შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი რეალობა


18-10-2018, 23:24
ავტორი ანმანო13
ნანახია 1 435

საოცარია არა?? ადამიანი საკუთარ თავს არ აძლევს იმის უფლებას რომ იფიქროს იმაზე,რომ ერთ მშვენიერ დღეს საყვარელ ადამიანს შეუძლია მიგატოვოს. შეუძლია რამოდენიმე წლიანი ურთიერთობა ერთი ხელის მოსმით წაშალოს...შეუძლია დაგანგრიოს და გაგანადგუროს...მოგონებების გახსენებაც კი მანადგურებს...იცოდა..ყველაფერი იცოდა,არაფერი დამიმალავს,საკუთარ თავზე კარგად მიცნობდა..იცოდა არ ვაპატიებდი... რა ტყუილად მეგონა და ვვოცნებობდი. ხომ ხდება ისე,ერთი ხელის მოსმით ნადგურდება ყველაფერი,ჩემი ოცნებების კედლები წამებში განადგურდა და მეც შიგნით მომიყოლა.. მე, ადამიანი რომელსაც მეგონა რომ ბედნიერება ფერადი ბუშტები და შოკოლადები იყო..რომ ბედნიერება წვიმაში სიარული,თოვლზე დაწოლა ან ზღვის ტალღებზე ლივლივია..რომ ბედნიერება საყვარელ ადამიანთან ფილმების ყურებაში გათენებული ღამეებია..რომ ბედნიერება წვრილმანებშია.. და მივხვდი, ბედნიერება ყოფილა თვითონ ადამიანი.. ადამიანი რომელიც არ გღალატობს...
. გამარჯობა ! მე ელენე ვარ. 26 წლის (როგორც ბებია ამბობდა,ჩამოყალიბებული, უზრუნველყოფილი გოგო) პროფესიით იურისტი და სამსახურით ჩემივე პროფესიით..დედისერთა, უზრუნველი ცხოვრებით და წლობით მონატრებული მშობლებით..
ბებია მზრდის აგერ უკვე 16 წელია. ბებიამ მასწავლა რომ პატიოსნება ჩემი სულია.უკან რომ მოვიხედავ,ჩემი წარსულის არ უნდა მრცხვენოდეს და თუ რამეს დავაშავებ ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებ.
სანდრო დიდი ხნის წინ გავიცანი, ჩემს მეზობლად ბიძაშვილთან ჩამოდიოდა ლონდონიდან სტუმრად.. მაშინ 16 წლის ვიყავი.სანდრო ზუსტად ის ბიჭი ააღმოჩნდა როგორ ბიჭზეც მიოცნებია,როგორიც უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით მდგომი მამაკაცი.. რომანტიკის განსახიერება იყო,მეც მეოცნებეს მეტი რა მიმდოდა. იყო უამრავი ბუშტები და შოკოლადები,იყო აეროპორტში გაცილებები და დახვედრები, მოულოდნელი ჩაკითხება ან ჩამოსვლა.. იყო ბევრი ბეევრი სიცილი და ბედმლნიერი თვალები.. აი რომ გიფიქრიათ ზღაპრულ სიყვარულზე ზუსტად ასე იყო და ეს ყველაფერი 8 წელი გრძელდებოდა..8 წელი რომლის გახსენებაც მანადგურებს..
. უნივერსიტეტის და მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სამსახურიც ადვილად ვიშოვე.სანდრომ ცერემონია მოაწყო და ხელი მთხოვა, ქორწილი ნელ ნელა იგეგმებოდა..
მთელი დღე ვრეკავდი მის ტელეფონზე,იცოდა საქმეზე ბათუმში მივდიოდი,ისე მოხდა მეორე დღისთვის გადაიდო გამგზავრება.უამრავი დარეკვოს შემდეგ მისბ უახლოეს მეგობარს დავურეკე
- ირაკლი,სანდრო არ მპასუხობს ხომ არ იცი სადაა?
- ელე,გამოსული ვარ,გინდა გაგიყვან სანდროსთან?
- კი,10 წუთში,შესვენებას ავიღებ და..
-OK
ნეტავ მაშინ შესვენება არ მოეცათ.. ან...ან რამე დამმართვოდა იქ რომ არ მივსულიყავი..რომ ჩემი თავი გადამერჩინა.. სასაცილოა არა? იტყვით უნდა მისულიყავი და უნდა გცოდნოდა რა ნაგავის გვერდით გიწევდა მთელი ცხოვრების გატარებაო..მაგრამ.. მიყვარდა. თან ძალიან..
1 საათში სანდროს კორპუსთან ვიყავით. ირაკლი ავუშვი,მე ყავაზე შევედი მარკეტში.გასაღები ირაკლის მივეცი.ირაკლის ლიფტის ეშინია სანამ ის მეშვიდე სართულზე ავიდა მეც დავეწიე ლიფტით.. მახსოვს კარი გააღო,შევიდა,და ერთი ეს მითხრა - ელე არ შემოხვიდეო..წამიერად გავშეშდი,მაგრამ მთელი სიძლიერით შევაღე "ჩვენი" საძინებლის კარი....



№1  offline წევრი ნორმი

საინტერესოა,მაგრამ ძალიან მოცუცქნული თავი იყო
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი ანმანო13

Farvana
საინტერესოა,მაგრამ ძალიან მოცუცქნული თავი იყო

ვეცდები უფრო დიდი თავი დავამატო ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent