შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილიანი (სრულად)


15-11-2018, 20:56
ავტორი natai
ნანახია 3 760

დიდი ხანია არ ჩაუხედავს ლილიანს სარკეში... ყველგან გაურბოდა... მხოლოდ ბოლივიას ვერ გაექცა... საოცარია წვიმა არ უყვარს,( არ უყვარდა სიცივე, ზაფხულის მრავალფეროვნება იზიდავდა. ისე ერთხელ კი დასველდებოდა წვიმაში თავითფეხებამდე, გაბედავდა და ფეხშიშველი სახეს მიუშვერდა შხაპუნა წვიმას , მაგრამ ჯერ არა..) აქ ხომ სწორედ წვიმის შედეგად წარმოიქმნება ასეთი ,,საოცარი სარკე“. დგას და უყურებს ლილიანი ანარეკლს, მსოფლიოში ყველაზე დიდ სარკეში. ფორმარულად ლილიანია, მხოლოდ საერთო სახელით, გამოხედვაც კი არაიდენტური (ჩამქრალი). უყურებს ახლად გამომცხვარ ლილიანს და ვერც იხსენებს, როდის ან როგორ გახდა ასეთი უსიცოცხლო, როდის დაიწყო ,,სისხლისგან დაცლა?!..’’
იქნებ მაშინ, როცა საგულდაგულოდ ალაგებდა თაროს (ცხოვრებას), ვინ მოთვლის რამდენჯერ, სიმეტრიულადაც კი, მაგრამ ვიღაცამ აუწეწა, აი ასე ყოველჯერზე დაუკითხვად ხან ვინ და ხან კიდევ ვინ, თავდაყირა დააყენეს მთლიანი თარო... ან იქნებ თავი ყინულის ლოდად რომ გარდაქმნა, ყოველგვარი ემოციის გარეშე ,,სულში მოფათურე ჩრდილებისთვის“... იქნებ როცა ადამიანები ვერ გაიმეტა დასაკარგავად... ან სულაც მაშინ, როცა საკუთარი ხელითვე გაანადგურებინეს უკანასკლნელი ფერადი ყუთი, ოცნებებით და მიზნებით სავსე... ვინ იცის?!
რამდენიმე წუთიანი შეჩერების შემდეგ მატარებელმა ისევ განაგრძო სვლა. უკან დაბრუნებისას, სადღაც ტყის გავლით, მატარებელი მოულოდნელად გაჩერდა. თუმცა არც შემიმჩნევია ყოველივე ეს, მზერა კვლავ მწვანე მდელოსკენ მქონდა მიმართული, რომელიც ჩემი ვაგონის სარკმლიდან იშლებოდა.
მზერა უფრო ღრმა იყო ვიდრე მხოლოდ ხედის აღქმა და ფიქრიც. ბოლივიას ვერ ვიგდებდი თავიდან და ანარეკლს რომელიც იქ დავინახე. დიდი ხანია ვუკუაგდებდი საკუთარ ეგოს , რომელიც ფანტაზიის და რეალობას აღქმაში მეხმარებოდა, ფიქრსსა და მსჯელობაში, ტკივილის შემცირებაში და მისგან თავის დახწევის გზების ძიებაში. ახლა თითქოსდა მოსმენა დავიწყე.
- უკაცრავად რომელი საათია?-გამოვერკვიე მგზავრის კითხვაზე. მობილურს დავხედე დრო რომ მენახა მიუხედავად იმისა, რომ მაჯის საათს სულ თან ვატარებდი.
- რვა სრულდება.-თავაზიანად ვუპასუხე მგზავრს.
მხოლოდ ახლა შევამჩნიე შეტყობინება, ნაცნობი ნომრისგან ნაცნობი მიმართვით. სასიამოვნოდ გამეღიმა, ვერც კი მოვასწარი ფიქრს მივცემოდი რომ საკუთარი ეგოს ხმა ჩამესმა.
- წარსულია!
- განა ისედაც წარსულში არ ვარ?!- ირონიულად ჩამეცინა.
- რა გინდა?-ჩამძახა მკაცრი ტონით.
- ახლა? სიმშვიდე. - ვთქვი თუარა უმალვე ღრმა სუნთქვა ამოვაყოლე ამ სიტყვას.
- დარწმუნებული ხარ რომ მხოლოდ ეს?
თვალწინ ბავშვობის მეგობარი დამიდგა.
ვიტყოდი მეგობარზე მეტი,ერთმანეთის ძლიერი მხარე, სულის ნაწილი.
რაღაც დაემართა, ჯერ ჩემთვის ამოუხსნელი..
-მტკივნეულია ვხედავდე მას ასეთს და ვერ შევძლო ვერაფრის შეცვლა, როცა მხოლოდ მე შევძლებ მისთვის გზის პოვნას.. აუტანელია როცა ვიცი რომ ჩემთვის არასდროს დანებდებოდა, მე კი უმოქმედობსგან ჭკუიდან ვიშლები. სასოწარკვეთილს შემომეჩვივნენ ,,სულში მოფათურე ხელები’’ ისე რომ საკუთარი ხელით დავხიე ჩემი ცხოვრების დაუწერელი ფერადი ფურცლები. უღონო, ცარიელი და დაბზარული თიხის ჭურჭელი ვარ. მაგიჟებს ეს დამოკიდებულობა და რომ საკუთარ თავთან სუსტი აღმოვჩნდი. ასე რომ კი, ახლა მხოლოდ ეს.
საკუთარი ეგოსთვისაც კი მოულოდნელი იყო ეს ამოძახილი.
-მაშინ რატომ უპასუხე?
-გამახსენა რომ ცოცხალი ვიყავი.
სიჩუმე ჩამოვარდა. ვფიქრობდი მოვიგე კითხვა-პასუხი ჩემს თავთან.
- შენ ისევ გაიქცევი.- განაგრძო ხმამ. -განა იმსახურებს ამას?!
- შენ იცი რატომაც.
- ყოველთვის არ უნდა გაიქცე.
- ვეღარ ვხდები როდის არა..
- თვითონ ხარ დამნაშავე.
- მე? მე რატომ ? - სიბრაზე მომაწვა.
- ყველაფერი რაც შენში კარგი იყო საკუთარი ხელით მიმალე ბნელ, ნესტიან კუთხეში. სიბრაზისგან დაბრმავებულს არც კი დაგენანა ისე გაიმეტე სიბნელისთვის. მათ გარეშე შენი გული ყინულია და არაფრით განსხვავდება სხვებისგან.
-განა თვითონ არ ხარ მოწმე, რომ ყოველ შესაძლებლობაზე ადამიანები მივლიდნენ , მთელავდნენ, ცოცხლად მგლეჯდნენ და მჯიჯგნიდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვივით ლაღი, გულწრფელი და თავისუფალი ვიყავი. ვცდილობდი თითოეულში კარგი მეპოვა, ყველას ტკივილი მაწუხებდა, ყველას მეგობრის ხელს ვუწვდიდი. ადამიანურობის გამო იყო, ყოველთვის სვავებივით დამტრიალებდნენ თავს, მელოდებოდნენ ფეხი როდის დამიცდებოდა. მხოლოდ ადამიანურობის გამო!
-ისინი ყოველთვის ისეთები იქნებიან, როგორებიც იყვნენ, შენ მათ ვერ შეცვლი. შენც ის უნდა იყო , როგორიც ხარ. ყველაზე მარტივი გზა აირჩიე და რა მიიღე? საკუთარ თავს ვეღარ ცნობ.
-შენც ხომ იცი,ბავშვობიდან ყველანი სიბრალურით იყვნენ გამსჭვავლული ჩემს მიმართ, იმიტომ რომ ფიზიკურად სუსტი დავიბადე ჩემი ტყუპისგან განსხვავებით. ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უკან მომსდევდა სიტყვები: ,,სუსტია ვერ შეძლებს“. რაც უფრო მინდოდა თავის დამკვიდრება უფრო მიცრივდებოდა იმედები. ყველგან საკუთარის თავის პოვნას ვცდილობდი, მაგრამ ვერავისგან ვგრძნობდი მოტივაციას. გახსოვს, პატარა ჩანახატი დავწერე, მთელი ჩემი ხასიათი, გული ჩავაქსოვე იმდენად,ჩემთვისაც აღმოჩენა იყო, რომ რაღაც განსხვავებული შეიძლებოდა გამომსვლოდა. მსიამოვნებდა განცდების ფურცელზე გადატანა, საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი.
საშინლად იმედგაცრუებული და შეურაცყოფილი დავრჩი. რატომ? მოეწონათ მაგრამ ჩემში შეეპარათ ეჭვი. ,, შენ ამას მარტო ვერ დაწერდი.“ მთელი საღამო დედას ტირილით დავსდევი ეთქვა, რომ მე თავად შევძელი. შეგიძლია წარმოიდგინო რამდენად მნიშვლელოვანი იქნებოდა მაშინ ეს თერთემეტი წლის ბავშვისთვის?
არასდროს ვყოფილვარ ამბიციური, უბრალოდ მინდოდა საკუთარი თავი მეპოვნა...
გული დამიმძიმდა, ნაცნობმა ტკივილმა გამოყო საცეცები და მარწუხებივით შემოეჭდო გულს. ღრმად ვმარხავდი ამ ტკივილს, გონებისთვის მიუწვდომელი რომ ყოფილიყო, მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდებოდა, თოთოეულ წყენას, იმედგაცრუებას, ღალატს, ტყუილს ისრუტავდა და იდგამდა ფესვებს, მერე კი ერთიანად სუროსავით შეეზრდებოდნენ გულს. ხანდახან მიკვირდა ჩემი გული ისევ ისეთი კეთილი და სუფთა რომ იყო, მართალა მიკვირდა.
აი ისევ, ყელში რაღაც ბურთივით მომაწვებოდა ხოლმე, თვალები ცრემლებით ამევსებოდა, მერე მონაცვლეობით გადმოცვივდებოდნენ. გზას იპოვნიდნენ თვალის უპედან ღაწვების, ცხვირის ნესტოების და ტუჩების გავლით, ბოლოს ნიკაპთან შეაშრებოდნენ ერთმანეთს. ღრმად ამოვისუნთქე, ეს რომ ამეცილებინა თავიდან. აქეთ-იქეთ ყურება დავიწყე, ცრემლი რომ თვალებშივე ჩამქრალიყო.
სავარძელს ზურგით მივეყრდნი, თავი ფანჯარას მივადე, თვალები დავხუჭე და შევეცადე გონება დამესვენებინა. შორიდან ჩურჩულით ისევ მესმოდა ხმა.
-იქნებ ყველაფერი ცუდი ერთიანად გამოიარე და ახლა მხოლოდ კარგი დაგრჩა გასავლელი, იქნებ უნდა დაგეძლია შენი სისუსტეები ყველაზე მთავარისთვის შენს ცხოვრებაში, ყოველგვარი შიშის გარეშე რომ შეხვედროდი, იქნებ...
-იქნებ.. იქნებ... ჩავეჭერი ხმას, როცა უკვე ძალაგამოცლილი უსიცოცხლო და ჩამქრალი ვარ. ბავშვივით ჩავიბუზღუნე გულში, შევიშმუშნე, შუბლზე ჩამოვარდნილი ალისფერი კულული უკან გადავიგდე და შევეცადე ძილს მივცემოდი.
ცოტახნით ჩამეძინა, მაგრამ ისე თითქოს რამდენიმე საათით მძინებოდა, მესიამოვნა რაღაც დროით მაინც მიჩუმდა ხმა გონებაში. ერთი საათიც და მატარებელი ბოლო სადგურში შევიდოდა.
კიდევ ერთი საათი არ მინდოდა ისევ ფიქრებში ჩავფლულიყო, რადგან მაშინვე ჩემი ეგო ისევ კითხვების დასმას დაიწყებდა, მე კი პასუხები უნდა გამეცა, თუ პასუხს ვერ ვიპოვიდი ხმა არ გაჩერდებოდა და ისე და ისევ ატრიალებდა კითხვას გონებაში. არც სხვა მგზავრების მსგავსად ერთმანეთან საუბრით არ მინდოდა დროის გაყვანა, მითუმეტეს სურვილიც კი არ მქონდა, ამიტომ ყველას მზერას ვარიდებდი, რაიმე რომ არ ეკითხათ. არც მუსიკის მოსმენის ხასიათზე ვიყავი, უღიმღამოდ ჩავაბრუნე ყურსასმნები ჩანთაში. გამახსენდა ზურგჩანთაში წიგნი მედო, მეგობრისგან ნაჩუქარი წარწერით: ,, სიყვარულით ლილიანს, ჯადოსნური მოგზაურობა იწყება.“ მივხვდი რომ ეს წიგნი ისე უბრალოდ არ მაჩუქა მეგობარმა, მითუმეტეს მთხოვა: ,,შთბეჭდილებები გამიზიარეო.’’
თუ დღეს გარეგნულად ისევ ძლიერი ვჩანდი, ეს ჩემი მეგობრების დამსახურება იყო. მხოლოდ რამდენიმე, უბრალოდ მეგობრის. ისინი უვლიდნენ ჩემ სულს, როცა თვითონ აღარ შემეძლო. საკმარისი იყო ჩემ თვალებში ჩაეხედათ, უთქმელად ხვდებოდნენ უმნიშვნელო წუხილსაც კი, მიუხედავად ჩემი სიჯიუტისა.
ოხ, როგორი ჯიუტი ვარ! ვერა და ვერ დავამარცხე საკუთარ თავში ეს სიჯიუტე. რამდენ რამეში მიშლიდა ხელს და როგორ ვბრაზობდი ამის გამო.
წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე. რამდენიმე გვერდი წაკითხული მქონდა. თავიდანვე სკეპტიკურად განვეწყვე და ამიტომ შევწყვიტე კითხვა. ალბათ იმიტომ რომ ნაცნობი აღმოჩნდა გმირის ცხოვრება, თან რომ მეგობარს მივუხვდი ისე უბრალოდ არ მაჩუქა ეს წიგნი. აი, ეს იყო ჩემი სიჯიუტე. ჯიუტად მეგონა, თვითონ ყველასგან დამოუკიდებლად შემეძლო პრობლემებს გავმკლავებოდი. დავფიქრებულიყავი, არც ისე ცუდი იქნებოდა ვინმესთვის საშუალება მიმეცა სიძნელეების გადალახვაში დამხმარებოდა, მაგრამ ახლა დროის გაყვანა და არც მეგობრის წყენინება არ მინდოდა.
კითხვაში გავერთე. იმდენად თითქოს გმირის სამყაროში გადავინაცვლე. მის გვერდით ვიდექი და თვალს ვადევნებდი რას აკეთებდა. რამდენი საერთო აღმოვაჩინე. წერა რომ შემძლებოდა ალბათ თვითონაც ამ სიტყვებით გადმოვცემდი მის შინაგან და გარეგან სამყაროს.
ყველაზე მეტად ,,უნას“ ეს სიტყვები შემეხო: ,,მე ისევ ბავშვად დავრჩი, რომელსაც სამყაროში ეშინოდა, რომელსაც ,,ბუებით“ აშინებდნენ, რომელმაც გადაყლაპა ყველა სატყუარა, რაც დიდებმა შესთავაზეს, რომელიც წესებსა და მორალზე უფრო მეტს ფიქრობდა, ვიდრე საკუთარ ბედნიერებაზე... რომელიც ნაწყენ და გაბუტულ ბავშვად იქცა, რომელმაც დაიწყო სხვადასხვა ტკივილიანი სცენარის მოგონება და მერე მათზე ნერვიულობა და რომელიც საკუთარი თავისთვის სწორედ ამ ტკივილის მიყენებით ანიჭებდა სიამოვნებას მის შიგნით მცხოვრებ შიშებს.“
უსათუოდ ,,უნა“ ამ წიგნის ავტორია ვფიქრობდი. ხშირად ლოგიკურიცაა, მაგრამ შეიძლება მწერალს ნიჭი და უსაზღვროდ დიდი ფანტაზიის უნარი ჰქონდეს, იყოს გამოგონილი პერსონაჟი, მაგრამ არ შეიძლება ასეთი სიტყვებით გადმოცემდე, უამრავი მკითხველის გულს ეხებოდეს და რაღაც შენი არ იყოს.
მატარებელში ჩოჩქოლი ატყდა. მოზაიკასავით ჩამოიშალა წიგნის სამყარო და რეალურ სამყაროში გადმოვინაცვლე. მატარებელი ბოლო მგზავრებისგან იცლებოდა. მეც მოვემზადე ჩასასვლელად.
სანამ სახლში დავბრუნდებოდი ცოტახნით ქუჩებში გასეირნება გადავწყვიტე. ხვალიდან კი ქალაქის ჩვეულ რიტმში ჩავერთვებოდი. ბედნიერად ვგრძნობდი თავს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, მაგრამ ხანდახან მარტოობითაც ვტკბებოდი.
ნეტავ ბოლოს რა ელის?! ისევ წიგნის სამყაროში გადავინაცვლე. Happy End-ით დასრულდება უმეტესად ასე არაა. ხო მაგრამ ისეთი ნამდვილია მთავარი გმირი უბრალოდ happy End-ი ვერ იქნება რაღაც სხვანაირად კარგად უნდა დასრულდეს ასეთი ინტუიცია მაქვს. ვფიქრობდი ჩემთვის.
ამასობაში ბინის კარი გავაღე გასაღებით, ჩანთა დივანზე დავაგდე, შუქი არ ამინთია ისე გავიარე ოთახი, აივნის კარი გამოვაღე, შემოდგომის კეკლუც ნიავს შევეგებე და ქალაქის ხედს გადავხედე. სრულ სიჩუმეში ვიდექი, ქალაქს ეძინა, ჩემ ეგოსაც, მხოლოდ ნიავი მიწეწავდა ალისფერ კულულებს.
და ახლა?! როცა როგორც იქნა თვალი გავუსწორე ახალ ლილიანს... იქნებ ბოლოვიის შემდეგ მაინც დავწერო ლამაზი ისტორია, ისე, როგორც ყოველთვის მინდოდა...
დილით შეტყობინებამ გამაღვიძა. ბალიშში ჩარგული თავი აწიე და ცალი თვალით შევხედე ანდროიდის ეკრანს. ანდრი მწერდა, მომიკითხა თუ როგორ ვიმგზავრე გუშინ. თავი ისევ ბალიშში ჩავრგე სახით. ფიქრები მომაწვა.
-საინტერესოა, ახლა რატომ გამოჩნდა?! - ეს ფიქრი არ მაძლევდა მოსვენებას. ოთხი წლის წინ ბავშვად მიმაჩნდა . როგორ ბრაზობდა ანდრი როცა ამას ვეუბნებოდი:,, ჯერ კიდევ ბავშვი ხარ ვერ გაიზარდეთქო.“ ხშირად ვკამათობდით, მაგრამ ყოველთვის ისე ახლოს იყო ჩემ გულთან და გონებასთან. ბოლოს ორივემ პრინციპულობა გამოვავლინეთ..
ერთხელ მიმავალმა ქუჩაში დავინახე, ისე ახლოს მომიხდა გვედრით გავლა მეგობარს ამოვეფარე, რომ არ შევემჩნიე, თან მოვიმიზეზე, მეჩქარებთქო და ფეხს ავუჩქარე. როგორ სწრაფად მიცემდა გული, ვსუნთქვადი მაგრამ ჰაერი არ მყოფნიდა. მხოლოდ ერთხელ მივიხედე უკან და თვალი შევავლე. ისეთი ჩართული იყო ვიღაცასთნ დიალოგში, ხელების მოძრაობით უყვებოდა რაღაცას, ამიტომ ვერ შემნიშნავდა. მისი სიმარტივე მიზიდავდა ყველაზე მეტად, ის რომ მარტივად და გასაგებად მეუბნებოდა სათქმელს, მე კი ყოველთვის ვართულებდი...
ახლა კი , ამდენი ხნის შემდეგ ისეთი შეცვლილი მეჩვენებოდა, თითოეულ მის სიტყვაში ყურადღება და მზრუნველობა იგრძნობოდა, საერთო აღმოგვაჩნდა, ორივეს ფიქრი შემოგვჩვეოდა, იმდენად ორივე ვცდილობდით როგორმე გავქცეოდით და ამ გაგცევაში ერთამენთი ვიპოვეთ.
ყველას თავისი წილი განსაცდელი აქვს ამ ცხოვრებაში. ყველა გადალახავდა გარკვეულწილად მაინც, მაგრამ მთავარი ის იყო ამის შემდეგ როგორად დარჩებოდი და რას წაიღებდა ისე შენგან.
მინდოდა მომესმინა მისი ფიქრებისთვის, მითუმეტეს რომ საოცრად კარგი მსმენელი ვიყავი, ბოლომდე მორალურად დავუდგებოდი თუკი დასჭირდებოდა, მაგრამ ახლა ჩემი ეგო ისეთი მართალი აღმოჩნდა როგორც არასდროს.
,,ადამიანურობის გარეშე შენი გული ყინულია და არაფრით განსხვავდები სხვებისგან!“ -ზარივით ჩამესმა ეს სიტყვები ყურში. ამიტომ მეწინააღმდეგებოდა გამუდმბით და თავში მიტრიალებდა ხმა :,, შენ ისევ გაიქცევი“ .სწრაფად წამოვხტი საწოლიდან, თითქოს ცივი წყალი გადამავლესო. ოთახში ნერვიულად დავიწყე ბოლთის ცემა და ფიქრი.
თურმე როგორ სხვა ბევრის მსგავსად გამიუფასურებია ,,ადამიანურობა“. ეგოისტი ვერ ვიქნებოდი, ყველა ყინულის ჩარჩო უნდა დამემსხვრია, ასეთი მარტივი არ იქნებოდა. წლებია ამ ჩარჩოებით ვცხოვრობდი, დრო იყო საჭირო, დალოდებასაც ვერ ვითხოვდი..
ეს რომ არ გამეკეთებინა?! ორივე შემთხვევაში დაკარგავდი, მტკივნეული იყო. გადაწყვეტილება მივიღე. ვფიქროდი ახლა ასე იყო საჭირო.
რაღაც მაინც არ მასევენებდა, შიგნიდან მჭამდა და გონებას მირევდა.
ვერ მოვითინე და მივწერე:
,,ჩემ თავზე ვბრაობ და იცი რატომ? ისეთი არაფერი გაგიკიეთებია და მაინც ასე ახლოს მოხვედი ჩემს გულთან. მხოლოდ შენ გაბზარე ის ჩარჩო, რითაც მე შემოვსაზღვრე ჩემი გული.
მადლობა მინდა გითხარა, შეიძლება ვერ გაიგო არცაა საჭირო. თურმე შენ აღმოჩნდი ბიძგი იმისა, რომ დავბრუნებოდი იმას, რაც ასე ძალიან მამსუბუქებს და მათვისუფლებს..
უბრალოდ მადლობა, არ შემეძლო რომ ეს არ მეთქვა. „
ვიგრძენი როგორ წამოვიდა სიმსუბუქე და მომეშვა გულს.

ამთავრებ, მაგრამ ამაყად თავაწეული მოტყუებული რჩები, რადგან გულს ჯერ არ დაუსრულებია. მიუხედავად წინააღმდეგობისა, სადღაც მაინც შეარყევს შენს თავდეჯერებულობას, იპოვის სუსტ წერტილს, მოახერხებს და ფიქრებით ჩაგითრევს თავისთან. სწორედ მაშინ იწყება სასჯელი. გული სჯის გონებას. ტკივილნარევ ფიქრებს და ემოციებს შემოგაჩვევს ღამით, როცა უკუნი ამძაფრებს გრძნობებს. ამ დროს ძნელია გონება გაათავისუფლო.
არც გული შეიძლება იყოს ჩვენი წარმმართველი და არც მშრალი გონება ვარგა გულის გარეშე.ერთი მეორეს უნდა აკონტროლებდეს. სხვაგვარად ყოველთვის შამათი გელის საკუთარ თავთან.
,, ერთხელაც სწორ ადგილას, სწორი დრო დადგება“ ამის ნამდვილად მჯეროდა.



№1  offline წევრი qetulaa

Zalian magariaa, visiamovnee, kidev ertxel chavixede sulshi, ganvaalize chemi prioritetebi, yochaggg, sasiamovno da saintereso istoria iyo

 


№2  offline წევრი natai

qetulaa
Zalian magariaa, visiamovnee, kidev ertxel chavixede sulshi, ganvaalize chemi prioritetebi, yochaggg, sasiamovno da saintereso istoria iyo

მადლობა დიდი, მნიშვნელოვანია ჩემთვის ასეთი სიტყვები, მიხარია თუ ასეთი ემოცია გამოვიწვიე შენში ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent