ცეკვა, სიყვარული და ჩემი გიჟი მეგობრები(მეოთხე თავი)
აღარც კი ვიცი ჩემი ისტორია კიდევ ვინმეს თუ ახსოვს მაგრამ მე მაინც ვდებ. დამიჯერეთ, ძალიან რთულია როდესაც თან აბიტურიენტი ხარ, ამდენი სამეცადინო თავზე გაყრია და პლიუს კიდევ ცალკე ისტორიები უნდა წერო. რომლის დაწერის ხასიათზეც არ ხარ ამდენი სამეცადინოს შემდეგ. მაგრამ დღეს არც კი ვიცი თავში რა გადამიტრიალდა მომინდა დამეწერა თან მუზაც მომივიდა. ასე რომ ვისაც გახსოვთ ეს ისტორია გთხოვთ შემიფასეთ! ლანა+ლაშა ღმერთო ამ მაღვიძარას ერთხელაც იქნება ვისვრი აქედან!!!! ვკივი ბოლოხმაზე რადგან უკვე თითქმის მთელი ნერვული სისტემა მომიშალა ამ ნივთმა. ფეხზე ვდგები “განადგურებული” ვინმეს რომ დავენახე ალბათ დიდი დიდი მეორე მსოფლიო ომიდან გამოსული ვეგონებოდი მაგრამ კიდევ კარგი არავის აქვს ამის “ბედნიერება”. სააბაზანოში შევდივარ სარკეში ჩახედვის დროს შეშინებული ვხტები, რა ვერ შევეჩვიე, მთელი 18 წელია ჩემს თმას ყოველ დილით ასე ვხედავ. პირს ვიბან, კბილებს ვიხეხავ, ჩემს თმის უფრო სწორი გამომივა რომ ვთქვა ყვავის ბუდის დანახვაზე ხელს ვიქნევ და “კოსად”(არ ვიცი ქართულად რა ქვია) ვიკრავ. საათს შევხედე, ღმერთო! უკვე ათის ნახევარია მაგვიანდება ჩემს ტასიკოსთან . მხოლოდ ეს ბავშვი მიკეთებს გუნებას საშინლად დაწყებული დღის მერე. მოკლე ჯინსის შორტი, თეთრი მაიკა წარწერით “me? Sarcastic? Well, maybe a little bit.” თეთრი all starები, ჩანთა, ტელეფონი, ყურსასმენები, გაზი და დენი გამოვრთე, მემგონი არაფერი მავიწყდება იმედია სახლი გადამწვარი არ დამხვდება და გარეთ არ დავრჩები უსახლკაროდ. გზა საშინლად დაგატვირთულია, მე კიდე მაგვიანდება. უკვე ორი საათია ზებრასთან ვდგავარ შუქნიშანიც კი არ არის მე კი ველოდები როდის ინებებენ ქართველი გენტლმენები და დამითმობენ გზას. მოთბინების ფიალა რო ამევსო, ერთი მაღლა ავიხედე ჩემთვის ჩავილაპარაკე: ღმერთო ოღონდ ახლა არაფერი დამეტაკოს!” და გადავედი. მე ხო ბედი არაფერში მწყალობს! სიგნალის ხმა გავიგონე და ასფალტზე გავიშხლართე. ვინც არ უნდა იყო შემ დაგედო ჩემი ცოდვა! ერთი კარგად მივალანძღე ამ შავი ჯი კლასის მძღოლი, თან გაჭირვებით ვცდილობდი ფეხზე ადგომას, უცებ კარი რომ გაიღო და გადმობრძანდა ვაჟბატონი . ვაიმე ლანა მემგონი ტუზი დაგეცა გოგო. ჩავილაპარაკე ჩემთვის. -კარგად ხართ?-მომიახლოვდა ეს სიმპატიაგა ინდივიდი , მაგრამ მე რისი ლანა ვარ ეს თუ შევიტყვე. -შენ ნორმალური ხარ საერთოდ? თავლებში “რაზვალი” გაქ? ლამის გამიტანე, ძირს ვაგდივარ და მეკითხები კარგად ვარ თუ არა? ღმერთო სერიოზულად?! ყველა იდიოტი მე როგორ უნდა გადამეყაროს! - გადავედი პირდაპირ შეტევაზე. -ღმერთო ერთი დღეს რაც ჩამოვედი და პირველივე დღესვე ეს ქაჯი უნდა გამოგეგზავნა ჩემთვის?- ჩაილაპარა ბიჭმა თან ზევით იყურებოდა. -შენ ნუ ელაპარაკები ღმერთს მაგას მარტო მე ველაპარაკები-ვუყვირე ისევე და როგორც იქნა ფეხზე წამოვდექი. -გეტყობა უკვე კარგად ხარ ამიტომ მე წავალ-მითხრა ფეხზე წამომდგარი როცა დამინახა და მაქანისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი და მეც მანქანაში ჩავჯექი. როცა დამინახა გაკვირვებულმა გამომხედა მის სახეზე ხარხარი მომინდა მაგრამ თავის შევიკავე და ვითომც არაფერი ვუთხარი. -რა იყო რა გაგიკვირდა?! დანაშაულის გამოსყიდვას არ აპირებ?! საბურთალოზე მივდივარ და მაგვიანდება.-მე ვლაპარაკობდი ის კი ისე მიყურებდა თვალსაც კი არ ახამხამებდა-მეჩქარეებათქო მალე მალე! -ხელი ცხვირწინ ავუფრიალე და ძლივს გამოვაფხიზლე. -ღმერთო შენ მიშველე-თქვა ჩუმად მაგრამ მე გავიგონე და ჩამეცინა. მისამართი მივასწავლე. ტასოსაც მივუსწარი და კარგ ხასითზეც დავდექი. მაშო გავუშვით სამსახურში და დავრჩით მხოლოდ მე და ტასიკო. -ტასუნ აბა რა ვქნათ-გადავხედე ტასოს რომელიც სამხარეულოსკენ წავიდა. -პილველ ლიგში საჭმელი მაჭამე თოლემ დამტოვა ცემმა დამ მსიელი-მითხრა კისკისით ტასომ. მეც გამეცინა სამზარეულოში შევედით და ერთად მოვამზადეთ ბლინები. შემდეგ სამზარეულო მივალაგეთ . მე ვრეცხავდი ტასო სკამზე იდგა და ამშრალებდა. ისეთი საყვარელი იყო კინაღამ მოვაჭამე ლოყები. სამხარეულოს ლაგებას როცა მოვრჩით ჩვენი საყვარელი ანიმაცია სპანჯბობი ჩავრთეთ და ორ ხმაში გულიანად ვიცინოდით. ცოტა რომ მოსაღამოვდა და და მაშოს მოსვლის დრო რომ დადგა, ტასომ იდეა მომაწოდა რომ მაშოსთვის რამე ახალი იონი მოგვემზადებინა და მის სახეზე კარგად გვეცინა. მეც ამ მაცდურ წინადადებას სიამოვნებით დავთახმდი. ტასომ თავისი საღებავები მომიტანა და მაშოს ოთახში ისე დავდეთ რომ კარების გაღების თანავე შესხმოდა, ჩვენ კი იქვე სავარძლის უკან დავიმალეთ გასუსულები. კარების ხმა გავიგონეთ ვინ იქნებოდა თუ არა მაშო იმდენი იარა ბოლოს ჩვენამდეც მოაღწია მე და ტასუნა კი სიცილით ვიხრჩობოდით თან პირზე ხელს ვიფარებდით მაშოს რომ არ გაეგონა. შემოაღო თუ არა ოთახის კარები მაშინვე ფერების პალიტრა გაჩნდა მის ხეულზე. ახლა უკვე მე და ტასო ბოლო ხმაზე ვხარხარებდით როდესაც მაშო გამოგვეკიდა. ბოლოს დაღლილი დაენარცხა სავარძელზე და დაგვემუქრა რომ სამაგიეროს გადაგვიხდიდა მაგრამ როგორც ყოველთვის ერთი ტასუნას ლეკვის გამოხედვა და მაშინვე მოლბება, ამიტომ აღარ გვეშინია. უკვე გვიანი იყო მაშო კლუბში წასასვლელად ემხადებოდა, მე და ტასო კი ოთახში შევედით ტასუნა ლოგინში ჩავაწვინე გვერძე მივუწექი და ზღაპრის კითხვა დავიწყე. -იყო და არა იყო რა იყო ერთი პატარა ბიჭუნა რომელსაც ანჩხლი დედინაცვალი და და ჰყავდა... -ბოლოს კი აღარც მახსოვს როგორ ჩაგვეძინა მეც და ტასოსაც. პატარაა მაგრამ იმედია მთლად უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ მიყვარხართ და კიდევ ერთხელ ბოდიში მიყვარხართ მე თქვენ!<3<3<3 Worlds gone crazy! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.