შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალაქი ილინოგომია


21-10-2018, 22:27
ავტორი levani8
ნანახია 980

1407 წელს ქალაქ ილინოგომიში, სადაც ვაჭრობა დანარჩენ სხვა ქალაქებთან შედარებით ბევრად განვითარებული იყო, იყო კანონები - რომლებიც მხოლოდ ბატონებზე, მდიდარ ხალხზე
იყო მორგებული და ღარიბნი არაფერს წარმოადგენდნენ - ყიდიდნენ, ყიდულობდნენ, კლავდნენ როგორც უნდოდათ და როცა უნდოდათ, - ცხოვრობდა 27 წლის მონად გაყიდული
"გოლიათი" - სიმაღლით 2 მეტრს აღწევდა, წონით კი 100 კილოს აღემატებოდა, - სახელი მისი იყო დამიანე - რაც მშვიდს ნიშავს, - სახელი მისი სრულად შეეფერებოდა მისი გარეგანი შთაბეჭდილების მიუხედავად. დამიანე 15 წლის იყო, როდესაც ილინოგომიდან 150 კილომეტრით დაშორებულ სოფელში მშობლებთან და უფროს დასთან დავართან ერთად ცხოვრობდა,
როდესაც მის სოფელს თავს ვაჭრები დაესხნენ - მოსახლეობა, რომელთა გაყიდვაც შეიძლებოდა, მონებად წაიყვანეს, - ხოლო დანარჩენები დახოცეს - მათ შორის დამიანეს მშობლებიც, რადგან
მოხუცებულნი იყვნენ და არფერში გამოადგებოდათ. ასეთი წესები ქონდათ დაეხოცათ ყველა ვისაც ვერ გამოიყენებდნენ და ამ წესებს მკაცრად მისდევდნენ. ასაკის მიუხედავად დამიანეს
არ შეშინებია და ინარჩუნებდა საღ აზროვნებას, იცოდა რომ მისი მშობლები გაქცევას ვერ მოახერხებდნენ და გადაწყვიტა მის დასთან ერთად გაპარულიყო - მაგრამ რა იცოდე რომ მისი და
ვაჭრებმა უკვე შეიპყრეს მაშინ, როცა მდინარეზე იყო წასული წყლის მოსატანად. დის ძებნაში შეიპყრეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაფარეს - ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ გაპარვის შემთხვევაში უკან დასაბრუნებელი გზა ვერ ცოდნოდათ - ან კი სად დაბრუნდებოდნენ ვისი წაყვანაც შეიძლებოდა თან წაიყვანეს დანარჩენები კი დახოცეს - სწორედ იმიტომ ხოცავდნენ დანარჩენებს, უკან დაბრუნების სურვილი რომ არ გასჩენოდათ ტყვეებს.
ქალაქი ილინოგომია - ცოდვების ქლაქად წოდებული, ვინ იცის მის ქუჩებში რამდენი სისხლი დაღვრილა - მართალი სისხლი..., კედლებს, უამრავი უსამართლობის შემყურეს, მაინც შერჩენიათ ძალა უდრეკად დგომისთვის - მაგრამ არაფერია მარადიული და ეს კედლებიც ოდესღაც ნაცარტუტად იქცევა და აღიგვება პირისაგან მიწისა. ქალაქის მახლობლად რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით აღმართულ მთას - სახელად ნილუს, რომლის ნახვაც ქალაქ ილინოგომიდან არაა ძნელი დასანახი, ახსოვს ის სისხლი რაც ამ ქალაქში დაიღვარა, შეიძლება ქალაქში მცხოვრებთ ეს დაავიწყდათ მაგრამ, მას არაფერი დავიწყებია. ღვინისგან გაშმაგებული ვაჭრები, რომლებიც გზაზე შემხვედრ ნებისმიერ მონას(მსახურს) სურვილისამებრ უსწორდებოდნენ, პასუხს არასდროს აგებდნენ, რადგან "ვაჭრები - ხელშეუხებელნი" იყვნენ, - მიუხედავად იმისა თუ ეს მსახური ვის ეკუთვნოდა. ეს ადგილი არ გავდა სხვა ქალაქებს, აქ არ იყო ვაჭართა დასი, ყელაფერს ერთი ადამიანი განაგებდა სახელად ჰაიდარი - სწორედ ამიტომ, ვისაც შუბლზე მისი სახელი ეწერა, ხელშეუხებელი იყო. დღე არ გავიდოდა ისე, ქუჩის კუთხეში არ ენახათ სისხლისგან დაცლილი ან მუცელგაფატრული ან ყელგამოღადრული ან თავმოჭრილი ან... - ეს ამ ქალაქის ყოველდღიურობა იყო. მოკლულთა ბატონებს სრულიადაც არ ანაღვლებდათ ეს ფაქტი - მათთვის ისინი არაფერს წარმოადგენდნენ, - ამასთანავე ბაზარზე "საქონელი" საკმარისად იყო, არც ძვირად ფასობდა და შესაძლებლობაც საკმარისზე მეტი ჰქონდათ.
თვეზე მეტი გავი, რაც ერთმანეთის შესახებ არაფერი იცნოდნენ - დავარი ძმისგან განსხავებით ძალიან ურჩი იყო და ვერაფრით ეგუებოდა მის ასეთ მდგომარეობას ამიტომ, გადაწყვიტა სასწრაფოდ მოეძებნა დამიანე და გაპარულიყვნენ ქალაქიდან - იმდენად დიდი იყო მისი ეს სურვილი - თავისუფლების სურვილი, - რომ იმაზე არც კი ფიქრობდა სად ან საით უნდა წასულიყვნენ. ბატონის დავალებით მსახურებს შეეძლოთ ბაზარზე გასვლა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ბატონის მიერ დავალებული კონკრეტული ნივთი შეეძინათ - მსახურებს ერთმანეთში საუბარი და შეხება სასტიკად აკრძალული ჰქონდათ და მათი მოქმედნი სიკვდილით ისჯებოდნენ, - რადგან ხშირი იყო მსახურთა შეთქმულებანი. ქალაქ ილინოგომიაში არ იყო უცხო მეფე და მსგავსი იერარქია, მაგრამ ქალაქის მართვის სადაავეებს ჰაიდარი ფლობა და ყველა მას ემორჩილებოდა - მათ შორის მეფეც. ეს იყო ქალაქი, სადაც არ არსებობდა არანაირი ღირებულებები, სულიერება, რწმენა, ადამიანობა,- ქალაქი სადაც რელიგია მათთვის ზიზღს იწვევდა და მიმდევარნი რომლებიც გარდაუვალ სიკვდილს ვერ ასცდებოდნენ.
დამიანე 15 წლის იყო, როდესაც ბატონის მსახურად დააყენეს. ამ მსახურებაში კვირები გავიდა, - კვირები, რომელიც თვეებად მოეჩვენა. მისი ბატონი მეტად სასტიკი და შეიძლება ითქვას ავადმყოფი აღმოჩნდა. ჰქონდა წესები, რომლებიც ყველა მსახურს უნდა დაეცვა, ის ვინც ამ წესებს დაარღვევდა ქამრით შოლტავდა,- უპრობლემოდ შეეძლო მოეკლა მაგრამ ამგვარად განსაკუთრებულ სიამოვნებას ღებულობდა. დამიანეს, მიუხედავად არცთუ დიდი ხნის ყოფნისა, საკმარისად "მოსინჯა" ქამრის სიმწარე,- მაგრამ ამ სიმწარემ მისი ბუნების სიმშვიდენმდე ვერ მიაღწია, - მიუხედავად ამის თვისუფლების წყურვილმა შეიფყრო და გადაწყვიტა მოეძებნა დავარი და მასთან ერთად გაპარულიყო. ამ ასაკის მიუხედავად დამიანე მეტად გონებაგახსნილი და წინდახედული იყო. იცოდა, რომ მშობლიურ სახლში დაბრუნება არ შეიძლებოდა,- რადგან, ძებნას დაუწყებდნენ და ქალაქის წესის მიხედვით მსახური, რომელიც გაიქცევა დაუსჯელი(ცოცხალი) არ უნდა დარჩეს, - ეს ყოველივე ქალაქში მყოფი მსახურების დასანახად, რათა სცოდნოდათ დაუსჯელი არავინ დარჩებოდა,- თავისუფლების ფასად უღირდა რისკზე წასვლა და ფიქრობდა, რომ დავარიც მზად იქნებოდა ამ რისკისთვის, რადგან იცოდა მისი ხასიათი და ბუნება. გზა მშობლიური სახლისკენ არ იცოდა, - ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სრული გზა თავზე ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული, - ამავდროულად მოახლოებულ სიცივესაც ითვალისწინებდა და გადაადგილების საშვალებასაც. არ იყო მიზანი, - მისთვის გარემო უცხო იყო,- არ იცოდა საით წასულიყო მაგრამ, ერთი რამე გადაწყვეტილი ჰქონდა აუცილებლად უნდა გაპარულიყო, - თუნდაც მომკვდარიყო.
ზამთარია,- ძლიერ მოთოვა, აცივდა და გაიყინა მდინარის ზედაპირი. ბატონები მსახურებთან ერთად ბაზრობაზე წავიდნენ სიცივის გამო, რადგან ამ ქალაქში ზამთარი მეტად მკაცრი იყო. მსგავსი მიზეზით სავაჭროდ ბევრნი გამოსულან, მათ შორის დავარი და დამიანეც. ამ ხალხმრავლობაში დავარმა ერთ მსახურს მიაპყრო ყურადღება, მცირედით გაუჭირდა ცნობა, რომ ეს მსახური დამიანე იყო, - რადგან დამიანე მსახურებაში ბატონის სიმკაცრისგან ძალიან დაუძლურებული და დასუსტებული იყო. როგორც კი იცნო, - მიუხედავად ნახვით გამოწვეულმა სიხარულმა და სურვილმა მოხვეოდა დიდი ხნის უნახავ ძმას, თავის შეკავება იყო საჭირო, - რადგან, როგორც ვახსენე, არ შიძლებოდა მსახურებს ერთმანეთში ელაპარაკათ და შეხებოდნენ. თვალს არ აშორებდა დამიანეს, ელოდებოდა როდის ექნებოდა ხელსაყრელი მომენტი, რომ ძმის ყურადღება მიექცია და შეემჩნია. დავარის მზერა მისი სულის იმ ნაწილიდან მოდიოდა, საიდანაც თავისუფლების წყურვილი და ძმის ნახვით გამოწვეული სიხარული ეუფლებოდა,- და ეს მზერა იგრძნო დამიანემ, - იმდენად, რომ ზუსტად იცოდა საიდან მოდიოდა და მობრუნებისას არ გაჭირვებია ისე თვალი გაუსწორა დავარს. დამიანემ, მიუხედავად იმისა რომ ტყვეობაში არც თუ დიდი ხანი იმყოფებოდა, კარგად "შეისისლხორცა" ქალაქის წესები და ადგილები სადაც უსაფრთხოდ შეძლებდნენ საუბარს, - როგორც ვახსენე მიუხედავად ასაკისა მეტად წინდახედული იყო, - იცოდა რა, რომ შეიძლებოდა დავარი ბაზრობაზე შეხვედროდა და საუბარს ვერ მოახერხებდნენ, ფურცელზე დაწერილი ჰქონდა ადგილი და დრო სადაც შეძლებდნენ შეხვედრას და საუბარს. დამიანემ მისი მოხერხებულობის წყალობით ისე გადასცა დავარს წერილი, რომ ბატონმა ვერ კი შეიტყო წამით მისი გაუჩინარება. დავარმა სწრაფად წაიკითხა ძმისგან მიღებული წერილი სადაც ეწერა, - "ღამე, როდესაც დაიძინებს სახლის პატრონი, ქალაქის სამხრეთ დასავლეთით მდებარე წითელ კედელთან შევხვდეთ, ფრთხილად იყავი არავინ შეგამჩნიოს განსაკუთრებით კი ვაჭრებმა",- წითელი კედელი ეს იყო ადგილი სადაც მოკლულ მონებს აგდებდნენ, იქ ისეთი სიმყრალე იყო, რომ ყველა არიდებდა თავს იქ გავლას, ამიტომაც ამაზე უსაფრთხო ადგილი არსად იყო.
დაღამდა, დამიანემ მოახერხა გამოპარვა და კედელს არც თუ ისე შორი მანძილი აშორებდა, რომ ამ დროს ვაჭრები და მისი და დავარი დაინახა, რომელიც ვაჭრების ხელში აღმოჩნდა, - ვაჭრების, რომლებსაც ხელში დანები ჰქონდათ მომარჯვებული და ძნელი გასარჩევი არ იყო თუ რას აპირებდნენ. 15 წლის ასაკთან შედარებით დამიანე ტანად დიდი და ძლიერი იყო, სახელი "გოლიათი" მას ბავშობიდანვე მოჰყვებოდა, - გაჭირვებით, მაგრამ შეეძლო მორეოდა ერთ-ერთ მათგანს, მაგრამ სამი ვაჭრის წინააღმდეგ და ამავდროულად დანებით ხელში რისი გაკეთება შეეძლო...? ცოტა შეყოვნდა, მაგრამ რატომ ეს არ იცოდა შემდეგ კი, სწრაფად და მოულოდნელად, შიშველი ხელებით თავს დაესხა, - მისმა მოულოდნელობამ და სწრაფმა თვდასხმამ იმდენად დააფრთხო და შეაშინა ვაჭრები, რომ აქეთ-იქით გაიფანტნენ და გაუჩინარდნენ. ასეთ მოულოდნელ გამარჯვებას არ ელოდა დამიანე და ერთობ გაოცებულმა და სიამაყით სავსემ გადახედა თავის დას მაგრამ..., ავაზაკმა, რომელიც ყველაზე ახლოს იმყოფებოდა დავართან, მოასწრო სასიკვდილო ჭრილობა მიეყენებინა... ჭრილობა იმდენად მძიმე იყო, რომ დავარი იქვე, ქალაქის სამხრეთ დასავლეთით, წითლი კედლის მახლობლად, სიცივეში და სიმყრალეში,თავისუფლების სურვილით შეპყრობილი, სისხლის გუბეში გარდაიცვალა, - მან თავისუფლების მოპოვების მცდელობაში მოპოვებული თავისუფლებით შეძლო მატერიის მიღმა შებიჯება, სადაც მხოლოდ ერთეულები თუ ხვდებიან.
-"დღეს ჰაერი უფრო ცივი იყო ვიდე სხვა დროს, ცაზე ღრუბლები მწკრივად დალაგებულან,ზოგან ღრუბელი კუპრივით შავი - ზოგან კი ლურჯად შეფერილა - საიდანაც ალაგ-ალაგ მზის სხივს
გამოუღწევია და არემარეს განსაკუთრებულ მშვენიერებას და თითქოს დროის გაჩერების შეგრძნებას უტოვებდა მნახველთ. ირგვლივ სიჩუმე სუფევდა - ავის მომასწავებელი სიჩუმე, თითქოს ეს დღე კაცობრიობას რაღაც დიდს უმზადებდა".
იმ საშინელი ღამიდან 12 წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში ვინ მოთვლის რამდენი ფიზიკური თუ სულიერი ტკივილის გადატანა მოუწია, სულიერი ტკივილის..., რომელმაც დიდი კვალი დაამჩნია, ერთობ მოეშვა სულიერი თვალსაზრისით, დაკარგა თავისუფლების წყურვილი, რადგან თავისუფლებაზე მუდამ დავარი ახსენდებოდა და ის რომ მის სიკვდილში თავს დამნაშვედ თვლიდა. იმ დღის შემდეგ დამიანე ჩაიკეტა საკუთარ თავში, არავის ელაპარაკებოდა, ყოველ ღამე, ისე რომ ვერავინ გებულობდა ტოვებდა სახლს და ქალაქის შორიახლოს თავის ფიქრებთან რჩებოდა , - ტოვებდა სახლს, მაგრამ იმის შიში დიდი ხანია აღარ ჰქონდა, რომ გამოიჭერდნენ, აღარც სიფრთხილეს იჩენდა დიდად და არც ვაჭრები ადარდებდა გზად რომ გადაყროდნენ, იქნებ ეს იმით იყო გამოწვეული, რომ გაიზარდა და ძალ-ღონეც მოემატა და შეეძლო თვისუფლად რამდენიმე ადამიანის მოგერიება ან იქნებ იმ მიზეზით, რომ დაკარგა ცხოვრების აზრი...?
იყო მარტო, ქალაქის შორიახლოს სიჩუმეში, ღია ცის ქვეშ და საუბრობდნენ დამიანე და მისი მე.
- დამიანე - იქნებ უკეთესი იქნებოდა საერთოდ რომ არ გადავყროდი? ის წერილი, რომელიც მივეცი, რომ არ დამეწერა ვერ შევხდებოდით ვერც ლაპარაკს მოვახერხებდით და იქნებ არმომხდარიყო... მე... ცოტა ადრე რომ მივსულიყავი... წამით ადრე... იქნებ არ მომხდარიყოო...
- ხმა 1 - შენი ბრალია ყოველივე! შენ მოკალი დავარი! შენ მოკალი! რომ არ შეხვედროდი, წერილი, რომ არ მიგეცა, არ გამოიპარებოდა და დღეს ცოცხალი იქნებოდა. შენმა თავისუფლებისადმი სურვილმა მიგიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ გაიმეტე სასიკვდილოდ, შენ მიწერე იმ ადგილზე შეხვედრა, რომელიც უსაფრთხო გეგონა, ეს შენ იყავიი! როცა დაინახე ვაჭრების ხელში დააგვიანე მისვლა, იმიტომ რომ შეგეშინდა!!! შეგეშინდა, რომ არ მოეკალი მიუხედავად იმისა, რომ შენგამო აღმოჩნდა დავარი იქ, შენგამო მოკლეს და შენ შეგეშინდა! ლაჩარი ხარ! შენი სილაჩრის გამო დააგვიანე!, შენი დის სისხლში გაქ ხელები გასვრილი და ამ ლაქას ვერასოდეს მოიშორებ! ვერასოდეს მომიშორებ, რადგან მე შენ შემქმენი და არ დაგანებებ თავს, არ მოგეშვები, არ მოგცემ უფლებას, მის მსგავად მეც მომკლა, მეც გამაქრო, ვერ შემეხები!!!.
- ხმა 2 - ხმა ჩაიგე წყეულო და ნუ ცდილობ მოახვიო ის რაც არაა სიმართლე!!!. დამიანე შენ სწორად მოიქეცი!. შენი ბრალი არ არის! ჩვენ არ ვიცით წინასწარ რა მოხდება, ამიტომ ვაკეთებთ იმას რაც სწორად მიგვაჩნია. შენ სწორად მოიქეცი! უნდა შეხვედროდი, უნდა დალაპარაკებოდი უნდა გაქცეულიყავით იქ სადაც სიმშვიდეს ნახავდით და ცხოვრებას შეძლებდით. ამბობ წერილი რომ არ მიმეცა იქნებ არ მომხდარიყო, მაგრამ მასეც რომ ყოფილიყო, რა დარწმუნებული ხარ, რომ ქალაქში სადაც მსახურები არაფერს წარმოადგენენ, ქალაქში სადაც ადამიანების მოკვლა არაფერია, ქალაქში სადაც ბატონს უმიზეზოდაც კი შეუძლია მოკლას მსახური, გადარჩებოდა შენი და? მაშინ რას იზამდი, წერილი რომ არ მიგეცა არ შეხვედროდი, თავი აგერიდებინა და გაგეგო, რომ ბატონმა ის მოკლა? რასიზამდი? ამიტომ გეუბნები, რომ შენ სწორად მოიქეცი, შენ მასე უნდა მოქცეულიყავი!.
- ხმა 3 - მე არ გეტყვი სწორად მოიქეცი თუ არა, არც იმას ვიტყვი ასე რომ არ მოქცეულიყავი რა მოხდებოდა, მაგრამ შენ მიუხედავად ყველაფრისა თავს დამნაშვედ თვლი. მე ვიცი გზა თუ როგორ შეგიძლია მოიპოვო შვება და თავისუფლების კვლავინდებური წყურვილი. დიდი დრო გავიდა იმ ამბის შემდეგ და შენში ცუდის მეტი არაფერი მომხდარა. დიდი დრო გავიდა რაც შენ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მიდიხარ და აი მე დღეს შენთან ვარ, რადგან მე შენ შემქმენი. შენს სულში გაჩნდა ნაპერწკალი 12 წლის შემდეგ და მე შემქმენი. იცი შენ რისი სურვილი გაქ, იცი და ნუ გაექცევი ამას, რადგან ესაა ერთადერთი რაც გადაგარჩენს. ის გოგო, გუშინ რომ შეამჩნიე, რომელსაც შენი დის თვალები ჰქონდა და წამით გაგიჩნდა გულში სურვილის ის ნაპერწკალი, რომელსაც მისი მონობიდან დახსნა სურდა, აი ეს ნაპერწკალი მე ვარ. არ დაკარგო თავისუფლების სურვილი და იმედი, რომ ყველაფერს ეშველება, შენ დაკარგე და, მიუხედავად იმისა, სწორად მოიქეცი თუ არასწორად ვერ შეძელი მისი გადარჩენა და ახლა შეგიძლია მის სანაცვლოდ ის გოგო გადაარჩინო, რომელსაც შენი დის თვალები აქვს.
ამ აზრმა ერთიანად მოიცვა დამიანე და გადაწყვიტა იმ გოგოსთან ერთად გაქცეულიყო. ეს გადაწყვეტილება იმდენად მტკიცე იყო, რომ ერთიანად აღინთო მისი სული, გაუჩნდა სიცოცხლის აზრი ეს აზრი ის პატარა გოგონა იყო, რომელიც უნდა დაეხსნა ამ მონობიდან. 12 წლის განმავლობაში ნაგროვები დარდი სადღაც გულის ბნელ კუნჭულში მოისროლა და მიზნის განხორციელების საშუალებებს ეძებდა. ამ დროის განმავლობაში მას მშვენივრად ჰქონდა ათვისებული ქალაქის ყოველი კუნჭული, შესახვევი, დაღმართი თუ აღმართიც კი. ქალაქის გარეთაც ხომ დადიოდა და ხშირად შეუნიშნავს ვაჭრები საიდან მოდიოდნენ და საითკენ მიდიოდნენ. ის გოგო, რომელსაც დავარის თვალები ჰქონდა ასე 16-17 წლის იქნებოდა, დამიანე, როგორც დავახასიათე დაკვირვებული იყო და არ გასჭირვებია ამ გოგოს სახეზე ამოეცნო თავისუფლების სურვილი, დარწმუნებული იყო, რომ გაქცევაზე დათანხმდებოდა.
ქალაქში, სადაც ძლიერი თოვა იცოდა, ახლა შავი ფერფლი "თოვს". არავინ იცოდა, თუ რა ფერფლი იყო ეს, მაგრამ კარგი რომ არაფერი ხდებოდა ამას ხვდებოდნენ. დამიანემ ბაზრობაზე ნახა ის გოგო, რომელსაც დავარის თვალები ჰქონდა, - რადგან ლაპარაკი საშიში იყო გადაწყვიტა წერილის მიცემა, - სადაც ადგილი და დრო იყო მითითებული, რომ ამ დროს ძლიერ შეიძრა მიწა. ქალაქის კედლებს და სახელბს ბზარი გაუჩნდათ, ხოლო ზოგი ჩამოიშალა და მიწასთან გასწორდა. ამ ვითარების გამო ქალაქი პანიკამ მოიცვა და დამიანესაც ხელსაყრელი მომენტი დაუდგა, მივარდა და პირდაპირ უთხრა, რომ გაქცევას აპირებდა და თან მისი წაყვანა უნდოდა. მიწისძვრით გამოწვეულმა შიშმა და დამიანეს უეცარმა მივარდნამ გოგო ძლიერ შეაშინა, დამშვიდების მერე გაკვირვებული შეჰურებდა ერთ ხანს, შემდეგ კი გახარებულმა, რომ დააღწევდა ამ ჯოჯოხეთს თავს დათანხმა. დამიანე სხარტი მოაზროვნე იყო, მართალია ბოლომდე არ ჰქონდა მოფიქრებული რა უნდა ექნათ, მაგრამ ერთი რამ სწრაფად მოისაზრა, რომ ხელსაყრელი მომენტი იყო გასაქცევად ქალაქი პანიკაშია და მათთვის არავინ მოიცლის. ილინოგომია - ცოდვების ქალაქად წოდებული, რომლის მცხოვრებთ დაავიწყდათ ის სისხლი, რაც მათ ქალაქში დაიღვარა, მაგრამ მთა ნილუს არაფერი დავიწყებია.
დროულად უნდა წასულიყვნენ ქალაქიდან, რადგან მთა ნილუ მათ არ დაუცდის. დრო არ ითმენდა და ამას დამიანე ხვდებოდა, ამიტომ სწრაფად წავიდნენ ცხენებისკენ და ზედ შეჯდნენ, - არ იცოდა რამხელა იყო გძა, რომლისკენაც აპირებდნენ წასვლას, - მიუხედავად ამისა არ წაუღია საგზალი, რადგან ამის დრო არ იყო ქალაქი მალე მიწასთან გასწორდებოდა. მიწა იძრა კვლავ და ეს წინა ჯერზე მეტად ძლიერი იყო და გახლიჩა მიწა და შიგ შენობებთან ერთად ადამიანებიც ცვიოდნენ, - და დაინგრა კედლები, რომლებიც ბევრი ცოდვის შემხედვარე მაინც ინარჩუნებდნენ მყარად დგომას. იძრა მიწა და ცხენებმაც გაქუსლეს იმ მხარეს საითაც დამიანეს გეზი ჰქონდა აღებული. ქალაქს გასცდნენ რამდენიმე ათეული მეტრით რომ ძლიერი ხმა გაისმა და მთამ ლავის და ცხელი აირების ამოტყორცნა დაიწყო. ლავა ქალაქს სეტყვასავით დაატყდა თავს და არამარტო მას, არამედ თვისუფლებისაკენ მიმავალ დამიანეს და მას ვისაც დავარის თვალები ჰქონდა.
ერთ-ერთი მთიდან ამოტყორცნილი ლავა გოგოს წინ რამდენიმე მეტრში დავარდა, მართალია მას არაფერი შეხებიათ, მაგრამ ცხენი დაფრთხა და იმგვარად გადაბრუნდა, რომ გზის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. დარჩა ერთი ცხენი და ორი თვისუფლების წყურვილით შეპყრობილი ორი ადამიანი. დამიანემ უკვე მოიპოვა თვისუფლება და გადაწყვიტა ცხენი, რომელზეც ის იჯდა მიეცა იმისთის ვისაც დავარის თავალები ჰქონდა. ჩამოვიდა დამიანე ცხენიდან და უთხრა მკცარად და მტკიცედ, შეჯექი და გაიქეცი! - გოგომ, დაინახა დამიანეს თვალები მისი სიმტკიცე ამ სიტყვების და მიხვდა, რომ ვერ გადააფიქრებინება, შეჯდა და სიკვდილის შავ ფერფლში თვისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა. დარჩა დამიანე და სიკვდილი, რომელიც ნელნელა უახლოვდებოდა, - მან მოიპოვა თვისუფლება... ამბობენ სიკვდილის წინ ადამიანს მთელი მისი ცხოვრება ჩაუვლის თვალწინო, მაგრამ დამიანეს მხოლოდ მასში მყოფი სამი ხმა ესმოდა, რომლებიც ეუბნებოდნენ, - შენ სწორად მოიქეცი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent