შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამოკიდებულებიდან დამოკიდებულებამდ (თავი8)


7-11-2018, 12:21
ავტორი ბიბი
ნანახია 1 420

ჩემთვის გაუცნობიერებლად ჩაიარა მთელმა საღამომ ვერც კი გავიგე როგორ მოვიდა შუაღამე და როგორ ჩამოეძინა, ზოგიერთს გაწყობილ სუფრასთან, ზოგიერთმა მიაგნო კიდეც თავის ლოგინს და დაიძინა. მარიამმა ყველა გამოაფხიზლდა და სახლისკენ უბიძგა. მარიამი იყო ყველაფერის მომგვარებელი, მთელი სუფრის ორგანიზატორი, ჩვენი კომფორტის შემქმნელი და თვითონ ამით იღებდა სიამოვნებას. საკმაოდ სიცივე იყო მე ჰამაკში ვიჯექი და გაუჩერებლად ვეწეოდი. თან ვუყურებდი ცას, მასზე არც ღრუბლები იყო და არც ვარსკვლავები, უბრალოდ ცა იყო, მთვარით, სავსე, დიდი მთვარით.
-შენ არ იძინებ?
-არა ცოტახანს კიდევ ვიქნები.
-არ გცივა მაინც?
-არა-თვალი არ დამიხამხამებია არც კი განვძრეულვარ მხოლოდ მარჯვენა ხელს ვამოძრავებდი რომ კისერში არ ჩამყროდა სიგარეტის ფერფლი. მარიამი უკვე სახლში შედიოდა. მიუხედავად იმისა რომ მისკენ არ ვიხედებოდი ზუსტად ვიცოდი მისი მოქმედებები, კარებთან შედგა და ერთი გამომხედა.
-სალომე სად არის?-ვკითხე და მარიამიც კარის ზღურბლთან გაშეშდა.
-ძინავს-რამოდენიმე წამს კიდე გაშეშებული იდგა და თავს ვერ უყრიდა სათქმელს ეს წამები კი საუკუნეებად გაიწელა. ბევრი რამე გავიფიქრე ამ რამდენიმე წამში, წარმოვიდგინე როგორ მომვარდა მარიამი და ჩხუბი დამიწყო, როგორ შევიდა სახლში, როგორ წავიდა და სალომე თავისი ხელით ჩემამდე მოიყვანა, როგორ შემომთავაზა მის გვერდით დავწოლილიყავი. მაგრამ არა ის ისევ გაშეშებული იდგა და ელოდებოდა მაგრამ თავადაც არ იცოდა რას. -დათა რას აპირებ?
-არაფერს მარიამ, ეძინოს.-სიგარეტი საფერფლეში ჩავწვი და თვალები მძიმედ დავხუჭე, მარიამიც სახლში შევიდა. ვგრძნობდი სახლში სრული მდუმარებდა გამეფდა, ვერ ვიტანდი ამ დაძაბულ სიჩუმეს, ვიცოდი იქ ერთ ოთახში მას ეძინა, ან არც ეძინა, იქნებ უბრალოდ თვალებგახელილს ეძინა და მელოდებოდა, მელოდებოდა, იქნებ გააღვიძა მისი იდუმალი გრძნობები ჩემს მიმართ, რომელსაც ვერასდროს მოიშორებდა. მაგრამ არა ამას ვერასდროს გავიგებდი, ვერ გავიგებდი ახლა ეძინა თუ არა თუ ამას საკუთარი თვალით არ ვნახავდი, შიშმა სიცივემ და გაურკვევლობამ წამში ამაკანკალა, ჰამაკზე ვეღარ ვჩერდებოდი. უმისამართოდ დავიწყე სიარული ხან ეზოში ჩავედი ხან სახლში შესვლა დავაპირე მაგრამ მარტო ერთი რამ მიტრიალებდა თავში, სალომეს ეძინა თუ არა?!
სახლში უხმაუროდ შევედი, მხოლოდ გარედან შემოსული მთვარის შუქი ანათებდა ოთახს მაგრამ ამ სახლში ყველაფერი კარგად ვიცოდი, მამაჩემის წყალობით აქ არაფერი შეცვლილა იდეალურად იდენტური იყო ავეჯის წყობა როგორც ჩემს ბავშვობაში. გზა მარიამის ოთახამდე გავიკვლიე სადაც სალომეს ეძინა, კარი ნახევრად ღია იყო მარიამის მშვიდი სუნთქვა გავიგონე,დაღლილს ღრმად ეძინა, სალომე რამდენჯერმე გამოძრავდა ლოგინში, მივუახლოვდი.
-ჰეი-ხელი წელზე დავადე. შეეშინდა შეცბა და ლოგინიდან წამოხტომა დააპირა.-მე ვარ, ნუ გეშინია-გავუღიმე, არ ეძინა.
-შენ? რა გინდა?
-ჩუმდა მარიამი არგააღვიძო. გარეთ წამოდი.-საბანი გადავხადე და მისი ხელი მოვიქციე ჩემს ხელში.-ჩუმად. ნელა წამოდი-ჩურჩულით ვეუბნებოდი და თან ჩემ ნაკვალევს ვაყოლებდი.
აივანზე გავედით თუ არა ხელი გამიშვა.
-რა გინდა?-ტუჩები სასაცილოდ მოკუმა და გაბრაზებულმა მითხრა.
-შეგიძლია წამომყვე ?
-სად
-როცა მივალთ გაიგებ.
-კარგი ჩავიცმევ.
-არ გინდა, მანქანით წავიდეთ.-მარიამის გასაღები მოვხსენი საკიდიდან და ეზოში ჩავირბინე.-წამოდი.-გაუბედავად დგამდა ნაბიჯებს, თითქოს ახლა სწავლობს სიარულსო.

მერვე კლასში ვიყავი, ყველანი მთელი სამეზობლოს ბავშვები ერთი დღით წამოვედით ჩვენს სოფელში, დედამ ასე გადაწყვიტა. ეზოში გაბმული ბადე სადაც ბადმინტონს ვთამაშობდით, ჰამაკი ეზოს ორივე კუთხეში, ქვის მაგიდასთან ჯოკერს თამაშობდნენ იყო ერთი დიდი ჟრიამულება და ხალისი. დედა ბედნიერი დაგვყურებდა აივნიდან იმ დღეს არაფერი აწუხებდა თითქოს, თითქოს სამი მოზარდი შვილი და მოძალადე ქმარი არ ჰყავდა, თითქოს მისი მთელი ცხოვრება იდეალური იყო. იღიმოდა, სახეს მზე ნახევრად უნათებდა და მისი ნაცრისფერი თვალები მწვანედ ანათებდნენ, იღიმოდა ისე გულიანად იღიმოდა მინდოდა სამუდამოდ გაგრძელებულიყო ის წამი როცა დედა ბედნიერი იყო. იმ დღეს ხან დედას ვუყურებდი ხან სალომეს, სალომე მარიამთან ერთად ბადმინტონს თამაშობდა, მოკლე ცისფერი შორტი და თეთრი მაიკა ეცვა, თმები ზევით ჰქონდა შეკრული ცხენის კუდივით. თეთრ მაიკაზე ახლად წამოზრდილი მკერდი ეტყობოდა, ლიფს ჯერ არ ხმარობდა, ძალიან პატარა მკერდი ჰქონდა მაშინ სალომეს, ვუყურებდი მისი ყველა ნაწილი მიყვარდებოდა, უფრო მეტად ვიდრე დასაწყისში, მაშინ შევიყვარე პირველად მისი მკერდი. მარიამმა წააგო, მაშინვე მივვარდი ჩემი ჯერია მეთქი და მარიამს ჩოგანი გამოვტაცე.
-სალო თუ მოგიგებ ერთ სუსრვისლ ჰო შემისრულებ?
-ისეც შეგისრულებ.
-არა ეგრე არ მინდა, მინდა რო ვიმსახურებდე-გავუცინე და ბურთს ძლიერად დავარტყი.
თამაში მოვიგე.
-აბა რა სურვილი გაქვს?-ამდენი ხტუნვისგან თმა ოდნავ შუბლზე ჩამოეშალა და ხელით ისწორებდა, თან თვალებს ჭუტავდა, მზე აწუხებდა.
-საღამოს წამომყვები?
-სად?
-ერთი კარგი ადგილია, მინდა რომ განახო.
-სხვებიც წამოვიდნენ.
-არა მე მინდა რომ მხოლოდ შენ განახო. წამოხვალ?
-კი წამოვალ.




სოფელის ყველაზე შემაღლებულ ადგილას ავედით, აქ არც ხე იყო და არც ბუჩქი მხოლოდ გადამხმარი ბალახი, წვიმისგან დატოვებული ღარები მიწაში და ჩვენ, მარიამის მანქანით.
-რატომ გაჩერდი?
-მოვედით
-სად ვართ?
-იქ სადაც მხოლოდ მედა შენ ვიქნებით.
-რაგინდა დათა? კიდევ უნდა იჩხუბო.
-არა ამაღამ ჩხუბს არ ვაპირებ
-აბა რას აპირებ.
-მინდა გულწრფელი ვიყო
-გისმენ
-ვიცი რომ ისევ გიყვარვარ.
-ცდები
-არ ვცდები, ვიცი რომ ასეა. და მინდა ეს ღამე გაჩუქო
-რეებს ლაპარაკობ? მთვარლი ხარ?
-არა, სრულიად ფხიზელი ვარ.-სიგარეტს მოვუკიდე და ფანჯარა ჩამოვწიე.-მოწევ?
-კი მოვწევ.-სიგარეტი გავუწოდე მისი ანთებაც კი ვერ მოახერხა ისე უკანკალებდა ხელი.-აქ რატომ მომიყვანე?
-მართლა არ გახსოვს ეს ადგილი
-არა.
-მაშინ გაგახსენებ. აქ შემიყვარდა შენი მკერდი, თეთრი მაიკა გეცვა, და ახლად წამოძრდილი კერტები გეტყობოდა მუქად.
-ავადმყოფიხარ.
-ეგ ვიცი, მაგრამ შენც ჰო იცი როგორ მიყვარს სიმბოლოები, მინდა იქ დავემშვიდობო მათ სადაც შევხვდი.
-ჰო მამას გავხარ.-პირთან მიტანილი ხელი ძლიერად დავუჭრიე
-მეორედ ეგ აღარ გაიმეორო.
-მტკივა გამიშვი.
- ვიცი რომ გტკივა, მეც მტკივა იცი? მეც მტკივა ყველაფერი რაცშენ გამიკეთე.-ხმას ავუწიე.
-მე? მე რა გაგიკეთე? რამაც გატკინა?
-ჩემი შვილი ვიღაცას მიუგდე, მიმატოვე მაშინ როცა გვერდით უნდა მყოლოდი არ იყავი.
-არც კი გაბედო. არც კი გაბედო ჩემი დადანაშაულება, არ გაბედო და არ თქვა რომ მიგატოვე, ეს შენ იყავი, შენ მიმატოვე, ფეხმძიმე, საკუთარ სახლში დამტოვე და არაფერი მითხარი.
-გითხარი, გითხარი რომ წამოსულიყავი რომ იქ კარგად ვიქნებოდით მაგრამ არა, მაინც ამ დაწყევლილ ქალაქში ამ დაწყევლილ ქვეყანაში მოინდომე ყოფნა, იცი აქ რომ დავრჩენილიყავი დღეს ვინ ვიქნებოდი?! არარაობა, არაფერი.
-აქაც და იქაც არარაობა ხარ.-სიგარეტი ფანჯრიდან გადაგდო და თავი შეაბრუნა სივრცისკენ. თმებში ხელი მოვკიდე და ჩემკენ მოვიზიდე, არაფერი მითქვამს არც მას უთქვამს რამე მაგრამ სახეზე ეტყობოდა ტკიოდა, თან თვალებით მთხოვდა რომ კიდევ შევხებოდი, მილიმეტრები აშორებდა ჩემს ტუჩებს მასთან. ძლიერ მიზიდულობას ვერ გავუძელი და მის ტუჩებს მივეკარი, ვკოცნიდი გაგიჟებით, როგორც არასდროს მიკოცნია, ვკოცნიდი და თმებში უფრო მაგრად ვუჭერდი ხელებს, ტემპერატურა უფრო და უფრო იწევდა და იწევდა მისი ცხელი სუნთქვა კისერზე მხვდებოდა, არ მეწინააღმდეგებოდა, მეტიც მიბიძგებდა ამისკენ, მხრებზე ხელებს მისმევდა, ცდილობდა გავეშიშვლებინე, თავის სხეულს კი თავად ანთაავისუფლებდა ტანსაცმლისგან, ხმას არცერთი ვიღებდით მხოლოდ ოხვრა და გმინვა ისმოდა მანქანიდან, მის ტუჩებს ძლივს მოვწყდი უკან გადავჯექი და თვალებით ვუხმე ისიც მომვარდა, გიჟივით გამხეცებული მკოცნიდა და მეფერებოდა, შემაცდინა, მაინც მოახერხა ჩემი გაშიშვლება, მაშინ მერვე კლასში ძალიან პატარა ძუძუები ქონდა ახლა კი ბევრად დიდი მკვრივი ცხელი ძუძუები პირში მოვიქციე და გამალებით ვლოკავდი ვკოცნიდი, ვეფერებოდი, ვკბენდი კიდეც მაგრამ ამაზე უფრო მეტად იღზნებოდა. სექსუალური აქტი რამდენიმე საათს გაგრძელდა, მისი მრავალგზის ორგაზმით. მისი სახის ყურებით ვტკბებოდი როცა სიამოვნებით თვალებს აფახურებდა. დაღლილი მიესვენა უკანა სავარძელზე. ხმას არ იღებდა, არც მე ვამბობდი არაფერს, ან რა უნდა მეთქვა, მთელი მონატრება, მთელი სიყვარული, ვნება ბრაზი ყველაფერი ჩავაქსოვეთ სექსში.
მანქნაში დაეძინა, მის მკერდზე მედო თავი და მეც ნახევრად მეძინა, რამდენიმე საათის მანძილზე სულ დამავიწყდა რომ ინგლისში წავედი, რომ შვილი მყავდა და სად იყო არც კი ვიცოდი, ისიც კი დამავიწყდა რომ სალომემ გული ძალიან მატკინა და უბრალოდ იმ საათებით ვტკბებოდი მასთან გატარებული საათებით.
როცა გავიღვიძე უკვე დილა აღარ იყო, ნაშუადღევი უფრო ეთქმოდა, სალომე გავაღვიძე სწრაფად ჩავიცვით და სახლში დავბრუნდით, ჭიშკართან მისვლამდე დავინახე მთელი დელეგაცია როგორ იყო გარეთ გამოსული და ტელეფონები მოემარჯვებინათ.
-ჩვენ გვეძებენ.
-არავისთვის არაფრის ახსნა არ არის საჭირო. უკვე სრულწლოვნები ვართ- გავიცინე და მანქანიდან გადავედი.



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მინდა რომ ბავშვი დაიბრუნონ და ერთად იყვნენ სადაც სიყვარულია,რას ჯოუტობს სალომე რააა⁉

 


№2  offline წევრი ბიბი

meocnebe avadmyopi
ადრე ვკითხულობდი მერე რამდენიმე თავი გამომრჩენია
ახლა კი თითქმის არაფერი მახსოვდა ყველა თავი გადავიკითხე
ძალიან კარგი მიყვარს მე ეს ისტორია
თავიდან რომ ჩახლართულად დაიწყო
ძალიან კარგი იყო
ოღონდ მალე დადე შემდეგი რა

ძალიან დიდი მადლობა, ვეცდები მალე დავდო heart_eyes
სტუმარი nancho
მინდა რომ ბავშვი დაიბრუნონ და ერთად იყვნენ სადაც სიყვარულია,რას ჯოუტობს სალომე რააა⁉

ვნახოთ ვინ იჯიუტებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent