"ის" (3ნაწილი)
ავტორი როდესაც ვუყურებ საკუთარ თავს, ვერაფერს ვხედავ გარდა ფერწასული მოჩვენებისა, მოჩვენებისა რომელიც თავადაც ისე მაშინებს როგორც ყველას ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებს. დიდი ხანია არ ვინტერესდები რა დღეა, რა რიცხვია, რომელი საათია. დღე-ღამის ნებისმიერი მონაკვეთი ჩემთვის ერთნაირად უინტერესო და არაფრის მომცემია. სასოწარკვეთილი არ ვარ, არც დეპრესია მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს რა ვარ, როგორ ვარ ან საერთოდ რა დანიშნულება აქვს ჩემ ყოფას. ბევრჯერ შევეცადე უაზრო ყოფისთვის ბოლო მომეღო მაგრამ არც ისეთი ძლიერი აღმოვჩნდი რომ ჩემთვის ბოძებული წლები დღეებად მექცია. დაბადებიდან მტანჯავს კითხვა... როდის უნდა დასრულდეს... მაგრამ ეს კითხვა მუდამ პასუხგაუცემელია. - ყავას დალევ? - უკვე დავლიე. - დღეს რა გეგმები გაქვს? - ალბათ ხუმრობ ხო? - არ გინდა ეგ ხალათი გაიხადო, ნორმალურად ჩაიცვა, თმა დაივარცხნო და ჰაერზე გახვიდე? - რომ მინდოდეს ვინ დამიჭერდა? - იქნებ თავს ძალა დაატანო? - რისთვის? - ოთხ კედელ შორის გამოკეტილი როდემდე უნდა იყო? - და გარეთ თუ გავალ შენი აზრით კედლებს გავარღვევ? - თავს ძალით ინადგურებ. - იქნებ ამაშია ჩემი ხსნა. - სი*ვდილი ხსნა არ არის. - მე კი ვფიქრობ რომ არის. - მას ასეთი არ მოეწონებოდი. - ამიტომაც არ არის ჩემთან. - შენ თავად მოინდომე მისგან შორს ყოფნა. - ხომ ვერ შემახსენებდი მიზეზს? - ვერასდროს ვიფიქრებდი თუ საზოგადოება ასე გადარდებდა. - არ მადარდებს. მე ის მადარდებს. მადარდებს რომ ბავშვია. - რა მნიშვნელობა აქვს, მას ხომ უყვარდი? - არაფერს მისცემდა ეს სიყვარული. - მის ნაცვლად რატომ საუბრობ? - მე უკვე ვიყავი მის ასაკში, შესაბამისად ვიცი რასაც ვამბობ. - მე კი მგონია რომ წარმოდგენა არ გაქვს, იცი ის უკეთ გიცნობს ვიდრე შენ მას. - ასე ფიქრობ? - არ ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ. - გამოდის ჩემზე ბევრად უკეთესი იქნება. - რა გაცინებს? - შთამომავალს ვტოვებ. ეს მახარებს. - შენ არ გქონდა უფლება მას ასე მოქცეოდი. - მე საერთოდ არ მქონდა უფლება მის ცხოვრებაში შევჭრილიყავი და მისთვის გონება მომეწამლა. - ის ასე არ ფიქრობს. - ჰო ვიცი, მაგრამ ის ცდება. როგორ ფიქრობ დრო განკურნავს მის იარებს? - არ ვიცი. - მე ვიცი. ვიცი და მეზიზღება საკუთარი თავი. - ხო მაგრამ ელეონორ მას შენ არ ძულხარ. უყვარხარ. - რომ ვძულდე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. - შეშლილი ხარ. - როგორ არ იქნები შეშლილი და საცოდავი იმ სამყაროში რომლის არც ერთ წესსა და კანონს არ იზიარებ. - და მაინც რას აპირებ? - გითხარი რომ არაფერს. - ასე იჯდები? - არა, ახლა ავდგები ლუდს დავლევ და მერე ისევ დავჯდები. - შემიძლია შენთვის რამე გავაკეთო? - კი. - მითხარი. - ნუღარ ამაყენებ ლუდი მომაწოდე. - ოხ ელეონორ. - არ გინდა ჯეკ. ლექციები საკმარისზე მეტად ვისმინე, მომეცი მშვიდად ყოფნის საშუალება. - კარგი როგორც გინდა. ავტორი ჯეკი, რა შემიძლია მის შესახებ ვთქვა, გარდა იმისა რომ შესანიშნავია, ის ერთადერთია რომელიც გულწრფელად განმიცდის და მდარდობს, ჩემზე უანგაროდ ზრუნავს, ჩემ ტკივილს რა თქმა უნდა ვერ იზიარებს მაგრამ შემსუბუქუბას მაინც ცდილობს. ძალიან უნდა ჩემი ესმოდეს მაგრამ ამას ვერ ახერხებს ან როგორ შეძლებს ესმოდეს მას როცა თავადაც არ მესმის საკუთარი თავის. მე მისი მადლობელი ვარ, მაგრამ მას ახლა ტვირთად უფრო ვაწევარ. არ ამბობს მაგრამ მის თვალებში დაღლას ვამჩნევ, ჩემი ყოფით დაღლას, გაურკვევლობით ტანჯვას და დასრულების გაუსაძლის სურვილს. ვიცი რომ მალე გათავისუფლდება ჩემგან, ამას ვგრძნობ, ადამიანი ყოველთვის გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს. მეც ვგრძნობ ჩასაფრებულ სიკვდილს რომელიც ელოდება წამს, ჩემთვის ესოდენ სანატრელ წამს, რომ თავისი ცივი ხელები მომხვიოს და გულში ძლიერად ჩამიკრას მან ხომ არც კი იცის რომ წამებში დავნებდები მის მკლავებს. ნეტავ იცოდეს, მაშინ ხომ დააჩქარებდა ჩემი უსუსური სხეულის ჩახუტებას. - არ მომწონს. - უკეთესობა არ ეტყობა? - არა. - იქნებ ექიმთან მიიყვანო. - ვინ? ელეონორი? - ჰო მართალი ხარ, სისულელეა. - იქნებ გენახა. - ჯეკ. უარესია. - რატომ? - ვერ გადაიტანს. - ასე რატომ გგონია? - როგორ ფიქრობ ჩემგან რატომ წავიდა? იმიტომ რომ ხალხის შეეშინდა? ან იქნებ იმიტომ რომ გრძნობებში ვერ გაერკვა? - ვერ ვხვდები. - იცი ზებუნებრივია ეს ყოველივე. - მაბნევ. - მას მე ვკლავ. - რას ბოდავ. - არ ვბოდავ. ჩემი სიახლოვე კლავს, ჩემი არსებობა ანადგურებს. - ეს ავადმყოფობაა. - ეს შიშია. - რისი შიში? - იმ გრძნობის რასაც განიცდის. - და რას განიცდის? - გიჟდება. ჭკუიდან იშლება. - რა გავაკეთო, დამეხარე მას ასე ვეღარ ვუყურებ. - არ ვიცი ჯეკ. - ცრუობ. შესანისნავად იცი. - ეს მხოლოდ მე და ელეონორმა ვიცით. - ხოდა დაეხმარე. - არ შემიძლია. - რატომ? - მას არ სურს დახმარება. - მიმიფურთხებია მას რა სურს, მიმიფურთხებია თქვენი მსჯელობებისთვის. ის კვდება ეს შენთვის არაფერს ნიშნავს? - ვერ შევძლებ მის დახმარებას. - რატომ? - უფრო დავაჩქარებ მის სიკვდილს. - რას ბოდავ საერთოდ? - არ ვბოდავ ეს სიმართლეა. - ახლა ძალიან მეპარება ეჭვი რომ მართლა გიყვარს. - ვიცი, მას არ ეპარება ეჭვი ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. - სინამდვილეში ორივე შეშლილები ხართ. - შესაძლოა მართალიც იყო. - ანუ არ ნახავ? - არა. ავტორი ყოველ ადამიანს აქვს წარსული... ზოგს იმდენად რთული წარსული აქვს რომ აწმყოს ვერც შეიგრძნობს მომავალზე ხომ ფიქრიც ზედმეტია. ასეთ ადამიანებს განვეკუთვნები მე. მე ისე ვარ ჩაძირული საკუთარ წარსულში და მასში დატრიალებული ქაოსი იმდენად მღრღნის რომ სულიერ აშლილობას კონტროლს დიდი ხანია ვერ ვუწევ. მისი დაკარგვა არ იყო მარტივი, მაგრამ მასთან ყოფნა მისთვის ჩემი ორეულის შექმნას ნიშნავდა, მე კი არ მინდა ორეული მყავდეს, ერთი ავადმყოფიც ვეყოფი ამ სამყაროს. ეგოისტურად ჟღერს? არა მე ვიცი რას ვნიშნავ ჩემი არსებობით გარშემომყოფთათვის, მეც ხომ სხვისი ორეული ვიყავი მე კი არ მინდა კიდევ ერთ ადამიანს მოვუწამლო ცხოვრება ისე როგორც თავად მოვუწამლე საკუთარ თავს. - ელეონორ. - გისმენ ჯეკ. - ადექი გარეთ გავიდეთ. - არ მინდა. - მე მინდა. - მე არ მინდა. - არ მაინტერესებს. - ჯეკ, ხომ იცი რომ აზრი არ აქვს, ისევ შენ დარჩები გულნატკენი ასეთი საუბრით. - რა თქმა უნდა შენ ხომ გული არ გაქვს, შენ ხომ ემოციები არ გაგაჩნია, შენ ხომ არ გადარდებს არავის გრძნობები, საკუთარი შეშლილობის გარდა არაფერი აღარ გადარდებს. - არც ჩემი შეშლილობა მადარდებს. - შეგიძლია ერთხელ მაინც იყო ჩემთან გულწრფელი? მე ხომ შენი შვილი ვარ. - ჰო შენ ჩემი შვილი ხარ და შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ. - რატომ ვერ ვგრძნობ ამას? - იქნებ გეცადა ერთხელ მაინც დაგეძახა ჩემთვის დედა. - ეს გინდა? - რატომაც არა? მე ხომ დედაშენი ვარ. რატომ გიჭირს დედის დაძახება? იმიტომ ხომ არა რომ შენც არ გესმის ჩემი? - არ მესმის შენი მაგრამ ეს კავშირში არაა დედის არ დაძახებასთან. - მაშინ რატომ არ მეძახი? - უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს ამას ვერ ამჩნევ? - მაგალითად? - ბოლოს სარკეში როდის ჩაიხედე? - იმ საღამოს როდესაც მთელმა კაცობრიობამ შემაფურთხა. - დედა! მიმიფურთხებია კაცობრიობისთვის. მჭირდები გესმის? მე მჭირდები! - შენ ყველაფერი კარგად გექნება ჯეკ. - შენთვის საერთოდ არაფერს ვნიშნავ არა? - ასე ფიქრობ? - ჰო. - ცუდია. - ცუდია? სხვას არაფერს მეტყვი? - რა აზრი აქვს? ადამიანები ყოველთვის იმ აზრს ვეჭიდებით რაც კონკრეტულ მომენტში თავად გვაწყობს. - შეშლილი ხარ. - ვიცი შვილო. შენ ისეთს ვერაფერს მეტყვი ჩემ შესახებ რაც აქამდე არ უთქვამთ ჩემთვის. - იცი რომ მიყვარხარ? - ჰო ვიცი. - იცი? კარგი ელეონორ. ღამემშვიდობის. - ღამემშვიდობის ჯეკ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.