შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მიმატოვო (თავი 1)


10-11-2018, 22:43
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 403

ცხრამეტ დეკემბერს შემხვდა პირველად. თბილისის ერთ მშვიდ კაფეში ვისხედით,ვარდისფრად შეღებილ კუთხეში და არაფერს ვაკეთებდით გულწრფელი სიცილის გარდა. ოცდაორ დეკემბერს ისევ შემხვდა მაგრამ ახლა უკვე ქუჩაში და ერთად გავისეირნეთ. მიყვებოდა მის შესახებ ისე როგორც ჩვეულებრივ ადამიანზე და მეც მოხიბლული ვუსმენდი. მისი სითბო ჩემში გადმოდიოდა და მთლიანად მეუფლებოდა. ლამაზი საღამო იყო მახსოვს თოვდა და დილით დამირეკა, მითხრა დღეს ვერ გნახავო და გამითიშა. გული დამწყდა? არა თითქოს უფრო იმედი გამიცრუვდა ბერო გასვიანისგან ასეთს არაფერს ველოდი და ზუსტად ვიცოდი კარგი არაფერი ხდებოდა. ასე გავიდა ოცდახუთი,ოცდაექვსი,ოცდაშვიდი,ოცდარვა,ოცდაცხრა და ოცდაათი დეკემბერი. დღეს რამდენიმეჯერ გადავამოწმე მობილური და მივხვდი, რომ ბეროს ან რაღაც ვერ ჰქონდა რიგზე ან უკვე დავიწყებული ჰყავდა რიგითი ქერა გოგონა რომელიც შემთხვევით გაიცნო მეგობრის დაბადებისდღეზე.
განსაკუთრებულს არასდროს არაფერს ვაკეთებდიტ ახალწელს და ახლაც მთელი ოჯახი სადღაც გაიხიზნა მხოლოდ მე და პუპსიკა დავრჩით.
ახლა ყველაზე მეტად მეზარებოდა წყნეთში ასვლა და გადავწყვიტე იქ დავრჩენილიყავი სადაც ჩემი სხეული ისედაც კომფორტულად იყო და სული სადაც არ უნდა წავსულიყავი მაინც დამძიმდებოდა ბერო გასვიანზე ფიქრით და მასზე ოცნებით.
მის მწვანე თვალებს ვაწყდებოდი ყველგან სადაც მივდიოდი.
სახლში ვიჯექი მარტო, ნაძვისხის მოსართავები ანათებდნენ და მხოლოდ ამ სინათლით შემოიფარგლებოდა ჩემი განწყობა. დერეფნიდან ვაჟა ნადირაძეს გინება ისმოდა, მოპირდაპირე კორპუსიდან კი როგორც ჩანს ვერ მოითმინეს და იაფფასიან ფეიერვერკს აშუშხუნებდნენ რომელსაც თითქმის არ ჰქონდა ხმა. კუთხეში დადებულ ასაფეთქებელს გადავხედე და თავი ისევ უიმედოდ გადავაქნიე. თერთმეტი სრულდებოდა სტუმრების ხმამ,რომ გადაფარა ნადირაძეს გინება და ყველაფერი ჩაწყნარდა. მხოლოდ მაშინ მომიდნა გამეხედა გარეთ და დამენახა თბილისის ცა. თბილ პლედს ვეძებდი მაგრამ ვერსად ვნახე. ნაცრისფრად შეღებილ კუთეში დაგდებულ პუფს მოვკიდე ხელი და აივანზე გავათრიე.
ცა ლამაზი იყო. ლამაზი არა განსხვავებული. მუქი ფერები ერთმანეთში არეულიყო და თითქმის შეუძლებელი იყო გაგეგო ან დაგენახა რა ფერი იყო თბილისის ცა.
საათი თერთმეტის ნახევარს აჩვენებდა და კვლავ გაისმა სხვადასხვა მხრიდან ფეიერვერკის ხმა. ხომ გეუბნებით ყველაფერი ხელს უწყობდა ჩემს ხასიათს. ფეხზე წამოვდექი და თბილ ოთახს დავუბრუნდი. 2 წუთიც და დადგებოდა ნანატრი 2018 წელი. შეწყდებოდა ყველაფრის ხმა და მშვიდად შევძლებდი ყოფნას.
ზუსტად ერთი წუთია დარჩენილი და კარზე ზარის ხმა აყრუებს ყველაფერს.ვიფიქრე ტიპიური ქუჩაში მცხოვრები იქნება რომელსაც დახმარება სურსთქო და მოღუშული სახით გავაღე კარი მაგრამ...
კარის ზღურბლზე დამხვდა ის ვისაც ნახევარი დეკემბერი ველოდი. ლამაზი იყო გასვიანი ან მე მეჩვენებოდა ასე. იღიმოდა და ხელში შამპანურს ათმაშებდა.
-ახალწელს გილოცავ მართა! ჩემი სახელი როგორც ყოველთვის გამოკვეთილად წარმოთქვა და ბაგეები ერთმანეთს წამიერად დააშორა.
და მე?
მე ვიყავი ერთდროულად ყველაზე ბედნიერი და უბედური ადამიანი. მასზე გაბრაზებული მაგრამ უზომოდ შეყვარებული.
კარის ზღურბლს მოვშორდი და ვანიშნე შემოსულიყო. ნაბიჯი გადადგა თუ არა ვიგრძენი რაღაც რიგზე ვერ იყო.
-ბერო სისხლი! დავიყვირე და იატაკზე ვანიშნე
-არაფერია უბრალოდ გამეჭრა
მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები და წინ წავიდა.
-მოდი ვნახავ გთხოვ
-არ მინდა მართა და გთხოვ იცოდე ვიჩხუბებთ.
-სისხლი გდის და კიდევ მე უნდა მეჩხუბო? იკარგები უგზოუკვლოდ და მერე მოდიხარ ვითომ არაფერი მომხდარა. რამდენი დღე ველოდებოდი შენს ზარს იცი მაინც? ყოველი დღე შენზე ფიქრებით იწყებოდა, პანიკა მეწყებოდა როცა ისე გადიოდა დღეები არც კი მწერდი. და სად იყავი ამ დროს შენ? არ გაბედო და მომატყუო ბერო გასვიანო ისედაც ყველამ კარგად იცის ვინ ხარ და სად მოღვაწეობ.
-მართა მთავარი ის კი არაა ვინ ვარ და სად ვმოღვაწეობ, მთავარი ისაა შენ ასეთს მიმიღებ თუ არა? შენ ისედაც კარგად იცი ვინ ვარ. იცი იმიტომ,რომ გაინტერესებდა და მეც გითხარი. არ ვარ რომანტიკული გრძნობებს აყოლილი ახალგაზრდა ბიჭი რომელიც ყოველდღე წითელ ვარდებს დაგიტოვებს კართან. არ ვარ ის ვისაც შეუძლია შენთნ ერთდ იაროს მეგობრის დაბადებისდღეებზე იმიტომ,რომ უამრავი საქმე ტრიალებს ჩემს გარრშემო. ამის გაგება მარტივი არაა, ზუსტად ვიცი არ გიოცნებია ბიჭზე რომელიც შენს მეგობრებთან არც კი გამოგყვება, როცა მათი ქმრები იქ იქნებიან. მაგრამ არც მე ამირჩევია ეს მომავალი, ყველაფერი თავისთავად მოვიდა, მე არ ვარ მამაკაცი რომელიც ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც შენ გსურდა თუმცა ერთი ნამდვილად ვიცი... ყველა ჩემს დაპირებას ავასრულებ და მნიშვნელობა არ აქვს სად ან როგორ ვიქნები. მე შენ დაგპირდი სხვისი არ იქნებითქო და ახლაც იცი რომ, შეუძლებელია ავიტანო სხვა შენს გვერდით.
-მე არც შენნაირზე მიოცნებია ბერო და არც განსხვავებულზე. მაგრამ ეს მეტისმეტია ხანდახან ყველაფერს აქვს ზღვარი რომელიც ჯერჯერობით შენ ვერცკი დაინახე. მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ და მაინცდამაინც მე ამირჩიე? ხანდახან უბრალოდ მგონია გჭირდებოდა ქალი რომელიც შენს სიმარტოვეს ბოლოს მოუღებდა. არ მინდა ასეთი ბერო არა გესმის? საკუთარი თვის კონტროლს კარგავდა ონიანი.
-მოდი დამშვიდდი. ქალის სუსტი სხეული მასზე მიიწება და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.
-ხანდახან ისიტერიჩკა გოგოს, რომ ემსგავსები ეგ მევასება გეფიცები.
მწვანე თვალები ააციმციმა გასვიანმა და ტყავის დივანზე ჩამოჯდა
-ვიცოდი მარტო იყავი და მაგიტომ მოვედი თორე სად მქონდა ეხლა მამუკას ნერვები. დამიწყებდა რახამ აქ მოხვედი უეწველი ცოლად უნდა მოიყვანოო.
-მამაშენზე რას მეტყვი ნეტა? დაუფიქრებლად წამოიყვირა ონიანმა და მაშინვე მიხვდა სადამდე შეტოპა. ბეროს ჩაწითლებულ თვალებს,რომ გადააწყდა მაშინ კიდევ უფრო კარგად გაიაზრა მისი ნათქვამი
-ბოდიში რა
-არაუშავს მართა. ნაძალადევად გაუღიმა ქალს და იქვე მდგარ შამპანურს დასწვდა.
გარეთ თოვდა... უკვე 2018 წელი იდგა, ის წელი როდესაც გასვიანი და ონიანი იწყებდნენ რაღაც ახალს, მაგრამ თავადაც ვერ ხვდებოდნენ რა იყო ეს?

დაგიბრუნნდით და ნეტავ იცოდეთ როგორ მომენატრეთ. პატარა თვით მაგრამ დასაბრუნებლად ესეც ნორმალურია. შემიფასეთ



№1 სტუმარი სტუმარი maiko

საყვარლობაა გააგრძელე... ველოდები შემდეგთავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent