სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 1)
_რა გჭირს გოგო არ იტყვი? _შემეშვი _რა შეგეშვა, ახლოსაც არ მიკარებ, ვიფიქრე დღეს ცუდ ხასიათზეა ალბათ_თქო, მაგრამ მხოლოდ ჩემთან მიმართებაში? _გამანებე თავი, ასე ძნელია ამის გაგება? როდის გავხდი იმდენად მნიშვნელოვანი, რომ უკან დამყვები? _არ დაგყვები, უბრალოდ მითხარი რა გჭირს? –როგორ ვერ ხვდები, რომ ვცდილობ თავი შენგან შორს დავიჭირო, არ მინდა გული მატკინო, მინდა საბოლოოდ დავივიწყო ის საშინელი გრძნობა, რაც მოსვენებას არ მაძლევს. შენთან ურთიერთობით ამას ვერ გავაკეთებ, დამანებე თავი ჩათვალე საერთოდ არ ვარსებობ...ასეთი რთულია? –არა... დილით ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა რამაც გამაოცა, გამაოცა კი არა მიკრო შოკი მიმაღებინა, მაგრამ მალევე გამოვერკვიე და სააბაზანოში წყლის წვეთებს მივაგებე სახე, ცივმა წყალმა შოკირებული და ნამძინარები სახე წაშალა და იმედი დაახატა. ალბათ დაგაინტერესეთ, პირველ რიგში გაგეცნობით. მე ვარ ლილე, 17 წლის დავიბადე და გავიზარდე თბილისში, საკმაოდ დიდი ხანია ვცეკვავ ქართულ ცეკვებს, ვსწავლობ საკმაოდ კარგად, იმდენად კარგად, რომ ჩემი ნაცნობები და ოჯახისწევრები, რომ გაიგებენ ქორეოგრაფიულზე ვაპირებ ჩაბარებას, ალბათ ჩამქოლავენ, შემდეგ კი ბედნიერად მომისვრიან სახლიდან და გულებიდანაც ამომშლიან. უნდა მეშინოდეს? ალბათ, კი,მაგრამ ცხოვრება ხომ ერთი დიდი ექსტრიმია, ამიტომ უშიშრად ვუწყობ ნაბიჯებს მის ხორუმს... კარგით ცოტა გატყუებთ, ალბათ, მეშინია და მაგიტომაა 2 წლის განმავლობაში, ყველას რომ ვპასუხობ ჯერ არ გადამიწყვიტავს სად მინდა ჩაბარება_თქო. თავდაცვის მექანიზმისთვის ჯერჯერობით არაუშავს. ის მამშვიდებს, რომ მყავს საოცარი დედიკო, რომელიც ფიქრობს, რომ ცხოვრებაში ის უნდა გავაკეთო რაც გულს სურს, ის უნდა შევიყვარო ვინც გულს უნდა, სხვის აზრს მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდაც მე ვიყო ბედნიერი, ეს უკანასკნელი მახარებს და მასულდგმულებს, ალბათ, სახლიდან რომ მომისვრიან პირველი მასთან მივალ. დედასთან დიდი ხანია არ ვცხოვრობ, იგი მეორედაა გათხოვილი და თავის ქმართან ერთად ქირით ცხოვრობს, ძალიან უნდა მასთან ვიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თავს ვიკავებ. აღარ გავაგრძელებ და გეტყვით, რომ ახლა ჩემს თანამოსახლეებთან: ბებიასთან, ბაბუასთან და ბიძასთან ერთად ექიმის ზარს ველოდები, რომელმაც ვერდიქტი უნდა გამოუტანოს ჩემს ფეხს, რომელმაც მთელი ერთი წელი იუქმა და ცეკვისგან, როგორც ექიმი იტყოდა დაისვენა. ტკივილებით თითქმის 6 თვე ვიტანჯებოდი, მათ ბევრჯერ ცხარე ცრემლით მატირეს. პირველი ცეკვის დროს, როცა თავს ძალას ვატანდი და კონცერტებზე ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მეორე მაშინ, როცა მითხრეს ცეკვას მინიმუმ 1 წელი ვერ შეძლებო, მესამე, როცა ჩემი ანსამბლის კონცერტის ვიდეოებს ვუყურებდი. რეპეტიციებზე არ მივდიოდი, ძალა არ მყოფნიდა და ახლა მე 1 წლის ნატანჯი, ლილე ველოდები ჩემს განაჩენს, რომელმაც მალევე დაარღვია სიჩუმე ოთახში: –დიახ, გისმენთ, ექიმო_ სულმოუთმენლად, მაგრამ მაინც დიდი შიშით ველოდებოდი პასუხს და დიააახ, აააააააა..._მთელ სამეზობლოს ჩემი წივილის ხმა აყრუებს და დაფის აპკს უხვრეტს. –არის, იეეს მე ისევ ვიცეკვებ, აეეე ტიმ ტა რარამ ტამ ტა რარამ, დუმ ტამ ტამ ტამ დუმ ტამ ტამ...– და ასე გრძელდებოდა მთელი დღე. არ ვჩერდებოდი, ვცეკვავდი, მუხლს ვკოცნიდი, ვლოცავდი, თან ვემუქრებოდი აბა კიდე გაბედე ატკიება–თქო. ჩემი შემხედვარე კი ყველა იცინოდა, სიცილი ცოტა ნაზი ნათქვამია, არ დავკონკრეტდები ახლა. საღამოს უკვე მასწავლებლიდან დაწყებული, ფბ_ში წინა დღეს დამატებული ახალი, უცნობი მეგობრის ჩათვლით ყველამ იცოდა, რომ ლილეს ექიმმა ერთი წლის წინ ამობერილი სული, კვლავ შთააბერა და უზომოდ გააბედნიერა. მილოცავდნენ, ბედნიერებას მისურვებდნენ და კიდე ბევრი... მოკლედ ხვალიდან შეწყვეტილ სიცოცხლეს ვაგრძელებდი... ღამე ძალიან გაიწელა, მაგრამ სასიამოვნო დილა გათენდა. ფანჯრიდან შემოდგომის სურნელი მელამუნა პირისახეზე და გაღვიძებისკენ მიბიძგა. ასე ტკბილად თუ ოდესმე გამეღვიძოს, არ მახსოვს. სწრაფად ავდექი, სააბაზანოში საქმეები მოვილიე, კარადასთან რამდენიმე საათი დავყავი, საჭმელთან და ყავასთან ერთად, კონსესუსს მივახწიე ჩემს შინაგან მესთან და ჩაცმა დავიწყე.უკვე 2 საათი ხდებოდა, ვერც კი შევამჩნიე დრო როგორ გავიდა. ნაკლებად მკვეთრი მაკიაჟით დავაჯილდოვე საკუთარი თავი, მაგრამ მუქ, იასამნისფერ, მატოვ პომადას მაინც ვერ გადაურჩნენ დიდი ტუჩები, რომელიც თეთრ, სადა ზედას, მართლა აკვდებოდა... 3ის ნახერზე სახლიდან გავედი და ნახევარ საათში დარბაზის შესასვლელთან ამოვყავი თავი, კარები დაკეტილი იყო და ტკბილი ტრენაჟის მუსიკის ხმა ისმოდა. დავაგვიანე, მაგრამ შეგნებულად, ეს ჩემი ხრიკია, მიმიხვდით ალბათ. დარბაზის კარი შევაღე და მასწავლებლის ძებნა დავიწყე, რომელსიც ერთ_ერთი მოსწავლის თითებს ასწორებდა და რაღაცას მიუთითებდა, ისიც თავს უქნევდა. როდესაც, ჩემი მეგობრების ყურადრება მივიპყარი მანაც გამომხედა, წამის მეასედში მუსიკა გათიშა და ღიმილით ხელებგაშლილი შემომეგება: _ჩემო საყვარელო გოგო, მოდი ჩაგეხუტო?!_რამდენიმე წამი მის მხრებზე დავყავი შემდეგ გადავკოცნე და ოდნავ მოშორებით დავდექი._როგორ მომენატრე, ბედნიერი ვარ რომ დაგვიბრუნდი, გვაკლდი... _მეც ძალიან მომენატრეთ, მას, ეს სურნელიც კი მომნატრებია_ ცხვირის ნესტოები ზემოთ ავქაჩე და ოფლის სუნით გაჟღენთილი ჰაერი ხარბად შევისუნთქე. ყველას სიცილი აუტყდა, მეც მალე შევუდექი საკუთარი თავის დაცინვას. _მიდი ახლა გამოიცვალე და შემოდი. მალე დარბაზში , აწ უკვე გაშავებული ვიდექი და ბავშვებს ვესალმებოდი. ყველა თბილად შემხვდა. მეც ბედნიერების კვალი არ მშორდებბოდა მთელი რეპეტიციის განმავლობაში, მაგრამ რამდენჯერმე დავიჭყანე, რადგან გავაცნობიერე რამდენი რამ მქონდა სასწავლი, ცოტა ვმორცხვობდი უკან დგომას არ ვიყავი მიჩვეული, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, მეც კი მხოლოდ უკან მივუჩენდი ადგილს. ყველაფრის ასათვისებლად რამდენიმე თვე დამჭირდა. ცეკვები ახალი იყო, ნახაზებიც, სტილიც. ვისწავლე ლეზგინკა, რომელსაც თითქოს თავიდან ალღო ვერ ავუღე, მაგრამ შეუძლებელი ხომ არაფერია. კონცერტმაც არ დააყოვნა და კიდევ ერთხელ მაზიარა სცენაზე დგომის ბედნიერებას. ამ მოკლე დროში ჯგუფელებთან, უფრო მეტად, გოგონებთან ურთიერთობა აღვადგინე, მაგრამ მიჭირდა ყველასთან კონტაქტში შესვლა, რადგან ცოტა იყო ისეთი ვისთანაც მეგობრობა მართლა მსურდა. მალევე დავუახლოვდი ძველ მეგობრებს: ნინოს და ნატას. მათთან ადრეც ახლოს ვიყავი, საერთო ენა კი ერთი წლის მერეც ადვილად გამოვნახე. უკვე საკმაო დრო იყო გასული ჩემი დაბრუნებიდან და ახლადაც აღარ მივიჩნეოდი, მაგრამ მაინც შებოჭილად ვგრძნობდი თავს, ნელ_ნელა ჩემს პოზიციას ვუბრუნდებოდი და ადგილს წინა რიგებში ვიკავებდი. ეს ბევრისთვის არ ყოფილა სასიამოვნო, რადგან უკან და უკან მიდიოდნენ, ზოგი მალევე ნებდებოდა, ზოგიც კი ყველაფერს აკეთებდა ადგილის შესანარჩუნებლად, ადგილის ან ბიჭის.ალბათ, მიმიხვდით ერთ კონკრეტულ გოგოზე გესაუბრებით, რომელმაც ჩემი გასვლიდან მალევე გაიჩინა შეყვარებული, რომელიც ჩვენთან ცეკვავდა, მას კარგად არ ვიცნობდი და გაცნობის ინიციატივასაც არ ვიჩენდი. რატი ერთი შეხედვით კარგი ბიჭი ჩანდა, საკმაოდ სიმპათიურიც გახლდათ, მაგრამ არ ვიცოდი რამდენად სიმპათიური პიროვნება აღმოჩნდებოდა. იყო ერთი პრობლემა, სიმაღლით სულ მასთან მიწევდა დგომა, მანამდე კი მას პარტნიორობას თავისი შეყვარებული უწევდა. თაკოს ეს ძალიან აბრაზებდა, რამდენჯერმე უკანაც კი დავიხიე, რითაც ნატას გაბრაზება გამოვიწვიე. რამდენჯერმე მითხრა კიდეც, რომ ვეღარ ცნობდა ლილეს, რადგან ის აღარ იყო უწინდებურად თავდაჯერებული, იგი არავის არაფერს დაუთმობდა და უკანა პლანზე შეკვარებულების დრამის გამო არ გადაიწევდა. ამაზე არც კი ვფიქრობდი, მანამ სანამ ნატამ არ მიმახვედრა. თავდაჯერებულობა, მართლაც, მაკლდა, რაც ვატყობდი უკვე მღუპავდა. მალევე აღვიდგინე ჩემი უწინდებური სიამაყე, რამაც დიდი პრობლემა და ეჭვიანობის მთელი კორიანტელი გამოიწვია. თაკო ეჭვიანობდა ჩემზე და რატიზე. ხშირად ჩხუბობდნენ, ბოლოს კი იმ კაპასამ მიახწია თავის საწადელს. რატი ჩემთან ისე აღარ ცეკვავდა, როგორც საჭირო იყო. ლალი მასწავლეველი სულ შენიშვნებს გვაძლევდა: „წყვილში მინდა იცეკვოთ, ერთმანეთს უყუროთ და ერთმანეთი იგრძნოთ.“ ამ უკანასკნელმა მოთმინების უნარი ბოლომდე ამომიწურა და ჩემმა პირველმა დიალოგმაც არ დააყოვნა რატისთან: _რატი ერთი წუთი შეიძლება დავილაპარაკოთ? _კი რა თქმა უნდა _დღეს თაკო არ არის და ,ვფიქრობ, შესაბამისი დროა. მისმინე მე არ მაინტერესებს რა ხდება თქვენ ორს შორის, უბრალოდ პრობლემებს მიქმნი უკვე, ლალიმაც არაერთხელ მისაყვედურა, როგორც მთელი ანსამბლის წინ ისე მარტო, ამის ატანას აღარ ვაპირებ, ან იცეკვე და შეეშვი იმაზე ფიქრს თუ რას გეტყვის თაკო, ან რაიმე სხვა გზა მონახე, მე უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაყენებ, გთხოვ. _ ლილე ბოდიში, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდი, შევეცდები შენიშვნები აღარ მივიღოთ. _ კარგი რატი მადლობა და კარგად. _შეხვედრამდე. _ თითქოს დავმშვიდდი, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ჩემი სიმშვიდე, რადგან... ესეც ჩემი პირველი ისტორია მეგობრებო, გამიზიარეთ თქვენი ემოციები. შევეცდები ნელ_ნელა უფრო დავხვეწო და თქვენი შენიშვნებიც გავითვალისწინო. მადლობა წინასწარ?! „ს ი ძ უ ლ ვ ი ლ ი დ ა ნ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ა მ დ ე ბ ე ვ რ ი ა“ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.