შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიენდე გრძნობებს...თავი 2


2-12-2018, 09:11
ავტორი katiusha
ნანახია 3 306

ერთ კვირაში დაინიშნა ქორწილი.ან რატომ უნდა გადაედოთ?მიზეზს ვერ ხედავდნენ. ამ დღის მერე ნიკოლა აღარ უნახავს,არც ტელეფონზე შეხმიანებია.
უნივერსიტეტში ჩვეულებრივად დადიოდა.იქ ბეჭედს იხსნიდა და ჩანთაში ინახავდა.მალე ისედაც ყველა ყველაფერს გაიგებდა და სანამ ასე მოხდებოდა არ უნდოდა ხალხს ზედმეტი კითხვებისგან შეეწუხებინა.
მხოლოდ საქორწინო კაბა შეარჩია მან,სხვა ყველაფერი დედას მიანდო. ეს საქმე არასოდეს ყოფილა მისთვის პრიორიტეტი.ყოველთვის თავს არიდებდა მსგავსი წვეულებების მოწყობას და იქ მისვლას. სამაგიეროდ ჩამოვიდნენ მისი ძმები და რძლები და ქეთინოს თანამოაზრეები გაუჩნდა.ყველა ერთ აზრზე იყო,რომ ტატიანა ბერიძის ქორწილი ისეთი უნდა ყოფილიყო, ხალხს დიდხანს რომ ელაპარაკა. განაცხადა რომ ჯვრისწერა არ უნდოდა და არც შედგებოდა. სიყვარულით არ ვთხოვდები, შესაძლოა დავშორდეთ კიდეც და უფლის წინაშე ფიცს არ დავდებო.ამაზეც დათანხმდნენ,მართალიც იყო.
ერთი კვირა ნიკოლაზე ფიქრი არ შეუწყვეტია,არა როგორ არ უნდოდა არ ეფიქრა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.ნამდვილად იყო ისეთი კაცი ამირეჯიბი,რომლის დავიწყება მარტივი არ იყო…
არც ნიკოლასთვის ყოფილა მარტივი ერთი კვირა. საბას რომ უთხრა ცოლი მომყავს და მეჯვარე უნდა იყოო,ჯერ კინაღამ სიცილისგან გაიგუდა ბიჭი, ხუმრობა ეგონა,მერე რომ მიხვდა მართლა ასე იყო,დასერიოზულდა და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევიო გამოჰკითხა.
-რა მოგიყვე?ჯერ მეც ვერ ვიჯერებ და ვერც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე იმიტომ დავქორწინდებოდი რომ ეს საქმიანი გარიგება იქნებოდა
-ოჯახის შექმნაც გარიგებაა ძმაო,აბა რა გგონია?ინვესტიცია,რომელშიც ყველაფერს დებ და ან გაგიმართლებს, ან არა.
-ახლა არ დამიწყო შენი ბრძნული რჩევები.
-კარგი,არაფერს გეტყვი, ვინაა? ვიცნობ?
-ტატიანა ბერიძე.
-ვიინ?-სასმელი გადასცდა ბიჭს,-ბავშვებზე გადახვედი ბიჭო? შენზე თერთმეტი წლით პატარაა.
-ვიცი,ხო ვიცი.შენ რაა იცნობ მას?
-შორიდან,ჩემი დეიდაშვილი სწავლობს მის ფაკულტეტზე და ხშირად ახსენებს ხოლმე.
-რას ამბობს?-დაინტერესდა კაცი.
-რომ ერთი ამაყი,ამპატრავანი გოგოა,უამრავ ბიჭს მოსწონს თუ უყვარს,მაგრამ ის ყველას ზემოდან უყურებს და არაფრად აგდებს,ერთი ბიჭი უყვარდა დიტო,მაგრამ მან საკუთარ დაქალთან უღალატა და მას მერე გახდა ასეთი.ბოჰემური ცხოვრების მოყვარულია,ხშირი სტუმარია ღამის კლუბების და ქუჩის ცხოვრების,ანუ საშიშ უბნებში დაიარება ჩუმ-ჩუმად,იქ რას აკეთებს არავინ იცის.ახლაც გოგოებთან ერთად ვენეციაში მიდიოდა,მაგრამ მის გარეშე წავიდნენ,მან უარი თქვა საოცნები ქალაქის ნახვაზე..
-შენ ნამდვილად იმ ტატიანაზე მეუბნები მაგ ყველაფერს?
-კი,შენს ტატიანაზე.
-საინტერესოა,არადა სულ სხვანაირი ჩანდა.არა კი შევატყვე რომ ცოტა უცნაური იყო,მაგრამ ასეთი თუ იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდი. მისმინე საბა კიდევ უნდა გამირკვიო მასზე რაღაცეები კარგი.
-კარგი,ქორწილი როდისაა?
-ხვალ საღამოს.
-მერე ახლა მეუბნები ამას?მეჯვარე ვარ კაცი და მომზადება მჭირდება.
-არ წახვიდე,მოიცა დარჩი.ცოტაც დავლიოთ.მოასწრებ ყველაფერს.მე სიძე ვარ და მე არ ვემზადები ასე,-გაეცინა ნიკოლას.-ყველაფერი მზადაა,ჩვენ მარტო ჩვენი როლები უნდა შევასრულოთ.მივალთ ხელს მოვაწერთ,ხალხს ვაჩვენებთ რომ გვიყვარს ერთმანეთი და ასე რააა
-ახლა ეგ სასოწარკვეთილი კაცის სიტყვებს ჰგავს.
-არც ვარ კარგად…
-იქნებ შეგიყვარდეთ ერთმანეთი?
-ჰმ,ნუ გამაცინე ჩვენ?ის და მე?შენ თვითონ არ თქვი ახლა როგორია ის?რომ არაფერი არ გვაქვს საერთო?
-ეძებე ადამიანში საკუთარი თავი,დარწმუნებული ვარ იპოვი. წავედი ეხლა მე,აბა შენ იცი არ მოიწყინო სიძევ,ისე ტეხავს „მალჩიშნიკს“რომ არ ვაწყობთ,თორემ მაგარ ნაშებს ამოვყრიდი..
ნიკოლას გაეცინა და აღარაფერი უთქვამს.ისევ დაისხა სასმელი და დალია.
********
ვერაფრით მოხუჭა თვალი,ან რა დააძინებდა,როცა ხვალიდან უკვე ნიკოლა ამირეჯიბის ცოლი იქნებოდა. ლეპტოპი დაედო მუხლებზე და ისევ მისი პროფილის ფოტოს უყურებდა.
ნეტავ ყველა პატარძალი ასე იყო ქორწილის წინა საღამოს?თუ საქმროსთან საუბარში ატარებდა ღამეს? ერთმანეთს ამშვიდებდნენ ხვალინდელი დღის მოლოდინში?
გაუცნობიერებლად აიღო ტელეფონი და როცა აზრზე მოვიდა უკვე რეკავდა. ნიკოლას მამაკაცურმა ხმამ კი საბოლოოდ გამოაფხიზლა.
-ალო,ტატიანა შენ ხარ?ხმას რატომ არ იღებ?
-არ ვიცი.-ამოილუღლუღა როგორც იქნა.
-რა გჭირს?რატომ არ გძინავს? შუაღამეა უკვე?
-არც შენ გძინავს?
-ჯერ მე გკითხე..
-ადვილი არ ყოფილა დაძინება..
-ხოო,-ყრუდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
-შენ რა მთვრალი ხარ?
-არა,საიდან მოიტანე?
-კიი,ნამდვილად არ ვცდები,ასეა,ასე ცუდი ვარ რომ ჩემი ცოლად მოყვანა დალევის მიზეზს გაძლევს?
-მაგას რატომ ამბობ?-შეატყო ხმაში სევდა ნიკოლამ,-სულაც არ ხარ ცუდი,უბრალოდ მეგობარი იყო ჩემთან და ცოტა დავლიეთ.-გაიმართლა თავი,თან გულწრფელად უნდოდა რომ გოგო დაემშვიდებინა.
-კარგი,დაისვენე,არ უნდა დამერეკა,სულელი ვარ,-სწრაფად გაუთიშა და სულ არ გაუგია როგორ უყვიროდა ამირეჯიბი არ გამითიშოო.
რომ დაურეკა აღარ უპასუხა,ხმა გაუთიშა მობილურს და თვალები დახუჭა.
დილა ადრიანად დაიწყო ორივე ოჯახში.მხოლოდ სიძე-პატარძალს გაეღვიძა გვიან.შხაპი მიიღო ნიკოლამ,მოემზადა და მშობლების სახლში წავიდა..აი იქ დახვდა ამბავი თუ დახვდა,დედამისს მთელ სახლი ფეხზე დაეყენებინა რომ მომავალი რძლის მისაღებად მზად ყოფილიყვნენ.
-დედა რას აკეთებ?
-ტატიანას დასახვედრად ვემზადები,ოთახს ვაწყობ.
-იცი მგონი რომ სულ ტყუილად.მე და ტატიანა აქ არ ვიცხოვრებთ.
-რას ქვია არ იცხოვრებთ?
-აი ასე,ჩემს ბინაში გადავალთ,
-მომისმინე ნიკოლა,შენ სადაც გინდა იქ გადადი,ის გოგო კი აქ იცხოვრებს, ცოტა შეეგუოს ამ ყველაფერს,ძნელია მისთვის ასე უცებ ერთ კვირაში უცხო ადამიანის გვერდით მარტო ცხოვრება.
მიხვდა რომ ვერაფერს გააწყობდა და დაუთმო.
-ადი შენ ოთახში და მოემზდე.არ დავაგვიანოთ.ჯერ მათთან უნდა მივიდეთ და მერე რესტორანში.
-დედა რამე ორიგინალური ხომ არ დაგიგეგმავს?ხომ იცი სიუპრიზები არ მჭირდება.
-ისეთი არაფერია,რომ თავი ვერ გაართვა.არც მთლად ტრადიციული ქართული ქორწილი იქნება, ყველაფრს გაუძლებ.
-კარგი,კარგი,გაგეცლები,სანამ მეც შემჭამე.-გაეცინა ბიჭს.
დედის მიერ არჩეული სამოსი მართლაც არაჩვეულებრივი იყო.
იდეალური,ალბათ ასეთს თვითონაც ვერ შეარჩევდა.
კარი საბამ შემოუღო,ისიც კლასიკურად გამოწყობილიყო, მეჯვარეს რომ შეეფერებოდა ისე.
-ვა,სიძე შე ძველო,რა მაგარ ფორმაში ხარ,-გაეცინა მას.
-შენც,მოიტანე?
-აი აქაა,გამიჭირდა,მაგრამ ჩემთვის შეუძლებელი არაფერია,-ჯიბიდან ორი ბილეთი ამოიღო და მას მიაწოდა.
-მადლობა,წავედით ახლა,თორემ დედაჩემი გაგიჟდება და ორივეს დაგვცოფავს.
გარეთ თეთრი ლიმუზინი ელოდათ.საქორწინოდ მორთული.
გეზი პირდაპირ ბერიძეების სახლისკენ აიღეს.
უამრავი ხალხი იყო შეკრებილი მასპინძლის ეზოში,აქ იყვნენ მასმედიის წარმომადგენლები და ჟურნალისეტებიც.სენსაცია იყო მათი ქორწინება,ისეთი რომ ინტერესს მთელ ქალაქში იწვევდა.
სახლის ზღურბლთან დახვდნენ მასპინძლები სერგო და მისი ვაჟები,ქალები შიგნით იყვნენ და პატარძალს ამზადებდნენ,ქეთინო კი სუფრას ათვალიერებდა,ხომ ყველაფერი კარგადააო.
მისალმებისა და მოკითხვების მერე სერგო სტუმრებს სახლში შეუძღვა. ინტერესით ათვალიერებდა ხალხს ნიკოლა და მათში ტატიანას ეძებდა.მაგრამ ვერ დაინახა.
-ასე ელოდები?-გადაუჩურჩულა საბამ,რომ შეამჩნია მეგობრის აღელვება.
-არ ველოდები,უბრალოდ მაინტერესებს როგორ გამოიყურება, ხომ ამბობენ ქალი განსაკუთრებულად ლამაზია ქორწილშიაო, ხოდა მაინტერესებს.
-შეხედე,დატკბი,დიდებულია,-თვალი გაუშტერდა საბას და ნიკოლამაც იქით გაიხედა. თვალი გაუშტერდა კიბეზე ჩამომავალ ტატიანაზე, დედოფალივით ლამაზი იყო. ულამაზესი გაშლილი კაბა ეცვა,ქათქათა თეთრი,თვლებით გაწყობილი და მხრებზე მოხდილი.თმა უკან შეეკრა,მასში ფატა ჩაემაგრებინათ,თავზე მბრწყინავი,სადა დიადემა ეკეთა.მკვეთრი საღამოს მაკიაჟი კი უფრო მეტ სილამაზეს სძენდა მის ულამაზეს სახის ნაკვთებს.ცალი ხელით კაბის ბოლო ეჭირა,მეორეში თეთრი ვარდების თაიგული.კიბეზე ნელი,გრაციოზული ნაბიჟებით ჩამოდიოდა და მომაჯადოვებლად იღიმოდა.უკან ნანკა მოჰყვებოდა.
ნიკოლამ თვალი ვერ მოსწყვიტა ამ სილამაზეს,მართალი უთქვამთ ყველა პატარძალი განსაკუთრებულად ლამაზია.როგორ შეიძლებოდა ამ სილამაზეს გაქცეოდი და მისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექციე?
კიბე რომ ჩამოიარა სერგომ შეაგება ხელი,შვილს გაუღიმა და შუბლზე აკოცა.
-ძალიან ლამაზი ხარ.
ტატიანამ გაუღიმა.მამამ ხელი მოჰკიდა და სიძისკენ დაიძრა. ქალიშვილის ხელი და მისი ხელი ერთმანეთს გადააჯაჭვა და უთხრა.
-მუდამ ასე ხელჩაკიდებული იარეთ,ასეთმა ბედნიერებმა.
-მამა,რომელ ბედნიერებაზე ლაპარაკობ?-ღიმილით გადაუჩურჩულა გოგომ.
-შენს თვალებში რომ ვხედავ იმაზე გელაპარაკები.-უპასუხა კაცმა.
დაიბნა გოგო და ხმა ვეღარ ამოიღო.ნიკოლას გახედა იქნებ მიშველოსო.ისიც მაშინვე მიხვდა ამას და გვერდით ამოუდგა.
-შენ უბრალოდ ძალიან ლამაზი ხარ.სიტყვები არ მყოფნის რომ გადმოვცე ეს.
დაიმორცხვა და თავი დახარა.. ნიკოლამ ხელი ჩაჰკიდა და საგანგებოდ გაწყობილ სუფრასთან მიიყვანა,მათთვის განკუთვნილ ადგილზე დადგნენ და ხალხს მიაჩერდნენ ორივეს ისეთი შეგრძნება ჰქონდათ თითქოს საგამოფენო ექსპონატები იყვნენ და აფასებდნენ მათ ღირებულებას.გვერდით მეჯვარეები ამოუდგნენ.
-საბა,
-ნანკა,-გაიცნეს ერთმანეთი.
ფოტოგრაფი ფოტოებს უღებდა საქორწინო ალბომისთვის.მათი ცალ-ცალკე გადაღება უკვე მოესწროთ და ახლა ერთობლივ ფოტოებს უღებდა.
ესეც რომ დასრულდა დაილოცეს და ნაზი მელოდიის ფონზე გააცილეს პატარძალი დარბაზისკენ.
მეჯვარეებმა მალევე გაუგეს ერთმანეთს და მხიარულება არ მოჰკლებიათ გზაში.მალე დაძაბულობამ ტატიანასაც გადაუარა და ისე იქცეოდა თითქოს მართლა სიყვარულით თხოვდებოდა.მხოლოდ ნიკოლა იჯდა სერიოზული სახით და თვალს არ აშორებდა მოკისკისე ტატას.
რესტორანთან რომ გაჩერდა პირველი ნანკა და საბა გადავიდნენ.სანამ ტატიანაც გადავიდოდა,ბიჭმა შეაჩერა და უთხრა.
-იმედია ამჯერად ნორმალურად მოიქცევი და არა ისე,როგორც იმ დღეს რესტორანში.
-რა თქმა უნდა არ შეგარცხვენთ, -ირონია გაურია გოგომ და გადასასვლელად მოემზადა.
საგანგებოდ დაფენილი წითელი ხალიჩის გარშემო ხალხს დერეფანი გაეკეთებინა.წინ ტატიანას ძმისშვილები მიდიოდნენ პატარა ხუთი წლის გოგო თეთრ ფუშფუშა კაბაში გამოწყობილი და ბიჭი კლასიკურ შარვალ კოსტუმში ჩაცმული.ვარდის ფურცლებს ფანტავდნენ გზად.უკან მეჯვარეები მიჰყვებოდნენ.ნანკას საბას მკვალზე მოეთვსებინა ხელი და ულამაზეს, გრძელი წითელი კაბაში გამოწყობილი ფეხს უწყობდა მის ნაბიჯებს.
მომავალი წყვილის გამოჩენას ოვაციები მოჰყვა,დაიბნა კიდეც ტატიანა და ნიკოლას მკლავზე დაეყრდნო.აი აქ იყო თუ იყო ჟურნალისტების და ფოტოგრაფების შემოტევა,დაცვას რომ არ დაეჭირათ, ნამდვილად შეიჭრებოდნენ
ხალიჩაზე. ნიკოლამ ხელი შეაშველა გოგოს და ძლიერად დაიჭირა,რომ არ დაცემულიყო.
-კარგად ხარ?
-კი,უბრალოდ ასეთ სიტუაციას არ ვარ მიჩვეული,
-როგორ უნდა იყო,როცა პირველად თხოვდები?-გაეცინა კაცს,ტატიანა მიხვდა რომ სისულელ წამოროშა და ნერვიულობას გადააბრალა.
-ისე ნუ იქცევი,თითქოის შენ არ ნერვიულობდე და შენთვისაც არ იყოს პირველი,-უღიმოდა და ეჩურჩულებოდა თან, რომ ხალხს არ შეემჩნია ეს ქორწინება რომ ფარსი იყო.
-უამრავ წვეულებაზე ვყოფილვარ და მსგავს სიტუაციაში როგორ მოვიქცე ვიცი.შენც რომ გევლო კარგი იქნებოდა,ასე არ დაიბნეოდი.
ამასობასი ხალიჩა გაიარეს და დარბაზში შევიდნენ მენდელსონის საქორწინო მარშის თანხმლებით. მერიის წარმომადგენელი უკვე მოსული იყო და საგანგებოდ შექმნილ მაგიდასთან ელოდა,სადაც ხელი უნდა მოეწერათ.მის წინ დადგნენ მეჯვარეებთან ერთად და ცერემონიალი დაიწყო, რომელიც დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა. შეკითხვაზე თანახმა იყვნენ თუ არა,ორივე გაჩუმდა,მაგრამ მეორედ რომ გაუმეორეს თანხმობა განაცხადეს.ხელის მოწერით დაადასტურეს,მეჯვარეებმა დაამოწმეს,ბეჭდები მოარგეს ერთმანეთს და იურიდიულად ცოლ-ქმრად გამოაცხადეს.
-შეგიძლიათ აკოცოთ პატარძალს.
ამის მოსმენაზე ყურები დაუგუბდა და სმენა დაეხშო.დარბაზი აყვირდა.
-კოცნა,კოცნა.კოცნა.
მასთან ახლოს მიიწია ამირეჯიბი,სახე დაუჭირა,თავი ააწევინა ერთი თავით დაბალ გოგოს და თვალებში ჩახედა. საოცარი იყო ტატიანას თვალები,იქ რაღაც მისთვის ამოუცნობს ხედავდა. მასში ვარსკვლავები ციმციმებდნენ და ბავშვურ სითბოს ასხივებდნენ. თვალები დახუჭა გოგომ,მაგრამ ის არ მოხდა,რასაც ელოდა.ახლა უკვე ქმარმა შუბლზე აკოცა.თვალები რომ გაახილა გაღიმებულ ნიკოლას წააწყდა.
-ეს რა კოცნაა?ნამდვილი კოცნა.-დაიყვირა საბამ და გაბრაზებული ამირეჯიბის სახე რომ დაინახა,ხალხს ამოეფარა,გვიანი იყო,უკვე ყველას დაეწყო ყვირილი და ნამდვილ კოცნას ითხოვდნენ. ტატიანა ძალიან ცუდად იყო,ერთი ნაბიჯით დაიხია უკან,აქედან გაქცევა უნდოდა,ჯერ ახლა დაიწყო ეს ყველაფერი და უკვე ყელში ამოუვიდა.
აქედან ხომ არ გავიქცეო,-სანამ გაიფიქრა,მანამდე მოჰკიდა წვრილ წელზე ხელი ნიკოლამ,სხეულზე აიკრა და ნელა და ვნებიანად აკოცა წითლად შეღებილ ტუჩებზე.სხეულში აქამდე უცნობმა გრძნობამ დაუარა,მუცელში რაღაც იგრძნო და მუხლებში ძალა გამოეცალა.თავბრუ დაეხვა,კიდევ კარგი კაცს ეჭირა,თორემ ნამდვილად დაეცემოდა.იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი ტვინში და სახე აუხურდა. ალბათ გაწითლდა კიდეც.ნიკოლას ახედა,ის იდგა და იღიმოდა,თითქოს ამაყობდა კიდეც ამით რომ გამოუცდელ გოგოს პირველი კოცნა მოჰპარა.ბრაზი მოერია და ნანკას ანიშნა მოდი მიშველეო.როგორც კი გოგო დაიძრა მისკენ,საბამ გადაუღობა გზა.
-სად მიდიხარ?
-ტატასთან.
-ჩვენი ადგილი იქაა,წამოდი,ისინიც იქ მოვლენ.ნუ ჩაუშლი ამ წამებს.-ხელი ჩაჰკიდა და შემაღლებულ ადგილას მოწყობილი მაგიდისკენ წაიყვანა.
რობოტივით გაჰყვა უკან ტატიანა ნიკოლას,ფეხიც კი აერია.კიდევ კარგი დროზე დაჯდა სჯამზე.
-ეს რა იყო?-გადაუჩურჩულა ნანკამ.
-ჯერ მეც არ ვიცი.საშინლად ვარ გაბრაზებული.-ღიმილი არ მოუშორებია,სახიდან ისე გადაუჩურჩულა მას.
-ამას არ გაპატიებ,როგორ გააკეთე ეს?ხომ იცი რა სიტუაციაც გვაქვს?-ისეთივე ბედნიერი სახით გადაუჩურჩულა ნიკოლამ საბას.
-მერე რაა,რა მოხდა?ცოტა გაგახალისეთ.
-გაგვახალისე კი არა,იცი რა გამაკეთებინე?გოგოს მისი ნების საწინააღმდეგოდ პირველი კოცნა მოვპარე,და ვეჭვობ რომ ახლა თავს საშინლად გრძნობს.
-როგორ დავიჯერო რომ მას არავინ ჰყოლია და არავისთვის უკოცნია.
-მე არ მეშლება ეს და კარგად იცი შენ.
-არაუშავს,საქორწინო მოგზაურობაში რომ წახვალთ,ბოდიშს მოუხდი,რამეს აჩუქებ და ყველაფერი დაავიწყდება.
-პირველი კოცნის დავიწყება არ ხდება.
-ქალივით ნუ მეჭორავები,ადექი ფეხზე გლოცავენ.-თავი დაიძვრინა საბამ
წყვილი ფეხზე იდგა და სტუმრებისგან დალოცვებს და მილოცვებს იღებდა.
ნაძალადევად იღიმოდა ორივე.ხალხს თავს აჩვენებდნენ რომ ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული წყვილი იყო.
-გაგვიმარჯოს ძვირფასო მეუღლევ,-ჭიქა მიურტყა მსუბუქად ნიკოლამ და სასმელი ოდნავ მოსვა.იგივე გაიმეორა ტატამაც.
აქ პირველი ცეკვა შეასრულა წყვილმა.ვალსი იცეკვეს.როგორც კი წელზე ნიკოლას ხელები იგრძნო,ისევ ის შეგრძნება დაეუფლა,რაც მისი ყოველი შეხებისას.კანზე ეკალი აყრიდა და ამას ამირეჯიბიც კარგად ამჩნევდა.ეღიმებოდა და უარესს მართებდა გოგოს.ტატიანას კისერზე მოეხვია ხელები,მაგრამ თვალებში არ უყურებდა.დამფრთხალი კურდღელივით აცეცებდა აქეთ-იქით. მთელი ცეკვის მანძილზე თავზე ეყრებოდათ სპეციალურად შექმნილი თეთრი თოვლი. რომ დაასრულეს, ოვაციებით დააჯილდოვეს და თავის ადგილზე დაბრუნდნენ.
შემდეგ მეჯვარეები დაულოცეს.
ოჯახის წევრები-მშობლები და დედმამიშვილები. აი აქ სიტყვით გამოვიდა სერგო.
-ვიცი რომ ამ დღეს დიდხანს ელოდნენ ჩვენს ოჯახებში,ვიცი მთელი სულით და გულით დაგეგმეს ყველაფერი,რომ საღამო დაუვიწყარი გამოსულიყო. იმედია არავინ გამიბრაზდება თუ სულ რაღაც ხუთწუთიან გადახვევას გავაკეთებთ.დარწმუნებული ვარ რომ ბევრმა არ იცით როგორ შესანიშნავად ცეკვავს პატარძალი ტრადიციულ ქართულ ცეკვებს.გთხოვთ,-ანიშნა მუსიკოსებს.
-ოო,არა,-შუბლზე ხელი შემოირტყა ტატიანამ და სასოწარკვეთილმა გახედა ნანკას.
-მოგიწევს,ამდენ ხალხში ხომ არ შეარცხვენ არა?მეც შენს გვერდით ვარ.მიდი.-ჩუმად შეუცურა მაგიდის ქვეშ დაბალძირიანი ფეხსაცმელი.
-შენც იცოდი ხომ?იცოდით არ დაგთანხმდებოდითდა მომიწყვეთ.
-ნუ წუწუნებ,ყოველთვის ასეთი მორიდებული იყავი.ახლა დროა შენი ნიჭი გამოავლინო.
-არ ვიცოდი თუ ცეკვავდი. გადაულაპარაკა ნიკოლამ.
-შენ არაფერი არ იცი ჩემზე.
დარბაზში მუსიკა აჟღერდა. სერგო მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.მამას თავისი ხელი შეაგება და წამოდგა.ყველას აინტერესებდა როგორ იცეკვებდა პატარძალი.
პირველი აჭარული დაიწყო და მამა-შვილმა ხელი გაშალა,საოცრად მოძრაობდა ტატიანა და თვალს ვერ აშორებდა ნიკოლა.არც დამსწრე საზოგადოება.მამას უფროსი ძმა შეენაცვა და ახლა მასთან იცეკვა სოლო.აჭარულს რაჭული მოჰყვა და ასპარეზი შუათანა ძმას დაეთმო,ჯერ მან დაიწყო და მერე ისევ სოლოში იცეკვა დასთან ერთად.რაჭული მთიულურმა შეცვალა და ცეცხლოვანი ცეკვით გადმოხტა უმცროსი ძმა.საცეკვაო მოედანს ჩამოუარა, ტრიუკებს ასრულებდა. მერე ამას მოჰყვა ლეზგინკა,აქაც საოცარი იყო ტატიანა. მას მოჰყვა ოსური.აქ უკვე ბერიძეების ოჯახის ხუთივე წევრი ჩაება,დანარნარებდა სცენაზე ტატიანა და სიხარულს და ნიჭის ზეიმს ასხივებდა. ჯეირანი იყო ამ ყველაფრის საბოლოო დასასრული. მართლა ჯეირანივით იყო გოგო,უფრო გათამამანებული იყო ამ დროისთვის და დაძაბულობა მოხსნოდა. სცენაზე დანარნარებდა და ნიკოლას მოეჩვენა რომ თითქოს ფეხსცარ აკარებდა იატაკს,ყბაჩამოვარდნილი უყურებდა ამას,მის თითოეულ მოძრაობაში მისი სილამაზე უფრო მეტად იკვეთებოდა და გულს სიხარული უვსებდა.
-ასე უნდა იყურებოდე?არაა დრო შენც გააკვირვო ისინი?-გადაულაპარაკა საბამ ამირეჯიბს.
-არაა,როგორ ჩავერიო ოჯახურ ამბავში? ერთი პატარა კონცერტი დადგეს.შეხედე როგორი ბედნიერები არიან.როგორ უხარიათ?
-შენც მათი ოჯახის წევრი ხარ უკვე,ადექი მიდი.
აი დაისი რომ დაიწყო და სერგომ გაშალა ხელი,მაშინ წამოიმართა ნიკოლა სკამიდან,ჩამოვიდა და უფროსი ბერიძე შეაჩერა.
-ეს ცეკვა მე მეკუთვნის.
-აბა მეგობრებო აბლოდისმენტებით შევეგებოთ,ცეკვავს სიძე,-გაისმა დარბაზში თამადის ხმა და სტუმრებში ტაში გაისმა, გასამხნევებელი შეძახილები. თვალები გაუფართოვდა ტატიანას,როცა კაცმა პიჯაკი სკამზე გადაკიდა და ხელი გაშალა.გული შეუქანდა რა არანორმალურად ლამაზი იყო ის.მოეჩვენა რომ ფეხს არ აკარებდა იატაკს.მომაჯადოებლად უღიმოდა და უფრო და უფრო უახლოვდებოდა.მანაც გაშალა ხელი და თავისი პარტიის შესრულებას შეუდგა. რომ დაასრულეს აი აქ ატყდა აბლოდისმენტები თუ ატყდა,ისეთი ოვაციები და ისეთი ამბავი იყო.დაუგეგმავი უფრო ორიგინალური და დასამახსოვრებელი გამოვიდა.
ნიკოლამ ხელი ჩაჰკიდა და თავის ადგილისკენ წაიყვანა გოგო,რომელიც დაბნეული მიჰყვებოდა.
-არაჩვეულებრივი იყავი,ძალიან კარგად ცეკვავ.
-შენც.მინდა გითხრა შენ უფრო გამაოცე.-უპასუხა ტატიანამ
ისევ სადღეგრძელო და ისევ მუსიკა შეენაცვლა მერე რამდენჯერმე ერთმანეთს.ორივეს მოუწია ცოტას დალევა და ამან იმოქმედა. დაძაბულობა მოეხსნათ და აცეკვდნენ. ძირითადად ტატიანა ცეკვავდა,ეპიცენტრში იყო და იპყრობდა იქაურობას.ამდროს სულ დაავიწყდა,რომ პატარძალი იყო,კარგად იმხიარულა,ნიკოლა ძირითადად იჯდა და უყურებდა შორიდანროგორი ლაღი და სიცოცხლით სავსე იყო ის.
ასეთ გართობაში დრო უფრო გავიდა.რასაც ტორტის გაჭრა მოჰყვა ფეიერვერკის ფონზე და თაიგულის სროლა.ყველას გასაკვირად ის ნანკამ დაიჭირა, აი სიძემ რომ ჰალსტუხი ისროლა ეს უკვე მხიარულების პიკი იყო,ის საბას ჩაუვარდა ხელში და სახუმარო თემა მიეცა ბიჭს,რაც ისედაც არ აკლდა.
უკვე ყველა ცეკვავდა და ერთობოდა,სინათლეც თითქმის ჩამქრალი იყო,როცა ნიკოლამ ხელი ჩაჰკიდა ტატიანას და იქიდან გაიტაცა.
-რას აკეთებ?-გააშვებინა ხელი გოგომ,გარეთ რომ გავიდნენ.
-ვიპარებით,თორემ საქორწინო მოგზაურობაში დაგვაგვიანდება.
-ეგეც იქნება?მე ეგ არმინდოდა.
-მე მინდა,ათი დღე შვებულება მაქვს და სახლში,მითუმეტეს შენთან ვერ გავატარებ,ხომ ვიცი გამამწარებ. ჩაჯექი.-თითქმის ძალით ჩასვა მანქანაში.ცოტა უხეშად კი მოუვიდა.
-ცხოველო მეტკინა.
-ადამიანურად არ გესმის.
-უნდა დაიმსახურო,რომ ადამიანურად მოგექცე.
-გეხვეწები მითხარი რა ბზიკმა გიკბინა რომ წამში შეიცვალე?
-აი ეს მიხუთავს სულს,მახრჩობს-ხელი ასწია და საქორწინო ბეჭედი დაანახა გოგომ
ნიკოლამ მანქანა გააჩერა,ხელი მოჰკიდა და გამოაძრო ორივე ბეჭედი.
-ნუ ატარებ,ყველა არ არის ამის ტარების ღირსი,არც შენ ყოფილხარ როგორც ჩანს და სულელი ვარ ეს რომ დავუშვი გონებაში.-უთხრა გაბრაზებულმა და პიჯაკის ჯიბეში ჩაიყარა.
-რას ნიშნავს არც მე?კიდევ ვინმეს გაუკეთე ბეჭედი და მანაც უარი გითხრა? რა თქმა უნდა ასეა, გამოვიცანი.ამიტომ გაბრაზდი ასე.
-გაჩუმდი და ხმა აღარ ამოიღო.-ხმას აუწია კაცმა და ტატიანაც მოიკუნტა სკამზე.
-სად მივდივართ?-იკითხა ცოტა ხანში,გზა რომ არ ეცნო.
-ჩემს სახლში.
-რა მინდა შენს სახლში?აკი საქორწინო მოგზაურობაში მივდიოდით?
-უნდა გამოვიცვალოთ.
-მერე მისამართი შეგეშალა.ჩემი სახლი სხვა მხარესაა.
-დღეიდან აქეთაა და შენი ნივთებიც უკვე იქაა.უფრო სწორად ჩემი მშობლების სახლში.შენ იქ იცხოვრებ.მე ჩემს სახლში.
-საინტერესოა,შენ გადაწყვიტე ასე?
-დედამ.მე არაფერ შუაში ვარ,იფიქრა რომ რადგან ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობთ და არც რამე გრძნობა გვაკავშირებს ერთმანეთთან,გაგიჭირდება ჩემთან მარტო ცხოვრება და შეგუება. შესაბამისად სანამ გაშინაურდები მათთან იცხოვრებ.
-მადლობა ღმერთს ვიღაც მაინც ფიქრობს ჭკვიანურად და საღად.
-ესეგი მე არ ვფიქრობ?
-არ ვიცი..
-მაგიჟებს ეგ პასუხი…
-მაშინ ნუ მკითხავ.
-ნუ მეპასუხები.
-რასაც მინდა იმას ვიტყვი,ვერ დამიშლი.ისევე როგორც მე ვერ დაგიშლი.
ნიკოლა გაჩუმდა.კამათი საშიში ხდებოდა და არ უნდოდა რომ უფრო შორს წასულიყვნენ.
მანქანა მალე გააჩერა ავტოსადგომზე და შიდა ლიფტით ავიდნენ სასურველ სართულზე.საქორწინო კაბით მოძრაობა უჭირდა გოგოს,ფეხებიც სტკიოდა.მაგრამ ჯიუტად არ სთხოვდა დახმარებას მას.მითუმეტეს ნიკოლას მისი ჩემოდანი მოჰქონდა,რომელიც ქეთინომ მოუმზადა მგზავრობისთვის.
ინტერესით მოავლო თვალი სახლს.დიდი მისაღები,ნაკლებად დათვირთული ავეჯით,სადად მოწყობილი,ერთ ნაწილში სამზარეულოში გადიოდი,ბარიც კი ჰქონდა.მეორე მხარეს დახვეული კიბით ზემოთ ადიოდი სადაც ალბათ საძინებელი ან საძინებლები იყო,პირდაპირ კი მთლიანად სქელი მინის კედელი იყო და აივანზე ხვდებოდი იქიდან.საოცარი ხედი იშლებოდა,რამაც წამში მიიქცია მისი ყურადღება,
-ზემოთ ავიტან ჩემოდანს, გამოიცვალე,მოემზადე,დიდი დრო არ გვაქვს,
-როგორც მეტყვი.-უკან აედევნა და გაჭირვებით ავიდა კიბეზე.ზემოთ ორი კარი იყო,ერთმანეთის საპირისპიროდ.კიბიდან მარცხენა კარი შეაღო ნიკოლამ და იქ შეიტანა ჩემოდანი,ტატიანას ანიშნა შეგიძლია შეხვიდეო და თვითონ მარჯვენა კარში გაუჩინარდა.ნელა დაიძრა გოგო და ნელა შევიდა ოთახში.აქაურობაც ძალიან გემოვნებით იყო მოწყობილი,ისევე როგორც სხვა დანარჩენი.ნორმალური ზომის ოთახი,ხის ჩუქურთმებიანი ორსაწოლიანი,რომელსაც ორივე მხარეს პატარა ტუმბო ედგა და მასზე მაგიდის სანათები იყო მოთავსებული. საკმაოდ დიდი ზომის კარადა,კედელში ჩადგმული და ტელევიზორი. ასე თუ მოხიბლავდა სისადავე ოდესმე,ვერ წარმოიდგენდა.არადა ყოველთვის გადატვირთული სახლები უყვარდა.
სარკის წინ დადგა და კაბის გახდას შეცადა,მაგრას სულაც არ აღმოჩნდა მარტივი.საგულდაგულოდ შეკრული მჭიდრო კორსეტი ხელს უშლიდა.სცადა გახსნა,მაგრამ არ გამოუვიდა,სხვა გზა არ იყო,ნიკოლასთვის უნდა დაეძახა.დერეფანში გამოვიდა და კარზე დააკაკუნა.
-ნიკოლა..-დაუძახა ხმადაბლა.-ნიკოლა,-გაიმეორა,როცა პირველ დაძახებას სიჩუმე მოჰყვა. უეცრად კარი გაიღო და პერანგშეხსნილი ამირეჯიბი შერჩა ხელში.დაიბნა და ძლივს ამოილუღლუღა
-შეგიძლია კაბის გახდაში დამეხმარო?-ჰკითხა დარცხვენილმა.
-მოვალ ახლავე,შედი ოთახში და დამელოდე.
უკან დაბრუნდა და საწოლზე ჩამოჯდა თითებს დაუწყო წვალება.
ნიკოლამ პერანგი გაიხადა,თხელი,გრძელმკლავიანი მაისური გადაიცვა და ტატაიანას ოთახის კარი დაუკითხავად შეაღო.ხმაურზე გოგო შეშინებული წამოხტა და მის წინ აღმოჩნდა. ჩუმად
უმზერდნენ ერთმანეთს და ვინ იცის გულში რას ფიქრობდა ორივე.მერე ნიკოლამ დააღვია სიჩუმე,მიუახლოვდა გოგოს,ხელით შეაბრუნდა სარკეში გაუსწორა თვალი,მის უკან იდგა,ძალიან ახლოს,მისი სურნელი ცხვირის ნესტოებს უწვავდა,განსაკუთრებული იყო და ძნელად რომ დაგავიწყდებოდა ისეთი.ვერაფრით მიხვდა რისი სურნელი იყო ეს.წამით თავს ვერ სძლია და შიშველ მხარზე ჩამოუვა გოგოს ხელი,მკლავზე ჩაყოლა,თითებამდე ჩავიდა და მის თითებში ახლართა თავისი.დაიხარა და კისერში ჩარგო თავი,ცხვირის წვერი კანზე აუსვა,რასაც გოგოს მხრიდან მოსალოდნელი რეაქცია მოჰყვა და კანზე ეკლებმა დააყარა,დაბნეული იდგა ერთ ადგილზე და ვერ ინძრეოდა.ვნება ყველაფერზე ძლიერი იყო,თვალები დახუჭა იმის მოლოდინში,რომ ამას შესაძლოა სხვა გაგრძელება მოჰყოლოდა და შიშით ელოდა კიდეც.
მაგრამ თავს და სურვილებს სძლია ამირეჯიბმა,გამოერკვა და კაბის თასმა ნელ-ნელა შეხსნა.
ხელით დაიჭირა ტატიანამ წინიდან კაბა რომ არ ჩავარდნოდა და კაცის წინაშე არ დარჩენილიყო შიშველი.
ნიკოლამ თასმების შეხსნა დაამთავრა და სწრაფად გაუჩინარდა ოთახიდან.
გოგომ თავისუფლად ამოისუნთქა. მანამდე ეგონა რომ გულს მუშაობა შეეწყვიტა.ჩემოდანი გახსნა და პირველივე ტანსაცმელი ჩაიცვა,რაც ხელში მოხვდა…
თავი ცუდად იგრძნო ნიკოლამ და დატუქსა გონებაში,რას გიშვება ეს გოგო,რომ ვნებებს ვერ აკონტროლებო. თან იცმევდა და ჩემოდანს ალაგებდა. ყველაფერი აიღო და ოთახიდან გამოვიდა.
მაშინ შეეჩეხა ტატიანას,ისიც ოთახიდან გამოდიოდა.თვალი აარიდა გოგომ და თავი დახარა.
-ბოდიში,თავი უნდა შემეკავებინა.
-არაუშავს,ახლა მე შენი საკუთრება ვარ და შეგიძლია ის გააკეთო რაც მოგინდება.
-ასე არაა,შენ შენს თავს ეკუთვნი,მე არ ვაპირებ შენზე ძალადობას ან მბრძანებლობას.სისულელეა იმაზე ფიქრი,რომ გათხოვებით ქმრის საკუტრება ხდება ქალი. ისინი ერთმანეთს უნდა ეკუთვნოდნენ, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ უყვართ ერთმანეთი და ქორწინება ნამდვილია.
-ესეგი უფლება მაქვს რაც მინდა ის გავაკეთო?
-კი თუ ძალიან ცუდ რაღაცეებს არ ჩაიდენ.
-რას გულისხმობ?
-ისე მოიქცევი როგორც ნამდვილ ლედის შეეფერება,როგორც ამირეჯიბების რძალს.
-შევთანხმდით.-ნაძალადევად გაუღიმა გოგომ
-მაშინ აი ეს აიღე,ვიცი რომ იქ წასვლა ძალიან გინდოდა და შენი ოცნება იყო.-ბილეთები მიაწოდა კაცმა.
-არ არსებობს,-იკივლა ტატიანამ როცა მიხვდა სადაც მიდიოდნენ,ხელები გაშალა და ნიკოლას კისერზე შემოეხვია.ძლივს მისწვდა და გაუაზრებლად აკოცა ლოყაზე.დაიბნა კაცი და ვერაფრის თქმა ვერ მოეხერხებინა.მხოლოდ ლოყაზე მოისვა ხელი და გაეღიმა მის ბავშვურ საქციელზე.
-საიდან გაიგე?
-მე ყველაფერს ვიგებ თუ ადამიანი მაინტერესებს, ასე რომ არც კი იფიქრო რომ ჩემს ზურგს უკან რამეს გააკეთებ.
-ესეგი არ მალავ რომ ჩემს მიმართ ინტერესი გაქვს?
-ეს ნორმალურია…შენ ხომ უკვე ჩემი ცოლი ხარ.
-ფიქტიური ცოლი.-შეუსწორა გოგომ
-ეს ხალხმა არ იცის…
-რადგან ასეა,მაშინ ჩემთვის რაღაც გაქვს დასაბრუნებელი.
-რაა?
-ბეჭდები,-ხელისგული გამოუშალა გოგომ და გაუღიმა.ნიკოლამ ჯიბიდან ამოიღო ორივე და ისევ ხელზე მოარგო.
-ასე უკეთესია,-დახედა გოგომ და ისევ გაუღიმა,-დაგიმტკიცებ,რომ მე ვარ ამის ტარების ღირსი.
-ჩემთან არაფერი გაქვს დასამტკიცებელი.შენ თქვი რომ ეს ქორწინება ფიქტიურია,ხოდა ვიცხოვროთ უბრალოდ მშვიდად. ერთმანეთს არ მოვაბეზროთ თავი და რაც მთავარია არ შევიძულოთ ერთმანეთი.
-მოლაპარაკება ძალაში ამ წუთიდან შედის,-გაუღიმა ტატიანამ.-წავიდეთ?
-წავიდეთ,-უპასუხა ნიკოლამ და ჩემოდნები აიღო.გოგოც უკან აედევნა.
ფრენა გამთენიისას იყო. რეგისტრაციის გავლის მერე ბარგი ჩააბარეს და თვითმფრინავში ავიდნენ.ისე იყო გადაღლილი ტატიანა,ნიკოლას მხარზე ჩამოეძინა.
კაცი უყურებდა მის ბავშვურ,უცოდველ სახეს და ეღიმებოდა.საბას ნათქვამი უტრიალებდა გონებაში და ერთმანეთს ებრძოდა აზრი იმაზე რომ ორი ტატიანა არ არსებობდა და ეს იყო მისი ნამდვილი სახე…
რომ გაეღვიძა თვითმფრინავი უკვე ეშვებოდა.თავი უხერხულად იგრძნო რომ მთელი ამდენი საათი ნიკოლას მხარზე ეძინა.ალბათ როგორ შეაწუხა.
-არ გეძინა?-ჰკითხა მერე.
-არა,
-ჩემს გამო?
-შენ არაფერ შუაში ხარ,მგზავრობისას ვერასოდეს ვერ ვიძინებ.
-მალე ჩავალთ?
-კიი,აი ნახე გაიხედე,ეს მილანია,მილანის აეროპორტში დავეშვებით და მერე მატარებლით წავალთ,-ფანჯარაში გაახედა ტატიანა.თვითონაც გადაიხარა და გაიხედა.ისევ ახლოს იყო გოგოსთან.
-შენ აქამდეც ყოფილხარ აქ?-ჰკითხა მან და მოიხედა,პირდაპირ მის სახეს წააწყდა,იმდენად ახლოს იყო მისი სუნთქვა იგრძო და ცხვირის წვერითაც კი შეეხო მის ცხვირის წვერს.დაიბნა და სწრაფად აარიდა სახე,ნიკოლა სკამზე დაბრუნდა და ზურგით მიეყრდნო.
-კი ვყოფილვარ.
-მერე როგორია?
-აჯობებს შენი თვალით ნახო და შენ მომიყვე როგორია..
თვითმფრინავი დაეშვა.ბარგი აიღეს და აეროპორტიდან გამოვიდნენ. ცოტა დრო ჰქონდათ და მილანის პატარა ნაწილი დაათვალიერეს.კაფეში ისადილეს,მერე კი მატარებელში ჩასხდნენ და ვენეციისკენ წავიდნენ. დაახლოებით სამი საათი იმგზავრეს,როგორც კი მატარებელმა წყლის არხებს შორის დაიწყო სვლა მაშინვე მიხვდა რომ იქ იყო.
ემოციები მაშინვე შემოაწვა და სამყაროს მოსწყდა.გაბადრული უყურებდა ყველაფერს და სახიდან ბედნიერი ღიმილი არ უქრებოდა.ფოტოაპარატი მოიმარჯვა და ფოტოების გადაღება დაიწყო.
უყურებდა ნიკოლა და ისიც ბედნიერი იყო რომ მისთვის ასეთი სიხარულის მინიჭება შეძლო.
დანიშნულების ადგილზე მივიდნენ. ჩემოდნები აიღო და პირდაპირ სასტუმროსკენ წაიყვანა ტატიანა,საშინლად იყო დაღლილი და ძილი უნდოდა. აქ პირველი იმედგაცრუება ელოდათ ორივეს.
ნიკოლამ უაქცენტო იტალიურით სთხოვა კონსიერჟს მათი ოთახების გასაღებები.აღმოჩნდა რომ ახალდაქორწინებულების ლუქსი იყო დაჯავშნილი.მაშინვე შეატყო ტატიანამ სახეზე რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
-რა ხდება?
-რა ხდება და საბა უნდა მოვკლა.ორი ნომრის მაგივრად ახალდაქორწინებულების ლუქსი დაგვიჯავშნა.
ელდა ეცა ბერიძეს.
-ეს როგორ?ანუ ჩვენ ერთ ნომერში ვიქნებით?
-ასე გამოდის,თავისუფალი ოთახები არ აქვთ.
-რა ვქნათ?როგორ მოვიქცეთ?-სასოწარკვეთილმა იკითხა ტატიანამ.
-ქუჩაში ხომ არ დავრჩებით?უნდა შევიდეთ,იქ როგორმე მოვრიგდებით.
როგორც კი კარი გააღო ნიკოლამ და მაშინვე თვალი მოსჭრა სხვადასხვა ფერის ანთებულმა სანთლებმა, იატაკზე მიმობნეულმა ვარდის ფურცლებმა,ლამაზად გაწყობილმა მაგიდამ,რომელზეც ასევე სანთლები ენთო.საწოლზე დაყრილ წითელი ვარდის ფურცლებს გულის ფორმა ჰქონდა.ეს ყველაფერი ერთი შეხედვით იდეალურ გარემოს ქმნიდა.
აღფრთოვანდა ტატიანა და სასწაულად მოეწონა ეს ყველაფერი, ალბათ გაუხარდებოდა კიდეც ეს რომ ნამდვილი ქორწინება ყოფილიყო და სიყვარულით გაჰყოლოდა მას ცოლად.
სინათლე აანთო ნიკოლამ,კარი დახურა და სათითაოდ ჩააქრო სანთლები.
-ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი,მაგრამ ჩვენ შორის არაფერი მოხდება,ასე რომ იმაზე შევთანხმდეთ ვინ სად დაწვება.
-მე საწოლზე,-დაასწრო ტატიანამ.
-ეგოისტო.-გაეცინა ნიკოლას.-ამხელა კაცი აბა ამ პატარა დივანზე როგორ დავეტევი?აჯობებს პირიქით იყოს.
-როგორი ჯენტლმენი ხარ გავოცდი პირდაპირ.-ირონიულად უპახუხა გოგომ
-კარგად იცი რომ ასეთი ვარ,უბრალოდ რატომ უნდა ავიტკივო წელი,როცა შენ იქ თავისუფლად მოთავსდები?თუ არ გაწყობს მაშინ საწოლი გავიყოთ.
-კარგი ხოო,-ბუზღუნით უპასუხა გოგომ,-იმედია საბაზანოს მაინც დამითმობ.
-მიბრძანდი.
სანამ ტატიანა ჯაკუზში ნებივრობდა,მანამდე კაცმა ტანსაცმელი გამოიცვალა და საწოლზე წამოწვა.ღამენათევს და დაღლილს ზემოდანვე მიეძინა.
-შეგიძლია მიბრძანდე,-დაუძახა ნიკოლას,მაგრამ მან ხმა რომ არ გასცა,მეორედ გაუმეორა.აღმოჩნდა რომ ეძინა,საწოლზე მობუზულიყო. შეეცოდა, გადასაფარებლის მეორე ბოლოს მოჰკიდა ხელი, გადააფარა და დამშვიდებულმა მანაც ნიკოლას მიბაძა, დასაძინებლად დაწვა.



№1  offline წევრი დარინა

აი ისე ძალიან მომწონს ეს ორიიი ისეთი ქიმია მოდის რომ პირდაპირ ვნებებს აფრქვევენ, საბაზეუკვე შეყვარებული ვარ ორჯერმაგრად კი გაუჩალიჩა ნომრის ამბავზე ისე გავმხიარულდიი, გამზადებული პირველი ღამისთვის ვერ შეირგეს, სულ მოლპდინის რეჟიმზე ვარ გადართულიარასდროს მყოფნის თავები.

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი ისტორია ჩანს, წყვილიც არაჩვეულებრივია სიუჟეტიც ძალიან მომწონს.
წარმატებები საყვარელო

 


№3  offline წევრი katiusha

Crazy dreamer
ძალიან კარგი ისტორია ჩანს, წყვილიც არაჩვეულებრივია სიუჟეტიც ძალიან მომწონს.
წარმატებები საყვარელო

მადლობა ძვირფასო

დარინა
აი ისე ძალიან მომწონს ეს ორიიი ისეთი ქიმია მოდის რომ პირდაპირ ვნებებს აფრქვევენ, საბაზეუკვე შეყვარებული ვარ ორჯერმაგრად კი გაუჩალიჩა ნომრის ამბავზე ისე გავმხიარულდიი, გამზადებული პირველი ღამისთვის ვერ შეირგეს, სულ მოლპდინის რეჟიმზე ვარ გადართულიარასდროს მყოფნის თავები.

ისეთი ტემპით ვწერ არ გალოდინებთ დიდხანს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent