შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

" სიყვარული და შემთხვევითობა " ( 2 თავი )


22-10-2018, 22:58
ავტორი Tiiikii
ნანახია 1 646

რამდენიმე დღე გავიდა , გიორგის ვერ ვნახულობდი , თორნიკესთან კი დღითიდღე ვაახლოვდებოდი , რაც ცოტა მეუცნაურებოდა . ერთ - ერთ ოთხშაბათს ექიმთან წავედი , ჰო მართლა , 4 წლის ასაკიდან თმებზე პრობლემა მაქვს , მუდმივი ცვენა დამეწყო და მას შემდეგ, თითქმის ნახევარ თავზე თმა არ მაქვს , ეს კი ყოველთვის დიდი ტკივილი იყო ჩემთვის , რა აღარ ვცადე , რა პროცედურები , უამრავი ექიმი , თუმცა არაფერმა მიშველა გარდა ერთისა …. როდესაც 15ის ვიყავი ერთ კლინიკაში მივედი „თალიზ“ - ში , ყველა ძალიან თბილად შემხვდა , და ნემსების გაკეთება დავიწყე თავში , ყოველ მეათე დღეს მიწევდა მისვლა და კეთება , მართალია მტკივნეული იყო , თუმცა ვითმენდი რადგან ეს ჩემთვის იყო , შემდეგ თმის გადანერგვის პროცედურაც ჩავიტარე , თუმცა არ მიშვლეა .... ამ ყველაფრის შემდეგ კი 3 წელი გავიდა ..... და აი ახლაც , თმამ ისევ ცვენა დაიწყო , რის გამოც მომიწია ისევ გამეგრძელებინა ნემსების კეთება , თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა , ყოველ მისვლაზე სხვადასხვა ექთნები მხვდებიან და სხვადასხვანაირად მიკეთებენ , რის გამოც თავის ტკივილები მაქვს და ცუდად ვარ . ზუსტად ერთ - ერთ ასეთ დღეს , რეპეტიციის დღეს ნემსი გავიკეთე მეგონა არ მეტკინებოდა , თუმცა შევცდი ... რეპეტიციაზე ცუდად გავხდი , კანკალმა ამიტანა , თაბრო მეხვეოდა , თავი მტკიოდა , ვცდილობდი თორნიკეს არაფერი შეენიშნა , ამიტომ ვარჯიშებს ვაკეთებდი . შესვენებაზე დაბლა ჩავედით სიგარეტის მოსაწევად , გოგოები საუბრობდნენ თუმცა მე არ შემეძლო , მარიას მხარზე მქონდა თავი დადებული და თითქოს ვითიშებოდი .
- ვაიმე ლიზა , როგორ კანკალებ , ძალიან ცუდად ხარ , თორნიკეს ვეტყვი და წადი სახლში ( მარია )
- არ მინდა , სახლში გამოვკეთდები ( ლიზა )
- რას გამოკეთდები გოგო , შეხედე შენს თავს , როგორ ხარ , ნერვებს ნუ მიშლი ( ანა ) - როდესაც დარბაზში ავედი , თორნიკემ დამიძახა .
- ლიზა , მოდი აქ ( თორნიკე )
- რა ხდება ? ( ლიზა )
- რატომ არ მითხარი , რომ ცუდად ხარ . - არაფერი ვუთხარი , თუმცა ალბათ საჭიროც არ იყო , ისედაც მიხვდა . - დაჯექი , მაინც არ გავარჯიშებ . - გვერდით დამისვა და დანარჩენებს დავალება მისცა . ხმას ვერ ვიღებდი , ისე ვიჯექი თითქოს ნარკოტიკი მქონდა მიღებული , ვიღაც უცნობს რომ შემოეხედა ზუსტად ამას იფიქრებდა . თორნიკეს დავალების მიხედვით , პატარა ეწიუდი უნდა დაედგათ , ბრძოლაზე , როდესაც ერთი ვარიანტი ითამაშეს , თოკოს ვუყურებდი და ვხვდებოდი , რომ არ მოსწონდა და მართალიც აღმოვჩნდი , კიდევ ერთი უნდა დაედგათ ოღონდ სხვა ვითარებით , შემდეგ კი მომიახლოვდა . - წინაზე , შენი მოფიქრებული იყო , ის სცენა ? შენს გარეშე , აშკარად ვერ დგავენ ( თოკო )
- მმმ ... არა , ყველამ ერთად მოვიფიქრეთ ( ლიზა ) - ცოტა ხანში თავის ცეკვის ვიდეოები მაჩვენა , რადგან ხედავდა , რომ ცუდად ვიყავი , რომ სახე ჩამომტიროდა .
- ნახე , როგორ ვცეკვავდი ქალო ( თოკო )
- ვაუ , გიხდება ქართული ცეკვები ( ლიზა )
- აბა ქალო , 5 წელი ტყუილად კიარ ვცეკვავდი ( თოკო ) - მალე უფრო ცუდად გავხდი , ჰაერი არ მყოფნიდა .
- თოკო , ცოტა ხანს ქვევით ჩავალ ( ლიზა )
- მოიცადე , გამოგყვები . - კიბეებზე უნდა ჩავსულიყავი , როდესაც ხელი მომკიდა და ისე ჩამიყვანა , გარეთ სკამზე დამსვა და მიყურებდა . - უკეთ ხარ ? ( თოკო )
- კი ცოტა ,( ლიზა )
- წადი სახლში და დაწექი , აქ მაინც არ გავარჯიშებ ( თოკო )
- არ მინდა სახლში , მირჩევნია აქ ვიყო ( ლიზა )
- ლიზა , წადი . უფრო ცუდად არ გახდე ( თოკო )- ჩემს პასუხს არც დაელოდა , ზევით ავიდა და ნივთები ჩამომიტანა .
- მადლობ ( ლიზა ) - ჩანთა გადავიკიდე და თოკოსკენ გავიწიე გადასაკოცნად , ის კი ჩამეხუტა , ძლიერად მიმიკრა და ასე ვყავდი ცოტა ხანს , ისევ იგივე გრძნობა იყო , რაც რამდენიმე დღის წინ , არ ვიცოდი რას ნიშნავდა , რატომ ვგრძნობდი ამას ? რატომ მითრთიდა გული , როდესაც ასე მეხუტებოდა ?
- რომ მიხვალ მომწერე , ფრთხილად იყავი ( თოკო ) - ზურგი ვაქციე და წამოვედი, მთელი გზა მასზე ვფიქრობდი და ამ ყველაფერზე . როდესაც სახლში მივედი წამოვწექი და მივწერე .
- თოკო მივედი ( ლიზა )
- უკეთ ხარ ? ( თოკო )
- არა , უარესად მეხვევა თაბრო ( ლიზა )
- ეცადე დაიძინო , დაისვენე ( თოკო )
- მადლობ ( ლიზა ) - საწოლზე ვიწექი და ვფიქრობდი , როდესაც ანამ დამირეკა .
- როგორ ხარ , ლიზა ( ანა )
- ცოტა უკეთ . როგორ ჩაიარა რეპეტიციამ ( ლიზა )
- რაც წახვედი , მას მერე თორნიკეს ხასიათი შეეცვალა , ნერვიულობდა ( ანა )
- რაზე ნერვიულობდა ( ლიზა )
- შენზე ნერვიულობდა ბატო , რომ გამოვედით შენზე ამბობდა , მიწერეთ მოიკითხეთ , როგორ არისო ( ანა )
- გასაგებია , ცოტა უკეთ ვარ ( ლიზა ) .
მართალია თორნიკე მკითხულობდა და ნერვიულობდა და ეს მსიამოვნებდა კიდეც , მაგრამ მერჩივნა გიორგის მოეწერა და მოვეკითხე , თუმცა არაფერი თავიც არ შეიწუხა , იმის მიუხედავად რომ დარწმუნებული ვარ , თორნიკე ეტყოდა გიორგის რაც მჭირდა და , როგორც ვიყავი . მეორე დღეს თოკომ მომწერა .
- უკეთ ხარ ? ( თოკო )
- კი , მადლობა ( ლიზა )
- რის მადლობა <3 <3 <3 ( თოკო )
- <3 <3 ( ლიზა )
...........................
დავგეგმეთ , რომ შაბათს დაივში წავსულიყავით , გიორგის ნახვა მინდოდა , რადგან 1 კვირაა რაც არ მინახავს , თოკოც დაგვთანხმდა , შაბათს საღამოს მე და ანა ოპერასთან შევხვდით ერთმანეთს და თოკოს მივწერე .
- თოკო , მალე მოხვალთ ? ( ლიზა )
- ვეღარ მოვდივართ , ფული აღარ გვაქვს და რა აზრი აქვს ( თოკო )
- ჩვენ გპატიჟებთ , თან 1 საათია გელოდებით და , რომ არ მოხვიდეთ ცუდად გამოგივათ ( ლიზა )
- ვიცი და მეც მინდა წამოსვლა , მაგრამ გიორგი არ მოდის და მიწერე შენც ( თოკო )
- შენ უთხარი და აუხსენი , მე რომ მივწერე არც დამსინა ( ლიზა )
- ეხლა იქნებ ნახოს , მე არ მიჯერებს ( თოკო ) - ანა კითხულობდა და იცინოდა , რადგან ორივე მივხვდით რატომ მაწერინებდა გიორგისთან , ვითომ თვითონ ვერ დაითანხმებდა წამოსვლაზე , მაგრამ არა , მე უნდა მიმწერეა .
- მიწერე ქალო ( ანა ) - დდავთანხმდი და დიდი ტექსტი დავწერე .
- გიორგი , 1 საათია გელოდებით და , რომ არ მოხვიდეთ ცუდად გამოდის , და ფულზე თუა პრობლემა , ჩვენ გპატიჟებთ და , თუ ვამბობთ , რომ ვითამაშებთ ესეიგი , ეგრეც იქნება . მაგრამ იქნებ სხვა რამეშია საქმე .... ( გიორგი ) - გაგიკვირდებათ და მაშინვე ნახა ესემესი .
- ანუ არ ვარ ხასიათზე და , რომ წამოვიდე მაინც დებილივით უნდა ვიჯდე , თორნიკეს კიდე მართლა უნდა წამოსვლა ( გიორგი )
- რომ გთხოვო , არც მაშინ წამოხვალ ? რადგან თოკო შენს გარეშე არ მოდის ( ლიზა )
- თხოვნას აზრი არ აქვს , ჯობს თოკოს თხოვო , რომ უჩემოდ წამოვიდეს ( გიორგი )
- ყოჩაღ გიორგი , ამის მერე თქვენც აღარ დაგიჯერებთ და არ გამოგყვებით ხოლმე ( ლიზა ) - გაბეზრებული სმაილები მივწერე და ცოტა ხანში მომწერა .
- კარგი , კარგი გამოვდივართ ( გიორგი )
- მადლობა . ( ლიზა ) - მაშინვე სიცილის სმაილები გამომიგზავნა , რადგან მიხვდა რომ გავბრაზდი .
- ყოჩაღ , როგორ დაითანხმე ასე მალე , მე რამდენი ხანია ვეხვეწები ( თოკო )
- მალე ? მეღადავები ? ( ლიზა ) - ისევ 1 საათი ველოდეთ , მაგრამ აღარ მიმიწერია , ამასობაში ემრაშვილიც მოვიდა და გიორგიზე მკითხა , ყველაფერი მოვუყევით , როგორც დაიწყო ჩვენი ამბავი , თავს ისე მაჩვენებდა , თითქოს უხაროდა , მაგრამ მისი ღიმილი ყალბი იყო , რადგან რამდენიმე დღის წინ გავიგეთ , რომ მასაც მოსწონდა გიორგი , თუმცა მე დავასწარი თქმა .
- ვააა , ძაან მაგარია , იმედია ერთადაც იქნებით ( ემრაშვილი )
- ჰო იმედია ( ლიზა ) - ვსაუბრობიდთ , როდესაც ისინიც მოვიდნენ , ერთმანეთი გადავკოცნეთ და დაივისკენ წავედით ... ბევრი ხალხი იყო , ამიტომ დალოდება მოგვიწია ვიდრე მაგიდა არ განთავისუფლდა , გიორგი გარეთ იჯდა ჩვენ კი შიგნით ვიყავით .
- გიორგი სადაა ( თოკო )
- გარეთ ზის ( ლიზა ) - ფანჯრიდან ვიყურებოდი , როდესაც გიორგიმ შემომხედა , და თოკომაც არ დააყოვნა .
- ლიზა , გადი დაუძახე ( თოკო )
- რატომ მე ? ანა გადი დაუძახე ( ლიზა ) - ანამ მაშინვე თვალები დამიჭყიტა .
- რა ანა გოგო ! გადი თორემ მიგაკლავ ( ანა )
- მე მინდა , რომ შენ გახვიდე ლიზა ( თოკო )
- კარგით ჰოო . - დავიღრიჯე და გავედი . გიორგის მივუახლოვდი , ხმას ვერ ვიღებდი არ ვიცოდი როგორ დამეწყო . - გიორგი , თოკო გეძახის ( ლიზა )
- რა უნდა ( გიორგი )
- არ ვიცი .... - ადგა და წამოვიდა . - რატომ ვერ ხარ ხასიათზე ( ლიზა ) - ვიცოდი არ მიპასუხებდა , მაგრამ მაინც ვკითხე .
- არ ვიცი ( გიორგი ) - შევედით და ცოტა ხანში თამაშიც დავიწყეთ , მალევე მოგვეკიდა. ცოტა ხანში კი უცხოელებთან დავიწყეთ თამაში , თორნიკე ძალაზე იდგა , რომ გიორგისთან ერთად მას ეთამაშა , თუმცა გიორგი წინააღმდეგი იყო .
- მე და ლიზა ვითამაშებთ , შენ მთვრალი ხარ ( გიორგი )
- არ ვარ ( თოკო )
- თორნიკე , მე და ლიზა ვიქნებით ( გიორგი )
- მაინც წააგებთ ( თოკო ) - გაბუტული გავიდა გარეთ , ჩვენ კი თამაში დავიწყეთ , რა თქმა უნდა , მოვიგეთ .
- ყოჩაღ , ლიზა ! ( გიორგი ) - ბოლო ჭიქა იყო დარჩენილი და ჩემი სროლით მოვიგეთ , მაშინვე ხელი მომკიდა და ჩამეხუტა , რაღაც ვიგრძენი , თუ არა ? კი ვიგრძენი , ყოველ-წამს ვგრძნობდი , როდესაც მასთან ერთად ვიყავი , ყველაფერს ვგრძნობდი , მის გამოხედვაში ყოველთვის არის რაღაც დიდი , შეიძლება ჩუმადაა , მაგრამ მისი თვალები ყველაფერს ამბობენ ....
- მოვიგეთ ! ( ლიზა ) - კიდევ ერთი ხელი შემოგვთავაზეს და ჩვენც დავთანხმდით .
- თორნიკე , რომ მოვა შეგცვლის , თორემ გაიბრუსხა აშკარად ( გიორგი )
- ჰომ აშკარად გაიბუტა , თან ძალიან საყვარლად ( ლიზა )
- ბავშვივით იქცევა ( გიორგი ) - ხუმრობით ვლაპარაკობდით .
- რა გინდა , საყვარელია , რა თქმა უნდა , ადგილს დავუთმობ და ის ითამაშებს ( ლიზა )
- მადლობა ( გიორგი ) - მალევე მოვიდა თორნიკე და სკამზე ჯდებოდა , როდესაც დავუძახე .
- თოკო , მოდი შემცვალე ( ლიზა ) - გახარებული მოვიდა , თამაშობდნენ და იცინოდნენ , მე და ანა კი მათზე ვიცინოდით ... როდესაც 12ს გადასცდა სახლში დავრეკე , რადგან ჩემი პატარა , საყვარელი ძამიკოს „გიორგის“ , დაბადების დღე იყო და ასევე ჩემი საყვარელი მამიკოსიც , გარეთ გავედი , რადგან შიგნით ხმაური იყო .
- დე , გილოცავ პატარას დაბადების დღეს , სად არის , სძინავს ? ( ლიზა )
- კი ძინავს . შენ სად ხარ ? ( იზა )
- სახლში , სად უნდა ვიყო ( ლიზა )
- ვითომ ? საიტზე არ ხარ ( იზა )
- ვბანაობდი და დაძინებას ვაპირებ , უბრალოდ მინდოდა რომ მომელოცა ( ლიზა )
- კარგი , მიდი დაიძინე , ძილინების ( იზა )
- ძილინების ( ლიზა ) - გავუთიშე და ამოვისუნთქე , თუმცა ვიცოდი , რომ არ დამიჯერა , მაგრამ არ მაგრძნობინა . როდესაც შიგნით შევედი , ანამ დამიჭირა .
- სად იყავი ? ( ანა )
- გარეთ , სახლში დავრეკე . რა ხდება ( ლიზა )
- გიორგი თვალებით გეძებდა ( ანა ) - მთლიანობაში ძალიან კარგი საღამო იყო , ისევე როგორც დანარჩენები ..... მეორე დღეს სახლში ჩავედი , ძამიკოს და მამას საჩუქრები ჩავუტანე . საღამოს სტუმრები მოვიდნენ , როგორც ყოველთვის , სახლი გადაჭედილი იყო , ბავშვებით , ხმაურობდნენ და ყველაფერი ყირაზე დააყენეს . დანარჩენებთან ვსაუბრობდი , მაგრამ რეალურად გიორგისთან ვიყავი , ჩემი ფიქრები მასთან იყო , იმის მიუხედავად , რომ წინა დღეს ვნახე , უკვე მენატრებოდა და ყვეკაზე მეტად ამ გრძნობას ვერ ვიტან ......
პარასკევი ....
რეპეტიციაზე ვიყავით , პატარა ეწიუდს ვასრულებდით , როდესაც გიორგი შემოვიდა დარბაზში , მისი შემოსვლა და ჩემი გაშეშება ერთი იყო .
- მოკლედ , დღეისთვის საკმარისია ( თოკო ) - გამოცვლა დავიწყეთ , გიორგი კი წინ იჯდა , დანარჩენებთან ვლაპარაკობდი და ამასთან გიორგის ვუყურებდი , ძალიან სასაცილობ და საყვარლად აპარებდა თვალებს . გამოვიცვალეთ და დაბლა ჩავედით , მე და მარია ვიცინოდით , როდესაც ისიც ჩამოვიდა .
- დაივში ხომ მოდიხართ ? ( გიორგი )
- არა , არ მოდიან ( თოკო )
- რატომ ? ( გიორგი )
- წინაზე , რომ გვახვეწნინეთ მაგის გამო ( ანა ) - მე ხმას არ ვიღებდი , თუმცა გიორგი მხოლოდ მე მიყურებდა , ელოდებოდა რომ რამეს მაინც ვიტყოდი , თუმცა ჩუმად ვიყავი .
- კარგი , მაშინ ახლა ჩვენ არ გელაპარაკებით ( გიორგი ) - ამის თქმისას , მწარე მზერა მესროლა , მეკი უბრალოდ გავიცინე . მათ ტაქსი გამოიძახეს და ჩასხდნენ , მანამ კი თოკო მომიბრუნდა .
- თუ გადაიფიქრებთ , მოდით ( თოკო ) - ჩვენ გზა გავაგრძელეთ , ყველამ შენიშნა , რომ ხასიათი გამიფუჭდა .
- ვაიმეე ლიზა , მოდი ხასიათზე , თორემ რაღაცას ჩაგარტყავ ( მარია )
- ვუიმე უნდოდა წასვლა , რა საყვარელია ნახეთ ( ემრაშვილი ) - ბჭობის შემდეგ , გადავწყვიტეთ , რომ წავსულიყავით : მე , ემრაშვილი და ნუცა( ახალი ჯგუფელი ) .
- ვინმემ დაურეკეთ და უთხარით , რომ მივდივართ ( ლიზა ) - ნუცამ ნომერი აკრიფა და მომაწოდა , თუმცა მარიამ გამომართვა .
- არა , ემრაშვილი შენ დაელაპარაკე ( მარია ) - ნახევარ - საათში დაივში ვიყავით , ჯერ მათაც არ ჰქონდათ თამაში დაწყებული , ბევრი ხალხი იყო და სკამებზე ისხდნენ , თორნიკეს გვერძე ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი .
- ლიზა , დაჯექი და არ ადგე იცოდე ( თოკო ) - გიორგის გვერდით დამსვა , თვითონ კი გარეთ გავიდა , მალევე თამაში დავიწყეთ , ისევ წყვილებში უნდა გვეთამაშა .
- ლიზა , მოდი აქ ( თოკო )
- რა ( ლიზა )
- მე და შენ ვართ , მოდი აქ ( თოკო ) - ისევ მე და თოკო ... ვთამაშობდით , როდესაც გიორგი შეეწინაღმდეგა თოკოს .
- არ ითვლება , ასე არ უნდა გესროლათ ( გიორგი )
- გიორგი, ჩუმად იყავი , თორემ რაღაც - რაღაცეებს ვიტყვი ეხლა ( თოკო ) - თქვა და მე შემომხედა , აშკარად რაღაცაში იყო საქმე .
- თქვი ( გიორგი ) - სიცილით დათანხმდა და თორნიკეც მომიბრუნდა .
- ლიზა .... ( თოკო )
- კარგი , კარგი ... მართლები ხართ ( გიორგი ) - გააწყვეტინა და დაგვითმო .... ნეტა რის თქმას აპირებდა ? რატომ გააჩერა გიორგიმ , რა უნდა ეთქვა ისეთი , რაც მისი აზრით , არ უნდა გამეგო ? .......
ყვეკაფერი კარგად მიდიოდა ...
პარასკევი ..... რეპეტიციის შემდეგ , თორნიკემ დამიძახა .
- ლიზა , მოდი აქ ( თოკო )
- რა ხდება ( ლიზა )
- დღეს დაივში ხომ წამოხვალ ? ოღონდ შემდეგ , შენთან უნდა დამიტოვო ( თოკო )
- დიდი სიამოვნებით , მაგრამ ჩემი დაქალი არ წასულა გორში . მარიას რომ უთხრა ? (ლიზა )
- კარგი , მაგრამ თუ დამთანხმდა შენც წამოხვალ ( თოკო )
- კარგი ( ლიზა ) - მარიას დაველაპარაკეთ და დაგვთანხმდა , თუმცა თვითონ ვერ მოდიოდა დაივში . მე და თოკო , წავედით , ფეხით მივდიოდით რუსთაველზე და , თან ვსაუბრობდით , ჯგუფზე , ვხუმრობდით , თავის ყოფილ შეყვარებულზე მელაპარაკა ისევ ... დაივში მისვლამდე , სმარტში შევიარეთ , ლობიანი ვჭამეთ , იქსელი დავლიეთ და შემდეგ , დაივისკენ წავედით . მისვლისას გიორგიმ გადამკოცნა, მისი თანამშრომლებიც იქ იყვნენ , ერთ - ერთი თანამშრომლის ცოლიც ... გიორგი უკვე მთვრალი იყო , ჩვენს მისვლამდე 2 ხელი ჰქონდა ნათამაშები , ანუ 20 ჭიქა .... მათი თამაშის დროს , სკამზე ვიჯექი , ვეწეოდი და ლუდს მაძლევდნენ . უცბად თორნიკემ უთხრა .
- გიორგი , ნუ ჩქარობ , შეიძლება ცოლის მოყვანა იჩქარო , მაგრამ თამაშში არა ( თოკო )- ამის თქმა იყო და ორივემ მე შემომხედა , თუმცა არაფერი შევიმჩნიე ... ბოლო ხელი თამაშის დროს , გიორგის უკვე ზედმეტად ეტყობოდა , რომ მთვრალი იყო ამიტომ თოკო აღარ ასმევდა ლუდს და მის წილსაც მე მაძლევდა .
- ლიზა ( გიორგი ) - თვალებით მანიშნებდა , რომ ჭიქა მიმეცა , თუმცა თორნიკე არ მაძლევდა ამის საშუალებას .
- აღარ დალევ გიორგი , მერე ცუდად გახდები ( თოკო ) - გიორგიმ , რა თქმა უნდა , არ დაუჯერა და მაგიდიდან აიღო ჭიქა , რაზეც თორნიკე გაბრაზდა და გარეთ გავიდა , გიორგი უნდა გაყოლოდა მაგრამ გავაჩერე .
- მოიცადე , გაბრაზებულია მე გავალ ( ლიზა )
- არა , აქ იყავი მე დაველაპარაკები ( გიორგი ) - გავიდა და 10 წუთში მეც გავყვევი , გიორგი შემხვდა .
- სად არის ( ლიზა )
- იქ ზის . - მანიშნა და მასთან მივედი , გაბრაზებული იჯდა , ამ დროს თორნიკესთან ლაპარაკის ყოველთვის მეშინია . - თოკო , რატომ გაბრაზდი , რა ჭირს ( ლიზა )
- როდესაც ბევრს სვავს , მერე ცუდად ხდება , რამდენჯერ მომიწია მისი აქედან გათრევა არ იცი . ამიტომ რომ გითხარი არ უნდა დაალევინო-თქო ესეიგი , მაქვს მიზეზი ( თოკო )
- ჩემი ბრალი არაა , დაინახე რომ მეარ მიმიწოდებია ჭიქა ( ლიზა ) - შიგნით შევედით და დავინახეთ , რომ გიორგი ისევ დალევას აპირებდა .
- გიორგი , არ დალიო ( თოკო ) - ჭიქა გამოართვა და მაგიდაზე დადო , თუმცა მან ისევ აიღო და მაშინ მივხვდი , რომ რამე უნდა გამეკეთებინა .
- გიორგი , არ დალიო ( ლიზა )
- კარგად ვარ , ცუდად არ გავხდები , ნუ ნერვიულობ ( გიორგი )
- გთხოვ , ჩემი ხათრით , აღარ დალიო ( ლიზა ) - ხელი დავუჭირე და არ ვუშვებდი , გიორგი მიყურებდა და ხვდებოდა , რომ არ ვაპირებდი დანებებას ამიტომ ჭიქა დადო.
- კარგი ( გიორგი ) - გავედით და გიორგის ვუყურებდი , ვერ დადიოდა , აშკარად ზედმეტად მთვრალი იყო , თორნიკე ცალკე დადიოდა გაბრაზებული .
- სახლამდე მშვიდობით მივა ? ( ლიზა )
- არ ვიცი , უგონოა . - გიორგისთან მივიდა და მე უკან დამხია . - შენთან ერთად არ დამელაპარაკება . - გვერდით გავედი და გიორგიზე ვნერვიულობდი , ცუდად იყო , ცოტა ხანში თორნიკე მოვიდა . - მარტო წახვალ ? გიორგის სახლში მივიყვან და მოვალ ( თოკო )
- მეც წამოვალ , ერთად მივიყვანოთ და ერთადვე დავბრუნდეთ ( ლიზა )
- არა , შენთან ერთად არ დამთანხმდება , წადი და მოვალ ( თოკო ) - არ მინდოდა წამოსვლა და მისი ასეთ მდგომარეობაში დატოვება , თუმცა მომიწია .
- კარგი , მაგრამ თუ ცუდად გახდება დამირეკე ( ლიზა )
- ფრთხილად იყავი ( თოკო ) - ტაქსი გამოვიძახეე და მარიასთან მივედი , მთელი გზა ვნერვიულობდი , ცრემლი მომდიოდა , არ მომწონდა რომ გიორგი ასე დავტოვე და წამოვედი , თუმცა თოკო მასთან არ მიშვებდა . მარიასთან მივედი , ყველაფერი მოვუყევი და მისმა დაქალმა ( ანამ ) მითხრა .
- არ უნდა დაგეტოვებინა , უნდა გაყოლოდი ( ანა )
- ლიზას რა უნდა გეკეთებინა , თორნიკე არ უშვებდა ( მარია )
- ლიზა , შეიძლება რაღაც გითხრა ? ( ანა )
- რა თქმა უნდა , რა ხდება ? ( ანა )
- მე მგონია , რომ თორნიკეს მოსწონხარ ( ანა ) - ყურებს ვერ დავუჯერე , იგივე აზრზე იყო ...
- შენც ? ჩემი დაქალიც ამას ფიქრობს ( ლიზა )
- იცი რამდენი ხანია , რაც ამას ვფიქრობ ? ( ანა )
- მართალია , პირველივე ნახვისა ამას გაიძახის რომ თოკოს მოსწონხარ ( მარია ) - მგონი სიმართლე იყო .
- დაუკვირდი , ყოველთვის ახლოს ყავხარ , მარტო არ გიშვებს , დანარჩენებზე მეტად შენზე ღელავს , გიორგისთან ერთად რატომ არ გაგიშვა ? იმიტომ , რომ მოსწონხარ და ეჭვიანობს ( ანა ) - ცოტა ხანში , თოკოც მოვიდა .
- გიორგი როგორაა ? ( მარია )
- კარგად , უბრალოდ ბევრი მოუვიდა, სახლში მივიყვანე და წამოვედი ( თოკო ) - დივანზე ვიჯექი და ვხვდებოდი , რომ მეც მთვრალი ვიყავი , თვალებს ძლივს ვახელდი .
- მარია აივანზე გამომყვები ? ( ლიზა ) - აივანზე დავსხედით და მხარზე თავი დავადე .
- დარწმუნდი , რომ თოკოს მოსწონხარ ? ( მარია )
- დარწმუნებით არა , მაგრამ მგონი მართლა ასეა და , თუ მართლა ასეა გიორგისთანაც და ჩემთანაც დამნაშავეა ( ლიზა )
- შეიძლება დამნაშავეა , მაგრამ ძალიან საყვარელია როდესაც შენზე ზრუნავს ( მარია ) - მალევე თორნიკეც გამოვიდა და ყავა გამომიტანა .
- მიდი ბოლომდე დალიე ( თოკო )
- არ მინდა ( ლიზა ) - დაღრეჯილი სახით გავწიე , მაგრამ არ მიშველა ამან .
- ლიზა , გეუბნები დალიე , თორემ ძალით დაგალევინებ . - ჭიქა გამოვართვი და ცხვირ აბზუებული ვსვავდი . - მარია , ბოლომდე დალიოს ახლავე გამოვალ . - შიგნით შევიდა და პლედი გამოიტანა , მომახვია და სანამ ყავა არ დავლიე თავი არ დამანება . - ყოჩაღ , ახლა კი შიგნით შევიდეთ ( თოკო )
- არ მინდა , ჰაერზე მირჩევნია ყოფნა ( ლიზა )
- მარია , გამოდი მე შემოვიყვან . ( თოკო )- თოკო მომიახლოვდა , დაიკუზა და ხელში მიყვანდა .
- ვერ მომერევი , გიორ .... ( ლიზა ) - ოპააა , ვიგრძენი , რომ აქ დამერხა , გიორგი წამომცდა , რაზეც თორნიკე გაბრაზდა .
- გიორგი არ ვარ ! თორნიკე ვარ ! . - მკაცრად მითხრა და ხელში ამიყვანა , მეც გავჩუმდი , დივანზე დამსვა და წინ დამიჯდა . - ლიზა , მე მიყურე არ დაიძინო , ცუდად გახდები ... - მიყურებდა და ეღიმებოდა . - რას შეჭამ , რამე გინდა ? ( თოკო )
- ჰმმმ ... კი ნაყინი .( ლიზა ) - ბევრი მელაპარაკა , ბოლოს კი ისევ ძილს მიუბრუნდა .
- წადი დაიძინე ( თოკო )
- არ მეძინება ( ლიზა )
- აუ , რა ჯიუტი ყოფილა ( ანა )
- ჰო ასეა , საშინლად ( თოკო )
- ლიზა , წამოდი დავწვეთ ( მარია )
- არ მეძინება ( ლიზა )
- მორჩა . - თოკო მომიახლოვდა , წელზე მომხვია ხელი და ამაყენა . - ლიზა , ნუ ჯიუტობ , წამოდი ( თოკო )
- კარგი ჰო ( ლიზა ) - მარიას ოთახამდე ჩახუტებულმა მიმყვანა .
- იმედია , გიორგისთვის არ მიგიწერავს , მერე უხერცულად გრძნობს ხოლმე თავს ( თოკო )
- არა , არ მიმიწერია ( ლიზა ) - მოვატყუე , რა თქმა უნდა , მივწერე . საწოლზე დამაწვინა და გავიდა , შარვალი გავიხადე და როგორც კი დავწექი ისევ უკან შემობრუნდა , ნაბეღლავით ხელში .
- მოდი დალიე ( თოკო )
- არ მინდა ( ლიზა )
- დალიე - თქო ( თოკო ) - ძალით დამალევინა და შემდეგ ისევ გავიდა .
- თორნიკე ძალიან საყვარელია ( მარია )
- კი , მაგრამ დავიბენი , ნუთუ სიმართლეა , ახლა რა უნდა ვქნა ? გიორგი ? ( ლიზა )
- მთავარია შენ გაერკვე , რას გრძნობ და ვისთან გინდა , თორნიკე შეეგუება ( მარია ) - კითხვების კორიანტელი მქონდა , ნუთუ თოკოს მართლა მოვწონდი ? მე ? მე , რას ვგრძნობდი მის მიმართ ? გიორგი ? მან იცის ? რა თქმა უნდა ეცოდინება , ანუ ჩვენი ერთად ყოფნის შანსები იკლებს , თითქმის ნულამდე დადის , რაც გულს მიკლავს .......
რამდენიმე დღე გავიდა , ეგვიპტეში დავგეგმეთ გასტროლი , ფესტივალზე , ყველაფერი კარგად მიდიოდა , თორნიკეს გრძნობებში ვრწმუდებოდი , გიორგი კი 1 თვე არ მყავდა ნანახი . ჩვენთან თეატრში ფესტივალი იყო , სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვები , თორნიკე ეხმარებოდა როგორც ხმის ოპერატორი და მეც მასთან ერთად ვიყავი , ვერთობოდით თან ვსწავლობდი ოპერატორობას პრაქტიკებს გავდიოდი ... ეგვიპტეში წასვლამდე ,რამდენიმე დღით ადრე ემრაშვილმა გვითხრა , რომ ვერ მოდიოდა ,რის გამოც 100 დოლარები , რომლებიც გადარიცხული გვქონდა ეგვიპტეში დაიკარგა , ასევე მარის დამ დაგვირეკა და „ქუჩურად“ გველაპარაკებოდა, თურმე ჩვენი ბრალი ყოფილა , რომ მარი ვერ მოდიოდა , რადგან 2 თვის წინ ჯგუფმა სესხი გამოვიტანეთ თეატრისთვის , გვთხოვდა , რომ რაც შეიძლება მალე დაგვეფარა ეს სესხი , თორემ ცუდი შედეგები მოყვებოდა . ამასთან ერთად თორნიკე და გიორგი წავიდნენ ეგვიპტეში , თორნიკეს თქმით დასი წაიყვანა რომ გადარიცხული თანხა არ დაკარგულიყო , თუმცა ეს ყველაფერი სრულიად უაზრობად გვეჩვენებოდა . ამავე პერიოდში სალომესთან უთანხმოება მქონდა , რის გამოც მარიასთან ვრჩებოდი , ერთ - ერთ ასეთ საღამოს ვლაპარაკობდით .
- თორნიკეს იმ 100 დოლარებს არ შევარჩენ ( ანა )
- არც უნდა შევარჩინოთ , ღადაობ ? ჩვენმა მშობლებმა , რომ გაიგონ წარმოიდგინეთ რა მოხდება ( მარია )
- მართალია , როგორც კი თორნიკე ჩამოვა უნდა დაველაპარაკოთ და ყველაფერზე პასუხი მოგვთხოვოს ! მაგას აშკარად დებილები ვგონივართ , მაგრამ მე არავის გავახდევინებ თავს დებილად ( ანა ) - შენიშნეს , რომ ხმას არ ვიღებდი , რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა , მეც საშინლად ვიყავი გაბრაზებული , ვერ ვიჯერებდი , რომ თორნიკე ამის გამკეთებელი იქნებოდა , თუმცა მეც მათნაირად ვფიქრობდი , და ეს ერთადერთი შემთხვევა იყო , როდესაც მინდოდა , ჩემი ვარაუდი შეცდომა ყოფილიყო...
- ლიზა , რატომ არაფერს ამბობ ? ( მარია )
- რადგან ყველაფერში გეთანხმებით , მეც ვფიქრობ , რომ თორნიკეს ეს ყველაფერი არ უნდა ვაპატიოთ , და როგორც კი ჩამოვა პასუხი უნდა მოვთხოვოთ , არ აქვს მნიშვნელობა რას ვგრძნობ თორნიკეს მიმართ , და ის ჩემს მიმართ ! მეც ჯგუფის ნაწილი ვარ , მეც ჯგუფში ვარ , ამიტომ ეს მეც მეხება , რა თქმა უნდა , ყველაფერი უნდა გავაკეთოთ , რომ თორნიკე გამოვიჭიროთ . იმის გამო , რომ მის მიმართ გრძნობა მაქვს , გვერძე ვერ გავდგები და ვერ გავჩუმდები , რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს ყველაფფერი , ასე ვიზავ . და თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება გიორგიც და თორნიკეც სამუდამოდ გადაიხაზებიან , ჩემს ცხოვრებაში მატყუარების ადგილი არ არის ( ლიზა )
- მართალი ხარ , სწორად მსჯელობ . გვესმის შენი ახლა რასსაც გრძნობ და როგორც ხარ, მაგრამ გაუძლებ , ძლიერი ხარ , ლიზა ! შენნაირი ძლიერი არავინ მინახია , შეიძლება ითქვას , რომ ვისაც ვიცნობ მათ შორის ( მარია )
- მართალი ხარ მარია ( ანა )
- მადლობთ გოგოებო , მაგრამ ასე არაა , ხანდახან მგონია , რომ გავგიჟდები და ჭკუიდან გადავალ ( ლიზა )
- ეს მომენტი ყველას გვაქვს ცხოვრებაში . ამას ერთად გადავიტანთ ( ანა ) – 1 კვირა გავიდა . ამ ეჭვების გამო მოსვენება აღარ მქონდა , გამუდმებით ამაზე ვფიქრობი და უკვე ტვინი მიდუღდებოდა .
.........................................................................................
,, თვლაები გაახილე , დილით მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ , დღეს პრობლემები არ იქნება თუ ჩემთან მოხვალ .... მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ ამ სამყაროში , ეს დაიმახსოვრე . არადროს დაგავიწყეს , გამიღიმო და მუდამ გვერდით მყავდე .. მხოლოდ ჩვენ ორნი მთელ სამყაროში ....“
.................................................................................................
ყველაფერი იცვლება , ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძო და ყველა შენი პრობლემა გაქრეს , შეიძლება იმ ადამიანის მიმართ ვეღარაფერი იგრძნო , რომელიც მოგწონდა და გეგონა , რომ შენთან გულწრფელი იყო ... არასდროს მესმოდა ადამიანების , რომლებსაც მალე შეეძლოთ , როგორც სიყვარული ისე დავიწყება ... შეიძლება ერთ დღეს , გაიღვიძო და შეხვდე იმ ადამიანს , რომელსაც წარსულში ყურადღებას არ აქცევდი , შესაძლოა ის ისევ დაბრუნდეს , შესაძლოა დებისწერამ ერთმანეთს ისევ შეგახვედროთ , არავინ ვიცით რა მოხდება . შესაძლოა ამ ადამიანის გამოჩენამ შენი არეული ფიქრები დაალაგოს , შენი შფოთვები და პრობლემები გააქარწლოს . და როდესაც , ეს მოხდება , შენ , შენს თავზე გაბრაზდები , რომ ამ ადამიანს წარსულში ვერ ამჩნევდი , ვერ ხედავდი , რომ შენთვის მნიშვნელოვანი იყო , ვერ ხედავდი , რომ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილხარ , ეს ყველაფერი კი იმიტომ , რომ დაბნეული იყავი , იმ დროინდელი მოვლენების გამო , იმდენად იყავი გადართული იმ ყველაფერზე , რომ გეგონა ეს ადამიანი შენთვის არავინ იყო , რომ უბრალოდ ახალი ნაცნობი იყო , სხვა არავინ .... თუმცა , შემდეგ როდესაც , ისევ შეხვდებით ერთმანეთს , შენ ხვდები , რომ ის ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია , რომ თურმე ის არის ვინც გჭირდება , შენს ცხოვრებაში ... და რაღაც მომენტში , ნანობ კიდეც , რომ მაშინ ვერ ამჩნევდი , თუ რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა , ის შენთვის ......
................... .............................. ...........
30 მაისს , დილით გავიღვიძე და მანჩოს ესემესი დამხვდა , მეუბნებოდა , რომ მასთან ერთად ოფისში წავსულიყავი , რომ „შოთას“( მანჩოს შეყვარებულს) და „გუჯიკოს“( შოთას ძმაკაცსა და მანჩოს მეგობარს ) ჩემი ნახვა უნდოდათ . ალბათ , გაინტერესებს ოფისში რა ხდება , ან რა ოფისია ... 2 თვის წინ , მანჩომ მიმიყვანა , ,,Qnet”- ი ასე ქვია ოფისს , სადაც რეგისტრირდები , შემდეგ კი შენთვის ორ მნიშვნელოვან ადამიანს არეგისტრირებ , თუმცა ვიდრე დაარეგისტრირებ ამაში თანხა უნდა ჩაიდოს , როგორც ნებისმიერ ბიზნესში , შემდეგ კი შენს ორგანიზაციას ქმნი ... 2 თვის წინ , მანჩო დარეგისტრირდა , და მას შემდეგ მეც მიმიყვანა , თუმცა ჩემი რეგისტრაცია ვერ მოხერხდა , რადგან თანხას ვერ ვკრავდი , სიმართლე გითხრათ , გულით არ მინდოდა დარეგისტრირება , რადგან მეგონა ვერ შევძლებდი , თუმცა იქ სიარულის დროს ბევრი სასიამოვნო და საყვარელი ადამიანი გავიცანი : ,,შოთა“ , „გუჯიკო“ და სხვები ..... გაგიკვირდებათ და გუჯიკოსთან ზედმეტად სწრაფად დავახლოვდი , Facebook - ზე დამამტა , რამდენჯერმე მომწერა კიდეც . ერთხელ კი ჩემი სარეგისტრაციო თანხის , ნახევრის გასაკეთებლად წავედით , გუჯიკო გამომყვა , გზაში ვლაპარაკობდით , ოფისის სისტემაზე , ძალიან საყვარელი ბიჭია , საშუალო სიმაღლის , ყავისფერი თვალებით , ოდნავ წვერით , მისი ხმა ისეთი რბილი და ხავერდოვანია , რომ მოგინდებათ მთელი დღე მისთვის გესმინათ . დაახლოებით 1 საათი დავდიოდით , თუმცა ვერ გამოვიდა , შემდეგ კი როდესაც ვემშვიდობებოდი , გადამკოცნდა და ჩამეხუტა , ძალიან საყვარელი იყო , თუმცა აზრადაც არ გამივლია რომ მომწონდა , რადგან მოგეხსენებათ იმ დროს დაბნეული ვიყავი , თორნიკესა და გიორგის გამო ... ამ დღის შემდეგ , კი აღარ მინახავს ....
თუმცა ახლა 2 თვის შემდეგ , ისევ უნდა მენახა .... მანჩო ტექნიკურის მეტროსთან დამხვდა და ოფისში ავედით , ვერ წარმოიდგენთ სად გახსნეს ახალი ოფისი , აჭარანეთის შენობიდან , სულ რაღაც 10 წუთის სავალზე . მანჩოსთან ერთად ავედი და სამზარეულოში შემიყვანა .
- წავალ , გუჯიკოს და შოთას დავუძახებ ( მანჩო ) - ოთახიდან არ იყო გასული , რო გუჯა შეეჩეხა .
- სადაა ლიზა ?- სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა , გადამკოცნა და ჩამეხუტა , სიმართლე გითხრათ არ ვიცი , რატომ მაგრამ არ შევწინააღმდეგებივარ . - როგორ ხარ ლიზა , სად დაიკარგე , მომენატრე ( გუჯიკო )
- ჰომ დიდი ხანია არ მოვსულვარ , შესანიშნავი ოფისია ( ლიზა ) - მალევე შოთაც შემოვიდა .
- ვა ვა ლიზა , როგორ ხარ ( შოთა )
- კარგად , შენ როგორ ხარ ( ლიზა )
- ლიზა , ყავას დალევ ? ( გუჯიკო )
- კი , რატომაც არა ( ლიზა ) - მანჩო ყავას აკეთებდა .
- მანანა , ძალან გიხდება სამზარეულოში ტრიალი ( შოთა )
- აბა რაა , ქალის ადგილი საზარეულოშია , ხომ მართალია ლიზა ? ( გუჯიკო )
- რატომ მარტო ქალის ? კაცსაც ძალიან უხდება , ჩემი აზრით , კაციც ადგილიც სამზარეულოშია , ქალის გვერდით ( ლიზა )
- ჩემი აზრით , კი კაცის ადგილი საწოლშია ქალის გვერდით ... მე , მაგალითად , მხოლოდ ბავშვების კეთება ვიცი ( გუჯიკო ) - ამაზე გამეცინა და არაფერი ვუთხარი .
- მართალია , მეც მხოლოდ ეს ვიცი ( შოთიკო ) - ყავას ვსვავდით და თნ ვსაუბრობდით . გუჯიკოს ვუყურებდი და ვფიქრობდი , რა საყვარელი იყო , მონატრებია მათთან ყოფნა . საუბრის დროს კიდევ ერთი ბიჭი მოვიდა „დათო მაკაროვი“, თუმცა მხოლოდ გვარით მიმართავდნენ .
- ვააა , ლიზა ? როგორ ხარ ? ( მაკაროვი )
- კარგად , შენ როგორ ხარ ( ლიზა )
- რამდენი ხანია არ მოსულხარ , როგორ მოგწონს ახალი ოფისი ? ( მაკაროვი )
- მშვენიერია ( ლიზა ) - ცოტა ხანში აივანზე გავედით , ვსაუბრობდით , დანარჩენი გოგოებიც გავიცანი , ვისაც ადრე არ ვიცნობდი , ვიცინოდით , ბიჭებზე ვსაუბრობდით, ამ დროს კი გუჯიკო მოვიდა . გაიგო რაზეც ვლაპარაკობდით .
- რომელიმეს შეყვარებული გყავთ ? ( გუჯიკო ) - პირდაპირ შემომხედა , თითქოს ამას პირადად მე მეკითხებოდა .
- არა , მაგრამ მაინც ვსაუბრობთ , აუცილებელია შეყვარებული გვყავდეს ? ( „სარა“)
- ლიზა , შეყვარებული გყავს ? ( გუჯიკო)
- არა , არანაირად ( ლიზა )
- გიორგი სადაა ? ( გუჯიკო ) - იცოდა გიორგისა და თორნიკეს შესახებ .
- არ ვიცი ( ლიზა ) - ცოტა ხანში წამოვედით , და გუჯიკოც გამოგვყვა ასევე მაკაროვი .
- აუ მცივა ( მანჩო )
- აიღე , მოიცვი ( გუჯიკო ) - მანჩო და მაკაროვი წინ მიდიოდნე , მე და გუჯიკო კი უკან. ოდნავ მაღალ ქუსლზე მეცვა ბასანოჩკი .
- ლიზა , დღეს მართლა ოფისში მომუშავე ადამიანს გავხარ , კლასიკური შავი შარვალი , შავი მაიკა , მაღალი ქუსლი და ხელში ლეპტოპი ( მანჩო )
- მართალია ( მაკაროვი )
- ჰო მართლა , ლიზა , ეცადე ძაან მაღალ ქუსლზე არ ჩაიცვა ხოლმე , რაგდან მერე ჩემზე მაღალი იქნები ( გუჯიკო )
- ისედაც შენზე მაღალი ვარ ( ლიზა )
- არ ხარ ( გუჯიკო )
- მანჩ , გუჯაზე მაღალი ჰო ვარ ? ( ლიზა )
- ერთი სიმაღლისები ხართ ( მანჩო )
- ხედავ ? ერთმანეთს შევეფერებით . - არაფერი ვუპასუხე . ქარი ქროდა და შემცივდა . - გცივა ? ( გუჯიკო )
- კი , ცოტა ( ლიზა )
- ჩაგეხუტო ? გათბები ( გუჯიკო )
- არა , მადლობ , როგორმე ავიტან სიცივეს ( ლიზა )
- ეცადე აღარ დაიკარგო , ძალიან მომენატრე ( გუჯიკო )
- მეც მომენატრა ეს ყველაფერი ( ლიზა ) - უცხო ბიჭებს ჩავუარეთ და გუჯიკომ ეგრევე მე შემომხედა .
- დაგენიძლავები , ახლა ეს ბიჭები შენ გიყურებენ , დაშოკე ხალხი ( გუჯიკო )
- რატომ ხარ , ასეთი დარწმუნებული ? ( ლიზა )
- იმიტომ , რომ საოცრად გამოიყურები ( გუჯიკო ) - მისი სიტყვები მესიამოვნა .
- მიდი გადაამოწმე , არ გაინტერესებს მართლა ასეა , თუ არა ? ( ლიზა ) - უკან გაიხედა და წარბ - აწეულმა შემომხედა .
- ჰო გეუბნებოდი , გოგო , რატო მიმახედე . - ორივეს გაგვეცინა , შემდეგ კი ლეპტოპს დახედა . - მომეცი წამოვიღებ ( გუჯიკო )
- შენი შეწუხება არ მინდოდა ( ლიზა )
- მე გითხარი , რომ ყოველთვის და ყველაფერში დაგეხმარები , ამაში კი ლეპტოპის ტარებაც იგულისხმება ( გუჯიკო ) - გამომართვა და გზა გავაგრძელეთ . მეტორსთან გავჩერდით და ერთმანეთს დავემშვიდობეთ .
- ხვალამდე ლიზა ( მაკაროვი ) - გუჯიკომ გადამკოცნა და ჩამეხუტა , იმდენად შესამჩნევად , რომ მანჩოს ჩაეცინა .
- ნახვამდის ( ლიზა )
- ლიზა , აღარ დაიკარგო ( გუჯიკო ) - მე და მანჩო წამოვედით , დიდი ხანი ვფიქრობდი, მეთქვა თუ , არა , რომ მგონი გუჯა მომწონდა .
- მანჩჩ , რაღაც უნდა გითხრა , ოღონდ არ დამცინებ ( ლიზა )
- რა ხდება ? ვის ეხება ( მანჩო )
- მე .... მოკლედ , მგონი .... ( ლიზა ) - თავს ვერ ვაბავდი სათქმელს , თუმცა საჭირო არ გახდა , რადგან ისედაც მიხვდა .
- არ მითხრა , რომ გუჯა მოგწონს ( მანჩო ) - გაოცებული მიყურებდა და იცინოდა .
- მგონი მომწონს , რაც არუნდა დაუჯერებელი იყოს ( ლიზა )
- ღმერთო ! დაუჯერებელია , რა გეტაკა ? ( მანჩო )
- არ ვიცი , მანჩჩ .... იცოდე არავისთან წამოგცდეს , მითუმეტეს შოთიკოსთან თორემ მეც ვიტყვი , რომ შოთიკო გიყვარს მაგრამ ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული ( ლიზა)
- მოიცა , ეს რაა , შანტაჟია ? ( მანჩო )
- შეიძლება ( ლიზა )
- კარგი , ხმას არ ამოვიღებ ( მანჩო ) - სახლში ერთად მოვდიოდით , მე კი გუჯაზე ვფიქრობდი , მომწონდა ? კი მომწონდა ! აქამდე რატომ ვერ მივხვდი ? იმიტომ , რომ დაბნეული ვიყავი , და ვერ ვამჩნევდი , მის ყურადღებას ... ახლა კი ისევ შევხვდით ერთმანეთს , ისევ განახლდა კავშირი ....
მთელი ღამე ვფიქრობი , ალბათ , გუჯიკოს თავიდან გამოჩენა საჭირო იყო , რათა მივმხვდარიყავი , რომ სინამდვილეში ის მომწონდა . დებილი ვიყავი , რომ მაშინვე ვერ შევნიშნე ეს ყველაფერი , იმდენად ვიყავი თორნიკეზე , გიორგისა და თეატრზე გადართული, რომ მას ვერ ვამჩნევდი , ვერ ვხედავდი , რომ გუჯი მომწონდა , რომ ყველაზე საყვარელი ბიჭი იყო , მათ შორის ვისაც კი ვიცნობდი , მისი ყავისფერი თვალები როგორ ანათებენ , მისი ხმის ტემბრი , როგორ იცვლება ჩემთან საუბრისას , მისი ღიმილი , საოცრად მომხიბვლელი და მამაკაცური გამოხედვა . ამ დღეს დავრწმუნდი , რომ სინამდვილეში გუჯა მომწონდა , როდესაც მას ვხედავ გული სასიამოვნოდ მიძგერს , მის გვერდით სიცილს ვერ ვიკავებ , საოცარ ხასიათზე ვდგები , ალბათ , ზუსტად ესაა ნამდვილი მოწონება და ნამდვილი გრძნობა ..... ერთ რამეში კი ნამდვილად დავრწმუნდი , რომ იმ დღიდან გუჯის აღარ მივატოვებდი , რომ არ დავნებდებოდი და სარეგისტრაციო ფულს ვიშოვიდი , ამაზე გუჯიკოს სიტყვები გამახსენდა : „პრიხოდებით , ვიხოდებით“ ! არავითარ შემთხვევაში არ დავნებდებოდი , რადგან ეს ჩემთვის ხდებოდა . გუჯიკო .... ვხვდებოდი , რომ მის თავს არ დავუთმობდი სსხვა , რომელიმე გოგოს , რომელიც მას ეპრანჭება , ყველაფერს გავაკეთებდი , რომ ეს სიმპატიური , მამაკაცური , მომხიბლავი ბიჭი ჩემთან ყოფილიყო , ბიჭი , რომელიც ჩემს სახეზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე იწვევდა ღიმილს ! გუჯიკო !!!
....................................................... ..................................................................................
მეორე დღეს , მე და მანჩო ოფისში უნდა გავსულიყავით , ოღონდ ცალ-ცალკე , რადგან სალომემ არ იცოდა ჩემი იქ ყოფნის ამბები .
- საღამომდე , გოგოებო ( ლიზა )
- სად მიდიხარ ? ( სალომე )
- თეატრის ბავშვები უნდა ვნახო ( ლიზა ) - სწრაფად წამოვედი , კიდევ რომ არაფერი ეკითხა . ოფისში მისვლისას გუჯა და შოთიკო დამხვდნენ .
- ლიზა , წამოდი ოთახში შევიდეთ . - შოთამ ოთახში შემიყვანა . - აბა , გადაწყვიტე ? (შოთა )
- კი ! საქმეს მივხედოთ ( ლიზა )
- აი , ასეთი ლიზას დანახვა მინდოდა ! ვარიანტები გვაქვს ? ( შოთა )
- კი , რამდენიმე ახალი , რამდენიმე ძველიც , რომლებთანაც არ მივსულვართ მაშინ , შეგვიძლია ახლა ვცადოთ ( ლიზა ) - ვლაპარაკობდით , როცა კარი გაიღო .
- თქვენ გეძებდით ამდენი ხანი ( გუჯიკო )
- ვარიანტებს განვიხილავდით ( შოთა ) - გუჯიკომ თვალებით ანიშნა , რომ ამდგარიყო და თვითონ დამიჯდა წინ .
- კარგი , აბა მითხარი ვინ გვყავს ვარიანტებში ( გუჯიკო )
- ერთი თეატრის ჯგუფელი , რომელსაც მაშინ ვერ დაუმტკიცდა , ჩემი ნათესავი ...(ლიზა) - ლაპარაკისას მიყურებდა და ტუჩებზე იკბინა , იმდენად სექსუალური იყო ამ დროს , რომ მეგონა გონებას დავკარგავდი , ცოტა ხანს შევჩერდი , რომ აზრები დამელაგებინა და გამეგრძელებინა , თუმცა ვერ ვფიქრობდი , ტვინი მთლიანად გამეთიშა .
- ლიზა , ყავას დალევ ? ( შოთა )
- კი ( ლიზა ) - შოთა გავიდა და მარტოები დავრჩით .
- თეატრში რა ხდება ? თორნიკესა და გიორგიზე ისევ ფიქრობ ? ( გუჯიკო )
- არა , არანაირად . მატყუარა ადამიანების ადგილი ჩემს ცხოვრებაში არაა ( ლიზა )
- მართალი ხარ . უნამოსები როგორ იკადრეს ასეთი ტყუილი ( გუჯიკო ) - ვხედავდი , რომ გაბრაზდა , მის თვალებში რაღაც ჩანდა .
- მმმ , ყავა არ ყოფილა ( შოთა )
- ჩავალ და ამოვიტან ( გუჯიკო )
- შენ ხომ არ სვავ ? ( ლიზა )
- არაუშავს , შენთან ერთად დავლევ , თან მარია ქვემოთ და ამოვიყვან ( გუჯიკო ) - მარის ხსენებაზე გავბრაზდი , ვინ იყო ასეთი ? უკვე მეორედ გავიგე მისი სახელი . გუჯიკოს წასვლის შემდეგ , შოთასთან ერთად აივანზე დავჯექი , სიგარეტს მოვუკიდე და ვლაპარაკობდით .
- ლიზა , მას შემდეგ რაც თორნიკემ გააკეთა კიდევ ფიქრობ მასზე ? ( შოთიკო )
- არა , არაფერი აღარ ხდება ( ლიზა )
- კარგია , უკეთესს იმსახურებ ( შოთიკო ) - ნუთუ , მისი აზრით , „უკეთესი“ გუჯიკო იყო ? კი ისაა . მალევე გუჯიკოც ამოვიდა მარისთან ერთად .
- ლიზა , მიდი გააკეთე . მე , ეს ყავა მინდა ( გუჯიკო ) - ვითომ ამიხსნა , მაგრამ ვერ გავიგე .
- რომელი ყავა ? ( ლიზა ) - ორი სხვადასხვა პაკეტი ავიღე და ვაჩვენე , სწრაფად მომიახლოვდა და ხელი მომკიდა , დავიბენი ..
- ეს ( გუჯიკო ) - სწრაფად გავიწიე და ვეცადე ამომესუნთქა , ყავ გავაკეთე და მაგიდასთან დავსხედით , მობილურში ვიხედებოდი , თან გუჯიკოს ვუყურებდი , რომელიც მარის ელაპარაკებოდა , საქმეზე მაგრამ მაინც ... ვიეჭვიანე . მალევე წავიდნენ გუჯიკო და მარი , მე კი მანჩოსთან ერთად ვიყავი საქმეზე ვლაპარაკობდით, ვფიქრობდი მეთქვა , თუ , არა , რომ ვეჭვიანობდი მარიზე .
- ისე ... უბრალოდ , რომ ვიცოდე , მარის და გუჯიკოს ერთად რა უნდათ ? ( ლიზა )
- მე ვთხოვე , რომ მარისთან იყოს საქმეში , რომ გაარკვიოს , თან შენთან მე ვარ ... რა იყო , გერჩივნა მე ვყოფილიყავი მარისთან ? ( მანჩო )
- არა , ეგ რა შუაშია საყვარელო , უბრალოდ არ მომწონს , როგორც უყურებს გუჯას ( ლიზა )
- დამშვიდდი , ნუ ეჭვიანობ ( მანჩო )
- არ ვეჭვიანობ ( ლიზა )
- ჰო , სულ არა ( მანჩო ) - რა თქმა უნდა , არ დამიჯერა . სახლში ცალ - ცალკე უნდა ავსულიყავით , რათა სალომეს ეჭვი არ გასჩენოდა , არ იცოდა , რომ ერთად დავდიოდით ოფისში , ამიტომ ჯერ მანჩო ავიდა და 10 წუთში მეც ავყევი . გაოცებული დავრჩი იმდენად კარგად ვითამაშეთ „დიდი ხნის უნახავი“ , მეგობრების როლი . იმ საღამოს ვნახე , რომ გუჯიკოს დაბადების დღე ჰქონდა , ამიტომ გადავწყვიტე პირად ჩატში მიმელოცა . ყველაფერი კარგად მიდიოდა , ყოველ - დღე ოფისში დავდიოდი , გუჯიკოსთან მეტ დროს ვატარებდი .
ერთ დღეს , ნემსზე უნდა წავსულიყავი , თუმცა ჯერ ოფისში გავედი , შოთიკო დამხვდა და ვლაპარაკობდით .
- ვარიანტებში ვინ გვყავს კიდევ ? ( შოთიკო )
- ნიკა , რომელიც გორშია , და მეორე ნიკა , რომელიც რუსთავშია , შაბათს უნდა შევხვდეთ , უფრო ადრე არ სცალია ( ლიზა )
- კარგი .. ქალბატონი , მანანა სადაა ( შოთიკო )
- არ ვიცი , წესით უკვე უნდა მოსულიყო . - საათს დავხედე და , მხოლოდ მაშინ გამახსენდა , რომ ექიმთან ვიყავი წასასვლელი . - მმმ , შოთიკო , ექიმთან უნდა გავიდე და 1 საათში მოვალ ( ლიზა )
- კარგი , მაგრამ რამე პრობლემა ჰოარაა ? ( შოთიკო )
- არა ... დროებით ( ლიზა ) - ექიმთან მივდიოდი და მთელი გზა , გუჯიკოზე ვფიქრობი, სად იყო ? არადა , როგორ მინდოდა მისი ნახვა .... 1 საათში უკან , ოფისში გავედი , ვიდრე ზემოთ ავიდოდი , მანჩომ დამირეკა .
- ლიზზ , სად ხარ ( მანჩო )
- ოფისში ავდივარ , ექიმთან ვიყავი გასული . შენ სად ხარ ? ( ლიზა )
- ნახევარ საათში მოვალ . თავი ჰოარ გტკივა ? ( მანჩო ) - უნდა ითქვას , რომ სადაქალოდან , მანჩო ყველაზე მეტად ზრუნავს და დარდობს ჩემზე ...
- არა , საყვარელო . მიდი მოაგვარე საქმე და გამოდი ( ლიზა ) - როგორც კი , ოფისში შევედი , გუჯიკომ დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა . ჩამეუტა და გადამკოცნა .
- ლიზი , როგორ ხარ , მოდი ყავა გაგიკეთე ( გუჯიკო ) – „ყავა გაგიკეთეო ?“ , ეს სიურპრიზი იყო , საიდან იცოდა , რომ ცხელ ყავას მივუსწრებდი ?
- მადლობ ( ლიზა ) - ჭიქა გამოვართვი და აივნისკენ გავიხედე , ვიდრე ხმას ამოვიღებდი , მან დამასწრო , თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა .
- აივანზე გავიდეთ ? - აივანზე გავედით და განმარტოებით დავდქით . - სად იყავი ?( გუჯიკო )
- ექიმთან ( ლიზა )
- რასთან დაკავშირებით ( გუჯიკო )
- თავზე , პრობლემა მაქვს ( ლიზა )
- რამე სერიოზულია ? ( გუჯიკო )
- არა , არაფერი ისეთი .. - მობილურზე ლაპარაკობდა , ყავის ჭიქა ავიღე და მოვსვი , როდესაც მივხვდი , რომ ჭიქა ამერია , ლურჯი ჭიქა ავიღე , რომლიდანაც გუჯიკო სვავდა , ჩემი კი სტაფილოსფერი იყო .. თვალები დავაჭყიტე და იმ წუთას უკან დავდე, მადლობა ღმერთს , რომ მოვასწარი ჭიქების შეცვლა . საკმაოდ მკაცრად ლაპარაკობდა , როდესაც გათიშა მომიბრუნდა და გაიცინა . - ოჰოო , რა მკაცრად ელაპარაკებოდი ( ლიზა )
- სამსახური , სამსახურია ლიზი ... შენც ასე დაგელაპარაკები , ხოლმე როდესაც სრულ-ფასოვანი წევრი გახდები , ამ ოფისის ( გუჯიკო )
- ეხლა დავფიქრდი და მგონი აღარ მინდა ( ლიზა ) - წარბ შეკრულმა ვუთხარი , თვითონ კი სიცილი დაიწყო .
- შენ ვინ გეკითხება ( გუჯიკო )
- მშვენიერია ( ლიზა ) - მალე მანჩოც მოვიდა .
- ლიზი , ნანემსრები ჰომ არ გტკივა ? ( მანჩო )
- არა , ბევრად უკეთესად გამიკეთეს ( ლიზა ) - გუჯიკოც იქ იყო , წარბები შეკრა და შემომიბრუნდა .
- ნემსები თავში ? ჰომ თქვი სერიოზული არაფერიაო ? ( გუჯიკო )
- ასეცაა , პატარა პრობლემა მაქვს და ამიტომ ვიკეთებ ნემსებს ( ლიზა )
სხვებთან ვლაპარაკობდით , ვიცინოდით , ჩემს რეგისტრაციაზე ვსაუბრობდით , მიყვებოდნენ როგორ შოულობდნენ ფულს , რეგისტრაციისთვის და ახლა სად არიან ისინი , ზემმდგომები ( MaxOut - ები ) და უფრო მეტი მოტივაცია მეძლეოდა , ვიდრე აქამდე .
- გოგოებო , ქვემოთ ჩავალ ყავას ამოვიტან და დავლიოთ ( სარა )
- მოიცა სარა . - მანჩოს შევხედე . - წამოდი ჩვენ ჩავიდეთ , თან სალაპარაკო მაქვს რაღაცაზე ( ლიზა )
- კარგი , წამოდი ( მანჩო ) - ლაპარაკში გართულები სწრაფად მივედით მაღაზიასთან , საიდანაც გუჯიკო დავინახე .
- გუჯიკო ? ამას აქ რა უნდა ( ლიზა )
- გოგოებო ... რაო რა გვინდაო ? ( გუჯიკო )
- სად იყავი გუჯი ( მანჩო )
- მარი გავაცილე . ( გუჯიკო ) – „მარი გავაცილეო?“ , რა ჯანდაბად უნდოდა იმ გოგოს , გაცილება ? რაღავ ხდებოდა და ამაში გამოვტეხავდი ...
- 5 რძიანი ყავა , თუ შეიძლება ( ლიზა ) - ყავა გამოვართვი და გვერდით დავდექი , ვიდრე მანჩოც იყიდდა , ამასობაში გუჯიკოს ვუყურებდი , რომელიც საეჭვოდ ტრიალებდა მარმალადების ახლოს , შეუმჩნევლად დაიხარა და ერთი მარმალადი აიღო , რაზეც გამეცინა და გამოვბრუნდი .
- ლიზა , ეს შენ ( გუჯიკო ) - მარმალადი გამომიწოდა ღიმილით , გაოცებულმა შევხედე.
- მე ? ( ლიზა )
- ჰო , შენთვის ავიღე ( გუჯიკო ) - გამოართვი , რა თქმა უნდა .
- მანჩ , გინდა ? ( ლიზა )
- არა , შენთვის აიღეს ( მანჩო )
- აბა , გოგოებო , მალე ერთი გუნდი ვიქნებით ,ჰო მართალია ლიზა ? ( გუჯიკო )
- სრულიად ( ლიზა ) - ხელი გადაგვხვია და ოფისში ავედით . ყავა გავაკეთე და სამზარეულოში დავსხედით .
- ლიზა , სხვა ვარიანტები გვინდა ( შოთიკო ) - დავფიქრდი , მაგრამ არავინ მახსენდებოდა , თუმცა მანჩოს გაახსენდა .
- ის ბიჭები , რომ გწერდნენ ( მანჩო ) - რამის ყავა გადამცდა .
- რომლები , მე რომ დავადე ? ( ლიზა )
- ჰო , მერე რაა , მართალია რთული საქმე იქნება , მარა უნდა ვცადოთ ( მანჩო ) - ვბჭობდით და ბოლოს , ერთზე გავჩერდით , რომელსაც 1 თვის წინ „დავადე“ .
- კარგი , მაგრამ რაღაც ეს ვარიანტი არ მომწონს ( ლიზა )
- ლიზა , მიწერე ( მანჩო ) - მივწერე , მოვიკითხე და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს , პასუხიც არ დამიგვიანა , გამიბა და , რა თქმა უნდა , შეხვედერაზე და ასეთ თემებზე დამიწყო ლაპარაკი . პარალელურად ვლაპარაკობდით , როდესაც მანჩომ ზედმეტსახელი დამიძახა .
- თიკი , რა ავიყოლოთ დღეს სახლში ? ( მანჩო )
- მმ ... არ ვიცი , რამე ტკბილი ( ლიზა ) - მესსენჯერში ესემესი მომივიდა , გუჯიკო იყო .
- Tiikiii :D ^_^ <3 ( გუჯიკო ) - გამეცინა , მანჩომ კი გაკვირვებულმა შემომხედა .
- რა ხდება ? ( მანჩო )
- არაფერი ... - გუჯიკომ შემომხედა . მეც არ დავაყოვნე და მივწერე . – Guja <3 :D ( ლიზა)
- რას შვები , როგორ ხარ ( გუჯიკო )
- თემებში ვარ , შენ ? ( ლიზა )
- თუ , რამე კარგია , მეც გამაძრე ( გუჯიკო )
- ბიჭების თემებში ? ( ლიზა )
- არა , გოგოების ( გუჯიკო )
- გოგოების , მეტი რა არის აივანზე , გადი ( ლიზა ) - დებილი ბიჭი , ეგონა ჩამოვრჩებოდი ? ნურას უკაცრავად . დამსინა და არაფერს აღარ მწერდა , მეც გავჩერდი .
- ცოტა ხანს გავალ , და რომ შემოვალ წავიდეთ ( მანჩო )
- კარგი ( ლიზა ) - მისი გასვლისთანავე გუჯამ თქვა .
- გოგოები , არ მინდა ( გუჯიკო ) - თავისთვის ჩაილაპარაკა , თუმცა ეს ჩემს გასაგონად იყო , რაზეც რეაქცია არ მქონია . იმ ბიჭს ვწერდი , თუმცა ძაან შემაწუხა .
- უკვე ძაან შემაწუხა ( ლიზა )
- რას გწერს ( მანჩო )
- შენი აზრით , რას მომწერს ( ლიზა ) - წარბ - აწეულმა ვუთხარი .
- მაჩვენე ( გუჯიკო ) - ახლოს მოვიდა და ტელეფონს უყურებდა .
- არა ( ლიზა )
- მიდი რაა , მაინტერესებს , როგორ ცდილობს შენს „დაკერვას“ ( გუჯიკო )
- ჩემი „დაკერვა“ , ასეთი ადვილი არარის ( ლიზა ) . - მე და მანჩო , მოვდიოდით , თან ვლაპარაკობდით , კორპუსთან ვიყავით როდესაც ,მანჩომ ჩემი და გუჯას საყვარელი სიმღერა დაიწყო . მღეროდა და , თან ეშმაკურად მიყურებდა .
- მანანა , გაჩერდი ( ლიზა )
- რა არ მოგწონს , ერთი . - წამიერი სიჩუმის , შემდეგ დღევანდელი გაახსენდა . - ქალო ! ის რა გააკეთა , საიდან მოიტანა ის მარმალადი , თითქოს არ უყიდია ( მანჩო )
- შენ , რომ ყავას ყიდულობდი , მაშინ აიღო ( ლიზა )
- ჩუმჩუმელა . ასეა გენაცვალე , მეგობარზე აღარ ზრუნავს ( მანჩო )
- კიდე , რაღაც უნდა გითხრა ( ლიზა ) - სიცილით ვუთხარი .
- აბა , გისმენ , რა ხდება , სანამ წამოვიდოდით , კიდევ რამე ჰოარ გაჩუქა ( მანჩო) - სიცილი დავიწყეთ .
- არა , სხვა რამ უნდა გითხრა . - ინტერესით შემომხედა . - წეღან , სამზარეულოში , გუჯიკომ მომწერა , სიცილი რომ დავიწყე ( ლიზა )
- ასეც ვიცოდი , ვაიმე რა ბოზები ხართ . რაო ? - ყველაფერი მოვუყევი . - ფიზიკურად , არვიცი , რა ვთქვა , ორივე ძაან უცნაურები ხართ ( მანჩო ) . - იმ საღამოს დედაჩემმა დამირეკა .
- რა აზრის ხარ , აკადემიური რომ აიღო და აქ ჩამოხვიდე ? მე კი , ისრაელში წავალ და ვიმუშავებ ( იზა ) - ეს ყოველივე ჩემთვის შოკი იყო .
- რას ამბობ ? მერე გიორგი ? შენს გარეშე როგორ გაძლებს ? ( ლიზა )
- შენთან ჩერდება ხოლმე , ამიტომ ასე გადავწყვიტე ( იზა )
- რას ნიშნავს გადაწყვიტე , ჩვენი აზრიც ხომ უნდა მოისმინო ? ადვილი გგონია იქ წასვლა და ჩვენი მიტოვება ? მე ჯანდაბას , მარა გიორგი ? ის ჯერ კიდე პატარაა და დედა სჭირდება ( ლიზა )
- თან ფულიც გვჭირდება , ჩემთვისაც ძნელია იქ წასვლა და თქვენი მიტოვება ( იზა )
- ჯერ ამაზე საუბარი ადრეა , მარა არსად არ წახვალ ( ლიზა )
- შენ რას გააკეთებ ? ( იზა )
- რას გავაკეთებ მე ვიცი . დანარჩენზე რომ ჩამოვალ შემდეგ ვისაუბროთ ( ლიზა ) - მობილური გავუთიშე და ტირილი დავიწყე . რა უნდა მექნა ? თბილისიდან წასვლა ნიშნავს , რომ ჩემს ცხოვრებაზე უარს ვამბობ , ყველაფერზე ... ეს ჯანდაბას , გიორგი ? ის ჯერ მართლა პატარაა , ღმერთო , მე რა უნდა ვქნა ? ვფიქრობდი და უფრო მეტირებოდა , ვცდილობდი უხმოდ , ჩუმად მეტირა , რომ მანჩოსა და სალომეს არ გაეგოთ , ყელში მიჭერდა , ყოველი მისი სიტყვა .
- ლიზა , რატომ ტირი ? - მანჩო გამოვიდა , ხმას ვერ ვიღებდი , სიტყვები ყელში მეჩხირებოდა , უბრალოდ ჩავეხუტე . - რა ხდება , ნუ მაშინებ ( მანჩო )
- იზას ველაპარაკე ( ლიზა ) - ყველაფერი მოვუყევი და ჩამეხუტა . მალევე სალომეც გამოვიდა .
- რა ხდება ( სალომე ) - მანჩომ ყველაფერი უთხრა , ვილაპარაკეთ .
- ლიზა , ნუ ტირიხარ , შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება . თუ ინერვიულებ გამოდის , რომ ნემსებსაც ტყუილად იკეთებ , გამოდის რომ ის ტკივილები ტყუილად გადაიტანე ხვდები ? გონს მოდი და მაგრად დადექი ფეხზე ( მანჩო )
- მართალია ლიზა , ადექი შიგნით შევიდეთ ( სალომე ) - შიგნით შევედით , ცოტა ვილაპარაკეთ , შემდეგ კი სალო დასაძინებლად დაწვა , რადგან დილით გამოცდა აქვს. ჯანდაბა ! ვერ ვიძინებდი , აივანზე გავედი , სიგარეტს მოვუკიდე და ფიქრი დავიწყე : იზას , ლაპარაკმა მეტი მოტივაცია მომცა , ახლა უფრო მეტი მიზეზი მქონდა , რომ მებრძოლა , ჩემი ოჯახისთვის , ჩემი ძმისთვის . ის უდედოდ არ უნდა გაზრდილიყო , ამას არ დავუშვებდი .
დილით , როდესაც თვალები გავახილე , ჩემს საწოლზე მანჩო იჯდა .
- სიცოცხლე , ადექი ყავა გავაკეთე ( მანჩო )
- მადლობ საყვარელო ( ლიზა )
- იცოდე , აღარ გაბედო ტირილი , აღარ გაბედო და შენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ დააყენო . დანებების უფლება არ გაქვს . ჰომ იცი , ასეთ სიტუაციებში რასაც ვაკეთებთ ( მანჩო )
- ვიხოდებით , და უფრო თავდაჯერებულად მივდივართ წინ ( ლიზა )
- რა თქმა უნდა , ახლა კი ადექი , ყავა დავლიოთ და ოფისში გავიდეთ (მანჩო) - ყავას ვსვავდით , როდესაც სალომე მოვიდა .
- ახლა , რა ვქნათ როგორ გავიდეთ ? ( ლიზა ) - მესენჯერში მივწერე .
- შენ გადი დ მეც გამოვალ ოფისში . შოთას უთხარი დედაშენზე და რომ დავაჩქაროთ ( მანჩო ) - მოკლე , შავი ქვედაბოლო ჩავიცვი , შავი მაიკა და წავედი . როდესაც ოფისში შევედი ვერც შოთა და ვერ , გუჯა ვერ დავინახე ამიტომ აივანზე გავედი და სიარეტს მოვუკიდე , როდესაც ოთახიდან გამოვიდნენ .
- სალამი ლიზა , როგორ ხარ ( შოთიკო )
- კარგად , შენ ? ( შოთიკო )
- ვაა , ლიზა, როგორ გამოიყურები ( გუჯიკო )
- როგორ ? ( ლიზა ) - კითხვა შევუბრუნე და პასუხის მოლოდინში გავირინდე .
- ზედმეტად მიმზიდველი ხარ ( გუჯიკო ) - მისი კომპლიმენტი მესიამოვნა , მაგრამ არ შევიმჩნიე . ამის ნაცვლად შოთას მივუბრუნდი .
- შეიძლება დავილაპარკოთ ? ( ლიზა )
- რა თქმა უნდა , წამოდი . - იმავე ოთახში შემიყვანა და დავსხედით . - რა ხდება ? ( შოთიკო )
- მოკლედ .. - ყველაფერი მოვუყევი . - ამიტომ უნდა ვეცადოთ , რომ დავაჩქაროთ ეს b ყველაფერი ( ლიზა )
- კი , კი , აუცილებლად . დღეს მე და შენ , წავალთ კიდევ ერთი ვარიანტის სანახავად ( შოთიკო ) - ვლაპარაკობდით , როდესაც გუჯა შემოვიდა .
- რა ხდება , რას ჩურჩულებთ ? ( გუჯიკო ) - შოთამ ყველაფერი მოუყვა .
- როგორც ჩანს , უფრო და უფრო მეტი მოტივაცია გაქვს , რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ ( გუჯიკო )
- რა თქმა უნდა , ბოლომდე მივიყვანთ ( ლიზა ) - ცოტა ხანში გარეთ გავდიოდით , რადგან გუჯიკოს პრეზენტაცია უნდა ჩაეტარებინა , მაგრამ სანამ გავიდოდი მომიბუნდა .
- ბოლოს და ბოლოს , გადაწყვიტე ვინ უნდა ჩაგიტაროს , ტრენინგები ? ( გუჯიკო )
- მმ... არ ვიცი , მოვიფიქრებ ( ლიზა ) - რა თქმა უნდა , უკვე მოფიქრებული მქონდა , თუმცა ის უნდა მეწვალებინა ჩემი , ვითომდა ჩამოუყალიბებლობით . ცოტა ხანში მე და შოთაც გავედით ვარიანტის საახავად , დიდ დიღომში მოგვიწია გასვლა და სიარული . დაველაპარაკე და თანხმობით წამოვედით უკან , როდესაც ოფისში მივედით მანჩო მელოდებოდა .
- აბა ?? - შესვლა არ მაცადა . - რა მოხდა , სწრაფად მომიყევი ( მანჩო )
- თანახმაა , უბრალოდ რამდენიმე დღე არ სცალია ( ლიზა ) - ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი .
- მთავარია თანახმაა , დალშე მოგვარდება . კლასნი ხარ ! (მანჩო ) - ლაპარაკის დროს გუჯა გამოვიდა და მარიამს ელაპარაკებოდა , შემდეგ თმებზე მოეფერა , რაზეც ვიეჭვიანე საშინლად .
- ჩემი სექსუალური გოგო ( შოთა ) - მანჩოს მიუჯდა და ფეხზე უსვამდა ხელს , რაზეც მანჩოს არაამქვეყნიური რამ მოსდიოდა , იბნეოდა მე და მარი კი ვიცინოდით , შემდეგ კი შოთამ დაგვტოვა .
- არაუშავს მანჩო , მეც ეგრე მემართება ხოლმე , როცა ხელს მკიდებს ან შემთხევით მოუხვდება ( მარი ) - ოპააა ,აი დადგა ნანატრი წამოც , რომ გამომეჭირა და სიმართლე ეთქვა .
- მოიცა , ვინმე მოგწონს ? ( ლიზა ) - ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავირინდე , მთელი არსებით მინდოდა , რომ „გუჯიკო“ არ ეთქვა .
- ამან არ იცის ? ( მარი ) - ბოლომდე ვხვდებოდი , მაგრამ არ ვიმჩნევდი , არ მინოდა ამის მოსმენა .
- გუჯიკო მოსწონს ( მანჩო ) - პირდაპირ მაჯახა , ამ დროს მინდოდა , რომ მარი შუაზე გამეგლიჯა , მომეკლა , დამეხრჩო , მაგრამ არაფერი შევიმჩიე , ჩვეულებრივად გავიღიმე .
- მართლა ? ( ლიზა )
- კი , გუჯიკო კარგი ბიჭია და ლიზასაც მოსწონს ( მანჩო ) - მანჩომ ჩემს მაგივრად თქვა , რაზეც მარის მართლა შეეცვალა სახე , ღიმილი სახეზე შეაშრა და დაიბღვირა , ეს მესიამოვნა .
- ჰო , მერე რაა , გუჯიკო ნამდვილად შესანიშნავი ბიჭია და რა გასაკვირია , რომ მარის მოსწონს , როგორც მეგობარი , ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ( ლიზა ) - მტკიცედ ვუთხარი და ჩემს თავში ძალა ვიგრძენი .
- რა ხდება გოგოებო ? ( შოთა )
- არაფერი , ვლაპარაკობთ ( ლიზა ) - მანჩომ ყველაფერი უთხრა და მანაც გაიცინა .
- რა ხდება , ლიზა , ჰოარ ეჭვიანობ ? ( შოთა )
- მეღადავები ? რაზე უნდა ვიეჭვიანო , ან ვიზე ? ( ლიზა ) - შეიძლება ითქვას , რომ ამ სიტუაციაში ძალიან , ამპარტავნულად ვიქცეოდი და ჩემი თავის მიკვირდა , რატომ ? მაგრამ მომწონდა ასე , რომ ვლაპარაკობდი , რადგან ვგრძნობდი , რომ მარის , რომელსაც სახე მთლიანად შეცვლილი ჰქონდა , მინდოდა ეგრძნო , რომ უკან დახევას არ ვაპირებდი და გუჯას თავს არ დავუთმობდი , დრო დადგა , რომ საშინლად დამეწყო მოქცევა , გველური იდეები , ეჭვიანობა ... არა ... მარისთან არ დავიწყებდი რამების ლაპარაკს , არამედ გუჯასთან , ისე მოვიქცეოდი , რომ მას ეეჭვიანა და ნელ-ნელა ხელი ეკრა იმ ქერა იდიოტისთვის .
1 კვირის შემდეგ ....
ერთ - ერთ საღამოს , მე და მანჩო მარტოები ვიყავით სახლში , ფილმს ვუყურებდით , როდესაც მარის ესემესი მოუვიდა , წესივრად ვერ დავინახე რა ეწერა , თუმცა „გუჯა“ დავინახე , რომ ნახსენები იყო .
დილის 04:00 საათი იყო , დასაძინებლად , რომ დავწექით , ვერ ვიძინებდი , საწოლში ვბორგავდი , ვერ ვისვენებდი , მაინტერესებდა რას სწერა მარი , მაინტერესებდა მათ შორის მართლა ხდებოდა , თუ არა , რაიმე . როდესაც მანჩოს დაეძინა , ეშმაკი მეჩურჩულებოდა , რომ წამეკითხა ესემესები და გამეგო , ძალიან ვეცადე , მაგრამ სულმა წამძლია , მობილური ავიღე და ესემესებში შევედი , სრულიად გავვოცდი , ემოციები ერთმანეთში ამერია , ვერ მივხვდი უნდა გავბრაზებულიყავი , თუ გული უნდა მტკენოდა .
................. ........................................... .................................................
მარი : „ხანდახან ისე იქცევა , თითქოს უნდა რომ ხელი მკრას , თითქოს უნდა , რომ თავიდან მომიშოროს .. აქამდე ასეთი არ იყო , ბოლო რამდენიმე კვირაა , რაც ასე იქცევა , ვერ ვხვდები , რა ხდება ან რას ცდილობს . დღეს ჩახუტება მინდოდა , მაგრამ არ ჩამეხუტა , ხელით გამწია , მიზეზად კი ის მითხრა , რომ დაგვინახავდნენ , არადა არავინ იდგა ... რა ხდება , მანჩ .“
........................... ................................ ....................................................
მანჩო : „მეც ვერ ვხვდები რა ხდება , აქამდე თუ ძალიან თბილი და მზრუნველი იყო , ახლა რა დაემართა . მაგრამ თუ მართლა ასეა , ესეიგი ვიღაც მნიშვნელოვანი გამოჩნდა და ცდილობს , რომ ჩამოგიშოროს და შენ , დაიკიდე ...“
............................. .............................................. .........................................................
ამის წაკითხვის , შემდეგ აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი , რა ხდებოდა , ნუთუ მართლა ასე ექცევა გუჯა ? რამდენიმე კვირაო , გამოდის მას შემდეგ , რაც მე , ისევ გამოვჩნდი გუჯას ცხოვრებაში .... რა თქმა უნდა , ეს მესიამოვნა , მაგრამ მაინვ არ ვაპირებდი გაჩერებას , ზედმეტად ცუდი აზრები მაწუხებდა .....
მეორე დილით , მე და მანჩო ოფისში გავედით , მაღაზიაში შევედით , ბუმების საყიდლად .
- მარის დაველოდოთ , აქვეა და ერთად ავიდეთ ( მანჩო ) - ჰჰჰჰ , ჩემი დროც დადგა , ვხვდებოდი , რომ დღეს ყველაზე მეტად უნდა გამემწარებინა მარიც და გუჯაც .
- კარგი დაველოდოთ ( ლიზა ) - ჩვეულებრივად ვუთხარი .
- სალამი გოგოებო , როგორ ხართ ? ( მარი )
- სალამი მარი , შენ როგორ ხარ ( ლიზა )
- კარგად , როგორ მიდის შენი საქმე ? ( მარი )
- გადასარევად , უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი ( ლიზა ) - ეზოში ველოდებოდით , გუჯასა და შოთას , როდესაც ისევ მარის წამოსცდა რაღაც .
- უი გოგო , წავშალო ეს მონაწერები , თორემ იმან , რომ ნახოს იეჭვიანებს. - გულში ვფიქრობდი , რომ ეს გოგო თავისთვს უჩალიჩებდა ყველაფერს . - თუმცა ეჭვიანი საერთოდ არაა ( მარი )
- მართლა ? ანუ არ ეჭვიანობს ხოლმე ? ( ლიზა )
- მმმ ... სიმართლე გითხრა არა ( მარი )
- ძალიან მაგარია ( ლიზა ) - ვუღიმოდი გულში კი ათი ათასჯერ დავარტყი დანა და ავკუწე , მანჩო მიხვდა , რომ ჩემი ღიმილი ცუდის მომასწვლებელი იყო .... მალევე ისინიც მოვიდნენ .
- სალამი , ლიზი, როგორ ხარ ? ( გუჯა )
- სალამი , შოთ , რას შვები ? ( ლიზა ) - გუჯას ყურადღება არ მივაქციე .
- შენ , რას შვები , როგორ მიდის საქმე ? ( შოთა ) - გუჯა და შოთა სკამზე დასხდნენ , მე გვერდით ვიდექი , როდესაც დავინახე , რომ გუჯამ მარის ხელი მოკიდა და გვერძე დაისვა .
- ლიზა , მოდი დაჯექი ( გუჯა ) - თვალით მეორე მხარეს მანიშნა .
- არა , არ მინდა მადლობა ( ლიზა ) - მალევე ავედით ზემოთ . აივანზე ვისხედით.
- ლიზა , მოდი გიორგი ნახე და დახმარება სთხოვე ( შოთა )
- არა , ეს ... მასთან მისვლა არ მინდა ( ლიზა ) - ვიცოდი , რომ თუ მასთან მივიდოდი თორნიკეს ეტყოდა , მართალია არ მაინტერესებდა , მაგრამ მაინც არ მინდოდა მისვლა . არ ვიცი , ალბათ იმიტომ , რომ ვიცოდი , თუ ვნახავდი ისევ რამეს ვიგრძნობდი , მეშინოდა .
- კარგი , რა დაიკიდე , უბრალოდ დაელაპარაკები და ვსო . მეც გამოგყვები ( მანჩო ) - ბოლოს მაინც დამარეკინეს მასთან და შესახვედრად გამიშვეს , მანჩოც ჩემთან ერთად წამოვიდა . ტექნიკურზე ვნახე მეტროსთან . როდესაც დავინახე ყველაფერი დამავიწყდა , რა უნდა მეთქვა , როგორ უნდა დავლაპარაკებოდი ....
- სალამი , ლიზა , რას შვები ( გიორგი ) - ღმერთო , მისი ხმა , როგორ მომნატრებია .
- შენ , რას შვები გიო ( ლიზა ) - საქმეზე დაველაპარაკე და დახმარება ვთხოვე, ვცდილობდი აზრები დამელაგებინა და ისე მელაპარაკა , მაგრამ არ გამომდიოდა .
- დიდი სიამოვნებით დაგეხმარებოდი , მაგრამ მეც გაშავებული ვარ , 2 წელია ( გიორგი) - კიდევ ვილაპარაკეთ .
- კარგი , ბოდიში , რომ შეგაწუხე და მადლობა ( ლიზა )
- გეჩქარება ? შეგიძლია აჭარანეთში გამომყვე ? ყურსასმენები დამრჩა ავიღებ . - წავედით , თან ვლაპარაკობდით . - ეგვიპტეზე ვწუხვარ , სექტემბერში ყველა ერთად წავალთ და გავერთობით ( გიორგი )
- ჰო იმედია ( ლიზა ) - შენობასთან გავჩერდით , როდესაც გიორგიმ გამომხედა .
- წამოდი ( გიორგი )
- არა , ჩვენ წავალთ . კიდევ ერთხელ მადლობა , არ მინდოდა შენი შეწუხება ( ლიზა )
- რას ამბობ , როდესაც რაიმე გიჭირს, ყველაფერი უნდა სცადო , ყველა ვარიანტი , მნიშვნელობა არ აქვს , მე ვიქნები, თუ ვინმე სხვა . ( გიორგი )
- კარგი ???? კარგად ( ლიზა )
- კარგად ( გიორგი ) - გადამკოცნა და წამოვედით .
- რაც ეხლა მოხდა , იცოდე რომ ყველაფერი ჩვენ შორის დარჩება და არავის ეტყვი (ლიზა)
- არ შემიძლია , ღმერთო , როგორ დაიბენი გოგო ... რა დაგემართა ( მანჩო )
- არ ვიცი , მაგრამ ის კი ვიცი , რომ უფრო სიმპატიური გამხდარა და ზედმეტად მცხელა(ლიზა) - სამზარეულოში შესვლისთანავე , ბლოკნოტი ავიღე და ვინიავებდი .
- აბა , რა მოხდა ? ( გუჯიკო ) - გვერდით დამიჯდა და სახეზე მაკვირდებოდა .
- გაშავებული ვარო , მაგრამ ეს მთავარი არააა , რომ დაგენახათ , როგორ ელაპარაკებოდა ლიზა ... ნადვილი შოკი იყო ( მანჩო ) - ყველამ მე შემომხედა .
- ლიზა ... როგორ ელაპარაკებოდი ? ( შოთა )
- სახეზე არ ეტყობა ? ანუ დალაგებულად უთხრა , მაგრამ რომ დაინახა იქიდანვე აიჭრა, საშინლად ნერვიულობდა , იყო მომენტები როცა აირია , შოკი იყო ( მანჩო )
- რატომ დაიბენი ლიზი ? ( გუჯა ) - დაძაბული ხმით მითხრა , ისე თითქოს პასუხის მოსმენა არ უნდოდა ..
- არ ვიცი , მე ... - შევნიშნე როგორ მიყურებდა , ამიტომ მთელი ძალ მოვიკრიბე . - ვერ შევნიშნე , როგორ ველაპარაკებოდი , მანჩომ უკეთ დაინახა , და ალბათ სიმართლეა (ლიზა ) - დუმილი ჩამოწვა . მე კი , ისევ მცხელოდა , არ ვიცი , რა დამემართა , ისევ მომწონდა ? თუ ამდენი ხნის შემდეგ , ისევ რომ შევხვდი იმიტომ ვიყავი ასე .
- ანუ , გამოდის ისევ მოგწონს ? ( გუჯა )
- არ ვიცი , მაგრამ თუნდაც ასე იყოს , მერე რაა ? არ შეიძლება ? (ლიზა)
- იმის შემდეგ , არა რაც გააკეთეს ( გუჯა )
- კარგი , გუჯა წამოდი საქმე მაქვს .. ( შოთა ) - შენიშნა , რომ სიტუაცია იძაბებოდა , ამიტომ გაიყვანა . მალევე მარიც მოვიდა , ღადაობა დავიწყეთ , ვიცინოდით ... ცოტა ხანში გუჯა დავინახე აივანზე იჯდა , კარებთან და იქიდან მიყურებდა , როგორ ვიცინოდი , თითქოს ისევ გაბრაზებული იყო , მაგრამ თან , რაღაც სხვა იყო , მის მზერაში , ვერ ვხვდებოდი , ეს რას ნიშნავდა . მანჩომ მე და მარი , მარტოები დაგვტოვა .
- მარი , დიდი ხანია რაც აქ ხარ ? ( ლიზა ) - ვცდილობდი დამედგინა , რამდენი ხანია რაც გუჯას იცნობდა .
- დაახლოებით 1 თვე იქნება. შენ ? ( მარი )
- მე წერეთელზე , რომ იყო ოფისი იქიდან მოყოლებული , თუმცა შემდეგ 1 თვე არ მოვსულვარ .. ახლა კი აღარ ვაპირებ აქედან წასვლას , რადგან აქ ყოფნისთვის ბევრი მიზეზი მაქვს ( ლიზა )
- მართლა ? პირადული , თუ საერთოდ ? ( მარი ) - ვხვდებოდი , რის გარკვევასაც ცდილობდა , მაგრამ ვერ მივართვი .
- არა , საერთოდ ... ოფისში პირადულობის ადგილი არაა , მაგრამ ყოველთვის დავიცავ იმას , რაც ჩემია ( ლიზა ) - ხედავდა , რომ იმას ვერ გაიგებდა და ვერ მოისმენდა , რაც უნდოდა , ამიტომ ლაპარაკი გადამატანინა .
- რატომ ინიავებ ? ასე გცხელა ? ( მარი )
- სიმართლე გითხრა , დღეს ის ბიჭი ვნახე , რომელიც მომწონს , ამიტომ ზედმეტად მცხელა ( ლიზა ) - ინტრიგის დრო იყო .
- მართლა ? სიმპატიურია ? ( მარი )
- ძალიან , ზედმეტად სიმპატიურია ( ლიზა )
- მაგარია ( მარი ) - ვუყურებდი და მიხაროდა , რომ მის მზერაში გაბრაზება და დაბნეულობა ჩანდა ... თითქოს მიღწეული იყო მიზანს , მაგრამ არა ბოლომდე .... ეს მხოლოდ დასაწყისი იყო . მალევე წამოვედით სახლში .
აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი : რა მჭირდა ? ნუთუ ისევ მომწონდა გიორგი ? რატომ იმოქმედა ასე , ისევ მისმა ნახვამ , მე ხომ მის მიმართ აღარაფერს ვგრძნობდი ? თუმცა კი , უნდა ვაღიარო , რომ მომნატრებია , ძალიან მომნატრებია , ამას აქამდე ვერ ვხვდებოდი , მისი ხმა , მისი ღიმილი , მისი ყავისფერი თვალები , თვალები , რომლებიც ამოუცნობად ციმციმებდნენ , მისი მზერა როდესაც მიყურებს .... ღმერთო ! მომნატრებია ! ხანდახან ვფიქრობ , რომ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება , რომ მე და გიორგიმ დავინახოთ , თუ რამდენად მნიშვნელოვნები ვართ ერთმანეთისთვის . ალბათ , რამდენი დროც არ უნდა გავიდეს , მე და გიორგი , ყოველთვის „ჩვენ“ ვიქნებით , ვინც არ უნდა ჩადგეს ჩვენს შორის . არ ვიცი , ეს რას გავს , არ ვიცი რას შევადარო .... მართალია , ერთმანეთისგან შორს ვართ , მაგრამ თითქოს ყოველთვის ერთად ვართ , თითქოს შინაგანად ვგრძნობ , რომ ყოველთვის ჩენზე ფიქრობს .... უცნარია , მაგრამ ჩემთვის მშვიდი ძილი გიორგისთანაა დაკავშირებული , არ ვიცი რატომ ....
ფიქრებში ჩაძირული მანჩოს ლაპარაკმა გამომაფხიზლა , მარის ელაპარაკებოდა.
- დამშვიდდი გოგო , რა გჭირს ? - ვხვდებოდი , რომ გუჯაზე იყო საუბარი . - ხომ გითხარი , ალბათ ის გოგო , მნიშვნელოვანია მისთვის და აღარ უნდა შენთან ურთიერთობა . დაიკიდე რაა ვსო ( მანჩო ) - კმაყოფილებსიგან თავი ზემოთ ავწიე . მინდოდა , რომ მარის ეს დამართნოდა , მაგრამ ასე მალე ? კმაყოფილი ვიყავი , იმით რაც მოხდა , მაგრამ ეს საკმარისი არ იყო , კიდევ ბევრი ასეთი მომენტი იქნებოდა ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent