შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სილურჯე შეპარული ნაცრისფერი (18+) პირველი ნაწილი


8-11-2018, 02:45
ავტორი ნადარაია
ნანახია 22 379

სილურჯე შეპარული ნაცრისფერი
1.
-ადექი გიორგი! ადექი დროზე! გამოცდა გაქვს დღეს! - გალეული ქალი თავისი გამხდარი ხელებით ცდილობდა ორ მეტრიანი ბიჭის გაღვიძებას, რომელიც იმსიგრძე იყო, საწოლზე ვერ ეტეოდა და იძულებული იყო ფეხები მოეხარა.
-მოიცა რა მანო... ხუთი წუთიც... - ძილისგან კიდევ უფრო დაბოხებოდა ხმა, თვალების გახელა არ უნდოდა.
- გადამრევს მე ეს ბიჭი და შემიწირავს... ადექი მეთქი ვის ვეუბნები...- ხმას აუწია ქალმა.
ბიჭმა ვითომ ვერ გაიგოო წარბიც არ შეუხრია.
-გიორგი მეთქი... ნუ მაყვირებ ამ დილა უთენია! რას იფიქრებენ მეზობლები! გამოცდა გაქვს შე ოხერო! ადექი...
-მანო ნუ დამჩხავი... ვდგები...-თვალები გაახილა გიორგიმ.
-ვის გავხარ ასეთი უსაქმური ვიიიის? თუმცა რა კითხვაა, ბედოვლათ მამაშენს... სხვა ვის დაემსგავსებოდი...
ამ სიტყვების გაგონებაზე ბიჭს თვალები წამოენთო და წამში ფეხზე წამოფრინდა.
-რამდენჯერ უნდა გითხრა მაგ კაცს ნუ მადარებ თქო მანანა! - თვალებში ჩააშტერდა დედას.
-ნუ გადარებ ხო? - შეიცხადა ქალმა, რომელიც მკერდამდე ძლივს წვდებოდა შვილს. - ხოდა ნუ იქცევი ისე, რომ შეგადარო! დროზე ჩაიცვი და წადი!
გიორგიმ საათს დახედა. ჯერ კიდევ ერთი საათი ჰქონდა. ოთახი მოათვალიერა და მზერა მაგიდაზე დახვავებულ წიგნებზე და კონსპექტებზე გაუშტერდა. მესამე კურსს ხურავდა და წიგნების დანახვაზე უკვე გული ერეოდა. გაინტერესებთ ალბათ როგორ სწავლობდა. სწავლით თავს არ იკლავდა და წიგნებთან ღამეების თენება მხოლოდ გამოცდის წინა დღეებში ჩვეოდა, მაგრამ მისდა ბედად იმდენად ნიჭიერი იყო, იმდენად ნიჭიერი, რომ ერთხელ წაკითხვაც კი კმაროდა მისთვის ყველაფრის დასამახსოვრებლად.
დედასთან ერთად ძველ სამ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა. სახლი სარემონტო იყო, მაგრამ ამისთვის ფული ჯერ ვერ შეეგროვებინათ. დედა, ქალბატონი მანანა პედაგოგი იყო, ბავშვებს ისტორიას ასწავლიდა ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, დანარჩენი დრო კი კერძო მოსწავლეებს ამეცადინებდა თავიანთ პატარა მისაღებში. მაგრამ რაც არ უნდა ბევრი ფული ეშოვნა, ყველაფერს უმაქნისი ქმრის მიერ დატოვებული ვალების გადახდას ანდომებდა. თვითონ სახლიც კი ორი თვის წინ დაიბრუნა, რომელიც ქმარს თამაშის დროს ჩაედო და რა თქმა უნდა დაეკარგა. დიდი წვალებისა და სასამართლოების წყალობით ამ წყველაფრის მერე სახლი თავის სახელზე გადაიფორმა და უმაქნის ქმარს სამუდამოდ გაშორდა.
დარჩნენ ორნი, მანანა და 21 წლის გიორგი. რაც შეეხება გიორგის, მესამე კვირა იწყბოდა, რაც ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სტაჟიორად აიყვანა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისი საოცარი მეხსიერების წყალობით მალე აიყვანდნენ და ხელფასიც ექნებოდა.
შეიძლება ითქვას ოჯახი ახალ ცხოვრებას იწყებდა. ცდილობდნენ ყველა ძველი პრობლემისა თუ ნერვიულობისთვის თავი დაეღწიათ და იმ წუმპიდან ამოსულიყვნენ, რომელშიც ალბათ ბოლო ათი წელი ცხოვრობდნენ.
-დედა ჩაი დამისხი და გავდივარ. - შეაბიჯა თავისი ორ მეტრიანი ნაბიჯებით სამზარეულოში.
გარეგნობას გიორგი არასდროს უჩიოდა და ყოველთვის განებივრებული იყო გოგონების ყურადღებით. მაღალი იყო, დაკუნთული. გრძელი შავი კულულები და ლურჯი თვალები ამშვენებდა. გატეხილი ცხვირიც კი, რომელიც ათი წლისას თამაშის დროს გაეტეხა, უხდებოდა მის უცხო გარეგნობას. დიდი სქელი ტუჩები კი, რომელიც ბევრის ოცნებად ქცეულიყო, ხაზს უსვამდა მის სრულყოფილებას. გრძელი, თლილი თითები ჰქონდა, რომლითაც მშვენივრად უკრავდა გიტარაზე და მისი ხმა, მთელ სამეზობლოში ცნობილი იყო. იკითხავთ ალბათ, ასეთი იდეალური ბიჭია და შეყვარებული არ ჰყავსო?
კი, ბევრი ჰყოლია, მაგრამ სერიოზულად არავისთვის შეუხედავს. ბოლო შეყვარებულს სკოლის დამთავრების შემდეგ დაშორდა. დაკაცება და დაღვინება რომ დაეწყო მიხვდა, რომ სიყვარულსა და მოწონებას შორის იმხელა უფსკრული იყო, სანამ ვინმე ამ უფსკრულს არ ამოავსებდა, იქამდე არავის შეიყვარებდა. ოჯახურმა პრობლემება და სწავლამ იმდენად გადაღალა, თვითონაც აღარ აინტერესებდა წიკვინა გოგონები.
-მანანიკოოო... - გაისმა ყველაზე ჭორიკანა მეზობლის, მზევინარის ხმა, რომელიც ცდილობდა აქტიურად ყველა მეზობელთან კონტაქტს და ერთი ოჯახის ამბების მეორეში შელამაზებითა და გაბუქებით გადატანას.
გიორგიმ მთვალები აატრიალა. „დამერხა, ვიჭრებიო“ დაუჩურჩულა დედას და გააღიმა.
-მანანიკოო... უი გიორგი, შენც აქ ხარ დედი? - გაუღიმა და კარგად აათვალიერა მეზობელმა.
-ეს ვინ შემოანათა ჩვენს ოჯახში, ქალბატონო მზევინარ, როგორ გიკითხოთ... - თავი დახარა გიორგიმ და მზევინარს თავისი ადგილი დაუთმო.
კომპლიმენტით ნასიამოვნები ქალი კურტუმოს ქნევით დაჯდა ხის სკამზე.
-როგორ ხარ მზევინარ? - დიპლომატიურად მოიკითხა მანომ.
-არამიშავს, ჩემო კარგო, როგორ ვიქნები. ჩემი შვილი ისევ არ მუშაობს, ვერც მადონას ვათხოვებ. ეჰ...
მზევინარს ოჯახში თავზე საყრელი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც სხვისი ცხოვრების და პრობლემების ქექვა ერჩივნა. უსაქმური შვილი ჰყავდა, მანუჩარი, რომელსაც დიდი ბაბუის სახელი ერქვა, მაგრამ ეტყობა ვერ გაუმართლა დიდ ბაბუას. ან ეძინა, ან ბირჟაზე იდგა და „პალაჟენიას“ აყენებდა, მთელი ცხოვრება დედას და მამას შეჰყურებდა ხელებში. მზევინარის ქალიშვილს მადონა ერქვა. ძალიან, ძალიან მორცხვი გოგო იყო, იმდენად მორცხვი, რომ სახლიდან არასდროს გამოდიოდა და სახლშიც, მხოლოდ თავის ოთახში იყო. მორცხვი მადონა ბაღიდან პლატონური სიყვარულით იყო შეყვარებული გიორგიზე. მაგრამ ეს მადონას გარდა არავინ იცოდა.
-ყავა გინდა მზევინარ? - შესთავაზა მანომ.
-რა თქმა უნდა, საყვარელო. - მლიქვნელი სიტყვები ხშირად ახასიათებდა მეზობელს.
-რა ხდება ახალი და საინტერესო სამეზობლოში ქალბატონო მზევინარ? - ჰკითხა გიორგიმ. თვალებში ჭინკები უხტოდნენ. იცოდა, რომ მზევინარს რაღაც ექნებოდა მოსაყოლი, ისე არ მოვიდოდა.
-უიი... - შეიცხადა მეზობელმა. - მანო! ცხელ-ცხელი ამბები მაქვს!
გიორგიმ დედას წარბის თამაშით გადახედა, მანოც მიხვდა შვილის მინიშნებას და სიცილი ძლივს შეიკავა, ერთი ამოიფხუკუნა, რაც მზევინარს არ გამოჰპარვია.
-ხო იცინეთ, იცინეთ თქვენ. არადა მართლა საინტერესო რამ მაქვს მოსაყოლი...
-არ დაგცინით ქალბატონო, რასა ბრძანებთ... გულის ყურით გისმენთ... - აგრძელებდა ცანცარს გიორგი.
-გიორგი! გაგვიანდება შენ! - ხმა გაუმკაცრდა დედას.
გიორგის თითქოს ახლა გაახსენდაო, საათს დახედა და უკანმოუხედავად გაიქცა.
-რა ეშველება გიორგის... - სიცილით თქვა მზევინარმა. - როდის უნდა გაიზარდოს...
-რა გითხრა ქალო, რა გითხრა, მე თვითონაც ეგ მაინტერესებს... - ჩაფიქრებული მზერა გააყოლა შვილის ლანდს.
-მანო, გახსოვს მესამე სართულზე, თქვენს ქვემოთ, ალასანიები რომ ცხოვრობდნენ. - ყავა მოსვა მზევინარმა.
-კი მახსოვს, მაგრამ რამდენი წელია გადავიდნენ. - უინტერესოდ ჩაილაპარა მანომ.
-ხოო, ათი წლის წინ გადავიდნენ.
-მახსოვს. მგონი მათი შვილი, გიჟი ბავშვი რომ ჰყავდათ, რა ერქვა კაცო... დამავიიწყდა...
-თეკლა?
-ხო, ხო... ქაჯანა ბავშვი. გიორგის კლასელი იყო ეგ...
-მართლა? - გაიოცა მზევინარმა. - ანუ გიორგის კლასელი თუ იყო, ესეიგი ჩემი მადონას კლასელიც იქნებოდა.
-არ ვიცი, როგორც მახსოვს მეხუთე კლასში გადავიდა სხვაგან... ისე წავიდა მთელი ოჯახი, მათგან ათი წელია არაფერი გვსმენია... დიდად არც სტუმრები უყვარდა დედამისს მახსოვს, არც კონტაქტური ქალი იყო. მამამისი მხოლოდ ლიფტთან თუ მოგვესალმებოდა.
-ხო ჩემო მანო, როგორ ზუსტად გახსოვს... - გაუხარდა მზევინარს. - უცხვირპირო ოჯახი იყო. წესიერი გამარჯობა მაგათ არ იცოდნენ, მხოლოდ თავიანთ კარის მეზობლებს, ლელას ოჯახთან ჰქონდათ მგონი კონტაქტი...
-და ის საწყალი ბავშვი გახსოვს? თეკლა... მთელი ბავშვობა გაურეცხავი ტანსაცმლით რომ დარბოდა... - ზიზღი გამოეხატა სახეზე მანოს, რაც რატომღაც მზევინარს ესიამოვნა.
-ხოო, რა დამავიწყებს... როცა ჩემი მადონა გამოწკეპილი, სუფთა ტანსაცმელშიი გამოწყობილი დამყავდა, თმებს რომ ბაფთებით ავუწევდი, ვაიი... მადონაზე ლამაზი მთელ უბანში არავინ დაიარებოდა...
მზევინარს, თავის მადონაზე ლამაზი და კარგი, არავინ ეგონა დედამიწაზე. მანო კარგად იცნობდა მზევინარს, თავის დროზე ისტორიაში ამეცადინებდა. კარგი ბავშვი იყო, მაგრამ იმდენად მორცხვი, რომ ეს სიმორცხვე ყველაფერში ხელს უშლიდა.
-ხო მახსოვს, მახსოვს... - ისევ უინტერესოდ ჩაილაპარაკა მანომ.
-ის თუ გახსოვს, იმ თეკლას თმა რომ გადაპარსეს... სულ მთლად ბიჭს დაემსგავსა... ისედაც სულ ბიჭებთან დარბოდა, გოგონებს არც ეკარებოდა. ჩვენი ბიჭები ზაფხულში უმაისუროდ რომ დარბოდნენ, ეს ბავშვიც უმაისუროდ დარბოდა... და დედამისი ამაზე ხმას არ იღებდა... არ გახსოვს? ჩემს მადონას შვიდი საათის მერე სახლში ვეძახდი და ერთ დაძახებაზე ამოდიოდა, ენაცვალოს დედა... ეს უპატრონო ბავშვი კი ღამის თორმეტ საათამდე ეზოში ეგდო, სანამ უკანასკნელ ბიჭს არ აათრევდნენ დედები ყურით.
-მახსოვს, მზეო, ყველაფერი მახსოვს... - ჭურჭლის გასარეცხად შებრუნდა მანო.
- მე ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, დედამისი ალბათ გიჟია, ავადაა თქო... აბა რომელი ნორმალური დედა დატოვებს შვილს ასე უპატრონოდ?! ჰეჰ, მაგრამ ისეთი დრო დადგა ჩემო მანო, ესეც არ გამიკვირდება...
-კაი გავიგე, გამახსენდა ეს ოჯახი... და საერთოდ რატომ დაიწყე ამათზე ლაპარაკი?
-ეგ ყველაზე მთავარი... ჩემი მადონას ნათლია ხომ გახსოვს, ნატო...
-კი მახსოვს.
-იმ დღეს იყო ჩემთან სტუმრად. ნატოს მულს ბინის ყიდვა უნდა, ხოდა უპოვნიათ მშვენიერი ბინა, საბურთალოზე... ხოდა მაკლერისთვის უკითხავს, ასეთ კარგ ბინას რატომ ყიდიანო. მაკლერს კი თურმე ოღონდ ეჭორავა, ყველაფერი მოუყოლია ოჯახზე, თურმე ამ ალასანიებს ოთხი წელი ბელგიაში ეცხოვრათ, მერე ამ კაცს იქ რაღაც ბიზნესი აეწყო და ფულიც ეშოვნა. რომ ჩამოვიდნენ, საბურთალოზე მშვენიერი ბინა იყიდეს, გაარემონტეს და ცხოვრობდნენ. მაგრამ ხუთი თვის წინ ოჯახის დიასახლისი გარდაცვლილა. წლები ცუდად ყოფილა ფსიქიკურად. ალცჰეიმერის დაავადება ჰქონია მსუბუქ ფორმებში, მერე შიზოფრენია დასწყებია და მთლად გაუფრენია. ხუთი თვის წინ კი ერთ-ერთ საღამოს ოჯახის უფროსი სახლში არ ყოფილა, ქალიშვილი კი სხვა ოთახში იყო და მეცადინეობდა. ამ ქალს კი წამლები დაულევია, ძალიან ბევრი წამალი...
-საცოდავები... - გული შეუწუხდა მანოს.
-აბაა... თან სასწაული ისაა, რომ ეს ალასანიები ზუსტად ის ალასანიები არიან, შენს ქვემოთ ამდენი წელი რომ ცხოვრობდნენ... - გამარჯვებული ხმით ჩაილაპარაკა მეზობელმა.
-დაუჯერებელია... საწყალი ოჯახი... საწყალი თეკლა...
-კარგი რა... დედისთვის წესიერად რომ მიექცია ყურადღება, არც არაფერი მოხდებოდა.
-კარგი რა მზევინარ! ზედმეტები მოგდის! - ხმას აუწია მანომ. - რა ბავშვის ბრალი იყო თუ დედამისი შიზოფრენიკი იყო. ისედაც წარმომიდგენია რამდენი წელი უვლიდა დედას...
-კაი ერთი... მამამისს იმდენი ფული აქვს, ხუთ მომვლელს აუყვანდა ცოლს! - არ ნებდებოდა მზევინარი.
-შეიძლება აეყვანა, მაგრამ შვილისთვის დიდი სტრესი იქნებოდა! გამოიჩინე ადამიანობა მზევინარ!
-ნეტავ ყველა ჩემნაირი ადამიანი იყოს მანანა. მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ ქალ-ბიჭა თეკლაზე, რომელსაც ქუჩაში სირბილის მეტი არაფერი უნდოდა, ოჯახს დიდი იმედები არ უნდა დაემყარებინა.
-შენ არ იცი მზევინარ იქ რა ხდებოდა ამდენი წელი სინამდვილეში! არც ის იცი თეკლა როგორი გოგო დადგა. ქალ-ბიჭა თეკლა ბოლოს ათი წლის წინ ნახე. ამიტომ თავი შეიკავე სხვისი განსჯისგან... ღმერთი გიყურებს, ასე არ შეიძლება...
-ღმერთმა ქნას მართალი იყო... - ძლივს ამოთქვა გამწარებულმა მეზობელმა.
-კარგი მზეო, არ მიწყინო... უბრალოდ იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ... - მოლბა მანო.
-არ მწყენია... - ყავა მოსვა მზევინარმა.
-რატომ დაიწყე საერთოდ ამ ოჯახზე საუბარი? ისედაც ვისღა ახსოვს ათი წლის წინანდელი ხალხი...
-იმიტომ ჩემო კარგო, რომ სახლი გაყიდეს. ეტყობა აღარ შეეძლოთ იმ სახლში ცხოვრება, სადაც ელისომ სული დალია. დაახლოებით ორი კვირაა შენს ქვემოდანაც არაფერი ისმის. ამიტომ მივაკითხე ლელას და ვკითხე, შენი მეზობლები სად არიან მეთქი.
-მერე რაო, რა გითხრა.
-რაო და მდგმურები წავიდნენო. და რომ ვკითხე რატომ მეთქი, მიპასუხა თუ გახსოვს ალასანიები, ათი წელია გადავიდნენ, ისინი ბრუნდებიანო.
-ვაა... ანუ აქ ბრუნდებიან? ქალაქის ცენტრიდან აქ, გარეუბანში რა უნდათ?
-არ ვიცი ჩემო ლამაზო, არ ვიცი... მაგრამ ფაქტია თეკლა და მამამისი ბრუნდებიან.
ალასანიების ოჯახის გაჭორვის შემდეგ ქალბატონი მზევინარი მანოსთან დიდხანს აღარ გაჩერებულა, მალევე წავიდა. ეს ახალი, ცხელ-ცხელი ამბავი მთელი სამი სადარბაზოსთვის უნდა გაეგებინებინა. ნამდვილად ბევრი საქმე ჰქონდა.






2.
გიორგიმ ძლივს მიასწრო გამოცდას. ზოგადად ასეთი ბედი ჰქონდა, რაც არ უნდა ადრე გამოსულიყო სახლიდან, მაინც ყველგან აგვიანებდა. ჯავახიშვილში სწავლობდა, 50% გრანტით. ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია, პირიქით, ყველას უყვარდა. ზოგადად მანდილოსანთა წრეში დიდი ყურადღებით გამოირჩეოდა, მანდილოსანთა წრეში გიორგის თანატოლებიც და ლექტორებიც იგულისხმებოდა. სწავლით თავს არ იკლავდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი და მოხერხებული იყო. არ არსებობდა სიტუაცია, გიორგის თავი ვერ დაეძვრინა. ამიტომ გამოცდაზე დაგვიანებაც აპატიეს.
თავის ადგილს მიუჯდა. არ ეშინოდა, დიახ ესეც გიორგის ჩვევა იყო, არასდროს ეშინოდა და ნერვიულობდა გამოცდის წინ, თავისი თავის იმედი ყოველთვის ჰქონდა. საინტერესოა, ეს თვისება კარგია თუ დამღუპველი?
-გიორგი, ჩემს გარეშე არ წახვიდე რა, გთხოვ... - ჩაულაპარაკა თინიმ.
-რა თქმა უნდა... - ღიმილით უპასუხა გოგონას.
თინი მგონი ერთადერთი გოგონა იყო, რომელიც გიორგის როგორც მეგობარს ისე უყურებდა და არა როგორც ბიჭს. ისინი მეტად ახლობლები იყვნენ ერთმანეთისთვის. თინი აწ უკვე ხსენებული ლელას შვილი იყო, გიორგის ქვედა მეზობელი, ასევე გიორგის ბაღელი, კლასელი და ბედმა უნივერსიტეტშიც ერთად მოახვედრა. გიორგი მეტად აფასებდა ამ გოგონას, ენდობოდა და რჩევას ყოველთვის ეკითხებოდა. მანო და ლელაც მეგობრობდნენ. დედების მეგობრობამ უფრო შეუწყო ხელი მათ მეგობრობას.
როგორც იმედოვნებდა ისე მოხდა ყველაფერი. გამოცდაზე ზუსტად ის საკითხები შეხვდა, რაც ყველაზე კარგად იცოდა. გიორგი სხვა ყველაფერთან ერთად იღბლიანიც იყო.
გამოცდიდან სახეგაბადრული გამოვიდა და კიბეს ჩაუყვა, სადაც ძმაკაცები ელოდებოდნენ.
- რა ქენი ? - გაღიმებული ეტაკა ცოტნე.
- დავწერე , რა კითხვაა... - ცხვირი აიბზუა გიორგიმ. - თქვენ რა ქენით?
- მგონი ჩავაბარე... - იმედიანად ამოთქვა ცოტნემ
- მეც ეგრე რა... - თქვა ალექსანდრემ.
- ალექს, ძმაო... შენ მგონი ერთადერთი ხარ, ვინც ამას არ უნდა ამბობდეს.
- ხოო , 24 საათი სწავლობ... აბა ჩვენ რაღა ვთქვათ.
ალექსანდეს ესიამოვნა კომპლიმენტი. ალექსანდრე და ცოტნე გიორგის უახლოესი ძმაკაცები იყვნენ. ცოტნეც გიორგის უბნელი და პარალელური კლასელი იყო. ალექსანდრე კი ნამდვილი ვაკელი, დაბადებული და გაზრდილი აბაშიძეზე. თავადური გვარი ამშვენებდა. ამილახვარი იყო. შეიძლება ითქვას, რაღა დროს თავადიაო, მაგრამ ალექსანდრეს ყოველ საქციელში თუ სიტყვაში იყო რაღაც თავადური, ყოველთვის გამორჩეული.
ალექსანდრეც მაღალი იყო და სათვალეს ატარებდა. სწორი ცხვირი , თხელი ტუჩები და შავი თვალები ჰქონდა, ასევე კოხტად შეჭრილი შავი თმა. პედანტი, ყოველთვის სერიოზული, დიპლომატის გამოხედვით, მაგრამ სიმთვრალეში ნამდვილი ვინიპუჰი იყო, ამიტომ ყოველთვის თავს არიდებდა ალკოჰოლს. თავადის ქალის გაზრდილი იყო, მისი საყვარელი ბებიის, ქალბატონი ეკატერინე ვაჩნაძის. სწორედ ის იყო ალექსანდრეს ქალი-იდეალი. მისი ერთადერთი მესაიდუმლე და გამგები. საკუთარი ძმაკაცები სიცოცხლეს ერჩივნა, მაგრამ მესაიდუმლედ მაინც ბებია აერჩია.
ცოტნე კი ნამდვილი ლაზღანდარა. ჭკვიანი მაგრამ უზარმაცესი. მხოლოდ გოგონები ადარდებდა. გარეგნობითაც დიდად არ გამოირჩეოდა, ძმაკაცებთან შედარებით დაბალი და პუტკუნა იყო, მუდამ არასერიოზული გამოხედვით. სწორედ თავისი არასერიოზულობის გამო, არც ერთი გოგო უყურებდა სერიოზულად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცოტნეს მხოლოდ ეს სადარდებელი გააჩნდა. დედამისი მეორე ქორწინებაში იყო, ცნობილი ადვოკატის ცოლი, ამიტომ ცოტნეს ფული არასდროს აკლდა. თან დედისერთა. მაგრამ ძალიან ალალი იყო, სათქმელს პირდაპირ გეტყოდა. გვერდში დგომა და სიყვარული სწორედ ცოტნეს ორი უზარმაზარი თვისება იყო. სრულიად უცხო ადამიანისთვისაც კი შეეძლო თავი გადაედო, ოღონდ დახმარებოდა.
გიორგი უფრო განსხვავდებოდა მათგან. თავისუფალი იყო. რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. იღბალზე და გარეგონობაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ. ძალიან ეჭვიანი იყო, ჩხუბს არ ერიდებოდა. რომ არა ალექსანდრეს დიპლომატიური საუბრები, რომელიც უმეტესწილად მათ პრობლემებს უგვარებდა, ალბათ ალექსანდრეს ერთხელ უკვე განატეხ ცხვირს, კიდევ ათჯერ გაუტეხავდნენ და მის თავსაც მიაყოლებდნენ. ვერ იყანდა უსამართლობას და მეგობრების გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი.
- გიო გამოვედი... - უკნიდან თინი მოეხვია წელზე.
- თინი... დღითიდღე უფრო მშვენდები... - უთხრა თვალებანთებულმა ალექსანდრემ.
- გამარჯობა ბიჭებო! - არ მიაქცია ყურადღება ალექსანდრეს კომპლიმენტს.
- სახლში თინიკო? - ჰკითხა ცოტნემ.
- დიახ სახლში, ცოტნიკო.
- კაი თუ სადმე არ გავდივართ, წავალთ მაშინ რა მე და თინი... - თქვა გიორგიმ.
- მე ალეს მივყვები რაღაც საქმეზე. - დააბრეხვა ცოტნემ და ალექსანდრეს თვალი ჩაუკრა.
თინიმ არაფერი შეიმჩნია. იცოდა, რომ ალექსანდრეს მოსწონდა, მაგრამ რატომღაც ვერ აღიქვამდა როგორც ბიჭს, მისთვის ბევრი გოგონასთვის სანატრელი ალექსანდრე ზედმეტად იდეალური იყო. უბრალოდ აიგნორებდა და ამით შემოიფარგლებოდა მათ ურთიერთობა. რომ არა გიორგი, ალბათ არც კი დაელაპარაკებოდა.
თინიც დედისერთა იყო. მოკლე, ტალღოვანი ყავისფერი თმა ჰქონდა. სიმაღლეშიც მეტრა სამოცდაათზე მეტი არ იქნებოდა. გამხდარი და მუდამ კლასიკურად ჩაცმული. კურსზე კი ყველაზე ჭკვიანი, ალექსანდრეზე ჭკვიანიც კი. ალბათ სწორედ ამით მიიქცია ჩვენი თავადის ყურადღება. თინი ენამახვილობით გამოირჩეოდა, ყოველთვის ჰქონდა პასუხი. თუ გააბრაზებდი ისე დაგგესლავდა, ცხოვრების სურვილს გაგიქრობდა. ნამდვილი მორიელი... ყოველთვის ამაყობდა თავისი ზოდიაქოთი. ალექსანდრე ვერძი იყო. ეს ორი ზოდიაქო კი ერთად ნამდვილი ვულკანია, რომელიც ან ერთმანეთს წალეკავენ, ან სხვა ყველას ერთმანეთის გარდა.
თინი საკმაოდ მიმზიდველი იყო, სექსუალური და ეშხიანი. ყოველთვის ყურადღების ცენტრში. ჭკვიანი, მის აზრს ყველა ითვალისწინებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველასთვის სანატრელი და მიუწვდომელი.
ავტობუსით მივიდნენ სახლამდე, თითქმის ერთი საათი მოანდომეს მგზავრობას. რას იზამ, როცა გარეუბანში ცხოვრობ ასეც გიწევს.
- ისა, შენა და... - დაიწყო თინიმ. - აფთიაქში უნდა შევიდე, წადი შენ, სახლამდე როგორმე მივალ მარტო.
- დაგელოდები თინი... - უთხრა გიორგიმ.
- გიო, ორი კორპუსით იქით როგორმე მივალ მარტო... ბევრი მაქვს საბოდიალო... წადი თქო...
- კაი რა...
- გიორგი! ქალური საქმეები მაქვს!
- არ თქვა ორსულად ვარო! - შეიცხადა გიორგიმ.
- იიიიი გიორგიიი... ხოო აი ალექსანდრესგან თავადიშვილს ველოდები... - ხუმრობაში აყვა თინიც.
- ნუ დასცინი შენ ჩემს ძმაკაცს... თავადური, პლატონური სიყვარულით გეტრფის...
- გაიაროს რა... კაი წავედი, მომწერე საღამოს თუ გინდა... - გადაკოცნა ძმაკაცი და აფთიაქში გაუჩინარდა.
გიორგი ნელ-ნელა გაუყვა სახლისკენ გზას. მოსაცმელის კაპიუშონი გადმოიფარა თავის კულულა თმებზე. თინიზე ფიქრობდა. აღფრთოვანებული იყო ამ გოგოთი. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ თინიც გიჟდებოდა ალექსანდრეზე. ძმაკაცის მაგივრად უხაროდა, რომ მან მაინც იპოვა იდეალური გოგო. თვითონ კი?! რამდენი წელია არავისთვის შეეხედა სერიოზულად.
კორპუსს რომ მიუახლოვდა, ავეჯით და ყუთებით სავსე სატვირთო მანქანა დალანდა. გაუკვირდა. ალბათ ვინმე გადადის, თორემ აქ გადმომსვლელი ვინ არისო.
მანქანასთან ჭაღარა შეპარული კაცი იდგა და მუშებს მითითებებს აძლევდა. რამდენიმე წამით დააკვირდა კაცს, თითქოს ეცნოო, მაგრამ დიდად არ ადარდებდა, ამიტომ გზა განაგრძო. ლიფტს დაელოდა და შევიდა. ის იყო მეოთხესთვის უნდა დაეჭირა, რომ გოგონას ხმა გაიგონა.
- ერთი წუთით, დამელოდეთ, ძალიან გთხოვთ...
წითელი, მუხლებამდე კაბა ეცვა, გრძელი, სპილენძისფერი თმა გაეშალა, ხელში ორი ყუთი ეჭირა. გიორგის თვალი გაუშტერდა. აშკარად საიდანღაც ეცნობოდა, მაგრამ ვერაფრით იხსენებდა საიდან. ასეთი ლამაზი გოგო ცხოვრებაში არ ენახა.
სანამ გიორგი გაშტერებული იყურებოდა, გოგონა ლიფტშიც შევიდა და მეოთხე სართულისთვისაც მიეჭირა თითი.
- მომეცი, მძიმეა... - გამოფხიზლდა ბიჭი და ყუთებისკენ გაიწია.
- არა, იყოს, გმადლობთ... - დაიმორცხვა გოგო, დაღლილი ხმა ჰქონდა.
- კარგი რა... ბიჭი ვარ, ჩემი ვალია...
- აი უკვე ამოვედით, არ მინდა. მადლობა. - ლიფტის კარი მეოთხე სართულზე გაიღო.
ახლაღა ამოხედა გოგონამ ბიჭს. თვალები გაუფართოვდა. ეცნო, ძალიან ეცნო. გაიფიქრა, ალბათ ბავშვობაში ვიცნობდიო. გიორგის გარეგნობამ უცნობი გოგონა რა თქმა უნდა მოხიბლა. გიორგი თითქოს მიხვდაო მის განცდებს, ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და გაუღიმა. დაბნეულმა გოგომ თმა ყურზე გადაიწია და კინაღამ ორივე ყუთი დაუვარდა. რომ არა გიორგის ხელები, ალბათ ყველაფერი, რაც ყუთში ეწყო, გარეთ აღმჩნდებოდა.
- ხომ გითხარი, მომეცი მეთქი...
გოგონამ არაფერი უპასუხა, ყუთს მიშტერებოდა.
- თინისთან ხარ მოსული? ერთად მოვედით, მაგრამ აფთიაქში დავტოვე, ალბათ მალე მოვა...
წითელ კაბიანი გაოცებული მიშტერებოდა გიორგის, თითქოს არც ესმოდა რას ეუბნებოდა. აკვირდებოდა სიმპატიური ბიჭის საუბარს, ტუჩებს, თვალებს და თვალებს არ უჯერებდა.
- კაი, თუ არ გინდა არ მიპასუხო... კარგად. - ხელი დაუქნია გიორგიმ და თითი ხუთიანს დააჭირა.





3.
- დედა მოვედი...
შევიდა სახლში გიორგი და ფეხზე გახდა დაიწყო. ისევ უცნობ ლამაზ გოგონაზე ფიქრობდა. სააბაზნოში შევიდა, ხელები დაიბანა, თმა გაისწორა და მისაღებისკენ წავიდა.
- პუნიკური ომები, ჩემო სალომე...
- დედა, მოვედი... - შეაწყვეტინა მანოს გაკვეთილი. - გამარჯობა გოგონებო...
გიორგიმ თავისი მომნუსხველი ღიმილით სამ აბიტურიენტს გაუღიმა, გააწითლა და თვალები დაახრევინა. მანომ გაბრაზებული თვალები დაუბრიალა. პასუხად კი ბიჭმა მხრები აიჩეჩა და ჩაილაპარაკა „რა ჩემი ბრალიაო“.
ისადილა და ოთახში შევიდა. თინის მონაწერი დახვდა.
„თუ ისევ ნერვიულობ, მშვიდობით მოვაღწიე და კიდევ ერთი მშვენიერი ამბავი მაქვს! ორსულად არ ვარ! “
გიორგის ჩაეღიმა და სასწრაფოდ პასუხი აკრიფა.
„შე ოხუნჯო ქალო! გაგიგოს ალექსანდრემ რეებს ამბობ!“
„კაი ერთი! რაიყო, თავადიშვილები არაქალიშვილებს არ იღებენ?“
„ნუ ხარ შენ გველი!“
„მეც მიყვარხარ!“
გიორგის ისევ გაეღიმა და საწოლზე წამოგორდა.
„ხოდა... თუ გიყვარვარ მითხარი იმ გოგოს სახელი ეხლა სახლში რომ გყავს <3“
„ლელა “
„დიდი მადლობა! დედაშენს ვიცნობ! -_- “
„აბა სხვა ვის ელოდები ჩემთან?“
„აი ის წითელ კაბიანი გოგო, ლიფტში დამემგზავრა და შენს სართულზე ჩამოვიდა. რავი, შენი დაქალი მეგონა.“
„შე უბედურო გადაგრია ხო მარტოობამ?! მარჯვენა ხელი მაინც ავარჯიშე ხოლმე, თორემ მთლად დაკარგავ ყველაფერის სურვილს.“
„თინათინ!“
„კაი ხოო ვღადაობ. არა, მართლა არავინ მყავს სახლში წითელ კაბიანი, არც არავინ დამინახავს.“
„კაი მჯერა“
„მაინც იფიქრე ლელაზე... ამასაც აქვს წითელი კაბები  მოგივლის, კარგად გაჭმევს, გასმევს  “
„ხვალამდე“
გაღიმებული უყურებდა ჭერს. თუ თინისთან არ იყო, აბა სად გაქრა ის გოგო?
- რას მიშტერებიხარ ბიჭო ჭერს! - შესძახა მანომ.
- რავი ისე...
- ისეს განახებ შენ!
- წავიდნენ ბავშვები? - ეშმაკურად ჰკითხა დედას.
- ბავშვები ხო? ისედაც ლენჩები მთლად გამოლენჩდნენ შენი შემოსვლის მერე! რამდენჯერ გითხარი, ნუ შემოდიხარ მეთქი! რომ ჩაიჭრან რა გავაკეთო მერე მე!
- დედა, დამშვიდდი... სადაც მანუჩარმა ჩააბარა, ესენიც ჩააბარებენ... - წამოჯდა გიორგი.
- გიორგი! არ მეხუმრება მე!
- ჩემი ლამაზი დედიკო ვინ არისო? ჩემი პატალა დედიკო ვინ არისო ვინო? - მივიდა და პატარა დედისკენ დაიხარა, თავის უზარმაზარ მკლავებში მოიქცია და განძრევის საშუალებაც არ მისცა.
- გამიშვი ცხოველო! დამახრჩობ! - გაუძალიანდა მანო.
- არა, არ გაგიშვებ!
- გიორგი მეთქი! - გაეღიმა ქალს.
- კარგი ხო... რაიყო... ჩახუტებაც არ მაცალო!
- გამოდი სამზარეულოში და გაანიავე ეს ოთახი, ჰაერი არაა... - გატრიალდა მანო.

გიორგიმ შეასრულა ყველაფერი, რაც დედამ უთხრა და სამზარეულოში გავიდა. მაგიდაზე დადებული ვაშლი აიღო და ჩაკბიჩა.
- რა ქენი გამოცდაზე?
- რა კითხვაა მანანა?
- რა ქენი თქო!
- ჩავაბარე რა თქმა უნდა.
- გამაგებინა ერთი, რაში გიწერენ ქულებს! წიგნი შენს ხელში მე არ დამინახავს!
- სხვათა შორის, თინიზე მალე გამოვედი...
- რა გიხარია შე უბედურო! - გაუწყრა ქალი.
- კარგი დედა! სულ ნუ მეჩხუბები! შენ ის მითხარი, რაო ჩვენმა მზის სხივმა ამ დილით? რა ხდება ახალი? მადონას ხო არ ათხოვებს?
- იცინე შენ, იცინე... გაათხოვებს თავის მადონას, აგერ ნახავ.
- ვინ უშლის მერე კაცო... მგონი ერთადერთი ეგ გოგო ჰყავთ მაგ ოჯახში ნორმალური.
- სხვათა შორის, მართლა ახალი ამბავია... - ჩამოუჯდა შვილს და ლობიოს გარჩევა დაიწყო.
- რა ხდება?
- მომეხმარე რა... - სთხოვა მანომ.
- რა თქმა უნდა... - უპრობლემოდ დათანხმდა გიორგი და დედას შეუერთდა.
- ცხვირი ვინ გაგიტეხა გახსოვს? - სათვალიდან ამოხედა დედამ.
- რომელი ერთი დე?
- პირველად ვინც გაგიტეხა, დებილო! - კეფაში უთავაზა მანომ.
- კი მახსოვს... რა დამავიწყებს იმ ალქაჯს! თეკლე არ ერქვა? -ამრეზით ჩაილაპარაკა გიორგიმ.
- ხო თეკლე... ეგ ბავშვი შენი კლასელიც ხომ იყო?
- კი დედა, რამდენიმე წელი, დაწყებითებში მგონი, მერე აღარ. გაფიცებ რამ გაგახსენა ის ქალ-ბიჭა, თმახოტორა ბავშვი. ღადაობით თამაზს ვეძახდი ხოლმე.
- ზუსტად მაგიტომაც გაქვს ეგ ცხვირი გატეხილი, დედი! - ისევ სათვალიდან ამოხედა ქალმა.
გიორგი პოლიეთინელის პარკისკენ დაიხარა და მაგიდაზე ლობიოს მარცვლები დაახვავა.
- არასდროს მიყვარდა ეგ ბავშვი დედა. ჩემი წვალების მეტი არაფერი გაუკეთებია. მისი წყალობით მუხლები, ხელები და თავიც კი დაშრამული მაქვს.
- მეტის ღირსი ხარ! - გაეცინა მანოს. - მერე არაფერი გსმენია მასზე?
- რა უნდა მსმენოდა. კლასში არავის უყვარდა. მასწავლებელმა გვითხრა გილოცავთ, თეკლე გადავიდაო და მანდ დამთავრდა მაგ გოგოს არსებობაც. რატომ მეკითხები?
- ეჰ... რავიცი... როგორც მზევინარმა თქვა, რამდენიმე წელი უცხოეთში უცხოვრიათ. მერე ჩამოსულან. დედამისი ავად ყოფილა, შიზოფრენია და ალცჰეიმერი... თეკლას თვალწინ დაულევია ელისოს სული. ბევრი წამალი ჩაუყლაპავს ერთდროულად და თეკლას ოთახში უპოვნია, უკვე გარდაცვლილი.
- რას ამბობ... - დაიჩურჩულა გიორგიმ. - ასეთ რამეს მტერს არ ვუსურვებ, საბრალო გოგო...
- ხო დედი, საბრალო...
- და მერე?
- მერე ის, რომ ერთი კვირის წინ სახლი გაყიდეს და ისევ აქ გადმოდიან საცხოვრებლად... ისევ ჩვენს ქვემოთ...
გიორგის ხელები გაუქვავდა. არ არსებობს! ნუთუ ის წითელ კაბიანი, დახვეწილი, ლამაზი და მოვლილი გოგო თეკლაა?! ის თეკლა მუდამ გაურეცხავი ტანსაცმლით რომ დარბოდა, გადაყვლეფილი მუხლებით და იდაყვებით, ბიჭებთან ერთად ფეხბურთს რომ დამაშობდა და ვინ უფრო შორს გადააფურთხებდა, იმაში ვარჯიშობდა. ის ალქაჯი თეკლა, რომელსაც თმა სულ გადაპარსული ჰქონდა და ბიჭისგან ვერ გაარჩევდი. არადა ეცნო... ეცნო ის გოგო! თეკლას ნაცრისფერი თვალები ეცნო! მამამისიც ეცნო გარეთ მანქანასთან! ნამდვილად ისაა...
დაუფიქრებლად წამოხტა და გავარდა.
- გიორგი... სად გაიქეცი... გიორგი მეთქი... - დაუყვირა მანომ.
- მოვალ ახლავე... - უკვე ქვედა სართულიდან მოისმა გიორგის პასუხი.


4.
კარზე დააკაკუნა. არავინ ჩანდა. მერე ზარი დარეკა. ისევ არავინ ჩანდა. ალბათ ისევ ყუთები ამოაქვსო გაიფიქრა. ის იყო ლიფტის ღილაკს მიაჭირა, რომ ლიფტის კარი გაიღო და იქიდან ისევ წითელ კაბიანი გოგონა გამოვიდა. გიორგის დანახვაზე შეხტა, შეეშინდა.
- თეკლა? არ თქვა რომ თეკლა ხარ!
- ხო თეკლა ვარ... - გაოცდა გოგონა.
- არ არსებობს! თმა გაგზრდია... გამაღლებულხარ...
- ბატონო? - სახე გაუმკარცრდა წითელ კაბიანს.
- ვერ მიცანი გოგო? - გაუღიმა გიორგიმ.
- ვერა! - თვალები დაუწვრილდა გოგონას.
- ამ ცხვირს ხედავ? - თითით თავის ცხვირზე ანიშნა. - იცი ვინ გამიტეხა?
- ღმერთო ჩემო! გიორგი მესხი! - სიცილი დაიწყო თეკლამ და თავისი ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა. ასეთი მშვენიერი ღიმილი გიორგის ცხოვრებაში არ ენახა.
- მიცანი... - თვითონაც გაიღიმა.
- შენ თავს რა დამავიწყებდა... ჩემი ბავშვობის სიყვარული... - ამოთქვა სიცილით თეკლამ.
- ჰა? - შეხტა ბიჭი.
- შემოდი სახლში... მომიყევი შენზე... სად იყავი ამდენი წელი... რას შვები საერთოდ... მოიცა ეს ყუთი დამიჭირე... - გაოცებულ გიორგის ყუთი მიაჩეჩა. თვითონ კი აკანკალებული ხელით კარი გააღო.
- მე? მე თუ შენ? შენ სად დაიკარგე?
გიორგი სახლში შევიდა. აქ მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი. ბავშვობაში, როცა სხვა უბნის ბიჭებმა გიორგი და მისი ძმაკაცები სცემეს, მეოთხე კლასში. თმა გადაპარსული თეკლაც ბიჭი ეგონათ და არც ის დაინდეს. თეკლაც ბოლომდე იბრძოდა, სადამ თავი რაღაცას არ დაარტყა და გაითიშა. შეშინებული ბავშვები დაიფანტნენ. საბრალო თეკლას სახლში წაყვანა კი გიორგის მოუწია. გიორგი ყოველთვის მაღალი და ძლიერი იყო, ამიტომ არ გასჭირვებია ოცდა ხუთი კილო გალეული, დასისხლიანებული ბავშვის ხელში აყვანა და სახლამდე მიყვანა. დედამისს თითქოს არც გაჰკვირვებია, არადა თვითონ რომ ასეთ დღეში მიეყვანათ სახლში, ალბათ მანო მთელის უბანს კივილით აწევდა. თეკლე ხელში აყვანილი ოთახამდე მიიყვანა და წამოვიდა, რომ ზედმეტი კითხვებისთვის თავი აერიდებინა.
სახლში ბევრი არაფერი შეცვლილიყო. ავეჯისგან დაცლილი და ყუთებით სავსე.
- ბოდიში არეულობისთვის... - შერცხვა თეკლას და თმა ისევ ყურზე გადაიწია.
- არაუშავს... - გაუღიმა გიორგიმ და ისევ მის დათვალიერებას შეუდგა.
- როგორ გალამაზებულხარ! - თავი ვერ შეიკავა ბოლოს, რაზეც გოგონა სულ დაიბნა და რა ექნა აღარ იცოდა.
- ხო რავი... თმა გამეზარდა... მუხლებიც შემიხორცდა... ჩაცმაც ვისწავლე... - ტკივილით ჩაეღიმა გოგოს.
- ვინ წარმოიდგენდა! - გაოცებას ვერ მალავდა გიორგი.
- აბაა, ვინ წარმოიდგენდა! ალქაჯი, ქალ-ბიჭა თეკლა, თუ მოიცა... რა მერქვა? თამაზი ხო? - დაბლიდან ამოხედა და თავისი ნაცრისფერებით გიორგის ლურჯებს ჩააშტერდა.
- კი, თამაზი... სწორედ მაგ თამაზის გამო მაქვს ასეთი ლამაზი ცხვირი. - სიტუაციის განმუხტვა სცადა გიორგიმ.
- დაიმსახურე. - ისევ კბილები გამოაჩინა გოგონამ.
- ბაზარი არაა... ნამდვილად დავიმსახურე... - თვალს არ აშორებდა თეკლას.
- ბელგიაში წავედით. არ მინდოდა წასვლა. არც აქედან გადასვლა მინდოდა. მეგობრები მყავს აქ თქო ვიძახდი. სამწუხაროდ თინის გარდა არავის მოვუკითხივარ. - მზარედ ჩაიცინა და მზერა აარიდა გოგონამ.
- იცი... - დაიბნა გიორგი. - არ ვიცოდი... ისე გაქრი... აღარც მახსოვდი...
- მე სულ მახსოვდი... - დაიჩურჩულა თეკლამ.
- მართლა? - გაოცდა გიორგი.
- რავიცი, ბავშვობაში ძალიან დიდ კავშირს ვგრძნობდი ჩვენ შორის. თამაშის დროს, თუ ერთ გუნდში ვიყავით ხოლმე, ვერავინ გვერეოდა.
- მახსოვს... - გაახსენდა გიორგის ბავშვობა და გაეღიმა. - მაგრამ რატომღაც სულ ვჩხუბობდით.
- ხო... სულ ვჩხუბობდით. - თითქოს არ ესიამოვნაო ამის გახსენება. - იცი, რაღაცები ამოსატანი მაქვს კიდევ, ხოდა უნდა წავიდე.
- დაგეხმარები... - წამსვე უპასუხა გიორგიმ.
- არა, მადლობა... მართლა არ მინდა. მარტო მირჩევნია, გთხოვ.
- კარგი, მაგრამ საღამოს სადმე გავისეირნოთ. არ გაინტერესებს როგორ შეიცვალა ჩვენი უბანი ბოლო წლებში?
- რავი, ვნახოთ რა... ახლაც ისეთ დაღლილი ვარ, ფეხზე ძლივს ვდგევარ.
- კარგი, როგორც გინდა. - ეწყინა გიორგის. მოეჩვენა თუ გოგო თავს არიდებდა?
- გამიხარდა შენი ისევ ნახვა... - კართან უთხრა თეკლამ. რატომღაც ხმა ისევ სევდიანი ჰქონდა.
- მე უფრო გამიხარდა, თამაზიკო. - უთხრა გიორგიმ და წამში გაუჩინდარდა. დატოვა გაოცებული გოგონა კართან, რომელიც ცრემლებს ძლივს იკავებდა.



5.
საღამოს თეკლა აღარ გამოჩენილა და გიორგიმ ჩათვალა ალბათ ძალიან დაიღალაო და თვითონაც დაძინება გადაწყვიტა. მაგრამ... ძილი არ მიეკარა.
თვალ წინ ედგა ბავშვობის მოგონებები. დილის ცხრა საათიდან საღამოს თორმეტ საათამდე ეზოში იყო თავის მეგობრებთან ერთად. ალბათ ყველაზე ტკბილი ბავშვობა ის იყო. ბნელი ოთხმოცდაათიანები, უშუქობა, გაჭირვება, ქურდობები და მკვლელობები... ყველა ეს უბედურება ხომ ერთად გადაეტანათ პატარა ბავშვებს. გიორგის აზრით დღევანდელ რეალობას ისევ ის დრო ჯობდა. გადაყვლეფილი მუხლები, გამურული სახე, გაუთავებლად ეზოში სირბილი და თამაში. რადიკალურად განსხვავებული, დღევანდელი სმარტფონებზე მიჯაჭვული თაობისგან.
თეკლა კარგად ახსოვდა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ეზიზღებოდა. ნუ ალბათ მთლად ზიზღი არ იყო, მაგრამ თეკლას წვალება ყველაფერზე მეტად ერჩივნა. არასდროს შეუხედავს მისთვის, როგორც გოგოსთვის. თეკლას გადასვლა უბნიდან და სკოლიდან ალბათ ყველაზე მეტად გიორგის უხაროდა. სწორედ ამიტომ ბოლო დღეს, მხოლოდ გიორგიმ გააცილა თეკლა.
11.12.2003
ქურთუკი ჩაიცვა და სახლის კარი ფრთხილად გამოკეტა გიორგიმ. ფრთხილად ჩაიარა კიბის საფეხურები და ქვედა სართულზე ჩავიდა. ვერ გადაეწყვიტა კარზე ზარი დაერეკა თუ დაეკაკუნებინა. თეკლას მამა რომ გამოსულიყო მერე რას იზამდა? რას ეტყოდა? მაინც მოიკრიბა ძალები და კარზე ფრთხილად დააკაკუნა. სადარბაზოს ფანჯრიდან ცივი, დეკემბრის ქარი უბერავდა. კარის ჩხაკუნი გაისმა და თეკლაც გამოჩნდა. ასეთი თეკლა არასდროს ენახა. მოწყენილი, დასიებული თვალებით. ალბათ ბევრი იტირა. მუდამ გადახოტრილი თმა ყურებამდე გაზრდოდა. ნაქსოვი, ყელიანი კაბასავით გრძელი ჯემპრი და ჭრელი „რეიტუზი“ ეცვა. გიორგის დანახვაზე თვალები გაუნათდა. კარი ფრთხილად გამოხურა და ქვედა სართულზე ჩაირბინა. გიორგის ანიშნა იგივე გაეკეთებინა. მესამე საფეხურზე ჩამოსხდნენ. არც ერთი უყურებდა ერთმანეთს. ისხდნენ და ხმას არ იღებდნენ. ასეთი მშვიდი თეკლა გიორგის არასდროს ენახა.
- მიდიხარ? - ისევ ბიჭმა დაარღვია სიჩუმე.
- მივდივარ. - სევდიანი ხმით უპასუხა თეკლამ.
- სულ მიდიხარ?
- ხო გიორგი, სულ მივდივარ.
- როდის დაბრუნდები? - თავი შეატრიალა გოგოსკენ.
- არ ვიცი, შეიძლება საერთოდ არ დავბრუნდე. - ცრემლები წამოუვიდა თეკლას.
- კარგი რა... არ იტირო, გთხოვ... - უდიდესმა სინაზემ გაიჟღერა ბიჭის ხმაში.
- არ მინდა წასვლა. თქვენს გარეშე რა უნდა ვქნა? - არ ნებდებოდა გოგო.
- ახალ მეგობრებს გაიჩენ. ოღონდ ეცადე არ იქაჯო იქ! უცხო ბიჭებთან სირბილი არ დაიწყო იცოდე! - ხმა გაუმკაცრდა გიორგის.
- მაინც ყველას ბიჭი ვგონივარ.
- ხოდა მოიქეცი ისე, როგორც გოგო! დროა გაიზარდო!
- კარგი ერთი! რა შენი საქმეა მე როდის გავიზრდები ან ვისთან ვირბენ! - გაბრაზდა თეკლა.
- ზუსტად რომ ჩემი საქმეა! რამე რომ გაწყენინონ?
- შენზე მეტს მაინც ვერ მაწყენინებენ! - ისევ დაუსევდიანდა ხმა გოგოს.
- ხო მაგრამ ჩემთვის შეიძლება, იმათთვის არა!
- შენთვის რატომ შეიძლება ერთი?! ვინ ხარ ჩემთვის? დარწმუნებული ვარ ჩემი წასვლა ყველაზე მეტად შენ გიხარია!
- არ არის ეგრე! - წამოხტა გიორგი.
- მე საერთოდ არავის არ გიყვარვართ! შენ გგონია არ ვიცი? - ტირილს უმატა თეკლამ.
- ხო და თუ არავის უყვარხარ, გული ნუ გწყდება, რომ აქედან მიდიხარ!
- შენ ხომ ელენე გიყვარს... გეგონა არ ვიცოდი?
გიორგი გაოცდა. ელენე გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა და მართლაც დიდი ხანი იყო მოსწონდა, მაგრამ ამას არავის ეუბნებოდა. გაუკვირდა და გაბრაზდა თეკლაზე.
- დიახაც მიყვარს! ის შენზე ლამაზიცაა და ჭკვიანიც! ყველაზე ლამაზი გრძელი თმები აქვს და ყველაზე კარგად მღერის!
- ხოდა გიყვარდეს! - უკვე ღრიალებდა გოგო. - ვინ გიშლის? მე რომ წავალ ხელსაც არავინ შეგიშლის! სულ მასთან ითამაშე და თუ გინდა აკოცე ხოლმეც! - ბოლო სიტყვები განსაკუთრებით ტკივილით თქვა.
- შენ არავინ გეკითხება! მაგრამ ეჭვიც არ შეგეპაროს! დიახ, ძალიან ბევრჯერ ვაკოცებ! და საერთოდ! კარგად იყავი და იმედია მართლა აღარასდროს დაბრუნდები! და თუ დაბრუნდი, იცოდე ჩემთან თამაში აღარ გაბედო! თამაზი!
- არც დავბრუნდები! - ხელი კრა და თავისზე თითქმის ორჯერ მაღალი გიორგი კიბიდან დააგორა, თვითონ კი ტირილით შევარდა სახლში და კარი მოიჯახუნა.

2013
- რა საშინლად მოვექეცი! საწყალი ბავშვი ასე როგორ გავაცილე? - წამოფრინდა საწოლიდან გიორგი და ფანჯარას მივარდა.
ფანჯარა გამოაღო და ჰაერი ღრმად შეისუნთქა. თვალწინ თეკლას ნაცრისფერი თვალები ედგა. რა სჭირდა? ასე ცხოვრებაში არასდროს ყოფილა. ყველგან, ყოველ კუთხეში თეკლე და თეკლეს ნაცრისფერები ელანდებოდა. საინტერესოა, რა ჰქვია ამ გრძნობას და განცდას? მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა...

6.
მთელი კვირა ცდილობდა სადმე მაინც შეხვედროდა თეკლას, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. თეკლა არსად ჩანდა. თვით უზარმაცესი გიორგი მესხი ყოველ დღე ლიფტის ნაცვლად კიბით სარგებლობდა და მეოთხე სართულზე სპრეციალურად, ძალიან ნელა ადიოდა, იქნებ სადმე თეკლას გადაყროდა, მაგრამ ამაოდ. გოგონა არსად ჩანდა.
„ნუთუ ეზო მაინც არ მოენატრა?!“ ფიქრობდა გიორგი და ჩასაფრებული ელოდა ფანჯარასთან, იქნებ სადმე მაინც გამოჩენილიყო.
ასე გავიდა სამი დღე. გიორგის უკვე ეგონა, რომ თეკლა მოელანდა და არც გამოჩენილა. მაგრამ... მისი ნაცრისფერი თვალები მაინც ყველგან იყო.
- გიორგი... - ეძახდა მანო.
მას კი ყურსასმენები გაეკეთებინა და ბოლო ხმაზე ჯო კოკერს უსმენდა. არ აინტერესბდა არაფერი, არც ფიქრობდა. გასაკვირია, მაგრამ გიორგის მართლა შეეძლო ტვინის გათიშვა და საერთოდ არაფერზე ფიქრი.
- ვის ვეძახი მე? - შემოაღო მანომ კარი. - გიორგი მეთქი! ოხ ეს დასაწვავი ყურსასმენები! გიორგი!
- ბატონო! - ამოხედა კოპებ შეკრულ მანოს.
- რატომ მაყვირებ შვილო, არ გეცოდები?
- არ გაყვირებ დედა, შენ თვითონ ყვირი.
- ლელასთან ჩადი და სამი-ოთხი ცალი ხახვი სთხოვე.
- დედა! რამდენი წლის ვარ შენი აზრით? რაღა დროს ხახვზე გაგზავნაა! - სიცილი დაიწყო ბიჭმა.
- აბა ახლა დროზე! კაი ჭამა ხომ გიყვარს დედი? ჩქარა ხახვი თქო!
- რა ტიპის ქალი ხარ რა! მივდივარ, მივდივარ!
მაისური გადაიცვა და სახლიდან გავიდა. ორჯერ დარეკა თინის სახლის კარზე ზარი, მაგრამ თეკლას კარს თვალს ვერ აშორებდა. „ნეტავ ახლა იქ არის?“ „რა ახლოსა ხარ და თან რა შორს თამაზიკო!“, „ერთხელ მაინც გამოიხედებოდე, რა მოხდებოდა“.
- გიორგი მეთქი! გამოიხედე აქეთ! - ეძახდა ლელა.
- გამარჯობა ლელა დეიდა.
- გაგიმარჯოს. საით იყურები შვილო?
- არაფერი, უბრალოდ სახლს ვაკვირდებოდი. დიდი ხანია მდგმურების ხმა არ ისმის, ხომ მშვიდობა აქვთ ნეტავ?
- რას ამბობ დედი, ძლივს მოშორდნენ. ორი კვირაა გადავიდნენ.
- გადავიდნენ? - ვითომ ძალიან გაუკვირდა ბიჭს.
- ხო გადავიდნენ. მაგრამ ახლა აქ ცხოვრობენ.
- ცხოვრობენ? - სპეციალურად ხმამაღლა საუბრობდა გიორგი, იქნებ თეკლასთვის გაეგებინებინა და კარი გამოეღო.
- ხო დედი, ადრე, შენს ბავშვობაში რომ ცხოვრობნენ თუ გახსოვს, ალასანიები... ისევ ისინი გადმოვიდნენ.
- მართლა? კი მახსოვს, თეკლას რა დამავიწყებს.
- ჰაჰაჰაჰა... მახსოვს ცხვირი რომ გაგიტეხა... - გაეცინა ლელას.
- მარტო ცხვირი ლელა დეიდა?
- კაი ახლა... თქვი რა გინდა... - საქმეზე გადავიდა მეზობელი.
- დედამ სამი თავი ხახვი ხომ არ აქვს რომ მასესხოსო. - გაეკრიჭა თავისი ღვთაებრივი ღიმილით ბიჭი.
- მოდი, შემოდი... მაქვს... ოღონდ აუილებლად უნდა დამიბრუნოს, გადაეცი მანოს. - სიცილით უთხრა ლელამ.
- უცილებლად. - წელში მოიხარა, რომ კარში შეტეულიყო გიორგი.
- ლელა დეიდა, თინი სახლშია?
- კი დედი, ოთახშია. მიდი ნახე, მანამდე მე ხახვს გამოვიტან.
თინი ძალიან ჰგავდა დედას. თვალები, ცხვირი, ტუჩები, ხმა, თმის ფერი... მაგრამ ლელას სახეს რამდენიმე ნაოჭი უკვე შეპარვოდა, მიუხედავად იმისა, რომ თინი თექვსმეტი წლისამ გააჩინა და ახლა მხოლოდ ოცდა ჩვიდმეტი წლის იყო. ბევრი კარგი რამ ახსოვდა გიორგის ამ ქალისგან. ახალგაზრდა ლელას ხშირად დაუფარებია ხელი გიორგისთვის, როცა მანო საჩხუბრად მოსდევდა. იყო შემთხვევები, როცა მუხლებგადატყავებული გიორგისთვის ჭრილობები ლელას დაემუშავებინა, მშიერი და დასჯილი გიორგი თავისთან შეეფარებინა.
სამწუხაროდ ქორწინებაში არ გაუმართლა. მოძალადე და უსაქმური ქმარი შეხვდა. მათმა თანაცხოვრებამ სამი წელი ძლივს გასტანა. სამაგიეროდ ჰყავდა თინი. უჭკვიანესი თინი, რომელსაც დედა ძალიან უყვარდა.
თინის კარზე დააკაკუნა და შეაბიჯა.
- თინიკო შეიძლება? - ოთახში ბნელოდა, მხოლოდ პატარა ბრა იყო ჩართული.
- მოდი გიორგი... - სიხარული გაისმა მის ხმაში.
- დედამ გამომგზვნა ხახ... თეკლა?
დივანზე თინისთან ერთად თეკლას მოეკალათა.
- მოიცა... თეკლა უკვე ნახე? - გაუკვირდა თინის.
- გამარჯობა გიორგი... - ჩუმად ჩაილაპარაკა თეკლამ.
- მე რატომ ჩამოვრჩი მოვლენებს? - არ ცხრებოდა თინი.
- ლიფტში შევხვდით ერთმანეთს, იმ დღეს, როცა გადმოვედი. - უპასუხა თეკლამ.
- ვაახ... გიორგი, გჯერა?
- რა მჯერა? - თვალი არ მოუშორებია თეკლასთვის, ისე შეუბრუნა კითხვა.
- გჯერა, რომ ეს ის თეკლაა?
- აჰ ეგ? არა, დღემდე თვალებს ვერ ვუჯერებ.
- ვერც მე... რაო რა თქვი აქ რა მინდაო?
- დედამ გამომგზავნა ხახვზე ლალისთან. - ისევ თეკლას უყურებდა.
თეკლას ჩაეღიმა. ღმერთო, როგორ უხდებოდა ამ გოგოს ეს ღიმილი! და მაინც სულ მოწყენილი დადიოდა.
- რა გაცნიებს? - ჰკითხა გიორგიმ.
- ისევ ისეა ყველაფერი... თითქოს ისევ ათი წლის ბავშვები ხართ და დედის დავალებებს ასრულებთ.
- ხო, ეგრე გამოდის. - უპასუხა თინიმ.
- სად იყავი ეს სამი დღე? - ვერ მოითმინა გიორგიმ, რაზეც თინის თვალები გაუფართოვდა.
- არსად. - მოკლედ მოუჭრა ალასანიამ და მზერა აარიდა.
- არ ჩანდი.
- სად უნდა გამოჩენილიყო? აცადე ადამიანს ამოსუნთქვა! სამი დღეა გადმოვიდა! - გაწყრა თინი.
- რავიცი, ეზო მაინც არ მოგენატრა? მთელი ბავშვობა იქ იყავი მგონი.
- რა გინდა შვილო! დაანებე თავი! ისევ ის თეკლა ხომ არ გგონია?! შეხედე რამხელა ქალია... რას ელოდი? ისევ ეზოში გავარდებოდა უმაიკოდ?
- თინი! შენ არ გელაპარაკები მგონი! - გაბრაზდა გიორგი.
- უკაცრავად? მგონი ჩემს სახლში ხარ!
- ნუ მეჩხუბები! - ხმა მოულბა გიორგის.
- ნუ ყოფ ცხვირს სხვის საქმეში! - დამშვიდდა თინი.
- ნუ ჩხუბობთ! - ხმას აუწია თეკლამაც.
უცებ თეკლას ტელეფონი აბზუილდა და ზედ ვიღაცის სახელი დაეწერა.
- ირაკლია? - აღფრთოვანებული თინი თეკლას ტელეფონს ეცა.
- ხო... - გაბრაზება ჩანდა გოგონას პასუხში.
- რას ელოდები მერე! უპასუხე ეხლავე! - აძალებდა თინი.
- არ მინდა!
- რას ქვია არ გინდა! მიდი ეხლავე!
- კაი ჰოო...
თეკლამ ტელეფონს ხელი დაავლო და ოთახიდან სირბილით გავიდა.
- ირაკლი ვინაა? - იკითხა გიორგიმ, მაგრამ პასუხი უკვე ისედაც იცოდა.
- შეყვარებული... - უპასუხა თინიმ და დაქალს გაეკიდა.
- გიორგი... აი ხახვი... - თავი შემოყო ლელამ.
- მადლობა. - უხეშად გამოართვა და სირბილით ავიდა სახლში. რატომ გაბრაზდა, თავადაც ვერ ხვდებოდა.



7.
თავს ძალიან ცუდად გრძნობდა ალასანია. ეგონა, თუ იმ სახლს გამოექცეოდა, სადაც დედა უკანასკნელად ნახა, სიმშვიდეს ჰპოვებდა. მაგრამ შეცდა.
ყველგან, სადაც არ უნდა გაეხედა, ყველგან ბავშვობის მოგონებები ცოცხლდებოდა. თავის ოთახშიც კი. რამდენჯერ მჯდარა ამ ფანჯარასთან ატირებული. რა ატირებდა? ყველაფერი... ის რომ დედა ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ რა დედას ბრალი იყო, თუ შვილს ხანდახან საერთოდ ვერ ცნობდა, ხანდახან კი ვიღაც მკვლელი ეგონა. თუ ის ატირებდა, რომ მეზობლები ზურგს უკან მათ ოჯახს ჭორავდნენ? თუ ის, რომ თანატოლი გოგონებიც კი იმ საძულველ სახელს, თამაზს ეძახდნენ. ის ატირებდა, რომ გოგონები არც თავიანთ სახლში ეპატიჟებოდნენ თოჯინების სათამაშოდ, არც სახლობანასთვის ან ექიმობანასთვის. რის გამო? ფიქრობდნენ რომ თეკლას არ აინტერესებდა გოგონების გასართობი და თოჯინები? ეჰ... მწარედ ცდებოდნენ. რა იცოდნენ, რომ თეკლას სახლში ჯარისკაცებსა და მანქანებს შორის ორი თოჯინა ჰყავდა და სხვებისგან გარიყული ამით ირთობდა თავს. თეკლას არც ერთი თანატოლი გოგო არ ეძახდა დაბადების დღეზე, მის გარეშე ერთობოდნენ და მერე ჩუმად ისმენდა მეზობელი ქალების ჭორაობას, თუ რა მოხდა იმ დაბადების დღეზე. სწორედ იმიტომ, რომ გოგონებმა გარიყეს, თეკლა ბიჭებთან წავიდა. ერჩივნა ბიჭებთან ერთად ქუჩა-ქუჩა ერბინა, გადაფურთხებაში ევარჯიშა, თოფით და ხმლით ეთამაშა, ვიდრე იმ დედიკოს მოვლილ ბავშვებს გაკარებოდა. მალევე მიხვდა, რომ ტყუილა იტანჯავდა თავს გოგონებთან დამეგობრებაზე ოცნებით. მიხვდა, რომ ბიჭებს უფრო შეეძლოთ გვერდში დგომა და სიყვარული.
მართლაც ძალიან პოპულარული იყო ბიჭებში. ისე არ წავიდოდნენ სათამაშოდ თეკლასთვის რომ არ დაეძახათ. არც დაბადების დღეებს ტოვებდა. მათ დედებსაც უფრო უყვარდათ, ვიდრე გოგონების დედებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ერთ-ერთ საღამოს ბიჭი უნდა გავხდეო და ზუსტად ამ ოთახში, სარკესთან მიადგა მაკრატლით თავის ქერა კულულებს. ყველანაირი კაბა გადამალა რაც კი გააჩნდა, ზოგი გადაჭრა და თავისი ხელით შარვლებად გადააკეთა. ბიჭივით იქცეოდა, ბიჭივით საუბრობდა, ბილწ სიტყვაობასაც არ ერიდებოდა, თუმცა ეს ყველაზე მეტად არ სიამოვნებდა.
მამა სულ მუშაობდა და სახლში ძალიან გვიან მოდიოდა. დედა კი უკვე ისედაც ვთქვით. ალცჰეიმერი მსუბუქი ფორმებით უკვე იჩენდა თავს მასში, ისევე, როგორც შიზოფრენია.
არ შეეძლო, ძალიან უჭირდა თეკლას. ურთულესი პერიოდი ჰქონდა ცხოვრებაში. ბოლო ნახევარ წელში დედა დაკარგა, სამსახურიდანაც გამოუშვეს, სწავლისთვისაც აღარ ცხელოდა, ძველ სახლს და ძველ მოგონებებს დაუბრუნდა, ამას ემატებოდა მამასთან და ირაკლისთან გაუთავებელი ჩხუბი. ხო და კიდევ ერთი, ეს გიორგი...
ვერ ხვდებოდა რა ჭირდა. ყველგან გიორგის ლურჯი თვალები ელანდებოდა. ფანჯრიდან ეზოში იყურებოდა და ჩუმად ადევნდებდა თვალს უმისამართოდ მოსიარულე გიორგის, რომელიც ამავდროულად მის ნაცრისფერებს ეძებდა.
ბავშვობაში თეკლას გიორგი უყვარდა. თუ ამას შეიძლება სიყვარული ვუწოდოთ, დიახ. მას ის ბიჭი უყვარდა, რომელიც ყველაზე მეტად აწვალებდა და სისხლს უშრობდა. ეზიზღებოდა და ვერ იტანდა ყველა იმ გოგოს, რომელსაც მის გარშემო დაინახავდა. როცა მიხვდა, რომ გიორგის გვერდითა სადარბაზოელი ელენე მოსწონდა, პირველად ეტკინა. გული ეტკინა. ტირილით ავარდა სახლში, მაგრამ უკან არავინ გამოჰკიდებია. დედასთან მივიდა, მაგრამ რას გაუგებდა დედა?
ასე ტკიოდა მთელი ბავშვობა. სიყვარულის უკმარისობა ყოველთვის აწუხებდა და გულში ყოველთვის ჰქონდა სიცარიელის გრძნობა. ზოგი იკითხავს, რვა წლის ბავშვს გულში რა სიცარიელე უნდა ჰქონოდა. მაგრამ სწორედ რვა წლის ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს ეს სიცარიელე და მთელი ცხოვრება გაჰყვეს.
ნივთების ამოლაგება დასრულებული არ ჰქონდა. ნაწილი ისევ ყუთებში იყო. ვერ ეგუებოდა, რომ მთელი დღე სახლში მარტო უწევდა ყოფნა. არც ძველი მეგობრებისკენ მიუწევდა გული, არც ირაკლისკენ. ბოლო ერთი თვე იყო, რაც ირაკლის აღარ ელაპარაკებოდა. თავადაც ვერ გაეგო რა დაუშავა ბიჭმა, მაგრამ გრძნობდა, რომ ირაკლი ის არ იყო, ვინც მას იმ ბავშვობის დროინდელ სიცარიელეს ამოუვსებდა.
ირაკლი მაინც ურეკავდა, წერდა, შერიგებას სთხოვდა, ახსნას სთხოვდა... მაგრამ რა უნდა აეხსნა? თვითონაც ვერ გაეგო, რა ჯანდაბა ხდებოდა მის თავს.
„როგორ ხარ სიყვარულო?“ - ისევ გამოჩნდა შეტყობინება თეკლას ტელეფონზე.
„ირაკლი, არ ვარ ხასიათზე.“
„დამღალე უკვე! გამაგებინე რა გინდა?“
„ირაკლი, შემეშვი თქო!“
„ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ რა ხდება! აღარ შემიძლია უკვე! ერთი თვეა დაგსდევ!“
„ირაკლი!“
„ის მაინც მითხარი სად ცხოვრობ თეკლე. მოვალ და გნახავ... ვისაუბროთ. მომენატრე <3“
არ იცოდა რა ეპასუხა. ეცოდებოდა ირაკლი, მაგრამ მის მიმართ საერთოდ ვეღარაფერს გრძნობდა.
„ირაკლი ცუდად ვარ, რატომ არ გესმის?“
„მეც ცუდად ვარ თეკლე! რატომ არ გაინტერესებს?“
„შეუგნებელი ადამიანი ხარ!“ - გაბრაზდა თეკლა.
„გოგო, შენ მე ვინ გგონივარ! ერთი თვის წინ სიყვარულს მეფიცებოდი! ახლა აღარც გადარდებ ხო?“
აღარ აპირებდა პასუხს. რა აზრი ჰქონდა? ირაკლის მისი არ ესმოდა.
„ნუ მსინავ თეკლე, ვბრაზდები!“
„თეკლე მეთქი!“
„ჩემს საჩუქრებს კარგად იღებდი! კისერზე მეკიდებოდი და მადლობებს მიხდიდი! რაიყო? ახალი პაკლო გყავს და მე აღარ გჭირდები?“
თეკლა გაშრა. ასეთ მონაწერს ირაკლისგან არ ელოდა.
„ბატონო? შენ მე ვინმეში ხო არ გეშლები? სულ არ მჭირდება შენი საჩუქრები! წაიღე სულ ყველა! ნუთუ ბოლო ორი წელი ჩემგან ეს შთაბეჭდილება დაგრჩა? საღოლ იკა!“
„არა, ასე არ არის. მაპატიე, ავღელდი... <3“
„დებილი გგონივარ?“
„ჩემი ნახვა არ გინდა, ზარებზე არ მპასუხობ და თუ მპასუხობ ისე ცივად მელაპარაკები თავი უკანასკნელი ნაგავი მგონია. რატომ არ მელაპარაკები თეკლე?“
„ირაკლი დრო მჭირდება. ძალიან რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებაში, რატომ არ გესმის?“
„მე მჭირდები შენ <3“
„აუ რაა... აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს. ვერაფერს შეგპირდები. მოდი ცოტა ხნით დავისვენოთ ერთმანეთისგან რა.“
„რა თქვი გოგო?“
„რაც გაიგე.“
„ანუ მშორდები?“
„ხო, გშორდები!“
„მე ირაკლი ჯაჭვლიანი არ ვიყო თუ შენ ეს შეგარჩინო, უმადურო ქალო.“
„შეგიძლია შენს საჩუქრებს მოაკითხო. წითელ პარკში სკამზე დაგიტოვებ ორშაბათს.“
„უნამუსო ხარ.“
„არ მინდოდა ასე დაშორება, მაგრამ შენს ხის თავს ხომ წესიერი ლაპარაკი არ ესმის.“
„გაგახსენებ მაგ სიტყვებს.“
აი ასე, მიმოწერებით დასრულდა ორ წლიანი ურთიერთობა. არადა სწორედ ეს ირაკლი ეფიცებოდა სიყვარულს და ეუბნებოდა, რომ მთელი ცხოვრება ერთად იქნებოდნენ, რომ ვერაფერი დააშორებდათ და მათი გრძნობა ნამდვილი იყო.
ერთადერთი რაც თეკლამ იგრძნო თავისუფლება იყო. თითქოს უზარმაზარი ლოდი მოიშორა და მშვიდად ამოისუნთქა.



8.

- გილოცავ ჩემო მშვენიერო! - გადაეხვია თინის და ლამაზად შეფუთული ყუთი გაუწოდა.
- მადლობა გიო... - გახარებული თინი კისერზე ჩამოეკიდა ორ მეტრიან მეზობელს.
- რაო რამდენი წლის გავხდითო? - სახლში შეყვა მეზობელს.
- ოცდა ერთისო.
- გამარჯობა ლელა დეიდა. გილოცავთ ქალიშვილის დაბადების დღეს! ღმერთმა მალე მის გათხოვებასაც მოგასწროთ.
- იმ თავადისშვილზე? - ხუმრობაზე აჰყვა ლელაც.
- მე თქვენ გაჩვენებთ გათხოვებას! - კეფაში წამოარტყა გიორგის.
- რა უნდა ლელა დეიდა რას უწუნებს იმ ბიჭს? ვაკელი თავადიშვილია, მდიდარი, ჭკვიანი, სიმპატიური...
- გიორგი, ჩაიგდე ენა! - გაბრაზდა თინი.
- კაი ხოო... აგერ ნახეთ ლელა დეიდა, ბოლოს მაინც ერთად იქნებიან. - გადაუჩურჩულა ქალს და თვალი ჩაუკრა.
- გახსენი რა საჩუქარი... - სთხოვა თინის.
განსაკუთრებული არაფერი, რაღაც ნახატი-პოსტერი იყო, თავისი და თინის ფოტოთი. მაგრამ იუბილარს ძალიან მოეწონა. კიბე არ გადმომაღებინო, ბარემ დამიკიდეო და ორ მეტრიან ძმაკაცს პირველი საჩუქარითავის ოთახში, თვალსაჩინო ადგილას დააკიდინა.
- საღამოს რას ვშვებით თინიკო? - ჰკითხა წასვლისას.
- რავი შინაურები რა, ბევრი ხალხი არ მინდა. დაქალებსაც ვეტყვი...
- ხარაშოო. ისა და ალექსანდრე? - თინის თვალები გაუფართოვდა.
- ნუ... - დაიწყო ბლუყუნით. - სადაც შენ და ცოტნე მოხვალთ, ისიც მოვიდეს ჯანდაბას, ცოდოა.
გიორგი დაქალისკენ დაიხარა და ლოყაზე მაგრად აკოცა.
- შენ არ იცი ამ სიტყვებით ალექსანდრე როგორ გააბედნიერე.
- გაეთრიე აქედან! - მიაძახა უკვე გაქცეულ მეზობელს და ღიმილი გადაეფინა სახეზე.
როგორც კი გიორგი გაუჩინარდა თეკლას კარებიც გაიღო.
- გილოცაააავ! - ჩაეხუტა დაქალს.
- მადლობა თეკლუ!
- დიდი გოგო ხარ უკვე.
- არ თქვა! წამო ჩემთან...
- აუ არა, არ მცალია ახლა.
- კაი... მაგრამ იცოდე საღამოს რვისკენ გელოდები. არანაირ უარს არ მივიღებ და თუ არ მოხვალ, იცოდე დაივიწყე კარის მეზობელი... - დაემუქრა დაქალს.
- კარგი, კარგი... - გაეცინა თეკლას. - აუცილებლად მოვალ.

აჟიტირებული თინი აქეთ-იქეთ უაზროდ დარბოდა, ვერ გადაეწყვიტა რა ექნა. ერთი საათის წრიალის შემდეგ მიხვდა, რომ მარტო ვერაფერს იზამდა და მეზობელს მიუკაკუნა.
- თეკლე... გეხვეეწები არ მიმატოვო! გთხოვ, მარტო ვერაფერს ვიზამ, არადა საღამოს სტუმრები მოდიან. მე კაბაც კი არ მაქვს. გიორგისაც არ სცალია, სადღაც მეჩქარებაო. გთხოოოვ არ მიმატოვო. - ხელის გულები ერთმანეთს მიადო და შრეკის ჩექმებიანი კატის თვალებით შეხედა.
- კარგი ხო... - გაეცინა თეკლას. - რას მეხვეწები. 10 წუთში მზად ვიქნები და წავიდეთ სადაც გინდა.
- ღმერთო! ახლა მივხვდი როგორ მაკლდი ეს წლები! - ხმაურიანად აკოცა ლოყაზე დაქალს.
ბევრი ბოდიალი არც თინის უყვარდა. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე სავაჭრო ცენტრის კართან იდგნენ. აჟიტირებული თინი კაბებს ეცა და გასახდელში გაიქცა, მაგრამ დაქალიც არ დაუტოვებია უსაქმოდ. მისთვისაც აარჩია რამდენიმე ისეთი კაბა, რომელიც თეკლას სილამაზეს ხაზს გაუსვამდა.
გასახდელის სარკესთან იდგნენ და სარკეში საკუთარ თავებს აკვირდებოდნენ.
- იმედია მოეწონება... - ჩაიჩურჩულა თინიმ და სარკის წინ დატრიალდა.
- ვის მოეწონება? - ღიმილით ჩაეკითხა დაქალს.
- რა? - არ ეგონა თუ თეკლა მის სიტყვებს გაიგებდა.
- რა და წეღან თქვი იმედია მოეწონებაო. ვისზეა საუბარი?
- არავისზე კაცო. დედაჩემზე. - უცებ იცრუა თინიმ.
- თინი! მე თითქმის ყველაფერი მოგიყევი ჩემზე და ირაკლიზე! შენ არაფერი გითქვამს.
- ოოო... შენი და ირაკლის ურთიერთობა სულ სხვაა.
- მე მაინც მაინტერესებს ვის გინდა რომ მოეწონო! - არ ნებდებოდა თეკლა.
- კაი გეტყვი, მაგრამ სიტყვაც რომ წამოგცდეს ან დედაჩემთან, ან გიორგისთან, ან კიდევ ვინმე სხვასთან დაგასამარებ!
გიორგის გაგონებაზე თეკლა დასევდიანდა. ყველანაირად არიდებდა გიორგიზე ფიქრს თავს. არადა... ახალი კაბის შემყურე თვითონაც იმას ფიქრობდა, მოეწონებოდა თუ არა გიორგის. მაგრამ... ეს ჩვენში დარჩეს, რადგან თავად თეკლა არ აღიარებს ამას.
- გიორგის ძმაკაცი ალექსანდრე თუ იცი. ალექსანდრე ამილახვარი. თავადისშვილი, ვაკელი იდიოტი. პედანტი და ძალიან კარგად სწავლობს. არ მიყვარს, არც მომწონს... მაგრამ ის გიჟდება ჩემზე. ამიტომ მინდა დღეს ჩემს დანახვაზე თავისი ვაკური ყბა ჩამოუვარდეს.
- აჰა... ესეიგი ალექსანდრე ხო? - თვალი ჩაუკრა თეკლამ.
- თეკლა!
- კაი, ჩუმად ვარ! - ჩაიღიმა ისევ.
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ გეტყვით ყველაფერს. თინიმ გამომწვევი წითელი კაბა იყიდა, რომელიც ისე უხდებოდა, თავადაც შოკში იყო. ზუსტად წითელი უსვამდა ხაზს თინის პიროვნებას და ხასიათს. თეკლას ღია იასამნისფერი ზურგამოღებული სადა კაბა აყიდინა, რომელიც მის ქერა კულულებს ძალიან უხდებოდა.
თინიმ ახალი ფეხსაცმელებიც იყიდა, მაღალ ქუსლებზე. შეიძლება ეს დღეს არ ჩავიცვა, მაგრამ სხვა დროს გამომადგებაო. ბუშტები და სახლის მოსართავებიც იყიდეს. ბოლოს კი სილამაზის სალონს მიაშურეს. ორივე სილამაზეს ასხივებდა.
მაგრამ თინი მაინც ცუდ ხასიათზე იყო. ალექსანდრესგან არაფერი ისმოდა. უკვე საღამოვდებოდა და მაინც... ერთი გილოცავაც არ მოეწერა. ძალიან, ძალიან გაბრაზებული იყო. „თუ გაპატიო ამილახვარო!“ ფიქრობდა გამწარებული.
თეკლასთან ერთად სუფრა გააწყო და კაბის ჩასაცმელად წავიდა. მაკიაჟი გაიკეთა, გამომწვევი ფერებით. ძალიან, ძალიან ეშხიანი გოგო იყო თინი. მსუბუქი მაკიაჟი თეკლასაც გაუკეთა. მერე კი ზარის ხმაც გაისმა.
რამდენიმე მეზობელი მოვიდა, თინის თანატოლები, ზოგი კლასელები. თეკლას ყველა ეცნობოდა. სწორედ ესენი იყვნენ ბავშვობა რომ გაუმწარეს და გარიყეს. სწორედ ესენი დასცინოდნენ და ბიჭს ეძახდნენ. და რა იყო ახლა? თეკლა მათზე ლამაზიც იყო და ყველანაირად მაღლა იდგა. თინიმ გააფრთხილა არავის უთხრა რომ ის თეკლა ხარ, მაინტერესებს მათი რეაქცია, ყველასი ერთადო.
ყველასგან განსხვავებით ერთადერთი თინი ემეგობრებოდა ხოლმე. მაგრამ თინი ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა. ძალიან სუსტი იმუნიტეტის გამო ერთი გაოფლიანების მერეც კი ერთი კვირა სიცხიანი იწვა. ამიტომ ხშირი კონტაქტი არ ჰქონიათ.
- გოგონებო, გაიცანით ეს თეკლაა, ჩემი კურსელი. - მარტივად იცრუა იუბილარმა.
ბავშვობის აჩრდილებმა შურით აათვალიერეს და მაშინვე ნაკლის ძებმა დაუწყეს, რა უნდა ეთქვათ?! ერთადერთი მადონა მიესალმა. მადონა კარგად ახსოვდა თეკლას. მეგობრობას ცდილობდა, მაგრამ მზევინარის წყალობით მათი მეგობრობა ვერ შედგა. ამ გოგოს უბედურება სწორედ ეს ქალი იყო.
- გაიცანი თეკლა. ეს მარიამ სალუქვაძეა, ჩემი მეზობელი. - სახელებს და გვარებს თინი სპეციალურად მკაფიოდ ამბობდა.
- სასიამოვნოა. - პასუხობდა თეკლა.
- ეს ელენე აბაიშვილია.
თეკლას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მის წინ გიორგის ბავშვობის სიყვარული, ელენე იდგა, რომელიც ალბათ ასი კილო იქნებოდა.
კიდევ ბევრი მეზობელი და კლასელი „გაიცნო“ თეკლამ. რა საინტერესოა ცხოვრება არა?! რასაც ვერ წარმოიდგენ ყოველთვის ის ხდება ხოლმე...
ბიჭები იგვიანებდნენ. გამწარებული თეკლა ყოველ ერთ წუთში გიორგის ურეკავდა და ლანძღავდა. ბოლოს უკვე იმედიც დაკარგა, ალბათ არ მოდიანო. ხასიათი გაუფუჭდა და უკვე ტირილამდე იყო მისული, როცა ელენემ დაიყვირა.
- თინი! მოდი აქ ჩქარა... - აივანზე ეძახდა, სადაც თავად მოსაწევად იყო გასული.
თინისთან ერთად ყველა გოგო აივანზე გავარდა. დაბლა გიორგი იდგა გიტარით, ცოტნესთან ალექსანდრესთან და რამდენიმე მეზობელთან ერთად.
- ალექსანდრე! გაგიჯდი! - დაიყვირა თინიმ.
პასუხად კი აი რა მიიღო.
გიორგიმ გიტარის სიმებს ხელი ჩამოკრა და საძმაკაცოს ხმებში სიმღერა გაისმა.
„შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია... ავადა ვარ გულში ცეცხლი მინთია... ექიმობას თუ გამიწევ მადლია... დაილოცოს შენი სოფლის ნათლია.“
ალექსანდრე მთელი გულით უმღერდა თინის. თინიც შოკში იყო, სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა და ვერ გაერკვია, რა ემოცია უნდა გამოხატოდა.
„შენს სარკმელთან ვიღიღინო რას გიშლი?.. ამასა გთხოვ შენს ნახვას ნუ დამიშლი... სილამაზე ცქერით როდი დაცვდება... დარდი ნუ გაქვს, აუგი არ დამცდება...“
გიორგი თეკლას თვალს არ აშორებდა. თვალებით ბურღავდა მის ნაცრისფერებს, თითქოს ცდილობდა ცქერით გამძღარიყო, რომ დიდხანს ჰყოფნოდა. მაგრამ მისი ცქერით ვერ ძღებოდა. ულამაზესი იყო თეკლა. ულამაზესი იყო ახლაც და მაშინაც, ათი წლის წინაც. მაგრამ რა სამწუხაროა, რომ მხოლოდ ახლა მიხვდა ამას.
„ რა მაწუხებს უნდა მიხვდე თავადა... შენგანა ვარ ასე მძიმედ ავადა... მიაქიმე მოდი სანახავადა... ავადმყოფი ვერ მორჩება თავადა...“
როგორც იქნა დაასრულეს. გაოცებული თინი ფრენით ჩავიდა დაბლა. ბიჭებმა დრო იხელთეს და თინი ალექსანდრესთან მარტო დატოვეს. გიორგის გული კი მხოლოდ თეკლასკენ მოუწევდა.
- როგორ ხარ თეკლა? - მიეპარა უკნიდან, წელზე ხელები მოხვია და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
- ვაიმე... გული გამისკდა... - შეხტა თეკლა და ხელიდან დაუსხლტა.
- ძალიან ლამაზი ხარ... - გაუღიმა თავისი მომნუსხველი ღიმილით და მოაჯადოვა.
- მადლობა. - უპასუხა მტკიცე ხმით ბიჭს.
- გიორგი დედი... - გაისმა ლელას ხმა. - წვენები დამვიწყებია, ძალიან გთხოვ ამოიტანე რა.
- ახლავე ლელა დეიდა. აი თეკლაც გამომყვება...
გაოცებულ თეკლას ხელი დაავლო და წაიყვანა.
- სად მიგყავარ, ხო არ გააფრინე! - ბრაზდებოდა თეკლა.
- რახან არსად ჩანხარ, მე კი ძალიან დიდი ხანია მინდა გესაუბრო, გადავწყვიტე მოგიტაცო. - მის ხმაში ნამვილი ზეიმი ჟღერდა.
- გიორგი!
- თეკლა! აბა გისმენ. მოდი აქ ჩამოვსხდეთ და შენ დაწვრილებით მომიყვები ყველაფერს.
- გიორგი! დამანებე თავი, სახლში ვბრუნდები. - წამოხტა თეკლა, მაგრამ გიორგის სხარტმა ხელებმა წამში მოიქციეს გოგონას წვრილი მაჯა და უკან დააბრუნეს.
ეს იყო მათი პირველი შეხება ამდენი წლის მერე. დამერწმუნეთ, ორივემ იგრძნო რაღაც მუხტი ამ შეხებით, მაგრამ ყველა ასე არ ვართ? რისიც ყველაზე მეტად გვეშინია იმას არ ვაღიარებთ ხოლმე.
- ნუ გარბიხარ ლამაზო, ღამეა, მოგიტაცებენ.
- კარგი, ვრჩები! - რა თქმა უნდა უნდოდა დარჩენა.
- აი ასე, ჭკვიანი გოგო. ახლა მომიყევი სად იყავი ათი წელი. - მშვიდად საუბრობდა ბიჭი.
- რა არის აქ მოსაყოლი?
- თეკლა, გისმენ...
- კარგი! კარგი! წავედით აქედან და გადავედით საბურთალოს სახლში. დედაჩემი ავად იყო. - ხმა დაუსევდიანდა გოგოს. - მთელი ბავშვობა ავად იყო. შენ კი ერთხელაც არ გიკითხავს რატომ არ მკითხულობდა არავინ ღამის თორმეტ საათზეც კი. - ნაწყენი თვალებით ახედა ბიჭს.
- მე რა ვიცოდი...
- ხო, ხო... არავინ არაფერი იცოდა. ამიტომაც ვძულდი ყველას. - მის ხმაში უზარმაზარი ტკივილი იყო. - მოკლედ დედაჩემს ალცჰეიმერის დაავადება ჰქონდა. თუ არ იცი რას ნიშნავს, მოკლედ აგიხსნი - სკლეროზი.
- ვიცი... - დაიდუდუნა გიორგიმ.
- მშვენიერი. ასევე დედას შიზოფრენია ჰქონდა. ეს ნამდვილად გეცოდინება. მართალია ბავშვობაში ეს ყველაფერი მარტივი ფორმით ჰქონდა, მაგრამ ჩვენ რომ გადავედით იმ წელს ყველაფერი გაუარესდა. დედა ფაქტიურად ვეღარ გვცნობდა. სულ ვიღაცები და რაღაცები ელანდებოდა. მოკლედ... დედა დედას არ ჰგავდა. ამიტომ... წავედით ბელგიაში, ვიღაც ექიმი გვირჩიეს. თავიდან ვითომ გამოსწორდა მისი მდგომარეობა, მაგრამ მერე ისევ გართულდა. ოთხი წელი ვიყავით იქ და მერე აქ დავბრუნდით. მაშინ თხუთმეტი წლის ვიყავი.
- ვაა...
- მინდოდა აქ მოსვლა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ოთხი წლის განმავლობაში თინის გარდა არავის მოვეკითხე. 2012 წელს უკვე სოციალური ქსელები ძალიან გავრცელებული იყო. მაგრამ... ნუ მოკლედ... საბურთალოზე ვცხოვრობდი დანარჩენი ექვსი წელი. იქ დავდიოდი სკოლაშიც და დღემდე მყავს მეგობრები. ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობებზე, დიპლომატობა მინდა.
- ჩემი ჭკვიანი გოგო...
- ბატონო? - გაიოცა თეკლამ.
- არაფერი, განაგრძე... - ისევ მშვიდად უპასუხა.
- ნახევარი წლის წინ, აი სადღაც გიორგობის პერიოდში... გამოცდებისთვის ვემზადებოდი. მაღალი ქულა მინდოდა და ოთახში ვათენებდი და ვაღამებდი. დედა დაძინებული დავტოვე და ჩემს ოთახში გავედი. ორი საათის მერე დედის მოსაკითხად გამოვედი... მაგრამ...
- მაგრამ?
- მაგრამ უკვე აღარ იყო ცოცხალი. - თქვა გოგომ და ცხარე ცრემლები ღვარად ჩამოედინა თავის ლამაზ სახეზე.
- ღადაობ ტო? - შეცბა გიორგი. - ვიზიარებ... მაპატიე, არ უნდა მეკითხა...
- ხო... ყველა იზიარებს, დიდი მადლობა... მაგრამ არავის ესმის როგორ მიყვარდა დედა! როგორ მაკლდა ამდენი წელი... შენ წარმოგიდგენია შენი თავი ასეთ დღეში? დედა რომ ვერ გცნობს, დედამ რომ არ იცის ვინ ხარ, დედას რომ არ აინტერესებს სად ხარ, ვისთან ხარ, გშია თუ გწყურია, რა გაცვია, ხომ არ გცივა... - თეკლას ხმაში ნელ-ნელა პანიკა მატულობდა.
ვერც ერთმა გაიაზრა რა მოხდა, მაგრამ გიორგიმ ერთი ხელი მაგრად მოჰხვია გოგონას, მეორე ხელით კი მისი თითები დაიჭირა. თითებზე აკოცა და აცრემლებულ ნაცრისფერებში ჩააშტერდა.
- შეიძლება ბავშვობაში დიდად არ მიყვარდი, მაგრამ შენი ცრემლები ყოველთვის ბოლოს მიღებდა. ძალიან გთხოვ... მაპატიე და ნუ ტირი... ღიმილი შენზე მეტად არავის უხდება. - თმაზე ეფერებოდა და მის სურნელს ხარბად იყნოსავდა.
- მე ის მენატრება, გიორგი! მე ის მთელი ცხოვრება მაკლდა!
- ვიცი, მესმის... ჩუ... აღარ გვინდა ამ თემაზე.
- არ გესმის, არავის ესმის...
- ირაკლისაც არ ესმის? - უნებურად წამოცდა ბიჭს. იმ დღის შემდეგ რაც ირაკლის არსებობის შესახებ გაიგო, მასზე ფიქრი არ ასვენებდა. არ იცნობდა, მაგრამ სძულდა. ამ ცხოვრებაში ყველაზე დიდ კონკურენტად მიაჩნდა.
- მოიცა... შენ რა იცი ირაკლი ვინაა? - გაოცდა გოგო.
- თინიმ მითხრა, იმ დღეს რომ დაგირეკა და გახვედი, აი მაშინ.
- ჰაჰ... სწორედ რომ ყველაზე მეტად მას არ ესმოდა ჩემი. ამიტომაც დავშორდი. შეუგნებელი, ხის თავიანი სვანი იყო... ბოლო პერიოდში მის მიმართ საერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი, გავურბოდი და მაღიზიანდებდა. იმ დღესაც... თინის რომ არ დაეძალებინა არც ვუპასუხებდი. ჩემთან შერიგება უნდოდა...
- მერე? შეურიგდი? - ვერ ითმენდა ბიჭი.
- არა, რა თქმა უნდა...
- ღმერთო! ყველაზე მეტად დღეს აი ეგ გამიხარდა... - ვერ მალავდა ბედნიერებას გიორგი.
- რა გაგიხარდა ბიჭო?! რა გინდა გამაგებინე!
- მე ხომ შენი ბავშვობის სიყვარული ვარ.
- არ ხარ!
- ვარ! - სიამაყით თქვა ბიჭმა.
- ხელი გამიშვი! - მისი მოშორება სცადა, მაგრამ ამხელა, ორ მეტრიანი კაცის მოშორება არც ისე მარტივია.
- ახლა მე გეტყვი... და შენ მომისმენ. - დაიწყო მშვიდად. - ბავშვობაში არ მიყვარდი, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი რაღაცას. არ ვიცი, ამას ვერაფერს დავარქმევ, მაგრამ მიუხედავად ჩემი წვალებისა, ყოველთვის შენს დაცვას ვცდილობდი. თუ ვინმე რამე ცუდს გეტყოდა, შენგან უჩუმრად საქმეებს ვურჩევდი... რა გითხრა, ათი წლის ვიყავი მაშინ, ჭკუა არც მე მომეკითხებოდა და არც შენ. ბოლოს რომ გნახე, თუ გახსოვს მე გაგაცილე...
- მახსოვს... - დაიჩურჩულა გოგონამ და ბიჭს მზერა აარიდა.
- ძალიან ცუდად მოგექეცი... შენი წასვლა არ მინდოდა. მაგრამ ელენეზე დამიწყე ლაპარაკი და გავბრაზდი, სწორედ ამიტომ გითხარი, რომ შენი ნახვა აღარ მინდოდა და ვითომ იმედი მქონდა, რომ სულ წახვიდოდი. მაგრამ... დედას გეფიცები თეკლა, ყველაზე მეტად ამ სიტყვებს ვნანობ... იმიტომ რომ... ყველაზე კარგი რაც ბოლო რამდენიმე წელში ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, ეს შენი დაბრუნებაა. არ ვიცი... არ ვიცი რას ვბოდავ... მაგრამ... რაც დაგინახე სულ შენზე ვფიქრობ. იმის გამო, რომ შენ შეგხვდე, კიბით დავიწყე სიარული. ეზოში „გისატკავებ“, შენ კი არსად ჩანხარ და ეს მაგიჟებს გესმის?
- გიორგი... - ძლივს ამოილუღლუღა გაოცებისგან ენა ჩავარდნილმა გოგომ.
- არ ვიცი რა მჭირს... ვერც გეტყვი ამას რა ჰქვია... მაგრამ ყველგან შენ და შენი ნაცრისფერი თვალები მელანდებით, გესმის?
- არ მესმის. - ხმას აუმაღლა გოგომ. - ახლაც რომ თმა გადახოტრილი, ბიჭური გოგო ვიყო, მაინც შემომხედავდი? ან მე რომ აქ დავრჩენილიყავი, ისევ შენი მეზობელი და კლასელი ვყოფილიყავი, ისევ ქუჩა-ქუჩა რომ მერბინა... მაინც იგივეს მეტყოდი?
- არ ვიცი მაშინ რა იქნებოდა, მაგრამ მანოს თავს გეფიცები... შენზე ლამაზი ღიმილი არავის აქვს... შენზე კარგი სუნი არავის აქვს...
- გიორგი! ჩავთვალოთ, რომ ეს საუბარი არ ყოფილა. მე არ მინდა შენთან არაფერი. საკმარისად დამტანჯე მთელი ბავშვობა... საკმარისად დავიტანჯე ოცი წელია! არ ვარ მზად არაფრისთვის... ცუდად ვარ... - ისევ ტიროდა გოგონა. ცრემლებითაც კი რა ლამაზი იყო.
- მე არაფერს გთხოვ. უბრალოდ ნუ გამირბიხარ. - წამოდგა გიორგიც.
- არ გესმის? შენ კი არა ჩემს თავსაც კი გავურბივარ! ყველაზე მარტოსულად ვგრნობ თავს... ვიცი, რაღაც დრამას ვქმნი არაფრისგან და თავი მსხვერპლად გამომყავს. ამიტომ... ამიტომ არ მაქვს კონტაქტი არავისთან, მით უმეტეს შენთან... ცუდად ვარ... შემეშვით... - გიჟივით ტიროდა გოგო.
- მე არაფერს გთხოვ, თეკლა. მაგრამ მე ნუ გამაგდებ. არ ვიცი, მართლა არ ვიცი ამას რა დავარქვა. ორი კვირაა რაც გნახე... მაგრამ სულ შენთან მინდა, მინდა გიყურებდე, გამშვიდებდე, გესაუბრებოდა, გეხებოდე...
- მეც მინდა, მაგრამ არ გამოვა... - თქვა და სირბილით გავარდა სადარბაზოსკენ.
გიორგი კი გაეკიდა, მაგრამ ამაოდ. ბავშვობიდან თეკლა მასზე სწრაფი იყო.
თინისთან შევიდა, მაგრამ თეკლა ვერ დაინახა.
- სად გაქრი ბიჭო! - ეტაკა ცოტნე.
- თეკლა სადაა? - ეტაკა თინი, რომელიც გიორგისდა გასაკვირად ალექსანდრეს გვერდით იჯდა.
- სახლში წავიდა, თავი ტკიოდა. - იცრუა ბიჭმა.
- არაუშავს, მაინც გეტყვით. - გაისმა თინის ომახიანი ხმა. - ეს თეკლა ალასანია იყო. ჩვენი ბავშვობის მეზობელი, რომელსაც ყველა თამაზის ეძახდით. ეს საოცრად უნაკლო გოგონა, ის თეკლა ალასანიაა, რომელიც ყველამ გადახოტრილი თმის გამო გარიყეთ. გშურდეთ... ის თქვენზე მილიონჯერ უკეთესია.
დააგვირგვინა თინიმ და ღვინო მოსვა. დატოვა მეზობლები გაოცებული სახეებით და გაღიმებული გიორგი, რომელიც თეკლათი აღფრთოვანებული იყო.



9.
აქოშინებული ავიდა სახლში თეკლა. ცუდად იყო, ვერ ხვდებოდა რა სჭირდა, რატომ გაღიზიანდა ასე, ან რა ჯანდაბა დაემართა. ასეთი სუსტი არ იყო, რომ წამებში ცრემლები გადმოეყარა. გიორგი... ოხ, ეს გიორგი.
- მოხვედი? - გამოსძახა სამზარეულოდან მამამ, რომელიც სავარადუდოდ ბოლო ხმაზე ფეხბურთს უყურებდა.
- არა. - უპასუხა და ფეხზე გახდა დაიწყო.
- ენა გოგო! - დაუღრიალა კახამ.
- ოთახში შევდივარ და არ შემაწუხო! - მშვიდად უპასუხა თეკლამ.
- არ შეაწუხო... ვითომ ძალიან წუხდები ამ ცხოვრებაში! ისედაც ყველაფერი მორთმეული გაქვს!
- თავი დამანებე, არ ვარ შენს ხასიათზე! - ოთახში შევიდა და კარი ჩაკეტა.
პირქვე დაემხო საწოლზე და ისევ ატირდა. ყველაფერი თავზე ენგრეოდა. დედა აღარ ჰყავდა, არც შეყვარებული, არც სამსახური, საშინელი ბავშვობის მოგონებები კი ძველ სახლში დაბრუნების შემდეგ სულ თვალწინ ედგა. არაფრის ძალა არ ჰქონდა, ყველანაირად განადგურებული იყო.
- ესეთი ცხოვრება რით დავიმსახურე?! - აღმოხდა ჩურჩულით. - რატომ?! რა დავაშავვე?!
- თეკლა, კარი გააღე. - გაისმა კახას ღრიალი.
ძლივს აწია თავი და კარი გააღო. თინი იყო.
- მოდი თინი.
- გამაგებინე, სად გაქრი? - მეზობლის ნამტირალევი სახის დანახვაზე გადაირია.
- წამო ჩემს ოთახში.
ოთახში შეიყვანა, შუქი არც აუნთია.
- ძალიან გეწყინა? - ჰკითხა ბოლოს.
- რა შუაშია მეწყინა, გამაგებინე რა გჭირს. - არ ცხრებოდა თინი.
- გიორგისთან ერთად ვსეირნობდი. ჩემს ცხოვრებაზე მკითხა და... აუ რავი... დებილივით ტირილი დავიწყე...
- კაი დამშვიდდი. - მოეხვია დაქალს.
- რატომ არავის ესმის რომ ცუდად ვარ?! - ამოისლუკუნა.
- მე მესმის. და რაო გიორგიმ?
- ძალიან ლამაზი ხარო... ყველგან შენი თვალები მელანდებაო... შენ გამო კიბით დავიწყე სიარული, იქნებ სადმე შეგხვდე, მაგრამ არსად ჩანხარო...
- რაო რაო? - ყურებს არ დაუჯერა თინიმ.
- შენთან მეგობრობაზე მეტი მინდა და ნუ გამირბიხარო.
- ღმერთო! ამას ვინ წარმოიდგენდა? და შენ რა უთხარი? - გაოცებას ვერ მალავდა თინი.
- რა უნდა მეთქვა? შენგან ამ სიტყვებს მთელი ცხოვრება ველოდი თქო?
- ხო!
- რა ხო? ვუთხარი დავივიწყოთ ეს საუბარი და შემეშვი თქო!
- რატომ უთხარი ეგრე?
- აბა რა მეთქვა? ვერ ხედავ? ისედაც თავზე მაქვს დაქცეული ყველაფერი! ერთი კვირაა ირაკლის დავშორდი...
- არ ვიცი, შენი გადასაწყვეტია. მაგრამ ერთს გეტყვი. გიორგის უკვე ოცდაერთი წელია ვიცნობ. შეიძლება ბავშვობაში გაწვალებდა, მაგრამ ძალიან, ძალიან მაგარი ადამიანია. სწავლაზე არ გიჟდება, მაგრამ ძალიან ჭკვიანია, მშვენიერი მომავალი აქვს. ვიზუალურად ისედაც ხედავ რა ბიჭი დადგა... მაგრამ აი დამიჯერე რა, ახლდანდელ აცანცარებული ოცი წლის ბიჭებს საერთოდ არ ჰგავს. შრომა არ ეზარება, ახლახანს მუშაობაც კი დაიწყო. ძალიან თბილი ადამიანია, მზრუნველი... თუ მართლა ასე მოიხიბლა შენით, დამიჯერე არ გატყუებს და მე თუ მკითხავ, ნება უნდა მისცე რომ დაგიახლოვდეს. შეიძლება ბავშვობაში ხან ვინ ჰყავდა შეყვარებული, ხან ვინ, მაგრამ ბოლო სამი წელია გოგოსთვის სერიოზულად არც კი შეუხედავს, არადა, მთელი უნივერსიტეტი კისერზე ეკიდება. დამიჯერე, სხვა ნებისმიერი ბიჭი ასეთ დროს სულ სხვანაირად მოიქცეოდა. თან გეუბნები ვიცნობ თქო. ასეთ რამეებს ტყუილად არ გეტყოდა. ეგ ის ტიპი არ არის გამოყენებისთვის რომ უნდოდე.
- თინი...
- არ ვიცი, მე გირჩევ. როგორც ამბობ ყველაფერი თავზე გენგრევა. იქნებ სწორედ გიორგი ის, ვინც ამ ყველაფრის გადალახვაში დაგეხმარება. ასე სახლში გამოკეტვით უარეს დღეში ჩაიგდებ თავს. მიეცი ბიჭს შანსი, ასეთი ბიჭი ყველას კი არ აკითხავს სახლთან. - სიცილით უთხრა ბოლო სიტყვები.
- ვნახოთ რა... - დაიჩურჩულა და თინის კალთაში თავი ჩარგო.




10.

ვერ იძინებდა გიორგი. ვერ იძინებდა თეკლა. ვერ იძინებდა თინი. ვერ იძინებდა ალექსანდრე. და მაინც, რა იყო მათი უძილობის მიზეზი?! სიამაყე? პრინციპები? მანძილი? დრო? რატომ იტანჯებოდა ოთხი ახალგაზრდა სული? რატომ ვერ ჰპოვებდნენ სიმშვიდეს? რატომ არ ეკარებოდა მათ თვალებს რული? რა არ აძინებდათ? საინტერესოა, კიდევ რამდენ ახალგაზრდას თუ შუახნის ადამიანს, ან იქნებ მოხუცსაც არ ეძინათ ამ დროს. ნუთუ ყველაფრის მიზეზი უსიყვარულობა იყო? უსიყვარულობა, რომელიც მარტოობის და უსარგებლობის შეგრძნებას იწვევდა. განა რა არის ეს სიყვარული, რომ მის გარეშე მართლაც რომ უმშვენიერეს და უტკბილეს ცხოვრებას ხალისი ეკარგება. რა ჯანდაბაა ეს გრძნობა?! უსიყვარულობა არ აძინებდა ალბათ ნახევარ თბილისს იმ დროს. სიყვარულის დეფიციტი ყოველ კუთხესა თუ სახლში სუფევდა. და რას იწვევდა უსიყვარულობა?! შურს... ბოროტებას... ბოღმას... მრუშობას... სევდას... მარტოობას... სიძულვილს... ავადმყოფობას... სიკვდილს...
„და მაინც, რა ლამაზია ეს ოხერი...“-ფიქრობდა გიორგი.
„და მაინც, როგორ მიზიდავს ეს ბიჭი...“ - ფიქრობდა თინი.
„და მაინც მარტო რომ დავრჩე, მერე რა გავაკეთო?“ - ფიქრობდა თეკლა.
„და მაინც მეყვარება... სამუდამოდ...“ - ფიქრობდა ალექსანდრე.
მოდი ჩვენც ვთქვათ. და მაინც თუ მხოლოდ ერთმანეთზე ეფიქრებოდათ, რა უშლიდა ხელს მათ ბედნიერებას? რა გვიშლის ჩვენ ხელს ბედნიერებაში?
პასუხი ისევ იგივეა... სიამაყე... პრინციპები... მანძილი... დრო...




- გამაგებინე რა გჭირს ადამიანო! რატომ არ დგები... ან არ გშია, ან არ გწყურია... - ისმოდა მანოს ყვირილი.
- დედა! შემეშვი! - დუდღუნებდა გიორგი.
- რას ქვია შემეშვი! რამე მოხდა?
- დედა! წადი მოსწავლეებს მიხედე!
- ღმერთო დიდებულო! შენ გადმომხედე და მომეცი ამისი გაძლება!
რამდენიმე წუთიანი დუმილი და ისევ მანოს ყვირილი.
- ღმერთმა გადმომხედა! მიშველე თინიკო, მიშველე!
მხსნელი თინიკოც მოევლინა მანოს და გიორგის. მოურიდებლად შეაღო მეზობლის ოთახის კარი და საცვლის ამარა პირქვე დამხებულ გიორგის ბალიშით ეცა.
- ამხელა კაცი ხარ და მე უნდა გასწავლიდე რა უნდა ქნა?!
- თინი, შემეშვი...
- რა დაგემართა არ მეტყვი? - ფეხზე მწარედ უჩქმიტა მეგობარს.
- შეყვარებული ვარ... - ისევ დუდღუნებდა გიორგი.
- ვიცი...
- ხოდა დამაცადე... ვიტანჯები... - ირონია გაერია გიორგის ხმას.
- გიორგი მესხი! ახლავე თუ არ აეთრევი, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. - არ ცხრებოდა თინი.
- გოგო დამანებე თავი... - წამოჯდა ბიჭი.
- რა გტანჯავს მეტყვი?
- თეკლამ უარი მითხრა... შენთან არანაირი ურთიერთობა არ მინდაო...
- და შენც დაიჯერე ხო?
- სიმართლე მითხრა... - სევდიანად თქვა გიორგიმ.
- მას უბრალოდ ეშინია... უბრალოდ ყველასი და ყველაფრის ეშინია... ძალიან ბევრი გადაიტანა... უჭირს! პირიქით, ახლა ყველაზე მეტად სჭირდება სიყვარული... ნუ ზიხარ აქ! წადი და იმოქმედე. ისედაც დეპრესიაშია გოგო... გაიყვანე სახლიდან!
- თინიკო, გენიოსი ხარ!
წამოფრინდა გიორგი. წამში გადაიცვა მაისური და აბაზანაში გავარდა. რამდენიმე წამში კი კარიც მოიჯახუნა.
- მანო დეიდა, წავედი მე... - გასძახა თინიმ. - გავაცოცხლე ვაჟბატონი...
მესხი თეკლას კართან იდგა და გამწარებული აკაკუნებდა. ბოლოს როგორც იქნა კარიც გაიღო.


12.

- ჩამოიღე კარი! - გაისმა თეკლას მკაცრი ხმა.
- თეკლა... - მისი დანახვით ერთ წამში გაბედნიერდა. თითქოს სულში ყველა სიცარიელე ამოევსო და იგრძნო ენერგიის მოზღვავება.
- რა გინდა...
- წამოდი გავისეირნოთ...
გიორგი ელოდა, რომ ბევრი ხვეწნა მოუწევდა და შეიძლებოდა, თეკლა მაინც არ დათანხმებულიყო, მაგრამ მისდა გასაკვირად გოგონა შეტრიალდა, ფეხზე ჩაიცვა, მოსაცმელი მოიხურა და ბიჭთან ერთად ლიფტში შევიდა.
- სიმართლე გითხრა, ველოდი რომ ბევრი ხვეწნა მომიწევდა. - ვერ დამალა მესხმა.
- სიმართლე გითხრა, მეც ეგრე მეგონა... მაგრამ იმ ტიპის ადამიანი არ ვარ, ბევრი ხვეწნა რომ მოსწონთ.
- უნიკალური ხარ... - მხარზე ხელი გადაჰხვია ბიჭმა.
ლიფტის კარი გაიღო და არც მეტი, არც ნაკლები, თვით მზევინარი და მადონა შეეფეთნენ. ქალის დასანახად გიორგიმ კიდევ უფრო მიიკრა თეკლა სხეულზე, სახეზე კი ღიმილი აიფარა.
- გამარჯობა ქალბატონო მზევინარ! პრივეტ მადონა...
მადონა დაიმორცხვა და თვალები დახარა, დედამისი კი პირიქით. წარბაწეულმა აათვალიერა თეკლა, შემდეგ გიორგი, ბოლოს კი მზერა გიორგის ხელზე შეაჩერა.
- გაგიმარჯოს. - ესროლა და უკანალის ქნევით შევიდა ლიფტში.
სადარბაზოდან გამოვიდნენ.
- დებილი ხარ ამხელა კაცი! - ბიჭის ხელის მოშორება სცადა ალასანიამ. - ამ ქალს ისედაც ვძულვარ! კიდევ ეს მინდოდა?! ახლა გამივრცელებს ჭორებს! ორი დღის გადმოსულია და უკვე უბნის ბიჭებს დასდევსო, ან რა ვიცი კიდევ...
- ნუ ბრაზდები! ამის მონაყოლს სრულ ჭკუაზე მყოფი არ დაიჯერებს... - დაამშვიდა ბიჭმა და კიდევ უფრო მოჰხვია უზარმაზარი ხელი გოგონას თხელ მკლავებს.
- მახრჩობ... - ამოიგმინა გოგომ.
- შენც... - უპასუხა ბიჭმა, მისკენ დაიხარა და ცხვირი მის თმაში ჩარგო.
- სად მიგყავარ?
- დედას ვფიცავარ, ყველაზე კარგი სურნელი გაქვს! ყველაზე, ყველაზე კარგი! - ვნებისგან თვალები აენთო ბიჭს.
- ავადმყოფო! შემეშვი! - ძლივს მოიშორა მესხის ხელი.
რამდენიმე წუთი იარეს და თავი ერთ-ერთი ძველი კორპუსის ეზოში ამოყვეს, სადაც ბავშვობაში არაერთხელ უთამაშიათ.
- გიორგი, აქ რა გვინდა? - სევდა გაერია თეკლას ხმაში.
- ჩვენი შტაბი გახსოვს?
- რა დამავიწყებს!
კორპუსის უკან ძველი რკინის პატარა კარი იყო, რომლითაც კორპუსის სარდაფში ჩადიოდი. სწორედ ეს ადგილი აერჩიათ ბავშვებს შტაბად.
- გინდა შტაბში ჩავიდეთ? - შესთავაზა ბიჭმა.
- გიჟი ხო არ ხარ! სავსე იქნება გველებით და ობობებით! - გახედა თეკლამ.
- კაი, არ თქვა ახლა მეშინიაო. - გაიოცა გიორგიმ.
- რა თქმა უნდა, არ მეშინია... - ამაყად თქვა ალასანიამ. - აქ ბოლოს როდის იყავი?
- შენი წასვლიდან კიდევ ერთი თვე ვაგრძელებდით ბავშვები შტაბში ჩასვლას, მაგრამ მოგვბეზრდა. უშენოდ მუღამი აღარ ჰქონდა. ვერც ვერთობოდით. ბოლოს გადავწყვიტეთ შტაბის ჩაკეტვა, რომ „მტერი“ არ შესულიყო და მხოლოდ მაშინ გავაღებდით, თუ თამაზი დაბრუნდებოდა. აი თამაზიც აქ არის... - უკნიდან მიუახლოვდა და ორივე ხელი მაგრად მოჰხვია გოგოს.
თეკლას გააჟრჟოლა. ყოველი გიორგის შეხება ელექტროდენივით უვლიდა სხეულში. გიორგიმ ეს კარგად იცოდა.
- კაი, რახან აქ მომიყვანე, მოდი, ჩავიდეთ... - მოიშორა ბიჭი და კარისკენ წავიდა.
კარს ფეხი ორჯერ ძლიერად მიარტყა, ერთხელ ხელიც და დაჟანგულ კლიტეს დაუწყო ნჯღრევა, რომელსაც ათი წელი არავინ შეხებოდა. თეკლათი მოხიბლული გიორგი, შორიდან, ღიმილით ადევნდებდა გოგოს თვალს. როგორ შეეძლო თეკლას ყოფილიყო ასეთი ნაზი, ქალური და ამავდროულად ისევ ის პატარა ხულიგანი ქალბიჭა გოგო, რომელიც მთელ უბანს ათვალისწინებული ჰყავდა.
- რას იკრიჭები მანდ... მოდი... გავაღე... - ღიმილით გახედა ბიჭს. არ იმჩნევდა, მაგრამ ნამდვილად ბედნიერი იყო გიორგის საქციელით.
შეაბიჯეს. მტვრის ბუღი იდგა, ორივეს ტელეფონის ფანარი ანათებდა, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავდნენ.
- აქ სადღაც ფანჯარა იყო... - ხელების ფათური დაიწყო თეკლამ კედლებზე. - აი ვიპოვე!
ძველი დაღანგული ფოლადის ნაჭერი მოაშორა ფანჯარას და მზის სხივებმა გაანათეს ჯურღმული, როგორც ნელ-ნელა ნათდებოდა ორი ბავშვობის მეგობრის გული.
- გაფიცეებ... საიდან გახსოვდა... - გაეღიმა გიორგის, უკნიდან მიეპარა და წელზე ხელები შემოაჭდო.
- მე აქ იმაზე მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე შენ გგონია... - ჩაილაპარაკა სევდიანად, პიველად არ შეწინააღმდეგებია გიორგის ქმედებას.
- მეორე ფანჯარაც ხო იყო?
- კი მეორე მხარეს... ხელს თუ გამიშვებ, მივალ! - ეშმაკურად ამოხედა დაბლიდან ორ მეტრიანს.
- რა თქმა უნდა... - წამში ხელი უშვა და დატოვა თეკლე გაოცებული.
ძველი სარდაფი გაანათეს. მზის სხივებზე ჩანდა ჰაერში მოლივლივე მტვრის ნაწილაკები. ყველაფერი ისე იყო, როგორც დატოვეს. ძველი, დაჟანგული სკამები. მაგიდა, რომელიც თვითონ გააკეთეს. კედლებზე თეკლას ნახატები იყო დაკიდული, ჯერ კიდევ შემორჩენოდა რამდენიმეს ძველი ფერი, მაგრამ ნესტისგან დასველებული და დაობებული იყო. თეკლამ ნაბიჯი გადადგა და ერთ-ერთ ნახატს მიუახლოვდა.
- ეს ნახატი მახსოვს... - თავისი თლილი თითები სველ მუყაოს ქაღალდს გადაუსვა. - შენ არ გახსოვს? - ამოხედა გიორგის, რომელიც თეკლეს თვალს არ აშორებდა.
- არა... რამე განსაკუთრებულია?
- ხედავ აქ გრძელ კაბიან და გრძელ თმიან გოგოს? - რაღაც გაშავებულ ფუგურას დაადო ხელი, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა წითელი და ყვითელი ფერის ნაშთები. - აქ მე ჩემი თავი დავხატე... საერთოდ არ ვგავდი მას, კაბა არასდროს მცმია, არც თმა მქონია ასეთი გრძელი. ფაქტობრივად ეს იყო ჩემი ოცნება... და აქ ჩემს გვერდით ბიჭია დახატული, ჩემზე ორჯერ მაღალი, ხუჭუჭა თმით...
- ეს ბიჭი მე ვარ...
- შენ ხარ... მაგრამ თუ გახსოვს ეს რომ განახე რა მითხარი?
- არა ტო, საიდან... - ხმა ჩაუვარდა ბიჭს.
- გახსოვს... გახსოვს რომ მითხარი ეს გოგო შენ ვერასდროს იქნები, შეიძლება ბიჭი მე ვარ, მაგრამ გოგო ვერ იქნებიო... ზუსტად ასე მითხარი.
- კაი რა... ათი წლის ვიყავი...
- წამოდი წავიდეთ... მტვერზე ალერგია მაქვს...
სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოუღია. ბოლოს ისევ გიორგიმ დაარღვია სიჩუმე.
- თეკლე კაი რა, ნუ მეგრუზები...
- არ გეგრუზები...
- კი, მეგრუზები...
- შემეშვი რა... - ნაბიჯს აუჩქარა გოგომ.
მოთმინება დაკარგულმა ბიჭმა მაჯაში ხელი ჩაავლო, მოატრიალა და კედელზე ააკრა. მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი აშორებდათ ერთმანეთს. გიორგის თვალებში გაბრაზება და ვნება ერთდროულად ანთებულიყო.
- მტკივა ველურო! - წინააღმდეგობის გაწევა სცადა თეკლამ.
- მეც მტკივა! - სახე კიდევ უფრო ახლოს მიუტანა მესხმა.
- მე უფრო! - არ ნებდებოდა.
- ახლა იცი რა მინდა? მინდა რომ მთელი ეს დაკარგული წლები უკან დავაბრუნო, ყველაფერი შევცვალო! მინდა რომ ის ხუჭუჭ ბიჭი ნახატზე მე ვიყო, ქერ გოგო შენ! მინდა ყოველ საღამოს ერთად ავდიოდეთ სახლებში მშივრები და დაღლილები! მინდა ისევ ქალ-ბიჭა თეკლა იყო გესმის? შენ გგონია ეგ რამეს შეცვლიდა? ხო, ბაზარი არა დავკარგე, ამის დედას შევეცი, დავკარგე ამდენი დრო, მაგრამ ნება მომეცი გამოვასწორო! შენი გამოჩენის წამიდან სულ შენზე ვფიქრობ! ყველგან შენ მელანდები, ყველა ადამიანში გეძებ! რა გავაკეთო რომ მაპატიო? უფრო სწორედ აპატიო ათი წლის გიორგის, რომ ასეთი სულელი და ბავშური იყო... არ ვიცი გახსოვს თუ არა, მაგრამ მე შენზე ყოველთვის ვზრუნავდი... არ ვიცი... უბრალოდ მინდა ჩემთან იყო... როცა ჩემთან ხარ სულ სხვა ადამიანი ვხდები!
- ჩამეხუტე...
- ჰა? - არ ელოდა ასეთ პასუხს.
- უბრალოდ ჩამეხუტე...
და რასაც იმ წამს ეს ორი ადამიანი გრძნობდა, იყო ყველაზე ძლიერი რამ, რაც კი ოდესმე განეცადათ. ღრმად იყნოსავდნენ ერთმანეთის სურნელს, გრძნობდნენ... ერთმანეთს გრძნობდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ წამიდან მათი ცხოვრება იცვლებოდა, რაღაც ისეთი იბადებოდა, რომელის გემოც ჯერ არც ერთს გაესინჯა.


13.
დეკემბრის ცივი და სუსხიანი საღამო იყო. ცა მოქუფრული და წითელი, ალბათ ღამით მოთოვდა კიდეც. ყინავდა ყველას დაუნდობლად, ანადგურებდა ყოველ სულიერს.
უკვე რამდენიმე კვირა გასულიყო, რაც თეკლა ახალ სახლში გადმოვიდა. გაინტერესებთ ალბათ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მას და გიორგის.
თეკლამ უნივერსიტეტში სიარული დაიწყო, ნელ-ნელა მისი მდგომარეობა უკეთესდებოდა, გიორგის დახმარებით რა თქმა უნდა. ყოველ დილით ჩადიოდა გიორგი ქვედა სართულზე და ერთად უდგებოდნენ ქალაქის გზას თინისთან ერთად. მაგრამ რამდენადაც გიორგი წინ მიიწევდა და ცდილობდა სერიოზული ურთიერთობისკენ ნაბიჯის გადადგმას, თეკლაც უკან იხევდა.
მოუხედავად სიცივისა, გიორგის ფანჯარა გამოეღო და სიგარეტს აბოლებდა. მწეველი არ იყო, მაგრამ ხანდახან გულის გადაყოლებას ამით ცდილობდა.
- რა სუნია ბიჭო! გადააგდე ახლავე! - დაუკაკუნებლად შემაღო კარი მანომ.
- აუ მანო, შემეშვი, არ ვარ ხასიათზე!
- შეგეშვა? ერთი თვეა ადამიანს აღარ გავხარ, ხმას არ იღებ... რა დაგემართა ბიჭო, შეყვარებული ხო არ ხარ?
- ვაი რომ ვარ... - ჩაიდუდღუნა და ნაპასი მოქაჩა.
- გადამრევს მე ეს ბიჭი! - გაიხურა კარი დედამ.
ეზოში ლექსუსის მარკის უზარმაზარი შავი ჯიპი გაჩერდა. წინა კარიდან პიჯაკში ჩაცმული, მაღალი, შავგრემანი ბიჭი გადმოვიდა. მანქანას მოუარა და მეორე მხარეს კარი გააღო. კარიდან თბილად ჩაცმული გოგონა გადმოვიდა. გიორგის თვალი გაუშტერდა, ეს თეკლა იყო.
ელვის სისწრაფით ჩაიცვა რაც ხელში მოხვდა, ლივტსაც არ დალოდებია, ფრენით ჩაიარა კიბე და თეკლას წინ აესვეტა.
- გამარჯობა გიორგი... - მიესალმა გოგო ღიმილით.
- გამარჯობა? - დაიგმინა გიორგის ბარიტონმა.
- რამე მოხდა? - გაუკვირდა და შეეშინდა.
- ვიღაც ბიჭს მოჰყავხარ სახლში ჯიპით და კიდევ რამე მოხდა?
- ძალიან გთხოვ ეჭვიანობის სცენებს ნუ მიდგამ! - ხმა გაიმკაცრა თეკლამ. - შენ არ გეხება მე ვინ მომიყვანს სახლში!
- არ მეხება ხო? - ნაპერწკლებს ყრიდა ბიჭი. - ამის დედას შევეცი! ესეიგი მე არავინ ვარ შენთვის თეკლა?
- ვისაც გინდა იმას შეეცი და წესიერად ილაპარაკე! ჩემი კურსელია, შევეცოდე ამ სიცივეში და მომაცილა... ვინ მოგცა უფლება ეჭვიანობის?
გიორგი გრძნობდა რომ თმა სველი ჰქონდა. თოვა დაეწყო. თოვდა მშვიდად და გარშემო ყველანაირ ხმას ახშობდა. წითელი ცა და ლამპიონით განათებული ეზო. შუქს თუ დააკვირდებოდი, დაინახავდი როგორ ბარდნიდა. გასუსულიყო ყველა და ყველაფერი. მხოლოდ იდგნენ ორნი, ერთმანეთის სურვილით დამწვარნი, მაგრამ სიამაყით გაყინულნი.
- ძალიან დიდი უფლება მაქვს ეჭვიანობის... - თეკლას გაყინული სახე ხელებში მოიქცია.
- ხო არა? ვისთანაც მინდა იმასთან ერთად ვივლი და ვინც მინდა ის მომიყვ...
გააფთრებული გიორგი თეკლას ბაგეებს დააცხრა. ჰკოცნიდა გაშმაგებით, მოთხოვნით და საუკუნო მონატრებით. უკოცნიდა ჯერ ქვედა, შემდეგ ზედა ტუჩს, ყოველ წერტილს, თუნდაც უჰაერობით გაგუდულიყო, ამ წამს არ გაწყვეტდა. თავიდან გაოცებული გოგონა რამდენიმე წამში კოცნაში აყვა. ამან მეტად გაახელა ბიჭი და კიდევ უფრო გაშმაგებით და ამავდროულად უდიდესი სინაზით დაეწაფა სანატრელ ტუჩებს. თეკლას გული ამოვარდნას ჰქონდა. სისხლი უდუღდა ორივეს, ახრჩობდათ ვნება და სიყვ....
- ახლა გაიგე ყველაფერი? - დაიჩურჩულა ზედ თეკლას ტუჩებთან.
- კი... - ახლა გოგო დაეწაფა.
ურცხვად და მომთხოვნად. საერთოდ არ ადარდებდათ სად იყვნენ, ან ვინ ხედავდათ, თოვდა თუ წვიმდა გარეთ, მაგრამ ის რაც მათ გულში ხდებოდა, ამ ყველაფერზე მაღლა იდგა. ხელებს კისერზე ხვევდა და ცდილობდა თავისთან უფრო ახლოს ჩამოეწია ეს ორ მეტრიანი კაცი. ვერ ძღებოდა, ვერც ერთი ვერ ძღებოდა კოცნით. იმ კოცნით, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ ათი წლის წინ.
გარეთ კი დეკემბრის თბილი ამინდი იდგა. თოვდა... ბარდნიდა... თბილისში ასეთი თოვლი ვის ახსოვს? გარემო გადათეთრებულიყო, გახშირებული თოვის წყალობით ერთი მეტრის რადიუსზეც კი არაფერი ჩანდა... იყვნენ მხოლოდ ორნი. თეკლა და გიორგი... ერთმანეთის წყურვილით დადუმებულები და გრძნობას ატანილები. ცდილობდნენ მოზღვავებული ვნების უზარმაზარი ტალღის ჩაცხრობას, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია? იყვნენ მხოლოდ ორნი, და სამყარო, და თოვლი, და სითეთრე, წითელი ცა, ანთებული ლამპიონები, ბედნიერება, კოცნა, ბევრი კოცნა და ხო... სიყვარული... დიახ, სიყვარული, რომელიც ოცი წლის განმავლობაში ღვივდებოდა მათ გულში... და რომ არა ბედისწერა...

14.
მოყინულ გზაზე სასიამოვნო აღნაგობის, მოკლე თმიანი გოგონა მთელი ძალით ჩაფრენოდა შავ, გრძელ მანტოში გამოწყობილ ბიჭს და წონასწორობის შეკავებას ცდილობდა.
- მგონი მოვეწონე ხო? - აღელვებული ამბობდა მანდილოსანი.
- თინი... შენ მას წლებია მოსწონხარ...
- რას ბოდავ ბიჭო? დღეს გამიცნო... ამხელა თავადის ქალია... - არ ცხრებოდა გოგო.
- შენ ჩემი რჩეული ხარ, ჩემი რჩეული კი მისთვისაც რჩეულია... - ღიმილი გაეპარა ბიჭს.
- როგორ იცი ხოლმე ეს არისტოკრატულად გაიასნება... - გაეღიმა გოგოსაც და შავი თვალები საყვარელ ადამიანს მიაშტერა.
- ნუ შეეცი ამ არისტოკრატობას, ვაა... - ხელი გადმოხვია და ახლოს მიიზიდა.
- ხომ მართლა მოვეწონე? - ამოილაპარაკა ისევ.
- თინი! ეკატერინე ვაჩნაძე შენზე ორი წელია გიჟდება...
- მარტო ეკატერინე? - ეშმაკურად აენთო თვალები.
- სხვას ვინმეს ხედავ აქ?! - არ ჩამორჩა ბიჭი.
- ხოდა ხელი გამიშვი...
უხეშად მოშორდა ბიჭს და წინ გავარდა. მაგრამ ვინ აცადა? წამის მეასედში ჩაავლო ალექსანდრემ ძლიერი ხელი, წამის მეასედში მოიქცია გოგოს ქვედა ტუჩი თავის თუჩებს შორის და დაისაკუთრა. გოგოს გაეღიმა, მაგრამ კოცნა არ შეუწყვიტავს, არანაკლებ მომთხოვნად ჰკოცნიდა. გახელებულმა ბიჭმა საყვარელი ადამიანის მარწყვივით ტუჩი კბენით დააჯილდოვა, რასაც გოგონას კვნესა მოჰყვა.
- ახლა რომ ქუჩაში არ ვიყოთ, გეფიცები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებდი... - ორხვით ამოთქვა ბიჭმა და ისევ ტუჩებს დაეწაფა.
- ნეტავ ქუჩაში არ ვიყოთ... - სიცილით თქვა თინიმ, ბიჭი მოიშორა და წინ გავარდა.


15.
31 დეკემბერი იყო.
ყველა თინისთან შეკრებილიყო სახლში. სულ რაღაც ერთ საათში ახალი წელი დადგებოდა. ზოგადად ყველა ადამიანს სურს რომ სჯეროდეს სასწაულის. სასწაულები ყოველ დღე ხდება, მაგრამ რატომღაც გვირჩევნია ეს სასწაული რომელიღაც კონკრეტულ დღეს მივაწეროთ.
და ისხდნენ გაშლილ სუფრასთან ყველანი. თინი, ალექსანდრე, თეკლე, გიორგი, ცოტნე, ლელა, მანო და თვით ეკატერინე ვაჩნაძე. ბროლის ჭაღით განათებულ მისაღებში. გიორგის გიტარა დაეჭირა და მთელი გულით მღეროდა... მღეროდნენ ყველანი და ტკბებოდნენ იმ სასწაულით, რომელაც ერთად ყოფნა და ადამიანური სითბო ჰქვია და როცა ამ ჯადოსნურ ღამეს, როცა ყველა ახალი იმედი იბადება, ყველა ტკივილს და დარდს ძველ წელს ატან, ახალს ელი ახალი შემართებით და მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობ - იყო ბედნიერი იმ ხალხთან ერთად, რომელიც გიყვარს. მთელი გულით ელოდები სასწაულს, მაგრამ იმას ვერ იაზრებ, რომ რაც ხდება, უკვე სასწაულია.
- გიორგი, დედი... რამე მხიარული დაუკარი, ნუ დაგვაღონე ამ ახალი წლის ღამეს... - ღიმილით მისცა შენიშვნა შვილს მანომ.
- რას ინებებთ ქალბატონო მანანა?
- გადმოაწოდე გიტარა... - გაისმა ლელას მკაცრი ხმა.
- დედა?! - ელდა ეცა თინის.
- რა იყო? დედაშენი ვიღაც უმეცარი ხომ არ გგონია? - გიტარა ხელებში მოიქცია ლელამ.
„ყოველ ღამით ამოვივლი მე შენს ქუჩას...“-დაიწყო ლელამ.
„ყოველ ღამით, ყოველ ღამით გინატრებ...“ - გიორგიმ ღიმილით გახედა თეკლას და ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა.
„ვით ცხოვრება რა მოკლეა ბოლო უჩანს...
შინ ვბრუნდები შენზე ფიქრში დილამდე...“ - ამჯერად ალექსანდრემ მოჰხვია ხელი თინის და კისერში აკოცა.
„შენ რა იცი, შენ რა იცი, ჩემო კარგო... ჩემი გულის, ჩემი გულის დარდები...
შენს სახლის წინ მსურს ადგილი შემოვფარგლო... და დილამდე აივანთან დავდგები...“
- ლელას უყურეთ რა სიმღერა სცოდნია... - სიცილით ჩაილაპარაკა ეკატერინემ.
- ეჰ, ქალბატონო ეკატერინე, ნეტავ რომელიმე მისმენდეს... - გამოეხმაურა ლელა.
- ქალბატონო ეკატერინე, თქვენ თავისუფალი ხართ ხომ? - მიუახლოვდა ცოტნე და ძმაკაცის ბებიას ხელი გადაჰხვია.
- ბებიაჩემს ხელი, ბიჭო! – „გაბრაზდა“ ალექსანდრე.
- ხო არა?! კარგია ყველა რომ ჩაწყვილდით? ქალბატონო ეკატერინე, თქვენ რას ფიქრობთ? ცოდო არ ვარ მე? - საწყალი თვალები შეანათა გაღიმებულ ქალს.
- სრულიად გეთანხმები ჩემო კარგო... მე თავისუფალი ვარ... - თვალი ჩაუკრა ცოტნეს ვაჩნაძემ.
- ხოდა ახლა რა ბაზარია... - დაიწყო გიორგიმ. - ძმაკაცს ბებია უთხოვდება და ფულს ვუგროვებთ... ვისაც რა შეგვიძლია რა...
როლებში შეჭრილი გიორგი მხოლოდ მანოს მუჯლუგუნმა დააბრუნა უკან. დასევდიანებულმა, დასჯილი ბავშვის გამომეტყველებით აიღო გიტარა.
„ზამთარია, სიცივეა, შემოდგომა მიდის...
მეშინია სიცივისა, ზამთარში რომ იცის...“
დაიწყო თავისი ბოხი ბარიტონით, რომელიც ულამაზესად ჟღერდა და უსიმპატიურეს, ლურჯ თვალება, ხუჭუჭა ბიჭს, კიდევ უფრო ეფექტურს ხდიდა.
„შარშან უფრო საშინელი, ცივი ქარი ქროდა...
მაგრამ მაშინ ჩემთან იყავ, სულ არ მეშინოდა...“
აყვნენ ყველა. მხოლოდ ამ წამის შემდეგ გაჩნდა მომავლის შიში. შიში იმისა, რომ მომავალ წელს ამ დროს შეიძლებოდა ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. შიში ოხერიაო, ამბობენ...
ტრადიციულად იყო ათიდან უკუღმა დათვლა, ფეიერვერკები, მილოცვა, ბედნიერების სურვილები... მაგრამ რა იყო ის საახალწლო სურვილი, რომლის ჩასაფიქრებლად ყველა მაინც და მაინც ამ დღეს ელოდება?
„ღმერთო გეხვეწები... წელს მაინც არ გამწირო... წელს მაინც მამყოფე ბედნიერი“
„ღმერთო, წელს მაინც მაპოვნინე ვინმე...“
„ღმერთო გთხოვ, ერთად ვიყოთ და არ დაგვაშორო...“
„ღმერთო, ეს გოგო არ წამართვა არასდროს...“
„ღმერთო, შენი იმედი მაქვს, არ მიმატოვო...“
„ღმერთო გევედრები, ამ წელს ნუ ჩამაშხამებ...“
იყო ყველანაირი ოცნება, მაგრამ არ მთავარი არ გაჟღერებულა.
„ღმერთო მადლობა, რომ ყველანი ერთად ვართ, ჯანმრთელები, საღსალამათები და ბედნიერები... მადლობა...“



- გიორგი, დარჩები დღეს ჩემთან? - ეკითხება იმედიანი თვალებით თეკლა კარის ზღურბლთან მდგარ გიორგის.
- მამაშენი? - ამბობს მოულოდნელობისგან გაოცებული ბიჭი.
- დღეს არ მოვა... ან ძმაკაცებთან ერთად იქნება სადმე რესტორანში, ან თავის რომელიმე საყვარელთან... - ხმა ჩაუწყდა თეკლას. - უბრალოდ იმის წარმოდგენა, რომ იქ, ამხელა სახლში მარტო უნდა ვიყო...
- შენ ამოდი ჩემთან... - ხმა დაუთბა ბიჭს.
- მანოსი მერიდება... კარგი დაივიწყე... ტკბილი ძილი... - აკოცა და შეტრიალდა.
ბიჭი წამიერად შეყვა სახლში, კარი მიაჯახუნა და ნაცრისფერთვალება ლამაზმანი კედელზე ააკრა.
- რამდენჯერ უნდა გითხრა... ასე ნუ მიშორებ მეთქი! - ვნებანარევი გაბრაზებით ჩაილაპარაკა მის ტუჩებთან გიორგიმ.
- როგორც იმსახურებ, ისე გიშორებ... - ბიჭის გაბრაზებით ისარგებლა და ცეცხლზე ნავთის დასხმა გადაწყვიტა.
- ეგრე ხო? - კიდევ უფრო აიკრა სხეულზე.
- ხო... - არ დანებდა გოგო.
- უნდა დაგსაჯო...
ამოილაპარაკა და ტუჩებზე დააცხრა. ჰკოცნიდა მთელი ძალით, ნაზად და ძალიან მომთხოვნად. შიგადაშიგ კბენებსაც არ იშურებდა, რასაც გოგოს კვნესა მოჰყვებოდა ხოლმე.
- ოხ, რა გემრიელი ხარ! - ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- კიდევ? - კოცნა არ შეუწყვეტავს ისე ჰკითხა ვნებისგან ჭკუადაკარგულმა თეკლამ.
- და ძალიან ლამაზი... - ტუჩებს მოწყდა და სველი კოცნებით კისრისკენ ჩავიდა.
- ეგ ისედაც ვიცი... რამე ახალი თქვი... - დაიჩურჩულა აქოშინებულმა გოგომ.
- როგორ მიყვარს ეგ ტუტუცი და გრძელი ენა... - კოცნით მხრებისკენ გადაინაცვლა.
- კიდევ თქო? - კითხვა გაუმაორა თვალებმინაბულმა.
- ძალიან მინდიხარ...
ამის თქმა და გოგონას ხელში ატაცება ერთი იყო. ორივე ხელი კაბის ქვეშ შეუცურა და მკვრივ საჯდომზე მოუჭირა. თეკლას პირს ოხვრა აღმოხდა.
- გიორგი... მაგიჟებ... - თვალებში ჩახედა ბიჭს.
- მიყვარხარ თეკლე ალასანია!
- მეც მიყვარხარ მესხო, მეც! - და ისევ ბიჭის ტუჩებს წაეტანა.
რამდენიმე წამში თეკლას საძინებელში აღმოჩდნენ. წამის მეასედში გადააძრო გოგონას კაბა და საცვლების ამარა დატოვა. წამის მეასედში გადააძრეს თვითონაც მაისური და დაკუნთული სხეული გამოუჩნდა.
- თეკლა, თუ მეტყვი ეგრევე გავჩერდები... - უჭირდა ამის თქმა, მაგრამ მაინც ამბობდა.
- არ გეტყვი...
- ხვალ არ ინანებ...
- მაგაზე ხვალ ვიფიქროთ, ერთად...
წვრილ წელზე ხელი შემოჰხვია და საწოლზე გადააწვინა. ზემოდან მოექცა და ისევ მის ტუჩებს დაეპატრონა, თან ბიუსჰალტერს ხსნიდა. სიმორცხვემ და უხერხულობამ აიტანა თეკლა, მაგრამ გიორგიმ არ მისცა ამის საშუალება. სველი კოცნებით ყურამდე მივიდა და ჩასჩურჩულა.
- იდეალური ხარ... მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები...
ამ სიტყვებმა საბოლოოდ მოადუნა თეკლა. მთლიანად საყვარელ ადამიანს მიენდო და სიამოვნებას მიეცა.
ბიჭი კოცნით ჩაუყვა კისერს, მხრებს, ლავიწის ძვლებს... ორივე მკვრივი ძუძუ ხელებში მოიქცია და მოუჭირა, რასაც თეკლას ხმამაღალი კვნესა მოჰყვა. კოცნა დაუწყო საყვარელი ქალის ძუძუებს, თითებით ეთამაშებოდა ძუძუსთავებს და კოცნიდა გაუჩერებლად.
- გიორგი... ვაიმე... - კვნესოდა გოგო.
ბიჭი კოცნებით ჩაუყვა მუცელს, კოცნიდა ყოველ წერტილს... ტრუსს ხელი დაავლო და ისე, რომ ერთი წამით არ გაჩერებულა, დედიშობილა დატოვა საყვარელი ქალი. ჩაუყვა და იმ ადგილს მიაღწია, რომელსაც თეკლას კივილი მოჰყვა. კოცნიდა და ენის წვერით ეთამაშებოდა. კოცნიდა გაუჩერებლად, მაქსიმალურად ცდილობდა ესიამოვნებინა თეკლა, რომელიც უკვე სხეულს ვეღარ იმორჩილებდა, თვალებ დახუჭული ყოველი სიამოვნების ტალღას იჭერდა.
ისევ გოგონას ტუჩებს დაუბრუნდა ბიჭი. ამჯერად მისმა თითებმა დაისაკუთრეს თეკლას საშო, ძალიან ფრთხილად და მომთხოვნად აკეთებდა ყველაფერს, გოგონას კვნენსას კი თავისი კოცნებით ახშობდა.
- იდეალური ხარ თეკლა! - ამოილაპარაკა ტუჩებთან. - არ გატკენ... მენდე...
და ძალიან ფრთხილად შეუცურა თავისი ერეგირებული ასო, რასაც თეკლას კივილი მოჰყვა. ნელა და ფრთხილად მოძრაობდა, ცდილობდა არ ეტკინა და მაქსიმალური სიამოვება მიენიჭებინა. გაუსაძლისი ტკივილი ნელ-ნელა გასაოცარ, აქამდე განუცდელ სიამოვნებაში გადაეზარდა. ყოველ მოძრაობაზე კვნესოდა, რაც ბიჭს უფრო მეტად აღაგზნებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გათამამდა. ყოველ ახალ მომავალ ტალღას თავისი სხეულიც ააყოლა. მიხვდა გოგონას საქციელს გიორგი და ჩაეღიმა.
- როგორი მომთხოვნი გახდით ქალბატონო თეკლა?
- მხოლოდ თქვენთვის... - აჩქარებული სუნთქვით უპასუხა გოგომ და რამდენიმე კვნესაც ამოაყოლა.
- მაშინ დამიმტკიცეთ რა შეგიძლიათ... - გამომცდელად ჩაილაპარაკა ბიჭმა და წამში გოგოს ქვეშ მოექცა, თეკლა კი გაუაზრებლად ზემოთ აღმოჩნდა.
- გიორგი... რას აკეთებ... - ხმაში სიმორცხვე გაერია ისევ.
- გასწავლი... - გაეცინა ბიჭს.
ორივე ხელი თეძოებში ჩაავლო და ზედ დაისვა. თეკლას ყვირილმა მთელი სახლი აწია. უყურებდა გამომცდელად გონებაარეულ გოგოს, რომელიც სირცხვილით იწვოდა, მაგრამ ასეთ სიამოვნებაზე უარს ვერ ამბობდა. მზერაარეულს აღარ იცოდა საით გაეხედა.
- რა სასაცილო ბავშვი ხარ... - დასცინა გიორგიმ და რამდენიმე ძლიერი ბიძგი მისცა.
- ხვალ ამ სიტყვებს განანებ... - ამოიკვნესა გოგომ.
- ხვალინდელზე ხვალ ვიფიქროთ... - თეკლას სიტყვები გაიმეორა.
ისევ თეძოებში ჩაავლო ხელი და აიძულა მოძრაობებში აჰყოლოდა, რამდენიმე ბიძგიც და ბოლომდე შევიდა მასში.
- გიორგი... აღარ შემიძლია... - სიამოვნებისგან აღმოხდა თეკლას ბაგეებს.
- ყველაზე მთავარი წინაა, ლამაზო... - ტემპს აუჩქარა ბიჭმა.
თეკლას ყველა კუნთი დაეჭიმა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა დამჯერი ბავშვი ყოფილიყო და ყოველ მოძრაობაში ყვებოდა საყვარელ ადამიანს.
კიდევ რამდენიმე ძლიერი ბიძგი და აქამდე განუცდელმა საოცარმა გრძნობამ მოიცვა თეკლას სხეული, სიამოვნების კანკალმა აიტანა, ქარიზმატულმა ორგაზმმა დაიპყრო ყოველი უჯრედი და თითქოს ღრუბლებში ააფრინა. ყვირილით გაათავა ორივემ... რაღაც თბილი სითხე ჩაეღვარა სხეულში.
დაღლილი და მოდუნებული დაემხო საყვარელი ბიჭის სხეულზე. ორივეს აჩქარებოდა სუნთქვა, აჩქარებოდა გულისცემა, აჩქარებოდა სისხლი ვენებში...
- საოცრება ხარ... ყველაზე დიდი საოცრება, რაც კი ღმერთს შეუქმნია... - აღმოხდა გიორგის და თეკლას მოეხვია.
- და ეს საოცრება შენ გეკუთვნის... - თქვა ბედნიერი ხმით, ბიჭს მოეხვია და გაიტრუნა.



პირველად ვაქვეყნებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ <3 მეორე ნაწილი უფრო საინტერესოა... (ინტრიგა)



№1  offline მოდერი abezara98

ჰმ.. მართლა საინტერესო იყო და ძალიანაც მომეწონა blush ველოდები გაგრძელებას და წარმატებები blush

 


№2  offline წევრი ნადარაია

მადლობაა❤️❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Elea_Nora

ძალიან კარგია მომეწონა! კარგად ანვითარებ სიუჟეტს. პერსონაჟებიც მომწონს. ველოდები შემდეგ ნაწილს.
წარმატებები

 


№4  offline წევრი ნადარაია

Elea_Nora
ძალიან კარგია მომეწონა! კარგად ანვითარებ სიუჟეტს. პერსონაჟებიც მომწონს. ველოდები შემდეგ ნაწილს.
წარმატებები

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი pandukela

ძალინ კარგიაა ???????? ისეთი დახვეწილი პერსონაჟები და კარგად აღწერილი გარემოა რო ყველაფრის აღქმა ძალიან ადვილია ყოჩაღ ????????????

 


№6  offline წევრი ჭირვეული

მოუთმენლად ველი მეორე ნაწილს!

 


№7  offline წევრი ნადარაია

GentleWoman
მოუთმენლად ველი მეორე ნაწილს!

ბევრად საინტერესოა❤️❤️❤️❤️

სტუმარი pandukela
ძალინ კარგიაა ???????? ისეთი დახვეწილი პერსონაჟები და კარგად აღწერილი გარემოა რო ყველაფრის აღქმა ძალიან ადვილია ყოჩაღ ????????????

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი ჭირვეული

როგორც მივხვდი, უკვე დაწერილი გაქვთ ანუ შეგიძლიათ დღესვე ატვირთოთ ხომ? ნუ 12 საათის მერე

 


№9 სტუმარი eli

ღმერთოოო,ძალიან მაგარი იყო. სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება,პერსონაჟები უმაგრესი,შემდეგს მალე დადებთ?

 


№10  offline წევრი ნადარაია

GentleWoman
როგორც მივხვდი, უკვე დაწერილი გაქვთ ანუ შეგიძლიათ დღესვე ატვირთოთ ხომ? ნუ 12 საათის მერე

კი დაწერილი მაქვს და ავტვირთავ ხვალ❤️❤️თან აბიტურიენტი ვარ და ესეც მიკვირს როგორ დავწერე????

eli
ღმერთოოო,ძალიან მაგარი იყო. სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება,პერსონაჟები უმაგრესი,შემდეგს მალე დადებთ?


კიი დავდებ მალე❤️❤️❤️❤️❤️❤️მიხარია რომ მოგეწონა❤️❤️❤️❤️

 


№11  offline მოდერი Tamta.k

ოჰოო როგორი იყო უყურე შეენ...
დიდია და ხარბად შეგიძლია წაკითხვა, მომეწონა თუმცა უკვე გული მტკივა რომ ვხვდები რამდენი დაბრკოლების გადალახვქ მოუწევთ. ისტორიებს იშვიათად ვკითხულობ თუმცა ეს მომეწონა.
ულევი წარმატება შენ აპდა გელიიიი

 


№12 სტუმარი სტუმარი Xxx

გელი❤️❤️❤️

 


№13 სტუმარი maro

ნუ დავიწყედა ვეღარ გავჩერდი... არმინდოდა რომ დასრულებულიყო... ველოდები შემდეგნაწილს❤️❤️

 


№14  offline წევრი ნადარაია

maro
ნუ დავიწყედა ვეღარ გავჩერდი... არმინდოდა რომ დასრულებულიყო... ველოდები შემდეგნაწილს❤️❤️

ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია❤️❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი მარია

როდის დადებ შემდეგს? ძაან შემითრია! კარგია,მომეწონა საოცრად! წარმატებები შენ <3

 


№16  offline წევრი ნადარაია

სტუმარი მარია
როდის დადებ შემდეგს? ძაან შემითრია! კარგია,მომეწონა საოცრად! წარმატებები შენ <3

მიხარია ძალიან❤️❤️❤️უკვე გავგზავნე და დიდი იმედი მაქვს მალე დაიდება

 


№17 სტუმარი ანუკააა

აუუ ძააან მომწონს❤️❤️❤️❤️❤️❤️

დამაინტერესააააა ძალიან❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ველოდებიიი

 


№18  offline წევრი ნადარაია

ანუკააა
აუუ ძააან მომწონს❤️❤️❤️❤️❤️❤️

დამაინტერესააააა ძალიან❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️ველოდებიიი

ძალიან დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️

 


№19 სტუმარი სტუმარი ანა

აუ კაიიიიიაააა

 


№20  offline წევრი ნადარაია

სტუმარი ანა
აუ კაიიიიიაააა

❤️❤️❤️❤️❤️

 


№21 სტუმარი კესს

წერის სტილი მომწონს❤️❤️თამთუშ კაიააა

 


№22  offline წევრი ნადარაია

კესს
წერის სტილი მომწონს❤️❤️თამთუშ კაიააა

კესანეე მადლობა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent