შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ედელვაისი 6


29-10-2018, 08:58
ავტორი Soow
ნანახია 8 740

ევა ახალი შემართებით სამსახურში წავიდა , სადაც მუდამ ალიაქოთი და ახალი იდეები ტრიალებდა.ბოსი შენობაში შევიდა და ყველა მიჩუმდა.
-მეგობრებო! ახალი თამაში შევქმენი,გრაფიკა დასახვეწი აქვს ტომ ამას შენ მიხედავ-გრაფიკის დირექტორს ტომს CD გაუწოდა.-სცენარს მინდა გადახედოთ სპეცეფექტები დაურთოთ, ხმის რეჟისორი სად არის?
-აქ ვარ მის ევა!
-შენი იმდეი მაქვს როსი, ყოველთვის საოცარი შედეგი გაქვს-ხმის რეჟისორ როსის მკლავზე ხელი მოუთათუნდა.- თამაშის კოდები,გრაფიკა,ხმა,სცენარი ,წესები თქვენთვის დასახვეწად მომინდია!ჩვენ ამას შევძლებთ! ეს თამაში ქიტი გახდება ტექნიკურ საკითხებში დამეკითხეთ!
-მის ევა! კრივს რა ვუყოთ?
-რამდენ ხანში დაასრულებთ კრივს?-იკითხა ევამ.
-ორ კვირაში გასაყიდად მზად იქნება მის ევა!
-მშვენიერია!საქართველოს წევრი შეცვალეთ,ნიკოლოზის მაგივრად სხვა იყოს ძალიან გთხოვთ!
-როგორც გენებოთ.
ნიკოლოზი თავისი თამაშიდანაც კი ამოშალა.ეს სუსტი საქციელი ეგონა, მაგრამ ასე სჯობდა,ხანდახან არასწორადაც უნდა მოიქცე თავი რომ კარგად იგრძნო.
-მის ევა დღეს თქვენთან ვიზიტი,უმსხვილესმა ბიზნესმენმა რიკარდო ბლექმა დანიშნა.როგორ მოვემზადოთ?
-ჰმ! არ არის არაფრის მომზადება საჭირო,უბრალოდ ყავა შემოგვიტანე!-ასისტენტს გაუღიმა და ოფისში შევიდა.გაყიდვების სტატისტიკას უყურებდა ,ძალიან ბედნიერი იყო,თავისი ნაშრომები სიის სათავეებში რომ აღმოაჩინა,კომპანია ძლიერდებოდა,ეს კი ბედნიერება იყო!
******
-მის ევა თქვენი სტუმარი მოვიდა!
-შემოვიდეს!
-ევა!გამიხარდა კიდევ რომ დაგინახე!ამჯერადაც არ მოვსულვარ ხელცარიელი,აი ეს ჩემი ნამოქმედარია!-მაგიდაზე ოქროსფერი ყუთი დადო და ევასკენ გაწია.
-მასში შოკოლადია?-ევას თვალები გაუბრწყინდა-ასისტენტს ვეტყვი ყავა შემოგვიტანოს.
-ჰმ! კარგი იქნება!ევა...დიდი იმედი მაქვს იმ დღეს პრობლემები არ შეგიმენი...
-არა რიკ! ის ჩემი შეყვარებულიც არ იყო! ის არ ვიცი წამიერი გატაცება იყო,რომლთანაც სერიოზული არაფერი მქონია.
-რას გვიშვება ეს ფული არა? დამიჯერე ახლა ღატაკები რომ ვიყოთ უფრო დამსახურებული და წესიერი ადამიანები აგვეკიდებიან.ახლა მხოლოდ ძუ*ნებს ვიზიდავ ალბათ შენც ასე ხარ არა?
-რიკ! მე საერთოდ ვერავის ვიზიდავ!ჩემი მანქანა უფრო იზიდავთ ვიდრე მე!
-მეც მაგას ვამბობ! დამიჯერე შვილი რომ არ მყავდეს სახლში ჩავიკეტებოდი და შოკოლადის სასახლის შენებას დავიწყებდი .
-მართალია,შვილი რომ არ მყავს იმიტომ ჩავიკეტე სახლში და რობოტი შევქმენი.
-ევა იცოდე უნდა გამაცნო!
-უკვე ოფისში გადმოვიყვანე,ჩვენთან მუშაობს!
-რა? რობოტი შენს ოფისში მუშაობს?
-მოიცა ახლა ექსპერიმენტი ჩავატაროდ გინდა?
-როგორი?-რიკი დაინტრიგებული იყო,ტექნიკის არაფერი ესმოდა თუმცა ევას ეს შემოქმედება ძალიან იზიდავდა და აღაფრთოვანებდა.
-ოფის გარედ ჰოლში გავიდეთ,იქ ერთი კაცი რობოტია,მხოლოდ ერთი! უბრალოდ დააკვირდი მათ და თუ მიხვდები რომელია რობოტი ერთ სურვილს შეგისრულებ,თუ ვერა და შენ შემისრულებ !
-ყველაფერზე თანახმა ვარ!
ოფისიდან გავიდნენ და რიკმა მომუშავე კაცების თვალიერება დაიწყო,რობოტივით არც ერთი მათგანი არ ინძრეოდა.უკვე წნეხში იყო,იძახოდა „ეს? არა ეს.“
-ევა მინიშნება უნდა მომცე!
-კარგი! აი იმ კუთხეში ხედავ სამ მამაკაცს?ერთ ერთი მათგანია.
-ოჰჰ! ყვითელ მაისურიანი?თითი რომ ცხვირში აქვს შეყოფილი!
-არა ეგ ჩვენი მარკეტინგის მენეჯერია,ცოტა უცნაური კია ,მაგრამ თავისი საქმის პროფესიონალია.
-ესეიგი ვერ გამოვიცანი არა?-ძალით დამწუხრებული სახე მიიღო რიკმა.
-პირველი! შეგიძლია მოხვიდე?-ევას შედევრიც მისკენ წამოვიდა თან ღიმილით.
-ევა არ მითხრა რომ ეს არის! დავკომპლექსდები!
-ნამდვილად ეს არის!.... გამარჯობა პირველი! როგორ მიდის საქმეები? დედაპლატა როგორ მდგომარეობაში გაქვს?
ამ დროს რიკს ისტერიული სიცილი აუტყდა, მისთვის ძალიან სასაცილო გამოდგა ახალი რობოტული ტერმინი „დედაპლატა ხომ არ გადაგიხურდა“ ადამიანურ ენაზე- „ხომ არ დაიღალე?“
-მის ნინა! მისტერ ... ყველაფერი მწყობრში მაქვს. გინდათ დღევანდელი დაკვირვების შედეგი მოგითხროთ?
-რათქმაუნდა ! ჩემს ოფისში შემოდი.-ევამ გადაფიჩინებული რიკი მკლავით შეათრია მის ოფისში.
-მის ევა, პირველი და მეორე ბლოქი კარგად მუშაობს,თანამშრომლებიც კმაყოფილები არიან, მესამეში ერთ თანამშომელს დეპრესია ჰქონდა,სახლში გავუშვით და მონიტორი შევაკეთე რომელიც შემთხვევით დაამსხვრია.
-მან მონიტორი დაამსხვრია?
-მის ევა შემთხვევით! მეოთხეში როგორც ხედავთ, მხოლოდ ერთი სიმშვიდის დამღვრევი გვყავს.გსურთ დაცვას დავუძახო?
რიკმა მიხვდა მასზე რომ საუბრობდნენ და სიცილი შეწყვიტა.
-არ არის საჭირო უკვე გავჩერდი.თქვენ შეუდარებელი ხართ მისტერ...
-პირველი!-უპასუხა ხელოვნურმა ინტელექტმა.
-ევა! რატომ არააქვს ასეთ საოცარ შედევრს და არსებას წესიერი სახელი?
-შენ თვითონ აირჩიე,გსურს?-რობოტს გახედა.
-დიახ! მე ფიონა ძალიან მომწონს.
-ფიონა?-სახე მოემანჭა ევას, რიკი კი ისევ ჩაიკეცა სიცილისგან.
-დიახ ფიონა, არა ვხვდები რომ კაცად შემქმენით ,მაგრამ მე ეს სახელი უფრო მირჩევნია.
-აი პირველი რობოტული ტრანსგენდერიც!-თვქვა რიკმა.
-მოიცა რიკ როგორ იქცევი ?-თვითონაც სიცილი აუტყდა.-კარგი ფიონა! როგორც შენ გენებოს! შეგიძლია დაგვტოვო!
-ევა! შენ შეუდარებელი ხსარ! საოცრება ხარ ! შენი კუმირი ვარ.
-კარგი! გეყოს არც ისე შეუცდომელიც ვარ ხომ შეხედე? სად დავუშვი ნეტა შეცდომა ? ფიონაო? გაიგონე?
-საყვარელო გემოვნებაზე არ დაობენ და შეცდომებს შენ კი არა ღმერთიც უშვებს, ტრანსგენდერ რობოტზე მეტი სადარდებელი ,ტრანსგენდერი ადამიანებია. აბა! ევა რა სურვილი გინდა შეგისრულო?
-არ ვიცი ჯერ არ მომიფიქრებია.-გამომწვევად შეხედა.
-მასინ მე მოვიფიქრე! წამო სადმე ვისადილოდ!
-კი მაგრამ, მე შენი მოტანილი შოკოლადები ჯერ არ გამისინჯავს!
-ევა! ვისადილოდ.მერე ჩემს შოკოლადის სახლში წავიდეთ აქვე ახლოსაა,ციალა ბებოს წაუღე ჩემგან და საღამოს ჩემთან გელოდებით! შენ და ციალას!
-ო ეს საოცარი იდეაა!ახლა ნამდვილად არ მცალია.! შენ წამოიყვანე ლილიკო და ჩემთან მოდით სავახშმოდ , კარგი?
-ლილიკო დედაჩემთანაა!სამი დღით.-იმედგაცრუებულს სახე მოეღუშა.
-ჰმ! მაშინ შენ წამოდი! ბებიას გაუხარდება შენი ნახვა.
-თუ გავახსენდი!
********
ციალა და ევა სტუმარს ელოდებოდნენ, ყველაფერი მზად იყო.ევა ყოველ წამს სარკეში იხედებოდა და თმებს ილამაზებდა. ასეთი რამ არასდროს ჩვეოდა, ახლა თვითონაც ხვდებოდა რისგან იყო გამოწვეული ეს . როგორც იქნა კარზე ზარი გაისმა და ევა კარის გასაღებად წავიდა.
-ევა რა ლამაზი ხარ წითელი ძალიან გიხდება, ხშირად ატარე ხოლმე.-მეგობრულად გადაკოცნა და თვალს არ აშორებდა.-ციალა! როგორ ხარ? დღითიდღე უფრო მშვედნედი .
-ეს არის გოგო შეცვლილიაო? ისევ ის ცუღლუტი ხარ! გადაუთარგმნე ევა.-შვილიშვილს გახედა , რიკის ლოყების ჩქმეტას არ მოეშვა.
-ბებიამ თქვა საერთოდ არ შეცვლილაო!
-მოხარული ვარ!
ვახშამი ცოტა ხანს გაგრძელდა! ბებომ სკამზე დათვლიმა და ევამ დასაწოლად აიყვანა ზემოდ.რათქმაუნდა ციალა ბებოს მოსწყინდებოდა მათთან ერთად , სად ამერიკული ლუქს კლასის წარმომადგენლების ბჭობა და სად იმერელი ციალა?უყვარდა ციალა ბებოს სტუმრები, მაგრამ მათი ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ ესმოდა.
-როგორ არის?-იკიტხა რიკმა
-კარგად სძინავს უკვე.
-მოსწყინდა ალბათ ჩვენთან.
-რიკ გცალია, ერთ ადგილად რომ გამომყვე?
-კი სადაც მეტყვი!
-ჩემი მანქანით წავალთ ოღონდ!
-როგორც გინდა! მაგრამ სად მივდივართ უკვე გვიანაა!
-სურვილის ასასრულებლად მიმყავხარ.-ეშმაკურად გაუღიმა.
-მაშინებ ევა!
******
-რა ლამაზი ადგილია!-რიკმა გორაკიდან გადმოხედა ნიუ-იორკის ხედს.მხოლოდ ამ ადგილზე იყო ამაღლება, ირგვლივ ყველგან ცათამჯენები იყო და ხმაურიანი გზები.
პატარა გორაკზე, რომელიც ერთი მხრიდან ოკეანეს ,მეორე მხრიდან ნიუ-იორკის ხედს უყურებდა ,პატარა სახლი იყო აშენებული.ევამ გასაღები ამოიღო და სახლისკენ წავიდა.
-ეს შენია!-ჩაეცინა რიკს.
-ჰო! ეს ჩემი საიდუმლო სამალავია!არავინ იცის ჩემსგარდა და ახლა უკვე შენს...
-ძალიან მოხარული ვარ!-რიკს სევდიანად გაეღიმა.
-შემოდი!ეს ჩემი შთაქონების წყაროა,შეიძლება შენიც გახდეს.
სახლში შევიდნენ ,იგი თითქმის ცარიელი იყო მხოლოდ დიდი თეთრი ტახტი იდგა მთავარ ოთახში,საძინებლის ადგილას კი ევას სახელოსნო იყო.ევამ რიკს ორი სკამის გარედ გატანა სთხოვა,ისინი ერთმანეთის საპირისპიროდ დაალაგა,შუაში პატარა გასაშლელი მაგიდა მოათავსა,პლედები გამოიტანა.საგულგაგულოდ შენახულ ძვირად ღირებული შამპანურზე და რიკის ნაჩუქარ შოკილადიზე დაპატიჟა.
-ვაუ! ძალიან რომანტიულია!-მრავალმნიშვნელად ჩაიღიმა რიკმა.
-ჩვენ ამას ვიმსახურებთ! - ისეთივე ტონით უპასუხა ევამ.
-ევა! ასე ვფიქრობ ამ ადგილის მერე შოკოლადის ახალ რეცეპტს შევქმნი, მართალი იყავი როცა ამბობდი , ეს ადგილი ჩემი შთაგონებააო.მადლობა ეს რომ გამანდე.
-არაფლის რიკ! აქ მოვდიოდი ხოლმე და ჩემს წარსულს ვიხსენებდი,შენც ჩემი წარსულის ერთ ერთი ყველაზე ფერადი მოგონება ხარ!
-იმედია წარსულში არ დავრჩები!
-იმედია, შენს გაკეთებულ შოკოლადს არ შეჭამ?
-რათქმაუნდა!
ისხნდენ და მშვიდად საუბრობდნენ! იყო ამ ადგილში რაღაც განსაკუთრებული.თითქმის ღამის პირველი საათი იყო მოსული, მაგრამ სალაპარაკო ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდათ.
-ჰეი! შეხედე რიკ კომეტა!
-ევა ნუ აფუჭებ ამ რომანტიულ გარემოს კომეტა კი არა ვარსკვლავი მოწყდა ცას და სურვილი უნდა ჩაიფიქრო,ხანდახან მოსაწყენი ხარ, მაგდენი რამ რომ იცი.
-კარგი ვარსკვლამი მოსწყდა ცას-თეატრალურად წარმოთქვა და შუბლზე ჩატეხილი ხელის მტევანი მიიდო.
კომეტა დიდხანს სჩანდა ცაზე, და კვალდაკვალ თეთრ კვალს სტოვებდა.წყვილი ერთ პლედში იყო შეხვეული და ამ ლამაზ და იშვიათ სანახაობას თვალს ადევნებდა.
-საოცრება ხარ ევა!-ყურში ჩასჩურჩულა რიკმა.
ევამ მისკენ თავი შეატრიალა,ისიც მას უყურებდა ერთმანეთისგან რამდენიმე მილიმეტრი აშორებდათ.ევა მთელი ტანით შეტრიალდა მისკენ.
-მგონი ვიცი რა სურვილის უნდა შემისრულო-მორცხვად გაუღიმა და თვალებში ჩახედა.სახე მისკენ გაიშვირა და თვალები დახუჭა.რიკმაც ხელები შემოხვია და სასიამოვნო ვნების მორევში გადაითრია,კოცნით.
********
ახლა ევას უკვე შეყვარებულის სტატუსი ჰქონდა.უკვე ერთი კვირაა ერთმანეთს ხვდებოდნენ.ევა და ციალა შეპირებულ ვახშამზე წავიდნენ რიკარდოს სახლში,პატარა ლილი გაიცნეს.ო ის ნამდვილი მშვენება იყო.უკვე ყველამ იცოდა, მათი ურთიერთობის შესახებ, ეს ინტერნეტშიც კი გამოქვეყნდა ნიუ-იორკის სიახლეებში.ერთად ბედნიერები იყვნენ და ერთამანეთიც ძალიან უყვარდათ.
-რა გინდა დაბადების დღეზე რომ გაჩუქო?-შიშველ გოგონას ზურგიდან შემოეხვია რიკი და მისი სახის წინ ბრილიანტებით მორთული კოლიე ჩამოაკონწიალა.
-ჰმ! ძალიან ლამაზია, მაგრამ მე ეს ბრილიანტები არ მხიბლავს!მე უფრო სხვა რამ მინდა!
-მაგალითად რა?-გოგონა მისკენ შემოატრიალა და კისერში კოცნა დაუწყო.
-ასე გააგრძელე.-თვალებ დახუჭული განაბული ევა , რიკის მკლავებს ებღაუჭებოდა.რიკმა ხელები პარძაყებში ჩაავლო და ფეხები მოაკეცინა.
-ჩემს ხელში ხარ!-ლოგინზე დაეშვა, და თავისი საქმე გააგრძელა.უკვე ის მომენტი ჰქონდათ როდესაც ყველაფერი კარგად უნდა დამთავრებულიყო,წამები აშორებდათ მას და კარები უცებ გაიღო.
-ევა! ჩამოდი ქვემოდ!-გაისმა ციალას ხმა.
-ო! არა ბებია ოღონდ ახლა არა!-კვნესა კვნესით აფართხალდა ევა.
-მოიცა სად? მიდი ახლა ძალიან შეეცადე!-რიკი აჩქარდა და საქმე დაუსრულებელი მაინც არ დატოვა.
მერე სასრაფოდ წამოდგნენ და ჩაცმა დაიწყეს, ევას ფეხები არ ემორჩილებოდა და წამდაუწუმ ბორძიკებდა,ამაზე ორივე ხითხითებდა.ამ დროის განმავლობაში ციალა ბებოც არ იყო მოცლილი,იმ მომენტში შემოაღო კარი როცა რიკი მას ლიფს უკრავდა.
-ოჰჰ! ბებია-შეძრწუნებული შეტრიალადა ევა.
უხერხულში ჩავარდნილი ბებია გარედ გავიდა.რიკმა ღიმილით დაემშვიდობა ციალას და მთელი ეს რთული საქმე ევას მიანდო, მის დარჩენას რა აზრი ჰქონდა?მის ნათქვამ ვერც ერთ სიყვას ვერ გაიგებდა ციალა.
-ბებია , მეგონა ხვალ მოხვიდოდი.
-ხვალ შენი დაბადებისდღეა, ვიფიქრე მივეხმარებითქო.
-არაუშავს, გამიხარდა რომ მოხვდი!-ბებიას ლოყაზე აკოცა.
მაგრამ ციალა არ სჩანდა ბედნიერი, არც უხერხულად გრძნობდა თავს სახე გამკაცრებოდა.
-ცოლად როდის მოგიყვას?
ისეთი ტონით შეეკითხა ბებიამ ,მარტო ტყუილის თქმაღა დარჩენოდა ევას.
-მალე! მალე მომიყვანს.-დაბნეულმა უთხრა და ეცადა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტაინებინა.-ამ კაბას ვიცმევ ხვალ ჩემს დაბადების დღეზე , მოგწონს?



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს მაგაარია,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent