შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირობა 5თავი


11-11-2018, 01:24
ავტორი LurjTvala demoni
ნანახია 2 933

- კარგად ხარ? _ ზურგს უკან ესმის ბიჭის ხმა, შეუმჩნევლად იწმენდს ცრემლს და მისკენ ბრუნდება.
- კი კარგად ვარ მადლობა. _ იღიმის.
- გუგას ნათქვამი გეწყინა? ყურადღებას ნუ მიაქცევ ასეთი ცანცარაა.
- არა ის არაფერ შუაშია.
- აბა რატომ ტირი?
- არ ვტირი.
- არ მითხრა თვალში რაღაც ჩამივარდაო,   გამოვედი მაგ ასაკიდან მასეთების რომ მჯეროდა.
- ზოგჯერ მინდა ჩემზე ყველაფერი მოგიყვე, მაგრამ შემდეგ ვჩერდები. ზოგჯერ გენდობი, თუმცა ზოგჯერ შენში ეჭვი მეპარება. არ ვიცი სინამდვილეში რა გაქვს ჩაფიქრებული.
- როგორ დავიმსახურო შენი ნდობა?
- სიმართლე მითხარი, მაგრამ იმა სნუ მეტყვი რომ მამაშენს ბიძაშენი ემუქრება. მამაშენს ძმა არ ჰყავს, ერთი მამიდა გყავს მხოლოდ. თუ ტყუილის თქმას აპირებ სჯობს არაფერი მითხრა.
- მე მხოლოდ შენი დაცვა მინდოდა.
- მისგან მიცავ? მამაჩემისგან? მისგან დაცვა არ მჭირდება, საკუთარ თავს დავიცავ.
- მაპატიე არ მინდოდა შენი მოტყუება.
- არაუშავს, ავიტან ისედაც ყველა მატყუებს.  აღარ მომატყუო კაი? თუ რამე მოხდება პირდაპირ მითხარი,  არაფერი დამიმალო.
- კარგი. შენ და შენმა ძმამ კარგად გაუგეთ არა?
- ჩემმა ძმამ? ნიკა არ არის ჩემი ძმა.
- აბა ვინ არის? _ გვერდით ამოუდგა გოგოს.
- ის ჩემი დიშვილია, აკოს და მაშოს შვილი. იმ შენ იდიოტ ძმაკაცს არაფერი უთხრა, აკო ეტყვის.
- რანაირი ოჯახი ხართ? თქვენს ოჯახზე ფილმს გადაიღებდა კაცი.
- კი ნამდვილად, საშინელებათა ჟანრი ყველას უყვარს. ეს საშინელება იქნება კომედიასთან ერთად.
- მამაშენს უყვარხარ დარო. _ უეცრად ამბობს ბიჭი.
- საოცარი სიყვარულის გადმოცემის უნარი აქვს.
- მას ეშინია.
- ჩემი?
- არა. მისი ცოლის, ეშინია მან რამე არ დაგიშავოს.
- რამე მეტყობა კრუელასი მეშინოდეს? ან ფიფქიას ვგავარ ჯადოქრის მოწოდებული ვაშლი რომ დავაგემოვნო? მისი არ მეშინია, კი ის საშიშია ნამდვილად. მას ხალხი ყავს, მათი წყალობით უდგას სული. მე კიდევ ენა მაქვს, სიტყვების მარაგს არ ვუჩივი. მის ნათქვამ ათ სიტყვას, ჩემი ერთი სჯობს. ანუ ჩემზე ნერვიულობდი? _გვერდულად გახედა ბიჭს.
- ჰო რა იყო? არ შეიძლება?
- აქამდე ჩემზე მხოლოდ დედა ნერვიულობდა, არ ვარ შეჩვეული ხალხის ზრუნვას, სითბოს, სიყვარულს. ბავშვობა ცხრა წლის ასაკში დავასრულე, მას შემდეგ საკუთარ თავზე მე თავად ვზრუნავდი. არავისგან ვითხოვდი მზრუნველობას, მაგრამ ჯონათანს ეს არ ესმოდა. ის ისე მზრდიდა როგორც საკუთარი შვილი. დღემდე ასე ზრუნავს ჩემზე, არ ესმის რომ გავიზარდე და ახლა თავად შემიძლია გადავდგა ნაბიჯი. _ იღიმის. - ის ახლაც ჩემს ყოველ გადადგმულ ნაბიჯს აკონტროლებს, აქაც ვინმე ეყოლება გამოგზავნილი სათვალთვალოდ. _ თვალი მოავლო ტერიტორიას.
- ჯონათანი ვინ არის?
- აი სწორედ ჯონათანია ჩემი მამა, მერე რა რომ ჩემს ძარღვებში მისი სისხლი არ ჩქეფს. მე მან გამზარდა, მისი წყალობით ვიქეცი ქალად. სასწავლებლიდან პირველად 15 წლის ასაკში გავიქეცი, გარეთ არასოდეს ვიყავი ნამყოფი ამიტომ არც ვიცოდი სად მივდიოდი. გზაზე გადასვლას  ვაპირებდი როდესაც, ჯონათანის მანქანას გადავურბინე. მას შემდეგ ის მზრდიდა, ჩემზე მეურვეობა აიღო და მის შვილად ჩამწერა. სკოლაც, უნივერსიტეტიც მისი წყალობით დავასრულე. აქ ამბობენ რომ 10 წლის წინ გამოვიქეცი თუმცა არა, ჩემზე სიმართლე არავინმა იცის. კარგად შემიძლია დავმალო გრძნობები, წარსული, მომავალი და ჩემი გეგმებიც.
- უცნაური ხარ.
- ვიცი. სწორედ ეს უცნაურობა მომწონს ჩემში, არასოდეს მდომებია სხვას დავმგვანებოდი. არასოდეს მშურდა სხვისი, არასოდეს მინდოდა გავმხდარიყავი ისეთი როგორიც ახლა ვარ, მაგრამ ცხოვრება რთული და მტკივნეულია.
- შევიდეთ თორემ აცივდა.
- კარგი.
- დარო შენთვის კარგი ბიჭი ავარჩიე. _ გოგოს დანახვისთანავე ყვირის ნიკა.
- ვინ ბიჭი? _ ინტერესით კითხულობს ერეკლე.
- შენ. _ ყურებამდე ეკრიჭება ბიჭს.
- ნიკა შენ მგონი ბევრი დალიე.
- არა საერთოდ. ძალიან მაგარი წყვილი ხართ, მართლა.
- აკო მაგას აღარ დაალევინო.
- კარგი რა.
- ნიკა. _ თვალები დაუბრიალა ბიჭს.
- კარგი ჰო.
- ჩვენი წასვლის დროა.
- ჯერ მხოლოდ 11 საათია.
- გვანცა.
- ბოდიში შენი ძილის დროს გადავაცილეთ. იცით? ცხრა საათზე დასაძინებლად, უკვე გამზადებული იყო?
- თქვენგან განსხვავებით მე ვმუშაობ, დროს ფუჭად არ ვფლანგავ.
- ნუ შენ ყოველი წამი გაწერილი გაქვს. ისე ბატონო ერეკლე რაღა დაგიმალოთ და ჩემი უფროსი გაცეცხლებულია, ნუ თქვენ ვერაფერს გეუბნებათ, მაგრამ ჩვენ დაგვცოფა. ბულდოგი ძაღლივით აწყვეტილი დადის. დაროს წასვლას ვერ ეგუება.
- პრინციპში მიზეზი აქვს.
- ორ თვეში კონტრაქტი ისედაც მიმთავრდებოდა, შემდეგ ესპანეთშე დაბრუნებას ვაპირებ ხომ იცი არა? _ სხვათაშორისოდ ამბობს გოგო, ჩანთიდან თანხას იღებს იქ მყოფებს ემშვიდობება და გარეთ გადის.
- დეიდა. _ მანქანასთან მისულს მალევევწამოეწია ბიჭი.
- გისმენ?
- შეიძლება ესპანეთში შენთან ერთად წამოვიდე?
- ნიკუშ შენ აქ ცხოვრება გაქვს, მეგობრები გყავს, უნივერსიტეტი ვერ გაიძულწბ ჩემთან ერთად წამოსვლას. მე აქ არაფერი გამაჩნია, აქ დარჩენის მიზეზიც არ მაქვს.
- მე? მე არ ვარ მიზეზი?
- თუ შენც წამოხვალ, დარჩენის მიზეზი არ მექნება.
- ერეკლე? ვხედავ როგორ გიყურებს ხოლმე, მისი დანახვისას თვალებში ნაპერწკლები გიჩნდება. მისი დანახვისას ანათებ, ბედნიერი ხდები.
- ნიკუშ მთელი ცხოვრება მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ დამესაჯა ჩემი დის მკვლელები. მთელი ჩემი ცხოვრება შურისძიებაზე ავაგე, დრო არ მქონდა მეფიქრა ჩემზე, ბედნიერებაზე, სიყვარულზე. იცი რა არის შურისძიება? ის შენს გულს ქვად აქცევს, ცივსისხლიანად, უგრძნობლად. ჩემი გული დიდი ხნის წინ გაცივდა, მისი გალღვობა დიდ დროს წაიღებს. მე არ დავბადებულვარ ბედბიერებისთვის, მე დედაშენს პირობა მივეცი. პირობა რომელსაც აუცილებლად შევასრულებ, თუ საჭირო გახდება ამ პირობის გამო მოვკვდები, ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე. ერეკლე კარგი ბიჭია, წარმატებული სიმპათიური მას არ ვჭირდები მე. მე არ მომაქვს ბედნიერება, იქ სადაც მე გამოვჩნდები უბედურება იჩენს თავს. ასე რომ მე მას არ გამოვადგები, ის ჩემზე კარგს იმსახურებს. მე არ ვარ ის ქალი ვინც მას ბედნიერ მამაკაცად აქცევს.
- რატომ იღებ გადაწყვეტილებას ყოველთვის მხოლოდ შენ? რატომ არ აცდი სხვას თქვას რამე? რატომ ფიქრობ ყოველთვის სხვის მაგივრად? ასე არ შეიძლება დარო, მართალია შენ სხვა გეგმები და მიზნები გაქვს, მაგრამ მეც მაქვს უფლება გადავწყვიტო რა მინდა. ერეკლესაც აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება, საუკეთესო გადაწყვეტილება. მეც მინდა დავსაჯო დედაჩემის მკვლელები, ეს მხოლოდ შენ არ გეხება. მართალია მის შესახებ ახლა გავიგე, მაგრამ მისი სიკვდილის გამო პასუხი მეც უნდა მოვთხოვო მათ. მერე რა რომ ის შენი და იყო, ის დედაჩემიც იყო. იცი რა არის ეს? დედაშენისთვის ვინმეს რამე რომ დაეშავებინა, შენთან დეიდაშენი მოსულიყო და ეთქვა ეს ჩემი ვალდებულებაა და შენ არ გაერიოვო, რას ეტყოდი?
- ვეტყოდი რომ მე თავად გადავწყვეტდი ჩემს ცხოვრებას, მე თავად გადავწყვეტდი რა იყო ჩემთვის კარგი, საქმეში გარევა თუ გაქცევა.
- ჰოდა მე ამ საქმეში ჩართვა მსურს, მინდა ვიცოდე ვინ გააკეთა ეს. მინდა ამ საქმესთან დაკავშირებული, პირების სახელები ვიცოდე.
- გაბრიელ ნაკაშიძე პრემიერ მინისტრის შვილი, ლევან დარჩია თავდაცვის მინისტრი, ლუკა დანელია ბიზნესმენი შმაგი დანელიას შვილი. დემნა, მისი ცოლი და დემნას ძმა გიორგი ჩადუნელი. აი ამ საქმესთან დაკავშირებული პირების სახელები. ახლა რას გააკეთებ? ხვდები მაინც ვის უნდა დავუპირისპირდე? შენ შეძლებ ამას? მითხრაი შეძლებ დამიდგე გვერსით? ჩამოვშალოთ მთავრობა, გავანადგუროთ ყველა და ვიზეიმოთ გამარჯვება. ნიკა შენ ჯერ პატარა ხარ, ცხოვრება წინ გაქვს. ამ ბრძოლაში რომც დავიღუპო ჩემთვის ყველაფერი სულერთია, იცი რატომ? მე სწორედ მაშინ მოვკვდი როდესაც დედაშენი. მე სწორედ მაშინ დამმარხეს როდესაც ის. მერე რა რომ დავდივარ, ვსუნთქავ, ვჭამ მე მკვდარი ვარ, შინაგანად მკვდარი ვარ. ჩემი სხეული არსებობს თუმცა სული არ მაქვს. მე ყოველ დარე ვხედავ, ყოველ დღე ერთი და იგივე კოშმარს ვხედავ. ვხედავ თუ როგორ კლავენ ჩემს დას, ჩემი თანდასწრებით, მაგრამ მე არაფერს ვაკეთებ. არ გინდა ნიკუშ ამ საქმეში ნუ გაერევი, შენც რომ მოგკლან მოვკვდები. შენ მამა გყავს, ის ახლახანს იპოვე მასთან ერთად უნდა იცხოვრო, უნდა დატკბე ბედნიერებით. ცოლს მოიყვან, შვილები გეყოლება ბედნიერი იქნები. მე, მე შეიძლება მაგ დროს აღარ ვიყო, მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ იცი? ბედნიერი ვარ რადგან ჩემმა დამ მისი ნაწილი დამიტოვა, შვილი რომელზეც ის ყოველთვის ოცნებობდა. გეგმები ჰქონდა მის შვილებთან დაკავშირებით, იცოდა რას დაარქმევდა, რას ჩააცმევდა, რას აჭმევდა, სად წაიყვანდა. მან ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში დაგეგმა. ის არ იყო სიკვდილის ღირსი, ყველაფერს დავთმობდი ახლა იქ მის მაგივრად მე რომ ვიყო. დაგღალე არა? ჭემი მოგონებებით, ტკივილით, ტირილით, მწუხარებით, მაგრამ რა ვქნა? ეს არის ჩემი ცხოვრება.
- ამბობ გული გამიცივდაო, მაგრამ ტირი. როგორ ტირი თუ გული ყინულივით გაქვს? შენ ყველაზე კარგი, თბილი და გულჩვილი ხარ ვინც კი მინახავს. აღარასოდეს თქვა რომ მოკვდები, მე არასოდეს გაგიშვებ ხელს. მე სულ შენს გვერდით ვიქნები, რომც გამაგდო მე მაინც მოვალ. ჩაგკიდებ ხელს და შენთან ერთად შევებრძოლები უსამართლობას. დედას მოეწონებოდა შენი საქციელი? მითხარი მოეწონება თუ გამაგდებ? და მარტო დარჩები ამ ყველაფერთან? მოეწონება საკუთარ ბედნიერებაზე უარს თუ იტყვი?
- არა. _ გულში იკრავს ბიჭს. - ძალიან მიყვარხარ ნიკუშ. არ მინდა შენც ისე გეტკინოს როგორც მე მტკივა.
- შეიძლება ზოგჯერ დედა დაგიძახო? _ მოულოდნელად ეუბნება ბიჭი.
- რაა? _ იშორებს.
- შეიძლება დედა დაგიძახო? ძალიან მინდა დაგიძახო.
- შენ თუ ეს გინდა, გამიძახე. _ ისევ მიიხუტა.
- დედა.


- დილამშვიდობის. _ მომაჯადოვებლად უღიმის მის წინ მყოფ საშუალო სიმაღლის მამაკაცს.
- დილამშვიდობის. იმაზე ლამაზი ყოფილხარ ვიდრე წარმომედგინა.
- გმადლობთ. ბატონო ავთო შეგიძლიათ მაჩვენოთ მტკიცებულება, რის გამოც თქვენი შვილი დააპატიმრეს? საბუთებს გავეცნობი, შემდეგ კი მასთან წავალ.
- ანუ თანახმა ხარ?
- თქვენი აზრით თანახმა რომ არ ვიყო აქ მოვიდოდი?
- მაპატიეთ. უბრალოდ ძალიან ანერვიულებული ვარ.
- არაუშავს.
- რამეს დალევთ?
- არა გმადლობთ, საბუთებს წავიღებ და წავალ. როდესაც დაკითხვაზე დაიბარეს, ადვოკატი იმ წამსვე რატომ არ მოითხოვეთ?
- ჩემი ადვოკატი ამერიკაშია, ჩამოსვლას ვერ ახერხებს.
- გასაგებია. გარდაცვლილთან რაიმე კავშირი ჰქონდა? _ საბუთებიდან თავს არ სწევს გოგო.
- დიახ. ისინი ბავშვობიდან ერთად არიან, სკოლა უნივერდიტეტი ერთად დაამთავრეს.
- გასაგებია. ოდესმე მოსვლიათ კომფლიქტი? თუნდაც პატარა შელაპარაკება?
- არა არასოდეს.
- დარწმუნებული ხართ? _ საბუთებიდან თავინამოწია გოგომ. - თუ რამე ხდება მე უნდა ვიცოდე, მე აქ მის არა დასასჯელად არამედ დასაცავად მოვედი. თუ არ მეცოდინება ვერ დავიცავ, მე არ მაინტერესებს მოკლა თუ არა მან. ამის გასარკვევად არ მოვსულვარ, უბრალოდ უნდა ვიცოდე სასამართლოზე წაარადგენენ თუ არა, ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებას. - ორი კვირის წინ შელაპარაკება მოუვიდათ, გოგოსთან დაკავშირებით.
- გასაგებია. მე წავალ თქვენს შვილს გავესაუბრები. _ კაცს ემშვიდობება და სახლიდან გამოდის. იქედან პირდაპირ პროკურატურაში წავიდა, მისი დაცვისქვეშმყოფის მონახულება მოითხოვა.
- გამარჯობა. მე შენი ადვოკატი ვარ, დარო ლაშხი.
- სასიამოვნოა. დათა ასათიანი.
- ეგ უკვე ვიცი. მოდი მკვლელობის ღამეზე ვისაუბროთ, რა დაინახე?
- არაფერი დამინახავს.
- ალბათ იცი რის გამოც დაგაპატიმრეს? შენი დანაშაული ათიდან თხუთმეტ წელს მოითხოვს, განზრახ მკვლელობა, გვამის განადგურება. მადლობა უნდა თქვა სამუდამო რომ არ გემუქრება. ახლა კი მითხარი რა დაინახე?
- მე არ მომიკლავს.
- მე არ გეკითხები შენ მოკალი თუ არა, გეკითხები რა დაინახე. _ ხმას უწევს ლაშხი.
- მე, ავთოს და შაკოს ერთ ბანდასთან დაპირისპირება მოგვივიდა. მათი ბანდის მეთაურის და შემიყვარდა, ორი კვირის წინ მე და შაკომ ამასთან დაკავშირებით ვიკამათეთ. შაკო მთხოვდა თავი დამენებებინა მისთვის, მაგრამ მე ის მიყვარს თან ჩემგან ორსულადაა. ხომ ხვდები არა?
- ვერა ვერ ვხვდები. პატარა ბიჭი ხარ? რას ქვია მიყვარდა და თავი ვერ დავანებე, ხომ ხვდები ახლა შენს გამო შენი ძმაკაცი სად არის? შენ კი აქ დგახარ და ქალივით მოთქვამ, მიყვარსო. სად არის ახლა შენი გოგო? უყვარხარ არა? ახლა კი ნორმალურად მომიყევი რა მოხდა? თორემ დარჩები ადვოკატის გარეშე. _ გაბრაზებული წამოდგა ფეხზე.
- თქვენნაირი უგულო ადამიანი პირველად ვნახე, თქვენ რა არ გყვარებიათ?
- ისე ჯერ არავინ მყვარებია, მისი დანაშაული მე დავიბრალო. ის მან მოკლა არა? შენი მეგობარი შენმა გოგომ მოკლა.
- არა. _ ყვირის ბიჭი. - ის არაფერ შუაშია.
- გასაგებია. ახალი ადვოკატი მოძებნე, ის ვინც შენს დაცვას ჩემზე კარგად შეძლებს. როგორც ჩანს შვილის გაზრდას ციხიდან აპირებ. მე რომ მოწინააღმდეგე მხარის ადვიკატი ვიყო, მერწმუნე შენც და შენს გოგოსაც ციხეში ამოგალპობდით.
- მოიცადე. _ წასასვლელად გამზადებულ გოგოს დაუყვირა. - შენ მამაჩემმა დაგიქირავა, ასე რომ არ გაქვს უფლება წახვიდე.
- მამაშენი ღმერთია? _ უარყოფის ნიშნად თავი გაუქნია ბიჭმა. - უარი თავად ღმერთს ვუთხარი, მან გადაიტანა. ანუ მამაშენიც გადაიტანს. ასე რომ პატარა ბიჭი, ახლა თავადვე დაიცავი საკუთარი თავი.

- შუადღე მშვიდობის ქალბატონო დარო. ბატონინერეკლე შეხვედრაზეა ამიტომ თქვენს კაბინეტს, მე გაჩვენებთ. მე მარიამი ვარ მისი ასისტენტი. _ ლიფტისკენ გაუძღვა გოგოს.
- სასიამოვნოა. ასისტენტი მეც დამჭირდება.
- დიახ რა თქმა უნდა. ხვალ გასაუბრებაა, ამიტომ თავად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი კანდიდატი.
- მინდა ჩემი ასისტენტი სტუდენტი იყოს, სავალდებულოა სამართლის ფაკულტეტიდან.
- გასაგებია. ეს თქვენი კაბინეტია, თქვენს ზემოთ ბატონი ერეკლეს კაბინეტია. მანამ სანამ ასისტენტს აიყვანთ, შეგიძლიათ მე დამიძახოთ. ყველაფერში დაგეხმარებით. _ ჩვეულებრივი სტანდარტული კაბინეტია,  მყუდრო, თეთრი კედლებით და შავი ავეჯით. მარჯვენა მხარეს დიდი საბუთების კარადა დგას, მის პირდაპირ კი მოზრდილი მაგიდა თავისი სავარძლით. ოთახში ერთი დივანიც დგას მისი პატარა მაგიდით. - რას ინებებთ?
- უშაქრო ყავა თუ არ შეგაწუხებთ.
- არა რას ამბობთ, ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონო დარო. _ გოგოს უბრალოდ უღიმის და თავის ადგილს იკავებს.
- პირველ სამუშაო დღეს გისურვებ. _ გოგოს გასვლის შემდეგ კაბინეტში ყავით ხელში შემოდის ერეკლე.
- რა პატივია, თავად ერეკლე ლიჩელს მოაქვს ჩემთვის ყავა. ამაზე გაზეთებში დიდი სტატია დაიწერებოდა. " ერეკლე ლიჩელმა ცივსისხლიან ლაშხს ყავა მიართვა" _ თავის ფანტაზიაზე თავადვე ეცინება გოგოს.
- რა იცი რომ ეს ყავა შენია?
- იმედია ჩემია. _ თვალები მოჭუტა დარომ.
- კი, კი. _ ყავის ფინჯანი დაუდო წინ. - აბა როგორ გრძნობ თავს ახალ კაბინეტში.
- ჯერ მაინც უცხოდ.
- გინდა ერთად ვისადილოთ?
- არა, ბევრი საქმე მაქვს. ხვალ სასამართლოა.
- ვისი?
- ერთი კლიენტი მყავს, ცოლოს მკვლელობაში დებენ ბრალს.
- მან მოკლა?
- არ ვიცი.
- ასე ბრმად რატომ იცავ ხალხს?
- ბრმას ვგავარ? ვიცავ იმიტომ რომ ეს ჩემი საქმეა. არ მაინტერესებს მან მოკლა თუ არა, მე მისი უდანაშაულობა უნდა დავამტკიცო.
- წარმატებები. დარო მეგობარი ბიჭი გყავს?
- მეგობარი კი, ბიჭი არა. აკოს თუ არ ჩავთვლით.
- მე სხვა მეგობარს ვგულისხმობ.
- რომც მყავდეს შენ რა? ეა ჩემს სამსახურს ხელს არ შეუშლის.
- გასაგებია. გუშინ გავიგე რომ ტელეფონი არ გაქვს, ეს კომპანიის სახელზე. _ წინ უდებს ყუთს
- არ არის საჭირო, ჩემითაც შემიძლია ვიყიდო.
- კომპანიის საჩუქარია.
- მადლობა.  _ბიჭის გასვლის შემდეგ ტელეფონი ჩართო და ნაცნობ ნომერზე დარეკა.
- თავს როგორ გრძნობთ ბატონო დემნა?
- რა გინდა?
- ვაიმე რა სიუხეშეა. როგორ ხართ? თავს ხომ კარგად გრძნობთ?
- ცუდად რატომ უნდა ვიყო?
- რა ვიცი? არჩევნები ახლოვდება და მეთქი გული რამე ცუდს უგრძნობსთქო.
- რას აპირებ დარო?
- ყველაფერს გაიგებ წინა საარჩევნოდ რომ დაიწყებ მზადებას.
- დარო თუ რამეს გააკეთებ.
- მომკლავ? _ ყვირილით ჩასძახა ტელეფონში. - იცი ერათმა მითხრა მამაშენს უყვარხარ, მას შენი დაცვა უნდაო, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ შენს სიყვარულს. მიყვარდი იმ ყველაფრის შემდეგ მართლა მიყვარდი, თუმცა როდესაც იმ სახლში ფეხი ისევ შემოვდგი, მე შენ დაგინახე, შენი ზიზღნარევი მზერა დავინახე. შენ არაფერი გააკეთე მის შესაჩერებლად, მან დედაჩემს ბო*ი უწოდა, მე ნაბ***არი შენ კი უბრალოდ იდექი და მე მიყვიროდი. მითხარი მამა ოდესმე გიყვარდი? _ დუმს. - დუმილი თანხმობის ნიშანია? მითხარი რატომ უნდა დაგინდო? მძულს ჩემი თავი, შენც მძულხარ, შენი კრუელა ცოლიც, დედაჩემიც. ყველა მძულს ვისაც შენთან კონტაქტი აქვს ან ჰქონდა. მძულს ის სისხლი ჩემს ძარღვებში რომ ჩქეფს, ყველაფერი მძულს რაც შენ გიკავშირდება. უბრალოდ იცოდე მაშოს სისხლს არც შენ და არც არავის შევარჩენ. იცი ვინ არის ჩემს სიაში პირველი?
- ვინ?
- სულ მალე გაიგებ.
- მე შენ სულ მიყვარდი დარო.
- გიყვარდი? სიყვარულის გამოხატვის უცნაური მიზეზი გაქვს, საყვარელო მამიკო.








№1 სტუმარი ქამელეონის თვალება გოგო

მაგარია მოუთმენლად ველი ახალ თავს მაგრამ კარგი იქნება თუ ცოტა უფრო დიდ დროს დაუთმობ სიყვარულს თუმცა ძალიან მახარებ და მაგიჟებს ეს ისტორია

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ოხხ დარო დაროო! როგორი ჯიუტია!
რავქნა გული ცუდს კი მიგრძნობს მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად დასრულდება!
რაც შეეხება დაროს მისი ტკივილი მესმის რათქმაუნდა მაგრამ მინდა რომ ბედნიერი იყოს კი ახსნა კიდეც ყველაფერი მაგრამ რავქნა ისე მინდა ერეკლესთან ერთად იყოს რო რავი .. ერეკლე ძალიანმესაყვარლება :დ აი ნიკუშა ჰო საერთოდ ისეთი კარგია ♥️♥️ რაც შეეხება დემნას არვიცი რა არვიცი მგონია რომ მამაშვილური სიყვარული მაინც არის ! რაღაცნაირი კაცია არვიცი უბრალოდ მინდა ყველაში კარგი დავინახო რადგან ძაან მაგარი პერსონაჟები გყავს ♥️♥️♥️ მოუთმენლად გელოდები წარმატებბეი

 


№3  offline წევრი mariam m.k

Kargia tavidan kinmaginebda ert istorias magram mere ise ganvitarda tavebshi mgoni mxolod pirvel tavshi hgavda. Rac sheexeba istorias mgoni sheni pirveli istoria es romelsac ese rogor vtqva seriozul da dazabul sitvacis upiareb.kargi aris da erts getyvi zan ar gawelo?!?!

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

როდის დაიდება

 


№5  offline მოდერი LurjTvala demoni

ქამელეონის თვალება გოგო
მაგარია მოუთმენლად ველი ახალ თავს მაგრამ კარგი იქნება თუ ცოტა უფრო დიდ დროს დაუთმობ სიყვარულს თუმცა ძალიან მახარებ და მაგიჟებს ეს ისტორია


იქნება უბრალოდ ნელ-ნელა შევამატებ ყველაფერს. ცოტათი დაახლოვდნენ ჯერ

meocnebe avadmyopi
ვინაა სიაში პირველი??
რატო მაშინებს ეს გოგო
ნიკუშა ჩემია გაბედეთ და შემომეპასუხეთ
ირაკლიც მაგარი ვიღაცაა
ეს გოგო ხომ მაოცებს და მაოცებს
ძაან კაი იყო რა მალე დადე შემდეგი
პ.ს დემნას ვერაფერი მე ვერ გავუგე blush


დემნას ვერც მე გავუგე, მალე გაიგებ ვინ არის პირველი ❤

terooo
როდის დაიდება


დავდე უკვე

ტკბილიწიწაკა
ოხხ დარო დაროო! როგორი ჯიუტია!
რავქნა გული ცუდს კი მიგრძნობს მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად დასრულდება!
რაც შეეხება დაროს მისი ტკივილი მესმის რათქმაუნდა მაგრამ მინდა რომ ბედნიერი იყოს კი ახსნა კიდეც ყველაფერი მაგრამ რავქნა ისე მინდა ერეკლესთან ერთად იყოს რო რავი .. ერეკლე ძალიანმესაყვარლება :დ აი ნიკუშა ჰო საერთოდ ისეთი კარგია ♥️♥️ რაც შეეხება დემნას არვიცი რა არვიცი მგონია რომ მამაშვილური სიყვარული მაინც არის ! რაღაცნაირი კაცია არვიცი უბრალოდ მინდა ყველაში კარგი დავინახო რადგან ძაან მაგარი პერსონაჟები გყავს ♥️♥️♥️ მოუთმენლად გელოდები წარმატებბეი


ძალიან მიხარია რომ კითხულობ, დაროს ეშინია ხვდები რატომაც. გული გაციებული აქვს და ამიტომაც იჭერს თავს შორს. თუმცა მალე დათბება იმედია ❤

mariam m.k
Kargia tavidan kinmaginebda ert istorias magram mere ise ganvitarda tavebshi mgoni mxolod pirvel tavshi hgavda. Rac sheexeba istorias mgoni sheni pirveli istoria es romelsac ese rogor vtqva seriozul da dazabul sitvacis upiareb.kargi aris da erts getyvi zan ar gawelo?!?!

არა ძაან გაწელვას არ ვაპირებ, ცუდია დაწყება სხვა ისტორია თუ გავს. არვიცი არ მაქვს წანაკითხი თორემ შევცვლიდი რაღაცეებს, მხოლოდ ერთი ვიცი არავის ისტორიას არ ვიღებ. ძალიან მიხარია რომ კითხულობ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent