შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისფერი 5


15-10-2018, 02:34
ავტორი Soow
ნანახია 1 143

-ქენდის! ქენდის დროზე ტელევიზორი ჩართე ეს უნდა ნახო ! ნინა! ნინას !ქენდიიიის!!!!-ჯეინი ბოლო ხმაზე ეძახდა თავის შვილს.
-დედა არ შემიძლია ახლა ნინა რიჩის კოლექციაზე ვიფიქრო ,ძალიან გთხოვ!-ძლივს ამოილუღლუღა საბანში ჩაფუთნულმა გოგონამ.
-ნინას... ნინას მამა დააპატიმრეს!-ოთახის კარები აქოშინებულმა ჯეინმა შემოაღო!
ტელევიზორი სწრაფად ჩართო და „ვორლდნიუს“-ის საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტი უკან გადაახვია.
სიუჟეტში გამხდარი, ქერა, ახალგაზრდა ბიჭი იყო.
„მე და ნინა ერთი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს არავინ იცოდა ეს.ბოლო ერთი კვირა იმ საშინელ ღამემდე,ჩემთან რჩებოდა ხოლმე,ერთხელაც იმ ღამეს როდესაც ყველაფერი მოხდა ჩემთან ვიყავით,და სექსით ვიყავით დაკავებულები.ჩემი ბინის კარი შემოამტვრიეს ექვსნი იყვნენ,ნიღბებში მეც და ნინაც გვცემეს ,უკვე იატაკზე ვეყარეთ შიშვლები,და ნაცემები.ბეისბოლის ჯოხებით და კასტეტებით გვცემდნენ.ერთ-ერთმა მათგანმა ,რომელიც ნინას ურტყამდა ნიღაბი მოიხსნა ნინამ „მამა ეს რატომ გააკეთეო“-თქვა და გონება დაკარგა,ჩემი ცემა გააგრძელეს,გონების დაკარგვამდე. საავადმყოფოდან ერთი კვირის წინ გამომწერეს,კომაში ვიყავი და ამნეზიაც კი მქონდა.
რეპორტიორი:-დაფარეს თუ არა დანაშაულის კვალი თქვენს ბინაში?
-ყველაფრის მოწმე ჩემი გვერდით მეზობელი იყო,რათქმაუნდა ვერაფერს ხედავდა,მაგრამ ესმოდა .მე გონება დაკარგული ვიყავი არაფერი მახსოვს“
სიუჟეტში მოხუცი კაცი ჩაერთო
„ყველაფერი მესმოდა რასაც ისინი ამბობდნენ ვცადე პოლიციაში დამერეკა მაგრამ,მე დიაბეტი მაქვს და ნერვული შეტევისგან ეს ვერ შევძელი ტელეფონი წყალში ჩამივარდა,სათადარიგო კი არაფერი მქონდა,კართან ორნი დარაჯობდა,ბინიდან გამოსვლის შემეშინდა,მერე ჭვიჭვრიტანაში დავინახე როგორ მიათრევდნენ გასისხლულ გოგოს,ყველა მათგანი წავიდა.არ ვიცი ეს რამ მომაფიქრა გავრისკე და ბინიდან გამოვედი,მეზობელ ბინაში შევედი და მეზობლის სხეულის გამოთრევა დავიწყე,ფიზიკურადაც კი მიკვირს ეს როგორ შევძელი,კარი მივიხურე, შემდეგ ისინი დაბრუნდნენ ბინაში ყველა კვალი დაფარეს,იფიქრეს რომ ის უბრალოდ გაიქცა გამთენიისას ტელეფონის შეკეთება შევძელი და სასწრაფოს დავურეკე.ყველაფერი მოვუყევი მაგრამ არავინ დამიჯერა რადგან ალტსგეიმერით ვარ დაავადებული და შიზოფრენიის დაწყებითი სტადიები მქონდა,ფსიქიკურად შეურაცხად ადამიანად ვითვლები.ბინაში კი ყველაფერი პირვანდელზე უფრო სუფთა იყო, არანაირი შეჭრის და ძალადობის კვალი არ მოიძებნა.“
სიუჟეტში ნაცნობი გამომძიებელი ჩაერთო.
„იან მელკოვი და შვიდი თანამონაწილე დაკავებულია ფიზიკური ზარალის მიყენებისთვის განსაკუთრებული სისასტიკით.ასევე იან მელკოვს ბრალად ედება მისივე შვილის ნინა მელკოვას თვითმკვლელობამდე მიყვანა ,ამას აღიარებს იან მელკოვის მეუღლეც .იგი ამბობს რომ, სიმართლე მხოლოდ რვა დღის წინ გაიგო შვილის დასაფლავებიდან ორ დღეში.იან მელკოვი მთელი გამოძიების განმავლობაში ძალადობდა თავის შვილზე როგორც ფიზიკური გასწორებით ,ასევე სქსუალურადაც.
შემზარავი საქმის უფრო მეტი დეტალი იხილეთ ხვალ ვორლდნიუსში“
სიუჟეტი დამთავრდა და ორივე დედა შვილი გაოგნებულები იყვნენ.
-არც კი ვიცი რა ვთქვა !-ამოღთა ჯეინს -მამაშენს და მაქსს უნდა დავურეკო.
-მაქს?
-ჰო! რა იყო რადგან შენ დაშორდი ამიტომ ის განათლებული ,ზრდილობიანი ადამიანი უნდა ამოვშალოდ ჩევენი ცხოვრებიდან? სანამ შენ მასთან საუბარი არ გინდოდა მე და მამაშენმა კიდევ უფრო კარგად გავიცანით ,ახლა ის ჩვენი მეგობარია,-ნიშნის მოგებიდ ესაუბრბოდა შვილს და მისი მოტივი სრულებით ცხადი იყო.
*******
-შენ რა ისევ ტირი? მოდი ჭამე ვახშამი ამოგიტანე!
-არ მინდა დედა მერე შევჭამ.
-ოჰ! რა გავაკეთეთ ნეტა მე და მამაშენმა ისეთი ცუდი შენ რომ ასეთი მგრძნობიარე და გულჩვილი გამოდი?ცოტა მოძლიერდი ჩხოვრება გააგრძელე მთელი დღეა ამ ოთახში აგდიხარ გვამივით ! იმ უნივერსიტეტში წასვლა თუ არ გინდა სხვა უნივერსიტეტში წადი,ჩემთან მუშაობა დაიწყე,რაიმე ჰობი იპოვე!
-კარგი დედა ოღონდ ახლა დამტოვე ძალიან გთხოვ.
-იცი რა ქალბატონო? მე და მამაშენი ნიუ-იორკიში მივემგზავრებით ერთი კვირით,ასე თუ გააგრძელებ ჯორდანისა და ლილის სახის გარდა ვერავის დაინახავ.
და ჰო მაქსმა შენი ძაღლი წაიყვანა.
-რა? რატომ?
-მის მდედრს ,ჩვენი ძაღლისგან ლეკვები გაჩენია და უნდა ოჯახური ფოტოალბომი შექმნას,ძალიან სულელური წამოწყებაა არა? რატომ ნერვიულობ ბოლო დროს ჯორდანი ასეირნებს ხოლმე ძაღლს შენ ზედაც არ უყურებ.ახლა წავედი.ნიუ-იორკი მელოდება! წვეულებას თუ მოაწყობ მაქსიც დაპატიჟე!-უკბილოდ იხუმრა და ოთახის კარი სასწრაფოდ გაიხურა.
-ჰო! დამტოვეთ ყველამ დამტოვეთ! არავინ მჭირდებით!-ისევ ცრემლები წამოსკდა ,მაგრამ მალევე მიხვდა რომ ახლა განზრახ ტიროდა .
******
-ო მისტერ მაქს! ჩემი ძაღლი დამიბრუნეთ თანაც სასწრაფოდ!-ბოლო წინადადება გააფთრებულმა ჩაყვირა ტელეფონში.
-თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს მის. ძაღლი უკვე ჩვენია და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.ასე რომ ყველაფერი საუკეთესო !
-გამითიშა! წარმოგიდგენია გამითიშა!-გაოცებული ეუბნებოდა კედელს!-ჯორდააან! მანქანა მოამზადე შოპინგზე მივდივართ!-გაყვიროდა მთელს სახლში.
შოპინგზე წავიდა,ამას ჩვეულებრივ დაღლილობის მოსახსნელად აკეთებდა ხოლმე რაღაც ძალიან გამომწვევი წითელი კაბა იყიდა მერე ჯორდანს სამკლავეში ხელი წაავლო და სალონში მიიყვანა ჩემს ხარჯზე თმები შეიჭერიო , გპატიჟებო ეუბნებოდა ისედაც მელოტ კაცს. მძიმე სასცენო მაკიაჟი გაიკეთა და იქ წავიდა სადაც არასდროს არ წასულა.ღამის კლუბში.მართალია აქ განზრახ წამოვიდა მაგრამ მოწყენილობით კვდებოდა, არც მუსიკა მოსწონდა, არც ხალხი ჯორდანი ცეკვაზე უარს ამბობდა და გაშეშებული იდგა ბარის გვერდით.მიხვდა რომ ეს სამისო კაბა არ იყო და არც შესაფერისი ადგილი,გადაწყვიტა რომ ხვალ სხვა ჰობის მოიგონებდა . ორი ჭიქა ვისკი დალია მერე მოჰიტო მიაყოლა და წამოსვლამდე საპირფარეშოში შევიდა.
-გამარჯობა ლამაზო!-უცხო ტიპმა ამ სიტყვებით საჯდომზე ჩამოუსვა ხელი!
-ჰეი! არამზადავ
-ჩშ! აქ შენი მდიდარი მამიკო ვერაფერს გავა, მიდი საყვარელო ნუ მიძალიანდები!-მამაკაცმა პირზე ხელი მიაფარა,თმებში წაავლო ხელი და მუხლებზე დააგდო!
ქენდისი მხოლოდ ყრუდ ბღაოდა და დაკავებულ ხელებს გიჟივით იქნევდა.
-მიდი ახლა,გეყოს უკარებას თამაში ,ეს რომ არ გდომებოდა ასეთი კაბით არ მოხვიდოდი კაცების საპირფარეშოში.არ მითხრა რომ შეგეშალა და განზრახ არ გააკეთე ეს.
მამაკაცმა ქამრის შეხსნა დაიწყო,ქენდისმა ამ დროს თავის დაღწევა და კივილი მოასწრო ,მაგრამ კლუბური მუსიკა ზედმეტად ხმამაღალი იყო ვინმეს რომ გაეგონა.მეორედ დაიჭირა მოძალადემ და სახეში გაარტყა.დარტყმისგან მის თავში ანევრიზმაც გააქტიურდა და სადაც იყო ისევ გონებას დაკარგავდა .
შიგნიდან ჩაკეტილი კარი ვიღაცამ შემოამტვრია და მოძალადე წამის მეასედში ძირს ეგდო .მაქსი ზემოდან გადაჯდომოდა და გამწარებული ურტყამდა სახეში,ამ დროს ჯორდანი შემოვარდა და მოძალადე მაქსისგან დასაცავად გარედ გაათრია.
მაქსი მხეცს გავდა,ხელები გასისხლული ჰქონდა ,სჩანს ჯორდანმა დაურეკა და მან უთხრა კლუბში რომ იყვნენ და ძებნა დაუწყეს.ახლა კი მაქსი ბრაზისაგან ღრიალებდა და ისეთივე ბრაზით უყურებდა ქენდისს.ვერც ერთი ვერაფერს ამბობდა,ქენდისს თვალებში უბნელდებოდა,მაქსი კი ადამიანის ჭკუაზე ვერ იყო ახლა რაღაც ცხოველური ამოძრავებდა.გოგონა ძალიან ნელი ,გაუბედავი ნაბიჯებით მივიდა მასთან ბორძიკ-ბოტძიკით და გადაეხვია.მაქსი ისევ ცხოველს გავდა.
-მაპატიე!-ჩაიჩურჩლა ქენდისმა!
-რატომ? რატომ წამოდი აქ ,სხვა წესიერი კლუბი ვერ ნახე? ან სხვა წესიერი კაბა? -ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
-მაპატიე!-ქენდისი მის მკერდზე იყო მიკრული და ჩუმათდ ტიროდა.
სახლამდე გზაში ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის.დაძაბულ ვითარებაში და უხერხულ სიჩუმეში გაიარეს მთელი გზა.
-მაქს ჩამოხვალ?
-არა იყოს !-ისევ ცივად.
-ძალიან გთხოვ ჯორდანი არ მოვა დრეს შვებულება აიღო.
მაქსს არაფერი უთქვამს უბრალოდ მანქანიდან ჩამოვიდა და სახლში ხმის ამოუღებლად შევიდა.დიდი ხანი იყო ასეთი უხერხული პაუზა ,მერე ქენდისმა მოიკრიბა ძალა ...
-ყავას დალევ?
-მიდი!
ყავა მოიტანა და ნახევარი გზაში დაექცა რადგან ხელები არანორმალურად უკანკალებდა.
-ძალიან მიბრაზდები?
-შენი აზრით?-ცინიკურად უპასუხა.
-რავი! მე რავიცოდი კლუბში ისეთები ხდებოდა! პირველად წავედი კლუბში.
-ასეთი კაბით?
-რას ერჩი ჩემს კაბას?
-შენ მთვრალიც ხარ?
-კი ცოტა-გაეღიმა და ყველაფერი ნათელი გახდა.
-ძალიან გთხოვ ეგ კაბა გამოიცვალე!
-არ მესმის რას ერჩით ყველა?
-არაფერს კარგი კაბაა ,ძალიან კარგი წითელი ლამპიონების ქუჩაზე მეძავებს რომ აცვიათ ზუსტად ისეთი.
-ეს შანელია!
-მაგ შანელს სარჩულის მიკერება დაავიწყდა ალბათ!
-ასე მოდაშია!
-ქენდის გეყოფა! კაბა გაიძვრე!
გოგონამ თავი დაუქნია და კაბის გახდა დაიწყო.
-რას აკეთებ?ასეთი სიმთვრალე არ გეტყობა!
გოგონას მკლავში ხელი წაავლო და მისსავე ოთახში აიყვანა.
-შხაპი მიიღე და ისე გამოდი! შევთანხმდით?
-მაქს მე ნასვამი ვარ ,მთვრალი არ ვარ.რაღაცის გაკეთებას ვცდილობ,ჰო საკმაოდ უნიჭოდ ,მაგრამ მაინც.
-შენ კარგად ხარ? რეებს ამობობ !წეღან კინაღამ გაგაუპატიურეს!
-ვიცი ,არ ვიცი რა მჭირს-სულელივით სიცილი დაიწყო ტან თვალებიდან ცრებლების ნაკადულს ღვრიდა-ძალიან შემეშინდა!
-რა გაცინებს ქენდის?რა დალიე?
-ორი ჭიქა ვისკი და ერთი მოჰიტო.-ისევ ისტერიულად იცინოდა,ღრმად სუნთქავდა და მაქსს ეტმასნებოდა.
-რამე ტაბლეტი დალიე?
-ნწ,ჰაჰა... რა ლამაზი ყვრილმანები გაქვს -მისკენ საკოცნელად იწეოდა.
-იცი ახლა ვიცი როგორაც ვიძიებ შურს,შენზე!-თვალი ჩაუკრა და ტელეფონით ვიდეოს გადაღება დაუწყო.
-ქენდის რას გრძნობ ეხლა?
-პეპლებს!ყველაგან აბსოლიტურად ყველგან.
-და შენი აზრით რა გჭირს?-სიცილს ვეღარ იკავებდა და პარალელურად სიცილით იფხრიწებოდა.
-ექსტაზი გამირიეს?
-ჭჯკვიანი გოგო ხარ, მაგრამ ეგ ექსტაზი არ არის !
-აბა რა არის?-უცნაურად იწმართნებოდა და ხმამაღლა იცინოდა.
-რა არის და ცივი წყალი უნდა გადაივლო,შენს ანევრიზმაზე ეგ ნივთიერება გაორმაგებულად მოქმედებს,კიდევ კარგი ჯორდანთან ერთად რომ არ წამოდი სახლში-ვიდეოს გადაღება დაასრულა და გოგონა სააბაზანოში შეაგდო.
ცივი წყალით დაბანა,მაგრამ ქენდისს აბაზანაშივე ჩაეძინა,იმ საშინელი წითელი კაბის გახდაც და პიჟამას ჩაცმევაც მძინარე ქენდისსზე მოუწია.
*****
თავი საშინლად უსკდებოდა ახალ გაღვიძებულს ,თითქმის არაფერი ახსოვდა იმ საშინელი მანიაკის გარდა .ოთახში მაქსი შემოვიდა ,რამაც კიდევ უფრო მეტად დააბნია.თავში ათასმა ვერსიამ გაუფრინა.
-აქ რა გინდა?
-მე რამინდა აქ? ქენდის შენ ხომ არ გადაირიე? აბა ვის ელოდებოდი? მღალატობ?
-ჩვენ ხომ დავშორდით?
-რა? ბავშვებს რა ვუთხრა? ქენდის ეს არ გამიკეთო ჩვენ ხომ სამი შვილი გვყავს.
-რეებს ბოდავ?
-ო ღმერთო ,ხომ გეუბნებოდი ანევრიზმაზე მალე უნდა გაიკეთო ოპერაციათქო გასკდა და ყველაფერი დაავიწყდა-ისეთი სახე მიიღო გეგონებოდა ახლაც და ცრემლებად გასკდებოდაო-სასწრაფო დახმარებას უნდა გამოვუძახო,ძალიან გთხოვ ქენდი საკუთარი თავი არ დატოვო!
-მართლა? არ მატყუებ?
პასუხად გოგონას მხოლოდ თავი დაუქნია და სახეზე ხელები აიფარა სიცილის დასამალად.
-მაქს მითხარი რომ მეხუმრები ძალიან გთხოვ! არა?-ისევ ტირილი დაიწყო. ცხოვრების ამ პერიოდში ეს მისთვის რუტინი გახდა და ორგანიზმიც მიეჩვია ცრემლების ყოველ შესაფერის მომენტში გამოშვებას.
მეტი ვეღარ მოითმინა მაქსმა და გოგონას გადაეხვია.
-გეხუმრები ხო ,გეხუმრები! კარგი ჩშშ ... დამშვიდდი!
-საზიზღარო!-მკლავზე მუჭი მიარტყა და ისევ მის მკლავებს დანებდა,რომ ჩახუტებოდა.
-ქენდი იცი გუშინ რა ქენი?
-კი კლუბში წავედი მეძავივით!-გაბრაზებულმა თქვა.
-მაგის მერე?
-მადლობა რომ გადამარჩინე!ძალიან შემეშინდა!
-მაგის მერე?
-არაფერი მახსოვს,შენს გარდა სახლში რომ ერთად მოვდიოდით და ყავა დავლიეთ.
-მაგის მერე ანუ მე და შენ?
-რა მე და შენ?ჩვენ რა....
-ხო რა?
-სექსი მქონდა და არაფერი მახსოვს?-იმედ გაცრუებულმა წამოიყვირა და მერე მიხვდა რაც გააკეთა. დარცხვენილმა მაქსი მოიშორა და საბანი შემოიხვია.
-არა მაგის მერე თუ გახსოვს?
-ეგ თუ არ მახსოვს საერთოდ რა მახსოვს?-გაღიზიანებულმა გამოყო თავი საბნიდან.
-ქენდის-ფხუკუნებდა-კარგი ხო, სექსი არ გვქონია , მაგრამ საოცარი ვიდეო გადაგიღე!
-არა?-ისევ იმედგაცრუება იყო მის ხმაში რამაც მაქსი ძალიან გაახალისა.-რა ვიდეო?
ვიდეო აჩვენა და თან სიცილით კვდებოდა,ქენდისის პირველი კომენტარი იყო
-ჯანდაბა როგორ ლანდავს თურმე ეს კაბა-მერე ტანზე დაიხედა და აღმოაჩინა რომ პიჟამა ეცვა , მაქს მრავალმნიშვნელოვნად გახედა ,მანაც მიუხვდა და ყელაფერი მოკლედ აუხსნა.
-ცივი წყალი გადაგავლე და იქვე ცაგეძინა , გამოცვლა მომიწია გაცივდებოდი.
ქენდის ისევ დარცხვენის და სიბრაზის ტალღა მოაწვა თვალებში და გამწარებულმა დაიწყო მაქსის ცემა.
-რა ჩემი ბრალია?
-მაჩვენე ტელეფონი,შიშველსაც მიღებდი?
-დამშვიდდი ეგეთი აზრი თავში როგორ მოგივიდა, აი აიღე და ნახე.
ტელეფონი გამოგლიჯა და ვერაფერი ვერ აღმოაჩინა იმ ვიდეოს გარდა.
-ამასაც წავშლი.
-ცოცხალი თავით არ დავთმობ ეგ ჩემი საყვარელი ვიდეოა!-ახლა თვითონ გამოგლიჯა ტელეფონი ხელიდან.
-გულზე ხელი დაიდევი და მითხარი რომ გამოცვლის გარდა მეტი არაფერი გაგიკეთებია!
-არაფერი, ღამის განვმალობაში სამჯერ არა ოთხჯერ შემომეკოცნე -ისევ იცინოდა.
-მაქს ძალიან გთხოვ მატყუებ?მთვრალი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გამომიყენე?
-ქენდის! - უყვირა-ძალიან გთხოვ ვიცი რომ ღელავ! დაფიქრდი რაში მდებ ბრალს.ნმე ხომ ისედაც ექიმი ვარ!ახლა მოდი აქ გაჩვენებ რას ვაკეთებდი ღამე როცა შენ გეძინა.-გოგონა საწოლზე წააქცია და კისერში კოცნა დაუწყო.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Sayvarelukebii male dade shemdegi ra

 


№2  offline წევრი fluctus Oceani

Vai Ra kargi xaaaaaaaaar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent