კვლავ სიცოცხლე მინდა (თავი 1)
10 წლის წინ : - ლილიი, არ გადახვიდე დამელოდე - ვუყვირივარ ჩემს დას, წინ მირბის მთავარ ტრასამდე კი ოციოდე ნაბიჯიღა დარჩა. - ლილი საყვარელოო გთოხოვვ - ვემუდარები და უკვე ვკივკვარ, თავისას არ იშლოს და მირბის, მეც უკან მივსდევ მაგრამ ვერ ვეწევი, უკან იხედება და მიცინის ხელს მაღლა წევს და მიქნევს შემდეგ ბრუნება და გზასთან ჩერდება - ლილიკო მანდ გაჩერდი - სიტყვას ვამთავრებ თუ არა გზაზე გადარბის, ძლიერი დატორმუზენის ხმა მესმის და ვხედავ როგორ ვარდება ჩემი ექვსი წლის და ჰაერში, შემდეგ მთელი ძალით ვარდება ტროტუარზე. - ლილიიი - ვკივივარ და მთელი ძალით გავრბივარ, მისი პატარა სხეული კი უგრძნობლად ასვენია ცივ ტროტუარზე, სახეზე ხელს ვკიდებ და ვუმეორებ "გაიღვიძე საყვარელო მიდიი ლილიკო" ვიღაც კაცი მიყვირის არ გააქანო არ შეიძლებაო და მეც ვემორჩილები, მისი ქერა კულუკები წითელმა სისხმა სულ დასვარა, მისთავთან სისხლის გუბე ნელ-ნელა ფართოვდება, სირენების ხმა მესმის, ხალხის კივილი და შეძახილები. ექიმები გადმორბიან და ლილის პულს უსინჯავენ ერთადერთი სიტყვა მესმის " პულსი აღარ აქვს" არ მჯერა, ვერ ვიჯერებ და ისევ ვუუძახი - გაიღვიძე საყვარელო მიდი ლილიკო - მაგრამ ის ისევ უძრავადაა, თვალებში ბურუსი მაწვება და გონს ვკარგავ. საავადმყოფოში ვიღვიძებ, ოთახის კუთხეში ბებო ზის და ტირის, ვფიქრობ რა ატირებს თქო და მახსენდენა ყველაფერი. ლილის გაქცევა, დაჯახება, ექიმები... პულსი აღარ აქვს და კივილს ვიწყებ ბებო ჩემთან მოდის და ექიმებს ეძახის ისინიც ვენაში ნემს მიკეთებენ და მეც ისევ უსასრულო ძილში ვეშვები. *** დღეს ის დღეა, იგივე რიცხვი და დროც, როდესაც ლილი ჩემს თვალწინ გარდაიცვალა, მისი სასაფლაო ყვავილებით მოვრთე და ბევრი ველაპარალე. ეხლა ის თექვსმეტი წლის ქერა ლამაზი გოგო იქნებოდა, ფიქრს ვწყვეტ რადგან ათი წელია ამით ვიტანჯები. ლილის ვემშვიდობები და ტაქს ვაჩერებ. ტელეფონი რელაკავს ჯიბიდან ვიღებ და ვპასუხობ - სად ხარ ანასტასია? - დედა შეწუხებული ხმით მეუბნება - ლილისთან დე. - ვპასუხობ მოკლედ. მესმის როგორ უჩქადება სუნთქვა - მალე მოდი საკურთხი უკვე მზადაა, შენ გელოდებოთ. - კარგი დედა. - ვუთიშავ და ტაქს მისამართს ვეუბნები, ფანჯრის მინას თავს ვადებ, ცრემლები თავისით იკვნლევს გზას, ლილოზე მხოლოდ სამი წლით დიდი ვიყავი, სკოლიდან პირველად გამომყავდა როდესაც მივაკითხე ბედნიერი იყო, მომიყვა როგორ ისწავლა ანბანი გამართულად შემდეგ გაიქცა რაღაცას ღიღინებდა მეც არ დავუშალე, მაგრამ საკმაოდ შორს რომ წავიდა პანიკამ მხოლოდ მაშინ შემიპყრო. ყოველთვის საკუთარ თავს ვიდანაშაულებ, ის ჩემს გამო აღარ არის. მთელი სიცოცხლე, სიცოცხლის ბოლო წამამდე მემახსოვრება მისი ბოლო შემოხედვა ხელის დაქნევა, მომღიმარე სახე რომელოც სიკეთით იყო აღსავსე, ხელი ისე დამიქნია გეგონებოდათ მემშვიდობებაო და მართლად ის სამუდამოდ დამემშვიდობა. - გოგონი მოვედით - ფიქრებში ისე ვიყავი ჩაფლული ჩემი სახლი ვერც კი შევამჩნიე, მძღოლს ფული გადავუხადე და მანქნიდან გადავედი. სახლის კარი გავაღე, უცებ დედას და მამას გაცხარებულ ლაპარაკს მოვკარი ყური ხმა არ ამომიღია სამზარეულოს კარებთან გავჩერდი და მოვუსმინე - ის დღემდე თავს იდანაშაულებს გესმის? არადა ჩემი ბრალა, მე იმ დღეს ორი შვილი დავკარგე ანასტასია ისეთი აღარ არის როგორიც იყო, ლილე კი ოჰჰ ლელე, სამუდამოდ დავკარგე გესის? - დედამ ტირილი დაიწყო მამა ჩაეხუტა და დამშვიდება დაუწყო - დამშვიდდი საყვარელო, ანასტასია ჩვენი მზე და მთვარეა. ლილე ყოველთვის გვემახსოვრება მაგრამ ეს უნდა გადავიტამოთ ერთად გესმის? - დედამ მამას აკოცა და თავი დაუქნია, ცრემლები მომადგა მათ მე ესე ძალიან ვუყვარვარ მაგრამ მე ყოველდღიურად ჩემი ხასიათით ვახსენებ ათი წლის წინანდელ ამბავს ლილეს. მათ ეს არ დაუმსახურებიათ. - მოვედიი - ხმამაღმა ვთქვი და ორი წუთი დავაყოვნე რათა ვერ მიხვედრილიყვნენ რომ მათი დიალოგი მოვისმინე. - ანასტასია აქ მოდი - მამამ დამიძახა, სამზარეულოში შევედი და ორივეს ჩავეხუტე, აშკარად გაუკვირდათ რადგამ იმდენად ცივი ვიყავი თავადაც კი მიკვირდა. კარზე ზარი დარეკეს - ბებო და ბაბუ მოვიდონენ, გავაღებ - ვუთხარი ორივეს და კარებისკენ წავედი. - ანასტასია - ბებო ჩამეხუტა, შემდეგ ბაბუ და ორივე სამზარეულოში შევიდა. ჩემს ოთახში ავედი გამოვიცვალე და ისევ ქვევით ჩავედი დედას ტკბილეული გამოეცხო, რამოდენიმე ცივი საჭმელი და სანთლები დაენთო. სუფრას მივუსხედით და ერთმათ ვთქვით " ლილისთვის". ლილიზე ბევრს არასდოს ვლაპარაკობდით ასე რომ ბაბუ და მამა სამსახურის ამბებს განიხილავნენ, მამა დააწინაურეს და დედა ამაყად უყურებდა მას. ერთი საათი შემდეგ ჩემს ოთახდი ავედი, ძველი ალბომი გამოვიღე და ლილეს ჩვილობის ფოტოებს დავუწყე ცქერა, დეპრესია ლილეს დაკრძალვის შემდეგ დამეწყო ოთახიდან არ გამოვდიოდი ამას დაემატა გარდატეხვის ასაკიც. ყველაფერი ერთად დამაცხრა თავს მაგრამ ძალა მოვიკრიბე ესეც ლილესთვის. ფოტოები თავის ადგილას დავაბრუმე ტელეფონი ავიღე და ინსტაგრამზე შევედი, ჩემი კურსელები წვეულებაზე იყვნენ. არასდროს ავდიოდი მსგავს ადგილებში, არასდროს ვყოფილვარ კლუბში არასდროს გამისინჯავს , ერთი სიტყვით თინეიჯერი არც კი მერქმოდა. მშობლები კი ამაზე მუდმივად მეჩხუბებოდნენ, არუნდოდათ ესეთი ვყოფილიყავი. მაგრამ კიდევ იყო ერთი პრობლება, უნივერსიტეტში არავინ მემეგობრებოდა, ეს ჩემი ბრალი იყო მე ხომ მუდმივად "უჟმური" სახით დავდიოდი. მამას და დედას ლაპარაკმა გამომაცოცხლა, რაღაც უნდა მეგონა, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა...ისევ ზარს ხმა გავიგომე, პირველ სართულზე ჩავედი, კარებთან დედა იდგა და ქალს ელაპარაკებლდა. - იქნებ ყავა დაგველია? - უღიმოდა დედა, ლამაზი ქალი იყო პირველად ვხედავდი, გამიკვირა ვინ არის მეთქი. დედამ კარები დახურა - ვინ იყო დედა? - ჩვენი ახალი მეზობელია, ხვალ მასთან დაგვპატიჟა. გვერდით დოლოძეების სახლი უყიდიათ და პატარა წვეულებას აწყობენ. წავიდეთ ხო? - დედამ ისეთი სახით მთოვა უარი ვერ ვუთხარი - მშენიერია, იქნებ ახალი კაბები ვიყიდოთ? - კარგი დედა, დილით წავიდეთ. სახლის იკან გავედი ეზოში, სადაც აუზი და რამდენიმე ხე გვქონდა, დრის მებისმიერ მონაკვეთში მიყვარდა აქ ყოფმა, მეგონაა რომელიმე დაჩაზე ქალაქგარეთ ვიყავი და ეს ცოტათი მამშვიდა კიდეც. მაღალი სიმღერების ხმა გავიგონე ყოფილი დოლიძეების სახლიდამ, ფანჯრები ჩვენს ეზოს უყურებდა პირდაპირ, ფანჯარასთან ბიჭი იდგა მაისური არ ეცვა, შორიდანაც კი ვხედავდი მის ნავარჯიშებ სხეულს. ბიჭმა თავი მოაბრუნა თვალი ჩამიკრა და გამიღიმა, გაოცებული ვუყურებდი. ვთქვი ჩუმად და სახლში შევედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.