შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ტყე (სრულად)


31-10-2018, 02:31
ავტორი Tamta.k
ნანახია 4 000

საკუთარ თავთან ლაპარაკი ჩემი ცხივრების სტილი გახდა, ყოველთვის საკუთარ თავს ვკიცხავდი, სხვჯს მიმართ პრეტენზიას არ გამოვთქვამდი მჯერიდა რომ საკუთარი თავი უფრო მეტად გამიგებდა ვიდრე სხვა მოკვდავი. როდესაც ფსკერზე ვეშვებიდი ისევ ჩემმა გონებამ გამინათა გზადა ნაპირზე გამომრიყა.
სუსხიანი დღე იყო 17 ნოემბერი, ცივი ქარი უბერავდა და გარშემო ყველაფერს ყინავდა, ჩემი ნაცრისფერ ჩანთა ავიაღე ძველი იყო მაგრამ გამოსადეგარი. გუგლში ისევ შევათვალიერე სახლი რომელიც ერთი თვით დავიქირავე, ძალიან ლამაზი სახლი იყო ტყესთან, მეზობლები მხოლოდ 2 კვარტლის მოშორებით ცხივრიბდნენ, ორ სართულიამი ხის სახლი ისეთივე ლამაზი იყო როგორსაც ვეძებდი, კმაყოფილმა ამოვისუნთქე. ყველა საჭირო ნივთი ჩანთაში ჩავაწყე. აიპადი, ტელეფონის სატენი და სხვა საჭირო ნივთები ნაცრისფერ ჩანთაში. ტელეფონი ავიღე დედას შეტყობიმება გავუგზავნე '' დედა მივდივარ როგორც კი ჩავალ დაგირეკავ, მამას აკოცე '' დედა და მამა გიდები იყვნენ, თითქმის მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაატარეს, 15 წლის შემდეგ მარტო ცხოვრებას შევეგუე, თავიდან მეშინოდა და შუქს ყოველ ღამე ანთებულს ვტოვებდი, დროთა განმავლობაში ყველაფერს შევეჩვიე, სიმართლე გითხრათ მარტო ცხოვრება იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა, სამ თვეში ერთხელ ხუთი დღით დედა და მამა ჩამოდიოენენ, ისეთი ბედნიერი ვიყავი ის ხუთი დღე მათი წასლის შემდეგ მთელი დღეები ვტიროდი, მაგრამ ამასაც კი მივეჩვიე რომ მხოლოდ ხუთი დღე მქონდა ბედნიერი. ჩანთა მხარზე გადავიკიდე, მანქნის გასაღები ავიღე და კარები კარგად ჩავკეტე. ორი დღის წინ ერთ აზრი მომივიდა თავში და არ დამიყოვნებია, ადგილს ვეძებდი ერთი თვე რომ დამესვენა, ლამაზ სახლს ისე რომ არავის შევეწუხებინე, დედა სიხარულით დათანხმდა ჩემს იდეას, სახლი ვიპოვე და გადავწყვიტე მეორე დღესვე წავსულიყავი. რუკას შევხედე 6 საათი მანკნით უნდა მევლო, ღრმად ამოვისუნდქე და ერთთვიანი დასვენებისთვის და სიჩუმისზთვის მოვემზადე.
6 სააათზე მეტი დამჭირდა, ჩემს სახლთან მისაღწევად მაგრამ ეს ამად ღირდა, ორ სართულიანი სახლი ისეთივე ლამაზი იყო როგორიც ფოტოზე, პირველ სათრულზე სამზარეულო, ლამაზი ბუხარი და დიდი მდივანი იყო, სახლის კედლები თეთრად იყო შეღებილი, მყუდრო გარემო ნამდვილად იყო. მეორე სართულზე ორი საძინებელი და აივანი იყო, აივანი პატარა მაგრამ ლამაზად იყო მოწყობილო, საიდანაც ულამაზესი ხელი იშლებოდა, ტყე რომელიც ტბასთან იყო კარგად დავაკვირდი და გავოცდი ტყე ძალიან დიდი და ლამაზი იყო, სახლის იკანა კარებიდან ტბასთან გადიოდი შემდეგ კი ტყე იწყებოდა, ფილტვები სუფთა ჰაერით ავივსე, ტელეფონი ჯინიდან ამოვიღე და დედას დავურეკე
- ნიტა? - დედას ხმის გაგონებაზე მივხვდი რამდენად მენატრებოდა
- ხოდ დედა მე ვარ, როგორ ხარ?
- კარგად ვართ საყვარელო, მამაც კარგად არის, ძალიან მოგვენატრე.
- მეც დედა, მეც ძალიან მომენატრეთ, მე ჩავედი, ნეტა აქ იყოთ აქ ისეთი სილამაზეა
- მართლა? რა კარგია საყვარელო, მეც მინდა შენს გვერდით ვიყო
- არაუშავს დედა მალე გნახავთ, უნდა გავთიშო ნივთები არ ამომილაგებია, მიყვარხართ
- კარგი საყვარელო, ჩვენც გვიყვარხარ.
ნივთები რაც წამიღებული მქონდა ერთ ოთახში მოვათავსე, პროდუქტი რაც წამოვიღე მანქნიდან გადმივიღე და მაცივარში შევდე. ძალიამ ციოდა გარეთ საშინელი ვიცი ქარი უბერავდა, შეშა არ იყო რომ ბუხარი დამენთო და უკანა კარებიდან ტყეში გავედი, ხის მოგროვრება დავიწყე მაგრამ ტყის ბილიკი დავინახე, ბილიკს გავუყევი და მოგროვილი ხე ახლოს ერთ ადგილას დავყარე, ტყე ახლოსან უფრო ლამაზი აღმოჩნდა, წიწვები და ნაძვები ერთმანეთში არაჩვეულებრივად ერწყმოდა, ხუთი წუთი ვიარე და მივხვდი რომ საკამოდ ღრმად შევედი ტყეში, უკან დაბრუნება რომ გადავწყვიტე ფეხის ხმა გავიგონე, ის ჩემთან ერთად რიტმულად მოძრობდა, შემეშინდა მივხვდი რომ რომელიღაც ცხოვლი ჩემთად ძალიან ახლოს იყო, ნაბიჯს ავუჩქქარე და მანაც უფრო სწრაფად წამოვიდა ჩემსკენ, გავჩერდი და რაც შემეძლო სწრაფად მივტრისლდი, ჩემს წინ ადამიანი იდგა,მაღალი შავი ფიგურა ორი წამი მაკვირდებოდა და თვალის დახამხამებაში სიბნელეში გაუჩინარდა. ფილტვები გამეყინა მივხვდი რომ ეს ორი წუთი არ ვსუნთავდი, უკან მოუხედავად გავიქეცი, სანამ ხის ბოძს თითქმის თავით შევასკდი, ეს ხის აბრა იყო მასზე კი ხის სახელი და გაფრათხილება ეწერა '' ბნელი ტყე '' მის ქვემოთ კი წარწერა '' გთხოვთ, ტყეში შესვლისგან თავი შეიკავოთ''
შიშინ ენა ჩავარდნილმა, ჩამქვრალ ბუხარს გიჟივით დავუწყე ყურება, ყველა აზრი ერთნანეთში აირია და ჩაიხლართა. კაშკაშა სხივები იმსხვრეოდა... ყველაფერი ეს დაუჯერებელია : ეს მთვარე, ეს მოჩვენებითი ჩრდილდბი, ეს რეალური თუ არარეალური ამბები, ეს ღამე ან ეს საათი, უცხო ან ნაცნობი, თითქოს ერთხელ უკვდ ენახოს სხვა ცხოვრება, სხვა პლანეტაზე. მილიომობით ადამიანის განუწყვეტელი გულის ცემა მესმის, თითქოს მილიონობით ძალის მოტორი მუშაობსო. ნელი, ნელი მაძრაობა ცხოვრების გზაზე, გულის ყოვეკ ძგერაზე მილიმეტრებით ვუახლოვდრბით სიკვდილს.
ბუნება იღვიძებდა, შორეული კუნჭულიდან ამოდიოდა მზე, მაგრამ არემარე უკვე შესამჩნევლად გაენათებინა, მზის სხივები ტყეს ფარულად მორიდებით ეცემოდნენ, თითქოს ეშინოდათ ხეებს ფოთლები არ დავწვათო, ტყეს მანამ ვუყურე სანამ მზემ ამოსვლა არ დაიწყო, არ შემეძლოს უბრალოდ საძინებელში შესვლა და დაძინება, თვალების დახუჭვისაც კი მეშინოდა, გადავწყვიტე ძლიერი ყავა გამეკეთებინა, შემდეგ ქალაქის ცენტრში გავსულიყავი, სურსათი უნდა მეყიდა და ვინმე ისეთი მომეძებნა ვინც ტყეზე რაიმეს მაინც მომიყვებოდა, ყავა ცხელი სწრაფად დავლიე. თბილი კურტკა და ბათიმკები ჩავიცვი და სახლის კარები ჩავკეტე, თუ ვინმეს შესვვლა მოუნდებოდა ისედაც ადვილად შევიდოდა. ქალაქი უბრალო იყო, ხალხი ტუჩებდალურჯებული დადიოდა ქუჩაში სწრაფი ნაბიჯებით, ქუჩის კუთხეში მაღაზია დავინახე და მეც სწრაფი ნაბიჯდბით გავუყევი გზას, მაღაზია ათი, თხუთრტი კვადრატი იქნებოდა მაგრამ ყველაფერი იყო რაც კი მინდოდა, შემოსასვლელთან სავარძელში თეთრთმიანი ლამაზი ქალი იჯდა, ხელში გაზეთი ეჭირა და თვალებმოწუტული კითხულობდა. ყველაფერი რაც მჭირდებოდა ვიყიდე, ერთი კოლოფი '' მალბოროს '' ჩათვლით და მაღაზიიდან გამოვედი, ქალის მოპირდაპირედ გავჩერდი, 65-70წლის მაინც იქნებოდა, წესით ყველაფერი უნდა ცოდნოდა სოფელზე და ტყეზე
- გამარჯობა - მივესალმე და გავუღიმე იქნებ რაიმეს მივაღწიო თქო, ამომხედა შემათვალიერა და თავი დამკრა
- გამარჯობა, ახალი ხარ? - გაკვირვებულმა შევხედე
- ახალი?
- ვიხულისმე საცხოვრებლად გადმოხვედი თქო?
- არა, მხოლოდ ერთი თვე ვიქმები აქ
- ერთი თვე, რადასასვენებელი ადგილი ეს ნახე, სად იცხოვრებ?
- ტყესთან რომ სახლია აი იქ - ქალმა თვალები ისევ დააპატარავა და უცნაურად შემომხედა
- მაილსების სახლი? ტყესთან ახლოს რატომ? რადაუფიქრებლები ხართ ახალგაზრდები
- იცით ტყეზე უნდა მეკითხა, რაიმე უცნაური ხდება ტყეში?
- რათქმაუნდა ხდება, მარტო თუ შედიხარ მითუმეტეს, ეს ტყე საშიშია იმდენად რომ არავინ ეკარება, ვინც კი შევიდა ცოცხალი არავინ გამოსულა, ჩემი შვილიშვილი გაიძახოდა შევალ რაუნდა მიქნანო, ვუთხარი შენ იქ თუ წახვალ მე თავს მოვიკლავ მეთქი, იცის სიტყვის ადამიანი ვარ და შევასრულდებდი
- ისინი?
- დიახ შვილო, ისინი არვიცი ვინ მაგრამ ისინი, ყველა იქ შესულს მოკლავენ, როგორც მაიკლი, ოხ ჩემი მაიკლიი
ქალს აღარ ვუსმენდი, გზას დავუყევი, გაიგინე მომაძახა არ შეხვიდე შენც მოგკლავენო, ეხლა უფრ ძლიაერი ვარ ვიდრე აქმივდიოდი, ვერავინ ვერაფერს დამიშავებს ვამბობდი ხმადაბლა, მალბოროს კოლოფი გავხსდნი ერთი ღერი ამოვიღე და მოვკიდე, ტყის დანახვისას გამეღიმა და მომეჩვენა (ალბათ) როგორ მიღიმოდა ტყიდან ბიჭი.
ბუხარი ცხელ ჰაერს უშვებდა, სხეული გამითბა და მოვეშვი, ხელში ჩემი საყვარელი წიგნი '' ჰარი პოტერი'' მეჭირა, უკვე მეათედ ვკითხულობდი, მაგრამ ეს ჩემი საყვარელი ნაწილი იყო '' აზკაბანის ტყვე'' ყდას სიყვარულით დახედე, მიყვარს ხალხისთვის არარეალური ამბები ჩემთვის კი რეალურის დაჯერება, ყოველთვის მჯეროდა მაგიის, ჯადოების, ჯადოქრების, ბებეფი კუდიანებისაც კი, გაგეცინებათ მაგრამ არამგონია ერადერთი ვიყო. წიგნი გადავდე და სამზარეულოში შევედი მუცელი უკვე საშინლად მტკიოდა შიმშილით, ყოვდლთვის ესე იყო დედა მახსენებდა რომ უნდა მეჭამა ისე ვერ ვიარსებებდი, ბურგერი გავიკეთე და ისევ ბუხრის წინ მივკალათხი, აქ ამისთვის ჩამოვედი ქალაქის ხმაური, სიბინძურე რომ დამევიწყებინა ცოტა ხნით მაინც, თვალები დავხუჭე და და რაა? ისევ ის შავი ფიგურა დამიდგა თვალწინ, არადა საკუთრი თავი დავამშვიდე რომ არ მეშინოდა ან ადუნდა შემშინებოდა, მეორე სართულზე ავედი ნაცრისფერი ჩანთა გავხსენი და პლანშეტი ამოვიღე, ისევ ბუხართან დავბრუნდი, გადავწყვიტე მოხუცი ქალის ლაპარაკს ყურადღება არ მივაქციო და გუგლით ვისარგებლო, ჩავწერე : ლონდონში მდებარე '' ბნელი ტყე '' , სამი ინფორმაცია ვნახე პირვდლივეს დავაწექი და წაკითხვა დავიწყე :
'' სახელით ბნელი ტყე მხოლოდ ლონდონში არშებობს, რადგან ის განთამულია თავისი იდუმლებით, ადგილობრივები ამტკიცებენ რომ ტყეში შესული ადამიანი უკან ვეღარ ბრუნდება, ისინი ასევე ამბობენ რომ ტყეში ვამპირები და ბევრი ჩვენთვის უცნობი და საშიში არსება ბინადრობს, იქ ადამიანური არაფერია, ალბათ სასაცილოდაც არ გეყოფად ეს სტატიამაგრამ მე მჯერა ხალხის რომლის თვალებშიც შიში დავინახე, დკარგულების დასახმარებლად, გააგზავნეს ოთხ კაციანი დამხმარე ძალა, მაგრამ ისინიც ამჟმად დაკარგულებლად ითვლებიან,ტყე ჩუმი და ლამაზია, რაღათქმაუნდა გარედან რადგან შიგნით შემზარავი იქნება, სტატიას ამაღელვდბელი განწყობით ვწერ და მოგმართავ შენ '' ტყეში შესვლა აკრძალულია''. სტატის ტყის ფოტოები ამშვენებდა, რათამუნდა შორიდან გადაღებული. რამოდენიმე წამი ვაკვირდებოდი სტატიას ბოლოს პლანშეტი გამოვრთე და გულიანად გადავიხარხარე, ვამპირები? ვამირებზე პატარაობიდან ვგიჯდებოდი, მათილეგენდიდან ლეგენდაზე გადავდიოდი და წიგნებს ვკითხლობდი, ისინი ჩემვის არარეალური და უფრო რეალური არსებებნი იყვნენ, მომწინდა მათი უკვდავება, სიძლიერე და ყველაფერი რაც კი გააჩნდათ, მაგრამ არასდროს წამაკითხავს მათზე ვინმეს ერქვას აქ არიან და ისინი ადსებობენო, ეს უკანასკნელი კი სტატიასაც წერს რომელსაც უამრავი ნახვა აქვს. ერთხელ პატარა რომ ვიყავი ალბათ რვა, ცხრა წლის მამას ვკითხე ვამპირებზე და მაქციებზე, მკითხა რას კითხულობო მეც ამაყად განვუცხადე ''ბინდის'' საგას თქო, შემიმხედა და გამიცინა ამის შემდეგ წიგნებს მე აგარჩევინებო, მაშინ გავბრაზდი და ორი დღე არ ველაპარაკებოდი. ეხლა არვიცი რავიფიქრო, გარეთ ქარი უმოწყალოდ აქნევს ფოთლებს, მე კი სახლში მარტო ვარ, ვკითხულობ ამბავს ვამპირებზე, დაკარგულ ხალხზე რომელიც ჩემთან ესე ახლოს არიან, პლედი მჭიდროთ შემოვიხვიე, ვითომ ჩემი ფარი იყო რომელიც დამიცავდა, მეორე სართულზე ავედი, აივანზე გავედი და ტყეს დავუწყე ცქერა, ის ისეთი ბნელი და ჩუმი იყო, ტანში ჟრუამტელმა დამიარა, საძინებელში შევედი და საბანში გავეხვიე, თვალები დამძიმებული მქონდა უძინარს.
ტყეში ვიყავი, ვტიროდი ის კი მიყურებდა და იცინოდა, მე დამცინოდა, მომიახლოვდა და თავისი მძიმე ხელები ყელთან ახლოს დამადო, თვალები სიბნელეში წითლად უელავდა, გამიღიმა და ყელზე ხელები მომიჭირა. შეშინებულმა გამომეღვიძა, ვკანკალებდი და ვსლუკუნებდი, ისევ სიზმარი. ავდექი ხალათი ჩავიცვი, პირველ სართულზე უნდა ჩავსულიყავი წყლის დასალევად როდესაც, მკაფიო ფეხის ნაბიჯების ხმა პირველი სართულიდან გავიგონე.

ფეხის ხმა კიდევ უფრო კარგად მესმოდა. შიშს, ტკივილს და უკან მოუხედავად გაქცევის სურვილს ვგრძნობდი, უკვე წარმომედგინა როგორ გავრბოდი და ფილტვები მისკდებოდა მაგრამ, მაგრამ მაინც გავრბოდო და რატომ? სიცოცხლე მინდოდა თუნდაც მოსაწყენი, აუტანელი და უპერსპეკტივო, მინდოდა სიცოცხლე რომელიც ღმერთმა მაჩუქა. კარები გავაღე და პირველ სართულზე ჩასასვლელად მოვემაზადე, კიბეებს ნელა მივყვებოდი, გეგონებოდათ ნაღმს უნდა დავაბიჯო ფეხი, ბუხართან ბიჭი იჯდა, ცეცხლს უყურებდა ვითომ საკუთარ სახლში იყო და თბებოდა, გინდ დამიჯერეთ გინდ არა შიში გამიქრა, მაგრამ რატომ ვერ გეტყვით რადგან არც მე ვიცი.
- ბუხარში ცეცხლი ყოველთვის უნდა გენთოს ამ ამინდში, გაიყინები - შემობრუნდა და ისე მიყურებდა ვითომ მისი პატარა '' დაიკო '' ვიყავი, სახეზე თოვლივით თეთრი იყო, თვალებიი არა თვალების ფერი ყოველ წამს ეცვლებოდა, ცხვირის ფორმა ედალური ქონდა, თმები ქერა და მოკლე.
- შენ რა ავადმყოფი ხაარ? რასაკეთებ ჩემს სახლში? ქურდი ხარ არა? დავრეკავ პოლიციაში ეხლავე!! - ფეხზე ადგა, თავი უკან გადაწია და ხარხარი დაიწყო, ვერ მივხვდი რა გამეკეთებინა. მეცინა, მეტირა თუ გავქცეულიყავი
- ქურდი არვარ, მანიაკიც არვარ, ავადმყოფი? არც ეგ, ცეცხლო დავანთე მადლობა არ უნდა მითხრა?
- მადლობა? ჩემს სახლში შუაღამით მოდიხარ, უი უკაცრავად იპარები , მეუბნები რომ ქურდი არხარ და მადლობაც უნდა გადაგიხადო?
- იცი ბევრი კითხვა იყო, კარგი წავალ უბრალოდ მეგონა გციოდა და ცეცხლი დავანთე, ტკბილი ძილი ნიტა
- მოიცადეე ჩემი სახელი რაიცი? ესე ადვილად ვერ ვერ წახვალ - შემომხედა და გამიღიმა, გამარჯვებულის სახე ქონდა
- მე ყველაფერი ვიცი, ისიც კი ვიცი რომ პიჟამის გარეშე გძინავს და ისიც რომ მალბოროს ეწევი, ხო მართლა ფილტვების კიბოს არ გეშინია? - მოდით ესე ვთქვათ ენა ჩამივარდა, ლაპარაკის უნარი დავკარგე, ბოლოს ხმა მაინც ამოვიღე
- ესეიგი აქ პირველად არ ხარ?
- პირველად? ჰა ჰა ჰა არაა ალბათ მეოთხედ რაც შენ ხარ აქ.
- კარგი და რაგინდა აქ თუ ქურდი არხარ?
- ხომ გითხარი ცეცხლი დავანთე თქო - შიში, აი რას ვგრძნობდი ეხლა
- შენ რა დებილი გგონივარ? ვინ ხარ საერთოდ?
- ხო მართლა, მე პაჩი მქვია - მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა, გაკვირვებული შევხდე, ადამიანი იპარება სახლში შემდეგ მეცნობა და ხელს მიწვდის
- წადი აქედან, დროზე - სიბრაზის და შიშის ნაზავი ამოხეთქვას იწყებდა
- კარგი, სხვათაშორის ჩემი მეგობარი ნიკო შეაშინე, მთელი დღე იძახოდა ნუთუ ესეთი უშნო ვარ რომ ადამიანებს ჩემი ეშინიათ და გარბიანო - ყველა აზრი ერთმანეთსი აირია, ნიკო? გაქცევა და....
- მოიცადე ტყეში მომხდარზე ლაპარაობ?
- დიახ, დიახხ
- და შენც იმ...იმ ტყიდან ხარ?
- რათქმაუნდა
- და შენ ადამიანი არხარ, ასეა?
- ნახევრად ადამიანი ვარ
- და ნახევრად?
-ვამპირი
ბედის ირონიაა არა? ეს ტყე, ეს ადამიანი რომელიც ჩემს წინ დგას მისი ბოლო სიტყვა ტვინის უჯრედებში ჩაიბეჭდა, მე რა ბედნიერი ვარ რომ ეს მითხრა? სულლ გავაფრინე ან ჭკუიდან გადავდივარ, ისტერიული სიცილი დავიწყე და ბოლოს მივხვდი '' ვამპირი'' გაშტერებული მიყურებდა, რამაგარია არა ჩემო მკითხველო როდესაც ვამპირს გაააოცებ, ალბათ გონია რომ არ მჯერა არადა მჯერა, მჯერაა და პირველად მივხვდი რომ ჩემი სამყარო იმაზე დიდი და მრავალფეროვანია ვიდრე წარმომედგინა. პაჩი მომიახლოვდა და ყელის კაპილარზე დამისვა ყინულივით ცივი თითები
- შევხვდებით ნიტა, ღამით პიჟამა ჩაიცვი კარგი? - სანამ რაიმეს ვეტყოდი თვალის დახამხამებაში გაქრა.
ვიცოდი რომ ის დანაპირებს შეასრულებდა, ყელზე ხელი მოვიკიდე და ტირილი დავიწყე.

დილით დედას ზარმა გამაღვა
- ნიტა როგორ ხარ? - გულშიძი ვლოცულობდი ჩემს ხმაში შიში არ შეეტყო
- კარგად დეე, შენ როგორ ხარ? მამა?
- კარგად ვართ დედას ყვავილო, გვენატრები - ისეთი მოწყენილი ხმა ქონდა ტირილი შევიკავე
- მეც მენატრებით, სად ხართ?
- ეხლა ნიუორკში ვართ, ბრუკლინის ხიდზე აქ ისეთი სილამაზეა - პირველად შემშურდა დედას, ბრუკლინის ხიდი ჩემი ოცნება იყო, აუხდენელი ოცნება
- მეც მინდა თქვენთან.
- ვიცი საყვარელო, დასვენებას ავიღებთ და ერთად წამოვიდეთ აქ
- მპირდები?
- გპირდები.
დედასთან ლაპარაკმა დამამშვიდა, ცოტათი მომეხსნა სტრესი, დამღალა არარეალურმა და რეალურმა სამყარომ, მათ შორის გაჩედილი ვარ უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო, საშინელი გრძნობა მიპყრობს სული მეხუთება და მგონია რომ გავიღვიძებ, გავიღვიძებ და ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდება, მაგრამ განა მინდა სიზმარში ვიყო? ეს ხომ ჩემი ოცნება იყო ვამირები, მაქციები და სხვისთვის არარეალური არსებები ჩემთვის უკვე რეალური, რადგან ვხედავ, დავინახე და მისი არსებობა ვიგძენი, შენ ადამიანო დაიჯერე ყველაფრის რისიც გწამს და რაც გინდა რომ არსებობდეს ეს ისეთი რამაა ოცნების ახდენისავითაა და იცით ყველაზე ცუდი რა არის? გვერდით არავინ გყავს შენი განცდები რომ გაუზიარო, თუნდაც იტირო, არავინ გყავს, არავიინ. პირველად ვგრძნობ თავს მარტოსულად, პატარა რომ ვიყავი ღამით ვტიროდი, მარტო კედლებს ვუყურებდი საბანში ჩავძვრებოდი და ტირილში მეძინებოდა, დილას კი იწყებოდა ისევ ისეთი დღე, მშობლების გარეშე. თქვენ წარმოიდგინეთ და ეხლა უფრო მარტო ვგრშძობ თავს. ლოგინიდან ავდექი წყალი გადავივლე და პირველ სართულზე ჩავედი, სალათი გავიკეთე ძალით ვჭამე რადგან საერთოდ არ მინდოდა, სიგარეტი ამოვიღე და სახლის უკან ტყის დასაწყისში ტბასთან დავჯექი, მოღრუბლული იყო, ქარი ქროდა და ალბათ ისევ ისოვებდა, ტბა მოყინული იყო ტყეში კი მარადიული სიჩუმე სუფევდა, სიგარეტს მოვუკიდე
- ხომ გითხარი ფილტვების სიმსივნის არ გეშინია თქო? - ხმის გაგონებისთანავე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, შიშით ავკანკალდი და ხმის ამოღებაც კი ვერ გავბედე
- კარგი რა, შენთვის რაიმის დაშავება რომ მდომებოდა აქამდე მოვახერხებდი, ნუ მიყურებ ნიტა ეგეთი შეშინებული თვალებით გთხოვ, ჩემი თავი ურჩხული მგონია - ცოტათი დავმშვიდდი, რადგან სრულიად არ გავდა ისეთ ადამიანს რომელიც რაიეს დამიშავებდა
- სოგარეტს ხშირად არ ვეწევი, ეს არ მომკლავს - გამიღიმა და გვერდით მომიჯდა
- კარგი შეგიძლია მოწიო, მეც ვეწეოდი ადრე მაგრამ მომბეზრდა, უსასრულო ცხოვრებაში ყველაფერი მოგბეზრდება, ყველაფერი.
- ჩვენ მოკვდავ ადამიანებს კი დრო არ გვყოფნის, ცხოვრების გასაცნობათ და მის შესაგრძნობათ.
- ასეა, მაგრამ დამიჯერე საინტერესო არაფერია.
- ნუთუ? განა შენ არ ხარ საინტერესო? - შემომხედა და გამიღიმა, ისეთი სიმპათიური იყო, ეთრი კანი მის წითელ ტუჩებს იდელურად უხდებოდა.
- ალბათ ვარ, არვიცი
- ხარ, შენ ისეთი ხარ ამოუცნობი, მისტიკური, საშიში და ლამაზი.
- ლამაზი? კარგი რა სასაცილოა - სასაცილო ეგ არვიცი მაგრამ ვამპირთან მეგობრულად ლაპარაი ნამდვილადაა, ეხლა მართლა გამეცინებოდა უხერხული რომ არიიყოს
- მითხარი რატომ გამიმხილე რომ ვამპირი ხარ?
- არვიცი, ალბათ იმიტომ რომ მაინტერესებდა როგორი რეაქცია გექნებოდა, შენ კი უბრალოდ გაშეშდი, ვერაფერი გავიგე- და გაიცინა, ისე უხდებოდა სიცილი, მართლაც ლამაზი იყო
- ხო, მე.. მეყოველთვის მჯეროდა, მჯეროდა რომ არსებობდით.
- მართლა? საინტერესოაა
- ჰო, ბევრი წიგნი და ფილმი მაქვს ნანახი
- ფილმები და წიგნები აჭარბებს, დღისით გამოსლა შემიძლია ხო ხედავ?
- კი ვხედავ
- ყველაფერი გაინტერესებს არა?
- კი, ყველაფერი - ცოტა მაკლდა მეთქვა ეხლავე მომიყევი თქო
- ღამით რომ მოვიდე, ისევ გაშეშდები და შეგეშინდება? - დავფიქრდი მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია
- არა, შეგიძლია მოხვიდე.
- კარგი, მოვალ. დროებით ნიტა - შემომხედა და წავიდა.
ერთი სული მქონდა როდის დაღამდებოდა. რეალურ და არარეალურ სამყაროში გაჭედილი ადამიანი, ისევ ოცნებობს... ოცნებობს რომ არარეალური სამყაროს ნაწილი გახდება და იცით კიდევ რას ოცნებობს? მითი არიყოს ადამიანის ვამპირად გადაქცევის ტრადიციები, იქნებ ეს ცხოვრება ჩემთვისაც გახდეს საინტერესო, დაღამდებოდა და ყველაფერი გაირკვეოდა.
თეთრი ბურუსი ჩამოწვა, ტყეში ვიყავი ყელი მტკიოდა, ხელი ყელთან მივიტანე და რაღაც ცივი ვიგრძენი, ხელი მივიშორე და სისხლი დავინახე, ნაკბენი მქონდა ყელი მეწვოდა და ტკივილისგან თაბრუხემხვეოდა, ყველაფერი ტრიალებდა. შემდეგ, ტყიდან ის გამოვიდა შავები ეცვა, სახეზე არანაირი ემოცია არ ეტყობოდა, შიში და ტკივილი ერთმანეთში ამერია.
- გთხოვ, არაფერი დამიშავო - ის ისევ შეუჩერებლად მოდიოდა, ფეხებს ვერ ვაქანებდი, ესე მეგონა ორმოში ვიდექი და ვაქცევის საშუალება არც კი მქონდა
- გთხოვ, გამიშვი , გთხოოვ... - მომიახლოვდა და ყელზე ხელები მომიჭირა, დაიხადა და მისი ეშვები ჩემს კაპილარში ღრმად ჩაერსო, ვგრძნობდი როგორ ცარიელდებოდა სისხლი ჩემს ორგანიზმში, ბოლოს სუნთქა ვეღარ შევძელი და ნათელ ფერებში ჩავიძირე.
კივილით გამომეღვიძა, გაოფლილს და შეშინებულს ტირილის თავიიც კი არ მქონდა, აივანზე გავედი სუფთა ჰაერი ყველაფერს მერჩივნა და მჭირდებოდა, გარეთ უკვე დაღამებულიყო ყველაზე მეტად ბურუსი მაშინება რომელიც მართლაც, სიზმარივით ტყეს შავი ბნელი ბურუსი ერტყა, თითქოს ბურუსი ტყის საიდუმლოს ინახავსო, ფილტვები სუფთა ჰაერით ავივსე და პირველ სართულზე ჩავედი
ყავა გავიკეთე და ცეცხლი დავანთე, არ მინდოდა მოსულიყო რადგან მისი მეშინოდა. დიახ მეშინოდა რომ სიზმარი რეალობას დაემსგავაებოდა და ის რაიმეს დამიშავებდა, ვერ მივხვდი რატომ ვიყავი ესეთი გულჩვილი და როგორ დავთანხმდი ჩემთან სახლში მოსულიყო, ის ხომ ცივსისლიანი არსებააა, ადამინიც კი არარის, არა მასსზე ნამდვილად ვერ ვიტყვი ადამიანია თქო. ან მისი მეგობარი რომელმაც ტყეში შემაშინა ისეთი.. ისეთი ამაზრზენი და საშიში იყო. როგორ უნდა ვენდო ესეთ არსებას, მაგრამ მაინც ყველაფერი უნდა გამერკვია, ეხლა ვერაფერს ვერ გავხვდებოდი რადგან უკვე დავთანხმდი. მაგრამ შემდეგ მას აღარ ვნახავდი, არასდროს. გარეთ სასწაულად წვიმდა, ელვა სახლს ანათებდაა ამიტომ სინათლე არც ჩამირთავს, გეგონებოდათ წვიმა რამეს გგლოვობსო, ჭექაქუხილი აქაურობას ანგრევდა დროგამოშვებით. მე კი ამ ამინდით ბედნიერი ვიყავი, მიყვარდა წვიმა და წვიმაში ძილი,საათს დავხედე 11:58 წუთი, პლედი შემოვიხვიე საშინელი სიცივე იყო სახლში, ბუხარიც კი ვერ ათბობდა სახლს ამიტომ ბუხართან ახლოს ვიჯექი, საათმა თორმეტჯერ ჩამოკრა და კარებზე დაკაკუნების ხმაც გაისმა, შემეშინდა გამახსენდა რომ ის უნდა მოსულიყო, ავდექი და კარები გავაღე. წვიმის წვეთები სახეზე წვეთებად ჩამოსდიოდა, შავი შარვალი და შავი მაისური ეცვა, შავ ფონზე კი მისი თეთრი სახე ანათებდა, მისი წითელი თვალები ანათებდა, როგორც კატის ღამით. ხელით ვანიშნე შემოდი თქო, უკან გავყევი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი პლედი ისევ შემოვიხვიე, მან კი მდივანზე კომფორტულად მოკალათდა.
- კარგია რომ დაკაკუნება ისწავლე და პირდაპირ არ შემოხვედი - შეურაწყოფილი სახით არ შემოუხავს,პირიქით გამიღიმა
- ადვილად ვწავლობ.
- კარგია, დავიწყო შეკითხვების დასმა? - თანხმობის ნოშნად თავი დამიქნია.
- ვამპრების გარდა ამ ტყეში სხვა არსებებიც არიან?
- არსებები? კი არიან, მაქცები, ფერიები და ჯადოქრები.
- და როგორ ცხოვრობთ იქ? ქალაქში არ გამოდიხართ? მოსახლეობა ვერ გამჩნევთ? - ფიქრობდა, ალბათ ეთქვა თუ არა ყველაფერი
- ტყეში რომ შეხვალ შუაში ჭაობია, ჩვეულებრივმა ადამიანმა რომ შეხედოს ამ ჭაობს ვერაფერს დაინახავს, უსასრულო ჭაობის გარდა და ჩვენ ვხედავთ იმას რაც არის, პატარა ქალაქი, დასახლება რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ოთხი ზებუნებრივი არსება, ქალაქიც ოთხ ნაწილადაა გაყოფილი, მაგრამ ყველას და ყველაფერს თავისი წესი აქვს, სიმშვიდე და ურთიერთპატიცისხემა, ეს რომ არიყოს ხალხი, ადანიანები ჩვენზე გაიგებემ, იქაურობა ძალიან ლამაზია, ასევე არიან ჩვენნაირებიც რომლებიც ჩვენთან არ ცხოვრობენ, ისინი ადამიანებთან ერთად ჰარმონიულას არსებობენ, მაგრამ მათაც აქვთ წესები, ვერავინ უნდა მიხვდეს ვინ და რა არიან. - თხეობა დაასრულა, ყველაფრის გადახარშვას ვცდილობდი
- და ესეთი ტყე მხოლოდ ერთია? - ეხლა კი მან გადაიხარხარა და შემომხედა
- არა, დაახლოებით 15-20
- ღმერთო ჩემო ამდეენი ხართ?
- ჩვენს ტყეში დაახლოებით ასნი ვართ, ყველგან ესე არიან.
- და ხალხი როგორ იკარგება ტყეში? ან რატომ როცა არაფრის დანახვა შეუძლიათ?
- ფერიები, ისინი მათ ექსპერიმენტებისთვის იყენებენ, ჩვენ მათ წინაშე უძლურნივართ, ისინი ძლიერები არიან.
- რითი იკვებებით?
- ცხოველებით და ადამიანებით ხოლმე, შეუმჩნევლად ისე რომ სხვამ არ დაგვინახოს.
- ღმერთო ჩემო. - მინდოდა მალე წასულიყო რადგან შიშისგან ვკანკალებდი
- მე რატიმ მიყვები ამ ყველაფერს? არ გეშინია რომ დაგასმენთ?
- ვერაფერს იზამ, ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ თქვენ ადამიანები.
უკვე გაბრაზებული მიყურებდა, ავდექი და მკაცრისახით შევხედე
- ადამიიანებს ცდებს უკეთებთ და კიდევ რაიმეს ამბობთ? - ისეთიუგრძნობი სახე ჰქონდა ვითომ ვირთხებზე ვკითხე რამე.
- ჩვენ ესეთები ვართ, მე შენი და შენნაირების სისხლის ვცოცხობ. აი ესარის ჩემი პასუხი ნიტა - სიმწრის ღიმილით გავუღიმე.
- და ეს არის სამართალი? ჩვენ არც კი ვიცით რომ არსებობთ და ამის გამო სისხლი უნდა ამოგვწოვით? ამის შემდეგ იტყვი რომ არსება ან მონსტრი არხარ? - თვალებში ცეცხლი აენთო, ისეთი გაბრაზებული იყო, უკან გადავდგი ორი ნაბიჯი,ადრენალინის მიზღვავებას ვგრძნობდი
- ნუ დაგავიწყდება რომ მეც იდესღაც ადამიანი ვიყავი და ვიცი როგორია ადამიანობა.
- არაფერიც, არაფერი არიცი, ცივსისხლიანი ხარ - ჩემსკენ წამოვიდა და ძალიან ახლოს მოვიდა, ვცდილობდი შიში არ დამტყობოდა.
- იცი რატიმ მიგიყევი ეს ყველაფერი? მაინტერესებდა როგორი რეაქცია გექნებოდა, როგორ მიიღებდი ამ ამბავს, შენს თავს შეხედე შიშისგან კანკანლებ, ესეთები ხართ თქვენ ადამიანები - შემდეგ ხელი, ყელის კაპილარზე დამისვა - შემიძლია, გიკბინო და რამოდენიმე წამში სისხლისგან დაგცალო, მაგრამ არაა რადგან ყველაფერი მოგიყევი ცოტათი ვიხალისებ შენით - ხელი მომკიდა და სახლის უკანა კარიდან გამიყვანა, ხმას ვერ ვიღებდი, განა არ მინდოდა? უბრალოდ ვერც კი ვლაპარაკობდი, ტყეში შემიყვანა და იმ ჭაობთან მიმიყვანა რაზეც მელაპარაკებოდა მშვიდად რამოდეიმე წუთის წინ.
- რასაკეთებ? უკან წამიყვან ახლავე - ჩემსკენ შემოტრიალდა და ბოროტად ახარხარდა
- შეგეშინდა ნიტა? შენით მოგიწევს უკან დაბრუნება. მხოლოდ შენით, ვამპირს თხოვ დახმარებას და სახლში წაყვანას? ბედის ირონიაა არაა? მიდი წადი. - იმდენად გავბრაზდი, იმდენად რომ ტირილს ვიკავებდი, ხელი გავაშვებიე და ბნელ ტყეს შევხედე, ის მართლაც ბნელი იყო, საშიში და ჩუმი.
- წავალ, დიახაც წავალ. - შევტრიალდი და ზურგს უკან "ვამპირი" ალაპარაკდა.
- ლონდონში ესეთ ტყეში შევედი, 19 ვიყავი გარდატეხის ასაკი მქონდა, დეპრესიაში ვიყავი იმის გამო რომ დედა და მამა შორდებოდა, მარტო ყოფნა მინდოდა ტყეში რომ შევედი ერთი ადამიანი შემხვდა(მაშინ ადამიანი მეგონა) , დიდ ქვაზე ვიჯექი ხელები სახეზე მქონდა მიფარებული, მკითხა და გჭირსო ჯერ შემეშინდა და მერე ვუყვირე რაშენი საქმეა თქო, მკითხა გინდა დაგეხმაროვო, შემდეგ კი მიკბინა, რომ გამოვიღიძე ამ ტყეში ვიყავი ამ ადგილას ვეგდე, სისხლი მთელ მაისურზე მქონდა, მაგრამ ამ ტყის მაგივრად მე ქალაქს ვხედავდი რომელიც არც თუ ისე შორია და იცი რატომ? მე უკვე ვამპირი ვიყავი, მას შემდეგ 98წელი გავიდა და მე ისევ ვამპირი ვარ, ალბათ სახელს მკითხავდი ადამიანი რომ ვიყო, რონი მქვია. წარმატებებს გისურვებ ნიტა. უკან შევტრიალდი მაგრამ ის იქ აღარ იყო, მხოლოდ მის აჩრდილს ვხედავდი წარმოსახვაში როგორ იწვა ამ მინდირზე დასისხლიანდბული, მარტო, შესინებული და გავამპირებულები, იქ ის მოკვდა როგორც ადამიანი და გაჩნდა როგორც ვამპირი, ტირილი მინდოდა მაგრამ ჯერ აქედან უნდა გამეღწია ყველაფერზე დასაფიქრებლად. გავიქეცი, ესე არასდდოს გავქცეულვარ, რონიმ აქ რომ მომიყვანა სულ რამოდენიმე წამი დაჭირდა მე კი ჯერ ხის სახელობის აბრასაცკი ვერ ვხედავდი ( პირველად მოვიხსენიე ის სახელით) გავჩერდი რადგან ფილტვები გასკდომაზე მქონდა, ის სიზამარი გამახსენდა რაც ბოლოს მესიზმრა, იგიცე სიტუაცია იყო, ბურუსი ხეები და გამეფებული სიჩუმე, ჩურჩულის ხმა გავიგონე და წამოვიყვირე, სიტყვებს კარგად ვერ ვიგებდი მაგრამ მაინც მესმოდა "ის არის? კი ისარის" მეორე ხმა პასუხობდ უფრო ბოხი " არვიცი, მას გავს " პირველი ხმა სიცილით პასუხობდა " უყურე როგორი შეშინებულია, საწყალი" , " ისეთი ტკბილი სუნი აქვსს, ვეთამაშოთ?" , შემდეგ აღარაფერი გაიგონია რადგან მოვრბოდი, იმდენი ვირბინე სანამ ხის აბრას არ შევასკდი, სიხარული და ტკივილი ერთად ვიგრძენი, შუბლზე თბილ სისხლს ვგრძნობდი, არვიცი როგორ მაგრამ ტბამდე მივაღწიე ტყიდანრომ გამოვედი საბოლოოდ გავიგე როგორ თქვა ქალის ხმამ " ჩვენ ის გვჭირდება, მას ისეთი კარგი სუნი აქვს" , სახლში შევარდი და კარები კარგად ჩავკეტე, არვიცი საიდან ჩემოსმოდა ან მესმოდა ეს ხმები მაგრმ მეგონა ვინმე ყურში ჩამჩურჩულებდა ამ ყველაფერს. სამი ჭიქა წყალი დავლიე და ყველა კარი, ფანჯარა ჩავკეტე. ოთახში ავედი და საბანში გავეხვიე, რამოდენიწამში ფანჯრის ჩალეწვის ხმა გავიგე და შეშინებული წამოვარდი, ქვაზე მიმაგრებული იუყო ჩემი ტელეფონი მავთულხლართით, შარვლის ჯიბეში მედო ალბათ ამომივარდა მათ თქვეს რომ მეთამაშებიან და ისინი ამას ნამდვილად აკეთებენ. ფანჯარაძი გავიხედე და წითელ თმას მოვკარი თვალი, სიბნელეში იდგა და არ ჩანდა მისი სახე, ქალი იყო. შემდეგ შეტრიალდა და ხეებში გაუჩინარდა. გულაჩქარებული და მარტოსული ვიყავი, ვლოცულობდი თუმცა არვიცი ეს მიშველიდა თუ არა, საკუთარი გულის ცემა მესმოდა, ისინი გაიმარჯვებენ ამის მჯეროდა, მაგრამ მე არ დავნებდებოდი მხოლოდ 23 დღე უნდა გამეძლო აქ, იმაზე ძლიერი და უშიშარი უნდა ვყოფილიყავი ვიდრე ოდესმე. ოთახის კუნხეში ოთხად მოვიკეცე და ტირილიდავიწყე.
დილით გამეღვიძა, არვიცი როგორ ჩამეძინა მაგრამ კოშმარი აღარ დამსიზმრებია იმიტომ რომ სიზმარში მთელი საღამო ვიყავი, მთელი ჩემი ცხოვრება გახდა კოშმარი, კოშმარი რომლიდანაც გამოღვიძება არ შემიძლია.
სააბაზანოში შევედი, გამოსვლა არ მინდოდს მეგონა წყალი, რომელიც ჩემს სხდულს წმენნდა სიბინძურეს, ტკივიკს, შიშს და დაძაბულობას ჩამომირეცხავდა. ბოლოს მაინც გამოვედი, რეალობას უნდა შევგუებოდი. თვალებს ვხუჭავდი თუ არა წითელთმიანი ქალი მელანდებოდა, შემდეგ რონი რომელიც მიწაზე უმოწყალოდ ეგდო, სისხლიანი და დაუცველი, გული საშინლად მეტკინა, მაგრამ... დიახ მაგრსმ ვერაფერს ვერ გამოვაწორებდით, ის უკვე შეიცვალა, მოკვდა როგორც ადამიანი, მაგრამ სასუფეველი ვერ ჰპოვა მისმა სულმა.უსასრულო ცხივრების გზაზე გადაიჩეხა, ნებით თუ უნებლოეთ ამას მნიშვნელობა არააქვს როდესაც ეს უკვე მოხდა. გუშინ მარტოდმარტო დამტოვა შუა ტყეში, მისთვის ხომ არაფერი დამიშავებია ის ცივსიასხლიანი და მონსტრია, რეალობას უნდა ჩახედოს თვალებში. მაგრამ ადამიანს იმის დაჯერება არასდროს არ უნდა რაც მართალია, შეიძლება ხვდებოდეს სიმართლეს მაგრამ თავს არწმუნებდეს რომ ეს ტყუილია. ესეთები ვართ ჩვენ არა მხოლოდ ზებუნებრივი არსებები, ადამიანს დაბრკოლებებთან პირისპირ დადგომის ყოველთვის ეშინია, სასაცილოა არაა? თუმცა სასაცილო სრულებით არარის. უსასრულო ტანჯვა გველის წინ, სუსტებს. მეც სუსტივარ მაგრამ ჩემზე სუსტი ისაა ვინც ამას არ აღიარებს. შარვალი და ფართე სვიტერი ჩავიცვი, ერბო კვერცხი შევჭამე და სიგარეტს მოვუკიდე, ორი ღერი მოვწიე ერთად ეს რეკორდია. არ მინდა ამ გაუგებრიბაში ყოფნა სანამ მზე გადავა ტყეში უნდა დაბურნდე, ყველაფერი უნდა გავარკვიო, ყველაფერი.
- გამოდიიით, მე აქ ვარ თქვენს ტერიტორიაზე - შუა ტყეში ვკიოდი, შიში, და გაქცევის სურვილი გამიქა, სახლში ვერ ჩავიკეტებოდი და ამ სახლიდან არ გავიქცეოდი, ამაზე დიდ შეცდომას ვერ დავუშვებდი, ვივჯ სახლში რომ წავიდე, უკან რომ დავბფუნდე მთელი ცხოვრება ვინანებ.
- ჩემი ფეხით მოვედი თქვენთან, მოდით მე აქ ვარ - მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევდა ტყეში გამეფებულ სიჩუმეს. არავიმ, არავინ გამოდიოდა.
- რისი დამტკიცება გინდა? რომ მამაცი ხარ? - უკან შევტრიალდი, ჩემს წინ წითელთმიანი გოგონა იდგა, მასაც რონივით თეთრი სახე ქონდა, ისეათი ლამაზი იყო, ესე მეგონა ნახატი იყო. გამბედაობა მოვიკრიბე
- არა მე ადამიანი ვარ რომელსაც ყველაფრის დამტკიცება უნდა, მე ადამიანი ვარ რომელსაც არ უნდა მთელი ღამე შიშში და ტირილში არ გაატაროს - მკაცრი სახე შეეცვალა და სახეზე თანაგრძნობა ეტყობოდა
- მაპატიე, არ მინდოდა შენი ფანჯრის გატეხვა უბრალოდ ვერ მოვიფიქრე როგორ მომცა შენთვის ტელეფინი, სახლში რომ შემოვსულიყავი შეგაშინებდი და ეს არ მინდოდა.
- გუშინ ბევრი რამ მოხდა, რონიმ ჭაობთან დამტოვა მარტო, შემდეგ ვიღაცეების ჩურჩული მესმოდა როგორ ლაპარაკობდნენ ჩემზე, მათ თქვეს რომ მე ის ვარ, ვინ ის? - ბოლოს თითქმის ვკიოდი, რადგან ყველაფერი ისევ გამახსენდა.
- ჯონი და ჯასტინი იყვნენ, ისინი ვერაფერს დაგიშავებნენ, მაგრამ არ ვიცი ეს რატომ თქვეს. შენ აქ არუნდა იყო? ნუთუ არ გესმის? როგორც ვხვდები რონიმ ენა ვერ გაააჩედა და ყველაფერი მოგიყვა, შენ აქედან უნდა წახვიდე, ვერავინ დაგიცავს მაიკლმა თუ ყველაფერი გაიგო.
- მაიკლი ვინ არის?
- მაიკლი 900 წლის ჰიბრიდია, ის ყველაზე ასაკოვანი და ძლიერი ჩვენს ტყეში, ის ძალიან საშიშია.
- ამას მნიშვნელობა არააქვს, შენ იცი ჩვენს შესახებ ყველაფერი. არვიცი რონი რამ გააგიჟა ესეთი რამ არასდრის გაუკეთებია, შენზე თუ არა საკუთარ თავზე მაინც უნდა ეფიქრა - თავი გაბრაზებულმა გააქნია
- მე არაფერ შუაში არვარ, ჩემი ბრალია აქ რომ ჩამოვედი მაგრამ მე ხომ არვიცოდი არაფერი.
- შენ არ გადანაშაულებ, უბრალოდ მეცოდები. მაიკლი თუ გაიგებს არ გაცოცხლებს დამიჯერე - თუ ამ ვამპირს ეშინია იმ მაიკლის, მე ორმაგად უნდა შემეშინდეს, მითუმეტედ ვიცი რა არის ჰიბრიდი, ვამპირის და მაქციის ნაჯვარი ( მადლობა გადავუხადე ღმერს გულში "ვამპირების დღიურს" რომ ვუყურე)
- აქ აღარ შემოხვიდე, შენთვის რამის დაშავრბა რომ დომოდათ გუშინ ან აქამდეც გააკეთებდნენ.
- მადლობა რომ დამელარაკე და მომისმინე.
- მეც ადამიანი ვიყავი და ეხლაც ადამიანი ვარ გულით რომელიც არ ფეთქავს, მაგრამ ვამპირობა მე მინდოდა, განა არის რაიმე ამაზე კარგი?
ტყე ისე გავიარე არ შემშინებია, ახალი დარდი დამემატა ვიღაც მაიკლი, იმ ჯონის ან ჯასტინს რომ ეთქვათ რამე? არაა აქამდე ეტყოდნენ. ტბასთან მივედკ და ჩამოვჯექი თან ტელეფონმა დარეკა
- დედიკო?
- ნიტა ჩემო ყვავილო, როგორ ხარ?
- კარგად დე, თქვენ როგორ ხართ?
- ჩვენ კარგად, შენთვის სიურპიზი მაქვს - ოღონდ ეს არა, ოღონდ ეხლა არა
- რა სიურპრიზი? -მამას ხმა გავიგინე როგორ ღიღინებდა
- შენთან ორი დღით მოვდივართ, დღეს ღამის გამოვფრინდებით და დილას უკვე მანდ ვიქნებით ყვავილო - დედას იმდენად ბედნიერი ხმა ქონდა არ მინდოდა, ჩემი დაძაბულობა შეემჩნია
- მართლაა? როგორ მოახერხეთ?
- საყვარელო ნიუორკიდან ხუთი დღის შუალედი გვაქვს მაგრამ მგზავრობა სამ დღეს წაიღებს, ჯერ შენთან ლონდონში შემდეგ ერთ ქვეყანაში მივდივართ და ორი დღე გვჭირდება, ყველაფერს მოგიყვები ხვალ.
- კარგი დედა, ზუსტ კოორდინატებს გამიგიგზავნი, გკოცნით.
- ჩვენც ყვავილო - და გათიშა, ბედნიერი ვიყავი რომ ისინი მოდიოდინენ მაგრამ ამავდროულად შიშით ვკანკალებდი, ყველაფერს რომ მიმხვარიყვნდნ? ან რომელიმე ვამპირს ჩემს სახძლში შემოსვლა ეცადა? ყველაფერი ერთმანეთში აირია, ცოტახნინდელი თავდაჯერება წამებში გაქრა, ყველაფერი თავაყირა ამოტრიაკდა, დედას ვერასდროს ვერაფეს ვატყუებდი ის სულ სხანაირი იყო, რომ რამე შენიშნოს.... რო შენიშნოს ცუდად ვარ ვიცი არ მომასვენბს. მათ ჰგოინიათ რომ მე ვისვენდებ, ჭამის და კითხვის მეტს არაფერს ვაკეთებ, ესეც უნდა იყოს რომ არა ეს ტყე.
მაგრამ რომ დავუფიქრდეთ, ყველაფერი ისე ჩანს რომ ეს უნდა მომხდარიყო, მე აქ უნდა ჩამოვსულიყავი ტყესთან და მისი ისტორია, მითები, ბინადრები და სიბნელე მცოდნოდა. ყოველთვის არარეალურ სამყაროს ვქმნიდი, ჩემი ზოდიაქრო თევზები ამაში ხელ მიწყობდა. ყოველთვის გონებაში მქონდა ადგილი რომელიც დედამიწაზე არ არსებობს, პატარაობიდან პატარა მეოცნებე და უკვე დიდი გოგო ვიყავი. ოცნება ნარკოტიკივითაა თუ მიეჩვიე ვერც შეეშვები, უფრო და უფრო მეტი გინდა, მაგრა თუ დიდი დოზით მიიიღე ის დაიყუპები. რა არის სიკვდილი? ეგ არც მე ვიცი, თქვენ გჯერათ გარდაცვალებიდ შემდეგ სიცოცხლის? რომ ის გრძელდება? ამ ყველაფეზე ფიქრს რომ მიწყებ ვიძაბები რადგან არაფერი ვიცით, სრულიად არაფერი.
უკვე ღამდებოდა, მზე ჩადიოდა და მას სხივები და სინათლეც რომელიც არემარეს ანათებს თან მიჰქონდა. ნახევარ მთვარე იყო, კაშკაშა. ჩემი ვარსკვკავდბის ძებნა დავიწყე და მივაგენი, ერთი დიდი და მეორე კი პატარა და კაშკაშა, ერთმანეთის საპირისპირო მხარეს იდგნენ მაგრამ ახლოს, გეგონრბოდათ ერთად მარადიულად ცხოვრობენო.
მომეძინა ამიტომ ლოგინში თბილად დავწექი, გატეხილი ფანჯრიდან ცივი ნიავი შემოდიოდა, ხვალ მამას გავაკეთებინებ. დილის 8საათზე გამეღვიძა ტელეფონს დავხედე ორი. შეტყობინება დამხვდა.ერთი დედასგან მეორე კი უცნობი ნომრისგან. " 2 საათში შენთან ვიქნებით ყვავილო" თან ფოტო ახლდა დედას და მამას ფვითფრინავში, ისეფი დაღლილი სახეები ქონდათ გული დამეწვა მეორე შეტყობინება კი იყო... "მაიკლმა ყველაფერი გაიგო, გაიქეცი ის აუცივლებლად გიპოვის. p.s შენი ნომერი ტელეფონს სანამ შემოგიგხდებდი მანამ ამოვიწერე. "
მაიკლი მიპოვის და არა მხოლოდ მე, შენს თავს გაუმეორე ნიტა ის მონსტრია, ის ყველაზე საშიში არსებაა. დედა და კამა 2საათში აქ იქნებიან, მაიკლი ალბათ უფრო მალე, ან ღამით სადილისთვის მოშიებული.

სულიერად დაცემულხართ? აი ისე რომ არავის ნახვა არ გდომებოდათ, არცერთი სულიერის დანახვის სურვილი და ლაპარაკის ხომ საერთოდ გულის რევის შეგრძნებას გიჩენდეთ. მე ეხლა ვგრძნოვ თავს ესე, კარგით რა არ მჯერა იმ ხალხის რომელის ცხოვრებას ნათელი ფერებით უყურებენ შემდეგ კი დაბრკოლებას გადაეყრებიან თუ არა სამუდამო დეპრესიაში ვარდებიან, სამუდამო დეპრესიაც კი გავრცელებული სენია, აი მუდმივად რომ იცინი და ვაი იმ გაცინებას! სიმღერის ტექსტს რომ აიჩემებს ისე მაქვს დღეს გონებაში ორი რამ მაიკლი რომელსაც არ ვიცნობ და მეშინია მისი და მეორე ჩემი მშობლები. დედამ შეტყობინება გამომიგზავნა '' თვითმფრინავი იგვიანებს ჩამოფრენას დიდი თოვლის გამო, მაგრამ არ ინერვიულო ყვავილო ორ საათში მე და მამა შენთან ვიქნებით, გკოცნი » ალბათ ესეთ სიტვაციაში რომ არ ვყოფილიყავი უუსაზყვროდ ბედნიერი ვიქნებოდი მაგრამ ეხლა სიმართლე გითხრათ ბედნიერების გარდა ყველაფერს განვიცდი. გუგლში ახლო რესტორანი მოვძებნე, მიტანის სერვისით, ნომერი ამოვიწერე და დავრეკე. ორი ბეკონი და დედისთვის ბოსტნეულის სალათი შევუკვეთე, დედა ვეგეტარიანელია უკვე სამ წელზე მეტია, უნდოდა მე და მამაც დავერცმუნებიეთ და მისთვის მიგვებაძა მაგრამ ამაოდ, მამა გურმანია უყვარს ჭამა, მითუმეტეს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროს. მეც მიყვარს ხორცი, კონკრეტულად მხოლოდ ხორცზე შეიძლება არ ვგიჟდებოდე მაგრამ თითქმის ყველნაირი საჭმელი მიყავს ასე რომ არაფერზე უარის თქმას არ ვაპირებ, ჯანდაბას ჯანსაღი ცხოვრება. შეკვეთა ერთ საათში მოიტანეს სადილი გავაწყვე და მეორე სართულზე ოთახების დალაგება დავიწყე, გატეხილ ფანჯარაზე ტყუილი უკვე მოვიფიქრე მამას ვეტკოდი რომ ქარში ღია დამრჩა. აივანზე გავედი ერთი ღერი სიგარეტი ამოვიღე და მოვწიე. თან ტყეს ვუყურებდი როგორ უხდებოდა მის იდუმალ სიშავეს თეთრი ფენა, თოვა გუშინ დაიწყო მთელი ღამე თოვდა, ოთახში დამტვრეული ფანჯრის გამო ვერ გავჩერდი საშინლად სიოდა, ამიტომ ბუხართან მოვკალათდი. ისევ თოვს მე კი მალამოსავით მედება გულზე, რადგან თოვლი მიყვარს (რათქმაუნდა როდესაც სახლში ვარ თბილადდ) საათს დავხედე სულ რაღაც ორმოც წუთში ჩემები მოვიდოდნენ, პირველ სართულზე ჩავედი სახლის უკანა კარებით ტბასთან გავედი, საშინელი სიცივე იყო, ტბა კი გლუვ სარკეს გავდა, მინდოდა შევხებოდი მაგრამ შემეშინდა. შემდეგ ტყეში შევედი და ტყის აბრასთან ახლოს დავდექი. რონი, წითელ თმიანი გოგო, მაიკლი, ხმები და ტყე რომელიც ამ ყველაფრის მესაიდუმლეა თან ისეთი რომ ვერც კი ინატრებდი, ტოტებიდან თოვლი ცვივდება და სქელ ფენას ემატება. მე კი ის მენატრება, რონი ბიჭი რომელიც ვამპირეად აქციეს ძალიან, ძალიან მენატრება.
ზარი ხმა გავიგონე და სიხარულით გავიქეცი კარისკენ, მაგრამ ხელებში ლუკასი შემრჩა, ბიჭი რომელიც უკვე გავიცანი. ცოტათი გამიკვირდა ამ დროს მისი ნახვა მაგრამ არ გავბრაზებულვარ პირიქით გამიხარდა ამდენი ხნის შემდეგ ცოცხალი, სულიერი არსების დავანახვა.
— ლუკას როგორ ხარ? — ხელით ვანიშნე შემოდი თქო მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა შემდეგ თბილად გამიღიმა.
— არა ნიტა, მეჩქარება ბებოს წნევის წამალი უნდა მივუტანო, ეს სახლი უნდა გამევლო და ვიფიქრე გნახავდი როგორ იყავი ან რაიმე ხომ არ გჭირდებოდა.
— მადლობა ლუკას მოკითხვისთვის, კარგად ვარ არაფერი მიჭირს, შეგიძლია შემომიარო ხოლმე ყავაზე.
— აუცივლებლად. ეხლა წავალ დროებით ნიტა. — ლუკმა ხელი დამიქნია და გზას გაუყვა, სანამ კარებს დავკეტავდი ჩემს სახლთან ტაქსი გაჩერდა, დედა სირბილით წამოვიდა ჩემსკენ და ტირილი დაიწტო, მამაც მოვიდა და ანაღლიანებული ხმით დაიწყო ლაპარაკი.
— ჩემო ფერია, ისე გვენატრებოდი, ჩემო ტკბილოო — მეც ვეღარ გავუძელი და ტირილი დავიწყე, სამი თვე გავიდა რაც არმინახია ისინი, ამდენი ხნის მონატრებით გამოწვეული ტკივლმა ერთიანად იფეთქა.
მამას მოეწონა სტეიკი, დედას კი სალათი და გული აუჩუყდათ ასე რომ ვიფიქრე მათზე და
არ დამვიწყებია მათი გემოვნება. სადილის შემდეგ მე და დედა ბუხის წინ მდივანზე მოვკალათდით, სამ დღეში მიდიოდნენ, ოცი დღის სანამ მე აქ ვიქნებოდი შემდეგ კი დანაპირებს აასრულებდნენ და ნიუ-ორკში სამივე ერთად წავიდოდით დასასვენებლად. დედა ემოციებით მიყვებოდა ქვეყანაზე რომელშიც გიდობა უნდა გაეწიათ, ყველანა საქართველოში, კერძოთ ყაზბეგში უნდა წასულიყვნენ, ერთ-ერთი შეიხი დაინტერესებული იყო იქაურობაზე. დედა აღტაცებით ათვალიერებდა ყაზბეგის ულამაზეს ფოტოებს რომელმაც მეც კი მომნუსხა, ისეთი სილამაზე იყო, ისეთი ლამაზი იყო იქაურობა. მთები ერთმანეთის მიყოლებით იყო, გეგონებოდათ ნახატია ან სპეციალურად გააკეთა ვინმემო, თოვლი მთებს იდეალურად ერწყმოდა დედა კი ბედნიერებით ემოციებს ვერ მალავდა
— შეხედე ნიტა რალამაზია იქაურობა, აი ამიტომ მიყვარს ჩემი სამსახური, მე ყოველთვის თვითმხილველი ვხვდები ბუნების ამ სილამაზეებისა — მეც მომინდა წასვლა ფოტოების ნახვის შემდეგ და დედას არც, ვერც კი განვიკიცხავდი.
დედას მალევე ჩაეძინა, მამამ მტხოვა წამოდი სახლის უკან გავისერინოთო, შეშინებულმა უარი ვუთხარი მაგრამ ისე დაიჟინა ვერ შევეწინააღმდეგე. ტბას გავცდით და ტყეში შევედით მზე დიდი ხნის ჩასული იყო მხოლოდ თოლის თეთრი ნათებით ვხედავდით ყველაფერს.
—მამა წამოდი გაიყინები რა გვინდა აქ?
—შვილო როდის მერე გახდი მშიშარა? თოვლი ყველაფერს ანათებს და თბილად გაცვია. -ტყის აბრას მივუახლოვდით მამამ წაიკითხა თუ არა ადგილზე გაშეშდა, შემეშინდა რაიმე ხოარ დაინახა თქო და შეშინებულმა ვკითხე
—მამა რა არის?
—არაფერი შვილო, ამ ტყის შესახებ მგონი მსმენია- ამაკანკალა, არა სიცივისგან არამედ შიშისგან, ვაი თუ მამას სტატია აქვს წაკითხული თქო
- საიდამ? - ის ფიქრებში იყო ჩაფლული ისე შემომხედა ვითომ ეხლა შეამჩნია რომ მეც იქ ვიყავი.
- გრძელი ისტორიაა, ერთ-ერთ ჩვენმა დამქირავებელმა მიამბო - დავინტერესდი და დავაძალე მოეყოლა მან კი დაიწყო.
- პარიზის მუზეუმების გიდებად ერთმა ახალგაზრდა წყვილმა დაგვიქირავა, ორი შვილი ახლდათ და გოგონას მამა, რომელიც ასაკთან შედარებით მშვენივრად გამოიყურებოდა, დათვალიერების შემდეგ პიკნიკი მოაწყვეს ეიფელის წინ მინდორზე და ჩვენც დაგვპატიჟეს, როდესაც ვლაპარაკობდით ერთ-ერთმა შვლიშვილმა ბაბუას რაიმე ამბის მოყოლა სთხოვა, ბაბუა ჯერ ფიქრობდა რა მოეყოლა ბავშვებისთვის, შემდეგ კი ღრმა ფიქრებში წავიდა და ისე დაიწყო მოყოლა რომ არც კი ველოდით ყველა მონუსხული გავჩუმდით ის კი ლაპარაკობდა ; არსებობს სახელად ტყე, რომელსაც ბნელ ტყეს ეძახიან, ის ერთ პატარა ქალაქშია, ლონდონში ამ სახელის ტყე ერთადერთი იყო, როგორც ტყე იყო ერთადერთი ამ ტყეში ყველაფერს ნახავს ადამიანიო, ყველაფერს განსხვავებულს და უჩვეულსო, ბერიკაცი თხრობის დროს იღიმებოდა და ნატრუბოდა ნეტავ კიდევ მოვხვდე იქო, არვიცი ტყემ ეს ბერიკაცი როგორ მოაჯადოვა რადგან ლაპარაკის დროს თვალები უპრწყინავდა და სადღაც ძალიან შორს იყო, დედა და ის გოგონა ვისი მამაც ეს კაცი იყო იმ დღეების შემდეგ დამეგობრდნენ და მან უთხრა რომ ბერიკაცი ისევ წამოვიდა ტყის სანახავად და ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა შინ - მამა გაჩუმდა მონუსხული უყურებდა ტყეს - არვიცი ეს ტყეა თუ არა მაგრამ გული მიგრძნობს რომ ეს უბრალო ადგილი არარის, აქ ჰაერიც კი სხვანაირია შვილო.
- კარგი რა მამა, უბრალოდ სუფთა ჰაერია - შოკში ვიყავი, ის კაცი თუ ამ ტყეში შემოვიდა როგორ დაინახა ჭაობის მაგივრად ქალაქი? ან უკან როგორ გაბრუნდა.
- წავედით მამა გაიყინე - მამას ხელი მოვკიდე და ისევ გავიგონე, ის ხმები რომელიც არ უნდა გამეგონა. " ხედავ სხვაც მოიყვანა მოდი მოვკლათ ორივე, ვეღარ ვუძლებ, მას ამის უფლება არ ჰქონდა. " ბოხმა ხმამ უპასუხა " მაიკლი მიაკითხავს მათ ეს ხომ იცი არა? წამოდი ცდუნებას ვეღარ ვუძლებ." და ისევ სიჩუმე.
- ნიტა გათეთრდი ესე გცივა? წამოდი სახლში შევიდეთ.
მაგრამ მე ისევ ჩამესმოდა ხმა ''მაიკლი მიაკითხავს მათ, ხომ იცი არა? " ის მოვა, აუცვილებლად მოვა.
მთელი ცხოვრება სიკვდილის არიდებას ვცდილობთ. ვიგონებთ, გვიყვარს, ვლოცულობთ, ვიბრძვით და ვკლავთ. სინამდვილეში კი რა ვიცით სიკვდილის შესახებ? მხოლოდ ის რომ იქიდან არავინ ბრუნდება.
დილით სიცივემ გამომაღვიძა, მართალია მამამ ახალი მინა ჩასვა ფანჯარაში მაგრამ გარეთ გამეფებული სიცივე სახლშიც შემოდის, ტკბილმა სურნელმა მომნუსხა და დედას სახლში ყოფნაც მთელი არსებით შევიგრძენი. დედას ღუმლიდან კექსი გამოქონდა, მამა სათვალით იჯდა ბუხართან და ქსეროქსების გროვას უყურებდა.
-დილა მშვიდობისა მამა, რასაკეთებს? - მამამ შემომხედა ადგა და შუბლზე მაკოცა
- ყაზბეგის ისტორიას ვსწავლობ, თითქმოს დავასრულე. დედა შენს საყვარელ კექს აცხობს. - მამას სიყვარულით შევხედე და დედასთან წავედი
- გაიღვიძე ნიტა? დაჯექი ისაუზმე და კექს მოგიჭრი.

მთელი დღე დედას და მამას ისტორიებს ვუსმემდი, ისე დაღამდა ვერც მივხვდი, დილით მშობლები ადრე მიდიოდნენ ასე რომ ვთხოვე დაეძინათ, ჩემს ოთახში თბილად დავწექი და თვალები დავხუჭე სიჩუმეს ვუსმენდი რომელიც უმოწყალოდ გამეფთა გარშემო. სააბაზანოში შევედი ცხელი წყალი ცივ სხეულს მალამოსავით ელამურებოდა, ალბათ ორმოცი წუთი მაინც ვიყავი სააბაზანოში, თეთრი პირსახოცი ტანზე მოვიხვიე და ოთახში შევედი, სავარძელში მჯდომო რონი რომ დავნახე , არ მიყვირია არა იმიტომ რომ დედა და მამა გვერდით ოთახში იყვნენ, არამედ იმიტომ რომ მომენატრა, მისი არ მეშინოდა რომც მოვეკალი არ მეშინოდა. მშიშარა რომ ვყოფილიყავი დიდი ხნის წინ წავიდოდი აქედან.
- შეგიძლია ჩაიცვა, არ გიყურებ - გამეღიმა, ატლასის ხალათი მოვიცვი და წინ დავუდექი
- მაიკლმა გამოგგზავნა არა? - თავი აწია და თავიდან ბოლომდე შემათვალიერა, ჯერ კიდევ სველი ვიყავი.
- მაიკლმა ყველაფერი იცის ნიტა, შეიძლება ჩემი არ გეშინია მაგრამ ის საშიშია, გესმის? უნდა წახვიდე ხვალვე უნდა წახვიდე აქედან. - მის წითელ თვალებში ვნებას,შიშს და ლტოლვალს ვხედავდი. მას ეშინოდა, ეშინოდა რომ მომკლავდნენ ან მისნაირად მაქცევდნენ.
- ეს მეც ვიცი, ყველაფერი ვიცი. ჩემი მშობლები დილით ადრე მიდიან მათ ვეღარანირ ზიანს მიაყენებენ, მე კი ყველაფრისთვის მზად ვარ. - წამის მეასედში ჩემთან გაჩნდა, მრისხანება თვალებიდან ვულკანივით ამოდიოდა.
- სიკვდილი გინდა? ეს გინდა არაა? - მის გულთან ხელი მიმადებინა რომელიც არ ფეთქავდა. - ეს თუგინდა შეგიძლია ეხლავე მოიკლა თავი, სწრაფად და უმტივნეულოდ ნიტა.
- უბრძოლველად არ მოვკვდები, მაგრამ შეგიძლია ერთი რამ ამისრულო მანამდე? - გაკვირვებით შემომხედა ალბათ ვერ წარმიდგენდა რაიმეს თუ ვთხოვდი
- რა ნიტა? - მისგან თანხმობას აღარ დავლოდებივარ ისე ვაკოცე. დიახ ვაკოცე ეს მის შემდეგ მინდა რაც პირველად დავინახე, თავიდან შემეწინააღდეგა, შემდეგ ხელში ამიყვანა კედელთან მიმიყვანა და ფრანგულად ისე მაკოცა ვერც კი აგიღწერთ, სისხლის ტკბილი გემო ჰქონდა, მუხლზე მის ცივ ხელებს ვგძნობდი. კანკალებდა მე კი ვნებით და ადრენალინის მოზღვავებით ხელებს თმებზე ვუჭერდი ფაფუკი ნაზი თმა ჰქონდა. არვიცი რამდენი ხანი ვიყავით ესე, ბოლოს ხელი გამიშვა.
- ჩემი უნდა გეშინიდეს და არა მკოცნიდე გასაგებოა? - იმდემად ნაღვლიანი სახე ჰქონდა, მომინდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ.
- მომკლავ მიკბენ და სისხლისგან დამცლი? მიდი რას ელოდები? - გამომწვევლად ავიწიე თმა და ყელი დავანახე, ისევ კანკალებდა თვალები ისე გაწითლებოდა როგორც არასდროს, ალბათ ჩემ თბილ სისხლსაც კი გრძნობდა. მე ეს უნდა გავაკეთო და გავაკეთე კიდეც, ახლოს მივედი ფეხიდწვერებზე დავდექი და ყურში ჩავჩურჩულე '' მიკბიმე''
- ნიტა გადი, ვერ გავჩერდები
- გაჩერდები, თუ არ გამოცდი ვერ მიხვდები.
და მიკბინა, ვიგრხენი როგორ გაიყო კანი ორ ადგილას, როგორ მიისწრაფვოდნენ კაპილარებში სისხლი. სრულ ეიფორიაში ვიყავი, ვფრინავდი მაგრამ ეს მალევე დამთავრდა რონმა ხელით მიბიძგა.
- ხვდდები რასაკეთებ? შენ, შენი თავი არ გიყვარს და სხვას როგორ უნდა უყვარდე - და თვალის დახამხამებაში გაქრა.
დილით დედა და მამა გავაცილე, არ გვიტირია რადგან 20დღეში ერთმანეთს ისევ ვნახავთ. ერთი წუთიც კი არ მძინებია, რონი სიზმარივიზთ მექცა და აი ამ გრძელ, ცივ ღამით მივხვდი რომ მე რონი, ბიჭი რომელიც ვამპირად აქციეს შემიყვარდა. უიმედო სიყვარულზე რა აზრის ხართ? აი მაგალითად ძალიან მაგარი ბიჭი რომ გაიცანი მაგრამ იცი რომ არაფერი გამოგივათ. ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე ( არ მახსოვს ზუსტად რომლიდან) როდესაც ყველაზე მეტად არ ელოდები სიყვარულს მაშინ მოგიკაკუნებს კარზეო და სრულიიი სიმართლეა, ფანტასტიურიააა იმდენად რომ ემოციებით ბუხარში თავის ცოცხლად დაწვაც კი მომინდა. ამ ხასიათის ფონზე დედას დილით გაკეთებული სალათი ცეზარი თითქმის მთლიანად შევჭამე, ორი დღის მოთბენის შემდეგ ორი ღერი სიგარეტიც მოვწიე და მამას დატოვებული სამასი დოლარი სილის ვაზაში ჩავდე. გარეთ უკვე ბნელდებოდა აივანზე პლედით გავედი მესამე ღერს მოვუკიდე და ტყეს დავუწყე ცქერა როდესაც გავიგონე ''მაიკლმა გადაწყვეტილება მიიღო, თუ არ წამიგყვება ძალით წავიყვანოთ'' ალბათ მიყურებდნენ როგორ ვუყურებდი ტყეს მე კი მათ ვერ ვხედავდი, ისიც არ იცოდნენ ალბათ რომ მათი ხმა ყურჩი ჩურჩულივით ჩამესოდა. ოთახში შევედი ჯინსის შარვალი, თეთრი სვიტერი და ბათინკები ჩავიცვი. პირველ სართულზე ჩავედი სქელი დუტი მოვიცვი და დედას მივწერე '' დედა იმედია ჩახვედით, ტელეფონის დამტენი გამიფუჭდა ხვალ ვიყიდი ტელეფონი გამორთული მექნება, არ ინერვიულოთ გკოცით, ნ. '' ტელეფონი დუტის შიდა მხარეს ჯიბეში დავმალე გამორთული. ღრმათ ამოვისუნთე და სახლის უკანა კარებიდან ტბაზე გავედი. ერთ საათში ალბათ დანელდეოდა, ისე თოვდა თოვლი კოჭებამდე მწვდებოდა მაგრამ ტბას გავცდი თუ არა შიში მომეხსნა. ხეებიდან აქაიქ თოვლის ფანტელები ცვიოდა, იმდენად ვიყავი შეპყრობილი იმ ფაქტით რომ მე მათზე ადრე მივსულიყავი მათთან სიცივეზე ვერ ვფიქრობდი,ხის აბრას გავცდი და შუაგულ ტყეში შევედი. აქაურობა ისეთი ლამაზი იყოო, თეთრი და მწვანე ერთმანეთს იდეალურად ერწყმოდა გამეფებულ სიჩუმეში მხოლოდ ჩემი გულის ცემა მესმოდა. ფეხი დამისრიალდა და ღრმა თოვლში ჩავარდი, ერთიანად დავსველდი მაგრამ ჯანდაბა ამას ვინ აქცვდა ყურადღებას როდესაც ჩემი თვალები რაღაც სასწაულს ხედავდნენ, თვალენი ორჯერ დავახამხამე მაგრამ იგივე პეიზაჟი იშლებოდა ჩემს წინ. ჭაობი აღარსად იყო, აორთქლებულოყო სადღაც.
დიდი ბილიკი ოციოდე ფეხის ნაბიჯში კი სახლი რომელიც სულ შავი იყო, უზარმაზარი და ესეთივე ოთხი სახლი რომელიც ერთმანეთთან შორს იყო მაგრამ ამაბდროულად ძალიამ ახლოს.
- კეთილი იყოს შენი მოსვლა ნიტა ბნელი ტყის, ქალაქში - უკან სწრაფად შემოვტრიალდი ჩემს წინ კი ათი ვამპირი წითელი თვალებით მიყურებდა.
სიცოცხლისა და სიკვდილის შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია, გინდა სიცოცხლე? იბრძოლე ან მოკვდი მშვიდად, თუმცა ეს წითელი თვალები მშივიდად სიკვდილს ამ მეუბნებოდნენ.
ყველას სათითაოდ დავაკვირდი, ათი წყვილი თვალი მიყურებდა თვალები წითლად უელავდნენ.
მინებება.. მინებება არ ნიშნავს არც სისუსტეს და უმოქმედობას, არც ბედისწერის გარდაუვალობასთან შეგუებას და არც ფარხმლის დაყრას. სულ პირიქით არის ყველაფერი. ნამდვილი ძალა სწორედ მინებებაშია, ძალა რომელიც შიგნიდან მოდის სიცოცხლის ღვთაებრივ არსს დაემორჩილება, აუმღვრეველ სიცოცლეში ჰპოვებს მარაჟამს თუნდაც მთელი ქვეყანა ერთ დღეს დაეცეს. გამახსენდა როგორ მეუბნებოდა დედა "საერთოდ არ მგევხარ ნიტა, შენ სახლში ჯდომა და წიგნების კითხვა გირჩევნია ვიდრე შენივე თვალოთ დანახა ყველა საოცრების რაც წიგნების ფურცელზეა დაბეჭდილი.საერთოდ არ ხარ გამბედავი. შენი ვაკოუმიდან მანამ უნდა გამოძვრე სანამ სუნთქვა შეგიძლია'' ალბათ ეხლა რომ დავემახე იამაყებდა თავისი შვილით, იმ დღეს ეს სიტყვები "გავატარე" და აღარც კო გამხსენებია, აი თურმე მახსოვდა. აქ ჩემი ფეხით მოვედი და განა მაქვს საწუწუნო რაიმე? მე ხომ თვით სიკვლის ვეწუმრე.
- საცოდავი ხმასაც კი ვერ იღებს. - თქვა წინ მდგომმა ვამპირმა ირონიულად და სხვებს სიცილით გადახედა.
- რა საცოდავები ხართ ეს ადამიანები - წამოიწყო ლაპარაკო მეორე ვამპირმა რომელიც ისეთივე სიმპათიური იყო როგორც ყველა დანარჩენი.
- შენ რა ადამიანი არ იყავი თი ვამპირად დაიბადე? - ისეთი ცინიკირი ტონით ვკითხე მეც კი გამიკვირდა ალბათ გაწითლება რომ შესძლებოდა ვაშლს დაემსგავსებოდა მაგრამ მისმა ყოყმანმა რამოდენმე წამი განვლო.
- ჯანდაბას ადამანობა როდესაც ეხლა ის ვარ რაც ვარ და საერთოდ შეგიძლია შენი ცხოვრების ბოლო წუთები ითალო - ისევ ერთხმად გაიციმეს და ჩემსკენ წამოვიდნენ, მეგონა ათივე ერთად დაეცხრებოდა ჩემს თბილ სოსხლს თუმცა შევცდი, ერთ-ერთმა ხელზე მტკივნეულად მომიჭირა ხელი და '' ქალაქში'' გამიძღვა.
- მაიკლს არ უყვარს ლოდინი, მითუმეტეს როდესაც მშიაერია. ხომ გესმის არაა? - ცალი თვალით შემომხედა და მის ნათქვამზე თვითომ გაიციმა
- თქვენი ბოსი სულ ფეხებზე თუ გამტერესებს. ის თქვენთვისაა ღმერთი ჩემთვის კი მორიგი უსისხლო არსებააა - ვუთხარი სწრაფად და ნაბიჯს ავუჩქარე
- ღმერთი? აქ ღმერს არავინ ახსენებს, ჩვენ მარადიულად ვცხოვრობთ ასე რომ ღმერთთან არაფერი გვესაქმება პატარა სადილო.
სახლები ახლოდან სასახლეეებლად იქცნენ, დიდი ხუთ სართულიანი ოთხი სახლი ერთმანეთის პირისპირ ოთკუთხედს ქმნიდა, ოთხივე შავი იყო ასე რომ სილამაზით გამორჩევა შეუძლებელი იყო, სიჩუმე... ოჰ ღმერთო აქ ისეთი სიჩუმე სუფევდა დამაყრუებელი, არადა პირიქით მეგონა ყველაფერო, ოთხი სახლის შედეგ გრძელი ბილიკი მოჩანდა ბილიკებზე კი ორი დიდი ჭიშკარი, ერთ-ერთ ჭიშკარში მიბიძგა ვამპირმა და თვითონ გარეთ დარჩა. შიგნით შესულმა გაოცება ვერ დავმალე, ყველაფერი თეთრი იყო ორსართულიანი უზარმახარი სახლი, ხეები რომელიც სიმწვამეს შიგნდან მალავდა, ბილიკი ყვავილი ჰოიათი გაელამაზებინათ, ეს ყვავილი რომელიღაც ვებგვერდზე ვნახე და ძალიან მომეწონა, მათი ახლოს ნახვამ კი შემაყვარა ისინი, არადა ყვავილების მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.
ვერ ვხვდებოდი ვამპირებს ეს ყველაფერი რად უნდოდათ, მათი სახლები გარემო უფერო და უსიცოცხლო მეგონა ყოველთვის, ისეთი როგორიც თვითონ არიან. თეთრი სახლი გაიღო, სახლიდან წითელთმიანი გოგონა გამოვიდა, გამახსენდა ჩვენი დიალოდი ტყეში ის ცუდად არ მომქცევია, ოდნავ მომეცა იმედი გადარჩენისა მაგრამ განა მინდოდა ეს?
სწრაფი ნაბიჯებით მიახლოვდებოდა, მოკლე შავი კაბა ეცვა წითელი თმა გაეშალა და წითელი ტუჩსაცხი უმშვენებდა დიდ ტუჩებს.
- გამარჯობა - მივესალმე გულთბილად თუმცა მას იგივე ვერაფერი შევატყვე
- ის გელოდება, მე გაგაფრთხილე. ეხლა ჩემთვის ისეთივე სადილი ხარ როგორც ყველა აქ მყოფისთვის. - მანიშნა წინ წავსულიყავ მან კი უკან გამომყვა. სანამ ბილიკი დასრულდებოდა ყურში ჩურჩულივით მომესმა კაცის ხმა '' მაიკლს მისი სისხის ტკბილი სუნი აქაც კი მცემს, შენს მერე მე გავსინჯავს კარგი? '' ბოხმა ხმამ კი სერიოზულად უპასუხა " გაჩუმდი ჯასტინ, ხომ გითხარი ჯერ ყველაფერი უნდა გავარკვიო თქო. რამდენი წლისააო რა თქვით? თუ არავინ იცით თქვენ უსაქმურებო" მაინც ვერ ვხვდებოდი ეს ხმები საიდან მესმოდა ან რაში ჭირდებოდა მას ჩემი ასაკის ცოდნა. წითელ თმიანმა შესასვლელი კარი გააღო და შედიო მანიშნა. სახლი შიგნიდან უფრი ლამაზი იყო,ფანჯრებს სქელი ფარდები ამშვენებდა ალბათ მიხვდით რატომაც, მეორე სართულზე თეთრი განიერი კიბე ადიოდა, ბუხარი სუფთა იყო ალბათ უბრალოდ დეკორად ჰქონდათ, წინელი ხალიჩა მთელ იატაკს ფარავდა გეგონებოდათ სისხლის დიდი გუბე დგასო. მეორე სართულზე ავედით სადაც დაახლოებოთ ცამეტ ვამპირს მოეყარა თავი, ნაცნობ სახეს დავუწყე მოძებნა მაგრამ რონი არსად ჩანდა, ამაღლებულზე ორმოცდაათ წლამდე მამაკიცი იჯდა რომელიც როგორც მიგხვდი მაიკლი იყო და ის ცხრაასი წლის იყო, შავი თმა მაღლა ჰქონდა აწეული, შავი ტანსაცმელი ეცვა და სახეზეც ისეთივე თეთრი არ იყო როგორც ყველა აქ მყოფი
- გამარჯობა ნიტა, როგორც მივხვდი შენ თვითონ მოინდომე აქ მოსვლა, შეიძლება გკითხო რატომ? - ბოხი ხმა ქონდა, ეხლა კი ნამდვილად დავრწმუნდი რომ ხმები რომელიც მესმოდა, მოჩვენებითი არ იყო.
- მერჩივნა თვითონ მოვსულიყავი, არ შეგაწუხეთ - ჩემმა ირონიით ნათქვამმა მაიკლი გააცინა და უფრო ცნობისმოყვარე თვალების დამიწყო ცქერა.
- და რატომ არ გაიქეცი? ესეც ხომ შეგეძლო არაა?
- რა მნიშვნელობა ჰქონდა? სხვაგან ვერ მიპოვიდით? - ყველა მე მიყურებდა, თავი ესე პირველად აღვითქვი გემრიელ წვნიან სადილად
- ჭკვიანი გოგო ხარ, რათქმაუნდა მიგაგნებდით მაგრამ მაინც უნდა გეცადა. იქნებ მითხა რამდენი.. - ლაპარაკი გავაწყვეტინე
- რამდენი წლის ვარ? თუ ის რომ ამ უსაქმურებმა ეს ვერ გაიგეს? - სათითაოდ შევხედე ყველას, ისინი გაოცებული მიყურებდნენ და ამავდროულად გაბრაზებულნიც რადგან უსაქმურენი ვუწოდე
- ეს ყველაფერი როდის გაიგონე? - წითელთმიანს შეხედა რომელიც ისეთივე გაოცებული იყო როგორც სხვა ყველა
- მე მსგვასი რამ არ გამიგია, ხომ იცით მასზე კარგი სმენა მაქვს - სამი ნაბიჯი გადავდგი მათი ბოსოსკენ მაგრამ ორი ვამპირი ამეტუზა წინ, მაიკლმა ხელის აქნევით უთხრა მოვიდესო და ისინიც მომშორდნენ
- 19 წლის ვარ, თქვენი ლაპარაკი რამოდენიმე კილომენტრის იქითაც კი მესმის, ჩურჩულივით ჩამესმის ყურში, ყოველთვის ტყეში ყოფნისას მესოდა მათი ჩურჩული როგორ ლაპარაკობნენ ჩემზე, ყოველთვის ვიცოდი რა ხდებოდა ან როდის მემუქრევოდა საფრთხე - ხელო ვამპირებისკენ გავიშვირე, მაიკლი კი შეპყრობილი მიყურებდა, აშკარათ დაბნეული იყო, ერთ-ერთ გაბრაზებული ვამპირი წინ გამოვიდა
- ესე ნუ აყოვნებთ მის მოკვლას, უფლება მოგვეცით ესეთი ლაპარაკისთვის ხმა ჩავაგდებინოთ - მაიკლს თვალებში უყურებდა და ემუდარებოდა
- ამასაც მოესწრები, მანამ კი ეს გოგო ჩემთვის უფრო საინტერესოა ვიდრე სხვა ყველა. ნიტა საყვარელო საერთოდ არ გევხარ მამას..
-დიახ, დედას მამსგავსებენ - უცებ მეტყველების უნარი დავკარგე, მამას? და რაიცის როგორია მამაჩემი -თქვენ რა მამაჩემს უთვალვალებდით?
- ოჰჰ ნიტა, არა რათქმუნდა ეგეთებისთვის არ მცალია, ისედაც საკმაო დროს ვხარჯავ ჩემს შვილთან დროის გასატარებლად, ხომ გესმის არა? - ყოველი სიტყვა გონებას მინათენდა, პარიზიი.. ეიფელოს კოშკის წინ პიკნიკი, ბაბუა უყვება ბავშვებს ისტორიაას ბნელ ტყეზე...
- თქვენ ჩემი მშობლებკ პარიზში გაიცანით? ღმერთო თქვენ როგორ ახერხებთ - მაიკლს სიცილი აუტყდა
- დიახ, პარიზშიი... ჯონმა გაიგონა როგორ მოგიყვა მამაშენი ამ ამბავს და მივხვდი ვინც იყავი, მე ჰიბრიდი ვარ და ნებისმიერი დროის მონაკვეთში შემიძლია გარეთ გასვლა, ალბათ გიკვირს შვილი როგორ მაგრამ ამას შემდეგ მოგიყვები რადგამ ჯერ ძალიან მშიაა - მოვემზადე რომ მაიკისთვის ორჯერადი სადილ გამოვიდოდი მაგრამ ოთახში ქალი შემიყვანეს ოცდაათი წლის არ იქმებოდა, ხელებზე ნაკბენები მკაფიოდ ემჩნეოდა, სინანულით შემომხედა თუმცა მაიკლი რომ დაინახა გულწრფელად გაუღიმა
- მოხვედი საყვარელო, ძალიან მშია მომეცი შენი ლამაზი ხელი - ქალმაც მორცილად მიუტანა პირთამ ხელი და ნანატრ კაიფს მიეცა, მაიკლმა რამოდენიმე წამში ხელი მოიშორა და უბრძანა ქალი წაეყვანათ.
- ნიტა, სიცოცხლე თუ სიკვდილი? - ვერაფერი გავიგე.
- ეს რას ნიშნავს? - მაიკლმა თმაზე გადაისვა ხელი და ხმამაღლა მკითხა
- უსასრულო სიცოცხლე თუ სიკვდილი ნიტა? - ყველაფერი გასაგები იყო თუმცა სიკვდილი მერჩივნა ამ შეკითხვაზე პასუხის ძებნას საკუთარ თავში. თუმცა მოთბინება და დრო მჭირდებიდა
მითბინება გაძლებას როდი ნიშნავს. მოთბინება შორს მჭვრეტელობაა, რომელიც საბოლოო შედეგის გარდაუვალობაში გვარწმუნებს. მოთბინება ის არის, ეკალს რომ უყურებ და ვარდს ხედავ, ღამეს რომ უყურებ და განთიადს ჭვრეტ, ადამიანს მოთბინება არასდროს ელევა, რადგან იციან, რომ ნამგალა თვარის სავსე მთვრად გადაქცევას დრო სჭირდება.
- დასაფიქრებლად დრო მომეცით - ვუთხარი მაიკლს და თვალზე მომდგარი ცრემლი, უკან დავაბრუნე

წითელ ოთახში ვზივარ, ფანჯარა მაქვს ღია და ერთი ღერი სიგარეტისთვის კაცსაც კი მოვკლავდი. ხუთი დღე გავიდა რაც აქ ვარ მაკლმა კი ერთი კვირა მომცა მოსაფიქრებლად. ხომ გითხარით ვამპირობა მინდოდა თქო მაგრამ ეს მანამ იყო სანამ გავიგებდი რომ მართლა არსებობნენ. ოთახიდან ყოველ დღე ორი საათით მიშვებენ ორ ვამპირთან ერთად. რონი არც ერთხელ არ მინახავს არ ვიცი რატომ მაგრამ ესე მგონია ძალით მარიდებს თავს, ვამპირები ადგილებს მათვალიერებიებენ მაგრამ ფერიების და ჯადოქრების სახლებს ახლოსაც კი არ მაკარებენ თვითონაც არ არიან დიდად უშიშრები მათ მიმართ. მაიკლი მას შემდეგ არ მინახავს რაც დრო დამითქვა. დედას ტელეფონით ჩუმად ვწერ ხოლმე რომ კარგად ვარ და იმ წამსვე ვთიშავ ტელეფონს რომ ვერაფერი მიხვდნენ აქ კედლებსაც კი ყურები აქვს.
ჩემი ოთახი მხოლოდ ათი კვადრატია, კელდები წითლადაა შეღებილი ერთი სიტყვით ვამპირები წითელ ფერზე მგონი გიჟდებიან.
ყოველ ღამით კოშმარებს ვხედაბ, როგორ მასევია დამპალი ხილივით ვამპირები და ჩემს სისხლს ნელ-ნელა ან ძალიან სწრაფან ცლიან, მაიკლის მიმართ ალბათ მადლიერი უნდა ვიყო ერთი კვირა სიცოცხლე მაჩუქა, მაგრამ ვამპირობა არმინდა მე ხომ ვერც დედას და მამას ვეღარ ვნახავ. ვეღარ დატკბები ამომავალი მზის ყურებით და სადარდბელი უფრო მეტი მექნება ვიდრე ეხლა მაქვს. ამავდროულად ვფიქრობ როგორი ვიქნებოდი ვამპირი, შემეძლებოდა აქ ცხოვრება რონისთან ერთად ყოფნა და ყველაფერი რაზეც ადრე ვნატრობდი, კარების ჩამკეტის ხმა მესმის ვიღაც შემოდის.
- დღეს არ მინდა გარეთ გასვლა, ოთახში დავრჩები - ვეუბნები ისე რომ უკან არ ვტრიალდები
- ამაზე რას იტყვი? - რონის ხმას ვცნობ და სწრაფად ვტიალდები, ხელში ერთი კოლოფი მალბორო და ასანთი უჭირავს
- რა?... - ენა მებმევა და ვერაფერს ვეღარ ვამბობ
- სიგარეტი, არ გინდა? კარგი წავიდებ მაშინ - და ხელი ჯიბისკენ მიაქვს, მივდივარ და ვართმევ მაგრამ მალევე ვშორდები რადგან მისი ახლოს ყოფნა იმ დღეს მახსენებს.
- მინდა. მეგინა არასდრის მნახავდი. - სავრძელში ჯდება და მიყურებს.
- ნიტა, შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ და ყველაფერს ვერ ხვდები გესმის? მძულს აქაურობა, მძულს ის ადამიანი ვინც ესეთი სიცოცხლე მაჩუქა. ჯანდაბას ყველაფერი. კარგად მომისმინე, შენ გამოჩენა ეს ყველაფერი ბედისწერა იყო შენ უნდა გაანადგურო აქაურობა. შენ ყველა ერთ ცეცხლში უნდა დაგვწვა და არა პირიქით ჩვენიაი გახდე,ნუთუ ვერ ხვდები?
- მე არ მინდა ვამპირობა...
- და სიკვდილი? სიკვდილი გინდა ნიტა?
- არა...
- არაა? მაშინ ტვინი გააქანე. გაქცევით ვერაფერს იზამ იმიტომაც არააქვს გისოსები შენს გაჯარას. შენი სუნი მთელ სახლში დგას, ყველგან გიპოვიან. ისეთი რამ უნდა გააკეთო რაც ყველას ერთად მოგვკლავს.
- რის გაკეთებას მთხოვ?
- გთხოვ? არა არ გთხოვ რჩევას გაძლევ. მაიკლს რომ ეტყვი ვამპირობა არ მინდაო შენი აზრით გაგიშვებს? ის ძალით გაქცევს ვამპირად ან შენ თავს იმ ვამპირებს მიუგდებს რომელთაც ერთი სული აქვთ როდის დანაყრდებიან. იფიქრე ნიტა... მხოლოდ ეს გიშველის - წამოდგა და კარებისკენ წავიდა
- მოიცადე! მოხვდი და ისეთ რაღაცეებს მეუბნები ვერც კი ვხვდები. რაუნდა გავაკეთო როცა ოთახიდან გავდივარ თუ არა ორი ვამპირი მომყვება უკან. მე ერთი ვარ თქვენ კი ათასი, მე უძლირი ვარ - დაღლილი სახით შემომხედა და სახე დაასერიოზულა
- ტვინი გააქანე ნიტა, ეხლა შენ უძლურობაც და სიძლიერეც შენს ტვინზეაა დამოკიდებული.
ეს თქვა და კარები გაიხურა, რა ჯანდაბის თქმას ვერ მოაბა თავი? როგორ უნდა მოვკლა ამდენი ვამპირი ჩვეულებრივმა მოკვდავმა? ჯობდა საერთოდ არ მოსულიყო. მალბოროს კოლოფი გავხსენი შიგნით მხოლოდ ათი ღერი იდო, პატარა ფურცელი დაკეცილი და წითელი ასანთი, გვერდით გადავდე და ფურცლი გავხსენი. " ალბათ გახსოვს ორი ჭიშკარი, შენ ერთ-ერთში შემოგიყვანეს მეორეში კი მარაგია. ღვინის, შეშის, საღებავების და შენ რაც გჭჯრდება ნავთი. მზე რომ ამოდის ყველა ვამპირი იძინებს მზის ჩასვლამდე. მანამდე კი მხოლოდ ორი მაქცია ყარაულობს ჭიშკრებს, მათი თავიდან მოშორება არ უნდა გაგიჭირდეს ასე არ არის? ჭიშკარში რომ შეხვალ ხის სახლს დაინახავ გაიქეცი და სახლში შედი, ნავთის მარაგი სარდაფშია. მხოლოდ ერთი დღე გაქვს, მეორე დღეს დილით სანამ მზე ჩავა ყველაფერი უნდა მოასწრო, სანამ მაიკლი დაბრუნდება შენი პასუხის მოსასმენლად. დანარჩენი კი შენ თვითონ მიხვდი, წარმატებები"
წერილი სამჯერ მაინც წავიკითხე, იმდენად მივეჩვიე აქაურ რეჟიმს მეც დილით ვიძინებდი ასე რომ არასდროს მიფიქრია გარეთ გასვლაზე. ნავთი? და რაუნდა ვქნა ნავთით? რონის სიტყვები გამახსენდა ყველა ერთად უნდა ამოგვწვაო ეხლა მივხვდი რასაც გულისხმობდა.
როგორც ვიცი, ტყეს მხოლოდ ერთი შემოსასვლელი აქვს, სადაც "ჭაობია" დანარჩენი მაგიური ძალით ესე რომ ვთქვათ გამქრალია. ყველაფერს თუ ცეცხლს მოვუკიდებ დიდი შრომა მომიწევს რადგან ფერიებს და ჯადოქრებს უნდა დავემალო. გუშინ "ჩურჩულით" გავიგე რომ მაიკლი ზეგ სანამ გათენდება ჩამოვა. მხოლოდ თეთრი სახლის გადაწვით უნდა დავკმაყოფილდე რადგან იქ მაიკლიც იქნება შემდეგ სანერვიულო არაფერი იქნება, აქ თეთრი სახლის სარდაფში ასზე მეტი საწოლია ესეიგი ასზე მეტ ვამპირს მოვუღებ ბოლოს მაიკლთან ერთად. ისინი ცეცლის ალში ერთად დაიწვებიან, სიგარეტს მოვუკიდე და კვამლს ყურება დავუწყე ისინი ჰაერში გზას იკვლევდნენ და მსხვერპლის გარეშე ორთქლდებოდნენ, მაგრამ მე უმსხვერპლოდ არაფერს არ ვიზამ სიგარეტის მოწევის გარდა, უკუნით სიბნელეს ელფერი ეკარგებოდა და მზე მარჯვნიდან ნელ-ნელა ამოდიოდა. დერეფანში ხმაური წყდებოდა და ვამპირები თავის ძლევამოსილ მტერს მზეს ემალებოდნენ. წითელ თმიანის მოცემული შავი გრძდელი კაბა ჩავიცვი, თეთრი კეტები და თმები შევიკარი, რონიდ მოცემულ წერილს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და ნაკუწებად დავხიე ვინმეს რომ არ ენახა.
კარები ნელა გავაღე მზე უკვე ამოსულიყო, მისი მწველი სხივები სახის კანს საამურად მითბობდა. დერეფანი ცარიელი იყო, ისეთი სიმშვიდე სუფევდა ვერც კი წარმოიდგინედით აქ ვინ ან რა არსებები ბინადრობდნენ.
კიბეებზე ჩავედი, ბილიკს გავუყევი ჭიშკრის კარები გავაღე თუ არა დიდი კაცი ამეტუზა, " ჭიშკარს ორი მაქცია იცავს" გამახსნდა რონის სიტყვები.
- გამარჯობა, მე ნიტა ვარ.
- ვიცი ვინც ხარ - ისე მიპასუხა გრუბი გამომეტყველება არ შესცვლია
- იცით შეგიძლია თქვენ ირნი წახვიდეთ, აქ მე ვიქნები სახლში ყოფნა მომბეზრდა - ვუთხარი და მეორე მაქცისკენ ვანიშნე რომელიც ზუსტად ისე მიყურებდა.
- არა, დაბრუნდით სახლში.
- ხომ გითხარი აქ ყოფნა მინდა თქო? მომისმინე ხვალ მაიკლს უნდა ვუთხრა რომ ვამპირობა მინდა, ბოლოჯერ ვხედავ მზეს გესმის? მაიკლს თუ ამას ვეტყვი ნეტავ რიგორ დაგსჯით? - მკაცრი სახით ვეუბნები მეორე მიახლოვდება
- თუ გაქცევას დააპირეებ იცოდე...
- გაქცევას? ეგ რომ მდომოდა აქამდე წავიდოდი, მე ვამპირობა მინდა გასაგებია?
- წავიდეთ რიჩარდ, ამ მზეს მეც ვერ ვიტან. ვერსად ვერ წავა ხო იცი არა?
- კარგი, კარგიი მაგრამ... - და ცდუნებას ვერ გაუძლო ორივე ერთად გაუყვა მაქციევის შავ სასახლეს.
სანამ თვალს არ მიეფარნენ, ადგილიდან არ დავძრულარ შემდეგ მეორე ჭიშკარს მივუახლოვდი და ერთი ხელის მოძრაობით გავაღე კარები.
ხის ერთსართულიანი სახლი იყო, აქ ასაღწერიც არაფერი იყო, ამიტომ მოკლე ბილიკს გავუყევი და სახლში შევედი ხის გრძელი მორები ერთმანეთზე ელაგა და ნახევარ სახლს ფარავდა, ერთი ოთახი ბოქლომით იყო ჩაკეტილი და გაღებისთვის აღარ მოვცდენილვარ, სარდაფის ჩასასვლელს დავუწყე მოძებნა, ვერსად მივაგენი ამიტომ ხალიჩა ავიღე და პატარა ჩასასვლელიც გამოჩნდა ( ფილმებში ყოველთვის ესე ხდებოდა და აქაც გამომადგა) ვიწრო ჩასასვლელში ჩავედი და შუქის წყაროს დავუწყე მოძებნა,მალევე ვიპოვე და ყველაფერი დავინახე. სამ და ხუთ ლიტრიანებში ნავთი ესხა სასწრაფიდ ავიღე ორი ხუთლიტრიანი ბოცა და მეორე სართულზე ერთი ვაივაგლახით ამოვედი. ეზოში ნავთის გარეშე გავედი და პერიმეტრი დავათვალიერე შემდეგ კი ხის სახლში დავბრუნდი, ბოცები უნდა ამეღო როდესაც ყრუ ხმა გავიგონე, ხმა ჩაკეტილ კარებიდან მოდიოდა. ერთ წუთს ვიფიქრე ყურადღებას არ მივაქცევ ამის დრო არ არის თქო მაგრამ შინაგანმა ხმამ მიბიძგა კარები როგორმე გამეღო. ხის მორებთან დაგდებულ ნაჯახს მოვკარი თვალი და მთელი ძალით დავარტყი ბოქლომს.
სამი ადამიანი, მიბმული იყო სკამზე მაისურზე კი სისხლის კვალი მკაფიოდ ემჩნეოდათ ორი გოგონა დაახლოებით ოცდახუთ წლამდე და მესამე ბიჭი, ლუკასი... ღმერთო ჩემო ლუკასი.
- ლუკას ეს მე ვარ ნიტა, ლუკას ჩემი ხმა გესმის? - გონება სამივეს დაკარგული ქონდა, ლუკას სახეზე ხელი მოვკიდე და შევანჯღრიე, თვალები შეშინებულმა გააღო და ყვირილი დააპრინა როდესაც სახეზე ხელი ავაფარე.
- დამშვიდდი, ეს მე ვარ - შემომხედა და თავის ქნევა დაიწყო
- ცოცხალი ხარ? მეგონა...მეგონა რომ მოგკლეს
- იცოდი რომ აქ ვიყავი , როგორ?
- დაგინახე როგორ შემოდიოდი ტყეში, აქ ჩემი 2 საუკეთესო მეგობარი დაიღუპა, ისინი... ნამდვილი მეგობრები და შვილები იყვნენ, ეს ტრაგედია სამი წლის წინ მოხდა. გეგონა მხოლოდ შენ წაიკითხე სტატია? გეგონა მხოლოდ შენ იცოდი ყველაფერი? - უარყოფა დავაპირე თუმცა მან ლაპარაკი სწრაფად განაგრძო - დაგინახე როგორ შემოხედი ტყეში, უკან გამოგყევი არ მინდოდა შენც მათსავით დაკარგულთა სიაში შესულიყავი, შემდეგ კი ვამპირები დავინახე როგორ მოგსდევდნენ უკან, მე უძლური ვიყავი მათთან გესმის? მაგრამ უკან გაბრუნებაც არ შემეძლო ამას ვერ გავაკეთებდი მარტო ვერ დაგოვებდი, გავიგონე როგორ ელაპარაკებოდი მათ, ყველაფერი გავიგონე.
- არაა, შენ უნდა წასულიყავი გესმის? ეს არუნდა გექნა.
- მომისმინე, ტყის შესასვლელი ბარიერი შენს გამ გახსნეს რომ ქალაქში და მასთან მიეყანეთ, ამიტომ მეც ყველაფერი დავინახე. შოკირებული ვუყირებდი ყველაფერს, იქ ხომ ყოველთვის ჭაობი იყო ვეუბნებოდი ჩემს თავს, დაგინახე როგორ მოგკიდეს ხელი ორმა მათგანმა და როგორ შეგიყვანეს დაძახება მინდოდა მაგრამ - ლუკმა ღრმათ ამოისუნთქა და განარხო, მაგრამ სამი ვამპირი დამესხა თავს, მათ ჩემი სუნით, ჩემი სისხლის სუნით მომაგნეს, რაღაც ჩამარტყეს თავში და გავითშე, გონს რკმ მოვედი აქ ვიყავი, ეს გოგონები კი - ორ გოგონაზე მიმითითა, ერთი მარგანი კვნესოდა და თვალებსაც კი ვერ ახელდა მეორე კი უძრავად გათიშულიყო - დიდი ხანია აქ არიან, ის კვდება ალბათ ორი დღეღა დარჩა, მეორეს კი რამოდენმე, დღეში ორჯერ მოფიან და ჩვენს სისხლს საკვებად იყენებენ, ძალა აღარ მაქვს რადგან... ჩემს ორგანიზმში ცოტა სისხლი დარჩა. - დაამთავრა და ნაღვლიანი სახით შემომხდა
- მე გადაგარჩენ გესმის? აქედან გაგიყვან. აქ ჩემს გამო ხარ. - ცრემლები ვერ შევიკავე და ლუკს სინანულით შევხედე
- არა! მე ვერ გადავჩები, ამ ოთახიდან მყოფთაგან მხოლოდ შენ შეგიძლია გაქცევა, ძალა არ მაქვს და რომც გამიყვანო ორი დღეც კი ვერ ვიცოცხლებ, არ მინდა ბებიამ ესეთი მნახოს. შენ ეს ყველაფერი უნდა შეაჩერო გაიქეცი ნიტა, ეხლავე.
- არა მე არ...
- შეგიძლია, წადი ახლავე.
- ლუუკ...
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ნიტა. შენი ბრალო არარის, მე აქ მაინც მოვიდოდი. შური უნდა მეძია... მაგრამ ეს შენ უნდა გააკეთო, გთხოვ.
- გპირდები, გპირდები რომ ყველაფრისთვის შურს ვიძიებ. მაპატიე - ლუკს მოვეხვიე და ავდექი.
- ნიტა. - გასასვლელთან მისული დამიძახა
- ბედნიერებას გისურვებ, ბებიას არაფერი უთხრა. - თავი დავიქნიე და გამოვდი, ორ ბოცას ხელი მოვკიდე და თვალცრემლიანმა დავტოვე იქაურობა.
ესეთ სუსტად არასდროს მიგრძვნია თავი, ლუკი და ყველაფერი ჩემი ბრალია, მე... მე ან შევძლებ ამას ან ვერა. ლუკს შევპირდი, მისთვის მხოლოდ ამის გაკეთებაღა შემიძლია, ყოველი ადამიანის სიკვდილისთვის უნდა ვიძიო შური. ჭიშკარი გავაღე და ხმა ჩამესმა ჩურჩულივით ისევ... " ის გარეთ გავიდა, თქვენით დაგვემუქრა, ჩვენ არ გვინდოდა" მეცნო მაქციის ხმა " ახლავე აა მომიყვანეთ! იდიოტებო, სასწრაფოდ" მაიკლმი გაცხარებული კიოდა.
უდარდელი სახით ათი ლიტრი საწვავი ჭიშკრებს გადავარხი შემდეგ ყვავილებს და ხეებს.
ერთი ღერი სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე, მესმოდა ხმები როგორ მოიჩქაროდნენ მაქციები, იქ არის გაჰყვიროდნენ. ორი ნაფაზი დავარტყი და სიგარეტი ნავთის დასაწყისში ჩავაგდე, ალი იმ წამსვე გავრცელდა და ჩემს თვალ წინ იშლებოდა ცეცხლის დიდი დრაკომი რომელიც თეთრი სახლოსკენ მისწრაფვოდა, ჭიშკარი საიმედოდ იყო ჩაკეტილი თუმცა გავარვარებულ რკინას მაინც ვერ გაუმკავდებოდნენ. ხის სახლამდეც მიაღწია ცეცხლმა, ლუკას ალბათ სანამ ცეცხლის ალი შთანთქავდა მიხვდდბოდა როგორ იძია შური მისგამო ნიტამ.
გზას გავუყევი, გასავლელთან მისულს კი მესმოდა მგლები ყმუილი რომლებიც ცეცხლში იწვოდნენ.
- მაიკლ, ჩემი პასუხია არა მე სიცოცხლე მინდა, თუმცა უსასრულო არა.


10 დღის შემდეგ :
- მესმის დედა, არ დავიკარგები ნუ ღელავ, კარგი ტაქსით წამოვალ - ტელეფონი გავთიშე და იმ სილამაზის ყურება განვარგძე რაც ესე მგვრიდა ტანში ჟრუანტელს, ტყიდან გამოსვლის შემდეგ ორი დღე სახლში ვიყავი. არავინ მოსულა, ყველა ვამპირი ერთად დაიწვა. ნიუ-ორკში ორი დღის წინ ჩამოვედით, დღეს კი ბრუკლინის ულამაზეს ხიდზე მზის ჩასვლას ვუყურებ. ეს ყველაზე დიდი ოცნება იყო ჩემი, მაგრამ გული დამძიმებული მაქვს, ლუკი...რონი. ორივე ჩემი ხელით მოვკალი.
ხალხი ერთმანეთში ირევა, ფოტოებს იღებენ და იცინია. მე კო აქარობით ვტკბები, ეს მაგიური ხიდი სასწაული. ვხვდები რომ ისე ვეღარ ვიცხოვრებ როგორც ადრე, უდარდელად. ვუფიქრდები როგორი იყო ჩემი სიცოცხლე ბნელ ტყეში შესვლამდე, ალბათ უინტრესო და უდარდელი. ტელეფონი ისევ რეკავს, ეხლა მამა.
- მამა, ტაქსით წამოვალ ნუ ღელავთ.
- ნიტა, სტუმრები მოდიან არ დააგვიანო კარგი? - სტუმრები? აქ ნიუ-ორკში?
- მამა ვინ?
- დედამ იმ გოგონას დაურეკა რომ აქ ვართ, გახსოვს მაშინ რომ მოგიყევი პარიზელ ოჯახზე, გვითხრეს რომ გვესწუმრებიან.
- მართლა?
- კი, და ის კაციც იმ ტყიდან დაბრუნებულა, გაუხარდათ აქ რომ ვართ და ყველა ერთად მოვლიან. - ის კაცი ტყიდან?
- ვინ კაცი მამა?
- მგონი მაიკლი ჰქვია, ერთ საათში აქ იქნებიან, ვუთხარი რომ შენც აქ ხარ გაუხარდათ, შენი გაცნობა უნდათ. - აღარ ვუსმენდი, მამას, ის გადარჩა. რათქმაუნდა გადარჩა... მე ჩვეულებრივი ადამიანი მას ვერ ვაჯობებდი. შიშის და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ, მინდა გავიქცე თუმცა დედა და მამა...
- გასაგებია, მალე წამოვალ - და გავუთიშე.
პირველ შემიყვარდა, რონი სიგიჟემდე მიყვარდა და როტომ არ ვამბობდი ამაზე არაფერს? თქვენ რა ეგრე არ დაგმართნიათ რაც უფრო მეტს ლაპარაკობ ადამიანზე მით უფრო მეტს ფიქრობ მასზე. ის მე მოვკალი, მე მოვკალი ლუკასი იმის და მიუხედავად რომ მას უნდოდა ეს. ვუყურებდი როგორ ეძებდა გამწარებული ბებია თავის ერთადერთ შვილიშვილს და ხმას ვერ ვიღებდი. ვუყურებდი ოთახს და რონის შეხებას ვერ ვივიწყებდი. სახლის კარი გამოვიხურე თუ არა, ყველა მოგონება ერთ ადგილას ჩემს ტვინში ჩაიბეჭდა სამუდამოდ და როდესაც მეგონა ყველაფერკ გამოვასწორე მეთქი... ეს უბრალოდ არ გამიკეთებია თქო მაშინ ზუსტად მაშინ ჯს კვლავ ჩნდება და ერთი ნაბიჯით მასწრებს, ეხლა არჩევნის საშვალებას აღარ მომცემს.
" ორით ერთ ნიტა, სახლში გელოდები თან ისეთი მშიერი ვარ, ხომ გესმის არაა? " ჩამესმის ყურში და ყველგან მას ვეძებ თვალებით, თუმცა ის არსად არარი. როგორც ყოველთვის ის არსადაა თუმცა ამავდროულად ყველგან.
ხიდის მოაჯირს ხელი გავუსვი და ცრემლმორეულმა ხმამაღმა ვთქვი
- ეხლა მისი შურისძიების დროა. - და გზას გავუყევი, ის მე მელოდებოდა.



№1  offline მოდერი Tamta.k

Girl... from the past
გრამატიკას მიაქციე რა ყურადღება, ფრჩხილებს დანიშნულების გარეშე ნუ გამოიყენებ და ნურც ციფრებს.. ეს რჩევაა რა არა კრიტიკა. კარგი ზღაპარია

როდესაც ესეთ დიდ ისტორიას წერ გამართული გრამატიკით წერა ეგეთი ადვილი არარის, ალბათ გამოცდილი არ გაქვს თუმცა ეგ ეხლა ნაკლებად საინტერესოა. რაც შეეხება ზღაპარს ძილის წინ ესეთ ისტორიებს არ კითხულობენ მგონი ხო?????????????❤️

 


№2 სტუმარი elena.g

მიყვარს! ისე ველოდები გაგრძელებას ნეტა იცოდე.
მიყვარსს ნიტა, რონი შენ წარმოიდგინე მაიკლიც მიყვარს ამ ისტორიის ერთ-ერთი გმირი რომ არის.
გელოდები...ვიცი რომ ჯერ ერთი ისტორია უნდა დაამთავრო მეორე რომ დაიწყო, ერთი სიტყვით გელოდები ბოლომდე შენთან როგორც ყოველთვის????

 


№3  offline მოდერი Tamta.k

elena.g
მიყვარს! ისე ველოდები გაგრძელებას ნეტა იცოდე.
მიყვარსს ნიტა, რონი შენ წარმოიდგინე მაიკლიც მიყვარს ამ ისტორიის ერთ-ერთი გმირი რომ არის.
გელოდები...ვიცი რომ ჯერ ერთი ისტორია უნდა დაამთავრო მეორე რომ დაიწყო, ერთი სიტყვით გელოდები ბოლომდე შენთან როგორც ყოველთვის????

მადლობა! მადლობა შენ ესეთი სიტყვებისთვის. პირველივე დღიდან ბევრი ადამიანი იყო ჩემს გვერდით და ეს ყველაზე მაგარი გრძნობააა❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი nina kupradze

პირველად ვწერ კომენტარს და გეტყვი რომ ძალიან მაგარია მართლა❤️

 


№5  offline წევრი თე ოო

მომეწონა ძალიან ყოჩაღ kissing_heart heart_eyes

 


№6  offline მოდერი Tamta.k

nina kupradze
პირველად ვწერ კომენტარს და გეტყვი რომ ძალიან მაგარია მართლა❤️

მადლობა დიდი შენ????

თე ოო
მომეწონა ძალიან ყოჩაღ kissing_heart heart_eyes

მიხარია ძალიანნ, მადლობა❤️❤️

 


№7  offline წევრი ნორმი

ე.ი ყველა თავი წაკითხული მაქვს,მაგრამ როდესაც სრულად ხედავ და ერთიანად კითხულობ უფრო საინტერესო და კარგია.
შენ იცი რომ მე ეს ისტორია ძალიან მიყვარს..
ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია..
იცოდე აუცილებლად უნდა გააგრძელო.
ამის გაუგრძელებლობა იქნება ყველაზე დიდი საცოდაობა.
მე ვერ დავუშვებ შენ არ გააგრძელო ეს ისტორია.
heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
მორფეოსი

 


№8  offline მოდერი Tamta.k

Farvana
ე.ი ყველა თავი წაკითხული მაქვს,მაგრამ როდესაც სრულად ხედავ და ერთიანად კითხულობ უფრო საინტერესო და კარგია.
შენ იცი რომ მე ეს ისტორია ძალიან მიყვარს..
ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია..
იცოდე აუცილებლად უნდა გააგრძელო.
ამის გაუგრძელებლობა იქნება ყველაზე დიდი საცოდაობა.
მე ვერ დავუშვებ შენ არ გააგრძელო ეს ისტორია.
heart_eyes heart_eyes heart_eyes

ხომ იცი რომ მიყვარხარ? შენ იმდენად დიდ ძალას სა სტიმულს მაძლევდი ვერც კი წარმოიდგენ. ვიცი რომ გიყვარს და თავიდან ბოლომდე მომყებოდი.
ყოველთვის ღიმილით და დიდი სიხარულით ვკითხულობ შენს კომენტარებს.
მადლობა შენ!❤️

 


№9 სტუმარი kh.

Girl... from the past
Tamta Kurtskhalidze
Girl... from the past
გრამატიკას მიაქციე რა ყურადღება, ფრჩხილებს დანიშნულების გარეშე ნუ გამოიყენებ და ნურც ციფრებს.. ეს რჩევაა რა არა კრიტიკა. კარგი ზღაპარია

როდესაც ესეთ დიდ ისტორიას წერ გამართული გრამატიკით წერა ეგეთი ადვილი არარის, ალბათ გამოცდილი არ გაქვს თუმცა ეგ ეხლა ნაკლებად საინტერესოა. რაც შეეხება ზღაპარს ძილის წინ ესეთ ისტორიებს არ კითხულობენ მგონი ხო?????????????❤️



არც ერთი სიტყვა არ მითქვამს გასაღიზიანებლად, მე უბრალოდ რჩევა მოგეცი.. თუმცა ეს ახლა ნაკლებად საინტერესოა

ძალიან ბევრი , საკმაოდ დიდი ნაწარმოები იდება უშეცდომოდ. კარგზე საუბარი მინდოდა, მაგრამ ავტორის დამოკიდებულებას რომ ვხედავ რჩევისა და კრიტიკის მიმართ, კითხვის ინტერესიც მეკარგება. ესეთი მსუბუქი რჩევა, არ უნდა გაღიზიანებდეს. საშენოდ გეუბნება. თუ მუდმივად გაუმართავი გექნება ისტორია, მკითხველს დაკარგავ. ცოტა ადეკვატურად რომ აღიქვათ სხვისი აზრი, თან სისათუთით გადმოცემული, ცუდი არ იქნება. შექება მინდოდა არადა )

 


№10 სტუმარი მეგი1

ძალიაან კარგია, ძალიან.. გაგრძელება არ ექნება ? /

 


№11 სტუმარი Marta

ეს ისტორია პირველად წავიკითხე. საინტერესო იყო. მაგრამ ვიფიქრე რომ მართლა სრულად დადევი. სათაურში წერია სრულად და უფს არაა. კრიტიკას რაც შეეხება უნდა მიიღო და ნელნელა უკეთესი იქნება. იმედია მალე გააგრძელებ.წარმატებები

 


№12  offline მოდერი Tamta.k

Marta
ეს ისტორია პირველად წავიკითხე. საინტერესო იყო. მაგრამ ვიფიქრე რომ მართლა სრულად დადევი. სათაურში წერია სრულად და უფს არაა. კრიტიკას რაც შეეხება უნდა მიიღო და ნელნელა უკეთესი იქნება. იმედია მალე გააგრძელებ.წარმატებები

კრიტიკის არც მეშინია მართლა, უბრალოდ "ზღაპარი" ცოტა ზედმეტი იყო რადგან როდესაც რაიმეს წერ, შრომობ ათენებ და მაგავსი რაღაცეები უბრალოდ ერთი ხელის მოსმით ადამიანს არ უნდა ჩაუყარო წყალში ყველაფერი, შეეძლო ნებისმისმიერ ეთქვა უბრალოდ ფენტეზი და არა ზღაპარი ზედმეტად უხეშობაა. ძალიაან მიხარია რომ მოგეწონა, გული გამითბა და რაც შეეხება გაგრძელებას სრულად მხოლოდ პირველი თავია, ნიტას წინ დიდი ბრძოლა ელიიის????❤️

მეგი1
ძალიაან კარგია, ძალიან.. გაგრძელება არ ექნება ? /

რა თქმა უნდა იქნება! მადლობა რომ მოგწონსსსს❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი გვანცა

როდის დადებ გაგრძელებას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent