შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის ცა'მეტი {9}


31-10-2018, 20:12
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 9 168

ნინა მშვიდად იჯდა უცებ რომ წამოიწია და მიშოს შეხედა
_იცი მამაჩემმა შენზე რომ იცის?
_ჩემზე ბევრმა იცის თბილისში ნინა, შენ გარეშე რომ არ დავადგებოდი და ვეტყოდი შენი შვილი მიყვარსთქო ხომ იცი
_პირადად არ იცნობ ხომ ?
_არა , მხოლოდ შორიდან ცუდი არაფერი გამიგია მასზე
_მამაჩემი რომ კაიბიჭობდა მაშინ ქალაქი თავდაყირა იდგა
_რა სახეებს კერავ ... ჩმორი ხო არ უნდა ყოფილიყო აბა. როცა მჩაგვრელი გეჩითება უნდა მოსდო კიდეც რომ დააყენოს ტრ*&* აბა ისე თავზე დაგაჯდებიან. ზოგან შენი ჭკუა უნდა გამოიყენო , ზოგთან მუშტი და ზოგთან უბრალოდ იგნორი ... ისე ვერ გახვალ ფონს
_წინასწარ მაფრთხილებ ვინმე რომ დაასისხლიანო ? არა ნუ შენ და მამაჩემი გაუგებთ ერთმანეთს... იმედია არ გასწავლის როგორ უნდა უღალატო ცოლს . ერთად დაჯდებით და გააბოლებთ პლანს
_ასე უცებ გახდი ცოლი ? რაღაც სული შემეხუთა , მგონი არ ვარ მზად ამ მძიმე ტვირთისთვის
_სიტყვიერ მასალად გამოვიყენე ... ხო ზუსტად შენი ცოლობის სურვილით ვიწვი
_აბა მარტო ჩემი გაშიშვლების სურვილი გწვავს ? _ისევ ვნებიანი მზერა სტყორცნა და ტუჩებზე წაეტანა _ცუდი გოგო ხარ ნინა , ძალიან ცუდი და ასე არ შეიძლება _თითები მაისურის ქვეშ შეუცურა და წელზე მოეფერა
_ვსაუბრობდით მე და შენ
_უნდა ვიცოდე ეს შანსია დროს გვაძლევ მე და საკუთარ თავს თუ მიხვდი რომ შენც გიყვარვარ _სრულიად სერიოზული იყო ამ დროს თოლორდავა
_არ ვიცი ... ცოლობას ჯერ ნუ მთხოვ ამდენ ხანს მელოდი და ახლა ვეღარ გაუძლებ?
_ახლა უფრო ძნელია მგონი , მაგრამ კარგი . მე ხომ ვიცი რასაც გრძნობ და მიხვდები ბოლოს და ბოლოს შენც
_საკუთარ თავში დარწმუნებული მიშიკო თოლორდავა
_რა მიშიკო ტო , ღადაობ ?
ლაპარაკიც არ დასცალდათ თითქოს ყველაფერი მათ წინააღმდეგ იყო. კარზე კაკუნის ხმა გაისმა და აშკარად არ იყო მშვიდად ზღურბლს მიღმა მდგომი
_რომელი საათია ვინ უნდა იყოს ამ დროს
_ვნახავ მოიცა
_მანდ დარჩი მე ვნახავ _ ნინა დივამზე დასვა . პერანგი გაისწორა და კარის გასაღებად წავიდა. კართან არც მეტი არც ნაკლები კახი გვიჩიანი იდგა და ისედაც ანთებული თვალები უფრო აენთო მიშოს დანახვისას
_რა ჯანდაბაა ... ამ დროს შენ რა გინდა აქ _გვერდზე გასწია და სახლში შევარდა _ნინაა...ოხ ნინაა შენ და დედაშენმა უნდა მომიტყ*&* კარგის ტრ*&* ხო ?
_მამა? რა ხდება ამ დროს აქ რა გინდა , კარგად ხარ ?
_ მე რა მინდა გოგო თუ იმას ... ორი დღის წინ ერთად არ იყავით და ახლა ასე უცებ გადმოსახლდა შენთან ?
_სტუმრად ვარ უბრალოდ ბატონო კახა და
_ ერთი წუთით თუ შეიძლება ... როგორმე თავად განვსაზღვრავ ვისთან რა ურთიერთობა მექნება და ძალიან გთხოვ ახლა 5 წლის ბავშვივით ნუ მომექცევი და დედაჩემზე გაგიჟებული ჩემზე ნუ იყრი ჯავრს
_რამდენი წლისაც არ უნდა გახდე მამაშენი მე ვარ და ყველამ უნდა იცოდეს რომ თითებს დავამტვრევ და გადავაყლაპებ ზედმეტი რომ მიქაროს ...
_დიდ პატივს გცემთ ბატონო კახი და ისე ნუ იზამთ მეც რომ შეურაცხყოფას მაყენებდეთ და ნინასაც
_შესანიშნავია... ახლა თუ შეიძლება დაგვტოვე ოჯახურ თემაზე უნდა ვისაუბროთ და შენ რაღაც არ მახსოვს ჯერ _ ჯერობით ჩემი სიძის სტატუსი რომ გქონდეს. ღვინოს დავისხამ მე მანამდე დაემშვიდობე და მერე შეხვდით ერთმანეთს ... გვიანია უკვე . იმედია ისევ შევხვდებით ყმაწვილო
_საძინებელში ვისაუბროთ მამა
_წავალ და თუ რამე დამირეკე _ გააჩერა , ლოყაზე აკოცა და მერე გაუღიმა _ დამშვიდდი და ჩემ გამო ნუ იჩხუბებ თორემ ჩემნაირი ველური იქნები მერე _ შუბლზე აკოცა თვალი ჩაუკრა მერე კახის დაემშვიდობა თავის დაკვრით და წავიდა.
_რა საჭირო იყო ასეთი უხეში და უტაქტო საუბარი ...
_იცის მაგან მშვენივრად რა საჭიროც იყო და როგორმე თვითონ მიპასუხებდა... ერთად ხართ ?
_ხო ერთად ვართ , შენ არ მითხარი კარგი ბიჭიაო ?
_მე ის არ მითქვამს გაიქეცი და მისი საყვარელი გახდითქო
_ხო ნუ ცოლებს ღალატობენ და საყვარელთან რას გააკეთებს არა?
_ ნინა ნერვებს ნუ მომიშლი კარგად არ ვარ ხომ ხედავ ისედაც გამაბრაზე და ნუ მეტყვი ისეთ რამეს რაც იმ ბიჭს შეიწირავს
_სამწუხაროდ შენნაირი ავადმყოფური აზრები და შეხედულებები მასაც აქვს და მეტად სავარაუდოა ქორწილამდე თავი მოიკლას... რა მოხდა დედა ვერ დაითანხმე ? ვერ შეირიგე ამჯერად?
_შენი აჯანყებულია ხო ? საკუთარი შვილი მიდის ჩემ წინააღმდეგ და რის გამო
_მამა მე თქვენთვის ორივესთვის კარგი მინდა... ხომ იცი რომ მიყვარხარ და თქვენგან განსხვავებით ვხვდები რომ ერთმანეთს კლავთ. არც შენ ხარ ბედნიერი და არც დედა. მიეცი უფლება იყოს მშვიდად
_ხომ იცი რომ არ მივცემ მარტო ყოფნის უფლებას
_კარგი რა მამა 20 წლის ხომ აღარაა
_შენ დედაშენი მოხუცი გგონია ? ერთი გაღიმება დასჭირდება და 30 წლის ბიჭსაც დაკერავს და მერე ქორწილში მოდიო ხომ არ მეტყვი ნეტავ
_და შენ გგონია რომ დედას ამიტომ უნდა განქორწინება? ზოგჯერ საოცრებებს ამბობ მამა
_აზრზე არახარ... არც კი იცი დედაშენი ჩემთვის ვინაა . არც იმ სულელმა ქალმა იცის.. 24 წელია ვერაფერს მიხვდა და ვერც მიხვდება ალბათ ... ხოდა გავეყრები მივატოვებ და ვნახოთ რამდენ ხანს იცხოვრებს იმ სახლში უჩემოდ . მეც მაგარი ს*რი ვარ აქამდე რომ არ ვაჩვენე როგორია უჩემოდ ცხოვრება . გადაეცი რომ მომიტანონ საბუთები ხელს მოვაწერ და მორჩება. ტანსაცმელს ჩემი მდივანი წამოიღებს უთხარი რომ თავისუფალი მხოლოდ მაშინ იქნება როცა გადამიყვარდება ... შენ კი ჭკვიანად იყავი და ნუ იზამ ისე რომ ჩავერიო შენს ცხოვრებაში _ შუბლზე აკოცა და მანამ წავიდა სანამ ნინა რამეს ეტყოდა.
ნინამ მაკას დაურეკა და ყველაფერი სიტყვა სიტყვით უთხრა. ქალი აშკარად არ ელოდა ასე უცებ თუ დათაბხმდებოდა და ემოცია ვერ დაფარა
_ხომ გეუბნებოდი თავად უნდოდა ჩემი მოშორება და ისე გააკეთა თითქოს იქეთ დავარწმუნე ... ჯანდაბაშიც წასულა. ძალიანაც თავისუფალი ვიქნები, მაგას არც ადრე ვუყვარდი არც არასდროს აინტერესებდა ჩემი გრძნობები ...
აი ასე მორჩა ეს ამბავი. ნინა მარტო იყო , ვერ ისვენებდა. მიშო კლუბში იყო , მარტო მშვიდად სვამდა სასმელს გვერდით რომ მიუჯდა ვიღაც. კახი რომ დაინახა ცოტა გაუკვირდა მერე გაეღიმა
_გიყვარს?
_უღმერთოდ
_გაძლებას გისურვებ ... იმედია ჩემზე მაგარი ხარ _ ჭიქა მიუჭახუნა და სულმოუთქმელად დაცალა _ თითების დამტვრევაზე არ ვხუმრობდი ხომ იცი
_ვიცი
_კარგია ... სიყვარულისგან გასულელებული ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ
_თქვენ დანებდით ?
_ჩემი ჭაღარა ნუ მოგატყუებს ყმაწვილო
*^*^*^*^*^*^*^*^
ეზოში ყოფნას ვეღარ ახერხებდნენ უკვე საკმაოდ ციოდა . უზარმაზარი თბილი სვიტერი და გრძელი წინდები ეცვა , ვახშამს ამზადებდა . ამინდიც თანდათან უარესდებოდა და შუქის წასვლისთვის მომზადებულს სანთელი და ასანთიც იქვე ჰქონდა . ანდრო ეზოში შეშას ჩეხდა , დღისით დაიწყო მაგრამ სანამ ბოლომდე არ დაასრულა და დაალაგა მანამ არ მოისვენა . ბოლოს სახლში შეაღწია ბუხარი დაანთო და სახლიც სხვანაირად თბილი გახდა. მართას დიდხანს უყურებდა შორიდან მზადების დროს იშვიათად ჭამდა მაგრამ ახლა განსხვავებულად მსუნაგი გახდა. მსუყე კერძებს ამზადებდა და გემრიელად შეექცეოდა კიდეც. ზურგიდან მოეხვია საქმეში გართულს და ყელში აკოცა. კულულები შეკრული თმიდან გადმოსცვენიდა და ყელზე ედებოდა. ფრთხილად გაუსწორა და კოსა უკეთ შეუკრა
_ხომ არ გტკივა
_ნწ , გასინჯეე ... მგონი უკვე მზადაა
_ხორცის წვნიანი ამ დროს რამ მოგანდომა ?
_თევზის მომზადებას ვფიქრობდი მაგრამ ხომ იცი მერე მთელ სახლში სუნი დარჩებოდა და დამეზარა თან. გამწოვი რომ არ არის რთული მოსამზადებია ასეთი მძაფრი სუნის მქონე საჭმელები ... ხო გიყვარს ხორცი
_აქამდე სტეიკებს ან სალათებს ამზადებდი ღვინოში და ამბებში
_არ გიყვარს ასე ? ბებო მაჭმევდა ხოლმე თუ ისეთი გამოვიდა უგემრიელესი იქნება
_მართა..._ თავისკენ შეაბრუნა და მზერა გაუსწორა _მგონი ქალაქში დაბრუნების დროა . შენი საქმეები დაივწყე სწავლაც დაიწყო უკვე
_არ მინდა... შენ აქ დარჩები და მე გამიშვებ ? თუ არ გინდა რომ აქ ვიყო და მოგბეზრდა მაშინ წავალ რა პრობლემაა
_ნუ იქცევი სულელი გოგოსავით, არ გეკადრება _მშვიდად ელაპარაკებოდა . თავად გამორთო გაზქურა ხელი ჩაკიდა და მისაღებისკენ წაიყვანა _უნდა დავილაპარაკოთ მე და შენ თორემ აშკარად ჭკუიდან შევიშლები მალე
_რატომ შეიშლები ... მეგონა კარგად იყავი
_კარგად ვარ , მგონი ზედმეტად კარგადაც ვარ და მოჩვენებები დამეწყო ამ გარემოების გამო
_არაფერი მესმის ...
_აქ დადექი მოდი _დივანზე დაჯდა მართა წინ დააყენა ჯერ თითები დაუკოცნა მერე ზედა აუკეცა მუცელზე და გვერდიდან შეხედა _დავიჯერო მარტო მე მგონია და შენ ვერაფერს გრძნობ ? მოჩვენებები მაქვს თუ შენც ხვდები და უბრალოდ შენი ტვინი ამ ინფორმაციას არ იღებს , აიგნორებს იმიტომ რომ არ გინდა ასე იყოს ან გინდა და გეშინია
_ორი კილო რომ მოვიმატე მაგაზე ამბობ? სუფთა ჰაერია . ვისვენებ არც დილიდან საღამომდე ლექციებზე ვარ და კარგადაც ვიკვებები თუ მაშიშვლებ მომაშორე თავზე ნუ კი მაფარებ დავიხრჩე ანდრო _ აწუწუნდა სანამ ანდრო მუცელზე უყურებდა და თითებით ეხებოდა
_არა რა ... ხვალვე უნდა დავბრუნდეთ ქალაქში და ტესტი გაიკეთო . აქაც ვიყიდდი , მაგრამ
_ანდრო არ ვარ ფეხმძიმედ ... _უცებ გაისწორა ზედა და უკან დაიხია. ბიჭმა ისევ წაავლო წელზე ხელი და ფეხებშორის მოიქცია მისი თხელი წვივები
_ ვითომ რატომ არ ხარ... ასე კატეგორიულად რატო უარყოფ
_ერთხელ ციკლის ჩაგდება არაფერს ცვლის ადრეც მქონია შემთხვევა მაგრამ ფეხმძიმედ არ ვყოფილვარ ანდრო . თანაც კარგ ექიმთან ვიყავი და შეცდომა არ მოხდებოდა
_შეცდომას რას ეძახი შენ ... შეცდომა ვარ მე ! ჩემი და შენი შვილი შეცდომა არ იქნება
_ნუ ყვირი გთხოვ ... ხომ შევთანხმდით რომ ამ ღრიალს გადაეჩვეოდი
_ნერვებს მიშლი და რა გავაკეთო აბა ... სირ*& ხო არ დაველოდები მუცელი როდის გაგეზრდება ან ცუდად გახდომას და გულისწასვლებს როდის დაიწყებ. სხვანაირი ხარ , თვალებიც კი სხვანაირი გაქვს და შენი ტვინში თუ ამ ფაქტის დაშვებას არ აპირებს ეგ არაფერს ცვლის
_საერთოდ რას განვიხავთ ვერ ვხვდები რა ასე ძალიან გინდა ფეხმძიმედ ვიყო ?
_შენ არ გინდა აშკარად, მაგრამ ფაქტს ვერ შევცვლით ... ცუდი წინათგრძნობა მაქ ეს დედა ნატირ*& მილიონში ერთხელ ვარ ასეთი აფორიაქებული და თუ დროულად არ გავიგე რას მიმზადებს ამჯერად ღმერთი, გავგიჟდები _მუხლებზე დაისვა გოგო და ტუჩები დაუკოცნა. ყველაფერი იმ სიზმარის ბრალია
_რომელი სიზმრის ... ორი დღის წინ რომ ნახე და არაფერი მითხარი ? მთელი ღამე გაათენე და იმდენი მოწიე სახლი კვამლში რომ იყო ? არ მეტყვი რა ნახე ასეთი ?
_დაიკიდე... ვერ ვარ რაღაც ჩემ ჭკუაზე. წამოდი ვივახშმოთ...ისეთი ქარია შეიძლება მალე დაბნელდეს და მანამდე მივირთვათ ვნახო ერთი როგორი წვნიანი მოამზადე...
ანდროს ძალიან მოეწონა კერძი , მაგრამ მართა აღარ იყო გუნებაზე თითქოს საკუთარი მალული ფიქრები მოეძალნენ ანდროსთან საუბრის შემდეგ . ათასი აზრი ერთდროულად გაუჩნდა და თავი ვეღარ შეიკავა
_ფეხმძიმედ რომ ვიყო მერე რა მოხდება ?
_8_9 თვის შემდეგ იმშობიარებ... როგორც წესი ასე ხდება ხოლმე თუ შვიდთვიანი არ იქნება შენსავით
_ანდრო სერიოზულად გინდა რომ მე შენი შვილის დედა ვიყო ?
_თუ ჩემზეა დამოკიდებული იშვიათად ხდება რამე რაც არ მინდა .
_საყვარელმა გინდა შვილი გაგიჩინოს?
_აუცილებლად ცოლად უნდა შეგირთო რომ მიხვდე რა ადგილი გიკავია ჩემ ცხოვრებაში ?
_თითქმის სულ ვკამათობთ ანდრო ... მე და შენ ერთად როგორ გავზრდით ბავშვს
_მალე გავიგოთ ხარ თუ არა ფეხმძიმედ ... თუ არ ხარ იქნები და მერე ვნახოთ რა როგორ იქნება
_შენ მგონი ტვინი გადაგიბრუნდა...შოკის ქვეშ ხარ
_მიდი ხო არგუმენტები მოიფიქრე რომ დაიჯერო რა უმნიშვნელო ხარ ჩემთვის
_აქ სამუდამოდ ვერ დავრჩებით და ეს იდილეა დიდხანს არ გასტანს. შენ დაუბრუნდები შენს ჩვეულ ცხოვრებას , გართობას , ქალებს , სასმელს , კლუბებში ძმაკაცებთან ერთად სიარულს მე კი ისევ უბრალო სტუდენდი ვიქნები , რომელიც მაშინ გაგახსენდება როდესაც ცუდად იგრძნობ თავს ან უბრალოდ
_ახლა დიდი სიამოვნებით გეჩხუბებოდი , მაგრამ არ მინდა აქ განერვიულო იქნებ და ჩემ ბიჭს ატარებ მუცლით
_ბიჭს? მე საერთოდ არ მინდა ბიჭი მყავდეს ... ყველა გოგო მინდა
_შენს ნდომაზეა?
_გოგო რომ იყოს რას იზამ
_რა უცებ მოცოცხლდი ხედავ ? მოკლედ ოღონდ გაბრაზების მიზეზი მიეცი და ეგრევე ცეცხლს აფრქვევს... მერე ჩემი უკვირს ასე უცებ როგორ ბრაზდებიო
_გკითხე რაღაც
_შენ რა გგონია რას ვიზამ
_ასე ნუ მიყურებ ვიბნევი _ანდრომ ხელი რომ მოხვია და მაგიდაზე დასვა წამსვე აერია ტვინი _ არ ვიცი , ვერაფერს გააკეთებ იმიტომ რომ თუ ღმერთმა შენი ნაწილის ჩემში არსებობა დაუშვა აუცილებლად დაიბადება , მერე ჯანდაბაშიც წასულხარ
_ჯანდაბაში ხო ? რა უამბიციო ქალი ხარ ვგიჟდები შენ რა ადვოკატი და გამომძიებელი იქნები გოგო
_ჩამომსვი აქედან ...მაგიდა ამალაგებინე და ჩაის მოვამზადებ
_არაფერი გიჭამია , ჩემთვის გააკეთე ?
_გადამინდა ...
მართა მაგიდაზე დატოვა . ყველაფერი აალაგა მერე უცებ აიკრა სხეულზე და ბუხართან დაჯდა მასთან ერთად
_ასე უცებ რომ დამავლებ ხელს მგონია რომ იატაკზე დავენარცხები
_გული აგიჩქარდა ხედავ _მკერდზე ხელი მიადო და ლოყაზე აკოცა _ გოგო რომ იყოს ყველა მის თაყვანისმცემელს ვცემ და არ გავათხოვებ
_ავადმყოფი ხარ ხო ?
_მეკითხები ?
_წარმოიდგინე ახლა რომ შენ შვილს რაღაც აუკრძალე და მითუმეტეს თუ ვინმე მოსწონს მას რამე დაუშავე ... მიდი აბა წარმოიდგინე რას გაკეთებდი გოგო რომ იყო
_დედას მიტირებს ყველა ვარიანტში ... გაიქცევა , მეჩხუბება პიზ**ც ...ხომ ხედავ გოგო არ გვინდა
_ფეხმძიმედ რომ წარმოგიდგენივარ იმას ხედავ რამხელა მუცელი მაქვს?
_მკერდიც გაგეზრდება და დავისვენებ ახლა რომ ვეძებ და ძლივს ვპოულობ
_იუმორი გეძალებათ სრულიად უნამუსოდ , უადგილოდ
უცებ გაიელვა , წვიმის წვეთების ხმა ქარს შეერია და წამში ყველაფერი ჩაბნელდა. მხოლოდ ბუხარი ანათებდა ოთახს. მართას სანთლების ანთება უნდოდა , მაგრამ ანდრომ გააჩერა
_ არ გინდა, ასეც კარგია_აკოცა , შეკრული თმა გაუშალა და ზედა მოაშორა
_ანდროო
_რატომ ვერასდროს ხვდები რომ ამ დროს უბრალოდ უნდა გაჩუმდე , ისიამოვნო და ჩემი სახელის წამოკვნესებას შეეშვა რადგან ამ დროს კონტროლს ვკარგავ _თითები მოშიშვლებულ მკერდზე შეახო. ნელა ხაზავდა მკვრივი დვრილების რკალს და თან ზურგზეც დაატარებდა თითებს. ქალის რეაქციებს აკვირდებოდა და ტკბებოდა . მისი შეხებით ვერასდროს კმაყოფილდებოდა ყოველ ჯერზე სხვადასხვა შეგრძნება ჰქონდა თითქოს უფრო აინტერესებდა, უფრო მეტად უნდოდა და ეს გრძნობდა ოდნავადაც არ ნელდებოდა.
თავიდანვე კარგად იცოდა მართაზე დამოკიდებული რომ გახდებიდა , მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო მეტ დადებით თვისებას ხედავდა მასში. მართა არ იყო უბრალოდ ქალი რომელსაც მასთან ყოფნა მოსწონდა, მართას სრულიად ენდობოდა ზუსტად იცოდა სულ რომ დაეკარგა ძალები , სულ რომ განადგურებულიყო მართა მაინც მის გვერდით იქნებოდა ხელს ჩაჰკიდებდა და მისი საყრდენი გახდებოდა მანამ სანამ თავად არ შეძლებდა კვლავ მყარად დგომას. საოცარი ქალი იყო მართა, ოცნების ქალი რომელსაც აღმერთებდა , მაგრამ ვერ ან არ ეუბნებოდა ამას. ელოდა როდის მიხვდებოდა თავად , როდის დაიბახავდა მის ადგილს და დაიკავებდა მას...
*^*^*^*^*^*^*^*^*^
ბინაში იყვნენ, თარაში ლეპტოპთან იჯდა და საქმეებს აგვარებდა. ხან სად რეკავდა ხან სად. თაისა კი ბოლო დროს ზედმეტად პედანტი გახდა ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდა ბინაში. მტვრის ნაწილაკსაც კი ვერ ნახავდით სადმე. თარაშს საღამოს სულ სადღაც მიჰყავდა , მაგრამ დილით სულ გემრიელობას ამზადებდა . რაღაცნაირად დიასახლისს ემსგავსებოდა , მაგრამ ეს ფაქტორი ხელს არ უშლიდა თარაშთან ფლირტს არასდროს წყვეტდდა. სახლში დაბრუნებულს რამდენჯერმე ისეთი ფორმით დახვდა სულ აურია ტვინი კაცს.
_მორჩა... წავიდეთ სადმე ? _ უცებ მიეჭრა და აკოცა
_ხომ გადავწყვიტე რეზიდენტურაში ამ წლის ბოლოს ჩამებარებინა ... მანამდე მგონი დიდი დროა და ისევ დავიწყებ მუშაობას , მომენატრა კლინიკა და თან რაღაცნაირად მოვდუნდი
_მომწონს ეგ აზრი , მაგრამ მოდუნებულის რა გითხრა. მთელი დღე რაღაცას აკეთებ . სად დაიწყებ
_ვნახოთ... რამდენიმე კლინიკაში გავაგზავნი სივის
_ანუ მანამ უნდა დავკავდეთ სიყვარულით სანამ ჩემ ყველაზე დიდ მეტოქეს, შენს საქმეს დაუბრუნდები და მთელ დროს წამართმევს
_გახსოვს ჩემი ამ ერთი წლის გეგმა ?
_მოემზადები გამოცდისთვის, იქნები ჩემთან და სწავლის დაწყებამდე გააჩენ ჩვენს პირველ შვილს
_ცოტა დრო დაგვრჩა იცი ? _ ეშმაკურად გაუღიმა და პერანგის ღილებზე წაეპოტინა. უკანსვლით მიჰყავდა სანამ საწოლზე არ დაეცნენ _ ერთი თვე გვაქვს რომ მომავალ აგვისტომდე ვიმშობიარო
_ერთი თვე ? დიდი დროა ტყუპებსაც გავქაჩავ მანამდე _ ზემოდან მოექცა და მწვანეები მიანათა _რა უსასრულოდ მენატრებოდი _ნაზად აკოცა , ჯერ სახე დაუკოცნა მერე გააშიშვლა და კიდევ ერთხელ შეისწავლა საყვარელი ქალის საყვარელი სხეული.
საწოლში იწვნენ უცებ რომ წამოჯდა და ნახევრად მძინარე თაისაც გამოაფხიზლა
_ჯანდაბაა როგორ დამავიწყდა
_რა დაგავიწყდა ... ომი იწყება ? დაწექი დაიძინე
_ერეკლეს დაბადებისდღეა
_ხვალ არაა?
_12 ზე ავდივართ ყოველ წელს მე, ანდრო და ილიკო
_ეგ მე რატო არ ვიცოდი
_იმიტომ რომ მარტო ჩვენ მიგველოცა მაგ დღეს_ჩაცმა დაიწყო. თან ილიკოს ურეკავდა _ბიჭო არ ავიდეთ ერეკლესთან ? მერე რა მივულოცავთ და წამოვალთ ... ხო ...არა . გამოვდივარ უკვე და მე ვიპოვნი , დავურეკავ ხოო რა პრობლემაა
_მობილური ჯიბეში ჩაიდო . პერანგის ღილების შეკვრა დაასრულა. მოსაცმელი აიღო და თაისას აკოცა.
"ამას ჰგონია ვერ მივხვდი მოცეკვავე რომ უნდა აუყვანონ ერეკლეს? ნეტავ ჰგონია დაჯდება და ვიღაც შიშველი ქალის ცეკვით დატკბება ?"
საყელოში წვდა და თავისკენ მიიზიდა
_მოხვალ, მიულოცავ , გოგოს დაუტოვებ თუ გოგონებს და წამოხვალ
_ვინ გოგოს მამაშა კი არ ვარ
_ყველაფერი რომ მახსოვს ხომ არ გავიწყდება...
_აღმოსავლური ცეკვები ევასება ხომ იცი , თავისუფალია ჩიტივით და რატომ უნდა ჩავაგდოთ ეს წელი ? დავლევთ ის გოგო იცეკვებს და წავა ... რატომ მახსნევინებ? შენ ვაფშე საიდან იცი ეგ ?
_ერეკლეს მობილურში ვნახე ერთხელ თქვენი ვიდეო და იქედან ... მიდი , მიდი მე ხვალ მივულოცავ . ვიძინებ და იფიქრე იმაზე რომ შიშველი ცოლი საწოლში გელოდება _ ისე აკოცა მგონი წასვლას რომ აპირებდა ისიც დაავიწყდა _წადი თორემ 11 საათია უკვე
_ხოო ... რომ მოვალ , მე რომ დავბრუნდები მერე გავაგრძელებთ იცოდე
_ხო აბა რა _პენუარი გადაიცვა ზურგი აქცია და ბალიში ააფუმფულა.
მშვიდად დაიძინა . ქმრის მარწუხებით დახრჩობას არ აპირებდა .
კლუბში რომ შევიდა გოგონა გამოსვლისთვის ემზადებოდა. კარი რომ გაიღო ხალათი მოიცვა , მაგრამ თარაშის დანახვისას დამშვიდდა
_თარაშ ?
_თეოო როგორ ხარ ?
_კარგად შენ ?
_მჭირდები და უარს ვერ მეტყვი იცოდე ...
_რა ხდება _გაიცინა და სიგარეტს მოუკიდა
_კოკას ვუთხარი და გიშვებს ამ საღამოს ... ორმაგს გადაგიხდი უბრალოდ სახლში უნდა წამოხვიდე რა
_ხო იცი რო არ გამოვა ...
_ჩემი და ანდროს მეგობრის დაბადებისდღეა ... უბრალოდ იცეკვებ , მივულოცავთ და თავისუფალი ხარ. თან მარტო არ იქნები მაგას გზაში გეტყვი ... არ გამიტეხო რა
_ანდროც იქნება?
_მარტო მე არ მენდობი ?_ გაიცინა და საათს დახედა _ თეო 12 ზე იქ უნდაა ვიყოთ
_კარგი , ჯანდაბას ამ ერთხელ დავუშვებ გამონაკლისს . ნიღაბი უნდა გავიკეთო ოღონდ
_როგორც გინდა ეგ არაა პრობლემა
_იმედია ვინმე არანორმალურთან არ მიმიყვან ვინც მყავს აკიდებული ისინიც მყოფნის _თმები შეიკრა. გრძელი მოსაცმელი ჩაიცვა და ჩანთაც აიღო
_შემიძლია დახმარება ?
_არა , არა ეგეთი არავინაა თქვენ ისედაც ზედმეტი გააკეთეთ ჩემთვის _გაუღიმა და წინ წავიდა .
ზუსტად დროულად მივიდნენ. კარი გააღეს და სიმღერის ფონზე გოგონები შეუშვეს . ერეკლე დივანზე იყო გაშოტილი და ლამის იატაკზე დაენარცხა მოულოდნელობისგან. მერე სიცილი აუტყდა. ბიჭებმა შამპანიურები გახსნეს ფერადი ფურცლები და მოკლედ დიდი ყიჟინა ატეხეს
_გილოცაავ ბაბუუ უკვე 30 წლის გახდი
_თქვე არანორმალურებოო მეგონა დაგავიწყდათ
_ღადაობ ტო ? ძლივს შენც გახდი 30ის
იცინოდნენ, სვამდნენ , ყველაფერი აურიეს. მერე სავარძელში ჩაეშვა ბატონი, მაცადეთ ცეკვას ვუყურო თქვენ სიფათებს ისედაც სულ ვუყურებო და მოცეკვავეს დააკვირდა. რაღაც დაემართა , განაბული უყურებდა ლურჯთვალება მოცეკვავეს. ცეკვის დასასრულს უნდა მისულიყო ანდრო რომ დაადგა თავზე და ყველანი გააოცა
_გილოცაავ გადარეულო
_ანდროო შე ჩემაა დაბრუნდიი ... ვაა რა ჯიგარი ხარ ტოო
თარაში და ილიაც არ მოელოდნენ ძმის გამოჩენას. მისი დანახვა ისე გაუხარდათ აღარაფერი ახსოვდათ. ბიჭებს ჩვეულებისამებრ მოეხვია და მერე ჭიქა გამივსეთ უჩემოდ როგორ სვამთ თქვე არასწორებოო და ასე დაათენდათ თავზე. შესანიშნავი ოთხეული ადგილზე იყო . სიტყვა არ უთქვამთ , უბრალოდ თავიანთ ამბებს ყვებოდნენ . ნატას ფეხმძიმობა, თაისას ამნეზია და ბოლოს უკვე გათიშულები რომ იყვნენ ანდრომ ყველა გამოაფხიზლა
_ცოლს ვირთავ , ოღონდ ჯერ თვითონაც არ იცის
_რაოო ?
_შანსი არაა ... შენც ამათ გზას მიუყვები ანდრო ?
_მოიცა ვინმე გიყვარს და ჩვენ არ გვითხარი ? თარაშ შენ იცოდი ? _ილიკო გაბრაზდა მაგრამ უცებ გაჩუმდა და მთელი ტანით შებრუნდა ანდროსკენ_ ის ქერა , ხუჭუჭა გოგო მაშინ რესტორანში რომ დაინახე ვიღაც ბიჭთან ცეკვის დროს და აიჭერი ეგ ხო ?
_ილიკო ნახეე შეენ რეები დაუნახავს და გაუიასნებია ?
_დავაი რაა ... გეკითხები მიპასუხე
_ხო ეგაა ... გაგაცნობთ მალე
_როგორ არ გვითხარი ასე სერიოზულად თუ იყი საქმე
_არ ვაპირებდი არაფერ სერიოზულს, ახლა უბრალოდ მივხვდი რომ მინდა სულ ჩემთან იყოს და სხვა ყველაფერი
_ აუ ვიღაც ბომბი იქნება დარწმუნებული ვარ ნატას და თაისასაც გადაუჯოკრავს ხო ?
_თაისას ვერა მაგრამ ნაკლებსაც არ აფრენს... მე ვუყვარვარ სხვა თუ არაფერი
_ დღეს გაგვაცანი... მოიყვანე იცოდე რესტორანში
_ვაა კლუბში არა? რესტორანში რატო ვითომ
_რავი მამაჩემმა ვიღაცები უნდა დავპატიჟოო რაღაც საქმეები აქ იტოკში შემ*& და დავთანხმდი. თუ ბანძი პონტი იქნება მერე წავიდეთ დაჩისთაბ ან აკოსთან კლუბში და ეგაა
_თარაშ _ანდრომ გახედა ჩუმად მჯდომ ნახევარძმას და მანაც მზერა გაუსწორა
_ჰო
_რა ეჭვიანი შეყვარებულივით გაჩუმდი ტო ... ხო იცი გაგაცნობდი რო მეფიქრა რამე. ჯერ კი არ ვთხოვ ხელს... ეგ ისე ვთქვი თქვენ რო იცოდეთ თორე
_მომენატრე შე ჩემა ... დიდი ხნით გადაიკარგე . მეგონა აღარ ბრუნდებოდი
_ეგრე რაა...თამარა დაბრუნდა?
_არა , სოფელში გაუტკბა
_რაღაც ძაან გაუტკბა _ერეკლემ გაიცინა და ჭიქა ბოლომდე დაცალა_მაგარი ზაფხული იყო რა... სიცხე შემოდგომადაც გამოჰყვა, მაგრამ მთავარია არ დავიწვით და ისევ ისე ვართ
_ ხო მთავარი ეგაა... თამარას დავაბრუნებთ თუ არ გაჰყვა ვინმე იქაურ ბიჭს _თარაშმა გაიცინა და მერე თავზე გადაისვა ხელი_ რა მაცინებს ტო , მართლა არ დარჩეს იმ ბიჭთან
_ვინ ბიჭთან რას ბოდავ ალასანია
_აუ ილიკო მაცადე ნუ აღელდები
_მათემ გაიცნო ? _ანდრომ გახედა და თვალები აატრიალა _ ხვალვე წავალ და წამოვიყვან
_მათე ვინღაა აუ თქვენ ორნი რო დაიწყებთ ლაპარაკს ვერაფერს გაიგებ რა ... ვინაა ეს მათე კაი ტიპია ?
_ იქაურია...კარგი ბიჭია მათე , მაგრამ არც იმდენად ჩემ დას რომ იმსახურებდეს _ანდროს მიერ ნათქვამი ყველას კარგად ესმოდა. თარაშმა მხარე ხელი დაადო და მერე თმები აურია
_შენ თუ იწუნებ მე რა მეთქმის ... შორიდან ვიცნობ
თემა მალევე შეცვალეს. გამთენიისას წავიდნენ სახლებში. ანდრო ამჯერად თავის სახლში დაბრუნდა ძმასთან და რძალთან. ნატას უკვე ეძინა და მისიგაღვიძება არც უფიქრია. გაღვიძებისთანავე თამარასთან წავიდა. ჯერ კიდევ დილა იყო გოგოს რომ დაადგა და შეშინებულმა ფინჯანი დაამსხვრია
_ანდროო
_პატარავ ... დაბრუნების დროა _ ხელი მოხვია აკოცა და მერე განუცხადა
_შენ დაბრუნდი ?
_დავბრუნდი ... ერეკლეს დაბადებისდღეა ხომ იცი არ გაპატიებს იქ რომ არ იყო დღეს
_კარგად ხარ შენ ?
_შესანიშნავად დავისვენე, განვიტვირთე და ახალი ძალებით დავბრუნდი
_მომენატრე... ხო ყველაფერი ძველებურად იქნება
_უკეთაც იქნება , ბევრად უკეთ ... ჩაალაგე ახლა ნივთები და წავიდეთ აქედან
ისე ააჩქარა გოგო რომ ვერაფერზე დაფიქრება მოასწრო უკვე გზაში იყო და მაგისტტალზე მიქროდა . ანდრო მართაზე ფიქრობდა, ექიმთან მისვლის დრო ვერ შეათანხმეს და ღელავდა. დარეკვაც ვერ მოახერხა, თამრო სახლში მიიყვანა ილიკოს ჩააბარა და პირდაპირ ქერასთან წავიდა
_ გამარჯობა
_ანდრო
_არ იცვამ ?
_დღეს არ სცალია იმ ექიმს ... ხვალ მივალ . ტესტი ვიყიდე და მანამდე გავიკეთებ
_სხვასთან რო მივიდეთ ?
_სხვასთან არ მინდა ... ვერ წარმოგიდგენია რა საშინელი შეგრძნებაა იმ საწოლზე ფეხებგაჩაჩხული წოლა
_დღეს საღამოს რესტორანში მივდივართ
_რატომ ?
_ჩემი მეგობრის დაბადებისდღეა _ ყელში აკოცა და სხეულზე აიკრა, მაგრამ მართა მაშინვე მოშორდა_სად წახვედი ... ხომ იცი ვერ ვიტან რომ გკოცნი და მიდიხარ
_სად მივდივართ ?
_თუ არ გინდა ნუ წამოხვალ... ჩემთან მოდი
_მეშინია უკვე, თითქოს გამოგცვალეს ...გინდა შენი მეგობრები გავიცნო ?
_გაგაცნობ თუ წამოხვალ თუ არ გინდა დაიკიდე _ თმაში შეუცურა თითები და სახიდან კულულები მოაშორა
_წამოვალ , რა თქმა უნდა წამოვალ . ვინაა , რა ვაჩუქო
_არაფერი ... უბრალოდ ისე ნუ ჩაიცვამ ცდუნებას რომ ვერ გავუძლო და მალე წამოგიყვანო სახლში _ისევ აკოცა და მერე დივანზე დაწვა. თავი ფეხებზე დაადო და თვალები დახუჭა
_წუხელ სად იყავი , გამოუძინებელი ხარ?
_იუბილართან ვიყავით მე და ალასანიები. დილით თამარა ჩამოვიყვანე
_როგორ არიან
_კარგად
_დავიძინოთ ? _შუბლზე აკოცა და თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა _ნწ, უნდა წავიდე საქმეები მაქ . საღამოს გამოგივლი
_უკვე მიდიხარ?
_დრო არმაქვს _სწრაფად წამოდგა აკოცა და წავიდა...
*^*^*^
_ანდრო დაბრუნდა...
_მართლა ? როგორაა , სად არის
_თამარაც ჩამოიყვანა უკვე...
_წავიდეთ რაა ...
_ცოტას დავიძინებ და წავიდეთ_ხელი მოხვია თავი მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა
_მე მაინც გამიშვი...
_ნწ ...
_თარაშ , რაო ანდრომ
_ჩემი და უნდა ჩამოვიყვანოო , რამდენ ხანს უნდა იყოს იქო ე.ი ყველაფერი კარგადაა , საუბარი არ ღირს ანდრო ადრეც ძმა იყო და ახლაც ძმაა ...
ვერ დაიძინა, მაგრამ საწოლიდან არ ამდგარა არც თაია გაუშვა სანამ ილიკომ არ დაურეკა . ანდროს სახლში წავიდნენ, ყველანი იქ იყვნენ ნინაც მივიდა და შეიკრიბა მთელი სამეგობრო.
_მომენატრეეთ
_რა ვიცი წახვედი სოფელში და დარჩი ბუნების წიაღში
_აშკარად ვიღაც აჩერებდა იქ _ ნატამ ეშმაკურად ჩაიცინა , მაგრამ თამარას რეაქცია არ ჰქონია
_მათეს თუ გულისხმობთ ცოლი შეირთო და სხვათაშორის შესანიშნავი შვილიც ჰყავთ. იქ ხშირად ვიყავი
_მართლა ?
_სულ ტყუილად ააგეთ კოშკები რძლებო ასე მარტივად ვერ მომიშორებთ . პატარა ალასანია რას შვება მანდ ახლა ეგ მითხარით ... ვერ გამოგიყვანე დღეს სამზარეულოდან
_შესანიშნავადაა... ხარივით ძლიერია დედაც და შვილიც მე მომიღებენ ბოლოს თორემ . ენერგო ვამპირი ხომ იყო და ახლა საერთოდ ყველა ზღვარს გასცდა
_არ გეკადრება მაზლო ასეთი წუწუნი ... შენ არ იყავი რომ გიჟდებოდი ბევრი ბავშვი მინდაო ? _თაისამ უთხრა და ნატასთან გადაჯდა
_რაღაც უნდა გითხრათ ..._ნინამ ჩუმად დაიწყო და ყველამ მას მიაპყრო მზერა_ საღამოს რომ არ გაიკვირვოთ და კითხვებით არ დამახრჩოთ ახლავე გეტყვით რომ მე და მიშო ერთად ვართ
_ხომ ვამბობდი ტყუილად ვეჩხუბებით იმ ბიჭს_თქო ... რაოო ნინუშ იპოვნა თოლორდავამ შენი გულისკენ მიმავალი გზა ?
_ხო , მგონი ნამდვილად მიითვისა ჩემი გული ... ამას ნუ ეტყვით ახლა , ჯერ უნდა დავაკვირდე თუ ჭკვიანად მოიქცევა მერე ვნახოთ
_რა ცოდოები ვართ კაცები თქვენს ხელში ... სანამ გამოცდებს გაურკვეველ ცდებს არ ჩაატარებთ მანამ არ გაახარებთ ადამიანს _ ილიკომ ეს რომ თქვა მიიღო კიდეც პასუხი ცოლისგან.
ხმაური იყო ისევ, ერეკლეც რომ მივიდა ყველანი ჩვეულ ამპლუაში გადავიდნენ. ანდრო დანაკლისს გრძნობდა, ყველაფერმა ერთიანად გამოფიტა და აღარ უნდოდა რაიმე დაფარული . შესავლების გარეშე გააჩუმა ყველა
_ამ საღამოს მართას გაგაცნობთ, დარწმუნებული ვარ კარგად გაუგებთ და დამეგობრდებით , მაგრამ მაინც იცოდეთ წინასწარ
_რაოო მართაო ... არ მჯერა ანდრიკო შეყვარებულია ?
_ვინაა მართა ანდრუშ ?
_ გალღვა შენი ქვის გული ანდრიკოო ? _გოგონებმა წამსვე აიტაცეს თემა და სანამ არ აალაპარაკეს ქარ მოისვენ. ეს
_შეფმზარეულია , რესტორანში გავიცანი . ახლა იურიდიულზე ჩააბარა და სწავლა დაიწყო თავიდან ... ბევრი ლაპარაკი მაინცადამაინც არ უყვარს და ერთბაშად ნუ დააყრით კითხვებს
_ანუ არც ისაა ნორმალური
_მოიცა შენსავით არ ლაპარაკობს?
_არა, უბრალოდ პირად შეკითხვებს ნუ მიაყრით. მოექეცით ჩვეულებრივად და ნუ აგრძნობინებთ რომ მასზე ვგიჟდები
_აჰაამ , ყველაფერი გასაგებია _თაისამ გაიცინა და წარბები მაღლა აზიდა_ ჯერ არ გითქვამს რომ გაგიჟებით ხარ შეყვარებული და ჩვენც ზედმეტი არაფერი უნდა დაგვცდეს
_ზუსტად ... მიყვარს ყველაფერს ზუსტად რომ ხვდები რძალო
_ამდენ ახალ ამბავს ვხვდებით და მომავალი წელიც მაგრად დაიწყება ... ახალი ბავშვებით და ბევრი აფორიაქებული გულით
_როგორ მიყვარს რომ ფილოსოფოსობ შე ჩემა _ერეკლეს მხარზე დაარტყა ილიკომ და თავი აურია _ დიდი ბიჭი ხარ უკვე დაღვინდი ხო ?
_დავაიი რაა ... ამხელა კაცი ღლაბუცობს აქ , მალე მამა გახდები ბავშვი იქეთ დაგრიგებს ჭკუას
_მე მამა გავხდები და თქვენ რას აკეთებთ ამ დროს , ტყუილად ფლანგავთ წამებს. შთამომავლობა მაინც დატოვეთ ხალხო
_სულ გაგიჟდა , მიშველეთ ვინმემ _ ნატამ თავზე გადაუსვა ხელი და ჩაეხუტა_ გიშველით რამეს ჩემო სიცოხლე ნუ ღელავ შენ _შუბლზე აკოცა და გაუღიმა.
_მოღალატევ ამათ დასაცინად გამიხადე საქმე ? დავრჩებით მარტონი _ყველა იცინოდა ის კი ვითომ ბრაზობდა. მერე უცებ დაუწყო კოცნა . ხან სახეს უკოცნიდა ხან ხელებს და თან მუცელზე ეფერებოდა _ჩემი ორი პატარაა
მოკლედ ასე მივიდნენ საღამომდე. მერე ისევ სახლებს მიაშურეს. უცებ მოწესრიგდნენ და წავიდნენ აღსაღნიშნად. იქ უამრავი სტუმარი იყო რასაც თავად ერეკლეც არ ელოდა. მათ შორის მაია, მირიანი და ხათუნაც იყვნენ.
ანდრო ჯერ კიდევ მართასთან იყო . დანარჩენები ადგილზე იყვნენ და შორიდან უყურებდნენ მშობლებს
_აზრზე არ ვიყავი აქ რა ხდებოდა... მამაჩემს აშკარად რაღაც განცხადების გაკეთება უნდა და იმიტომ მოაწყო ამხელა ამბავი
_დღეს შენი დაბადებისდღეა შე ჩემა რატო ნერვიულობ სისულელის გამო ? დღესაც ისე იქნება როგორც ადრე...ცოტა ხანს დავრჩეთ გავიღიმოთ და მერე მოვტყდეთ _თარაშმა მხარზე ხელი დაარტყა და მაგიდასთან დაჯდა თაისასთან ერთად .
ანდრო მისაღებში ელოდა მართას, მერე საძინებელში შევიდა და სარკის წინ მდგომ ქალს ხელი მოხვია _ რატომ ღელავ დასანიშნი ქალიშვილივით იურისტო ? _მისი სურნელი რომ იგრძნო თვალები დახუჭა და ყელში აკოცა _შესანიშნავი ხარ _ კაბის ელვა შეუკრა და ისევ გაახილა თვალები . სარკეში მის თვალებს უყურებდა
_ანდრო ნუ ხარ უხეში , ასე მხოლოდ იმიტომ მოვინდომე რომ იქ მყოფ შენს ყოფილ ქალებს ვაჩვენო როგორ გაიზარდა შენი გემოვნება
_ვაახ , ხალხის აზრზე დამოკიდებული გახდი ქერავ ?
_წასვლის დროა... ხომ არ დავაგვიანებთ
_ვატყობ მალე წამოვალთ ... შესანიშნავი ხარ _წინ მიმავალ ქალს ვნებამორეული მზერა გააყოლა და თან გაჰყვა.
რესტორანში შესვლამდე გონებას ურევდა, ბოლოს ყელში აკოცა და მერე გამოჩნდა სტუმრების წინ. მშვიდად მიაბიჯებდა ქალთნ ერთად სანამ მაგიდასთან სამეული არ დაინახა. მთელი სხეული გაეყინა, ბრაზმა თავიდან შემოუტია გვერდი გვერდ მჯდომი მაია და ხათუნა რომ დაინახა. ნაბიჯის გადადგმას აპირებდა მართას თითების შეხება რომ იგრძნო და მკლავზე მოეხვია
_ერეკლეს დაბადებისდღეა, არ ღირს . უბრალოდ ჩაისუნთქე და რამე კარგზე იფიქრე
ანდრომ მზერა მის თაფლისფერ თვალებზე გადაიტანა და რამდენიმე წამში ერეკლეც მივიდა.
_მეგონა აღარ მოხვიდოდი სულ ასეთი გამოჩენა რომ იცი და მჩრდილავ შე ჩემა რა წესია ?
_საჩუქარი ვერ ვმართე და მაგის ბრალია რომ დამაგვიანდა _გაიცინა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო
_არ გამაცნობ ამ მშვენიერებას? _არც უფიქრია თუ საჩუქარს მიიღებდა უცებ რომ დახედა გასაღებს _არაა?
_ეზოშია და გელოდება ... პატარა ბავშვივით ნუ დაიწყებ ახლა ხტუნვას , ტეხავს
_მიყვარხარ შე ჩემა _უცებ მოეხვია და გასაღები გამოგლიჯა. მერე მართასკენ შებრუნდა და გაუღიმა _მე ერეკლე
_გილოცავ დაბადებისდღეს ... მალე თუ არ მოშორდები , ზედმეტად ეჭვიანი ვარ _ბიჭს გაუღიმა გაეცნო , მიულოცა და კიდევ უფრო გაამხიარულა იუბილარი
_ეეე შენ რა მაგარი ვინმე ხარ. წამოდი ჩვენებს გაგაცნობ. გვიყურებენ და ინტერესით იბრიდებიან
მაგიდასთან რომ მივიდნენ ანდრო უბრალოდ მიესალმა ყველას. დანარჩენებმა მართა გაიცნეს და მერე ყველასგან მოულოდნელად ერეკლემ ბოდიში მოიხადა უნდა დაგტოვოთ უჩემოდ განაგრძეთ , მადლობა წინასწარ კეთილი სურვილებისთვისო და ყველა თან გაიყოლა
_რა ქენი შე ჩემა
_ტვინი მოტყ*^*& დაჩისთან გველოდებიან . ჩემი ბიჭი უნდა გავაქროლო თქვენ მიდით და მეც მოვალ ცოტა ხანში _როგორც კი შავი მოტო დაინახა მაშინვე მისკენ დაიძრა
_ჩამოვიდა?
_რას ეკითხები გემს სვლას ააჩქარებინებდა არ იცი რა ტიპია?
ისევ მანქანებში ჩასხდნენ და კლუბში გადაინაცვლეს. მიშო და დაჩიც იქ იყვნენ და მოკლედ ყველაფერი იყო რაც სჭირდებოდათ.
მართა თავიდან ყველაფერს აკვირდებოდა, უხერხულობას არ განიცდიდა. ემოციური იყო მისთვის ის ფაქტი რომ ანდრომ თავისი ოჯახი გააცნო. სწორედ ისინი წარმოადგენდნენ მისთვის ყველაფერს.
ყველა ცეკვავდა ანდრომ კიდევ ერთი ჭიქა რომ დაცალა და ხელი ჩაკიდა
_ვიცეკვოთ ხუჭუჭავ
_ნუთუ პატივს დამდებთ ბატონო ანდრეა _მკლავები მოხვია და მელოდიას ააყოლა სხეული
_მიყვარს ჩემთან რომ ხარ , აი ასე ახლოს _ტუჩებზე მოურიდებლად წაეტანა და მკლავები ძლიერად შემოჰხვია
_მგონი ძალიან ბევრი დალიე
_ატ*აკებ , მაგრამ არაუშავს ... მაგიტო დამევასე ერთ დროს
_იმ საქმეში ჩაერიე რაც არ გეხებოდა და მე ექსპერტი ვიყავი .შენ გაატ*& და არა მე
_არ ვიდავოთ მაგაზე , გავლილი ამბავია _ისე უყურებდა მზერითაც კი ეფერებოდა. თითებს ნახმზად დააცოცებდა ცეკვის დროს , შიგადაშიგ ლოყაზე და ყელში კოცნიდა....
გვიან დაიშალნენ. ანდრომ მეორე დილასვე წაიყვანა მართა ექიმთან. გულაჩქარებული ელოდა კაბინეტში შესვლას
_ვიცი ტყუილად მოვედით , მაგრამ არაუშავს გავესინჯები. ზედმეტი სკრინინგი არ მაწყენს
_იმედია არ ვცდები
_თავიდან ბოლომდე საოცრება ხარ იცი ?
_რატომ შენგან შვილი რომ მინდა ?
_არავინ ექცევა ისე ქალს როგორც შენ , ორ უკიდურესობაში ხარ
_ჩვენი რიგია ... იმედია ჩემი სპერ*& შემოწმება არ გახდება საჭირო იქ დან*&* მაგრად მეზარება
_ ვაიმე ანდრო მგონი შენ ხარ ფეხმძიმედ ისე შეგეცვალა ხასიათი
_ხმამაღლა კისკისებდა , ხმა რომ დაეფარა ანდროს მიეკრო .პირზე ხელი აიფარა და ისე იცინოდა სანიკიძის ყელში თავჩარგული.
_გააკეთე ახლა ასეთ არასერიოზულ ქალთან ბავშვი . მე რა მონდომებული ვარ და ამ უგულოს დამიხედეთ რა
_ჩშშ ... ჩვენი შესვლის დროა
_ხოდა შებრძანდი
_მოიცა რამე არ უნდა გააკეთო მე რო მართალი აღმოვჩნდე
_გავაკეთებ ქერავ, ბავშვს
_აი მართლა ფეხმძიმედ რო ვიყო შენ თუ მისი საფენებით არ გარბენინო და შუაღამით არ დაგაძინებინო
_შენ გამშვიდებ და ჩემი შემოქმედების ნაყოფს როგორმე მოვუგვარებ _აფორიაქებულ ქალს აკოცა და გაუღიმა . იცოდა როგორ ღელავდა და ცოცხალი თავით არ აღიარებდა .
ექიმთან დიალოგი და ანალიზები მოსაწყენი აღმოჩნდა. იმედგაცრუებული დარჩა ცრუ განგაში რომ აღმოჩნდა. თუმცა ექიმმა თქვა რომ ორივე სრულიად ჯანმრთელი იყო და პრობლემა არ შეექმნებოდათ .
მართა ჩუმად იჯდა მანქანაში , თითქმის დაიჯერა რომ ფეხმძიმედ იყო და ახლა ერთგვარ ტკივილს გრძნობდა
_გამოცდებამდე უნდა მოვამზადო მასალა...დღეს ბავშვებს შევხვდები და მასალებს გამოვართმევ
_მომავალი დეტექტივი მოწოდების სიმაღლეზე...პოტენციური კორუმპირებული ადვოკატები , პროკურორები და მოსამართლეები
_სჯობს საერთოდ არაფერი თქვა ჩემს პროფესიაზე
_ხმას ნუ უწევ
_ ნუ მაიძულებ
_გოგო ... ოხ რა აზრიც არ აქვს შენთან ლაპარაკს
ვერ იტანდა მართას ახალ პროფესიას. შესანიშნავ შეფ_მზარეულად გაიცნო. ყველა მასზე საუბრობდა. 16 წლიდან სამზარეულოშიაო და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რესტორანს საოცარი პოპულარობა მოუტანა. ახლა კი სრულიად გამოდიოდა საკუთარი ცხოვრებიდან, ვერ წარმოიდგენდა ამ ამპლუაში და თავს ვერაფერს უხერხებდა, მაგრამ ისეთი ჯიუტი იყო გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა.
ასე დასრულდა ანდროს ცრუ განგაში და დაუბრუნდნენ ცვლილებების გარეშე ჩვეულ რუტინას...
*^*^*^*^

იმედია მოგეწონებათ წესით ესეც წინა თავღან ერთად უნდა დამედო მაგრამ ვერ მოვახერხე . დაძაბული თავი მგონი ესეც არ არის და ვიმედოვნებ არ მოიწყენთ კითხვისას და ისიამოვნებთ
ველი ტქვენს აზრს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით



№1  offline წევრი Sifrifana

წავედი წავიკითხო ???? გელოდებოდი :))) შთაბეჭდილებას მერე დავწერ :)))

 


№2  offline წევრი დარინა

პატარა ანდრო მინდოდა მეეე, მეც გული დამწყდა ანდროს ვარაუდი რომ არ გამართლდააა, ეჭვიანი ნინა მინდა სასწრაფოდ არ დატანჯა ჩემი მიშოოო, მიყვარს რა ნინას მამა მაგარი ვინმეააა, მაინტერესებს როგორ დაიბრუნებს მაკას, ანდროს და მართას მერე მათი წყვილი მომწონს, უკვე ლომკა მაქვს და შემდეგი თავი მინდაა, რა ვქნა არასდროს მყოფნის შენი ისტორიებიიი, ყოველთვის ახერხევ ჩემს გაბედნიერებას, მიყვარს ბედნიერი და თბილი ისტორიებიიი, ვგიჟდები შენზე მარიამ, აი უზომოდ ვარ შეყვარებული შენზე და შენს ისტორიებზე.

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
პატარა ანდრო მინდოდა მეეე, მეც გული დამწყდა ანდროს ვარაუდი რომ არ გამართლდააა, ეჭვიანი ნინა მინდა სასწრაფოდ არ დატანჯა ჩემი მიშოოო, მიყვარს რა ნინას მამა მაგარი ვინმეააა, მაინტერესებს როგორ დაიბრუნებს მაკას, ანდროს და მართას მერე მათი წყვილი მომწონს, უკვე ლომკა მაქვს და შემდეგი თავი მინდაა, რა ვქნა არასდროს მყოფნის შენი ისტორიებიიი, ყოველთვის ახერხევ ჩემს გაბედნიერებას, მიყვარს ბედნიერი და თბილი ისტორიებიიი, ვგიჟდები შენზე მარიამ, აი უზომოდ ვარ შეყვარებული შენზე და შენს ისტორიებზე.

ვაიმეე როგორ მიხარია ყველა წყვილი რო მოსწონთ აი ძალიან მიხარია
ანდროს ბავშვზე ნუ იღელვებ დაიწყებს უკვე აქტიურ მუშაობას :დდ
ნინა ბოლოს იტყვის თავის სათქმელს :დ

Sifrifana
წავედი წავიკითხო ???? გელოდებოდი :))) შთაბეჭდილებას მერე დავწერ :)))

დაველოდები

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

სტყვები არ მყოფნის მოციებით სავსეა

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნინო
სტყვები არ მყოფნის მოციებით სავსეა

ვაიმეე ძალიან დიდი მადლობა

 


№6 სტუმარი ლი

მეგონა მართა ფეხმძიმედ იქნებოდა ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო როგორც ყოველთვის

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

ლი
მეგონა მართა ფეხმძიმედ იქნებოდა ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო როგორც ყოველთვის

ეგ არაფერი სხვა დროს მინდოდა ბავშვის გამოჩენა მომდევნო თავს დაელოდეთ

 


№8 სტუმარი სტუმარი სოფიო

მართას და ანდროს წყვილი ყველაზე მეტად მომწონს. თამარაც მინდა, რომ ჩანდეს უფრო ხშირად. ეს თავი მომეწონა და დადებითად დავიმუხტე

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფიო
მართას და ანდროს წყვილი ყველაზე მეტად მომწონს. თამარაც მინდა, რომ ჩანდეს უფრო ხშირად. ეს თავი მომეწონა და დადებითად დავიმუხტე

მიხარია რომ მოგწონთ
ხო მომდევნო იქნება კიდევ მშვიდი და თბილი

 


№10 სტუმარი Natia

Vgijdebi shens istoriebze saswauli gogo xar,ukve meramdened vkitxulob zvel istoriebs agar vici da yvela wyvili miyvars yvela taviseburad gansxvavebuli da saocaria,rac sheexeba am istoriata rogorc yvela esec arachveulebrivia ,miyvarxar me shen da miyvars yvela sheni ostoria yoveldge velodebi axal da sainteresos shengan❤️

 


№11  offline წევრი Anansio

შოკში ვააარ❤️❤️❤️❤️უფფ უფფფ რა წყვილები და პერსონაჟები არიაან❤️❤️❤️❤️❤️გული დამწყდა ორსულად რომ არ იყოო❤️❤️❤️❤️ეჰჰ❤️❤️❤️მაგრაამ ძალიან ვისიამოვნე❤️❤️❤️უმაგრესი გოგო ხარ შენ!!!❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი kati

Au Ra uceb shemomekitxa da kide mindoda.

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

Natia
Vgijdebi shens istoriebze saswauli gogo xar,ukve meramdened vkitxulob zvel istoriebs agar vici da yvela wyvili miyvars yvela taviseburad gansxvavebuli da saocaria,rac sheexeba am istoriata rogorc yvela esec arachveulebrivia ,miyvarxar me shen da miyvars yvela sheni ostoria yoveldge velodebi axal da sainteresos shengan❤️

ვაიმე ძალიან გამახარე ძალიან ძალიან მახარებს ბევრჯერ რომ გინდებათ ისტორიებუს წაკითხვა ფა მინდა ესეც დაგამახსოვრდეთ და მოგინდეთ გადაკითხვა ხოლმე

Anansio
შოკში ვააარ❤️❤️❤️❤️უფფ უფფფ რა წყვილები და პერსონაჟები არიაან❤️❤️❤️❤️❤️გული დამწყდა ორსულად რომ არ იყოო❤️❤️❤️❤️ეჰჰ❤️❤️❤️მაგრაამ ძალიან ვისიამოვნე❤️❤️❤️უმაგრესი გოგო ხარ შენ!!!❤️❤️❤️

არ იდარდპ მაგაზე მომდევნო თავში გამოსწორდება ფეხმძიმობის ამბავი
მიხაროა რო მოგწონთ ისე ვნერვიულობ ხოლმე რო მეუბნებით მოგვწონსო სიხარულისგან ცას ვეწევი ხოლნ

kati
Au Ra uceb shemomekitxa da kide mindoda.

უფრო დიდს ვერ ვდებ სამწუხაროდ
მალე დავდებ მომდევმო თავებსაც

 


№14  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, არადა როგორ ველოდებოდი რომ მართა მართლა ფეხმძიმედ იქნებოდაა bowtie უკვე წარმოდგენილიც კი მყავდა პატარა საყვარელი კიკინებიანი გოგონაა heart_eyes ეჰ, არაუშავს, იმუშავე ანდრიკო უფრო მეტად და შედეგს აუცილებლად მიიღებ sweat_smile ჰმ... ბატონ ერეკლიუს ის მოცეკვავე ქალბატონი ჩაუვარდა გულში, არა? blush საინტერესეოა, საინტერესო blush ჩემი თარაში და თაია ხომ არიან საუკეთესოები, ანდრეა და მართაზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ნინა და მიშიკო რაღაც სულ სხვა განზომილებაა heart_eyes ჩემი ორი გიჟი და გადარეული heart_eyes ოოოო, ბატონო კახი, ნეტავ თქვენ რას იზამთ? შემოირიგებთ ცოლს ვითომ? hushed არადა, როგორი განსხვავებული პერსონაჟია! heart_eyes მოუთმენლად გელოდები, სიხარულოო! kissing_heart kissing_heart
არ ვიცი, მერამდენედ ვამბობ, მაგრამ ისევ გეტყვი, რომ ვგიჟდები მე შენზე! heart_eyes heart_eyes

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ვაიმეე, არადა როგორ ველოდებოდი რომ მართა მართლა ფეხმძიმედ იქნებოდაა bowtie უკვე წარმოდგენილიც კი მყავდა პატარა საყვარელი კიკინებიანი გოგონაა heart_eyes ეჰ, არაუშავს, იმუშავე ანდრიკო უფრო მეტად და შედეგს აუცილებლად მიიღებ sweat_smile ჰმ... ბატონ ერეკლიუს ის მოცეკვავე ქალბატონი ჩაუვარდა გულში, არა? blush საინტერესეოა, საინტერესო blush ჩემი თარაში და თაია ხომ არიან საუკეთესოები, ანდრეა და მართაზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ ნინა და მიშიკო რაღაც სულ სხვა განზომილებაა heart_eyes ჩემი ორი გიჟი და გადარეული heart_eyes ოოოო, ბატონო კახი, ნეტავ თქვენ რას იზამთ? შემოირიგებთ ცოლს ვითომ? hushed არადა, როგორი განსხვავებული პერსონაჟია! heart_eyes მოუთმენლად გელოდები, სიხარულოო! kissing_heart kissing_heart
არ ვიცი, მერამდენედ ვამბობ, მაგრამ ისევ გეტყვი, რომ ვგიჟდები მე შენზე! heart_eyes heart_eyes

მე შენზე
ანდროს ბავშვზე ნუ იდარდებ გაირკვევა ორი თავის შემდეგ რატომ არ იყო ახლა ფეხმძიმედ . მერე ჩავხლართე ცოტა და იქ მწირდებოდა რა ვიცი ასე დამარტყა მუზამ.
მიხარია სამივე წყვილი რომ მოგწონთ და რომელიმე რომ არ არის ისეტი რომლის კითხვაც არ გინდებათ .მოკლედ მალე დასასრულისკენ წავალთ და ინედია ბოლომდე ისიამოვნებთ კითხვით. მომდევნო თაისაზე და თარაშზე იქნება თორე დავივიწყე სულ მთლად

 


№16 სტუმარი მეუცნაურე

აუ,როგორ გამიტყდა ცრუ განგაში :(
საოცრად წერ! <3

 


№17 სტუმარი სტუმარი თამო

ველი შემდეგ თავს.მომწონს ეს ისტორია ძალიან მარიამ თავისი წყვილებით ყველა სხვადასხვა განზომილებაა და საინტერესო .

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

მეუცნაურე
აუ,როგორ გამიტყდა ცრუ განგაში :(
საოცრად წერ! <3

მომდევმო თავს დაელოდეთ მეტს არაფერს ვიტყვი დავტოვებ ინტრიგას

სტუმარი თამო
ველი შემდეგ თავს.მომწონს ეს ისტორია ძალიან მარიამ თავისი წყვილებით ყველა სხვადასხვა განზომილებაა და საინტერესო .

მიხარია ყველა რომ მოგწონთ
დიდი მადლობა სტიმულისთვის
მალე დამთავრდება ეს ისტორია და ვეცდები ახალიც მალევე დავიწყო

 


№19  offline წევრი Sifrifana

მმმ კარგი თავი იყო :)

 


№20 სტუმარი სოთამა

აი, სულ სხვაა რა როცა ისტორიას ყოველ დღე კითხულობ. სულ სხვა ემოცია მოდის! საოცარი მუხტი აქვს. ყველა წყვილი რომ ტკბილი გყავს რა გავაკეთოო... მარიამ, უამრავ ადამიანს ანიჭებ ბედნიერებას, დამღლელი დღის შემდეგ, სამსახური+ბავშვი+სახლი შენი და კიდევ ერთი ორის ისტორიები არის ჩემი დოპინგიი, ენერგიის რეგენერაციის წყაროო. საოცარი გოგო ხარ! ძალიან მინდა, მთელი გულით ბედნიერი იყო. მარიამ, მადლობა ❤️

 


№21 სტუმარი .

რა გითხრა ჰაა
მიყვარხარ და ეგ ყველაფერს ამბობს, მგონი.

 


№22 სტუმარი ნათია41

ანდროს კი არა მე დამწყდა გული, ისე მინდოდა ანდროს წარმოდგენა საფენებით მორბენალის...
მოკლედ ყოველ ახალი თავის დადებისას, ახალი ისტორიის წაკითხვისას იმხელა დადებითი ემოციით მმუხტავ, ვერ წარმოიდგენ . პარაკელურად ახლა უსაზღვროდ-ს ვკითხულობ და თავს ვიდანაშაულებ,ამ ზაფხულს რომ ვნახე და დავაიგნორე, მერე წავიკითხავთქო და ახლა ვხვდები რა დამიკარგავს . ვკითხულობ და ვაფრენ რომ არ შემიძლია ის ემოცია გაგიზიარო რასაც განვიცდი. არანორმალური ხარ , შეშლილი და მეც ბალზაკის ასაკში მყოფი ქალი გადამრიე. მომენტ მავიწყდება რომ შვილები მყავს( კიდევკარგი ქმარი საზღვარგარეთაა) დარომელიმე კითხვის დროს რომ მკითხავს რამეს, ცაში მოფარფატეს ძირს დამანარცხებს და მაშინ ვიაზრებ რომ ეს ისტორიაა და ჩემს გარშემო არ ხდება. გავუბერე არა?! ხო მეც ცოტა გიჟი ვარ და ასეთი ლამაზი ისტორიები უფრო მაბერიებენ.მიყვარხარ შენ.

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

ნათია41
ანდროს კი არა მე დამწყდა გული, ისე მინდოდა ანდროს წარმოდგენა საფენებით მორბენალის...
მოკლედ ყოველ ახალი თავის დადებისას, ახალი ისტორიის წაკითხვისას იმხელა დადებითი ემოციით მმუხტავ, ვერ წარმოიდგენ . პარაკელურად ახლა უსაზღვროდ-ს ვკითხულობ და თავს ვიდანაშაულებ,ამ ზაფხულს რომ ვნახე და დავაიგნორე, მერე წავიკითხავთქო და ახლა ვხვდები რა დამიკარგავს . ვკითხულობ და ვაფრენ რომ არ შემიძლია ის ემოცია გაგიზიარო რასაც განვიცდი. არანორმალური ხარ , შეშლილი და მეც ბალზაკის ასაკში მყოფი ქალი გადამრიე. მომენტ მავიწყდება რომ შვილები მყავს( კიდევკარგი ქმარი საზღვარგარეთაა) დარომელიმე კითხვის დროს რომ მკითხავს რამეს, ცაში მოფარფატეს ძირს დამანარცხებს და მაშინ ვიაზრებ რომ ეს ისტორიაა და ჩემს გარშემო არ ხდება. გავუბერე არა?! ხო მეც ცოტა გიჟი ვარ და ასეთი ლამაზი ისტორიები უფრო მაბერიებენ.მიყვარხარ შენ.

არ ვიცი რა ვთქვა ასეთ დროს ახლა მე ისეთი ემოცია მივიღე უბრალოდ მადლობას ვერ გეტყვით
უსაზღვროდ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებისდა გამო ისეთი არ გამოვიდა როგორიც მინდოდა მაგრამ მაინც არის ისეთი მომენტები რომელიც დაგამახსოვრდებათ და მიხარია რომ დაიწყეთ კითხვა. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს :დ

ann-ann
rogor damwyda guli arada bolo wutamde megona fexmdzimed iyo :( vgijdebi yvela wyvilze da ratomgac arc kaxis da makas ganqorwineba minda:( kidev isic minda androm apatios dedas... dedaa da mebraleba shvilisgan uaryofistvis

მაკას და კახის დიდ დროს ვერ დავუთმობ მაგრამ მაინც შეგატყობინებთ მოკლედ მათ ამბავს
ანდრიკო ბავშვზე ახლა "გულმოდგინრდ იმუშავებს და მომდევნო თავებში ვნახავთ სედეგს

.
რა გითხრა ჰაა
მიყვარხარ და ეგ ყველაფერს ამბობს, მგონი.

ხოო ნამდვილად ყველაფერს ამბობს
:დ <3

სოთამა
აი, სულ სხვაა რა როცა ისტორიას ყოველ დღე კითხულობ. სულ სხვა ემოცია მოდის! საოცარი მუხტი აქვს. ყველა წყვილი რომ ტკბილი გყავს რა გავაკეთოო... მარიამ, უამრავ ადამიანს ანიჭებ ბედნიერებას, დამღლელი დღის შემდეგ, სამსახური+ბავშვი+სახლი შენი და კიდევ ერთი ორის ისტორიები არის ჩემი დოპინგიი, ენერგიის რეგენერაციის წყაროო. საოცარი გოგო ხარ! ძალიან მინდა, მთელი გულით ბედნიერი იყო. მარიამ, მადლობა ❤️

ხო ნამდვილად ერთად რო კითხულობ სხვანაირი მუხტი აქვს და იმიტომ გადავწყვიტე თავებად დადება სრულად ატვირთვას .
უზომოდ მჭირდება მეც ენერგიის აღდგენა და დამშვიდება წამებით მაინც და მიხარია თუ ვახერხებ სხვები მაინც განვტვირთო ხემი ისტორიებით
ძალიან დიდი მადლობა

Sifrifana
მმმ კარგი თავი იყო :)

მადლობაა

 


№24  offline წევრი nini :)

მიხარია ანდროს რომ ისევ ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და-ძმებთან..... გული დამწყდა კიდეც რომ მართა არ იყო ორსულად..... რა საწყვარელი წყვილიააა.... ყველა ძალიან საყვარელი იყოოო..... ❤❤❤❤

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

nini :)
მიხარია ანდროს რომ ისევ ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და-ძმებთან..... გული დამწყდა კიდეც რომ მართა არ იყო ორსულად..... რა საწყვარელი წყვილიააა.... ყველა ძალიან საყვარელი იყოოო..... ❤❤❤❤

არც მიფიქრია რო ბიჭებთან ურთიერთობა ამერია ან თამარასთან. მომდევნო თავი იტყვის კიდევ თავის 'სათქმელს'

 


№26 სტუმარი სტუმარი Solo

sameone crazy girl
nini :)
მიხარია ანდროს რომ ისევ ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და-ძმებთან..... გული დამწყდა კიდეც რომ მართა არ იყო ორსულად..... რა საწყვარელი წყვილიააა.... ყველა ძალიან საყვარელი იყოოო..... ❤❤❤❤

არც მიფიქრია რო ბიჭებთან ურთიერთობა ამერია ან თამარასთან. მომდევნო თავი იტყვის კიდევ თავის 'სათქმელს'

როდის??

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

დღესვე დავდებ ახალ თავს

 


№28  offline წევრი мариамо

სიმართლე გითხრა და არ მყოფნის :( მინდა დაუსრულებლად ვიკითხო. რომ მთავრდება ვბრაზდები ხოლმე ???? მერე ისევ თავიდან ვიწყებ და ასე , ვერ გეტყვი რამდენჯეე მაქვს ყველა შენი ისორია წაკითხული და ეს უკანასკნელი საერთოდ ❤️ მოკლედ ვგიჟდები ამ ისტორიაზე (ისევე როგორც სხვა დანარჩენზე ) და ვგიჟდები შენზეც ❤️ იმედია მალე დადებ შემდეგ თავს ❤️

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

мариамо
სიმართლე გითხრა და არ მყოფნის :( მინდა დაუსრულებლად ვიკითხო. რომ მთავრდება ვბრაზდები ხოლმე ???? მერე ისევ თავიდან ვიწყებ და ასე , ვერ გეტყვი რამდენჯეე მაქვს ყველა შენი ისორია წაკითხული და ეს უკანასკნელი საერთოდ ❤️ მოკლედ ვგიჟდები ამ ისტორიაზე (ისევე როგორც სხვა დანარჩენზე ) და ვგიჟდები შენზეც ❤️ იმედია მალე დადებ შემდეგ თავს ❤️

დღესვე დავდებ
მიხარია რომ ბევრის წაკითხვა გინდა მეტს ვერვდებ სამწუხაროდ . სამაგიეროდ ყოველდღე დავდებ

 


№30 სტუმარი ნია

თარაშს ნუ მიჩაგრავ :დდ მანდაც მინდა რაღაც ეჭვიანობა :დ რაც შეეხება მინი ანდრუშას, ველი მოუთმენლად.იმედია მალე გაიგებს სასიხარულო ამბავს ^^ ნუ მოკლედ ,გელი . დამოკიდებული გავხდი შენს ისტორიებზე . ერთი თხოვნა მაქვს,ძველი ისტორიები სრულად დადე . heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent