შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (5)


1-12-2018, 18:41
ნანახია 5 188

თვითმფრინავის რბილ სავარძელზე კომფორტულად მოწყობილმა, აბნეული ფიქრებით სავსე გონება გამინათა საფრანგეთის მოსალოდნელმა ეშხმა და სიხარულმა გამიბრწყინა თვალები. ალბათ, უფრო, მოგზაურობის თანმდევი აღტაცებისა და მოუსვენრობის განუმეორებელმა სიხარულმა. არასოდეს მიფიქრია, თუ ამ გზით, ასე გაუცნობიერებლად მოვხვდებოდი საფრანგეთის თავზე მფრინა თვითმფრინავში, რომელიც ზემოდან გადმოჰყურებდა ძნელად გასარჩევ პეიზაჟს, ერთმანეთის გასწვრივ ჩამწკრივებულ უცხო, თუმცა საოცნებო ქალაქის ქუჩებს. შორიდან არ ჩანდა, თუმცა მთელი სიცხადით და სიამაყით ვგრძნობდი, როგორ დადიოდა ხალხი იმ ქუჩაში, სადაც მალე მეც გავივლიდი და მეც შევეხებოდი საფრანგეთის მიწას. ალბათ, განუმეორებელია ის შერძნება, რომელსაც მოგზაურობა ბადებს ადამიანში და ამ შეგრძნებისგან დატოვებული კვალიც, რომელიც მუდამ თავს გვახსენებს ხოლმე დეჟავუს სახით მთელი ცხოვრების მანძილზე. მაინც, რამდენ მოგონებას დამიტოვებდა ეს ქალაქი თავისი მომხიბლავი ინტერიერითა და მოწყობით, თუნდაც არაჩვეულებრივი, საუცხოო ტრადიციებითა და შეუდარებელი, დახვეწილი მანერებით, ხალხში გათავისებული პატივისცემითა და კულტურით...
ფიქრებმა ღრმად შეაბიჯეს გონების ღრმა კუნჭულში და იქიდან სიხარულით გამოაღწიეს, როცა ასაფრენ ბილიკზე დავეშვით. ამჯერად, ცხადად ვგრძნობდი, თითქოს ჰაერში ვიყავი გადმოკიდებული და თავად გამომსვლოდა ფრთები, საოცარმა შეგრძნებებმა გამოიწვია ჟრუანტელი და გამაკანკალა. ვგრძნობდი, როგორ ვეშვებოდით, როგორი სიჩქარით ვუახლოვდებოდით აეროპორტს და უკვე სიხარულისგან გული საგულეში აღარ მქონდა, იქიდან ამომხტარიყო და ახლაც კი, აქეთ-იქით მიხტუნავდა.
-სოფი, ნახე რა ლამაზია-თიკას ხმამ გამომაფხიზლა, ხელი ფანჯრსკენ გაეშვირა და რაღაცაზე მიმითითებდა.
-ჰო თიკა, ლამაზია-დავუმოწმე, მიუხედავად იმისა, რომ რაზეც მიმითითებდა ვერ დავინახე. დავეთანხმე, იმიტომ რომ მეც მასავით გაბრწყინებული ვიჯექი და ვიცი რა შეგრძნებაა, როცა შენს სიხარულს სხვებიც იზიარებენ.
-იმედია, დაჯდომის არავის გეშინიათ-ალექსანდრეს ხმა გავიგე და ჩუმად, ჩემთვის ამოვიფრუტუნე, მაგრამ მისი სპეციალური ჩახველებით მივხვდი, რომ გაიგო.
-აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში წაგვიყვანს ტაქსი, ფრანგი მძღოლი გვეყოლება და იმედი მაქვს, რამეს გავაგებინებთ, სოფი-ჩემი სახელი ხაზგასმით წარმოთქვა ბატონმა დიმიტრიმ და მე გადმომხედა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაიმე შემეშალა და ამითვის დილეგში უნდა ჩავეგდე.-სასტუმრო ვილეტში გვაქვს ადგილები დაჯავშნილი, მდინარე სენას ახლოსაა, ადგილი კარგია, დასასვენებლადაც და სამუშაოდაც, არაფერი შეგვაწუხებს.
თვითმფრინავის დაჯდომა ვიგრძენით და დიმიტრიც გაჩუმდა. ჩემთვის ჩამეღიმა და ისევ ფანჯარას გავხედე. აი, ვის ეშინია დაჯდომის, მისტერ ალექს, შემთხვევით, თქვენც ხომ არა?
-მალე მივალთ-აღტაცებით გადმომჩურჩულა თიკამ და მხარზე ხელი უნებურად და გაუცნობიერებლად მომიჭირა სიხარულისგან.
-რას შვრები გოგო, მომწყდა ხელი-ამოვიკვნესე და შევუბღვირე, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი, რა დანაშაულის გრძნობაზეა საუბარი, ღიმილიც კი არ წაშლია სახიდან.
აეროპორტიდან, მართლაც ტაქსიში ჩავსხედით და სპეციალური მომსახურებით ამსტუმრომდე მიგვიყვანა მძღოლმა. მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადმოსულმა, ჩემ წინ აღმართულ სასტუმროს ექსტერიერს გავხედე.
-ცუდი არაა-შემფასებლურად ამოვთქვი და სასტუმროსკენ დავიძარი.
-შენ ალბათ მეოცე საუკუნის სტილში მოწყობილ შენობას ელოდი-ირონიულად ჩაიქირქილა ალექსანდრემ და წინ გაგვიძღვა-პერსონალი საუკეთესოა, არამგონია, რამეზე პრეტენზია გქონდეთ და ამის გამო პრობლემა შეგექმნათ. ნუ, თუ წუნიებს არ ჩავთვლით-გამომხედა და როცა მივხვდი, რომ მე მიგულიხმა, სახე ბრაზმა ამიწითლა.
-ბატონო ალექსანდრე, ხომ ვერ მეტყოდით, წუნიაობაი რას გულისხმობთ? დახვეწილი გემოვნების გამომჟღავნებას ხომ არა?-ბრაზიანად მივუგე და თვალები დავუბრიალე, რომ კარგად შეემჩნია ჩემი მისდამი დამოკიდებულება.
-სრულიად არა სოფი, შენ თუ შენი დახვეწილი გემოვნებით იარე, არამგონია, ფრანგებმა კარგად გაგიგონ.-თვალი ჩამიკრა. უზრდელი, როგორ შეუმჩნევლად აპირებდა ჩემთან თამაშს, თანაც ისე, რომ მხოლოდ მე შემემჩნია მის ხმაში ირონიული და ცინიკური ტონი.
-თქვენ თუ თავი ვინმეზე მეტი გეგონებათ, გგონიათ, ფრანგები კარგად გაგიგებენ?
-მაგაზე შენ ნუ ინერვიულებ.-ცალყბად გაიღიმა და იმ ორისკენ შეაბრუნა მზერა. ისეთი გაოცებული ვიყავი მისი თავხედობით, ხმა ვეღარ ამოვიღე, რომ მისთვის საკადრისი პასუხი დამებრუნებინა. როგორ შეიძლებოდა ასეთი უსამართო მოპყრობა ან ასეთი წესგარეშე თამაში?
-მოკლედ, ოთახებს გაჩვენებთ ახლა, მეთორმეტე სართულზე ავიდეთ ჯერ. ერთი სართული გვაქვს გამოყოფილი, ოთხი ოთახია დაჯავშნილი, თითოეული შესაფერისადაა მოწყობილი.
ლიფტმა მეთორმეტეზე აგვიყვანა და ჩემოდნები წითელ, ხავერდის ხალიჩაზე გავაგორეთ. სულაც არ მეჩვენებოდა ისეთი მძიმე, როგორც ჩემს სახლში, ალბათ ხალიჩის დამსახურება იყო.
ნომერში შევედი და ინტერიერი ყურადღებით მიმოვათვალიერე, არაფერი აკლდა სრულყოფილებამდე. ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს ალექსანდრეს მოწყობილი იყო, ნამდვილად არ შემეძლო ის ჩემ გემოვნებასთან რაიმეთი მაინც დამეკავშირებინა, ამიტომ ჩავთვალე, რომ არქიტექტურა სხვა პერსონის იყო და ამასსთან ალექსს შეხება არ ჰქონია.
რბილ საწოლზე ჩამოვჯექი და თეთრი კეტები გავიხადე. სანამ ჩემოდანს ამოვალაგებდი, დასვენება მჭირდებოდა. ვიცოდი, რომ მალე თიკა შემომიღებდა კარს და ძილი არ მეღირსებოდა, ამიტომ თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე.
*********************************************************************
-სოფი, თვალები გაახილე, არ გშია მაინც?-ვიგრძენი, როგორ მეხებოდნენ საფეთქლებზე ცივი ხელები. საწოლის თავთან, სწორედ ჩემ პირდაპირ, თიკა ჩამუხლულიყო და შემომყურებდა მომლოდინე მზერით. მივხვდი, რაც უნდოდა-თვითონ შიოდა და იძულებული იყო თავისი კუჭის გულისთვის დაღლილი საუკეთესო მეგობარიც კი გაეწირა.
-იქნებ დამაცადო დასვენება-ამოვიზმუვლე და თავი მეორე მხარეს გადავატრიალე, თუმცა იქაც მშვენივრად მომწვდა მისი ხმა:
-გირჩევნია ადგე და სავახშმოდ მოემზადო, თორემ ჭამას ვერ ეღირსები.
-რატომ, მარტო ჭამა იკრძალება? რაც პატრონია ის სასტუმრო აქვს...
-კარგი ახლა, ადექი, მარტო უნდა გამიშვა რესტორანში?
-რა რესტორანი აუტყდათ ამ პირველივე დღეს, დამასვენონ ქალი, ვერ ხედავ, წელმოწყვეტილი რომ ვწევარ ჩემს პირად სივრცეში?
-სხვა დროს ვერ დაისვენებ?-თვალები აატრიალა მობეზრებულმა და ქანცგამოცლით დაეშვა ხალიჩაზე-გთხოვ რა სოფი, ახლა მაინც ადექი და წამომყევი, ყოველთვის ასე რატომ ხდება, არ მესმის...
-არაფერიც არ ხდება ასე...
-ჰო აბა რა, ბანკეტზეც ჩემ გამო დავიგვიანეთ და წინა სამსახურშიც ჩემი დაგვიანების გამო არ აგვიყვანეს.
-კარგი ახლა, ნუ გადამაყოლე მაგ სამსახურს, მაინც ნერვოზიანი უფროსი ყავდათ.
-ჰო შენ თავი მაგით იმართლე და საკუთარი შეცდომები არაფრით აღიარო.
მეორე გვერდზე გადაბრუნება დავაპირე, რომ დაბუჟებული ხელ-ფეხი გამეშალა, მაგრამ უეცრად ტანქვეშ საწოლი გამომეცალა და ტანზე ხავერდის ხალიჩასთან შეხება ვიგრძენი.
-ღმერთო, ნეკნები-ამოვიკვნესე და წამოვიწიე. თიკა ისე მომვარდა, თითქოს უფრო ანგელოზი ყოფილიყო-რა ბოთე ხარ სოფი, მეტად მოუხერხებელი ვეღარ გაგაჩინა ღმერთმა?
-მე მეჩხუბები კიდევ?-შევუღრინე და ნელა წამოვდექი-რა, შენ არ გადმომაგდე?
-მგონი შენ სულ გაგიჟდი-თითები საფეთქლებთან მიიდო და დაატრიალა-თავიც ხომ არ დაარტყი აბა მაჩვენე.
-ოო, კარგი ახლა, დამაცადე გამოფხიზლება.-ბუზღუნით დავხედე შარვალს რომელიც აეროპორტიდან მოსვლის შემდეგ არ გამეხადა და ამოულაგებელი, დაკეცილი ტანსაცმლით სავსე ჩემოდანი თეთრზეწარგადაფარებულ საწოლზე ავდე, რომ კარგად გადმომექოთებინა და მიმომებნია ტანსაცმელი.
-მეც მოგეხმარები შერჩევაში-ხელებში ჩამეჩარა თიკა და ამოლაგება არ მაცადა, ისე ამოაფრიალა ლურჯი, ნახევრადგამჭირვალე საღამოს კაბა.
-აი, ეს ჩაიცვი-კაბასთან ერთად დატრიალდა და გაბრწყინებული თვალებით მომაჩერდა პასუხის მოლოდინში.
-გაგიჟდი არა?-წარბი ავწიე და კაბა გამოვართვი, რომ ახლიდან დამეკეცა.-ნუ ხარ აჟიტირებული, მე ამ საღამოს კაბას იმ ვაჟბატონის წინაშე არ ავიცმევ და საბაბს არ მივცემ, დამცინოს.
-არა რა, სიმართლეს ამბობს ალექსანდრე, წუწუნა და წუნია ხარ სუფთა-შემაკოწიწა თავისი გულიანი საყვედურებით.
-თიკა,თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებია, გირჩევნია გაჩუმდე.-თითი დავუქნიე და ტანსაცმლის შერჩევა განვაგრძე.
-ცოტა მალე რომ ქნა, არ შეგიძლია? გველოდებიან, სირცხვილია.
-დაგველოდონ მერე. მეჯლისზე ან გამოცდაზე კი არ მივდივარ, დაგვიანების გამო შიშველი რომ გავვარდე.
-რა ზარმაცი ხარ რა-წამოხტა ფეხზე და კარისკენ გაქანდა-მე მივდივარ და შენ თუ გინდა, საერთოდ ნუ შეჭამ საჭმელს. ეგ კიარა, შეგიძლია დათვივით სეზონგამოშვებით ჭამო და მერე გამოიზოგო, ან ფრანგული სამზარეულოს წიგნები ფურცლო და საჭმელების ყურებით მოიკლა შიმშილი.
გავიდა და კარი გაიხურა, მაგრამ ვიცოდი, რომ მისი მონოლოგი ასე უცებ ვერ დასრულდებოდა ფიზიკურად, ამიტომ დაველოდე და ორ წამში მართლაც ისევე შემოაღო კარი, როგორც გაიხურა:
-სატუმროს რესტორანი პირველ სართულზეა, როგორც კი ჩამოხვალ, ადმინისტრაციაც იქვეა და მომსახურე პერსონალს კითხე, ბატონი ალექსანდრეს დაჯავშნილი მაგიდა სად არისო და თვითონ მოგაცილებენ.-დაასრულა და გაბრძანდა.
ამოვიოხრე და საწოლზე მიმოყრილ ტანსაცმლის გროვაში გავწექი.
ცოტა ხანში (ნუ, არც თუ ისე ცოტაში), მაღალწელიანი კლასიკური შარვლითა და ნაქსოვი, ზურგამოჭრილი ტოპით სარკის წინ ვიდექი და მინიმუმ ჯოან მადუ მეგონა საკუთარი თავი. საწოლიდან ამდგარს, ისეთ ფორმაში მქონდა თმა, პატრონი ვერ მიცნობდა, თუმცა, ფენმა თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა და დალაგებული თმით გავედი ნომრიდან.
პირველ სართულზე ჩასულს, მართლაც უამრავი ხალხი დამხვდა სასტუმროს დერეფანში. ჰოლში მიმღები იდგ, სადაც მომსახურე პერსონალთან ერთად ხალხიც ბლომად ირეოდა და რამდენიმე დაცვის წევრი ყოველივე მათგანის გაკონტროლებას ცდილობდა.
-უკაცრავად-ერთ ერთი პერონალი გავაჩერე და ვთხოვე, ალექსანდრეს მაგიდასთან მივეყვანე.
მოკრძალებული ღიმილით დამიკრა თავი და მანიშნა, წამომყევითო. უკან მივყვებოდი უზარმაზარ დერეფანში, რომლის ნებისმიერი კუთხე საოცარი ორნამენტებით იყო მოპირკეთებული, თავსზემოთ კი ნათურის გარდა უზარმაზარი ფერადი ბურთი ეკიდა, რომლის ფერებიც კედლებზე მიმობნეულიყვნენ და საოცრად ირეკლებოდნენ.
დერეფნიდან სხვა, უფრო ვიწრო ფოიეში გავუხვიეთ და ორ კედელს შუა გავიარეთ გრძელი ბილიკი.
ბოლოს, თავი ვრცელ დარბაზში ამოვყავით, სადაც სივრცის უმრავლესობა ალოე ვერას ქოთანში ჩარგულ ყვავილებს ეკავათ, შუაგულში კი მრგვალ მაგიდას ორი მამაკაცი მიჯდომოდა. შორიდან მომეჩვენა, რომ სახეები მათ მიუგავდათ, ვისაც ველოდი ამიტომ მიმტანს ვანიშნე, აღარ შეწუხებულიყო და სრიალა იატაკზე გავუყევი მათკენ გზას.
ახლოს მისული, თვალებგაშტერებული მივჩერებოდი ჩემ წინ მჯდარ, სრულიად უცხო მამაკაცს და აღარ ვიცოდი, სად გავქცეულიავი სირცხვილისგან. ერთ-ერთმა მათგანმა ამომხედა და ცნობილი სახე ვიცანი, სწორედ ბატონი ალექსანდრეს სეხნია.
-უკაცრავად-ამოვილაპარაკე და უკან დავიხიე. უკვე გასაქცევად ვიყავი მზად, რომ მისმა ხმამ შემაჩერა:
-ნუ წახვალთ.
თავი ავწიე და გაფართოვებული თვალებით მივაჩერდი, მან კი ჯელტმენურად გამომიწია სკამი და დაჯდომა შემომთავაზა.
-გმადლობ-უარი აღარ ვუთხარი და ღიმილით ჩამოვჯექი. თვალებში მიყურებდა და თბილად იღიმოდა, სულ არ ეტყობოდა, რომ რაიმე არრეალური და სხვებისგან განსხვავებული ჰქონდა.
-რა გქვიათ?-ზრდილობიანი ტონით მკითხა.
-სოფი.-მივუგე და მეორე მამაკაცსაც გავხედე, როგორც ჩანს, საქმიანი მოლაპარაკება ჩავშალე, ან შევაყოვნე.
-ალექსანდრე-ხელი გამომიწოდა და მეც ჩემი მივაგებე.-აბა, აქ საიდან აღმოჩნდით?
-ჩემი ბრალია,-ამოვილაპარაკე და კედლებს მივაჩერდი-მიმტანს ვთხოვე, ამ სასტუმროს პატრონთან ბატონ ალექსანდრესთან და ჩემ უფროსთან მივეცილებინა, მან კი აქ მომიყვანა.
-და ამბობთ, რომ თქვენი ბრალია?-დაბალი ბარიტონით ჩაიცინა და ქვემოდან ამომხედა.-ესე იგი, ალექსანდრესთან ხართ.
-დიახ-თავი დავუქნიე.
-ახლო ნაცნობები ხართ თუ უბრალოდ საქმიანი ურთიერთობაა?-ინტერესი შევატყე თვალებში და საპასუხოდაც მოვემზადე, ჩემი სახელი რომ გავიგე ფოიეში. საკმაოდ ნაცნობი ხმა ჰქონდა ავტორს.
სწრაფად წამოვდექი და ალექსს გავხედე მადლიერი მზერით.
-მეჩქარება, ალბათ უკვე მეძებენ...
-კარგი, თუ გნებავთ, ადგილამდე მიგაცილებთ.
-არა, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის-გავუღიმე და წამოსასვლელად მოვემზადე, თუმცა მან ჩემი ხელი თავისი ორი მტევნით დაიჭირა, რომ ჩამოერთმია და კვლავ შემაყოვნა.
-მოხარული ვარ რომ გაგიცანით.
-სოფი-ჩემი სახელი უკვე საკმაოდ ახლო მანძილიდან გავიგე და მარჯვნივ რომ გავიხედე, ალექსის სახე შევნიშნე. ჩვენკენ სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა და წამებში მოგვიახლოვდა კიდეც-აქ რა გინდა?
სანამ პასუხს გავცემდი, ჩვენ გადაბმულ ხელებს ცივი მზერით დახედა და მერე მზერა ჩემზე გადმოიტანა.
-კარგად იყავით-ახლადგაცნობილ ალექსს გადავხედე და დავემშვიდობე.
ამჯერად უკვე სწრაფი ნაბიჯით მოვდიოდით დარბაზში, ალექსდანრეს ჩემთვის მკლავზე ჩაეკიდა ხელი და საკმაოდ უხეშად მოვყავდი.
როდესაც ფოიეში გამოვედით, სადაც ვერავინ დაგვინახავდა, ერთმანეთის წინ ვიდექით და ორივეს გაცეცხლებული მზერა დაგვთამაშებდა სახეზე.
-ნახე რა მიქენი-დაწითლებული მკლავი ვაჩვენე და ისევ ხელი მივიჭირე რომ ტკივილი ჩამეცხრო-რატომ ხარ ასეთი ველური?
-თემა ნუ გადაგაქვს!
-რომელი თემა, ხომ ვერ შემახსენებდით ბატონო ალექსანდრე?
-აქ რას აკეთებდით ქალბატონო სოფიო?-არანაკლებ მკაცრი და ირიბი ტონით მომიგო და მკლავები გადააჯვარედინა.
-ყავას ვსვამდი და ვჭორაობდი, ვერ დაინახე?-გამოვაჯავრე-მგონი, ძალა გერჩის შენ...
ცოტა ხანი ჩუმად იდგა და მიყურებდა, მერე კი კვლავ განაგრძო სრულიად უაზრო და უსაფუძვლო დიალოგი:
-ახლა რა გიყო?
-რა უნდა მიყო, თიხა კი არ ვარ, ჩემგან ქოთნები და თასები გამოაქანდაკო-შევუბღვირე ბრაზიანად.
-როგორ სიამოვებით მოგაჭრიდი მაგ ენას ძირში.-კბილებში გამოსცრა არანაკლებ ბრაზიანად, თითქოს მე მეჯიბრებოდა გაბრაზებასა და თუნდაც შეპასუხებაში.
-მართლა? აბა მიდი-ჯიბრით გამოვუყავი ენა ცხვირწინ და ირონიულად გავუღიმე. ვსიო, გამარჯვება ჩემი იყო, მე მეკუთვნოდა ყველანაირი აპლოდისმენტები. თუმცა, მის გაცეცხლებულ თვალებს შევხედე თუ არა, ყველანაირი გამარჯვების სიხარული გადამეწმინდა სახიდან და შეშინებულმა გაქცევა დავაპირე, რადგან მეგონა, მალე ყელში მწვდებოდა და თავისივე ცოდვილი სასტუმროს უკაცრიელ ფოიეში ისე მომკლავდა, ვერავინ გაიგებდა, რომ ჩემნაირი დამსახურებული პიროვნება ამ ცხოველის ხელებში მოკვდა.
-ასე არა?-ამოილაპარაკა წარბაწეულმა და ისე უცებ, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი, ორივე მკლავი ცალი ხელით გამიკავა, მეორე ხელით კი ლოყა დამიჭირა, რომ სახე ვერ გამეტოკებინა.
-რას აკეთებ?-ლუღლუღით ამოვილაპარაკე. ნორმალურად ლაპარაკის შესაძლებლობაც მომისპო, უნამუსომ!
-ნახავ, რასაც-ცივად გამიღიმა და ტუჩებზე ისე ძლიერ დამეტაკა, უკან გადავქანდი. მაინც მოასწრო ჩემი დაჭერა და ენაზე ძლიერ მიკბინა. ტკივილისგან ამოვიკვნესე და გავიფართხალე, რომ გამოხსნა მეცადა, თუმცა მალევე დავრწმუნდი რომ მისნაირ პირველყოფილთან არანაირი აზრი არ ჰქონდა ცივილიზებულ საქციელს და დაველოდე. ლოდინი დიდხანს გაიწელა და ტუჩებიც დამიბუჟა კოცნამ.
ტუჩები რომ მომაცილა, სახე დიდად არ დაუცილებია ჩემი სახისგან. ამჯერად, უკვე მის ცივ სუნთქვას ვგრძნობდი ჩემ ბაგეზე და გაკავებული, დაბუჟებული ხელებიც განმითავისუფლდა. როგორც კი თავისუფლება იგრძნო სხეულმა, უკან გავხტი და გამწარებული, ცრემლიანი თვალებით გავხედე უნამუსოს რომელიც სრულიად უდანაშაულოსავით იდგა და თავისი უცნაური ღიმილით მიყურებდა.
-რა გაღიმებს??-დავუყვირე და თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მივვარდნიილიყავი და არ მიმეხრჩო-გეკითხები, რატომ იღიმი?
-და შენ გაყვირებს?-მშვიდად მკითხა და თავი გვერდულად გადახარა.
გამაღიზიანა მისმა უდროო თავდაჭერამ, მაგრამ გამოვტრიალდი და უკან მდგომს მივაძახე:
-უნამუსო, ველური და ძალიან, ძალიან ცუდი ადამიანი ხარ.
-ცუდი ადამიანნი?-გაიცინა და ჩვეული, თუმცა მაინც ინტრიგით სავსე ტონით მომაძახა სიტყვები, რომელმაც ადგილზე გამაშეშა-მხოლოდ იმიტომ, რომ შენგან გამორთმეული კოცნის ვალი დავიბრუნე?



ძვირფასებო, ეს თავი მეოთხედ დავწერე (არანაირი ტყუილი), სამჯერ წამეშალა და ყოველ ჯერზე ახლიდან ვწერდი. თუ რაიმე ხარვეზია, მაპატიეთ. მიხარია, თუ მოგეწონათ და გამიხარდება თუ კომენტარებს არ დაიშურებთ ^ ^
პ.ს. სიყვარულით, ლურჯი შოკოლადი.~



№1  offline წევრი fluctus Oceani

ყოჩაღ შენ მე შენს ადგილზე ნერვები მომეშლებოდა,არა რ\ა ბებიაჩემი მართალია ჩიყვი მექნება, ნამდვილი ნერვოზა ვარ მაგრამ რა ვქნა ასეთი ვარ ხოდა მე შენი ისტორია ძალიან მომწოოოოოოოონს ხოდა ახალ თავსაც ველიიიიი

 


№2  offline წევრი Niniko11

Auu dzalian magari ikoo dzalian sainteresod vitardeba mivleneebii nel-nela intrigac imateebs s
Sagoll magrad wer:)*

 


I love you baby
ყოჩაღ შენ მე შენს ადგილზე ნერვები მომეშლებოდა,არა რ\ა ბებიაჩემი მართალია ჩიყვი მექნება, ნამდვილი ნერვოზა ვარ მაგრამ რა ვქნა ასეთი ვარ ხოდა მე შენი ისტორია ძალიან მომწოოოოოოოონს ხოდა ახალ თავსაც ველიიიიი

არც მე მაქვს კარგ დღეში ნერვები smile მაგრამ, ბრაზმა რომ გადამიარა, მაშინ დავიწყე მეოთხეჯერ წერა blush რაც შეეხება შეფასებას, მიხარია თუ მოგწონს და იმედი მაქვს, შემდეგი თავის ატვირთვასაც მალე მოვახერხებ.

Niniko11
Auu dzalian magari ikoo dzalian sainteresod vitardeba mivleneebii nel-nela intrigac imateebs s
Sagoll magrad wer:)*

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის (ჩემთვის მკითხველისგან მიღებული მოტივაცია ძალიან ბევრს ნიშნავს) და ინტრიგა შემდეგ თავებში უფრო გაიზრდება blush

 


№4  offline წევრი Niniko11

ოუუ ეხლა რა გინდა აღარ უნდა დამაძინოო ფიქრში როგორ განვითარდება მოვლენებიი????????????

 


№5  offline წევრი Shpliyvi

კარგია...ისეთ მომენტზე გააჩერე გევალება მალე დადო))))

 


№6  offline მოდერი D-roni

მიყვარს ეს ისტორია დაძალიან ძალიან მოუთმენლად გელოდები თუ კიდე არ დაიგვიანებ და ინტერესს არ ჩამიკლავ შეგჭამ :დ კარგი ხარ ♥️♥️

 


Niniko11
ოუუ ეხლა რა გინდა აღარ უნდა დამაძინოო ფიქრში როგორ განვითარდება მოვლენებიი????????????

იფიქრე, იქნებ გამართლდეს smile მე კი ვეცდები რაც შეიძლება არაორდინალურად განვავითარო. blush

Shpliyvi
კარგია...ისეთ მომენტზე გააჩერე გევალება მალე დადო))))

კარგი, მაშ ვალს მალე მოვიხდი grin

D-roni
მიყვარს ეს ისტორია დაძალიან ძალიან მოუთმენლად გელოდები თუ კიდე არ დაიგვიანებ და ინტერესს არ ჩამიკლავ შეგჭამ :დ კარგი ხარ ♥️♥️

შენი შიში მაიძულებს დავწერო, რა კარგი მოტივატორი ხარ smile

 


№8  offline წევრი Niniko11

Male dadeb axal taavss? Vegar vitben

 


Niniko11
Male dadeb axal taavss? Vegar vitben

ხვალ ან ზეგ, წერის მომენტი მიგრძელდება ხოლმე, დიდი თავები რომ გამოვიდეს, მომენტებში ვამატებ სხვადასხვა სცენებს.

 


№10  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ეეე მომწოოონს მე ეს ისტორიაა თან ძალიაან ძალიაან♥️ ახლა წავიკითხე ხუთივე თავი დააა მინდოდა არ დასრულებულიყო -.-
უფროო და უფრო მეტს მოვითხოოვ წურბელასავით ვიწოვ ყველა დეტალს იცოდე :დდდდდ
დედაა ეს რა კაი რამე ვნახე და როგორ გამომრჩენია თვალთახედვიდან ჰა?!! :დ
ჰოდა ჩემოო გოგოოო გელო როგორც მგელი ♥️:დ

 


ტკბილიწიწაკა
ეეე მომწოოონს მე ეს ისტორიაა თან ძალიაან ძალიაან♥️ ახლა წავიკითხე ხუთივე თავი დააა მინდოდა არ დასრულებულიყო -.-
უფროო და უფრო მეტს მოვითხოოვ წურბელასავით ვიწოვ ყველა დეტალს იცოდე :დდდდდ
დედაა ეს რა კაი რამე ვნახე და როგორ გამომრჩენია თვალთახედვიდან ჰა?!! :დ
ჰოდა ჩემოო გოგოოო გელო როგორც მგელი ♥️:დ

მე კი შენი ტკბილი კომენტარი მახარებს smile ბედნიერი ვარ იმით, რომ მოგწონს heart_eyes რაც შეიძლება მალ-მალე დავამატებ თავებს..

 


№12 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან მომწონს ეს ისტორია.საინტერესოა????❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent