შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონსტანტინოპოლი (თავი 2)


18-10-2018, 15:54
ავტორი lemongiirl
ნანახია 1 310

მოსაღამოვებულს, ცის წვერზე რომ ეკიდა მზე და მთების დიდრონ ლანდში იჩრდილებოდა სასახლის ყველაზე მაღალ კოშკში მიიყვანეს. ისკანდერთან საუბარი არ დასცალდა, მხოლოდ მეომრის გაკვირვებული სახის დანახვა მოასწრო, კარებიზე ბრახუნი, რომ ატყდა და მთავარსარდალს მისი გამოღებაც მოუწია. მეფის ვაჟის მეომარმა მთავარსარდალს ადგილობრივ ენაზე გადასცა დანაბარები და ისკანდერმაც გოგოს გადმოხედა.
„ალექსანდრე“ ყველა ასე მიმართავდა მას, ისკანდერს.
გოგოს კვლავ მკლავში უხეშად ჰკიდა ხელი და გარეთ მომლოდინე მოსამსახურეებს ჩააბარა მისი თავი. წასვლამდე მიანათა მისი ქალაქი, შემდეგ ნაბიჯით გალია მანძილი გასასვლელამდე და სასახლის კუშტ კედლებში გაუჩინარდა. გოგო მოსამსახურეებს დააკვირდა, არ იქნებოდნენ მასზე უფროსები, ტილოს ნაჭრის სამოსელით იყვნენ შემოსილი, კარგად ნახმარი და მუხლის თავში გაცრეცილით. თმები მოწითალო თავსაბურავში შეემალათ, პირ-სახე კი გიშრისფერი, გამჭვირვალე საფარველით შეემოსათ. მხოლოდ თვალები მოუჩანდათ. ჩამქვრალი ქალაქების სამყოფელი.
ყველაზე მაღალ კოშკში დასავლეთის სარკმლის გვერდით არსებულ ოთახში შეუძღვნენ. წამიერად გაშეშდა ამ ოთახის ელფერით გოგო. ვარდის სურნელი ტრიალებდა გარშემო. ცივ ფილებზე შემდგარი მეტალის სათლი სურნელოვანი წყლით იყო სავსე, იის ფურცლები და ვარდის ნახარშებიც უხვად ჩაესხათ შიგ. მოსამსახურეები გვერდზე გადგნენ, აშკარა იყო ანიშნებდნენ, რომ სხეული უნდა დაებანა.
არ შერცხვენია ზედმეტი ნაჭრისაგან განთავისუფლება, ორი წლის ნახევ-ნაგლეჯი, გადაგლეჯილი ზეწრები მოიშორა სხეულიდან და ცხელ წყალში ჩაწვა, წამიერი ნეტარება იგრძნო და სიამოვნებისაგა თვალები დახუჭა, არც კი ახსოვდა ბოლოს ცხელი წყლით, როდის ისიამოვნა. სხეულზე მალამოდ მოედო წყლის სურნელება და სიამოვნება მოგვრილმა ძალიან ხმადაბლა ამოიკვნესა ნეტარებით. მაშინვე მისცვივდნენ მონები, თავს ეხვივნენ. ზოგი თმებს ჰბანდა, ზოგი ტანს უხეხავდა. დამტვრეულ ფრჩხილებს, დაკოჟრილ თითებს, გადახეთქილ სიწითლე-სილურჯეებით სავსე ტანს თავს ევლებოდნენ და ამზადებდნენ. თუმცა კი, გოგოსთვის გამოუცნობი იყო, ასე გულღიად რად შეხვდნენ სასახლეში და რად მიუჩინეს მოსაწესრიგებლად მონები.
შუაღამემდე დაჰყო ვარდის სურნელოვან ოთახში, როდესაც მისი ბრინჯაოსფერი კანი სხვადასხვა საცხებით და აბრეშუმის სამოსით დაფარეს, შემდეგ დატოვა იქაურობა. გიშრისფერი თმა წელს ქვემოთ სწვდებოდა, მისი თავსაბურავში დამალვა ეწადათ მონებს, მაგრამ არ დასცალდათ. უნდოდა თავისუფლება ჰქონოდა. არ იცოდა სად მიდიოდა, თუმცა სადაც არ უნდა ყოფილიყო ამ გზის დასასრული, უშიშრად მივიდოდა იქ.
მიჰყვებოდა მონებს, თავაწეული, სელის ფრიალით, საღამოს მზისფერი ნაჭრის სრიალით და სიამაყის სხვიბით განათებული. ჩირაღდნების მილეული შუქი უნათებდა გზას. აზრადაც არ მოსვლია მონებს შესიტყვებოა, ვინაიდან იცოდა, განურჩევლად სამეფოსა და ადათისა, სასახლის დაქირავებულ მონებს, ეკრძალებოდათ ხმის ამოღება. მათ მხოლოდ დავალებას აძლევდნენ და მისი შესრულების გასაქანს.
გუშაგთა გმინვა ექოდ ისმოდა ცივი ქვის კედლებში, დერეფნებს მიუყვებოდა ხმები და გარშემო ეხვეოდა მას. მათ მზერას გრძნობდა, ტანზე რომ დათარეშობდნენ. პირტიტველ ყმაწვილთა ქშინვას და ჟინით აღტკინებულ ირისებს. არ ერიდებოდა თითოეული მათგანისთვის თვალის გასწორებას. უცნაურ გრძნობასაც კი ჰგვრიდა თითოული მათგანისაგან მისვენებული მზერა.
კარის წინ შედგნენ მონები, უზარმაზარი მუხის ხისაგან ნათალი, ყორნის ბუნმულით შემკობილი კარები სრიალით გაიღო. ქარქაშიანებმა პირი იცვალეს, წესი იყო ასეთი, ქალთა შეხედვა ეკრძალებოდათ. წარმოდგენა არ ჰქონდა ვისი ოახი იქნებოდა, თუმცა კი, დიდი დარბაზი დახვდა კარს მიღმა, ფერადი ფილები ბრწყინავდნენ შუაღამის მთვარის ფონზე, ბაღჩის ყვავილებით შემკობილი საჩირაღდნე ორნამენტები ეკიდა კედლებზე, სურნელოვანი სანთლებით იყო განათებული იქაურობა.
დარბაზის ცენტრში, ტახტზე დაბრძანებულ უფლისწულს ესვენებოდა სარკმლიდან შემოსული ფერადი ბრწყინვალება. ლალისფერი, ზურმუხტისფერი, ძოწისფერი... მისი კუნაპეტი შავი თვალები ამ ნათებებივით ელავდნენ. ვეფხვის ტყავისაგან შეკერილი ლაბადა მოეგდო მხრებზე, პირუტყვის ნარჩენებისგან დაბწნილი, ფერადი თველბით შემკობილი თავსაფარი ეხურა და მაინც, ურჩი შავი თმა კისერს ქვემოთ ლამობდა გამოღწევსაას. დაბალი წვერ-ულვაშით დაფარული ბაგენი უცნაურად უღიმოდა.
პირველად ხედავდა უფლისწულს და მაინც, რაღაც აღზევებულ გრძნობათა კვალს ტოვებდა მასში ეს დიდებული, მომავალი ხელმწიფე. აროდეს დაფიქრებულა, რა მოხდებოდა უფლისწულის წინ თუ წარსდგებოდა და ალბათ სწორედ ამიტომაც, ენაჩავარდნილი, სიტუაციისაგან გაბრუებული იდგა მის წინაშე.
კარები მიიხურა, მარტო დარჩა, მონებმა დატოვეს მეფის ვაჟის პირისპირ. უფლისწულიც გამომწვევად შესცქეროდა უცხომიწელ დიაცს, მზესავით ნათელს, მთვარესავით მიუწვდომელს, ვარსკვლავივით თვალწარმტაცს და იბურებოდა მის გონებაში მყოფი ქალის ხატება.
-ჩამოჯექი! -მის წინ მდგომი ტახტისაკენ მიუთითა მეფის ვაჟმა. არ მორიდებია მის შეთავაზებას, ადგილი დაიკავა და მზერა გაუსწორა მეფის ვაჟს. მის თვალებში ვერ დაინახა ქალაქები, იქ, უდაბურ და გაუკვლეველ სიშავეში კოშკი მოჩანდა მხოლოდ, უდაბური და მიუვალი კოშკი. სხეულში გასცრა ღვინით სავსე ბოკალი, რომ გაუწოდა უფლისწულმა. დაბნეულმა ხელი გაუწოდა და გამოართვა. ჩააჩერდა, არ აპირებდა დალევას. არც ერთი ყლუპის. მრავლად ჰქონდა გაგონილი იმ საწამლავთა შესახებ, რომლებიც შესაძლო იყო სასმელს გარეოდა და ადამიანის წამიერ სიკვდილს, ანდაც, ტანჯვით სიკვდილს იწვევდა.
-არ დალევ? -გაიკვირვა უფლისწულმა, შეხსნა ბაგენი და ტკბილი სითხე გადაუშვა სხეულში.
-განა წესია დიაცის, ეწაფებოდეს ღვინოს? -იმდენი ხანი იყო ხმა არ ამოეღო, როდესაც ბოლოს და ბოლოს დაილაპარაკა საკუთარი ბგერები ეუცხოვა. თავადაც გაუკვირდა, რად შეჰკადრა უფლისწულს და პირდაპირ რატომ არ უთხრა უარი. უფლისწულმა გამომწვევი მზერა მოატარა მის სხეულზე, ხმა მისი ბულბულის გალობად ჩაესმოდა ყურში. წამიერად თვალები მინაბა და სამუდამოდ ჩაიბეჭდა მისი ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვები.
-თავისუფლად საუბრობ, არ უნდა იყო გლეხი. -წარბი ასწია ვაჟმა და კვლავ ჩამოასხა სითხე თავის ბოკალში. -ვიცი რომ გცნობ, ამ ცხოვრებაში შეიძლება არა, წინა ცხოვრებაში უეჭველად ნანახი მყავდი. -თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მან და ღვინო მოსვა. გაანახევრა თასი და კვლავ თავის ადგილას დადო.
გოგომ არაფერი უპასუხა. თვალი ტახტის გვერდით არსებული ქარქაშისაკენ გაექცა, უცხოელი მჭედლის მიერ გამოთლილი მახვილი განისვენებდა შიგ, მახვილი რომელცზეც ლეგენდები დადიოდა სამეფოებში. დრაკონის ცეცხლით შექმნილი, ზევსის უროთი ნაჭედი, ჯადოქრის მიერ ნათლევი, შავი ტყის წიაღის მახვილი. ყველაზე ძვირფასი თვლებით შემოსილი, რომელიც ოქროს უბის უფლისწულს ებოძა.
მისი მზერა უყურადღებოთ არ დარჩენია მეფის ვაჟს და მწარედ ჩატეხა ტუჩის კუთხენი. დაბალ წვერზე ხელი მოისვა და გოგოს მიანათა ყორნისფერი თვალები.
-ანგელოზის მახვილი. -სახელწოდება წარმოთქვა უფლისწულმა. გოგომაც მისკენ გაიხედა და თვლაები აუელდა.
-მე ვიცი მისი სახელი. ყველა სამეფოში, ყველა მიწაზე ამ მახვილზე უცხო ზღაპრებია შეთხზული -მისი ნაზი საუბრის მოსმენისას კვლავ გაეღიმა ყმაწვილს. ღვინო მოწრუპა და აალებული თვალები მიანათა გოგოს.
-შენ რომელი მიწიდანა ხარ? -უკან გადაიხარა და გოგოს მომლოდინედ მიაჩერდა. პასუხისთვის თავის არიდეის გზებს ეძებდა გოგო გონებაში, თავში აზრად მხოლოდ ის მოუვიდა, რომ უფლისწულთან სიტყვათამაშით გავიდოდა ფონს, ასე, რომ გაბედულად შეაჩერდა თვალებში.
-მეგონა თქვენსავით განსწავლული ხელმწიფე იოლად ერკვეოდა ყველა სამეფოს ხალხში, შევმცდარვარ. -ღვინის ჭიქა ბაგესთან მიიტანა გოგომ, წამით მართლაც იფიქრა უფლისწულმა, რომ ღვინის მათრობელა სიტკბოს უპირებდა გასინჯვას დიაცი, მაგრამ მხოლოდ დაყნოსა ტკბილი სურნელი და თასი კვლავ მაგიდაზე დააბრუნა.
რას ხედავდა ამ უცხომიწელში უფლისწული, რომელსაც მრავალი ბრძოლისას უნახავს ბაგეწითელი დიაცები, მის ფეხქვეშ, რომ ეგებოდნენ. ისინიც უნახავს ზიზღით და წყრომით, რომ შესცქეროდნენ. უნახავს გამორჩეულები სილამაზითა, გონებითა და გულითა. უნახავს ათასობით გიშრისფერ დალალებიანი გოგონა, უამრავი ოკიანისფერ თვალება, მაგრამ არცერთი ჰგავდა მას. ამ უცხომიწიელ დიაცში უფლისწული სხვას ხედავდა, მიუღწეველს და მიუვალს.
-თუ ღვინის სიტკვბოს გემოს დაუდებ, ნებას მოგცემ ანგელოზის მახვილი მოსინჯო შენს ხელში. -წარმოთქვა უფლისწულმა და მის რეაქციას დააკვირდა. არ უფიქრია დიდ ხანს, რომელი ერჩივნა, მტანჯველი სიკვდილი თუ ცნობიერების დაკმაყოფილება, თანაც უფლისწულმაც იგივე თასიდან ჩამოისხა ღვინო და აგერ უკვე მეოთხედ აცარიელებდა ბოკალს. არაფერი მოუვიდოდა თუ გასინჯავდა, თანაც მახვილს ხელში თუ დაიჭერდა შესაძლებელი იქნებოდა მისი მოსინჯვა. თასი აიღო და ერთადერთი ყლუპი მოსვა იქიდან. მეფის ვაჟმა ბაგე ჩატეხა, იცოდა, გრძნობდა, რომ მახვილის დასაკავებლად ყვეალფერზე წავიდოდა.
წამოდგა უფლისწული, უძვირფასესი ქსოვილით შემოსილი ტანის მიხვრა-მოხვრით მივიდა ქარქაშამდე და ხელში აიღო, არც იცოდა რატომ შესთავაზა გოგოს მისი ხელში დაკავება, ალბათ მის თვალებში გაბრწყინებულმა ცნობის მოყვარეობამ მიიზიდა ასე ძლიერ და სწორედ ამიტომ მოუნდა ენახა, რა რეაქცია ექნებოდა, როდესაც მახვილს ხელში დაიჭერდა. მასთან მიუტანა და ხელებში ჩაუდო.
გოგო ჯერ გაკვირვებული დააჩერდა მახვილს, შემდეგ კი უფლისწულს ამოხედა დამრგვალებული სფეროებით. არ ეგონა მართლა თუ მისცემდა მეფის ვაჟი თავის მახვილს და სწორედ ამიტომ, უკვირდა. არც იცოდა რატომ იხმო მან თავის მოსასვენებელში, რატომ გაუბა საუბარი და საერთოდაც, იმის მიზეზსაც ვერ პოულობდა რატომ დაიტოვა უფლისწულმა უცხომიწელი გოგო სასახლეში, როდესაც მეფე, აშკარა უგულო იყო მის მიმართ. თუმცა კი ახლა, რახან ხელთ ემოსა მისი მახვილი, ქარქაშიდან ამოაძრო და თვალი შეავლო. მართლა, უბადლო იყო იგი და ისეთი თვალწარმტაცი, წამიერად მზერა დაებინდა უცხომიწელს.
უფლისწული შესცქეროდა გოგოს და უცხო წვას გრძნობდა სხეულში, აქამდე აროდეს, რომ არ განუცდია. ის, თუ როგორ ათვალიერებდა მახვილს, გამოცდილი მჭედელივით, ერთობ ართობდა მეფის ვაჟს. მოუნდა შესიტყვებოდა, აინტერესებდა აქამდის თუ ჰქონდა ხელთ სხვა მახვილი, თუმცა არ დასცალდა.
კარები ხმაურიანად გაიღო და იქ ფერდაკარგული, განრისხებული მთავარსარდალი გამოჩნდა. როდესაც მახვილ აღმართულ გოგოს ჰკიდა თვალი, მაშინვე ქარქაშისკენ იტაცა ხელი და იშიშვლა ხმალი.
-ელისაბეტ! -ისკანდერის ბოხი ხმა ცივმა ფილებმა ექოდ გადმოსცეს და ახლა ყველა მხრიდან ესმოდა საკუთარი სახელი.
„ელისაბეტ, ელისაბეტ...“


-------------------
ალბათ ვისაც ადრე გაქვთ წაკითხული, შენიშნავდით, რომ მცირე რედაქტირება მოვახდინე და სულ ოდნავ, ღვარძლისაგან გავწმინდე ეს თავი♥



№1 სტუმარი სტუმარი nancho

ასეთი მდიდარი მხატვრული ხერხები და აღწერა ძალიან მომწონს,გრამატიკულადაც თითქმის არ გაქვს შეცდომები,კარგია,

 


№2  offline წევრი ნეფერტარი

ანანო, არქაიკას მოერიდე მაგალითად: "შეხსნა ბაგენი" ტურფა ვაჟი, დიაცი... და ასე შემდეგ, ეს არაფერს იძლევა და ტექსტის წაკითხვას ხელს უშლის. მერწმუნე - არ ვცდები ამაში. :)

 


№3  offline წევრი ნეფერტარი

მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. რატომ ჩქარობ?

არქაიკას მოერიდე ტექსტში, დიაცი, ტურფა ვაჟი, შეხსნა ბაგენი >> ამაზე ცალსახად უარი უნდა თქვა. მერწმუნე, ეს კარგად მესმის. : )

 


№4  offline მოდერი lemongiirl

ნეფერტარი
ანანო, არქაიკას მოერიდე მაგალითად: "შეხსნა ბაგენი" ტურფა ვაჟი, დიაცი... და ასე შემდეგ, ეს არაფერს იძლევა და ტექსტის წაკითხვას ხელს უშლის. მერწმუნე - არ ვცდები ამაში. :)


აუცილებლად გავითვალისწინებ, თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ “შეხსნა ბაგენი” საოცრად ამაღელვებლად მიმაჩნია. ასე მგონია მხატვრულად ამდიდრებს ნაწარმოებს❤️

ნეფერტარი
მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. რატომ ჩქარობ?

არქაიკას მოერიდე ტექსტში, დიაცი, ტურფა ვაჟი, შეხსნა ბაგენი >> ამაზე ცალსახად უარი უნდა თქვა. მერწმუნე, ეს კარგად მესმის. : )



მოვლენების სწრაფ განვითარებას რაც შეეხება, ისე ზედაპირულად შევეხე ყველაფერს, რომ ასე ჩანს.
არ მინდოდა ყველაფერს ჩავღრმავებოდი, მხოლოდ ზედაპირულ ემოციებს.❤️
თუმცა, მაგის გამოსწორებას ერთი გემრიელად ჩაჯდომა და რე-რედაქტირება უნდა.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent