შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის ცა'მეტი {8}


30-10-2018, 18:38
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 8 996

*^*^*^
მთლიანად სამსახურზე იყო გადართული, სწავლაც დაიწყო და ყველაფერი ერთად დიდ დროს მოითხოვდა. თაიას უთმობდა იმ მცირედ თავისუფალ დროსაც. მასთან და ნატასთან ერთად იყო ძირითადად. სახლში ბოლოს როდის მივიდა დიდი ხნით არც კი ახსოვდა. ყველაფერი რომ დამშვიდდა და მიხვდა რომ დრო განკურნავდა მათ იარებს გადაწყვიტა საკუთარი თავისთვისაც დაეთმო დრო . კლინიკაში თოლორდავა არ ჩანდა, უბრალოდ რაღაცები იცვლებოდა და ყველა კმაყოფილი იყო ახალი უფროსით.
კაბინეტიდან გადიოდა ექთანი რომ მივიდა და გაღიმებულმა მიანათა თვალები
_ნინაა
_ხო საყვარელო რამე მოხდა ? _ გოგონას გაუღიმა და ჩანთა მხარზე მოიკიდა
_დღეს ჩემი დაბადებისდღეა საღამოს ვთავისუფლდები და რამდენიმე მეგობართან ერთად კლუბში ვაპირებ წასვლას...გეცლება ამ საღამოს ?
_ასაკიანი დეიდასავით ნუ მელაპარაკები_თქო რამდენჯერ გითხარი თეკუნა ? აქამდე რატომ არ მითხარი სიურპრიზს გაგიჯეთებდით რამეს _მოეხვია გოგოს და ლოყაზე ხმაურით აკოცა _ გილოცავ ძვირფასო დაე წარმატებული და ბედნიერი იყავი მთელი ცხოვრება
_გმადლობთ
_თეკუნაა ხო შევთანხმდით ? არავითარი "თ" ... მომწერე სად და რომელ საათზე მოვიდე...საუკუნეა არსად ვყოფილვარ . ჩვენი გოგონები ხომ იქნებიან ?
_კიი ვინც მორიგე არაა იქნებიან ..ანუ მოხვალ
_აბა როგორ ... თეკუნ ?
_დიახ
_შენ კარდეოლოგობა გინდა ხო ?
_დიახ ... რატო მკითხეთ ?
_არაფერი ისე _ დაემშვიდობა და სწრაფად წავიდა. სახლში მისვლამდე მაღაზიებში გაიარა როგორც იქნა იპოვნა რაც უნდოდა და შემდეგ წავიდა ბინაში. ცოტა ხანს დაისვენა, შემდეგ მოწესრიგდა და მითითებულ მისამართზე წავიდა. გოგონები მაგიდასთან ისხდნენ. თეკოს ისევ მიულოცა საჩუქარი გადასცა და მათთან ერთად დაჯდა. სასმელი შეუკვეთა, თან გაჟღერებულ მუსიკას სხეული ააყოლა და გოგონებთან ბაასში ჩაერთო. ზოგი ექიმი იყო, ზოგი ჯერ კიდევ სტუდენტი და ექთნად მუშაობდა. ერთი ორი თეკოს მეგობარიც იყო. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო , მაგრამ მალე ყველაფერი გადაივსო . გოგონები ცეკვავდნენ . თვითონ რამდენიმე ჭიქა დალია და შემდეგ საპირფარეშოში გავიდა. ონკანთან იდგა გვერდით მდგომი გოგონების საუბარი რომ გაიგო . მაკიაჟს ისწორებდნენ და ტანზე გამოყვანილ მოკლე კაბებში გამოკვეთილ სხეულს ათვალიერებდნენ. ტუჩსაცხი მოშორებული ჰქონდა და ჩანთაში ქექვა დაიწყო
_ვინ გითხრა მოვაო ... ერთი კვირაა არსად გამოჩენილა
_გავიგე მდივანს ეუბნებოდა ამ საღამოს ვერავის შევხვდები ბიჭებთან ერთად დაჩის კლუბში მივდივარო ... არ არსებობს რომ არ მოვიდეს. რა საშინლად მომენატრა ნეტავ იცოდე იმედია დღეს მაინც შევაბავ თორემ მალე გავგიჟდები
_სულ გაგიჟდი ... თითქოს თოლორდავას გარდა კაცი არ გყოლია ეგ რით ვერ დაივიწყე
_დამიკიდა და ასე მარტივად ვერ მომიშორებს _ უკვე კარისკენ მიდიოდა რომ გაჩერდა და წამსვე ბრაზმა მოიცვა. ისე უნდოდა შებრუნებულიყო და ის გოგო თმით ეთრია . მუშტები შეკრა და ფრჩხილებმა კანი გაუჭრა _ამაღამ ჩემთან წამოვა კარგად დაიმახსოვრე
_თუ ისევ მოგიშორა ? რამდენჯერ უნდა დაგამციროს დავიღალე შენს ნაცვლად
_დღესაც თუ მარტო ყოფნას აირჩევს შევეშვები ...იმედია განსხვავებულ განწყობაზე იქნება
"ხო აბა რა მე მაგას ვაჩვენებ განწყობას. სულს ამოვხდი შენთან თუ წამოვა " _კარი მიხურა და დერეფანში სწრაფად გაიარა. გოგონები მაგიდასთან ახლოს ცეკვავდნენ, თავად ბართან დაჯდა სასმელი შეუკვეთა და იქაურობას მოავლო მზერა. მალევე შენიშნა თოლორდავას ორი მეგობარი და მისი სხეულიც ამოიცნო. ზურგით იჯდა ხელი სავარძელზე ჰქონდა გადადებული და რაღაცაზე იცინოდა. მერე გვერდით სავარძელში მჯდომს ხელი მსუბუქად წამოარტყა და ჭიქა აართვა. რამდენიმე წუთი ასე მალულად უყურებდა. მერე ქალბატონიც გამოჩნდა მის გვერდით დაჯდა და ლოყაზე აკოცა. მიშოს სახეს ვერ ხედავდა მხოლოდ პროფილში ჩანდა , მაგრამ აშიაკარ უკან გაიწია. მისი ხელი მოიშორა და ფეხზე წამოდგა. გოგოც თან გაიყოლა. იფიქრა რომ სადღაც მიმალულ ადგილას მიჰყავდა ანდაც საერთოდ მასთან სახლში წავიდოდნენ პირდაპირ და ჭკუიდან გადავიდა. ისე დაიძრა მისკენ არც დაფიქრებულა. როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე მათ შორის ჩადგა. გვერდიდან აეკრო მიშოს , იმავე მხარეს ლოყაზე აკოცა მეორე მხარეს თითები შეახო და მერე გაუღიმა
_მიშოო ძლივს გიპოვნე...რამდენი ხალხია არა? საშინელი უაჰერობაა
_ნინა _როგორც კი დაინახა მაშინვე შეეცვალა გამომეტყველება თითქოს სახე გაუნათდდა. ხელი წელზე მოხვია და თავადაც აკოცა _ მეგობარს ვემშვიდობებოდი ... უკვე წასვლას აპირებდა . გარეთ გავიდეთ გინდა ?
_არა იყოს... ბიჭებს ვნახავ _ხელი ჩაკიდა ქალისკენ არც გაუხედავს ისე დაიძრა მაგიდისკენ . თოლორდავაც უკან მიჰყვებიდა თან ღიმილს ვერ იშორებდა. მინართულება სეაცვლევინა ზურგიდან აეკრო და ყელში აკოცა
_ვგიჟდები რომ ეჭვიანობ და თან ასე მშვიდად ხარ _თითები მუცლიდან ქვემოთ ჩააცურა თეძოზე მიაბჯინა ხელისგული და სუნთქვაშეკრულ ქალს სულ შეუზღუდა მეტყველების უნარი
_ხელი გამიშვი
_თავად მოხვედი ...
_ხო აბა შენ სულ მთლად დამივიწყე
_შენ გელოდი ...
_მე ? _მისკენ შებრუნდა და გაკვირვებულმა შეხედა _ მელოდი როდოს მოვიდოდი და გეტყოდი რომ მომენატრე ?
_მაგას რომ არ მეტყოდი ვიცოდი... უნდა გეთქვა რომ იფიქრე და გადაწყვიტე ქაჯობას მორჩე და შანსი მოგვცე მე და საკუთარ თავს _ ისე უყურებდა ტვინს ურევდა _წამში მოავლო მზერა ქვედა ტუჩზე იკბინა და მერე თმაში შეუცურა თითები _ასე არ არის ?
_მე ... ხო მე ...შენ აქ ძალიან ცხელა _ბიჭმა ლოყაზე რომ აკოცა და ყბაზე გადაინაცვლა სულ გაითიშა. სასმელს შერეული თოლორდავას სურნელი, განათება, სიმღერის ხმა, მისი ცხელი ხელისგული ლოყაზე და ქაოსი ყველაფერი ერთად ურევდა გონებას .
_მოდი დაჯექი და წვენს მოგიტან... ბიჭებს ვნახავო ხომ თქვი _გაიცინა და მაგიდისკენ წაიყვანა ისევ
_ვაა ნინაჩკა როგორ ხარ ?
_კარგად დაჩი შენ როგორ ხარ?_ ბიჭები მაშინვე შეგებნენ. ნიკოც წამოდგა და გადაკოცნა _ნიკო რამდენი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი
_ჩვენ სულ აქ ვართ შენ არ გცალია ძვირფასო თორემ...ქორწილის მერე არ გვინახია ერთურთი
_ მოდი დაჯექი...რას დალევ ? _დაჩიმ ჰკითხა და თავადაც ჩამოჯდა
_სულერთია ოღონდ ძალიან ძლიერიც არ მინდა
_წვენს დალევს ... _მიშომ ზემოდან დახედა და თავად მიაწოდა ჭიქა _არ გითქვამს მარტო ხარ თუ ვინმეს ელოდები
_თეკოს დაბადებისდღე არის და თავისუფალი დრო რომ გამოგვივნდა გასართობად მოვედით ... ასე რომ გოგონებთან უბდა დავბრუნდე _ ბიჭებს შეხედა და გაუღიმა _გამიხარდა თქვენი ნახვა
_თეკო ის გამხდარი მაღალი გოგოა ? _დაჩიმ სადღაც გაიხედა და ნინამაც დაუდასტურა
_ხო
_ექიმია ? მე რატომ არ მახსოვს
_სტუდენტია ჯერ ... წავედი უხერხულია მივატოვე გოგონები_სწრაფად წამოდგა და წავიდა. არც გაუგია მიშო თუ უკან გაჰყვა რომ დაჯდა და ჭიქა დაცალა გამშრალი პირისთვის რონ ეშველა იმ წამს გამოჩნდა მისი აღმატებულება. გოგონებს დიდი მოწიწებით მიესალმა. ყველა დაიბნა, თეკო კი განსაკუთრებით უხერხულად იყო
_თეკო ხო ? გილოცავ დაბადებისდღეს იმედია წარმატებული ექიმი გახდები და ჩემს კლინიკას არ მიატოვებ... ვინაიდან არ ვიცოდი და შემთხვევით გავიგე მე გეპატიჟებით
_ძალიან დიდი მადლობა , მაგრამ იცით არაა საჭირო ჩვენ
_თეკოს გაუმარჯოს _ჭიქა აართვა ნინას და მაღლა ასწია . რომ დალია მერე ნინას მკლავზე ჩამოუსვა თითები მაჯაზე მოუჭირა წამოაყენა და თან წაიყვანა.
ხალხს შეერია , ქალი სხეულზე აიკრა და მელოდიას აჰყვა
_იქნებ გეკითხა მინდოდა თუ არა ცეკვა
_ძალიან გინდოდა , უბრალოდ უცხოს არ ეცეკვებოდი
_ასე ნუ მიყურებ და ნუ იღიმი
_რატომ მოხვედი და მომეხვიე
_დაგინახე და მოვედი
_რატომ მითხარი ძლივს გიპოვნეო
_რომ დაგინახე მერე დამეკარგე და ძლივს შეგამჩნიე ისევ
_ნუთუ
_არ გჯერა ?
_არა ... _გიცინა და ისევ აკოცა _ჭკვიანი ხარ , მაგრამ ვერ იტყუები... დიდი ხანი გავიდა , მომენატრე .მინდა პირობა დავივიწყო და შეგაწუხო იმდენხანს მხედავდე დღის განმავლობაში
_მერე მოგბეზრდება ჩემი ყურება და გაქრები ისევ
_განა შეიძლება შენთან ყოფნა მომბეზრდეს? _ დაატრიალა მერე ზურგიდან მოეხვია მკლავები მის ხელებზე გადააჯვარედინა და ისე განაგრძო ცეკვა. ყელში აკოცა , ვერ გაუძლო ცდუნებას. ნინამ თვალები რომ დახუჭა მის თითებს თავისი მოუჭირა და თავი უკან გადასწია სულ მთლად შეეკრა სუნთქვა _ნუ იქცევი ასე
_უბრალოდ გაჩუმდი _ხელი მაღლა ასწია თმაში შეუცურა და ისე განაგრძო მოძრაობა . მერე შებრუნდა მის მკლავებს ააყოლა თითები , მხრებზე შეჩერდა და ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა _მეზიზღები ასე რომ მაგიჟებ, ვითიშები _ მის ყურთან თქვა და თითები ისევ თმაში შეუცურა _თმა აღარ შეიჭრა ...მომწონს ასე _თავი მის ყელში ჰქონდა ჩარგული და ისე მოძრაობდა
_როდის შემიწყალებ ...როდის მორჩები ჩემ გრძნობებზე თამაშს _ხმა დაბოხებული ჰქონდა . თავი უკან გადააწევინა თითები ნიკაპზე ჰქონდა მოჭერილი და ისე უყურებდა_ რამდენიმე წუთში დამტოვებ ისევ ისე თითქოს არაფერი ყოფილა
_ხოდა დაატკბი იმით რაც გაქვს
_გრძნობების მათხოვარი გამხადე! _ თვალები აენთო თითები ქვედა ტუჩზე დააჭირა და მასთან ახლოს მისწია სახე _ ახლა აქედან წავალთ და შენ არაფერს იტყვი .
_ცეკვა მინდა
_ვიხეკვებთ ... ოღონდ სხვაგან
_ნასვამი რომ ვარ ხვდები ხომ ?
_ვიცი !
_წამოსვლა რომ არ მინდა ?
_ტყუილია
_ხო ტყუილია _წარბები შეჭმუხნა და ტუჩები დაბრიცა _ ჩანთას ავიღებ და წავიდეთ . თავბრუმეხვევა და იცოდე ახლოს იყავი
ჩანთა აიღო გოგონებს დაემშვიდობა და მიშოსთან ერთად დატოვა იქაურობა. მანქანაში რომ მოკალათდდა გაოცებულ თოლორდავას გაუღიმა
_წავედით ?
_წავიდეთ ... სადაც გინდა ოღონდ ცხელი ყავა მინდა. მგონი ამ ღამით იწვიმებს არა? რაღაც ზედმეტად მშვიდი ამინდია _ ცას ახედა და მერე თითები გადააჯვარედინა _ ხვალ ვისვენებ
_როგორ მიდის სწავლის პროცესი მოგწონს ახალი ეტაპი ?
_მომწონს... გამოცდილებასაც ვიმაღლებ და ახალ საინტერრსო საქმეს ვსწავლობ
_მე კბილი ისევ მტკივა ... ოღონდ უკანა
_დიდი საღეჭი კბილი ? ისევ ეწევი და იმიტომ
_მანერვიულებ , შენი ბრალია რომ ავღელდები ვეწევი არ მანერვიულო და არ მოვწევ ამდენს
_არაუშავს, გიმკურნალებ ისევ კბილის გამოცვლაც არაა პრობლემა. სულ ახალს ჩაგისვამ თუ გინდა
_შენზე უფროსი ვარ , მაგრამ მაგდენითაც არა პროტეზი რომ მჭირდებოდეს
_ვინ გაკადრა ... პროთესზე ცუდი წარმოდგენა გაქვთ. სადღაა ახლა ის პროთეზები ბაბუები რომ იხსნიდნენ და ჭიქაში დებდნენ ძილის წინ
_ექიმების რომ მეშინია ხომ იცი და რაზე მელაპარაკები
_ეგ კიდე ვინ იცის
_დედაჩემმა , შენ და დაჩიმ
_მე მივხვდი და დაჩიმ საიდან გაიგო
_თამაშის დროს თავი რომ გამიტყდა ვუთხარი ექიმთან არ მიმიყვანოთქო
_უთხარი თუ ევედრებოდი
_ხო დაახლოებით
_არადა ძალიან ბევრი ჭრილობა გაქვს დარწმუნებული ვარ
_ რაც არ გინახავს იმაზე ნუ დამელაპარაკები
_სად მივდივართ? _თემა შეცვალა
_ჩემთან , სახლში
_იქ ხარ?
_ხო ... იქედან დავდივარ. აქ რომ ვარ ზედმეტად ბევრი ადამიანი მაწუხებს
_მაგალითად ქალები რომლებსაც შენთან სექ** მოენატრათ და იწვიან უშენობით ?
_არ ვიცი , არ დავინტერესებულვარ მაგ ამბით და ჯერ ჯერობით ძალადობის მსხვერპლი არ გავმხდარვარ
_სიმართლე გითხრა დღეს რომ ქალს ესაუბრებოდი ვიცოდი რისთვისაც მოვიდა შენთან
_საიდან იცოდი
_ასეთი სახით ნუ მიყურებ არაფერს ვიგონებ ჩემი ყურით მოვისმინე და ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა ქალი ასე მოწადინებული ყოფილიყო
_იმედია ახლა აქ იმიტომ არ ხარ რომ იმ ქალს არ გავყოლოდი
_თითქოს არ გამიგია ... იცი შენს სახლს წინა ეზოს ყვავილები აკლია... აი ჩემი კორპუსის წინ რომ ვარდებია მსგავსი რომ გააკეთო ლამაზი იქნება
_აუცილებლად გავითვალისწინებ , მაგრამ ყვავილების მოვლა არ მეხერხება და იქ ვინმეს დაქირავება არ მინდა
_სახლი რომაა დასალაგებელი ვინ ალაგებს
_მე ... პრინციპში არც ვურევ და დასალაგებელიც არაა
ქალაქიდან გადიოდნენ ნინას მობილური რომ ამღერდა. დედას ნომერი რომ ამოიცნო მაშინვე უპასუხა, მაგრამ სიტყვის თქმა ვერ მოახერხა ქალის კივილის ხმა რომ გაიგო . სიტყვებს ნორმალურად ვერ არჩევსა მაგრამ დაახლოებით იცოდა რაც ხდებოდა მოვალო უთხრა და გათიშა
_ცუდი ამბავია ?
_არაფერი განსაკუთრებული ... უბრალოდ სახლში უნდა წამიყვანო . სხვა დროს წამოვალ შენთან
_კარგი ...
_ჩქარა ცოტა ხო ? ისტერიკის დროს ღმერთმა უწყის რას გააკეთებს რაც უფრო გვიან მივალ გასაკეთებელიც მეტი დამხვდება
სახლთან რომ მიიყვანა წამით შეაჩერა
_ნინა თუ რამე დაგჭირდება დამირეკე ხო ?
_არაფერია არ ინერვიულო _ გაუღიმა თითქოს უემოციო გამომეტყველება ჰქონდა , მაგრამ მიშო გრძნობდა მის მღელვარებას.
სახლში სწრაფად შევიდა , როგორც ყოველთვის ახლაც ცუდად იყო დედა, დივანზე გაშოტილი იწვა და ნინა რომ დაინახა წამსვე წამოფრინდა
_რა მოხდა ამჯერად დედა ?
_საყვარელი ჰყავს მამაშენს
_ეგ რომელი
_ნინა ვიღაც ახალგაზრდა ქალია რომელიც ფეხმძიმედაა და მამაშენს ატყუებს ... რაღაც გაუკეთა და კაცი სახლიდან წავიდა. განვქორწინდებითო მითხრა . ამ სახლიდან წახვალო მე და ჩემმა ცოლმა უნდა ვიცხოვროთო წარმოგოდგენია
_ რამდენი თვის ფეხმძიმეა ის ქალი და ბინ იცის რომ ბავშვი მამასია ... საერთოდ რატომ ქმნი პანიკას რამდენიმე თვის წინ შენ არ ამბობდი გავეყრებიო?
_შენ გაგიჯდი გოგო ? ამ ასაკში ქმარს გავშორდე და სად წავიდე შენთან წამოვიდე და იმ ბინაში გამოვიკეტო ?
_აი თურმე რაშია პრობლემა
_შენ სულ არ გადარდებს ყველას დასაცინი რომ გახდები და მამაშენი თითქმის შენი ასაკის გოგოს მოიყვანს ცოლად და მია ნაბიჭვარს გაზრდის ?
_თავს თუ მოიკლავ ნერვიულობით რა გამოვა ? დალიე ეს წამალი ... წნევას გაგიზომაბ ცუდად გამოიყურები აგივარდა ალბათ ისევ
_ნეტა მოვკვდე და დავისვენებ ყველაგრისგან. მამაშენი ჩემ გვამსაც არ გააციებს მიწაში ... ახლა რომ განვქორწინდეთ მოკლავს მაგას ამირანი
_ბიძაჩემი რა შუაშია 50 წლის ხართ ხო არ გაგიჟდი დედა ... გაეყარე და დაისვენე . ვეცდები ბინა გიყიდო ან საერთოდაც რა უფლებით გაგდებს ამ სახლიდან . სასამართლო შენ მოგცემს იმ ქონების წილს რაც ერთად ყოფნის დროს შეიძინეთ. თემოს დაველაპარაკები და დაგეხმარება. სად გაგონილა გაყრის დროს ასე დატოვება მითუმეტეს ფაქტი სახეზეა საყვარელი ჰყავდა არაერთი და ეს უკანასკნელი სახლის მოჰყავს
_ასე მშვიდად როგორ მელაპარაკები გული არ გაქვს.? სულა რ გაინტერესებს არაფერი ? ხალხს როგორ შევხვდე რომ მკითხავენ რატო გაეყარეთო რა ვუთხრა
_დედაა მაგ შენმა დაქალებმა და ვაი ნაცნობებმა ისრდაც იციან შენი ქმარი მთელი ცხოვრებაა რომ გღალატობს სულ რომ ჩხუბობთ სულ წინ და უკან დამათრევდი რამდენჯერაც იჩხუბებდი და გავარდებოდი სახლიდან მთელმა სამეზობლომ იცოდა ყველაფერი. იცი რა ? შენი ბრალიცაა არ მახსოვს მამას ნორმალურად მოქცეოდი სულ მეტ ფულს სთხოვდი და ჩხუბის ფმგარდა არაფერს აკეთებდი. რამდენჯერ მოსულა ჩაგხუტებია შენ კი რაღაც საშინელებას ეუბნებკდი ყოველ ჯერზე. ყოველთვის კარგად გამოიყურებოდი ახლაც ისეთ ფორმაში ხარ თითქოს ისევ 30 წლის ხარ და მაინც არასდროს არაფერი გაგიკეთებია მის შესანარჩუნებლად. ან უნდა შერიგებოდი ან უნდა დაშორებოდი დედა შენ კი არც უშვებდი და არც მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევდი ...დავიღალეე დედა ყელში ამომივიდა უკვე . გაეყარე თუ არ გიყვარს თუ მხოლოდ ხალხის აზრი გადარდებს და მიხედე საკუთარ ცხოვრებას. სახლში რომ გამოიკეტე და ის რესტორანიც სხვას მიუგდე... გადაწყვიტე რა გინდა ნუ უვარდები მუხლებში იმ კაცს რომლისთვისაც რეალურად არაფერი გაგიკეთებია. ვერ გაიზარდეთ , ვერ ჩამოყალიბდით 17 წლის იყავი რომ გათხოვდი და ისევ ისე ბავშვებივით ხართ დღემდე აღარ მოგბეზრდა დედა ?
_არა არ მომბეზრდა...დავპირდი ცხოვრებას გაგიმწარებთქო მან კი დამაშორა იმ კაცს ვინც მიყვარდა მომიტაცა და სახლში გამომკეტა. ვერსად წავიდოდი ვინ დამაბრუნებდა უკან. ამირანმა თავ ყბა გაუერთიანა მაშინ მაგრამ არსად წავუყვანივარ...იცი რატომ ? იმიტომ რომ მეორე დღესვე იძალადა და საერთოდ მხოლოდ იმიტომ მომიყვანა ცოლად რომ კახა გაეგიჟებინა . არ მივცემ საშუალებას სხვასთან ბედნიერი იყოს ...
_დედაა ...
_ჯანდაბა, როგორ მეზიზღება საკუთარი თავი და მთელი ჩემი ოჯახი. შენ გგონია რთული ბავშვობა გქონდა? შენ არ იცი 17 წლისას რომ გიტაცებენ ცხოვრებას გინგრევენ და მამაშენი გეუბნება რომ შენი ბრალი იყო. საერთოდ არ უნდა მიახლოვებოდი კაცი გამოიწვიე და ახლა იყავი მისი ცოლიო ბოლო ამოსუნთქვამდე იყავი თორემ მოგკლავო... აქ ვრჩები ! შენ დაივიწყე ის რაც გითხარი შენ ერთადერთი ხარ ჩემ სიცოცხლეში რაც მაგ დამპალმა მომცა და რაც გამაჩნია საერთოდ. ჩემი ერთადერთი ბრილიანტი ხარ შენ . ყველაზე ძვირფასი ხარ რაც კი რამ მაბადია ... მაპატიე ისევ რომ მოგიყვანე უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდოდა. ისე ვიზამ როგორც მითხარი ხვალ დაურეკე თემოს , მამაშენს არაფერი უთხრა _ცრემლები შეიმშრალა გოგოს აკოცა , ჩაეხუტა და თმაზე მოეფერა _შენ რომ არ მყავდე ალბათ მოვკვდებოდი _მისი სურნელი შეიგრძნო და მერე მოშორდა _დე
_ხო ...
_წადი ხო ? კარგად ვარ მე ... წავალ წამალს დავლევ შენ რომ მითხარი იმას და დავიძინებ . შენ თავს ვფიცავარ ხვალიდან ყველაფერს თავიდან დავიწყებ და ამ შენს ცარიელ თვალებს სიხარულით ავავსებ . მორჩა დე ასეთს ვეღარ მნახავ იციდე
_დავრჩები
_არ გინდა ... მარტო მინდა ვიყი
_კარგი ... ხვალ მოვალ. დამირეკე რომ გაიღვიძებ
დარეტიანებული წამოდგა . უყურებდა საშუალო სიმაღლის გამხდარ ქალს, ჩაშავებული თვალებით ერთ დროს ლამაზი სახის ნაკვთები დარდს რომ გაექრო. 43 წლის იყო და თითქოს ბევრად დიდი ასაკი ჰქონდა.
სახლიდან რომ გავიდა საშინელმა ცივმა ქარმა სხეული გაუყინა. მოსაცმელი შეიკრა , ტაქსიში ჩაჯდა და არც უფიქრია პირდაპირ თოლორდავას სახლისკენ წავიდა. გზაში გაწვიმდა, თითქოს მის გრძნობებს აწვიმდა. ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, თითქოს გულზე უჭერდნენ. სახლი რომ დაინახა სწრაფად გადავიდა მანქანიდან. ეზო ძლივს გაიარა , წვიმა ძლიერდებოდა. სახლის კარი ღია იყო .პირდაპირ შევიდა, ფეხსაცმელი ჩანთა და ქურთუკი იქვე დატოვა . სველი თმაც გაიშალა და ისე გაუყვა თოლორდავას საძინებლისკენ გზას. ბიჭს ტელეფონი ეჭირა ხელში აშკარად ნინას ზარს ელოდა . უკვე ძალიან გვიანი იყო. საწოლზე ჯინსის შარვლით იწვა მაისური იქვე იდო . ნინას მისი დანახვისას გულისცემა აუჩქარდა პლედი აიღო დაწვა და ბიჭს გადააფარა. მერე სხეულზე აეკრო , თოლორდავას ეღვიძა . მისი ნაბიჯების ხმა რომ გაიიგო ოთახში წამსვე გამოფხიზლდა
_ნინა ...
_ჩამეხუტე , დავიძინოთ ... მცივა , ვიყინები და გამათბე _არ შეტოკებულა ისე უთხრა და მფეთქავ არტერიაზე აკოცა. მისი გულისცემა ესმოდა , ინსტიქტურად გაეღიმა. ისე დამშვიდდა თითქოს პრობლემა საერთოდ არ ჰქონდა. გრძნობდა მისი თითებისა და ტჩების შეხებას , გაყინული სხეული გაუთბა მოდუნდა
_სხვა რომ შევიყვარო მომიტაცებ ? სადღაც გამომკეტავ და მეტყვი დღეიდან ჩემი ხარო ?
_ნინა შენი მოტაცება და გამოკეტვა რომ მინდიდეს აქამდე ვერ გავაკეთებდი მაგას ? ვინმე გიყვარს ? _უცებ დაეჭიმა სხეული თითქოს გვიაბ გაიაზრა მისი ნათქვამი
_ხო ...მიყვარს ,ძალიან მიყვარს. არ უნდა შემყვარებოდა , მაგრამ მაინც მიყვარს . მგონი ასე არასდროს მყვარებია . სულ მინდა რომ ახლოს იყოს . მისგან ჩახუტებაც მინდა , კოცნაც.. მისი თბილი ხმის მოსმენა მხოლოდ ჩენთან ლაპარაკის დროს რომ აქვს. ჩახუტებისას გულისცენა რომ უჩქარდება და მგონია რომ მალე ვეღარ გაუძლებს ეგ გრძნობა მიყვარს... მიყვარს როგორც მიძლებს, მისი სიყვარულიც მიყვარს ... საერთოდ არ ვიცი ახლა ამას რატომ გეუბნები . საშინლად ვარ და წესით საერთოდ ვერ უნდა ვფიქრობდე შენზე _მიშო რომ წამოჯდა და გადაფითრდა ისიც თან მიჰყვა. თავი ააწევინა , თვალებში უყურებდა ტიროდა , ვეღარ ხედავდა მაგრამ მაინც უყურებდა მერე ისევ მოეხვია თითქოს დაიმალა _ იცოდე რომ მატკინო მოგკლავ ...
_აამის დედაც ...უკვე სიზმარშიც გხედავ . დიდხანს დარჩი რა _მკლავები ზურგზე მოხვია და მხარზე აკოცა
_აქამდე არ გესიზმრებოდი ? _მუცელზე მიარტყა ხელი და ცრემლები შეიმშრალა
_რაო ... მიყვარხარო ? _ თავი ააწევინა და ცრემლებით დასველებულ ტუჩებზე წაეტანა . მალევე მოშორდა და გაიცინა _არ ვიცი რა ჯანდაბა მოხდა ასეთი , მაგრამ იმედია უკან არ წაიღებ მაგ სიტყვებს
_როგორი მშიშარა გახდი ამხელა კაცი _თითები ლოყაზე ჩამოუსვა და თავად აკოცა _ მაისური ჩაიცვი და ჩამეხუტე , გთხოვ _ კოცნისას უთხრა, მის ტუჩებს არ შორდებოდა . ბიჭმა მაისური ისე გადაიცვა მანძილი დიდად არ შეუცვლია. მერე ისევ მოხვია ხელი. პლედი დააფარა და მასთან ერთად დაწვა
_დაიძინე პატარავ ... ხვალ სულ რომ არაფერი გახსოვდეს მაინც ვეღარ მომიშოეებ თავიდან_თმაზე ხელი გადაუსვა ისევ აკოცა და ნახევრად მძინარეს დახედა. თვალები ისე ეხუჭებოდა თავს ვერ ერეოდა. ემოციებმა სძლია და გონება გაეთიშა ...
რამდენიმე საათი მშვიდად იყო , მიშოსაც ჩაეძინა. ხელს არ უშვებდა გოგოს თითქოს სადმე გაექცეოდა. დილით როგორც კი შეირხა მაშინვე გაახილა თვალები. ნინას გაეცინა მისი გამომეტყველების დანახვისას და თავად აკოცა პირველმა
_დილამშვიდობისა
_მგონი მოვკვდი და სამოთხეში ვარ , მარა მე რა დედის ტყ*& მინდა სამოთხეში _ისევ აკოცა და მერე თავი რომ დადო ბალიშზე ნინამ ზემოდან დააკვირდა _ნინ ...
_ყავას დამალევინებ ? _ქვემოდან უყურებდა, არეულ თმაში თითები შეუცურა და გაეღიმა _აი თურმე სულ რატომ იპარსავდი ...
_მარტო ყავა ?
_კიდე რას შემომთავაზებ _ ისევ ისე უყურებდა ქვედა ტუჩი გაილოკა და მის ტუჩებზე გადაატარა თითები _მგონი მალე ლომკა მექნება ...
_წავალ ყავას გავამზადებ _ხმაურით აკოცა და წავიდა. დარჩებოდა და კოცნაზე მეტსაც გააკეთებდა მაგრამ იცოდა ნინას პრობლემა ჰქოდნდა .
საწოლში ვერ გაჩერდა, სააბაზანოში შევიდა. ცოტა გამოფხიზლდა, კაბის ნაცვლად მიშოს პერანგი ჩაიცვა და ისე ჩავიდა ქვემოთ . ბატონი ნინას საყვარელ ტკბილეულობას ალაგებდა თეფშებზე ყავასთან ერთად. ლანგარიც იქვე ედო, მაგრამ ნინა წინ დაუჯდა და ფინჯანიც ააცალა. არაფერი უთქვამს ისე დალია რამდენიმე ყლუპი და თვალები მინაბა
_უგემრიელესია
_ასე მოქცევა არ შეიძლება
_როგორ ასე
_მოდიხარ, ჩემთნ წვები . ცუდად ხარ მერე მეუბნები ვიღაც მიყვარსო გულს მიხეთქავ მერე ვხვდდბი რომ ჩემზე ამბობ უფრო ცუდად ვხდები რომ მკოცნი და ახლა ჩემი პერანგით სიარული ზედმეტი არ არის ? ღილები მაინც შეიკარი ბოლომდე _პერანგის ღილებს რომ დაწვდა თვალი ინსტიქტურად გაექცა მკერდისკენ და თვალები დახუჭა_ჯანდაბა !შიშველი ხარ
_დაჯექი ... ახლა მაგის დრო არ არის . მალე უნდა წავიდე , დედა და მამა ეყრებიან . მამა უნდა ვნახო და მერე დედასთანაც წავიდე მგონი გონება გაეხსნა და მიხვდა რომ ერთმანეთის ტანჯვა და ჩემი გაგიჟებაც აღარაა საჭირო 24 წელი ტყუილად გალიეს
_ნამდვილად გიხარია ეგ ამბავი ?
_ეგ ამბავი კი ... დედა რომ გამოფხიზლდა ეგეც . მამა უნდა ვნახო და მისი საყვარელი რომელიც თურმე ფეხმძიმედაა
_რამდენი წლისაა მამაშენი ... ფეხმძიმედ მისგან შეიძლება იყოს თუ
_45 წლისაა 21 წლის იყო მე რომ გავჩნდი დედა 18 წლის . ასე რომ ჩვეულებრივად შეიძლება მისი იყოს , მაგრამ აი იმ ქალთან ცხოვრება რამდენად უნდა ეგ არ ვიცი. საშინლად ექცევა დედაჩემს , ეს რომ ავხსნა უბრალოდ შეუძლებელია , მაგრამ გიჟდება მაკაზე
_და რას აპირებ ... ხო არ ეტყვი დედას გაეყარე და ეგ ქალიც არ გაიკარო ახლოსო
_არაფერს ვეტყვი ... აზრი არ აქვს .უბრალოდ უნდა ვნახო და გავიგო რას აპირებს ...მმ უგემრიელესია. ყოველთვის თუ ასეთ საუზმეს დამახვედრებ ვიფიქრებ შენთან გადმოსვლაზეც
_ასე ერთბაშად ნუ მეუბნები ყველაფერს_ ჩაიცინა და თავისკენ მისწია გოგო . შოკოლადიანი ტუჩები დაუკოცნა და ხელი წელზე შეუცურა _ჯანდაბაა _ამოიოხრა და მისი ბარძაყისკენ ასრიალებული თითები იქვე გააჩერა _ასეთი ბევრი დილა თუ იქნება უპერსპექტივოდ მე იმპოტენტი გავხდები
_მე უნდა წავიდე ... ამ დღეებში საშინლად დაკავებული ვიქნები და შემდეგ შენთვისაც მოვიცლი
_ჩაიცვი და დამელოდე... შხაპს მივიღებ , მე წაგიყვან
_იმედია დიდი დრო არ დაგჭირდება _ ეშმაკურად გაიცინა თვალი ჩაუკრა და ისევ მოსვა ყავა
_ცოტაც და მერე ერთად მოგთხოვ ხომ იცი
_ვიცი , ვიცი
პირდაპირ მამაისთან მივიდა. გზაში მაკას ელაპარაკა და სწრაფად აირბინა საფეხურები. მდივანს მიესალმა და პირდაპირ შევიდა კაბინეტში. კაცმა რომ დაინახა მაშინვე წამოდგა
_პრინცესა ... როგორ ხარ ?
_მე კარგად და შენ როგორ ხარ ? გავიგე მამა ხდები ისევ
_რა სისულელეა ... დედაშენმა დაგირეკა ხო ? ხომ შემ* მაგ ქალმა რაა ... ვიღაც ჭორიკანამ რაღაც სისულელე უთხრა და მაგანაც დამიდგა სცენები . არ ინერვიულო შენ მაგაზე. მივალ დღეს სახლში და დაველაპარაკები
_მითხრა განქორწინება უნდა ის ქალი უნდა მოიყვანოს ამ სახლშიო
_რეებს იმახსოვრებს რაა... რომ ამჭრა ისე ვუთხარი. ვაფშე რა ბავშვი ტო . შენ არ იცი რო მე დედაშენის გარდა არავინ გამიჩენს ბავშვს ? შენ ერთიც საკმარისი ხარ ჩემო ექიმო ... სხვათაშორის კბილი მიტრ*& ამ ბოლო დროს და სანამ კარიესი და ამბები დაიწყება ხო მიშველი
_მამა მაკამ აშკარად ყველაფერი სხვანაირად გაიგო და განქორწინება უნდა ... წუხელ ისტერიკა ჰქონდა . არ მესმის რა უთხარი ასეთი
_გაგიჟდა ეგ ჩემისა ... აუ მა რაზე ვბაზრობთ ? მომიყევი შენ როგორ ხარ ... სწავლის საქმეები როგორაა ...გინდა გავიდეთ სადმე შენ საყვარელ ეკლერებს ყიდიან აქვე ... ძაან გემრიელებია
_მამა სერიოზულად
_ მე არ ვაპირებ განქორწინებას... შენ ძალიან გინდა როგორც ჩანს
_აღარ დაიღალე ? იცხოვრე მშვიდად ისე რომ არავინ გეჩხუბება არავინ მოგიშლის ნერვებს უბრალოდ ქონებას გაიყოფთ და ეგაა... მაინც არ ხართ ერთად
_მოდი ასე გეტყვი და მოვრჩეთ ამაზე მე და შენ დიალოგს ... ის დღე არ იარსებებს მაკას რომ ვერ დავინახავ ჩემ სახლში , ჩემ საძინებელში . რომ არ მეჩხუბება და ანთებული თვალებით სულ ტყუილად არ გამომიქანებს რამეს
_ავად ხართ ორივე ხო ? შენ განსაკუთრებით... ათასი საყვარელი გყავს სახლში ნახევრად არ ხარ და ჩხუბი თუ გინდა ნახე თვეში ერთხელ იჩხუბეთ და მერე დაიშალეთ
_არ ვაპირებ შენთან ამ თემის გარჩევას... ნუ გამიფუჭებ ხასიათს პრინცესა
_დამღალეთ იცი?
_დაიკიდე ... დიდი გოგო ხარ უკვე . გათხოვდი , შენი ოჯახი შექმენი და გაყევი კაცს რომელსაც უყვარხარ ჩემნაირი არ იქნება და ისეთი ოჯახი შექმენი როგორიც შენ გინდა . ის მიშო თოლორდავა მე პირადად ძალიან მომწონს ... იმ ნაბოზ.&& გეუბნებოდი საშენო არაათქო გახსოვს? შენ კი იმიტო გევასებოდა რო მე არ მგავდა არ ჩხუბობს არ ეწევა და ჭკვიანიაო , კარგი ქმარი იქნებაო და ხო ნახე როგორიც იყო ის თსს*&*
_მამა აქ ჩემ ცხოვრებაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვარ
_ხოდა მეც არ გელაპარაკები. ჩემი და ჩემი ცოლის საქმე შენ აე გეხება.
_გგონია რო არ მეხება როცა თვეში ერთხელ მაინც მირეკავს დედა სახლი ტავდაყირა მხვდება შენ იქ აღარ ხარ და დედა ცუდადაა ?
_დედაშენი ბავშვობიდან ისტერიკა იყო... რასაც ვეუბნებოდი არ იჯერებდა და თავისი ჩათლაშკა დაქალების ნაბოდვარს იჯერებდა ხოდა ბევრიც იტირა და კიდე ბევრსაც იტირებს ასე თუ გააგრძელებს. როდის იყო ჩხუბი კაცს კლავდა. მშვიდდება ეგ მაგით, რაც უფრო მეტს მლანძღავს მით უფრო უკეთ ხდება
_დედას დაქალების ბრალია საყვარელი რომ გყავს ?
_ვაფშე არ მყავს საყვარელი და არც მყოლია არასდროს
_კარგი რა მამა ... ისიც მითხარი რო 24 წელია სხვა ქალს არ შეხებიხარ დედას გარდა
_მაგას არ გეტყვი , მაგრამ საყავრელი არ მყოლია და არც ახლა მყავს, მითუმეტეს ვიღაც არ მიყვარს და ვიღაც სხვასთან ცხოვრება არ მინდა როგორც დედაშენი გაიძახის .
_შენთან ლაპარაკს აზრი არააქვს... დედას განქორწინება უნდა. ალბათ ისევ გადააფიქრებინებ...არ ვიცი ასეთი რა ხდება თქვენ შორის , ალბათ ვერც გავიგებ
_მოდი გალოცო და წადი თუ დრო არ გაქვს... თუ გაქვს გავიდეთ და ეკლერები ვჭამოთ
_სხვა დროს იყოს... _ აკოცა და წავიდა. მაკას ისევ დაურეკა ქალი მშვიდად იყო და ისევ უმეორებდა რომ თემოს ნახვა უნდოდა.
თემოს ბავშობიდან იცნობდა, ბიჭი მასზე 7_8 წლით უფროსი იყო და ყოველთვის განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ნინას მიმართ. საკმაოდ კარგი ადვოკატი იყო და შესაბამისად მასთან საუბარიც საჭირო იყო.
_დედა მოიკრიბე გონება და დაფიქრდი რა გინდა... მამა ამბობს რომ
_არ მაინტერესებს რას ამბობს.... იცი დღეს სარკერში ჩავიხედე და მივხვდი რომ ამდენმა უაზრო დარდმა დამაბერა. იმდენი ხანია საკუთარ თავზე არ მიფიქრია , მორჩა უნდა გავთავისუფლდე და არაფერი მჭირდება მხოლოდ ჩემი კაფე , რომელიც ისედაც ჩემია და ეს სახლი . ამ სახლს ვერ დავუთმობ აქ ყველაფერი ჩემი შერჩეულია. ყველა დეტალი მახსოვს , აქ გაიზარდე აქ ვიყავი ყველაზე ბედნიერიც და უბედურიც აქ არასდროს უღალატია . ამ სახლში არასდროს შეხებია სხვა სახლს და ამ სახლს ვერ დავუტოვებ. თემოს უთხარი რომ სხვა არაფერი მინდა და რაც შეიძლება მალე დაასრულოს გაყრის პროცედურა. თუ არ დათანხმდება
_დედა იქნებ თავად დაელაპარაკო და დაარწმუნო ცხოვრებაში ერთხელ ჩხუბის გარეშე მოგვარდით. თემო მხოლოდ იურიდიული საქმის მოგვარებაში დაგეხმარებათ
_მამაშენი როგორ დავითანხმო
_დედა ეგ რომ გცოდნოდა როგორ გემართა კაცი რომელიც შენზე გიჟდება ახლა ასე არ იქნებოდი
_არ მინდოდა და არ შემეძლო ... მაგას შენ ვერ გაიგებ. შენ სხვა ხარ
_კიდევ კარგი სხვა ვარ, მაგრამ მაინც ზედმეტად ჯიუტი ვარ შენსავით
ბოლოს მაინც თემოს შეხვდა. საღამოს ერთ_ერთ რესტორანში წავიდნენ ერთად. თემო დამღლელი დღის შემდეგ ნინას დანახვით გაბედნიერდა. თბილად მოიკითხა გოგო და მაგიდასთან დასხდნენ. მცირე მოკითხვებისა და დიალოგის შემდეგ საქმეზე გადავიდა ნინა.
_ანუ მამაშენი უარზეა
_ხო ...
_იქნებ დაითანხმოთ როგორმე უფრო გამარტივდება საქმე და ნაკლები ხმაურიც მოჰყვება..თბილისი პატარაა ხომ გესმის
_ნუ ღელავ თემო ყველაფერი მესმის... პატარა ბავშვი აღარ ვარ. მათი ცალ_ცალკე ცხოვრება აჯობებს ორივესთვისაც და ჩემთვისაც. მეც არ მინდა სასამართლოში ჩხუბისა და მაგათი მოწყობილი არეულობის ყურება ამიტომ ვეცდები მამა დავარწმუნო. შენ მანამ დაიწყე საქმე... როგორც ვიცი საკმაოდ დიდი დრო უნდა მაინც
_ხო , მაგრამ თუ ორივე მხარე თანახმაა მალე სრულდება
_კარგი თემო ... დიდი მადლობა დახმარებისთვის
_მტოვებ უკვე ? იმდენი ხანია არ შევხვედრილვართ
_ მოგვიწევს ხშირად შეხვედრა ... თანაც მგონი ყველაფერი გითხარი რაც დაგჭირდება
_კარგი რაა ... საქმე გადავდოთ და მომიყევი როგორ ხარ, საქმეეები როგორ მიდის ექიმო
_ყველაფერი კარგადაა... შენ არც გკითხავ ვიგებ ამბებს და დარწმუნებული ვარ შენც იცი ჩემი პროფესიული მიღწევები
_ხო ვიცი , მაგრამ პირადად შენგან უკეთ გავიგებ . მოგწონს ექიმობა თუ ძალიან დამღლელია
_დამღლელია ყველაფერი რისი კეთებაც არ მოგწონს ასე არ არის ?
_ხო ეგრეა, ძირითადად .აგრამ მიუხედავად იმისა რომ ჩემი საქმე მიყვარს ზოგჯერ საშინლად მბეზრდება. ზოგჯერ ისეთ სისულელეზე მიდის დავა რომ მინდა გამოვიქცე დარბაზიდან .
_პროკურორობას რომ აპირებდი რატომ გადაიფიქრე
_არ ვიცი... ახლა ვფიქრობ თავიდა დავიწყო და პროკურორი გავხდე თან უკვე მოვერგე ამ როლს და ცოტა მეზარება კიდეც
_შენ სულ ეგეთი იყავი ყველაფერი გბეზრდებოდა და გეზარებოდა
იცინოდა , ბავშვობას იხსენებდა და წითელ ღვინოს ნელ ნელა სვამდა. მობილურზე მიშოს ნომერი რომ დაინახა მაშინვე უპასუხა , მაგრამ სიტყვის თქმა არ დასცალდა თოლორდავას ხრინწიანმა, ბრაზმორეულმა ხმამ გადაფარა ყველაფერი
_ვერ ვიტან როდესაც ჩემთან ყოფნის ნაცვლად დროს სხვასთან ატარებ... მეზიზღება როცა მე მართმევ შენი ტკბობის წამებს და სხვას უფერადებ დღეს და შემიძლია ახლა ეგ მასხარა შუაზე გავხლიჩო მხოლოდ იმიტომ რომ ერთი საათია მასთან ხარ
_ირგვლივ მიმოიხედა და ბოლოს მოშორებით სასმელების ბართან მჯდომი დაინახა. მისკენ იყურებიდა და თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა. ჯერ გაბრაზდა, მერე რომ დაინახა გაიცინა და ხელი დაუქნია . არაფერი უთქვამს. ჩანთა აიღო , თემოს უთხრა მელოდებიან უნდა წავიდეო და სწრაფად დაიძრა თოლორდავასკენ. უკვე ფეხზე მდგომს მოეხვია , ტუჩის კუთხეში აკოცა და სხეულზე აეკრო
_მომენატრე...
_ნინა
_დარჩები ამ ღამით ჩემთან?_თითები თმაში შეუცურა და თვალი თვალში გაუყარა
_წავიდეთ ...
ხელი მოხვია და სწრაფად დატოვა იქაურობა. ნინას რეაქცია არ ჰქონია. ის კი გაცოფებული იყო
_რა გინდოდა იმ არსებასთან?
_ჩემი ძველი მეგობარია... დედა და მამა განქორწინებას აპირებენ და ის იქნება დედას ადვოკატი
_მამაშენიც თანახმაა? იმასთან რა გინდა მერე ჩემ ადვოკატს ვეტყვი
_არ გინდა გთხოვ, ჩემ საქმეებში ჩარევას ნუ დაიწყებ . თავად მივხედავ ყველაფერს
_შენი საქმე რას ნიშნავს
_არ დაიწყო გთხოვ ... _გაუღიმა თითებზე მოეფერა და ლოყაზე აკოცა. მთელი დღეა სადღაც დავდივარ... აღმოჩნდა რომ მამაჩემისგან არავინაა ფეხმძიმედ და დედას ვიღაც არანორმალურმა სისულელე უთხრა, მაგრამ მაინც მაკას განქორწინება უნდა
_მამაშენსაც უნდა ?
_არა, მამა თავისი ნებით არ გაეყრება
_ისეც არ გაეყრება მაშინ... შენ რო განქორწინებას მთხოვდე მოვკვდები და არ დაგანებებ
_ამას არ უნდა მეუბნებოდე და იმათ ნუ შევედარებით არ ღირს. დავქვრივდები თუ მიღალატებ და გაყრაც არ მოგვიწევს
_ანგელოზს გავხარ და მაინც მომაკვდინებლად საშიში ხარ
მანქანიდან გადავიდა და ნინას დაელოდა. არ იყო ჩვეულებისამებრ მხიარული რაც ნინას არ მოსწონდა. ბინაში შესვლის შემდეგაც ისევ ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა. დივანზე ინდა ფეხები გაშლილი ჰქონდა , ხელი ბარძაყზე ედო და გოგოს ადევნებდა თვალს.
_მიშო გეყოფა
_რა მეყოფა
_ეჭვიანობა
_არ ვეჭვიანობ , უნდა ვეჭვიანობდე?
_აბა რა გჭირს ... აშკარად არ ხარ კარგად
_არაფერია ... ჩვენ ურთიერთობას არ ეხება _ მისკენ მიიწია ხელი მოხვია და ფეხზე დაისვა. ფრთხილად აკოცა და თითები თმაში შეუცურა. სარჭი მოაშორა, თმა გაუშალა და თავი უკან გადასწია უკეთ რომ დაენახა
_მე ხომ გითხარი ჩემ პრობლემაზე ... შენ კი არაფერს მეუბნები
_უღმერთოდ ლამაზი ხარ იცი ? _ თვალებში უყურებდა თითები ლოყაზე ჩამოუსვა მერე ყელზე გადავიდა ლავიწებზე და მკერდის ხაზს გაუყვა
_აჭარბებ , ჩვეულებრივი ვარ _თავი მხარზე დაადო , მკლავები მოხვია , აკოცა და ქვემოდან ახედა _ მიყვარს ასე რომ მიყურებ... ასე არასდროს არავის უყურებ
_არ ვიცი როგორ გიყურებ , მაგრამ შენი დანახვისას განცდილს ვერაფერი შეედრება . ამის დედაც როგორ მეზიზღებოდა სულ ეს რომანტიზმი და რა დამმართე ტო _გაიცინა და ლოყაზე ხმაურით აკოცა
_აი ასე... ახლა უკვე შენ ხარ
_მთელი საღამო ჩემი ხარ ? _ უცებ უთხრა და ისევ აკოცა
_ასე თუ გააგრძელებ მალევე გავიგებ დამამშვიდებელი ეფექტი აქვს სექ*ს თუ არა _ეს რომ თქვა მიშოს მაშინვე გაეცინა ,მაგრამ კოცნა არ შეუწყვეტია
_ამდენად ვმოქმედებ შენზე პატარავ ?
_წარმოუდგენლად!

უფრო დიდი თავის დადება მინდოდა მაგრამ მეტი არაოოო მაქსიმალური რაოდენობაა მიღწეულიო და რა ვქნატ ხვალ დავდებ დანარჩენს. დღეს ნინას და მიშოს ფანებმა ისიამოვნეთ. თან მგონი განტვირთვა არ გაწყენდათ დაძაბულობების მერე ალასანიებს ცოტა ხანს მოვშორდეთ სჯობს
გელით და იმედია ნინას და მიშოს არ დამიჩაგრავთ ნუ თუ მე არ გამომივიდა ცუდად მათი ამბავი



№1  offline წევრი nini :)

წავედი წავიკითხო..... რა მოხდება ამ თავში გავიგოოოო

 


№2  offline წევრი Sifrifana

აი აი ვგიჟდები შენზე მე :*

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

nini :)
წავედი წავიკითხო..... რა მოხდება ამ თავში გავიგოოოო

იმედოა მოგეწონება

Sifrifana
აი აი ვგიჟდები შენზე მე :*

გავწითლდი

 


№4  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, ეს წყვილი ხომ საერთოდ სხვა სამყაროა blush მმმმ... მაინც მოარჯულა ჩემი გადარეული ნინაჩკა მასზე უფრო მეტად გადარეულმა მიშომ! smile ისეთი საყვარლები არიან, ისეთი საყვარლები არიან, ვგიჟდები პირდაპირ ამ წყვილზეც heart_eyes მართლა დასვენება გამოგვივიდა იმ დაძაბულობისგან და განტვირთვა ამ ორი გადარეულის ხელში laughing
მოუთმენლად გელოდები, საოცრებავ kissing_heart kissing_heart

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ვაიმეე, ეს წყვილი ხომ საერთოდ სხვა სამყაროა blush მმმმ... მაინც მოარჯულა ჩემი გადარეული ნინაჩკა მასზე უფრო მეტად გადარეულმა მიშომ! smile ისეთი საყვარლები არიან, ისეთი საყვარლები არიან, ვგიჟდები პირდაპირ ამ წყვილზეც heart_eyes მართლა დასვენება გამოგვივიდა იმ დაძაბულობისგან და განტვირთვა ამ ორი გადარეულის ხელში laughing
მოუთმენლად გელოდები, საოცრებავ kissing_heart kissing_heart

ვაიმე როგორ გამიხარდა რო მოგეწონაა ისე ვნერვიულობდი ამ ამბების მერე ასეთ გადართვაზე ...მადლობა დიდი
მომდევნოში სამივე წყვილზე იქნება

 


№6  offline წევრი დარინა

მიყვარს ეს გადარეული წყვილიიი, ძლივა აღირსა ჩემს მიშოს, რომ ტანჯავდა ნერვები მეშლებოდაა, ნინას მამა მომეწონა, აი დედამისი ისე უნდა გადარიოს, რომ განქორწინება არ მოუნდეს, აუ მე მირიანიც მომწონს. მართლა განტვურთვის საღამოო მოვაწყვეეე მიყვარს ეს ისტორია თვისი პერსონაჟებიანად.

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
მიყვარს ეს გადარეული წყვილიიი, ძლივა აღირსა ჩემს მიშოს, რომ ტანჯავდა ნერვები მეშლებოდაა, ნინას მამა მომეწონა, აი დედამისი ისე უნდა გადარიოს, რომ განქორწინება არ მოუნდეს, აუ მე მირიანიც მომწონს. მართლა განტვურთვის საღამოო მოვაწყვეეე მიყვარს ეს ისტორია თვისი პერსონაჟებიანად.

ძალიან ძიან გამახარეთ მადლობა დიდი
მიხარია რო განტვირთვის საღამო გამოვიდა მომდევნოც არ იქნება დიდად დაძაბული

 


№8  offline წევრი Anansio

როგორც იქნა დატკბა ნინაა❤️❤️❤️რავქნააა მიშოზე ვგიჟდებიი❤️❤️❤️რა ტკბილები და კარგები არიან❤️ უზომოდ შემიყვარდა ეს მოთხრობა❤️❤️❤️უმაგრესიხარ მარიამ!!!❤️❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი სოფიო

ვაიმე ან წყვილზე ვგიჟდები . ცალკე ნინა მომწონს და ცალკე მიშო.

 


№10 სტუმარი snouii

მიშო მიყვარსს <3 ვგიჟხები რააა აი ვგიჟდები <3
სუპერ თავი იყო

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

snouii
მიშო მიყვარსს <3 ვგიჟხები რააა აი ვგიჟდები <3
სუპერ თავი იყო

ძალიან დიდჯ მადლობაა
გამახარეთ

Anansio
როგორც იქნა დატკბა ნინაა❤️❤️❤️რავქნააა მიშოზე ვგიჟდებიი❤️❤️❤️რა ტკბილები და კარგები არიან❤️ უზომოდ შემიყვარდა ეს მოთხრობა❤️❤️❤️უმაგრესიხარ მარიამ!!!❤️❤️❤️❤️

მადლობააა
მაგრები ხართ თქვენ და ცემი სტიმულები ხართ თქვენ
მიშო ბოლომდე უსაყვარლესი იქნება მარა ნინა ძაან გაახარებს ბოლოს

სტუმარი სოფიო
ვაიმე ან წყვილზე ვგიჟდები . ცალკე ნინა მომწონს და ცალკე მიშო.

ბოლომდე მოგეწონება ორივე დამიჯერე უსაყვარლესები იქნებიან ორივე

 


№12 სტუმარი .

ვგიჟდები შენზე ჩემო ნუ რაღა ჩემო:დ ტკბილო და თბილო მპუაა
ნინა და მიშო ძაან მომწონს
მაგრამ ანდრო და მართა არ მაი გულებიი
:დ
თარაში და თაიც მომწონს
ილიაც და ნატაც
აუ ყველაა
ოღონდ ანდროს ნუ გამიბანალურებ მოწიწებით გთხოვ
და კიდე მიშოს ნუ დააააა;"!(₾(₾(₾(₾#?
:დ

 


№13  offline წევრი tamuna.s

როგორ ველოდებოდი ამ წყვილს არ იცი. ვგიჟდები მიშოზე რა. ორჯერ გადავიკითხე ეს თავი, მაგრამ მაინც არ მეყო. რატომღაც მომეწონა ნინას მამა. 12-ის მერე დადე რა თუ დაწერილი გაქვს.

 


№14  offline წევრი Indigo

ვუაიმეე რა საყვარელია მიშო.
რატი დამისევდიანე?

ძააააააან მომწონს ნინა აი უზომოდ.
ველი შემდეგ თავს, მარიამო.
ჩემს ანდროს თუ გამომიჩენ ძაან გამიხარდება.
გელი, გელი, მოგელი.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

.
ვგიჟდები შენზე ჩემო ნუ რაღა ჩემო:დ ტკბილო და თბილო მპუაა
ნინა და მიშო ძაან მომწონს
მაგრამ ანდრო და მართა არ მაი გულებიი
:დ
თარაში და თაიც მომწონს
ილიაც და ნატაც
აუ ყველაა
ოღონდ ანდროს ნუ გამიბანალურებ მოწიწებით გთხოვ
და კიდე მიშოს ნუ დააააა;"!(₾(₾(₾(₾#?
:დ

არ გაბანალირდებიან ნუ ჩემ თვალში არ გაბანალურდნენ და არ ვიცი ვნახოტ აუცილბლად მითხარი რო დავასრულებ სენი აზრიც

tamuna.s
როგორ ველოდებოდი ამ წყვილს არ იცი. ვგიჟდები მიშოზე რა. ორჯერ გადავიკითხე ეს თავი, მაგრამ მაინც არ მეყო. რატომღაც მომეწონა ნინას მამა. 12-ის მერე დადე რა თუ დაწერილი გაქვს.

ვერ დავდებ ჯერ ხვალ დავდებ აუცილებლად. ხო ნუ არაა ცუდი კაცი ნამდვილად მარა ბევრს მაგათხე არ დავწერ .მიხარია რო მოგეწონა

Indigo
ვუაიმეე რა საყვარელია მიშო.
რატი დამისევდიანე?

ძააააააან მომწონს ნინა აი უზომოდ.
ველი შემდეგ თავს, მარიამო.
ჩემს ანდროს თუ გამომიჩენ ძაან გამიხარდება.
გელი, გელი, მოგელი.

ანდროს როგორ არ გამოვაჩენ ეგაა ვინცაა ნუ მომდევნოებში იქნება აუცილებლად დიდის დადება მინდოდა ახლაც მარა არ აიტვირთა თორე ყველანი იქნებოდნენ .ხვალ იქნება ჩემი ანდრიკო და თარაშიკოც

 


№16  offline წევრი Nessa

ისტორიასთან არანაირ კავშირშია, მაგრამ მარიამ, ზოდიაქოთი რა ხარ?

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

Nessa
ისტორიასთან არანაირ კავშირშია, მაგრამ მარიამ, ზოდიაქოთი რა ხარ?

აუ რა მოულოდნელი შეკითხვაა :დდ
ქალწული ვარ ზოდიაქოთი

 


№18  offline წევრი Nessa

ასეც ვიცოდი :დდ ჩემი თბილი და ტკბილი, ექსტრაორდინალური ქალწული ხარ. ჰო მართლა, თუ ტიპიური ქალწული ხარ, გირჩევ კუროები ეძებო. ❤️????

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

Nessa
ასეც ვიცოდი :დდ ჩემი თბილი და ტკბილი, ექსტრაორდინალური ქალწული ხარ. ჰო მართლა, თუ ტიპიური ქალწული ხარ, გირჩევ კუროები ეძებო. ❤️????

სიმბოლურია ? :დ
არ მჯერა მე მაგ ამბების მაპატიე მაგრამ რა ვქნა ასეა

 


№20  offline წევრი nini :)

sameone crazy girl
nini :)
წავედი წავიკითხო..... რა მოხდება ამ თავში გავიგოოოო

იმედოა მოგეწონება

Sifrifana
აი აი ვგიჟდები შენზე მე :*

გავწითლდი


ვაღიარებ მომეწონაა.... რა დასამალი ეგააა მაგრამ მაინც :დდდ
იმედი მაქვს აეწყობა ბოლომდე კარგად ურთიერთობა ნინას და მიშოს და რამეს არ დაამრთებ....
ვეღარ გადამიწყვეტავს როგორ მინდა რომ ნინას მშობლების ამბავი დასრულდეს..... ველოდები შემდეგ თავს და იმედი მაქვს გავიგებთ კიდეც.... ეს თემო არ მომწონს მაინც რაღაცნაირად

 


№21  offline წევრი tatuli)

როგორ მიხარია მარიამ შენი დაბრუნება ახალი ისტორიით და თან ასეთი თბილი და ტკბილი რომაა შენსავით <3 გული გაივსო ბედნიერებით <3

 


№22 სტუმარი Daldonidaldoni

როგორც ყოველთვის კარგია

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობაა დიდიი
ნინას და მიშოს ნამდვილად არაფერს დავმართებ მაგაზე არ იდარდოთ
მიშო გაუძლებს ბოლომდე და ბოლოს გაიხარებს

 


№24 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან კარგი წყვილია და ძალიან მომწონს

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ძალიან კარგი წყვილია და ძალიან მომწონს

მადლობა თამოო

 


№26 სტუმარი სტუმარი ანა-მარია

ნინის მშობლები კარგი შერეკილი ხალხი ჩანს ???? ეჭვი მაქვს ასე მარტივად ვერ დაიშლებიან ან საერთოდ არ დაიშლებიან???? მიშო და ნინი საყვარლები არიან,მომწონს ეს წყვილი❤

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანა-მარია
ნინის მშობლები კარგი შერეკილი ხალხი ჩანს ???? ეჭვი მაქვს ასე მარტივად ვერ დაიშლებიან ან საერთოდ არ დაიშლებიან???? მიშო და ნინი საყვარლები არიან,მომწონს ეს წყვილი❤

ვნახოთ როგორ მოიქცევიან
ნინა როგორი შერეკილია მაგასაც ვნახა თ ბოლო თავში

 


№28  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი თავი იყო ნამდვილად.როგორც იქნა უთხრა მიშოს სიმართლე და დაისვენებს ორივე აწი. smile ისე ეს ეჭვიანობა რას არ გააკეთებინენს კაცს laughing მოკლედ რადგან დღეს ნინას დღე იყო,იქნებ მათ მშობლებსაც უშველო ცოტა?მართლა კარგი იყო და ახლა ანდრო გვაკლია საბოლოოდ რომ გაოუტყდეს იმ გოგოს გრძნობებში და არ აწვალოს.მართალია ერთხელ უთხრა,მაგრამ მაინც.ძალიან,ძალიან,ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ და ვგიჟდები შენზე kissing_heart heart_eyes

ისე ეტყობა ნინი სიგიჟით მამას ჰგავს და სიჯიუტით დედას laughing
--------------------
ლანა

 


№29 სტუმარი ტატუკა20

მოკლედ რა შემიძლია ვთქვა იმის გარდა რომ საოცარი გოგო ხარ.მიყვარს ეს წყვილი და ზოგადად ეს ისტორია.როგორც იქნა ნინამ მისცა თავს ბედნიერების უფლება.მე რომ მიყვარს ისეთი წყვილია ზუსტად და მართლა განტვირთვა იყო ეს თავი.დანარჩენებს რაც შეეხებათ ვფიქრობ ძალიან მკაცრები არიან უფროსების მიმართ.დროა ცოტა დაწყნარდნენ ალასანიები და ოქროს შუალედი დაიჭირონ მშობლებთან.მოუთმენლად გელოდები როდის ატვირთავ ახალ თავს მარიამ.ეს მაქსიმალური რაოდენობა რამე ახალია? ადრე ბევრად დიდ თავებს ტვირთავდი უპრობლემოდ და ეხლა რა ხდებაა?! იქნებ მოგცენ დიდი თავის ატვირთვის ნება?

 


№30  offline მოდერი Tamta.k

მიყვარსს, პირველივე თავიდან. უძლიერესია❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent