შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

You and Me. (1)


23-10-2018, 22:31
ავტორი Jiminisgod
ნანახია 976

„ მე და შენ.

სწორედ ამ სიტყვებს მიმეორებდი ყოველთვის, გახსოვს?
თითქოს ცდილობდი, რომ ბრბოსგან განცალკევებულნი ვყოფილიყავით, მხოლოდ:
„მე და შენ.“
თავქარიანი იყავი, ახვლედიანო, თავქარიანი!
ვიცოდი, რომ არასდროს შეიცვლებოდი, მაგრამ მაინც შენთან ვრჩებოდი. ისიც კი არ ვიცი, რატომ.
ყველაფერი სიყვარულს მივაწეროთ, ჰაჰ?
მაგრამ არა, არ მიყვარდი, მართლა არ მიყვარდი. არ ვტყუი.
შენ ხომ ჩემს ტყუილს ყოველთვის ხვდებოდი? მიდი, ჰა, ახლაც მიხვდი, შემომხედე და მითხარი, რომ ვტყუი! სად ხარ, სად დაიკარგე?!
და მე სულელი გელოდები.. ვზივარ აქ, ჩვენს საყვარელ ადგილას და შენზე ვფიქრობ. განა, ასე რამ გამომაშტერა? პატარა ხომ აღარ ვარ? დედაჩემი, ნანა, ყოველთვის მართალი იყო. სულ მეჩიჩინებოდა ეს ქალი, რომ ჭკვიანი უნდა ვყოფილიყავი. მომესმინა მისთვის, რა იქნებოდა?
მაგრამ მე დაბრმავებული, გაბრუებული, ხალხისგან განცალკევებული, მხოლოდ შენ გეტრფოდი... და უფრო სწორი შედარება იქნებოდა - გაღმერთებდი.
სად ხარ ახლა, ახვლედიანო?
რატომ აღარ დამცინი, როცა უნებურად სისულელეს ვიტყვი?
რატომ არ მეხუტები, როცა სტრესისგან დასაცლელად ვტირი?
სად ხარ, დავით, სად?
მენატრები.
შენს კატერინს ენატრები... „


ფურცელს სკამის ქვეშ, საგანგებოდ ვმალავ. ისე, როგორც წინა ასამდე წერილს, სადაც მხოლოდ დათა მიაგნებს, სხვა ვერავინ.
მცირე ღიმილით ვემშვიდობები „ჩვენს“ სკამს, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს და ადგილს ვტოვებ.
ჩვევად მექცა ღამღამობით ქუჩაში ხეტიალი.
ოჰ, ორი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი. მაშინვე გამომიხტებოდა ახვლედიანი და დამტუქსავდა, სახლში დამაბრუნებდა და ჭკუასაც დამარიგებდა. ვბრაზდებოდი, ყოველთვის ვრაზდებოდი, მაგრამ ფარულად, რა თქმა უნდა, მსიამოვნედა მისი მზრუნველობა. ჩამეღიმა და მზერა ცას გავუსწორე.

-იქნებ, ახლა მაქედან მიყურებ, ჰა? -ვთქვი ღიმილით და ცრემლი მომერია.

თავი გავაქნიე და ნაბიჯს ავუჩქარე, რადგან ვგონებ, მალე გაწვიმდება და ამ თხელი ტანსაცმლის ამარას, კარგი დღე არ დამადგება.

სადარბაზოში უცებ შევვარდი და ახლა უკვე დამშვიდებულმა გავიხედე გარეთ. წვიმა იმატებდა, ამას ქარიც ემატებოდა.

-ოჰ, გიგო, გიგო პაპა! -შევძახე, როცა სადარბაზოში მოხუცი ნელი ნაბიჯით შემოვიდა, თითქოს წვიმას ვერც გრძნოდა.

-ოხ, ჩემო ეკატერინე, აქ რას დამდგარხარ? -ჩაიღიმა კაცმა.

სახელი აღარ ჩავუსწორე, რადგან მისგან უკვე მიჩვეულიც კი ვიყავი კატერინას მაგივრად, ეკატერინას დაძახებას.

-წვიმს გიგო, ასე ნელა რატომ მოდიოდი, არ დასველდი? -ჩამეღიმა.

-რა სულელი ხარ გოგო! -დამტუქსა, მაგრამ მაინც გაეცინა.-აბა, წვიმას რა ჯობს? ერთი შეხედე როგორი ლამაზია, როგორი სასიამოვნო..! -გაინაბა მოხუცი.

-სახლში ადი პაპა, თორემ მანანას ვერ გადაურჩები. -გავუღიმე და კიბე ავირბინე.

გიგო, რა თქმა უნდა, პაპაჩემი არ გახლდათ. უბრალოდ ერთ სართულზე ვცხოვრობდით და ისე მიყვარდა ეს მოხუცი, რომ მუდამ პაპას ვეძახდი. არც თვითონ იყო წინააღმდეგი და პაპის არ ყოლასაც მივსებდა. თან ისეთი რჩევეი იცოდა, რომ ცხოვრებაზე დაგაფიქრებდა და ამ ფიქრს ბოლო არ ექნებოდა.

-დედა, მოვედი! -დავიძახე ხმამაღლა, როცა სახლში შევაბიჯე.

-ჩაი გაგიკეთე, დედიკო. ხომ დალევ? -თავი გამოყო დედაჩემმა სამზარეულოდან.

-დავლევ. -ვთქვი დაბალი ხმით და მაგიდასთან დავჯექი.

-წეღან შენი დირექტორი რომ არის, რაღაცნაირი მუდო ქალი.. ხოო..! მერი! ეგ შემხვდა. -დაიწყო ჩვეული ინტრიგული ტონით.

-მერე, რაო? -ვკითხე ღიმილით.

-ოხ, რა ვიცი, გაქო და გადიდა! ღმერთად შეგრაცხა! ბოლოს კი დაამატა, ცოტა უხეში გოგოაო. -გაეცინა ნანას.

-მაგის შვილიშვილ, ავალიანს რომ თავისი ადგილი მივუჩინე, ალბათ მაგიტომ. -გამეღიმა.

-კარგი რა დედიკო, ნუ იცი ხოლმე აყოლა, დაანებე თავი და არაფერს აღარ გეტყვიან. ეგ ბექაც ხო იცი როგორი პროვოკატორი ბავშვია. უხ, ნეტავ შემეძლოს დავახრჩო ერთხელ. -დედაჩემმა ხელები ისე მომუშტა თითქოს ხელში მართლაც ავალიანი ბექას გადამტვრეული კისერი ეკავა, რაზეც სიცილი ვერ შევიკავე.

-დამშვიდდი, დედა.. -ვუთხარი და მალინის ჩაი მოვსვი.

-კატერინ, დე, რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო და არ გამიბრაზდე, რა.. -თქვა შეფარვით და ოდნავ გაიღიმა.

ვიცოდი, თემა საითაც მიჰყავდა...

-გისმენ. -წარბები შევკარი და მზერა ჩემს ფეხებს გავუსწორე.

-ხომ იცი, რომ დათას საწინააღმდეგო არასდროს არაფერი მქონია...

-მას ვერ იტანდი დედა. -ჩავეჭერი და ჭიქა მაგიდაზე დავდგი.

-არა, ასე არ არის. უბრალოდ არ მინდოდა, რომ მასთან ხშირად ყოფილიყავი. ნუ, რაც არის..
ვფიქრობ, რომ ახალი ეტაპის დროა შენს ცხოვრებაში დეე... ასე ძველზე ჩაციკვლა, რომ ცუდია კარგად იცი. თუ არ იცი კიდევ ჩემს მაგალითს შეხედე. -მწარედ ამოიოხრა.

-არაფერზე არ ვარ ჩაციკლული, რას იგონებ? -ვთქვი შეშფოთებულმა.

-კატერინ, კარგად გიცნობ, ხომ იცი, არა? -გაიღიმა.

-არ ვარ ახვლედიანზე ჩაციკლული, დედა..!

-გიყვარდა? -ისე უცებ მკითხა თვალები გამიფართოვდა.

ჩუმად ვიჯექი, არც კის ვამობობდი არც - არას.

-გიყვარს. -თქვა დაბალი ხმით, თავი გააქნია და ცარიელი ჭიქა სამზარეულოსკენ წაიღო.


ეჰ, განა მიყვარდი, ახვლედიანო? ნამდვილად მიყვარდი?



№1 სტუმარი teo

gagrzeleba sad vnaxo

 


№2 სტუმარი Ano

teo
gagrzeleba sad vnaxo


ისტორიას წერია რომ პირველი ტავია. ამიტომ, გაგრძელებას ისე ამ საიტზე უნდა დაელოდოთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent