი, ვგრძნობდი გული როგორ ებრძოდა გონებას...
- რა მოხდა ასე უცებ? - გამომცდელად შემომხედა - სახლში, რომ ამოხვედი ვინმემ შეგაშინა?
- არავის არ შეუშინებივარ, - ვცადე თავი ხელში ამეყვანა.
- აბა ასე უცებ რა მოხდა? გუშინ თუ გიყვარდი, დღეს რა მოხდა, ემილი?
- ვინ გითხრა, რომ აღარ მიყვარხარ? ვინ გითხრა? - უცებ რაღაცამ იფეთქა ჩემში და ავტირდი, - ხო, მიყვარხარ, არ ვიცი როდის მოახერხე, რომ თავი შემაყვარე, მიყვარხარ, სიცოცხლის ბოლომდე, ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები, ვგრძნობ ეს ის სიყვარულია ერთხელ, რომ მოდის და სამუდამოდ რჩება ჩვენში, მაგრამ უნდა გაგიშვა, ვერ მივცემ თავს უფლებას შენნაირ ადამიანს მე ვუყვარდე, მე ვერ მოგიტან ბედნიერებას, მე ყველასთვის ცუდი მომაქვს... ხო ხედავ გიორგის ცხოვრება როგორ ავწეწე? განათხოვარი ვარ, ქვრივიც ვარ, დაწუნებული რძალიც ვარ... ყველაფერი ცუდი მე ვარ, გესმის? და შენ, შენ რატომ შეგიყვარდი? ან მე როდის ან რატომ შემაყვარე თავი? მე ხომ ნათქვამი მქონდა, მორჩა გიოს მერე არავის უნდა შევუყვარდე, არავინ უნდა შევიყვაროთქო? - ცრემლები მოვიწმინდე გაშლილი ხელის გულით - შენ კი ანგელოზი მომევლინე, თბილისის მასშტაბით სასურველი სასიძო, ცნობილი ოჯახის შვილი, წარმატებული, სიმპატიური... მე კი ვინ ვარ? არავინ არ ვარ გესმის? არავინ!!! - აზლუქუნებული ჩავიკეცე და ხელებში ჩავრგე თავი. ვერ გავუძელი მაქსიმეს ცრემლიან თვალებს


- ემილი... - ძლივს გავიგონე მისი ნათქვამი, - წავედი მე... - თქვა ეს და გავიგონე კარების მიკეტვის ხმა, არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი იქ, ერთი საათი? სამი? თუ მთელი დღე? დრო გაჩერდა, გაიყინა, სუნთქვაც შევწყვიტე თითქოს, აღარც გული და აღარც გონება აღარ ებრძოდა ერთამანეთს, ვგრძნობდი სისხლიც არ მოძრაობდა, სხეულის სითბოსაც ვკარგავდი და გონება მეთიშებოდა...
„ჰაერში თეთრი ფანტელები დაფარფატებდნენ, შიშველ სხეულზე ნაზად მეფინებოდნენ და ვგრძნობდი, როგორ ლურჯდებოდა თითოეული ფანტელი ჩემს სხეულში... მე კი მაინც მივაბიჯებდი თოვლიან გზებზე ამაყად, სიარულის დროს ვგრძნობდი ნელნელა როგორ ვმსუბუქდებოდი და ფეხქვეშ მეცლებოდა საყრდენი მიწა და ჰაერში მივლივლივებდი...“ ვაღიარებ კარგი შეგრძნება იყო, სადღაც უსასრულობაში, რომ მიექანები, ვტკბებოდი ამ ლივლივით, რომ უცებ ყველაფერი გაშავდა, მთლიანად დავსველდი და სახეზე ტკივილი ვიგრძენი. თვალები ნელა გავახილე, ბინდბუდში ძლივს ვარკვევდი სახეებს, რომლებიც თავზე მადგნენ აცრემლებული და შეშლილი სახეებით.
- გამიშვით - ნაცნობი ხმა გავიგონე და ვიგრძენი ვიღაცამ ჰაერში ბუმბულივით ამიტაცა, მდივანზე დამაწვინა, ფეხქვეშ ბალიშები შემომიწყო.
- სადაა ამდენხანს ეს სასწრაფო? - შორიდან მესმოდა კიდევ ნაცნობი გოგოს ხმა.
- მოვლენ . მანამდე კი ხელები და ფეხები დავუზილოთ, მთლიანად გაყინულია, აშკარად სისხლი არ მოძრაობს, კვლავ არ დაკარგოს გონება. - ამის თქმა იყო და ვიგრძენი მთელ ჩემს სხეულს როგორ დაუწყეს წრიული სახით მასაჟი და სითბო ნელნელა წამოვიდა.
- მოვიდნენ - ვიღაცამ დაიძახა.
- გამატარეთ.
- მობრძანდით, ექიმო.
- რა მოუვიდა პაციენტს?
- გონება დაკარგული ვიპოვეთ.
- ორსულად ხომ არ არის?
- არაა - იყო პასუხი, მე მხოლოდ ხმები მესომდა... სახეებსაც კი ვერ ვარჩევდი
წნევა გამიზომებს, პულსაცია მომისმინეს, თვალებში შუქი ჩამანათეს:
- წნევა აქვს დავარდნილი, თითქმის გათანაბრებული - მძიმედ ჩაილპარაკა სასწრაფოს ექიმმა - 50-40-ზე აქვს, ეს კი საკმაოდ დაბალია.
- ხო იქნება კარგად ექიმო? - სასოწარკვეთილი ხმა მომესმა.
- კი, გავუკეთებ შესაბამის პროცედურებს, რამოდენიმე დღე სიმშვიდე დასჭირდება, ეტყობა დიდი სტრესი მიიღო და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი, მერე კი რომ მომჯობინდება მიმართოს ექიმს სისხლის საერთო ანალიზი გაიკეთოს და დანარჩენს კი ის ეტყვის.
- მადლობა, ექიმო.



№1  offline წევრი დარინა

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაძლიოს ემილიმ თავისი კომპლექსებიი, ამით თავსაც იტანჯავს და მაქსაც ტანჯავს წინასწარ უაზრო დასკვნები გამოაქვს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

მომწონს ეს ისტორია,მაგრამ, აი,ერთს ვერ ვეგუები.რატომ ხმარობ მდივანს.ასეთი კარგი ისტორიის დამწერმა,არ იცი?რომ მდივანი პიროვნებაა და დივანი დასაჯდომი ადგილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent