სიძულვილიდან სიყვარულამდე ბევრია (თავი 7)
რა საოცარი გრძნობაა სიყვარული?! საიდან მოვიდა, როგორ გაჩნდა, რომელმა ძალებმა დაბადეს იგი, როგორ, რანაირად, არაფერი არვიცი, საერთოდ არაფერი. დღითიდღე უფრო მაოცებს მისი ძალა, დაიმონოს და საკუთარი თავი დააკარგინოს ადამიანს. მას შეუძლია გაწყენინოს და გაგაბედნიეროს, გატიროს და ცრემლები თავისივე ნაზი ხელებით მოგწმინდოს, შეუძლია დაგანგრიოს და შემდეგ შენივე ნანგრევებისგან ხელმეორედ შეგქმნას. ეს გრძნობა ჩვენს სამყაროში შემოიჭრა, შემოძვრა და იმის მერე უკან აღარ ვუშვებთ, ძლიერად ვებღაუჭებით. ისიც, თითქოს, ძლიერად ჩაგვაფრინდა მკლავებში და მიგვაფრენს ზევით და ზევით, მაღლა და მაღლა, უსასრულობაში და უსასრულობის უსასრულობაში, სამყაროს დასალიერში და იმის დასალიერში. ესაა რაც აერთიანებს მთელ დედამიწას, სწორედ მისით ბრუნავს იგი. ყველანი განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ერთადერთი კი რაც ყველას გვაქვს, სიყვარულის უნარია, ერთადერთი საერთო ჩვენში. სულ მცირე ფანტაზიის უნარია საჭირო, რომ წარმოიდგინო და საკუთარი თვალით დაინახო ჰაერში წვრილი, ხავერდოვანი და ფაფუკი ჯაჭვები, რომლებიც მთელ სხეულზე გვეკვრიან. ერთი სხეულის შემდეგ მეორეზე გადადიან და ასე აკავშირებენ მთელ დედამიწას. მიჭირს ამ გრძნობის დახასიათება, სიტყვებს თითქოს ამის ძალა არ შესწევთ. ნიკოლოზ ბარათაშვილს უთქვამს: „მოკვდავსა ენას არ ძალუძს უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა...“ სწორედ, რომ ასეა. გინახავთ პოეტი, რომლის კალამიც ყოფნია სიყვარულზე საუბარს? როგორ შეიძლება ყველაფერი თქვა ამ არაამქვეყნიურ, ღვთიურ, ყველანაირად სრულყოფილ გრძნობაზე. მისი დახასიათება შეიძლება იმდენი სიტყვით, რამდენი დღეცაა გასული ქრისტეს დაბადებიდან. სიყვარულია მიზეზი იმისა, რომ ყოველი დღე ღამდება და ყოველი ღამე თენდება. ამ გრძნობას შეუძლია, კოჭლს ფეხი აადგმევინოს, ბრმას თვალის ჩინი დაუბრუნოს, მუნჯს ენა ამოუდგას, გამართულად მოსიარულე დააკოჭლოს, ადამიანი დააბრმავოს და დაამუნჯოს. ღარიბი გაამდიდროს, მდიდარი გააღატაკოს, მშიერი დააპუროს, გაციებული გაათბოს, გაყინური გაალღოს, სიბნელე გაანათოს, სინათლე კი დააბნელოს, მეფე მონას დაუმონოს, ბრძენი კი გააგიჟოს. ამ ფიქრებში ფრთებგაშლილი დავფრინავდი. დაღლილმა დაშვება გადავწყვიტე და მეც გამეღვიძა. „ მიყვარხარ, გოგო, მიყვარხარ. ჩემი დილა შენი სიყვარულით დაიწყო, ნაბეღლავი და წამალი კი, ნამდვილად მჭირდებოდა. საოცრება ხარ! ვაბოდებ შენზე?!“ დილით დათოს წერილი მხვდება. წაკითხვისას მეღიმება, მისი სიყვარული მთელ სხეულში მივლის და ახლა უკვე მისი ხმის გაგონებას მთხოვს. მეც ნომერს ვკრეფ და მასთან ვრეკავ: _აბა, როგორ გრძნობს თავს, მსოფლიოში საუკეთესო სიმთვრალის მქონე ბიჭი? _ჩემო სიცოცხლე, თავის ტკივილი მოკვლას მიპირებდა, მაგრამ შენი ხმა, რომ გაიგო გადაიფიქრა._ იცინის. _მასხარა ხარ, დავით, მასხარა. მიყვარხარ ძალიან და შენი ნახვა მინდა, ბევრ რამეზე უნდა ვილაპარაკოთ. _ძალიანაც კარგი. თუ გინდა სადმე წავიდეთ ამ საღამოს. _მაგალითად? _მაგალითად, კლუბში. _გუშინ ვერ დაკმაყოფილდი? დღესაც მე უნდა მიმატანინო შენი თავი სახლამდე, ჰო? _მოგიკვდი, გაგიჭირდა? _ხმა უწვრილდება და ვიცი, რომ ხელს სახეზე იფარებს და თავს დაბლა წევს სირცხვილისგან, რაზეც მეცინება. _რავი, რატის კითხე, გაუჭირდა? მე მხოლოდ სახლის კარები გავაღე, ფეხსაცმელები გაგხადე და წამოვედი. _დაიცა არ მაკოცე? ვაიმე, ნუთუ დამესიზმრე? _დებილო, სიზმარი არ ყოფილა, შუბლზე გაკოცე. თუ სხვა რამე გახსოვს, ესეიგი დაგესიზმრე. _მეცინება. _არა მეც ეგ მახსოვდა. _ცდილობს ამოისუნთქოს და თან იცინის. _კიდევ კარგი, თორემ გიჩივლებდი, ძალის გამოყენებისა და ჩემი მდგომარებით სარგებლობისთვის. _ვხვდები სიცილისგან უკვე სუნთქვა მიჭირს, ისიც ასეთივე მდგომარეობაშია. ბოლოს როგორღაც დავწყნარდი: _ჩემი გიჟი ხარ, შენ. მოვრჩეთ ახლა მაიმუნობას და 9ზე გელოდები! _კარგი, სიცოცხლე. ოღონდ, ძალიან არ გამოიპრანჭო, კლუბში ვინმე არ მაცემინო. _კარგი. _ვიცინი და ტელეფონს ვთიშავ. რამდენიმე წუთი სახიდან ღიმილი არ მშორდება. მიყვარს ეს გადარეული. ამ თვალებხატულა, ლოყებჩხვლეტია,ყვრიმალა ბიჭის გამო საკუთარ სიცოცხლეს დაუფიქრებლად გავწირავ. კვირა დრე იყო, წასასვლელი არსად ვიყავი. სახლი ცოტა მივალაგ_მოვალაგე, ფილმს ვუყურე, ცოტა წავიკითხე, ცოტაც ვიმეცადინე. 8 საათზე მუსიკები ბოლო ხმაზე ჩავრთე, მეზობლებს თავ_ბედის წყევლა დავაწყებინე და ჯერ კარადასთან, შემდეგ კი სარკესთან ფუსფუსი დავიწყე. როდესაც, ვცდილობ, რომ ნაკლებად გავიპრანჭო, მაინც და მაინც მაშინ გამომდის ყველაფერი ძალიან კარგად. დათომ, კი გამაფრთხილა, მაგრამ როგორც საღამოს ჩემი დანახვისას მითხრა, მისი ნათქვამი ერთ ყურში შემიშვია და მეორედან გამომიშია. თან, ისიც დააყოლა, რომ პირშიენისჩამაგდებლად გამოვიყურებოდი, რაზეც თვალები გადავაბრიალე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე. შავი, მოკლე, დაშვებული კაბა მეცვა. ზურგი მთლიანად ამოღებული ჰქონდა, წინ კი ლავიწების გასწვრივ სწორ ხაზზე მცირე დეკოლტე. ფეხზე კრემისფერი მაღალქუსლიანები მეცვა. თმა აწეული, კუდი კი დახვეული მქონდა, ჩოლკები, კი გიჟურად, მაგრამ მაინც ლამაზად მეყარა შუბლზე. სველის ეფექტისთვის მუსი მქონდა შესხმული. ტუჩებზე მუქი, იასამნისფერი მატოვი, თვალებზე კი მბზინავი ტენი მესვა. საბოლოო ჯამში ჩემი ნამუშევრით კმაყოფილი ვიყავი და უსიმპათიურესი ბიჭის გვერდით თავს დედოფლად ვგრძნობდი. კლუბში წასვლამდე მშვიდ ადგილად მივედით, წყნარი და მყუდრო გარემო იყო შექმნილი, რაც კარგად საუბრის საშუალებას გვაძლევდა. ყავა და დესერტი შევუკვეთეთ, თან ვსაუბრობდით: _როგორ მომენატრე, ნეტა იცოდე, ალბათ, ერთადერთი იყავი ვინც ამ გარკვეულ პერიოდში გაუსაძლისად მენატრებოდა. _მეც, ლილე, სულ შენს ხსენებაში ვიყავი, ვისთან აღარ დავრეკე, ვის აღარ ვთხოვე შენი ადგილსამყოველი ან ნომერი მოეცათ, ვიცოდი, რომ დედაშენმა და ლალიმ იცოდნენ, მაგრამ მუდარისა და მუხლიჩოქების მიუხედავად ვერცერთი გამოვტეხე. სხვათაშორის, რატიმ მომიყვა ყველაფერი, რაც თქვენს შორის მოხდა. _ვაა, მართლა? რატომ? _ძალიან ხშირად მეკითხებოდა შენზე, რამე ახალი ხომ არ ვიცოდი, იდეებსაც მაწვდიდა, ვისთვის უნდა მეკითხა ხოლმე. თვითონ ნატას ურეკავდა ხოლმე, იქნებ რამე გამოვტყუოო, მაგას როგორ არ ეცოდინება, დაქალია ბოლოს და ბოლოსო. ერთხელ ნატასგან, რომ ვერაფერი გაიგო, გაბრაზებული მოვარდა ჩემთან და ნიკასთან და დაიწყო წუწუნი, რანაირები არიან ეს გოგოებიო, დაქალმა, როგორ არ უნდა იცოდეს სად არის მეორე დაქალიო. რა ვქნა ახლა ლილე, როგორ ვიპოვოო და მეთქმი ახლა მოიცააა... ხოდა ასე, ჩემო ლილე, იძულებული გახდა ყველაფერი მოეყოლა, ჩემგან ერთი გემრიელადაც მოხვდა, მერე მეორედაც მომთხოვა, დამარტყი ღირსი ვარო. _დათო, ყველაფერი ცუდადაა მაგ საკიხთან დაკავშირებით, ნატას რატი მოსწონს, რატი ყოფილა ის ბიჭი, ვის გამოც უარი უთხრა ნიკას. _სერიოზულად? აუ რა მაგრა ტეხავს, ტოო... როდის გაიგე? აქამდე, რატომ არ მითხარი? _მეც გუშინ გავიგე. შოკში ჩავვარდი, ჯერ ნიკას გამო, მერე კი იმის გამო, რომ ის ბიჭი რატი აღმოჩნდა. _გიყვარს? _წამიერად გავშეშდი, არ მოველოდი ამ კითხვას. _ეჰ, ჩემო გოგო, ცუდ მდგომარეობაში ხარ. ერთ მხარეს დაქალი, მეორე მხარეს სიყვარული, თანაც ჯერ უთქმელი, გამოუხატავი, რომელიც შიგნიდან გღრღნის, ვხვდები რამდენად რთულია, ეს შენთვის. _რატის უყვარს ნატა? _ნატაა? რატის? არამგონია. მე ვიცი, როგორია ჩემი ძმაკაცი, მაშინ როცა შეყვარებულია, შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ მე ნანახი მაქვს ის გამოხედვა, რომლითაც თაკოს უყურებდა შეყვარებულობის პირველ თვეებში. მე ის გამოხედვა არ მინახავს ნატასკენ ყოფილიყო ოდესმე მიმართული. შეიძლება, ვცდები, მაგრამ რატომღაც ცოტა ძაან მეეჭვება ეგ ამბავი. გირჩევ დაელაპარაკო ორივეს, შენ და რატი უნდა ჩამოყალიბდეთ თქვენს გრძნობებში, შემდეგ კი ნატას დაელაპარაკე და ყვეკაფერი აუხსენი. რაც მალე ჩამოაფრენ იქიდან, სადაც დაფრინავს, მით უკეთესი იქნება. _გაფაციცებით ვუგდებ ყურს და შიგადაშიგ თავს ვუქნევ. _ ერთი ის მითხარი, იმ ვიღაც ლაშასთან რა ურთიერთობა გაქვს? ან რა იყო, გუშინ ის კოცნა? _ვაიმე, დათო, არვიცი, მეთვითონაც არვიცი რა, როგორ და რანაირად. ყველაფერი უეცრად, თვალის დახამხამებაში მოხდა. _მაგას უყვარხარ, აშკარაა, მაგრამ შენ? ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ არ ვიცნობ და ვერ ვენდობი. _ჩემი და რატის ამბიდან, თითქმის წელიწადია გასული, ბოლოს პრაღაში მივდიოდითნორმალურად, რომ ველაპარაკე. მაშინ, ალბათ, გეტყოდა რაც ვუთხარი. დავპირდი, რომ დადგებოდა დღე, როცა მთელი ჩემი არსებით ჩავეხუტებოდი და მთელ დაგროვილს სითბოს, კვლავ, მასზე დავხარჯავდი. ეს სიტყვები მაფიქრებს ისევ რატიზე. ველოდებოდი მაგ დღეს. გუშინ ვარდით, რომ დავინახე ვიგრძენი, როგორ მომენატრა, მომენატრა მისი თვალები, რომ ჩახედავ და სადღაც უფსკურლში იკარგები, ლოყები და კისერი მათი კოცნის მეტი, რომ არაფერი გინდა, სურნელი, რომლითაც ვერ კმაყოფილდები და თმა მათი მოფერება ყველაფერზე მეტად, რომ გინდა. გუშინ მინდოდა მისკენ გავქცეულიყავი და მთელი მისი არსება მეგრძნო, მისი სურნელით დავმტკბარიყავი, მაგრამ ვერ გავბედე, ვერ გავბედე ნატაზე გადამებიჯებინა, მეწყენინებინა, გამენადგურებინა, ლაშასთვის გული მეტკინა, ვერ გავაკეთე ეს ჩემი ბედნიერებისთვის, ვერ გავუკეთე საკუთარ თავს საუკეთესო საჩუქარი, ვერ გავბედე, დათო! _ჩემო ტკბილო, რა კარგი ხარ, როდესაც გიყვარს, სითბოს აფრქვევ, მაგრამ ნეტა იცოდე რამხელა ტკივილი იკითხება შენს თვალებში. რატი გჭირდება, ჩემო გოგო, შენი იარების მოსაშუშებლად. არ აქვს მნიშვნელობა სხვას, გთხოვ, გაბედე და გააკეთე ის რაც გაგაბედნიერებს, ერთხელ მაინც იფიქრე მხოლოდ შენს თავზე. არ შესწირო თავი მსხვერპლად შენი მეგობრების ბედნიერებას. ლაშას ვერ შეიყვარებ, რატის კი ვერ შეაყვარებ ნატას, ასე ყველა უბედურები იქნებით. _არვიცი, დათო, დავიცადოთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. _კარგი, საყვარელო. მოდი ახლა წავიდეთ ბევრი დავლიოთ და უფრო ბევრი ვიცეკვოთ. _ზუსტად ეგ მინდა ახლა მე. წავედით! უკვე 11ის ნახევარი ხდებოდა. მთელი კლუბი სავსე იყო, მე და დათო ერთ_ერთ მაგიდასთან დავსხედით. თავიდან მხოლოდ ვსვამდით, ცოტახანში ცეკვაც დავიწყეთ. ბევრი ვიცეკვეთ, ბოლოს დავიღალე და დათო საცეკვაო მოედანზე დავტოვე, მე მაგიდასთან მივედი, მაღალ სკამზე ჩამოვსკუპდი და ერთი ჭიქა მარტინი გადავკარი. _ოჰოო, პატარა ქალბატონო, ბევრს ხომ არ სვამთ? _ვიღაც სიმპათიური ბიჭი აიტუზა ჩემს წინ. ეტყობოდა ჩემზე დიდი იყო. თავის ჭკუაში შებმა დამიწყო. _არა. _არ მეცეკვები? _მეგობართან ერთად ვარ. _შენს მეგობარს ვერსად ვხედავ. _არ მაინტერესებს, ვის ხედავ და ვის არა, არ მინდა ცეკვა, იქნებ შემეშვა? _ვერ გაიგე რა გითხრა? _ჩაგვერთო დათო. _შენ ვინღა ხარ საერთოდ? _ახლავე განახებ ვინც ვარ. ლილე, გავაფრთხილე არავინ მაცემინო_თქო, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა, მეგობარო! _მიმართა უცნობს და სწრაფი მოძრაობით თხლიშა მუშტი სახეში. აუ რა მაგრა გამისწორდა ნეტა იცოდეთ, ეგეთებს ასე უნდათ, მაგრამ აშკარა იყო, ეს საქმე კარგად არ დამთავრდებოდა. ატყდა ერთი ამბავი, ტყლაშამ_ტყლუშუმი, ბრახხხხ, ბრუუხ და უკვე მეშინოდა, გაშველებას ვცდილობდი, მაგრამ ხო იცით გამშველებელს, რომ უფრო ბევრი ხვდება ხოლმე. გოგო ვიყავი და მთლად საცემად ვერ გამიმეტეს, მაგრამ ხელი მკრეს და დავეცი. დაცემისას მაგიდას დავარტყი თავი. აშკარად, რაღაც შემერყა და ჩემს წინ რატის დანახვის მიზეზი ეს მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინამდვილე ყოფილა. ახლა უკვე, რატი ჩემს თვალწინ მოჩხუბარე ბიჭების გაშველებას ცდილობდა და დათოს აკავებდა, საბოლოოდ სხვების დახმარებით მოახერხა გაშველება და სიტუაციაც ნელ_ნელა ჩაწყნარდა. რატი და დათო ჩემსკენ წამოვიდნენ, მე ჯერ კიდევ ძირს ვიჯექი და თავზე ყინულებიანი პარკი მქონდა მიდებული, რომელიც ბარმენს დაცემიდან რამდენიმე წამში მოერბენინა ჩემთვის. რატიმ ფეხზე წამომაყენა, მკითხა კარგად ვიყავი თუ არა, თანხმობის შემდეგ ხელი მომკიდა და გარეთ გამოვედით. მანქანასთან მივედით. დათოს მანქანის უკანა კარი გავუღე, სკამზე დავსვი და ჭრილობებს დავუწყე ყურება. ჩანთიდან ხელსახოცი ამოვიღე, სისხლი მოვწმინდე და შემდეგ ყინულები დავადე. თან ვეჩხუბებოდი რა გინდოდა, ჩემითაც მოვუვლიდი, რას დაუწყე ცემა_თქო. მე ვიცი შენ, როგორც მოუვლიდი, დადგებოდი, სასმელს პირდაპირ თვალებში შეასხავდი და დააბრმავებდი, მერე დავმდგარიყავი და ღამეები პოლიციის განყოფილებაში მეთენებინა ხო?_მეუბნება დათო, ამაზე მეცინება და უარყოფას ვცდილობ. ყინულის პარკს ხელში ვაჩეჩებ და ახლა მანქანის კარებთან აყუდებულ რატის ვუახლოვდები. ჩვენს შორის მანძილს ვამცირებ და ვეუბნები: _ვაიმე, რატი, შენც სისხლი მოგდის დაჯექი გაგისუფთავებ ჭრილობას. _ცდილობს შემეწინააღმდეგოს, მაგრამ მალევე მნებდება, ერთ ხელს ვკიდებ, მეორეთი კი კარებს ვაღებ და ახლა უკვე ორივე ხელით დაჯდომისკენ ვუბიძგებ. წარბი ჰქონდა გახეთქილი, ჯერ სალფეტკით სისხლს ვწმენდ, ფრთხილად ვეხები, რომ არ ვატკინო, არ იმჩნევს, მაგრამ ვიცი სტკივა. შემდეგ ტუჩებზე ვაკვირდები, ქვედა ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, ახლა უფრო დიდი სიფრთხილით ვცდილობ სისხლის მოწმენდას, თვალები მიწყლიანდება, ცრემლს ძლივს ვიკავებ და თავს ქვემოთ ვხრი. ამას ადვილად ამჩნევს, ხელს ნიკაპზე მკიდებს, თავს მაღლა მაწევინებს და მეუბნება: _შემომხედე! რა გატირებს? _თვალს თვალში ვერ ვუსწორებ და ხრიწიანი ხმით ვეუბნები. _ჩემი ბრალია! _თვალებში მიყურე და მისმინე! შენი ბრალი არაფერია, კლუბში ჯერ კიდევ არ იყავით მისულები დათომ, რომ მომწერა გამომევლო თუ მეცლებოდა, ამიტომ მოვედი. ასე ხშირად ვჩხუბობთ ბიჭები, ვერ გეტყვი მერამდენედ გახეთქილ ტუჩებს შეეხე რამდენიმე წამის წინ, ამიტომ ნუ ნერვიულობ?! _ხელს სახეზე ვისვამ, ცრემლებს ვიწმენდ და ვეუბნები. _მანქანის გასაღები მომეცი და მეორე მხარეს დაჯექი, საჭესთან მე დავჯდები! _გაგიჟდი? _ჰო, თქვენ გამაგიჟეთ! ბევრს ნუ მელაპარაკები და გააკეთე ის რაც გითხარი!!! _ძმაო, თუ დაიჟინა აღარ გადაიფიქრებს, ნუ გეშინია ტარება კარგად იცის. _ეგ რა შუაშია, დათო, ნასვამია. _იმხელა შოკი მიიღო, გამოფხიზლდა, თანაც ჩემი სახლიდან არც ისე შორს ვართ. დღეს ჩემთან ხომ დარჩები, ლილე? _არა, ვერ დარჩება, რადგან ჩემს სახლში მივდივართ, ის უფრო ახლოსაა, აიღე ეს გასაღები, ქალაბტონო და წავედით! _გაბრაზებული და დამარცხებულის ხმით ამბობს რატი. რამდენიმე წუთში რატის სახლთან გავაჩერე მისივე მერსედესუნია (ზოგადად არ მიყვარს ამ მარკის მანქანები, მაგრამ ის რატისი იყო), სამივე გადავედით და მეორე სართულზე ავედით. რატი მარტო ცხოვრობს, მარტოხელა ბიჭისთვის სახლი საკმაოდ დიდი და სუფთა იყო. შესასვლელში სამივემ ფეხსაცმელები გავიხადეთ და სასტუმრო ოთახში შევედით. სახლის პირობებში ორივეს ხელმეორედ დავუმუშავე ჭრილობები. როდესაც ჩემს საქმეს მოვრჩი წასვლა გადავწყვიტე, ბიჭებს დავემშვიდობე და შემოსასვლელში გამოვედი. _ლილე..._რატისკენ შემოვბრუნდი. _არ წახვიდე რა, დარჩი დღეს. მარტო ვერ გაგიშვებ და ვერც დათოს დავტოვებ?! _რატი... _გთხოვ, ლილე. _კარგი, კარგი. რატის სახლში ორი საძინებელი იყო, ერთი დათოსთვის გავამზადეთ და ისიც დასაძინებლად წავიდა. _ლილე, შენ ჩემს ოთახში დაწექი. _არა იყოს, რატი, არ მინდა დივანზე დავიძინებ. ერთი პატარა პლედი მომეცი და აღარ შეგაწუხებ. _რას ამბობ, გოგო? შენი აზრით, მაგ საშინლად არაკომფორტულ დივანზე დაგაწვენ? გამოცდილი მაქვს და ვიცი რა საშინელებაცაა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ მაგას, ახლა კი შედი ჩემს ოთახში, პრინცესა! ჩემი მაისური დაგიდე საწოლზე, შეგიძლია შხაპიც მიიღო, პირსახოცი და სხვა რაღაცებიც აბაზანაშია. _ეს ბრძანებაა? _დიახ, ბრძანებაა! _კარგით, ბატონო რატი. აბაზანაში შევედი ცხელი შხაპი მივიღე, რამაც საოცრად მასიამოვნა. იქიდან რატის მაიკის ამარა გამოვედი. გამოსვლისას ჯერ ოთახში მიმოვიხედე, მაიკა მოკლე და თან დიდი იყო, არ მინდოდა რატის დავენახე. უცბად გამოვედი, ლოგინში შევწექი და რატის დავუძახე. _აუუ, რატი, რამე შორტი მინდა, თორემ მაიკა მოკლეა. _ჩემი კარადა გამოაღე და რაც გინდა აიღე, ახლა ის სრულიად შენს განკარგულებაშია. _მადლობა. კარადა გამოვაღე და გაღებისთანავე რატის სურნელი მეფეთა სახეზე. მის პერანგებს საოცრად სასიამოვნო, ოდნავ მძაფრი სუნი ასდიოდათ. მისი ერთ_ერთი შორტი გამოვიღე და კარადა ძალაუნებურად დავხურე. ჩემი ნება, რომ ყოფილიყო, ლოგინზე კი არა, იმ კარადაში დავიძინებდი. ახლა უკვე რატის შორტსა და მაისურში გამოწყობილი სამზარეულოში გავედი. ჩემი დანახვისას სახეზე ღიმილი აეკრა, ცდილობდა არ შეემჩნია. _ნუ დამცინი! _არ დაგცინი. _როგორ არა?! _კვლავ ღიმილიანი სახე შემომანათა. _აუ ყავას დამალევინებ? _არა, არ შეიძლება! _გაკვირვებული სახით შევხედე, რამდენიმე წამი სერიოზულ სახეს ინარჩუნებდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და გაიცინა. _აუ, რატი, მოგკლავ! _ვითომ გაბრაზებული, ღიმილშეპარული სახით შევხედე. _სად გაქვს ყავა და შაქარი? _მარცხნივ, ზედა თაროზე. _გინდა შენც? _არა. _კარგი, წყალი დამიდგი თუ არ შეწუხდები. _კი, შევწუხდები. _კვლავ გაკვირვებულმა გავხედე და ახლა უკვე მიღიმოდა და დგებოდა, რომ წყალი დაედგა. _შენც მასხარა ყოფილხარ. _დათოსავით? _ჰო, ოღონდ ის ყველაზე დიდი მასხარაა. _რამდენი ხანია, რაც იცნობ? _8 წლის ვიყავი ჩვენს ანსამბლში, რომ გადავედი, მაშინ გავიცანი. ერთი პერიოდი მასზე შეყვარებულიც კი ვიყავი, მაგრამ როგორღაც გაიგო და იმის მერე სულ ვჩხუბობდით, თავს იფასებდა ხოლმე , როგორც სხვა ბიჭები, რომლებიც იგებდნენ, რომ გოგოს მოსწონდნენ. მერე გავიზარდეთ, ბავშვური გრძნობები წარსულს ჩაბარდა და ახლა თავადაც იცი რა ურთიერთობა გვაქვს. _ბედნიერია დათო შენნაირი მეგობარი, რომ ყავს, თანაც უბედური შენი გარეგნობის გამო. _ამაზე თვალები დავაჭყიტე. _იმიტომ, რომ ხშირად უწევს სხვების ცემა. _დავმშვიდდი ცოტა, რაზეც გაეცინა. _აქამდე გოგოს და ბიჭის მეგობრობის არ მჯეროდა, მაგრამ თქვენ აზრი შემაცვლევინეთ. _დათოს კი არა მე გამიმართლა, მისნაირი მეგობარი, რომ მყავს, მართლა საოცარი ადამიანია! _წყალი ადუღდა. _ჰომ, დავასხავ. დაფიქრდი, მართლა არ გინდა? _ჩემს ჭიქაში წყალი ჩავასხი, მოვურიე, მაგიდაზე დავდგი, მადუღარაში დარჩენილი წყალი გადავაქციე, შემოვბრუნდი და რატის შევხედე, რომელსაც ხელში ჩემი ჭიქა ეჭირა და ყავას სვამდა. _არა, არ მინდა. შენსას დავლევ. _დაიცა და მე? _ორივე გვეყოფა. _ზიზღიანი ვარ, სხვისი ჭიქიდან არ მიყვარს რამის დალევა და არა მარტო. _ვაა, მართლა? და ლაშას, რომ კოცნიდი ზიზღიანი, მაშინ არ იყავი? _რატი, რა სისულელეებს ამბობ. _არ აკოცე? _არა, თვითონ მაკოცა. ყველაფერი უცბად მოხდა და საერთოდ რატომ გიხსნი შენ რამეს? _ჩემი საქმე არაა, მაგრამ რაღაც ნასიამოვნები ჩანდი. _ზედმეტი არ მოგივიდეს?! _აა, უი, ბოდიში, მაპატიე. არ მინდა კიდევ გაწყენინო, მერე რამდენიმე კვირა გეხვეწო, ბოლოს მაპატიო და ერთი წლით გადაიკარგო. თანაც ფუჭი დაპირებებით. _დააყოლა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ. _ფუჭი არ ყოფილა. _ჰო, ალბათ, სანამ ჩამეხუტებოდი, ლაშამ დაგროვილი სითბო იმ კოცნაში დაგახარჯვინა. _შენ რა ძაან დარდობ, მაგ კოცნაზე? _გიყვარს ეგ ტიპი? _შენი საქმე არაა! _გასაგებია, გასაგებია. _რა არის გასაგები? შენ გიყვარს ნატა? _ეგ კი შენი საქმე არაა, მაგრამ კეთილი ვიქნები და გეტყვი, რომ დიახ მიყვარს, თანაც... _და თითქოს, დრო გაჩერდა, დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა, ჰაერი ვაკუუმად გადაიქცა, ყელში რაღაც გამეჩხირა და სუნთქვა შემაწყვეტინა, გავშეშდი, დავდუმდი, თვალთ დამიბნელდა, ეს იყო ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. რამდენიმე წამის შემდეგ ძლივს ამოვღერღე: _კარგი, მაშინ სალაპარკოც არაფერია. _შევბრუნდი და გეზი ოთახისკენ ავიღე. სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი, ცოტაც და დავეცემოდი, ფეხებში ძალა მეცლებოდა და შიშისგან ნაბიჯებს უფრო ვუმატებდი. ოთახში შესული დაბლა დავვარდი, ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე. ვერ გეტყვით, რას ვგრძნობდი იმ დროს, სიცოცხლე აღარ მინდოდა, თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. რატი უკან არ გამომყოლია, ცოტახანში გონს მოვედი, დავმშვიდდი და ფეხზე წამოვდექი, კარები ოდნავ ღია დავტოვე, რადგან პატარაობიდან შიში მაქვს მარტო ოთხ კედელში ყოფნის. კარებს და რომელიმე ოთახში სინათლეს სულ ჩართულს ვტოვებ, რომ საძინებელში სინათლის პატარა სხივმა მაინც შემოახწიოს. ლოგინში დავწექი, დიდხანს ვერ ვიძინებდი და კარებისკენ ვიყურებოდი, რომელზეც მალე ადამიანის სილუეტი გამოისახა და მივხვდი, რომ რატი კარის უკან იდგა. ხელი სახელურს მოჰკიდა, თვალები დავხუჭე და სმენა დავძაბე. გრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა და გულისცემა უფრო და უფრო მიჩქარდებოდა. რამდენიმე წამში მისი შეხება ვიგრძენი, წელზე დაფარებულ პლედს მოჰკიდა ხელი და მხრებზე გადამაფარა. რამდენიმე წამი იდგა და სავარაუდოდ მიყურებდა, ბოლოს შეტრიალდა და კარისკენ წავიდა. _ამბობენ, ოთახში, სადაც ახალგაზრდა გოგონას სძინავს, ბიჭი არ უნდა შევიდესო, ასეთია წესი. _ჯერ კიდევ თვალებდახუჭული ვეუბნები, წინადადებას ვამთავრებ, თვალებს ვახელ და ჩემსკენ შემობრუნებულ რატის ვუყურებ. _21-ე საუკუნეში ვართ, პატარა ქალბატონო. _ეგრე ნუ მომმართავ, კლუბში იმ ბიჭმაც ეგრე მომმართა და არ მსიამოვნებს. _კარგი. _შეტრიალდა და კარებისკენ განაგრძო სვლა. _კარები ოდნავ ღია დატოვე. _გეშინია? _ცოტათი, ბავშვობის ჩვევაა. _კარგი._კარები ოდნავ მოხურა და გავიდა. სადღაც ერთი საათის განმავლიბაში ვერ ვიძინებდი, თვალები დამეჭყიტა და რატის სიტყვებზე ვფიქრობდი. ვერ გამეგო, როდის შეუყვარდა ნატა, თან დათოს სიტყვები მახსენდებოდა, ის სრულიად საპირისპიროს მიმტკიცებდა. უეცრად კარებზე კაკუნი შემომესმა: _გღვიძავს? რატი იყო. _კი, შემოდი. რა არის? _იმ დივანზე ვერ ვისვენებ. _მერე მე რა ვქნა, ადგილი გაგიცვალო?_თან მეცინება. _არა, ჩემი ლოგინი დიდია, ვფიქრობ ორივე დავეტევით. _გაგიჟდი ხო? _გამაგიჟეს! _თანხმობას არ დაელოდა, ოთახში შემოვიდა და ლოგინს მეორე მხრიდან მოუარა. _უფლება მოგეცი? _უი, არა. ანუ დავწვე ჰო? კარგი, რადგან შენსას არ იშლი. _იღიმის და სწრაფი მოძრაობით ჩემს გვერდით წვება. _შენი პლედი მაინც მოიტანე. სულ გააფრინე? _ჩემი პლედია, რომ იცოდე. _კარგი, მაშინ სხვა მომეცი. _კარადაში დევს შეგიძლია აიღო, მაგრამ ისიც ჩემია ხო იცი? _ვინც იფარებს იმისია. _ლოგინიდან წამოვდექი კარადისკენ ფეხშიშველი თითისწვერებით წავედი, რატის ცქმუტვა მომესმა და შემოვბრუნდი. _ნუ დამცინი, იდიოტო! _უფრო ხმამაღლა აგრძელებს სიცილს, გაბრაზებული პლედს კარადიდან სწრაფად ვიღებ და ვესვრი, მაგრამ ხელით იგერიებს. _ბრძოლა გინდა? _არა, რატი, არც გაბედო._მარა ვინ მისმენს?! საწოლზე მუხლებით მობობღავს, ფეხს დაბლა ადგამს, ჩემსკენ მოდის, ფეხებში მტაცებს ხელს და ზურგზე მიკიდებს. _არანორმალურო, გამიშვი, ჩამომსვი, რატიიიიი... _თავად დაიწყე. _რატი აღარ მეცინება, ჩამომსვი. _კარგი. _უკან მწევს და ლოგინზე მაბრეხვებს, ბალიშს იღებს და თავში მარტყავს, სახეზე ხელს ვიფარებ, ფეხებს ვწევ და ვიკუნტები. _სულელო, არანორმალურო. _შენ ხო ხარ რა დაწყობილი?! _ეჭვიც არ შეგეპაროს! _ბალიშს ვიღებ და ვესვრი. _კარგი ბარი ბარში ვართ, მოვრჩეთ მეძინება. _კარგი, მეც დავიღალე. აიღე შენი პლედი და დაიძინე. _ვუჯერებ და იმას ვაკეთებ, რაც მითხრა, თავადაც იგივეს იმეორებს. მისკენ ზურგით ვარ შებრუნებული და კვლავ დებილივით ვიღიმი. _შემობრუნდი! ზურგი რომ მომაქციე ამხელა მთასავით კაცს, რა წესია?! _შენც არ მყავდე, რაა... _შემობრუნდი_თქო, გოგო! _სწრაფად ვბრუნდები. _რა გინდა ერთი ,რა? _ახლა დაიძინე! _და ისე ვერ დავიძინებდი? _არა პირიქით, ისე უფრო დაიძინებდი, ახლქ კარგახანი ვერ დაიძინებ, რომ გეცოდინება მე გიყურებ. _ყოჩაღ, ჭკვიანი ხარ, ალბათ, დიდი გამოცდილება გაქვს მაგ საკითხში. მეძინება, ამიტომ გადავბრუნდები და ჩემთვის წყნარად და აუღელვებლად დავიძინებ, თუ შეიძლება._პასუხს არ ველოდები, ისე ვცდილობ გადავბრუნდე. _არ შეიძლება! _ხელს მკლავზე მკიდებს და მაჩერებს. _აი, ასე უნდა დაიძინო!_ისევ პირვანდელ პოზიციაში მაბრუნებს. _კარგი, მივეჩვიე უკვე შენს ბრძანებებს, მგონი. _შესანიშნავია. _თვალებს ვხუჭავ. _შენ ხელს არ აიღებ ჩემი მკლავიდან? _იყოს რას გიშლის? _ალერგიად მაძლევს. _ქორწილამდე გაგივლის! _თვალებს ვახელ და სიცილს ვერ ვიკავებ, ისიც იცინის. _ვაიმე, რა ხარ ასეთი უტვინო! _მაგიტომ შეგიყვარდი? _არც უტვინო მიყვარხარ და არც ტვინიანს შეგიყვარებ!!! _უი, ბოდიში, სულ დამავიწყდა. _დაიძინე ბევრს ნუღა ტლიკინებ. იქნებ ნატა დაგესიზმროს. _აჰაა, ეჭვიანობაც დაიწყე უკვე და არ მიყვარხარო?! _არ ვეჭვიანობ, ნატაზე კარგს სიზმარში ვის ნახავ? _არის ერთი. _დაიძინე უკვე!!! ამას ვამბობ და ორივე ვჩუმდებით. თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ. დილით რატიზე ადრე გამეღვიძა. მისკენ ზურგით ვიყავი შებრუნებული, ხელი ჩემს წელზე ედო. _მთელი ღამე გაუნძრევლად ეძინა? ხო ვთქვი არანორმალურია_თქო. _ჩუმად ვეუბნები ჩემს თავს. _საკუთარ თავს ელაპარაკები და კიდე მე ვარ არანორმალური?_ხელს იღებს ჩემი წელიდან და თვალებს ისრესს. _დიახაც, შენ ხარ! მალე ადექი და გადი ოთახიდან, უნდა ჩავიცვა. _ოღონდაც ის კაბა აღარ ჩაიცვა. მეორე კაციც უნდა გვაცემინო? _აბა შიშველი წავიდე? _მაგ შემთხვევაში უფრო ბევრის ცემა მოგვიწევს, უტვინო! ჩემი დის ოთახიდან გამოგიტან რამეს, ექნება დატოვებული რაღაცები. _იშვიათად ჩამოდის ხოლმე? _ანკა საზღვარგარეთ ცხოვრებს, იქ თავისი კომპანია აქვს და ხანდახან ჩამოდის ხოლმე საქართველოში. _ბოლოს ახალ წელს იყო რამდენიმე დღით ჩამოსული. _მომიკითხე, რომ დაელაპარაკები... _კარგი. _რამდენიმე წუთში ანკას შავი, მაღალწელიანი, დახეული ჯინსის შარვალი და მაისური მომიტანა და ოთახიდან გავიდა. აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე და ტანსაცმელი ჩავიცვი. ანკას ტანსაცმელს ჩემი კრემისფერი მაღალქუსლიანებიც მოუხდა, მეც შევხტი 10 სანტიმეტრზე და ქვემოთ ჩავედი. _ჩემი დუხის სუნი მცემს. ნეტა, რომელი ქურდი მოდის? _მესმის რატის ხმა სამზარეულოდან. _ცოტა მოგპარეეეე... _გაბმულად და ხმამაღლა ვეუბნები. სამზარეულოში შევდივარ და მის წინ ვიტუზები. _ლამაზი ხარ, მაგრამ ჩემი შორტი და ცალ მხარზე გადაგდებული, 2 ზომით დიდი მაიკა უფრო გიხდებოდა. _თან იცინის. _ოჰ, ოჰ, გაუჩნდა ბიჭს საღადაო?!_კვლავ აგრძელებს სიცილს, მის გასაჩერებლად კი ვეკითხები დათოს შესახებ. _არ გაუღვიძია ჯერ. _მპასუხობს. _ნაბეღლავი ან რაიმე გაზიანი ხომ არ გაქვს? _კი, მაცივარშია. _გაზიან სასმლეს და ჭიქას ვიღებ, შემოსასვლელში გავდივარ, ჩანთიდან წამალსაც ვიღებ და დათოსთან შევდივარ. _ჰეიი, ჩემო ლოთო, არ გაიღვიძებ? _ლოყაზე ვკოცნი და ისიც თვალებს ახელს. _ჩემო ანგელოზო, უკვე ჩემი მეორე დილა იწყება შენით. დაიცა გამოვიცნო, ნაბეღლავი და წამალიც აქვე იქნება სადმე, წერილის ნაცვლად კი თავად მიზიხარ წინ. _მეცინება და თავს ვუქნევ. წამალს ვაწვდი, ნაბეღლავს ჭიქაში ვასხავ და ჭიქასაც ვაწვდი. _მიდი ახლა ადექი, ყავას გავაკეთებ, სანამ მოემზადები. _კარგი, პრინცესა. _რა პრინცესა? _უი, წამომცდა, ასე ხომ მხოლოდ რატი მოგმართავს. _ის ჯიუტია და არ ეშვება, შენ კი მეორედ არარ გაიმეორო, თორემ დაგახრჩობ!!! _კარგი, მთლად ეგრეც ნუ შემაშინებ?! _თან ურცხვად იცინის. _წავედი, სანამ შემომაკვდი! _ ოთახიდან გამოვდივარ და სამზარეულოში შევდივარ. _ოთახიდან გამოვდივარ და სამზარეულოში შევდივარ. _ყავას ხომ დალევ? _კი._მპასუხობს რატი. ცოტახანში ყავას სამივესთვის ვამზადებ. როდესა, დალევას მოვრჩით, ბიჭებს ვუთხარი, მე წავალ_თქო. _წამოდი, გაგიყვან. _მთავაზობს რატი. _არა იყოს, ჩემით წავალ. _დაუჯერე, გოგო, რომ გეუბნება ბიჭი! _ვითომ მკაცრად გვერთვება საუბარში დათო. _შენ რა დღეში ხარ, ლოთო? ძმაკაცის მხარს იჭერ? _შენივე კეთილდღეობისთვის, საყვარელო! _კამათის მიუხედავად, ბოლოს მაინც მერსედესში ამოვყავი თავი. რატიმ სახლამდე მიმიყვანა. დავემშვიდობე და მანქანის კარები გავაღე. _არ უნდა მაკოცო? _რატომ? _რავი, თუ ლაშას აკოცე... მე რაა... _გადი რაა..._ხელი მკლავში ჩამავლო და გამაჩერა. _კარგი, ნუ გწყინს. ცეკვაზე მოდიხარ დღეს? _დიახაც, მოვდივარ, თანაც სიურპრიზი მომყავს შენთვის. _დაინტერესდა. _ახლა კი გამიშვი! _არ მაკოცე, მაგრამ არაუშავს, სხვა დროს იყოს!!! _რატი, ნუ მიწვევ, გაფრთხილებ, წააგებ!!! _კარგი, პრონცესა, წადი ეხლა აცუნცულდი სახლში. _მიღიმის და მანამდე არ მიდის, სანამ სადარბაზოში არ შევედი. დეგენერატი, მაინც რა საყვარელია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.